შემიყვარე... /4/
ბევრი არ მიყოყმანია, მანქანას კრუგი დავარტყი და მძღოლის გვერდითა ადგილი დავიკავე. -აბა როგორ მიდის საქმეები?-კომფორტულად მოვკალათდი სავარძელზე. -მეღადავები? შენ რამე მოწიე ანა?-ისეთი სერიოზული სახით მიყურებდა, ძლივს შევიკავე თავი იქვე არ გადამხარხარა. -არა არა ძვირფასო, რატომ მკითხე?-თავი მოვისულელე და თვალებში შევაციცინდი. -უჩვეულოდ ბედნიერი და ფეხებზე გოგოს გავხარ და იმიტომ. -ვერ გავიგე, ბედნიერი ვიყო თუ არა შენ დაგეკითხო? თორნიკე დიდხანს მიყურებდა უცნაური მზერით და ხმას არ იღებდა. მერე სინანულის ნიშნად თავი გააქნია. -ღვედი გაიკეთე!-მბრძანებულური ტონით მომაჯახა და მანქანა დაქოქა. -დაიცადე, დაიცდეე... ახლავე გააჩერე!-დავუღრიალე რადგან მასთან ერთად სადმე წასვლა ჩემთვის მართლაც რომ რისკს წარმოადგენდა. -არა ანა! მე და შენ სალაპარაკო გვაქვს-სიჩქარეს უფრო მოუმატა და საგურამოსკენ გადაუხვია. -გიჟი ხარ შვილო! შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ა რ ა ფ ე რ ი.-ვუყვიროდი ბოლო ხმაზე, მაგრამ უშედეგოდ. ჩემ ყვირილს ისედაც მშვენივრად აიგნორებდა და მეტი ხელშეწყობისთვის რადიოს აუწია. ნაცნობმა მუსიკამ თითქოს მომადუნა რამდენიმე წუთით. თითქოს ბედი გეთამაშებაო მუსიკა შეიცვალა და Arctic monkeys-I wanna be yours ჩაირთო, თორნიკე უცნაურად ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში, ნეტა დაგენახათ რა მომხიბვლელი იყო. თავი ფანჯარას მივადე და გზას გავყურებდი. დრო და დრო ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას თორნიკესგან, მაგრან მისკენ ერთხელაც არ გამიხედავს. -ის მაინც მითხარი, ჩემ გატაცებას რა მიზანი აქვს?-დავარღვიე სიჩუმე და მუსიკას დავუწიე. -ნახავ. -გააჩერე, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი! გეუბმები გააჩერე თორემ... -თორემ რა?-გამომხედა და წამში მზერა ამარიდა. -თორემ კარს გავაღებ და გადავხტები. -გინდა გაგიღო?-ღმერთო რა იდიოტია. ხელების ვურტყავდი და ფეხებიც მივაშველე. -იდიოტო, კრეტინო! ვერ გიტან!!!-ვურტყავდი და ათას საშინელებას ვეძახდი. -გიჟი ხარ? მარტო მე კიარა შენც მოკვდები!-მანქანა გადააყენა და მაშინვე გადავედი და გავიქეცი. მაგრამ სად მივრბოდი შუა გზატკეცილზე ვიყავი, რომელიც სრულიად ცარიელი იყო. რა იდიოტია, ჯერ გამიტაცა და გამოქცეულს არც კი გამომეკიდა. სხვა გზა არ მქონდა უკან მანქანასთან გავბრუნდი, მაგრამ შიგნით არ ჩავმჯდარვარ და მანქანის საბარგულზე ჩამოვჯექი. -შეგცივდება, აქეთ გრილა-მოსაცმელი გაიხადა შემომახვიე და გვერდით დაჯდა. -იმ დღეს ყავას, რომ ვსვავდით, როდესაც საკოცნელად გამოვიწიე, ან როდესაც კლინიკაში მოგიახლოვდი, რატომ გამექეცი ოროვეჯერ? თანაც საკმაოდ ცუდი მზერით, თითქოს გეშინოდა?-ის შეამჩნია რაც ყველაზე მეტად მიჭირდა... -მამასგან მსმენია, რომ ერთი თვე სამსახურში ატ დადიოდი რადგან დეპრესია გქონდა, თუმცა მაშინ არ გიცნობდი. -ჰო მაგის გამო დღეს გამომიშვეს კლინიკდან...-გზას გავხედე და ვეცადე გიორგის სიტყვები თავში მეტრიალა რათა ისევ არ დავცემულიყავი. -ინანებენ. მიხვდებიან ვინ დაკარგეს. -ჩემთვის კარგიცა რაღაც მხრივ, იქაურობა ყველაზე დიდ ტკივილებს მიღვიძებდა. -მომიყვები?-თვალებში შემომხედა და თითქოს ცდილობდა ეთქვა "მენდე, მე არ გატკენ" მაგრამ როგორ დავუჯერო ადამიანის თვალებს, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინწინ ადამიანს კლავდა? -3თვის წინ შეყვარებული მყავდა, 2 დღით წასული ვიყავი მამასთან, როცა ჩამოვედი შემხვდა და მაშინ როდესაც მეგონა ცოლობას მთხოვდა, დამშორდა.-თავი ვერ შევიკავე და თვალები მაიმც ამიწყლიანდა. თორნიკე მიყურებდა და ხმას არ იღებდა. -არ ვუყვარდი, მაგრამ მე მიყვარდა. -ვერ გავიგე? ღრრმად ჩავისუნთქე და გავიხსენი, რატომღაც იმ წამს ძალიან მინდოდა გული გადამეშალა მისთვის. -1 წლის წინ ალბათ, კლინიკაში ახალი მოსული ვიყავი, ბექა რომ გავიცანი მისით ძალიან მოვიხიბლე, მამაშენის დავალებით მასთან ხშირი კონტაქტი მქონდა. ერთ დღესაც შემაცდინა, მაკოცა, მკოცნიდა ბევრს, მე კი მისით მოხიბულულს და შეპყრობილს ეს კოცნა მაბრუებდა. იმ დღეს ჩემი უმანკოება წამართვა. ამას დიდხანს ვდარდობდი, მეგონა ვუყვარდი და ეს ამიტონ გააკეთა მაგრამ მეორე დღეს კაბინეტში სხვასთან შევუსწარი, იფოქრა ალბათ დირექტორს ეტყვის და გამაგდებენო, ამიტომაც ჩემით ითამაშა და მატყუებდა თითქოს ვუყვარდი. ეს უზომოდ მტკივნეული გასააზრებელი იყო, მძიმედ გადასატანი, ყოველთვის როცა ამ ყველაფერს ახლიდან ვიხსენებდი დეპრესია მეწყებოდა დღევანდელ დღემდე, მანამდე სანამ ვიღაცამ არ ჩამძახა და შემაჯანჯღარა რომ ცხოვრება ერთი ამოსუნთქვაა, ჩვენ ამ ერთი ამოსუნთქვით ვცხოვრობთ, და სხვებზე დარდში, მათზე დარდში ვინც უკვე წავიდა და არც კი იმსახურებს იმას, რომ ჩვენს ფიქრებში იყვნენ არ ღირს! თორნიკე მიყურებდა და ხმას არ იღებდა, თითქოს სიტყვებს ვერ პოულობდა გასამხნევლებლად, თან არ უნდოდა ენახებოდა რომ ვეცოდებოდი. ცივი შეხება ვიგრძენი ნიკაპზე, თავი მისკენ მიმაწევინა და მიყურებდა დიდხანს. -ლამაზი ხარ... ყ.ე ყოფილა ვინც ეს სილამაზე ვერ დააფასა...-ცოტახანი დადუმდა, მაგრამ მზერა არ მოუცილებია.-გგონია მთელი ეს დრო რომ გეუბნები ლამაზი ხართქო ხაზს მხოლოდ შენს გარეგნობაზე ვუსვავ?-გამომწვევად ჩაიღიმა და ყურში ჩამჩურჩულა.-შენ სული გაქვს ლამაზი, პირველივე დანახვისთანავე შეცვალე ჩემი აურა, ცხოვრება, ფიქრები, ფიქრები რომლებშიც მხოლოდ შენ ხარ!-კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში და წამიც არ გასულა, რომ ძალიან ნაზად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ეს კოცნა სულს მიწვავდა და ცრემლები მდიოდა, თორნიკე კი განაგრძობდა ჩემს ბაგეზე ნაზად ფლობას, როდესაც მოწყდაა ტუჩებს, თვალებში ჩამხედა. -მომენდე და გპირდები არ გატკენ!-ლოყაზე მაკოცა და ჩამიხუტა. ცხარე ცრემლით ავტირდი მის გულზე და სიამაყე რომელიც დილით გიორგიმ ჩამინერგა წამში გაქრა ამ საუბრით. ისევ შემომაწვა სევდა და ფიქრები. -მაპატიე! ღმერთო რა გავაკეთე-ავქვითინდი და მთელი ძალით მოვხვიე ხელები.-მაპატიე! -შენ ის გააკეთე რაც საჭიროდ ჩათვალე, მართალი იყავი მე ეს დავიმსახურე...-თავზე მაკოცა და ისევ თვალებში ჩამხედა, ეს მზერათა კავშირი იყო ის რაც მკლავდა და მადნობდა ყოველ წამს.-ცოტახანი მოვიხდი ჩემს სასჯელს, ბევრ რამეს გაავანალიზებ. -არა, არა!-ტირილს მოვუმატე და მთელი ძალით ვეკროდი სხეულზე. საახლში წამომიყვანა, მანქანიდან გადმოვედი, დავემშვიდობე და სახლში შესვლისთანავე ლოგინზე დავეგდე. მთელი ღამე ფიქრში თეთრად გავათენე. როგორც კი 10 საათი გახდა, ჩავიცვი და განყოფილებაში წავედი. -გამარჯობა, ანა თოიძე ვარ, სასწრაფოდ გამომძიებელი უნდა ვნახო.-შესასვლელში შევყოვნდი და ლოდინისგან ლამის სული გამძვრა. -რომელი გამომძიებლის ნახვა გსურთ? -ზურა ნაკაშიძე. -კაბინეტშია, მეორე სართულზე. შესასვლელში აწერია სახელი და გვარი მიხვდებით. -მადლობა-კიბეები ფეხაკრეფით ავირბინე და დერეფანში გავედი. როგორც კი კედელზე ნაცნობი სახელი და გვარი ამოვიკითხე, კარებზე დავაკაკუნე. -შეგიძლიათ შემობრძანდეთ-გაისმა გამომძიებლის ხმა.-ანა რამ შეგაწუხათ?-ფეხზე წამოდგა ჩემი დანახვისას. -ბატონო ზურა ძალიან სერიოზული საქმე მაქვს-ხელი ჩამოვართვი და სავარძელზე მოვკალათდი. -გისმენ.-სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩაკეცა და მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. -საჩივრის გატანა მინდა, მინდა რომ ეს საქმე დაიხუროს. -ანა ეს სერიოზული თემაა, არ შეიძლება ასე თამაში! -ვიცი, მაგრამ საჩივრის გატანა მინდა! -მიზეზი? დაგაშინეს? შეგიძლია დაუმატო ეს ფაქტიც და უფრო ცუდი დღე ელით სამივეს. -არა, არავის დავუშნიებივარ, მიზეზი პირადულია ძალიან, გთხოვთ ზედმეტი კითხვების გარეშე, დამეხმარეთ რომ საჩივარი უკან გამოვიტანო და მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე დაიხუროს. გამომძიებელი ზურა ცოტახანს ჩუმად იყო, დიდხანს მიყურებდა და ცდილობდა ჩემს სახეზე ამოეკითხა, რა გახდა მიზეზი ამ ყველაფრის. -კარგი ნება შენია, განცხადება დაწერე, ხელი მოაწერე და დანარჩენს მე მივხედავ. -ბიჭებს თავს დაანებებთ ანუ? -საჩივრის გაუქმებიდან იმწამსვე შეწყდება მათი თვალთვალი. პოლიციის შენობიდან, რომ გამოვედი ისე ვიყავი თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა მხრებიდანო. ახლა ექიმ ლევანსაც თამამად გავუსწორებდი თვალს და ჩემს საყვარელ მამაკაცსაც. 1 კვირა გავიდა, თორნიკეს ჩემთვის არც მადლობა მოუწერია, არც მოვუკითხივარ, ქუჩაშიც არ შემხვედრია. რამდენჯერმე დავურეკე და მივწერე კიდევაც მაგრამ ჩემს მესიჯებს არ პასუხობდა. ძალიან ვდარდობდი, მეშინოდა, ბევრს ვფიქრობდი. ექიმ ლევანთან დავაპირე რამდენჯერმე დარეკვა და ამბის კითხვა თუმცა არ მინდოდა ეჭვი აეღო, და რამე ეფიქრა. -ისევ არაფერი გაგიგია?-ოთახში ქეთი შემოიჭყიტა. -არა, ისევ არაფერი ისმის. -მოდი ექიმ ლევანს დაურეკე. -და რა ვუთხრა რატომ ვკითხულობთქო ქეთი?-წარბები შევკარი და ისე გავხედე მეგობარს. -ეეე იცი რა უთხარი- ლოგინზე ჩამოჯდა და მთელი ემოციები შემოიკრიბა რაღაც გრანდიოზულის სათქმელად.-მოიკითხე ჯერ ექიმი, მერე რამდენიმე სიტყვა უთხარი და ბოლოს შვილი როგორ გყავთ ხელი ხომ კარგად აქვსთქო და გაუგრძელე მერე ლაპარაკი. -გენიოსი ხარ!-ქეთის იდეიით გაოცებულმა, სასწრაფოდ ტელეფონში ექიმის ნომერი მოვძებნე და დავრეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა. -ანა ძვირფასო, როგორ მომენატრე-გაისმა ტელეფონში მონატრებული და ძალიან თბილი ხმა. -მეც ძალიან მომენატრეთ, როგორ ხართ? -კარგად საყვარელო, რა მიჭირს, შენ როგორ ხარ, ისე დააკლდი კლინიკას, და ყველაზე მეტად მე დამაკლდა ჩემი მესაიდუმლე და მარჯვენა ხელი.-დანანებით ამოიოხრა ექიმმა. -რას ვიზავთ ექიმო ასეთი ყოფილა ბედი. -ეჰ ახლა ვინღა დამეხმარება ხოლმე საიდუმლოს ისე რომ მთელ კლინიკას არ მოსდებს.-ჩაიცინა. -საიდუმლოზე გამახსენდა ექიმო-ქეთის ფეხზე ხელუ ვკარი-თქვენი შვილი როგორ არის? -კარგად არის ძვირფასო, კარგად-გულზე მომეშვა-რამდენიმე დღის წინ პოლიციაში პრობლემა შეექმნა, მაგრამ მოაგვარა ყველაფერი და ახლა შეყვარებულთან და ძმაკაცებთან ერთად ბათუმში წავიდა.-თვალებში დამიბნელდა, გულის ცემა ამიჩქრდა და მთელი ძალით ვაკავებდი ემოციებს რომ არ მეტირა, მაგრამ გგონიათ ტირლი მინდოდა? გული საერთოდ არ დამწყვეტია. -ძალიან კარგი ექიმო, ღამემშვიდობისა. ტელეფონი გავთიშე და სიმწრის სიცილი დავიწყე. -აბა რა მეგონა? რა სულელი ვარ ღმერთოჩემო, როგორ დავუჯერე. -რამოხდა? ქეთის ყველაფერი დეტალურად ვუამებე, ჩემს ბედზე ქეთი ყველაზე მეტად დარდობდა და ბრაზდებოდა, ჯერ თორნიკეს ლანძღავდა კარაგა ხანს, მერე მე მომსდგა და ბოლოს მიღრიალა. -ხვალვე წახვალ პოლიციაში! ყველაფერს მიყვები! დააამატებ რომ შენზე მანიპულირებით საჩივრის გამოტანა გაიძულეს! გასაგებია?-კარები გაიჯახუნა და ოთახიდან გავარდა. დილა გათენდა თუარა თავზე ქეთი წამომადგა. -ადექი! მივდივართ. ყოყმანის გარეშე ჩავიცვი და სადარბაზოდან გასულს წინ დარიას მანქანა შემეფეთა. ქეთის ალმაცერად გადავხედე და თვალებით ვანიშნებდი ენას ამოგაგლიჯავთქო. -წესიერად, ენა ამოსაგლეჯი აქ მარტო შენ გაქვს, იი შეუყვარდა და აპატია თურმე გოგომ!-მანქანაში ჩავჯექით და პოლიციის შენობისკენ წავედით. ძალიან მრცხვენოდა უკვე გამომძიებლისთვის სახეში შეხედვის, როცა მის კაბინეტში ხელმეორედ შევედი, ისევ ისე შეიცხადა როგორც წინაზე. -მშვიდობაა?-ახლოს მოვიდა და მანიშნა დავჯმდარიყავი. -მართალი იყავით, მათ ჩემზე მანიპულირებით მაიძულეს საჩივრის გამოტანა, ახლა კი მეშინია ისევ რამე საშინელება არ ჩაიდინონ!-ამღვრეული თვალებით გავხედე ნაკაშიძეს. -მითხარი, გთხოვ მითხარი რომ ისევ უჩივი და გპირდები მათ თავს ყველაზე მალე 1 კვირაში დავაჭერინებ-ვედრების თვალებით გამომხედა გამომძიებლმა და მეც თავი დავუქნიე. ხელახლა დამაწრინა განცხადება, მომაწერინა ხელი და დამკითხა როგორ დამაშინეს. რაღაც სულელური ისტორია მოვიგონე, რეალურთან ახლოს რომ ყოფილიყო და თორნიკეს ეჭვი არ აეღო რაიმეზე. იმ დღეს როდესაც ალბათ თორნიკემ გაიგო, რომ ისევ უჩიოდნენ, ეჭვი ჩემზე არ მოუტანია. სახლში ამომაკითხა და ყველაფერი მიამბო ქეთიც იქვე იჯდა და ნეტა გენახათ როგორ მიმიკებს იღებდა და ლანძღავდა იმას ვინც უჩივლა თითქოს ეს ჩვენ არ ვყოფილიყავით. -ჩემზე ისევ საქმეა აღძრული-მითხრა თორნიკემ როდესაც ოთახში გავედით. -ძალიან ცუდია. -მინდა რაღაც გითხრა სანამ დამიჭერენ, იქნებ ამაღამ ბოლოჯერ გნახულობ-ახლოს მოვიდა და ხელი ლავიწის ძვალზე გააცურა.-პირველივე დღიდან ჩემზე უცნაურად მოქმედებ-და აი ისევ არაფრის მომცემი აფერისტული სიტყვები, რომლებიც როგორც იმ ღამეს ისევ მოქმედებდა ახლაც, მოუხედავად იმისა რომ ვიცოდი რამხელა ტყუილს ამბობდა. -ბოლოს როცა ეს მითხარი, შემდეგ 1 კვირა დაიკარგე. -ბიჭებმა თავისუფლება ავღნიშნეთ და ბათუმში წავედით, ზაფხული იწურება და ხო ხედავ თურმე თავისუფლების ბოლო ზაფხული ყოფილა. -მარტო ბიჭები იყავით?-ველოდებოდი რატომღაც რომ არ მომატყუებდა მაგრამ უშედეგოდ. -მარტო ბიჭები, სხვა ვინ... ახლოს მოვიდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა. ნეტავ იცოდეთ ამ ადამიანისადმი ჩემი გრძნობები დღითი დღე როგორ იზრდებოდა იმის მიუხდევად რაც გააკეთა და ეს შინაგანად მკლავდა. ჩემს ტუჩებს დაეწაფა და მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია, სული მეწვოდა მაგრამ წინააღმდეგობას მაინც ვერ ვუწევდი. -წასვლის დროა მეძინება თორნიკე...-სასწრაფოდ მოვშორდი და გვერდზე გავიწიე. -კარგად ხარ?-უკნიდან მომეხვია და მხარზე მაკოცა. -კი კარგად ვარ, მეძინება უბრალოდ.-მისი ხელებიდან გამოვძვერი და კარები გავაღე. როდესაც თორნიკე გავაცილე, ოთახში შევედი, კარები შიგნიდან ჩავკეტე და ავტირდი. ადამიანი ასე მალე შემიყვარდა, კიდევ ერთი სიყვარული, რომელმაც გული გამიტეხა. როგორ ველოდებოდი, რომ ამიხსნიდა ყველაფერს, ყოველწამს ველოდი რონ ყველაფერს მომიყვებოდა და მზად ვიყავი პატიებისთვის, მაგრამ არა! გონებაში ადრე ნათქვამი მისი სიტყვები ჩამესმოდა..."შენი ნებით გამოიტან საჩივარს, რადგან ჩემზე სიგიჟემდე იქნები შეყვარებული". სწორედ იმ წამს მივხვდი, იმ საღამოს არსს როცა მანაქანით მომაკითხა, ახლაც ეჭვი მაინც ჩემზე მოიტანა და ისევ სცადა თავგზა აებნია. ყველაფრის გააზრებაზე, მთელი გულით ამეტირა. კარებზე ქეთიმ დააკაკუნა. -ანა გამიღე გთხოვ!-მეც არ დავაყოვნე. გვერდზე მომიწვა და ჩამეხუტა. თავზე ხელს მისვავდა და სანუგეშებელ სიტყვებს მეუბნებოდა. ამ წამს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რასაც 1 კლასიდან ვიძახდი. ქეთი არის ერთადერთი ადამიანი რომელიც მართლა იმსახურებს ჩემს სიყვარულს და ნდობას. ასე ტირილში ჩამეძინა, ქეთის თურმე მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ჩემზე ფიქრში. დილით სამზარეულოში გასულს, მოფუსფუსე დარია და ქეთი დავინახე. ისეთი მონდომებით ამზადებდნენ საუზმეს ჩემთვის. -ასე მალე როგორ შეუყვარდა, ანასი მიკვირს-ეუბნებოდა დარია ქეთის, და კარების კუთხეში გავჩერდი ლაპარაკის მოსასმენად. -აშკარაა, რომ პირველივე მიზანი მანიპულირება არ იყო, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ანა ადვილად მოსალბობი არ იყო, მაინც მიმართა მაგ გზას და შედეგს ხო ხედავ, სიგიჟეემდე შაყვარა თავი. -რა იცი, რომ სიგიჟეემდე? იქნებ უბრალოდ იმედგაცრუება ტკივა ანას-სასიამოვნოდ მომხვდა დარიას ეს სიტყვები და დაფიქრებად მართლა ღირდა, თორნიკე შემიყვარდა თუ უბრალოდ იმედგაცრუება მტანჯავდა. -მთელი ღამე, თორნიკეს სახელს ბოდავდა. იმ ნაბი.ვარმა იცის რომ ანამ უჩივლა ხელმეორედ, წუხელ ანამ რომ გააცილა, კარების ჩაკეტვა დაავიწყდა, როცა მივედი, ხმა გავიგე ტელეფონზე ვიღაცას ეუბნებოდა, ისევ იჩივლა მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ვეცდები მოვალბოო... არვიცი უხეშ გზას ნუ მივმართავთ მაინც გოგოაო, მოვაგვარებო.-რა ვიგრძენი, დარწმუნებულები ხართ რომ გინდათ დეტალებში მოისმინოთ? თავი იმ წუთას სათამშოდ ვიგრძენი, მისით რომ გავერთობიან და მერე მიაგდებენ. ნეტავ რატომ მივეცი თავიდანვე შემხებოდა მე, ჩემს გულს და ჩემს ტუჩებს. რატომ რა დავაშავე რომ ასეთი მეამიტი ვარ ღმერთო, რა დავაშავე... -ანამ იცის? -არ მინდოდა მეთქვა, ისედაც ძალიან უმძიმდა. დდილით ზურა ნაკაშიძემ დავრეკა და თქვა, რომ ამაღამ აიყვანდნენ და წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩასვავდნენ და დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტდა, გატაცება ადამიანის და მასზე ძალადობა საკმაოდ დასჯადიაო. მთხოვა რომ ანა დამერწმუმებინა, როგორც მოწმე სასამრთლოზე გამოცხადდესო.-ახლა თავი ხელში დავიჭირე და ოთახში შევედი. -აუცილებლად, ბექაზე შური ვერ ვიძიე, რომ გული მატკინა, მაგრამ გპირდები მაგას მაინც მოვიღებ ბოლოს, ვანახებბ როგორი მეამიტიც ვარ. დარია მოვიდა და ჩამეხუტა. -ჩვენ შენს გვერდით ვართ. იმ ღამეს, ნაკაშიძემ დარეკა და შეგვატყობინა, რომ თორნიკე და მისი 2 ძმაკაცი აყვანილები იყვნენ. სასამართლო ამ თვის 14ში იყო. ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო სექტმებერი, 10 დღე იყო დარჩენილი სასამართლომდე. მთელი გულით ველოდი როდის დადგებოდა ეგ დღე, რომ მისთვის თვალი გამესწორებინა და მენახებინა, რა შემიძლია. მინდოდა ისევე გაცრუებოდა იმედები, როგორც მე გამიცრუვდა. 10 დღე ისე გავიდა, ჩემი ცხოვრება ჩემს სახლს იქით არ ყოფილა. სასამართლოსთვის ვემაზდებოდი, ვიცოდი დავისტრესებოდი, მაგრამ მალე უნივერსიტეტი მეწყებოდა დდა გულსაც გადავაყოლებდი. -მზად ხარ?-ოთახში მაკითხავს დარია და შუბლზე მკოცნის.-ჩვენ შენს გვერდით ვართ ანა! -ვიცი, წავიდეთ და ვაჩვენოთ, ჩემთან თამაში როგორ უნდა.-ფეხზე ამაყად წამოვდექი და სახლიდან გავედით. სასამართლოს დერეფანში დიდხანს ვისხედით, სანამ ქალბატონმა არ დამიძახა. -მოწმე ანა თოიძე, მოსამართლე გთხოვთ შემობრძანდეთ.-დარიას და ქეთის გავხედე, თვალებით მანიშნეს, რომ ძლიერი ვყოფილიყავი და კარებში შევაბიჯე. შევამჩნიე თორნიკეს თვალები როგორ გაუფართოვდა, უცნაურად ჩაეღიმა და ღიმილის მიზეზს ვერ ვხვდებოდი. -მოწმე ანა თოიძე დადეთ ფიცი, რომ იტყვიტ მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.-ხელი წიგნზე დამადებინეს და წარმოვთქვი სიტყვები. -ვფიცავ ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.-თორნიკესკენ გავიხედე და ჩვენი თვალები ერთმანეთს გაუსწორდა. -მოწმე ანა თოიძე, მოგვიყევით დეტალურად იმ ღამეს რა დაინახეთ.-ცოტახანი ვდუმდი, მათ სახეებს ვაკვირდებოდი, რომლებზეც ამაყად დარმწუნებული მზერა იკითხებოდა. დარწმუნებული იმაში რომ სიმართლეს არ მოვყვებოდი თუმცა აი დარბაზში ჩემი ხმაც გაისმა. უკვე გამქრრალიყო ყველანაირი სიამაყე და ცინიზმი მათ სახეზე, თორნიკეს თვალებში ამ წამს ამოიკითხებოდა ჩემთვის ნანატრი იმედგაცრუება. -სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება.-თორნიკემ მზერა ჩემიდან მოსამართლეზე გადაიტანა და ყველანი ფეხზე წამოვდექით. -მსჯავდებულთ თორნიკე შენგელიას, ვაჩე ბურდულს და აკაკი ივანიძეს, მიესაჯოთ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.-მოსამართლემ ჩაქუჩი დაჰკრა და დარბაზიდან გავიდა. თორნიკე მუქარის თვალებით მიყურებდა და ღიმილით ვცდილობდი მის გაღიზიანებას. მაგრამ ნეტავ იცოდეთ სული როგორ ჩამიწვა მოსამართლის გადაწყვეტილებამ. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ოთახში ჩავიკეტე და არავის ველაპარაკებოდი. მოსაღამოვდა და კარებზე ქეთიმ დამიკაკუნა. -შემოგვიშვი, დავილაპარაკოთ, მოგეშვება ასე ვერაფერს გახდები ანა!-ფეხზე წამოვდექი და კარები გავაღე, მალევე ლოგინისკენ მივტრიალდი და ჩამოვჯექი. -თვალები სულ დაგსივებია! რომ ტირიხარ ვისი გულისთვის ტირი შვილო?-ქეთიმ გულში ჩამიკრა და ემოციები ხელახლა მომაწვა, კარის ზღურბლთან მდგარი დარია ოთახში შემოვიდა და მეორე მხარეს ჩამოჯდა, სახე ზემოთ ამაწევინა და მაკვირდებოდა. -ტირი? -მომბეზრდა.. -ლაპარაკი? -არა. ბრძოლა! -ვისთან? -საკუთარ თავთან. -გჯობნის? -ძლიერია! -ძლიერი შენც ხარ! -....... -გენატრება?! -ძალიან! -ისევ გიყვარს? მიუეხედავად ყველა იმ საზიზღრობისა? -მაშინაც, ახლაც და მერეც! სულ... ...შეუძლებელია , მზე, შენი მზე, რომელიც იპოვნე არ გიყვარდეს.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.