შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ და ისევ მე, ჩვენი ოცნების ქარავანში... (თავი 3)


5-08-2021, 12:24
ავტორი სესილია
ნანახია 1 893

***
ტარიელი დოკუმენტებს აწესრიგებდა, როდესაც თავზე დამიანე დაადგა.
- გამარჯობა, ბატონო ტარიელ.
- ოჰ, ჩემი მეგობარი მოსულა. - ხელი მოხვია ბიჭს. - როგორ ხარ? რით შემიძლია დაგეხმარო?
- სამსახურის საქმეებზე ვარ მოსული, ნინე არ დამხვდა და შენთან გადმომამისამართეს.
- კარგია, მოდი დაჯექი - სკამზე მიუთითა, - და გავიაროთ ყველა ის საკითხი რაც კი გაინტერესებს. ყავა თუ ჩაი?
- ამ ეტაპზე არც ერთი.
გვიანობამდე იმუშავეს, საბუღალტრო აღრიცხვა დააყენს, მოგება და წაგება დაითავლეს, მოკლედ ძალიან დაიღალნენ.
- ახლა, მაინც ნუ მეტყვი უარს ყავაზე. - გაიცინა ტარიელმა.
- ახლა, უარს ვერ გეტყვით, რადგან ჩემს გონებას ნამდვილად სჭირდება კოფეინი.
ოთახში, ყავის, სასიამოვნო სურნელი დატრიალდა, ცოტახნით გაირინდნენ მამაკაცები.
- ტარიელ, - სიჩუმე დაარღვია დამიანემ.
- გისმენ, მეგობარო.
- მეგობარი გასაჭირში მიგიტოვებია?
- არ მახსენდება და შენ?
- კი... - ცოტახნის ფიქრის შემდეგ უპასუხა.
- მოიცა?! - არ ელოდა მის ასეთ პასუხს და ცოტა დაიბნა. - მოიცა, შენ იცოდი, რომ მეგობარი გასაჭირში იყო და მიატოვე? რატომ? - ხელები გულთან ჩაიხვია და ინტერსით დააკვირდა მის მიმიკებს.
- არა, მაშინ არ ვიცოდი... უბრალოდ წლები, რომ გავიდა და ვფიქრობ, ხო, ვფიქრობ, იმ გარდასულ დროსა და პერიოდზე, მგონია, რომ მეგობარი იმ დროს მივატოვე, როცა გასაჭირში იყო და გაბრაზების მაგივრად მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი...
- და ახლა?
- რა ახლა? - კითხვის არსს ვერ ჩაწვდა.
- ახლა რა ურთიერთობა გაქვს მასთან?
- სამწუხაროდ, მხოლოდ მოგონებები ... - დამიანემ სევდიანად ჩაიღიმა და ფანჯრის რაფაზე მოთამაშე წვიმის წვეთებს დაუწყო ყურება.


- მისმინე ნინე, ხო არ ჯობდა ის კაბა მეყიდა?
- რომელი? - უემოციოდ ვიკითხე.
- აი, წითელი, ჰა?
- არაა, ეგ ჯობია რაც იყიდე. - ავწიე წარბები უკმაყოფილოდ, - ვერ ვისწავლე ჭკუა, რომ შოპინგზე შენთან ერთად არ წამოვიდე.
- ოჰ, შევაწუხე, გოგო, ჩემი წუწუნით. - ჩანთა გადაიკიდა მართამ და ჩქარი ნაბიჯებით გავარდა გარეთ.
- ამის გაბუტვაღა მაკლდა, - გადავაქნიე თავი და უკან გავყევი დაქალს, რომელსაც მანქანასთან ქოშინით დავეწიე. - კარგი რა მართა, ძლივს დაგეწიე. - მივეყრდენი მანქანის საბარგულს გულამოვარდნილი.
- არაუშავს, დაიკლებ ცოტა წონას. - ცხვირი აიბზუა და გვერდზე დაიწყო ყურება.
- რაზე გაიბუტე ახლა?
- არაფერზე...
- დედაა, შენ მიშველე... - თავზე შემოვიჭდე ორივე ხელები, - კიდევ კარგი სხვა სერიოზულ საკითხებზე არ გვიწევს კამათი, თორემ ალბათ დაქალები არასდროს ვიქნებოდით...
- მაგაზე არ მიფიქრია, ხომ იცი შენ? - მომიბრუნდა დაფიქრებული სახით. - ხო არ გვეკამათა? გვეცადა მაინც? ჰა?
- უფალო, შენ მიშველე. - თავი გადავაქნიე შეშფოთებულმა და მანქანაში ჩავჯექი.
- სად წავიდეთ?
- სამსახურში წამიყვანე, შვებულება მაქვს მაგარი, ისევ აქ ვარ და ისევ სამსახურის გზას ვადგავარ. - ფანჯარაში გავიხედე.
- დაიჯინე, თორე წავსულიყავით ლოპოტაზე ან ყვარელში, ან სიღნაღში და იქ ვერ მოგწვდებოდნენ, ახლა კი იმუშავე და იწუწუნე.

ოფისში შევედი თუ არა ჩემი ძმისშვილი თათუსია შემომეგება:
- მამიდას გოგო, შენ აქ ხარ? - ჩავეხუტე ჩემს პრინცესას.
- ხო, ბაბუკოს ვეხმარები. - და მელნით დასვრილი თითები გამიშალა.
- ჩემი ჭკვიანი გოგო, აბა რაა უნდა მიეხმარო. - ხელი ჩავჭიდე და კაბინეტისკენ წავედი. - მაა, როგორ ხარ?
- კარგად ნინე და შენ?
- მეც კარგად. - თბილად გავუღიმე.- კუდრაჭა, ვინ მოგიყვანა აქ?
- მამამისმა და თვითონ კი სადღაც აორთქლდა, როგორც ყოველთვის. - ჩაიღიმა მამამ.
- კაი, ცოტა ხნით ჩემთან წავიყვან.
ოთახში, რომ შევედი თათუსიამ ცელოფანი იპოვა:
- ნინე, ამ ცელოფანს შენთან რა უნდა?
- რავი, მამიდულა შეიძლება დამჭირდეს და ამიტომაც მაქვს.
- და მისი მეგობრები სად არიან?
- ვინ მეგობრები? - დავიბენი მე.
- ცელოფნის მეგობრები.
- არ ვიცოდი მაგათაც თუ ყავდათ მეგობრები. - ავიჩეჩე მხრები.
- კი ამათაც ყავთ, ისევე როგორც მე, შენ, მამიკოს, დედიკოს, ბაბუკოს, ბებიკოს.
- აჰა, გასაგებია. - გავოცდი მისი ახსნითა და ხედვით.
- ამიტომ, ამ ცელოფანს ჩემს ცელოფანებთან ანუ მის მეგობრებთან წავიყვან, კარგი?
დავფიქრდი რა პასუხი გამეცა.
- არ მატნევ? - მკითხა თათუსიამ. - იცოდე ვეტყვი მის მეგობრებს, რომ მასთან არ გამოუშვი შენი ცელოფანი?!
- კარგი წაიღე, - ავწიე უმწეოდ ხელები და ვაკვირდებოდი თუ როგორ სათუთად კეცავდა მისი პატარა ხელებით ცელოფანს ჩანთაში ჩასადებად.
საოცრებები არიან ეს პატარები, როგორი აზრები აქვთ, როგორი დამოკიდებულება და როგორი ტაქტიკა, რომ დაგარწმუნონ, გაგაჩუმონ... ამაზე მეტი სასწაული რა უნდა ინატრო?
- ვაა, ეს ვინ მოსულა აქ ? - შემოვიდა ტარიელი.
- გამარჯობა, ტარიელ, - მივესალმე თავაუწევლად.
- როგორ ხარ, პრინცესავ?
- ტარიელ, როდის აქეთ გავხდი პრინცესა? - გავხედე და დავინახე როგორ ეთამაშებოდა თათუსიას და მერე მივხდი, ვის ეკუთვნოდა მისი სიტყვები.
- ეჰ, ჩემო ნინე, როგორ მინდა მეც ასეთი ფერია. - დამადგა თავზე.
- მერე მე რა ვქნა, მეგობარო? - გადავწექი სკამის საზურგეზე. - შენ ისეთს ეძებ, რომელიც მემგონი ჯერ არ დაბადებულა და არც უახლოეს პერიოდიში აპირებს დაბადებას, ხოდა არ ჯობია ცოტა დაწიო შენი კრიტერიუმები და გეყოლოს ასეთი პრინცესა, ვიდრე ოცნებებში მოკვდე? პატარა აღარ ხარ, ბაბუის ასაკში ხო არ უნდა გეყოლოს შვილი?
- არა, კი ხარ მართალი, მაგრამ დაბალ კრიტერიუმებიანიც, რომ არ ჩანს?
- თუ მოინდომებ გამოჩნდება და დაინახავ.
- ხომ იცი მამაკაცები პატარა ბავშვებივით ვართ, ზრუნვა მოფერება, ბევრი ჩახუტება, კოცნა გვიყვარს - გამიღიმა.
- უი, რას მელაპარაკები? - ირონიულად შევნიშნე. - და ქალები ვინ ვართ? გარეული ცხოველები, რომლებსაც არ გვჭირდება არც ზრუნვა, არც მოფერება და ა.შ?
- კაი, ახლა ნუ გამაჩუმე. - გამომხედა უმწეოდ.
- არ გაჩუმებ, უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე. - დავფიქრდი, - ალბათ ყველას ვისაც პაემანზე ხვდებოდი, ამას ეუბნებოდი და შედეგიც სახეზეა, - ავიჩეჩე მხრები, - ქალმა ის კი არ უნდა იგრძნოს, რომ კაცი სუსტია და მას იმიტომ ხვდება, რომ მომვლელი სჭირდება, პირიქით, ქალს უნდა აგრძნობინო, რომ შენ მამაკაცი ხარ, რომელიც მზად ხარ ქალი ხელისგულზე ატარო და მის გამო თავიც კი გაწირო. - ყელი მოვიღირე, - მაგრამ არ იდარდო შენ, ჯერ კიდევ დრო გაქვს, გამოჩნდება ვინმე.
- მადლობა იმედისთვის, - მხრებზე მომითათუნა ხელი. - ახლა კი მივხედოთ საქმეებს, ე.ი საბალანსო პერიოდია ხომ იცი? ხოდა გავიაროთ რიგი საკითხები.
- შპს „ტრაქტორის“ ფინანსური მდგომარეობა არ მომწონს, რაღაც აურიეს და თუ ასე გააგრძელებენ დახურვა არ მოუწიოთ. - ჩავხედე დოკუმენეტბს.
- ხო, ამ ბოლო დროს ხარჯებმა გადაუსწრო შემოსავლებს და თუ არ გამოასწორებენ ამ სიტუაციას , არ იქნება კარგი. - დამეთანხმა ტარიელიც.
- შეიძლება? - კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
- შემოდი, დამიანე. - შემოიპატიჟა ტარიელმა.
- მოგესალმებით.
- გაგიმარჯოს - ცივად ვუპასუხე, არც კი შემიხედავს მისთვის. თუმცა ვგრძნობდი, როგორ მითრთოდა სხეული.
- ტარიელ, რიგი საკითხები მინდა გავიარო და ხომ არ ჯობია გავიდეთ შენს ოთახში? - არც ის ცდილობდა კონტაქტში შემოსვლას.
- კარგი, კარგი გავიდეთ. - წამოდგა ტარიელი.
- ვაა, რა საზოგადოებაა აქ - კარებში შემოვიდა ჩემი ძმა. - დამიანე, აქ არ გელოდი. - შესცინა და ხელი ჩამოართვა.
„ესენი საიდან იცნობენ ერთმანეთს?“ - გავიფიქრე.
- თქვენ, საიდან იცნობთ ერთმანეთს? - უცებ წამომცდა, ჩემი ფიქრი.
- ჩემი კლიენტია, მის სადისტრიბუტორო ავტომობლებს ჩემი კომპანია ემსახურება ზეთების შეცლიდან დაწყებული ყველაფრით.
- გასაგებია. - გავიღიმე. „ესღა მაკლდა სრული ბედიერებისათვის“ გავიფიქრე გულში.
- დამიანე, შენც ჩემსავით გექცევა ხო, ნინე?
- ვერ მივხვდი? - წარბები შეკრა მან.
- რადა ბუღალტერია თუ ბუღალ-მ-ტერი, ვერ გავიგე. ჩემი დაა თუ ამ სახელმწიფოსი ვერ ვხდები, ახლა კვარტლული გადარიცხე, ახლა დღგ, ახლა საშემოსავლო, ახლა ის, ახლა ეს.
- ასეა ძმაო, ასე - ხელი დაარტყა ბეჭზე დამიანემ, - როცა კომპანია ფუნქციონირებადია, გადასახადებიც არის. ღმერთმა მოგვცეს, ასეთი კომპანიები, რომ ვიმუშაოთ, მოგებაც მივიღოთ და გადასახადებიც დავფაროთ. კაი, დაგტოვებთ მე და ტარიელი. დროებით. - დაგვემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა.
- სადაა, ჩემი პრინცესა?
- ბაბუასთან.
- იყო ჭკვიანად?
- კი, დათამაშობდა, მეც ახლი მოსული ვარ და გასვლას ვაპირებ.
ამ ლაპარაკში, კარებთან ყუთს მოაჩოჩებდა თათუსია.
- მამა, - დოინჯი შემოირტყა, - მომეხმარე და ერთობლივი ძალებით ავწიოთ ეს ყუთი.
- „ერთობლივი ძალებით“? - გაოცდა დათუნა, - მამი, სად სწავლობ ამ სიტყვებს? ან საიდან იცი რა მომენტში გამოიყენო?
- დათუნაა, 4 წლისაა ბავშვი და გონებაგახსნილია. მამიდას ჭკვიანი გოგოა. - ჩავკოცნე თათუსია.

დრო უცნაური რამ არის. რაც უნდა იოლად გავიწყებს და რაც არ უნდა, პირიქით... ისე ეს დროს უნდა დავაბრალო თუ ჩემს გულს? აი, ეს უფრო სწორი კითხვაა. დამიანე, ისედაც იყო, ჩემი ღამის ფიქრების სტუმარი, მაგრამ რაც დაბრუნდა ღამეს ვინღა ჩივა, დღეც კი ჩემს მუდმივ ფიქრებშია და ლამისაა გავგიჟდე, ყველგან ის მელანდება, მისი ხმა, სახე და ა.შ.
- რას შვრება, ჩემი პრინცესა? - კარებში იდგა მამაჩემი.
- მაა, - მოვეხვიე.
- აღარ ბრუნდები სახლში?
- მოვენატრე ნანუს? - გამეცინა.
- ხო, იცი არაა რა ტიპია? ენატრები, მაგრამ არ ამბობს. - ყურზე თმა გადამიწია.
- ისე რომ, მოვენატრები, რომ დამირეკავს და მეტყვის, აი, მერე დავბრუნდები. - პერანგის საყელო გავუსწორე მამას.
- ორივე ჯიუტები ხართ და შემიწირავთ, მე თქვენ. - შუბლზე მაკოცა და წასასვლელად მოემზადა.
- მიყვარხარ, მაა.
- მეც.
მობილურს დავხედე, ლილე მირეკავდა.
- ხო, რძალუკა.
- როგორ ხარ, ტკბილო?
- მე კარგად და შენ?
- მეც არამიშავს. ნინე, რაზე გაწუხებ.
- ხო. – „უეჭველი თათუსიას მიტოვებს“ გავიფიქრე.
- თათუსიას დაიტოვებ?
- ნანუს, რომ დაუტოვო? - გავაწვალე.
- ნინეე, ხო იცი რომ ვერ ვეუბნები ასეთ რამეებს, ხო იცი მისი ტექსტი „თუ გართობა გინდოდა, რას თხოვდებოდი და რას აჩენდი ამ შვილს?“ , ნამდვილად არ მსურს კიდევ მოვისმინო. - ამოიხვნეშა.
- კაი, გამოვალ ახლა სამსახურიდან და წამოვალ. - მობილური გავთიშე და მაშინვე გადავრეკე - მართუ, რას შვრები?
- სამსახურიდან გამოვედი, შენ?
- მეც გამოვდივარ და ლილემ თათუსია მომაბარა და იქ მივდივარ.
- ვაა, რა კაია, გამოგივლი, მივაკითხოთ ბავშვს და ვენდისში გავიდეთ.
- Ok! - იყო ჩემი პასუხი.
„ვენდი? იმედია იქ დამიანე არ შემეჩეხება, თორე გადავირევი, სადაც არ უნდა წავიდე, იქ მხვდება ხოლმე. გეგონება ჩიპი აქვს ჩემზე მოკრული და გებულობდეს ჩემს ყველა მიმართულებას და ადგილმდებარეობას...“
- რაზე ჩაფიქრებულხარ?
- არაფერი, ისე უბრალოდ. - მომერიდა ჩემი აზრების გამხელა. - თათუსია გველოდება, გაუხარდა ვენდის ამბავი.
ვენდისში, რომ შევედით ინსტიქტურად დავიწყე თვალიერება, მას ვეძებდი, თან ჩემს თავზეც ვბრაზობდი, რომ მასზე ფიქრები გამიძლიერდნენ.
- ჩვენ მენიუს შევარჩევთ, შენ კი სადმე დაჯექი. - მითხრა მართამ.
იქვე ფანჯარასთან მყუდრო ადგილი ვნახე და ქუჩას გავყურებდი.
- გამარჯობა.
„არ არსებობს!“ - გავიფიქრე.
- გაგიმარჯოს.
- შეიძლება ჩამოვჯდე? - უტიფრად მიღიმოდა.
- როგორც გინდა. - ცივად ვუპასუხე.
- ნინე, არ გიხდება სიცივე...
- ვითომ? - ირონიულად შევნიშნე.
- კი, ეგრეა. - მობილური დაატრიალა მაგიდაზე. - მახსოვს შენი თბილი ხმა და იმიტომ. სულ სხვა ჟღერადობა აქვს, როცა თბილად ჟღურტულებ.
„ღმერთო ჩემო, შენ მომეცი რკინის ნერვები“ - შევთხოვე გულში.
- სიცივეს უნდა მიეჩვიო და ამ ჟღერადობას...
- ვერ დაგპირდები, რადგან მე შენი სიცივე არ მიყვარს... - ჩემსკენ ოდნავ გადმოიხარა.
- მოგიწევს შეგუება, ცივ ნინესთან. - ვგრძნობდი შემოტევას ვერ ვუძლებდი და მოუთმენთლად ვიყურებოდი აქეთ-იქეთ, მართას და თათუსიას მოლოდინში.
- ჩვენც მოვედით, - უკნიდან მომესმა მართას ხმა. - გამარჯობა, დამიანე. - ცივად გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად.
- გაგიმარჯოს. - ხელი ხელს შეაგება. - მიხარია შენი ნახვა.
- მე, იგივეს ვერ ვიტყოდი.
- რატომ? შენც გაბრაზებული ხარ ჩემზე?
- არა, ეგღა მაკლია ვიღაცეებზე ვიყო გაბრაზეული და ჩემი სათუთი ნერვები დავაზიანო.
- დაქალმა დაქალს აუბი, ხომ მხარი?
- მგონი, აჯობებს წახვიდე. - წამოვდექი.
- კარგი, ასე იყოს. - გაშალა ხელები დანებების ნიშნად. - შევხვდებით. - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და უკან მოუხედავად გაუჩინარდა კარებში.
მოშვებით დავეშვი სკამზე.
- ფიქრების ზღვაა შენთან, ხომ?
- უფრო აბობოქრებულ ოკეანეს ვუწოდებდი.
- ასე იცის სიყვარულმა... - ჩაეღიმა მართას. - ფიქრების ქარიშხალში გაგხვევს, ხან ზეცად აგიტაცებს, ხან კი მიწაზე დაგახეთქებს მტკივნეულად... და თუ დანარცხების შემდეგ, ისევ შეძლებს შენს ზეცად ატაცებას და მის მორევში სამუდამოდ ჩათრევას, მაშინ უნდა აჰყვე, უნდა მისცე საშუალება აგაფრინოს, გესმის?
- მეუბნები, რომ მიწას ავცილდე და ვიფრინო?
- კი, - თავი დამიქნია მან.
- და მერე ისევ, რომ დამანარცხოს? ისევ მოინდომოს ჩემი გათელვა, მერე?
- უნდა ისწავლო გრძნობების მართვა, ეს აუცილებელია... თავდავიწყების უფლება ბოლომდე არასდროს არ გვაქვს, ჩვენს სასარგებლოდ მუდამ უნდა გვქონდეს გადანახული ჯოკერი, რომ დამარცხებული არ გამოვიდეთ... გრძნობები მართვადია და ეს უნდა ვისწავლოთ... უმართავი გრძნობები საშიშია... სად გინახავს კარგი ფინალით დასრულებულიყოს უკონტროლო სიყვარული? აიღე თუნდაც „რომეო და ჯულიეტა“, სხვა ისტორიები, რომ არ გავიხსენოთ. გრძნობები, მითუმეტეს ქალისა და მამაკაცის აუცილებლად უნდა იყოს კონტროლირებადი და მართვადი, წინააღმდეგ შემთხვევაში უმართაობას ან ორივე ან ერთ-ერთი მათგანი ეწირება... გააჩნია ვინ როგორი სიძლიერისაა და შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას. ამიტომაც, უნდა ისწავლო კონტროლი - გრძნობების და მართვა - ურთიერთობების და ნახავ როგორ ამსუბუქდები და აჰყვები სიყვარულის სიოს, ქარს, ქარბობალას და დატკბები ამ ყოველივეთი...
- ძნელია გულს უკარნახო, უბრძანო...
- კი, მაგრამ ახლა ხო ცდილობ, რომ მართო? ხომ ცდილობ არ შეიმჩნიო? ხომ გამოგდის?
- მეტყობა ხომ?
- თვალები, თვალები გაგცემენ. - გამიცინა მართამ.
- სათვალეებით, ხომ არ ვიარო? - თვალები მოვწკურე.
- არაა, ცუდი აზრი.
- ნინე, დავიღალე, მეძინება და წავიდეთ რაა? - მომეხუტა თათუსია და ჩვენც სახლისკენ გავეშურეთ პრინცესას სურვილის ასასრულებლად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent