შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი


5-08-2021, 23:02
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 1 746

- ვილიამ,- მესმის ხმა ზურგს უკნიდან და მეც ძალდატანებით ვწევ თავს მაგიდიდან. ჭერზე დაკიდებული ერთადერთი სანათი პირდაპირ თვალებში მანათებს,- აღიარე ბოლოსდაბოლოს, რომ შენ გაიტაცე, გააუპატიურე და მოკალი 12 წლის სილვია ბეინი.
- რა ჭკვიანური რამ მითხარით, ბატონო გამომძიებელო, ნეტავ მე რატომ ვერ მოვიფიქრე აქამდე?- ცინიკურად ვამბობ და მთელი ტანით წინ ვიხრები, ჩემს მაჯებზე დამაგრებული ბორკილი ჟღრიალებს.
- დამცინი კიდეც, არა?- თავს უკმაყოფილოდ აქნევს,- საერთოდ არ გეცოდები? კვირაში შვიდი დღე, ლამის 24 საათის განმავლობაში წინ მიზიხარ და არაფერს ამბობ, მგონი შენ შეყვარებას ვიწყებ.
- ცოლი არ აეჭვიანოთ, ბატონო გამომძიებელო.
- ღმერთო, ეს ვინ არის,- სათვალე მოიხსნა, მაგიდაზე დააგდო და თვალები მოისრისა,- ასე ჯერ არც ერთი აღიარების მოპოვება გამჭირვებია.
- აღიარეთ, რომ მე გამორჩეული ვარ.
- საკმარისია უკვე,- მუშტი დასცხო მაგიდას, მოულოდნელობისგან სკამზე შევხტი და საზურგეს მივეყრდენი, ისევ გაისმა ბორკილის ხმა სიჩუმეში,-აღიარე უკვე, აღიარე და მოაწერე ხელი ამ დაწყევლილ ჩვენებას. შენი აზრით ძალიან მეხალისება შენი მახინჯი სახის ყურება? სახლში წასვლა მინდა, ეს დედა მოტ*ნული, ჩემი შვილები ვეღარ მცნობენ, ცოლმა ლამისაა სახლიდან გამომაგდოს, შენი აზრით ეს ნორმალური ცხოვრებაა? მიდიხართ, კლავთ, აუპატიურებთ, ძალადობთ, ქურდავთ, მერე მოდიხართ და იფიცებით არაფერი დამიშავებიაო. აბა ვინ დააშავა, მე?
- რაც არ ჩამიდენია, ის როგორ დავაბრალო საკუთარ თავს? თქვენ რომ გაბრალებდნენ იმ პატარა გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობას, რას იზამდით?
- მე ვერ დამაბრალებდნენ,- მტკიცედ წარმოთქვა და ხელები გადაიჯვარედინა მკერდზე.
- რატომ ვითომ?
- იმიტომ, რომ ასეთ რამეს არასდროს ჩავიდენდი.
- ზუსტადაც,- ნიშნის მოგებით გავატკაცუნე თითები და ისევ მაგიდისკენ გადავიხარე,- თქვენ ფიქრობთ, რომ არასოდეს ჩაიდენთ ისეთ რამეს, რაც სხვას ზიანს...
- ვფიქრობ კი არა, ზუსტად ვიცი, საკუთარ თავს ჩემზე უკეთ არავინ იცნობს,- გამაწყვეტინა სათქმელი.
- კარგით, დაე იყოს ასე, ვიტყვი მასე. თქვენ ზუსტად იცით, რომ სხვას ზიანს არასოდესი მიაყენებთ, ხომ ასეა? და მაინც ახლა თქვენ რომ იჯდეთ ჩემ ადგილას, გეკეთოთ ეს ხელბორკილი, გეცვათ ეს საშინელი სამოსი და მე ვიჯდე ახლა თქვენ ადგილას და გეუბნებოდეთ - გინდა თუ არა აღიარე ეს დანაშაული მეთქი, რას იზამდით?
- თუ მართლა დამნაშავე ვიქნებოდი, ვაღიარებდი.
- კარგით, რაა...,- ეს თვითდაჯერებულობა ადამიანს აფუჭებს.
- მაგრამ გიმეორებ, მე მაგ სკამზე არასოდეს აღმოვჩნდებოდი.
- თქვენ ფიქრობთ, რომ დანაშაულს არასოდეს ჩაიდენთ, და რატომ გგონიათ, რომ მეც იმავეს არ ვფიქრობ საკუთარ თავზე?- იჯდა და მიყურებდა დაჟინებით, ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და მძიმედ სუნთქავდა.
- ამით რისი თქმა გინდა?
- იმის, რომ იმ გოგონას მკვლელობაში ბრალი არ მიმიძღვის. იის , რომ მეც იმავე დღეს აღმოვჩნდი ცენტრალ პარკში, არაფერს ცვლის. ნახევარი ნიუიორკი მანდ სეირნობს.
- მაგრამ ბავშვებს არ იტაცებენ, აუპატიურებენ და კლავენ.
- არ ჩამიდენია მეთქი, გითხარით,- მოთმინება ამომეწურა და ფეხზე წამოვდექი.
- დაჯექი,- მიბრძანა გამომძიებელმა.
- არაფერი ჩამიდენია,- გავყვირე ისევ და მუშტები დავცხე მაგიდას,- რატომ არ გესმით, არაფერი ჩამიდენია, არა.
- დაჯექი მეთქი, ახვარო,- ხელის კვრით სკამისკენ მიბიძგა, მაგრამ დასაჯდომს ავცდი და მუხლებით დავეშვი იატაკზე. მაგიდაზე მიბმულმა ჩემმა ბორკილმა სრულიად დაცემისგან გადამარჩინა, თუმცა თავი კუთხეს ჩამოვარტყი, ვგრძნობდი, როგორ მოედინებოდა ჩემს სახეზე თბილი სითხე და იატაკზე წითელ ლაქებად ეხატებოდა.
- ამისთვის გიჩივლებთ,- დავემუქრე და სისხლის მოსაწმენდად სახეზე იდაყვი გავისვი.
- ფეხები არავის მოჭამო,- მაგიდას შემოუარა, კარზე დააკაკუნა და დაცვას შემოსვლა უბრძანა,- გაიტანეთ ეს მძორი აქედან,- მერე სანამ მაგიდიდან ამხსნიდნენ ჩემთან ჩაიმუხლა და სიძულვილით სავსე ხმით დაამატა,- შენი აღიარებით თუ მის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ელექტრო სკამზე აღმოჩნდე, და ბოლო სახე რასაც დაინახავ იცი ვისი იქნება? ჩემი.

***
საკანში ყოფნა აუტანელი იყო. მართკუთხედის ფორმის ოთახში გამოკეტილს, მზის სხივები სანატრელი გამიხადეს. ხუთი ნაბიჯი სიგანე, ოთხი სიგრძე, ჩემი სასიარულო არეალი მხოლოდ ეს იყო. ცივ და ათასი პატიმრის ისტორია შენახულ კედლებს შორის მხოლოდ ერთი საწოლი, უნიტაზი და პატარა პირსაბანი იდგა, ჭერში ჩამოკიდებული ერთადერთი ნათურა, ძლივს შესაცოდად ბჟუტავდა.
რას მაბრალებდნენ, როგორ შემეძლო ვინმესთვის ასეთი რამ გამეკეთებინა, სასაცილოა.
სასამართლო დღე- დღეზე გაიმართება, ნაფიც მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ დამნაშავე ვარ თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი რა შედეგი დადგება, ამიტომ სიკვდილისთვის წინასწარ ვემზადები.
მორალურად...
გამიგია, რომ ძალიან მტკივნეულია. ჩემს თავში 2700 ვოლტმა უნდა გაიაროს, მართლა არ იქნება სასიამოვნო.
მაგრამ იქნებ უილი ფრენსისივით მეც გამიმართლოს? ისე ბედიც ამას ჰქვია, რაა.
პანიკური სიცილი მეწყება, ჩემივე ფილტვებიდან ამომავალი ჩემივე ხმა მახრჩობს. ეს კუბოს ფორმის ოთახი მახრჩობს, კედელში ჩამაგრებული ერთადერთი საჰაეროს რიგრიგი ყურებში მიყვირის, გარეთ ბადრაგი რაღაცას არაკუნებს რკინის კარზე, სქელ კედლებში ჩაყოლებულ მილებში გამავალი წყლის ხმაც კი მესმის, ნათურა უსიცოცხლოდ ბჟუტავს ჩემს თავს ზევით.
პანიკური სიცილი ყვირილში გადამდის, მუხლებზე ვემხობი, ხელის გულებს ყურებზე ვიფარებ და ვყვირი, ვყვირი ბოლო ხმაზე, ვყვირი ყველას გასაგონად, მაგრამ უნებურად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მესმის, როგორ ტრიალდება საკეტში გასაღები, ჭრიალით იღება ჟანგიანი ძველი კარი, მესმის, როგორ შემოდის ბადრაგი, ჩემთან ჩერდება და მიყვირის, რომ მოვკეტო, რადგან ბინძური ძაღლები ჩუმად უნდა ისხდნენ და ელოდონ განაჩენს. მე კი ვყვირი, ვყვირი და არ ვჩერდები, ვერ ვჩერდები. ფერდში ძლიერ დარტყმას ვგრძნობ და გვერდით ვყირავდები. ახლა ბეტონის იატაკზე ვწევარ და ვკანკალებ, მთელი სხეული მიკანკალებს, თითქოს სიცივისგან, მაგრამ უფრო შეტევისგან. პირიდან თეთრი ქაფი მდის და ბოლოს რასაც ვხედავ ჩემ ზევით ეულად მოციმციმე ნათურაა, რომელიც დრო და დრო მთვლემარივით ხუჭავს თვალებს. სიბნელე კი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ეს ნაწვალევი სინათლე.

***
სანამ სასამართლო დარბაზში შევიდოდით, ის დერეფანი გავიარეთ, რომლითაც მხოლოდ პატიმრები და მათი ბადრაგები სარგებლობენ. ფეხს მივითრევდი, მაგრამ მცველები გაჩერების უფლებას არ მაძლევდნენ, უნდა მევლო, სასიკვდილო განაჩენისკენ საკუთარი ფეხით მივიწევდი. ვერ ამტკიცებ, არ გიჯერებენ რომ დამნაშავე არ ხარ, არ გიჯერებენ, რადგან შეიძლება უბრალოდ შენი ცხვირის მოყვანილობა არ მოეწონოთ, ან თმა არ გქონდეს თავზე. შემოგხედავენ, დაგაკვირდებიან და დასკვნა გამოაქვთ- ამას თმა არ აქვს, უეჭველი დამნაშავეა.
სასამართლო დარბაზი ხალხით იყო სავსე, მაყურებლებს დიდი ბოროტება ეწერათ სახეზე, ან სხვა რა უნდა სწერებოდათ, უდანაშაულოს მისჯიდნენ სასჯელს. ბრალდებულისთვის განკუთვნილ სივრცეში ხელის კვრით შემაგდეს და საბრალდებო სკამზე დამსვეს, ჩემი კუთვნილი ბორკილი, რომელიც უკვე ძალიან მომწონდა, იატაკში ჩამაგრებულ რკინის რგოლში ჩაამაგრეს ჯაჭვით. ჩემ წინ ჩემი ადვოკატი იჯდა, მოპირდაპირედ ცამეტი ნაფიც მსაჯული, რომლებიც მიყურებდნენ და რაღაცას ინიშნავდნენ, ან მხატავდნენ, თავს ვერ დავდებ. მარცხნივ, პლათფორმაზე ხის მასიური მაგიდა იდგა, სამი სკამით, სამი მოსამართლისთვის. სადღაც შუაგულში კი სასამართლო მდივანის პატარა მაგიდა და კომპიუტერი იდგა. გამხდარი, თმა კოსად შეკრული გოგონა თვალებს აცეცებდა აქეთ- იქით, ალბათ პირველად არის სასამართლოზე და შეშინებულია მეთქი, გავიფიქრე და გაისმა კიდეც ხმა - ,, გთხოვთ ფეხზე წამოდგეთ, სასამართლო მობრძანდება". შემოვიდნენ, ერთი ქალი და ორი კაცი, ყველას მკაცრი თვალი გადაგვავლეს, დასხდნენ და ჩვენც მოგვცეს დაჯდომის უფლება.
სასამართლო დაიწყო.
ჩემი ბრალმდებელი ალაპარაკდა.
-2003 წლის 25 მარტს, დღის 4 საათზე, 12 წლის - ს. ბ დედასთან ერთად, ჩვეულებისამებრ იმყოფებოდა ცენტრალ პარკში, რომელიც მისთვის საბოლოო გასეირნება აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ქბ-ი ა. ბ - ის თქმით გოგონა თანატოლებთან ერთად თამაშობდა პარკში, დარბოდა და იცინოდა, თავად კი ძელსკამზე იჯდა, გაზეთს კითხულობდა და თან დრო და დრო ქალიშვილსაც გახედავდა ხოლმე. ქალბატონი აღნიშნავს, რომ მის გვერდით სკამზე იჯდა მამაკაცი, რომელიც თითქოს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ამ პარკში აქამდეც ხშირად უნახავს მთვრალი მამაკაცები. ცოტა ხნის მერე, როცა იგი გაზეთში სტატიის კითხვას მორჩა, იქით გაიხედა, სადაც შვილი ეგულებოდა, მაგრამ აღარ დახვდა. სად არ ეძება, ვის არ ჰკითხა, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა, ბავშვი გაუჩინარდა. ქბ - მა ა. ბ - მა, როგორც კი დარწმუნდა, რომ აწ უკვე გარდაცვლილ გოგონას საკუთარი ძალებით ვერ იპოვიდა, პოლიციას მიმართა დახმარებისთვის. მაშინვე დაიწყო სამძებრო სამუშაოები ცენტრალ პარკის ტერიტორიაზე, ჩართული იყო სამძებრო და სამაშველო განაყოფის 13 ჯგუფი, თითო ჯგუფში 5 კაცი იმყოფებოდა, ამასთანავე თითო ჯგუფს თითო ძაღლი ყავდა. არასრულწლოვანის დედამ, ძაღლებისთვის სუნის ასაღებად, უფლება მოგვცა სახლიდან წაგვეღო ტანისსამოსი. სამძებრო სამუშაოების დაწყებიდან მეორე დღეს, პარკის დასავლეთ ნაწილში, ვაგნერის ყურის ნაპირზე არსებულ ლოდებს შორის იქნა აღმოაჩენილი მისი სხეული. გარდაცვლილს ტანისსამოსი არ ეცვა. ზედაპირული დათვალიერებით, ბავშვს აღენიშნებოდა ჩალურჯებები სახის, მკლავების, მუცლისა და თეძოების არეში, ასევე სწორკუთხოვანი ჭრილობები სხეულზე. გარდაცვლილის სხეული გადატანილ იქნა პროზექტურაში, რის შემდეგაც გვაცნობეს, რომ იგი გაუპატიურებულ იქნა მის სიცოცხლეშივე, სიკვდილი კი გაგუდვამ გამოიწვია. ამის შემდეგ კი დაიწყო გამოძიება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს გარდაცვლილი გოგონას ტანისსამოსი, გარდაცვლილის დედამ დაადასტურა, რომ ეს იყო მისი ქალიშვილის ტანსაცმელი, თუმცა აკლდა მწვანე შარფი, რომელიც მის ქალიშვილს ძალიან უყვარდა. დიდ ხნიანი ძებნის შემდეგ აღნიშნული ნივთი ვერ მოიძებნა.
გამოძიებასთან თანამშრომლობის პერიოდში, ქბ. ა. მ - ს გაახსენდა, რომ მისი ქალიშვილის გაუჩინარების დღეს ნახა საეჭვო მამაკაცი, რაც ზევით უკვე ავღნიშნეთ, რომელიც ასევე მოულოდნელად გაუჩინარდა. მას არ ახსოვს ეს მამაკაცი როგორ ან როდის ადგა და წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი სკამები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იდგა. ეს კი მანამდე იმის გამო არ გახსენებია, რომ ჯერ კიდევ შოკში იყო შვილის გარდაცვალებით. მისი აღწერის მიხედვით შევადგინეთ სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი, დავაგზავნეთ სხვადასხვა განყოფილებაში და გამოვაცხადეთ მასზე ძებნა, რამდენიმე დღეში ეჭვმიტანილი ავიყვანეთ მის საცხოვრებელთან ახლოს. სამწუხაროდ არ გვაქვს თითის და ფეხსაცმლის ანაბეჭდი, თუმცა კამერების ჩანაწერი არსებობს, რომელშიც ჩანს, რომ აწ უკვე ბრალდებული ნამდვილად იმყოფებოდა იქ და მისი მზერა მიმართული იყო ბავშვებისკენ. ასევე სათვალთვალო კამერაში ჩანს თუ, როგორ უყურებს ის გარდაცვლილის დედას დაჟინებით, მერე დგება და მიდის ადგილისკენ, სადაც ბავშვები თამაშობენ. სამწუხაროდ იმ ადგილას კამერა დაზიანებულია და მისი შემდეგი მოქმედება უცნობია. თუმცა ბრალდებულის ეს ქმედებები, საფუძვლიან ეჭვს გვიჩენს მის დამნაშავეობაში.

მერე იყო კიდევ ათასი სისულელეები, ჩემი ადვოკატის სიტყვა, რომელიც საერთოდ არაფერში დამეხმარებოდა, მოსამართლეების კითხვები, მოწმედ გამოყვანილი გარდაცვლილის დედა და გადაწყვეტილების მისაღებად გასული ცამეტი ნაფიცმსაჯული, რომელიც სიხარულით გამიშვებდნენ სადამსჯელო სკამზე. მე ისევ ჩემ მყუდრო საკანში გადამიყვანეს, გადაწყვეტილების მოლოდინში.
არ ვიცი რამდენი წუთი გავიდა, იქნებ საათიც კი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. პირიქით უკეთესიც კი იყო ჩემთვის, რაც მეტად აგვიანებდნენ პასუხს, მით მეტად გრძელდებოდა ჩემი სიცოცხლის დრო. და იქნებ საერთოდაც უდანაშაულოდ მცნონ?
საკანში ბოლთას ვცემ. ხუთი ნაბიჯი სიგანე, ოთხი სიგრძე. როგორ მინდოდა გამერღვია ეს კედლები და გავსულიყავი გარეთ, სადაც ჰაერი სუფთაა, მზე ანათებს და მერე ვივლი, ვივლი გაუჩერებლად, იქით, საითაც ფეხები წამიყვანს. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ ვიქცევი ჩიტად და მივფრინავ ცაში, ღრუბლებს შორის. მესმის სხვა ჩიტების საამო ხმაც, რომლებიც მესალმებიან და თავისუფლებას მილოცავენ, გვერდით მომყვებიან და მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ყველაფერი გაივლის და ცუდი წარსულში დარჩება. მე კი გაუჩერებლად მივიწევ წინ, ცაში ვლივლივებ და ღრუბლებს ვერთვი, არც სიმძიმე მაწუხებს და არც ფიქრები სიკვდილზე, რადგან მე უკვე ჩიტი ვარ და თავისუფლება მივიღე. სამუდამო თავისუფლება.
მხარში რაღაც მხვდება და წონასწორობას ვკარგავ, ვხვდები ნელ-ნელა მიწისკენ მივდივარ, მაგრამ არ მინდა. მიწაზე არ მინდა, იქ მხოლოდ ტკივილია, წამება და სიკვდილი, და აი ახლაც, ვიღაცამ ვერ აიტანა ჩემი თავისუფლება და ფრთაში დამჭრა. თავს ვეღარ ვიკავებ და ძირს ვენარცხები, თვალს ვახელ და მიკვირს, მკვდარი არ ვარ, მაგრამ ვერაფერს ვხედავ, არც ცა ჩანს და არც სიყვითლე შეპარული ხეები. კარგად ვაკვირდები და ვხედავ ჩემ თავს ზემოთ, სრულ სიბნელეში, მზე როგორ ანათებს. ღამე და მზე? მიკვირს და უკეთესად ვაკვირდები იქაურობას, მე გარეთ არ ვარ და არც ეს ყვითელი ნათება არის მზე, ნაცნობი ოთხის კედლები და სიცივე, რომელიც ძვალ-რბილში ატანს. თავს ბადრაგი მადგას და დამყვირის, - ფეხზე აეთრიე ნაბი*ჭვარო, შენი სიკვდილის დრო მოვიდა,- მექანიკურად ვემორჩილები, ფეხზე ვდგები და მივყვები, ნეტავ ცხადი ყოფილიყო ის, რაც სიზმარში ვნახე.
ისევ სასამართლო სხდომა და ნაფიცმსაჯულების ნათქვამი - დამნაშავეა. სულ რაღაც ორ დღეში სიცოცხლეს გამოვემშვიდობებოდი. ნეტავ მართლა ჩიტი ვიყო.

***
ჯაჭვების ჟღრიალით მივუყვები ჩაბნელებულ დერეფანს, სიკვდილს საკუთარი ფეხით უნდა მივეახლო. ამ დროს ლოცვებს იმეორებენ ხოლმე გულში, მე კი არც ერთი ლოცვა მახსოვდა ამ წამს. გვერდით ბადრაგი მედგა და ხელკავ გაყრილი, გაჩერების საშუალებას არ მაძლევდა, მე კი ფეხებში ძალა მეკარგებოდა.
უსამართლობაა ეს ქვეყანა, არც იმას გეკითხება- გინდა თუ არა დაბადება და არც იმას- გინდა თუ არა სიკვდილი. შენ დაბადებასაც და სიკვდილსაც სხვა წყვეტს, ჩემიც გადაწყვიტეს.
ჭრიალით გაიღო ალაგ- ალაგ საღებავ გადაცილებული, მწვანე ფერის, რკინის კარი. სანამ ფეხს შევდგავდი, იქამდე ვიგრძენი სიკვდილის სუნი. დამპალი ხორცის სუნი, რომელსაც მთელი ოთახი მოეცვა. ოთახის შუაგულში ხის სკამი იდგა, ყველგან სადენებ მობმული. შიგნით ოთხი ბადრაგი და ჩემთვის ნაცნობი გამომძიებელი იყო, აკი დამპირდა ბოლოს ჩემს სახეს დაინახავო?! სკამზე დამსვეს, ჯაჭვები და ხელბორკილი მომხსნეს, ხელები და ფეხები ტყავის ქამრებით დამიბეს, მაიძულეს საზურგეს მივყუდებოდი, მერე თავზე რაღაც ცივი გვირგვინივით დამადგეს და გაჩერდნენ. აქამდე კუთხეში მდგომი, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი გამომძიებელი მომიახლოვდა, სათვალის ზევიდან გამომხედა და მითხრა.
-ხომ გითხარი, ბოლოს ჩემი სახე უნდა დაინახო მეთქი, - ზიზღით ამოილაპარაკა.
-სასიამოვნოა, ბატონო გამომძიებელო, მიხარია თქვენი ისევ ხილვა.
-როგორ გრძნობ თავს?
-მშვენივრად.
-მართლა?
-დიახ, საბედნიეროდ არაფერი მტკივა.
-ახლა მაინც აღიარე,- ხვეწნანარევივით ამოილაპარაკა.
-რა ვაღიარო, ბატონო გამომძიებელო?
-ის, რომ შენ გაიტაცე, გააუპატიურე და მოკალი მცირეწლოვანი გოგონა,- ჩახვეულივით გამიმეორა.
-მე არაფერი და მი შა ვე ბი ა, - სიტყვა გავწელე და რაც შეიძლება დამაჯერებლად წარმოვთქვი, შიშისგან ხმის კანკალი მეწყებოდა.
-რატომ აკეთებ ამას?
-რას?
-ამას. მაინც კვდები და თქვი სიმართლე.
-როგორ დავიბრალო ის, რაც არ გამიკეთებია? დაკითხვებზე სულ არ მისმენდით?
-ორი წუთი, - გაისმა ბადრაგის ხმა, რომელსაც ელექტროდენები უნდა გაეშვა.
-მიკვირს შენნაირი ხალხის, როგორ თამაშობთ ასე კარგად უდანაშაულოს როლს. კარგ მსახიობსაც კი შეშურდებოდა თქვენი სამსახიობო ნიჭის, ბრავო. ტაშს გიკრავთ და თავს გიხრით, - დემონსტრაციულად შემოსცხო ხელის გულები ერთმანეთს და თავი დახარა.
-მადლობა. მემორიალის გახსნას ველოდები, ცენტრალ პარკში, - ცინიკურად წარმოვთქვი და ბოროტულად ჩავიცინე.
-ერთი წუთი, - ისევ გაისმა დროის მთვლელის ხმა.
-კარგი, რადგან არ იშლი და იმ ქვეყნად ცოდვების მონანიების გარეშე გინდა წასვლა, შენი ნებაა. ახლა კი თქვი, რა არის შენი ბოლო სურვილი.
-ხელი ჩამჭიდეთ, ბატონო გამომძიებელო, ცოტა მეშინია, - მოკუმული თითები გადავშალე, - სანამ მოვკვდები ხელი არ გამიშვათ.
-ჰა- ჰა, ძალიან ჭკვიანი და ხუმარა ხარ, - თავი გააქნია უცნაური ღიმილით, რამდენიმე წამით დაჟინებით მიყურა, მერე ზურგი შემაქცია, ისევ თავის კუთხეში დადგა და თითქოს თავისთვისო, ჩუმად ამოილაოარაკა, - გაუშვით.
-რაო? - გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა, როცა თავიდან რკინის გვირგვინი მომხსნეს და ხელები და ფეხებიც გამითავისუფლეს, სკამიდან ადგომა შემეძლო, - ვერ გავიგე.
-თავისუფალი ხარ, - არც კი შემოუხედავს, ისე მითხრა.
-რას ქვია თავისუფალი ვარ, აბა ჩემი განაჩენი?
-შენი განაჩენი უბრალოდ თეატრალური დადგმა იყო, ნაფიცმსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ თავისუფალი ხარ.
-ვა, ვა, ყოჩაღ, კარგ მსახიობსაც კი შეშურდებოდა თქვენი სამსახიობო ნიჭის, ბრავო თქვენ, ყველას,- გავიმეორე მისი ნათქვამი და ტაში დავუკარი.
-გაიყვანეთ, - უკმაყოფილება ჟღერდა მის ხმაში, მათაც ხელი დამავლეს და ოთახიდან გამიყვანეს. მოყვანისას რა ტანსაცმელიც მეცვა, ისევ ის ჩამაცვეს, საფულე, საათი, ტელეფონი და სახლის გასაღები მომცეს და გამომაგდეს.
-როგორ, ასე მარტივად? - ჯერ კიდევ არ დამეჯერა ჩემი თავისუფლება, მეგონა ისევ სიზმარს ვხედავდი.
-თუ გინდა შეგაბრუნებთ ისევ უკან, - ზურგს უკნიდან მომესმა გამომძიებლის ხმა.
-არა, მადლობა, წავალ,-რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და შევჩერდი, - თქვენი გოგონები მომიკითხეთ, ბატონო გამომძიებელო.
შევძელი და გავარღვიე საკნის ვიწრო კედლები და გავედი გარეთ, სადაც ჰაერი სუფთაა, მზე კი ანათებს და მივდივარ, მივდივა გაუჩერებლად, იქით, საითაც ფეხებს მივყავარ, ეს კი ჩემი სახლის გზა არის.
ნაცნობი ქუჩები, ნაცნობი სახლები, სიყვითლე შეპარული ხეები. სუფთა ჰაერით ვივსებ ფილტვებს, მზის სხივებს ვუშვერ სახეს, როგორ მომნატრებია, როგორ. ქალაქის ხმაური მონატრებული მქონდა, ისე საამოდ და მუსიკალურად ჩამესმოდა ყურში, მელოდიად შევკარი და ჩემთვის ავღიღინდი. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მივუყვები ტროტუარს, ვუყურებდი ნაცნობი მაღაზიების ვიტრინებს, რესტორნებს, კაფეებს, საცხობებს. სასიამოვნო სურნელმა მომიღუტუნა ნესტოებში, ეს ჩემი საყვარელი საცხობიდან მოდიოდა ახლადგამომცხვარი ფუნთუშების სუნი. სულმა მძლია და მივადექი მის კარებს, საფულეში დარჩენილი მონეტები ამოვთვალე და შევაბიჯე. ბედნიერი გამოვედი და ტკბილ გუნდას დავყნოსე, ვისუნთქავდი მის სურნელს ისე ღრმად, ღრმად, თითქოს პირველად მქონოდეს ამ ბედნიერების შეგრძნების საშუალება.
სახლს რომ მივუახლოვდი, ჩემი კარის მეზობელი შემხვდა. დამინახა თუ არა სახე წაეშალა, ალბათ უკვე იცოდა რა ბრალდებით ვიყავი დაჭერილი. მიუხედავად ამისა გავუღიმე და მივესალმე, ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ დანაშაულს მაბრალებდნენ?! გასაღები საკეტს მოვარგე, გადავატრიალე, კარი შევაღე და- Home, Sweet Home.
ჩემ არ ყოფნაში, უჰაერობას დაუბუდია მთელ სახლში. უცნაური სიმარტოვისა და მოწყენილობის სუნი იდგა, თითქოს მომკვდარიყო ჩემი ბებერი სახლი. ფანჯრებს ვეცი და გამოვაღე, ჰაერი შემოვუშვი დახუთულ ოთახში. მოწყვეტით ჩავეშვი სამზარეულოში მდგარ, ძველ, ალაგ- ალაგ გადაქერცლილ, ყვითელ სავარძელში და თვალი მოვავლე იქაურობას. მაცივარი, გაზქურა, ნიჟარა, რომელშიც წყალი წვეთავს, გადახუნებული კარადები და კუთხეში მდგარი მაგიდა, ორი სკამით. ეს არის ჩემი ავლადიდება, მაგრამ მეტი რა უნდა უნდოდეს მარტოხელა კაცს? ჩემი კომფორტი ეს არის.
Heaven knows I was just a young boy,
Didn't know what I wanted to be,
I was every little hungry schoolgirl's pride and joy,
And I guess it was enough for me,
To win the race, a prettier face,
Brand new clothes and a big fat place,
On your rock and roll TV,
But today the way I play the game is not the same, no way,
Think I'm gonna get me some happy.
უცებ ამომიტივტივდა გონებაში და ხმამაღლა დავიწყე სიმღერა.
-ზეცამ იცის, რომ მე უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, არ ვიცოდი რა მინდოდა ვყოფილიყავი, მე ყველა პატარა სკოლის მოსწავლე გოგონას სიამაყე ვიყავი და ეს საკმარისი იყო, რბოლის მოსაგებად, - უცებ რაღაც მახსენდება, ისეთი რამ რაც არასოდეს უნდა დამვიწყებოდა. ოთახს მივაყურადე, სიჩუმის მეტი არაფერი მესმოდა, წამოვდექი და ხალიჩის კუთხე გადავწიე, საიდუმლო საცავი, რომელშიც მამაჩემი ფულს ინახავდა, მე კი შესანახი ფული საერთოდ არ მქონდა. ფიცარში ამოჭრილი კარი ავხსენი და იატაკს ქვეშიდან პატარა, ხის ყუთი ამოვიღე, მტვრიანს ხელი გადავუსვი და თავი ავხადე,- როგორც თქვით, ბატონო გამომძიებელო, კარგ მსახიობსაც კი შეშურდებოდათ ჩემი სამსახიობო ნიჭის, ბრავო მე, - იატაკში ამოჭრილ კარს გადავაბიჯე, სავარძელში ჩავეშვი და ცხვირთან მივიტანე მწვანე კაშნე, ჯერ კიდევ ჰქონდა მისი ბავშვური სურნელი.
-დედიკოსთვის უნდა დაგეჯერებინა, პატარა ქალბატონო და უცხოს არ გამომყოლოდი…


05/08/2021



№1 სტუმარი Qeti qimucadze

. უნდა მოეკლათ. მძულს მადლობაააა ძალადეები და ათმაგად ბავშვებს რომ უკეთებენ ამას. თავიდანვე მივხვდი რომ დამნაშავე იყოო. სიტუაციის კონტროლი. მერე წამიერი გამოშუქება და არვიცი უპირველესად სათაური. მან მაფიქრებინა რომ მართლა დამნაშავე იყო. რაცუდიაა რომ სამხილების არარსებობის გამო. უამრავი დამნაშავე. ფსიქოპატი თუ მკვლელი დააბიჯებს თავისუფლად. ხანდახან კანონიც მახინჯდება. როცა ხელფეხა გიბორკავს. ამაღელვე. მადლობა. საინტერესო თემა იყო

ჩემი ტელე ერეკება და დასაწყისში რა დაუწერიაააა. მძულს მოძალადეები და ასმაგად ბავშვებზე ტქო

 


№2  offline წევრი თ. ა.

გაოცების სმაილი დავსვი ავტომატურად იმდენად მეუცხოვა შენგან ეს სტილი, რომ დავრჩი გაოცებული.
კარგია რომ დაბრუნდი, ძალიან გამახარე. ძალიან მომეწონა საინტერესო იყო, უფრო იმოტომ, რომ რელაურადაც არის მსგავსი დანაშაულები.
ერთადერთი უარყოფითი პერსონაჟი, რომელიც მიყვარს N13 ის მთავარი გმირია. შეყვარების რა გითხრა, მაგრამ მისით რაღაცნაირად დავინტერესდი იმდენად თავდაჯერებული იყო და იმდენად თამაშობდა.
აღარ დაიკარგო.

 


№3 სტუმარი Ana-maria

ბოლო სიტყვამდე მჯეროდა რომ უდანაშაულო იყო. შოკირებული დავრჩი. როგორ ითამაშა უდანაშაულოს როლი. კარგად დაწერილი ისტორიაა,გამართული. მე კი ნამდვილად შემზარა. გული მეტკინა პატარა გოგონაზე. არა ძალადობას!

 


№4  offline მოდერი Katerina.

ბოლო შტრიხი და გაოცებამ ,ჟრუანტელმა და შიშმა ერთიანად დამიარა.
შევიდა სახლში და ამ ჩამოშორებულმა ნიღაბმა იმდენად შემზარა სჯობდა მგონებოდა, რომ "დაისაჯა უდანაშაულო"

მაგარი იყო რა,
გიხდება წერის მსგავსი ჟანრი

 


№5  offline მოდერი sabah alkhyr

Qeti qimucadze
. უნდა მოეკლათ. მძულს მადლობაააა ძალადეები და ათმაგად ბავშვებს რომ უკეთებენ ამას. თავიდანვე მივხვდი რომ დამნაშავე იყოო. სიტუაციის კონტროლი. მერე წამიერი გამოშუქება და არვიცი უპირველესად სათაური. მან მაფიქრებინა რომ მართლა დამნაშავე იყო. რაცუდიაა რომ სამხილების არარსებობის გამო. უამრავი დამნაშავე. ფსიქოპატი თუ მკვლელი დააბიჯებს თავისუფლად. ხანდახან კანონიც მახინჯდება. როცა ხელფეხა გიბორკავს. ამაღელვე. მადლობა. საინტერესო თემა იყო

ჩემი ტელე ერეკება და დასაწყისში რა დაუწერიაააა. მძულს მოძალადეები და ასმაგად ბავშვებზე ტქო

მიხარია, რომ მოგეწონა❤️❤️

ჰებე
ბოლო შტრიხი და გაოცებამ ,ჟრუანტელმა და შიშმა ერთიანად დამიარა.
შევიდა სახლში და ამ ჩამოშორებულმა ნიღაბმა იმდენად შემზარა სჯობდა მგონებოდა, რომ "დაისაჯა უდანაშაულო"

მაგარი იყო რა,
გიხდება წერის მსგავსი ჟანრი

შენ ხომ იცი, კაწ, არ მიყვარს ყველაფერი კარგად რიმ მთავრდება :დდ
მადლობა ❤️❤️

Ana-maria
ბოლო სიტყვამდე მჯეროდა რომ უდანაშაულო იყო. შოკირებული დავრჩი. როგორ ითამაშა უდანაშაულოს როლი. კარგად დაწერილი ისტორიაა,გამართული. მე კი ნამდვილად შემზარა. გული მეტკინა პატარა გოგონაზე. არა ძალადობას!

სიმართლეა, რომ დამნაშავეები უფრო კარგად თამაშობენ უდანაშაულოს როლს, ვიდრე უდანაშაულოები დამნაშავის როლს ❤️❤️

თ. ა.
გაოცების სმაილი დავსვი ავტომატურად იმდენად მეუცხოვა შენგან ეს სტილი, რომ დავრჩი გაოცებული.
კარგია რომ დაბრუნდი, ძალიან გამახარე. ძალიან მომეწონა საინტერესო იყო, უფრო იმოტომ, რომ რელაურადაც არის მსგავსი დანაშაულები.
ერთადერთი უარყოფითი პერსონაჟი, რომელიც მიყვარს N13 ის მთავარი გმირია. შეყვარების რა გითხრა, მაგრამ მისით რაღაცნაირად დავინტერესდი იმდენად თავდაჯერებული იყო და იმდენად თამაშობდა.
აღარ დაიკარგო.

აღარ დავიკარგები❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent