შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე... /6/


7-08-2021, 20:28
ავტორი Anittaa
ნანახია 1 467

4 წლის შემდეგ...

მზის სხივებმა თვალი მომჭრა, პირველ რიგში ტელეფონზე საათი შევამოწმე, ჯერ ახალი გათენებული იყო.  გიორგის მკლავებიდან სხეული გავითავისუფლე და ფეხზე მშვიდად ავდექი.
ხო გიორგის მკლავებიდან, დიახ გიორგი ის ბარმენია ასე ხშირად, რომ სძენდა ფერებს ჩემს შავთეთრ ცხოვრებას. უკვე 3 წელი გავიდა რაც ერთად ვართ, ეს 3 წელი სიხარულით და სიყვარულით მავსებდა, ყველაფერი გააკეთა წარსულის ტკივილების მოსაშუშებლად, უზომოდ ყურადღებიანი იყო. ყველაზე ბედნიერ ქალად უნდოდა ვექციე, ვერ გამოუვიდა მაგრამ ცდილობდა, დღემდე ცდილობს. მან შემიყვარა მთელი გულით, მეც მიყვარდა ის, მაგრამ საკმარისად  არა, ისე არ მიყვარდა როგორც ის იმსახურებდა, ჩემი გული საქართველოში თბილისში დარჩენილიყო, იმ გისოსებს უკან სადაც თორნიკე იყო. უკვე 3 წელია იტალიაში ვცხოვრობ გიორგისთან ერთად. ბინა ქეთის და ჩემს დას დავუტოვე, მშვიდად ცხოვრობენ. არ მეგონა 23 წლის ასაკში ამდენის გადატანა თუ მომიწევდა, ამდენ რამესთან განშორება და ისედაც ახალი ცხოვრების, ხელახლიდან დაწყება. 

მძინარე გიორგი დავყურებდი, გული ყოველთვის ტკივილით მევსებოდა, როცა მასთან ის არ ვიყავი ვინც უნდა ვყოფილიყავი. იმდენად დიდ სიყვარულს მჩუქნიდა და იმდენად ზედმეტი იყო ეს ჩემთვის მიჭირდა ამ ყველაფერს შევგუებოდი. მიყვარდა მართლა ძალიან მიყვარდა და დიდ პატივს ვცემდი, მასთან დაშორება არ შემეძლო, რადგან იმ ღიმილის მიზეზი რომელიც 3 წელია სახეზე მაქვს მისი დამსახურებაა, შემაყვარა თავი, მაგრამ იმდენად ვერა რომ ის სიყვარული გადაეფარა გულს ასე რომ მიღლიდა.

2 თვის წინ როდესაც ციხიდან გამოვიდა თორნიკე, ჩემს სახლში მისულა, ჩემი დის და ქეთის გამოტეხვა ვერ შეძლო სად ვიყავი. გგონიათ მისგან გავიქეცი? იმიტომ რომ მეშინოდა რამეს დამიშავებდა? არა... ასე არაა, მისგან გავიქეცი კი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ დამევიწყებინა ის და ტკივილი რომელიც შინაგან სამყაროს მიფლეთდა. მთელ სამყაროს დავთმობდი ოღონ მასთან ყველაფერი სხვანაირად მქონოდა. მასში სიყვარული მოვკალი, რომელსაც ვერ ვხედავდი. მაგრამ მხოლოდ მე არ ვარ დამნაშავე, ორივემ დავაშავეთ... ორივე ჩვენი წილი დანაშაულისთვის ვაგებთ პასუხს.

-დილამშვიდობის...-ჩახლეჩილი ხმით მომესალმა გიორგი.
-დილამშვიდობის-ბაგეზე ნაზად ვაკოცე და საწოლზე ჩამოვჯექი.
-რას აკეთებდი? მძინარეს მიყურებდი?-ტუჩის კუთხე ჩატეხა და თავისი თითები ჩემს თითებში ახლართა.
-კი, ლამაზად გძინავს...-ყელში ბურთი გამეჩხირა, და მოწლილ ცრემლებს წინააღმდეგობას ვუწევდი.
-წუხელ გეძინა, რომ მოვედი და ვეღარ გითხარი, ბილეთებზე დავრეკე, 27ში შევძლებთ გაფრენას...-გულში ჭვალმა ხელმეორედ დამიარა...
-იქნებ არ გვინდა? 3 წელი მარტო ვატარებდით აქ მეგობრებთან ერთად, რატომ აიჩემე რომ წელს ნათესავები უნდა შევკრიბოთ? თან საქართველოში...-დავიწუწუნე და მთელი ყურადღება გიორგის პასუხისკენ გადავიტანე.
-ანა! უკვე გითხარი რატომაც და შენ არ მოგენატრა ქეთი ან შენი და? პატარა ანაზე რო არ ვიცოე როგორ გიჟდები კიდე ხო.-ჩემი ანა მართლა ძალიან მენატრებოდა.
-გიორგი, მეშინია...
-ვერ მოგიახლოვდება, გპირდები.
-შენ მას არ იცნობ... ყველაფერზე შეიძლება წავიდეს შურისძიებისთვის.
-შენს გვერდით ვარ, შენს გვერდით არიან დარიაც ქეთიც შენი დაც, არ მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს.
-უკვე დამიშავა გიორგი...-დავიჩურჩულე და ფანჯარასთან მივედი, ქალაქის ხედს ვუცქერდი. უკნიდან სითბო ვიგრძენი, ჩემს მხარზე სველი შეხება, შემდეგ ყელზე, კანი მეწვოდა, როცა მახსენდებოდა იგივე შეხება თორნიკეს მხრიდან როგორ თავდავიწყებაში მაგდებდა, მიჭირდა ამ შეხებით თავის დაკარგვა.
-მე შენ გპირდები, ის , 2 მეტრითაც ვერ მოგიახლოვდება. შენ კი ჩემზე კარგად იცი, რომ არაფერს დაგიშავებს, ვერცერთი სიძულვილი ვერ აქრობს სიყვარულს იმდენად რომ ადამიანი ბოლომდე გაანადგურო.
-გამანადგურა.
-მოგიშუშებ!-მისი სიტყვები გულზე მალამოდ მეფინებოდა, მიყვარდა ეს სიყვარული, მიყვარდა მისი პირიდან ამოსული ყოველი სიტყვა.
გვერდით გიორგი მყავდა, ადამიანი რომლის სიყვარული ორივეს გვეყოფოდა მთელი ცხოვრება.
მაგრამ ჩემი გონება სხვაგან იყო. მენატრებოდა მისი დანახვა, შეხება ადამიანი რომლმაც თავი ისე მალე შემაყვარა გააზრებაც რომ ვერ მოვასწარი, მანძილმა და დრომ უარესი ქნეს, მეტად შემაყვარეს ქვეყნად ყველაზე საზიზღარი ადამიანი.
მეშინოდა.
მეშინოდა, რომ რამე ისეთს იზავდა, რაც საბოლოოს მომკლავდა.
მეშინოდა, რომ მისი დაკარგვა გარდაუვალი იყო.
მეშინოდა, რომ ვეღარასდროს ვნახავდი.
მეშინოდა, რომ უმისოდ დავრჩებოდი.
მეშინოდა, რომ იმ სამყაროში მომიწევდა სუნთქვის გაგრძელება, ცხოვრება, ნაბიჯების გადადგმა, მეგობრებთან შეხვედრა, სადაც თორნიკე აღარ იქნებოდა.
მეშინოდა, იმ გრძნობის, რომელიც მასში ჩავნერგე.
მეშინოდა, რომ სწორად ეს გრძნობა ჩაადენინებდა რამე საშინელებას.
მეშინოდა, რომ გიორგის დაკარგვის მიზეზიც თორნიკე გახდებოდა.
მეშინოდა, რომ საბოლოოდ დავკარგავდი მზერას რომელსავ ვეღარავიში ვიპოვიდი.

ასე ფიქრებში განვლო მთელმა დღემ, 3 წელი გავიდა და ამდენი ფიქრის საშუალება ჯერ არ მომცემია. ერთ დღეში კი მთელი ბედნიერება წყალმა წალეკა.

უკვე შებინდებული იყო, უშუქო ოთახში, თბილ ხალიჩაზე ვიჯექი ჩაის ჭიქით ხელში. ოთახს ძლივს ანათებდა ბუხრიდან წამოსული ნაპერწკლები. კარის ხმა იყო, მივხვდი გიორგი იქნებოდა.
-შუქი არ ავანთო ხო?-საფულე და გასაღები მაგიდაზე დადო და ჩემსკენ წამოვიდა. გვერდით ჩამოჯდა და ჭიქა გამომართვა.-მთელი დღე ასეთ ხასიათზე იყავი და უაზრო ფიქრებში და შიშში იკარგებოდი?
-შენ დიდიხანია იცი, რომ მე თორნიკე და მისი სიყვარული ვერ დავივიწყე, მაგრამ მაინც ჩემთან ხარ და იბრძვი, რატომ?
გიორგიმ ამოიხვნეშა, გაიღიმა და ჭიქა ხალიჩაზე დადო.
-3წელია ველოდები, ამ საუბარს, ველოდებოდი ამას როდია მეტყოდი.-თვალები გამისწორა და უფრო გამიღიმა.-გგონია რომ არ ვიცოდე ჩემს მიმართ ბოლომდე გულგრილი ხარ, შენს გვერდით გავჩერდებოდი?
-მიხარია, რომ გრძნობ.-მეც გავუღიმე.
-ვიცი, რომ გიყვარვარ და მეც მიყვარხარ მთელი არსებით. დრო გაჭირდება დასავიწყებლად და ამას მე მშვენივრად ვხვდები, მზად ვარ გელოდო მთელი ცხოვრება, მზად ვარ ეს სიყვარულუ ვიკმარო რაც არსებობს, არ მინდა მეტის მოლოდინში ესეც დავკარგო.
თვალები ამიცრემლიანდა, ის ისეთი კარგი იყო, ჩემი თავი მის გვერდით მეზედმეტებოდა. იმდენად კარგი იყო, არ იმსახურებდა ასე ეცხოვრა. როგორ მინდოდა შეეწყვიტა ჩემი სიყვარული და ვინმე ისეთი ეპოვნა ვინც იგივეს მიცემდა, მაგრამ ვიცოდი ჩემგან რომ წასულიყო, ამას მთელი ცხოვრება ვინანებდი, რადგან ერთადერთი იყო ვინც მაბედნიერებდა და ცხოვრების ხალისს მიბრუნებდა.
-ანა... ცრემლები არ დამანახო!-ლოყებზე ჩამოცვენილი წვეთები ნაზი მოძრაობით მომაცილა და ჩამეხუტა.-არც მე, არც თორნიკე და ამქვეყნად არცერთი ბიჭი იმსახურებს მიზეზი გახდეს ამ ცრემლების.

***
27 დეკემბერს ღამით ჩვენი თვითმფრინავი, თბილისის მიმართულებით გაფრინდა და 28 დეკემბრის გამთენიას დაჯდა აეროპორტში. არავინ იცოდა ჩვენი დაბრუნების ამბავი, ამიტომ მოულოდნელი შეხვედრებისთვის მოვემზადეთ.
-შენ გაძლევ უფლებას აირჩიო, ჯერ სიურპრიზს ჩემს მშობლებს ვუკეთებთ თუ შენს დაქალს და დას?
-ძალიან მინდა ანა ჩავიკრა გულში-ამღვრეული თვალებით გავხედე.
-ნება შენია.

***
კარზე ზარი ჩამოეხსნათ, ლიკა ვერ იტანდა მის ხმას, ჩავიცინე და შეკრული მუჭი კარზე დავაკაკუნ.
კარები ჩემმა დისშვილმა გააღო, ისეთმა შოკმა დაკრა, წუთი თვალებდაჭყეტილი მიყურებდა.
-მე ვარ დეი მე!
-არ არსებობს ანა!-ჩამეხუტა და ხელებს ისე ძლიერ მიჭერდა, მთელი უბედურება რაც აქ ჩამოსვლისას უნდა გადამეტანა ამ ჩახუტებად მიღირდა.
-ანა, ვინაა??-ოთახიდან ლიკამ გამოიჭყიტა, არანაკლებ შოკურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ჩასახუტებლად მაინ მოიწია.
-გთხოვ ნუ ტირი!-ვეკვროდი მონატრებულ დას და მეც ძლივს ვიკავებდი თავს, რომ არ მეტირა.
როდესაც ლიკას მოვშორდი, ანა ისევ მომეხვია.
-იცი როგორ მენატრებოდი და როგორი გაბრაზებულუ ვიყავი აქ ჩამოსვლა რომ არ გინდოდა.
-მინდოდა რომ შენ ჩამოსულიყავი ჩემთან, მაგრამ რომ ვერ მოახერხე მე ჩამოვედი, ჩემო ცხოვრება. ვაიმე რამხელა ხარ უკვე.-თვალი შევავლე ანას უნაკლო გარეგნობას და გაოცებას ვერ ვმალავდი.
-17 წლის ასაკში შენც ასეთი ლამაზი იქნებოდი, ყველაფრით გგავს!-ღიმილით მამკობს გიორგი და ლიკაც თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
-ყველაფრით გავს! სახელით, გარეგნობით, ერთად გავზარდე და ხასიათიც კი ერთნაირი აქვთ.
-დეიდა და დისშვილი კიარა დაქალები ვართ ჩვენ.-ხელი გადავხვიე ანას და ჩემსკენ მივიხუტე.

***
-6 წლამდე ანა გავზარდე, ანა რომ გავაჩინე უკვე კარგად გამოცდილი ვიყავი დედობაში.
-ძალიან ძლიერი ქალი ხარ ლიკა, ბევრი შენს ადგილას მარტივად გაექცეოდა ამხელა პასუხიმგებლობას.
-ვიცი, მაგრამ მთელ სამყაროს მირჩევნია ეს ორი არსება.-ღიმილით გამოგვხედა და სალათი გადმოგვაწოდა!-ჭამე იქ რა ვიტამინებს იღებდი არვიცი მე, მაგრამ სანამ აქ ხარ შეჭამ ყველაფერს.
-ვჭამ ლიკა ვჭამ!-ლუკმა გადავყლაპე და ახლა ვიგრძენი ამდენი ხნის განმავლობაში რაღაც მაკლდა, აუ თურმე... ოთახში ქეთი შემოვარდა და ხელაახლი შოკის მოწმე გავხდი დღეს, ფეხზ წამოვდექი და ატირებულ დაქალს ჩავუხტე.
-არ მჯერა!-დაიჩურჩულა და ხელები უფრო ძლიერად მომხვია.
-ამათი შემყურე, მწამს დაქალობის!-უთხრა ანამ გიორგის და ლიკას.

ვახშმობა, რომ დავასრულეთ მე და გიორგიმ მისი მშობლები მოვინახულეთ, გიორგის სახლში დარჩენას ჩემს ოთახში ძილი ვარჩიე, რომელსაც ლიკას დაბრუნების მერე ქეთი დაეპატრონა.
-თუ რამე დაგჭირდა დამირეკე!-მაფრთხილებს წასვლის წინ გიორგი და სახლს ტოვებს.

ოთახისკენ წავედი და ლოგინზე წამოსკუპებული ქეთი დამხვდა.
-მომიყევი ყველაფერი, გელოდები.-წინ ჩამოვუჯექი და თვალებში შევაჩერდი.
-დარია ამბობს ზოგჯერ ლევანს აკითხავს ხოლმე კლინიკაშიო, ერთი ორჯერ შენც გიკითხა როგორ არისო, როცა დარიას მივაკითხე.
-გაგიჟდი?-შემეშინდა, მაგრამ რაღაცნაირად გამიხარდა კიდევაც, მაგრამ რატომ კითხულობდა? ღმერთო რამდენი მაგრამ არის ამ საკითხში...
-ვეუბნებოდით, რომ კარგად ხარ, რომ ბედნიერი ხარ, ის რომ შეყვარებული გვყავს არ გვითქვამს, არც ის სად იყავი, მაგრამ არც უკითხავს, ერთხელ მეტად არ უკითხავს სად ხარ...
-ქეთი არ უნდა გაიგოს...
-ვიცი. მაგრამ იცი რომ გაიგებს.
-გაიგებს და მაშინ ცუდად მაქვს საქმე.
-შენთან როგორ არის საქმე?-ქეთიმ სცადა ლაპარაკი გადაეტანა, მაგრამ ეს კითხვაც თორნიკემდე მიდიოდა.
-ვერ დავივიწყე...-თავი ჩავხარე და ტირილი მინდოდა, მაგრამ თავი მაქსიმალურა შევიკავე.
-მაგაში ეჭვი არ შემპარვია, მომისმინე...
-ანა ჩადი და ამომიტანე ფქვილი, რას მახვეწნინებ გოგო.-ლაპარაკი ლიკას ყვირილმა გაგვაწყვეტინა და ორივენი სასტუმრო ოთახში გავედით.
-აუ ლიკა მეზარება რა...-დივანზე წამოწოლილი ანა წუწუნებდა და ჩემი დანახვისას ვედრებით გამომხედა რამე უთხარიო.
-მე ჩავალ ლიკა.-შემოსასვლელ ოთახში გავედი, კარადიდან ფეხსაცმელი და ქურთუკი გამოვიღე და კიბეებზე ჩავირბინე თან გზაში ვიცვავდი.
ჩემს სახლთან ახლოს მაღაზია დაკეტილი იყო, მანქანა დავქოქე და კარფურში გავედი, თან ვიფიქრე პროდუქტებს ბლომად წავიღებ სახლშითქო. ავტოსადგომზე ჩავიყვანე და მანქანა და ლიფტით ზემოთ ავედი. მთელი სავაჭრო ცენტრი მოვიარე და უზარმაზარი ურიკა გავავსე.
-აი ეს ყველაფერი გამიტარეთ.-ვუთხარი ხასიათ დაკარგულ, სახეზე დაღლილობა დატყობილ მოლარეს და ნელნელა პროდუქტებს მაგიდაზე ვუწყობდი.
თანხა დამისახელა და ჩანთა გავხსენი, ბარათის ამოსაღებად, მაგრამ აპარტის ხმა გავიგე და შემდეგ უფრო ნაცნობი ხმა...
-გადახდილია.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა, არ მინდოდა უკან მიმეხედა, არ მინდოდა ის დამენახა, რაც თავიდან დამიბრუნებდა ტკივილებს, არ მინდოდა ის დამენახა რაც 3 წლისწინ გისოსებს მიღმა დავტოვე. არ მინდოდა დამენახა სახე, რომელიც სიძულვილით იქნებოდა სავსე, ეს მომკლავდა მთლიანად, მზერა რომელსაც ხელებში ჩავაკვდებოდი. მაგრამ მაინც მოვერიე თავს უკან მივიხედე და აი ამდენი წლის მერე ისევ შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, ის ისევ ისეთი ცივი იყო, მე კი აღარ ვიყავი ისევ ისეთი გულუბრყვილო.



№1 სტუმარი ელა1

კარგია მომეწონა .მგონი გიორგი ამ ისტორიაში დიდ როლს შეასრულებს,მაგრამ ანაზეა ყველაფერი დამოკიდებული ვის არჩევს.

 


№2  offline წევრი Anittaa

ელა1
კარგია მომეწონა .მგონი გიორგი ამ ისტორიაში დიდ როლს შეასრულებს,მაგრამ ანაზეა ყველაფერი დამოკიდებული ვის არჩევს.

ბევრი რამ ექნება ანას გასათვალისწინებელი არჩევნისას.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ასე გააგრძელე....კარგია????

 


№4  offline წევრი Anittaa

სტუმარი მარიამი
ასე გააგრძელე....კარგია????

მადლობაა♡♡♡

 


№5  offline წევრი khatia khatia

მოკლედ ყველა თავი წავიკითხე და ველოდები ახლებს მინდოდა ბოლო თავამდე არც ერთი კომი დამედოოო მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე ნუ როგორც არის ხოლმე ხელებმა მაჯობეს joy ძალიან მომწონს მოთხრობა მაგრამ არ მომწონს თავის მოცულობა ანუ მინდა რომ უფრო დიდი თავებიიი დადო ❤❤იდია ძალიან მაგარი გაქ რაც თითქმის არასად მინახავს ❤❤ რაც შეეხება წერის სტილს მართლა განსხვავებული სტილი გაქ ❤❤ მოკლედ მთლიანობაში მაგარია ❤❤ეხლა კიდე მაინტერესებს შემდეგს როდის დადებ და კიდევ იმედია მალ მალე დადებ თავებს და ბევრს არ გვახვეწნინებ და გვალოდინებ არც მე და არც სხვა მკითხველებს❤❤❤მოკლედ ველოდები შემდეგებს❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№6  offline წევრი Anittaa

khatia khatia
მოკლედ ყველა თავი წავიკითხე და ველოდები ახლებს მინდოდა ბოლო თავამდე არც ერთი კომი დამედოოო მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე ნუ როგორც არის ხოლმე ხელებმა მაჯობეს joy ძალიან მომწონს მოთხრობა მაგრამ არ მომწონს თავის მოცულობა ანუ მინდა რომ უფრო დიდი თავებიიი დადო ❤❤იდია ძალიან მაგარი გაქ რაც თითქმის არასად მინახავს ❤❤ რაც შეეხება წერის სტილს მართლა განსხვავებული სტილი გაქ ❤❤ მოკლედ მთლიანობაში მაგარია ❤❤ეხლა კიდე მაინტერესებს შემდეგს როდის დადებ და კიდევ იმედია მალ მალე დადებ თავებს და ბევრს არ გვახვეწნინებ და გვალოდინებ არც მე და არც სხვა მკითხველებს❤❤❤მოკლედ ველოდები შემდეგებს❤❤

თარიღებს თუ გადახედავ, მართლა ძალიან მალმალე ვდებ, თავების მოცულობას რაც შეეხება, კი ადრეც ავღნიშნე რომ დროის სიმცირე მქონდა და ვერ ვწერდი, მაგრამ ახლა თავისუფალი ვარ და ვეცდები რაც შეიძლება მეტი და მეტი მოგაწოოდოთ, ძალიან დიდი მადლობა მიხარია რომ ასე მოგწონთ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent