შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკრების გული (თავი 3)


8-08-2021, 10:33
ავტორი EllaTriss
ნანახია 1 995

***
საავადმყოფოს შენობას ისე ვტოვებთ, ერთ სიტყვასაც კი არ მეუბნება. ვხედავ, რომ საკუთარ ფიქრებშია ჩაძირული და ვცდილობ გავამართლო ის ფაქტი, რომ არ მიმჩნევს.
სულიერად მე გამტეხა დღევანდელმა მატჩმა და წარმომიდგენია, მისთვის როგორი ასატანია შეგუება.
შეგუება და იმის გააზრება, რომ ვერასდროს ვეღარ დააბრუნებ ამ დღეს...
ეზოში გასვლისთანავე სწრაფად იფარებს კაპიუშონს და არსაიდან გაჩენილ სათვალესაც ირგებს თვალებზე. ვაღიარებ, მისი ეს ქცევა მაღიზიანებს და თანაც იმდენად მაღიზიანებს, რომ ისევ ვერ ვაჩერებ ენას.
- აქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია და შესაძლოა, მაგის გარეშეც არ გამოგლაპარაკებოდნენ.
- ახლა ნერვები არ მაქვს. - ვგრძნობ, მოვალეობი მოხდის მიზნით მპასუხობს და აღარ ვაგრძელებ.
აზრი არ აქვს. მისი ხმის ტონიდან უკვე გასაგებია, რომ პატარა მიზეზი სჭირდება ასაფეთქებლად და მთელს ჯავრზე ჩემზე იყრის.
უხმოდ მივყვები და როცა შავი ბეემვეს წინ ჩერდება, სათვალეს იხსნის და თვალებით მანიშნებს ჩაჯექიო.
ცივად მაჟრჟოლებს. ერთი დღისთვის, ზედმეტად ბევრი ადრენალინი მივიღე და დარწმუნებული ვარ, შემდეგი რამდენიმე დღე, ეს ჩემს სულიერ მდგომარეობაზე აუცილებლად აისახება.
იმაზე ნელი ნაბიჯებით მივდივარ, ვიდრე საჭიროა და კიდევ უფრო ნელა ვაღებ კარს. არ მინდა, რამე შემამჩნიოს, მაგრამ როგორც ჩანს მაინც მამჩნევს. ღვედს ისე იკრავს, წამითაც არ მაშორებს თვალს და მე უკვე ისე ვიწვი, ვერაფრით ვახერხებ მზერის გასწორებას.
ღმერთო, მარტო ეს გამაყრუებელი გულისცემა თუ მომიღებს ბოლოს...
- ცუდად ხო არ ხარ? - ისე მოულოდნელად მეკითხება, ინსტიქტურად ვკრთები. სწრაფად ვაქნევ თავს და ვცდილობ, საკუთარ თავსაც დავაჯერო, რომ ეს, ჩვეულებრივი სიტუაცია.
ძალიან ჩვეულებრივი. ასე განცდა კი, არაფრით არაა საჭირო.
არ გამომდის.
ან, როგორ უნდა გამომივიდეს.
მანქანაში, გვერდით ვუზივარ ადამიანს, რომელზეც წლებია, ცალმხრივად ვარ შეყვარებული. რომელთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ.
მხოლოდ მისი სუნამოს სუნით გაჟღენთილ ჰაერს, ვერსად გავურბივარ და პირველად, ცხოვრებაში პირველად მსიამოვნებს ასე ძლიერ სუნთქვა.
თვალებს განუწყვეტლივ ვაფახულებ და ჯერ კიდევ ვერაფრით ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი, მართლა რეალობაში ხდება.
ის მე მიცნობს. იცის ვინ ვარ. ჩემი სახელი იცის.
უაზროდ მეღიმება.
ფრთხილად ვაპარებ თვალს მისკენ, თუმცა ისევ საკუთარ ფიქრებშია ჩაძირული. საჭეზე მხოლოდ ცალ ხელს ათამაშებს, მეორეს კი კისერზე ისვამს.
არ დამელაპარაკება, გამორიცხულია საკუთარი ინიციატივით მკითხოს რამე. გონებას ვძაბავ. მისი ხმა გაგონება მინდა, თუნდაც ცოტა ხნით. ვინ იცის, კიდევ როდის დავრჩებით მარტო, ან საერთოდ თუ დავრჩებით...
გონება განუწყვეტლივ მიმეორებს, რომ ყოველი წუთი უნდა დავაფასო და მეც, რადგან სხვა მაინც არაფერი მომდის თავში აზრად, იმ ერთადერთს ვაჟღერებ.
- მისამართი იცი?
- შალვამ ჩამიგდო. - მხოლოდ წამით გადმოაქვს მზერა და მეც, მოულოდნელობისგან მექანიკურად ვხრი თავს. არ ვიცი, რა საჭირო იყო ეს გამოხედვა. წამითაც არ მიფიქრია, რომ გააკეთებდა, შესაბამისად ისეთი დამფრთხალი რეაქცია მქონდა, შეუძლებელია ვერ შეემჩნია.
- ცუდად ხარ? არ მოგერიდოს, გავაჩერებ.
- არაა - ისევ სწრაფად ვაქნევ თავს და ძლივს ვახერხებ მისკენ გახედვას. ისევ იმავეს აკეთებს. ჩვენი მზერა ერთმანეთს ეჩეხება და ისე მეკვრის სუნთქვა, წამით მგონია, რომ ვეღარც ამოვისუნთქავ.
- სახეზე სულ წითელი ხარ. - ისეთი დაბნეული მზერით მიყურებს, მეტი რომ არ შეიძლება.
- მართლა? - ინსტიქტურად ვეკითხები. შიგნიდან კი მახურებდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა სახეზეც თუ გავწითლდებოდი, როგორც წესი, ეს არასდროს მემართება - ხოლმე.
- არაუშავს, კარგად.. - ვარ - მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე მოულოდნელად უხვევს გზიდან, სანამ ბოლომდე ვიაზრებ, უკვე აჩერებს.
არ ვიცი, ჰგონია რომ მგზავრობისგან გავხდი ცუდად თუ რაიმე სხვა მიზეზია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რომ რეალობა არ იცის. ალბათ, სასაცილოდაც არ ეყოფოდა.
სწრაფად ვიხსნი ღვედს და იქამდე გადავდივარ, სანამ კიდევ რამეს მკითხავს. კარგი ტყუილები არასოდეს გამომდიოდა.
გრილი ჰაერის შეხება, ოდნავ მაფხიზლებს. ცივად მივლის მთელს სხეულში და თითქოს მაიძულებს, გონს მოვიდე.
არა, ასე თუ გაგრძელდა, დღეს რომც გადავრჩე, ერთხელ აუცილებლად ჩავაკვდები ხელებში.
კარის მიხურვის ხმა მესმის და უკვე ზუსტად ვიცი, რომ თვითონაც გადმოვიდა.
თავს მაქსიმალურად ვაწყნარებ და ყველანაირად ვცდილობ, გულისცემას ყურადღება არ მივაქციო.
ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ძალიან ჩვეულებრივად.
- წყალი დალიე. - ბოთლს მიწვდის და კვლავ არ მაშორებს დაბნეულ მზერას.
ღმერთო, ვითომ მიხვდა?
ეს ფაქტი ძალიან მაშინებს.
აკანკალებული ხელით ვართმევ და ვცდილობ ოდნავ გავუღიმო, მაგრამ აშკარად არ გამომდის.
ყველაფერთან ერთად, თავბრუც მეხვევა და უკვე ეჭვი მეპარება იმაში, რომ მთლად მასთან სიახლოვის ბრალია ყველაფერი.
- ასე არ გამოვა, საავადმყოფოში დავბრუნდეთ.
- არა, კარგად ვარ. - წამსვე ვახლი - შეიძლება წნევა დამივარდა, ნერვიულობაზე მემართება ხოლმე.
- ნერვიულობაზე? - კიდევ უფრო იბნევა.
ჯანდაბა, აი ჭეშმარიტი შარი.
- ანუ... ვაკოზე ხომ ვინერვიულე, ამას ვგულისხმობდი.
სხვა მოსალოდნელი კითხვებისგან თავის ასარიდებლად, სწრაფად ვბრუნდები, თუმცა ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ, ისევ მეხვევა თავბრუ და თვალებს მაგრად ვხუჭავ.
უკვე ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ მართლა წნევა მაქვს დაბალი.
რაც თავი მახსოვს, მთელი ცხოვრებაა ეს პრობლემა მტანჯავს, მაგრამ გაუგებარია, ყოველთვის მაშინ რატომ მატყდება თავზე, როცა ყველაზე ნაკლებად მჭირდება.
ქარი უმისამართოდ მიფრიალებს თმას და ზუსტად მაშინ, როცა ყელიდანაც მაცლის, იქ ზუსტად იმ შეხებას ვგრძნობ, რომელსაც თვალების გახელის შემდეგაც ვერ ვიჯერებ.
გულისცემა პიკს აღწევს და ზუსტად იმ სიჩქარეს აუმჯობესებს, რომელიც მისი უპირობო რეკორდი მეგონა.
ამასობაში, კიდევ ერთხელ მეხვევა თავბრუ და ამჯერად, წონასწორობას საბოლოოდ ვკარგავ, თუმცა დროულას ახდენს რეაგირებას ტაბატაძე და თავისუფალ ხელს, წელზე მიცურებს.
ფრთხილად მხევს ერთი ნაბიჯით უკან და მანქანას მაკრავს.
- შემომხედე, კარგად ხარ?
ხელიდან წყლის ბოთლს მაცლის, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს, ამდენ ხანს როგორ მეკავა და სწრაფად ხსნის თავსახურს. მერე, მაჯაზე არსებულ ბენდენას მაშორებს, ასველებს და შუბლზე მადებს.
ოდნავ მივლის. თვალებს თავისუფლად ვახელ და უკვე აღარაფერი ტრიალებს.
- უკეთ ხარ? - სახეზე ჩამოშლილ თმას მაშორებს და სველ ხელს, კვლავ ჩემს ყელზე დაატარებს.
მისი შეხებით გაბრუებული, ისე ვკარგავ ლაპარაკის უნარს, თავადაც ვერ ვხვდები. ძლივს ვახერხებ თავის დაქნევას და ყველანაირად ვცდილობ იმ მწველ მზერას პირისპირ არ შევხვდე, არაფრით რომ არ მაშორებს სახიდან.
- ნუ ჭირვეულობ, საავადმყოფოში წაგიყვან.
- გთხოვ... - ისე ხმადაბლა ვამბობ, თვითონაც ძლივს მესმის.
- შემომხედე.
არაფრით არ შემიძლია ამის გაკეთება და სურვილის მიუხედავად, ვერც ვაკეთებ.
ფრთხილად მაშორებს ყელიდან თითებს და ახლა ნიკაპქვეშ მიცურებს. ვერ ვეწინააღმდეგები და იმდენად მოულოდნელად ეჩეხება ჩვენი თვალები, გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
- თავბრუ გეხვევა?
- ნწ... - ოდნავ ვაქნევ თავს.
- ფერი მოგივიდა, წეღან სულ თეთრი იყავი. - ფრთხილად მიშვებს ხელს ნიკაპიდან და წელიდანაც.
და თითქოს, ფეხქვეშ მიწაც გამომაცალა. მორჩა, ზღაპარი დამთავრდა. რეალობას კი ისე მწარედ ვეჯახები, რომ წამიერად ყველა კუნთი მტკივდება.
მართლა ვერ გავიგე, რა დამემართა. რაც მეგონა ისიც და რაც მას დავაჯერე ისიც? ორივე ერთდროულად?
ან ახლა რა მჭირს?
არასოდეს მჯეროდა, რომ ასეთი შეგრძნებები, რომელსაც წიგნებში აღწერენ მართლა არსებობდა.
ღრმად ვსუნთქავ და როგორც კი საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ აღარაფერი ტრიალებს და გულისცემაც თურმე დაწყნარებულა შვებას ვგრძნობ.
- წავიდეთ?
- რავი, თუ კარგად ხარ - ოდნავ იჩეჩავს მხრებს.
საპასუხოდ, მხოლოდ თავს ვუქნევ და მანქანის კარს ვაღებ.
ვითომ რამეს მიხვდა? - ისევ არაფრით მასვენებს პასუხგაუცემელი კითხვები.
გვერდით მიჯდება და ისევ მიჩქარდება გული.
ჯანდაბა!
ნერვული ფონი. აი სად იყო ნერვული ფონი და რამ გამოიწვია წნევის დაცემა. გრძნობებს აყოლილი გოგო, თითქოს 18 წლის ვიყო.
ისე მეშლება ნერვები, მინდა საკუთარი თავი დავიხრჩო.
თუმცა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ხელისგულის ფრჩხილებით განადგურების შესაძლებლობა მაქვს და იძულებით ამას ვჯერდები.
ძალიან მინდა, სხვა რამეზე ვიფიქრო, მაგრამ მის გვერდით, ეს უბრალოდ შეუძლებელია. მე, მე არ ვარ, საკუთარი თავი არ მემორჩილება და ვხვდები, რომ ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო.
- ყველა ნერვიულობაზე თუ ასე გემართება, ცოცხალი როგორ ხარ...
გამეფებულ სიჩუმეს, ისე მოულოდნელად არღვევს, შინაგანად ვკრთები. არ ვიცი რატომ, მაგრამ სიტყვებს ირონიულ ღიმილსაც აყოლებს და ვღიზიანდები.
- ზოგადად, გამოხატვა უკეთესია. - ისე მყარად ვეუბნები თვითონაც მიკვირს.
- კი, თუ საკუთარი სურვილით აკეთებ.
- საკუთარი სურვილით სხვანაირად ვაკეთებ, ძალით თავბრუს დახვევა ჩემს ძალებს აღემატება. - უნებურად, კიდევ უფრო მიმკაცრდება ხმა. მის ტონს, გაღიზიანებიდან გაბრაზების ფაზაში გადავყავარ და თითქოს, ძალას მაძლევს. ეს კი, რამდენად სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, რაღაც მხრივ კარგია. სხვანაირად, როგორც წესი, მის წინ პაუზებით ლაპარაკი დამჩემდა.
- სხვანაირად... - თავისთვის იმეორებს -უცნაურია. საწოლში, ბალიშს ჩახუტებული ტირი?
- ხერხებს ეძებ, როგორ გამოხატო? - კითხვაზე კითხვით ვპასუხობ.
- არა, საკუთარი ხერხები მაკმაყოფილებს.
- ანუ შენი მთავარი ხერხი სხვაზე ამონთხევაა.
- გეწყინა? - ისე იცინის, თითქოს მართლა რამე სასაცილო ვუთხარი.
სინამდვილეში კი, უბრალოდ ცუდად არის. სულიერად განადგურებული...
- მსგავსი ხერხი არ მაქვს, უბრალოდ მინდოდა, ყურადღება გადაგეტანა.
- ეს შენ უფრო გჭირდება.
სწრაფად მისწორებს მზერას, ისე, თითქოს ჩემმა ნათქვამმა დააფიქრაო.
- მე კარგად ვარ.
- არ ხარ... მე არ ვარ და შენ როგორ იქნები.
- ვერგავიგე?
ღრმად ვსუნთქავ. ეს წამიერი პაუზა, თითქოს სიტყვების მიმდევრობით დალაგებაში მეხმარება.
- დინამო სხვა სამყაროა... ის ფერები, რომელიც იქაა, სხვაგან არსად არ არის. სხვანაირად ხედავ და მერე, სხვანაირად გრძნობ. ვიცი, შეიძლება სულელურად ჟღერდეს შენთვის იმის თქმა, რომ მესმის, იმიტომ რომ შენნაირად ვერ განვიცდი, ისევე როგორც შენ ვერ განიცდი ჩემნაირად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში განცდის ერთი მიზეზი გვაქვს.
- დამცინი? - სრული სერიოზულობით მეკითხება და გზას მხოლოდ წამიერად აშორებს თვალს - შენს განცდას, ჩემს განცდას სერიოზულად ადარებ?
- არ ვადარებ. გითხარი კიდეც, ჩემეულად განცდილი...
- რა შენეულად განცდილი?! - არც მაცდის, ისე მეჭრება - გული დაგწყდა რომ წავაგეთ? არაუშავს, ხვალ უკვე დაგავიწყდება. აი მე კი არა, არასდროს. ათასი გოლი რომ გავიტანო, ათასჯერ რომ დავამარცხოთ მომავალში საბერძნეთი, ეს დღე და წუთები მაინც არ დამავიწყდება. ყოველ ჯერზე ერთნაირად დამარტყამს და არა მარტო მე. თითოეულ ჩვენგანს. ეს ჩვენ, ნაკრებს გვაქვს განცდის ერთი მიზეზი და არა შენ და მე.
მისი სიტყვები, საშინლად მხვდება გულზე. ვიცი, რომ განადგურებულია და ვერავის დაუწესებ გამოხატვის ნორმებს, მაგრამ არ ვიმსახურებ.
არ მითქვამს, რომ მესმის. უბრალოდ ვთქვი, რომ განცდის ერთი მიზეზი გვაქვს, და ჰო, მეც განვიცდი, იმიტომ რომ ადამიანი ვარ და გრძნობები მეც მაქვს.
თვალებში მაწვება. ყოველთვის ასეთი ვიყავი, ემოციების კონტროლი ჩემს ძალებს აღემატება.
მკვეთრად უხვევს მოსახვევში და წამსვე აჩერებს ბინის წინ.
ქვემოდან, მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს ბნელში ჩაფლულ კორპუსს და ღვედს ვიხსნი.
- არადა მითხარი, მსგავსი ხერხი არ მაქვსო...
ოდნავ ეღიმება, მაგრამ არაფერს მპასუხობს.
- მოვა დრო და მიხვდები, რომ მაგ სიტყვებს არ ვიმსახურებდი.
მაგრამ... არ მწყინს. ზუსტად იმიტომ არ მწყინს, რომ განცდის ერთი მიზეზი გვაქვს და ვიცი, რომ თუ მე ტკივილით ვიტან, შენ ჯოჯოხეთის გამოვლა გიწევს.
- ვაღიარებ, ვითომ ფეხბურთზე შეყვარებული გოგოს როლის თამაში კარგად გამოგდის.
- იგივე რომ მეთქვა, რას იგრძნობდი? - ძლივს ვუსწორებ მზერას და ზუსტად ამ წამს, სრულიად არასაჭირო მომენტში, მაინც მიგორდება თვალიდან ცრემლი.
ირონიულად ეღიმება.
- მიდი, 'დედიკო' გელოდება ალბათ.
- ინანებ... - ძლივს ვიღებ ხმას.
- თუ ვინანებ, გვიანი არ იქნება.
ზუსტად ვიცი, ამით რასაც გაუსვა ხაზი, მაგრამ შეწინააღმდეგების არც ძალა და არც სურვილი არ მაქვს.
ახლა, სხვა რამის გაგება მაინც არ შეუძლია. ყველა სიტყვა ფუჭია.
სწრაფად ვაღებ კარს და მანქანიდან გადავდივარ.
ის, ჩემი ტაბა არ იყო...
***
ასეთია ადამიანი და სწორედ ასეთად აქცევს მას დაცემა.
განგრევს ის, რომ არ შეგიძლია ხმა ამოიღო. გაწვება და მერე, როგორ გაწვება. იმის მიუხედავად რომ იცი, არაფერი დაუშავებია თავს ვერ თოკავ, რადგან იმ წამს, ზუსტად ის არის მთავარი დამნაშავე.
მაგრამ მხოლოდ იმ წამს და როდესაც ის წამიც გადის, ისევ სიცარიელეში რჩები, ოღონდ ახლა იმ გრძნობასთან ერთად, რომელიც შენს ჩადენილს გახსენებს უდანაშაულოსთან.
მაგრამ გვიანია და მერე, როგორ ძალიან გვიანია...
მახსოვს, მაშინ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ამ ღამეს ჰგავდა. თითქოს მთვარე და ვარსკვლავები, ამდენი წლის შემდეგ, განგებ განლაგდნენ ზუსტად ისე. ან, უბრალოდ მეჩვენება.
მაშინ ერთი ვარსკვლავი ამოვირჩიე და დავპირდი, რომ დილას, როგორც კი მამა დაბრუნდებოდა, პატიებას ვთხოვდი.
ის აღარ დაბრუნებულა. არც იმ დილას და არც არასდროს. მე კი ამ გრძნობასთან ერთად დავიწყე ცხოვრება.
თავიდან მტკიოდა, მერე მივეჩვიე.
არაფერს არ ცვლის ის, რომ ძირს ხარ, უბრალოდ გარშემომყოფებს ანადგურებს შენი ამ მდგომარეობაში ყურება. მაშინ, პირველად ავდექი. ჩემთვის არა, დედასთვის. თავიდან ვისწავლე სიარული.
ის გავაღიმე, მამა კი ვეღარ...
იმ ღამით, ის არ იმსახურებდა ჩემს არცერთ სიტყვას, მაგრამ მაინც ვუთხარი.
აი ასეთები ვართ ჩვენ, ადამიანები.
საკუთარი თავისთვის, დაუფიქრებლად ვწირავთ სხვებს.
მაშინაც კი, როცა ეს არ გვინდა, თავშეკავების დონე, ნულს ქვემოთაა ჩამოსული და იმ საშინელ გონებას ვემონებით, რომელიც ოსტატურად გვაწვდის სიტყვებს წინადადების ასაწყობად.
რა მოხდა, რამე შევცვალე? სამუდამო სულიერი სიმშვიდე მივანიჭე თავს? მომეშვა?
შეიძლება იმ წამს კი, მაგრამ მას შემდეგ აღარასოდეს.
***
მას შემდეგ, რაც უძილო ღამეების რიცხვს გუშინდელიც შევამატე, სრულიად ძალაგამოცლილი, ძლივს ვაღწევ აუდიტორიამდე.
დილას დედამ დაიჟინა, ცუდად გამოიყურები, ნუ წახვალო, მაგრამ საკუთარ თავს მაინც მოვუწყე ის გამოცდა, რომელშიც ვიცოდი რომ ჩავიჭრებოდი და თხუთმეტწუთიანი ყურადღების მთლიანად ლექტორზე მიპყრობის შემდეგ, მისი ლაპარაკიდან რომ მაინც ვერაფერს ვგებულობ, რა თქმა უნდა ჩემი ვარაუდი მართლება.
ღრმად ვსუნთქავ, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის.
საკუთარ თავთან უძლური ვარ და ეს, საშინლად მაშინებს.
არ მინდა, ვერ შევძლო იმის მოსმენა რაც მაინტერესებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი გონება ჯერ კიდევ მასზე ფიქრითაა დაკავებული.
ამ გრძნობას, ჭკუიდან გადავყავარ და ისეთ სისულელეებს მაკეთებინებს, როგორიც მაგალითად მთელი ლექციის განმავლობაში მისი ინსტაგრამის უაზროდ ყურებაა.
ოცნება იმაზე, რომ მომწერს ან დამირეკავს.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს არასდროს არ მოხდება და თუ მოხდება ინიციატორი ის სულაც არ იქნება, ამას მაინც ვერ ვიგდებ თავიდან.
არსებობს დღე, როდიდანაც ძირს ყოფნა, ჩემი სტილი არაა და ყოველი დაცემის შემდეგ, მაინც ვდგები იმ მიზნით, რომ იმ ოცნებას მივაღწიო რაც მსურს, მაგრამ აქამდე თავს იმის უფლებას არ ვაძლევდი, რომ ისეთ რაღაცაზე მეოცნება, სადაც მე უძლური ვიყავი. ვიცოდი, რომ თუ ეს მოხდებოდა, საკუთარ თავს დავკარგავდი და ასეც მოხდა მას შემდეგ, რაც...
ჯანდაბა!
ფიქრებს ჭკუიდან გადავყავარ.
ვხვდები, რომ ჩემს აქ ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს და შუა ლექციიდან ისე გამოვდივარ, ვცდილობ ლექტორის დაჟინებულ მზერას ყურადღება არ მივაქციო.
გრილ ჰაერი, ოდნავ მეხმარება გონს მოსვლაში - თუმცა ძალა, კიდევ უფრო მეცლება და პირველივე შემხვედრ სკამზე ვეშვები.
ნეტავ ჩემზე თუ ფიქრობს...
საკუთარ სიტყვებზე, საქციელზე.
ნანობს?
ძალიან მინდა იმის მჯეროდეს, რომ გონს მოვიდა, მაგრამ საამისოდ, მის შინაგან სამყაროს სანახევროდ მაინც უნდა ვიცნობდე.
მე კი გუშინ, პირველად ვნახე შეკავებული ემოციებისგან შეშლილი.
არ ვამართლებ, მაგრამ არც იმას ვამბობ რომ არ მწყინს.
საშინლად რთული ასატანია საყვარელი ადამიანისგან მსგავსი სიტყვები და სულ რომ ლოგიკურად მართლდებოდეს, იმ გრძნობას ვერაფრით მოკლავ, რაც იქ, იმ წამს განიცადე მოსმენისას.
თუმცა... მე მისთვის არავინ ვარ და როცა ადამიანი შენთვის არავინ არ არის, არაფერს გრძნობ და შეწუხებითაც, ალბათ არაფერი შეგაწუხებს.
სინდისის ქენჯნაც კი, რადგან საკუთარი თავისთვის დამნაშავე არ ხარ.
უცნაურია. ამის მიუხედავად, მირჩევნია ჩემს გრძნობებს ვერ ამჩნევდეს, ვიდრე ამჩნევდეს და არ იმჩნევდეს...
***
სახლში შესვლისთანავე კარებთან მეგებება დედა, ვცდილობ გავუღიმო, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომდის.
- ასე მალე დაგიმთავრდა ლექციები?
- მოსწავლეები გადმოვწიე. - დაუფიქრებლად ვცრუობ და მისი შემდგომი კითხვებისაგან თავის ასარიდებლად, პირდაპირ სამზარეულოში მივდივარ.
არაფერი გამომდის. უკან მომყვება და საფირმო ფრაზას, რომლის კიდევ ერთხელ გაჟღერებაში, როგორც საკუთარ სახელში ისე ვარ დარწმუნებული, ოხვრით უკეთებს შესავალს.
- ტყუილს არავისთვის მოუტანია კარგი, შენ რომ მოგიტანოს.
აჰა, არ ვამბობდი?
- შენ რატომ არ ხარ სამსახურში? - ვცდილობ, თემა გადავიტანო და ამ გახსენებაზე, კარადიდან მადუღარას ვიღებ. ახლა ყავა ჰაერივით მჭირდება.
- სარეცხი მანქანას ჩამოვხედე, ბავშვს სძინავს.
დედა ძიძად მუშაობს, უკვე 2 წელია.
ჩვენს კორპუსში, 3 სართულით ზემოთ. თან სახლშია, თან სამსახურში.
ამაზე კარგ პირობებში, რომ გინდოდეს ვერ იპოვი.
გაუმართლა, თუმცა არ აფასებს.
ისევ როგორც მე არ ვაფასებ სტიპენდიას და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბეწვზე კიდია, დახმარების ნაცვლად, უბრალოდ შორიდან ვუყურებ როგორ ქანაობს.
აი ასეთია ადამიანი.
ხელიდან უნდა გამოაცალო, რომ ფასი გაიგოს.
- კაი ადი შენ, ნუციკომ არ გაიღვიძოს. ამას მე გავფენ - სარეცხის მანქანაზე ვანიშნებ თვალით, რომელსაც 3-4 წუთი აქვს დარჩენილი და ყავას ჭიქაში ვასხამ.
უცნაური მზერით უყურებს ჯერ მე, მერე ჭიქას და ბოლოს, ბონუსად მადუღარასაც.
- შენ ხომ არ სვამ, ამიტომ არ შემოგთავაზე. - სხვა ლოგიკა, მართლა ვერ ვნახე მის მზერაში.
- უცნაურად იქცევი - თავის დაკვრითაც ადასტურებს საკუთარ სიტყვებს.
- რა არის აქ უცნაური, პირველად მხედავ ყავით ხელში?
- იცი, რასაც ვგულისხმობ. გუშინდელს აქეთ, წაშლილი სახით დადიხარ. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უძილობა რომ სახეზე გაწერია.
- დედაა... -თვალებს ვატრიალებ და მაგიდას ვუჯდები.
ვსო, დაიწყო. მანანა და თავისი დაკვირვებების შედეგები.
- გუშინ ასეთი რა მოხდა, ალე. დავიჯერო, ყველაფერი ამ წაგებული მატჩის ბრალია? ვხვდები, რომ მოყოლა არ გინდა, მაგრამ თუ ვინმეს არ გაუზიარებ, უფრო ცუდად იქნები.
როდიდან აღარ ვართ ჩვენ დაქალები?- გახუმრებასავით ცდილობს და ოდნავ მიღიმის.
საპასუხოდ, მეც იმავეს ვაკეთებ.
- შენზე უკეთესი დაქალი, არ მყავს დე. მაგრამ ახლა... მართლა რაღაცნაირად ვარ, მეძინებასავით. მოსწავლეებიც უნდა მოვიდნონ.
მაგრამ გპირდები, რადგან ასე ძალიან გინდა მატჩის თავიდან ბოლომდე დეტალებში განხილვა... - ტუჩის კუთხეში მაინც მეპარება ღიმილი - საღამოს განვიხილოთ.
- ხო, როგორ არა, სიგიჟიმდე მინდა - თვალებს ატრიალებს და თვითონაც ეღიმება.
- ეს გაფინე, არ დაგავიწყდეს.- თვალით მანიშნებს სარეცხი მანქანაზე და ნელი ნაბიჯებით გადის სამზარეულოდან - მე წავედი...
- კარგად გაერთეთ.
- შენც, შენს ბაიებთან.
***
როგორც წესი, ბავშვების მოსვლამდე ვმეცადინეობ - ხოლმე, მაგრამ ახლა ვერაფერს ვუდებ გულს. თავს ძალას ვატან, მაგრამ როცა მგონია რომ დავიმახსოვრე, თავში ისევ არაფერი მაქვს.
ჯანდაბა.
ჯერ იყო და მატჩის წინა დღეებში არ გამიკეთებია არაფერი, რომ ჩაივლის, უფრო დამშვიდებული ვიქნები - მეთქი, მაგრამ როგორი დამშვიდებულიც ვარ, თავადაც ხედავთ.
არა, ყოველთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ და საკუთარი გონების მართვის სადავეებს, ხელი არ გაუშვათ, არაფრის და მითუმეტეს სიყვარულის გამო.
ბავშვებისთვისაც ხშირად მითქვამს ეს. განსაკუთრებით აბიტურიენტები, რომელთაც მხოლოდ ეს დრო აქვთ ეროვნულებისთვის მოსამზადებლად და იმასაც იმ ერთს უთმობენ.
საინტერესოა, მეც ასეთი ვიყავი მათ ასაკში?
მაგრამ არა, მე რაც მახსოვს სულ ტაბაზე შეყვარებული ალე ვარ და ეს თუ მომიღებს ბოლოს.
ჩემი არცერთი ურთიერთობა არ ყოფილა სიყვარულით დაწყებული და სწორედ ამიტომ დავანგრიე ყველა მე.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი მასთან შანსი არ მქონდა, სხვა მაინც ვერავინ შევიყვარე და ალბათ ვერც ვერასდროს შევიყვარებ.
პირველი სიყვარულის ძალა...
ფიქრებიდან, კარზე ზარის ხმას გამოვყავარ და სწრაფად მივდივარ გასაღებად.
ბევრი არა, სულ რაღაც 4 მოსწავლე მყავს, მეტს რომც მინდოდეს ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ვასწრებ.
აბიტურიენტები არიან, მე კი მათ ინგლისურის ქულებზე ვზრუნავ.
ერთ დროს, ჩემი რეპეტიტორი რომ მეუბნებოდა, სტუდენტობის პერიოდში ეს შენს შემოსავლად იქცევაო, მართლა მეცინებოდა.
მის სიტყვებზე არა, საკუთარ თავზე მასწავლებლის რანგში.
აი, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როცა არასოდეს ვთქვი და ახდა.
ნეტავ ის ერთიც ასე ახდეს, რომელზეც არასოდეს ვთქვი...
ნეტავ ამ დღეს მოვესწრები?
მანამდე რომ მოვკვდე?
უაზრო ფიქრების გარეშე, ერთ დღესაც ვერ ვძლებ.
გოგონებს დავალებას ვაძლევ და როცა მგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა და მათი ტესტების შესამწომებლად კონცენტრაცია საბოლოოდ მოვიკრიბე რა ხდება.
- მას, გუშინ მატჩზე იყავით?
როგორ წავაგეთ, კინაღამ ჭკუიდან გადავედი.
აჰა, აი რატომ არ უნდა აიყვანო ფეხბურთის ფანები მოსწავლეებად.
საპასუხოდ, უბრალოდ თავს ვუქნევ და ისევ ტესტებს ვუბრუნდები.
- ავტო-გოლი რომ გაიტანეს, მამაჩემა სახლი თავზე ჩამოიმხო - ახლა მეორე აგრძლებს.
- წერე, ნინი. ავტო - გოლზე ფიქრი არ გიშველის გამოცდაზე.
- თქვენ როგორ გგონიათ, პოლონეთს მოუგებენ ივლისში?
- და თქვენ მოუგებთ ეროვნულებს ივლისში? - ნერვები მეშლება.
- იმედია, გამოცდის დღე მატჩის დღეს არ დაემთხვევა.
იმდენად არიან აზარტში შესულები, ძლივს ვაჩუმებ.
მე აქ ვცდილობ რომ არ ვიფიქრო და ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიფიქრო.
ჭკუიდან გადავდივარ.
ყველა თემა იქ როგორ მიდის, საიდანაც გაქცევას ვცდილობ?!
ტესტებს ვამოწმებ და ვინაიდან ახალს ჯერ კიდევ წერენ, უმოქმედობა ინსტაგრამისკენ მიბიძგებს.
თავს ვებრძვი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ტელეფონით ხელში, ბედნიერად ვსქროლავ.
როგორც ველოდი, მისგან არანაირი სიახლე არაა.
ნეტავ ახლა რას აკეთებს...
რა მოხდებოდა, რომ ამის გაგება მაინც შემეძლოს.
უცნაურია, მაგრამ რაც დრო გადის უფრო და უფრო ნაკლებად მჯერა იმის, რომ ჩემზე ფიქრობს და საკუთარ სიტყვებს ნანობს.
მირჩევნია, უბრალოდ დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ არ მომწერს, არც დამირეკავს და მითუმეტეს შემხვდება, ვიდრე დღეების განმავლობაში ტყუილად ველოდო.
ლოდინი საშინელი რამაა.
ტყუილად ლოდინი ხომ საერთოდ.
ბავშვები ტესტებს ამთავრებენ და ჩემი გონება, დროებით ისევ გამოდის მასზე ფიქრებიდან, უფროსწორად ვაიძულებ.
მიუხედავად იმისა, რომ კონცენტრაციის მოკრება არასოდეს ყოფილა ასეთი რთული, ნაწილობრივ გამომდის და ეს, დასტურია იმისა, რომ თუ აქამდეც ვცხოვრობდი მისი ხმის გარეშე, ეს მომავალშიც შესაძლებელია...
***
იქიდან გამომდინარე, რომ დრო ძალიან ნელა გადის, საკუთარი თავის ბოლომდე დატვირთვა გადავწყვიტე.
ჯერ სახლს ვალაგებ, მერე ჩემს ოთახს. ამასობაში, დედას სამუშაო საათებიც სრულდება და დაპირებული საუბრისთვის თავის არიდებას რომ არ ვცდილობ, სახეზე კარგად შესამჩნევი გაკვირვება ეხატება.
სიმართლე რომ ვთქვა, მე თვითონაც არ ვიცი, რას ველაპარაკები.
ჯერ ფეხბურთზე ვსაუბრობ ზერელედ, მერე ვაკოს ტრამვაზე გადავდივარ, რომელიც როგორც აღმოჩნდა სერიოზული ყოფილა.
უტიფრად ვცრუობ, რომ ჩემი უძილობისა და გამოთიშვის მიზეზი მთლიანად ისაა და პირველად, ისე საშინლად მაწუხებს სინდისი რომ ვატყუებ, შინაგანად მგლეჯს.
იმის მიუხედავად, რომ მინდა სიმართლე ვუთხრა, მასზე საკუთარ თავთანაც ვერ ვლაპარაკობ.
ან კი რა მაქვს სათქმელი, იცის, რომ მასზე შეყვარებული ვარ, მაგრამ მას ეს ჩვეულებრივი სელებრითის ან მომღერლის სიყვარული ჰგონია და ჯობია ეს თავადაც დავიჯერო უკვე.
მეტის მოლოდინის შემთხვევაში, გული ნაწილებად დამეშლება.
გუშინდელისგან, უკვე ისედაც აქვს ბზარი.
არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელი გამოვიდა ყველაფერი, მაგრამ თავს მანებებს.
ხასიათზე უკვე არაგიშავსო.
ჰო, მსახიობობა ყოველთვის შესანიშნავად გამომდიოდა.
ერთად ვვახშმობთ და მერე, დასაძინებლად მივდივარ.
დიდი იმედი არ მაქვს, რომ გამომივა, მაგრამ ცდად მაინც ღირს...
***
დღეები ისე მიფრინავს, უკან მოხედვასაც ვერ ვასწრებ. არ ვიცი, იმ შენელების შემდეგ, დრომ მართლა მოუჩქარა თუ მე დავიტვირთე თავი ზედმეტად, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
იმის მიუხედავად, რომ მასზე ფიქრები შიაგადაშიგ მაინც მიტევს, ვცდილობ დასაწყისს არ დავუბრუნდე.
ის არ ნანობს.
ძალიან რთულია ამის გათავისება, მაგრამ სხვანაირად რომ იყოს, ჩემთან ლაპარაკს შეეცდებოდა და თუ არ მოვიდოდა, მომწერდა მაინც, მაგრამ არა...
გული მიკვდება და ყოველ ჯერზე, როცა თავისუფალი რამდენიმე წუთი მაინც მიჩნდება, საშინლად მეშინია იმის, რომ თავს ვერ შევიკავებ და უადგილო სიტუაციაში ავტირდები.
ასეთი ემოციური არ უნდა იყო ადამიანი და არც ასე უნდა მიიტანო ყველაფერი გულთან.
რას მიიღებ იმის გარდა, რომ საკუთარ თავს გაინადგურებ?!
ლექციების შემდეგ, პირდაპირ ვაკოსთან მივდივარ. კარგა ხანია, რაც გამოწერეს, მაგრამ დამეფიცება, იმ ღამით, ტრამვის ხარისხის გაგებამდე, საავადმყოფოშიც კი უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე ახლაა.
ექიმები ამბობენ, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ივლისში ითამაშოს, ის კი, ვერაფრით ეგუება ამას.
ყველანაირად ვცდილობ დავაწყნარო, გვერდით ვედგე, მაგრამ არ მისმენს და ყოველ ჯერზე, როცა შესაძლებლობა აქვს იმას მიმეორებს, რომ მარტო ყოფნა ურჩევნია.
ძალიან მეშინია, რომ დეპრესიაში ჩავარდება და ამაზე, ბიძიასაც ვეუბნები ერთ-ორ სიტყვას.
თუმცა, განსაკუთრებული იდეებით არც ის გამოირჩევა და უკვე ვფიქრობ, რომ ყველაფერი თავად უნდა მოვიფიქრო, როცა ჩანთაში ამღერებული ტელეფონი, უცხო ნომრიდან შემომავალ ზარს მატყობინებს.
დაუფიქრებლად ვპასუხობ და უკვე ვემზადები იმისთვის, რომ ნომრის არასწორად აკრეფა ვახარო, მაგრამ...
- ალექსანდრა, გამარჯობა.
ჩემი სახელი იცის, მე კი მისი ხმა საერთოდ არ მეცნობა.
- გამარჯობა.
- მე გუგა ვარ, თორდია.
თორდია? მე ვისაც ვფიქრობ, მართლა ის თორდია?
თვალები ლამის შუბლზე ამივიდეს. ჩემი ნომერი საიდან გაიგო, ან, რას მირეკავს. წამში იმდენი კითხვა მებადება, წარმოდგენა არ მაქვს რომელიმე ავარჩიო თუ რამე სხვა მოვიფიქრო.
- ნაკრებიდან. - თითქოს, ჩემი ფიქრები ზუსტად გამოიცნოო. ამ ერთი სიტყვის დამატებით, საბოლოოდ მიდასტურებს იმას, რომ არ ვცდები.
- ჰო, მივხვდი. გისმენ...
- მოკლედ, ხვალ ხომ ვაკოს დაბადების დღეა. იტოკში, მინდა რამე გავაკეთოთ რა, რომ გაეხარდეს. შალვას ვუთხარი და მე მასეთების არაფერი გამეგება ალეს უთხარიო. მეც ვიფიქრე, რადგან თქვენ მეგობრები ხართ, შენც აპირებ რაღაცას და თუ ერთად გავაკეთებთ ორგანიზებას, მგონი უკეთესი გამოვა.
რას ფიქრობ? რავი, კაროჩე თუ მარტო გინდა გაკეთება...
- არა, არა. მომწონს იდეა, ერთად მართლა უფრო კარგი გამოვა.
- ხო, ბიჭებსაც ვეტყვი. ისე უნდა ვქნა, რომ ყველა მოვიდეს ნაკრებიდან, იმედია ყველა ქალაქშია და უარს არავინ მტკიცავს.
ოდნავ მეღიმება.
- მოკლედ, მე რომ ბიჭები მოვაგროვო, ხვალისთვის რესტორანს ან რამე კარგ ადგილს იპოვი?
- კი, რამდენიმე ვარიანტი მაქვს.
- შესანიშნავი. დღეს რომ ეგ მოაგვარო, ხვალ დილას დაგირეკავ და შევხვდეთ. გაფორმებას და ასეთებს საღამომდე მოვასწრებთ მგონი.
- ფოტოებს გამოგიგზავნი და ერთად ავარჩიოთ. მერე დავურეკავ
- აა, ბაზარი არაა. დროებით მაშინ.
- დროებით. - სწრაფად ვუთიშავ და სახლში შესვლამდე, კიდევ ერთხელ, ღრმად ვაუნთქავ.
ხვალ...
გამოდის, რომ ჩვენ ხვალ შევხვდებით...
___________________________________________________
სიყვარულებოო, ყველანაირად ვეცადე, რომ დღეისთვის მომესწრო.
ველი თქვენს შთაბეჭდილებებს.
სიყვარულით
თქვენი
ელა'ტრისი



№1 სტუმარი one

ar meyo me))) ells chemo goniero “ cicqna” vgijdebi shenze❤️
tavxedi taba:dd moarjule saswrafod ))
veli shemdegs , aq var)))

 


№2  offline წევრი EllaTriss

one
ar meyo me))) ells chemo goniero “ cicqna” vgijdebi shenze❤️
tavxedi taba:dd moarjule saswrafod ))
veli shemdegs , aq var)))

ვაიმე, მე შენზე ვგიჟდები! ❤
ვნახოთ როგორ გამოვა ეგ ამბავი^^
მიხარიხარ!❤

 


№3  offline წევრი Life is beautiful

Vaii
დაიდოოო(^_-)
წავედი მოვალ.. :დ

 


№4  offline წევრი Margo Tokyo

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, უფრო საინტერესოს იმედიც მაქვს ბოლო მომენტიდან გამომდინარე. ერთი ამ ტაბას დამიხედეთ, რა!! :დ ველოდები როდის ანანებინებს იმ სიტყვებს და დარწმუნებული ვარ, badass ალექსანდრასაც მალე ვიხილავთ. smiling_imp
კარგი თავი იყო. იმდენად კარგია ყველაფერი, რომ ყოველდღე ვამოწმებ საიტს. გელოდები!!

 


№5  offline წევრი EllaTriss

Life is beautiful
Vaii
დაიდოოო(^_-)
წავედი მოვალ.. :დ

არ დააგვიანო :დ❤

Margo Tokyo
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, უფრო საინტერესოს იმედიც მაქვს ბოლო მომენტიდან გამომდინარე. ერთი ამ ტაბას დამიხედეთ, რა!! :დ ველოდები როდის ანანებინებს იმ სიტყვებს და დარწმუნებული ვარ, badass ალექსანდრასაც მალე ვიხილავთ. smiling_imp
კარგი თავი იყო. იმდენად კარგია ყველაფერი, რომ ყოველდღე ვამოწმებ საიტს. გელოდები!!

მარგო, მიხარია რომ ასე მოგწონს❤
რა თქმა უნდა, წინ კიდევ უფრო საინტერესო რაღაცეები გველის^^
ვნახოთ, იქნება თუ არა ზუსტად ისეთი ალექსანდრა, როგორსაც ელი ♡
ტაბას რაც შეეხება, ჯერ ყველას გვაბრაზებს, მაგრამ მოვა დრო და ისიც გამოსწორდება :დ
პ.ს ყოველთვის მიხარიხარ!
ბევრი გულები შენ! ❤❤❤❤❤❤❤

 


№6  offline წევრი likuu_s

კარგი იყო!
მთლად ასეთ რეაქციას არ მოველოდი ამ გოგოსგან რატომღაც :დდ
ცოტა შეიძლება გავუგოთ ერეკლეს, განადგურებული იყო წაგების შემდეგ, მაგრამ ალექსანდრას ასე არ უნდა დალაპარაკებოდა, არ იმსახურებდა. იმედია მიხვდება, რომ არასწორად მოიქცა.
ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები ვაკოს დაბადების დღეზე!

ველი შემდეგს და წარმატებები!<3

 


№7  offline წევრი Life is beautiful

წავიკითხე...
არც - მეტირება, არც - მეცინება, უფრო დამრგვალებული, საწყალი თვალებით ვიხედები ალბათ, რაც სულ არ მახარებს!
თავიდან რომ დავწერე კომენტარი!
, მივალ და მოვალ-თქო. მართლა წავედი, საქმე და ასე.. რა..
მერე გავხსენი ჩაკეცილი ფაილი და გავაგრძელე კითხვა, სხვა ისტორიას ვკითხულობდი სულ თავიდან, ეს ისე მიყვა მეგონა იმ ისტორიაში ხდებოდა! მერეუცნაური ტაბატაძის მიმართვები და, ვახხხ.. ეს ისაა ვინც მე მგონია, თუ რა მოუვიდა მეთქი ამ კაცს.. :დდ
ამრევია, ამ ბოლო დროს ალცაიმერის ნიშნები მაქვს, იმედია 80 წლამდე გავქაჩვ. :დდ
უცნაური თავი იყო, სევდიანი, მაგრამ არც..
აი ზუსტად, რომ "რაღაცნაირი"...
მეორე აბზაცი, რომ დაიწყო, აი მაშინ მომივიდა აზრად ერთი გამითქმა: "არასდროს თქვა არასოდეს!" მიყვარს და ვგიჟდები.
მერე, რომ ჩავყევი და ამ, შინაარს წავაწყდი, რაღაცნაირად გულზე მალამოდ მომედო.
და კიდევ, ისტორიაში ეს პატარა, თავი, მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ცალკეულად ვერ ვთვლი, რომ ემოციების პიკი იყო. რავიცი ცუდად არ გამიგო, ცუდი არ იყო, მაგრამ ასე ცალკე თავად გამოსაყოფად მსუყე არ იყო, არც იმას ვგულისხმობ, გრაგნილი დაგეწერა, უბრალოდ მეტი ემოციურად დატვურთული, რაღაცნაირად არ მეყო..
თუმცა მთლიან ისტორიაში, თუ "სრულად" ატვურთვას გადაწყვეტ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს "ნაწილი" ისე დასჭირდება ისტორიას, როგორც გვალვის დროს, წყალი სჭირდება მცენარეებს. ან უფრო, გაჭრილს ნემსი გასაკერად.
ყველაფრის მიუხედავად, "უინტერესო" არ იყო და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა!
სასიამოვნოა, რომ ისე იკითხება, დაღლილიც წაიკითხავ, ან სულელურ თემასაც, რომ ეხებოდეს მაინც წაიკითხევ, ეს უკვე დამახასიათებელი "ქარიზმაა" და ძალიან ყურადღება მისაქცევი. ))

 


№8  offline წევრი EllaTriss

likuu_s
კარგი იყო!
მთლად ასეთ რეაქციას არ მოველოდი ამ გოგოსგან რატომღაც :დდ
ცოტა შეიძლება გავუგოთ ერეკლეს, განადგურებული იყო წაგების შემდეგ, მაგრამ ალექსანდრას ასე არ უნდა დალაპარაკებოდა, არ იმსახურებდა. იმედია მიხვდება, რომ არასწორად მოიქცა.
ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები ვაკოს დაბადების დღეზე!

ველი შემდეგს და წარმატებები!<3

ლიკუნა, ძვირფასო, არ ვიცი სხვისთვის როგორ არის, მაგრამ ჩემთან ყველაფერი თავისით ხდება, მე უბრალოდ ვწერ, მართლა.
შესაბამისად, არის რაღაცეები რასაც არც მე ველი - ხოლმე, რომ ხდება :დ
ასე რომ მესმის შენი^^
სასიამოვნო იყო იმის წაკითხვა, რომ ერეკლეს გაუგე, რა თქმა უნდა ნაწილობრივ.
წამით ისიც კი ვიფიქრე, როლები რომ გაგვეცვალა ( შენ რომ დაგეწერა და მე მკითხველის რანგში ვყოფილიყავი) ზუსტად ისეთ კომენტარს დავწერდი, როგორიც შენ დაწერე.
პ.ს მუდამ მათბობს შენი გამოჩენა! ❤❤❤❤
მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ^^
♡♡♡♡♡♡

Life is beautiful
წავიკითხე...
არც - მეტირება, არც - მეცინება, უფრო დამრგვალებული, საწყალი თვალებით ვიხედები ალბათ, რაც სულ არ მახარებს!
თავიდან რომ დავწერე კომენტარი!
, მივალ და მოვალ-თქო. მართლა წავედი, საქმე და ასე.. რა..
მერე გავხსენი ჩაკეცილი ფაილი და გავაგრძელე კითხვა, სხვა ისტორიას ვკითხულობდი სულ თავიდან, ეს ისე მიყვა მეგონა იმ ისტორიაში ხდებოდა! მერეუცნაური ტაბატაძის მიმართვები და, ვახხხ.. ეს ისაა ვინც მე მგონია, თუ რა მოუვიდა მეთქი ამ კაცს.. :დდ
ამრევია, ამ ბოლო დროს ალცაიმერის ნიშნები მაქვს, იმედია 80 წლამდე გავქაჩვ. :დდ
უცნაური თავი იყო, სევდიანი, მაგრამ არც..
აი ზუსტად, რომ "რაღაცნაირი"...
მეორე აბზაცი, რომ დაიწყო, აი მაშინ მომივიდა აზრად ერთი გამითქმა: "არასდროს თქვა არასოდეს!" მიყვარს და ვგიჟდები.
მერე, რომ ჩავყევი და ამ, შინაარს წავაწყდი, რაღაცნაირად გულზე მალამოდ მომედო.
და კიდევ, ისტორიაში ეს პატარა, თავი, მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ცალკეულად ვერ ვთვლი, რომ ემოციების პიკი იყო. რავიცი ცუდად არ გამიგო, ცუდი არ იყო, მაგრამ ასე ცალკე თავად გამოსაყოფად მსუყე არ იყო, არც იმას ვგულისხმობ, გრაგნილი დაგეწერა, უბრალოდ მეტი ემოციურად დატვურთული, რაღაცნაირად არ მეყო..
თუმცა მთლიან ისტორიაში, თუ "სრულად" ატვურთვას გადაწყვეტ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს "ნაწილი" ისე დასჭირდება ისტორიას, როგორც გვალვის დროს, წყალი სჭირდება მცენარეებს. ან უფრო, გაჭრილს ნემსი გასაკერად.
ყველაფრის მიუხედავად, "უინტერესო" არ იყო და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა!
სასიამოვნოა, რომ ისე იკითხება, დაღლილიც წაიკითხავ, ან სულელურ თემასაც, რომ ეხებოდეს მაინც წაიკითხევ, ეს უკვე დამახასიათებელი "ქარიზმაა" და ძალიან ყურადღება მისაქცევი. ))

ძვირფასო, ცუდად არ ვიგებ, სათქმელადაც არ ღირს ეგ. პირიქით, მიხარია რომ ბოლომდე მეუბნები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ამაზე, ის გამახსენდა...
თავიდან წერა რომ დავიწყე, არ ვიცი, რამდენად მიაქციე ყურადღება, პირველ თავში იყო პირველი ნაწილი, თითქოს ასე კონკრეტულად იმ თავში შესაძლოა არა, მთლიან ისტორიაში 'სრულ' ვერსიაში რომ ჯდება. ველოდი, რომ ამას ვინმე აღნიშნავდა და ერთ-ერთმა მკითხველმა მითხრა კიდეც, დამაბნიაო.
ყველას თავისი წერის სტილი აქვს. ჩემს შემთხვევაში, მე არასდროს მიყვარს, როცა ყველაფერს პირდაპირ ვამბობ (რეალობაშიც ვქარაგმობ ხოლმე :დ) მირჩევნია ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე და ეტაპობრივად გაეცნოთ ისტორიის შინაარს.
ჩემი სხვა ისტორიები თუ იცი, იქაც ასეთი 'მე' ვარ.
მართალია ზოგჯერ რაღაცეები თითქოს არ ჯდება, მაგრამ ჰო, ეს სწორედ აღნიშნე, თავებად რომ არის იმიტომ.
პ.ს მთავარია მოხვედი, იმაზე არ იდარდო როდის^
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№9  offline წევრი Life is beautiful

იცი?!
მე მივაქციე "მაგას" ყურადღება, საქმეც იმაშია, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო, წასაკითხი ხდება როდესაც, თავუდანვე "ქარაგმულად" არის ნათქვამი, ისტორიის არსი..
აქ ამ საიტზე ასეთი, "ნაკაწრები" შემხვდა მარიამოსი! იმდენად ველოდი, იმ პირველ დასაწყის რომელიც ბოლო უნდა აღმოჩენილიყო, რომ ტექსტი, ისე სულმოუთქმელად ჩავცალე ვერც კი მივხვდი.
და ხო..
თავიდანვე ინტრიგა, კარგი დასაწყისია, საერთოდ, მიყვარს, დროში მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ჩემი სამყაროს ფარგლებში! მიყვარს როცა, მომავალი აწმყო და წარსული ერთმანეთს ენაცვლება, მაშინ გჭირდება გონება დაძაბო და განსაკუთრებულად მწერლისთვისაა რთული როც ამას აკეთებს! რადგან ყველა დროში ადამიანი რაღაც ახალს იძენს ცხოვრენისგან, შინაგან ან უნდაც გარეგნული იარებს! ან ცოდნას, ან ხვდება ადამიანს და მას იძენს, და ეს ყვრლაფერი ცვლის ადამიანს და რა თქმა უნდა პერსონაჟს. და როცა გიწევს! ამ ყველაფრის დროში არევა, რომ არ უნდა დაგავიწყდეს წარსულში როგორი იყო, ან აწმყოში როგორია, როცა წინა თავი მომავალზრ იყო.. ურთულესი.. მოკლედ მომწონს რა..

 


№10  offline წევრი EllaTriss

Life is beautiful
იცი?!
მე მივაქციე "მაგას" ყურადღება, საქმეც იმაშია, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო, წასაკითხი ხდება როდესაც, თავუდანვე "ქარაგმულად" არის ნათქვამი, ისტორიის არსი..
აქ ამ საიტზე ასეთი, "ნაკაწრები" შემხვდა მარიამოსი! იმდენად ველოდი, იმ პირველ დასაწყის რომელიც ბოლო უნდა აღმოჩენილიყო, რომ ტექსტი, ისე სულმოუთქმელად ჩავცალე ვერც კი მივხვდი.
და ხო..
თავიდანვე ინტრიგა, კარგი დასაწყისია, საერთოდ, მიყვარს, დროში მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ჩემი სამყაროს ფარგლებში! მიყვარს როცა, მომავალი აწმყო და წარსული ერთმანეთს ენაცვლება, მაშინ გჭირდება გონება დაძაბო და განსაკუთრებულად მწერლისთვისაა რთული როც ამას აკეთებს! რადგან ყველა დროში ადამიანი რაღაც ახალს იძენს ცხოვრენისგან, შინაგან ან უნდაც გარეგნული იარებს! ან ცოდნას, ან ხვდება ადამიანს და მას იძენს, და ეს ყვრლაფერი ცვლის ადამიანს და რა თქმა უნდა პერსონაჟს. და როცა გიწევს! ამ ყველაფრის დროში არევა, რომ არ უნდა დაგავიწყდეს წარსულში როგორი იყო, ან აწმყოში როგორია, როცა წინა თავი მომავალზრ იყო.. ურთულესი.. მოკლედ მომწონს რა..

ღრმად მსჯელობ, მიხარია.
არ ვიცი, რამდენად სწორად ჩავწვდი შენი სიტყვების არსს, მაგრამ როცა ადამიანები და პერსონაჟები ერთმანეთის გვერდით დააყენე, მესიამოვნა. ყველას სამყარო სამყაროა და მნიშვნელობა არ აქვს, მე შევქმნი მათ სამყაროს თუ ვინმე სხვა. ისინი არსებობენ და ჩვენ, ვმოგზაურობთ მათთან ერთად...
ჰო, საკუთარ თავს პასუხისმგებლად ვთვლი თქვენს წინაშე, რომ რადგან ჩვენ ყველა ვიცნობთ მათ, ერთნაირად დავინახოთ მათი სამყაროც. ჩემთვის, ამ მხრივ არის რთული.
მოხარული ვარ, თუ ეს გამომდის.
ან, მომავალში გამომივა.
როცა სრულად ავტვირთავ და ყველაფერი შერწყმული იქნება.

 


№11 სტუმარი Ana-maria

კარგი თავი იყო,მაგრამ რათქმაუნდა არ მეყო. უკვე წვეულებისკენ მიქრის ჩემი ფიქრები. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. ტაბამ გამაბრაზა,ალეს დაუფიქრებლად გული ატკინა. იმედია ინანებს და მერე ალბათ მათი სიყვარულის ისტორიაც დაიწერება. მალე მინდა წვეულების თავი,რატომღაც მგონია ტაბას და ალექსანდრას ურთიერთობაში ცვლილება იქნება ალეს სასარგებლოდ.

 


№12 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ ველოდებოდი ამ თავს.და ეს რა ქნა ტაბამ.რა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ისე მაინტერესებს რა იქნება როგორ განვითარდება ყველაფერი.ეხლა კი დავრწმუნდი რომ ტაბასთვის ალე მართლაც შეუმჩნეველი იყო თან როგორ ესაუბრა ისე გავბრაზდი და შემეცოდა ძალიან ალე იტანჯება ამ ცალმხრივი სიყბარულით და ყველაზე ცუდი ის არის რომ იცის თითქმია აუხდენელია.ძალიან მაინტერესებს როგორ განავითარებ მოვლენებს როგორ მივა ტაბა ალემდე ნუ თუ ეგ გაწ გეგმაში მათი სიყვარული და ასე შემდეგ როგორ წავა მოვკენები.არ მეყო ეს თავი მეც სულ მინდა რომ ვიკითხლ.აი რაც ეს ისტორია წავიკითხე სულ მეფიქრება ამათ ამბავზე რა როფორ იქნება.ძალიან კარგია

 


№13  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
კარგი თავი იყო,მაგრამ რათქმაუნდა არ მეყო. უკვე წვეულებისკენ მიქრის ჩემი ფიქრები. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. ტაბამ გამაბრაზა,ალეს დაუფიქრებლად გული ატკინა. იმედია ინანებს და მერე ალბათ მათი სიყვარულის ისტორიაც დაიწერება. მალე მინდა წვეულების თავი,რატომღაც მგონია ტაბას და ალექსანდრას ურთიერთობაში ცვლილება იქნება ალეს სასარგებლოდ.

ანამარია, თქვენი ფიქრები ხომ წვეულებისკენ მიქრის და ჩემი უკვე იქაა. ჯერ ვერაფერს ვწერ, არ ვიცი რა ხდება.
ტაბა ჰო, მისი საქციელი ნაწილობრივ გაუმართლებელია და ვიცოდი, რომ ამას აღნიშნავდით.
რა თქმა უნდა, მოვა დრო და ინანებს, მაგრამ როდის ეგაა საქმე^^
პ.ს ყველანაირად ვეცდები, რომ შემდეგი მალე იყოს. ❤❤❤❤❤❤

სტუმარი თამო
როგორ ველოდებოდი ამ თავს.და ეს რა ქნა ტაბამ.რა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ისე მაინტერესებს რა იქნება როგორ განვითარდება ყველაფერი.ეხლა კი დავრწმუნდი რომ ტაბასთვის ალე მართლაც შეუმჩნეველი იყო თან როგორ ესაუბრა ისე გავბრაზდი და შემეცოდა ძალიან ალე იტანჯება ამ ცალმხრივი სიყბარულით და ყველაზე ცუდი ის არის რომ იცის თითქმია აუხდენელია.ძალიან მაინტერესებს როგორ განავითარებ მოვლენებს როგორ მივა ტაბა ალემდე ნუ თუ ეგ გაწ გეგმაში მათი სიყვარული და ასე შემდეგ როგორ წავა მოვკენები.არ მეყო ეს თავი მეც სულ მინდა რომ ვიკითხლ.აი რაც ეს ისტორია წავიკითხე სულ მეფიქრება ამათ ამბავზე რა როფორ იქნება.ძალიან კარგია

თამო, გელოდი❤
მიხარია, რომ ამდენად ღრმად შემოაღწია ისტორიამ და პერსონაჟებმა შენში.
ტაბასთვის ალე თავიდანვე შეუმჩნეველი იყო, არის (ჯერ-ჯერობით), თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მათ შორის ისიც, რაც შეუძლებელია^^ ვნახოთ, მეც თქვენთან ერთად მივყვები დინებას❤
პ.ს ვეცდები, მალე დავბრუნდე,იმედია გამომივა^_^❤

 


№14  offline წევრი ქიქი

ვკითხულობ და არ მყოფნის.მეტი და მეტი ტაბა მინდა:დდ ძაან კაი ტიპი ჩანს:დდ
შენ რაც შეგეხება ელა ტრის ძალიან კარგად წერ♥

 


№15  offline წევრი EllaTriss

ქიქი
ვკითხულობ და არ მყოფნის.მეტი და მეტი ტაბა მინდა:დდ ძაან კაი ტიპი ჩანს:დდ
შენ რაც შეგეხება ელა ტრის ძალიან კარგად წერ♥

ქიქიი, მადლობები ❤
მეტი ტაბა იქნება, გპირდები.
ელას უყვარხარ, ასე შორიდან.❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent