შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე... /7/


8-08-2021, 22:37
ავტორი Anittaa
ნანახია 1 439

არანაირი ემოცია თორნიკეს თვალებში არ ამოიკითხებოდა, მძიე ჩანთებს ხელი დაავლო და ჩემს წინ წავიდა, მიდიოდა და ისე მიქონდა ჩემი ჩანთები თითქოს უახლოესი მეგობარი ყოფილიყო და ჩემი დახმარება უნდოდა. ერთ ლიფტში ვიყავით და ავტოსადგურზე ჩავდიოდით. სუნთქვა დამიმძიმდა, თითქოს ლიფტში ჰაერი დაილიაო, მის პროფილს ვუყურებდი, ამ დროის მანძილზე ჩემთვის ერთი წამითაც არ შემოუხედავს, ნეტავ კი შემოეხედა მზად ვიყავი მის თვალებში კიდევ ერთხელ ჩამეხედა, მზად ვიყავი კიდევ ერთხელ მეგრძნო თავიდან ყველა ის ტკივილი რაც გადავიტანე, ოღონდ კი ამ მზერას გადაეყვარებინა მისი თავი.
ლიფტიდან გავიდა და გავყევი, საღ აზზრზე არ ვიყავი ფეხ და ფეხ მივყვებოდი, სრულიად სხვა ადგილასაც რომ წასულიყო მაგასაც ვერ მივხვდებოდი, ფიქრებში ჩაკარგული ვიყავი და სრულიად მოწყვეტილი ამ სამყაროს. თორნიკემ სვლა შეაჩერა და ჩემკენ გამობრუნდა, აი ისევ ჩავხედე თვალებში, მისი თვალების მერე მისი სიტყვები...
-მანქანა სად დააყენე?-ეს სიტყვები მახსოვს, მეტი არაფერი, შემდეგ? შემდეგ მის ხელებში გავითიშე.

გონს, რომ მოვედი თვალებში უხეშად პირველი შუქი მომხვდა, ძლივს შევძელი გამეხილა. გულისრევის შეგრძნება მაწვებოდა, უცხო ოთახი იყო, არც მდიდრული და არც ღარიბული, საკმაოდ გემოვმებიანად მოწყობილი. საწოლზე ვიწექი, ნელა წამოვჯექი, კიდევ კარგად მოვათვალიერე ოთახი. არვიცოდი ფეხზე დგომას რამდენად შევძლებდი, ამიტომ საწოლის კიდეზე დაყრდნობილი მივედი კარამდე. კარი გავაღე თუარა ჩემს წინ უზარმაზარი ოთახი გადაიშალა, შუქი არ ენთო, მაგრამ ფანჯრიდან შემოსული აივანზე ანთებული შუქი სუსტად ანათებდა, პატარა მაგიდა და მოხვეულუ დივანი იდგა. თვალები დივნის კუთხესთან შევაჩერე, რომელზეც ნაცნობი სილუეტი დავინახე. ჩემი დანახვისას არვიცი გამოიხედა თუ არა აქეთ, მისი სახის გარჩევა მიჭირდა ასეთ სიბნელეში. კარების გვერდზე ჩამრთველი შევნიშნე და ხელუ ავკარი.
-სიბნელეში მომწონდა...-თვალებ მოჭუტულმა თორნიკემ ბალიში სახეზე გადაიფარა.
-როგორიც შენი გულია?
-ვითომ შენი ნაკლებად ბნელი იყოს.-ბალიში დივანზე დააბრუნა და ჩემსკენ წამოვიდა.
მომიახლოვდა, ცოტახანს სახეზე დამყურებდა და შემდეგ ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო, ჩემი თმის სურნელი წაიღო და მომშორდა.
-როდი დაბრუნდი?
-დღეს! უნდა წავიდე თორნიკე, სახლში მელოდებიან და ინერვიულებენ.
-მეც დიდხანს გელოდებოდი, გგონია მე არ ვნერვიულობდი?
-ვიცი, რომ მკითხულობდი, ისიც ვიცი რომ მეძებდი, ისიც რომ ჩემს დას სახლში მიუვარდი.
-არ მივუვარდი, მშვიდად მივედი, არ მეგონე წასული, მშვიდად ვიკითხე სად არისთქო და ასე მითხრეს არ არის შენი საქმეო.
-შეემთხვევიითობას მივაწერო ჩვენი მარკეტში შეხვედრა?
-არა, გამოგყევი...-ახლა ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-აეროპორტში ჩემი ბიჭები მორიგეობით იდგნენ ცვლაში, დავუბარე შეეტყობინებინათ ოდესმე ტუ დაგინახავდნენ, აი 2 თვის მერე ნატვრაც ამიხდა დაბრუნდი, მაგრამ სად იყავი? რატომ წახვედი?
-იტალიაში ვიყავი...-ისევ ახლოს მოვიდა ჩემთან, თმა ყურს უკან გადამიწია და თვალებში ჩამხედა.
-ჩემი შეგეშინდა? მაგიტომ წახვედი?-ამღვრეული თვალებით შემომხედა.
-არა არ შემშინებია-გვერდზე გავიწიე.
-მიზეზი მითხარი მაშინ, რატომ წახვედი იტალიაში!-ტონი გაამკაცრა და კედელს ხელი მიარტყა.
-მინდოდა აქაურობას და იმ ტკივილს გაიქცეოდი რაც აქ გადავიტანე.
-რომელ ტკივილს? ანა რომელ ტკივილზე ლაპარაკობ? რომელი ტკივილი გადაიტანე?-ყვიროდა თორნიკე.-შენ ის ტკივილი არ იცი, საყვარელი ქალი რომ ციხეში 4 წლით გამოგკეტავს როგორია. უაზრო ეჭვების გამო, არც კი სცადე ჩემთან საუბარი!
-აი ახლა მოკეტე!-ჯერ კიდევ სუსტ მდგომარეობაში მყოფმა ტონს ავუწიე და მისკენ წავედი.-რა უაზრო ეჭვებზე ლაპარაკობ საერთოდ რა გგონია რისთვის მოვიქეცი როგორც მოვიქეცი ჰა? უაზრო ეჭვები იყო ძალადობა რომლია მოწმეც გავხდი? გეკითხები უაზრო იყო?
-ხომ მითხარი, რომ საჩივარს გამოიტანდი ხელმეორედ რატომღა შეიტანე? ხომ თქვი მაპატიეო, ხომ თქვი ცუდად მოვიქეციო? შენ ისიც კიარ გიკითხავს იმ ნაბი.ვარს რატომ ვცემდი მაშინ!
მწარედ ჩამეცინა და ამაზე უფრო გაბრაზდა.
-მომატყუე... როგორ ველოდი სიმართლეს მეტყოდი ჩემთან რატომ თამაშობდი... შენ მე გული მატკინე, ჩემს გრძნობებზე ითამაშე!
-მიყვარდითქო რამდენჯერ უნდა აგიხსნა? ვერ მოვასწარი გააზრება ისე შემიყვარდი, მაშინ ბათუმში ეს ვიკასაც ავუხსენი და დავშორდი, რომ როცა ჩამოვიდოდი შენთან ვყოფილიყავი, მაგრამ რისთვის? უმადურისთვის? დაუნახავი ეჭვიანი გოგოსთვის?
-აგეხსნა მაინც ყველაფერი, როცა იმ საღამოს ჩემთან მოხვედი! არც კი სცადე თორნიკე, გული მატკინე და შური ვიძიე, მინდოდა ისევე გტკენოდა როგორც მე!
-ხოდა გილოცავ მიზანს მიაღწიე, მაგრამ შენი ტკივილი უსაფუძვლო იყო, შენი თავი მოიტყუე, შენ თავს თვითონ ატკინე. როგორ მინდოდა რომ როცა გამოვიდოდი პასუხი გეგო, ამ ყველაფრისთვის მაგრამ ვერ შევძელი, გრძნობებმა ნება არ მომცეს მომეძებნე და რაიმე საშინელება ჩამედინა!-ხელი უკვე მეორედ დაკრა კედელს და კანი გადაუსკდა.
-მანახე!-ეგრვე მასთან მივედი და მის ხელს შევეხე.
-მომშორდი!-ხელი უხეშად გასწია და კარადისკენ წავიდა, რომლიდანაც სამედიცინო ყუთი გამოიღო, იქვე დივანზე ჩამოჯდა სპირტით იმუშავებდა, თან დრო და დრო სახეს ისე ჭმუხნიდა, როგორც მაშინ როცა მე ვუმუშავებდი, ჭრილობას, ამ მოგონებაზე უცნაურად ჩამეღიმა, რომელიც თორნიკემ შენიშნა, მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია, როცა შევნიშნე გადახვევა, როგორ უჭირდა, ახლოს მივედი და მისი მუხელბის წინ ჩავიმუხლე.
-ექიმების შვილმა გადახვევა არ იცი?-ბინტი გამოვართვი და ხელზე რამდენჯერმე გადავახვიე. ახლაც ზუსტად ისე უყურებდა ჩემს სახეს, როცა მაშინ პირვლად რომ შევხვდით.
-ისევ ისეთი ლამაზი ხარ...-დაიჩურჩულა და სისხლი ძარღვებში გამეყინა, ტანში სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა. მისი ეს თბილი სიტყვები მალამოდ დამედო გულზე, მაშინ როცა ამაა საერთოდ არ ველოდი. იმის მოლოდინში, რომ როცა ჩამოვიდოდი, მისი ძმაკაცები შურის ძიების მიზნით მომკლავდნენ, რეალობაში ეს დამხვდა. თვალები მის ხელებს მოვაშორე და ზემოთ ავიხედე. ღმერთო რა საოცარი გარეგნობა ქონდა, ნეტავ იცოდეთ რამდენ რამეს დავთმობდი იმისთვის რომ მთელი ცხოვრება ამ სახისთვის მიყურებინა. ასე უსიტყვოდ და თვალმოუშორებლად ვუყურებდით ერთმანეთს სანამ ტელეფონის ზარმა არ გამოგვაფხიზლა.
-ჩემია!-დავიყვირე და საძინებელში შევვარდი სადაც 20 წუთის წინ გავიღვიძე. ტელეფონი კომოდზე იდო და რეკავდა გაუჩერებლად.
-გისმენ ლიკუ.-მშვიდი ხმით მივუგე დას, რომ არაფერს მიმხვდარიყო.
-ანა ამდენ ხანს სად ხარ?
-კარფურში დიდი რიგები იყო და ძლივს გამოვედი... ავტოსადგურზე კი ძველი თანამშრომელი შემხვდა და ვლაპარაკობდით, მოვალ მალე არ ინერვიულოთ.-გზადაგზა ვიგონებდი ტყუილებს და ოთახიდან თორნიკეს ჩაცინებაც გავიგონე. ძარღვებში სისხლი ამიდუღდა, ამ საყვარელ ჩაცინებაზე, ტუჩის კუთხეეები მეც ამეწია და საწოლზე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი, ემოციებით გაბრუებული. თორნიკე ოთახის კარებთან დადგა, გულზე ხელებ გადაჯვარედინებული მიეყრდნო კარის ჩარჩოს და მიყურებდა.
-ხო ვიდარდე, რომ დააგვიანე... ხომ იცი ჯერ უსაფრთხოდ არ ხარ.
-არაფერს დამიშავებს, რომც მიპოვოს. ვიცი ლიკა და დამიჯერე, ამას შენს დასამშვიდებლად არ ვამბობ.-თორნიკე გავხედე, მის თვალებში ამ პასუხის დასტურის ამოსაკითხად, მაგრამ ვერაფერი გავიგე მაინც.
-კარგი, კარგი... მალე მოდი.-ტელეფონი გამითიშა და საწოლიდან უეცრად წამოვდექი, როცა თავბრუ დამეხვა. თორნიკემ ეგრევე მოირბინა და ხელი მომკიდა.
-კარგად ხარ?
-კი, არვიცი ალბათ მგზავრობის ბრალია ასე ცუდად, რომ ვარ.
-სახლში რომ წაგიყვანო, წინააღმდეგობას არ გამიწევ იმედია.
-ჩემი მანქანა?
-რომელიმე ჩემს დამხმარეს ვთხოვ სახლთან მოგიყვანონ, მაგაზე ნუ იდარდებ.
-ხომ გაიგე რაც ვუთხარი... მეგობარს ველაპარაკებითქო...
-მერე?
-მე და მეგობარს ლაპარაკი არ დაგვისრულებია. მომიყევი რატომ ერჩოდით იმ ბიჭს, ხომ ამბობ რომ მაგ საქციელს ახსნა ქონდა და ციხეში 4 წელუ უაზროდ გამოგკეტეს...
-გამომკეტე!-სიტყვა გამაწყვეტინა თორნიკემ.-ეგ ბიჭი, ჩემი ძმაკაცი იყო... ნარკომანი, ნარკოტიკებს ყიდდა, ერთერთ არასრულწოვანს როდესაც მიყიდა, იმ ბავშვი მამა განრისხებული დაეძებდა, როდესაც იპოვა, ჯერ დაემუქრა, ბოლოს კი როდესაც აევსო მოთმინების ფიალა იარაღი დაუმიზნა და მე გადავეფარე...
-ე.. ეს იმ ამბავთან კავში...
-კი იმ ტყვიასთან რომელიც ამოიღე.-ჩემს მაგივრად თქვა თორნიკემ და საუბარის გაგრძელება დააპირა, მაგრამ გავაწყვეტინე.
-და რაღატო სცემდი, თუ მის გამო თავიც გაწირე?
-გეტყვი.-თორნიკე საწოლიდან ადგა და აქეთ იქიატ სიარული დაიწყო.-იმ ნაბი.ვარმა ჩემი მდგომარეობით ისარგებლა და იმ ბავშვის მამა მოატყუა, რომ ნარკომოვაჭრე მე ვიყავი, შემდეგ ძებნა დამიწყეს და რომ მიპოვეს კარგადაც მომხედეს, მალევე გაირკვა სიმართლე, მაგრამ მის ამ საქციელს ასე ხომ ვერ დავტოვებდი.  ვაჩე და ვაკო ეძებდნენ ის დრო სანამ მე სიარული არ შემეძლო... იმ დროსაც კი შენზე მეფიქრებოდა, ერთი სული მქონდა მენახე, მამაჩემთან შემოწმებაზე რომ მივედი დაქალებთან იყავი კლინიკის წინ, ქეთი შენს ყოფილს ეჩხუბებოდა გამწარებული-ამაზე უცნაურად ჩაეცინა და გამომხედა.
-ხო მახსოვს... მაშინ გულზე მომხვდა, სალამის გარეშე რომ ჩამიარე, არ ვიცოდი ცუდად თუ იყავი.
-ხო მაგ საღამოს დამირეკე ვიპოვეთო და როცა მივედი მერე უკვე შენც იცი რა მოხდა.

ტანში უსიამოვნოდ გამცრა, მთლიანად საშინლად ვიგრძენი თავი, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა და რა მეფიქრა. თავი არარაობა მეგონა, იმის გამო რომ 4 წელი ტყუილად დავაკრგვინე. მთლად უდანაშაულო არ იყო და ეს კარგად მესმოდა, მაგრამ თავიდანვე რომ მოეყოლა ეს ყველაფერი ასე არ იქნებოდა ახლა!
-რატომ თავიდანვე არ ამიხსენი? რატომ ეცადე საჩივრის გამოტანა ასეთი ძალით და მანიპულირებით გეცადა?
-მეც არ ვიცი... დღემდე არ ვიცი. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი ის იყო, რომ შენ მინდოდი! შენი სურვილი მტანჯავდა. მაშინაც და მთელი 4 წელიც.ძალიან მინდოდა შურიც მეძია,-ახლაღა გამომხედა და თვალები გამისწორა.-მაგრამ როცა გამოვედი გაბრაზებამ ერთიანად გამიარა ტანში, მარტო ის მინდოდა, რომ მენახე. ციხეშიც დავაოირე სიმართლის მოყოლა, მაგრამ იმდენად გაბოროტებული და სხვანაირი იყავი მივხვდი რომ აზრი არ ქონდა, მაინც მეტყოდი რომ ძალადობა ძალადობა იყო და უნდა დავსჯილიყავი, როგორც ეს მამაჩემმა გააკეთა...
-ვიცი, ლევანს ველაპარაკე, ბოდშები ვუხადე, მითხრა შენ ის გაუკეთე რასაც იმსახურებდაო.
-ანა მე  არ მინდა, რომ მტრად  მიგაჩნდე...
-არც მე მინდა! ყოველთვის მეშინოდა იმის, რომ შეიძლებოდა ისე შეგძულებოდი, რომ გადამმტერებოდი.
-მაგრამ არც შენ მოყვარედ არ უნდა მთვლიდე...-რას გულისხმობს... დაბნეულობისგან დამბლა დამეცა, სიტყვას აღარ აგრძელებდა და ვერც ფიქრებს ვუყრიდი თავს, რა შეიძლებოდა, რომ ეთქვა.
-ვერ გავიგე?!
-წამოდი, სახლში წაგიყვან.-მივხვდი, რომ კითხვაზე პასუხი რადგან არ გამცა, არც მეორე ჯერზე გამცემდა ამიტომ უხმოდ დავუჯერე და გავყევი.

***
მთელი ღამე ჩვენს დიალოგზე ვფიქრობდი, ვერ მოვუყევი ქეთის, მისი ლექციების თავი რატომღაც ახლა არ მქონდა. საშინლად ვგრძნობდი თავს, როცა გიორგი გამახსენდა, მისთვის ერთხელაც არ დამირეკავს, თითქოს ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, რომ თორნიკეს გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, მე და გიორგის დაგვაშორებდა.
საათს როდესაც დავხედე ჯერ პირველი არ იყო, გვიანობამდე მაინც არ იძინებდა ხოლმე ამიტომ ნომერი მოვძებნე და მასთან დავრეკე.
-რას შვები?
-აი ველოდებოდი როდის დამირეკავდი.
-შენ რატომ არ დამირეკე?
-შენი ოჯახი ახლახანს ნახე ამდენი ხნის შემდეგ, ჩავთვალე სალაპარაკო ბევრი ექნებათთქო, რომ დაგვიანდა და მერეც აღარ დარეკე, ვიფიქრე ნამგზავრია და დაეძინებოდათქო.
-რატომღაც ვერ ვიძინებ...
-ხო ვერც მე.
-ნეტაც რატომ?-გამომწვევად ვკითხე და თან ჩუმად გავიღიმე.
-ალბათ შენს სურნელს რომ ვერ ვგრძნობ და არ გეხვევი, ძალიან მოქმედებს.
-მმმ ასე მოგენატრე?
-ძალიან.-მივხვდი როგორ ეღიმებოდა ამ საუბრისას და ამაზე მეც ვიღიმოდი.
-ალბათ უფრო ის არ მაძინებს, რომ საუბარი მიჭირდება...
-მაშინ 10 წუთში შენთან ვარ.-ტელეფონი გამითიშა და მის ლოდინში გავლიე მთელი 10 კიარა 15 წუთი.
საათს დავყურებდი, როდი მომწერდა მოვედიო მაგრამ არ მომწერა. აი უცებ... აივანზე კაკუნის ხმა გაისმა და შუშებს უკან გიორგი დავინახე.
-გიჟი ხარ?-კარები გავაღე და მონატრებულს სხეულზე ავეკარი, ნეტავ იცოდეთ როგორ სასიამოვნოდ მომეჩვენა დეკემბრის სუსხისგან აცახცახებულს მისი სხეულის სითბო.
-შევიდეთ.-ლოგინზე დაწვა და გვერდით მივუწექი, მკერდზე თავი დავადე და ცოტახანში ლაპარაკი თვითონვე წამოიწყო.
-რაღაც მოხდა, თორემ შენ ასე მოულოდნელად არ დაგჭირდებოდა ჩემთან საუბარი.
-შენ რომ არანაირ თემას გიმალავ ხომ კარგად იცი?
-მოყევი ანა მიდი.
-თორნიკე ვნახე...-თვალები დავხუჭე და გიორგის რეაქციას დაველოდე.
-მერე რაო?-ძალიან მშვიდად მიპასუხა, ყველანაირი პანიკის გარეშე, მისი მსგავსი გამგები და ლაკონური ადამიანისგან ეს საქციელი არც გამიკვირდა მაგრამ საქმე ხომ თორნიკეს ეხებოდა, თუმცა ახლა გამახსენდა რაც მითხრა, ჩემზე მეტად ხომ ის იყო დარწმუნებული, რომ თორნიკე არაფერს დამიშავებდა.
-ბევრი რამ, ბევრი რამ ამიხსნა თავიდან, ბევრ რამეში თავიდან დამარწმუნა, ბევრი ეჭვი გამიქარწყლა... თითქოს თავიდან დაიწყო იმ წამს ჩვენი ურთიერთობა.
-მომიყევი აბა რა მოხდა?
გიორგის დეტალურად ვუამბე ყველა წვრილმანი რაც თორნიკემ ამიხსნა.
-ძალიან ლოგიკურია, სიმართლე გითხრა, ვეთანხმები მას, რომ უნდა მოგეთხოვა შენ ყველაფერი აეხსნა შენთვის. იცი ბევრ რამეში დამნაშავე თავადაც ხარ.
-მეც ვიცი ეს თორნიკე...-უცებ შევკრთი და გიორგის სახეს გავხედე, რომელმაც გაიცინა და თავი უკან გადაწია. ისე საყვარლად აკეთებდა ამას მაგიჟებდა.
-დღეს ნახე ამდენი ხნის, მერე და ისე მოგენატრა უკვე მეც კი თორნიკე გავხდი?
-მაპატიე გთხოვ, მასზე ვლაპარაკობდით და უეცრად წამომ...-ლაპარაკი გამაწყვეტინა და უნებლიედ ტუჩებში მაკოცა, ისე შეყვა ამ კოცნას ხმის ამოღებას აღარ მაცადა. ხელი პიჟამას ქვეშ შემიცურა და მუცელზე მეფერებოდა, თან ტუჩებს არ წყდებოდა.
-მე შენ მიყვარხარ, და შენთვის ვიბრძოლებ ანა! თუნდაც კონკურენტი ის ადამიანი იყოს, რომელიც თავდავიწყებით გიყვარს.

მთლიანად დაბნეული ვიყავი. უკვე ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა, უკვე საკუთარი თავის აღარ მესმოდა. ერთ მახრესაა თორნიკე ადამიანი, რომლმაც ტკივილით და ჩემს თავში ძრომლიაით შეძლო თავი ას ძლიერად შეეაყვარებინა. მეორე მხარეს კი იყო გიორგი, რომელიც ასევე ძალიან მიყვარდა და ვიცოდი მასაც ვუყვარდი, ზუსტად ისე ვუყვარდი, როგორც მე მიყვარდა თორნიკე.
მეგონა მხოლოდ ფილმებში თუ არსებობდნენ გიორგის მსგავსი მამაკაცები, რომლებსაც ერთდროუა ბევრი რამ ესმით. იცოდა თორნიკეს რომ ვერ ვივიწყებდი მაგრამ ჩემს თვალებში მაინც შეეძლო თავის წილი სიყვარულის ამოკიათხვას.

-გახსოვს პირველად როდის გაგიჩნდა ჩემს მიმართ სიმპათია?-სიჩუმე გიორგიმ დაარღვია და გაიცინა, მართლაც საკმაოდ სასაცილო იყო ის მომენტი.
-ბარში შემოვედი როგორც ყოველთვის, არაყი უნდა შემეკვეთა და შენ წინ კაკაო დამიდე-სიცილისას ხელი პირზე ავიფარე.
-რატომ იცინი ვერ გავიგე? ხომ დალიე!
-ძალიან ორიგინალური იყო.
-და იმიტომ დალიე, რომ ორიგინალურად მოგეჩვენა და იმიტომ მოგეწონე რომ ორიგინალური გეგონე? ეგ კაკაო შენთვის ვიყიდე, გელოდებოდი!
-ეგ არ მიგულისხმია გიორგი-წამოვიწიე და მისი მზერა რომ ვეღარ დავიბრუნე ზედ გადავაწექი-იმიიტომ მომეწონე, რომ შენ ჩემში იმას ხედავდი რასაც ვერავინ, თავს ყოველთვის უკეთესად მაგრძნობინებდი. ცხოვრებას ყოველთვის სხვანაირად მანახებდი...-მისი სხეულიდან წამოვდექი.-ღვინოს დალევ?
-ამაღამ? არ მინდა!-იუარა და საწოლზე წამოჯდა.
-შენ ყოველთვის იმას აკეთებ რაც შენ გინდა.
-ანა მე არ მინდა და თუ შენ გინდა, შემიძლია მოგიტანო.
-შენ ყოველთვის იმას აკეთებ რაც შენ გინდააააა!!!!-გავუმეორე ისევ და მის გვერდით ზურგზე გავწექი.
-კი და ეს ყოველთვის ამართლებს.
-და მე თუ გთხოვ, რომ ახლა ღვინის ბოთლი მოიტანო, გახსნა და დამისხა, მაგრამ შენ ეს არ გენდომება, არ გააკეთებ?
-მაგ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის, ზედმეტად კარგად მიცნობ.-ზემოდან გადმომხედა და მზერა ჩემს ტუჩებზე შეაჩერა. შემდეგ უფრო და უფრო დაბლა ჩაყვა და მის ზემოდან მომაქცია.
-რატომ გინდა რომ გამაგიჟო?
-მმ... არ ვცდილობ!-გამომწვევად დავჩურჩულე ზედ ტუჩებთან და ქვედა ტუჩზე ვაკოცე.
-დარწმუნებული ხარ?
-აჰამ...-კოცნით გონებადაკარგულმა სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და მთლიანად გიორგის მივენდე...

***
დილით როდესაც მე და გიორგი ერთად გავედით სასაუზმოდ, გაოცებული სახეები ერთმანეთზე უფრო სასაცილო ჩანდა. არცერთს არაფერი უკითხავს, მაგრამ გიორგის წასვლის შემდეგ კითხვები ერთმანეთს მოეყრებოდა ვიცოდი, ამიტომ წინასწარ მოვემზადე, პასუხებისთვის, თუმცა თორნიკეზ მოყოლას მაინც არ ვაპირებდი. საუზმე, რომ დავამთავრეთ, გიორგიმ შემომთავაზა, მასთან წავსულიყავი, მისი მშობლები უკეთ რომ გამეცნო და იქ დავრჩენილიყავი. მეც უპრობლემოდ დავთანხმდი. მართალია ლიკამ და ქეთიმ ძალიან მოიწყინე მაგრამ რა ექნათ, ჩემი გაშვება უწევდათ.
-ახალ წელს მოვალთ!-დაამშვიდა ლიკა, კარებში გასვლისას.
-იცოდეთ არ დამაღალატოთ!

დავემშვიდობეთ და სადარბაზოდან გავედით. ჩემი მანქანა ადგილზე იდგა და მანქანასთან თორნიკე, რომელსაც თვალები გაუფართოვდა მამაკაცთან და ხელში ბარგით, რომ დამინახა.
გიორგის გავხედე, რომელიც თორნიკეს მიჩერებოდა და ჩვეული სიმშვიდე უკვე დაეკარგა, იმიტომ რომკარგად შევნიშნე წარბები, როგორ შეჭმუხნა. თორნიკე ჩვენთან ახლოს მოვიდა და უტიფრად გადამკოცნა.
-ანა დღეს მინდა, რომ სადღაც წამომყვე, გპირდები საღამოს დაგაბრუნებ.
-ეგ მე უნდა შემითანხმო ანას სად წაიყვან!-შეეპასუხა გიორგი.
-გიორგი!-ავხედე და თვალებით ვანიშნე მშვიდად ყოფილიყო.
-შენ ვინ ხარ, რომ ანა დაგეკითხოს რამეს?
-ჩემი შეყვარებულია...-თვალებში შევხედე, რომელშიც კვლავ გამქრალიყო ყველანაირი ემოცია და ჩემგან უამარავ ახსნაგანმარტებას ელოდა.
-კარგი, მე თორნიკე ვარ-ხელუ გაუწოდა გიორგის და ისეთი მშვიდი ტონით გაეცნო, რომ იმაზე მეტად გამაოცა ვიდრე მე ის.
-გიორგი-იგივე სიმშვიდით მიესალმა გიორგიც.
-ალბათ ბევრი იცი ჩემზე.
-საკმაოდ.
-ჩემსა და ანას ურთიერთობაზეც.
-კი და პატივს ვცემ.
-სწორედ ჩემი და ანას უთანხმოების მოგავრება მინდა, ამიტომ მინდა მომცე ნება, რომ ანა ჩემთან ერთად წამოვიდეს.
გიორგიმ ბარგი მანქანის საბარგულში ჩააწყო, შემდეგ მძღოლის გვერდით კარები გააღო და მანიშნა ჩავმჯდარიყავი, მანქანისკენ წავედი, როდესაც თორნიკემ მაჯაში ხელი ჩამავლო და შემაჩერა.
-საღამოს დავაბრუნებ!-ხელი უხეშად მოვიშორე.
-გიორგის ნებართვა არ მჭირდება იცის! რომ ხვდებოდეს წამოსვლა მინდა, ლაპარაკში არც კი ჩაერეოდა.-მკვახედ მივაძახე და მანქანაში ჩავჯექი.
წამშლი ადგილიდან მოწყვიტა მანქანა, და თან ღიმილი გადაჭიმვოდა სახეზე, ჩემი საქციელით მოამაყეს.



№1 სტუმარი სტუმარი ნიტა

ყველა თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ძაალიაან მომეწონა, რაღაც განსხვავებული შინაარსისაა❤️მიხარია მალ-მალე რომ დებ ახალ თავებს და შემდეგსაც მოუთმენლად ველოდები.❤️❤️

 


№2  offline წევრი Anittaa

სტუმარი ნიტა
ყველა თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ძაალიაან მომეწონა, რაღაც განსხვავებული შინაარსისაა❤️მიხარია მალ-მალე რომ დებ ახალ თავებს და შემდეგსაც მოუთმენლად ველოდები.❤️❤️

მალმალე♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent