ტყუილების ღმერთი (III თავი)
თავი მესამე: მწიფე მელანქონია *** მეტროს ცარიელ დარბაზში ვდგავარ და რაღაცას ველოდები. თავს უცნაურად ვგრძნობ. ტელეფონზე შეტყობინება მომდის. “გაყევი!”. ცარიელი, მარმარილოს კიბიდან წაბლისფერთმიანი ბიჭი ეშევბა, წამში ჩემთან ჩნდება , მკლავში ხელს მკიდებს და მატარებლის რელსებისკენ მივყავარ. წინააღმდეგობას არ ვუწევ.მეტიც, ვენდობი კიდეც. თითქოს დიდი ხნის ნაცნობი და ნაცადი მეგობარი იყოს. როგორც კი ბაქანზე ვდგებით, მატარებელი ჩერდება. სწრაფად შევდივართ ვაგონში. მატარებელი მიქრის. მიწისქვეშა გვირაბი ქრება, ახლა ღია ცის ქვეშ ვართ, ტრიალ მინდორში. კარებთან ვდგავარ. ჩემს წინ წაბლისფერთმებიანი ბიჭი დგას და ფანჯრიდან გამოჩენილ სივრცეს გაფაციცებული ათვალიერებს. მზის გამჭირვალე ოქროსფერი შუქი მის სახეს ეცემა. ცის, ზღვის ფერ თვალებში მოუსვენრობა ჩასდგომია. სპილოსძვლისფერი კანი ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, თითქოს შიგნიდან მზეს აკავებს.სახეზე დიდხანს თუ დავაკვირდები, პატარა, ფერმკრთალ, ჭორფლებსაც შევამჩნევ. უცებ გამჭოლ მზერას მესვრის. მიღიმის.ხელით უკან მიბიძგებს,კარებს ვეყრდნობი წონასწორობის შესანარჩუნებლად.კარები იხსნება, თავს ვეღარ ვიკავებ და მოძრავი მატარებლიდან ხასხასა მინდორში მტკივნეულად ვვარდები. მის მზერას ვხედავ. სინანული და ყოყმანი. ვხვდები, მასაც შეატყობინეს ასე მოქცეულიყო. არ ვბრაზობ. ვიღაც უკნიდან მექაჩება. ადგომას უხეშად მაიძულებენ. წელში ძლივს ძლივობით ვსწორდები. ცივი მზერა მეჩეხება და ხუჭუჭა ყავისფერი თმა. ტელეფონზე ლაპარაკობს. ხელს მავლებს და მაიძულებს წავყვე. მატარებლისკენ ვბრუნდები, მინდა ისევ დავინახო. გაღებული კარიდან მისი სილუეტი ისევ ჩანს. ვგრძნობ როგორ ეცვლება სახე, უმკაცრდება. გადაწყვეტილებას ცვლის, თუმცა მატარებელი უჩინარდება. მდელოზე მივლასლასებ, მტკივნეულად ჩაკიდებულ ხელს მივსდევ. ყველა კუნთი მტკივა. მთელი ორგანიზმი დანებდა. თავი ავადმყოფი მგონია. ვიცი ვინც არის. ვიცი ვის ეკუთვნის ეს მომხიბვლელი კულულები. მისგან წამოსული სიცივე მბოჭავს. არც კი მჯერა, რომ აქ ვარ! ყველაფერს ის ართულებს რომ ახლა ბორცვზე ავდივართ. ჩემი ორგანიზმი პროტესტს აცხადებს,მაგრამ ამ ცივი შავი მზერის წინაშე უძლური ვარ. მადლობელი ვარ რომ ტელეფონზე ასეთი გაცხარებით საუბრობს, ჩემთვის ჯერ არ სცალია. ბორცვის თავზე რომ ვდგებით ჩერდება, შავ თვალებს მტკივნეულად მარჭობს და სასხვათაშორისოდ მეუბნება:”გაიხადე”. კანკალი მიტანს. ტელეფონზე შეტყობინება მომდის: “გააკეთე რასაც გეუბნება”. სახეში ვუყურებ და მაისურს ფარხმალდაყრილი ვიხდი. ზიზღს ვგრძნობ, არა მისი კმაყოფილი მზერის გამო, არამედ საკუთარი თავის გამო. ტელეფონზე საუბარს განაგრძობს, თან საჩვენებელი თითის ტრილით მანიშნებს გააგრძელეო. უცებ ეს სურათი იშლება. ისევ მატარებელში ვდგავარ და სპილოსძვლიფერ სახეს ვუყურებ. თვალებში მიყურებს, მიღიმის. სახეზე ხელს მადებს და ლოყაზე მკოცნის, მზრუნველად. ვხვდები, მან შეცვალა ყველაფერი. კარები იღება. -მზად ხარ?-მეკითხება. თავს ვუქნევ და მეც ვუღიმი. ხალხი სკამებიდან დგება და ჩვენსკენ მოიწევს, ახლაღა ვხვდები რომ ყველას ერთნაირად აცვია, ჩვენს შეჩერებას ცდილობენ. თითებს თითებში მიხლართავს და დაუფიქრებლად ვხტებით. ქარს ჩვენი სხეულები მიაქვს. ბნელა, მდინარის ნაპირზე ვართ. კოკისპირულად წვიმს. ელავს და მის სილუეტს ვარჩევ. სადღაც მიდის. მივსდევ. შავ მაღალ შენობასთან ახლოს ხალხს ვხედავ. მათკენ მივდივარ. წვიმა ჩერდება. მაგიდასთან სხედან. ცისთვალება იქ ზის. “მოდი” მეძახის. ღია ცის ქვეშ, ღამეში სუფრა აქვთ გაშლილი და გაცხარებით საუბრობენ. სკამზე ვჯდები. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სახლი ვიპოვე. ძველი მეგობრები არიან. რაღაც გვაერთიანებს. ის ალუბლის წვენს მისხავს. ჩვენი მხრები ერთმანეთს ეხება. -გახსოვთ? ადრეც ზუსტად ასე ვისხედით-ამბობს ხმამაღლა. არავინ უსმენს, მაგრამ ვიცი რომ მისი ყველას ესმის. -მია, არ გინდა სადღეგრძელო თქვა?-მეკითხება. მისგან წამოსულ მზრუნველ სითბოს ხარბად ვისუნთქავ. თავი ასე არასდროს მიგრძნია. ვგრძნობ რომ ჩემი ყველა მოძრაობა აღელვებს. ხელებს მისკენ ვიშვერ. ვეხუტები ,ერთ ხელში ღვინით სავსე ჭიქას ვიღებ და ხმამაღლა ვამბობ. -ეს ჭიქა ჩვენნაირებისთვის იყოს. გულგატეხილებისთვის. მათთვის, ვისაც ამ ქვეყნად აღარაფერი დარჩენიათ, თუმცა იციან რომ ღია ცის ქვეშ არის ადგილი, რომელსაც სახლს უწოდებენ. ჩვენ გაგვიმარჯოს, ამდენი ხნის უნახავებს ერთმანეთის ნდობა მაინც რომ შეგვრჩენია. არავინ მისმენს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი სიტყვები ყველამ გაიგო. წყვილ-წყვილად რაღაცაზე გაცხარებით საუბრობენ, კამათობენ. თავს მაღლა ვატრიალებ და მის ცის თვალებს ვუყურებ. სითბოს ასხივებს და მიღიმის. -შენი სიტყვები ყველას მოეწონა. ვუღიმი. მთელი ჩემი არსებით ვუღიმი. უცებ სითბოს სანუკვარი შეგრძნება იყინება. ირგვლივ სიცივე ისადგურებს. ყველაფერი ქრება. ჩემს ოთახში ვარ, ძველ ოთახში. კარებზე მიდგმულ მაღალ კომოდზე ვზივარ და კარებს ზურგით ვეყრდნობი, რომ შევაკავო. ვტირი. ჩუმად, სასოწარკვეთილი ველოდები დახმარებას, რომელიც არა და არ ჩანს. -გაიღვიძე, გთხოვ დედა- ვჩურჩულებ ქვითინით. კარს უკან შემზარავი ბრახუნი მეორდება. -გააღე-სისინებს კარის ღრიჭოში. შიშის ჟრუანტელი მივლის. ვერ ვიჯერებ, რომ რეალობაში ვარ. -გააღე მეთქი შე პატარა ბოზ’ო!- მოთმინება დაკარგული ხმას უწევს და უფრო მაგრად ურტყამს კარებს უკნიდან. ერთიანად ვკანკალებ. “ოღონდ ახლაც გადავრჩე. ოღონდ ახლაც ღმერთო, მიშველე, გთხოვ!” ვყვირი გონებაში. ბრახუნი წყდება. -ერთხელაც ნარკომანი დედაშენი ჩაძაღლდება და მაშინ ნახავ, რა მოგივა ამ ურჩობისთვის. -სისინებს აქოშინებული. პირზე ხელებს ვიფარებ რომ ქვითინის ხმა ჩავახშო. ბრახუნი გრძელდება. ისევ და ისევ… ისევ და ისევ… ისევ და ისევ… ნელ-ნელა გონება გამოფხიზლებას იწყებს. სიცივის და შიშის ლოდივით მძიმე გრძნობა კიდევ დიდი ხანი განძრევის საშუალებას არ მაძლევს. ყურებში ისევ ჩამესმის რიტმული ბრახუნის ხმა, რომელიც ნელ-ნელა უფერულდება და ბოლოს საერთოდ ქრება ჩემი თავიდან. *** ტანსაცმლიანად ჩამძინებია. საწოლზე გულაღმა ვწევარ და თეთრ ჭერს ვაშტერდები. საშინელი სიცარიელე ჩემს სულს ჭამს. მე კი ამ გაუმაძღარ მხეცს ჩუმად ვუგდებ ყურს. რამდენი ხანია რაც ტკივილისგან დაბეტონებულ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ? რამდენი ხანია კოშმარებს ვებრძვი? ვოხრავ. თვალებს ნელა ვხუჭავ, ისე რომ ყრუ ტკივილი არ დავაფრთხო. ჩემს თავს უფლებას ვაძლევ მთელი არსებით შევიგრძნო სიცარიელე, რომელიც იკუმშება, რაღაც მომენტში მუცლის არეში იბუდებს. შემდეგ ერთ წამში ფეთქდება და მშთანთქავს. „ცუდად ვარ“-ყვირის ჩემს შიგნით რაღაც. „ვკვდები“-ჩურჩულებს მეორე. როცა საკუთარი თავის შეცოდებას წყვეტ, სამყაროც წყვეტს შენს შემჩნევას. სიცარიელის და უბადრუკობის გარდა შენში აღარაფერი რჩება. ისე თითქოს ცუდად დახატულ ფრესკად იქეცი. ჯადოსნობა დაკარგე. ბრტყელ სიბრტყეში ჩაებეტონე. საწოლიდან ნელა ვდგები, ისე თითქოს ავადმყოფი ვიყო. თუმცა ვინ თქვა რომ არ ვარ? ავადმყოფი ვარ. ოღონდ შიგნიდან. სული მილპება. სარკისკენ ლასლასით მივდივარ. ჩემი ერთგვარი დილის რუტინა-ვამოწმებ დღესაც ის უბადრუკი ვარ, თუ რაღაც შეიცვალა ჩემში. სარკე ის საზიზღარი ნივთია, ჩემს სულიერ და გარეგან არასრულფასოვნებს რომ მახსენებს. მზერა ზანტად გადამაქვს ჩემს ნახატებზე, ოთახის ყველა კედელი რომ გაუვსია. მოლბერტზე გუშინ დამთავრებული ფორმატის ფურცელი დევს, მის გარშემო სრული აურზაურია. იატაკზე ფუნჯები, უბრალო ფანქრები, ცარიელი გუაშის კოლოფები და ტანსაცმელი ყრია. მოლბერტისკენ მივდივარ და ფორმატს ხელში ვიღებ. ლექტორმა გვთხოვა, დაგვეხატა კომპოზიცია რომელიც ჩვენს სულიერ მდგომარეობას გამოხატავდა. ჰმჰ... ზედმეტად შავი გამოვიდა. ღამე დავხატე. ღამე, სავსე მთვარე და ჩაძინებული აკაციის ხეები. ვეცადე ეს ერთსულოვანი სიშავე ვარსკვლავებით და ჰორიზონტის მოვარდისფრო ნათებით გამენეიტრალებინა, თუმცა ამ საყვარელმა დეტალებმა კომპოზიციის საერთო განწყობა ვერ შეცვალა. ნეტავ ერთხელაც შევძლო, ისე აღვწერო ღამის ჯადოსნობა ფუნჯით, როგორც ეს გალაქტიონს სიტყვებით შეეძლო. ერთიანობაში არაუშავს. არა, უკეთ რომ ვთქვა, ნახატს არა უშავრს, მაგრამ მის მიმართ განსაკუთრებული სინაზით და სიყვარულით მევსება გული. ფორმატს ვამრგვალებ და სამუშაო მაგიდაზე შემთხვევით მიგდებული ლურჯი ლენტით ვკრავ. საკუთარ თავზე გულმოსული კარისკენ ჭუჭყიანი ტანსაცმლით მოფენილ გზას ფეხის კვრით ვათავისუფლებ და კარს ვაღებ. მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ სახლში სრული სიჩუმეა. ჩემი ოთახის კართან იმედგაცრუებული ვჩერდები. სევდა ერთიანად მეჯახება. არჩი სახლში არ არის... როგორ მინდა გუშინდელისთვის ბოდიში მოვუხადო, მაგრამ თავადაც არ ვიცი როგორ. სააბაზანოსკენ აჩრდილივით უჩუმრად, მოკუნტული მივდივარ, ისე თითქოს მეშინია სახლში გაბატონებული სიჩუმე არ დავარღვიო. *** არჩი მთელი დღეა არ გამოჩენილა. არც უნივერსიტეტში მოვიდა. აშკარად ძალიან ვაწყენინე. არადა ის უკანასკნელია ვისთვისაც გულის ტკენას ვაპირებდი. ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში არჩი ერთადერთი ადამიანი აღმოაჩნდა, რომელმაც ხელი გამომიწოდა, მისი წყალობით ვდგავარ ახლა ფეხზე ასე მყარად. რომ არა არჩი, მე ისევ იაფასიან სასტუმროში მომიწევდა ცხოვრება, მარტოდ მარტოს. ახლა მეგობარი და საიმედო საყრდენი გამაჩნია. ეს ჩემთვის ძალიან ბევრია. მე კი სულელივით ვიქცევი. დაუფიქრებლად ვეუხეშები, ისე თითქოს მე არ ვცხოვრობდე მის სახლში. რომ შემეძლოს მასთან უფრო გულწრფელი ვიყო... არაფერი რომ არ მქონდეს დასამალი... ჩემს მუყაოს ყავის ჭიქას უხალისოდ დავყურებ ზევიდან...ვხვდები, ეს ზედმეტად ტკბილი სითხე გულს მირევს. ხელს ვავლებ და მაგიდიდან მოწყვეტით ვდგები... იმედგაცრუებული. საკუთარი თავით თუ ყავით თვითონაც არ ვიცი. მტკივნეულ ფიქრებს თავიდან ვიგდებ და ძალისხმევას ვიკრებ, რომ ერთ მაგიდასთან მოგროვილ იდიოტების ხროვას როგორმე გულგრილი სახით გვერდი ავუარო. ლუკას გესლიან მზერას სახეზე ვგრძნობ. -მია - მესმის ჩემი სახელი მარცხნიდან, წამიც და მთელს კაფეტერიაში შეგროვილი სტუდენტების მზერა მე მეკუთვნის. -ჯანდაბა-ვსისინებ გახევებული და ხმისკენ ნელა ვტრიალდები. უცნაური სიჩუმე ისადგურებს, თითქოს ყველამ სუნთქვა შეწყვიტა. მთელს დარბაზში ჩემი აფართხალებული გულის ცემის ხმა ისმის. ნერწყვს ვყლაპავ და თვალს ვუსწორებ- მტკიცედ და გულგრილად. დემნა დამცინავად მიყურებს, ღიმილისგან გაბზეკილ ტუჩებზე ზიზღი ატყვია. ნეტავ იცოდეს როგორ მძულს! მანათობელ ცისფერ თვალებს დარბაზს ავლებს და თავისი მომენტით ტკბება. -რა განდა? -უხეშად ვწყვეტ ხელოვნურ სიჩუმეს. როგორღაც მბრძანებლურად გამომდის. საკუთარ თავს გულში ვაქებ და უემოციო გამომეტყველებას ვინარჩუნებ. დემნა ღიმილს აფართოებს. ქათქათა, იდეალურ კბილების წყობაში ოდნავ წვეტიანი ეშვები შემზარავად მემუქრება. -რა მინდა? - იცინის.მის რიტორიკულ კითხვაში აშკარად ვამჩნევ ქვეტექსტს. არამზადა! - მინდა რომ ჩემ გვერდით დაჯდე-შემზარავი პაუზა- როგორც შევამჩნიე, დღეს შენი გულმხურვალე კავალერი აქ არ არის, ვიფიქრე, მოიწყენდი.- ღიმილს სახიდან იშორებს და სრულიად სერიოზული ტონით მეუბნება. ყავის ჭიქას ხელს მაგრად ვუჭერ. თავს ძლივს ვიკავებ, რომ პირდაპირ თავში არ ვესროლო. სამაგიეროდ ვუღიმი და მისკენ მივდივარ. -რა თქმა უნდა, შენს გვერდით ჯდომა დიდი პატივია- თეატრალურად მივუგებ -თუმცა ახლა ამაზე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ჩემს კავალერს შენი გულმოწყალების შესახებ უნდა მოვუყვე. მაგრამ რადგანაც ჩემს კეთილდღეობაზე ასე დაბეჯითებით ზრუნავ, დარწმუნებული ვარ, ყავის ჭიქას სიამოვნებით გადამიგდებ-კიდევ ერთხელ ვუღიმი და ჭიქას მაგიდაზე ვუტოვებ. სანამ გასასვლელისკენ გამარჯვებული მივაბიჯებ მისი უცნაურ ღიმილს გონებიდან ვერ ვიგდებ-აშკარად გამხიარულადა. დარბაზში ატეხილი ხმაურიანი ჩურჩული და აქეთ-იქიდან მომავალი სიცილის ხმა კი მარწმუნებს, რომ ამისთვის მაგრად მაზღვევინებს. უკვე აუდიტორიისკენ მივდივარ,როცა ვაცნობიერებ რომ ჩემი ფორმატი კაფეტერიაში მაგიდაზე დამრჩა. ადგილზე ვხევდები, გადასადგმელი ნაბიჯები მეყინება. ჯანდაბა! ჯანდაბა შენს თავს მია! თავლებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, ასე სულელურად როგორ შეიძლება დამრჩენოდა დავალება პირდაპირ გველების ბუდეში?! ვტრიალდები და კაფეტერიისკენ რაც შეიძლება სწრაფად მივდივარ. თითის წვერები მეყინება. მუშტს ვკრავ და ვშლი. ვერ ვიჯერებ რომ ასეთი რამე დამემართა! „გთხოვ იქ იყავი, იქ დამხვდი გთხოვ!“ ვიკეორებ გონებაში სასოწარკვეთილი. კაფეტერიის უხარისხო მაგიდაზე დადებული ფორმატი თვალ წინ მიდგება. მე მელოდება. იქ იქნება, რა თქმა უნდა იქ იქნება. ვერ შეამჩნევდნენ. კიბეებზე ვეშვები და ისეთი სისწრაფით ვფარავ მანძილს კაფეტერიასა და ჩემს შორის, რომ წვივის კუნთები მეჭიმება. გაღებულ კარებში ვძვრები და ვცდილობ აჩქარებული სუნთქვა დავირეგულირო. დარბაზს თვალს ვავლებ. ისევ აქ არიან. ჩემი მაგიდისკენ ერთიანად დაძაბული მივჩანჩალებ, თან ვცდილობ რაც შეძლება შეუმჩნეველი ვიყო. ვხედავ.იქ არ არის. პანიკა მიპყრობს.ცარიელ მაგიდასთან მივდივარ და ხელების კანკალით ვამოწმებ ზედაპირს,ისე თოთქოს საიდუმლო სათავსოს ვიპოვიდე. ვიხრები და მაგიდის ქვეშ ვიხედები. არ არის! არ არის! არ არის! პანიკა ერთიანად ფარავს ჩემს სხეულს. ხელების კანკალს ვერაფრით ვუმკლავდები. მაგიდას ოთხივე მხრიდან ვამოწმებ. თითქოს არ ვიცოდე რომ აქ აღარ არის. გაურკვევლობის გარსი მეკვრის და ირგვლივ ყველაფერი სიცხადეს კარგავს. ეს მხოლოდ დავალება არ იყო! ეს ჩემი სული იყო! მეზობელი მაგიდისკენ ვიხედები,რადგან მზერას ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ უკვე უცნაურად დიდი ხანია ერთ ადგილას ვდგავარ და გველების ხროვას მტრული მზერით ვაშტერდები. მუშტებს ვხსნი, კანი კვნესის შვებისგან. ხელის გულზე გაჩენილ ფრჩხილების კვალს ვაკვირდები და ისე ვტრიალდები მზერის ავტორებისკენ. ორი გოგონა მაგიდას აქეთ იქიდან შემომსხდარან და ოდნავ დამცინავი მზერით მიყურებენ. -ბავშვებო- ვიწყებ მოჩვენებითი უდარდელი კილოთი, რომელშიც მუქარის ტონის გარჩევა შეიძლება-ხომ არ იცით აქ რომ ფორმატი იდო სად წავიდა? ისინი თვალს მარიდებენ და მხრებს იჩეჩენ. -ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ?- მეკითხება ერთ-ერთი მათგანი და თვალი დემნას სასტავისკენ ეპარება. ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა. გესლიანად ვუღიმი და რევერანსს ვუკეთებ. -დიდი მადლობა დახმარებისთვის. მათი უტიფარი სახეებიდან მოწყვეტით ვტრიალდები და დემნას მაგიდისკენ მტკიცე და მტრული ნაბიჯებით მივდივარ. ვხედავ რომ უკვე შევუმჩნევივარ. მეტიც დამცინავი მზერით მელოდება როდის მივუახლოვდები. სახეზე იდიოტური თბითკმაყოფილება აწერია. „სახეს აგახევ“-ვჩურჩულებ და მის წინ ვჩერდები.პირდაპირ თვალებში ვუყურებ. მაგიდის მეორე მხრიდან მისკენ ვიხრები ხელებს მაგიდაზე ვალაგებ და მომთხოვნი ტონით ვიწყებ: -დარწმუნებული ვარ დაინახე, ოჰ არა, დარწმუნებული ვარ იცი სად გაუჩინარდა ჩემი ფორმატი, შენი ტახტრევანიდან ხომ მთელი შემი საბრძანებელის ხედი იშლება. ახლა კი მეტყვი სად წავიდა, ან კიდევ მოგიწევს შედეგებზე პასუხი თავად აგო, მიუხედავად იმისა შენ ხარ დამნაშავე ფორმატის გაუჩინარებაში თუ არა. დემნა ფოსფორისფერი თავლებს ერთი წამითაც არ მარიდებს.მისი მხიარული კმაყოფილება კი სახიდან არ შორდება. დამთავრებული არ მაქვს ჩემი მონოლოგი, რომ უკნიდან საყელოში ვიღაც უხეშად მექაჩება და წელში გასწორებას მაიძულებს. მაშინვე ვხვდები ვიმ არის, ისეთ ბოროტ აურას ასხივებს. ოდნავ უკან მქაჩავს და მაგიდას მაშორებს. ლუკას ცბიერი მელასებური სახე ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოდის. -აქედან აითესე, სანამ ყველაფერი გავიხსენე რაც მაიძულებს იმაზე მეტად დაგამცირო, ვიდრე შენი არსებობა გამცირებს. უხეშად ვიშორებ და ახლა ისევე ნათლად ვარჩევ ეს ვისი გაკეთებულია როგორც დღის სინათლეზე ფერებს. მის თაფლისფერ ვერაგ თვალებს თვალს ვუსწორებ და მუქარას ყვირილით ვაყოლებ: -ახლავე დამიბრუნე ფორმატი თორემ ცოცხლად გაგატყავებ საზიზღარო ვირთხა! ლუკას სახე ერთიანად ელეწება, ღია წარბებს მაღლა წევს და მხარში მტკივმეულად მავლებს ხელს, თან გასასვლელისკენ მივყავარ. -მეგონა ისწავლე ვის როგორ უნდა ელაპარაკო- ჩამსისინებს ყურში- აქედან დაახვიე და შემდეგში შენს ნივთებს მაგიდაზე ნუ დამიტოვებ. ამ სიტყვებზე ისე ვიბოღმები, რომ თავს ვეღარ ვიკავებ. თავისუფალ მარჯვენა ხელს ვიქნევ და მუცელში დაუნდობლად ვურტყავ. ტკივილისგან შეკრუნჩხული, უცნაურ ხმას გამოსცემს მაგრამ ხელს მარცხენა მკლავში უფრო ძლიერად მიჭერს. რამდენიმე წამში სწორდება და მის საზიზღარ, გაბრაზებულ სახეს თვალს ვისწორებ. -ეს დაიმსახურე- კმაყოფილი ვეუბნები. -მართლა? მაშინ სინდისი აღარ შემაწუხებს და მეც მეცოდინება, რომ სამართლიანად მოგექეცი. მისი სიტყვების მნიშვნელობას ვერ ვიგებ. ლუკა ძლიერად მქაჩავს და გასასვლელისკენ უხეშად მაქნევს. ერთი ძლიერი ბიძგიც და კარებში იმდენად ძლიერად მაგდებს რომ თავს ვეღარ ვიმაგრებ და ფოიეში იატაკზე ვიშხლართები. გონს მოსვლას ვერ ვასწრებ, რომ ზევიდან თბილი სითხე მეღვრება. ჩემს თითებთან ყავისფერი სითხე გუბდება. ყავა! მაგრამ არა ერთი ან ორი ჭიქა! ეს ორგანიზებული დანაშაულია! გონს მოვდივარ და ფეხზე სასწრაფოდ ვხტები. ერთიანად ჩამპალი ვარ. ირგვლივ ათ ან ოც კაციანი ჯგუფი მახვევია. ზოგს ხელში ცარიელი მუყაოს ჭიქა უჭირავს, ზოგს კი ტელეფონი. ყავისფერი სითხე სახეზე თმიდან სახეზე მეწვეთება. ბრაზისგან აფეთქებას ცოტა მიკლია. -რას აკეთებთ?! სულ გააფრინეთ?!- დაუზოგავად ვყვირი და სახიდან ყავას თითებით ვიწმენდ. იცინიან! -იდიოტების ხროვა!- კომპლიმენტს ვუტოვებ და წრეს უხეშად ვარღვევ. კარებში ლუკას ვხედავ. ტრიუმფით ტკბება. არაფერს ვეუბნები. თვალებით ვანიშნებ რომ ამისთვის გადაიხდის და მერწმუნეთ ძალიან ძვირად! ვიცი, ვიცი დავიგვიანე. მაგრამ უფრო ადრე დადება ვერაფრით მოვახერხე. იმედია ძალიან არ მიწყენთ. მეოთხე თავზე ვმუშაობ უკვე და ვეცდები ძალიან არ გალოდინოთ. და ხო ხანდახან ხვალ ხვალ არ არის:) არ დამსაჯოთ და თქვენი აზრი დაწერეთ :) სიყვარულით თქვენი #moonlover |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.