შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და... გაბედავ? {ნაწილი I}


10-08-2021, 04:51
ავტორი კატრინა
ნანახია 2 084

ხუთი წლის შემდეგ კვლავ დადგა იმ მიწაზე ფეხი ასე ძალიან რომ უყვარდა. სხვა განცდით შეისუნთქა ქარის მონაბერი სურნელი, წაბლისფერ დალალებს წელზე სცემდა ძლიერი ქარი, სახეზე ელამუნებოდა გრილი ჰაერი, იდგა აეროპორტის გასასვლელთან და ვერც კი გრძნობდა იმ თხელ მატერიაში როგორ ეყინებოდა მთელი სხეული. თქვენ არ იცით, ვერ წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავდა მისთვის თუნდაც მხოლოდ ის, რომ იცოდა საკუთარი ქვეყნის მიწაზე ედგა ფეხი. აეროპორტში არავინ დახვედრია, რადგან ყველასტვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა და არავის შეატყობინა ჩამოსვლის ამბავი. იქვე ჩამომავალი ტაქსი გააჩერა, უზქრმაზარი ჩემოდნები ძლივს ჩაალაგეს და ბევრი წვალების შემდეგ თავადაც დაიკავა ადგილი. სუნთქვაშეკრული უმზერდა ფანჯრიდან წინ გადაშლილ ულამაზეს მდელოებს, ყვავილებს, უზარმაზარ ხეებს და ეგონა ესიზმრებოდა ეს ყოველივე, ფიქრობდა კიდევ ერთხელ გაუცრუვდებოდა იმედი და აი ახლა გამოეღვიძებოდა. იმდენად ბედნიერი იყო არც ტაქსიში გამეფებული რაღაც ძველი რუსული
სიმღერებისთვის მიუქცევია ყურადღება და აზუზუნებული მობილურიც მხოლოდ მოხუცის წყალობით დაინახა.
-ხო დეე, ჩავედი უკვე მივდივარ. კი, კიი ჯერ ელენიკოს ვნახავ და მერე გავუვლი იმათაც, მაგრამ მაგათი თავი არ მაქვს მე უნდა ვიქირაო ის ბინა ჩვენ რო ვნახეთ
-კარგი დედი, როგორც გინდა ისე ქენი, ელენიკო მომიკითხე და დაუნახავი არ იყო წესიერად მოიქეცი იმათთან!
-მიდი მიყვარხარ, დაგირეკავ მოგვიანებით ავტომობილი რუსთავში, რომ შევიდა იქ ყველა გრძნობა აეშალა, მუცლის შეკუმშვას და უჰაერობას
გრძნობდა, გული საოცარი სისწრაფით უცემდა, სახეზე წამოხურდა და კანკალი აუტყდა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. სახლამდე მხოლოდ 5წუთი უნდოდა და ამ დროის განმავლობაში სავარძელზე ცქმუტვას ვერა და ვერ მორჩა. თითქმის კორპუსთან იყვნენ უკვე მისულები, რომ მიხვდა ჩემოდნების ასე თრევას ვერ შეძლებდა და სახლში უნდა დაეტოვებინა, ვინ იცის რად დაუჯდა მძღოლისთვის ეთქვა მიბრუნდით თუ შეიძლება და იუსტიციასთან რვა ნომერში მიმიყვანეთო. პარალელურად ბინის პატრონს შეეხმიანა და ეს პრობლემაც მოაგვარა, ჩანთები სასწრაფოდ დატოვა სახლში და უცებ შეხტა ტაქსიში, არ უნდოდა ქალაქში ბოდიალის წყურვილს დაემარცხებინა ჯერ სხვა გეგმები ჰქონდა და ყველანაირად ცდილობდა აშლილი გრძნობებისა და ემოციების დაოკებას. მოხუცს უკანა შესასვლელთან გააჩერებინა და ცრემლიანი მზერა მოავლო გარემოს სადაც გაიზარდა. აი ელენიკოს კართან რომ დადგა ხელის კანკალით დააკაკუნა კარზე, კარის გაღება, საუკეთესო მეგობრის დანახვა და ასლუკუნება ერთი იყო, ძლიერად ეკვროდბენ ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთის სხეულებში შესისხლხორცებას ცდილობენო, ორივეს სახეს უნამავდა მლაშე სითხე, შავტუხა გოგო კივილს არ წყვეტდა და მონატრებულს ათას კითხვას ერთად აყრიდა.
არ ვიცი რამდენ ხანს იდგნენ ასე გაუნძრევლად, მერე უბრალოდ ყველფერს აკეთებდნენ, ლაპარაკობდნენ, ხტუნქვდნენ, იცინოდნენ, გეგმებს აწყობდნენ, მთელი ზაფხული დაგეგმეს
-ელენიკო კიდევ ერთი ამბავი მააქვს
-ოღონდ მითხარი, რომ კარგი ახალი ამბავია და გული არ გამისკდება
-ბინა ვიქირავეე - სწრაფად გაანდო ბავშვობის საერთო ოცნების ასრულების შესახებ და ისიც გაოცებული სახით მიაშტერდა
-არ არსებოოოობს . დედა, მამა მე ბოდიშს გიხდით, მაგრამ ალბათ ცხადია ხომ ახლა თქბენთან ერთად რომ ვერ წამოვალ სოფელში? აგვისტოსკენ ორივე ერთად ჩამოვირბენთ და დავრჩებით ცოტა ხნით მერე კიდევ სხვაგან უნდა წავიდეეთ. ხოო და მე ნიასთან გადავდივაარ, გაოროტესტებას არ ექვემდებარება ეს ზაფხული ჩემი ოცნებების ახდენის სამი თვე უნდა იყოს!
-ვაიმე ნია ოღონდაც ამ სამ თვეში შენ მაინც დაელაპარაკე და შეაგნებინე, რომ 14წლის აღარ არის და ტანის მოყვანილობა, რომ ეცვლება ცოტა ჭკუასთანაც უნდა იყოს პატარა ცვლილებები მაინც - უსმინა მაკა დეიდამ უსმინა და ბოლოს მთელი მისი საუბრიდან გამომდინარე ამ წინადადებით მიმართა ნიას. როგორც ყოველთვის დედა-შვილი თავის სტიქიაში იყო. რომ მოსაღამოვდა გაჭირვებით დაემშვიდობა დაქალს, დაუბარა ხვალისთვის ჩემოდანი ჩაალაგე მე აქ ვრჩები ამათთან დღეს და დილით ერთად გადავიდეთ იმ ბინაშიო. კარის გამოხურვა და უბნის წინა ეზოში გასვლა ერთი იყო. ჯერ რკინის მაგიდა და ხის სკაები მოხვდა თვალში თუთის ხის ძირში, რომ არ თმობდა ისევ ადგილს, შემდეგ “გარაჟები” შეეჩეხა, ნელა აუჩქარებლად მიიწევდა წინ და გრძნობდა ისევ უწყლიანდებოდა თაფლისფერი თვალები. თითოეული წუთი ახსენდებოდა სულ პატარაობიდან მოყოლებული რაც იქ, იმ ეზოში გაატარა. ის ლაღი, აუღელვებელი სიცილი, კისკისი, გაახსენდა როგორ თამაშობდა კლასობანას და ამაზე როგორ ჩხუბობდნენ სულ ის და ელენიკო, ახსენდებოდა როგორ იზრდებოდნენ, მერე წრეშიბურთი იყო, მერე ბაყაყობანა, დროშობანა, შვიდქვაობანა... ყველაფერი ზედმიწევნით კარგად ახსოვდა, ახსოვდა როგორ შემორჩებოდნენ ხოლმე იშვიათად ის და ელენე თავისი ფანჯრების წინ გარაჟებს შორის სკამებთან, რამდენ თემაზე საუბრობდნემ ხოლმე, რამდენჯერ გაუნდია თავისი გულისტკივილი დაწალისთვის და რამდენჯერ ბედნიერებით აღსავსეს სწრაფად ჩამოურაკრაკრბია სიხარულის მიზეზი. ძალიან ნელა მოავლო გარედან სახლს თვალი, საყვარელ აივანს, აივნის ქვემოთ პატარა საკუჭნაოს, გაახსენდა როგორ ოცნებობდა იქ პატარა ოთახის მოწყობაზე სადაც მხოლოდ თვითონ და ელენიკო შევიდოდნენ ხოლმე... სამზარეულოს ფანჯარაში ბებო, რომ დალანდა სკამზე ჩამომჯდარი, მოწყენილი, დადარდიანებული სახით როგორ მიშტერებოდა სივრცეს გულმა ვეღარ გაუძლო, წამსვე დაავიწყდა ყოველგვარი გულისტკენა და სწრაფად აირბინა კიბეები. არაფერი შეცვლილა, ისევ ის ძველი ლიფტი და რკინის კარი დახვდა. გაეღიმა და დააზარუნა. ერთხელ, ორჯერ მიყილებით აჭერდა თითს და არ ჩერდებოდა, წარმოიდგენდა როგორ ილამძღებოდა ჩუმად და გაიძახოდა ბებო ან პაპა -“რა იყოთ კაცო, რამ გადაგრიათ? შურდული კი არ ვარ უცებ რო გავაღო, ერთი წუთით ვერ დაიცდით?” ეს და მრავალი სხვა ფრაზა ამოუტივტივდა გონებაში და მოთმენა აღარ შეეძლო, კარიც გაიღო, წინ თმაგაჭაღარავებული ბებია დახვდა და ფიქრი არ დააცადა ისე შემოჭდო თავისი სუსტი მკლავები. მონატრებია, თურმე მაინც ყველაფერი ენატრებოდა, ყველაფრისდა მიუხედავად აღმზრდელი საშინლად უყვარდა. თმაზე უსვამდა ატირებულ ბებოს ხელს და ნელ-ნელა შედიოდა სახლში. მოხუცმა სათითაოდ დაუკოცნა ლოყები, ხელები, თვალებზე კოცნიდა და ფშრუკუნებდა. ხმაურზე ოჯახის უფროსიც გამოვიდა შემოსასვლელში და შვილიშვილის დანახვაზე პირზე შემოიჭდო ხელები. მერე უცებ გაებადრა სახე და ორივეს ერთად შემოხვია თავისი ძლიერი ტორები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ კარგა ხანს საუბრობდნენ ყველაფერზე, მოისიყვარულეს შვილიშვილი, გაიგეს ბინის ამბავი, მართალია დიდად არ მოეწონათ, მაგრამ არაფერი უთქვამთ და ემოციებისგან გადაღლილს 5წლის შემდეგ კვლავ ტკბილად, უშფოთველად ჩაეძინა საკუთარ ლოგინში...
დილით ადრე გაეღვიძა, პაწაწინა ჩიტების ჭიკჭიკი შემოესმა და სახე გაებადრა. მობილური მოიმარჯვა და დედას დაურეკა. მოიკითხა, ამბები გაიგო, უთხრა ყველაფერი კარგადაა გადავალ იქით დღესო და მალევე გაუთიშა. მერე ელენეს მიწერა რას შვებიო, მანაც არ დააყოვნა პასუხი თურმე ჩანთას ალაგებდა და მოუთმენლად ელოდა დათქმულ დროს. რადგან ყველა ჩემოდანი იქით ჰქონდა დატოვებული ქალბატონს ისევ იმავე ტანსაცმლის მორგება მოუწია. აბაზანაში შევიდა მოწესრიგდა და სამზარეულოს კარი გააღო თუ არა უმალვე ეცა სასიამოვნო სურნელი. რა თქმა უნდა იცოდა ბებიამ რა გაახარებდა ახლა ყველაზე მეტად თავის ნიას და ლობიანების ცხობა დაუწყია. გახარებული მოეხვია დაპატარავებულ მოხუცს და უკვე გამზადებულს სწრაფად გამოჰკრა კბილი.
-პაპა სად არის ბე?
-ვინმემ მიკითხაა? მოვედიი და მოგიტანე ბანანის წვენიი
-ვაიმე ღმერთო სამითხეში მოვხვდი? ასე როდის აქეთ იქცევით? - სიცილით ამოილაპარაკა გახარებულმა გოგომ და წამსვე მოსვა საყვარელი სითხე.
-რადგან შენსას არ იშლი და მაინც გადადიხარ იმ სახლში მაშინ ამათ გაგატანთ, იცოდე წესიერად იკვებე თორემ თუ გავიგე რომ არ ჭამ მოვალ და ძალით ჩაგტენი პირში - გამომცდელად უქნევდა თითს სახესთან ბებო და ნიაც კისკისებდა
-სულ რო ძალიან გინდოდეს ბებო ამათზე უარს მაინც ვერ ვიტყვი
შუადღისკენ გამოემშვიდობა, დაპირდა, რომ თავს არ მოანატრებდა და ელენეს სახლისკენ გაემართა. სადარბაზოში უნდა შესულიყო ნიკა რომ გამოვიდა იქიდან. გაოგნებულმა აათვალიერ-ჩაათვარიელა ბიჭი და აშკარად მიხვდა, რომ საერთოდაც ვერ იცნო ბავშვობის მეგობარმა
-ნიკოლოოზ??
-ოჰოო, ნუთუ მიცნობს თვენნაირი ქალბატონი?
-ვაიმე ახლა არ მოვკვდე - პირზე აიფარა ხელი ხმამაღალი სიცილის შესაკავებლად და ფხუკუნი განაგრძო
-სიცილიც რა ლამაზი გცოდნიათ, ვერ მეტყვით საიდან იცით ჩემი სახელი?
-ვაიმე მორჩი კალანდაძე თორე აქვე შევწყხდები ახლა. ნია ვარ ბიჭო რა დაგემართა
-კაიი??? ის ნია? ჩემი უბნელი ნია ხარ შეენ? გოგო მართალია სულ გააუქმე ყველანაირი სოციალური გვერდი და ვერ გნახულობდი ფოტოებში, მაგრამ ასე როგორ შეიცვალე ამ 5წელიწადში??
-შენ არ შეცვლილხარ სამაგიეროდ ისევ ისეთი “ბაბნიკი” ხარ. რით ვერ უნდა დახვეწო ტექნიკა ბიჭო ამხელა კაცი ხარ უკვე ჰა?
-დამცინე ხო დამცინებდა შენ მართლა ფრთხილად უნდა იყო, შეიცვალა აქ ყველაფერი გენაცვალე ცუდი სასტავი ტრიალებს.
-მოიცა ერთი რა. ელენიკოსთან ავდივარ მე უნდა მოგტაცოთ სამი თვით მერე გნახავ მიყვარხაარ - სწრაფად დაემშვიდობა და კარში შეხტა.
-ხო ერთი ეგაა კიდე ყველას რო თბალებს უბრმავებს და გაიჩითეთ ერთად და ნახავთ რა დატრიალდება...
-მოვედიიი
-სად იყავი გოგო ამდენ ხანს
-ვაიმე კალანდაძე შემხვდა და ვერ მიცნოო- სიცილს ვერ წყვეტდა გახსენებაზე, მოკლედ მოუყვა და შეუძახა აბა მოდი დაგეხმარო ჩავიტანოთ ტაქსიმდე შენი ჩანთებიო.
ელენემ თვალები დააკოსა და წარბაწეულმა გახედა ნიას
-რომელ “ებს” გულისხმობ არ ვიცოდი შენს თვალში ნივთები გამრავლებას თუ იწყებდნენ - სიცილით უთხრა ელენემ და ერთი მოზრდილი ჩანთა დაუდო წინ
-ეს რა არის მარტო ეს მოგაქვს?
-ხო ნია აბა მთელი გარდერობი წამოვიღო? წადი ახლა გააღე კარი გავიდეთ დროზე
-ბევრი სამუშაო მაააქვს - დაიჩურჩულა და კიბეებზე დაეშვა.
- აუ ბარგი რო არ გვქონდეს ფეხით გავიდოდიიით. როგორ მომენატრა ყველაფერი, ვაფშე ყველა კუთხე-კუნჭული უნდა მოვიარო
-ვაიმე ნია ისედაც უნდა ვიარო მთელი სამი თვრ შენს გამო და ეს ერთი დღე მაინც დამასვენეე
-ეე შენ უკვე წუწუნს ნუ იწყებ რაა. არ გავჩერდებიგ მე და შენ მთელი ზაფხული იცოდე!
-ღმერთო რა დავაშავე ჩემი სული და გული ასეთი მოხეტიალე რომ დაბადე? - ზემოთ იხედებოდა და განწირული ხმით ეკითხებოდა უფალს
-ჩაჯექი გოგო ნუ სულელობ ნუ გადარიე ეს კაცი - ახალგაზრდა მძღოლზე ანიშნა და სწრაფად ჩასკუპდა. უბედნიერესი იყო იმ წუთებში ნია, ამ დროს კი ის სიმღერისა და ცეკვის გარეშე ვერ ძლებს, ხოოდაა სასიამოვნო მელოდიამაც ხელი შეუწყო წამსვე აყვა, ტანს ნახად არხევდა, იცინოდა, ყროყინებდა, უბრალოდ ამით სიამოვნებას იღებდა, ფანჯარა ჩამოსწია, თავი გაყო და რაღაც გაურკვევლად დაიყვირა. გაოცებული შესცქეროდა ელენე და მაჯაზე ექაჩებოდა, მხოლოდ ის ამჩნევდა მძღოლის მზერას მომღიმარი, ხალისიანი ნიას სახეზე და ტანზე რო დათარეშობდა და არ მოსწონდა ეს ვითარება. ესპანეთში მცხოვრებს სულ გადაავიწყდა საქართველოში მასეთი ქცევები რო არ “მოჟნა” და ელენეს სახემ გამოაფხიზლა მხოლოდ. თვალებით ეუბნებოდა ვაიმე ბოდიში სულ დამავიწყდაო. ერთი ორჯერ სცადა ბიჭმა ლაპარაკის წამოწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე მოკლე, ლაკონური პასუხით უბრუნდებოდა ნია. მალევე მიუახლოვდნენ ნაცნობ-უცნობ კორპუსს, ფულიგადაუხადა და ჩანთიანად გადავიდნენ. ელენემ თვალი ააყოლა 8სართულიან კორპუსს და დაჭყანულმა მიუგო
-ოღონდ მითხარი, რომ ბოლო სართულზე არ გაქვს ბინა მოხსნილი
-არა ნუ ღელავ ბოლოზე არ არის
-უუჰ მადლობა ღმერთს
-ხოო მეშვიდე ძალიან კარგი იყო და მერვე გადავიფიქრე - სიცილით უთხრა ნიამ და შავტუხაც ბუზღუნს მოჰყვა. ლიფტი და მისი მადლი თორემ იმსიმძიმე ჩანთას როგორ აიტანდნენ. სახლში შესულებს გაეღიმათ, ისეთი იყო ზუსტად ორი გადარეული დაქალისთვის, რომ გამოდგებოდა. ორი სახინებელი იყო, მაგრამ ერთ ოთახში გადაწყვიტეს დროებით დაძინება (აბა ახლა ამათ რა ძალა დააშორებდათ) ელენემ თვალი მოავლო იქაურობას და სამი ჩემოდანის დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა.
-ნია იქიდან ბომბი ჩამოიტანე? ეს რა არის ამდენი რა გაქვს კი მაგრამ?
-გენაცვალე შენ მარტო ტანსაცმელი რო გადმოზიდე მრ აქ მთელი კოლექცია მიდევს მაკიაჟის ნივთების
-აი სად დამერხაა?? შენ ის დაპირება არ დაგვიწყებია მანდ რო ჩამოვალ ვაფშე უნდა შეგცვალოო?
-რა ვიცი სკლეროზიანს ვგავარ? - ისეთი სახით უთხრა თითქოს მართლა ეკითხებოდა. საბოლოოდ ბევრი იცინეს, იხალისეს, ბარგი ამოალაგეს დაახარისხეს, სახლიც რაც მოსაწესრიგებელი იყო მოაწესრიგეს და ღონემიხდილები დაეყარნენ ლოგინზე.
-აუ ჩემებს როდის დავუკავშირდეე? მინდა რამდენიმეს ნახვა აქ თუ არიან.
-მიდი მიწერე ეხლა და თუ სცალიათ გავიდეთ ჯანდაბას
-ვაიმე ამას შენ ამბობ მართლა?
-მომავალი 3თვე თქვენს განკარგულებაში მიგულეთ ქალბატონო
-იუჰუუ ვიმხობთ თაბზე მთელ რუსთააავს. -მობილური მოიმარჯვა და გოგონებთან გადარეკა. სალო, ნია და თიკო ქალაქში იყვნენ დანარჩენებიც ჩამოვიდოდნენ ცოტა ხანში და პირდებოდნენ აუცილებლად გნახავთო. გოგოებმა ჩვენ გვცალია სად შევხვდეთო ნიამ რა თქმა უნდა თავისი საყვარელი კლუბის სახელი უთხრა, თოკოს და სანდროსაც გადაურეკა შეუთანხმდა და მომზადება დაიწყეს. მართალია ძალიან დიდ ხანს იწუწუნა, მაგრამ ბოლოს მსუბუქი მაკიაჟი მაინც გაუკეთა ნიამ. (ხო წითელი ტუჩსაცხი, იისფერი წენი და ტუში, სულ ეს იყო მისი მაკიაჟი) არც ნია გადაპრანჭულა, საერთოდ ორივე ბუნებრივობას ანიჭებდა უპირატესობას და ამის გამო უფრო მეტად ასხივებდნენ ხოლმე. ტანსაცმელს რაც შეეხება ნიამ ღია ვარდისფერი კაბა აარჩია, ელენეს კი მუქი იისფერი შეურჩია. ფეხსაცმელი რაღა თქმა უნდა დაბალ ძირზე ეცვა ელენეს, აი ნიამ თავისი ორი სიყვარული ვერანაირად ვერ მიატოვა და ქუსლებზე შესკუპდა. მზადებას, რომ მორჩნენ, საათს დახედეს და აუჩქარებლად გაემართნენ ნიას ერთ-ერთი ფავორიტი ადგილისკენ. იქ მისულებს ყველანი ადგილზე დახვდნენ, აჟიოტაჟით ეხვეოდნენ მონატრებულ მეგობარს და ისიც ჭკუაზე აღარ იყო. მოკლედ ხვევნა-კოცნის შემდეგ სავარძლებზე კომფორტულად დასხდნენ, ელენიკოც იცნობდა მათ და ჩვეულებრივი ურთიერთობა ქოდნა თითოეულ მათგანთან ამიტომ შეგუება არ გასჭირვებია. ბოლოს მაინც როგორც ხდება ყველა თავის სტიქიაში იყო. გოგოები ვიღაც წყვილის ამბავს არჩევდნენ, ბიჭები მანქანებსა და ქალებზე საუბრობდნენ, ელენიკო და ნია კი ერთმანეთზე მიხუტებულები, ბეილისისა და წვენის ჭიქებით ხელში მომღიმარი სახეებით გასცქეროდნენ ბავშვებს. ხვდებოდნენ როგორი განსხვავებული ინტერესები ქონდათ და ეღიმებოდათ იმის აღქმსიას, რომ მათ ერთმანეთი იპოვეს. უეცრად ვიღაცების ჩრდილმა, რომ შეაწუხათ ქვემოდან ახედეს აშკარად უცხო პიროვნებებს.
-პრივეტ გოგოებო როგორ ხართ? -ნიას კლასელები, რომ მოიკითხეს გაუკვირდა, აკვირდებოდა ნაცნობები ხომ არ არიანო, მაგრამ ვერ იხსენებდა.
-ვაა გაბო კარგად შენ? აქ რა გინდათ თქვენ? - წამოიწივნენ და გადაკოცნეს ერთმანეთზე მხარ-ბეჭიანი მამაკაცები
-ჩვენ რა გვინდა კლუბში? თუ თქვენ რას აკეთებთ აქ? არ იცით რო შეიცვალა სიტუაცია და მაგარი ნაბო**** სასტავი იჩითება? - მკაცრი მზერით ეუბნებოდა ნიას გაბრიელი და თან ნიას დასცქეროდა ზემოდან.
-ხოდა თქვენ რისთვის ხართ აქ, ან ამათ ვერ ხედავ ჩვენ გვერდით? - სანდროზე და თორნიკეზე ანიშნეს - თუ რამე პრობლემა იქნება სიტყვით აგვარებთ იცოდე თქვენ რო იცით ისეთები არ გავიგო! - მკაცრად უთხრა სალომ და შეუვალი მზერით გახედა - გაიცანით ეს ნიაა, ბოლო 5წელი ესპანეთში ცხოვრობდა და დროებით ჩანოვიდა ახლა, ეს მისი დაქალია ელენე, ბავშვობის მეგობრბეი არიან, ნია ჩვენი კლასელი იყო შეიძლება იცით კიდეც. ნია იცი ვინ არიან? მერვე კლასში ვიყავით ჩვენ სკოლა რო დაამთავრეს, აი ის სასტავი ფრენბურთს რო თამაშობდა ჩვენთან ერთად და შენ სულ სკამზე იჯექი შენი დღიურით ხელში და ვინ იცის რას წერდი. - თვალები გაუფართოვდა ნიას გახსენებისას, ვერ წარმოიდგენდა ესენი თუ ის სკოლადამთავრებუკები იყვნენ, გაბრიელს უყურებდა და უკვე ხვდებოდა ვინც იყო. - მოკლედ ალბათ არ გახსვოვს სახელები , ეს შავგვრემანი გაბრიელია, ეს გორილა დემეტრეა შენ არ გეცოდინება აქ რო არ ხარ სხვათაშორის საკმაოდ წარმატებული მოჭიდავეა. - აი ეს რომ თქვა ნია არც დაფიქრებულა ისე წამოიყვირა
-უი მე არა ნამდვილად, მაგრამ თუ მართლაც არ ხარ ცუდი სპორტსმენი ელენეს აუცილებლად ეცოდინები- აი ამის მერე გახედა ელნეს და მისი აჭარხლებული სახის დანახვისას მიხვდა აქამდე რატომ არ ესმოდა გოგოს ხმა. გრძნობდა სასწრაფოდ უნდა ეთქვა რამე და გადაეტანა ყურადღება ამიტომ ისევ სალოს გახედა -ხოო დანარჩენები ვინა რიან?
-ეს ქერა სანდროა ყველაზე მხიარული ტიპი საძმაკაცოში, არ ვიცი გახსოვს თუ არა პატარა კაცს ეძახდნენ მაშინ
-ვაიმე ეს მართლა ის არის? უკაცრავად, უბრალოდ ძალიან შეცვლილი ხარ, სულ სხვანაირი მახსოვდი.
-არაფერია მართლაც შევიცბალე
-თუ დაასრულეთ ეს გაცნობა-გამოცნობა ჩემს მაგიდას დავუბრუნდებით, მოკლედ ჭკვიანად იყავით და სახლში გასვლას რო დააპირებთ მომწერე იცოდე! - გაბრიელმა ჩვეული სიმკაცრით თქვა და თან გაიყოლა ბიჭები. წამით გადაეშვა ნია მოგონებებში, გაახსენდა როგორ მიიწევდა სახლიდან მიკროავტობუსის გაჩერებისკენ შავი ბათინკებით, შავ ჯინსის შარვლში, თეთრ როლინგსა და შავი ტყავის ქურთკში გამოწყობილი. ხშირი, გრძელი თმა მუდამ გაშლილი ჰქონდა და სიო სასიამოვნოდ მიარხევდა ხოლმე მის ბოლოებს, გადასასვლელთან უკვე ხედავდა მის წინ მდგარ ბიჭს, დაბალზე გადაპარსული შავი თმითა და სიგარეტით ხელში. დაწვრილებული ჭაობისფერი სფეროებით ქვემოდან ამოხედავდა ხოლმე გოგოს და ისევ გამოუშვებდა ბაგეებიდან კვამლს, როდესაც გვერდით მდგომს დაიგულებდა. ასე უსიტყვოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს გაჩერებასთან, უსიტყვოდვე ადიოდნენ ერთი და იგივე ტრანსპორტში და იქიდან ჩამოსულებიც უსიტყვოდ შედიოდნენ გიმნაზიის კედლებში... მაშინ არ გაუმახვილებია ყურადღება ნიას სათანადოდ ამ ყველაფერზე, მერე უკვე წლის ბოლოს სპორტზე ესწრებოდნენ ხოლმე სხვა საქმე რომ არ ჰქონდათ მოცლილ მეთორმეტეებს, მაგრამ იქაც ისე იჯდა თავისთვის ჩუმად კუთხეში ეჭვი აქვს არც იცოდა აქამდე, რომ დანარჩენ გოგოებთან ერთად ნიაც იმ კლასში სწავლობდა. საერთოდაც იმ წელს ესპანელი გოგონა ვერც ვერავის ამჩნევდა ერთი ყმაწვილის გარდა, ბიჭის რომელიც მის გონებაში იქამდე დარჩა სანამ ბარსელონაში ცხოვრების მეხუთე თვეს არ შეიტყო იმის შესახებ, რომ უკვე შეყვარებული ჰყავდა. არ იყო ნიკა ნიასთვის ჩვეულებრივი ბიჭი და სწორედ ამიტომ დაამახსოვრდა ასე, მისი პირველი სიყვარული იყო, ბავშვური გატაცება, რომელიც უბრალოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩებოდა მუდამ გონებაში, სულ ეს არის და ეს.როგორც არ უნდა ყოფილიყო ახლა არაფერი აინტერესებდა გარდა სიამოვნების მიღების, ბეილისის ჭიქით ხელში დაიძრა მოცეკვავე ბრბოსკენ და მუსიკას ააყოლა ნატიფი სხეული. სანამ ის ცეკვავდა გოგოებმა ბიჭებს აქეთ გადმოსვლა შესთავაზეს, ისინიც რა თქმა უნდა შეუერთდნენ და საუბარი ათას თემაზე გააბეს. გაბრიელი არ მისულა, ვისკი მაგიდაზე დადო და მოცეკვავეს მიუახლოვდა. უკნიდან შემოხვია ხელები და იგრძნო როგორ შეხტა მოულოდნელობისგან ნია. სახე თმასთან ახლოს მიუტანა და მისი სურნელი შეიგრძნო, იდგა გოგო უმოქმედოდ და მუცელზე შემოხვეული ხელები რაღაც სასიამოვნო იმპულსებს გზავნიდა მის ორგანიზმში. ფრთხილად მოტრიალდა და ჭაობისფერ თვალებში ჩააჩერდა. ბიჭმაც წამსვე მოიქცია მისი წელი მკლავებში და მელოდიას აყვნენ.
-არაფერი შეცვლილა. 5 წელია ევროპაში ცხოვრობ ათას სიშტერეს ნახულობ და მაინც ისეთივე მორცხვი ხარ ბიჭებთან
-მეგონა არ ვიცნობდით ერთმანეთს- ჩაეცინა გაბრიელს და თავი უკან გადააგდო
-აუცილებელი არაა ადამიანს ელაპარაკებოდე მისი გარკვეულწილად შეცნობა, რომ მოახერხო
-მას შემდეგ როგორც აღნიშნე 5 წელი გავიდა ჩვენ გამარჯობასაც არ ვეუბნებოდით ერთმანეთს და ასე საიდან დაგამახსოვრდა ჩემი სიმორცხვე
-ხო ეს შეცვლილა შენში. აი წლების წინ ასე რომ გვეცეკვა სიტყვას ვერ დაძრავდი, ახლა კი პაექრობასაც ახერხებ.
-რას იზამ ევროპა ბევრ რამეს გასწავლის - თავი ამაყად ეჭირა და რეალურად თრთოდა მამაკაცის მკლავებში მოქცეული.
-ახლა რას აპირებ, აქედან ისევ იქ დაბრუნდები?
-მართალია ძალიან გამიჭირდება საქართველოსთან კიდევ ერთხელ გამომშვიდობება, მაგრამ ამჟამად ჩემს საყვარელ ქალაქში მივდივარ, ამიტომ ვფიქრობ რთული არ უნდა იყოს
-სხვაგან გადადიხართ?
-არა მხოლოდ მე
-მხოლოდ შენ? სრულიად მარტო სად მიდიხარ გოგო?
-უკაცრავად? ლონდონში მივდივარ და ბოდიში ახლა მთელს ოჯახს ვერ გავიყოლებ საკუთარი ოცნების ასასრულებლად
-ლონდონში... ევროპის ყველაზე განაპირა ქალაქში, ასე შორს უნდა იყო ყველასგან და რას აპირებ, იქ მარტო რას იზამ?
-მუსიკა დასრულდა გაბრიელ - თავი დაუკრა და ელენიკოსკენ გაემართა. მაშინღა შენიშნა გოგოს აფორიაქებული სახე და ახლოს მდგარი სპორტსმენი. მიხვდა აქ რაღაც მაფია ტრიალებდა და ვერ გადაწყვიტა მისულიყო თუ არ მისულიყო. ბოლოს ბიჭებისკენ დაიძრა და მაგრად შემოხვია ორივეს სიფრიფანა ხელები.
-ჩემი ბიჭებიი, თქვენ ხო არ იცით როგორ მენატრებოდით ყველანი
-ჩვენც გვენატრებოდი ნიი, ჩვენც
-რამხელები გაიზარდეთ ბიჭო, მე ვიყავი თქვენზე მაღალი აქედან რო წამოვედი და ახლა კისერი მტკივა სახეში რო გიყურებთ - ასე მხიარულად ატარებდა საღამოს საყვარელ გარემოში ელენე, რომ მივიდა
-ეს რა მამონტია, ამაზე კარგს როგორ მიყვებოდი ხოლმე გოგო? როგორ მახსოვს როგორ აქებდი ხოლმე! მეც მაგარი ვარ ამ ჭიდაობას რო ვუყურებ და ყველა წმინდანი მგონია ძალა ერჩით და სად დახარჯონ აღარ იციან უბრალოდ. გლუვტვინიანი!
-რა მოხდა ელენიკო ასე რამ გადაგრია გოგო?
-არაფერი რამ გადამრია, უბრალოდ თავდაჯერებული იდიოტია და ნერვები ამეწეწა.
-კარგი დაწყნარდი, მოვტყდეთ ვაფშე ჩვენ ახლა აქედან. მეყო უკვე გართობა ჯერ ახალი ჩამოსული ვარ და ვერ შევეჩვიე დროში სხვაობას ძალიან მეძინება
-კარგი მივიდეთ დავემშვიდობოთ და გავიდეთ მაშინ. მეც მერიდებოდა შენთვის თქმა თორე ხო იცი არ მიყვარს ასეთი ადგილები
-ვიცი ჩემო პატარაა - ხელგადახვეულები მივიდნენ ბავშვებთან და გამოაცხადეს დაგტოვებთო, მათაც ჩვენც მოგვწყინდა ერთად დავაწვეთო და ასე აღმოჩნდა ყველა გარეთ. ნიას ატლასის კაბა ეცვა მხოლოდ და სიგრილეზე გააკანკალა. მობუზული მიდიოდა გაბრიელი მის მხარეს რო გადმოიწია და თავისი მოსაცმელი მოახურა. გოგო გაშტერებული თბალებით შესცქეროდა
-რა იყო რას მიყურებ ყველა ჭკვიანია შენს გარდა, გახედე ერთი შენსავით რომელს აცვია
-იცით? თუ გავიწყდებათ გეტყვით, რომ წლებია საქართველოში არ ვყოფილვარ და არ მახსოვდა აქაური განსხვავებული ჰავის შესახებ, ქურთუკისთვის გმადლობ. ხო მართლა, სანამ წავიდოდი მახსოვს შეყვარებული გყავდა ლალო ერქვა, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი წყვილი იყავით, ახლა რას შვებით? - გულწრფელად დაუსვა გოგომ ეს შეკითხვა, აზრადაც არ მოსვლია რომ ამაში რაიმე არასწორი იყო, მაგრამ გაბრიელის აწეული წარბების შემხედვარემ თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიეყო - ბოდიში, მგონი არასწორ თემას შევეხე
-არა არა ერთი წუთით შენ მართლა ამბობ, რომ ჩემი და მისი წყვილი მოგწონდა?
-და ამაში გასაოცარს რას ხედავ? ზოგადად იმ პერიოდში ყველა შეყვარებული მიყვარდა სანამ წავიდოდი და ვნახავდი, რომ თურმე სრულიად ამაზრზენებიც არსებობდნენ - ევროპაში ნანახი სცენები გაახსენდა და ზიზღით დაიკლაკნა, ამის შემხედვარეს სიცილი აუტყდა და ყველამ მათ გამოხედა
გაბრიელმა რაღაც უხამსი სასაცილო კომენტარი გააკეთა რაც მხოლოდ ნიამ გაიგო და გოგო გამოშტერდა
-გაწიეთ ეს იქიით. მე დალაგებული გაწონასწორებული მახსოვდა და დავიჯერო მეჩვენებოდა მაშინ? ეს მასხარა ვინ არი - გზა დიდი იყო და სასაუბროც ბლომად ჰქონდათ. ბევრი იცინეს იხალისეს, ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და სახლამდეც მიაღწიეს დაქალებმა.
-ვაიმე აღარ შემიძლია, ეს რა იყო გავსკდი სიცილით. - კუჭზე იდებდა ნია ხელს და კიდე იცინოდა, ელენეც არ იყო უკეთეს დგეში, რომ დამშვიდნენ ცხელი შოკოლადი მოამზადა ნიამ, ფანჯარასთან ახლოს დივანზე ისხდნენ ჩახუტებულები და მთვარეს გასცქეროდნენ, არც ერთი იღებდა ხმას, უბრალოდ ერთმანეთით ტკბებოდნენ და გულში უზრმაზარ სიხარულს გრძნობდნენ ერთად ყოფნის გამო.
-მარტოები ერთად პირველად ვრჩებით, სურვილი ჩაიფიქრე ნიაჩკა - ღიმილით უთხრა მეგობარს, ერთმანეთს უფრო ძლიერად შემოაკრეს ხელები, თვალები მაგრად დააჭირეს ერთმანეთს და მხოლოდ უფალმა და მე ვიცოდით ორივე მათგანმა ერთი სურვილი, რომ ჩაიფიქრა...
სპეციალურად არიდებდა თავს სკოლის გზას, არ უნდოდა ასე მისვლა, ფსიქოლოგიურად უნდა მომზადებულიყო და როდესაც მიხვდებოდა, რომ შეძლებდა ყველა მოგონების ერთად თავმოყრას მაშინ დადგებოდა კიდეც ნაცნობი შენობის ჭიშკართან. ერთ-ერთ დილას ადრიანად გამოეღვიძა, ესიზმრა როგორ შედიოდნენ ის და ქეთი სკოლის ეზოში, კისკისებდნენ. როგორც ყოველთვის სასწავლო წლის დაწყებით უბედნიერესი გახლდათ. გარშემო უამრავი მაღალკლასელი იყრიდა თავს. მეგობართან ლაპარაკში გართულმა იმ დღეს პირველად დაინახა თავისი პირველი სიყვარული, მაღალი, შავგვრემანი, გრძელთმიანი ბიჭი განსხვავებული გამოხედვით, ისეთი გარშემო სხვას არავის, რომ არ ჰქონდა...ის წელი განსაკუთრებული იყო, მეტად შეუყვარდა ყველა მოსწავლე თუ მასწავლებელი, სიამოვნებდა ყოველდილით ადრე მისვლა, სასიამოვნოდ ატარებდა ბოლო წელს... მერე ბოლო დღე გაახსენდა, ძალიან ბევრი ემოციის მქონე დილა. მაშინ გამოემშვიდობა ბავშვობას, სკოლას, საუკეთესო მოგონებებს. გამოღვიძებული თავს უცნაურად გრძნობდა, არ იცოდა რა ვითარება დახვდებოდა ახლა, რომ მისულიყო. იქნებ ყველაფერი შეცვალეს? იქნებ საერთოდაც ვერ აღედგინა მოგონებები, სულ სხვა გარემო დახვედროდა? მაგრამ მაინც ადგა, გაემზადა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა, ბოლომდე ყოყმანობდა, მანამ სანამ შორიდან არ მოჰკრა თვალი, მერე უბრალოდ გარბოდა, გული ყელში ებჯინებოდა, ღრმად სუნთქავდა, თვალები სულ წყლიანი ჰქონდა, რუსთავისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარი თმას ხან წელის ერთ ხანაც მეორე მხარეს სცემდა, სახეში ედებოდა, მაგრამ ხელით იაორებდა და ისე მიიწევდა სკოლისკენ თითქოს წამებში სადღაც უნდა აორთქლებულიყო. გულამოვარდნილი შეჩერდა ჭიშკართან. სივრცეში იყურებოდა და რეალურად ვეღარაფერს ხედავდა, მხოლოდ ის წლები უტრიალებდა გონებაში. არ ვიცი რამდენ ხანს იდგა ასე ერთ ადგილას მიყინული, მაგრამ შიგნით შესვლა, რომ გაბედა ცხადი იყო. კიბეები ფრთხილად აიარა, თან ზევით იყურებოდა, ხედავდა როგორ იდგა 14წლის ნია ქიმიის კაბინეტის ფანჯარასთან და როგორი მონდომებით ელოდა ნაცნობი სხეულის დანახვას. გაეღიმა, ყველაფრის მიუხედავად მაინც ლამაზად ჩაიკარგა სკოლასთან გაბმული სიმები გულში... კარი შეაღო თუ არა წამსვე დაინახა მოხუცი ბებო, დაკოჟრილი სახითა და ხელებით. სახე გაუბრწყინდა, უცებ მივიდა და მკლავები შემოხვია.
-გამარჯობა, როგორ ბრძანდებით?
-კარგად ბებო, ვიღაცას გამსგავსებ, მაგრამ ვერ გავიხსენე რომელი ხარ, ეს სკოლა დაამთავრე შვილო? -ცხვირზე დაკოსილ სათვალეს ისწორებდა და გოგოს სიფრიფანა სხეულს დაკვირვებით ათვარიელებდა
-მერვე კლასის მერე საზღვარგარეთ გადავედი და სამწუხაროდ გიმნაზია არ დამიმთავრებია, თქვენ არ შეცვლილხართ, ისევ ისეთი ბრძანდებით, წლები ვერაფერს გაკლებენ- თბილად უღიმოდა და ახსენდებოდა როგორ უჩიჩინებდა პირველ კლასელებს ფრთხილად იყავით დაეცემით და იტკენთ რამეს იცოდეთო, ისინი კი ყურს არ უგდებდნენ დამრიგებელს კვლავ განაგრძობდნენ ბავშვურ ცელქობას.
-იცით? მას მერე არ მინახავს ჩემი საყვარელი სკოლა და შეიძლება დავათვარიელო?
-კი საყვარელო შეიძლება, ოღონდ ნახევარ საათზე მეტს არ შეყოვნდე გამიწყრებიან
-არა გპირდებით უხერხულ სიტუაციაში არ ჩაგაყენებთ - გახარებულმა შეჰკივლა და პირველ რიგში ბუფეტისკენ გადაინაცვლა. ყველა მოგონებაში ნიკა ტრიალებდა უნდოდა თუ არა, ალბათ მეტწილად მისი დამსახურებაც იყო გოგოს ასეთი სიყვარული სკოლისადმი, იქაურობის ნახვის შემდგომ კიბეებს აუყვა ხტუნვით, მეორე სართულზე დერეფნის კუთხეში შეჩერდა და თავში ყველაზე სახალისო წვეულებები ამოუტივტივდა... სიმღერა, ცეკვა, ფორმებში შემოსილი ახალგაზრდობა და კიკინიანი თავისი გიტარით. ემოციებმა იმძლავრა და უბრალოდ გრძნობებს მიჰყვა, თვალდახუჭული ცეკვავდა უზარმაზარ დერეფანში, მელოდიად ნიკას შესრულებული somewhere only we know-ს ჰანგები ჩაესმოდა, ამ მოძრაობაში ცდილობდა ყველაფრის ჩატევას და თავმოყრას, ბრაზის, წყენის, იმედგაცრუების, მონატრების, სიყვარულის, რომ ისევ თავიდან არ შეჰყროდა ბავშვობის სენი. მზერა არეულმა დაასრულა თუ არა ცეკვა მიხვდა, მეტს ვერ გაუძლებდა, არ ჰქონდა ძალა ბოლო სართულზე ასვლის და ყველაფერთან თავიდან შეჭიდების, არ მოეწონა თინეიჯერობის პერიოდში გაჩენილი გრძნობების თავიდან გაღვივების იდეა, იცოდა ვერ მოერეოდა და სულაც არ სურდა დამონებოდა იმას რაზეც ფიქრიც კი არ ღირდა. სწრაფად გამოვიდა საყვარელი შენობიდან, რომელსაც ელფერს მხოლოდ ერთი ადამიანი სძენდა თურმე, აქამდე არ უფიქრია ამაზე, სულ ეგონა ბავშვები და ბავშვობა ენატრებოა და ამის გამო სურდა ასე ძლიერ იქ მისულიყო, დაბრუნებულიყო, ახლა კი როდესაც ვერანაირი შვება ვერ იგრძნო და მიხვდა მარტო ნიკასთან დაკავშირებული მოგკნებები არსებობდა გონებაში რეალობისგან თავის დასაღწევად გაიქცა... მას მერე აღარ გაუხსენებია ის დღე, არ ქონდა წარსულის საქექად არც დრო და არც სურვილი.
დაქალები ყველგან დადიოდნენ ერთად, რუსთავის შემოვლას რო მორჩნენ თბილისში გადაინაცვლეს, იქ იმდენი იყო დასათვარიელებელი, ელენეს დაჟინებული თხოვნით ფოტოებსაც კი იღებდა, ბედნიერებისგან ბრწყინავდა, ძალიან უხაროდა ელენეს დაქალს ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა, იცოდა ბოლო წლების მანძილზე ძალიან იშვიათად იყო ისეთი როგორიც ახლა გახლდათ. დადიოდნენ უზარმაზარ ქალაქში ფეხით და თავადაც არ იცოდნენ ხანდახან რა ადგილას იმყოფებოდნენ, რამდენჯერმე გზაც კი აებნათ და ინტერნეტის გამოყენება მოუხდათ ნაცნობი შენობის მისაგნებად... ერთ დღეს ნიამ თავისი უსაყვარლესი მასწავლებლის მონახულება გადაწყვიტა, ძალიან ენატრებოდა ესპანეთში ყოფნისას და უბრალოდ არ შეეძლო არ მისულიყო. ქალს მისი დანახვა ისე გაუხარდა დაკოჟრილ სახეზე ცრემლმაც კი გადმოღვენთა. ძალიან დიდ ხანს დაჰყო თამრიკო მასწთან, უყვებოდა თავისი გრძნობების შესახებ, გულს უშლიდა, ბევრი იტირა, ბევრიც იცინა, სევდიანი სახით უსმენდა ბავშვების შესახებ რო უყვებოდა, წარმოიდგენდა თავის კლასს მას მერე რაც წავიდა და სუნთქვაეკვროდა. იცოდა ძალიან ემოციური იქნებოდა თამრიკოსთამ ლაპარაკი, მასთან ყველოთვის განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ მან გადასცა ბარათი ნიას წასვლამდე სიტყვებით “არ დაივიწყო ვისი გორისა ხარ” მთელი ამ წლების მანძილზე ტვინში მხოლოდ ეს ფრაზა უტრიალებდა მუდამ.
-ჩემო ლამაზო, მე ვიცი რომ შენ სხვა ქვეყანაში არ დარჩები სამუდამოდ, ვიცი რომ ჩამოხვალ, დაბრუნდები. შენი მჯერა ჩემო გოგო. გახსოვს? გითხარი გაკვეთილებს მხოლოდ შენთვის ვატარებდი ახლა ვიღასთვის ავხსნა მეთქი. სულ თვალებში მიყურებდი, ქართველების შემოქმედების ახსნისას მუდამ გულისყურით მომცქეროდი, ვხედავდი როგორ გემღბრეოდა თვალები, მუდამ ჩანდა შენს თვალებში ის ემოციები რისი გამოწვევაც მინდოდა ჩემი სიტყვებით. მახსოვს როგორი სუფთა იყავი, არა ერთხელ გითხარი ღმერთს ვთხოვ იქ ყოფნისას შენი უმანკო სული არ წაგართვას მეთქი, დღემდე ვლოცულობ, და შენ ისევ ისეთი ხარ როგორიც აქედან გაგიშვი... ძალიან მიყვარხარ და იცოდე შენი სვანეთი მუდამ მზად იქნება თავის მკლავებში მოგაქციოს და შენს ქვითინს ჩუმად უსმინოს... - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საყვარელი მოხუცი და სახლიდან გამოსვლისას ეგონა ისევ ის პატარა ნიაკო იყო, მეექვსე კლასში, რომ თვალებგაფართოებული შესცქეროდა ქალს, მოსაუბრე ქალს და ირგვლივ არაფერი არსებობდა მისი ხმის გარდა, გაახსენდა როგორი გრძნობები გაუღვივა თავიდანვე და ყველაფერი ერთად მოაწვა, მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, უბრალოდ დაცლა ესაჭიროებოდა და გულის ამოხეთქვამდე სლუკუნებდა სახლისკენ მიმავალი... კარი შეხსნა თუ არა ელენე მაშინვე მივარდა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა, რატომ ტიროდა, რა აწუხებდა. რამდენიმე სიტყვის ამოთქმა მოახერხა მხოლოდ და მაშინვე მოეხვია შავტუხა. იცოდა ელენიკომ როგორი რთული იყო ნიასთვის აქ მხოლოდ დროებით დაბრუნება, იცოდა როგორ გაუჭირდებოდა წასვლისას და ვერაფერს აკეთებდა მის დასამშვიდებლად
-ერთადერთი სათხოვარი მაქვს, ერთადერთი ოცნება ელენიკო, უფალმა გადმომხედოს და არასდროს მომიჭრას აქ სამუდამოდ დასაბრუნებელი გზა... სხვაგან ვერ ვიარსებებ, ვიცი ისე ვიქნები, როგორც ფრთა მოჭრილი ჩიტი, არ შემიძლია უსაქართველოდ, აქ ჰაერიც კი სხვანაირად უბერავს... ნეტა ყველამ იცოდეს რა სამოთხეში ცხოვრობენ, რატომ არიან ადამიანები ასეთი დაუნახავები?
-დამშვიდდი გთხოვ რა ნიაჩკა, ასეთს ვერ გიყურებ ხომ იცი? არ შემიძლია, მე ვერ გეხმარები და სული მტკივა... ხომ იცი წამოხვალ, მაინც წამოხვალ, მალე თუ ვერა წლების შემდეგ მაინც აქ ჩამოხვალ ჩემო ლამაზო... - ჩუმად ესაუბრებოდა და თმაზე ეფერებოდა. ცდილობდა დაემშვიდებინა დაქალი და თავადაც დამშვიდებულიყო.
-ჩემი სიცოცხლე ხარ ელენიკო, ხომ იცი შენს გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. არასდროს დაგავიწყდეს როგორ მიყვარხარ გთხოვ... - ჩახლეჩილი ხმით ეუბნებოდა მილიონჯერ მაინც ნათქვამ სიტყვებს. ასეთი რამ ახასიათებდა, არ უყვარდა მაღალფარდოვანი ტრილიონი სიტყვის რახარუხი, ელენესთან უხმოდ, უთქმელად უყვარდა გრძნობების გამოხატვა, ამ ფრაზას კი ხშირად უმეორებდა ხოლმე. ყოველდღე როდესაც ერთმანეთს ელაპრაკებოდნენ ათასობით კილომეტრით დაშორებულები, დამშვიდობებისას აუცილებლად ეტყოდა “მიყვარხარ” და ორივემ იცოდა ეს ნიშნავდა ყველაფერს, თქმულსაც და ართქმულსაც...
შემდეგი დღიდან ისევ განაგრძეს გართობა, ნია ნათესავებთან შესახვედრად აპირებდა საღამოს კაფეში წასვლას და დაიჟინა შენს გარეშე არ წავალო. ასე და ამრიგად აღმოჩნდა ორივე სავაჭრო ცენტრში, ისევ ელენეს საყვარელ საქმეს აკეთებდნენ, სექცუებიდან სექციებში დაბოდიალობდნენ და ჭრელ, ფერად კაბებს არჩევდნენ შავტუხასთვის. ნიამ გასახდელში შეაგდო გოგო და რამდენიმე მიაჩეჩა ხელში. ყველა დაიწუნა, არაფერი მოსწონდა,
-არა რა აქ არაფრის ყიდვა ღირს აბა ეს სცადე - უეცრად ზურგჩანთიდან პატარა შეფუთული ყუთი ამოიღო და გაუწოდა. ელენიკომ გახსნა თუ არა სიცილი დაიწყო, მადლობა გადაუხადა ნიას და მოეხვია
-საუკეთესო ხააარ, როგორ მინდოდა ღმერთოო, - სწრაფად შევარდა გასაახდელში, ტანზე მოირგო მოკლე ფრიალა ჭრელი სარაფანი, შავი კულულები მხრებზე დაიფინა და გავიდა. თბილად გაუღიმა ნიამ და თვალი ჩაუკრა
-შენს ტანზე შეუკერავთ ზუსტად. ისე შეიძლება თქვენი სახელი გავიგო ლამაზო? - ასე ხალისიანად დატოვეს მოლი და სახლს დაუბრუნდნენ.
სწრაფად მოწესრიგდნენ, დიდი დრო აღარ ჰქონდათ დარჩენილი, ელენიკო ნამდვილ ფერიას დაამსგავსა, თვითონაც ლამაზი გრძელი შავი კაბა მოირგო და გაეშურნენ ბიძაშვილების სანახავად. ქალბატონი დაუსწრებლად იცნობდა ყველა მათგანს და უფრო მეტად ამაღელვებელი იყო ეს შეხვედრა მისთვის. ადგილზე მისულმა მათ დანახვაზე ღიმილი ვერ შეიკავა, ზუსტად ისეთები იყვნენ როგორსაც აღწერდა ხოლმე ნია. კონტაქტი არ გასჭირვებია სამივე ბიჭი საკმაოდ გახსნილი და კომინიკაბელური იყო გოგოს კი საუბარი დიდად ისედაც არ უყვარდა, მაგრამ ისეთი თბილი მზერით იყურებოდა მიხვდა არც მას ჰქონდა პრობლემა. დიდ ხანს არ გაჩერებულან, იცოდა ნიამ არც ერთა უყვარდა ასე ჯდომა და ქალებივით ჭორაობა, ამიტომ აღარ შეაყოვნა , გამოემშვიდობნენ და კმაყოფილები წამოვიდნენ.
-ვაიმე არ მჯერაა, მე ახლა მათ შევხვდი? გავიცანი? და ეს გორილაც ასეთი საყვარელი, მაგრამ შხამიანია? რა ჩართვები ქონდა, ხო იცოდა შენი დაქალი ვიყავი ყველა ქალს როგორ უნდა აბამდეს, მოკლედ აღფრთოვანებული ვაარ. მართალი იყავი, რომ ამბობდი არც ერთ სიტყვას არ ვამეტებო, ახლა დავრწმუნდი.
-ვაიმე ელენიკო მართლა რა კარგ ხასიათზე ხარ, შენ თუ ამდენს იჭიკჭიკებდი, მაგრამ პრონციპში ველოდი კიდეც, მათთან შეხვედრა სულ გინდოდა. - ფეხით მიდიოდნენ და ემოციებს ერთმანეთს უზიარებდნენ წვიმის წვეთები, რომ შეიგრძნო ნიას კანმა. უცებ გავერდა, ზემოთ აიხედა, გადაიკისკისა, ხელები გაშალა და დატრიალდა.
-რა თქმა უნდაა, როგორ შეიძლება ჩემი ქვეყნიდან ისე წავსულიყავი წვიმაში, რომ არ მეცეკვაა. ღმერთო როგორ მიყვაარს!... - ნელა მიიწევდა წინ ივნისის თვეში, თავსხმა წვიმაში, მიარხევდა ტანს და მთელი გრძნობით ცეკვავდა, უყვარდა თუ როგორ უსველდებოდა ხშირი წაბლისფერი თმები, უყვარდა სახეზე დაცემული წინწკლები, ულამაზესად მოძრაობდა და არ არსებობდა ირგვლივ არაფერი... ვერ იტანდა, შავტუხა, წვეთები სხეულზე რომ ეხებოდა, საერთოდ დიდად არ მოსწონდა ასეთი ამინდი, მაგრამ არაფერი უთქვამს წვიმის ქალღმერთად წოდებულისთვის, ჩუმად, ხმისამოუღებლად მიჰყვებოდა და ბედნიერი იყო მისი ბედნიერებით. მოგინებებში გადაეშვა ელენე, გაახსენდა ნიას ბარსელონაში ყოფნისას პირველად, რომ გაწვიმდა. ტანსაცმლისთვის არც დაუხედავს რა ეცვა და რამდენად გაათბობდა, უბრალოდ გარეთ გავარდა და თან მხოლოდ მობილური წაიღო. მიდიოდა ქუჩებში, კმაყოფილი გააღიმებული სახით და ამჩნევდა ყველა მას უყურებდა, ისე შესცქეროდნენ როგორც გიჟს, ისე წვიმდა წამში მთლიანად გასაწური გახდებოდი, მას კი არც ქულგა ქონდა რა თქმა უნდა, არც საწვიმარი, არც ქუდი, როგორ ეკადრებოდა წვიმაში ამ სამეულით სიარული, ყველაფერი იყო მისთვის წვიმის წვეთები. იმ დღეს უამრავმა ადამიანმა შესთავაზა დახმარება, მას კი უბრალოდ ეღიმებოდა, მადლობას გადაუხდიდა და გზას აგრძელებდა, მათ რა იცოდნენ რამხელა დატვურთვა ჰქონდა გოგოსთვის ამ ამინდს. კამპ ნოუმდე ჩავიდა, სულ სველი იყო, ტანსაცმელი ეკვროდა კანზე და თანაც ქარი უბერავდა, მაგრამ უკან არ დაუხევია, მაინც გადავიდა გზაზე და ელენესთან დარეკვა სცადა. კვლავ ხედავდა გაოცებულ ხალხს, ახალგაზრდებს, რომლებიც “ამას შეხედე” მზერით უცქერდნენ. არ აიღო ელენიკომ, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ დანებებას არ აპირებდა. უკვე მთელი სხეული ეყინებოდა, რომ უპასუხა, უცებ ჩასძახა შენი უსაყვარლესი ადგილი წვიმაშიც ხომ უნდა განახოო, კამერა შეატრიალა და იქაურობა დაანახა. განა რაიმე განსხვავება იყო, უბრალოდ მიწა სველი იყო და ხალხი საწვიმრებით დადიოდა.
გაეცინა ელენიკოს და კვლავ სიხარულით აივსო. იცოდა როგორ უყვარდა ნიას, იცოდა რომ გოგომ მასზე საერთოდ ყველა დეტალი იცოდა. სწრაფად მივიდა და მოეხვია მოცეკვავეს. მიხვდა მალე მასთან გამომშვიდობება ისევ მოუწევდა. რუსთავის მეგობრობის ქუჩაზე იდგნენ დაქალები და ერთმანეთს მჭიდროდ ხვევდნენ მკლავებს...
არ ვიცი სხვა რა, მაგრამ მათი სიყვარული ნამდვილად იყო მარადიული...
ყველა ნათესავი რომ მოინახულა და სახლში დაბრუნდა ელენეს აჯახა ჩანთა ჩაალაგე შენს სოფელში მივდივართო და ასე აღმოჩნდნენ აცანასკენ მიმავალ გზაზე. რადგან ელენიკოს მანქანა არ ქონდა, ნიას ახალი პიპია კი ლონდონში მიემგზავრებოდა მიხვდნენ მიკრო აბტობუსით ვერ იმგზავრებდნენ და საბოლოოდ თავი მატარებელში ამოყვეს. ორივეს წიგნი ჰქონდა წაღებული, იფიქრეს ამ რამდენიმე საათის მანძილზე სხვა უკეთესი რა უნდა ვაკეთოთო და ასვლისთანავე დაიწყეს კითხვა. ნიამ აფორიაქებულმა გადაშალა გოგლა ლეონიძის ნატვრის ხე, ფურცელს თითები ნაზად დაუსვა, ასოებზე გადაატარა, წიგნი სახესთან ახლოს მიიტანა და სურნელი ღმრმად შეიგრძნო. ეს ის წიგნი გახლდათ ერთ-ერტი ფავორიტი რომ იყო მისთვის ქართული შემოქმედებიდან, მრავალჯერ ჰქონდა წაკითხული და მაინც კვლავინდებურად აღფრთოვანებულს ტოვებდა დასრულების ჟამს. ელენეკომ ნიას რჩევით ჯემალ ქარჩხაძის ზებულონი წამოიღო, ესპანელს ძალიან უყვარდა ეს ნაწარმოები ჯერ კიდევ მაშინ გიმნაზიაში, რომ სწავლობდა და გადაირია, რომ გაიგო მაინც და მაინც ეს წიგნი არ ჰქონდა ელენეს წაკითხული. დიდ ხანს კითხულობდნენ, მაგრამ ბოლოს მგზავრობამ მაინც თავისი ქნა, შავტუხას ჩასთვლიმა, აქეთ-იქით ბოდიალს მიჩვეული მოცეკვავე კი ისევ დაძაბული ჩასჩერებოდა წიგნს. მერე გადადო, გარეთ გაიხედა და მოჰკრქ კიდეც თვალი ულამაზეს ბუნებას. სადგურში შესვლას აცხადებდნენ და ელენიკოსაც გამოეღვიძა. ორივე ცქმუტავდა ერთი სული ჰქონდათ როდის ჩავიდოდნენ, ძალიან აინტერესებდა ნიას ადგილი რომელიც ასე ძლიერ უყვარდა თავის დაქალს. გარეთ ელენიკოს ბიძია დახვდათ, მანქანაში ჩასხდნენ და სწრაფად გასწიეს სახლისკენ. სანდომინი გამომეტყველების კაცი იყო, მხიარულიც აღმოჩნდა, კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ნიასაც მალევე მოეხსნა კომპლექსი. სახლში მისულს ისე თბილად დახვდნენ, შვილივით მიიღეს და ბედნიერებისგან გაიბერა. ძალიან უხაროდა რომ როგორც იქნა ჩავიდა იქ, საღამო იყო უკვე და გარეთ გასვლა არ უნდოდათ, ჩანთები ზემოთ აიტანეს და სხვენში გადაწყვიტეს დაძინება. ხის სუნი რო ეცა თვალები ჭყიტა, არ არსებობსო იძახდა და ელენეს ეხვეოდა. გიჟდებოდა ამ სურნელზე, იქ ზემოთ მხოლდო ერთი დიდი ლოგინი და ულამაზესი სარკმელი იყო. სწორედ ის რაც სჭირდებოდათ... იმ ღამით ტკბილად ეძინა ორივეს ერთმანეთზე მიკრულს, არ არსებობდა არანაირი პრობლემა, როდესაც ერთად იყვნენ. დილით მამლის ყივილმა, რომ გამოაფხიზლა თავი გაოცებულმა წამოყო
-არაა, მეჩვენება ხომ? ღმერთოო რამდენი ხანია საქართველოს სოფელში არ ვყოფილვაარ. ისინი იქ სოფლებს ისეთ ადგილებს ეძახიან, რო ნახო გადაირევი, სად ყავთ ქათმები, ცხვრები, ღორები, ძროხები თხები...
-კაი კაიი გავუმდიი. რა თხები და ცხვრები აგიტყდა გოგო. მარტო ქათმები და ძროხა გვყავს ჩვენ. ფერმერები კი არ ვართ - აშკარად გახალისდა და დასცინოდა გოგოს. მანაც ასე არ უნდაო და ზემოდან დაახტა, იმდენ ხანს უღატუნა სანამ თვალებიდან ცრემლები არ ადინა, მერე შეეშვა, მაგრამ სამაგიეროდ ახლა მას მოუნდა სამაგიეროს გადახვდა და ასე დარბოდნენ მთელს სახლში, გადარიეს ყველანი, მგონი მთელს სოფელს ესმოდა მათი წივილი... შუადღისას გავიდნენ გარეთ, ელენეს სახლიდან გორაკს ჩაუყვნენ და თიკოს სახლთან შეჩერდნენ. დაუძხეს გოგოს ისიც გახარებული გამოიქცა და გაქვავდა ნიას დანახვაზე.
-მეჩვენება? რამდენი ხანია არ ჩამოსულხარ საქართველოშიი. ახლოდან გნახო მოიცაა, აბა დატრიალდიი. ვაიმე ვაიმეე თქვენ ისეთი ლამაზები ხართ გადარევთ აქაურებს -კისკისებდა და ეხვეოდა ელენეს. - ეს ხო ჩამოდის ხოლმე ხშირად აქ, მაგრამ ერთი ორი-სამი წელია არავინ უნახავს ჩემ გარდა. არ მინერებდა და არ მომყვებოდა, იქნებ შენ მაინც მოიყვანო გონს და წამოათრიო ჰა?
-ვაიმე რა თქმა უნდა თიიკ, აბა რისთვის ვარ აქ? სახლში საჯდომად კი არ ჩამოვედი ყველაფერი უნდა დავათვარიელო. გიდობას გამიწევთ იცოდე... - ასე ლაპარაკ-ლაპარაკში მიდიოდნენ და გვიან მიხვდა, რომ უკვე სტადიონთან იყვნენ ჩასულები, იქ რა თქმა უნდა ახალგაზრდობა ირეოდა, ბიჭები თამაშობდნენ და ხმაური იყო. ნიაც მათი გაცნობის შანსს როგორ გამაზავდა, ორივე მოკიდა ხელი და მათმენ წაიყვანა. იმხელა მინდორი იყო გზაში დამშვიდდა კიდეც, ტავისი სახე დაიბრუნა, ეს აცანცარებული გოგო სადღაც ბნელ კუნჭულში გადამალა და სერიოზული გამომეტყველებით მიუახლობდნენ შეკრებილებს.
-გოგოებო, ბიჭებო გაიცანიით ეს ნიაა ელენეს სული და გული და ჩემი მეგობარი, ხო არ ვიცი გახსოვთ თუ არა ეს ელენეა აი ის ბავშვობაში რო ჩვენთან იყო და ახლა აღარ გკადრულობთ, აჰ გაგახსენდათ? ხო აი ეგ ზუსტად. - რა თქმა უნდა ენა არ გაუჩერებია ყველას წარუდგინა წაბლისფერთმიანი და ლაპარაკს შეყვნენ, ელენიკოსაც მონატრებული ყავდა ყველა ამიტომ არ დაუწყია ნიასთვის წავიდეთ, წავიდეთო. ესპანელი შორიდან აკვირდებოდა ყველას და დადო დასკვნა, რომ ერთ-ერთ საოცრად სიმპატიურ ტიპს, სახელად ბათას თავისი შავტუხა მოსწონდა. წარბების აწევა და ეშმაკურად ჩაცინება არ გამოპარვია გოგოს და მაშინვე “ახლა რა ჩაიფიქრე” თვალებით გახედა. ცოტა ხანში დამიანე მიუბრუნდა ელენეს და უთხრა
-ხო იცი ტრადიციას გვაქვს საღამოს თამაშის მერე სულ კოცონს ვანთებთ ხოლმე, ზემოთ ვაპირებთ ასვლას არ გინდათ წამოხვიდეთ? - ელენემ ჯერ ნიას გადახედა ის იქიდან თავს უქნევდა თანხმობის ნიშნად, მერე ბავშვებს მოავლო მზერა და ბიჭს გაუღიმა
-წამოვალთ კი. უბრალოდ დიდ ხანს არ დავრჩებით მაგის იმედი არ გქონდეთ
-კარგი რა პრობლემაა ჩაგაცილებთ მერე რომელიმე - წარმოდგენაც არ ჰქონდა ნიას სად მიდიოდნენ. მიუყვებიდნენ უზარმაზარ აღმართს და აშკარად რაღაც დიდ გორაზე ადიოდნენ, რომ ავიდნენ გაოცებულმა მოავლო მზერა ირგვლივ გადაშლილ ხედს, სულ პირდაპირ უზარმაზარი, ულამაზესი ტაძარი მოჩანდა, აქეთ მხარეს კი კანტა-კუნტად დაინახავდით სადა სახლებს, ყოველი მათგანიდან გამოდიოდა მბჟუტავი სინათლე და აუწყებდა ხალხს, რომ ჯერ კიდევ ეღვიძათ და ღია იყო მათი კარი გზააბნეული სტუმრისთვის...
-როგორ მიყვარს საქართველოს ბუნება და როგორ მაოცებს ყოველ ჯერზე უფრო და უფრო... -ჩუმად დაიჩურჩულა და ბავშვებთან მივიდა, რომლებსაც უკვე შეეგროვებინათ ფიჩხა, მალევე ცეცხლიც დაანთეს და მის გარშემო ჩამოსხდნენ. ბათამ ცელოფანში გახვეული ძეხვი და პური დაანახა ბავშვებს, დამიანემ კი წითელი ღვინო გადმოდო უკნიდან ეშმაკური ღიმილით. შეძახილები მოჰყვა მათ ჩანაფიქრს და ნიაც გამხიარულდა, სამაგიეროდ ელენე ვერ ვრძნობდა სიმაოვნებას, არ მოსწონდა სმა და არ სურდა გალეშილ ბავშვებთან ერთად ყოფნა. რა თქმა უნდა მიუხვდა დაქალი და ყურში ჩასჩურჩულა ცოტა ხნის მერე
-ერთი ნახევარი საათი ვიყოთ და წავიდეთ მერე გპირდები. მე აქ დალევას რო არ დავიწყებ ხომ იცი უბრალოდ ცოტას დავისხამ ჭიქაში და მოვსვამ არ არსებობს არ დავაგემოვნო.
-მიყვარხარ ყველაფერს უთქმელად რო ხვდები იმიტომ
-ამრტო მაგიტო? მოღალატეე... - სანამ ესენი ჩურჩულებდნენ ელზამ უცებ წამოიძახა
-მოდი სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ
-კარგიი - ყველა ერთხმად დაეთანხმა და დაიწყო კიდეც აყალ-მაყალი.
-აბა გიო კითხე ელენეს
-სთუმ?
-სიმართლე
-შეყვარებული გყავს? -კითხვა ელენეს დაუსვა და ბათას გადახედა
-შენც თუ ბიძაშვილი გქვია რაა. აი ნია ახლა ამას რო ბიძაშვილი გკითხავს რაღაზე უნდა ელაპარაკო ჰა? რა არ მყავს - ძალიან კარგად იცოდა გიორგიმ პასუხი, უბრლოდ ბათას დაუმტკიცა, თორემ ასეთ ბანალურ კითხვას არც დაუსვამდა რომც არ სცოდნოდა
-დამიანე ნიას კითხე
-სიმართლე
-აამ... საქართველოში დაბრუნებას აპირებ სამუდამოდ თუ არა?
-წინასწარ საუბარი არ მინდა, მაგრამ მთელი გულით მსურს ჩემს სამშობლოში ვიცხოვრო - კიდე იყო ბევრი კითხვები, ძირითადად იცნობდნენ ერთმანეთს ყველანი მხოლოდ ნია იყო უცხო ამიტომ ისეთ კითხვებს სვამდნენ რაც სიცილს გაკოიწვევდა. ცოტა ხანში ელენეს გადახედა, ანიშნა რა ვქნათ წავიდეთო? და როგორც კი თანხმობა მიიღო გამოემშვიდობნენ ბავშვებს და ბათასთან ერთად დაიძრნენ შავტუხას სახლისკენ. სამივე ნელი ნაბიჯით მიდიოდა, განსხვავებულ ფიქრებში გადაშვებულიყვნენ, ნია ბედნიერი იყო საქართველოს ულამაზეს მიწაზე, რომ დგამდა ფეხს და გვერდითაც საყვარელი ადამიანი ყავდა, ელენე ბავშვობის მოგონებებს იხსენებდა, რომლებიც აქ ქონდა გატარებული, ხან ეღიმებოდა ხანაც სევდით კოექცეოდა ხოლმე სახე, აი ბათა კი, ბათა ელენეს შესცქეროდა და მის გარდა ვერაფერს ამჩნევდა. იცოდა არ უყვარდა გოგოს ისე როგორც მას , მასაც ისევე უყურებდა, როგორც დანარჩენებს, მაგრამ არ შეეძლო თავიდან ამოეგდო ეს კულულა გოგო...
-იქ ზემოთ რომ ვიყავით, ტაძარი დავინახე, უზარმაზარ მთაზეა აღმართული, მშვენიერია უბრალოდ, სიტყვებიც ზედმეტია მის ასაღაერად, ძალიან მინდა ასვლა და როდის მოვახერხებთ ელენიკო? - ბოლოს ნიამ დაარღვია მდუმარება და ისინიც გამოაფხიზლა
-გეთანხმები, ამ ტაძარზე საოცარი არაფერ მინახავს, მაგრამ მანდ მარტო ვერ ავალთ ნიაჩკა, ძალიან ცუდი გზაა და საშიშია - დანანებით დამანჭა სახე
-მე აგიყვანთ რა პრობლემაა, ხმასაც არ ამოვიღებ თუ გინდათ, პროსტა თქვენც მშვიდად იქნებით და მეც - ეს რომ თქვა ელენემ სიცილი ვერ შეიკავა ასე იდგა და თავისი “არაამქვეყნიური” სიცილით აყრუებდა არე-მარეს. - რა აცინებს? -გაკვირვებულმა თავისთვის დაიჩურჩულა ბათამ და წარბები შუბლზე აუვიდა, მართლაც ისე იცინოდა მგონი სულ გაუქრა ყველა სიმპათია მის მიმართ ბიჭს : D
-ვაიმე, ვაიმე დედიკოო -მუცელზე იჭერდა ხელს ჩაბჟირებული - მე აქ ვამბობ საშიშია ჩვენ მარტო ვერ ავალთ თქო და გგონია შენ გამოგყვებით? ჯერ თავი არ მოგვბეზრებია ბათა, კიდე გვინდა სიცოცხლე. შენ მანქანაში ჩაჯდომას ვიღაც უცხეს ჩავუჯდე სჯობს - ისევ ახარხარდა ძველი მოგონება, რომ გაახსენდა. ახლაღა მიხვდ აბიჭი რატომ იცინოდა ასე გამწარებული და სახეზე ფერები გადაუვიდა
-ვაიმე სასწრაფოდ მომიყევით რაზე დაგცინის თორე გავგიჟდები - გაკვივებული უყურებდა ნია დაქალს და ამბავს ელოდა
-აუ, აუუ მოკლედ ნიაჩკა, ერთი ზაფხულია ახალი ჩამოსული ვარ და ამ ვაჟბატონმა გადაწყვიტა გოგოებისთვის გული აეჩქარებინა, ჩაამწკრივა ყველა რიგში და მანქანაში შეხტა. ისეთი მზერით იყურებოდა აე მეგონა სამყაროს დამარცხებას აპირებდა, ერთი გადმომხედა მეც თვალი ჩამიკრა და დაქოქა თუ არა მანქანა უკან არსებულ დაღმართზე დაგორდა. ვაიმეეე - კვლავ ამოუშვა პირიდან ახალი ნაკადი და ახლა უკვე ნიაც იცინოდა -ნეტა გენახა როგორ ხტუნაობდა მანქანა, მგონი სულ დაეჟეჟა ამ საწყალს ისიც რაც ქონდა ააჰაჰაჰაჰაჰაა - მუცელზე იჭერდნენ ხელებს გოგოები და ბიჭის აწითლებული სახე უფრო ახალისებდათ - ისეთი კივილი ისმოდა იქიდან მთელი სოფელი გარეთ გამოვიდა, ბოლოს როგორც იქნა სწორი ფერდობი შეხვდა და გავერდა მანქანა თორე მართლა ვერ გადმოვიდოდა იქიდან მრთელი - არ იცის როგორ ყოფნიდა ძალა მოყოლის უბრალოდ უნდოდა ძალიან ნიასთვის თქმა და როგორღაც სიცილთან ერთად სიტყვებიც ჩააკვეხა. აი მაშინ არ ვიცი, მაგრამ ახლა, რომ ამათ სიცილზე მართლა მთელი სოფელი იყო გარეთ გამოსული ეგ ცხადია ალბათ ხომ? აი ასე სიცილ-კისკინ-ჭიხვინით ჩააღწიეს სახლამდე და ბიჭს მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობნენ. ზედმეტად ამაღკებულ განწყობაზე იყვნენ და არ ეძინებოდათ, არც ინტერნეტი ჰქონდათ ბევრი ფილმისთვის, რომ ეყურებინათ, ბევრი იფიქრეს უ ცოტა იფიქრეს სადღაც სკივრში ძველის ძველი ლოტო აღმოაჩინეს. ვინაიდან და რადგანაც ყველას ეძინა მხოლოდ თვითონ თამაშობდნენ, თანაც სურვილებზე. ვინც პირველი დააგროვებდა 5 ქულას ერთი სურბილი ექნებოდა მეორესთან ნიას სამშობლოდან წასვლამდე. ბევრი იბრძოლა წაბლისფერთმიანმა, მაგრამ პროფესიონალი შავტუხას დამარცხება ძალზედ ძნელი აღმოჩნდა და დამარცხდა. მარცხს მამაცურად შეხვდა და დაჰპირდა ყველაფერს აასრულებდა რასაც გოგო სთხოვდა... მეორე დილით ორივე ელენიკოს ბიძიასთან ატუზულიყვნენ და კნუტის თვალებით შესცქეროდნენ კაცს.
-წაგიყვანთ ბავშვებო რა თქმა უნდა მაგას თხოვნა რად უნდოდა. გაემზადეთ აბა, ციტათი თბილად ჩაიცვიგ ან რამე მოსაცმელი წამოიღეთ იქ ეციება, ძალიან მაღლაა.
-იეეეეს რა მაგარიაააა, წავალთ ნია წავაალთ - ხტუნაობდნენ და ერთმანეთს ეკვროდნენ გახარებული გოგოები. ნახევარ საათში უკვე მზად იყვნენ, სწრაფად ჩახტნენ ნიკო ძიას მანქანაში და აფორიაქებულები მთელი გზა ხან რა სიგიჟეს მოიფიქრებდნენ ხან რას და ხან რას... ათასი ერთნაირი ფოტოს გადაღებაც, რომ მობეზრდათ ნიკამ გადმოხედათ და მოვედით ბავშვებოო უთხრა. მათი სახეები უნდა გენახათ, ტაძარი ახლოდან, რომ დაინახეს. ნიასთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანი და წმინდა იყო ქართული ეკლესიები ამიტომ საოცრად ამაღელვებელი აღმოჩნდა, მაგრამ ელენიკოსთვის მაინც სულ სხვა იყო, თავისი უდიდესი სიყვარული იყო ის ადგილი, მუდამ სხვანაირად გრძნობდა თავს, როდესაც იქ ადიოდა. ცუდი გზის გამო მხოლოდ რამდენჯერმეა ნამყოფი, ისიც მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხდებოდა მის ცხოვრებაში რაიმე, მაგალითად პირველად თერთმეტი წლის ასაკში ავიდა, მაშინ როდესაც მისი პატარა დაიბადა, თავისი გული, პუტკუჩა მართა... ახლაც არ იყო გამონაკლისი, ცხოვრებაში ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი ედგა გვერდით და კვლავ აშლილი ემოციებით მიაბიჯებდა ტაძრისკენ მიმავალ პატარა ბილიკზე. საკმაოდ დიდ ხანს გაჩერდნენ გოგოები შიგნით სანთლებს ანთებდნენ ლოცულობდნენ, სურვილიც ჩაუთქვეს უფალს და ახდენა შესთხოვეს, შესაწირიც არ დავიწყნიათ, ორივემ დაღვარა ცრემლი ჩუმად, მალულად, ისე რომ ვერავის შეენიშნა. ძალიან ცოტა სტუმრობდა ამ ტაძარს, თუნდაც გზის გამო და ვინც იქ მიდიოდა წრფელი რწმენით იყო განსჭალვული... გამოსვლისას ელენემ ნიას ხელი მოკიდა და კიდისკენ წაიყვანა, იქით საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა ყველაფერი, მაგრამ გოგო უფრო და უფრო უკან დგამდა ნაბიჯებს
-ხომ იცი ელენიკო არ შემიძლია, უბრალოდ მართლა არ შემიძლია თორემ აუცილებლად მოვიდოდი.
-გეხვეწები მენდე, მხოლოდ ერთხელ მოდი და ნახე რა საოცრებაა იმის შეგრძნება, რომ ამ სიმაღლეზე დგახარ ნიავი უბერავს, თმას გირხევს და ზემოდან გადაჰყურებ უმშვენიერეს ხედს. - მის ნებას დაჰყვა ნია, მიიწევდა წინ თავისი შიშის მიუხედავად და ცდილობდა დამშვიდებულიყო
-მოეშვი უბრალოდ ნახე რა ცოტა დაგვრჩა, სულ ცოტაც და იქ ვიქნებით
-ელენე მოაჯირი არ არის - თვალები ჩაშავებული ქონდა, სახეზე ოფლის წვეთები იკვალავდნენ გზას, მაგრამ ელენეს სჯეროდა, რომ შეძლებდნენ
-ნუ გეშინია, ყოველ ჯერზე მივდივარ იქ და არასდროს არაფერი მომხდარა, გაბედე უბრალოდ - მივიდა, ნაპირში დადგა, თითქოს მყარად იდგა, ცოტათი ამოისუნთქა, თავი გადახარა დაბლა ჩასახედად და უეცრად არ იცის რა დაემართა უბრალოდ წონასწორობა კი არ დაერღვა, თითქოს თავისი ნებით გადაეშვა, თითქოს წამის წინ ძლიერად კი არ აბჯენდა მიწას ფეხებს, არამედ კანკალებდა, ელენემ რეაგირება ვერ მოასწრო ნიამ სწრაფად რომ შემოაჭდო მიწას ხელები მხოლოდ მას შემდეგ დასცდა ბაგიდან კვნესა. ელენიკო კიოდა, ბიძას ეძახდა უყვიროდა მოდი დამეხმარეო, სარაფანით იწვა მიწაზე ხელებს ძლიერად უჭერდა მკლავებზე და არ აძლევდა დანებების უფლებას
-ელენიკო ძნელია არ შემიძლია ელენე, ვერ ვეჭიდები
-არა მაგას ნუ ამბობ მოვა ახლა მოვა ნიკო და ამოგიყვანს მაგრად მოკიდე გეხვეწები - სასოწარკვეთილი ყვიროდა და ძლიერად ხვევდა ხელებს, ვერ გეტყვით საიდან ჰქონდა ამხელა ძალა, საიდან მიეცა ის სიძლიერე, მკლავებში ჩავლებული ხელები უფრო ძლიერად მოხვია და მისი ამოქაჩვა დაიწყო, პარალელურად ქვემოთ იყურებოდა და უკვე პანიკა ჰქონდა, ცოტა რომ ამოსწია მერე წელზე შემოხვია ხელები, მაგრამ ასე ამოყვანას ვერ შეძლებდა, მეტი აღარ შეეძლო, უცებ ნიკა გამოჩნდა და ზურგიდან მოეხვია ძმისშვილს, ორივემ ერთად, დიდი ძალისხმევით შეძლეს ფერწასული ნიას ამოყვანა და მხოლოდ ახლაღა გაიკვლია ელენეს სახეზე ცხარე ცრემლებმა გზა, ორივე ტიროდა, ღრმად სუნთქავდნენ, მიწაზე ისხდნენ და ერთმანეთს ისე ხვევდნენ ხელებს თითქოს კვლავ რაღაც ცდილობდა მათ დააშორებას...
ყოველ ჯერზე რწმუნდებოდნენ და ამტკიცებდნენ როგორი მყარი იყო მათი ურთიერთობა, როორ უყვარდათ ერთმანეთი. 19წლის მანძილზე არ გაუფერულებულა ეს გრძნობა და ვერც ვერაფერი შეძლებდა ამას...
გადიოდა დღეები, სად არ დადიოდნენ დაქალები, რა არ მოინახულეს, ალბათ ყველა კუთხე-კუნჭული ნახეს სოფლის. ერთ საღამოს ბავშვებს შეხვდნენ, მინდორზე ჩამოსხდნენ და უბრალოდ საუბრობდნენ, ნია ცოტათი უხასიათოდ იყო, მაგრამ ცდილობდა მაინც მხიარულად ეპასუა კითხვებზე. მერე კითხეს რას აპირებდა მომავალში
-აქედან რომ წავალ დედას დავემშვიდობები ესპანეთში და ლონდონში მივდივარ სასწავლებლად, the place-ის ცეკვის აკადემიაში ჩავირიცხე, პარალელურად კი იურიდიულზე ვაპირებ სწავლას.
-ხო რატომაც არა რა. საზღვარგარეთ ყოფნას რა ჯობია. გაგიმართლა ქერის ორმოში ჩავარდი, პრინცესასავით ცხოვრება გაქვს, ყველას კი არ აქვს კმის ფუფუნება ევროპაში იცხოვროს. ეჰ ნეტა დედაჩემსაც იქ ემუშავა და ამ დაწყევლილი ადგილიდან იმ წამსვე გავიქცეოდი. - გაშეშებული შესცქეროდა გოგოს, ცარიელი, ტკივილიანი სახით უყურებდა და ყელში უზარმაზარი ბურთი მოსვენებას უკარგავდა.
-ადამიანები იმას ვერ აფასებე რაც გააჩნიათ, აბრმავებთ უნახავი სამყარო, ხო ასეთი სუსტები არიან ჰგონიათ სხვა ნებისმიერი ადგილი მათთვის სამოთხე იქნება და რეალურ სამოთხეს, რომლის მიწაზეც ფეხი უდგათ ვერც კი ამჩნევენ. უკაცრავად მე უნდა წავიდე. - არ შეეძლო იქ დარჩენილიყო, ვერ იჯდებოდა იქ და თავს ვერ შეიკავებდა, ახლა რომ არ ეტირა, ეყვირა და როგორმე სულიერი რკივილი არ შეემსუბუქებინა მოკვდებოდა. სწრაფად წამოხტა და აღმართს გაუყვა. მიდიოდა სწრაფად, ებრძოდა წინიდან მონაბერ ჰაერს, კბილებს ძლიერად აჭრრდა ერთმანეთზე, მაგრამ მაინც გადმოლახეს ცრემლებმა ჯებირები. დიდ ხანს მიდიოდა, იქამდე იარა გაუჩერებლად სანამ სულ ზემოთ არ ავიდა და არ დარწმუნდა, რომ ვერც დაინახავდნენ და ვერც მის ხმას გაიგებდნენ, გვიან მიხვდა ელენიკოს იქ ყოფნას. გვიან გაიაზრა ფეხდაფეხ რომ მოყვებოდა საყვარელი ადამიანი უკან. დიაფრაგმა შეეკუმშა, მკერდის არეში დიდ ტკივილს გრძნობდა, სუნთქვა გაუჭირდა, თუთქოს იმხელა მთებში ჟანგბადი გაქრა, პირი გაეხსნა, თვალები აეწვა და ბაგეებს მტანჯველი კვნესა მოსწდათ. მიწაზე დაეცა, ბალახს ხელები მოუჭირა და მთელი ძალით, დაჭრილი დათვივით დაიღრიალა. არც ერთ იქ მყოფს არ ესმოდა მისი ტკივილი, არავინ იცოდა რას ნიშნავდა სამშობლოდან შორს ყოფნით გამოწვეული გრძნობები, ემოციები. არ იცოდნენ როგორი ძვირფასი იყო საქართველო, როგორი სანუკვარი, არ იცოდნენ როგორ უნდა დაეჭირათ და მჭიდროდ შემოეხვიათ მკლავები. არ ესმოდათ ნიას ხუთ წლიანი ნატვრა თავის მიწაზე დაბრუნების. არ გაუგიათ მისი ტირილში გათენებული ღამეები, არ უნახავთ გოგოს შეშლილი სახე, ჭკუიდან გადასული, როდესაც უკვე ვეღარ უძლებდა უსაქართველობას, როდესაც უკვე ირგვლივ სულ საკუთარი ენა ესმოდა, გიჟდებოდა, მოჩვენებები დაეწყო, ყველა სიტყვას ქართულს ამსგავსებდა, ჩუმად აყურადებდა ხალხის საუბარს და იმის მოლოდინში, რომ მართლაც ქართველები საუბრობდნენ იტრუნებიდა... ახლა უყუებდა ბავშვებს, რომლებსაც აქ ცხოვრება უზარმაზარუ ტანჯვა ეგონათ, ამჩნევდა როგორ სურდათ წასვლა იმ ადგილას რომელიც ასე ეზიზღებოდა ნიას, შურდათ გოგოსი, შურდათ იმიტომ, რომ საქართველოდან წავიდა და სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა!... ნიას კი მათი შურდა, ხანდახან ბოღმა ახრჩობდა და მათი დაუნახავობა აცოფებდა, ვერ იგებდა რატომ იყო ხალხი ასეთი, ვერ იგებდა როგორ შეეძლოთ ამ ყველაფერზე ასე ესაუბრათ, ვერ იგებდა როგორ ეგონათ რომ მას ასე დალხენილად ცხოვრება შეეძლო იმ წყეულ ადგილას მამულისგან შორს!!
-ელენე მითხარი, შენ ხომ ჭკვიანი ხარ, შენ ხომ სხვებს არ გავხარ, ამიხსენი რატომაა მათთვის ასეთი ბედნიერება ის რაც მე გადავიტანე, რატომ მოსწონთ ის გზა, რატომ სურთ იგივეს გამოვლა, რატოო?!! მეზიზღებაა! მეზიზღება მიზეზი რის გამოც ამდენ ხანს ვატარებ ყველა ჩემი საყვარელი ადამიანის თუ ადგილისგან შორს, ყველაფერი მძულს, ზოგჯერ საკუთარი თავიც მძულს და მინდა მალე დასრულეს ეს ყველაფერი... მე მიყვარს ელენიკოო! არ უნდა იყოს ასე ჩემო შავტუხა! არავის უნდა უწევდეს სამშობლოდან გაქცევა იმის გამო, რომ იქ შეიძლება მომავალი არ ქონდეს, არავინ უნდა ტოვებდეს ოჯახს. ეს სამოთხე ასეთი არ უნდა იყოს, არაა!! მაგრამ არაუშავს, შეიძლება მე გამინადგურდა ყველა ის წელი, რომლითაც საყვარელ გარემოში უნდა დავმტკბარიყავი, მაგრამ მომავალ თაობას ყველაფერი ექნება, რაც ჩვენ არ გაგვაჩნდა! ამის ხომ გჯერა? ჩვენი გჯეროდეს ელენიკო.



————
- 15 იანვარი 2020 წელი -
გიტოვებთ ისტორიას, რომლის წერაც...
მგონი ჯობია უკომენტაროდ დარჩეს და თავად მითხრათ ან მკითხოთ რაიმე...
(ისტორია შესწორებული არ არის. ვიცი, რომ ბევრი შეცდომა იქნება გაპარული, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი)
მადლობა თუ წაიკითხე :))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent