შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 6 თავი

10-08-2021, 08:35
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 490

-მარიანა მოხდა რამე?-თორნიკე სწრაფად მიუახლოვდა დაბნეულ გოგონას და ზემოდან დააცქერდა
-მე...-იმდენად დაიძაბა და აირია გოგონა რომ აზრები დაეფანტა და სათქმელ სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა
-სოფი ისევ არ გპასუხობს?-მოულოდნელად საუბარში ჩაერია მათი კარის მეზობელი -ჯანდაბა როგორ დაგვავიწყდა გვეკითხა სად გადაიყვანდნენ- შეწუხდა ქერა თმიანი პუტკუნა ქალი
-ალბათ ტელეფონი თან არ აქვს-ივარაუდა მარიანამ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა -სხვა შემთხვევაში მიპასუხებდა-ამოილუღლუღა
-ჰო ისე იყო შეშინებული ეტყობა სახლში დარჩა-დაეთანხმა ქალი
-წამოდი საავადმყოფოში წაგიყვან-მოულოდნელად თორნიკემ ხელი მაჯაში ჩაავლო და ცნობისმოყვარე წრიდან გაიყვანა დაბნეული გოგონა
-რას აკეთებ-გაბრაზდა მარიანა, თორნიკემ არაფერი უპასუხა მანქანასთან მიიყვანა და კარი გაუღო
-ჩაჯექი -ხმა დაბალი ტონით უთხრა და თავით ანიშნა ჩანჯდარიყო
-შენ რა გაგიჟდი?-გოგონამ უხეშად გაითავისუფლა მაჯა მისი ხელისგან და უკან დაიხია
-უბრალოდ მინდა, რომ დაგეხმარო სულ ესაა-გაბრაზდა თორნიკე -თუ ამ ჭირვეულობას შეწყვეტ და მანქანაში ჩაჯდები სასწრაფოს მანქანას დავეწევით-ნაწყენი ტონით უთხრა და საჭეს მიუჯდა. ამჯერადაც არჩევანის თავისუფლება მისცა გოგონას რის გამოც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მარიანა ისევ მარტივად მიენდო მას და მანქანაში ჩაუჯდა, თორნიკე მალევე დაეწია სასწრაფოს მნქანანას და უკან მიჰყვა საავადმყოფომდე.
იმის გამო რომ მანანას საკმაოდ რთული მდგომარეობა ჰქონდა გოგონებმა ძალიან ბევრი იტირეს ერთმანეთზე ჩახუტებულებმა, ბოლოს როცა თავს მოერივნენ და დამშვიდდნენ, სააავადმყოფოს მოსაცდელში სკამზე ჩამოსხდნენ, სწორედ ამის მერე გავიდა თორნიკე გარეთ და უკან მალევე დაბრუნდა წყლით და ყავის ჭიქებით ხელში, პირველად მარიანას გაუწოდა, გოგონამ გაოცებული სახით შეხედა ჯერ მის ხელს შემდეგ კი სახეს, ცოტა ხნის ფიქრის მერე ორივე გამოართვა და მადლობა გადაუხადა ჩურჩულით, სოფისაც ზუსტად იგივე რეაქცია ჰქონდა თორნიკეს ქცევაზე, რის გამოც ბიჭს უბრალოდ გაეღიმა და იქვე შორიახლოს დადგა. იმის გამო რომ მანანას მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილური იყო, ექიმმა მისი საავადმყოფოში დატოვება გადაწყვიტა მთელი ღამით გოგონებს კი წასვლა სთხოვეს შინ
-თქვენს აქ ყოფნას აზრი არ აქვს ბავშვებო-აუხსნა ექიმმა -ჯობია სახლში წახვიდეთ, თუ რამე შეიცვლება დაგიკავშირდებით, მანანა ბებო საიმედო ხელშია, არ შეგეშინდეთ!-გაამხნევა და მასთან შევიდა პალატაში
-რა ვქნათ?-დაბნეული სოფი დას მიაჩერდა
-წავიდეთ, აქ მთელი ღამით ყოფნის უფლებას მაინც არ მოგვცემენ-მოიღუშა მარიანა და პირველი გავიდა ეზოში, სოფიც უკან მიჰყვა დას, თორნიკეც გავიდა და მშვიდი, უემოციო სახით მიუახლოვდა დებს
-სახლში წაგიყვანთ-უცნაური ტონით უთხრა მათ და სანამ რომელიმე რამეს უპასუხებდა მანქანისაკენ წავიდა.
-გავყვეთ?-ჩურჩულით ჰკითხა სოფიმ დას და მიმავალ ბიჭს გახედა
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა მარიანამ
-თუ გინდა ტაქსით წავიდეთ, ვიცი ბებოს სადაც ააქვს შენახული ფული
-ჰო მაგრამ-დაიბნა მარიანა და როცა თორნიკემ მანქანა მათ გვერდზე გააჩერა დაბნეული დები ერთმანეთს მიაჩერდნენ -ჩაჯექი-ხმა დაბალი ტონით უთხრა მარიანამ დას, მანქანას შემოუარა და მძღოლის მხრიდან გააღო უკანა კარი. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია, რაღანაირად დაძაბული იყო სამივე, როცა მათი ჩიხისკენ შეუხვია თორნიკემ და სახლის წინ გააჩერა მანქანა სოფი სწაფად გადავიდა
-მადლობა-ცივად უთხრა სარკიდან მომზირალ ბიჭს რომელიც თვალს არ აშორებდა მარიანას, კარი ნელა დახურა და მაშინვე ეზოში შევიდა
-მადლობა დახმარებისთვის-ჩურჩულით თქვა მარიანამ და ინსტიქტურად სარკისკენ გაექცა მზერა, მათი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა და უარესად დაბნეული გოგონა მაშინვე გადავიდა მანქანიდან, კარი ნელა დახურა და მიტრიალდა რომ სწორედ ამ დროს გადასულმა თორნიკემ მაჯაში ხელი ჩაკიდა და თავისკენ შეატრიალა
-მარიანა-გოგონა იმდენად დაიძაბა და აირია მის ქცევაზე რომ გაოგნებული სახით მიაჩერდა ჯერ მის ხელს შემდეგ კი სახეს -აღარ იტირო -ხმა დაბალი ტონით გააგრძელა ბიჭმა საუბარი და მარიანას მზერა დააიგნორა -ყველაფერი კარგად იქნება- მისმა სიტყვებმა თუ შეხებამ ისე საშინლად იმოქმედა მარიანაზე, რომ სრულიად გაუაზრებლად ისევ ჩამოუცურდა ცრემლები გაფითრებულ ღაწვებზე, თორნიკემ ხელის ზურგით ნაზად მოაშორა ცრემლები გოგონას სახეს, მარიანამ წამიერად თვალები დახუჭა, რადგან ამ შეხებამ დაწვა, თორნიკემ იგრძნო თუ რამდენად დაძაბა და დააბნია თავისი ქცევით ის, ამიტომ ხელი გაუშვა მის მაჯას და წასვლის უფლება მისცა, მთელი სხეულით ათრთოლებული გოგონა სახლში შევიდა და ისევ ატირდა
-რა მოხდა?-დაიბნა სოფი
-მარტო რატომ დამტოვე?-გაბრაზებული სახით მიაჩერდა მარიანა დას
-ხომ არ მოგიტაცებდა?-შეიცხადა სოფიმ
-მართლა სოფიკო ხარ რა-საყვედურით უთხრა მარიანამ და გიჟივით სიცილი რომ აუტყდა თავის ნათქვამზე სოფისაც გაეცინა
-სოფიკო შენ ხარ... ისე თუ გახსოვს წამალი მქონდა დასალევი და სანამ დამავიწყდებოდა მინდოდა დამელია, მერე ვიცი აღარ გამახსენდებოდა
-კარგი კარგი-ხელი ჩაიქნია მარიანამ
-რა გიქნა ისეთი ასე რომ გაგიჟდი?-დაინტერესდა სოფი
-რა უნდა ექნა?-შეიცხადა მარიანამ
-რავიცი მე, კი გაგიჟდი დაა... იქნებადა გაკოცა და მაგიტომ გადაირიე-აკისკისდა სოფო
-აუტანელო
-ხო მართლა, ასე მანქანაში რომ უჯდები და დაჰყვები წინდაუკან რა პონტია?
-ვერ გიტან, ოღონდ მართლა -თვალები აატრიალა მარიანამ და საძინებელში შეიკეტა
-კაი ნუ მებუტები-გაბრაზებული მარიანას გვერდზე დაწვა მომღიმარი სოფო და დას ჩაეხუტა- რა კარგია რომ მყავხარ-გაუღიმა და თავზე აკოცა
-აი მე იგივეს თქმა ნამდვილად არ შემიძლია შენზე
-და კიდევ მე ვარ აუტანელი?-შეიცხადა სოფიმ და აკისკისდა.
თორნიკე აივანზე იჯდა მოღუშული სახით და მარიანას ნომერს დაჰყურებდა
-დაურეკე-გიორგის ხმამ შეაკრთო
-ზუსტად არ ვიცი მინდა თუ არა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა-არეული თვალებით ახედა თორნიკემ მომღიმარ ბიჭს
-მაგრად გევასება მარიანა ხო?-სიგარეტით ხელში გავიდა აივანზე ვაჩე
-მევასება არა!-რატომღაც გაღიზიანდა თორნიკე
-აბა?... შეგიყვარდა შე ჩ.მა?-შეიცხადა ვაჩემ, სწრაფად მოუკიდა სიგარეტს და ნერვიულად გააბოლა
-შემეშვით რა-თორნიკე სახლში შევიდა გაბრაზებული, კიბეები სწრაფად ჩაირბინა და ქუჩაში გავიდა.
-ამას რა ჭირს?-სიცილით ჰკითხა ვაჩემ გიორგის
-მგონი იცი რაც-დარწმუნებით უთხრა გიორგიმ და ნახევრად ჩამწვარი ღერი თითებიდან ააცალა.
მარიანა შეკრთა როცა მის დაძაბულ სმენას, მისივე ტელეფონის ზარის ხმა მისწვდა, მაშინვე წამიჯდა საწოლზე გაბრუებული და ხელით დაიწყო ტელეფონის ძებნა საწოლში, მალევე იპოვა და ისე რომ ნომრისთვის არ დაუხედია უპასუხა
-მარიანა?-გაისმა ყურმილს მიღმა ვიღაცის ჩავარდნილი ხმა
-დიახ?-მარიანას გონება მაშინვე საავადმყოფოსკენ გაიქცა და საშინლად დაიძაბა
-თორნიკე ვარ-უთხრა ბიჭმა, მაგრამ მარიანა უცბათ ვერ მიხვდა ვინ თორნიკე ურეკავდა და რა მიზეზით- მაინტერესებდა როგორ ხარ...იმედია აღარ ტირი- მის სიტყვებზე ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მოაწვა გოგონას და იმედენად იმოქმედა მასზე ამ ყველაფერმა რომ საწოლიდან წამოდგა აღელვებული
-კარგად ვარ-უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე გოგონამ და ინსტიქტურად ფანჯარასთან მივიდა, გულის ცემა შეუწყდა და სუნთქვა გაუჩერდა, როცა გზის მეორე მხარეს განათების ბოძის ქვეშ თორნიკეს მანქანა შენიშნა
-ამის დედაც...ხომ არ გაგაღვიძე?-ახლაღა დახედა საათს თორნიკემ, რომელიც შუა ღამის ოთხს უჩვენებდა
-არა არ მეძინა-ძლივს ახერხებდა აღელვებული მარიანა პასუხების დაბრუნებას მისთვის
-მაპატიე, საათისთვის არ დამიხედავს რომ გირეკავდი
-არაუშავს-გაეღიმა მარიანას და სოფის გახედა რომელსაც ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა
-უბრალოდ მოკითხვა მინდოდა... და დრო ვერ გავითვალისწინე-თავი იმართლა ისევ თორნიკემ, რადგან არ უნდოდა მარიანა შეეშინებინა თავისი ზედმეტი ყურადღებით და უადგილო რეკვებით
-გასაგებია-იმის მიუხედავად რომ მარიანა ძალიან იყო აღელვებული მაინც ახერხებდა მშვიდად და თავდაჭერილად ელაპარაკა, ზედმეტი გრძნობების და ემოციების გამჟღავნების გარეშე
-კარგია რომ კარგად ხარ-სახეზე აღბეჭდილი ღიმილი თორნიკეს ხმაშიც იგრძნობოდა რის გამოც მარიანასაც გაეღიმა
-მადლობა
-კარგი, წავედი, ძილი ნებისა-თორნიკე ვეღარ ელეოდა მარიანას ხმას და მასთან ლაპარაკს მაგრამ ამჯერად საუბრის დასრულება მალევე არჩია
-კარგი ძილინებისა-გაეღიმა გოგონას და გაუთიშა
-შენი დამჯახებელი იყო?-როგორც კი საწოლისკენ შეტრიალდა მარიანა სოფი წამოჯდა
-არ გეძინა ხო?-გაბრაზდა მარიანა
-სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ!
-ჰო ის იყო-დანებდა მარიანა დას და საწოლზე ჩამოჯდა აღელვებული
-რაო რა მინდაო ამ შუაღამისასო?-წარბის აწევით ჰკითხა სოფიმ დას
-ისე-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-ანუ ისეთ პონტში გირეკავ შუა ღამის ოთხზეო?
-მოსაკითხათ გირეკავო-გაეღიმა მარიანას
-იმედია არ გჯერა-აკისკისდა სოფი
-რა თქმა უნდა არ მჯერა სოფიკო-დაეჯღანა მარიანა დას და სიცივისგან თუ მღელვარებისგან ოდნავ ათრთოლებული შეწვა საწოლში
-ისე ძაან სიმპათიურია ეგ შენი დამჯახებელი
-თორნიკე
-თორნიკე-გაიმეორა სოფიმ სიცილით.
ქეთი შეშინებული სახით მიაჩერდა ტელეფონს რომელზეც უცხო ნომრიდან ზარი არ წყდებოდა, კარგა ხნის ფიქრის მერე როგორც იქნა გაბედა და მეხუთე ზარზე უპასუხა
-დიახ?
-ქეთი-ქალი ადგილზე გაყინა გეგას ხმამ -როგორც ჩანს ჩემს ზარს არ ელოდი?-ქალის დუმილმა და აჩქარებულმა სუნთქვამ კაცი მიახვედრა რა საშინლად იმოქმედა მასზე მისმა ხმამ
-როგორ ბედავ ჩემთან დარეკვას?-იყვირა წყობრიდან გამოსულმა ქეთით, როცა როგორც იქნა სათქმელ სიტყვებს თავი მოუყარა და აზრები დაალაგა დახშულ გონებაში
-შენთან შეხვედრა და ლაპარაკი მინდა
-შენ რა გაგიჟდი?
-მისამართს მოგწერ და მოდი-კაცის ხმა იმდენად გამყინავი შეუვალი და ცივი იყო, რომ ქეთიმ მაშინვე დაკარგა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, თუმცა ბოლომდე არ დანებდა შიშს და მაინც შეეწინააღმდეგა
-მე და შენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს, ჩვენს შორის ყველაფერი დიდი ხნის წინ დამთავრდა
-ასე შენ ფიქრობ-აყვირდა მოულოდნელად წყობრიდან გამოსული კაცი
-ამდენი წლის მერე ისევ რატომ დაბრუნდი ჩვენს ცხოვრებაში? ჩვენგან რა გინდა? ჩემი შვილისგან რა გინდა?-აყვირდა ქეთი
-თორნიკე შენი შვილი არააა-გამაღიზიანებელი ტონით უთხრა კაცმა და ატირებული ქალის გახშირებული სუნთქვის ხმა რომ მისწვდა მის დაძაბულ სმენას განაგრძო-ზუსტად პირველ საათზე გელოდები მითითებულ მისამართზე
-თორნიკეს თუ რამეს ეტყვი იცოდე მოგკლავ-ზიზღით უთხრა ქალმა
-ეგ შენზეა დამოკიდებული-ჩაეცინა კაცს და გაუთიშა.
საკუთარ თავში არსებულ შიშებს, ზიზღს სიძულვილს, სასოწარკვეთას და ცრემლებს საათების განმავლობაში ებრძოდა ქეთი, ბოლოს მიიღო ცხოვრების ყველაზე საშინელი, არასწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორც ელოდა გეგასთან ლაპარაკი უმიზნო და უაზრო აღმოჩნდა ამიტომ რამდენიმე წუთის შემდეგ დატოვა რესტორანი ატირრბულმა და სახლში ტაქსით დაბრუნდა ტირილისგან თვალებდაწითლებული, შეკრთა როცა სახლში შესულს ირაკლი დახვდა წაშლილი სახით სავარძელში მჯდომი
-სად იყავი-ჩავარდნილი ხმით ჰკითხა კაცმა, ფეხზე ნელა წამოდგა და უფრო ნელა მიუახლოვდა დამფრთხალ ცოლს
-მე...-დაიწყო ქეთიმ და ხმა ჩაუწყდა მღელვარებისგან
-შენ რა?-თავზე წამოადგა ირაკლი ცოლს, ქეთიმ თავი დახარა როს გამოც ირაკლიმ ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა -სად და ვისთან ერთად იყავი?-გაუმეორა კითხვა ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით
-გეტყვი თუ არ გაგიჟდები-ცრემლები მოეძალა ქალს
-მითხარი-სახე ზედმეტად მიუახლოვა ირაკლიმ ცოლს და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ
-გეგას შევხვდი-დაიჩურჩულა ქალმა და მაშინვე მზერა აარიდა ქმრის წაშლილ სახეს
-ამის დედაც-იღრიალა მოულოდნელად გაცოფებულმა კაცმა და იქვე დადებულ სკანს ფეხი უხეშად დაარტყა -ამის დედააც-იყვირა ისევ
-ვკითხე ამდენი წლის მერე რატომ დაბრუნდა საქართველოში და ჩვენს ცხოვრებაში, მაშინ როცა მთელი 24 წელი ჩუმად იყო და არ გამოჩენილა მთელი ეს წლები, ახლა რას ითხოვდა ჩვენგან
-მერე? რა გიპასუხა?-ბოლო ხმაზე უღრიალა ირაკლიმ ცოლს
-მითხრა რომ მთელი ეს წლები გვეძებდა და ჩვენი ძებნა არასდროს შეუწყვეტია და ესაა მიზეზი მისი 24 წლიანი დუმილის მიზეზი და არა ის რომ...- სლუკუნებდა ქალი -აღარ ვუყვარდი- ატირდა ქეთი და სახეზე აკანკალებული ხელები აიფრა
-ნაბ.ჭვარი-იყვირა ირაკლიმ, შეშინსბული ქეთი ადგილზე შეხტა მოულოდნელობისგან

№1  offline მოდერი ნეაკო

ვიცი რომ პატარა თავებია, მაგრამ მეტის წერას მართლა ვერ ვახერხებ მეგობრებო :( ❤❤❤❤

№2 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო მომეწონა.მომეწონა თორნიკე როგორ მოექცა მარიანა ანუ ყველანაირად ცდილოვს რო ტურადღებიანი იყოს მთავარია რო არ დეიცვალოს და იყის როგორის ეხლა არის მარიანას მიმართ.ქეთის რაც შეეხება მგონი ნათქვამი მგონდა რო გეგას და ქეთი შორის რაღაცა იყო და არ შემცდარცარ.❤❤ველიდები შემდეგ თავს.პ.ს ირაკლის რაც შეეხება მგონი სოგიჯემდე უყვარს თავისი ცოლი რო აპატია ყველაფერი არ ვიცი ზუსტად რა მოხტა

№3 სტუმარი სტუმარი nazi

კარგია ძალიან მომწონს თორნიკეს დამოკიდებულება მარიანას მინართ საყვარელს ხდის ძალიან დიდი ამბები გველის წინ რა საინტერესოა❤❤❤❤❤❤მოუთმენლად გელი ყოველთვის ❤❤❤❤❤❤❤

№4 სტუმარი სტუმარი ელენე

ეძებდა არა ის smirk აფერისტი გეგა. აქედანვე ეტყობა რა კატეგორიის კაციც არის.

№5 სტუმარი სტუმარი თიკო

გამარჯობათ, გამარჯობათ. მომენატრეთ, განსაკუთრებით ნენე, ელენე, ელა და რაღა თქმა უნდა ნეაკო, შენ!❤ ეს ერთი თუ ორი კვირა (არ მხსოვს ზუსტად) ვერ შემოვედი და ვერ წავიკითხე ეს ისტორია, ოთხი თავი მქომდა წაკითხული და დღეს ბოლო ორიც წავიკითხე და რომ გადავხედე მეხუთე თუ მეოთხე თავის კომენტარებს და ნენეს კომენტარში ჩემი სახელი რომ წავიკითხე, გული ამიფანცქალდა, აი, უცნაურად გამეხარდა❤ ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი რომ პასუხი გამეცა. მოკლედ ზუსტად აღარ მახსოვს ჩემი კომენტარი რაც დაგიწერე წინა რომელიღაც თავში, მაგრამ ადვილი მისახვედრი იქნებოდა ალბათ, რასაც ვფიქრობდი. თავიდანვე, პირველივე თავიდან არ მეგონა თორნიკე ქეთის და ირაკლის შვილი. თან ამ ტყუპისცალს რომ ახსენებენ, მგონია რომ ქეთის შვილი კი არა, დისშვილია. გეგა მეგონა თორნიკეს მამა მაგრამ ისე წყნარად უთხრა ყველაფერს ვეტყვიო თუ რაღაც მსგავსი, გადავიფიქრე. აი, მართლა ძალიან მომწონს თორნიკე. ისეთია რომ არც მაღიზიანებს და არც ვგიჟდები, სტაბილურად, სადღაც შუაში, მაგრამ მომწონს. არც ჰბოჭავს მარიანას, არც ამ სიყვარულზე იწყებს საუბარს თავიდანვე, დისტანციურად და ამავდროულად ახლოსაა მარიანასთან და ძალიან მომწონს, იძულებით რომ არაფერს აკეთებინებს, თუნდაც ის მომეწონა, რომ გეწერა ,,ამჯერადაც არჩევანის თავისუფლება მისცა გოგონას". ქეთი და ირაკლიც მომწონს მაგრამ რაღაც მაკლია მაგათ მხრივ. უფრო რაღაცას ველი, აი, უფრო ისეთს :დ მეტს და ბომბას! მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეგ წყვილი თავს მაბეზრებს. მოკლედ მომწონს რაა. უი, კიდევ, თავიდან ვერ გავიგე სოფი გიორგის მოეწონა თუ ვაჩეს, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ვაჩესგან უნდა ველოდოთ რაღაც სიგიჟე-სისულელეებს. რაღაც ძაან ტოქსიკური და ისეთი მგონია ეგ ბიჭი. და ჩვენი ძვირფასი ტირანი რომ ახსენეთ, უფრო ვაჩე გავიფიქრე მაგ დროს, მაგრამ ვაჩე სულელია, ასე მგონია. რაღაც დაუფიქრებელი და ცეტი. სანდროს კი ასე თუ ისე, ყოველი ნაბიჯი გააზრებული ჰქონდა. ეს შეიძლება გაუკვირდეს ზოგს, ვინც ტირანს იცნობს, მაგრამ ვერ ვყალიბდები ჯერ ამ პერსონაჟზე. გომებაში რომ გამივლის ამ ორზე რაღაც ფიქრი, ვიცი მაგ დროს ყველაფეტი, ანუ რატომ ვერ ვაიგივებ ერთმანეთთან და თან - კი. ამიტომ სჯობს ჯერ გავჩუმდე, დაველოდო ვაჩეს ქმედებას და მგონი კიდევ უფრო ჩამოვყალიბდები მეც და მოგახსენებთ ჩემს აზრს. მაგრამ აი, რაღაცნაურად მაინც მიჩნდება ვაჩეზე არასერიოზული ბიჭის შთაბეჭდილება, ყველანაირი კუთხით. თითქოს ასე რომ ვფიქრობ, ტირანი უფრო სერიოზული იყო, ყველაფერს იაზრებდა (სავით მაინც). მოკლედ ვერცერთს ვერ ვამსგავსებ მე ტირანს და არც მინდა, ეგოისტურად მინდა ერთადერთი რომ იყოს. ნუ ასეც იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ სანდრო ისეთ პერსონაჟად იქცა (შენი ისტორიებიდან ვინებიც არიან მათ შორის), რომ ინსტინქტურად ცუდსაც მაგას ვადარებთ და კარგსაც, ნუ მე ასე ვარ. საბოლოო ჯამში მომწონს ეს ისტორია და ველი შემდეგს. წარმატებებიი❤❤❤
P.S მართლა მომნატრებია ეს პროცესი :დ

№6 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი თიკო

ჩვენც ძალიან მოგვენატრე heart_eyes
ერთი პატარა დეტალი უნდა აღვნიშნო smile წინა თავში მინდოდა დამეწერა, სანდრო სერიოზული და ჩამოყალიბებული კაცი იყო-მეთქი, ხოდა მერე ვიფიქრე, არ დამცინონ, რაის ჩამოყალიბებული-მეთქი და შევცვალე სიტყვა "ჭკვიანით". ახლა რომ ვუკვირდები მიუხედავად ყველაფრისა, სხვებზეც ასეთი შთაბეჭდილება მოუხდენია. smiley რანაირად არ ვიცი, მაგრამ მასზე რომ ვფიქრობ, უბედურ ბავშვობაზე ჩაციკლული და გაბოროტებული ადამიანი კი არ მახსენდება, არამედ ძლიერი, მებრძოლი, ჩამოყალიბებული, ზრდასრული კაცი. blush

№7 სტუმარი სტუმარი თიკო

სტუმარი ელენე

კიი, ზუსტად. ისეთია დღემდე, რომ ვერ ვაყალიბებ მასზე სათქმელს. განსხვავებულია ყველანაირად❤ სხვათაშორის მეც ათასჯერ გადავაკეთე სიტყვები, რამე სისულელე, რომ არ გამომსვლოდა :დ

№8  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო კარგი იყო მომეწონა.მომეწონა თორნიკე როგორ მოექცა მარიანა ანუ ყველანაირად ცდილოვს რო ტურადღებიანი იყოს მთავარია რო არ დეიცვალოს და იყის როგორის ეხლა არის მარიანას მიმართ.ქეთის რაც შეეხება მგონი ნათქვამი მგონდა რო გეგას და ქეთი შორის რაღაცა იყო და არ შემცდარცარ.❤❤ველიდები შემდეგ თავს.პ.ს ირაკლის რაც შეეხება მგონი სოგიჯემდე უყვარს თავისი ცოლი რო აპატია ყველაფერი არ ვიცი ზუსტად რა მოხტა

სწორედ ასეა ელა, გეგას და ქეთის შორის წარსულში მართლაც იყო რაღაც მაგრამ, განსაკუთრებული არაფერი, ამას შემდეგ თავში დეტალურად ავღწერ. თორნიკეს დამოკიდებულება მარიანასადმი ეტაპოვრივად შეიცვლება უარესობისკენ

სტუმარი nazi
კარგია ძალიან მომწონს თორნიკეს დამოკიდებულება მარიანას მინართ საყვარელს ხდის ძალიან დიდი ამბები გველის წინ რა საინტერესოა❤❤❤❤❤❤მოუთმენლად გელი ყოველთვის ❤❤❤❤❤❤❤

მიხარია ასე რომ ფიქრობ ❤❤❤❤❤❤ თორნიკეს დადებითი დამიკოდებულებას რაც შეეხება ნელ-ნელა უარესობისკენ შეიცვლება, თუმცა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს

სტუმარი ელენე
ეძებდა არა ის smirk აფერისტი გეგა. აქედანვე ეტყობა რა კატეგორიის კაციც არის.

აქ ასე მარტივად არაა საქმე, გეგას და ქეთის დაშორებას და საერთოდ ამ ყველაფრის მიზეზი ერთი დიდი გაუგებრობააა

სტუმარი თიკო
გამარჯობათ, გამარჯობათ. მომენატრეთ, განსაკუთრებით ნენე, ელენე, ელა და რაღა თქმა უნდა ნეაკო, შენ!❤ ეს ერთი თუ ორი კვირა (არ მხსოვს ზუსტად) ვერ შემოვედი და ვერ წავიკითხე ეს ისტორია, ოთხი თავი მქომდა წაკითხული და დღეს ბოლო ორიც წავიკითხე და რომ გადავხედე მეხუთე თუ მეოთხე თავის კომენტარებს და ნენეს კომენტარში ჩემი სახელი რომ წავიკითხე, გული ამიფანცქალდა, აი, უცნაურად გამეხარდა❤ ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი რომ პასუხი გამეცა. მოკლედ ზუსტად აღარ მახსოვს ჩემი კომენტარი რაც დაგიწერე წინა რომელიღაც თავში, მაგრამ ადვილი მისახვედრი იქნებოდა ალბათ, რასაც ვფიქრობდი. თავიდანვე, პირველივე თავიდან არ მეგონა თორნიკე ქეთის და ირაკლის შვილი. თან ამ ტყუპისცალს რომ ახსენებენ, მგონია რომ ქეთის შვილი კი არა, დისშვილია. გეგა მეგონა თორნიკეს მამა მაგრამ ისე წყნარად უთხრა ყველაფერს ვეტყვიო თუ რაღაც მსგავსი, გადავიფიქრე. აი, მართლა ძალიან მომწონს თორნიკე. ისეთია რომ არც მაღიზიანებს და არც ვგიჟდები, სტაბილურად, სადღაც შუაში, მაგრამ მომწონს. არც ჰბოჭავს მარიანას, არც ამ სიყვარულზე იწყებს საუბარს თავიდანვე, დისტანციურად და ამავდროულად ახლოსაა მარიანასთან და ძალიან მომწონს, იძულებით რომ არაფერს აკეთებინებს, თუნდაც ის მომეწონა, რომ გეწერა ,,ამჯერადაც არჩევანის თავისუფლება მისცა გოგონას". ქეთი და ირაკლიც მომწონს მაგრამ რაღაც მაკლია მაგათ მხრივ. უფრო რაღაცას ველი, აი, უფრო ისეთს :დ მეტს და ბომბას! მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეგ წყვილი თავს მაბეზრებს. მოკლედ მომწონს რაა. უი, კიდევ, თავიდან ვერ გავიგე სოფი გიორგის მოეწონა თუ ვაჩეს, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ვაჩესგან უნდა ველოდოთ რაღაც სიგიჟე-სისულელეებს. რაღაც ძაან ტოქსიკური და ისეთი მგონია ეგ ბიჭი. და ჩვენი ძვირფასი ტირანი რომ ახსენეთ, უფრო ვაჩე გავიფიქრე მაგ დროს, მაგრამ ვაჩე სულელია, ასე მგონია. რაღაც დაუფიქრებელი და ცეტი. სანდროს კი ასე თუ ისე, ყოველი ნაბიჯი გააზრებული ჰქონდა. ეს შეიძლება გაუკვირდეს ზოგს, ვინც ტირანს იცნობს, მაგრამ ვერ ვყალიბდები ჯერ ამ პერსონაჟზე. გომებაში რომ გამივლის ამ ორზე რაღაც ფიქრი, ვიცი მაგ დროს ყველაფეტი, ანუ რატომ ვერ ვაიგივებ ერთმანეთთან და თან - კი. ამიტომ სჯობს ჯერ გავჩუმდე, დაველოდო ვაჩეს ქმედებას და მგონი კიდევ უფრო ჩამოვყალიბდები მეც და მოგახსენებთ ჩემს აზრს. მაგრამ აი, რაღაცნაურად მაინც მიჩნდება ვაჩეზე არასერიოზული ბიჭის შთაბეჭდილება, ყველანაირი კუთხით. თითქოს ასე რომ ვფიქრობ, ტირანი უფრო სერიოზული იყო, ყველაფერს იაზრებდა (სავით მაინც). მოკლედ ვერცერთს ვერ ვამსგავსებ მე ტირანს და არც მინდა, ეგოისტურად მინდა ერთადერთი რომ იყოს. ნუ ასეც იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ სანდრო ისეთ პერსონაჟად იქცა (შენი ისტორიებიდან ვინებიც არიან მათ შორის), რომ ინსტინქტურად ცუდსაც მაგას ვადარებთ და კარგსაც, ნუ მე ასე ვარ. საბოლოო ჯამში მომწონს ეს ისტორია და ველი შემდეგს. წარმატებებიი❤❤❤
P.S მართლა მომნატრებია ეს პროცესი :დ

მიხარია რომ დაგვიბრუნდი ❤❤❤❤❤❤❤❤ძალიან მომენატრა შენი შეფასებები ❤❤❤❤❤
მიხარია რომ თორნიკე ამ ეტაპზე დადებით ემოციებს იწვევს, შენ მართალი ხარ, თორნიკე არაა გეგას შვილი, მათ საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ვისი შვილია და რა მოხდა წარსულში ამას შემდეგ თავში დეტალურად ავღწერ. გიორგი/ვაჩეს რაც შეეხება ერთნაირი ცანცარები არიან, ვაჩე კიდევ უარესია და სოფის მათთან ურთიერთობა ძალიან გაუჭირდება, რადგან თორნიკემ მათთან შედარებით უფრო სერიოზულია.
ნელ-ნელა ურთიერთობებიბჩაიხლართება და ყვეკაფერი აირევა

№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
სტუმარი თიკო
გამარჯობათ, გამარჯობათ. მომენატრეთ, განსაკუთრებით ნენე, ელენე, ელა და რაღა თქმა უნდა ნეაკო, შენ!❤ ეს ერთი თუ ორი კვირა (არ მხსოვს ზუსტად) ვერ შემოვედი და ვერ წავიკითხე ეს ისტორია, ოთხი თავი მქომდა წაკითხული და დღეს ბოლო ორიც წავიკითხე და რომ გადავხედე მეხუთე თუ მეოთხე თავის კომენტარებს და ნენეს კომენტარში ჩემი სახელი რომ წავიკითხე, გული ამიფანცქალდა, აი, უცნაურად გამეხარდა❤ ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი რომ პასუხი გამეცა. მოკლედ ზუსტად აღარ მახსოვს ჩემი კომენტარი რაც დაგიწერე წინა რომელიღაც თავში, მაგრამ ადვილი მისახვედრი იქნებოდა ალბათ, რასაც ვფიქრობდი. თავიდანვე, პირველივე თავიდან არ მეგონა თორნიკე ქეთის და ირაკლის შვილი. თან ამ ტყუპისცალს რომ ახსენებენ, მგონია რომ ქეთის შვილი კი არა, დისშვილია. გეგა მეგონა თორნიკეს მამა მაგრამ ისე წყნარად უთხრა ყველაფერს ვეტყვიო თუ რაღაც მსგავსი, გადავიფიქრე. აი, მართლა ძალიან მომწონს თორნიკე. ისეთია რომ არც მაღიზიანებს და არც ვგიჟდები, სტაბილურად, სადღაც შუაში, მაგრამ მომწონს. არც ჰბოჭავს მარიანას, არც ამ სიყვარულზე იწყებს საუბარს თავიდანვე, დისტანციურად და ამავდროულად ახლოსაა მარიანასთან და ძალიან მომწონს, იძულებით რომ არაფერს აკეთებინებს, თუნდაც ის მომეწონა, რომ გეწერა ,,ამჯერადაც არჩევანის თავისუფლება მისცა გოგონას". ქეთი და ირაკლიც მომწონს მაგრამ რაღაც მაკლია მაგათ მხრივ. უფრო რაღაცას ველი, აი, უფრო ისეთს :დ მეტს და ბომბას! მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეგ წყვილი თავს მაბეზრებს. მოკლედ მომწონს რაა. უი, კიდევ, თავიდან ვერ გავიგე სოფი გიორგის მოეწონა თუ ვაჩეს, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ვაჩესგან უნდა ველოდოთ რაღაც სიგიჟე-სისულელეებს. რაღაც ძაან ტოქსიკური და ისეთი მგონია ეგ ბიჭი. და ჩვენი ძვირფასი ტირანი რომ ახსენეთ, უფრო ვაჩე გავიფიქრე მაგ დროს, მაგრამ ვაჩე სულელია, ასე მგონია. რაღაც დაუფიქრებელი და ცეტი. სანდროს კი ასე თუ ისე, ყოველი ნაბიჯი გააზრებული ჰქონდა. ეს შეიძლება გაუკვირდეს ზოგს, ვინც ტირანს იცნობს, მაგრამ ვერ ვყალიბდები ჯერ ამ პერსონაჟზე. გომებაში რომ გამივლის ამ ორზე რაღაც ფიქრი, ვიცი მაგ დროს ყველაფეტი, ანუ რატომ ვერ ვაიგივებ ერთმანეთთან და თან - კი. ამიტომ სჯობს ჯერ გავჩუმდე, დაველოდო ვაჩეს ქმედებას და მგონი კიდევ უფრო ჩამოვყალიბდები მეც და მოგახსენებთ ჩემს აზრს. მაგრამ აი, რაღაცნაურად მაინც მიჩნდება ვაჩეზე არასერიოზული ბიჭის შთაბეჭდილება, ყველანაირი კუთხით. თითქოს ასე რომ ვფიქრობ, ტირანი უფრო სერიოზული იყო, ყველაფერს იაზრებდა (სავით მაინც). მოკლედ ვერცერთს ვერ ვამსგავსებ მე ტირანს და არც მინდა, ეგოისტურად მინდა ერთადერთი რომ იყოს. ნუ ასეც იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ სანდრო ისეთ პერსონაჟად იქცა (შენი ისტორიებიდან ვინებიც არიან მათ შორის), რომ ინსტინქტურად ცუდსაც მაგას ვადარებთ და კარგსაც, ნუ მე ასე ვარ. საბოლოო ჯამში მომწონს ეს ისტორია და ველი შემდეგს. წარმატებებიი❤❤❤
P.S მართლა მომნატრებია ეს პროცესი :დ

ჩვენც ძალიან მოგვენატრე heart_eyes
ერთი პატარა დეტალი უნდა აღვნიშნო smile წინა თავში მინდოდა დამეწერა, სანდრო სერიოზული და ჩამოყალიბებული კაცი იყო-მეთქი, ხოდა მერე ვიფიქრე, არ დამცინონ, რაის ჩამოყალიბებული-მეთქი და შევცვალე სიტყვა "ჭკვიანით". ახლა რომ ვუკვირდები მიუხედავად ყველაფრისა, სხვებზეც ასეთი შთაბეჭდილება მოუხდენია. smiley რანაირად არ ვიცი, მაგრამ მასზე რომ ვფიქრობ, უბედურ ბავშვობაზე ჩაციკლული და გაბოროტებული ადამიანი კი არ მახსენდება, არამედ ძლიერი, მებრძოლი, ჩამოყალიბებული, ზრდასრული კაცი. blush

ძალიან, ძალიან მიხარია რომ სანდრო აქტუალურობას არ კარგავს და ასე ძალიან გიყვარს ❤❤❤❤❤❤

nene gelovani

გამიხარდა, რომ დაბრუნდი heart_eyes heart_eyes
ვაიმე, ასე მეგონა ჩემზე წერდით. მეც ზუსტად ეგრე ვარჩევ ხოლმე სანდროს დახასიათების დროს სიტყვებს, რო არაადეკვატურად არ ვაქო და ვადიდო laughing
მოკლედ, ზუსტად ვიცი რა, სანდროსნაირი ვეღარ შეიქმნება. მაქსიმუმ სხვა შეგვიყავრდეს სანდროს მსგავსად, მაგრამ ის პერსონაჟი მაინც სხვა ჟანრში იქნება. smile

სანდროს მსგავსი ალბათ მართლა აღარ იქნება არცერთი, ეს ძალიან რთულია, მაგრამ თუ რომელიმე გმირი სიპათიას დაიმსახურებს ჩემთვის ესეც დიდი ბედნიერება იქნება ❤❤❤❤❤

№10  offline აქტიური მკითხველი terooo

Გირჩევ, მოქმედებები და სიუჟეტები გამოყო გააცანცალკევო მაგალითად როგორც თავი. Ან ეამდენიმე ხაზი გამოტოვო. Უფრო მარტივი წასაკითხი და აღსაქმელი იქნება

№11  offline მოდერი ნეაკო

terooo
Გირჩევ, მოქმედებები და სიუჟეტები გამოყო გააცანცალკევო მაგალითად როგორც თავი. Ან ეამდენიმე ხაზი გამოტოვო. Უფრო მარტივი წასაკითხი და აღსაქმელი იქნება

ვეცდები გავითვალისწინო, მადლობა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent