შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 5 თავი

9-08-2021, 16:08
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 300

მარიანამ რა თქმა უნდა მაშინვე იცნო თორნიკეს მანქანა და მკვლელი მზერა ესროლა მომღიმარ ბიჭს, რომელიც წამით თვალს არ აშორებდა მის ალეწილ სახეს
-ეს ის ტიპია ვინც გუშინ დაგეჯახა?-ინტერესით ჰკითხა სოფიმ დას და საჭესთან მჯდომი, უცნაური მზერით შეათვალიერა, მარიანამ არაფერი უპასუხა დას, მხოლოდ ეუმჩნევლად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად და როცა აზრზე მოსვლა შეძლო მაშინვე ხელკავი გამოსდო
-მოდი რა წავიდეთ აქედან-შეეხვეწა სოფის აღელვებული, დებმა მანქანისთავის გვერდის აქცევა გადაწყვიტეს, მაგრამ სწორედ ამ დროს გადალაგდნენ ნასვამი ბიჭები მანქანიდან და ფაქტიურად შუაში მოიმწვდიეს, ეს იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მიხდა რომ გოგონები საშინლად დაიბნენ და დაიძაბნენ
-სოფი და მარიანა ხომ?-საუბრის დაწყება გიორგიმ გადაწყვიტა
-ჩვენი სახელები საიდან იცი?-გაბრაზებული სახით მიაჩერდა სოფი მას
-რა მნიშვნელობა აქვს?-გაეღიმა გიორგის
-პრინციპში არანაირი-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-თქვენი უკეთ გაცნობის შანსი როგორც ვხვდები არ გვაქვს ხო?-ცინიკური ტონით ჰკითხა გიორგიმ და თორნიკეს გახედა რომელიც წამით თავლს არ აშორებდა თავდარილ მარიანას, იმის მიუხედავად რომ დები საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს და ფაქტიურად წარმოუდგნელი იყო მათი ერთმნეთისგან გარჩევა უცხო თვალისთვის, თორნიკე რაღაცნაირად მაინც გრძნობდა მარიანას.
-რა თქმა უნდა არა!-გაბრაზდა სოფი
-რა მკაცრი ხარ-ჩაერია ვაჩე საუბარში და ძლივს შეკავებული ღიმილით განაგრძო -მაგრამ უნდა ვაღიარო რომ გიხდება კიდეც ეგ სიმკაცრე
-მართლა?-შეიცხადა დამცინავად სოფიმ
-ძაან-დაეთანხმა ვაჩე, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია სოფის ალეწილი სახისთვის-შენ...-დაიწყო კარგა ხნის სიჩუმის მერე- უეჭველი სოფიკო ხარ ხო?- უეცარი ტონით უთხრა და თავხდური მზერით აათვალიერა
-საკმარისია გართობა!-ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა მარიანამ, დას ხელი ჩაკიდა და მიტრიალდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გაისმა თორნიკეს ცივი ხმა
-მარიანა-გოგონები ადგილზე გაშეშდნენ, იმდენად იმოქმედა მათზე მისმა ტონმა, როცა აზრზე მოსვლა შეძლო მარიანამ მისკენ შეტრიალდა გაოცებული სახით და მზერა გაუსწორა -მე... უბრალოდ... მაინტერესებს, როგორ ხარ
-უკეთ ვარ, მადლობა-ცივად უთხრა გოგონამ და დასთან ერთად სწრაფად დატოვა იქაურობა.
-ამის დედაც-გაურკვეველი მისამართით შეიგინა თორნიკემ და მანქანაში ძალიან გაბრაზებული ჩაჯდა
-რა გჭირს შე ჩე.ა?-შეიცხადა ვაჩემ
-რა ს.რობები ელაპარაკეთ-ავარდა თორნიკე
-ისეთი არაფერი გვითქვამს-გაეცინა გიორგის
-არ უნდა გაგეშვა რა ასე მალე -დანანებით უთხრა ვაჩემ და თითქმის ბოლომდე ჩაცლილი ვისკის ბოთლი მოიყუდა
-შენ შ.გ ხო არ გაქ?-აყვირდა თორნიკე
-რა გჭირს შე ჩ.მა-შეიცხადა გიორგიმ-ძალით ხომ არ გავაჩერებდით?
-შენ მეტი აღარ დალიო, ძაან ყ..ბებს ლააპრაკობ უკვე-გაცეცხლებულმა თორნიკემ მანქანა დაქოქა და გიჟივით გააქანა.
ირაკლი მომღიმარი სახით მიაჩერდა ცოლს
-მიდი ჩაიცვი და მცხეთაში წავიდეთ
-მართლა?-აღფრთოვანდა ქეთი
-ოღონდ შენ დაელაპარაკე მაგ სირ...
-ირაკლიიი-ნაწყენი ტონით უთხრა ქალმა
-კარგი კარგი-გაეცინა ირაკლის ქეთის ბუტიაობაზე-ოღინდ მე მაგასთან ლაპარაკის თავი არ მაქვს და შენ დაელაპარაკე
-ჰო მაგრამ რომ არ მომისმინოს?-დაიძაბა ქეთი
-მოგისმენს, ხომ იცი როგორ ძალიან უყვარხარ
-ქრისტინეს შესახებ მკითხავს ისევ ხომ იცი- ცრემელები მოეძალა ქალს
-ვიცი-უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა კაცმა
-არ შემიძლია მისთვის რამის თქმა, მეშინია, ძალიან მეშინია-ატირდა ქეთი- ვიცი დავკარგავ, სამუდამოდ დავკარგავ, არასდროს მაპატიებს
-ნუ გეშინია-ჩაეხუტა ირაკლი ცოლს -ახლა სახლში დაბრუნებაზე დაელაპარაკე მხოლოდ, სთხოვე რომ დრო მოგცეს და ქრისტინაზე მოგვიანებით დაგელაპარაკოს, მანამდე კარგად გავიზროთ რა და როგორ ვუთხრათ რომ სიმრთლის გააგებით გული ნაკლებად ეტკინოს
-არა! სიმართლეს ვერ ვეტყვი, ვერასდროს ვეტყვი
-არ გეუბნები რომ სრული სიმართლე უთხრა, უბრალოდ ქრისტინას შესახებ მოუყევი ისე რომ ეჭვები მარტივად გაეფანტოს და ახსნადი იყოს ჩვენი 26 წლიანი დუმილის მიზეზი
-კარგი, როგორმე მოვერევი თავს და ვეცდები მოვუყვე-ახედა საცოდავი თვალებით ქეთიმ ქმარს
-მიდი ახლა მოემზადე და წავიდეთ, სანამ გადავიფიქრე-სახეზე მოეფერა ირაკლი ცოლს და ცხვირზე აკოცა.
ქეთის ლოდინით დაღლილი ირაკლი აივანზე გავიდა და რამდენიმე ღერი სიგარეტი ერთმანეთის მიყოლებით მოწია, როცა ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა მისწვდა მის დაძაბულ სმენას ძალიან გაღიზიანებული შევიდა სახლში და გამიმწვევი მზერით აათვალიერა ცოლის უზადო სხეული, რომელსაც ტანზე მომდგარი შავი მოკლე კაბა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა
-რა საშინლად ლამაზი ხარ-უცნაური ღიმილით უთხრა ირაკლიმ ცოლს და ნელა მიუახლოვდა
-წავიდეთ-გვერდზე ნაბიჯი წადგა აღელვებულმა ქეთიმ, მაგრამ ირაკლიმ მაშინვე წელზე შემოაჭდო ძლიერი ხელები და სხეულზე მიიკრო -ირაკლიიი- საყვედურით უთხრა ქალმა
-რააა?-წარბაწეულმა კაცმა ეშმაკურად გაუღიმა ცოლს
-ასე ნუ იქცევი
-მაინც როგორ?
-როგორ და ასე!-გაუბრაზდა ქეთი ქმარს და როცა მისი ვნებიანი ტუჩების შეხება იგრძნო ყელზე ინსტიქტურად თვალები დახუჭა, ირაკლის ეშმაკურად გაეღიმა და ცხვირის წვერი ყელზე გაუხახუნა
-ქეთი ხომ იცი რომ ჩემს ნერვულ სისტემაზე ცუდად მოქმედებ ხოლმე? მითუმეტეს ასეთ ფორმაში-დაუჩურჩულა ცოლს ზედ ტუჩებთან და სანამ ქეთი რამეს ეტყოდა ტუჩებზე დააცხრა, თან უკუ სვლით საძინებლისკენ წაიყვანა
-ირაკლი გეყოფა-გაეცინა ქეთის როცა როგორც იქნა ქმრის ვნებიან ტუჩებს თავი დააღწია
-არა არ მეყოფა-ირაკლიმ უფრო მეტად მიიკრო ცოლი სხეულზე და მასთან ერთად გადაეშვა საწოლზე
-ნუ სულელობ-წინააღმდეგობა გაუწია ქეთიმ
-ახლა შენზე უარის თქმა უბრალოდ არ შემიძლია-ზემოდან დააცქერდა სურვილისგან ანთებული თვალებით კაცი ცოლს
-ირაკლიიი-ქეთიმ მკერდზე მიაბჯინა ხელები-წავიდეთ რა
-გთხოვ უარი არ მითხრა-ირაკლიმ ცივი მთრთოლარე თითები ცოლის თლილ თითებში ახლართა და თავს ზემოთ დაუჭირა
-იცი რომ არანორმალური ხარ?-ისეთი სერიოზული ტონით ჰკითხა ქეთიმ რომ ირაკლის გიჟივით გაეცინა
-ჰო ვარ -უპრობლემოდ დაეთანხმა ცოლს და ზემოდან დააცქერდა მომღიმარი სახით-მაგრამ უნდა აღიარო რომ შენც ხელს მიწყობ გაგიჟებაში
-რაა?-წამოენთო ქეთი
-ისეთი ლამაზი ხარ... თან ამ კაბაში რომ თავზე კონტროლს მაკარგვინებ
-გიჟი ხარ!- აკისკისდა ქეთი და ქმრის ვნებიან კოცნას იგივე სიგიჟით რომ უპასუხა, ირაკლიმ საბოლოოდ დაკარგა თავი.
გიორგის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ეზოს კარი გააღო და ხელში ირაკლი და ქეთი შერჩა
-ცუდ დროს ხომ არ მოვედით?-წარბის აწევით ჰკითხა ირაკლიმ და ცოლთან ერთად დაუპატიჟებლად შევიდა შიგნით
-არა რას ამბობთ ირაკლი ბიძია-გაუღიმა გიორგიმ და სახლში შეიყვანა
-თორნიკე სადაა? როგორაა?-უცნაურად დაძაბული მზერა მოავლო ქეთიმ არეულ სახლს
-გასულია
-სად?
-საქმეზე-უხერხულად გაუღიმა გიორგიმ ქალს
-საქმეზე?-ზიზღით გაიმეორა ქეთიმ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა
-დაურეკე უთხარი მოვიდეს-წყობრიდან გამოვიდა ირაკლი და მკვლელი მზერა ესროლა გიორგის
-რა აზრი აქვს რომ მოვიდეს? -ატირდა ქეთი -რა აზრი აქვს? ტვინარეული იქნება-იყვირა ბოლო ხმაზე და გიჟივით ჩაირბინა კიბეები
-ქეთი-უკან გაეკიდა ირაკლი აკანკალებულ ცოლს ქუჩაში გასულ მაჯაში წაავლო ხელი თავისკენ შეატრიალა და თვალებში ჩააცქერდა- დაველაპარაკები -უთხრა აღელებული ხმით
-რა აზრი აქვს?-ცხელი ცრემლები გადმოიცურდა მთელი სხულით მოცახცახე ქალს გაფითრებულ სახეზე -მისთვის უკვე დიდი ხანია სულ ერთია ყველაფერი!!!
-შეიცვლება-დარწმუნებუთ უთხრა ირაკლიმ ცოლს
-არა არ შეიცვლება! არ შეიცვლება! არაფერი შეიცვლება, ის ასეთია, ასეთი-აყვირდა მიულოდნელად ქეთი- ვერ ხვდება რომ ცხოვრებას იწამლავს, ვერ ვხდება რომ ცხოვრებას ინგრევს და ჩვენც გვანადგურებს
-დამშვიდდი-ირაკლიმ გულში ჩაიკრა ატირებული ცოლი და თავზე აკოცა
-იცოდი ვიცოდი რომ ასე იქნებოდა-ამოილუღლუღა ხელახლა ატირებულმა ქეთიმ და ცრემლიანი თვალებით ახედა ქმარს
-თავს დაანებებს, გპირდები-ცოლის გაფითრებული სახე ხელებშორის მოიქცია ირაკლიმ და ამღვრეული ცისფერი სფეროებით ჩააცქერდა ტირილისგან დასიებულ თვალებში.
მარიანა ძალიან ღელევდა მანანაზე რადგან გამუდმებით მაღალი წნევები ჰქონდა
-ბე გთხოვ ექომთან წამოგვყევი რა -შეეხვეწა სოფი
-ისეთი არაფერია ბებოს სიხარულებო-გაუღიმა მანანამ აღელვებულ გოგონებს
-როგორ არ არის?-შეიცხადა მარიანამ-ის წამლები უკვე ვეღარ მოქმედებს, ეტყობა მიეჩვია შენი ორგანიზმი, სხვებს დაგიწერს ექიმი და პრობლემაც მარტივად მოგბარდება დარწმუნებული ვარ
-საგანგაშო არაფერია, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი წნევა მაქვს-გაეღიმა მანანას -თავს ძალიან ცუდად არ ვგრძნიბ
-ბებოოო!-გაუბრაზდა სოფი
-პენსიას რომ ავიღებ გპირდებით ექიმთან წავალ
-პენსიას ათ დღეში აიღებ-შეიცხადა მარიანამ-მანამდე ასე უნდა ვიჯდეთ და ვუყუროთ შენს ტანჯვას?
-ნუ აზვიადებთ ბავშვებო
-დედას ვეტყვი-გაბრაზდა სოფი
-არაფერი უთხრთ ბავშვებო-გაბრაზდა მანანა-ისედაც ცუდადაა ჩემი საწყალი გოგო, ამხელა გზაზე წავიდა, რამდენ რამეს განიცდის ისედაც და ახლა ჩემს წნევაზე ნერვიულობაღა აკლია
-აუ რა ბებო-აბუზღუნდა სოფი
-მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს კარგად ვარ-გაუღიმა მანანამ გოგონებს და სავარძელში უღონოდ ჩაეშვა
-არ მომწონს ბებოს სახე-ჩასჩურჩულა სოფიმ დას- მოდი იცი როგორ მოვიქცეთ? დღეს შენ წადი ინგლისურზე, მე სახლში დავრჩები მასთან, მისი მარტო დატოვების მეშინია, ცუდად გამოიყურება და მერე შენ მე ამიხსნი რა...
-შენ წადი, შენ უფრო გიჭირს ხოლმე
-არა რაა შენ-შეეხვეწა სოფი-შენ უფრო კარგად გაიგებ და ამიხსნი მერე
-ჰო კარგი თუ რამე დამირეკე-გააფრთხილა მარიანამ და და წავიდა.
ათი ხდებოდა როცა დაღლილ დაქანცული მარიანა როგორც იქნა გამოუშვა მასწავლებელმა, ისე იყო გაბრუებული ორსაათიანი მეცადინეობის გამო რომ ძლივს მიდიოდა სახლისკენ. შორიდან შენიშნა სასწრაფოს მანქანა და გული უსიამოდ შეეკუმშა, სიბნელის გამო ვერ გაარჩია ზუსტად სად იყო გაჩერებული, ამიტომ ფეხს აუჩქარა, მაგრამ სანამ მიუახლოვდებოდა კარი დაკეტეს და გააქანეს, მისი სახლის კართან შეგროვილი მეზობლების ხმაურმა მიახვედრა რომ საქმე ცუდად იყო და შეშინებული რამდენიმე წამს ადგილზე გაშეშდა, თუმცა როცა ძალა მოიკრიბა გიჟივით მიიირბინა მათთან
-მარიანა როგორც იქნა -შეეფეთა ერთერთი მეზობელი
-რა მოხდა ბებო გახდა ცუდად?-ცრემლები მოეძალა გოგონას
-არ შეგეშინდეს კარგად იქნება, გონზე იყო-გაუღიმა ერთ-ერთმა
-ჰო კარგად იქნება-აყაყანდნენ შეკრებილი ცნობის მოყვარეები.
მანქანით მიმავალმა თორნიკემ შორიდანვე შენიშნა მარიანას ქუჩიდან მომავალი სასწრაფო და მისი სახლის წინ შეკრებილი შეკრებილი ხალხი, ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე შეუხვია და მანქანა მაშინვე გააჩერა

№1 სტუმარი ელა1

კარგი იყო ნეაკო როგორც ყოველთვის.ეხლა დავიწყებ შეფასებას მე ვფიქრობ რო ქეთი ძალიან არის გაზიანებულო და ეს არაფერს კარგს მოუტანს არც თორნიკესთან და არც ირაკლისკენ.იცი ასე მგონია რო თორნიკე ან სასმელს არის მიჯაჯვული ან და ნარკოტიკებს იღებს ხანდახან სხვა ახსნა არ მაქვს ირაკლის სიტყვაზე თავს დაანებევს თუ ის იფულისხმა რო დაანევებს წარსულში ქექვას.იცი რა ქეთი რო კარგი დედა ყოფილიკო ეს არ მოხდებოდა თორბიკე ასეთი არ გახდებოდა ანუ თავის თავში ჩაკეთილი და გულ ნატკები.მარიანას რაც შეეხება ძალიან კარგი გოგო ხაბს თავისი პრინციპებით და ამავდროულად ოცნებებით სავსე.უნდა იყოს წარმატებული სტუდწნტი და დედიკოს გული გაუხაროს და იმედები არ გაუცრუოს ამდრეულად ოცნებობს ისეთ ბიჭზე და სიყვარულზე რომელიც გულწრფელი უქნება აი ეს არის ჩემი მოსაზრება ბოდიში თუ არ ვარ სწორი.

№2 სტუმარი სტუმარი ელენე

ირაკლი და ქეთი რამდენი წლისები არიან?

თორნიკე სავარაუდოდ სანდროსავითაა. სვამს და აქა-იქ "რაღაც აბებსაც ყლაპავს"(როგორც შენ გეწერა ხოლმე). არ ვიცი სწორი ვარ თუ არა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თორნიკე ქეთის ნამდვილი შვილი არაა. ირაკლიზე აღარ მახსოვს გარკვევით გეწერა თუ არა, მაგრამ აშკარად არც ისაა თორნიკეს მამა (თუ ეს ისედაც გეწერა, ბოდიში ჩემი უყურადღებობისთვის :დ).
რაც შეეხება მარიანას და თორნიკეს, ვწუხვარ, რომ სულ სანდროს და ნათიას ვადარებ ყველა წვილს, მაგრამ ეგაა ჩემი თამასა და რა ვქნა... ამ ეტაპზე არც ერთის ხასიათი არ ჩანს. ვისურვებდი, რომ თორნიკე სანდროსავით სერიოზული და ჭკვიანი კაცი იყოს. დანარჩენს მოევლება ეტაპობრივად.
მომდევნო თავიდან ალბათ გაიხსნება კარტები, დროა უკვე blush

№3 სტუმარი სტუმარი კირა

კარგია მაგრამ პატარა თავებია????

№4 სტუმარი ელა1

nene gelovani
თორნიკეში ელენეს მსგავსად მეც ვეძებ ხოლმე სანდროს თვისებებს. ცანცარა პატარა ბიჭის ხასიათს არ ამჟღავნებს და იმედია არც გამოამჟღავნებს. ამ ეტაპზე რაც ხდება ყველფერი მომწონს. ირაკლის და ქეთის ურთიერთობა, თორნიკეს იდუმალი ბიოგრაფია, ქეთის წარსულის საიდუმლო და ა.შ. მარიანას ხასიათი საერთოდ არ ჩანს. კი თქვეს ბიჭებმა რაღაცეები ერთმანეთთან, მაგრამ ნუ ჯერჯერობით მაინც ზუსტად ვერ ვხვდები, როგორი კატეგორიის გოგოა.

პ.ს. თიკო სადაა ნეტა? მაკლია მისი მოსაზრებები blush
პ.ს.ს. პმ გადაამოწმე, როცა შეძლებ. რაღაც შეკითხვა მქონდა და თან ხელთ პატარა სიურპრიზ-ვიდეოც გამოვაყოლე smile

ნებე მე ესეთი შტაბეჯდილება დამჩა რომ მარიანა არის საყვარელი გოგო რომელსაც უყვარს თავისი ოჯახი სიგიჯემდე და უფრთხილდება მათ და ზრუნავს მატზე და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რო ისინი კარგად იყვნენ,არ ვიცი ეს ჩემით ვარაუდია და ეს არის თუ არა გვეტყვის ნეაკო.რაც შეეხება თორნიკეს და მარიანას მგონია რო მეორე სანდრო და ნათია იქნებიან ერთდროულად ერთმანეტზე შეყვარებულევი და ამაცე დროს ამაყები .❤❤

№5 სტუმარი ელა1

nene gelovani
ელა1

კი, თავისთავად, უყვარს თავისი ოჯახი და ზრუნავს მათზე. უბრალოდ ნათია ზრდასრული ქალი იყო და ძალიან საინტერესო იყო მასზე კითხვა. მე უკვე 25 წლის ვარ და ალბათ ამის გამო უფრო მსიამოვნებს შედარებით დიდი ასაკის ხალხზე ისტორიის კითხვა, ვიდრე სკოლის ასაკისებზე. სკოლის ბავშვების სასიყვარულო რომანები არასერიოზულად გამოიყურება აწ უკვე ჩემთვის :დ
თუმცა მარიანას ასაკი ზუსტად არ ვიცი. იმედია დიდია. ან შეიძლება დასაწყისში სანამ გაცნობის აღწერა მიდის მანამდე იყოს პატარა და მერე რამდენიმე წელს გადაახტეს ნეაკო და უკვე გაზრდილ მარიანაზე და თორნიკეზე დაწეროს.

ნუ რაც არ უნდა იყოს, მაინც წავიკითხავ. ეს ისტორია მართლა გულწრფელად მაინტერესებს ❤❤

მარიანა და სოფო 18წლისები არიან და უნევწრსიტეტში აბარებენ თი სწორედ მახსოვს.მე 35წის ვარ ნენე მაგრამ ჰველანაური ასაკის სიყვარუმის ისტორიას ვკითხულობ თუ დამაინტერესა❤❤

№6 სტუმარი ელა1

მაპატიეთ შეცდომებისთვის კლავუატურა გამიჭედა.ისე თორნიკე ასაკი არ უწერია ნეაკოს თუ არ ცვდები 26წლის უქნე დაახლოებით

№7 სტუმარი სტუმარი ელენე

35+ წყვილები მეც ძალიან მომწონს ნეაკოსთან.
ისე ზოგადად, შეყვარებულობის პერიოდზე მეტად ნეაკოს, თანაცხოვრების აღწერა გამოსდის. ცოლ-ქმრულ ცხოვრებას ისე რეალურად აღწერს, რომ პერსონაჟები არიან თუ ნამდვილი ადამიანები ვერ გაიგებ. :დ

№8 სტუმარი ელა1

გეთანხმებით ყვაფერში როცა ნეაკის უსტორიებს ვკითხულობ სულ სხვანაირად აღითქვამმ ყველაფერს გა თითეულ პერსონაჟის ისტორია მასთან ერთად განიცდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რო ჩვენ მკითხველებმა შევიყვაროდ ისინი უსეთები როგორიც არიან თავიანთი ნაკლებით

№9 სტუმარი სტუმარი nazi

საყვარლობა ისტორია მომწონს გელი ❤❤❤❤❤❤❤❤❤

№10  offline მოდერი ნეაკო

ელა1
კარგი იყო ნეაკო როგორც ყოველთვის.ეხლა დავიწყებ შეფასებას მე ვფიქრობ რო ქეთი ძალიან არის გაზიანებულო და ეს არაფერს კარგს მოუტანს არც თორნიკესთან და არც ირაკლისკენ.იცი ასე მგონია რო თორნიკე ან სასმელს არის მიჯაჯვული ან და ნარკოტიკებს იღებს ხანდახან სხვა ახსნა არ მაქვს ირაკლის სიტყვაზე თავს დაანებევს თუ ის იფულისხმა რო დაანევებს წარსულში ქექვას.იცი რა ქეთი რო კარგი დედა ყოფილიკო ეს არ მოხდებოდა თორბიკე ასეთი არ გახდებოდა ანუ თავის თავში ჩაკეთილი და გულ ნატკები.მარიანას რაც შეეხება ძალიან კარგი გოგო ხაბს თავისი პრინციპებით და ამავდროულად ოცნებებით სავსე.უნდა იყოს წარმატებული სტუდწნტი და დედიკოს გული გაუხაროს და იმედები არ გაუცრუოს ამდრეულად ოცნებობს ისეთ ბიჭზე და სიყვარულზე რომელიც გულწრფელი უქნება აი ეს არის ჩემი მოსაზრება ბოდიში თუ არ ვარ სწორი.

ელა სწორად აღნიშნე, თორნიკე წამლებს იღებს და ეს ქეთის აგიჟებს, მაგრამ ქეთი ცუდი დედა არაა, ისტორიის მსვლელობისას გამოჩნდება რატომაა თორნუკეზე ასე ძალიან მიჯაჭვული და რატომ აქქვთ მას და თორნიკეს პრობლემები, და კიდევ ირაკლის გაღიზიანების მიზეზზი რატომაა გეგა.

სტუმარი ელენე
ირაკლი და ქეთი რამდენი წლისები არიან?

თორნიკე სავარაუდოდ სანდროსავითაა. სვამს და აქა-იქ "რაღაც აბებსაც ყლაპავს"(როგორც შენ გეწერა ხოლმე). არ ვიცი სწორი ვარ თუ არა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თორნიკე ქეთის ნამდვილი შვილი არაა. ირაკლიზე აღარ მახსოვს გარკვევით გეწერა თუ არა, მაგრამ აშკარად არც ისაა თორნიკეს მამა (თუ ეს ისედაც გეწერა, ბოდიში ჩემი უყურადღებობისთვის :დ).
რაც შეეხება მარიანას და თორნიკეს, ვწუხვარ, რომ სულ სანდროს და ნათიას ვადარებ ყველა წვილს, მაგრამ ეგაა ჩემი თამასა და რა ვქნა... ამ ეტაპზე არც ერთის ხასიათი არ ჩანს. ვისურვებდი, რომ თორნიკე სანდროსავით სერიოზული და ჭკვიანი კაცი იყოს. დანარჩენს მოევლება ეტაპობრივად.
მომდევნო თავიდან ალბათ გაიხსნება კარტები, დროა უკვე blush

თორნუკე ქეთის შვილი არაა, არც ირაკლისი( მაგრამ ირაკლიზე არაფერი მეწერა) და სწორად აღნიშნე.
თორნიკეს მიდრეკილებას წამლებზე კი მოევლება მაგრამ გვიან და მტკივნეულად.
სანდრო/ნათიას წყვილთან შედარებაზე არ ვიცი რა გითხრა, არ მგონია ეს ორი გადარეული ჰგავდნენ მათ, თუმცა ძალიან ვეცდებინ რომ ის რაღაც განსაკუთრებული ხიბლი ამ წყვილსაც შევძინო რაც მათ ჰქონდათ.
ქეთი ირაკლის ასაკს ისტორიაში დავაკონკრეტებ ისე ქეთი 43 წლის, ირაკლი 45

nene gelovani
თორნიკეში ელენეს მსგავსად მეც ვეძებ ხოლმე სანდროს თვისებებს. ცანცარა პატარა ბიჭის ხასიათს არ ამჟღავნებს და იმედია არც გამოამჟღავნებს. ამ ეტაპზე რაც ხდება ყველფერი მომწონს. ირაკლის და ქეთის ურთიერთობა, თორნიკეს იდუმალი ბიოგრაფია, ქეთის წარსულის საიდუმლო და ა.შ. მარიანას ხასიათი საერთოდ არ ჩანს. კი თქვეს ბიჭებმა რაღაცეები ერთმანეთთან, მაგრამ ნუ ჯერჯერობით მაინც ზუსტად ვერ ვხვდები, როგორი კატეგორიის გოგოა.

პ.ს. თიკო სადაა ნეტა? მაკლია მისი მოსაზრებები blush
პ.ს.ს. პმ გადაამოწმე, როცა შეძლებ. რაღაც შეკითხვა მქონდა და თან ხელთ პატარა სიურპრიზ-ვიდეოც გამოვაყოლე smile

შესაძლებლობა როგორც კი მექნება ვნახავ მაშინვე პმ შეტყობინებას.
თორნიკე/სანდროს რაც შეეხება, არ ვიცი რამდენად გამოვა ხასიათის მსგავსება, თუმცა ძალიან მინდა რომ ეს მოხდეს და ვნახოთ რა იქნება.
ნელ-ნელა ყველას ხასითს უკეთ წარმოვაჩენ, უბრალოდ დრო არ მავს და ვერ ვწერ მეტს :(

სტუმარი კირა
კარგია მაგრამ პატარა თავებია????

კი ვიცი მაგრამ მეტის წერას ვერ ვახერხებ სამწუხაროდ :(

სტუმარი nazi
საყვარლობა ისტორია მომწონს გელი ❤❤❤❤❤❤❤❤❤

ძალიან მიხარია რომ მოგწონს ❤

№11  offline აქტიური მკითხველი terooo

Უფრო ვრცელი და დავრცობილი თავები მინდა. Თუმცა აქშენ წერ

№12  offline მოდერი ნეაკო

terooo
Უფრო ვრცელი და დავრცობილი თავები მინდა. Თუმცა აქშენ წერ

კი მესმის მაგრამ ბევრი პერსონაჟია და სათანადო დროს ვეღარა ვუთმობ ყველას

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent