შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე... /8/


10-08-2021, 10:12
ავტორი Anittaa
ნანახია 1 637

-დარწმუნებული ხარ, რომ გინდა უკან დაბრუნება?-მეკითხება არადადეგების მიწურულს გიორგი.
-აჰა... მინდა!-მკაცრად დავთენამხე და ფანჯრიდან თბილისის ხედით ტკბობა განვაგრძე.

წვიმდა... ნეტავ განახათ რა ლამაზად წვიმდა. ვუყურებდი წვიმის წვეთებს და თითქოს თოთოეულის მიწაზე დაცემის ხმა მესმოდა. ისეთი ლამაზი დასანახი იყო, დახურული სივრიციდან და სითბოდან, რეალურად კი წვიმა მაშინ უფრო ლამაზია როდესაც ისინი შენს მხრებზე ეცემა. ასე გიჟივით ავდექი, კურთუკი და ბათინკები ჩავიცვი, არც ქოლგა ამიღია, არც საწვიმარი გიჟივით გავვარდი წვიმაში. ხალხი ალბათ ჩემზე რას აღარ ფიქრობდა, სირბილით და ათასი ნივთით ხელში გარბოდნენ, ზოგს თავზე ჩანთა მოეფარებინა, ზოგს ქურთუკის კაპიუშონი, მე კი ლაღად დავდიოდი, ნაბიჯის აუჩქარებლად. მართლაც ახლა უფრო ლამაზად მეჩვენებოდა ეს სანახაობა, როგორ მისველებდა წვიმა ქურთუკს, თმას, სულს... ჩემს სულს წვიმა მაინც თუ გაწმენდდა. იქნებ ყველა მოგონებაც წაეშალა ჩემი მეხსიერებიდან. გიორგი ამბობდა ხოლმე "ყველაფერს ამოშლი გულიდან, მაგრამ ვერაფერს გონებიდან". მართალიც იყო, არ არსებობდა 2 აზრი როდესაც მასთან ვლაპარაკობდი, ყოველთვის იმდენად დაკვირვებით და სწორად საუბრობდა, ყოველთვის იმდენად თბილი და გულწრფელი იყო საუბრისას, შეუძლებელი იყო, მისი მსგავსი ადამიანი რეალურ სამყაროში ბევრი გენახათ. უკვე 2 კვირა გავიდა და თორნიკეს ლანდიც არ ყოფილა ჩემ გარშემო, თითქოს იმ დღის შემდეგ, როდესაც ზურგი ვაქციე, გაქრა... აი ასე უბრალოდ გაქრა, არც მესიჯი მოუწერია, არც დაურეკავს. ვერ გეტყვით, რომ არ მინდოდა მისი ნახვა, ასე საკუთარ თავს მოვატყუებ, მინდოდა, მერედა როგორ მინდოდა რომ ერთი მესიჯი მაინც მოეწერა, ერთი არაფრისმთქმელი მესიჯი თუნდაც, ოღონდ მეგრძნო, რომ ვახსოვარ.

წვიმა მოგონებებს ასველებსო... ასე მშვიდად დავდიოდი და თავს ძალას ვატანდი, ყველა მოგონებას გაევლო ჩემს თვალწინ, ოღონდ არცერთს, რომელიც თორნიკესთან იყო, კავშირში მაგრამ ამაოდ... წვიმას ჩემსავით ვერ შეეშინებინა წყვილი, რომელიც ხის ქვეშ გაჩერებული მანქანის საბარგულზე გვერდიგვერდ გადაწოლილიყვნენ და ცას უყურებდნენ. ესეც კი... ეს ორი ადამიანიც კი თორნიკეს მახსენებდა, იმ ღამეს პირვლად, რომ მაკოცა, იმ ღამეს გრძნობებში პირვლად, რომ დამარწმუნა, იმ ღამეს, ტკივილი რომ მომინელა... მაგრამ ვაი მაგ მონელებას, ერთი ტკივილის მონელებით უარესი ტკივილი მომაყენა. მესმის, ძალიან კარგად მესმის იმ საკითხში, რომ ადამიანი უმოწყალოდ სცემა რაღაც მხრივ მართალიც იყო, მსგავს დანაშაულზე წამსწრეს შეიძლებოდა მეც ვერ მომეთმინა, ეს რომ თავიდანვე აეხსნა გავუგებდი... დედის სულს ვფიცავ გავუგებდი, მაგრამ შემდგო რა გააკეთა, მაგივრად იმის რომ ყველაფერი აეხსნა გრძნობებზე თამაში დამიწყო, და ნაცვლად იმისა რომ მხოლოდ ჩემს გულზე ეთამაშა, თავისითაც დაიწყო თამაში. გული ატკინა თავის თავსაც დაუფიქრებლად და გული მატკინა მეც.

ფიქრებში და წვიმაში დამპალი სახლში შებინდებისას, მივედი. ცხელი შხაპი მივიღე და ჯერ კიდევ სველმა და ტანზე პირსახოც შემოკრულმა ყავა გავიკეთე, თბილად ჩავიცვი და ისევ ფანჯარასთან დავჯექი. მაგიდაზე დატოვებული ტელეფონი ჩავრთე და 2 გამოტოვებული ზარი დავინახე ჩემი ულამაზესი დისშვილისგან. აღარ დამიყოვნებია ეკრანს ხელი ისე გავაყოლე და დავრეკე, ზუმერის რამდენიმე ხმის შემდეგ, ტკბილი და მონატრებული გოგოს ხმა გაისმა.
-დეიდა, გინდა გამაგიჟო?-დაიწუწუნა ანამ და წარმოდგენისას წარბები როგორ შეჭმუხნა უნებურად გამეცინა.
-შხაპს ვიღებდი ძვირფასო, არ მესმოდა მაპატიე.
-ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე, ძალიან მჭირდება შენი აზრი მოვისმინო...-ინტერესისგან სხეული დამეჭიმა, ჩემი პესისმიზმის გადამკიდე წამში რაიმე საშინელება გამაფიქრდა.
-დროზე თქვი!
-ჩეემი ფოტოების გამოფენა მინდა გავაკეთო.-აი აქ ოდნავ შვება ვიგრძენი.
-ძალიან მაგარი იდეაა ან, უკვე ყველაფერი დაგეგმე?
-დავგეგმე! ძალიან კარგი ფართიც ვიპოვე გამოსაფენად და ძალიან კარგი ადამიანიც რომელიიც მეხმარება.
-მშვენიერია, როდის აპირებ დაანონსო გამოფენა?
-4 თებერვლისთვის მინდა, რომ იყოს გამოფენა, ანონსზე და სხვა დანარჩენზე ჩემი დამხმარე აპირება ზრუნვას, გამოფენაც მისი იდეა იყო.
-ვინაა ასეთი ეს ადამიანი, რომ დაგარწმუნა შენი ნიჭის მრავალფეროვნებაში და ხალხის გაოგენაბში?
-ძალიან კარგი ბიჭია.
-ბიჭია?-ხმაში გამოწვევა გამერია.
-დეიდა! მსგავსი არაფერი, დაახლოებით შენზე ერთი წლით დიდია და თან ჩემთან ძალიან კარგად დამეგობრდა.
-შენზე 7 წლით დიდ მამაკაცთან, როგორ ურთიერთობ, გინდა ლიკა გადარიო? მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თუ ეს სიყვარულია, მაგრამ აი დედაშენი...-გამეცინა რაზეც ანა ძალიან გაღიზიანდა.
-კარგი რა, ხომ გითხარი ძალიან კარგი უფროსი მეგობარია, ჩემი ფოტოები ნახა ინსტაგრამზე და დამიკავშირდა როგორღაც, ეს ამბავი გამაცნო და შემომთავაზა, კარაგადაც დავმეგობრდით და საერთოდ იმდენად იდეალურია, გიორგი რომ ძალიან არ მომწონდეს შენს გვერდით, ერთმანეთს დაგაახლოებდით.
-ანა! ნუ ხარ მაიმუნი-ახლა მისი სიცილი მე მაღიზიანებდა.

4 თებერვლის საღამოს, საკმაოდ ლამაზად გამოვიყურებოდი, ანამ მთხოვა ლამაზი კაბით მივსულიყავი და რა თქმა უნდა არ ვაწყენინე. გიორგის მოსვლას დაველოდე და გამოფენაზე ერთად წავედით. ანას ბედნიერ სახეზე ამოიკითხებოდა ყველა ემოცია, რაც იმ წამს ებადებოდა, როდესაც შენობაში ამდენ ხალხს ხედავდა. მის მეგობარს საკმაოდ გემოვნებიანად და დახვეწილად მოეწყო ყველაფერი 10დან 10ს ნამდვილად იმსახურებდა, ფერებიც ისე ლამაზად ირეოდა ერთმანეთში, თითოეული ფოტო ისე ერწყმოდა ჩარჩოს ფერს, ნამდვილად იმსახურებდა შექებას. გარემოთი გაოცებული ვიყავი, დაბნეული დავდიოდი აქეთ იქით, შენობის მოწყობითა და ჩემი დისშვილის შემოქმედებით მოხიბლული. ვიცოდი ანა ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფი, რომ იყო თუმცა ის რაც ამ კედლებზეა, აღემატებოდა ჩემს წარმოდგენებს დღევანდელ დღეზე. თოთოეულ ფოტოში იგრძნობოდა ყველანაირი ემოცია, თითქოს გელაპარაკებოდა ჩარჩოს მიღმა ფურცელზე აღბეჭდილი გამოსახულება. უაზროდ გადაღებული არცერთი ფოტო არ იყო, აი ფოთოლს, რომ დადებენ ლამაზად და უკან დაბბურულ ეფექტს ადებენ... არა! ესენი ბევრად მგრძნობიარე გამოსახულებები იყო.

-თქვენს ყურადღებას ვითხოვ!-ამაღლებულ ადგილზე მდგომი ანა დავინახე ჭიქით ხელში, რომელიც ხალხის ყურადღებას  მასზე ჩანგლის კაკუნით ითხოვდა.-მინდა ყველამ მომისმინოთ, დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ეს ყველაფერი, რაც დღეს თქვენ იხილეთ, საკუთარი ხელით მაქვს გადაღებული 2 წლის მანძილზე, ვიღებდი ყველგან ქუჩაში, პარკში, სახლში, მუზეუმში, ზღვაზე, ყველგან სადაც რაღაც ემოციას და გრძნობას ვპოულობდი, თუმცა ჩემს ამგვარ ნიჭს მხოლოდ შინაური საზოგადოება და ჩემი ინსტაგრამის 600 ფოლოვერი ხედავდა.-ანას ხმაში დაძაბულობა იმჩნეოდა, მისი პირველი სიტყვით გამოსვლა იყო ხალხში.-არ წარმომედგინა ერთ დღეს მესიჯი თუ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას, ადამიანი რომელმაც ჩემს ფოტოებში სხვა რამ დაინახა, არა მარტო გამოსახულება არამედ უფრო მეტი! მე დამინახა. მინდა მადლობა გადავუხადო, ამ საღამოსთვის და ყველაფერი იმისთვის რაც მან გააკეთა ჩემთვის და ასევე მინდა ყველამ გაიცნოთ ეს ადამიანი... თორნიკე შენგელია.

ხალხი აპლოდისმენტებს უკრავდა, მაგრამ მე უკვე ის აღარ მესმოდა, მხოლოდ გაოცებული დარიას, გიორგის ქეთის და ლიკას სახეები დავინახე, რომლებიც გაშეშებულ მეს უყურებდნენ. ვეღარ აღვიქვამდი უკვე რა ხდებოდა გარშემო. ფეხზეც მხოლოდ იმის წყალობით ვიდექი, რომ მაგიდას ვეყრდნობოდი. საკუთარი გულის ცემის ხმა მესმოდა, მეგონა კიდეც და ვითვლიდი წამებს რომ გასკებოდაა. მუხლებში ისეთ სისუსტეს ვგრძნობდი, ისე ერთიანად მომიცვა სიცივემ, არც ის ვიცოდი ის მაინც თუ მოვახერხე, რომ სახეზე მიმიკა არ შემცვლოდა. ვხედავდი მხოლოდ მას და მის თვალებს, რომელიც 1 თვეა აღარ მეგრძნო. ვხედავდი როგორ თავდაჯერებულად მიყურებდა და ჩვეული ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. ვხედავდი როგორი უცხო და ამავდროულად ნაცნობი იყო ეს ადამიანი ჩემთვის. ყველა გრძნობა ერთიანად მიტევდა და გონებაში ათასჯერ ტრიალებდა ანას მოერ ბოლოს გამეორებული სიტყვები "თორნიკე შენგელია".

-ანა კარგად ხარ?-გიორგის ხმამ დამაბრუნა დედამიწაზე.
ვერ ვხვდებოდი როგორ ვიდექი ფეხზე.
ვერ ვხვდებოდი, როგორ მოვახერხე, რომ გული არ წამსვლოდა.
ვერ ვხვდებოდი, რატომ მოქმედებდა ჩემზე ასე ძალიან.
შემეშინდა...
შემეშინდა მისი.
შემეშინდა მისი თვალების, ასე დაჟინებით, რომ მიყურებდა ამ წამს.
შემეშინდა კვლავ, რომ ვიგრძენი რაღაც. არა, სიყვარული-არა, არამედ იმდენად ძლიერი რაღაც, სახელსაც რომ ვერ ვარქმევდი.
შემეშინდა, რომ ადამიანი, რომელიც წლების წინ საკუთარი ნებით გავუშვი ცხოვრებიდან, ახლა ისევ გონებას მირევდა.
-ანა ფერი აღარ გადევს კარგად ხარ?-ამჯერად უკვე სახეზე შემახო თბილი ხელები გიორგიმ და ფიქრებიდან ხელმეორედ გადმომაგდო.
-კარგად ვარ, კარგად!-შევძელი თორნიკესთვის თვალის მოწყვეტა და აზზრე მოსვლა.
-რას აკეთებს ჩემს შვილთან, ანა რამეს დაუშავებს?-აკანკალებული ლიკა მეკითხება, როდესაც ამჩნევს, რომ ცოტა აზზრზე მოსვლა შევძელი.
-გაგიჟდი ლიკა? მართლა სადისტი კიარ არის, უდანაშაულო ადამიანს ეცეს და რამე დაუშავოს.-უკვე გაღიზიანებამ დამიარა, რადგან მართლა არ მომწონდა თორნიკეზე მსგავსს, რომ ფიქრობდნენ.
-გთხოვ დაველაპარაკე ანა, რა უნდა გაიგე...-მხარზე ხელი დამადო ქეთიმ და ყურში ჩურჩულით მითხრა, რომ სხვებს არ გაეგოთ.

როდესაც გამოფენა დასრულდა და ხალხისგან დაიცალა გალერია, უკანასკნელი სტუმრის გასვლამდე დავრჩი შენობაში, ანამ ლიკა და დანარჩენები გაუშვა და მე დარჩენა მთხოვა რადგან თორნიკე გაეცნო ჩემთვის, არც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ანამ მეტად შემიწყო ხელი, დავრჩენილიყავი.

-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს.-ამაყად უთხრა თორნიკემ ანას, როდესაც შენიშნა, როგორ აპირებდა ჩემი თავის წარდგენას მისთვის.
-რა? როგორ საიდან??-ანა ცოტახანს დაფიქრდა და პასუხის გაცემაც არ მაცადა ისე წამოიყვირა.-ეს ის თორნიკეა?-თვალები დაქაჩა და პირი გაოცებისგან გააღო.
-კი ის თორნიკეა ნამდვილად.-დავეთანმხე დისშვილს და თორნიკეს სასტიკი მზერით გავხედე.
ანამ შეამჩნია, ჩემი მზერა და მიზეზი  მოძებნა მოგვშორებოდა. თვალი გავაყოლე და როგორც კი შევნიშნე, რომ უკვე საკმაოდ შორს იყო, თორნიკეს მივუბრუნდი.
ხმის ამოღება არც კი მაცადა ისე დაიწყო ლაპარაკი.
-ყველაფერს ვფიცავ რაც მიყვარს, სულ რამდენიმე წუთის წინ გავიგე დეიდამისი, რომ იყავი. როდესაც ლიკა გამაცნო, მაშინ გავიგე.
-ასე შემთხვევით მოგინდა სიკეთის გაკეთება და ინსტაგრამის ფოტოგრაფისთვის გალერიის მსგავსად მოწყობა? შენ რა მე დებილი გგონივარ თორნიკე შენგელია?
-არ მგონიხარ დებილი ანა თოიძევ, ჩემს უმცროს მეგობარს ძალიან მოწონს, შენიი უმშვენიერესი დისშვილი, რომელიც საშინლად გგავს, მაგრამ დახმარების და ხელშეწყობის სურვილით გატაცებულმა ეს მაშინ ვერ შევნშინე, თუმცა შეუძლებელია გვერდიგვერდ დაგინახოთ ადამიანმა და თქვენ შორის მსგავსება ვერ დაინახო...
-არ მჯერა თორნიკე შენი!
-ხო თავის დროზეც არ გჯეროდა.
-კარგი, დავუშვათ სიმართლეს ამბობ, ის ბიჭი თავად ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას?
-შეძლ...-სიტყვა ანას ხმამ გააწყვეტინა, რომელიც ჩემს ზურგსუკან გაისმა.
-მან გააკეთა ეს ყველაფერი, თორნიკემ ფინანსურად და დეკორატიულად გაგვიწია დახმარება, თორნიკეს გადავუხადე მადლობა რადგან ცოტნემ ასე მოისურვა.

ძნელი იყო გაოცება დამემალა, თორნიკეს საქციელებით გაკვირვებულს. ასეთ თორნიკეს ნამდვილად არ ვიცნობდი, მოდი თავი, რომ არ მოვიტყუო ვაღიარებ, რომ თორნიკეს საერთოდ არ ვიცნობდი. მალე შემაყვარა ტყუილებით თავი და მისი მხოლოდ სასტიკი მხარე მქონდა დანახული. ეს ყველაფერი საკმაოდ მეუცნაურა კიდევაც. მიყვარდა ადამიანი, რომელსაც არც კი ვიცნობდი? საკმაოდ სასაცილო იყო და საინტერესოც.

ანას დაჟინებული თხოვნით, სახლამდე თორნიკემ მიგვაცილა, წარბების თამაშით გადავიდა მანქანიდან და საკმაოდ მოწონდა ის ფაქტი მასთან ერთად მანქანაში მარტოს, რომ მტოვებდა.
-შენ სად ცხოვრობ ანა?-მომიბრუნდა თორნიკე და ისეთი ქარიზმატული მზერით გამომხედა, ღამის განათებაზე ეს კიდევ უფრო მიმზიდველი მეჩვენებოდა.
-გიორგის სახლი ვაკეშია-ძალით გავუღიმე და თითქოს მის ეჭვიანობას ვცდილობდი ისე გამომივიდა.
-მაშინ წავიდეთ გიორგისთან...-მშვიდი ხმით დაიჩურჩულა და მანქანა დაქოქა.

ნაწვიმარ გზაზე მანქანას ატარებდა. დროდადრო ჩემსკენ გამოიხედებოდა ხოლმე, ვგრძნობდი მის მზერას, მაგრამ მისკენ არცერთი წამით არ გამიხედავს. არ მინდოდა უაზრო ფიქრებში გადავსულიყავი.
-რატომ არ მოისურვე ჩემთან სალაოარაკოდ წამოსვლა მაშინ?-ისე მკითხა, რომ საქარე მინისთვის თვალი არ მოუციელებია.
-შენთან ყველაფერი მოვაგვარე, არანაირი ურთიერთობის გარკვევა არ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩემსა და შენ შორის ყველანაირი ყველაფერი დამთავრებულია. შენ დაამთავვრე შენი საქციელებით წლების წინ!
-მე არაფერი დამიმთავრებია!-ტონს აუწია და მანქანა სავალი გზიდან გადააყენა.-ჩემს მაგივრად იღებდი გადაწყვეტილებებს წლების წინაც და ახლაც!
-მე დავამთავრე მაშინ!-მანქანიდან გადავედი და გზის ფეხით გაგრძელება დავაპირე, როდესაც უკნიდან თორნიკეს ხმამ გამაჩერა ისევ.
-ანა ნუ წახვალ ისევ! ნუ მიმატოვებ ისევ უაზრო მიზეზების გამო...
ტანში უცნაურად გამცრა, თვალები ამიცრემლიანდა და გული შემეკუმშა. მისმა სიტყვებმა და ხმის ტონმა ყველა ჩემს გრძნობას, თითქოს ნემსის წვერი ჩაარჭო და გახეთქა, რომ გადმოდენილიყვნენ. ზურგშექცევით ვიდექი და უკან მიხედავა არ მინდოდა.
არ მინდოდა მისი თვალები დამენახა, რომლისაც ასე მეშინოდა.
არ მინდოდა, ისეთი რამ ამომეკითხა მასში, რაც ჩემს ძლივს დალაგებულ ცხოვრებას არევდა.
არ მინდოდა, თავიდან მეტკინა გული ორივე ჩვენგანისთვის.
მოვახერხე როგორღაც თავის დაჭერა და უკან გახედვა, მანქანასთან უმოძრაოდ იდგა თორნიკე და ჩემს მზერას ელოდა, მისკენ წავედი და თვალებში ჩავხედე.
-რა გინდა?
-შენ!
-ახლა? ამდენი წლის მერე ამას რის იმედად მეუბნები? ძლივს ცხოვრება დავალაგე და გინდა ისევ ამირიო? რატომ? რატომ თორნიკე? გთხოვ არ გინდა.. არაფერი თქვა. არ მინდა, რომ გული თავიდან მეტკინოს.
-და მხოლოდ შენს ტკივილზე რატომ ლაპარაკობ, რატომ გგონია, რომ არ მტკივა ანა?
-იმიტომ რომ გული არ გაქვს! რაც არ გაქვს ვერ გეტკინება! შენ რომ გული გქონდეს, არ მატკენდი! შენ რომ გული გქონდეს, მაშინ როდესაც ჩემით თამაშობდი ერთხელ მაინც იფიქრებდი მე რა მომივიდოდა. მაგრამ არა! შენ ამაზე არ გიფიქრია თორნიკე, იმიტომ რომ სასტიკი, ბოროტი და ცუდი ადამიანი ხარ!
მთელი ძალით ვურტყავდი გულზე ხელებს და ბოლო ხმაზ ვყვიროდი, ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია, ის კი უმოძრაოდ იდგა და არაფერს ამბობდა, არც ტკივილისგან მანჭავდა სახეს. არც სიტყვას მაწყვეტინებდა, იდგა და მხოლოდ მიყურებდა.
-ხმა ამოიღე! თქვი რამე! მაგრამ რა უნდა თქვა, რა გაქვს სათქმელი? რაც არ უნდა თქვა ვერაფერს შეცვლი... შენ ჩემი ცხოვრება გაანადგურე, შენი ვერცერთი სიტყვა ვერ შეცვლის იმ წარსულს, რომელიც შენ გატეხე!
უკან გამოვბრუნდი, რომ წამოვსულიყავი და გზაში ისევ თორნიკეს სიტყვები დამეწია.
-მიყვარხარ ანა...
ინსტიქტურად სწრაფად გავიხედე მისკენ და თვალს არ ვაშორებდი. ველოდებოდი კიდევ რამე ეთქვა, მაგრამ არ ამბობდა, ისევ დამუნჯებულიყო, ისევ ისე უემოციოდ იდგა, თითქოს არც აქამდე ეთქვას ეს სიტყვები, თითქოს მომეჩვენა, პასუხად ვერაფერს ვეუბნებოდი. მართლა არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს არ მომესმა. ისე მინდოდა ამის მოსმენა, ისიც კი დავუშვი, რომ მომეჩვენა.
-არაფერს იტყვი?
მაგრამ არა... მართლა თქვა. ერთდროულად დამიარა ტანში, სიხარულმა და ტკივილმა.
-როგორ?
-რა როგორ?-დაბნეული ჩამოჯდა მანქანის ცხვირზე.
-როგორ გიყვარვარ? რატომ გიყვარვარ? როდის შეგიყვარდი? 2კვირა გეყო 4 წლის წინ, რომ შეგეყვარებინე? არა თორნიკე! ასე არ უყვარდებათ!
-მაგრამ მიყვარხარ!
-რას ეძახი შენ სიყვარულს? არიცი შენ სიყვარული! ეგ სიტყვები აღარ გაიმეორო! გასაგებია?
-უკვე ყელში ამოვიდა შენი უაზრო ისტერიკები! ახლა ეგ მირჩიე კიდე მიყვარხარ თუ არა!-ტონს მაქსიმალურად აუწიე და წამის მეასედში ჩემს წინ გაჩნდა, წელზე ხელის მოხვევით მისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამაცხრა. კოცნას ხელი შევუშალე და ხელის გულებით ჩამოვიშორე, თვალებში ჩავხედე, რომ სინანული მომეძებნა, მაგრამ, ამდენი ხნის მერე პირვლად შევძელი მის თვალებში რამე დამენახა.
დაუფიქრებლად გავიწიე და მეც დავეწაფე მის ტუჩებს, იმ დროს არ მიფიქრია არავიზე, არაფერზე... არც წარსულზე, მხოლოდ ეს კოცნა იყო იმ წამს ყველაფერი.



№1 სტუმარი ნანო

საინტერესოო ისტორიაა ???????? ნეტა რომელს აირჩევს ანა ? იმედია სწორ არჩევანს გააკეთებს .მალე დადეთ შემდეგი თავი ????????

 


№2  offline წევრი Anittaa

ნანო
საინტერესოო ისტორიაა ???????? ნეტა რომელს აირჩევს ანა ? იმედია სწორ არჩევანს გააკეთებს .მალე დადეთ შემდეგი თავი ????????

მადლობა ♡♡♡

 


№3 სტუმარი სტუმარი თინათინი

დამთავრდა?

 


№4 სტუმარი სტუმარი თეო

დამთავრდაა???იქნებ გვიპასუხო,ან როდის დაიდება სრულად?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent