#21 [ თავი XVI ]
XVI ამბობენ, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი ტრავმა დაბადებააო, მაგრამ მე არც დედის მუცელში ვიყავი კომფორტის ზონაში. დედაჩემი არ მიმღეროდა იავნანას, არ მეფერებოდა გარედან და სიყვარულის სიტყვებსაც არ მეჩურჩულებოდა ღამე. საიდან ვიცი? არ ვიცი. უბრალოდ, ლოგიკური დასკვნების გამოტანა შემიძლია. არასდროს მიგემია დედის ალერსი და სითბო მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი იყო და გვერდით მყავდა. როდესაც მესმოდა ობოლი თანატოლებისგან, რომ თუნდაც ნებისმიერი, მაგრამ მაინც დედა ჰყოლოდათ გვერდით… მათი არ მესმოდა. აღმოჩენილიყვნენ ისინი ჩემს სიტუაციაში, მაშინაც იტყოდნენ ამას? ეყვარებოდათ ისეთი დედა, როგორიც მე მყავდა? სამსახურში იყო, როდესაც წ....ბი დაღვარა და მშობიარობა დაეწყო. კლიენტი, რომელიც მიიღო წ....ბის დაღვრამდე, უარს ამბობდა ვიზიტის გადადებაზე და მეტიც, ორჯერ მეტს გადავიხდი, ოღონდ პროცესს დამასწრეთო, იძახდა. თურმე, ორსული ცოლი ჰყოლია მკვდარი და ბავშვიც ვერ გადაურჩენიათ… დედაჩემის უფროსს თვალის ფერი ევროსი ჰქონდა, ამიტომაც სასწრაფო დახმარების გამოძახება აზრადაც არ მოსვლია და მეც იქ მოვევლინე ამ ღმერთისგან დაწყევლილ სამყაროს. კიდევ კარგი, რომ დედად წოდებულის ერთ-ერთ თანამშრომელს წინა ცხოვრებაში ჰქონდა მსგავსი გამოცდილება და ყოველგვარი გართულების გარეშე ამშობიარა ქალი. დამსწრე კლიენტმა კი ჩემს ცხოვრებაში პირველი ფოტო გადამიღო, როდესაც ვაგინიდან მხოლოდ თავი მიჩანდა და ჩემდა სამწუხაროდ, ამ ფოტომ ჩემამდეც მოაღწია. დაწესებულებაში, სადაც დავიბადე ათასი ჯურის ხალხი ირეოდა. ყველა ერთ საქმეს აკეთებდა, მაგრამ წინა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულ პროფესიას ფლობდნენ. საითაც არ უნდა გაგეხედათ, იპოვიდით თქვენთვის სასურველ ადამიანს. კბილი აგტკივდათ? უმშვენიერესი ოქსანა მოგხედავთ. ფილოსოფიურ ლიტერატურაზე მოგინდათ საუბარი? ულამაზესი სამანტა წინა ცხოვრებაში ბიბლიოთეკარი იყო, აუცილებლად იქნება სასიამოვნო მოსაუბრე. და ასე ასობით… ჰო, მე დავიბადე ბორდელში. დედაჩემი ელიტური ბო'ზი იყო, ჩემი დაბადებისას. ჩემს ცხოვრებაში კი მფლობელის მარჯვენა ხელის ფუნქციას ასრულებდა. მფლობელსვე აკმაყოფილებდა და რომ არა მე, ალბათ, ადგილსაც აწაპნიდა. აქვე ვიზრდებოდი. უამრავი ქალის გარემოცვაში, რომელნიც ისე მიმზერდნენ, როგორც სათამაშოს, როგორც მოსამსახურეს, რომლითაც თამაში როცა მოუნდებოდათ, მაშინ შეეძლოთ. მე კი შეწინააღმდეგება არ შემეძლო. მათ გარდა ჩემთვის სამყარო არ არსებობდა, მეგონა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე უნდა ყოფილიყო, როგორც იყო და ძალიან გვიან მივხვდი, რომ სამყარო იმაზე დიდია, ვიდრე ერთი უბადრუკი ბორდელი; რომ ცხოვრება არ უნდა იყოს მხოლოდ ტანჯვა და მომსახურება; რომ მე შემეძლო ვყოფილიყავი ბედნიერი, მეგრძნო სითბო, მყვარებოდა ვინმე და ეს აუტანელი სიძულვილი, რომელიც ძვლებს შიგნიდან მიღრღნიდა, შემეძლო ხორცმეტივით მომეშორებინა. მაგრამ ამის ნაცვლად, ეს ამაზრზენი გრძნობა გაიზარდა და მთლიანად მოიცვა ჩემი აწ უკვე ჩამპალი სული. გყავდეს ცხოველი დაბადებიდან ჯაჭვზე და დროთა განმავლობაში ახსენი იგი… რას იზამს? თავისუფლად გაინავარდებს და ცვრიან ბალახზე ბედნიერებით სავსე გაიქცევა? არა. მოგაწვდის ჯაჭვს და მორჩილი თვალებით დაგელოდება, კვლავ როდის დააბამ. გაათავისუფლე მონა და ის ისევ შენთან მოვა, რადგან სხვა არაფერი იცის, გარდა მონობისა. მე ბორდელის მონა ვიყავი. ოცდამეერთე ნომერში ვცხოვრობდით მე და დედაჩემი. საჭმელ-სასმელი არასოდეს მაკლდა, რადგან დედა არასდროს უჩიოდა კლიენტების ნაკლებობას, მაგრამ რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი, თუ ამ ქალისგან ერთხელაც არ გამიგონია სიტყვა "მიყვარხარ"? ის ხშირად უმეორებდა კლიენტებს ამ ფრაზას, მაგრამ მის ხმაში იმდენი სიყალბე და ფარისევლობა იყო, მიკვირდა, როგორ ვერ ამჩნევფნენ ამას. თუმცა შემდეგ მივხვდი… ამჩნევდნენ, მაგრამ იმდენად სურდათ, რომ ყოფილიყვნენ ვიღაცის სიყვარულის ობიექტი, იმდენად მარტოსულნი და სითბოს მოკლებულნი იყვნენ, რომ თავს იბრმავებდნენ და დინებას მიჰყვებოდნენ მკვდარი თევზებივით. წინააღმდეგობის გაწევა არც შეეძლოთ და არც სურდათ. ადამიანი მარტოსულია ჩასახვიდან გახრწნამდე და ეს სამწუხარო ფაქტია, რომელსაც ვერ შევცვლით. საკუთარი თავის მეტი არავინ გაგვაჩნია და ვერც ვერავინ ჩაწვდება ჩვენს წილ მარტოობას, რომელიც ყულფივით გვაქვს შემოხვეული კისერზე და სიკვდილის ცელის მოქნევას ელის, რათა გალურჯებამდე მოგიჭიროს. რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს, მე კლიენტების მესმოდა, მაგრამ ამავდროულად, გული მერეოდა მათზე. ვოცნებობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მთავარ ქალს ოდესმე მაინც ეთქვა ეს სანუკვარი სიტყვა ჩემთვის, მაგრამ სიყალბეს ვერ ავიტანდი და მგონი, ეს დედაჩემმა იცოდა. ამიტომაც არ იწუხებდა თავს ზედმეტი სიტყვების თქმით. ჰო, მას არასდროს ვყვარებივარ. მისთვისაც, როგორც სხვა ქალებისთვის მხოლოდ ხელის ბიჭის ფუნქციას ვასრულებდი, რომელიც სწრაფად ასრულებდა ბრძანებებს. არ ვსაუბრობდით, არ ვკონტაქტობდით… მიმღებში მჯდარი ჯენიფერისთვის უფრო მეტჯერ მაქვს ნათქვამი "დილა მშვიდობისა", ვიდრე საკუთარი დედისთვის და ეს ნორმა მეგონა. ნორმა მეგონა, რომ გულმკერდის მარცხენა მხარე ყოველთვის ყრუდ უნდა მტკენოდა და ამ ტკივილისთვის გამეძლო, კრინტი არ დამეძრა და ჩემში ჩამეხშო ყველაფერი. ის არასოდეს მითევდა ღამეებს, როდესაც სურდო და მაღალი ტემპერატურა მქონდა. არც ტკბილი, ცხელი ჩაი მოუტანია ჩემთვის, როდესაც კბილს კბილზე ვაცემინებდი, ისე მციოდა. მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ეს მის მოვალეობაში შედიოდა, როდესაც სხვა ბავშვების გარემოცვაში აღმოვჩნდი. … - კორნელი ბორდელში ცხოვრობს! - კორნელის დედა ბო'ზია! - კორნელს სკოლაში ბო'ზები აკითხავენ! ყოველი მხრიდან მესმოდა ეს ფრაზები, სკოლაში სიარულისას. მეგობრები არასდროს მყოლია იმ მარტივი მიზეზით, რომ ვცხოვრობდი იქ, სადაც ვცხოვრობდი და დედაჩემი იყო ის, ვინც იყო. ვერ ვხვდებოდი მე რა დავაშავე და ვერც იმას ვიაზრებდი, რა იყო ცუდი ჩემი ცხოვრების სტილში. მე ამას მიჩვეული ვიყავი… შემდეგ გავიცანი ის. ჩემს კლასში სწავლობდა და ჩემ გვერდით მერხზე იჯდა. უცნაური იყო, დიდი, წყლიანი, თაფლისფერი თვალებით მიმზერდა და არასდროს დაუძრავს სიტყვა პირველს. უცნაური იყო, თხელი ტუჩებით, მაღალი ყელით და გრძელი, კუპრივით შავი თმებით. - შენც მათსავით ფიქრობ, არა? - გაკვეთილებს შორის შესვენება გვქონდა, როდესაც შევამჩნიე, რომ ისევ გულდასმით მაკვირდებოდა თავისი დიდრონი თვალებით. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო, რომ გამოველაპარაკე, ხოლო კითხვა როდესაც დავუსვი, შეკრთა. მიმოიხედა და როდესაც დარწმუნდა, რომ მართლაც მას ვუსვამდი კითხვას, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. - რას გულისხმობ? - ხმა უთრთოდა. - მშვენივრად ხვდები რაზეა საუბარი. - არა. - გაუბედავად მითხრა და ჩემი ირონიული სიცილის მიზეზიც გახდა. - ფარისეველი ხარ. - საიდან მოიტანე?! - ფრაზა დასრულებული არ მქონდა, რომ წამოხტა და თვალი თვალში გამიყარა. გაბრაზებული ჩანდა, მე კი არ მოველოდი მისგან ამგვარ რეაქციას. - შესაძლოა პირისპირ ამას მეუბნები, მაგრამ ზურგსუკან შენც მათსავით მლანძღავ. - არ შევეპუე და მეტიც, კვლავ ირონია ავიკარი ნიღბად. - გეზიზღები კიდეც, ალბათ. - მე ვიცი რას ამბობენ შენზე, მაგრამ მე არ ვიცი - რას ამბობ შენ. არ ვიცი ვინ ხარ და როგორ ფიქრობ. როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს ის, ვისაც არ იცნობ? - გაწიწმატდა და სახეზეც გაწითლდა ბრაზისგან. თითქოს, მის საკრალურს შევეხე. - ცდები! შეიძლება გეზიზღებოდეს, გძულდეს მთელი არსებით! შეიძლება! - გავმწარდი და ის გამახსენდა. გამახსენდა, რომ არ ვიცნობდი და ვიცოდი, რომ მძულდა. - რატომ?! - მე… - მისმა კითხვამ გამაღიზიანა. - რატომ გძულს? - ახლა მისი ტემბრი უფრო მშვიდი და ინტერესით სავსე იყო. - შენი საქმე არაა. - ნერვიულად მოვისვი სახეზე ხელი და გაკვეთილს აღარ დავლოდებივარ. წამოვედი. ის კი გამომყვა და "სახლამდე" კუდში მდია. უკანა შესასვლელს რომ მივუახლოვდი, გავჩერდი. არ ელოდა ჩემს გაჩერებას და დამეჯახა, ოდნავ შეტორტმანდა და მიწაზე უკანალით დაეცა. ძლივს გასაგონად ამოიკვნესა და ბრაზის ცრემლებით სავსე თვალებით შემომხედა. - თუ აქ დაგინახავენ, შენზეც ილაპარაკებენ. წადი. - მშრალად მივუგე. - არ წავალ! - ჯიქურ მიმზერდა და ეს არ მსიამოვნებდა. - რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? - ვუღრიალე და შევამჩნიე, რომ შეეშინდა. მაგრამ უკან არ დაიხია. - მინდა, რომ დამიჯერო! - ძლივძლივობით წამოდგა და დასვრილი ხელები დაიფერთხა. - მჯერა! მორჩა, დაახვიე! - არა, არ გჯერა. ნუ მატყუებ! - სახეზე ალმური მოედო. - რად გინდა, რომ დაგიჯერო? - ღრმად ამოვიხვნეშე და მხრები ჩამოვუშვი. - მინდა, რომ ვიმეგობროთ. - დარცხვენით შემომხედა. - ვერც კი იაზრებ, რას ამბობ. - კბილი კბილს ძლიერად დავაჭირე და ვიგრძენი როგორ დუღდა ჩემ შიგნით მრისხანება. - შენ რა, დამცინი?! - ორივესთვის მოულოდნელად ყელში ვწვდი და შენობის კედელს ავაკარი. - გგონია, დაგიჯერებ? გგონია, ვერ ვხვდები, რომ მეთამაშები? - დაგიმტკიცებ. - სახე ჯერ წითლად შეეღება, შემდეგ ლურჯად, მაგრამ ისევ ისეთი თვალებით მიყურებდა, როგორც ყოველთვის. სანამ გონებას დაკარგავდა, გავუშვი და ამრეზით შევხედე. - აღარ გაბედო ასეთი თვალებით შემოხედვა, გაიგე? - შევუბღვირე და უკანა შესასვლელის კარი მოვიჯახუნე. დღესავით მახსოვს ის შეგრძნება, როგორ მსურდა დამეჯერებინა მისი სიტყვები მეგობრობასთან დაკავშირებით. ოცდამეერთე ოთახში შევედი და არავინ დამხვდა. საწოლზე პირქვე დავემხე და ავტირდი. "დაგიმტკიცებ" კი მოსვენებას არა და არ მაძლევდა… … დღეს ღამე მიყვებოდა, ღამეს დღე და ასე დაუღალავად ცვლიდნენ ისინი ერთმანეთს. ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, დედამიწა არ იღლება ჯერ საკუთარი ღერძის, შემდეგ კი მზის გარშემო მოძრაობისას? ან, ამდენი ამაზრზენი ადამიანის კვებით? მაგრამ… რა აიძულებს ადამიანს ჩამოყალიბდეს ამაზრზენად? ის არ იბადება ასეთი. ჩვილი სუფთა ფურცელია, რომელზეც რასაც დაწერ, იმას აირეკლავს. არავის ეგონოს, რომ არქივში არსებული ჩანაწერები იშლება ან იკარგება. თაროზე მდუმარედ სხედან ისინი და ელოდებიან თავით დროს, რათა რეალობაში გამოამჟღავნონ თავი. და ეს ხდება ხშირად. არასდროს ედებათ მათ მტვერი, რადგან თითოეული სიტყვა და ქმედება მათი ანარეკლია. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ის კი ყოველდღე მოდიოდა ჩემთან. მდუმარედ მომყვებოდა ფეხდაფეხ, უკანა კარამდე მაცილებდა და მიდიოდა. არც მე ვიღებდი ხმას, რადგან მსიამოვნებდა მისი ქმედება, მაგრამ ერთ დღეს მასზეც დაიწყეს საუბარი. მის ზურგსუკანაც ჩურჩულებდნენ და ნელ-ნელა ის მე მემსგავსებოდა, ამას კი ვერ დავუშვებდი. ჩემი ერთადერთი მეგობრის ღირსების შებღალვას ვერ დავუშვებდი… - აღარ გამომყვე. - მშვიდად მივუგე, როდესაც სკოლის ეზოდან გამოვედით. შეცბა, რადგან არ ეგონა, რომ დუმილს დავარღვევდი. - რატომ? - ისეთი გულუბრყვილო გამოხედვა ჰქონდა, ოდნავ ავჩუყდი კიდეც. - არ გესმის? ჰომ გითხარი, რომ შენზეც დაიწყებდნენ ლაპარაკს, მაგრამ არ მომისმინე. - გავბრაზდი. - შენი აზრით, სულელი ვარ? - პირისპირ დამიდგა და თვალი თვალში გამიყარა. - არ ვიცი. - გულწრფელად მივუგე. - დიდად სასიამოვნო პასუხი არ არის, მაგრამ გმადლობ გულწრფელობისთვის. - აღარ გამომყვე. - წასვლა დავაპირე. - მე დასაკარგი არაფერი მაქვს, იცი? - მოულოდნელად წამოიწყო. - რა? - მარტო ვარ, არავინ მყავს. არც დედა, არც მამა, მეგობარიც კი არ მყავს. - თვალებში სევდა ჩაუდგა. - შენ კი… არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ვგავართ ერთმანეთს და მინდა ვიმეგობროთ. არ მინდა ფარისეველი გეგონო. - მე კი არ მინდა ჩემს ერთადერთ მეგობარზე ასე ილაპარაკონ. - სუნთქვა შეეკრა, როცა ეს სიტყვები წარმოვთქვი და სევდა ბედნიერების ნაპერწკლებმა ჩაანაცვლეს. - ანუ, მეგობრები ვართ? - ერთ ადგილზე ცქმუტვა დაიწყო. თავი ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე და თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, რომ ჩამეხუტა. - ნუ გეშინია, კარგი? მათი სიტყვები ვერაფერს დამაკლებენ. რაც ზურგსუკან ითქმება, იქვე რჩება. - მე კორნელი. - მე მაიკი. სასიამოვნოა შენი გაცნობა, კორნელ! … იმ წყეულ დღეს სახლში მივედი და ჯობდა არ მივსულიყავი. რიგითი დღე მეგონა. ქალების ჩამოვლას ვაპირებდი, თხოვნების თუ მოთხოვნების ასრულებას, მაგრამ არ დამცალდა. - კორნელ, შენთან საქმე მაქვს. - ცივად მომიგო დედაჩემმა და ოთახში შევიდა. ცუდად მენიშნა მისი ეს ფრაზა, მაგრამ დავმორჩილდი. ალბათ, რამეს დამავალებს-მეთქი, ვიფიქრე. - რა საქმე? - მაგიდასთან დავჯექი და მის წინ აღმოვჩნდი. - ახლა ერთი ადამიანი მოვა, რომელიც აქაურობის არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. - შორი გზიდან დაიწყო. - იმედია, სკოლაში ტვინი არ გამოგიჭედეს და ისევ სცემ პატივს ჩვენს პროფესიას. - მაგიდაზე გრძელი ფრჩხილები დააკაკუნა და მომთხოვნი მზერით შემომხედა. - სკოლაში ამაზე საუბარი არ მაქვს. - ძალიან კარგი. ჰოდა, ამ ადამიანს უმაღლეს დონეზე უნდა მოემსახურო, რასაც გეტყვის ყველაფერს გააკეთებ, გაიგე? - რა უნდა გავაკეთო? - წარბი შევკარი. - სასმელი თუ მოუნდება - მიუტან, რამე დასჭირდება ეგრევე გაუკეთებ. პრინციპში, რასაც ყოველთვის აკეთებ, იგივე გევალება. - მობეზრებით აატრიალა თვალები, რადგან მოუწია ჩემთვის ყველაფერი დაეღეჭა. - გასაგებია. - საღამოს რვა საათზე, ამ ნომერში. - თქვა და ქუსლების ბაკუნით გავიდა. სულაც არ მეჭაშნიკებოდა, რომ ვიღაც გავლენიანი ბიძიას სექსისთვის უნდა მემზირა და მისი ყველა მოთხოვნა შემესრულებინა, მაგრამ როდესაც მახსენდებოდა დედაჩემის რეაქცია, როცა ვეურჩებოდი… სახე ეგრევე ხელის ფორმით ამეწვა. მწარე სილის გაწნა იცოდა დედად წოდებულმა და ალბათ, ამჯერად სილას არ დასჯერდებოდა. ტყავის ქამარი ჰქონდა შენახული, რომელსაც "განსაკუთრებულ" დღეებში იყენებდა ჩემი ზურგის ასაჭრელებლად. დრო მეტისმეტად სწრაფად გავიდა. ქალებმა "შესაფერისი" ტანსაცმელი ჩამაცვეს და ოთახში მარტო დამტოვეს. რამდენიმე წუთი გავიდა, სანამ კარი გაიღებოდა. გაღებისას კი ნომერში მაღალი, ძვალმსხვილი პოლიციელი შემოვიდა. ფორმა არც კი გამოეცვალა და მე ზიზღი მომერია. ჭროღა, ღია ყავისფერი თვალები და თხელი ძლივს შესამჩნევი ტუჩები ჰქონდა. წვრილი, გრძელი ცხვირი და დიდი ყვრიმალები. გაბღენძილი შემოვიდა და კარიდანვე შემათვალიერა. გაჯგიმული ვიდექი და ბრძანებას ველოდი, რომელმაც არ დააყოვნა. - ვისკი მომიტანე. - მოკლედ მომიჭრა და ოთახში ღრმად შემოვიდა. მის უკან კი ზემოთ ხსენებული ოქსანა დავლანდე. სწრაფად მივედი მინიმაცივართან და ირლანდიური ვისკი გამოვიღე. ის-ის იყო ჭიქაში უნდა ჩამესხა, რომ მომესმა. - ბოთლი მომეცი. - მისკენ შევბრუნდი თუ არა, უკვე შიშველი იყო. ოქსანა კი ზედ დამხობილი მი'ნეტს უკეთებდა. რაც შემეძლო სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, მაგრამ მღელვარება მეტყობოდა. თავიდან ყურადღებას არ მაქცევდა, მაგრამ როდესაც ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო, თვალი თვალში გამიყარა. - ლაწირაკო, როგორ უყურებ, შენც გინდა, არა? - ამაზრზენად ჩაეცინა და ჩემდა გასაკვირად, საოცრად თეთრი კბილები შემომანათა. - როგორ გეკადრებათ, ბატონო. - ავლუღლუღდი და თვალი ავარიდე. - რამდენი წლის ხარ? - სიტყვებს შორის ოხრავდა. - თორმეტის, ბატონო. - პატარა ყოფილხარ. - ჩაფიქრდა და უცნაურად შემომხედა. - მოდი აქ. დაჯექი. - ხელით მანიშნა თავისუფალ ადგილზე. მის გვერდით, საწოლზე უნდა დავმჯდარიყავი. - ნუ გეშინია, გასწავლი. - მაინტერესებდა, აღგზნებული ვიყავი, მიუხედავად ჩემი მცირე ასაკისა. მაგრამ ვერ გავბედე, შემეშინდა. გავხევდი და ცივმა ოფლმა დამასხა. - შენ რა, არ გესმის რას გეუბნები? - ტონს აუწია და ვისკის ბოთლი მესროლა. მინა კედელს შეენარცხა, მასში დარჩენილი სასმელი კი შხეფებად დაიღვარა. შევკრთი, მაგრამ ადგილზე დავრჩი მილურსმული. როცა "უფროსი" მიხვდა, რომ ვერ ვირხეოდი, ოქსანა უხეშად მოიშორა და ჩემ წინ დადგა. ძალიან მაღალი იყო, მისი ერეგირებული ასო კი ჩემი გულმკერდის სიმაღლეს სწვდებოდა. - შენ არ გაგაფრთხილეს, რასაც გეტყვის, ყველაფერი გააკეთეო? - შიშისგან სიტყვას ვერ ვამბობდი, პირი გამიშრა. ამიტომ თავი დავუქნიე. - შენ იცი, ურჩ ბავშვებს რას უშვრებიან? - დამცინავად გადმომხედა და ცალი წარბი ასწია. - სჯიან. - თქვა და ვერც კი გავიაზრე, ისე დავიკავე ოქსანას ადგილი. გული მერეოდა, თვალები მეცრემლებოდა, შოკისგან კი ვერ ვუძალიანდებოდი. ერთი-ორჯერ ღებინება დავაპირე, მაგრამ მაიძულა ეს მასა ისევ უკან ჩამეშვა. ქალი შურდულივით გავარდა ნომრიდან და გავიგონე როგორ კიოდა დედაჩემის სახელს. როცა მორჩა, უკვე ჩემი გახდა დაიწყო. მეფერებოდა, მე კი ნახევრად გონზეც არ ვიყავი. დედაჩემი შემოვიდა და ოდნავ წამოვწიე თავი, იმედი მქონდა, რომ რამეს მაინც იზამდა, მაგრამ… ისიც ოქსანას მიყვა. შემდეგი ნახევარი საათი კი მთელ შენობას ესმოდა ჩემი ღრიალი. დასახმარებლად კი არავინ მოვიდა. … - სანდრა, კორნელი ყოველთვის ასეთი იყო? - მაიკი ქალს მიუბრუნდა, რომელიც ფრჩხილებზე ლაქის წასმით იყო გართული. - რას გულისხმობ? - მისთვის ზედაც არ შეუხედავს, ისე უპასუხა. - ძალიან ჩაკეტილია ამ ბოლოს დროს. ზედმეტ სიტყვას არ მეუბნება. რა ხდება თქვენთან? - ინტერესით შესცქეროდა ქალს, იქნებ რამე ახალი მითხრასო. - შენ ჰომ კორნელის მეგობარი ხარ? - ეჭვის თვალით ახედა ქალმა. - მერე? - არ იცი? - რა უნდა ვიცოდე? - ის დაბრუნდა. - ვინ ის. - დაიძაბა ბიჭი. - ჩვენი "კრიშა". - კორნელს რა საქმე აქვს მასთან? - მისი პირადი სათამაშოა. - მხრები აიჩეჩა სანდრამ. - ეს რას ნიშნავს? - გაიოცა ბიჭმა. - მაიკ, სად ჯანდაბაში ხარ, იცი? - გაწიწმატდა ქალი. - ოუ, ოუ, სანდრა, მშვიდად. სად და… - ბორდელში. - დაასრულა მისი სიტყვა ქალმა. - აქ ყველა სექსით ვარსებობთ. ნეტავ, რას ნიშნავს, კორნელი რომ სათამაშოა? - თავიდან ვერ მიხვდა… რამდენიმე წამი დასჭირდა გასააზრებლად და აფეთქდა. - და კორნელი ამაზე თანახმაა? - წამოხტა მაიკი. - მშვიდად, პატარა ბიჭო. - ახლა სანდრა ამშვიდებდა. - ეს კორნელის პირდაპირი მოვალეობაა. - რამდენი ხანია? - თუ არ ვცდები, უკვე ოთხი წელია. - ახლაც აქ არის? - მოჩვენებითი სიმშვიდით ჰკითხა. - ჰო, კორნელის ნომერშია. - ვერც მიხვდა, ისე დაფქვა ინფორმაცია სანდრამ. კიდევ სამიოდე წუთი ესაუბრა სანდრას და დაემშვიდობა. მოჩვენებითი სიმშვიდით აიღო გეზი გასასვლელისკენ, მაგრამ ბოლო წამს მოსწყდა ადგილიდან და კატისებრი სირბილის მანერით გასწია კორნელის ნომრისკენ. გული საგულეს არ ჰქონდა, როცა კართან დადგა და სახელურს ჩასჭიდა ხელი, მაგრამ გაღება ვერ მოასწრო, რომ კორნელის დედის ხმა გაიგონა. - რას აპირებ? - იგი მაიკის უკან იდგა გულზე ხელებგადაჯვარედინებული. - შენი საქმე არაა. - კბილებს შორის გამოსცრა და მხარზე შეხება იგრძნო. - იცოდე, რამე რომ ჩაიდინო… - მემუქრები? - ნერვიულად ჩაეცინა. - გემუქრები. - წადი შენი. - ხელი აუქნია და კარი გააღო. … როდესაც ამ მდგომარეობაში დამინახა, გახევდა. დედაჩემმა ფრჩხილები ჩაასო, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. დაუფიქრებლად ამოიღო ჯიბის დანა და კაცს თავს დაესხა. მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, მაგრამ არც ერთი სასიკვდილო. ის კი პოლიციელი იყო. გამწარებულმა იარაღი ამოიღო და შუბლში სროლა მოახერხა. ადგილზევე გარდაიცვალა ჩემი ერთადერთი მეგობარი და მე გავიღვიძე. ბოლო ძალებით, რაც დარჩენილი მქონდა, უკნიდან მივეპარე და ყელში ვწვდი. არც ვიცი როგორ, მაგრამ კისერი მოვუგრიხე და ეგრევე მოკვდა. ამ ლეშს კი დედაჩემი ზედ დაემხო ტირილით. მე კი მაიკთან ჩავიმუხლე. თვალები ღია ჰქონდა და მზერაში შურისძიება ეწერა გარკვევით. წამოვდექი და დედაჩემთან მივედი. ღვარძლითა და სიძულვილით სავსე თვალები შემომანათა. არც კი დავფიქრებულვარ ისე გამოვკარი ჩახმახს თითი. მჭიდში არსებული ყველა ტყვია დავახალე და მშვიდად დაველოდე პოლიციის მოსვლას. როცა ამიყვანეს ვტიროდი. როცა მომისაჯეს, მაშინაც. მაიკს ვტიროდი, ჩემს ერთადერთ მეგობარს, რომელიც არ იყო ფარისეველი. რომელსაც არაფერი ჰქონდა დასაკარგი, რომელიც ძალიან მგავდა და რომელიც მიყვარდა. სამწუხაროდ, არასოდეს მითქვამს ეს მისთვის. და ამას ვნანობ... P.S. გაიხსნა კარტი, ეს არის კორნელის ისტორია ერთ თავში ჩაეტეული. კიდევ ბევრი იყო მოსაყოლი, მაგრამ თქვენს ფანტაზიას მივანდობ დანარჩენის დამატებას. უკომენტაროდ ნუ გაივლით. მოგეწონათ - თქვით, არ მოგეწონათ ესეც გააჟღერეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.