შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ და ისევ მე, ჩვენი ოცნების ქარავანში... (თავი 8)


12-08-2021, 09:32
ავტორი სესილია
ნანახია 1 630

- ჩიტო, როგორ ხარ?
- ტარიელ?
- მეც კარგად, თან ძალიან.
- და რა არის შენი კარგად ყოფნის მიზეზი?

- გაზაფხული.

- მართლა? და გაზაფხულზე რა ხდება?

- სიყვარული, აი, ეს ხდება.

- ანუ 40 წელია, ყოველ გაზაფხულზე სიყვარულს ელოდები?

- ხო, და მჯერა წელს ვიპოვი.

- წელს?! ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

- მისმინე, რატომ ხარ დღეს რაღაცნაირი?

- რას ნიშნავს „რაღაცნაირი“? - დავიბენი.

- აი, მშვიდი ხარ თითქოს. რამე მოხდა? იყავი ექიმთან?

- ტარიელ, სიცხე ხომ არ გაქვს შემთხვევით? რა ექიმი? ან რა უნდა მომხდარიყო?

- დამიანესკენ რა ხდება?

- რა გინდა, რომ ხდებოდეს? ან რატომ უნდა ხდებოდეს? - ავღელდი უცებ.

- არა, რაა, შენ ელოდები მზეჭაბუკს. - ყავა მოსვა მან.

- და შენ ვის ელოდები? მზექალას? - არ დავრჩი ვალში.

- აი, ნახე შენ, მე თუ არ გიპოვო, კარგი მზეჭაბუკი. - თავი ამაყად ასწია ზემოთ.

- შეიძლება? - კარებთან მაღალი ქერათმიანი ბიჭი იდგა.

- დიახ, მობრძანდით. - შემოიპატიჟა ტარიელმა.

- მე, შპს ტრაქტორის ახალი წარმომადგენელი ვარ, მზეჭაბუკი მზარეულიშვილი.


უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, სულ ცოტაც და შეიძლება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გავგუდულიყავი, რადგან ხარხარი, რომ არ ამეტეხა, მთელი ძალით სუნთქვა შევიკარი, ანალოგიურად იყო ტარიელიც და ასე ლოყებ და ცხვირნესტოებ გაბერილები ვიჯექით. ბოლოს, ისევ ტარიელმა იმარჯვა.
- კეთილი იყოს, კეთილი. - ხელი გაუწოდა ახალმოსულს, - მე ტარიელი ვარ, ინწკირველი. მოდი, ჩამოჯექი. - სავარძელი გამოწია.
- არა იყოს, - იუარა მოსულმა, - დოკუმენტებს დაგიტოვეთ, სასამართლოში მეჩქარება. - ფაილი ამოიღო ხელჩანთიდან, დაგვემშვიდობა და წავიდა.
- ვაიმეე, არ შემიძლია. - ძლივს ამოვიბრუნე სული, - რა იყო ახლა ეს? თუ იცოდი და მაგიტომ მაწვალებდი, ჰა? - თვალები მოვწკურე და დაჟინებით მივაშტერდი ტარიელს.
- გოგო, შენ გაქრი! საიდან უნდა მცოდნოდა? მაგრამ რა გინდა, ხო გიპოვე, მზეჭაბუკი? სახელიც და გვარიც ზე-შესანიშნავი, ეტყობა მშობლებს არ უყვარდათ. - თავი გადააქნია სევდიანად.
- რატომ?
- აბა ჯერ რა ქვია და მერე რა გვარი აქვს? ნწ, ნწ, საცოდავი. დამეწვა გული.
- ნუ სულელობ, ცალ-ცალკე ორივე მშვენიერია.
- მერე ერთად? - შემომიბრუნდა შეწუხებული სახით.
- კარგი ახლა ტარიელ, ეგეც მე ვიჯავრო?
- რას ქვია, არ იჯავრო? - გაშალა ხელები, - ხომ გიპოვე მზეჭაბუკი? ამიტომ მორჩა, გათხოვებ და ნუ კაი ჯანდაბას, ბავშვები შენს გვარზე გამოიყვანე.
- ტარიელ, გადი. - ხელით კარებისკენ ვაჩვენე.
- იი, გაბრზადა. - აიბზუა ცხვირი, - იმ ასაკში ხარ თუ ვინმემ გითხოვა, რას ჩივხარ მის სახელს და გვარს? - ამიქნია ხელი და კაბინტიდან გავიდა.
- არა, რაა! არა, რაა! - საწერი კალამი გაბრაზებით დავაგდე მაგიდაზე.


- შენ სულ როგორ მუშაობ? - კაბინეტში უტა და დამიანე შემოვიდა.
- ვაა, რა ხალხი, - წამოვდექი, - როგორ ხაართ?
- შენგან დავიწყებული, კარგად. - ამოიხვნეშა უტამ.
- რა დავიწყებული? ყოველდღე, აქ არ ხართ?
- შეხედე ახლა ამას, მაგით რისი თქმა გინდა, რომ გაწუხებთ? - თვალები სასაცილოდ აატრიალა.
- ხუმრობ, იმედია. - ეჭვიანი სახე მივიღე.
- ვააა, ამათ ვის ვხედავ. - ოთახში ჩემი ძმა შემოვიდა, თან ვიღაც ბიჭი ახლდა.
- ვაა დათუნაა, როგორ ხარ? - მიესალმნენ ერთმანეთს.
- გაიცანით, ჩემი მეგობარი ბაჩანა. - თანმხლები პირი გაგვაცნო მან.
- სასიამოვნო. - ხელი გავუწოდე, - დაბრძანდით.
- ე.ი. რაზე მოვედით, რაღაც საკითხის გარკვევა უნდა ბაჩანას და იქნებ დაეხმარო.
- თუ შევძლებ, არ არის პრობლემა. - სავარძელში გავსწორდი, - აბა გისმენ.
- ე.ი თანამშრომელი გავათავისუფლე სამსახურიდან და მემუქრება გიჩივლებ, რომ ხელფასს არ მიხდიდიო.
- არ უხდიდით?
- კი, როგორ არა, ოღონდ ხელზე ვაძლევდი.
- საშემოსავლოს ხო რიცხავდით ხელფასიდან?
- კი, მხოლოდ ერთხელ არ მაქვს გადარიცხული.
- მაშინ შემოსავლების სამსახურში მიდი და ამოიღე ყველა გადარიცხვები ოფიციალურად და როცა ამ დოკუმენტებს აჩვენებ, იქნებ გადაიფიქროს ჩივილი და თუ მაინც არ გაჩერდება, მყავს კარგი იურისტი და მასთან გადაგამისამართებ.
- ანუ შემოსავლებში მივიდე ხომ?
- კი, იქ დაწერ განცხადებას.
- ცოტა დავმშვიდდი, თქვენ გაიხარეთ. - წყალი მოსვა ბაჩანამ.
- ვაა, რა ხალხიი. - ოთახში შემოვიდა ტარიელი. - გაკოცეთ ყველააას, შორიდან.
- ჩვენც, შორიდან, გკოცნით. - გადაიხარხარა დათუნამ.
- ჩიტო, არ წამოხვალ შპს “ტრაქტორის” ოფისში?
- რატომ უნდა წამოვიდე?
- მზეჭაბუკი იქნება იქ და მაგიტომ. - წარბები საეჭვოდ აათამაშა, ტარიელმა.
- ვინ, მზეჭაბუკი? - ერთდროულად წამოიძახა დათუნამ და დამიანემ. ჩემმა ძმამ ისეთი სახით გახედა დამინეს, შენ ვინ გეკითხებაო, ხმა ვერ ამოიღო მერე.
- ვაიმეე, მზესავით ბიჭია, ჩვენს ნინეს რომ შეეფერება და დახატავს ისეთი ბიჭია, ჩვენი მზეჭბუკი. - გაილექსა ტარიელი.
- ტარიელ, ცოტა ხო არ აბუქებ? - წამოვდექი.
- ნუ იცი, ჩიტო, მასეთი თავმდაბლობა შენ. მზე და ბრილიანტი მყავხარ და საუკეთესო მინდა შენთვის. ამიტომ ადგები ახლა და წამოხვალ.
- უკაცრავად, უნდა დაგტოვოთ. - გარეთ გავიდა დამიანე.
- რა ხდება, ნინე? - მკაცრი სახე მიიღო დათუნამ.
- და რა უნდა ხდებოდეს? ან რომ ხდებოდეს, არ მაქვს უფლება? - გავბრაზდი უცებ. - რა დაკითხვებს მიწყობთ? არაფერია და ასე მავიწროვებთ, და რამე რომ მოხდეს, წარმომიდგენია რა დღეში ჩამაგდებთ. ყველამ დატოვეთ ჩემი კაბინეტი. - კარებისკენ გავიშირე ხელი.
- ნინე, არ მინდოდა... - აბლუკუნდა ტარიელი.
- სუუ, - თითი ტუჩთან მივიდე, - გადით, გადით. - ხელი ავიქნიე.
კაბინეტის კარი, ბოლოს დათუნამ მიიკეტა. მე მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში და ისტერიული ტირილი წამსკდა.
- ნინე, ნინე რატომ ტირი?
- აქ რას აკეთებ? მე ხომ ვთქვი ყველა გავიდეს, ყველამ დამტოვოსთქო? - ატირებულმა ვკითხე დამიანეს.
- მე გასული ვიყავი და ახლა შემოვბრუნდი და... - თმები გადამიწია ყურთან. - რატომ ტირი, ნინე? - სითბო იღვრებოდა მისი თვალებიდან.
- მისმინე, - ცრემლები მოვიწმინდე გაშლილი ხელისგულებით.
- გისმენ, ნინე. - ჩემი ხელები მის ხელებში მოამწყვდია.
- გულწრფელად მითხარი, მე სიყვარულს არ ვიმსახურებ? - ცრემლებით ამევსო ისევ თვალები.
- და ვინ გითხრა, რომ არ იმსახურებ?
- აბა რატომ უკვირთ როცა ვინმე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება? ასეთი ცივი ვარ? ასე ვჩანვარ გარეთა თვალით, რომ მე გულქვა და ცივი ვარ? რომ მე სიყვარული არ შემიძლია და არც ჩემი შეყვარება შეუძლია ვინმეს?
- ნინე, ჩემო ნინე, - გულთან მიმიხუტა და თავზე მაკოცა. - ხომ იცი, რომ მიყვარხარ?
- ვიცი... - ჩავიჩურჩულე, - არა, - თავი გავაქნიე სასოწარკვეთილმა, - არა, არ ვიცი, არ მჯერა... არაა, ნწ, შენ მე გიყვარდი, ახლა უბრალოდ გგონია, რომ გიყვარვარ... - გაშლილი ხელისგულით მოვიწმინდე ცრემლები.
- ისევ არ გჯერა, ხომ? - წამოდგა ის, - დიახ, მე შენ მიყვარხარ და იცოდე, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...
- და სიყვარულს შენ რას ეძახი? დამცინი ხომ? შენც დამიანე? - ჩანთას ხელი დავავლე და გასასვლელისკენ გავიქეცი, სადაც მართას შევეჩეხე, თუმცა უპასუხოდ დავტოვე და გავიქეცი.
- რა მოხდა? - ჰკითხა მისკენ მომავალ დამიანეს.
- მეთქი მიყვარხართქო და შენც დამცინიო და გაიქცა.
- და გაგიკვირდა ხომ?
- ხო, არ ველოდი - მხრები აიწურა ბიჭმა.
- ვერ მორჩი კატა-თაგვობანას თამაშს, ვერ გაიზარდე, ისევ ისე თამაშობ, როგორც ადრე. თუ გიყვარს თქვი და თუ თამაშობ ეგეც და გაიგებს გოგო რა გზას დაადგეს.
- ხო ვუთხარი... - დაიბნა დამიანე.
- რომ გიყვარს?
- ხო...
- მერე შენი საქციელი ხან ერთს, რომ ამბობს და ხან მეორეს, ამას რა ვუყოთ? ხომ არ მოგკლა? - თვალები მოწკურა მართამ. - ნწ, შენს გამო ციხეში ხომ არ ჩავჯდები? - არ მოეწონა იდეა, - მაგრამ შენს გამო თავსაც ხომ არ მოვიკლავ?... მოკლედ, ჩამოყალიბდი ბოლოს და ბოლოს , ხომ არის შესაძლებელი, ვაა. - გაბრაზებით ხელი აიქნია და კაბინეტში შევიდა მართა.


***
- ქალებს ბევრ რამეს არ პატიობენ, კაცები. - გვერდულად გახედა ქალმა კაცს.
- მაგალითად? - სიგარეტი ჩააქრო საფერფლეზე.
- რას? - ჩაეღიმა, - თუნდაც ღალატს.
- და რატომ უნდა აპატიო? - უსიამოვნოდ შეიშმუშნა კაცი.
- რატომ? იმიტომ, რომ ქალი კაცს უმეტესად მაშინ ღალატობს, როდესაც მას უკვე აღარ აფასებენ, აღარ ინტერესდებიან მისით, აღარ ანებივრებენ ისე, როგორც საჭიროა და მრავალი სხვა... - კოქტეილის ჭიქა ფრთხილად დადო მაგიდაზე. - ხოლო კაცები , ღალატობენ იმიტომ რომ თვლიან კაცები არიან და მერე რა? მათ ხო ყველაფერი ეპატიებათ, რადგან ისინი კაცები არიან და მორჩა!
- შენ გიღალატია?
- მე? ჰმ, არასდროს, რადგან არასდროს მყვარებია და არც ვაპირებ.
- "არც ვაპირებ" რას ნიშნავს? სიყვარული ხომ უცებ შემოფრინდება, ისე რომ ვერც კი მიხვდები.
- მე ყოველთვის გონებით ვფიქრობ და გულიც გამოწვრთნილია უკვე, გონების გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამს.
- ვაა, საინტერესოა. - სიგარეტი გააბოლა უტამ. - ისე, შენი აზრით, ნინეს და დამიანეს რამე გამოუვათ?
- ნინეს თუ დამიანეს?
- ორივეს...

- დამიანემ დიდი შეცდომა დაუშვა, აი, ისეთი წეღან რომ განვიხილეთ. მას ეგონა, რომ რადგან მამაკაცია ყველაფერი ეპატიება და უცებ, ნინემ წითელი აუნთო. ვნახოთ, მე და ნინე სხვადასხვა ტიპები ვართ, მე მის ადგილას ახლოსაც არ გავიკარებდი დამიანეს, ის კი მასთან მუშაობს, ეხმარება და ა.შ. ამიტომ არ ვიცი რა მოხდება...
- თუ მასეა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- დაველოდოთ. - კოქტეილი მოსვა მართამ.


***

ბორგვა, სულიერი ღელვა, ემოციების ზღვა, ტალღების რბოლა, ქარბორბალა, უსაზღვრო ტკივილი, სასოწარკვეთა, უიმედობა, ტკივილამდე ყვირილი, უენერგიობა, დეპრესია, უჰაერობა, უ, უ , უ...
- როგორ ხარ? - შემომიწვა მართა.
- კარგად და შენ? - თვალები მოვისრისე.
- არ წავიდეთ?
- კი ავდგები და წავიდეთ.
ოფისში სიმშვიდე იყო, ტარიელი მივლინებით სხვა ქალაქში იყო და არსად ისმოდა მისი ქოთქოთი.
- შეიძლება? - ღია კარებში უტა იდგა.
- კი, შემოდი. - წამოვდექი მის შესახვედრად.
- როგორ ხარ?
- კარგად და შენ?
- მეც კარგად, აგერ საბუთები მოგიტანე, ბარემ აქეთ ვიყავი და მეთქი მივაწოდებთქო.
- კარგი ბიჭი ხარ, დღეს მივხედავ მაშინ თქვენს საქმეებს.
- ვაა, უტა როგორ ხარ? - შემოვიდა მართა.
- კარგად, ლამაზო, და შენ?
- მეც კარგად, - თვალი ჩაუკრა, - და როგორ მოხდა შენი ტყუპისცალის გარეშე, რომ ხარ აქ?
- მიმატოვა.
- შენც კაცო? - ჩაეღიმა ირონიულად მართას.
- კი წავიდა და შემატოვა ყველა საქმე. იმედია გავუმკლავდები.
- მოიცა, სად წავიდა? - მართამ უტას გახედა.
- საზღვარგარეთ გაფრინდა, წუხელ.
ვიგრძენი ერთიანად როგორ დავიცვარე ცივი ოფლით, როგორ გამიხშირდა სუნთქვა და ცრემლების ზღვა მოაწვა ჩემს თვალებს. კბილებით ტუჩი მოვიკვნიტე, რომ ემოციები ასე მომეთოკა და არაფერი დამტყობოდა.
- შენ ისეთი ოქრო ბიჭი ხარ, ყველაფერს გაართმევ თავს, თუ რამე მართაც აქაა და მეც. მოგეხმარებით. - ვეცადე ისე მეთქვა, რომ ხმას ჩემი შინაგანი ემოცია არ დატყობოდა და უღიმღამოდ გავიღიმე.
- ხო, თქვენი იმედი კი მაქვს.
- მოიცა, რა არ ჩამოვა? - ვერ ისვენებდა მართა.
- მართა, იქნებ ცოლთან წავიდა, რატომ ღელავ? - ვიგრძენი ამ სიტყვების წარმოთქმამ რამხელა ენერგია გამომაცალა და უჰაერობამ მომიმატა.
- სუ, შენ. - გამაჩერა დაქალმა. - ხომ არის მშვიდობა? ასე უცებ რატომ წავიდა?
- კი მშვიდობაა, - წამოდგა უტა, - კარგით დაგტოვებთ გოგოებო. თუ რამე ხაზზე ვარ, - ხელი ყურთან მიდო.
- აბა დროებით. - გააცილა მართამ. - აბა რას იტყვი?
- რაზე? - სათვალე გავისწორე მიამიტურად.
- ვის ატყუებ? - თვალები მოწკურა მართამ.
- და რას ვიტყუები? - ვცდილობდი შინაგანი ღელვა ჩემშივე ჩამეკლა.
- კარგი, იყოს ისე როგორც არის. კარგად გიცნობ, ვიცი ახლა შენში რა ცეცხლიც ტრიალებს, წავალ, მარტო დაგტოვებ, სხვებსაც ვეტყვი, რომ არ შეგაწუხონ. - გავიდა და კარები მიიხურა.
მართას გასვლა და ცრემლების ზღვა ერთი იყო. ვტიროდი, ჩუმად, მოგუდულად, როგორ მინდოდა, რომ მეყვირა, გადმომეყარა ყველაფერი, როგორ მინდოდა მუშტები მერტყა მაგიდისთვის და ემოციები ასე გამომეშვა ჩემი სხეულიდან. თუმცა სკამის საზურგეზე გადაწოლილი ჩუმად, უხმოდ ვტიროდი, არ ვიცი რა იყო ეს, არ მინდა ასეთი სიყვარული, რომელიც ბედნიერებით არ სრულდება, არ მინდა ასეთი გრძნობა, არ მინდა, არ მინდა ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent