ისევ შენ და ისევ მე, ჩვენი ოცნების ქარავანში... (დასასრული)
დრომ დრო წაიღო, დრომ ემოციებიც თან წაიყოლა. თითქოს დრომ ყველაფერი ისევ მის კალაპოტში ჩააყენა. - ჰოლაა, - შემოვარდა ტარიელი. - ვაიმე, ხო გამიხეთქე გული, რა შემოსვლა იყო ეს? - გულზე ხელი მივიდე. - შენი ჩემი უნდა თქვა. - ჩამოჯდა სკამზე და საბუთები მოიბერა. - გული ჩვენ გაგვიხეთქე და შენი რა უნდა ვთქვათ? - კომპიუტერიდან ამოყო თავი მართამ. - ჩემი დისშვილი იყო გუშინ ცუდად, ხოდა ბავშვთა ექიმთნ გვყავდა. - მერე ეხლა როგორაა? - კარგად, რაღაც ვირუსიაო, ხო იცი ეს ექიმები ყველაფერს ვირუსს ეძახიან უკვე, მგონი დაცემინებასაც მალე ვირუსს დაარქმევენ, რომ წამალი გაასაღონ. - ხო, არაა გამორიცხული. - თქვენ იცოდით ბავშვთა ექიმს რა ქვია ახლა? - პედიატრი, სხვა რა უნდა ერქვას? - ვთქვი. - არაა, - ხელი ამიქნია ტარიელმა. - მოიცა, გავიხსენო. მაგი ჩვენს ბავშობაში ერქვა, ახლა სხვა ქვია. - შუბლი მოისრისა. - სხვა რა? - რა და უბერი. - რა ქვია? - ამიტყდა სიცილი. - რა არის აქ სასაცილო? - ტატოო, უბერი ექიმის გვარია, ცნობილი პედიატრია. - ისტერიკულად ვიცინოდით მე და მართა. - გამარჯობათ, - კარებში მომღიმარი ანდრია იდგა. - ცუდ დროს ხომ არ მოვედი? - გაგიმარჯოს ანდრია, - მივესალმე, - არა, შემოდი, შემოდი. - შეიძლება? - სკამი გამოწია ჩამოსაჯდომად. - კი, - დავრთე ნება. - ხო რაზე ვმუშაობდით? - მომიჯდა ტარიელი, თან ფურცელი მომაწოდა, სადაც ეწერა „ამ სამკუთხედ თავიანთან მარტო არ დაგტოვებ, ვიცი რა მიზანიც ამოძრავებს“. - მართა, მიდი ჩემი ლამაზი, მომიტანე ჩემი სამუშაო მაგიდიდან შპს ტრაქტორის საბუთები. - კარგი ახლავე, - უსიტყვოდ დაემორჩილა მართა. - სხვა ანდრია? რამ შეგაწუხა? - თან რაღაცეებს აწკაპუნებდა კომპიუტერში ტარიელი. - არა, ისე შემოვიარე. - მაშინ თუ ისე შემოიარე, სამუშაო გვაქვს და წადი.- ხელი აუქნია ტარიელმა, მე კი ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა. - მოიცა, წავიდე? - სახე აეფაკლა ანდრიას, თან მიყურებდა. ტარიელმა ისეთი მიპწკინა, ძლივს წამოვიძახე: - ხო, თუ არ გვიწყენ. - თან ფეხზე ნატკენ ადგილს ვიზელდი. - კარგით, მაშინ. საღამოს დაგირეკავ. - წამოდგა. - არაა, ტყუილად დაურეკავ, არ გვეცლება, უნდა ვიმუშაოთ. - ისევ ჩემს მაგივრად უპასუხა ტარიელმა, წამოდგა, კარებამდე მიაცილა და კარები მიუკეტა თან. - დედაა, ძლივს არ მოვიცილეთ. - შუბლზე მიიდო ხელი. - რატო მოიქეცი ასე? - არ მითხრა, ახლა მსიამოვნებს ამ უცხოპლანეტელის ყურადღებაო, თორემ გისვრი მე-4 სართულიდან. - არა, მაგრამ... - არავითარი მაგრამ, - არ მაცადა სიტყვის დასრულება, - ნანუს არ მივცემ უფლებას შენზე გაიმარჯვოს და ვიღაც მახინჯზე მიგათხოვოს. - და ვინ გითხრა, რომ ვთხოვდები? - სუს, ხმა, კრინტი! - დამიყვირა. - დღეს მოვა, ხვალ მოვა, მერე ყვავილს გაჩუქებს, ჰაი ჰუი და რა უნდა მეტი ქალს? - გულთან ჩაიხვია ხელები, - ეგრევე დაიკერები და გახდები მახინჯი ანდრიას ცოლი, იცოდე არ გაპატიებ, მოგიტაცებ ქორწილიდან. - ტატო, ხომ ხარ კარგად? - ეჭვი, კიდევ ერთხელ, შემეპარა მის სიჯანსაღეში. - კარგად ვარ, შენ ხარ ცოტა არეულად და უნდა გიშველო. - გამიღეთ კარი, მე ვარ . - აკაკუნებდა მართა. - სად არის ანდრია? - გააგდო. - ნიკაპი ჩამოვდე ხელზე. - რაა? ყოჩაღ ტატო, მაგარი ხარ. - ხელი ხელზე დაუკრა. - კარგით რაა, ხომ იცით, რომ არ ააქვს ანდრიას შანსი? - სუს, ვიცი მე ვის რა შანსი აქვს და ვის არა. ეს საქმე უკვე ჩემი კონტროლის ქვეშაა და ნანუ ვერ მომიგებს. - შეიძლება? - კარებთან ბიჭი იდგა ყვავილებით. - დიახ, მობრძანდით. - ქალბატონ ნინესთან გამომატანეს ეს თაიგული. - მე ვარ, - წამოვდექი. - გთხოვთ აქ მომიწეროთ ხელი. - მიღება - ჩაბარებაზე მოვაწერე ხელი, კურიერი გასული არ იყო ტატო თაიგულზე დამაგრებულ კონვერტს ეცა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა: - „ ჩემო ერთადერთო გიძღვნი ამ ყვავილებს და გისურვებ სასიამოვნო მუშაობას, შენი ანდრია“. - მოიცა და როდის აქეთ გახდა ანდრია ჩემი? - დავხედე ყვავილებს. - ვაიმეე, დამაკავეთ. - ხელები აიკაპიწა ტარიელმა. - კარგი, ხო. დამშიდდი. ყოველდღე ხან ყვავილები, ხან პიცა, ხან ტკბილეული მოდიოდა ჩემს სახელზე. ტარიელი თან ილანძებოდა და თან გემრიელად მიირთმევდა გამოგზვანილი ნუგბარს თუ საჭმელს. მე უემოციოდ ვღებულობდი ამ ყველაფერს, თითქოს არც არაფერი ხდებოდა. - ნინეე, შეიძლება? - კარებში უტა იდგა, მე კი მორიგ თაიგულს ვათვალიერებდი. - უტაა, როგორ ხარ? - გადავეხვიე მას. - მე კარგად და შენ? - მეც კარგად. - გავუღიმე, - მიდი დაჯექი, ფეხზე რატომ დგახარ? - შენ ყვავილების მაღაზია გახსენი თუ რა ხდება? - მიმოიხედა კაბინეტში. - რა კარგად თქვი, - გამეცინა, - არ არის ცუდი იდეა, ის ბიჭი ასე თუ გააგრძელებს, კი გავხსნი მაღაზიას. - ოო, თაყვანისცემლის ამბავია? - წვერზე ხელი ჩამოისვა უტამ. - ხო, - თავი დავუქნიე. - კარგია. მოდი საქმეზე გადავიდეთ მაშინ. - კარგი. ჩემი კაბინეტიდან გასული უტა, ტარიელმა გამოიჭრა. - შემოდი, ჩემს კაბინეტში. - რა იყო ხომ მშვიდობაა? - სად არის შენი ძმაკაცი? - რომელი? - თავს ნუ იშტერებ თუ შეიძლება, - წარბი ასწია ტარიელმა. - საზღვარგარეთაა. - დედაა, რას მელაპარაკები, მართლაა? - ტაში შემოკრა. - მე ახლა მაგას გეკითხები? რომელ ქვეყანაშია და თუ გაქვს კონტაქტი? - შენ რატომ გაინტერესებს? - ნახე ნინე? - კი. - მოგეწონა მისი კაბინეტი ყვავილებით ავსებული? - კი, ვნახე. - თავი გადააქნია უტამ. - და მერე ამ ყვავილებს დამიანე კი არ უგზავნის, სამკუთხა ანდრია უგზავნის, ხოდა ვიცი მე ამათი ისტორია, ვიცი ნანუ ნინეს დედა, როგორი მონდომებულია, ხოდა ან დამალაპარაკებ დამიანეს ან შენ ეტყვი დროზე ჩამოვიდეს, თორემ ნინეს დაკარგავს. - და იცი რომ ნინეს დამიანეს ჩამოსვლა გაახარებს? ღირს კი ? გგონია, რომ ისევ შედგებიან როგორც წყვილი? - შენ უთხარი დამიანეს აქ რაც ხდება, და მერე თვითონ გადაწყვიტოს რას იზამს. - კარგი, შევთანხმდით. - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. *** - გამარჯობა. - ჩემს მაგიდასთან ჩამოჯდა ანდრია. - გაგიმარჯოს. - წვენი მოვსვი. - მარტო რატომ ხარ? დაგერეკა და გაგიწევდი კომპანიონობას. - მიღიმოდა. - დარეკვა დამჭირდა რო? - ვერ მივხვდი? - ისედაც მუდამ იქ ხარ, სადაც მე ვარ, თითქოს მუდამ კვალში მიდგახარ. - ვცდილობდი გაბრაზება არ დამტყობოდა. - სულ შენს კვალში ვივლი, ხომ იცი. - ამწყობია, მაშინ საქმე. - ირონიულად ჩავილაპარაკე, თან მიმტანს ხელით ვანიშნე მოსულიყო. - დიახ, ქალბატონო ნინე. - თუ შეიძლება ანგარიში მომიტანე. - ახლავე. - მოიცა, რას აკეთებ? - გამომხედა ანდრიამ. - მივდივარ, რას უნდა ვაკეთებდე? - ასე უცებ? - ხო, რაღაც ჰაერი არ მყოფნის აქ, ამიტომ წასვლა მირჩევნია. - ოფიციანტს თანხა დავუტოვე და კარებისკენ წამოვედი. - დამელოდე, - დამეწია გზაში. შევჩერდი. - გაგიყვან, მანქანით ვარ. - არ მინდა, ჩემი ტაქსი უკვე მოსულია. - უკან არც კი მიმიხედავს ისე ჩავჯექი ტაქსში. - როგორ ხარ ნინე? - მიღიმოდა ვალერი. - კარგად და შენ? - მეც კარგად. - როგორ მიდის შენი საქმეები? - ნელნელა, ხან არის მუშაობა ხან არა. ყველა აქ ჩამოდის დედაქალაქში, ყველა ცდილობს იტაქსაოს და აღარაა იმდენი მუშაობა. - ხო, აქ ეძებს ხალხი სამუშაოს, რეგიონები მთლად მიტოვებულია. - თავკომბალა გახდა თბილისი. - კი მასეა, მაგრამ იქნება, რამე. აბა დროებით, - გადმოვედი მანქანიდან. - მადლობა, და ბედნიერი მუშაობა. სახლში არ შევსულვარ, გზას ფეხით გავუყევი, თბილი სიო სახეზე მელამუნებოდა, ვცდილობდი ფიქრები და მოგონებები გამეფანტა, თავს ვერ ვაღწევდი წარსულს და ეს ჩემზე ძალიან მოქმედებდა. ჩემს გულის დარდს კი ვერავის ვუმხელდი, არ მინდოდა ვინმეს სცოდნოდა, მინდოდა მხოლოდ ჩემში ყოფილიყო ყველა სევდა, ტკივილი და მოგონება... ალბათ ყველაფერს გავუძლებდი, ავიტანდი, მხოლოდ ერთი კითხვა მიბურღავდა ტვინს : რატომ? რატომ? და კიდევ რატომ? ამ კითხვაზე კი მხოლოდ ერთი იყო პასუხის გამცემი და ისიც გაქრა, ამაფორიაქა, ამაღელვა და ისევ მიმატოვა, რატომ?... ეს კითხვა იყო რაც მტანჯავდა და არ მაძლევდა უფლებას ლაღად მესუნთქა, მეფიქრა და მეოცნება... *** - ნინე, - კარებთან ანდრია იდგა. მისი დანახვა ძალიან მაღიზიანებდა, არ შემეძლო მისი ასეთი აქტიურობა, მისი ეს ყოველდღიური რუტუნა და არაფრის მომცემი ქმედებები. - გისმენ, ანდრია. - არც კი ავდექი. - გუშინ ისე წახვედი... - როგორ? - არც კი დამემშვიდობე, არც მომეცი უფლება, რომ გამეცილებინე. - და ამის გამო ხარ აქ? - მომენატრე. - მე კიდე არა. - ნინე, ასე რატომ მექცევი? - როგორ? - ასე ცივად? მე ხომ მიყვარხარ? - და მე არ მიყვარხარ, რა არის აქ გაუგებარი? - შემიყვარებ! - ჩამოეყრდნო მაგიდას და მზერა გამიშტერა. - ანდრია, ძაან მეცინება უკვე. ხოდა, ნუ გამოცდი ჩემი მოთმინების ფიალის ავსებას, თორემ მერე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, ამიტომ, გთხოვ, წადი. - დროებით, შეხვედრამდე. - წელში გამართული გავიდა კაბინეტიდან. მე, კი არ ვიცი რა ნერვების ფასად დამიჯდა, რომ არ მეტირა, თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა : რატომ? რატომ? - დედის მერცხალო, სად ხარ? - ნანუ რა ხდება? - გამეცინა მის მომართვაზე. - დეე ხომ მოხვალ დღეს სახლში? სტუმრებს ველოდები. - კი, მოვალ, მაგრამ ვის ველოდებით? - მოხვალ და ნახავ. - კარგი. სახლის კიბეები მშვიდად ავიარე, ჩემი გასაღებით გავაღე კარები, მისაღებიდან ხმები ისმოდა და პირდაპირ იქეთ გავემართე. - გამარჯობათ. - მივესალმე იქ მყოფთ. - დეე, მოხვედი ჩემო მერცხალო? - კი, დე, დროებით მოვფრინდი, რომ ისევ გავფრინდე. - ნაძალადევად გავუღიმე. - ასეთი იუმორი აქვს ჩემს გოგოს. - იხტიბარს არ იტეხდა დედაჩემი. - როგორ ხართ, მაკა დეიდა? - გადავკოცნე. - კარგად, შვილო და შენ? - თმის ღერიდან ფეხის ძირამდე ამათვალიერა. - მე შესანიშნავად. - მასეც უნდა იყო, მუდამ უნდა ბრწყინავდე ბედნიერებისგან. - მადლობა, გაიხარეთ. - წყალი მოვსვი. - გამარჯობათ, - ოთახში ანდრია შემოვიდა საზეიმოდ გამოწყობილი და კინაღამ წყალი გადამცდა, სიცილის შეკავების დროს. - ვაა, ცოლი ხო არ მოგყავს ანდრია, რა გამოპიწკულხარ. - ვერ შევიკავე თავი კომენტარისგან. - კიი. - გაიღიმა მან. - ვაა, ვის აბედნიერებ? - ჩამეცინა. - შენ. მეგონა, რომ რაღაც მომესმა და წყალი ახლა მართლაც გადამცდა, კინაღამ დავიხრჩვი. ის ჩემს ფეხებთან დაიმუხლა და ბეჭედი გამომიწოდა. ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა, ვხედავ დედაჩემი და ანდრიას დედა რა ბედნიერად იღიმიან და იღებენ ფოტოებს. მე კი ვატყობ, ჩემი მოთმინების ფიალა კი არ აივსო, გადაივსო და გადმოვიდა კიდეც საზღვრებიდან. - თქვენ, ყველანი, კარგად ხართ? - ბრაზისგან კანკალი დავიწყე. - რა ხელის თხოვნა? რა სურათების გადაღება? ანდრია? მე, შენ რა გელაპარაკე? მე, შენ რა გითხარი? და ახლა როგორ იქცევი? ცოლობას მთხოვ ქალს, რომელმაც გითხრა, არ მიყვარხარო? - ნინე, - წამოიკივლა დედაჩემმა და სავარძელში ჩაესვენა. - შვილო, თუ არ უყვარდი რას მომარბენინებდი? - ანდრიას მივარდა მაკა. მე ნანუს მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და სახლიდან გიჟივით გავარდი, გარეთ საშინლად წვიმდა, ძლივს მივდიოდი და მივაპობდი გზებს, მერე სადღაც გადავუხვიე, მივდიოდი და ვგრძნობდი გზის ბოლოს რაღაც მეძახდა, გაზს ფეხი ავუშვი , თვალები დავხუჭე და მერე აღარაფერი მახსოვს. თვალები, რომ გავახილე სუნზე მივხდი, რომ საავადმყოფოში ვიყავი. - სად ვარ? - თავი საშინლად მტკიოდა. - ექიმო, გონს მოვიდა. - ექთანმა ექიმი შემოიყვანა. - გამარჯობა ნინე, გესმის ჩემი ხმა? - კი. - ჩუმად ვთქვი. - თავი მტკივა. - თავის ტვინის მძიმე შერყევა გაქვთ და ამიტომ. სხვა ყველაფერი რიგზე გაქვთ. ვინმეს ნახვა ხომ არ გინდათ? გარეთ უამარავი ადამიანი გელოდებათ. - მართა, მართა მოვიდეს. - ამოვიჩურჩულე, თან თავის ტკივილს ვერ ვუძლებდი, მეგონა 5 ტონა თუ მქონდა. - ნინე, - ჩემს საწოლთან ჩაიმუხლა აცრემლებულმა მართამ. - როგორ შეგვაშინე, როგორ მიხარია, რომ მალე კარგად იქნები, ნინე. - მიკოცნიდა ხელებს. - არ მინდოდა, მართა. - ცრემლი ჩამომიგორდა. - სუ, - ცრემლი მომიწმინდა. - მთავარია, კარგად ხარ. სხვაზე არ იფიქრო. დაისვენე, მიდი ჩემო ტკბილო. - შუბლზე მაკოცა და გავიდა. ჩამეძინა. ისე ღრმად მეძინა, სიზმრებიც კი არსად ჩანდნენ. „ ნინე, ნინე“ ჩამესმა ნაცნობი ხმა, ვიგრძენი ნაცნობი ხელის შეხება, „ ნინე, ჩემო ნინე.“ ნაზი ამბორი ხელზე. ძილშივე ვიგრძენი როგორ აღელდა გული, ვცდილობდი თავი დამეღწია შავი დერეფნისთვის, ვბორგავდი, კარებს ვეძებდი, საიდანაც ეს ხმა მოდიოდა. „ ნინე, ნინე...“ ტკივილს ვძლიე და თვალები გავახილე, ბურუსში გავარჩიე მისი სახის ნაკვთები, გამეღიმა, ისევ დავხუჭე თვალები. - ნინე, - თმაზე გადამისვა ხელი. - აქ, აქ რას აკეთებ? ყველაფერი იმის შემდეგ რაც მოხდა? - რა მოხდა, ნინე? - ჩემს ხელს არ უშვებდა მისი ხელებიდან. - ჰმ... - ჩამეცინა, - ტვინის შერყევა მე მაქვს თუ შენ? - ვბუტუბუტებდი. - სუ, მაგაზე მერე ვისაუბროთ, ახლა მთავარია კარგად ხარ, ახლა დაიძინე. - ფრთხილად გადამიწია თმები, ხელზე მაკოცა და ოთახიდან გაუჩინარდა. ეზოში ბოლთას სცემდა მართა, უტა სიგარეტს აბოლებდა, შიგ და შიგ კი საავადმყოფოს გამოსასვლელს აკვირდებოდა. - გამოვიდა, - სიგარეტი იქვე ურნაში ჩააგდო. - ვნახე, - მერე? - მიუბრუნდა მართა. - გაეღვიძა თუ ძილბურანში მელაპარაკა არ ვიცი. - რა ქენი, დამიანეე? - მივარდა ტარიელი. - გეხვეწები, ტატო, ნუ ხმაურობ. - შუბლზე ხელი მიიჭირა ბიჭმა. - ძაან დაღლილი ვარ. - იქვე, გრძელ სკამზე, ჩამოჯდა. - ასე უცებ როგორ გაიგე, ჩემს ძმობას გაფიცებ? - კითხა უტამ. - მეძინა, სიზმარს ვნახულობდი, სადაც ნინეს დახმარება სჭირდებოდა, სადღაც ვარდებოდა და მე მივრბოდი, - ღრმად ამოისუნთქა, - უცებ ამ ჭიდილში ვარ, ტელეფონის ხმა მაღვიძებს, სადაც ტარიელი ბღავის: ნინე, ნინე, ავარიაში მოყვა და ჩქარა ჩამოდიო. არ მახსოვს, როგორ წამოვედი ან აქ როგორ ჩამოვედი, საერთოდ არაფერი მახსოვს, მხოლოდ ერთი, თუ როგორ ვთხოვდი უფალს, რომ ჩემი ნინე კარგად დამხვედროდა. - ცრემლი მოიწმინდა დამიანემ. - ხო, ვამბობ უყვარსთქო. - გამოვიდა სიტყვით ტარიელი. - თქვა ამან ახალი ამბავი, - ჩაილაპარაკა მართამ. - ნინესაც უყვარს, ხოდა რო რამე მოსვლოდა, შენი ბრალი იქნებოდა ვაჟბატონო. - ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ტარიელმა. - მოიცა, შენ რა იცი რომ ნინეს უყვარს? - მიუბრუნდა მართა. - ვიცი, და ნახე მაგათ ქორწილში თუ არ ვიცეკვო. - არ უყვარს! - კი უყვარს! - არა-მეთქი. - კი-თქო!!! - მოგკლავ. - არ ხარ მაგის გამკეთებელი, ტყუილად მემუქრები. - სანაძლეოს დაგიდებ, რომ აღარ უყვარს. - არ ჩერდებოდა მართა. - წააგებ, გეწყინება და ამიტომ არ დავდებ სანაძლეოს. - კარგით, მეგობრებო. - გააჩერა უტამ მოჩხუბარი წყვილი, - სირცხვილია, ნინეს ოჯახი მოვიდა. - გამარჯობათ, ბავშვებო. - მიუახლოვდა უჩა იქ მყოფთ. - გამარჯობათ, ბატონო უჩა, გილოცავთ ნინეს გადარჩენას. - გადაეხვია დამიანე მას. - მადლობა, შვილო. აქ არ გელოდი. - დამიანე, როგორ ხარ? - გადაეხვია დათუნა მეგობარს. - ვარ რა, და შენ? - ხელი ჩამოისვა სახეზე. - არ ვიცი, მოვდივარ ნელნელა აზრზე. ჯერ კიდევ იქ ვარ, იმ ემოციაზე. საშინელი განცდაა და რომ გაიღვიძებს უნდა ვეჩხუბო, რომ ასე გვანერვიულა ყველა. - ხო , რამენაირად ეჩხუბე, იქნებ მერე უფრო კარგად დაეჯახოს კლდეს ან გადახტეს წყალში. - ხელი უჯიკა ტარიელმა დათუნას. - თუ პირიქით, სითბო და სიყვარული უნდა დავანახოთ, რომ მარტო არ არის, რომ ძალიან გვიყვარს და ასე შემდეგ. - მართალია, ტარიელი. - თქვა ბატონმა უჩამ. - რა დროს საქმეების გარჩევაა, ღმერთმა მეორედ გვაჩუქა მისი სიცოხლე. - ნანუ, შენ როგორ ხარ? - მართა მიუახლოვდა ცალკე მდგომ ქალს. - ცოცხალ-მკვდარი. - ცრემლები მოიწმინდა. - რამე, რომ მოსვლოდა, თავი არ უნდა მეცოცხლა. - კარგი რაა, - მოეხვია მართა, - რა შენი ბრალია, ავარია, რომ მოუვიდა. - დიახაც, ჩემი ბრალია. - აქვითინდა ნანუ. - რა არის შენი ბრალი? - სახე და ხმა მკაცრი გაუხდა, მართას. - იმ ღამეს ანდრია და დედამისი იყო ვახშამზე, ხელი თხოვა ანდრიამ, ამან კი ხელი სტაცა გასაღებს და მერე ეს მოხდა... - გულამოსკვნილი ტიროდა დედა. მართა უცებ ცუდად გახდა, წამებში გადახარშა რატომ მოხდა ყველაფერი, მთელი სხეული აეწვა, თითქოს თვალწინ დაუდგა ყველა მომენტი, რაც ნინემ გაიარა სახლიდან ავარიამდე და რის გამო? ვის გამო? დღეს 21-ე საუკუნეში დედა შვილს აიძულებს გათხოვდეს, იმიტომ რომ უკვე 30 წელს გადააბიჯა და ლამის ფატალური შედეგი დგება. - გასაგებია, - ძლივს ამოთქვა მართამ, გაორდა, ვერ გაიგო ენუგეშებინა თუ არა, ხელის გულებიც აეწვა, არადა იმასაც მიხვდა, რომ ეს არავინ იცოდა. გრძნობდა, ჰაერზე მყოფს, ჰაერი როგორ არ ჰყოფნიდა, ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა, შეეცადა ცრემლები შეეკავებინა, ცას ახედა, მაგრამ ცრემლმა, გზა მაინც იპოვა. ჩუმად მოიწმინდა და საავადმყოფოს შესასვლელისკენ გაემართა. - ნანუ, - ცოლს მიუახლოვდა უჩა, - წამოდი, ავიდეთ და ვნახოთ ჩვენი გოგო. - კარგი, - უკან მორჩილად გაჰყვა ქმარს, მთელი სხეული ეწვოდა დედას. მშობლები პალატაში, რომ შემოვიდნენ არაფერი შევიმჩნიე, მივხვდი დედაჩემი რა მდგომარეობაში იყო, მამა კი თმებზე მეფერებოდა. - ჩემო კუდრუჭელა, როგორ შეგვაშინე მამი. - საჭე ვერ დავიმორჩილე, მა... - ცრემლი დამიგორდა ლოყაზე. - გთხოვ, აწინ ასე დაუფიქრებლად აღარ მოიქცე. - გპირდები, მა. - გავუღიმე და ხელი ხელზე მოვუჭირე. - წავალთ, ახლა ჩვენ სხვებიც ელოდებიან თავიანთ რიგს. ეზოში, რომ გამოვიდნენ მშობლები, ყველა მათთან მივიდა. - როგორ არის? - უკეთ, გელოდებათ თქვენც. ექიმმა ხუთი წუთით ავიდნენ მნახველებიო, რაც მეტი სიმშვიდე ექნება, მით მალე გამოწერენ. - დამიანე, - ტარიელმა ყურში ჩაჩურჩულა, - ჩემს ხუთ წუთს გჩუქნი, - თვალი ჩაუკრა, - შენ უფრო გჭირდება, მე მერეც ვნახავ. - ძმა ხარ. - ხელი მოუთათუნა ზურგზე. - შენ? - არ მელოდი? - ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ეშინოდა ხმაური არ გამოეწვია და სიმყუდროვე არ დაერღვია. - ხომ მნახე... - მერე რა? ტარიელმა მისი ნახვის „ხუთი წუთი“ მე დამითმო. - ჩაეღიმა დამიანეს. - რატომ? ჩემი ნახვა არ სურდა? - ჩუმად ვსაუბრობდი. - კი, მაგრამ, იცოდა, მე, რომ უფრო მინდოდა და გვაჩუქა ეს დრო და ამაზე უნდა ვისაუბროთ? - არ ვიცი, აბა რაზე? - როგორ ხარ? - უკეთ... - შუბლზე ხელი მივიდე. - რატომ მოიქეცი ასე? - არ ვიცი ... უსასრულობა მინდოდა, თითქოს. მინდოდა, სადღაც შორს, იქ სადაც მშვიდად ვიქნებოდი... - მერე, - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა დამიანემ, - მერე, მე რას მისშვრებოდი... არ გიფიქრია? - არა, არაფერზე არ მიფიქრია... ჩემს უიმედო მდგომარეობიდან გაქცევას ვცდილობდი ... მაგრამ არ გამო... - სუ, არ თქვა ის, რისი თქმაც გსურდა. - ტუჩებზე ორი თითი მომადო, - გაფიქრებაც კი მზარავს, მკლავს, მანადგურებს... რომ ვერ შეგხებოდი, რომ ვერ ჩაგხუტებოდი, რომ ვერ მეთქვა, რომ მიყვარხარ... მერე რა უნდა მექნა? მეც მაგ გზით უნდა წამოვსულიყავი? - ცრემლებს ვერ იკავებდა დამიანე. - სუ, გთხოვ, არ გინდა ... - ხმის კანკალით გავაჩუმე, - გთხოვ, მერე, ვისაუბროთ, ჩვენ ორმა, ოღონდ ახლა არა, არ შემიძლია... - როცა, გინდა... - ჩამოგორებული ცრემლი მომწმინდა დამიანემ, - როცა მზად იქნები... მე დაგელოდები, როცა დამიძახებ, შენთან გავჩნდები... - წამოდგა, საწოლთან დაიხარა და შუბლზე ნაზად ეამბორა საყვარელ ქალს, ქალს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, ტკივლამდე სურდა მისი ჩახუტება გულთან. მთელი ძალით, იკავებდა თავს, გრძნობდა, როგორ ეწვოდა მთელი სხეული, მხოლოდ ერთი ჩახუტება და ტკივილი დაუამდებოდა, მაგრამ ისევ უნდა მოითმინოს, იმკის დაშვებული შეცდომების საზღაურს... *** საავადმყოფოს თეთრი კედლები ბავშობიდან მთრგუნავდა, ერთ სულზე ვიყავი, როდის გამწერდნენ და ეს დღეც დადგა. ბევრი მეხვეწა დედაჩემი ჩემთან წამოდიო, მაგრამ მართასთან ყოფნა ვარჩიე. იქ ბევრი მნახველი ვერ შემაწუხებდა. - მთელი ღამე, მანქანაში გაატარა. - ფანჯარას მოცილდა მართა. - ვინ? - ვიკითხე. - შენი აზრით? - ყავა მოსვა და იქედნურად გამომხედა. - ანდრიამ? - მგონი მართლა შეგერყა მაგ ტვინი. - ტუჩები დაბრიცა მართამ. - აბა ტყუილი ტვინის შერყევა ვის გაუგია? - გამეცინა და ცოტა წამოვიწიე საწოლიდან. - აბა ანდრია რამ გაგახსენა და დამიანე რამ დაგავიწყა? - დამიანე? - შევშფოთდი, - ის იცდის მთელი ღამე გარეთ? - დედა, რა კარგია, მიხვდა ღმერთო! - მართამ ხელები მაღლა ასწია, მადლობის ნიშნად. - რა უნდა ნეტა? - წამოვჯექი საწოლზე. - ჩემი ცოლად მოყვანა. - რაა? - ვიხუმრე გოგო, - ხელი ამიქნია. - შენი ნახვა უნდა ალბათ, აბა მე რა ვიცი? ვიცი? არ ვიცი... - მერე ვინ დაუშალა ჩემი ნახვა? ხომ იყო საავადმყოფოშიც მოსული. - ნაწყენი ხმით ჩავილაპარაკე. - ალბათ კიდევ უნდა ნახვა და ელოდება, მე როდის წავალ სამსახურში. - და შენს წასვლას მთელი ღამეა უცდის? - ალბათ იფიქრა, რამე რომ დაჭირდეთ, ახლოში ვიქნებიო. - მართამ მხრები აიჩეჩა. - ალბათ... - გავხედე ფანჯარას, საიდანაც ცის ნაგლეჯი ჩანდა. - მისმინე, რომ წავალ კარებს ღია დავტოვებ და ვეტყვი, რომ ამოვიდეს. - კარგი. - სევდა შემომაწვა. - მოიცა, ცოტა შეგალამაზო. - მომვარდა მართა და ლამის მართლა გამომპრანჭა, თითქოს პაემანზე მივდიოდი. - წავედი, ახლა მე, იცოდე მშვიდად ისაუბრეთ, იქნებ გაერკვეთ ბოლოსდაბოლოს რა გინდათ, რა მიზნები გაქვთ, სად მიდიხართ, რატომ მიდიხართ და ა.შ. - მართა, რატომ ხარ ასეთი აჟიტირებული? - მე? ვიცი? არ ვიცი, არაფერი, უბრალოდ ამ ბოლო დროს „ტარიელი“ მემართება. - რა სასაცილო ხარ. - გამეცინა. - კარგი, აბა წავედი. - მაკოცა შუბლზე, - თუ რამე დამირეკე და შენთან ვარ იმ წამს თუ არა მეორე წამს მაინც. - დროებით. შინაგანი თრთოლვა შემომაწვა, ისე ვღელავდი თითქოს პირველად უნდა მენახა დამიანე, თითქოს ჩემი პირველი პაემანი იყო. მომეჩვენა, რომ დრო ძალიან გაიწელა, რომ დამიანემ დიდი დრო მოანდომა ჩემამდე მოსვლას, არადა ველოდი, ასე არასდროს არ მიგვრძნია მისი ნახვის მწველი სურვილი, როგორ მინდოდა გულთან ჩამეკრა და მეთქვა, რომ კი მართალია, გული მატკინა, მაგრამ მე ის მიყვარს. თვალები დავხუჭე და მისი მომღიმარე სახე თვალწინ დამიდგა, მოგონებებს ვუღიმოდი. - ვის უღიმი? - ოთახში სასიამოვნოდ გაისმა დამიანეს ხავერდოვანი ხმა. - შენ? - წამოვიწიე მომღიმარი სახით საწოლიდან. - ხო, მე ვარ, შენს წინ ვდგევარ და სიზმარი ნუ გეგონები. - ჰმ, - ჩამეღიმა. - შეიძლება? - მიმითითა სავარძელზე. - კი, დაჯექი, აბა ფეხზე ხომ არ იდგები. - შინაგანი თრთოლვა იმატებდა ჩემში, ხელები გამიცივდა. - როგორ ხარ აბა? - უკეთ. - კარგია. - შენ როგორ ხარ? - მეც უკეთ. - შენ რაღა გჭირდა? - შენ... - რა მე? - ვითომ ვერ მიხვდი ხომ? - ჩაეღიმა და სახეზე მოისვა ხელი. - უტა რატომ არ მოვიდა? - ვცადე თემის შეცვლა. - შენი აზრით? - რომ ვიცოდე არ შეგეკითხებოდი, - გავიბუსხე. - ნუ გაბუშტე ეგ ტუჩები... - ცერა თითი გადაისვა ტუჩებზე დამიანემ. - შენ შეგეკითხები რას ვიზამ. - ხელები გულთან ჩავიმწყვდიე. - დიახაც, შემეკითხები. - სავარძელი ტახტთან მოსწია. - ვითომ რატომ? - ჩვენ ამიერიდან სულ შევეკითხებით ერთმანეთს... იმიტომ, რომ ჩვენს გულში არსებული სიყვარულს ჩვენ-ჩვენი სახელი ჰქვია, იმიტომ რომ არაფერია გვიან, იმიტომ რომ სულ მენატრები, სულ მაგონდები, იმიტომ რომ ძნელია უშენობა, იმიტომ რომ შენი სახე მუდამ ცოცხლობს ჩემში... - სიყვარულით და ტკივილით სავსე თვალებით მიცქერდა. - მე ... - ძლივს ამოვიჩურჩულე. - შენ, ხო შენ, - ქვემოდან ამომხედა, - თუკი სიზმრებად გსტუმრობ, თუკი სხვას ვერ გაუღე გულის კარი, დამიჯერე, არაფერი არ არის გვიან და იქნებ ისევ ვცადოთ? არ გამოდის ხომ ხედავ, არ გამოგვდის სხვადასხვა გზებით სიარული... მე დამნაშავე ვარ, ვიცი არასწორად მოვიქეცი, გული გატკინე შენც და მეც ავირიეთ გზები, მაგრამ გთხოვ მეორე შანსი მივცეთ ჩვენს სიყვარულს... ჩვენ ორივე ვიმსახურებთ ბედნიერებას. მე შენ ძალიან მიყვარხარ... - ჩემი ხელები თავის ხელებში მოაქცია და თავი ჩამოადო, ჩემი პასუხის მოლოდინში. - მეორე შანსი... - ამოვიჩურჩულე ხმა წართმეულმა, - თითქოს მარტივია, თითქოს მერე რა? მაგრამ რთულია, ძალიან რთული... - ამოვისუნთქე ხმამაღლა, თითქოს ჰაერი არ მკმაროდა. - არ ვიცი, ჯერ კიდევ არ ვიცი... - შუბლზე მოვისვი ხელი. - მჯერა, შენი სიყვარულის მჯერა... მაგრამ ჩემს თავში არ ვარ დარწმუნებული, არ ვიცი... მინდა კი ეს მეორე შანსი? - გასაგებია, - თმები ნერვიულად გადაწია, დამიანემ და გაღიმება ცადა. - მადლობა, რომ გჯერა ჩემი, - ვგრძნობდი, როგორ უჭირდა საუბარი, მაგრამ რატომღაც რაღაც ძალა მექაჩებოდა, არ მისცე მეორე შანსი, არა, არა, არა !!! საათს დახედა, - უნდა წავიდე ახლა, საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. - წამოდგა, ჩემსკენ დაიხარა და ნაზად მეამბორა შუბლზე, თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდა. - დროებით. - ნახვამდის, - შემომხედა და კარებს მიღმა გაუჩინარდა. რაღაც ჩამწყდა გულთან, დიდი სიცარიელე ვიგრძენი, თითქოს ეს მინდოდა, თითქოს გავარკვიეთ ყველაფერი, თითქოს დალაგდა ყველაფერი, მაგრამ არა, სასწაულად დავკარგე მოსვენება, ვბორგავდი, ვშფოთავდი, ვერ გავარკვიე რა მჭირდა, გულს თითქოს ჰაერი არ ყოფნიდა, ხმამაღლა ვსუნთქვადი, მაგრამ არა. მთელი სხეული შფოთავდა, თითქოს რაღაც ცუდს ელოდა, დაძინებითაც ვერ დავიძინე, წამოდგომისაც მეშინოდა, მეშინოდა თავბრუ არ დამხვეოდა და გონება არ დამეკარგა. არ ვიცი რადენი დრო გავიდა ასეთ შფოთვაში და ფიქრში. თვალწინ მიდგა დამიანეს ნაზი ამბორი და მისი „ნახვამდის“, გული მეკუმშებოდა. ამ ფიქრებში ვიყავი, კარების ხმა გავიგონე, ფეხის ხმაზე მივხდი, მართა იყო. - მართ შენ ხარ ხო? - მისუსტებული ხმით წამოვიძახე. - მე ვარ ხო, - ცოტა უცნაურად კი მიყურებდა, - როგორ ხარ? - რავი ვარ. მოიცა ასე ადრე რატომ მოხვედი? ხომ მშვიდობაა? ჩემები ხო არიან კარგად? - წამოვიწიე ლოგინიდან. - კი შენები კარგად არიან, მაგრამ... - რა მაგრამ? - რა მოხდა ამ დილით ნინე? - რა მოხდა? - დამიანე იყო შენთან? - კი, იყო. - მერე? - რა მერე? - რა უთხარი? - მეთქი მეორე შანს ვერ მოგცემთქო. - ასე რატომ უთხარი? - აბა რა უნდა მეთქვა? ეგრევე ჩავხუტებოდი? - არ გინდოდა ჩახუტება? თუ მართლა აღარ გიყვარს? - მიყვარს... - ჩუმად ვთქვი, - უბრალოდ ჯერ მზად არ ვიყავი, არ ვარ... - ნინე, ასე რატომ მოიქეცი? ახლა რა ვქნათ? - შუბლზე ხელი მიიდო. - მოიცა, უტას დავურეკავ და იქნებ გვითხრას, რომელზე მიფრინავს. - ვინ მიფრინავს? - ხმა გამებზარა. - ნინე, დამიანე მიფრინავს... - მართა, რას ამბობ? ასე უცებ? რომ არაფერი უთქვამს წასვლაზე, არაფერი?! - ცრემლები წამსკდა. - ნინე, როგორც უტამ მითხრა შენს პასუხზე იყო დამოკიდებული მისი წასვლაც და დარჩენაც. შენ კი... - მე კი რა ვქენი, ჩემი ბიჭი უიმედოდ გავუშვი, - ლოგინიდან წამოვდექი, ცოტა დამაბრუალა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. - რას აკეთებ? - მომვარდა მართა. - უნდა წავიდე. - სად? - მობილურს არ იშორებდა ყურიდან. - აეროპორტში, ჩქარა, მართა. გთხოვ. - ტანსაცმელს ვიცმევდი. - გაარკვიე, სად მიფრინავს, რომელ რეისზე. ვერ დავუშვებ მის დაკარგვას, არ შემიძლია... მართას, რაც შეეძლო ჩქარა მიჰყავდა მანქანა, უტა უკან მოგვყვებოდა. - ცუდად ხო არ ხარ? - პერიოდულად მეკითხებოდა მართა. - ჩემზე ნუ დარდობ, მთავარია, მივუსწროთ. მანქანა გაჩერებული არ ყავდა მართას, რომ გიჟივით გადმოვარდი და გავიქეცი აეროპორტისკენ. ვაკვირებოდი რეისების დაფას, უკვე ჩასხდომა დაწყებული იყო, „იმედია უკვე თვითმფრინავში არ არის“, გავიფიქრე და გავიქეცი, თან მეშინოდა გონება არ დამეკარგა. დავინახე, იქ იდგა, თავის რიგს ელოდებოდა, მხრებ ჩამოშვებული, მოწყენილი. „ჩემი ბიჭი“, გავიფიქრე და მთელი ძალით დავიძახე: - დამიანეე. გამოიხედა და თავი ისევ დახარა, მერე ისევ გამოიხედა გაკვირებით. - ნინე? - დამიძახა მან და უცებ ვიგრძენი, თავბრუ როგორ დამეხვა, თავზე მოვიჭირე ხელები, - ნინე, - ვიგრძენი, როგორ დამიჭირა მისი ძლიერი მკლავებით. - დამი... - მის სახეს კარგად ვერ ვარჩევდი, ცრემლებით სავსე თვალებიდან. თუმცა ვგრძნობდი, როგორ ანერვიულებული იყო. - გაგიჟდი შენ? - თმები ნაზად გადამიწია. - კი, გავგიჟდი. - გამეღიმა. - აქ რა გინდა? - მე თუ შენ რა გინდა აქ? - პირისპირ ვიდექით და ორივეს გული სასწაულად ჩქარა ძგერდა. - მე მივდივარ... - ასე უცებ? - ხო... - აბა მიყვარხარო? - შუბლზე ჩამოყრილი თმები გადავუწიე. - სხვა გზა აღარ მაქვს... - რატომ? ჩვენ ხო გზაჯვარედინზე ვიდექით? დავიჯერო იქ მხოლოდ, ჩემგან წასასვლელი გზა დაინახე? - და ეს გზა შენ არ დამანახე? - დაჟინებით ჩამაშტერდა. - მართალი ხარ... - თავი ჩავღუნე, დამიანემ ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა. - მითხარი შენ რა გზა დაინახე? - მე, ჩვენი „ოცნების ქარავან“-ში მიმავალი გზა ... - ვუთხარი ეს და მის ცხელ, ვნებით სავსე ტუჩებს ჩემი ტუჩები შევუერთე, დამიანე უცებ გაჩერდა, მერე კი გაიაზრა რაც ვუთხარი, მთელი გრძნობით გულთან ჩამიკრა და ჰაერში ამიტაცა. - ვუყვარვარ, ჩემია... - ყვიროდა ბედნიერებისგან. _________________________________________________ მადლობა ყველას ვინც წაიკითხა, ვინც მოიწონა და თუნდაც ეღტი ადამიანი გავახალისე, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს გისურვებთ ყველას წინსვლას, წარმატებას და რაც მთავარია ჯანმრთელობას გვიყვარდეს ერთმანეთი და გავცეთ ბევრი პოზიტივი პატივისცემით ხ.მ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.