მეორე (ნაწილი პირველი)
სავარძელში მჯდარ გოგონას მხრებზე ტვირთად დაწოლოდა ღალატის ლოდი. მთვარის შუქით განათებულ ოთახში სევდის ირონია იღვრებოდა ცრემლებად. სუნთქვა გაჭირვებულს ახლა ისღა დარჩენოდა ეცინა თავის გასაჭირზე. მდიდრულ ოთახში ღარიბი მხოლოდ ადამიანის გრძნობები იყო და ეს სიღარიბე ხდებოდა მიზეზი სულიერი შიშმშილისგან დაბინდული მზერის. უპრინციპო ცრემლები დინებას არ წყვეტდნენ. შემოსასვლელ კართან მდგმურებივით იცდიდნენ წასასვლელად მზად მყოფი ჩემოდნები. უტყვი ნათებით ბურღავდა მთვარე პატარა ქალის გადიდებულ გულს. კარი გამთენიის გარიჟრაჟზე ღრჭიალით გააღო მოღალატემ,უცხომ,უღირსმა,სიყვარულის სანთლად ჩამოღვენთილმა მამაკაცმა. -რატომ არ გძინავს ..?-ქურთუკი სხვისთვის ნაფერები თითებით შეიხსნა დამძიმებულმა. -სად იყავი?!-სევდით დაჭრილ სახეზე ღიმილმა გადაურბინა პატარა ქალს. -ბარბარე,დაღლილი ვარ ... -ღალატით?!-შეკრთა ცოდვანარევი კაცი. -რას ბოდავ ... -მისი მიწის სუნად ყარხარ.-თვალი რომ გაგესწორებინათ ახალგაზრდა ქალისთვის,დაინახავდით თითო ბგერის წარმოთქმისას რამდენჯერ კვდებოდა მასში იმედი. -ბარბარე ...-აღმოხდა მამაკაცს. -მითხარი,მკვდარს ცოცხლები რომ ვერ ვაჯობებთ,ეს ხომ იცოდი?!-დამბაჩის გასროლამდე წამიერი სიმშვიდის მსგავსად იდუმალი იყო ქალის ხმა.-მის საფლავზე ამოსული ეკალი გირჩევნია ჩემს ყველა ამოსუნთქვას და ყველაფერზე მეტად აუტანელი,იცი რა არი?! -თუ ღმერთი გწამს,მორჩი! -ყოველ ჯერზე, როცა შენს ცოლს უყურებ,მას ღალატობ!-გაეღიმა ბარბარეს. -ნუ ბოდავ! -მე რომ შენს ადგილას ვიყო ...-ხმა ერთიანად ჩაეხლიჩა ტკივილისგან გოგონას.-დღის შუქის შემეშინდებოდა ... თუმცა,კი თქვენზე,მოღალატეებზე არ ვრცელდება ისეთი ამაღლებული შეგრძნება როგორიც,სირცხვილია ... მე მაინც შემეშინდებოდა გათენების. -როლები გავცვალეთ და ახლა ლექციებს შენ ატარებ?!-გაეცინა კაცს და პერანგის ღილები შეიხსნა.სახლში შემოსვლის წამიდან რაღაც თავის ადგილზე არ იდო და ცოლის გამაბრუებელ ტკივილს რომ არ დაებრმავებინა,იქნებ დაენახა კიდეც რა რევდა სახლში ნივთების იდილეას. -როლები გავცვალეთ და ახლა მე გტოვებ. -ნუთუ?!-გაეცინა და ... ქალის წინ დაიკავა ადგილი. -ნუთუ,არასდროს გყვარებივარ ..?!-სიამაყეს სძლია სიყვარულის მორჩილებამ. -ნუთუ?!-სახეზე ნაკვთი არ უტოკდებოდა მამაკაცს. -რა რთულია ...-თვალები მაღლა აღაპყრო პატარამ და კბილებით ჩაებღაუჭა ათრთოლებულ ტუჩებს-შენს ფრჩხილებში ჩარჩენილ მიწას დილაობით ვუყურებდე ... კიდევ უფრო რთულია მე ვიყო დამნაშავე,იმაში რაც ჩემი ბრალი არ არის ... -რაში ხარ დამნაშავე, პატარა ბაბი?! -შენზე რომ ვიფიქრე,კაცი შემიყვარდა-მეთქი.-ძლივს აათრია უძლურებისგან გათანგული სხეული და სახლი ისე დატოვა აღარც გაუგია მამაკაცის ხმა. გამთენიისას,კართან მჯდარმა აღმოაჩინა,რომ სულ რაღაც ორი საათის წინ ჩემოდნებმა აურიეს სახლი.ჩემოდნებთან ერთად აღარც სახლი დარჩენილა იმ სიცარიელეში. იჯდა მარტო და ვერაფრით გაეგო რა ხდებოდა მის თავს. *** -რა გითხრა?!-ცივი ყავის ქაფზე გაურკვეველ ფიგურებს ხატავდა კატო ნიჟარაძე.-ისეთი კაცია,არასდროს რომ არ უნდა გადაეყარო გზად უნივერსიტეტში აუდოტიროიის გზის გარდა.! -ნუ აჭარბებ,-გაეცინა ბარბარეს და მის გვერდით მჯდარ სანდროს ხელზე გააჟრჟოლა,ხელი პირდაპირ მის მხრებზე ჩამოედო ბიჭს.-ამას იმიტომ ამბობთ,რომ ძალიან მკაცრია ... -მე ვიტყოდი რობესპიერია ან უარესი ... კალიგულა,რომელიმე მაქედან,თქვენი ნებაა ამოირჩიეთ.-მხრები აიჩეჩა გიორგი შარიქაძემ. -ოროსნები მსჯელობენ ლექტორებზე.-გაეცინა სანდროს-მის ერთ ლექციას იმხელა ფასი აქვს,ამ უნივერისტეტს იყიდი ადამიანი,ტიპს უჯრედულ დონეზე აქვს შესისლხორცებული ყველა წიგნი,რომელსაც წიგნად თვლის. -ახლა შენ აჭარბებ!-სიცილი აუვარდა კატოს-ძალიან კი მოუხიბლიხართ შეყვარებულები მაყაშვილს. -ვინ შეყვარებულები?-არაფერი შეიმჩნია მკრთალ ღიმილში ბარბარემ და სკამის საზურგეს ისე მიეყრდნო სანდროს ხელი თავისთავად ჩამოუვარდა მისი მხრებიდან. -აი,შენ და ამირეჯიბი!-მხრები უდარდელად აიჩეჩა კატომ. -კარგი რა,კატო?!-რბილად მაგრამ გარკვევით ანიშნა ბარბარემ მეგობარს,რომ მსგავსი სისულელე მეორედ აღარ ეთქვა-ასეთ სისულელეებს რომ მოიგონებენ შენ უნდა გაიმეორო?!-ცეცხლად დაუარა გოგონას სიტყვებმა ამირეჯიბს სხეულში. -სად მე და სად ბარბარე?!-სიმწრით გამოსტაცა თავის ბაგეებს ღიმილი ამიჯერიბმა. -ეს არაფერ შუაშია ...-არ ესიამოვნა ბიჭის სიტყვები ბარბარე ანჩიბაძეს.კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა სანდრომ რომ გააწყვეტინა. -მაყაშვილს ცოლი გარდაეცვალა,ხო?! -რვა წლის წინ,-ამოილაპარაკა გიორგიმ და იმ წამს მოსულ ოთოს გადახედა-მოუკლეს,მამამისის მტრებმა. -რას ამბობ?!-თვალები დაექაჩა კატოს. -ვისზე ამბობთ?!-ჩაერია ოთო მაკარიძე. -მაყაშვილის ცოლზე,ამ კაცის მამა ძველი ბიზნესმენი და ცოტა ისეთი კაცი იყო,მაყაშვილის ძმამ გოგო მოიტაცა,ამ მოტაცების და საქმის გარჩევის პროცესში გოგოს ბიძაშვილი დაჭრეს მაყაშვილის ხალხმა სრულიად შემთხვევით,უბედური შემთხვევა იყო,თორე არც ასეთი საქმე იყო მკვლელობამდე მისულიყო ამბავი ... გოგო წაიყვანეს და მაყაშვილებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაემტერნენ,მაშინ ცოტნე ახალი ჩამოსული იყო თავის ცოლთან ერთად რუსეთიდან,აეროპორტის წინ დაუცხრილეს მანქანა ... პატარა ვიყავი,მახსოვს ჩემი ძმა და მისი ძმაკაცები ლაპარაკობდნენ სახლში ყოველ დღე ეგ თემა ირჩეოდა ... -საწყალი კაცი ...-ამოილუღლუღა კატომ. -იცით რა ლამაზი ცოლი ჰყავდა?!-მონუსხულმა ჩაილაპარაკა გიორგიმ და წინადადების დასასრულს გასცრა სხეულში ბარბარეს.-რუსი იყო თუ უკრაინელი,მაგრამ საქართველოში გაზრდილი ... სლავი ქალები ხომ ლამაზები არიან,მაგრამ ეს საერთოდ საოცრება ყოფილა ... ერთ თვეში დააქვრივესო,მაშინ მთელი ქალაქი ამ ამბავზე ლაპარაკობდა ... -მოიცა,რამდენი წლის იქნება მაყაშვილი?!-თვალები დააწვრილა სანდრომ ინტერესისგან. -ოცდათხუთმეტამდე. -რვა წელი გავიდა და ისევ არავინ ჰყავს ...-თითქოს ამ სიტყვებით მუცელში დანა ჩასცეს ბარბარეს-წარმოგიდგენიათ,დღემდე როგორ უყვარს?!-და ეს დანა,ღრმად ჩასობილი რამდენჯერმე დაატრიალეს კიდეც.სკამიდან ელდანაცემივით წამოვარდა. -ახლა გამახსენდა,რაღაც დამრჩა აუდიტორიაში,მე წავალ და თქვენ უჩემოდ ადით ...-ერთ ამოსუნთქვაში მიაყარა გოგონამ და სანდროს „ხომ არ წამოგყვე“ გონებაში აღქმის დონეზეც არ მიუშვა ისე გავარდა კაფეტერიიდან. -რა დაემართა?!-მხრები აიჩეჩა ოთომ. -ძალიან ლამაზი ყოფილა ...-ჩაილაპარაკა გიორგიმ და მეგობარს სევდიანი სახით გაუღიმა. -ვინ?!-ვერ გაიგო ოთომ. -მაყაშვილის გარდაცვლილი მეუღლე.-თავი ჩაქინდრა სანდრომ. ცარიელ აუდიტორიაში სულ ბოლო სკამზე მჯდარი გოგონა არც ისეთი მარტივი შემსაჩნევი აღმოჩნდა ლექტორისთვის. წიგნებით ხელში საქმიანი იერით შემოვიდა უზარმაზარ ოთახში და ისეთი ინერციით დაახეთქა წიგნები მაგიდაზე ბარბარეს გული შეუქანდა. -მე შენ გაგაფრთხილე,ჩემს საქმეში ნუ ერევი!-მხარსა და ლოყას შორის მოქცეულ ტელეფონს ისეთი ხმით ჩასძახა ბარბარე კიდევ უფრო დაიძაბა. ტელეფონი მთელი ძალით მოიქნია მაგიდაზე და სკამზე დაეშვა. წვერიან სახეზე ჩამოისვა გრძელი,თლილი თითები,რომლებზეც დაღდასმული ოქროს ბეჭედი უელავდა ქვრივს. მუქი ფერის ჯინსი ოდნავ აიწია და ფეხები შემოაწყო ხის მაგიდაზე. მოჯადოებულივით შესცქროდა გოგონა ახალგაზრდა ლექტორის მამაკაცურ სახეს. -წესით აქ არ უნდა იჯდე ...-მაჯის საათს უყურებდა ერთი ცოდვით გატენილი წინადადება რომ წარმოთქვა და თვალებდაქაჩულ ბარბარეს ცხოვრებაში უმისამართოდ შეიჭრა ... ეს ისე,თავადაც რომ ვერ გაანალიზა. -იცით,მე ...-ამოილუღლუღა გოგონამ და ვერც გაიაზრა,როგორ დაემჩნა მის სულს ჭუჭყიანი ფეხსაცმლის კვალი. -შენ?!-ისე უმზერდა,როგორც გალიაში მომწყვდეულ მსხვერპლს ცხოველი. -მე ბარბარე მქვია ... -სასიამოვნო,უნდა იყოს?!-დაჭმულ ტუჩებში ღიმილი გაეპარა. -არ ვიცი,იქნებ იყოს კიდეც ...-და თავადაც ვერ გაიაზრა,რომ გალიის კარი თავად დაუხურა საკუთარ თავს. -მანდ რატომ ზიხარ?! -მეშინია.-გულწრფელი იყო ბარბარე. -ჩემი?!-საჩვენებელი თითი გულთან მიიტანა ეშმაკივით მომღიმარმა. -თქვენი. რამდენიმე წამი და სათქმელად მომზადებული სიტყვები ჰაერში გაეყინა,აუდიტორიის კარში სტუდენტებმა რომ დაიწყეს შემოსვლა. ფეხზე წამომდგარმა პირველ მერხზე ჩამოჯდა და უკან მჯდარ ბარბარეს თვალებით ანიშნა წინ გადმოსვლა. და ისე თითქოს ეს თავისი ცხოვრების ერთადერთი მიზნის დასაწყისი ყოფილიყო,ემოციებდამწყვდეულივით წამოდგა და მოზომილი ნაბიჯებით გაემართა იმ მერხისკენ,სადაც თავად ცოტნე მაყაშვილი იჯდა და სწორედაც,რომ მას ... ახალგაზრდას,შემდეგში კი პატარას და მწარედ დაქალებულს უცდიდა ... უცდიდა,როგორც ლომი თავის გალიაში შეფრენილ ბეღურას ... შესაჭმელად გამზადებულს,დანანებულს,მაგრამ მაინც განწირულს ... სამუდამოდ განწირულს. სკამი ფრთხილად გამოსწია და ისე რომ თვალებში არ შეუხედავს მერთხან მოთავსდა. ავად გაჰკრა გულში კატოს მეგობრის გაბედული ქმედება. იმ ნაბიჯს ჰგავდა უფსკრულთან მდგარი ბრმა რომ დგამდა. არაფერი უთქვამს ლექტორს,მხოლოდ კმაყოფილების ღიმილმა გაუპო სახე. თავადაც ვერ მიხვდა,როგორ მოაჭამა ფრთა პატარა ბეღურას. თავადაც ვერ მიხვდა,როგორ დაიტოვა სამუდამოდ. -მე მაინც ვფიქრობ,რომ ამ წიგნს ახლა არ უნდა კითხულობდეთ,კარგა ხნის წაკითხული გააზრებული და მერე გაპრაქტიკებული უნდა გქონდეთ,მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!-ჩაილაპარაკა და „სამოსელი პირველი“ ხელში შეათამაშა. სანამ ტესტზე გადავიდოდე,მინდა გითხრათ რატომ დავიწყეთ პროგრამა ამ ნაწარმოებით ... მანამ სანამ რაიმე ღირებულის კეთებას დაიწყებდეთ,მანამ სანამ ბოროტებას გემოს გაუსინჯავდეთ,უნდა იცოდეთ,რომ მანამ არ იქნებით სამუდამოდ განწირულები,სანამ ჭერზე „შავი ლაქა“ არ გაქრება ... ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენთვის ეს წიგნი სწრაფად მიღებული წამალივითაა. -თქვენ როდის წაიკითხეთ ეს წიგნი?!-გაუბედავად იკითხა უკან მჯდარი სტუდენტებიდან რომელიღაცამ. -თქვენს ასაკში.-მოკლედ მოუჭრა ბიჭს და სკამზე დაეშვა.-სანამ ტესტურ ნაწილზე გადავალ,თქვენი აზრით ვინ იყო დიდ კანუდოსელებს შორის „ყველაზე დიდი?“ მთელი ლექციის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია ბარბარეს მამაკაცისთვის. მთელი ლექციის განმავლობაში არც ერთხელ აღარ შეუხედავს მაყაშვილს თავისი მიუტევებელი შეცოდებისთვის. უნივერსიტეტის ეზოში გამოსულ მაყაშვილს გოგონას ნაზი ხმა დაეწია ზურგსუკან. -დონ დიეგო! გახევდა. ერთ ადგილას გაიყინა. სადღაც შეჩურთული,კარგა ხნის დავიწყებული ლაღი ღიმილი გამოუძვრა სულიდან და გოგონასკენ შებრუნებულმა სახეზე უცაბედად მოირგო სერიოზული გამომეტყველება. -დიდ კანუდოსელებს შორის „ყველაზე დიდი“ დონ დიეგო იყო ... -მაინც რატომ?!-წარბები აწკიპა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო. -მეგონა მიხვდებოდით ...-მხრები აიჩეჩა გოგონამ და გვერდი აუარა თავის ედემში არასწორ ნაყოფს. სახლში მისულს მამამისის მანქანა, რომ დაუხვდა ეზოში ნეგატიურმა გრძნობებმამ ერთიანად შეიპყრო. სახლის კარში გასაღები გაჭირვებით გადააბრუნა და ხელში მოქცეული სტუდენტების ტესტები იქვე ხის პატარა მაგიდაზე მიყარა გაღიზიანებულმა. მაღალი სილუეტი ფანჯრის წინ იდგა ხელში ჩარჩოში ჩასმული ფოტოთი და სივრცეს გაჰყურებდა ფანჯარაში. -აქ რამ მოიყვანა თქვენი უდიდებულესობა?!-ირონია გაკრთა შვილის ხმაში. -არასდროს გიყვარდი ...-ხრინწიანმა ხმამ გააპო ჰაერი.-არასდროს მაფასებდი,არასდროს მოგწონდა მამაშენი,როგორც პიროვნება. ხანდახან სერიოზულად ვეჭვობდი,რომ მთელი არსებით გეზიზღებოდი და ვერ ვხვდებოდი,რატომ ?! -ნუთუ?!-გაეცინა და დაახლოებით მის სიმაღლე კაცს,რომელიც ნელი მოძრაობით შებრუნდა შვილისკენ სახეში გაუცინა უტიფრად. -ცოტნე ... -შენს ცხოვრებას ჩემი ბავშვობა შეწირე,დედაჩემის საფლავი უცხო ქალზე გაცვალე,ჩემი საძინებლის კარს გვერდი აუარე და ახალი შვილისკენ მიმავალი გზა გაცრიცე შენი ბინძური ნაბიჯებით. ნუთუ ეგ კითხვა მართლა გაწუხებს,მამაჩემო?! -სულ ეგ იყო?!-გაეცინა მამაკაცს და ჩარჩო გულთან ისე მიიტანა,თითქოს იქ მყოფნი გოგონა მის გულისცემას გაიგებდა.-ეს პატარა კაცის ეგოიზმი არ გაძლევდა ჩემი სიყვარულის უფლებას?! -სიყვარულს დამსახურება უნდა,ბატონო თამაზ! -სამშობლოს და ოჯახს არ ირჩევენ,არ იმსახურებენ,შენია და ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც არის! -მანდაც ცდები ... -რომ ვცდებოდე ღმერთი იმ ტკივილს არ გამოგატარებდა,რაც მე გამოვიარე ..-უჩუმრად ჩაილაპარაკა და მწყობრიდან გამოსული შვილის სხეულს გმირულად დაუხვდა. -როგორ ბედავ ... -კბილებში გამოსცრა ცოტნემ. -გინახავს კაცი,რომელსაც მამა ეზიზღებოდეს,ცხოვრებაში ღმერთმა გაუმართლოს?! -ხმას როგორ იღებ ...-საყელო ხელებში ჩაიბღუჯა შვილმა აკანკალებული თითებით. -მე ჩემ ცხოვრებას გავიტან,ცოტნე,შვილო,მაგრამ არ დაბადებულა კაცი ამ ქვეყნად უპატიებლობამ მოასვენოს. სულს ნუ დაიმძიმებ ... დედაშენის სურნელი დღემდე მეწვის,მაგრამ დედამიწა ისევ ბრუნავს,ამას ვერ გავექეცი. ზიზღი და ეგოიზმი მოინელე,თორემ შიგნიდან შეჭმულს უკადრებელს გაკადრებინებს! -არ გაქვს უფლება ...! -შეგიყვარდება ...-გაეღიმა კაცს და შვილს დაძარღვულ მკლავებზე მსუბუქი ხელი ჩამოადო-შეგიყვარდება და პატიებასაც ისწავლი.მამა გახდები და მიხვდები ... უშეცდომოდ ვერ გაივლი ამ გზას,ცოტნე ... ერთადერთი ვინც ვალდებული იქნება გაპატიოს,შენი შვილი იქნება. -მამა არ გავხდები!-დაიღრინა გამწარებულმა გარდაცვლილი ცოლის არ დაბადებული შვილი ატკივდა სულში-რომ გავმხდარიყავი,შენნაირი არაკაცი არ ვიქნებოდი! -იქნებ შენთვის არაკაცი,რომ არ ვყოფილიყავი მამაც გამხდარიყავი ... იქნებ ღმერთს შენთვის ეს გზა არ მოეცა გასავლელად.იქნებ პატიება რომ ისწავლო სუნთქვა გაგიადვილდეს,შვილო. -აქ რატომ მოხვედი?!-ციებიანივით გასწია ხელები აღელვებულმა. -შენი ძმა გარდაიცვალა ...-ხმა აუკანკალდა კაცს და ხელებში შერჩენილ ჩარჩოს თითები ფრთხილად ჩამოუსვა. მუხლები მოეკვეთა ამის გაგონებისას უმცროს მაყაშვილს. არასდროს არ ჰყვარებია,მაგრამ იცოდა უნდა ჰყვარებოდა. საკუთარი თავი შეძულდა,გულში შვება რომ იგრძნო სიტყვების მოსმენისას. -ვიცი შენზე უფრო ეს ამბავი არავის ეკუთვნოდა ...-ცისფერი თვალები ცრემლების ზღვით აევსო მამაკაცს-შენ ხომ ამბობდი,მამა მან წამართვაო ..?! -ხმა კიდევ უფრო ხრინწიანი უხდებოდა,კიდევ უფრო სძულდა თავი უფროს შვილს-აქა ვარ,შვილო ...-ხელები გაშალა და თვალებდახუჭულ შვილს დამანგრეველი ღიმილით გაუღიმა-აქა ვარ,იქნებ ახლა მაინც არ გაზომო ჩემი ნაბიჯები მის საწოლამდე. -თამაზ ...-ამოიხრიალა სულზეცეცხლწაკიდებულმა-ნუ ამბობ,ამას ... -აქა ვარ,-ხმას აუწია კაცმა-ახლა მაინც შემომხედე,როგორც მამას! -გეყოფა ...-სულ ცოტაც და აქვე გაუჩერდებოდა გული,არასდროს უნახავს მამამისი ასეთ მდგომარეობაში. -მეც არ ვიცი რა წერია,სანამ მისი ავადმყოფი გული გაჩერდებოდა,შენთვის დაწერა.თავისი ეგოისტი ძმისთვის,სამყაროს რომ ურჩევნოდა თავისი პატარა ძმის სიძულვილი.აქა ვარ,შვილო ... იქნებ ამ სევდამ მაინც გაქციოს კაცად!-კონვერტი შვილის მუხლებზე ათრთოლებული თითებით დადო და სახლისკენ წასასვლელ გზას დაადგა ცოტნეს ხმა რომ დაეწია. -სად მიდიხარ?!-თითქო პირველი ურო მოხვდა წლობით ნაშენებ ურყევ კედელს,ასეთი ხმა ჰქონდა სწორედ. -დედაშენის საფლავზე. -გაქვს უფლება?-ყოველგვარი ირონიის გარეშე იკითხა და მიუხვდა კითხვის შინაარს მამაც.გახევდა უფროსი მაყაშვილი. კარის სახელურს ჩაჭიდებული თითებიც გაეყინა თითქოს. -კაცად რომ გამეზარდე,იქნებ მქონოდა კიდეც. კარი გაიხურა და წავიდა. აუარებელი ხალხი ირეოდა მაყაშვილების სახლის ეზოში. სული ნაფლეთებად ეჭრებოდა კიბეზე ნელი ნაბიჯებით ამავალ ცოტნეს. იმ ქალის ხმა ესმოდა მამამისმა დედამისის სიკვდილის შემდეგ სახლში,რომ მოიყვანა და მის მეუღლედ გააცნო რვა წლის ცოტნეს. ის ქალი იყო დანახვის წამიდან უნებურად,რომ ჩაკლა პატარა ბიჭში „ბავშვი“ და პირველად უბიძგა სიძულვილისკენ თავისი არსებობით. ამ ქალმა შავებში ჩაცმულმა იგლოვა ცოტნეს ცოლი,როგორც საკუთარი შვილი. ასეთი ქალები იშვიათად იბადებოდნენ დედამიწაზე. ცოტნეს დანახვაზე ქალის კივილმა განგმირა თამაზის გული. ყველა ერთიანად გახევდა ამ სცენის შემყურე. თამაზს სხეული დაეჭიმა და მის გვერდით მდგარ მეგობარს,კოტე ანჩიბაძეს მთელი ძალით ჩაებღაუჭა,რომ არ დაცემულიყო. „მიშველე“-ს შემდეგ ქალის ჩახლეჩილ ხმას ჩურჩულით დასცდა „შვილო“. ლილის მოდუნებული სხეული ინერციით დაეშვა შვილის კუბოსკენ და გონწასულისთვის ხელი ცოტნეს რომ არ შეეშველებინა უთუოდ სულს განუტევებდა გარდაცვლილის გვერდით. -ლილი!-შესძახა გასასვლელში მდგარმა თამაზმა და საკუთარი შვილის ხელებში მოქცეულ ცოლზე მზერა გაეყინა. -მიჭირავს,ნუ გეშინია ...-ამოილაპარაკა ცოტნემ და ქალის სუსტი სხეული ხელში ისე აიყვანა,თითქოს ლოდს ჩასჭიდებოდა ასაწევად. კისერი დაეჭიმა ხელებაკანკალებულს,ფრთხილად გაიყვანა ქალი საძინებელ ოთახში და უკან ადევნებულ მამამის ჩუმად მიაძახა წყალი წამოეღო სამზარეულოდან. გმირულად აიგნორებდა ახლობლების მზერას. თითოეული მათგანისთვის ცოტნეს ეს ერთი შეხედვით ლოგიკური ქმედება სენსაციას უდრიდა. -ლილი,გაახილე თვალები ნუ მაშინებ ...!-ხმას ძლივს იმორჩილებდა თამაზი და საწოლთან დახრილი კაპლს ხელისკანკალით ასხამდა ჭიქაში. საწოლის თავთან ცოტნე იჯდა და თავადაც ვერ ხვდებოდა,რატომ აღარ სძულდა თავის ხელზე ჩაბღაუჭებული დედინაცვალი. ქალი,რომელმაც უნებურად ასწავლა სიძულვილი ... სულ არაფრით,მხოლოდ თავისი არსებობა გახადა ამისთვის საკმარისი. -ლილიკო,გეხვეწები ....-ხმაში პანიკის ნოტები შეერია მუხლებზე მდგარ თამაზს-გაახილე თვალები,გეხვეწები ... -ლილი ...-უნებურად წასცდა მის ბაგეებს ქალის სახელი და ქალმაც თითქოს იგრძნოო მოდუნებული ხელი მოუჭირა ცოტნეს მტევანს. -ჰო,ლილი აქ ვართ ...-ინსტიქტურად განაგრძობდა ცოტნე. -აქ ხარ ...-ამოიჩურჩულა ქალმა და სხეული გაჭირვებით აითრია საწოლზე წამოსაჯდომად. -ნუ ...-წასკდა გამწარებული თამაზის ბაგეებს-ნუ მოძრაობ ... -ის უნდა მომკვდარიყო,შენ რომ ობოლი აღარ ყოფილიყავი ...-ამოიჩურჩულა ქალმა და ცოტნეს ძარღვებში სისხლი გაიყინა-აქ ხარ ...-ზემოთ აჩოჩებული ფრთხილად აეკრა გულზე იმ რვა წლის ბიჭს,უნებურად სიძულვილი,რომ ასწავლა თავისი არსებობით. -გთხოვ,ამას ნუ ... -ჩშშ ... ვაცადოთ,მშვიდად წავიდეს.-ტუჩებზე გაყინული ხელისგულები ააფარა გაფითრებულ ცოტნეს და მთელი სხეულით სხვის შვილზე დაყრდნობილმა საკუთარს გაატირა ბოლოჯერ. საღამო ხანს ეზოში მგლოვიარე კაცებს შორის მდგარ ცოტნეს ნაცნობმა სხეულმა რომ ჩამოუარა თვალები დაექაჩა გაოცებისგან. -მამა,დედამ მანქანა ვერ ამოიყვანა იქნებ წამოხვიდე?!-კოტე ანჩიბაძის წინ პატარა ბარბარე იდგა,ის პატარა ... პატარა,შემდეგ დაქალებული გოგონა. -ცოტნე,მიდი დაეხმარე.-გაუაზრებლად უთხრა თამაზმა შვილს და თავადაც გაოცდა ყოველგვარი პროტესტით სავსე მზერის გარეშე რომ დაემორჩილა შვილი. -ცოტნე,არ არი საჭირო ჩავალ ...-მორიდებით ამოილაპარაკა კოტემ. -რას ამბობ,კოტე?!-უემოციოდ გადმოხედა მამამისის მეგობარს და ისე რომ ბარბარესთვის ზედაც არ შეუხედავს ჭიშკრისკენ დაიძრა. -გაყევი,მა.-ბუნდოვნად მოესმა კოტეს ხმა და უკან ნაცნობის ნაბიჯები. თავიდანვე იცოდა ვინ იყო ცოტნე მაყაშვილი. ამ ფაკულტეტზეც ხომ სწორედ ამიტომ ჩააბარა,ცოტნე მისი ლექტორი რომ გამხდარიყო. ბავშვობიდან იმ გარდაცვლილის აჩრდილს ებრძოდა მრავალჯერ რომ ჰყავდა ნანახი და ვერც ერთხელ უძებნიდა ნაკლს. თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე ცოტნეს გვერდით იყო,ისე რომ ამის შესახებ მამაკაცმა არაფერი იცოდა. -დონ დიეგო,არა?!-მანქანამდე ასიოდე მეტრი იყო დარჩენილი ჩახლეჩილი ხმით რომ წარმოთქვა ცოტნემ და შეცბუნებულ ბარბარეს მალულად შეავლო მზერა. -ასე გამოვიდა ... -რომ გავიხსენო ცხოვრებაში რამდენჯერ მყავხარ ნანახი,მაინც ვერ მივიღებ იმ განტოლებას რაც შენს მზერას უდრის. -მე ერთი უცნობი ვარ ზედმეტი მაგ განტოლებაში,ამიტომაც ამოხსნად არ ღირს. -რატომ არასდროს შემიმჩნევიხარ ...?! -„ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი,მაგრამ ზოგჯერ არ ვიცით ხოლმე“-ამოილაპარაკა გაუბედავად გოგონამ და ორი ნაბიჯით წინ გადაასწრო თვალებამღვრეულ ცოტნეს. -შენს ქალაქს რა ქვია,ბარბარე?! -არ ვიცი,ჯერ არც ჩემი მატარებელი გაჩერებულა ჩემს ქალაქში. ძმის გარდაცვალებასაც გისამძიმრებთ,ბატონო ცოტნე. მანქანის კარი გამოაღო და უკანა სავარძელზე დაიკავა ადგილი. -მამაშენი სად არის?-გადმოხედა გაკვირვებულმა მაიამ. -ვერ წამოვიდა და ეს გამოუშვეს.-ამოლაპარაკა სხვათაშორის და ნაწვიმარ ფანჯარაზე მოცეკვავე წყლის წვეთს გაუშტერა მზერა. მაია რაღაცას ელაპარაკებოდა ცოტნეს. სიტყვაც აღარ გაუგია ფიქრებში წასულს. ბარბარემ მძიმედ აიარა კიბის საფეხურები დედამისთან ერთად. ცრემლებს ვერაფრით იკავებდა გოგონა. ჭირისუფალში მჯდარი ქალების ლაპარაკსაც კი უსმენდა,ოღონდ იქ ... კუბოს ცივ კედლებში მწოლიარე უფროსი მეგობრის გაჩერებული გულისცემა არ გაეგო ... ოღონდაც ყურები რამენაირად დაეხშო და ყველაფერზე იყო თანახმა. -საცოდავი გულის მანკით დაიბადა ... ცხოვრება გაუმწარეს და მაინც რა კეთილი იყო.-ეჩურჩულებოდა ერთი მეორეს. -სხვანაირი გულის ბიჭი იყო,მის ძმას არ ჰგავდა. -მეც მაგას არ ვამბობ?!ასეთები უნდა კვდებოდნენ და ისეთები ...-ორივეს ხმა ჩაუვარდა გვერდით მდგარი თვალდახუჭული ცოტნეს დანახვისას,რომელმაც ხმაურიანად შეისუნთქა ტკივილისგან გაჟღეთნილი ჰაერი. ბარბარეს მზერა დაეძაბა,ცოტნეს დანახვისას. ოთახიდან გასულს ფეხდაფეხ აედევნა ფრთამოჭრილი ბეღურაც. სახლის უკანა აივანზე გავარდნილმა კარი ისეთი სიძლიერით მოიქნია დასახურად ბარბარეს ლამის ხელი მოტეხა. -აქ რა ... -არ მისცე იმათ სიტყვებს უფლება ...-და თითქოს ხმა წაერთვა ცოტნეს მზერაზე გოგონას. -შენ რომ გაძლევ უფლებას აქ იყო,ეგეც ზედმეტია! -ნურც მე ... -ბარბარე,თავს დაიღუპავ,დამიჯერე,რა!-აივნის მოაჯირებს ჩაეჭიდა და ნაღვლიანი მუდარანარევი ხმით ამოთქვა იმ წამს მოფიქრებული სიტყვები ... თითქოს ფრთა მოტეხილ ბეღურას გალიიდან გასვლის უფლებას ისე აძლევდა,რომ კართან მდგარს მისი გაღება აზრადაც არ მოსდიოდა. -ზედმეტად ბევრი დაკარგე,შენგან კარგს რომ მოელოდნენ ... ნუ ფიქრობ,რომ ყველაზე ცუდი ხარ ... -შენ,რა იცი მე რას ვფიქრობ?!-სიმწრით გაეცინა ცოტნეს. -შენ თვალებში ... -გეხვეწები!-სახე დაემანჭა ცოტნეს,თითქოს ხვდებოდა გოგონა ზუსტად იქ უმიზნებდა ისარს,სადაც თავისი ყინულოვანი გარსის ჩამომსხვრევის საშიშროება იდგა.-არ გინდა,ბარბარე ... ცოდო ხარ,დამიჯერე,რა. -რისთვის ვარ ცოდო?!-გაეღიმა ბარბარეს. -ჩემთვის. -და რა იცი ჩემი თავი შენი თავისთვის რომ მემეტება?! -მე მემეტება,ეს საკმარისია იმისთვის რომ აქედან დროზე ადრე გაგაგდო! -თუ გამიმეტე გაგდებას რა აზრი აქვს?! -თავს დაიღუპავ!-წარბი მაღლა აზიდა გაფრთხილების ნიშნად ცოტნემ. -თავი დიდი ხნის წინ დავიღუპე ...-ამოიჩურჩულა გოგონამ და აივნის კარისკენ დაიძრა,წამით რომ შეყოვნდა და უკან მობრუნებულმა ცოტნეს გაუღიმა.-რომ იცოდე, „გარკვეული ღირსებები,როგორც ყველა ადამიანს შენც გაქვს ...“ არ არსებობს ქვეყნად „ყველაზე ცუდი“ და ვერც შენ იქნები,სანამ სუნთქვა შეგიძლია. -რომელი ღირსება ...-გაეღიმა თვალცრემლიანს, ყბააკანკალებულს, გულდახრუკულს, სიძულვილდავიწყებულს, იმედიანი ცრემლებით გაეღიმა. - ყველას შეუძლია,შენნაირი სიყვარული?! -ხმა ჩაუვარდა გოგონას,მან ხომ იცოდა ეს სიყვარული მისი ვერასდროს გახდებოდა. გარდაცვლილების შემდეგ ცოცხლები ნაკლებათ უყვართ ხოლმე ... იცოდა,გალიის კარი ღიაც რომ ყოფილიყო,ორივე ფრთა საღსალამათი რომ ჰქონოდა ... იქიდან ვეღარ გავიდოდა.გალიაში თავისი ნებით შესულებს უყვარდებათ კიდეც თავიანთი გალიები. -როგორი ...-ამოიხრიალა იმედიანად თვალცრემლიანმა. -ავადმყოფური. კარი გაიხურა და წავიდა. შვილმკვდარმა დედამ არავინ გაიკარა ერთადერთი გერის გარდა. გმირულად ატარა გულზე აკრული შავოსანი დედინაცვალი ძმის სასაფლაომდე ცოტნემ. წინა ღამით კოტეს სახლში შეკრებილთ შორის თავადაც ცოტნეც გახლდათ. დაკრძალვის საკითხებს აგვარებდნენ თამაზის მეგობრები. -ახალ ნაკვეთს თუ ავიღებთ,აბა ...-სიტყვა გააწყვეტინა გოგი მაჩალაძეს ცოტნემ. -გვაქვს ოჯახის კუთვნილი საფლავი,გოგი! -კი მაგრამ შვილო ...-ყველას სინრქონში დაექაჩა თვალები,მხოლოდ ბარბარე იდგა კუთხეში ატუზული და თვალს არ აშორებდა თავჩაქინდრულ ცოტნეს. -სამოთხე სხვანაირადაა მოწყობილი,სხვისი შვილებიც უყვართ იქ.-თითქოს ყველას ჩამოენგრა ცოტნეს წინაშე ნაშენები ბრაზის კედლები.- არ იტყვის ლილი უარს. -ლილი ხო მაგრამ,შენ ..?!-ვერ დამალა გაოცება კოტემ. -რა მე,კოტე?!-ფიქრებით დამძიმებული თავი აწია და დაღლილი თვალები შეანათა მამაკაცის უკან მდგარ პატარა გოგონას.-მან იქ დედაჩემს მოუაროს,მე აქ დედამისს ...-და ღრმად ამოისუნქა - მოვუვლი.-მხარზე ჩამოდებული კოტეს ხელი რომ იგრძნო ბარბარესაც წამიერად მოაშორა მზერა. თამაზს რომ გააგებინეს არაფერი უთქვამს. ლილისთვის თქმას აზრიც არ ჰქონდა,ვერ გაიგებდა,არავისი არაფერი არ ესმოდა. საფლავის გზაზე მეგობრებს მიჰქონდათ ბაჩოს კუბო მხრებზე დადებული. მხრებში ძლიერი მკლავები ჩაევლო დედინაცვლისთვის ცოტნეს და მდუმარედ აცილებდნენ უკანასკნელად გასავლელ გზაზე. საფლავთან მისულმა დედამ რომ გაიაზრა სადაც მიჰყავდათ მისი ერთადერთი შვილი თავშალი ჩამოიფხატა და მუხლებზეც დაეცემოდა ისევ ცოტნეს რომ არ შეეშველებინა ხელი. -ლილი,გეხვეწები ...-დაუდევრად წასცდა სხვა ქალის შვილს. -აქ რატომ ... აქ რატომ მოიყვანე,ცოტნე!-ლოყებზე მწარედ დაისვა ფრჩხილები ქალმა,მხოლოდ ახლა შენიშნა ცოტნემ დედასავით ლამაზი რომ იყო თავისი დედინაცვალი. თავისი დედასავით კი არა,აი ასე ზოგადად ... ცნება „დედა“-სავით ლამაზი იყო მოტირალი ქალი. -გახდე დედაჩემი,ეგ დროა,ლილი...-აღმოხდა ნაფიქრი,ნატანჯი სიტყვები და ლილის ცრემლები კისერში დუღარე წყალივით დაეღვარა. და იმ წამს თითქოს ბალანსიც აღდგა ოჯახს შორის. ლილის ხელები რვა წლის ცოტნეს ეკვროდა,ზუსტად ისე როგორც გარდაცვლილი დედის ხელები ცოცხალ შვილს. იქ კი ვინ იცის ... ვინ იცის იქნებ ... ან რაღა იქნებ?! იქ ალბათ ბაჩოს ხვდებოდა „ცოცხალი დედა“. სამოთხეში ასეთი რამები არ ხდებაო,ამბობენ ... ადამიანს იქ არც ცოლი ეყოლებაო,არც ქმარიო,არც დედა და არც შვილიო ... მაგრამ ვინ რა იცის როგორია ნამდვილი სამოთხე,განა გაწვდება ჩვენი ცნობიერი ამ უკიდეგანო სივრცით წარმოდგენას?! ამიტომაც ჰქვია მას სამოთხე და ჩვენ ადამიანები,რომ ... პასუხი ნათელია. აქ უნდა იცხოვრო,ისე იქაურობა ნახო,თორემ ... წარმოდგენები,ოჰ, წარმოდგენები ... ქელეხი არ გააკეთეს. ლილის კატეგორიული მოთხოვნა იყო,რომ შეგროვებული თანხით ღარიბებს დახმარებოდნენ. დაკრძალვის საღამო იყო. სამზარეულოში შესულ ცოტნეს იქვე მდგარ დამხმარე ქალთან ერთად ბარბარეც იქ დაუხვდა. -დოდო გეძახიან ...-გაისმა ოთახში მისი ბოხი ბარიტონი და ქალმაც იმ წამსვე დატოვა ორნი სრულიად მარტო. უცნაური სიჩუმე იყო. ერთდროულად მრავლის და ვერაფრის მთქმელი. იდგა სამზარეულოს დახლს მიყრდნობილი მაყაშვილი და სევდიანი მზერით შესცქეროდა გაზქურასთან მდგარ გოგონას,რომელიც ყავას აკეთებდა. მის ყველა მოძრაობას აკვირდებოდა და ვერაფრით იგებდა,რატომ აქამდე არ შეუნიშნავს მის ახლო მახლო სინაზის ეს სრული გამოხატულება პატარა ქალის სხეულში მოქცეული. არაფერი ეტყობოდა ბანალური აღელვებისა ბარბარეს. იდგა და ისე იქცეოდა თითქოს ოთახში სრულიად მარტო იყო. მანამ არ გარხეულა მაყაშვილი,სანამ გოგონამ ორ ფინჯანში არ ჩამოასხა ყავა და ერთ-ერთი მათგანი მაგიდაზე არ დადგა. აქ თითქოს შეტოკდა,მიხვდა მისთვის მოამზადეს ცხელი,არომატული სასმელი,რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა ამ წამს. გოგონას ნაბიჯებმა,რომელიც მისკენ იღებდა გეზს მთლიანად აუშალა ისედაც აბურდული გორგალივით უწესრიგო ფიქრები. ყველაფერი სწორედ იქ შეწყდა,უკანასკნელი ამოსუნთქვის მსგავსად,როცა გოგონამ თავისი ყავის ფინჯნით ხელში კარი გამოაღო და ოთახში მარტო დატოვა გავეშებამდე მშვიდად მყოფი მხეცი. და თითქოს ბოლოჯერ ჩასუნთქულ ჰაერს წაეპოტინაო ფილტვები,ასეთი თვალებით გააცილა მაყაშვილმა პატარა გოგონას კარში გასული სხეული. გაოცება ვერავინ გაბედა,თამაზის სახლში ჩემოდნებით მისული ცოტნეს დანახვისას. არაფერი უთქვამს ლილის. მაგრამ მეორე დღეს მთელი თბილისი სწორედ რომ ლილის ნაცვლად ლაპარაკობდა. შვილმკვდარმა დედამ ცოტნეს მისვლიდან მეორე დღესვე გაიხადა შავი. ასეთი ქალები იშვიათად იბადებოდნენ ხოლმე ... უნივერსიტეტის კიბეზე ისხდნენ კატო და ბარბარე ნაცნობი სხეული რომ გადმოვიდა მანქანიდან რამდენიმე საქაღალდით და მობილურით ხელში. კიბის პირველ საფეხურზე ფეხი შედგა თუ არა მზის სათვალე მოიხსნა და გამჭოლი მზერა ესროლა კიბის თავში მჯდარ გოგონას. -ბაბი,მეჩვენება თუ მაყაშვილი გიყურებს?! -გეჩვენება ...-ამოიჩურჩულა ანჩიბაძემ და თავი მუხლებზე გადაშლილ წიგნში ჩარგო. -არა,დგას და გიყურებს ...-ამოიჩურჩულა კატომ და გაშტერებული მზერა მაყაშვილიდან თავის მეგობარზე გადმოიტანა.-ბაბი,შეხედე,გიყურებს ... -კატო,გთხოვ ...-მუდარასავით წასკდა გოგონას სიტყვები. -რამე ხდება ...?!-თვალები დაუმრგვალდა ნიჟარაძეს. -კაფეტერიაში ვიქნები,ამოდი ბიჭები რომ მოვლენ ...-ნივთები ისე აკრიფა თავი არ აუწევია,ფრთხილად წამოდგა,მოკლე კაბა შეისწორა და უნივერსიტეტის კარისკენ აიღო გეზი. ყურებში გულის ფეთქვასთან ერთად ესმოდა ნაცნობი ნაბიჯების ხმაც და ამდენი ემოციისგან ხონემიხდილს თითქოს ნერვიულობა ჰაერში უორთქლდებოდა. -გვიანია ...-კაფეტერიის კართან მდგარს მისწვდა ცოტნე მაყაშვილის სიტყვები. არ გარხეულა,ადგილზე მიყინული იდგა და ელოდა შემდეგს ... ტემპერატურა კრიტიკულ ნიშნულს აღწევდა. მიხვდა პირდაპირ მის ზურგსუკან იდგა ცოტნე მაყაშვილი,თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული.თითქოს სისხლმაც შეწყვიტა მოძრაობა ორგანიზმშიო,აღარაფერი ესმოდა მისი ხმის გარდა. ყურთან უჩურჩულა გოგონას „გაქცევა დაგაგვიანდა“ - გვერდი აუარა და კაფეტერიაში პირველი სწორედ რომ ის შევიდა. -ბაბი,კარგად ხარ?!-კედელზე მიყუდებულ,გაშეშებულ გოგონას თავზე ოთო მაკარიძე წამოსდგომოდა. -რომელი საათია?!-ძლივს ამოილუღლუღა და ხელებში ჩაბღუჯულ წიგნს თითები კანის გათეთრებამდე მოუჭირა. -ლექცია დაიწყო,წავედით. -რომელი ლექცია ...?! -რა დაგემართა,ბაბი?! მაყაშვილის ლექცია იწყება,წამოდი არ დავაგვიანოთ ... -შენ ადი და მეც ახლავე ამოვალ ... -არ დააგვიანო ...-კიდევ რაღაც უთხრა მაკარიძემ მაგრამ სიტყვაც აღარ გაუგია,საპირფარეშოში შევიდა თუ არა ონკანს ეცა შეშინებული. გულის წასვლამდე ერთი წამი რომ აქვს ადამიანს,რომ გრძნობს ყველაფერი ცუდად არის და რაღაც უნდა მოიმოქმედოს ... სწორედ ამ მდგომარეობაში იყო სახეზე ცივი წყლის წვეთებმა აზრზე რომ მოიყვანა. სახე შეიმშრალა,ცივი ოფლისგან დანამულ სხეულზე გრილი ჰაერის მოხვედრამ თავისი ქნა და გონს მოსული აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა აუდიტორიისკენ. -ბოდიში ...-კარის გაღებისთანავე ერთი სიტყვა ძლივს ამოთქვა ფიქრებაბურდულმა. -ანჩიბაძე,რომელი საათია?!-მაჯის საათს დახედა ცოტნემ და არც შეუხედავს ისე მიმართა გოგონას. -ხუთი წუთით დააგვიანა ...-ვერაფრით მოითმინა სანდრო ამირეჯიბმა. -ანჩიბაძეს არ აქვს იმის უნარი საკუთარი თავი თავადვე დაიცვას?-გამჭოლი მზერა ესროლა სტუდენტს და გაღიმებულმა, სანდროდან მზერა ბარბარეზე გადაიტანა.-გისმენ,ბარბარე,რომელი საათია?! -ბოდიში,მე ... ცოტათი შეუძლოდ ვიყავი,ამის გამო დამაგვიანდა ... -კარი გაიხურე,გადი და შემდეგი ლექციისთვის ეცადე კარგად იყო. ყველამ წიგნები გადავშალოთ ...-აღარაფერი გაუგია. ტაქსი გამოიძახა და უნივერსიტეტის ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა. ღამის ათი საათი იყო კარებზე კაკუნმა რომ დაარღვია ოჯახური იდილია. მაია,პატარა თეკლესთან ერთად მულტფილმს უყურებდა,ბარბარე კი იქვე სავარძელში იჯდა და მეცადინეობდა. -ბაბი,გააღე ძალიან გთხოვ ... მგონი დაეძინა და საწოლში ჩავაწვენ. -დედა მშია,რა.-დაიწუწუნა სავარძლიდან წამომდგარმა,კართან მისულს მამამისის სიტყვები რომ გაიგონა ხელი გაეყინა კარის მოაჯირზე. -გაუღე,მამი ... ცოტნე იქნება. -ბარბარე,გაუღე რას გაშეშებულხარ?!-გაეცინა მაიას და მანაც ძლივსძლიობით ჩამოსწია კარის სახელური. ზღურბლზე მაყაშვილი იდგა,მზერა ფეხსაცმელებზე ჰქონდა გაშტერებული და თავადაც ვერ ხვდებოდა ღია კარში შესვლას რომ აგვიანებდა. -მობრძანდით ...-მკრთალად გაუღიმა ბარბარემ და განზე გადგა სახლში რომ შეეტარებინა სტუმარი. -კარგად ხარ?!-ცალი ხელი წელზე ჰქონდა შემოდებული,ცალით კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა და ზემოდან დასცქეროდა გოგონას. -ცუდად რატომ უნდა ვიყო?-დაიბნა ბარბარე. -დღეს შეუძლოთ იყავი,ამაზე გკითხე ... ხომ კარგად ხარ?! -კი,არამიშავს ... შემოდით ნუ დგახართ კარში ... -არა მე ... -ოჰ,ცოტნე მოდი გელოდებოდი!-გაისმა შემოსასვლელ ოთახში კოტეს ომახიანი ხმა.-ბარბი,ყავა მოგვიმზადე და კაბინეტში შემოგვიტანე,მე და ცოტნეს საქმე გვაქვს. -შაქარი?!-გაუბედავად იკითხა ბარბარემ. -უშაქროს ვსვამ,მადლობა ...-მკრთალად გაუღიმა და კოტესთან ერთად კაბინეტში შევიდა. -ცოტნე,აქ იმისთვის დაგიბარე,რომ ჩემს შვილზე გელაპარაკო ... -მშვიდად დაიწყო კოტემ და სავარძელში დაიკავა ადგილი.ამ სიტყვების მოსმენისას თითქოს სიგიჟემ შეიპყრო მაყაშვილი.ვერაფრით მიხვდა რა სჭირდა.-თეკლე ავადაა ...-გაშრა,ამას არ ელოდა. -რას ამბობთ ...-ხმა ძლივს დაიმორჩილა კოტეს მშვიდი სახის დანახვისას მაყაშვილმა. -ლეიკემიის სიმპტომები აქვს,სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობის კურსის გავლა უცხოეთში. -მე რით შემიძლია დაგეხმაროთ?!-ამოთქვა გაჭირვებით ამბისგან შოკირებულმა ცოტნემ. -ბარბარეს უნდა მიმიხედო ...-განაჩენივით გაისმა მამაკაცის ხმა ოთახში-ახლა გაგიკვირდება,ამოწყვეტილი ხომ არ ხარ შვილს ჩვენ რომ გვიტოვებო ... იფიქრებ.-სიმწრისგან ჩაეღიმა კოტეს. -ამას როგორ ამბობ,კოტე?!-სავარძელში შესწორდა ცოტნე. -ჩემი ნათესავები ესპანეთში ცხოვრობენ,ყველა ვინც მეიმედება ... ვისაც შვილს ვანდობ ... ყველა უცხოეთშია.შენ,იცი ჩემი და თამაზის მეგობრობის ამბავი ... თამაზს თვალდახუჭულს ვანდობ საკუთარ სიცოცხლეს და ჩემს ოჯახს ... -არ არის ახსნა საჭირო ...-კანში ვერ ეტეოდა ცოტნე. -მაგრამ ახლა თამაზს ძალიან რთული პერიოდი აქვს,ბაჩოს დაკარგვა არავისთვის იყო ადვილი ... ახლა ვერ მივალ და ვერ ვეტყვი ჩემი შვილი დაიტოვეთქო ... მას მოუარე,როცა შენი გყავს საგლოვითქო ... -ხომ იცი თამაზმა ეს რომ გაიგოს ძალიან ეწყინება!-წარბები აზიდა უკმაყოფილების ნიშნად ცოტნემ-ბარბარეზე არ ინერვიულო,როცა მეტყვი მაშინ მოვაკითხავ,წავიყვან და იქ ვაცხოვრებ,სადაც მე ... -არა,ასე ვერ შეგაწუხებ,აქ იქნება ... უბრალოდ ყურადღება მიაქციე.ვინმემ არ შეაწუხოს,ხომ გესმის ... ასაკი აქვს ახლა ისეთი,თაყვანისმცემბლები და ყველაფერი ეს ერთი დიდი თავის ტკივილია. -მესმის,კურსზე საუკეთესოა,შორიდან ვაკვირდები ხოლმე ...-უნებურად გაეღიმა მისი ხსენებისას. -ბევრს სწავლობს,შენ კონკურენტობას აპირებს ...-გაეღიმა კოტეს-ახლა რომ სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა ... ჩვენ სწორედ ახლა გვიწევს მისი დატოვება ... -კოტე,მთავარია თეკლე იყოს კარგად,დედის საფლავს გეფიცები,მე მოვუვლი ბარბარეს მისი ჯავრი არ გქონდეს. -ჭკვიანი გოგოა,ბევრს არ ...-და ოთახის კარი ყავის ფინჯნებით ხელში ბარბარემ შემოაღო.-ბაბი,თეკლემ დაიძინა?!-თბილად გადმოხედა შვილს კოტემ. -კი,დედამ დააწვინა.კიდევ რამე ხომ არ გინდათ?! -არაფერი,შვილო ...-ნაღვლიანი მზერა გააყოლა მამამ ქალიშვილს და თითქოს გულმა უგრძნოო,ჰაერში დაიჭირა მის წინ მჯდარი უმცროსი მაყაშვილის თვალებიც.-ცოტნე! -დიახ .. -კაცურად,მამაშვილურად მითხარი ... მქონდეს შენი იმედი?! -რა თქმა უნდა. -შევთანხმდით,ბარბარე აქ იცხოვრებს,შენ მხოლოდ ყურადღებას მიაქცევ ... -არ მესმის,რატომ არ გინდა ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლად?! -არ მინდა შეგაწუხოთ,რა.-სახე დაემანჭა ტკივილისგან კოტეს. -ლილისთვის ახლა ბარბარე იქნებ ხსნაც იყოს ...-ამოილაპარაკა ცოტნემ-როგორც ვიცი,ბარბარე და ბაჩო მეგობრობდნენ ... -ერთად გაიზარდნენ.-ნაღვლიანად გაეღიმა კოტეს და ცრემლებით აევსო თვალები.-ბაჩო ხუთი წლით უფროსი იყო,პატარა დასავით ჰყავდა ... -დამიჯერე,თამაზმა ეს რომ გაიგოს ძალიან ეწყინება ... შენი შვილი კი არა,სრულიად უცხო არ გახდება მისთვის ტვირთი ... წარმოიდგინე მეც კი არ ვარ მათთვის ტვირთი,ბარბარემ როგორ უნდა დაამძიმოს მათი მდგომარეობა?! -ამას ნუ ამბობ ... -ჩვენ ორივემ ვიცით,რომ სიმართლეა ... მეც კი მესმის,რას ნიშნავს მეგობრის შვილი. იმხელა სახლში სიცარიელეს ვერავინ უშველა,იქნებ ბარბარემ ცოტათი შეამსუბუქოს კიდეც ეს სიტუაცია ... -ასე ფიქრობ?!-დაბლიდან ამოხედა დამძიმებული თვალებით ცოტნეს. -ასეც არის. -ამას თამაზს ვერ ვეტყვი ... -მოდი ეს საქმე მე მომანდე,კარგი?! ოღონდ გმირულად გაუძელი თამაზის საყვედურებს,ხომ იცი არასდროს ელევა და არასდროს ჩუმდება.-ორივეს გაერიმა ამ სიტყვებზე. -არც კი იცი რამხელა ლოდი მომხსენი ბეჭებიდან. -სათქმელადაც არ ღირს.-მშვიდი იყო ცოტნე.-წასვლას როდის აპირებთ? -ერთ კვირაში.ბარბარეს ვუთხარით,რომ სახლში მარტო მოუწევდა დარჩენა ... -თვითონ ხომ არ იქნება წინააღმდეგი წამოსვლის?-თვალები დაუწრვილდა ინტერესისგან მაყაშვილს. -წარმოდგენა არ მაქვს ... დღეს დაველაპარაკები ამის შესახებ და ყველაფერს გაგაგებინებთ. -ძალიან კარგი,მე თამაზს დაველაპარაკები და ყველაფერი კარგად იქნება ... როგორც ამბობენ .... ღმერთი არ დაუშვებს იმაზე მეტი გვეტკინოს,რისი ატანის ძალაც არ გვაქვს. -კარგი კაცი ხარ ცოტნე! „რომ იცოდე კარგისგან და კაცობისგან რა შორს ვდგავარ“-გული დაუსერა ამ ფიქრმა მაყაშვილს. ერთ კვირაში მაყაშვილების სახლის წინ ჩემოდნებით ხელში იდგა ბარბარე ანჩიბაძე. გონებაში უამარავი აბურდული ფიქრით და თვალებზე მომდგარი გორგლისხელა ცრემლებით. -ყველაფერი კარგად იქნება ...-გაისმა ცოტნეს ხმა გამაყრუებელ სიჩუმეში. -ყველაფერი უკვე ცუდად არის ...-ამოიხრიალა გოგონამ და კიბისკენ დაიძრა. ლილის თვალები გაუნათდა ბარბარეს დანახვისას. გულში ჩაკრულ გოგონას სახე დაუკოცნა ქალმა. -ჩემო საყვარელო,შემოდი რა გარეთ დამდგარხარ?! -ლილიკო .... მე ....-ტუჩები სატირლად დაებრიცა გოგონას. -იტირე,ჩემო გოგო,იტირე ...-გული მოუკვდა ქალს გოგონას ცრემლებზე-ამოიღე გულიდან რაც ცრემლები დაიგროვე. -მეშინია,ლილიკო ...-ამოიტირა გოგონამ და ხელები ძლიერად მოხვია ქალს,ამის შემხედვარე ცოტნეს სუნთქვა ეკვროდა.-ბაჩოს მერე ... -ჩშშ ... გახსოვს თეკლე კისერზე შემოჯენილი რომ დაჰყავდა?-გაღიმებული შეუძღვა სამზარეულოში გოგონას-როგორ გიხაროდათ პატარას დაბადება ... სხვანაირი მეგობრობა გქონდათ,ღმერთი არ დაუშვებს თეკლეც წაგვართვას ეშმაკმა,შენ მაგაზე არ იდარდო.მოვა დრო და ამ ყველაფერს წარსულს დავარქმევთ,უსიამოვნოდ გასახსენებელს,მაგრამ წარსულს,რომელიც ცუდისკენ ვერ შეცვლის ჩვენს მომავალს.გჯეროდეს,დედი რომ სასწაულები ხდება ... -თუ ხდება მაშინ ბაჩო ... -ბაჩო უნდა წასულიყო,დე ...-მშვიდად ამოთქვა ქალმა და მზერა კართან გაშეშებული ცოტნესკენ გააპარა-მან თავისი წასვლით უფრო მეტი გააკეთა,ვიდრე მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ... -ასე ნუ ამბობ,შენ ... -თქვენს გარდა არც არავინ აღარ მყავს ...-გულზე მიიკრა ატირებული გოგონა და შუბლზე აკოცა გაღიმებულმა. უყურებდა ცოტნე ამ ქალს და ვერ იჯერებდა. როგორ ჰგავდა ქალი „დედას“ ... თავისას კი არა,ასე უბრალოდ „დედას“. ერთი კვირის განმავლობაში ოთახიდან არ გამოსულა გოგონა. მხოლოდ ლილი თუ შეაკითხავდა და საათობით საუბრობდნენ ბაჩოს შესახებ. მოუსვენრობას შეეპყრო მაყაშვილი. ზუსტად ერთი კვირა ხდებოდა მისი ცოლის საფლავი რომ მარტო დაეტოვებინა ქვრივს. -აღარ იტყვი რა გჭირს?!-საღამო ხანს ბიჭები ლუდის დასალევად ისხდნენ ბარში. -მეჩვენება თუ ცოტა არეული ხარ?-კითხვებს კითხვაზე უსვამდნენ ირაკლი და ლევანი. -ანჩიბაძის ოჯახი გერმანიაში გადავიდა დროებით საცხოვრებლად ... -მერე კოტეს გაატირე?!-სიცილი ვერ შეიკავა ირაკლი დოლიძემ. -შვილი ჰყავს ავად,ბიჭო!-ხელი აუქნია ლევანმა მეგობარს და ინტერესით სავსე მზერა მიპაყრო ცოტნეს.-ბავშვია ცუდად?! -არა,მკურნალობა სტაბილურად მიმდინარეობს,გუშინ ელაპარაკა თამაზს და მეც იქ ვიყავი ... -აბა რა სახე ჩამოგტირის ...-ვერაფრით ჩერდებოდა ირაკლი. -უფროსი შვილი ჩვენთან ცხოვრობს ... -ჰო,მაგას ორი შვილი ჰყავდა ... რა ჰქვია უფროსს?!-თვალები დააწვრილა ლევანმა გოგონას სახელის გახსენებაში. -ბარბარე ...-უნებურად გაეღიმა მაყაშვილს. -ჰო,ბარბარე ... რამდენი წლის იქნება,ეგ ბაჩოს მეგობარი არ იყო?! -ბაჩოზე უმცროსია ... ოცი წლის ალბათ ... შეიძლება უფრო ნაკლების ... არა,მეორე კურსელია ... ოცის უნდა იყოს ... ხომ ოცის იქნება?!-ბიჭებმა გაურკვეველი შინაარსის მზერები გაცვალეს ერთმანეთში და ორივემ ერთდროულად გადმოხედა ცოტნეს. -ოცის იქნება კი ..-თავი ეჭვნარევი მზერით დაუქნია მეგოაბრს ლევანმა და იდაყვებით მაგიდის მყარ ზედაპირს დაეყრდნო.-და ..?! -რა ... და?!-მხრები აიჩეჩა ცოტნემ. -ამ გამომეტყველებით და ტონით ბოლოს მეშვიდე კლასში იკითხე მუსიკის მასწავლებლის ასაკი ... რამე ხდება და არ ამბობ?!-გაეცინა ირაკლის. -მაშინ ვიყავი მეშვიდე კლასში და ვკითხულობდი თხუთმეტი წლით უფროსი ქალის ასაკს ... რაც ბუნებრივია,ახლა ვარ ოცდაცამეტის და ცამეტი წლის უმცროსს გოგოზე ამ შინაარსის კითხვას რომ მისვამ,საერთოდაც ... -ცოტნე ...-ხმა დაუსერიოზულდა ლევანს.-სანამ რამეს იტყვი ასჯერ დაფიქრდი ... სანამ რამეს გააკეთებ ათასჯერ და გაჭრაზე საერთოდ არც იფიქრო! -ვითომ,რატო?!-წარბი ასწია ირაკლიმ. -ჯერ ერთი იმიტომ,რომ კოტეს შვილია,მეორეც ცამეტი წლით პატარაა და მესამეც საერთოდ არ ვარ დარწმუნებული,რომ ისევ ანასტასიაზე შეყვარებული ჯერაც ბავშვს ცხოვრებას არ დაუნგრევს!-ლევანის ხმამ თითქოს ჰაერი გაჭრაო,სამივე დადუმდა. -უკვე დავუნგრიე ...-ხმაარეულმა ალკოჰოლი სულმოუთქმელად ჩაცალა ჭიქაში და სკამის საზურგეს აეკრა. -რა ქენი ..?!-ხმა დაეძაბა ლევან გაბუნიას. -თურმე ბავშვობიდან ვუყვარვარ ... პროფესიაც ჩემ გამო აირჩია ... ორი თვეა რაც ვასწავლი და ისიც არ ვიცოდი ვინ იყო,სანამ ჩემი ძმის პანაშვიდზე არ აღმოვაჩინე,რომ კოტეს შვილია. -აი,ახლა ნამდვილად შარში ხარ!-ხელები მაღლა ასწია ლევანმა და ირაკლის გადახედა-მოკლავენ ამ საცოდავს! -ვინმეში ხო არ გერევა?!-გაეცინა ირაკლის-აქეთ არ გაიწიოს საჩხუბრად,შეხედე კაცი ცარიელი ამბიციაა! -სულ გააფრინა!-ხელი აიქნია ლევანმა და ცოტნეს გადმოხედა-რას აპირებ?! -თავიდან თავის შორს დაჭერას ვაპირებდი ... -თავი ჩაქინდრა და გაეღიმა. -ახლა?! -ახლა ჩემს სახლში ცხოვრობს და ... საერთოდ არ იყო ამის დრო,საერთოდ! -მაგას თავისი დრო არასდროს აქვს ... ან აქვს და ჩვენ ვერასდროს გავიგებთ რა პრინციპით არჩევენ მაღლა,როდის უნდა შეგვიყვარდეს და ... -ირაკლი,რა შემიყვარდეს?!-ცოტნეს თვალების დანახვისას ორივეს ავად გასცრა სხეულში-ვინ უნდა შემიყვარდეს?! -შენ რა ...-ხმა ჩაუვარდა დოლიძეს. -ჩემ ცხოვრებაში ერთადერთი ქალი მიყვარდა და ხელებში ჩამაკვდა,ანასტასიას მერე რომელ სიყვარულზე მელაპარაკები ..?!-ხმა ისეთი ცივი გაუხდა,ისეთი უხეში ბიჭებს უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარათ სხეულებში. -რას ამბობ,ცოტნე?!-დაიბნა ლევანი-აბა ოცი წლის ბავშვთან რა გინდა ... -ვინ თქვა რომ მინდა?!-მხრები აიჩეჩა გულგრილად-თავად უნდა,ჩემთან. -ახლა ...-ხმა ჩაუვარდა ირაკლის-მაგას სერიოზულად ამბობ,ცოტნე?! -ყველაფერი თავისთავად ხდება ... ისე,რომ პროცესს ვერც ვმართავ და ვერც უარს ვამბობ მონაწილეობაზე. -კოტემ ასე აიღო და მისი შვილი გამოგატანა?!-ჩაერია ლევანი. -არა,მე ვუთხარი რომ ... -ხელები სახეზე შემოიწყო და თვალები მოისრისა-ჯანდაბა,მე ვუთხარი რომ ჩვენთან დაეტოვებინა ... -გააზრებული გაქვს რა მდგომარეობში იგდებ თავს და შენთან ერთად იმ პატარა გოგოსაც?!-ხმა გაებზარა ირაკლის. -მე რვა წელია ამ დამპალ მდგომარეობაში ვარ,თუ არ გახსოვს შეგახსენებ ... -კბილებში გამოსცრა მამაკაცმა. -და მაგ მიწით გატენილ მდგომარეობაში უნდა ჩაახრჩო ის პატარა ბავშვიც,შენ სულ გააფრინე,ბიჭო?!-მაგიდაზე ხელი დასცხო ირაკლიმ და მეგობარს თვალებში ჩააშტერდა.-ლევან,რამე უთხარი სხვისი შვილის ცოდვას მაინც რატო იდებს თავზე?! -ცოტნე,ცდები ... თან ძალიან ცდები ... ისეთს აშავებ,მთელი შენი ცხოვრება არ გეყოფა გამოსასწორებლად ... ან შენ წადი იმ სახლიდან ან ... -ან?!-გაეცინა მაყაშვილს და ჭიქაში სასმელი ჩამოასხა.-რატომ არ გინდათ გაიგოთ, მე არაფერ შუაში ვარ ... თუ მას არ უნდა არაფერი ... -ეგ წინადადება არ დაასრულო თუ არ გინდა ყბაში მოგხვდეს ჩემი მუშტი!-თვალები დაექაჩა ირაკლის. -შენ ეგ გოგო გაუაზრებლად გიყვარდება ...-ამოილაპარაკა ლევანმა და მომუშტული მტევანი ტუჩებთან მიიტანა-ხო,გიყვარდება ისე,რომ ვერც აანალიზებ. -თუ ღმერთი გწამს ...-ცინიკურმა სიცილმა გაუპო სახე-ვინ მიყვარდება ...?! მე მკვდარს,ვინმე როგორ უნდა შემიყვარდეს?! -გინდა არ გინდა სუნთქავ,ცუდია თუ ამას ვერ ხვდები ... -ახლა ირაკლიმ შეივსო სასმელით ჭიქა. -ადამიანებს ერთხელ უყვარდებათ,მე ჩემი ერთი უკვე მიყვარს ... -მოკვდა ეგ შენი ერთი!-ნერვებმოშლილ დოლიძეს უნებურად წასკდა ბაგეებიდან მწარე სიტყვები. წამიერად გაანალიზა როგორ ატკინა ამით მის მეგობარს და თავი უღონოდ ჩახარა.-შენ რომ ცოცხალი ხარ,მკვდარი რატომ უნდა იყო?!-დამნაშავესავით ამოიჩურჩულა და ცოტნეს გახევებულ მზერას თვალები აარიდა. -მართალი ხარ,ცოცხალი არ უნდა ვიყო!-ფეხზე წამოდგა,მაგიდაზე დადებულ ტელეფონს და მანქანის გასაღებს ხელი მოავლო და ის იყო გასასვლელისკენ უნდა დაძრულიყო ლევანის სიტყვებმა ადგილზე რომ გააქვავა. -ანასტასიასთან ბოლოს როდის იყავი ... შვიდი დღე შვიდ ცოდვად დააწვა სულზე ... ღალატის გორგალი პირდაპირ ყელში გაეჩხირა მაყაშვილს. ცოლის საფლავიდან მომავალი ვინ იცის მერამდენედ თელავდა ფეხქვეშ მიწას. სახლში მოსულს აივანზე მჯდარი პატარა გოგონა რომ დახვდა დანანებით გადააქნია თავი. სული ორად გაეხლიჩა. ერთ ნაწილს გაგიჟებით უნდოდა აივანზე მჯდარი ბავშვი ... რომელმაც შეახსენა,რომ მიუხედავად ყველაფრისა ჯერ ისევ სუნთქავდა. მეორე ნაწილს კი ჭირის დღესავით სძულდა ის ვინც ღალატს აიძულებდა. -რატომ არ გძინავს?!-საკუთარ თავზე გაბრაზდა უცხო ქალისთვის კითხვის დასმა რომ გაუბედა გარდაცვლილ ცოლს. -ვფიქრობ ... -ზედაც არ შეუხედავს ისე უპასუხა და იქვე დადებულ ცხელი ჩაის ფინჯანს თითები შემოაჭდო. -ღამის ორ საათზე,ფიქრობ?!-მაჯის საათს დახედა უემოციო სახით. -ფიქრისთვის კონკრეტული დროა საჭირო?!-გაეღიმა გოგონას. -არ ვიცი ... ძილისთვის არის კონკრეტული დრო საჭირო ...-თავისსავე პასუხის უსუსურობაზე გაეცინა მაყაშვილს. -მაშინ შენც უნდა გეძინოს და დანარჩენ სხვასაც,ვისაც ჩვენსავით არ სძინავს ... -„ჩვენსავით“ ...-ამოიჩურჩულა და გოგონას გვერდით სკამზე მოთავსდა.-რაზე ფიქრობ ?! -თეკლეზე ... რამდენი რამ აქვს მოსასწრები და რა პატარა ასაკში უწევს გაზრდა ... -კარგად იქნება,ხომ იცი არა?! -როგორ მინდა ამ ხმის მჯეროდეს ...-თვალები ტკივილისგან დაეხუჭა გოგონას,ცრემლებით სავსე ქუთუთოებზე თითები გადაიტარა და დუღარე სითხეც ნაკადულებად დაეღვარა ლოყებზე.-მინდა ჩემი ვინმეს ესმოდეს და ... -მესმის ... მე მესმის. -შენ ყველაზე უფრო არ გესმის.-გაეღიმა და დანამული თვალებით ახედა მთვარეს. -შენ რა იცი ... -ყველაფერი ვიცი ... იმ კაცს ვისაც საკუთარ თავზე უფრო არავინ უყვარს,არ შეიძლება ჩემი ესმოდეს ... -ასე რატომ ფიქრობ?!-ღიმილი ვერ შეიკავა გოგონას სიტყვებზე და უსიამოვნო გრძნობებმა ერთიანად მოიცვა მისი შინაგანი. -შენ ტკივილებს გადააყოლე შენს ირგვლივ ადამიანების ცხოვრება ... არასდროს გიფიქრია რას გრძნობდა მამაშენი,როცა წახვედი და მისი სახელი დაივიწყე,არასდროს გიფიქრია,როგორ სჭირდებოდი გულით ავადმყოფ ძმას,რომელიც რამდენჯერ სკოლაში იმის გამო სცემეს,რომ თავის უფროს ძმაზე შეურაცხყოფა არ აიტანა!-თანდათან უფრო შეუბრალებელი ხდებობდა გოგონას ტონი-არასდროს გიფიქრია,შენს იგრვლივ ადამიანებს შენი არაფრის კეთებით გულს როგორ ტკენდი,არასდროს ... გესმის?! არასდროს გიცდია ადამიანი ყოფილიყავი!მიკვირს ანასტასიას ... -არც კი გაბედო!-შესძახა გამწარებულბა ცოტნემ. -როგორ შეუყვარდი ... ან რა იპოვა შენში ...-გოგონას სკამი მთელი ძალით გადაქანდა უკან და რომ არა მამაკაცის ძლიერი მკლავები ბარბარე თავს მთელი ძალით დაარტყამდა აივნის ქვით მოპირკეთებულ იატაკს. დაჭიმული მკლავებით იჭერდა გადაქანებულ სკამს მაყაშვილი და გავეშებული მზერით დასცქეროდა გოგონას,რომელსაც სახეზე შიშის ნატამალიც კი არ აჩნდა. -შენ როგორ შეგიყვარდი ...?!-ამოიხრიალა ზემოდან მოქცეულმა. -სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია ... ჩემი და შენი ცალმხრივი ურთიერთობა თავდაპირველად სწორედ სიძულვილით დაიწყო ... -შესანიშნავია,თურმე შეიძლება ჩემნაირიც ... -ამის იმედად ნუ გაატარებ მთელ ცხოვრებას,უფრო ცოდვილი,უფრო ბნელი და უფრო ბოროტი რომ იყო სამყაროში ვიღაცას მაინც ეყვარები,მაგრამ ... მთავარი ისაა,შენ ვინ გეყვარება. -საიდან იგონებ ამ სისულელეებს! -შენ რომ უყვარხარ ეს არაფერი ... შენ უნდა გიყვარდეს რომ გადარჩე ...-ფეხი ძლიერად ჰკრა მუცელში და მარტივი მოძრაობით დააბრუნა სკამი საწყის პოზიციაში.-მიწის სუნით ყარხარ. -ამის უფლება არ გაქვს!-თვალები დაექაჩა სიმწრისგან მაყაშვილს. -ნეტავ არც არასოდეს მქონდეს! -არც გექნება,არავის ექნება,საერთოდ არავის არასდროს ...! -შენს ადგილას ამ სიტყვებს გავუფრთხილდებოდი,“პატივცემულო“ არასდროს ვიტყოდი სიტყვას „არასდროს!“ -ბარბარე,ცეცხლს ეთამაშები ...-ფეხზე წამომდგარ გოგონას მაღლიდან დააცქერდა.-ის პეპელა ხარ სამი დღე რომ ცოცხლობს და თავისს არაფრისმთქმელ სიცოცხლეს ცეცხლთან თამაშით იხალისებს,დაგწვავს ... დაგწვავ ბარბარე ... ვერ გადაურჩები ჩემ ცეცხლს და მერე არ მითხრა,რომ არ გამიფრთხილებიხარ ... -საგნებს,დროს და ადამიანებს არასწორად აფასებთ,როგორც ჩანს ამაში წიგნების კითხვამ და კვლევებმაც ვერაფერი გასწავლათ ... სანამ საკუთარ თავს ცეცხლს დაარქმევთ,მანამ უნდა აალდეთ,თქვენ კი ჩამქვრალ ნაკვერჩხალს გავხართ,რომელსაც სულ მალე ცხოვრება ცივ წყალს დაასხამს და ნახშირად აქცევს,პრინციპში არც მეტად ღირხართ ... -ამდენს როგორ ბედავ ..! -თქვენ არასდროს ყოფილხართ „დღე!“-ჩაილაპარაკა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა. დიდხანს იფიქრა ბოლო სიტყვებზე მაყაშვილმა ... ის ადამიანი,რა „ადამიანია“ ცხოვრებაში არასდროს რომ არ რქმევია „დღე“. მეორე დღეს სამზარეულოდან სიცილის ხმებმა გააღვიძა. ყველანი ერთად ისხდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. გული შეეკუმშა,აღარც კი ახსოვდა ბოლოს ასეთი ბედნიერი ადამიანები როდის ნახა. ერთიანად დაპატარავდა,რომ გაანალიზა როგორ აკლდა ეს ყველაფერი. -გეუბნები,მოგვტაცებს ამ გოგოს ვინმე და მერე არ დაიწყო არ გაგიფრთხილებივარო!-იცინოდა ლილი და მაგიდაზე დადებულ ლეპტოპში კოტეს წარბშეკრულ გამოსახულებას დასჩერებოდა. -რას იზამ,კოტე ჩემო ძმაო,გოგოა წავა თავის ბუდეს შექმნის და ინანებ გაცხარებულ კამათს ჩასიძების თაობაზე კატეგორიული პოზიციის ამბავში!-პატარა ბავშვივით უნათოდა სახე თამაზს მეგობრის გაბრაზებულ მზერაზე. -არ ვათხოვებ,მამი ხომ არავინ გიყვარს?არ დამღუპო,ბარბარე!-გოგონა ღიმილნარევი მზერით დაჰყურებდა ეკრანს,პასუხის მოლოდინში სხვებზე უფრო გული მას დაუწვრილდა,ვინც უნებართვოდ ელოდა გოგონას სიტყვებს. -არავინ მიყვარს ...-ვერ გაიგო ეწყინა თუ გაუხარდა ნაზ ხმაში შეპარული ტკივილნარევი ნოტები. -აბა სანდრო ამირეჯიბი?!-სამზარეულოს ოთახში ყალბი ღიმილით შეიარაღებული შევიდა და ისე რომ ბარბარეს არც კი შეუმჩნევია მისი მალული მზერა,პირდაპირ ყავის აპარატისკენ დაიძრა. -რას გულისხმობთ?!-არაფრით იმჩნევდა დაუოკებელ ემოციებს სხეულის შიგნით. -მე გავიგე,კოტე რომ ერთ ძალიან კარგ ბიჭს უყვარს,ჩვენი ბარბარე ... -რას,ამბობ ცოტნე?!-შეშფოთდა მამა. -წმინდა წყლის სიცრუეა!-ხელები მაღლა ასწია გაღიმებულმა ბარბარემ. -კარგი ბიჭი რომ არის თუ რომ უყვარხარ,ეგ?!-გაეცინა ცოტნეს და გულთან გადაიჯვარედინა ხელები სამზარეულოს მაგიდას მიყრდნობილმა.საოცრად სიმპათიური იყო ოცდაცამეტი წლის ქვრივი,დილის ძილს თავისი კვალი დაემჩნია მამაკაცის სახეზე ... შეშუპებული თვალები თითქოს ყველას ღიად ეუბნებოდა,რომ ამ თვალების პატრონს წინა ღამით არ სძინებია.როგორც ყველას,ასევე ცოტნესაც დილით გაცილებით ბოხი და მამაკაცური ხმა ჰქონდა ვიდრე ჩვეულებრივ. -სანდრო მართლაც რომ კარგი ბიჭია,მეტიც ...-გაეღიმა ბარბარეს-ძალიან კარგი,რომელ გოგოს ეწყინება თუ მასსავით კარგ ბიჭს მოეწონება,მაგრამ მე ნამდვილად არ ... -არც ამდენად კარგია!-ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა ცოტნემ,ლილიმ და თამაზმა ერთმანეთში კითხვის ნიშნებით სავსე მზერა გაცვალეს. -რას ამბობთ!? მაღალია,სიმპათიური,განათლებული ... -ბარბარე,მამაშენის მაინც მოგერიდოს!-ჩაერია მაია. -მამას და მე ბევრჯერ გვისაუბრია ამ საკითხზე. ლილის თვალები შუბლზე აუვიდა ცოტნეს სპაზმური ხველება,რომ აუვარდა ამ სიტყვების მოსმენისას. -რა გჭირს,ცოტნე?!-სხვათაშორის იკითხა თამაზმა. -რაზე გისაუბრიათ,სანდრო ამირეჯიბზე?!-ძლივს მოითქვა სული და ცხელი ყავის ფინჯანს ხელი დაავლო. -მამა,თეკლეს ჩემს ნაცვლად აკოცე,მე ლექციებზე მაგვიანდება უნდა წავიდე ...-არაფრით შეიმჩნია მომხდარით კმაყოფილება გოგონამ,მაგიდიდან წამოდგა და ოთახი დატოვა. ლილის კითხვისნიშნებით სავსე მზერას რომ გადმოხედა ცოტნემ და დარწმუნდა კოტემ ნამდვილად გათიშა ტელეფონიო პასუხის გაცემა ვეღარ მოითმინა და ხელებგაშლილმა წამოიყვირა. -რა მოხდა?! რა სალაპარაკო სანდრო ამირეჯიბია? -არაფერი მითქვამს ...-მხრები აიჩეჩა მომღიმარმა ქალმა. -ბარბარესთვის უკეთესი მინდა,კარგი გოგოა,ჩვენი ახლობელია,მამამისს ვიცნობ ... -დუღარე სითხემ ყელი რომ ჩაუწვა სახე თავისთავად დაემანჭა-უკეთესი შეეფერება ... -მაგალითად?!-იღიმოდა ლილი. -რა მაგალითად ..?!-ნერვები ეშლებოდა ცოტნეს. -გყავს ვინმე მხედველობაში? -ვის მხედველობაში ...?! -ბარბარეს როგორი ბიჭი შეეფერება?! -არ ვიცი ... ყოველ შემთხვევაში ამირეჯიბი,არა! -გასაგებია ...-ისევ ისე იღიმოდა ქალი. -სამსახურში წავედი,ბარბარესაც წავიყვან თუ ... -ბარბარეს კურსელმა მოაკითხა და წაიყვანა.-სამზარეულოში ცოტა ხნის წინ გასული თამაზი დაბრუნდა. -ააჰ ...-წამიერი დუმილი ისევ ლილიმ დაარღვია. -ფრთხილად იყავი,ცოტნე.-მრავალმნიშვნელოვნად გადაუსვა მამაკაცს მხარზე ხელი და თამაზთან ერთად საუზმობა გააგრძელა. „ფრთხილად იყავი ..“-ბურტყუნებდა კიბეზე ჩამავალი. „რა მარტივია,ფრთხილად ყოფნა როცა ყოფნა შენზეა დამოკიდებული!“-მანქანაში ჩაჯდა და კარი მთელი ძალით მოაჯახუნა. „კურსელიო ... თქვი რა პირდაპირ ვინ მოაკითხა,რა კურსელი?!“ ტელეფონზე ლევანის ნომერი რომ განათდა სახე გაუნათდა. -სად ხარ?! -ლისზე,სამსახურში მივდივარ,ახლა მშვიდობაა,რა ხმა გაქ?! -შენთან მოვდიოდი გზაზე ავარიაში მოვხვდი ... არ ინერვიულო,ბარბარეა აქ ... ძრავი გამორთო და მზერა ერთ წერტილზე გაუშტერდა. -ცოტნე,გესმის?! -კარგად ხართ ..?!-ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი. -კარგად ვართ,მსუბუქი ავარიაა,ჩასასვლელში ვარ,მალე მოხვალ?! -ორ წუთში მანდ ვარ,ეგ არსად გაუშვა. -კარგი. მანქნა ეზოდან დიდი სისწრაფით გაიყვანა და გაზს მთელი ძალით მიაჭირა ფეხი მთავარ გზაზე გასულმა. თავადაც არ ესმოდა რა ხდებოდა მის თავს. თითქოს ძლივს შეხორებულ ჭრილობას წყლის ცხელი წვეთები ეშხეფებოდა და კანის ნაცვლად შიგნით,სული იწვებოდა რაღაც ახალის დასაწყისის მოლოდინის შიშით. შემთხვევის ადგილას ხალხი მოგროვილიყო და იქვე პოლიციის მანქანაც იდგა. მანქანა გზიდან გადაიყვანა,გააჩერა და შორიდან დააკვირდა სიტუაციას. ბარბარეს ვერაფრით მოჰკრა თვალი. მხოლოდ ლევანი და მის ირგვლივ ბიჭები დალანდა. სანდრო ამირეჯიბიც იქვე იდგა და ლევანს რაღაცას უხსნიდა. ლევანმა დაინახა თუ არა მეგობრის მანქანა ბიჭებს გვერდი აუარა და ცოტნესკენ დაიძრა. მანქანის კარს გაუაზრებლად ეცა და ისე გადმოვიდა სული არ გადაჰყოლია. ყველა დაინახა ბარბარეს გარდა და ამ ფაქტის სიმძიმემ წამის მეასედში გააგიჟა. -სად არი ... -მასთან მიახლოებულ ლევანს ისე ჰკითხა ზედაც არ შეუხედავს. -დამშვიდდი,უნივერსიტეტში წავიდა ... -და ხო გითხარი არ გაუშვა-მეთქი?!-თავადაც ვერ გაანალიზა როგორ ჰკრა მეგობარს მთელი ძალით ხელი.-ვინ იჯდა საჭეზე?! -ახლა დამშვიდდი და ... -ლევან,საჭეზე რომელი იჯდა?! -ოთო მაკარიძეო ... -ვისი ბრალი იყო ავარია .. -ჩემი. -თუ ღმერთი გწამს,-გაეცინა სიბრაზისგან-ათი წლიდან მანქანას მართავ და ამ ცხვირმოუხოცავ ღლაპებთან შეცდომა შენ დაუშვი?! -მთავარია ყველა კარგად არი. -შეიძლებოდა არ ყოფილიყო!-მზერა გაუსწორა მეგობარს და თითქოს ლევანს ხმა ჩაუვარდაო ყელში გორგალივით გაეჩხირა სათქმელად გამზადებული სიტყვები. -ცოტნე ... ბავშვები არიან,არაფერი უთხრა! -ხვალ შეიძლება ყველაფერი კარგად ვერ იყოს,ლევან იმიტომ,რომ ბავშვები არიან და წარმოდგენა არ აქვთ რას ეთამაშებიან! -ცოტნე ... -მაკარიძე!-ოთოს ხელით ანიშნა მისულიყო.ძლივს იმორჩილებდა ნერვებს აქვე ორად არ გაეხლიჩა საწყალი ბიჭი. -ბატონო ცოტნე ...-ამოილუღლუღა შეშინებულმა მაკარიძემ. -რამდენით მოდიოდი ...-ჰაერს ხმაურიანად სუნთავდა,თითქოს ამით მძიმე სიტუაციას კიდევ უფრო გაუსაძლის ხდიდა. -მე ... -გეკითხები შენი სპიდომეტრი რამდენს აჩვენებდა ...-ხმას ძლივს იმორჩილებდა მწყობრიდან გამოსული. -ბევრს არა ... ასი ალბათ ... -და შენ ფიქრობ რომ ამ მოსახვევში ასი ბევრი არ არი?!-თვალები დაექაჩა მაყაშვილს ნერვებისგან. -მე ... უფრო სწრაფადაც ... -უფრო სწრაფადაც გივლია და ღმერთს გადაურჩენიხარ,ახლა რა ვქნათ ქალაქში იმის იმედით ვიაროთ იდიოტ მაკარიძეს კოკა წყალს კიდევ რამდენჯერ მოუტანსო?! -გეფიცებით სხვა დროს ... -სხვა დროს მანქანაზე დაჯდომას მანამ ვერ ეღირსები სანამ ტარებას არ ისწავლი,გასაგებია?! -ტარება ვიცი ... -მაგას შენი მართვის მოწმობა გეუბნება,იდიოტო?!-აწურულ მაკარიძესთან მანძილი მინიმუმამდე რომ დაიყვანა ლევანმაც გადაწყვიტა ჩარევა. -ცოტნე,არ გინდა ჩვენც ხომ ... -აი,ჩვენ ასეთი იდიოტები არასდროს ვყოფილვართ,ხვდები!? და არ მესმის მანქანის სწრაფად ტარებაში რა სიამოვნება უნდა მიიღო როცა სხვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნი! -მამაჩემს ... -მამაშენს პირადად დაველაპარაკები,დამეკარგე აქედან და არც იფიქრო მეორედ გადაწყვიტოთ და ბარბარეს მოაკითხოთ წასაყვანად სადმე ...! -თქვენ ბარბარეს ...-კითხვისნიშნად გადაიქცა მაკარიძე. -დამიჯერე,გაეცალე სანამ დროა ...-გაეღიმა ლევანს და ხელის ფრთხილი მოძრაობით უკან დასწია თვალებანთებული მეგობარი. -არა, რაზე ფიქრობდნენ ... -ირაკლის დავურეკავ და მაგასთან ავიდეთ,კაი?!ლაპარაკი არ გაწყენდა ... -სამსახურში რაღაც საქმე მაქვს,ადი და ამოვალ ... -მიდი,არ დაგვაღალატო! -ამოვალ!-მანქანისკენ აიღო გეზი მეგობრის სიტყვები რომ მისწვდა მის სმენას. -საქმე მომიკითხე! -ამხელა კაცს ჭკუა არ გაქვს.-თავი გადააქნია და თავადაც ვერ გაიაზრა როდის მოასწრო ძველებური ღიმილის გახსენება. უნივერსისტეტის კიბეები აირბინა და კარებიდან გამოსულ ასობით უცნობ სტუდენტში ნაცნობ სახეს რომ გადააწყდა თითქოს შინაგანად დამშვიდდა. -ცოტნე,შენთან საქმე მქონდა ...-ფაკულტეტის რექტორმა გააჩერა ბარბარესთან მიმავალ გზაზე. -დიახ,გისმენთ ...-წამითაც არ შეუხედავს შუა ხნის მამაკაცისთვის. -სილაბუსში რაღაც ვერ გაიგეს სტაჟიორებმა და შეგიძლია რომ აუხსნა? ... -დიახ,არ არი პრობლემა. -ძალიან კარგი,ცოტნე ჩემი დის შვილი გყავს კურსზე,იქნებ ყურადღება მიმიქციო?!-ძალიან კი ეხათრებოდა მამაკაცს ამის თქმა მაგრამ დის შვილის აკადემიური მოსწრება აიძულებდა. -რომ არ ვიცი ვისზე მეუბნებით?!-მხოლოდ ახლა გადმოიტანა მზერა კიბის თავში მეგობრებთან მდგარი ბარბარესგან რექტროზე. -ოთოზე,მაკარიძე ოთო ... -მოესმა თუ არა ბატონი ბადრის ხმა სახე ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო,რექტორს ხელი მოხვია და უნივერისტეტის კიბე მაკარიძის ყოფა-ქცევაზე ლაპარაკში აიარა. იცოდა ბოლო ლექცია სადაც ჰქონდა. იდგა აუდიტორიის წინ და პატარა ბიჭივით ელოდა სასწაულს,რომ კარი ლექციის დასრულებამდე გაიღებოდა და იქიდან ბარბარე გამოვიდოდა. ლექციის დასრულების შემდეგაც არ გამოსულა იმ კარიდან ბარბარე,რომელიც საერთოდაც არ იმყოფებოდა აუდიტორიაში. -ჯანდაბა,რატო მეთამაშები ..?!-ამოილაპარაკა გაწბილებულმა და მანქანა მშვიდად გაიყვანა უნივერსიტეტის საპარკინგე ზოლიდან. -ამის შემდეგ ისევ უარყოფ,რომ ... -ირაკლის დაწყებული წინადადება აღარ დაუსრულებია,მას შემდეგ რაც ლევანის დაბრიალებულ თვალებს გადააწყდა. -რას,ირაკლი ... რას უარვყოფდი და რაში შევცდი?! -იმაში რომ სუნთქავ,ცოცხალი ხარ და არ მომკვდარხარ! -წყეული სიცოცხლე ახლა უფრო მეჯავრება,ვიდრე აქამდე ...-მაგიდაზე ინერციით მოისროლა ტელეფონი და თავჩაქინდრულ ბიჭებს მზერა მოავლო-აქამდე ვიცოდი მისი საფლავის მოსავლელად მაინც ვარგოდი,ახლა რა ჯანდაბისთვის უნდა ვისუნთქო თუ იმ საფლავამდე არ მიმესვლება?! -ნუ ... -რა?!-თვალები დაექაჩა სიმწრისგან ცოტნეს-გეკითხები,რა?! -ყველაფერს ასეთ მძიმე ფერებში ნუ უყურებ ...-ძლივს გაბედა ირაკლიმ წინადადების დასრულება. -შენ, ჩემს ადგილას გაგიხარდებოდა ოცი წლის ბავშვის პეპელასავით შემოფრენა ცხოვრებაში?! -არა,პეპლების მეშინია ...-გულუბრყვილოდ ჩაილაპარაკა დოლიძემ. -დღეიდან მეც!ისე ბუნებრივად ხდება ყველაფერი კონტროლი საკუთარ თავზეც კი მიჭირს და რომელ სიტუაცებზეა ლაპარაკი?! მას ვუყვარვარ და მაინც ისე გამოდის რომ მე დავდევ კუდში! -იქნებ იმიტომ რომ შენ დასდევ ბადით ხელში?!-გაეღიმა ლევანს-იქნებ იმიტომ რომ დროა შენი ცხოვრების ეგ თავი გადაშალო,ცოტნე?! -ამ თავით მთავრდება ჩემი წიგნი,რატო ვერ გაიგეთ?! -ძალიანაც გინდა დამთავრდეს,მაგრამ ყველაფერი ისე რომ იყოს როგორც ჩვენ გვინდა სამყარო ასეთი იდეალურად დაბალანსებული არ იქნებოდა. -სამყაროს ბალანსს ჩემი სიცოცხლე ინარჩუნებს?!-გაეცინა ცოტნეს. -ლიტერატურის ლექტორი შენ ხარ,აქეთ უნდა გვიხსნიდე სამყაროში ბალანსი რას უჭირავს.-გაეცინა ირაკლისაც. -ვისაც მეგონა რომ ეჭირა,თურმე ... -გეხვეწები რამე ისეთი არ თქვა მერე სანანებელი გაგიხდეს ...-სახე მოეღუშა ლევანს და აივნის კართან მისულმა სუფთა ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში.-ადამიანები კვდებიან,დანარჩენები ცხოვრებას აგრძელებენ ... მგონია რომ ანასტასიას გვერდით საკუთარ თავს ცოცხლად იმიტომ აყრი მიწას,რომ მის სიკვდილში თავს იდანაშაულებ. თუ ასეა ... მინდა იცოდე,რომ სულ ტყუილად მოგანიჭეს პროფესორის წოდება,ერთი ჩვეულებრივი იდიოტი ყოფილხარ,რომელიც ტკივილში ცხოვრებას მიეჩვია! -ლევან ...-ხმა დაუბოხდა ცოტნეს. -ხო,პატარა იყავი დედა რომ დაკარგე,მიეჩვიე ტკივილს,ცოტნე და არ გინდა დაინახო ამ ტკივილის იქით,რა ლამაზია ცხოვრება. არ გინდა სიცოცხლე და შენ არსებობას ხდი მძიმეს,ხვდები?! ცოლი ხომ გიყვარს ადამიანს,მაგრამ შვილი უფრო გიყვარს,ეგრე გამიგია ... ეგრე ვიცი ... შვილის სიკვდილი მოინელა ლილიმ და გულში საკუთარივით ჩაგიკრა,მის ადგილას შენ თავს ტყვიას ისე ესროდი ხელი არ აგიკანკალდებოდა,ახლა დაჯექი და იფიქრე რომელს უფრო აქვს მიზეზი სიკვდილი ინატროს,ქვრივს თუ შვილმკვდარს. -ამით ვერ მეხმარები ...-სული ერთიორად დაუმძიმდა ცოტნეს. -შენს ადგილას წავიდოდი და ლილის დავუჩოქებდი,იქნებ მოახერხოს და შენში რვა წლის ცოტნე გაზარდოს,როგორც საკუთარი შვილი ... -თითქოს ლევანის ბოლო სიტყვებმა ერთიანად დასცა ცოტნე ბრძოლის ველზე. -ამ ტკივილში რანაირად სუნთქავ,ცოტნე ...-ხმაში ნაპერწკალი ჩაუქვრა ირაკლის. -ვსუნთქავ,რო?!-გული მიეწურათ ბიჭებს ამ სიტყვების გაგონებისას. ფეხზე წამოდგა, ტელეფონი აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა. -საით?!-ვერაფრით მოითმინა ლევანმა არ ეკითხა. -ჯერ „დღესთან“ მერე ვნახოთ. -მერამდენე წელია ლექტორია და დღემდე ვერ დავამუღამე ეს ეპითეტური ბაზარი!-ხელი აიქნია ირაკლიმ. -სიმბოლიკური,ბიჭო!-გაეცინა ლევანს. -რაც არი. ჭიშკართან გააჩერა მანქანა. ეზოში ლილი ყვავილებს რგავდა მუხლჩახრილი. სანდომიანი ქალი იყო,გაცნობის წამიდან ვერ დამალა მოწონება მის მიმართ. ვერსად წაუვიდა დედის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს პატარა ბიჭი,რომელსაც სხვა ქალი უღიმოდა. საკუთარ თავს ვერ აპატია,როგორ შეეძლო დედის გარდა სხვა ქალიც მოწონებოდა?! თითქოს იმ ერთ პატარა წამში დედის საფლავს უღალატა და წინ ყველაზე მარტივ გამოსავლებს შორის ყველაზე რთული მოძებნა. „დედა“-სავით ლამაზი ქალი შეიძულა. იდგა,ჭიშკართან და სევდიანი ღიმილით შესცქეროდა ქალს. -პირველად თმები შენს გამო შევიღებე,იცი?!-ლილის სიტყვებზე უცნაურად შეკრთა,თავადაც ვერ გაიაზრა,რომ ქალი მიხვდა ჩუმად რომ უყურებდა გერი. -რაო?! -ჰო,-თავის საქმიანობას არ წყვეტდა-თმები ქერად შევიღებე,დედაშენის გამო ... ვიფიქრე ამით სულ ოდნავ მაინც მოვიდოდი შენ გულამდე,იქნებ მოგწონებოდი დედას რომ ვმგვანებოდი ...-იღიმოდა და მიწას აყრიდა ყვავილის ფესვებს.-პირველად რომ შემომხედე ... არ ვიცი,რატომ ალბათ ძალიან მინდოდა ჩემში მხოლოდ ჩემი არაბუნებრივი ქერა თმა შეგძულებოდა,შენმა ლამაზმა თვალებმა მტკიცედ გადაწყვიტეს,რომ არც ქერა გინდოდი და არც შავგრემანი,საერთოდ არ გინდოდი ... -პატარა ვიყავი,ლილი ... -შენ რა ...-მუხლებლზე მდგარმა ცრემლიანი თვალებით ამოხედა ცოტნეს-გგონია,შენ რამეში გადანაშაულებ,ცოტნე?! -ლილი ...-თავადაც ვერ გაანალიზა როგორ მიუახლოვდა ქალს დამძიმებული სულით. -მოგიკვდეს ჩემი თავი ...-გულზე იტაცა ხელი ქალმა და სულ ოდნავ ცოტნეს ფეხებისკენ გაიწია,მამაკაცი ელდანაცემივით რომ გახტა გვერდით. -ლილი,რას ... -ნეტავ შენთვის ბავშვობა არ წამერთმია,ჩემო ბიჭო ...-ამოიტირა ქალმა და თავი მუხლებამდე ჩაქინდრა-ოღონდ დედაშენთან ამდენად მტყუანი არ ვიყო ... მის საფლავზე დარგული ვარდებიც ვერ უშველის ჩემ დანაშაულს ... -რას მბობ,ლილი რა დანაშუალს,ძალიან გთხოვ ... -ეგ სიძულვივი რომ ვიგრძენი ... მე პატარას ... მამაშენი მიყვარდა ძალიან ...-ამოთქვა ქალმა და თავი მაღლა ასწია-შენი სიძულვილი რომ ვიგრძენი,მაშინ უნდა წავსულიყავი სახლიდან ... ჯანდაბას რას იტყოდა ხალხი,შენ ხომ არ წაგართმევდი ბავშვობას ... -ბაჩოს ...-ქალის წინ ჩაიმუხლა თვალცრემლიანი მამაკაცი-ძალიან გაუმართლა,შენნაირი დედა რომ ჰყავდა ... -ჩემი ცოდვით ბაჩომ ვერ ... -გთხოვ ... -ქალს ტუჩებზე ხელი ააფარა ცოტნემ-ეგ არ თქვა. ქალის ცრემლიანი თვალები ნანატრი შვილივით შესცქეროდნენ ცოტნეს თვალებში ჩამარხულ რვა წლის ბიჭუნას. -ლილი,რაღაც უნდა გთხოვო ...-ამოილუღლუღა ცოტნემ და ხელი ფრთხილად ჩასწია დაბლა.-პატიება უნდა მასწავლო ... -რა უნდა გასწავლო,შვილო?!-ბოლო წამს იკბინა ენაზე მოსმენილისგან გაოგნებულმა ქალმა. თითქოს ჯერ ნაადრევი იყო „შვილო“. -პატიება. -მე როგორ ... -შვილად მიმიღე.-და თითქოს იქ დასამარდა რვა წლის ბავშვში სიძულვილის გრძნობა სამუდამოდ. თამაზის მანქანა გაჩერდა თუ არა ჭიშკართან პირველი რაც მისმა ცნობიერმა აღიქვა ეზოში მუხლებზე მდგარი ცოტნე და ლილი იყვნენ,ხელში პატარა ბარით და ყვავილების ნერგებით გარშემორტყმულნი. მანქანიდან გადმოსულმა ძლივს შეინარჩუნა წონასწორობა შვილის გულიანი სიცილის კიდევ ერთხელ მოსმენისას. -ნუთუ შენ ...-ცაში აღაპყრო მზერა თვალცრემლიანმა მამამ. -თაზო,მოხვედი?!-თავი ასწია მომღიმარმა ლილიმ და შორიდან დაუქნია ქმარს ხელი.-ბარბარეც მალე მოვა და ვივახშმოთ. -ელაპარაკე,ბარბარეს?-სხვათაშორის იკითხა ცოტნემ. -კი,მოგიკითხა ...-ქალს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ცოტნემ ნიჩაბი პირდაპირ ხელში რომ ჩაირტყა და ისეთი ყვირილი მორთო ჭიშკართან გახევებული მომღიმარი თამაზი სირბილით შემოვარდა ეზოში. -გული გამისკდა ბიჭო!-შესძახა შეშფოთებულმა. -ახლავე ყინული უნდა დაგადო დაგილურჯდება!-შეშფოთდა ლილი-თაზო,ესენი მიალაგე და მე ცოტნეს ავიყვან. -ოცდაცამეტი წლის კაცია არ მოკვდება,ლილიკო!-თვალები აატრიალა თამაზმა. -ძალიანაც მოვკვდები!-ცხვირი აიბზუა სასაცილოდ ცოტნემ და სიხარულის ჟრუანტელმა დაუარა თამაზის გაბრაზებულ სახეზე. -წამოდი,შენ,წამოდი ...-თავი გადააქნია ლილიმ და მომღიმარი გაუძღვა ცოტნეს წინ-დღეს უკვე მესამედ გამოიაშკარავე თავი,ბატონო ცოტნე,ნეტა თუ ხვდები?! -არაფერი დამიშავებია,გეფიცები!-ხელები ასწია ცოტნემ. -გარდა იმისა,რომ შენზე ცამეტი წლით უმცროსი გოგო შეგიყვარდა!-ჩაილაპარაკა ლილიმ. -მოიცა,რაო?!-შესძახა შეშფოთებულმა და ჰაერში გაეყინა კიბეზე დასადგმელი ფეხი. -არა,ამაში ცუდი არაფერია,პირიქით,მე მოხარულიც ვიქნები ... -რას ამბობ,ლილი ...-იუარა დიდი პათოსით. -შეყვარებული ადამიანი ხომ ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია,მაგრამ ყველას ერთი მოტივი ამოძრავებს ... -რა მოტივი ... -ყველას უნდა რომ უკეთესი გახდეს ... თავისი მეორე დაიმსახუროს ... -ლილი,მე არ ... -როგორც არ უნდა იუარო,შენს გულში ყინულის ლოდი იწყებს ლღობას ... რაც უნდა მომხდარიყო არაფერი იქნებოდა ქალზე ძლიერი. ქალები ღმერთის საჩუქარია,ოღონდაც სწორი ქალი. -ანუ?!-გაეღიმა ცოტნეს. -ქალი ან დაგღუპავს ან ცხოვრებას გაგილამაზებს. -ბარბარე ჯერ ... -ბარბარე უკვე ქალია,მაგრამ მთავარია იყოს „სწორი!“ -ამაზე ფიქრიც კი მიჭირს. -გარდაცვლილს მხოლოდ მაშინ ღალატობ,თუ მისთვის მიცემულ პირობას არ ასრულებ. ადამიანი ტანჯვისთვის არ გაჩენილა დედამიწაზე,ადამიანმა მოისურვა ოფლით მოეპოვებინა თავისი საკვები,თორემ ღმერთმა ადამს ედემი მისცა ... ცოტნე,შენ ედემში ყოფნა შეირგე და ბუჩქებში ლეღვის ფოთლების ძებნას შეეშვი,კარგი?! ყველაფერი იმაზე უკეთ არის ვიდრე ფიქრობ,რომ არის ... და იმაზე უკეთ იქნება,ვიდრე წარმოგიდგენია,უბრალოდ ამის ... როგორ გითხრა?! ... -თუ ვერ მჯერა ამის ..?!-ნატკენ თითს დააჩერდა ცოტნე. -მაშინ შეეგუე,რომ ტკივილს გააზრებულად ირჩევ,როცა გვერდით ბედნიერება გაქვს. -ოდესმე მას რომ ვნახავ და ... -ამაზე მაშინ იფიქრე,როცა მას ნახავ,კარგი?!-ლოყა თბილ ხელისგულებში მოიქცია ქალმა-ეს ყველაფერი ჯანსაღი რომ არ ყოფილიყო ... არა,სწორად გამიგე,სიკვდილში ჯანსაღი არაფერია ... მაგრამ სიკვდილიც თავის დროზე ჩემნაირი და შენნაირი ადამიანის არჩევანია ... საკუთარი თავისთვის მეორე შანსის მიცემა ცოდვა რომ ყოფილიყო,ღმერთი ამის შესახებ კაცობრიობას აუცილებლად გააფრთხილებდა. შენ არ ღალატობ ცოლს ... ძალიან რომ გინდოდეს ვერ უღალატებ ... -უცებ გაჩერდა და შეშინებული თვალებით ახედა ცოტნეს,თითქოს შეეშინდა,ვაი თუ ზედმეტი არ ვთქვაო. ცოტნე მიუხვდა დედინაცვალს ფიქრებს და გაუღიმა. -მითხარი,ლილიკო ...-კარს ამოფარებულ მამას ესმოდა შვილის ხმა და გული ყელში უჯდებოდა. -ცოტნე შენ ცოლი არ გყავს,დროა არათითზე ბეჭედი მოიხსნა. ვერ უღალატებ,მას ვინც აღარ არი ... -დღემდე რომ მიყვარს ...?!-დანანებით გადაატარა თითები ოქროს ბეჭედს. -მამაშენსაც დღემდე უყვარს დედაშენი ...-გაუღიმა ლილიკომ მის წინ მდგარ რვა წლის ცოტნეს-კუბოს ფიცრამდე უყვართ ცოცხლებს თავიანთი გარდაცვლილი სიყვარული,მაგრამ გულში ადგილი ცოცხლებისთვის უთავისუფლდებათ,ამას წინ ვერ აღუდგები ... და თუ მაინც მოინდომებ შეწინააღმდეგებას,მარტო შენ კი არა იმ პატარა გოგოსაც ავნებ ... -სხვას რომ მოეყვანე ცოლად,ნაკლებად მძიმე წარსულის მქონეს,რომელსაც აუტანელი შვილი არ ეყოლებოდა,უფრო ბედნიერი არ იქნებოდი?! ერთი წამით ლილი გაჩუმდა. ერთი წამით გული გაუჩერდა თამაზს. -ნახე შიშისგან გამაჟრჟოლა ...-ამოიჩურჩულა ლილიმ და მკლავები წინ გაიშვირა.-როცა ადამიანი გიყვარს მის ერთ მეოთხედობასაც ჯერდები. -ერთ მეოთხედობას ..?!-წარბები შეჭმუხნა ცოტნემ. -ოთხი ხომ ორი ორიანისგან შედგება ?!-გაეცინა ლილის-ერთი „მეორე“ დედა იყო,მეორე „მეორე“ მე ვარ. მათემატიკაში ვერასოდეს ვერკვეოდი,მაგრამ ეს სულ მთლად მე გამოვიგონე!-გაეცინა ამაყად.-მეორე ნახევრის ნაცვლად ... მესამედი,არა მეოთხედი ... -თითებზე გადათვალა ქალმა რაღაც და უცებ ხელი აიქნია- ნუ როგორც არი.! ხომ მიხვდი?! მისი გული მთლიანად ჩემი ვერ იქნება,იმიტომ რომ მის გული პირველად სხვა ქალს ეკუთვნოდა. იმ ქალს ახლა ჩემი შვილი ჰყავს,ჩემი ქმრის გულში თავისი ადგილი,მაგრამ ... ღმერთი ჩემნაირებსაც არ სწირავს,ხოლმე ... მე მისი შვილი მყავს და ... ღმერთო,რა ცუდად ჟღერს ... -ლილი,ამდენად როგორ უნდა გიყვარდეს?! -შენ, შენი საყვარელი ქალის გამო თავს იმარხავდი,ჩემი გაგიკვირდა?-მხარი გაჰკრა ცოტნეს და მაგიდის გაწყობა დაიწყო. -მე რომ ანასტასიასთვის მეორე ვყოფილიყავი ... არასდროს ... არა,გეფიცები ვერ შემიყვარდებოდა. -მერე კიდევ იტყვიან კაცები ქალებზე ძლიერები არიანო,ჩვენ ისე ძლიერად გვიყვარდება ხოლმე,ხანდახან პირველობასაც ვთმობთ,მთავარია ღირსეულად! -ღირსეულად ...-გაიმეორა ჩაფიქრებულმა ცოტნემ. -ეს უპირველესად!-ხმაში სიმკაცრე გაერია ლილის-ის ქალი შევარცხვინე,სხვის ქმარს რომ გახედავს,შეუყვარდება და ამას საკუთარ პატიოსნებას გაუბედავს! ზუსტად ამიტომ ვამბობ ... მოიხსენი თითიდან ეგ ბეჭედი,ცოლი გყავდა შვილო ... ახლა ქვრივი ხარ,რომელმაც ცხოვრება უნდა გააგრძელოს. -მეც მოვედიი!-ადგილზე შეხტა კართან ატუზული თამაზი ბარბარეს ხმაზე და უკან მობრუნებულმა გოგონას ხელით ანიშნა არ გაეცა მამაკაცის საიდუმლო. ბარბარემაც ღიმილი ვერ შეიკავა და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი თამაზთან ერთად. -ჩემი გოგოც მოსულა,გშია,დე? -ისე ძალიან ... ისე ძალიან,რომ ბოლო ლექციაზე მუცელი მიბუყბუყებდა. -ბოლო ლექციაზე არ იყავი ...-სხვათაშორის ამოილაპარაკა ცოტნემ. -შენ, თითი მოგირჩა?!-ჩაერია თამაზი. -ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს. -მოდი დასხედით,ხელები დაიბანეთ,ბავშვებო ...-ფუსფუსში გართულმა ლილიმ ლამის კინწისკვრით გააგდო ბარბარე და ცოტნე კარში. -სად იყავი ...-აბაზამანდე მისასვლელ გზაზე დაიმარტოხელა მამაკაცმა გოგონა. -ბატონო?! -ბოლო ლექციაზე ვიყავიო,არადა აუდიტორიაში არ იყავი. -თქვენ საიდან ,... -ნუ მეთამაშები!-მკლავში წაავლო გოგონას ატკიებული ხელი. -ადრე გამოვედით ... -გამოხვედით ვინ ... -რა ვინ?! -ზმნა „გამოვედით“ მრავლობითში გაქვს ნათქვამი და თუ გინდა პირველი კლასის მასალას გაგახსენებ,სადაც დეტალურად არი აღწერილი „გამოვედი“-სა და „გამოვედით“-ს შორის განსხვავება. -პირველ კლასში ის არ გასწავლეს ბატონო ცოტნე,რომ რაც თქვენი საქმე არ არის იქ არ უნდა ჩაერიოთ?!-ხელი გამოსტანა მტევნიდან მამაკაცს და უტეხი მზერა შეანათა-თუ იმდენად მოხუცი ხართ რომ მხოლოდ ზმნები,ზმნისწინები და მრავლობითი რიცხვები გახსოვთ და არაფერი მორალური?! -შენ ...-საჩვენებელი თითი სახესთან მიუტანა და სიმწრის სიცილი ვერ შეიკავა-შენ,მე ჭკუიდან გადამიყვან ... -ზოგადად ეგოცენტრულ განცხადებებს ვერ ვიტან,მაგრამ ამ სიტუაციაში რაღაც უხილავი მკარნახობს გითხრათ,რომ უკვე გადაგიყვანეთ! -რამდენს ... საერთოდ რამდენს ბედავ?! -იმდენს რამდენიც პასუხისთვის არის საჭირო ... არ იქნება მიზეზი არ იქნება პასუხი! -რა დავაშავე ...-თავზე ხელები გადაისვა ერთიანად ცივწყალგადასხმულმა და გოგონა აათვალიერა.-მაინც არ იტყვი, არა?! -მეტყობა თქმას და გულის გადაშლას რომ გიპირებთ?! -ხომ იცი რომ სულ .... სულ რომ კამერების ჩანაწერები ... ბარბარეს ისეთი სიცილი აუვარდა ცოტნე შეკრთა. -პერსპექტიული მანიაკი ხართ,ვერაფერს ვიტყვი!-სიცილით ასწია ორივე ხელი და ცოტნე ისეთი ირონიული მზერით აათვალიერა მამაკაცს გაოცებისგან თვალები დაექაჩა. -ეგ რომ გიყვარდებოდი მაშინ ... -თქვენ რომ შეგიყვარდით წინასწარ გათვალეთ ყველაფერი ..?!-ტუჩის კუთხე ჩატეხა გოგონამ და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მამაკაცს-მეორედ ...-ღრმად შეისუნთქა ჰაერი და მშვიდად განაგრძო-არ გაბედოთ,ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად ჩარევა,თუ არ გინდათ რომ ეს ამბავი მამაჩემამდე მივიდეს და ყველაფერი იმაზე ცუდად დასრულდეს ვიდრე ამას თქვენი ფართო ფანტაზიის ზენიტში წარმოიდგენთ! -ეს უკვე გამოწვევაა!-გაეცინა ცოტნეს. -გამოწვევა ის იყო,როცა მამაჩემს სთხოვე აქ გადმოვეყვანე საცხოვრებლად და ყველა გზა მომიჭერი შენგან გასაქცევი! არც კი გაბედო და ... არ მომიახლოვდე!-უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ის იყო აბაზანის კარი უნდა შეეღო ცოტნეს ხმა რომ მისწვდა მის სმენას. -იმას ვერ გააქრობ,რაც არ არსებობს ...-უკან მობრუნებულს გულთან ხელებგადაჯვარედინებული,მომღიმარი მამაკაცი შერჩა ხელში-ჩემგან წასასვლელ გზას ვერ მოჭრი,ბარბარე ... -ძალიან ცდები თუ გგონია,რომ ყველა გზა ... სიტყვა გაუწყდა მამაკაცის თავის რუტინულ მოძრაობაზე,რომელიც უარის მანიშნებელი იყო. -ჩემთან ხარ რაც იმას ნიშნავს,რომ გზა უბრალოდ არ არსებობს. ძალიან რომ მინდოდეს ვერ გაგაგდებ,ძალიან რომ გინდოდეს ვერ გამექცევი.-ხელები თეატრალური პათოსით გაშალა და ტუჩებდაბრეცილმა კიდევ ერთხელ შეავლო გოგონას არეულ მზერას თავისი ნაცრისფერი სფეროები-გარდაუვალ რაღაცებს ვერ გაექცევი. -თუ მოინდომებ ...-ხმა აუკანკალდა შეშინებულ გოგონას. -საკმარისად არ მოინდომე რომ გამქცეოდი?!-გაეღიმა ცოტნეს. -შენ გარდაუვალი არ ხარ! -ყოფნა არ ყოფნა საკითხავი ...-მხრები აიჩეჩა,პატარა მაგიდაზე დადებულ მანქანის გასაღებს და ტელეფონს დასწვდა და სახლიდან ისე გავიდა არავისთვის არაფერი არ უთქვამს. ისხდნენ ყველანი დოლიძის მრგვალი მაგიდის ირგვლივ და ხმის ამოღებას არც ერთი აპირებდა,სანამ თავად დოლიძეს არ ამოეწურა მოთმინება. -ებიჭო,გაგვანდე გულის ნადები,ამოგვძვრა სული უთქმელი სიტყვების ნაცვლად! -ჭკუიდან გადავყავარ. -გმადლობთ,რამე ახალი თქვი,ეგ ჩვენც ვიცით!-აცმუკდა ირაკლი. -ორივე ვთანხმდებით,რომ ის რაც ახლა ხდება ჩვენს ცხოვრებაზე სამუდამო გავლენას იქონიებს ...-ხმადაბლა ლაპარაკობდა ცოტნე. -შენს ადგილას ამაში ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი ...-ჩაახველა ლევანმა და ცოტნეს გაურკვეველი მზერა დააიგნორა-შეიძლება შენს ცხოვრებაზე მართლაც იქონიოს სამუდამო გავლენა,მაგრამ ქალებს ... როგორ გითხრა საოცარი უნარი აქვთ ცხოვრების თავიდან დაწყების,თუ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს რომ შენთან ბედნიერი არ არის უბრალოდ ადგება და წავა. -ბარბარე ასეთი არ არის ... -ბარბარეს როგორ ძლიერადაც არ უნდა უყვარდე,ის ქალია,რომელსაც სჭირდება გვერდით კაცი და არა მუმია,ეს მანამ გაანალიზე,სანამ ნაბიჯების გადადგმას დაიწყებ. -ცდები,ლევან ...-გაეცინა ირაკლის-ნაბიჯები უკვე გადადგმულია,რაც იმას ნიშნავს,რომ ცეცხლი აინთო და თამაშიც დაიწყო! -შენ რას გრძნობ?!-მშვიდი იყო ლევანი. -რაღაც ახალის დასაწყისს,რომელიც წარმოდგენა არ მაქვს კარგია თუ ცუდი ... -დიდი ბიჭი ხარ,უნდა ხვდებოდე დადებითად ხარ განწყობილი თუ უარყოფითად. -მეშინია,ლევან ...-გულწრფელი მზერა მიანათა მეგობარს-ჩემი ტკივილების აღარ ... ანასტასიაზე უფრო რა უნდა მეტკინოს,მაგრამ ... მისი ტკივილების მეშინია. ცხოვრებაში პირველად საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას შევძლებ კი თამაზის მსგავსი მეორე ნახევარი ვიყო ?! -რაო,ამან?!-თვალები დააწვრილა მოსმენილისგან შოკირებულმა ირაკლიმ. -როგორც ჩანს ლილის ელაპარაკე. -მართალი იყავი,ლილი ის ქალია კარგ ადამიანად ყოფნას რომ გაიძულებს. -სახლიდან უნდა წამოხვიდე ...-ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა ირაკლიმ. -მართალი ხარ ... -რატო?!-ვერაფერი გაიგო ლევანმა. -წარმოიდგინე შენი შვილი ჩააბარე კაცს რომელსაც ენდობი და აღმოაჩენ,რომ ამ ორს ერთმანეთი უყვარდებათ ... -მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ ... -რაღა ნუ გაასწრებ გაგერია თმაში ჭაღარა. -კოტე გაგიჟდება.-გაეცინა ლევანს.-ჩემი შვილი ასეთს რომ შეუყვარდეს თავს მოვიკლავ! -ასეთს ... ასეთი რას ნიშნავს?!-ფეხზე წამოდგა წარბაწეული მაყაშვილი. -ფსიქიკურად არამდგრადს,საკმარისია?!-სიცილს ძლივს იკავებდა ლევანი. -მორალურად ვარ მდგრადი.! -თუ ღმერთი გწამს,მორალურად მდგრადი ბოლოს როდის იყავი,შენზე საუკუნით უფროს მუსიკის მასწავლებელს სცენიდან ლექსი რომ წაუკითხე თუ მაშინ პირველ შეყვარებულს იმის გამო რომ ეჩხუბე,რატომ „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ წაკითხული არ გაქვს,როგორი გოგო ხარო?! -როგორ შეიძლება გოგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ წაკითხული არ ჰქონდეს? საერთოდ როგორ უნდა გაიგოს ... -აჰა,ელაპარკე!-სიცილით გადმოხედა ლევანმა ირაკლის.-გიჟია,ნუ პათოლოგი! -ეგენი არ ითვლება,მეორე ახლაც სამართლიანად მიმაჩნია და პირველს რაც შეეხება ემოციური ფონი მქონდა გამძაფრებული,საერთოდაც ... ჯანდაბა,მეშვიდე კლასელი ვიყავი რეებს იხსენებ?! -უნივერსიტეტში ლექტორი რომ ცემე დაგავიწყდა?!-უკვე სიცილისგან აწითლებული იყო ირაკლი. -ხეპრე იყო და ... ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს მორალურ მდგრადობასთან ... ჯანდაბა,რას ვაკეთებ ...-სახეზე ხელები ჩამოისვა და იქვე სკამზე მთელი სიმძიმით დაეშვა. -ღმერთს ყვარებიხარ,ის გაჩუქა ვინც მასთან დაგაბრუნებს.-ამოილაპარაკა დოლიძემ და მეგობარს გაუღიმა. -ვისთან?!-დაბნეული მზერა გაუსწორა ირაკლის ცოტნემ. -ღმერთთან. -ამ ყველაფერთან რა შუაშია ... -თავშია,სამყაროში არაფერი კარგი არ არსებობს მის გარეშე. თუ რამე კარგი უნდა მოხდეს ეგეც მისით. არ ვიცი ხვდები თუ არა,მაგრამ შენ ცხოვრებაში ნათელი წერტილი გამოჩნდა,რაც კარგია ...-ხელები გაშალა მომღიმარმა-ეს იმას ნიშნავს,რომ ... -თეოლოგიაზე ჩაგებარებია,რა გინდა შენ ანალიტიკოსად?!-გაეცინა ცოტნეს,რომელსაც საშინლად არ უნდოდა ეს ყველაფერი მიეღო,გაეაზრებინა და ეღიარებინა,როგორც ჭეშმარიტება. -ნუ გაურბიხარ ფაქტს,რომ არ დაუტოვებიხარ.-ჩაილაპარაკა ირაკლიმ. -ყველაზე მხიარულს ჩვენ სამში,რატო გაწუხებს ეგეთი ფიქრები?!-ისევ ისე უღიმღამოდ იცინოდა ცოტნე. -ეგ რომ არ ვიცოდე რა მომცემდა სიცილის და ლაღი ცხოვრების მიზეზს?!-გადაიხარხარა ირაკლიმ-ცხოვრება ზუსტად მაშინ ხდება ლამაზი,როცა იცი რომ აზრი აქვს. -შენს ცხოვრებას რა აზრი აქ?!-სახე წამის მეასედში შეეცვალა ცოტნეს,ლევანი ჩუმად მჯდარი უსმენდა ორივეს. -ცხოვრებაში მეც ვიპოვი ქალს,რომელთან ერთადაც ოჯახს შევქმნი,შვილი გვეყოლება ... თუ არ გვეყოლება ვიშვილებთ,მამა გავხდები,ჩემს შვილს ვასწავლი როგორ უნდა გახდეს ადამიანზე ოდნავ ... -თითებით მცირე ოდენობა აჩვენა ცოტნეს და თვალებდაწვრილებულმა,ღიმილმორეულმა განაგრძო-სულ ოდნავ უკეთესი.ხესაც დავრგავ და სახლსაც ავაშენებ.გზადაგზა მადლობის თქმა არ დამავიწყდება,იმისთვის რაც მქონდა,რაც მაქვს და რასაც მომავალში მომცემენ ...-მერე გაჩუმდა და უცებვე განაგრძო-აჰ,ხო იმისთვის რომ სიცილის მიზეზს არ მილევს გასაჭირშიც. შენ?! -რა მე?!-ამოილაპარაკა მოსმენილით მონუსხულმა ცოტნემ. -ბავშვებს ლიტერატურას ასწავლი,გიჟდები დოსტოევსკიზე და დღემდე ვერავინ შეგედავება რომ ყველა დროის ყველაზე დიდი მწერლები სერვანტესი და დოჩანაშვილია,შენ ..?! -რა მე?!-ხმას აუწია ცოტნემ. -დავიჯერო დონ კიხოტი და დონ დიეგო იმისგამო მოგწონს,რომ „პროსტა“ კაი პერსონაჟები არიან,სხვა არაფერი უსწავლებია მწერლებს შენთვის?! -ირაკლი რა გინდა ?! ერთი გიჟი რაინდი იყო მეორე ... მეორეც. -ერთმაც და მეორემაც ადამიანებს აჩვენეს,რომ ადამიანებზე ცოტათი უკეთესები იყვნენ,რატო?! -იმიტომაც არიან ისინი პერსონაჟები და ჩვენ ... -ეგრე რომ იმსჯელო ქრისტეც პერსონაჟია ბიბლიის ... ეგრე არ იმსჯელო,ცხოვრება ნამდვილ აზრს დაკარგავს,ცოტნე. -სულ გონებას როგორ მირევ?!-შესძახა სინათლის სხივით ნერვებმოშლილმა,თითქოს სიბნელეში ნათურა პირდაპირ მისი თვალების წინ აანთეს. -იმიტომ რომ მანდ ყველაფერი დალაგებული არ გაქვს,“მართლად“ დალაგებულ გონებას კაცი ვერ არევს. -სწორად ...-შეუსწორა აქამდე ჩუმად მჯდარმა ლევანმა. -არა,“მართლად“!-ზედაც არ შეუხედავს ისე მიმართა მეგობარს ირაკლიმ-სწორსა და მართალს შორის არის სხვაობა ისე როგორც კარგსა და საუკეთესოს შორის. ტყუილად არ დაწერილა „მართალი კაცის ლოცვას დიდი ძალა აქვს“ - ეგრე რომ იყოს იტყოდნენ სწორი,არ უთქვამთ,ესე იგი სხვაობაა. -ანუ ჩემნაირების ლოცვას ღმერთი არ ღებულობს!-გაეცინა ცოტნეს და წასასვლელად მომზადებულმა მაგიდიდან თავისი ნივთები აკრიფა. -შენნაირი სალოცავად თუ დადგება სადღაც,ღრმად დამარხული „მართალი“ უპოვნია. -ჩემნაირები არ ლოცულობენ,ირაკლი.-ჩაილაპარაკა გაღიმებულმა. -ზუსტად იმიტომ რომ გონებაში თავიანთ თავთან ვერ აღიარეს,დანარჩენ სხვაზე უფრო მათ რომ სჭირდებათ ლოცვა.აბა,ჰე გაგვაგებინე,რას იზამ ... მთელი გზა ფიქრობდა ირაკლის სიტყვებზე და მაინც ვერაფრით გაეგო,როგორ შეიძლებოდა სამყაროში ისეთი ადამიანების სიკვდილი,როგორიც დედამისი,მისი ცოლი და ბაჩო იყო დასაშვები ყოფილიყო,თუ სადმე,მაღლა ცაში ღმერთი არსებობდა. სახლში მისულს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა,ჯერ ისევ ამოულაგებელი ჩემოდნებისთვის ხელი დაევლო და თავის სახლში გადასულიყო. იცოდა,რომ ასე უფრო სწორი იქნებოდა კოტესთან და საკუთარ თავთან. კიბეზე თავდახრილი ნელი ნაბიჯებით ადიოდა თამაზის ხმამ რომ შეაკრთო. -ერთი მეორეს ვერასდროს ჩაგინაცვლებს!-ხრიალებდა კაცი.ტანში ავად გასცრა ცოტნეს.-ის ვინც კვდება ყოველთვის სრულყოფილია და არასდროს უტოლდება მას ვინც ცოცხალია. მე ანასტასია მიყვარდა როგორც საკუთარი შვილი,იმიტომ რომ ...-ქუჩაში ლამპიონის შუქი მკრთალად ანათებდა მამაკაცის ჩამობერებულ სახეზე ობოლ ცრემლებს-შენი სიცილი ... ბედნიერი ჩემი შვილი შორიდან დამანახა. ის ერთი თვე ... შენი კი არა ჩემი სამოთხე იყო,ცოცხალი მყავდი,ცხოვრება სხვანაირად გიხაროდა,შენი თვალებიდან რვა წლის ცოტნე კიარა დაკაცებული,უკვე ვიღაცის ბედნიერი ქმარი მიმზერდა და ვამაყობდი,რომ შეძელი და შეგიყვარდა. ბაჩოს ქორწილის მოწვევა,რომ მოუვიდა გული ჩამომეკაწრა ... მის ბედნიერ თვალებზე.შენი ძმა იყო,რად უნდოდა მოსაწვევი,მაგრამ ის ამითაც ბედნიერი იყო. რამდენი წლის იქნებოდა ..?! -ჩვიდმეტის ...-ამოიხრიალა ღონემიხდილმა და კიბის მოაჯირს ძლიერად ჩაავლო ხელი,რომ არ წაქცეულიყო,მხრებშიგამართული,ცრემლიანი მამის ტკივილისგან დაღალული სახის ყურებისას. -ჩემს ბიჭებს შეცდომა მოუვიდათ ... ბაჩოს ბრალი არ იყო,საცოლე ხელიდან ააცალეს და ამ ჩხუბში სასიკვდილოდ დაჭრილი ცოლის ბიძაშვილი ატატებული წაიყვანა საავადმყოფოში. უბედური შემთხვევა იყო. ვიცოდი ამას ასე არ დატოვებდნენ ... ანასტასიას სიკვდილამდე ერთი დღით ადრე დედაშენი მესიზმრა ... პირველად მას შემდეგ რაც ლილი მოვიყვანე ცოლად.პატარა გოგონა ჰყავდა ხელში აყვანილი,მე არ მიყურებდა,სადღაც ვიღაცას უღიმოდა,მე აღარ.ნელ-ნელა უკან მიდიოდა და მის სხვისთვისგაღიმებულ სახესაც ვეღარ ვხედავდი. გაღვიძებულს ლილი მიმიხვდა სიზმრის საიდუმლოს. ჩემთან არ უძინია იმ ღამით,განა ეწყინა,ფიქრებთან დამტოვა მარტო,ასე უფრო დაგეხმარებიო და შენს ოთახში შევიდა დასაძინებლად. მეორე დღეს ჩამოფრინდი და მოხდა ის რამაც მეორე დაღი დაასვა ჩვენს მამა-შვილობას,შენს ღიმილს და ბედნიერ ცხოვრებას. მინდა იცოდე,იმ დღის შემდეგ აღარც ბაჩოს გაუცინია,აღარც მე და აღარც ლილის. ჩვენ ყველა შენთან ერთად ვიყავით ამ ტკივილში,ისე როგორც ოჯახი. -ამას ახლა ... -ბაჩოს წერილი წაიკითხე?! -არა. ორ წამიანი დუმილი ისევ ცოტნემ დაარღვია. -ვერა. -ნუ გეშინია,ისეთს არაფერს დაგიწერდა,რაც თავს ცუდად გაგრძნობინებდა.იცოდა ბარბარეს რომ უყვარდი ... მეც ვიცოდი.-ცოტნეს თვალები დაექაჩა გაოცებისგან და წამის მეასედში ცივი ოფლით დაენამა სახე.-ბავშვობიდან უყვარდი.ვხედავდი როგორ გიყურებდა ჩამქრალი თვალებით,ჩუმად ... შვილო ...-თავი გადააქნია დანანებით მამაკაცმა-როგორ გაგეტირებოდა ხოლმე ჩუმად,ოღონდაც არავის დაენახა,ოღონდ არავის შეემჩნია ... პატარა იყო,არ იცოდა,რომ ასეთ რამეებს ადამიანები ვერ ვმალავთ ხოლმე,სხვა თუ არაფერი,როგორც ამბობენ თვალების ამბავია ... -რამდენი ხანია .. რაც ... -არ ვიცი,ბავშვობიდან ... ცამეტის ან თოთხმეტის იქნებოდა,მე რომ შევამჩნიე,მერე შემთხვევით გავიგონე ბაჩოს და მისი საუბარი,ბაჩო ხელებით ფეხებით ყველაფრით უხსნიდა,რომ გულის ტკენის მეტს ვერაფერს მიიღებდა ... იჯდა თავჩაქინდრული და მხოლოდ „ვიცი“-ს თუ შეაშველებდა ბაჩოს მონოლოგებს.ანასტასიას ფოტოებს ათვალიერებდა ხოლმე დაღონებული ... აწურული ბეღურასავით,თითქოს იცოდა განაჩენი გამოუტანეს და ბედს ეგუებაო.გეფიცები,მიკვირდა ასეთ პატარას როგორ შეეძლო ამხელა სიყვარული გულით ეტარებინა,ისიც მიკვირდა შენში რა შეუყვარდა ან ასე შორიდან,როგორ ... ვიფიქრე ბავშვია გაუვლის მეთქი. -გაუარა?! ...-ამოიჩურჩულა ძალაგამოცლილმა,ემოციებდაკარგულმა,გზაარეულმა ცოტნემ. -რაო,შვილო?!-ვერ გაიგო თამაზმა ცოტნეს ხმა. -სიყვარულმა გაუარა?!-ამოიხრიალა ძლივსძლიობით და იქვე კიბეზე ჩამოჯდა. -ასეთი რაღაცები არ გადის თუ სწორ ადამიანებთან გვაკავშირებს ხოლმე. -ჯანდაბა ...-ხელები ძლიერად ჩამოისვა სახეზე და მტევნებში ჩარგო თავი. -კოტე ჩემი მეგობარია,ბარბარე ჩემს თვალწინ გაიზარდა,ბაჩოს დანატოვარია,ამ ბავშვს იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ვიდრე წარმოგიდგენია,არ გაბედო და არაკაცივით არ მოიქცე.-შვილის წინ ჩაიმუხლა თამაზი-გეფიცები,შენ ბედნიერებასაც დავთმობ სხვისი შვილის უბედურების მიზეზი,რომ გახდე.-სუსხიანმა ხმამ ერთიანად შეზარა ცოტნე-თუ გაბედავ და ამ ბავშვს მიეკარები,როგორც კაცი ქალს ... მე შენი თავდები უნდა გავხდე,რომ ეს პატარა ქალი ბედნიერი იქნება,გავხდები ...-თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია ცოტნეს-კედელიც გავხდები,ყველა შენკენ წამოსულ უბედურებას მე დავხვდები და თავს შევაკლავ,ოღონდ უნდა ვიცოდე,რომ გიყვარს ... აი,თუ სადმე ფეხი აგერევა ... სადმე შეცდები ბაჩოს და დედაშენის სულს გეფიცები,იმ საფლავზე დაგმარხავ სადაც ჩემი ნახევარი სიცოცხლე დავასაფლავე,გასაგებია?! მეორე ნახევარს,რომელიც შენ გეკუთვნის ... შენ,გესმის?! იმ ნახევარს შენს დავიწყებაში გავატარებ. გაჩვენებ,რას ნიშნავს ობლობა! -თამაზ ...-მოსმენილისგან ჟრუანტელი უვლიდა სხეულში ცოტნეს. -ტკბილი ძილი,შვილო.-მუხლზე დაჩოქილმა შვილს შუბლზე აკოცა,სწრაფად ადგა და იქაურობას გაეცალა. დილით გაღვიძებულთ ცოტნე სახლში აღარ დაუხვდათ. ლილის ჩამქვრალ თვალებს მთელი მონდომებით გაურბოდა ბარბარეც და თამაზიც. -დაურეკე,ძალიან გთხოვ ...-ვეღარ მოითმინდა ქალმა და ქმარს ცრემლიანი თვალები მიაპყრო. -გუშინ რაღაც სერიოზულ საკითხზე ვისაუბრეთ ...-და მზერა უნებურად გადავიდა ლილიდან ბარბარეზე,გოგონას ტანში ავად გასცრა-ეს იმას ნიშნავს,რომ ყველაფერი ისე გაიგო როგორც უნდა გაეგო. -ასე რა გავიგო,თაზო?!-მაგიდასთან ჩამოჯდა ინტერესით შეპყრობილი ქალი.-ძალიან გთხოვ დაურეკე. -არ მომეშვები,ხო?! -არაფრით!-წარბები აწკიპა ქალმა. -ვურეკავ.-ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო და დაელოდა მისი ვაჟი როდის ინებებდა ყურმილის აღებას-საერთოდ,ჩემს ზარებს არ პასუხობს-მხრები აიჩეჩა და ბარბარეს გაუღიმა-არ მესმის ახლა რა .. -ჰო,მამა ...-თამაზს ისეთი ხველება აუვარდა ლილის სერიოზულად შეეშინდა კაცს რამე არ დამართნოდა. -ცოტნე,მე ვარ,ლილი ...-ხველებისგან გადაწითლებულ ქმარს ტელეფონი ააცალა და ახლა თავად დაიწყო საუბარი-რატომ წახვედი?!თანაც ასე უთქმელად ... -ახლა ასე უფრო უკეთესი იქნება,მალე დავბრუნდები გადავწყვიტე რომ შენ ალადიკებს ვერ შეველევი დიდი ხნით.-გაეღიმა ცოტნეს,ხმაზე შეატყო თვალებდამრგვალებულმა დედინაცვალმა. -არაფერი მესმის,ვისთვის იქნება უკეთესი ..? -ბარ ... ლილიკო,აბა როგორმე მიმანიშნე მარტო შენ გელაპარაკები თუ პუბლიკას?! -აჰა,გასაგებია,ერთი წამი,ცოტნიკო ...-ლილიმ სასწრაფოთ გამორთო მობილურზე ხმამაღალი რეჟიმი და სამზარეულოდან პეპელასავით გაფარფატდა.-ჰო,გისმენ. -მოკლედ,გუშინ მთელი ღამე ვიფიქრე ... არ ღირს,რა.ცოდოა,დამეტანჯება,ლილი ... -ანუ ასე გადაწყვიტე ..?!-თვალები ჩაუქვრა ქალს. -ბავშვია,ცხოვებაზე არაფერი იცის ... -როგორც იტყვი,ცოტნე ... როგორც მართლად ჩათვლი ...-და თითქოს გონებაში განგაშის წითელი ნათურა აენთო მაყაშვილს,მანქანა დაამუხრუჭა და მოძრაობა გააჩერა პეკინზე. -რა თქვი ლილიკო ..?! -როგორც იტყვი,მეთქი ... -არა,მაგის შემდეგ რა თქვი ... -როგორც მართლად ჩათვლი,კიარადა როგორც სწორად ჩათვლი. -ლილი,დაგირეკავ მერე.მადლობა. -რისთვის,კი მაგრამ?!-სიცილი ვერ შეიკავა ქალმა. -ისე,რავი.-მხრები აიჩეჩა და ტელეფონი გათიშა.სასწრაფოდ მოძებნა ნაცნობი ნომერი და მოძრაობა გააგრძელა. -დილის ცხრა საათია,ნორმალური ხარ?!-აღმუვლდა ირაკლი ტელეფონში. -საქმე მაქვს. -რა დაგელანდა ამ დილაუთენია?! -ჩემთან ამოდი უნივერსიტეტის კაფეტერიაში. -ნოსტალგიები შემოგაწვა იაგო უნდა შევაწუხოთ?!-გაეცინა ირაკლის. -აეწყვე ახლა საწოლიდან და გამოდი დროზე.! -მშვიდობაა?! -რა უნდა ჩემთან მშვიდობას!-ტელეფონი სავარძელზე მიაგდო და გაზს ფეხი მთელი ძალით მიაჭირა. „ასე ჯობია,მშვიდი ცხოვრება გაგრძელდება,ყოველგვარი აფეთქებების გარეშე.“-ბურტყუნებდა ოთახში მდგარი და მთლი ძალით ტენიდა ჩანთაში ნივთებს. „რატომ იფიქრე,რომ მზად იყო ცხოვრება თავიდან დაეწყო?!თანაც ვისთან,შენთან?!“ „არა, შენ არ გინდოდა თავი მისგან შორს დაგეჭირა?რას ჩამოგტირის სახე?“-საკუთარ თავს ისე ხმამაღლა ელაპარაკებოდა დერეფანში გამოსულ ლილის ეგონა რომ მას მიმართავდნენ. „წავიდა და წავიდეს,რაც თავი მახსოვს ამ გრძნობას ინახავ,ხოდა ახლაც გულში ჩაიმარხავ და ცხოვრებას ისე გააგრძელებ,როგორც აქამდე ... შენს დას პრობლემები აქვს,შენ კი გყოფნის თავხედობა და ისევ შენს ტკივილებზე ფიქრობ,საერთოდ ... რანაირი ადამიანი ხარ! რა დროს ის არი,როცა ამდენი პრობლემა გაქვს?!“ თვალები ცრემლებმა რომ აუვსო ღია კარში მდგარი პირდაპირ ლილის გადააწყდა,რომელიც უნებურად გახდა ბარბარეს აღიარების შემსწრე. -მე ...-ნიკაპი აუკანკალდა სატირლად მომზადებულ ბარბარეს. -ჩშშ ...-ხელები გაშალა ქალმა და ბარბარეც მთელი გრძნობით ჩაეკრა ქალს გულში.-იტირე,ჩემო გოგო ... იტირე. -მე არ ...-სულს ვერ ითქვამდა ემოციებს აყოლილი გოგონა. -ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება ვიდრე წარმოგიდგენია ... თეკლე კარგად გახდება,ჯანრმთელი დაგვიბრუნდება და ცხოვრება ახალ რიტმში გაგრძელდება. არაფერი ხდება შემთხვევით,ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს,ბარბი არ ინერვიულო,პატარავ. -არ უთხრა,გთხოვ ... -რას ამბობ?!-თვალებშესიებული გოგონა უკან დასწია და მის მტევნებში მოიქცია მისი მრგვალი სახე-ვის რა უნდა ვუთხრა?! რა,განა რამე გავიგე?! -ლილიკო ...-სლუკუნებდა ბარბარე. -დღეს რომ რაღაც დამთავრდა,იმას ნიშნავს,რომ ხვალ რაღაც სხვა უნდა დაიწყოს. მანამ ჰყავდა გულში ჩაკრული,სანამ ბარბარეს სუნთქვა არ დარეგულირდა,გულისცემა არ დამშვიდდა და შედარებით უკეთ მყოფს არ გაახსენდა რომ უნივერსიტეტში აგვიანდებოდა. -უნდა წავიდე ... -ტაქსს გამოგიძახებ.-გაუღიმა ქალმა და ორივემ ერთად დატოვა სახლი. აუდიტორიაში შესულს არავინ რომ არ დაუხვდა ბოლო მერხისკენ აიღო გეზი. ჭირისდღესავით ეზარებოდა ეს ოთახი,მაგრამ თავს იმის უფლებას არ მისცემდა ცოტნესთვის დაენახვებინა,რომ მისი ეშინოდა. მყარად განაგრძობდა იმ ჩარჩოში ცხოვრებას,რაც მკაცრად უსაზღვრავდა რისი უფლების მიცემა შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის და რისი,არა. მილიონჯერ აწონ-დაწონა ამ აუდიტორიაში შემოსვლის გზა გასავლელი იყო თუ არა. საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე,რომ ეს გზა გავლილი უფრო მეტად დაეხმარებოდა სხვა გზათა გავლაში,ვიდრე ამ გზის უგულვებელყოფა და სამუდამოდ ერთ ადგილას დარჩენა. იჯდა ბოლო მერხზე,სახე ფანჯრისკენ შეებრუნებინა და მუხლებზე გადაშლილ შექსპირის სონეტებს კითხულობდა. -„შენ ჩემში უკვე შემოდგომის სიშიშვლეს ხედავ; -ბოხმა ბარიტონმა ალესილი ისარივით გაჭრა ჰაერი.წიგნი გაუვარდა გოგონას მუხლებიდან. -რტოებს სიყვითლე ფოთლებისა შემოძარცვია, ფრინველთ გალობა შეუცვლია გოდებას ხეთა და ტყეს სამოსი არასოდეს თითქოს არ ცმია. შენ ჩემში ხედავ წარსულ დღეებს მიმწუხრიანებს, მეწამულ სხივებს დასავლეთის ცაზე მოფენილს, ქრება ნათელი,შუაღამე ავად ხრიალებს და მოუსვლეთს ემგვანება წუთისოფელი. ვიცი,რომ უკვე მიმქრალ კოცონს მადარებ გულში, ღადარი დღეებს დაუნაცრავთ,ცხარე ცრემლიანთ, და რაც სინაზით ძიძაობდა სიცოცხლეს გუშინ, ახლა მისსავე სასიკვდილო სარეცელია ..“-იდგა შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი,მზერით ბურღავდა უსივცრო ჰორიზონტს. წვერებში ჩაემალა მამაკაცური სახის ნაკვთები და კიდევ უფრო იდუმალი სულით შეპყრობილს ვერაფრით გაეგო რა ხდებობდა ახლა მის გულში. ორ წამიანი დუმილი საუკონოდ გადაიწელა მათ სხეულებზე. -„რაც უფრო ამჩნევ - სააქაოს თითქმის არღა ვარ. მით უფრო მეტრფი,ვით განწირულს დასამარხავად.“-გაუბედავად ამოთქვა გოგონამ და ერთიანად შეარყია მამაკაცის მიწითდამარხული გრძნობები. იყვნენ ერთმანეთის პირისპირ და იდგნენ ერთმანეთისგან ზურგშექცევით. და არაფერი იყო ამ წამზე მძიმე და ამ წამზე უფრო მეტად მსუბუქი. -მადლობა.-ამოილაპარაკა ბარბარემ და მამაკაცის წინ მდჯდარი მისკენ შებრუნა,თავი მაღლა ასწია და ზემოდან დაჩერებულ ერთადერთ სიყვარულს მრავლისმთქმელი მზერა შეანათა. -რისთვის .?! -სახლიდან,რომ წახვედი ... იმედია ეს დროებითია,როცა მე წავალ შენ დაბრუნდი ... ხომ დაბრუნდები?!-მუხლების კანკალს ვერაფერს უხერხებდა პატარა ბარბარე. -შენთან თუ სახლში?!-ეწვოდა ხელის თითები გოგონას სახეზე ჩამოყრილი თმებზე შეხების სურვილით და ვერაფრით ბედავდა წარსულისთვის კარის დახურვას. -სახლში,რა თქმა უნდა!-არ დაიბნა ბარბარე. -დავბრუნდი სახლში და ალბათ უკვე ... -გთხოვ ...-ამოიტირა და მუხლებს მთელი ძალით წაეპოტინა გათეთრებული თითებით. -გუშინ მეგონა გადაგარჩენდი,დღეს დარწმუნებული აღარ ვარ ... -ნუ ...-სატირლად დაბრეცილ ტუჩებს კბილები ჩაავლო ბარბარემ და მის წინ დახრილ ცოტნეს თვალები გაუსწორა- ნუ გააკეთებ ამას,ცოტნე. -ყოველ ჯერზე როცა ნაბიჯს უკან ვდგამ კიდევ უფრო გიახლოვდები,ნუ დამაჯერებ რომ ეს ... შემთხვევითია. -ჩემი გასავლელი გზაა,ჩემი და არა შენი,მე უნდა ვებრძოლო ჩემ გრძნობებს და არა შენ!შენთან ... -იცი რომ დამარცხდები.-გაეღიმა ცოტნეს და მზერა ბარბარედან ისევ ჰორიზონტზე გადაიტანა.-ვერც ერთთან მოიგებ და ვერც მეორესთან.თუ რამე ვიცი ამ ცხოვრებაში სიყვარულია,ცალმხრივიც და ... ვერ მოიგებ,ამისთვის ან შენი მეორე ნახევარი უნდა დაგეხმაროს ან ... -მაღლა აიხედა გაღიმებულმა-სად არის შენი მეორე ნახევარი?! -გთხოვ ... -აჰ,გამარჯობა ... აქ ვარ. -ცოტნე ...-უკვე ტიროდა გოგონა. -გუშინ მეგონა დაგამთავრე,დღეს დარწმუნებული აღარ ვარ,რომ საერთოდ ... ჯანდაბა,არ მინდოდა გტკენოდა,პატარავ ...-მაინც ვერ დაძლია სურვილი და ფრთხილად გადაუწია ორი ღერი სახეზე ჩამოვარდნილი თმა,გოგონას წინ ჩამუხლულმა კიდევ ერთხელ გაუღიმა ბარბარეს და ფრთხილად დიდი სინაზით წარმოთქვა-დღე ხარ ... აუდიტორიის კარები გაიღო და ოთახში სტუდენტებმა დაიწყეს შემოსვლა. მიდიოდა ნელი,დინჯი ნაბიჯებით და ღიმილს ვერ იკავებდა ზურგს უკან პატარა გოგონას დაჟინინებულ მზერაზე,რომელსაც ... ჰო ... დიახ,გრძნობდა. „ადამიანი ადამიანისთვის ...“-გ.დოჩანაშვილი კატოს ხელში ტესტები შეაჩეჩა და თხოვა ყველასთვის ჩამოერიგებინა. -მობილიზდით,ცხოვრება უფრო რთულ ტესტებს ჩაგიტარებთ,მაგრამ არც ეს იქნება მარტივი!-გაეცინა ბავშვების შეშინებულ სახეებზე და თავისსავე სკამზე ბოლომდე ჩაწოლილმა ტელეფონში ჩარგო თავი. სულ ოცი წუთი იყო გასული,რომ ვერაფრით მოითმინა შორს მჯდარი ბარბარეს უმოძრაობა. გოგონა გახევებული დაჰყურებდა ფურცელს,ხელები მუხლებზე დაელაგებინა და არ ინძრეოდა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა,ფეხზე წამოდგა და მისკენ დაიძრა. ახლოს მისულს მოელანდა,თითქოს არ სუნთქავდა. თვალებზე ბინდი გადაეკრა და ინერციით წასულმა ფრთხილად შეახო მხარზე ხელი. გოგონაც თითქოს გამოფხიზლდაო,ციებიანივით შეხტა ადგილზე. გვერდით მჯდარი მაკარიძე ისეთი დაშინებული ჰყავდა ბიძამისს მთელი არსებით წერდა ტესტს და საერთოდ არ აინტერესებდა ამის იქით რა ხდებოდა. მეორე რიგში მჯდარ სანდრო ამირეჯიბს კი უტეხად მიემართა მზერა ამ ორისთვის. -წერე!-როგორ ეცადა მკაცრი ტონი ჰქონოდა,მაგრამ ხვდებოდა არაფრით გამოსდიოდა მის წინაშე ჩვეულებრივი ცოტნე ყოფილიყო. -შეიძლება გავიდე?!-ამოილუღლუღა გოგონამ. -გაგინულებ ნაშრომს. -კარგით. ფეხზე წამოდგა,ჩანთა აიღო და აუდიტორია დატოვა. ამას ნამდვილად არ მოელოდა,გახევებული უყურებდა კარს,რომელშიც ორი წამის წინ ბარბარე გავიდა და გაურკვევლობამ გააგიჟა. ფურცელს ხელი დაავლო და თავისი მაგიდისკენ გაემართა. ყველასგან განცალკავებით იდო ნაშრომი,რომელიც განულებას ელოდებოდა. მალევე დატოვეს სტუდენტებმა ოთახი და მარტო დატოვეს თავიანთი ლექტორი საკუთარ ფიქრებთან და უამრავ შესამოწმებელ ტესტთან ერთად. ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და ლილის ტელეფონიდან ჩუმად ამოწერილი ბარბარეს ნომერი მოძებნა. -გისმენთ ..?!-გაისმა გოგონას ნაზი ხმა. -აუდიტორიაში ამოდი. -ვინ ... ჯანდაბა!-ტელეფონი სასწრაფოდ გაუთიშა. ცოტა ხანს გაოგნეული დაჰყურებდა მობილურს და ვერაფრით გაეგო რა მოხდა ამ წამს. -ტელეფონი ვის გაუთიშე?!-ტელეფონს ზემოდან დაჰყურებდა კოპებშეკრული,ფეხზეწამომხტარი და აშკარად თავმოყვარეობა შელახული მაყაშვილი. -ნეტა თუ ხვდები რა შარში ხარ, სამი სემესტრი ამ საგნის გამო რომ გაწუწუნებ!-მზაკვრულმა ღიმილმა გაუპო სახე და ნაშრომს დიდი ნული დაახატა,რა თქმა უნდა, თავისი ხელმოწერით. ფურცლებს ხელი დაავლო და აუდიტორია დატოვა. კიბეზე ჩადიოდა გულამოვარდნილი ბარბარე რომ შეხვდა. -ტესტი ...-ძლივს ამოთქვა გოგონამ და ცოტნეს ხელს დაეყრდნო სული რომ მოეთქვა,-ტესტი დამრჩა ... -შენ ადგილზე ვიტყოდი ტესტი გამინულდა. -კარგი,რა ... -დღეს ორ გაკვეთილს გასწავლი პირველი: იმ აუდიტორიაში ჩემი სტუდენტი,ხარ რომელსაც ორჯერ არა ..-თვალები მაღლა აღაპყრო ჩაფიქრების ნიშნად-ორასჯერ მკაცრად მოვეცქევი ვიდრე დანარჩენებს,რაც იმას ნიშნავს რომ ლექციიდან ადგომა და გასვლა თუ არ კვდები სხვა შემთხვევაში ფატალურად დასრულდება. -გოგონა გვერდით გასწია და აუღელვებლად განაგრძო გზა. -და მეორე გაკვეთილი?!-მაღლიდან დაუძახა უკვე დაბლა მყოფ ცოტნეს ბარბარემ. -მეორედ ტელეფონს არ გათიშავ. -ამ ტონით საუბრის უფლება ...-უკან აედევნა გოგონა. -მე შენი ლექტორი ვარ,ქალბატონო ბარბარე და დიახ,იცი?! მაქვს ასეთი ტონით საუბრის უფლება თუ ტესტის აღდგენის შესაძლებლობას ჯერ „ჯანდაბით“ და შემდეგ ტელეფონის გათიშვით უპასუხებ. იცი ახლა ვფიქრობ ...- საჩვენებელი თითი ნიკაპზე ჩამოისვა და თვალები ისევ მაღლა აღაპყრო-წარმოდგენა არ მაქვს,რა ზეციური ძალა გიხსნის ჩემი საგნის ჩარჩენისგან. -რაო?!-შესძახა თვალებდაქაჩულმა ბარბარემ. -ზედმეტად ხშირად ხდები ცუდად ჩემს ლექციაზე,ასე არ გამოვა ... ლიტერატურამ უნდა გაგხადოს ცუდად ლიტერატურის ლექტორმა კი არა! -ცოტნე ...-ლოყები აუწითლდა ბარბარეს. -ბატონო ცოტნე! -ბატონო ცოტნე ... -ნახვამდის ბარბარე. -ჯანდაბა! -აი,კიდევ ...-წაიღიღინა კარში გასვლამდე და იქიდან გაუჩინარდა. უჩვეულოდ ბედნიერი და ლაღი იყო. თამაზის ზარი რომ ნახა ტელეფონზე მაშინვე გადაურეკა და მანქანის კარიც გაააღო. -მირეკავდი?! -ჰო,კოტემ დაგვირეკა და ვიფიქრე ... -მშვიდობაა?-ერთი წამით ადგილზე გახევდა ცოტნე და თვალი შენობიდან გამოსულ ბარბარეზე გაეყინა. -ოპერაცია გაუკეთეს თეკლეს და პასუხებს ელოდებიან ... -რას ამბობენ ექიმები?!-გულში რაღაც აეწვა,მძიმედ იგრძნო თავი. -ჯერჯერობით ვერაფერს ხელჩასაჭიდს. -ნუ გეშინია,კარგად იქნება ყველაფერი,მე მოვიყვან ბარბარეს სახლში. -ჭკვიანად. -როგორმე ...!-ნერვები მოეშალა,მანქანის კარი გააღო და გადავიდა.-ჩაჯექი! -არ მჭირდება!-კბილებში გამოსცრა გამწარებულმა გოგონამ. -გავიგე რაც მოხდა,არ ვიცოდი ... ჩაჯექი სახლში უნდა წაგიყვანო. -ჩემ სახლში მინდა! -ისიც შენი სახლია. -როგორ არი ჩემი სახლი,ჩემთან მინდა გესმის?! ჩემს ოთახში მინდა,ჩემი სიმყუდროვე მინდა,ჩემი ძველი ცხოვრება მინდა,სადაც არც თეკლე იყო ცუდად და არც შენ ... არც შენ არსებობდი! -მე ახლა შენი უკანასკნელი პრობლემა ვარ,დამიჯერე ...-მხარზე ფრთხილად შეახო დაძარღვული მტევანი-ბაბი,გთხოვ ჩაჯექი ... -დავიღალე ...-ამოისლუკუნა გოგონამ და მხრები ჩამოყარა ემოციაგამოცლილმა-ერთი ადამიანისთვის ზედმეტად ბევრი აღარ არი!? დავიღალე. -მისმინე,ახლა მანქანაში ჩავსხდეთ,სადმე გავისეირნოთ და შენც დამშვიდდები. -ძილი მინდა. -თუ გინდა დაიძინე კიდეც. -ხმას არ ამოიღებ!?-დაბლიდან ამოხედა მასზე მაღალ,სევდიანად მომღიმარ მამაკაცს. -გპირდები! -მაშინ ჩავჯდები. -კარსაც გაგიღებ,ნახე!-გაუცინა გოგონას და კარი თავად გაუღო-გეფიცები, ასეთი ჯელტმენი ბოლოს მეშვიდე კლასში ვიყავი. -შენი მუსიკის მასწავლებელი რომ გიყვარდა?!-სავარძელზე მოთავსდა და ჩანთა უკან გადადო. ცოტნემ ამის გაგონებაზე ფანჯარაში შემოჰყო თავი. -რაო?! შენ საიდან იცი?! -ცოტნე შენზე იმდენი რამ ვიცი,საკუთარ თავსაც შურს შენი. -ნუთუ?!-ეღიმებოდა მამაკაცს. -აღარ წავალთ?! -წავალთ!-მანქანას მოუარა,მძღოლის ადგილი დაიკავა და უნივერსიტეტის ტერიტორიაც მალევე დატოვეს. -თუ გინდა მუსიკას ჩავრთავ ან ... არ ვიცი. -სიჩუმე მინდა. -იყოს სიჩუმე.!-თავი დაუქნია და ქურდივით შეავლო მალული მზერა.-გინდა ჩაიზე დაგპატიჟო?!-სიჩუმიდან ხუთი წუთიც არ იყო გასული ვერაფრით შეიკავა თავი რომ არ ეკითხა. -ახლა ამის არც დროა და ... -ზოგადად,ასეთ დროს ნერვიულობა პირდაპირი მანიშნებელია,რომ ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ ამბავი კარგად დასრულდება თუ არა. -ცუდის გაფიქრებაც კი .. -ზუსტად!-საჭეზე მსუბუქად დაარტყა ხელი-როგორც ჩემი გადარეული ძმაკაცი ირაკლი ამბობს ხოლმე,როცა რაღაცის ასი პროცენტით გჯერა ის აუცილებლად ხდება ხოლმე. -რაღაცის ?! ეგ ვიღაცაზეა ნათქვამი ... -ჰო,ირაკლიც ასე ამბობს ...-თავის სასაცილო კანტურით დაეთანხმა გოგონას-არ ვიცი ეს როგორ ხდება ... როგორ უნდა იწამო რაღაცის ისე რომ შიში გულთან არ მიუშვა,მაგრამ ირაკლის შემთხვევაში სულ ამართლებს ხოლმე. -რისიც სწამს ის ხდება?! -არა,იმის სწამს რომ არაფერი მოხდება ისეთი რასაც ... -ვერ გადაიტანს. -ზუსტად!შენ და ირაკლი კარგად გაუგებთ ერთმანეთს.-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ბარბარეს ტელეფონი რომ ამღერდა. -ჰო მამა!-შესძხა გაფითრებულმა გოგონამ.ცოტნემ სასწრაფოდ გადააყენა მანქანა და გაჩერდა. ბარბარეს სახეს ისე აკვირდებოდა,თითქოს მთელი მისი ცხოვრების გასავლელი გზა იყო. გოგონას სახეზე ემოციები ერთმანეთის მიყოლებით ირეოდა. გოგონას და სიცილი აუვარდა და თვალებში ვერაფრით შეაკავა ბედნიერების ცრემლები, ლოყებზე ნაკადულებად რომ ეღვრებოდა. მამაკაცს აღარაფერი უგრძვნია მას შემდეგ რაც მის კისერზე სუსტი ხელები შემოეხვივნენ და პატარა სხეულიდან წამოსული ბედნიერების ცეცხლით მისი გაყინული გულიც გაათბეს. გაუაზრებლად მოხვია ძლიერი მკლავები და გულში ისე ჩაიკრა წამით ორივეს სუნთქვა შეეკვრა. ასეთი ლამაზი კარგა ხანია არაფერი ჰქონდა განცდილი. ეს სილამაზე ზუსტი განსაზღვრება იყო სიტყვისა - „სიცოცხლე“ - მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისთვის. ხომ არის რომ,რაღაც მომენტი ადამიანი რომ გაიაზრებ მომავლის როგორც ზოგადად ცნების მნიშვნელობას ... სწორედ ეს წამი ჰქონდა ქვრივს,ობოლს,დიდი ხნის მკვდარს და ერთი წამის გაცოცხლებულს ... წამი როცა გაიაზრა,რომ წიგნის ახალ ფურცელს დაჰყურებდა კალმით ხელში,ფურცელი კი განაჩენივით ელოდა მწერლის ისტორიას. -იცი რა?!-თავი დაიხსნა გოგონამ მამაკაცის მკლავებიდან და შუბლზე ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადაიწია. -რა?!-ეღიმებოდა ცოტნეს და გოგონას თითების მოძრაობას თავის მტევნებს აშველებდა,თითქოს დაზეპირებული ლექსივით იმეორებდა მის ყველა შეხებას. -ჩაიზე ისევ მპატიჟებ?! -ტკბილეულზეც. -ეს ბონუსად?-გაეცინა ბარბარეს. -ბონუსად მე მოვყვები ზემოთ ჩამოთვლილს-სიცილი ვერ შეიკავა ბარბარეს შეჭმუხნილ ცხვირზე. -ისეთი ბედნიერი ვარ ...-თვალები დაეხუჭა ემოციებისგან ბარბარეს-დღეს მოგცემ უფლებას შენც იყო ბედნიერი ჩემთან ერთად. -ანუ მარტო დღეს?!-გაეცინა ცოტნეს და მანქანა დაძრა. -მარტო დღეს!-ცხვირწინ გაუბზიკა საჩვენებლი თითი გაფრთხილების ნიშნად. -ამ თითს ცხვირწინ ნუ მიტრიალებ,თორე ერთ დღესაც მოგაჭამ მაგ პატარა თითებს და მერე არ მითხრა არ გაგიფრთხილებივარო!-ისეთი ბუნებრივი ხმით,სინაზეში გაპარული ვნებით ელაპარაკებოდა სხვას რომ მოესმინა,ეგონებოდა წყვილს ერთმანეთი მთელი ცხოვრებაა უყვართო. -შეგეცოდები,მეტკინება!-თავი მოისაწყლა გოგონამ და ცოტნეს სიცილზე ერთიანად მოიცვა სასიამოვნო ჟრუანტელმა. -არ გატკენ ...-შუქნიშანზე გააჩერა და გოგონას მომღიმარმა გადმოხედა-ცხოვრებაში არასდროს გატკენ გამიზნულად. -ეს უკვე პირობაა!-კიდევ ერთხელ მოიშველია საჩვენებელი თითი ბარბარემ და საკბენად გაწეული ცოტნეს დანახვაზე გოგონას ისეთი სიცილი აუვარდა ქუჩაში ხალხის ყურადღებაც კი მიიქცია. -შარდენზე უნდა მოგცე პირობა დარჩენილი ცხოვრების რაობაზე?!-სახე დამანჭა სასაცილოდ-კაი,რა რა ბანალურია! -ნურაფრის პირობას ნუ მომცემ,არ დაგავიწყდეს,მხოლოდ დღეს და მხოლოდ ჩაი და ტკბილეული! -რაამბავი „მხოლოდ“ ჩასვი ერთ წინადადებაში,ქართულში რა ქულა აიღე?! -სამოცდაექვსი.-ამაყად გაიჭიმა ბარბარე. -ვისგან გადაწერე?!-ცოტნემ სიცილი ვერაფრით შეიკავა გოგონას გაბრაზებულ სახეზე და მანქანა დააპარკინგა. -დამპირდი რომ ტესტს აღმადგენინებ.-მაგიდასთან დასხდნენ თუ არა მაშინვე დაიწყო ბარბარემ.-არაფერი პირადული,არც მიკერძოება ... შენს კურსზე ყველაზე კარგი სტუდენტი ვარ და ამის გამო პატივს სცემ ჩემს ... ჯანდაბა,წინადადება სწორად ვერ დავაწყვე. -უფრო ზუსტად,ვერ ამთავრებ!-თვალი ჩაუკრა ცოტნემ და მიმტანს მომღიმარმა ახედა-ორი ჩაი მოგვიტანეთ,ერთი რძიანი,შენ?! -ასკილის. -ასკილის,არადა ჩემზე ცამეტი წლით უმცროსია.-გოგონას ისე გადაულაპარაკა,ვითომ ბარბარე სულაც არ უსმენდა-დიახ,ბავშვებისთვის რას შემოგვთავაზებთ?! -ბატონო?-ვერ გაიგო გოგონამ. -რას ჭამ ხოლმე კაფეში,კარტოფილის ფრი ?! -თვალები ისე დააწვრილა ბარბარეს ეგონა სერიოზულად ეკითხებოდა-თუ გინდა გავალ გიყიდი „ქინდერ სიურპრიზებს“ ან „ბარნის“ კიდე რეები მოგწონთ?! -არადა,ლექტორია,ასოცირებული პროფესორი.-ახლა ბარბარემ გადაულაპარაკა გოგონას,რომელმაც თვალები ისე აატრიალა,აშკარად ვერ ერთობოდა წყვილის ხუმრობებზე.-ჩიზქეიქი მომიტანეთ. -გასაგებია,სხვა?! -ცივი წყალი,სხვა არაფერი. -კარგით,ახლავე. -რძიანი ჩაი რა მოფიქრებაა?!-თავი გადააქნია ბარბარემ და ცოტნეს ისე გადმოხედა,აშკარად ვერაფრით გაიგო,რა შეიძლებოდა მოწონებოდა ადამიანს ამ სასმელში. -აქვს თავისი მუღამი,ცოტა ბრიტანული და ცოტა თბილისური. -ჰო?! თბილისური საიდან? -აი,აიდრე ... ლევანთან გვიყვარდა ხოლმე დარჩენა,საოცარი დედა ჰყავდა,უჭირდა ორი ბავშვის სტუმრობა,მაგრამ არასდროს უგრძნობინებია ჩვენთვის. ოთხმოცდაათიანები იყო და საერთოდ სხვა სამყაროში უწევდა ჩემ თაობას გაზრდა,ცხრა ათი წლის ბავშვს ისეთი რაღაცების ცოდნა მოეთხოვებოდა,რაც დღეს ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის,მოკლედ თბილისი ყველა სხვა დანარჩენ ქალაქში გამორჩეული იყო თავისი შავ-ბნელი პერიოდის „სიბნელით“,ლევანთან სანთლის შუქზე ვსხდებოდით და პატარები ...-სიცილი ვერაფრით შეიკავა ამის გახსენებისას- რძიან ჩაიზე ვარჩევდით ქუჩაში მილიონჯერ გარჩეულ საქმეებს,ჩვენებურად,ბავშვურად,მაგრამ ისე რომ ვინმეს რომ ეკითხა „აზრზე“ ვყოფილიყავით რა ხდებოდა და „სწორი“ პასუხის გაცემაც შეგვძლებოდა. ამ რძიან ჩაისთან ერთად ირკვეოდა უბნის ძველი ბიჭების ამბები,ვინ მართალი იყო ვინ მტყუანი,არასდროს ბეზრდებოდათ ირაკლის და ლევანს გაუთავებელი კამათი ამ და სხვა თემებზე და რძიანი ჩაი ამ ყველაფერს საერთოდ სხვა და უცნაურ ელფერს აძლევდა,ხვდები?! -ეგეთი საკითხები ალკოჰოლთან უკეთესი გასარჩევია,თუ რატო?!-გაეცინა ბარბარეს. -დაახლოებით,აი სად რძიანი ჩაი და სად „დადაშას“ და კაჭარავების თემები,ხო?! მაგრამ გასახსენებლად კაი რამეა.თითქოს ისევ იქ ხარ,ისევ სანთლის შუქზე ზიხარ და სადარდებელი იმდენად არ გაგაჩნია,რომ ვიღაც ტიპების ჩხუბს განიხილავ.ლევანის დედა ... ხომ გითხარი აი,საერთოდ სხვა ქალი იყო,იშვიათი ქალები,რომ არიან ეგეთი ... რძის ქარხანაში მუშაობდა,ერთი პერიოდი მართლა რძიან ჩაის ვსვამდით,მერე რძის ფხვნილზე გადავიდა და ჩვენც გადავყევით.-გაეცინა-სულ ამბობდა ხოლმე სხვა ვერაფერს გთავაზობთ და ინგლისურ ბოჰემას მაინც გაზიარებთო.-აქ ორივეს გულიანად გაეცინა-ჩვენ,ოთხმოცდაათანების საოცარი სტილით,უშუქობით,დადაშას ამბებით და ბრიტანეთის სამეფო კარის ჩაით,ოღონდ რძის ნაცვლად ფხვნილით,მაგრამ კეთილი გულით.ხო ხვდები რამხელა ამბავია,საერთოდ არაფერი,მაგრამ ლაღი და ბუნებრივი. -სილაღის და ბუნებრივობის გამო სხვამ ახლაც?!-თავის საოცრად ნაზ მტევანს მრგავლი სახე ჩამოადო მომღიმარმა ბარბარემ და მამაკაცის მზერას თვალი გაუსწორა. -გარეთ ათასი პრობლემა გვაქვს,ამ პატარა შენობიდან გასულებს ეს პრობლემები ისევ აგვეკიდება ლოდებივით და ჩვენც უნდა ვათრიოთ ძვლებატკიებული ზურგებით,მინდა რომ აქ შენთან,თუნდაც მხოლოდ დღეს ვიყოთ,რაც აქვე დავსძენ-საჩვენებელი თითი ჰაერში აღმართა და წარბი მაღლა აზიდა მომღიმარმა-აბსურდია,განხილვას არ ექვემდებარება და ასე შემდეგ.-ისევ გაეცინა-თუნდაც აქედან გასულმა ხვალინდელი დღე ვეღარ ვნახო,მინდა სანამ აქ ვარ ბოლომდე ვისუნთქო ის რაც რვა წელია არ მიგრძვნია. -რა ..?!-ხმისკანკალით ჰკითხა გოგონამ და ერთიანად დაიძაბა. -განცდა,რომ ერთადერთი რაც უნდა გავაკეთო ისაა,რომ ამ წამებით ბედნიერი ვიყო. -ამას ... სერიოზულად ამბობ?! -აი თქვენი შეკვეთაც ...-გოგონამ ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა -სხვა რამეს ხომ არ ... -არა გმადლობთ!-გაუღიმა ბარბარემ და მანაც დატოვა წყვილი მარტო. -ვერასდროს ვიფიქრებდი ოდესმე ჩემ სტუდენთან ერთად თუ დავჯდებოდი კაფეში და წარმოდგენა არ მექნებოდა რაზე უნდა მელაპარაკა ანერვიულებულს. -არ მითხრა,რომ ნერვიულობ.-გადაიკისკისა ბარბარემ. -სერიოზულად,ხომ არი ეგეთი ფენომენი ფსიქოლოგიაში,ადამიანს მეორე ადამიანი მანამდე რომ აგიჟებს,სანამ რეალურად გაიცნობს და მერე უცებ აღმოაჩენს,რომ იცი რა?! არა,საერთოდაც არ მოსწონს.შენც რომ ეგრე ... -მოდი დავკონკრეტდეთ,ამ მაგიდასთან გაგიჟებული მხოლოდ შენ ხარ. -ნახე,გემრიელია ...-თავისი ჭიქა გაუწოდა ბარბარეს,რომელმაც ხელი არაფრისდიდებით ასწია გამოსართმევად,საოცრად ესთეტიური მომენტი იყო,როგორ დაალევინა საკუთარი ფინჯნიდან მთელი სინაზით ერთი ყლუპი ჩაი გოგონას და მის ღიმილზე ღიმილი თავადაც ვერ შეიკავა.-ხომ კარგია?! -გაგიცვლი გინდა?!-გაეღიმა ბარბარეს და სწორედ მაშინ ცოტნემ ხელი უკან რომ დასწია,შეაშველა თავისი მტევანი და ჭიქა ცხვირწინ ააცალა. -მართლა მოგეწონა?!-იღიმოდა ცოტნე და სკამზე გემრიელად მოთავსებული კმაყოფილი შესცქეროდა გოგონას. -ძალიან,ნახე ჩემი ასკილიც არ არი ცუდი. -არა,ასე უფრო სასაცილო ხარ,ორი ფინჯნით და გაბადრული სახით,რომელი უფრო გიხარია,მე რომ წამართვი თუ ახალი აღმოჩენა,რომ გააკეთე?!-იცინოდა ცოტნე. -ცოტათი ორივე.-სასაცილოდ დაბრიცა გოგონამ სახე. -რაღაც მინდა გკითხო და არ მინდა უცნაურად გამოვიდეს ...-წარბზე გადაისვა საჩვენებელი თითი ცოტნემ,ეტყობოდა რაღაც რომ აწუხებდა. -გისმენ. -შენ ... და მართლა ელაპარაკე კოტეს ამირეჯიბზე?!-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ბარბარეს სიცილმა იქაურობა რომ აიკლო. ადრე ვერ იტანდა ხოლმე ზედმეტად რომ ხმაურობდნენ სხვა მაგიდებიდან ადამიანები,ახლა ისეთი მონუსხული უყურებდა მოკისკისე გოგონას საერთოდ არ აღელვებდა დანარჩენი სამყარო. -შენ ...-სულს ძლივს ითქვამდა ბარბარე სიცილისგან-მთელი ეს დრო .. -არა,მოდი ნუ გადავაჭარბებთ!-წარბები მაღლა აზიდა და ხელები აღაპყრო უარის ნიშნად-ეს უბრარლოდ ახლა ... თუ გინდა ნუ მიპასუხებ. -კოტემ იცის რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შემიყვარდა,ისიც იცის რამდენად სხვა და გამორჩეულია ეს გრძნობა ჩემთვის.-ცივ წყალს სვამდა ხველება რომ აუვარდა. -რას ამბობ ...-თვალები დაექაჩა აღელვებისგან. -უბრალოდ არ იცის ვინ. -კარგი,რაა! -ძალიან შეგეშინდა?-გაეცინა ბარბარეს. -საერთოდ არა,ოდესმე გაიგებს რომ ... -რატომ ხარ ამაში ასეთი დარწმუნებული?-ხმაში თითქოს ფოლადის სიმტკიცე გაურიეს გოგონას,წამიერად შეიცვალა საუბრის ხასიათი.-რა იცი რომ ხვალ არ ამომივა ყელში ჩემი ეს მოცემულობა და ზეგ სხვასთან არ დავიწყებ ურთიერთობას?! ორი წამიანმა დუმილმა სიტუაცია უფრო დაძაბა. ცოტნე ჯერ ჩაფიქრებული უყურებდა გოგონას,თითქოს რაღაცის ამოკითხვას ცდილობს მის თვალებშიო. შემდგე სკამზე შესწორდა გაეცინა. -ვისთან ამირეჯიბთან?!-ირონიულმა მზერამ ნერვები მოუშალა ბარბარეს. -თუნდაც.! -ასეთი ტონით არ საუბრობენ იმ ბიჭებზე ვისთანაც ზეგ ურთიერთობის გაბმას აპირებენ და ერთი კვირის მერე გათხოვებას. -ნუთუ?! -გაგიკვირდება და ასეა!-ხელები გაშალა და სასაცილოდ შეჭმუხნა სახე-რამდენად ალოგიკურიც არ უნდა იყოს ხვალ მართლა ამირეჯიბის ცოლი რომ გახდე ... -გაღიმებულმა ცერა თითი ტუჩებზე ძლიერად მიიჭირა და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ განაგრძო-საბოლოოდ მაინც ... -არც კი გაიფიქრო,ოდესმე იმ ადამიანს ვუღალატო ვისი ცოლიც მერქმევა!-შეკრთა პატარა ქალის ამ სიტყვებზე,მაგრამ არაფრისდიდებით არ შეიმჩნია.-თუნდაც არ მიყვარდეს. -თუნდაც გძულდეს?! -მე შენს გარდა არავინ მძულებია ამ ქვეყნად,შენთანაც ვერ მოვერიე ამ სიძულვილს და პირდაპირ მეორე უკიდურესობაში გადავეშვი.მე ადამიანის სიძულვილი არ შემიძლია,ასეთი ვარ. -იმდენად უსისხლო,რომ შეგიძლია კაცთან იცხოვრო,რომელიც არ გიყვარს?-სიტყვებს მცირეოდენი ზიზღი გაურია ხმაში მაყაშვილმა. -იმდენად ღირსეული,რომ საკუთარ ფიცს უფლის წინაშე პატივი ვცე,მაინც თუ ვერ შევიყვარებ! -გამოდის რომ ...-სიმწრისგან გაეცინა და სკამზე შესწორდა მოუსვენრად მყოფი-ხვალ ამირეჯიბის ცოლი რომ გახდე... -და თავადაც ვერ გაანალიზა როგორ დააჟრიალა ამ სიტყვების წარმოთქმისას. -სამუდამოდ მოკვდები ჩემთვის,ჩემი ოცნებების სასაფლაოზე.-გაციებული ჩაი მოსვა გოგონამ და გაღიმებულმა დააჩერდა თავის მტევნებს-ვინ იცის იქნებ ამირეჯიბი ჩემი ერთადერთი ხსნაა შენგან თავის დასაღწევად. -შენი არ მესმის ... -იცინოდა.არ იცოდა სხვაგვარად როგორ გამოეხატა თავისი გრძნობები-ამბობ რომ გიყვარვარ და ამავდროულად ჩემგან ისე გარბიხარ ... თითქოს შენ წინაშე შენი საყვარელი ადამიანი კი არა მხეცი იდგეს.!-თვალებში საოცარი მრისხანება ჩაუდგა და წამით შეაკრთო კიდეც გოგონა. -გინდა რომ ამაზე ვისაუბროთ?!-სიმშვიდეს არ კავდა ბარბარე. -დიახ!-თვალები დაექაჩა გამწარებულს-მინდა. -მე შენთვის არასდროს მითქვამს სიტყვა „მიყვარხარ“ და ამ სიტყვას ვერასდროს გაიგონებ,სანამ არ ვიგრძნობ რომ ჩემთვის ამ სიტყვამ მარტო სიარულის გზა დაამთავრა. შენ ჩემთვის საყვარელი ადამიანი არ ხარ ცოტნე ...-ტანში სცრიდა გოგონას ნაზი ხმით გაჟღერებულ თითოეულ სიტყვაზე,რომელიც საწამლავად ედებოდა მის სულს-სანატრელი ხარ ... -და აქ თავისი ნაცრისფერი სფეროები მაგიდიდიდან პირდაპირ ბარბარეზე გადაიტანა,თითქოს თვალებში ბინძური ოკეანის ტალღები ჯებირებს მიაწყდნენ.-მიწიერი სიყვარული ხარ არამიწიერი გრძნობებით.რა პერსპექტივა მაქვს შენთან?! მითხარი,როგორ წარმოგიდგენია ბარბარე და ცოტნე ხუთი წლის შემდეგ?!მითხარი ... ხმა ამოიღე! -არ მიფიქრია ... -იცი ამაზე რამდენჯერ მიფიქრია?!-ჩაეცინა გოგონას-თვლას მაშინ შევეშვი,სათვალავი რომ ამერია. მამაკაცი რომელიც ყოველ დილით მის გვერდით ქალს კიარა თავის შეცდომას ხედავს. ქალი,რომელიც სარკეში მის უკან სხვა ქალის აჩრდილს უყურებს და ნანობს,მის ნაცვლად მე არ ვიყო ... ოღონდ ის მყავდეს ბედნიერი!-ლოყებზე ცხელმა სითხემ თავისით გაიკვალა გზა,ერთიანად გაფითრდა ცოტნე-მეც ისეთი სიყვარული მასწავლე,როგორი სიყვარულიც შენ იცი. ავადმყოფური!-კბილებში სცრიდა სიტყვებს-ყოველ ღამე უშენობის ტკივილებთან ბრძოლა მომიწევს,ყოველ დღე გაღიმება და საკუთარი თავისთვის წუწუნის უფლების წართმევა.რატომ?! იმიტომ,რომ საკუთარი ფეხით შევედი მხეცის გალიაში და საკუთარი თავი იქ სამუდამოდ გამოვამწყვიდე,აჰ,რატომ?! იმიტომ რომ დავიჯერე,თითქოს შენთან ბედნიერი მომავალი მექნებოდა,ტკივილებს მოგიშუშებდი და ცხოვრების ხალისს დაგუბრუნდები.ეს როდემდე ცოტნე?!მანამ სანამ არ აღმოაჩენ,რომ იმ ქალის სახე,რომელიც ხატად გაიხადე ... -მე ეს არ .. -ძალიან გთხოვ,რა!-სახე წაუხდა ბარბარეს,თითქოს ზედმეტი სიტყვის გაგონებაც არ სურდა-თუ აქამდე მოვედით გავშალოთ ყველა კარტი და დავიშალოთ. იბრძოლებ ამ დაწყევლილი ურთიერთობისთვის? მიიღებ კიდეც,იმიტომ რომ მე შენთან ბრძოლის ძალა არ მაქვს,ცოტნე ...-ისევ ის ცრემლები ... თითქოს ბარბარეს ცრემლები ცოტნეს ახრჩობდნენ-ხვალ რომ მითხრა ცოლად გამომყევიო,გამოგყვები ... არ მაქვს უნარი უარი გითხრა ჩემი ოცნებების ასრულებაზე,თუნდაც ერთი წამით ... თუნდაც ერთი წამით მომატყუო,მიყვარხარო,ბედნიერს გაგხდიო,მე ხომ მეცოდინება,რომ მატყუებ,მაგრამ ამ ტყუილსაც ვიწამებ.ასეთი დამპალი სიყვარული მასწავლე!-შესძახა გამწარებულმა და თავადაც იგრძნო,როგორ აეწვა მამაკაცს სულში ყველაფერი-ჯანდაბას ჩემი თავი,ამასაც არ გეტყოდი,არც იმ ღალატზე გეტყოდი,რომელი ღალატითაც ვიცი ყოველ დილით მიწაში იმ შენ ცოლთან ერთად დამმარხავ ... -გთხოვ ...-ძლივს ამოთქვა გახევებულმა. -ჯანდაბას ჩემი გრძნობებიც და ტკივილებიც,შენ ვერ იქნები ბედნიერი,ცოტნე.დაამთავრე.მე არ ვარ ის ვინც ბედნიერს გაგხდის. -ვინ თუ არა შენ ..?!-აღმოხდა მამაკაცს და თითქოს ერთიანად მოდუნდა. -გეყოფი,ცოტნე?!-ხმა დაუთბა გოგონას და მაყაშვილისკენ გადაიხარა-მაგ გულზე,რვა წელია ფეთქვა რომ დაავიწყდა დაიდე ეგ შენი მიწითგაშავებული ხელები და დაიფიცე,რომ გეყოფი და ჯოჯოხეთშიც წამოგყვები! -შენ ამას ... -მიპასუხე,გეყოფი?!ჩემი სიყვარული გეყოფა?! -მთავარია ორივეს ... -რა ორივეს?-გაეცინა და ცრემლები მოიწმინდა-თუ ღმერთი გწამს,რა ორივეს ... შენ გეყოს,შენ იყავი ბედნიერი მე ესეც მეყოფა. -ასე არ შეიძლება ...-ხრიალებდა ძალაწართმეული. -მაშინ თავი დამანებე.არ არსებობს „ჩვენ“ - ან მხოლოდ ცოტნე ან მხოლოდ ბარბარე. წინადადებაში რომ გითხრა ...-ფიქრის ნიშნად თვალები დააწვრილა გოგონამ-ცოტნეს არაუშავს,ბარბარე არის.ხვდები ამ წინანადებას?! -ერთი დიდი ტყული და კიდევ უფრო დიდი უსამართლობაა,რატომ ფიქრობ რომ არ ... -წყეული ბეჭედი ხელზე გიკეთია,მე როგორ მიმტკიცებ რომ ოდესმე შეიძლება სიტყვა „ჩვენ“ არსებობდეს?!-შესძახა გამწარებულმა და მაგიდიდან ელვის სისწრაფით წამოხტა. იჯდა მაყაშვილი და მზერა თავის ნიშნობის ბეჭედზე გაშტერებოდა. მერე თითქოს განგაშის ნათურა აენთო გონებაშიო,მსხვილი კუპიურა მაგიდაზე დააგდო და ბარბარეს აედევნა. -დამელოდე!-უყვირა წინ მიმავალ გოგონას.-ასე ვერ წახვალ! -გეხვეწები ...-ამოიტირა გოგონამ და მისთან მივარდნილ მამაკაცს ჩაწითლებული თვალები მიანათა. -რაც შენ გამოჩნდი ... -ძლივს სუნთქავდა მაყაშვილი-ყველაფერი ლაგდება,ყველაფერი იმ ცხოვრებას ემგვანება რაც მინდოდა რომ მქონოდა,სანამ დავქვრივდებოდი.მაცადე,ბაბი ...-მხრებში ხელი ჩაავლო და გოგონა გულში ჩაიკრა-მაცადე გევედრები ...-მის თმებში სახეჩარგული ჩურჩულებდა სულიდან ამოვარდნილ სიტყვებს-მაცადე დაგეწიო. -ცოტნე ... -არა,ახლა თუ ხელს მკრავ ... ახლა თუ შენი დიდი გულით შეგეშინდება ჩემთან მომავლის ... ჩათვალე საკონტროლო გასროლა გამიკეთე და იქ დამმარხე,საიდანაც უკან ცოცხლები აღარ ბრუნდებიან. -გთხოვ,ნუ ... -მე მთელი ჩემი ცხოვრება მართმევდნენ უფლებას ვყოფილიყავი ეგოისტი და რაღაც ჩემთვის დამეტოვებინა. ამას ნებით თუ უნებურად ცხოვრება აკეთებდა.ჯერ დედა წამართვა,მერე მამა და მერე ცოლი.ვერავისთან გავბედე მებრძოლა ისე და იმდენად,რომ რომელიმე ჩემთვის დამეტოვებინა. ვიცი გეტკინება,შენც და მეტკინება მეც,ეს ამბავი მარტივი ვერ იქნება,ამის ილუზია არც ერთს გვექნება,მხოლოდ ... მაცადე შენთვის ვიბრძოლო,შენთვის უკეთესი გავხდე. -ამას ვერ ... -ვერ შევძლებ,ბაბი თუ ჩემგან მხოლოდ იმიტომ გაიქცევი,რომ შეგეშინდება ჩვენში ჩემი უბედურების. -გოგონას მრგვალი სახე თავის გრძელ მტევნებში მოიქცია და მაღლიდან დააჩერდა დამშვიდებულს.-გთხოვ ... მომეცი უფლება შენთან ყველაზე ეგოისტი კაცივით მოვიქცე. -უკვე იქცევი! -ძალიან კარგი,-თავი დაუქნია კამყოფილების ნიშნად-ჩემთვის მინდა შენი პატარა და მზესავით სახე,ჩემთვის მინდა შენი თითები,ჩემთვის მინდიხარ და ამაში ვინმე რომ შემეწილოს,გეფიცები ... ძალიან რომ მოვინდომო ჩემში იმ მხეცს ვერ მოვერევი,შენ რომ გეშინია. -ცოტნე ... -ნუ მაიძულებ ბოროტად ვიქცე.შენ გარეშე იმ საცოდავ კაცად დავრჩები რაც შენამდე ვიყავი.კაცად,რომელიც თავის ტკივილში მთელ სამყაროს ადანაშაულებს,არადა დამნაშავე თვითონაა,არასდროს უცდია ამ ტკივილისგან თავის დაღწევა.მე შენ გამო მინდა კაცი გავხდე,გესმის?!-ხელებს სახეზე ფაქიზად უჭერდა ... ამ შეხებას ვერ აღწერდა ბედისმწერალი ...-მე შენს გამო მიღირს ბრძოლა.თუ შენ შეძელი და შეგიყვარდი,ესე იგი ჩემთვისაც მოუციათ ბედნიერების უფლება,ნუ მართმევ,ბაბი ამას! -მეშინია ...-ამოისლუკუნა გოგონამ. -მეც,მაგრამ მოვკვდები შიშმა რომ გათქმევინოს უარი ჩემზე. -შენზე უარი საკუთარმა თავმოყვარეობამ ვერ მათქმევინა ... ვინ იცის ამის გამო როგორ მძულს ჩემი თავი. -შენ სიძულვილი არ შეგიძლია ...-გაეღიმა ცოტნეს და ისევ გულში ჩაიკრა გოგონა-მხოლოდ უნდა გიყვარდე ... -და შენ?! ცოტნემ უკან დაიხია,მხრებზე ხელები ჩამოადო და სახე მის თვალებს გაუსწორა. -ჩემი ცოცხლად დარჩენის ერთადერთი შანსი ხარ,თავად დაფიქრდი,მდინარეში დასახრჩობად ჩაგდებულს ის ხავსი როგორ უყვარს,რომელსაც ეჭიდება. ერთმანეთისთვის აღარაფერი უთქვამთ. მანქანაში ჩასხდნენ და სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოუღია. ჭიშკართან გააჩერა მანქანა და გოგონას გადმოხედა. -მინდა რომ ეს თემა დღეს დაიხუროს ... -ანუ ..?! -ბოლომდე უნდა მითხრა ის რაც ამდენი წელია გტკივა ... -ანუ ...?!-უფრო დაიძაბა ბარბარე. -იცი რასაც ვგულისხმობ ... დაიწყე! -ბავშვობიდან მეზიზღებოდი,-მძიმედ დაიწყო გოგონამ-ორგანულად ვერ გიტანდი,იმის გამო რაც ბაჩოსთან ... ხომ გესმის?! -მესმის. -მერე თორმეტი წლისამ დაგინახე ... აივანზე ისხედით.-აქ თითქოს ორივეს დიდი გორგალი გაეჩხირათ კისერში და ნერწყვსაც ვეღარ ყლაპავდნენ სუნთქვა ატკიებულები-შენ მას ... თმებს უწნიდი,ისე ლამაზად ... ისე გამორჩეულად უყურებდი ...-ტკივილისგან გაგიჟებულმა ცოტნემ თვალები დახუჭა.-თმებს უწნიდი და რაღაცას ღიღინებდი,ის იცინოდა და გეუბნებოდა ... -„როგორი უნიჭო,ხარ ცოტნე“-ყბები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. -„როგორი უნიჭო ხარ,ცოტნე“-გაიმეორა ნაზი ხმით გოგონამ და თავადაც ვერ გაანალიზა როგორ აევსო ცრემლებით თვალები-შენ იცინოდი,სამყაროში ყველაზე ლაღი და წრფელი სიცილით ,თითქოს თვალებში პატარ-პატარა -და აქ თითებით აჩვენა მცირეს ოდენობა,ისე საოცრად,ისეთი სინაზით...-ვარსკვლავები გინათებდნენ სულის ყველაზე ბნელ ადგილებს და თითქოს შენში აღარაფერი რჩებოდა ცუდი. შეყვარებული ცოტნე შემიყვარდა და არა ის კაცი,რაც მანამდე ან მის შემდეგ იყავი.მაშინ ყველაზე მძაფრად ვიგრძენი,როგორი სიყვარული შეუძლიათ მათ,ვინც გამეტებით გვეზიზღება ადამიანებს ლოგიკური მიზეზების და გამო. მიმახვედრე,რომ შენც ადამიანი იყავი,შენც გქონდა ის ღირსებები,რის გამოც იმსახურებდი ღმერთის გარდა ადამიანსაც ყვარებოდი. შენსავით ცოტას თუ უყვარდება,ცოტნე. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი ამის გასაანალიზებლად ... ალბათ თორმეტის ან ცამეტის. -და როდის მიხვდი ... ხომ გესმის ... -ანასატასიას ... -ძალიან გთხოვ,ნუ ახსენებ ...-გოგონას თვალები დაექაჩა,წამის მეასედში,რომ გაანალიზა მამაკაცის სიტყვები.-ბაბი,მე მას ახლაც ვმარხავ და არ მინდა მისი ნაწილი გვქონდეს ჩვენს ... -გამორიცხულია არ გვქონდეს ... როგორ ძალიან ღრმადაც არ უნდა დამარხო,ის შენში სულ ცოცხალი იქნება და იდიოტი ვიქნები ამ მწარე სიმართლეს თვალი არ გავუსწორო. -და შენთვის ეს უფრო ... -ნაკლებ მტკივნეული იქნება,მთავარია ...-და თითქოს სიტყვა გაუწყდა გოგონას. -გასაგებია,განაგრძე.-ისევ თავის დაქნევით ანიშნა,რომ მზად იყო მოსმენისთვის. -მისი დაკრძალვიდან ხუთი წლის თავი იყო,არ ვიცი რატომ,მაგრამ ჩვენც ვიყავით საფლავზე,შავი ტილოს პერანგი და შავი ჯინსი გეცვა,ცოტა ნასვამი იყავი,ხელში ღვინის ბოთლი გეჭირა და საფლავისკენ ისე მოდიოდი თითქოს იქ ცოცხალი დაგხვდებოდა ...-ცოტნე კანში ვეღარ ეტეოდა,მაგრამ ვერც იმას ბედავდა ბარბარესთვის ლაპარაკის შეწყვეტა ეთხოვა- „არ გაპატიებ და ეს მაპატიე“ ... გახსოვს?!-ცრემლი ჩამოუგორდა გოგონას და სევდიანად გაუღიმა მის გვერდით მჯდარ ნაწილებად დაშლილ მამაკცს-ძალიან ჩუმად უთხარი,დასიებული თვალები ჯერ მის საფლავის ქვას მერე ჩვენ მოგვავლე და ... არ ვიცი,მაშინ მომეჩვენა,რომ ... -მზერა შენზე გამიშტერდა.-სუიციდის წარუმატებელ შემთხვევას ჰგავდა ცოტნეს სიტყვები.-ცისფერი სარაფანი გეცვა,ზუსტად ეგეთი ვუყიდე დაბადების დღეზე ... -ეს არ ვიცოდი ...-კანი აეწვა ბარბარეს. -მაშინ არც მე ვიცოდი. -რა?! -რეალური რომ იყავი ... -შენ რა ...-ხმა ჩაუწყდა გოგონას. -ბარბარე,გთხოვ ... -მოგეჩვენა,რომ ... -შენს ნაცვლად ის იდგა.ნასვამი ვიყავი,საკუთარ თავს ... -მე კი ზუსტად მაშინ ...-სახეზე აკანკალებული თითები აიფარა გოგონამ. -ეს არაფერს ნიშნავს,ბაბი.-მის მტევნებს ჩაეჭიდა ცოტნე და სახიდან ხელები ჩამოაწევინა. -ძალიანაც გვინდა არ ნიშნავდეს,მაგრამ ... -ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობებს ... გთხოვ,რა. -აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი ... -დღეს ეს ყველაფერი გავარკვიეთ,კარგი?! -კარგი ... -თუ გულში რამე დაგრჩება,რისი მოყოლაც ჩემთვის მოგინდება,რაც მოგინდება რომ ერთად გვეტკინოს,უბრალოდ მითხარი. -როგორი სულელურიც არ უნდა იყოს?! -ღამე იმის გამო გეღვიძება რომ განიცდი იაგოს საგანში ასიდან სამოცი სტუდენტი იჭრება და ცხოვრება უმწარდებათ იმიტომ რომ მასთან მოხვდნენ?! -არა ... ეს საიდან მოიფიქრე?-გაეცინა ბარბარეს. -ესეც რომ იყოს მიზეზი ... დამირეკე და გამაღვიძე,ერთად ვიჯავროთ საქართველოში განათლების საკითხებზე და იაგოს ბოროტებაზე. -შენ საგანში ვიჭრები,რაღა შორს წავიდე? -ჰო,ამაზე შენს ადგილას ნამდვილად ვინერვიულებდი. -უნდა წავიდე ...-გაეღიმა ბარბარეს-ტესტი გამინულეს და ახლა ორმაგად უნდა ვიმეცადინო. -არ მაფასებ,ბაბი ოთხმაგადაც თუ საჭირო გახდება ათმაგადაც. -ეს უკვე არაჯანსაღია,თავადაც ამბობ რომ კურსზე საუკეთესო ვარ ... -უნივერსისტეტის ისტორიაში საუკეთესო უნდა იყო,ეგ გაკმაყოფილებს?! -კარგი რა ცოტნე ... -შენ თავს გეფიცები, საგანს მართლა ჩაგიტოვებ! -საერთოდ როგორი ... ცოტნე, ვინ ხარ?! -ოცდაცამეტიწლის ასაკში შეყვარებული ... გილოცავ,ცოტნე მაგარ შარში ხარ,ჩემო ძმაო! -თუ დარდები შემოგაწვება დამირეკე,ერთად ვიდარდოთ! -ნუ მაიმუნობ.-გაეცინა მამაკაცს და ის იყო რაღაც უნდა ეთქვა თამაზის მანქანა რომ შემოვიდა ჩიხში.-როცა მზად იქნები ყველას დაველაპარაკები,კარგი?! -ეს რომ მახსენდება ... -როცა მზად იქნები. -წავედი. ტუჩებზე თავისი ხელი მიიდო და შემდეგ სწრაფად ჩასჭიდა იგივე მტევანი ბარბარესას. -რას ... -სარკიდან გვიყურებს და მანამ არ გადმოვა მანქანიდან სანამ შენ არ გადახვალ,ჩათვალე რომ გაკოცე. -მადლობა.-ღიმილი ვერ შეიკავა გოგონამ.ცოტნეს თვალებზე მიხვდა,უნდა აეხსნა მადლობას რისთვისაც უხდიდა-ამ სიტუაციაში ჩემი რომ გესმის. -ცხოვრების ამ ეტაპზე შენ გარდა არავისი მესმის,გადადი და ბევრი იმეცადინე ... საგნის ჩარჩენაზე არ ვხუმრობ! -გავიგეე!-ამოიოხრა გოგონამ და ავტომობილიდან გადავიდა. ორი მაყაშვილის მზერას გრძნობდა წინ მიმავალი ბარბარე რომელიც სულ მალე მაყაშვილების თვალს მიეფარა და სახლში გაუჩინარდა. -დავყარე იარაღი და დაგნებდი!-გაეცინა ცოტნეს მის ფანჯარასთან მოახლოებული მამამისი რომ დალანდა. -გადმოდი მანქანიდან.-მკაცრი იყო თამაზი. -თამაზ ... ეს ის არ იყო რაც შენ გგონია. -შენ მე შენი ძმაკაცი ხო არ გგონივარ,ბიჭო?!-მშვიდი იყო თამაზი მაგრამ მის ხმაში საოცარი დაძაბულობა იგრძნობოდა.-რა გაგაფრთხილე,რას აკეთებ?! -შენ მითხარი,რომ თუ ამ პატარა გოგოს ხელს ჩავკიდებდი ... ჩემი კედელი გახდებოდი ... ჩემი თავდები.-ხელები გულთან გადაიჯვარედინა მაყაშვილმა და მამას თვალებში ჩახედა-მითხარი,მზად ხარ ამ ომში ჩემთან ერთად იდგე?! -ცოტნე ... -უნდა ვიგრძნო,რომ დასაყრდენი მყავს ... იმ ღამის მერე,ბევრჯერ ვიფიქრე ... ბევრჯერ ავწონ-დავწონე ყველაფერი და მივხვდი,რომ ამ ამბავში მჭირდები,გესმის?!როგორც მამა კიარა,როგორც კაცი,რომელმაც ცოლის სიკვდილის შემდეგ ცხოვრება თავიდან ისწავლა! და თითქოს ჰაერში აორთქლდა თამაზის მრისხანება. ერთიანად მოუდუნდა კაცს სხეული. -მოგვკლავს კოტე. -ეჭვიც არ შეგეპაროს ... -მხრები აიჩეჩა ცოტნემ. -გიყვარს?! -ვიცი,რომ მის გამო უკეთესად ყოფნა მინდა,ამ სიტყვას ვერ ვამბობ,თამაზ!იცი გრძნობებს არასდროს გამოვხატავდი მარტივად და ისიც იცი ჩემი „მიყვარხარ“ ცხოვრებაში რამდენჯერ მაქვს ნათქვამი. -ერთადერთხელ ... -ერთადერთხელ,ანასტასიას წინ,როცა ხელი ვთხოვე.ამ პატარა ბავშვის გარეშე ვიხრჩობი გესმის?! ამდენი ხანიც ვიხრჩობოდი ოღონდ ისე რომ ამ ფაქტს შეგუებული არც მაწუხებდა უჰაერობა.გამოჩნდა და რამდენი ნაბიჯიც უკან გადავდგი აღმოჩნდა,რომ პირიქით მისკენ ვდგამდი. დღეს მინდა რომ ეგოისტი ვიყო,ეგოისტი,რომელიც მოკიდებს ხელს და არავის ... ჩემზე გაცილებით უკეთესს არ დაუთმობს.ანასტასიასთან ასე არ ვიყავი,მისთვის ყველაფერი საუკეთესო მემეტებოდა,ჩემთვის რომ ეთქვა შენზე კარგი ადამიანი გავიცანიო დაუფიქრებლად გადავდგამდი ნაბიჯს უკან და ოღონდ ის ყოფილიყო უკეთესად ჩემ თავს უკან დავწევდი,მასთან ასე არ შემიძლია!-ხელი სახლისკენ გასწია,ბარბარეზე მინიშნებისთვის-მისთვის ჩემზე უკეთესი კი არა,მხოლოდ ჩემი თავი მემეტება. ეტკინება,მასაც და მეტკინება მეც,სხვანაირად არც წარმომიდგენია ... ილუზიაა დღეს იმ ფიქრებით იცხოვორ,რომ შეგიყვარდა და მორჩა,ყველაფერი ჰარმონიაში იქნება.უბრალოდ ცხოვრება მინდა გესმის?!სიცოცხლე მინდა და ბარბარე ერთადერთი მიზეზია ამის. -ჯანდაბა ცოტნე,მეშინია,შვილო. -ჩემზე მეტად?-გაეცინა ცოტნეს-შიში,რომ ბარბარეს ბედნიერს ვერ გავხდი ... ამას მირჩევნია ტანკით ზედ გადამიარონ,ოღონდ ამ რეალობას ნუ დამანახებენ,მაგრამ სხვაგვარადაც არ გამოდის ... თუ არ ვცადე ვერ მივხვდები ... შემიძლია თუ არა ვიყო მამაჩემის ნაირი ქმარი. თამაზს ცეცხლად დაუარა ცოტნეს სიტყვებმა. -ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ მე და შენ.იმ წამიდან,სადაც გავჩერდით.-და აქ თითქოს ხმა ჩაეხლიჩაო შვილს მამის აცრემლებული თვალების წინაშე. -ველოსიპედის ტარება ისევ არ იცი,არა?!-აღმოხდა თამაზს და დანანებით შეავლო მზერა შვილს,რომელმაც უარის ნიშნად თავი რამდენჯერმე გააქნია. -გასწავლი ... გასწავლი,ჩემო ბიჭო,ყველაფერს გასწავლი.-კისერზე თავისი დაბერებული ხელი ძლიერად მოხვია და გულში ჩაიკრა ერთადერთი ცოცხალი,აქამდე მკვდარი შვილი. იმ ღამით ბაჩოს გაუხსნელ წერილთან ერთად უჯრაში პირველი ნიშნობის ბეჭედი ჩაკეტა. მასში თითქოს რაღაც გარდატეხა ხდებოდა და ამას თავადაც ვერ აანალიზებდა ბოლომდე მთელი სისავსით. -ტესტის პასუხები მაგიდაზე დევს,კატო ჩამოდი და დაურიგე ყველას ... ძალიან გთხოვ.-ჩვეულ ამპლუაში იყო პროფესორი მაყაშვილი. -უკაცრავად შეიძლება?!-აუდიტორიაში ორი მელოტი თავი გამოჩნდა.-მახაჭაძემ გამოგვიშვა,დიდი თხოვნით დაგისწროთ თხოვეთო ... ჩემგანო სალამი გადაეცითო ... -თქვენ სულ გააფრინეთ?!-იჩურჩულა ცოტნემ და გაკრეჭილ ლევანს და ირაკლის გადმოხედა. -გასაგებია,უკან რიგებში დავიკავებთ ადგილს.-თვალი ჩაუკრა ირაკლიმ და ლევანს ანიშნა სკამისკენ,სადაც ჩვეულებრივ სანდრო ამირეჯიბი და ოთო მაკარიძე იჯდა ბარბარეს მარჯვნივ და მარცხნივ. -გამარჯობათ,ახალგაზრდავ მე ლევან ჩაჩუა ვარ,წარჩინებული ეკონომისტი. -დამსახურებული პიონერიც მიგეყოლებია,რატო გაჩერდი?!-აფხუკუნდა ირაკლი და ბარბარეს ბეჭი მეგობრულად გაკრა.-მკაცრია?!-ცოტნეზე მიანიშნა და გაუცინა. -საკმაოდ.-გაეღიმა გოგონას და განულებულ ნაშრომს უკმაყოფილოდ დააცქერდა.-პატივცემულო,ტესტის აღდგენა როდის ... -ვერ აღადგენთ,მე განულებულ ნაშრომებს მეორედ არ ვაწერინებ სტუდენტებს.-შეუვალი იყო ცოტნე. -რაგჭირს,ბიჭო ნაოჭები გაგიჩნდება!-შესძახა ირაკლიმ და მთელ აუდიტორიას სიცილის ტალღამ გადაუარა,ბარბარეს ჩათვლით. -ორივეს გისვრით ფანჯრიდან!-თვალები დააბრიალა ცოტნემ. -ცოტნე,ამ აუდიტორიაში ჩვენი უფლებები რომ გავარკვიოთ ...-ფეხზე წამოდგა ირაკლი და სტუდენტებს თვალი მოავლო-მე ირაკლი დოლიძე ვარ,ანალიტიკოსი და რამე ...-თავმომწონე ღიმილმა გაუპო სახე- მოდი საკითხს დავუბრუნდეთ ... იცოდე აუდიტორიის კართან დაველოდებით შენ სტუდენტებს და შენზე სხვადასხვა ჟანრის ისტორიებს ... -დაცვას ... -კაი,ჩემო ძმაო ...-გაეცინათ ბიჭებს-უნივერსიტეტის ჭიშკართან მოვიცდით! -აუ,ბატონო ცოტნე იყვნენ რა ...-ღიმილად დაიღვარა პირველ მერხზე მჯდარი გოგონა. -თქვენი სახელი ახალგაზრდავ ...-წინა მერხისკენ გადაინაცვლა ირაკლიმ და ლევანი დატოვა მომღიმარ ბარბარესთან.-რას ერჩის ბებიაჩემი ამ თაობას მეც არ ვიცი,შეხედე რა შესანიშნავი ახალგაზრდობაა ... -ცოტნე ...-და აუდიტორიაში სრული სიჩუმე ჩამოწვა.ცოტნემ მზერა ფურცლებიდან ბარბარეზე გადაიტანა და წარბაწეულმა ანიშნა გოგონას,რომ უსმენდა. -„ბატონო“-გადაუჩურჩულა ლევანმა ბარბარეს და ისიც უცებ მოეგო გონს. -უკაცრავად,ბატონო ცოტნე ... იქნებ ... -ბარბარე,დიდხანს გელოდოთ?!-რეაქციის ნატამალი არ ჰქონდა სახეზე მამაკაცს. -ამირეჯიბის ნაშრომი გამატანოთ,მთხოვა ვერ დავესწრები და შენ წამოიღეო ... -გთხოვა ...-ამოილაპარაკა ჩაფიქრებულმა და თავის კანტურით დაიძრა გოგონასკენ-თავად სად იმყოფება ამირეჯიბი?! -სამსახური დაიწყო და დღეს პირველი დღე აქვს.-მოახსენა გოგონამ და არაფრით შეიმჩნია მისი მოახლოებით გამოწვეული მღელვარება. -და შენ რა ფუნქცია-მოვალეობა გაქვს ამირეჯიბთან და მის ნაშრომთან?!-მინიმალური მანძილით დაშორებული იდგა და მაღლიდან უყურებდა თვალებში ვარსკვლავებათამაშებულ გოგონას. -ჩემი უახლოესი მეგობარია ... მთხოვა ... -„თხოვა“ -ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა ცოტნემ და ლევანს გადმოხედა,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.-ამირეჯიბს გადაეცით მნახოს.-ბარბარედან მზერა გიორგიზე გადაიტანა და გზას თავისი მაგიდისკენ მშვიდი ნაბიჯებით გაუყვა. ლექცია ისე ჩაამთავრეს ცოტნეს ერთი სიტყვის თქმაც არ აცადეს ბიჭებმა,ხან რა კითხვას გამოჩიჩქნიდნენ ხან რას,ამაზე აუდიტორიას ერთიანად გადაუვლიდა ხოლმე სიცილის ტალღა და უჩვეულო განწყობაზე მყოფი ცოტნეც ღიმილმორეული მზერას ხან მეგობრებზე ხანაც ბარბარეზე აჩერებდა ხოლმე. ჯგუფელებთან ერთად მიდიოდა წინ უკან ცოტნეს ნაბიჯების ხმა რომ ესმოდა და შინაგან აღელვებას ვერაფერ უხერხებდა. -ბაბი,მისმენ?!-ხმას აუწია კატომ,რომელსაც ვერ გაეგო მისი მეგობარი ასეთი გაფანტული რატომ იყო. -გისმენ. -სანდროსთან ავიდეთ რა ანანურში,ყველა მიდის.-ეგონა მხოლოდ მას ესმოდა მაყაშვილის ჩახველება,რომელიც აგრძნობინებდა,რომ იქ იყო,ესმოდა და მოსმენილით კმაყოფილი სულაც არ გახლდათ. -წავიდეთ,ვეტყვი მამაჩემს ... -ცოტნეს შესამჩნევ ხველებაზე ღიმილი ტუჩზეკბილების ჩავლებით შეიკავა. -ასე მარტივად მთანხმდები?!-კატოს მოსმენილის დაჯერება უჭირდა,როგორც წესი ბარბარეს ასეთ ადგილებში გართობა დიდად არ უყვარდა. -ჰო,ცოტას გავერთობი ... -ეგრე ჯობია,ამ სტრესისგან განთავისუფლდები ცოტას,თან ... სანდროს როგორ გაუხარდება?! მთელი ზურგი ეწვოდა გოგონას მამაკაცის მზერისგან. -აუცილებლად წავიდეთ ...-ამოილაპარაკა სიტუაციით გახალისებულმა ბარბარემ. -დღეს ხუთისთვის გამოგივლით მე და მაკარიძე. -ძალიან ... -ბარბარე!-ცოტნეს ხმამ ორივე აიძულა ადგილზე გაქვავებულიყვნენ,ფრთხილად შებრუნდა უკან და მაჯის საათს დაჩერებულ მამაკაცს გადმოხედა-ახლა დავფიქრდი და არ იქნება ტრაგედია თუ იმ ქვიზს დაწერ ... მაგალითად დღეს ... -არა,გმადლობთ დღეს არ მცალია.-ბიჭების ფხუკუნი,ნიჟარაძის გაოცებული თვალები და თავზე დასხმული ცივი წყალი ისტერიულად დააიგნორა ცოტნემ და გაფართოებული თვალებით დახედა გაღიმებულ ბარბარეს.-მთელი კურსის თვალწინ განაცხადეთ,რომ განულებულ ნაშრომებს მეორედ არავის აწერინებთ,მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი?!უხერხულია,ასეც რომ არ იყოს დღეს ქვიზის წერა არ მაქვს გეგმაში ...-მობილურს ინტერესიანი მზერით დააცქერდა და წარბებაქაჩულ ცოტნეს სხვათაშორის გადმოხედა-მეგობრებთან მივდივარ უნდა გავერთო. -ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს შენ სულს ...-ამოილაპარაკა ირაკლიმ და გადაწითლებული იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით გაერიდა მისი ხარხარი მთელ უნივერსიტეტს რომ არ გაეგო. -როგორც გინდა,ბარბარე.კარგად გაერთე.-მშვიდი იყო მაყაშვილი,ურეაქციო სახით აუარა გოგონას და რომ დაიგულა ვეღარ მხედავსო ღიმილი ვერც მან შეიკავა. ლევანის თავის მხარზე მოხვეულ ხელს თავისი მტევანი მიაშველა და ირაკლიმდე მისულებს სამივეს ერთდროულად აუვარდათ სიცილი. -თითისტოლა ბავშვმა რა გაგიკეთა შენით ხვდები თუ ჩვენ მიგახვედროთ?!-ხაოდა მუხლებმოკეცილი ირაკლი და სიცილისგან მოწოლილ ცრემლებს ხელისგულებით იმშრალებდა,უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი დიდი თუ პატარა ყველა მათ შესცქეროდათ ... ისინი ვინც შორიდან მაინც იცნობდა ცოტნე მაყაშვილს ვერადავერ მალავდნენ გაოგნებას,ნუთუ შეეძლო ამ ადამიანს სიცილი?! თანაც ასეთი ლაღი და გულწრფელი?! -ბაბი,რა გააკეთე?!-ამოილუღლუღა კატომ და ბარბარეს გადმოხედა. -საგანი ჩავიტოვე ..-ამოიხვნეშა გოგონამ,თავი მაღლა ასწია და ამაყად დატოვა ჯერ შენობა შემდეგ კი ეზო. „იმედია ხვდები რა ზომის შარში ხარ“ -უცნობი ნომრისგან მოსული შეტყობინების ამოცნობა არ გასჭირვებია,მარტივად მიხვდა ის იყო,თავისი ლექტორი. „თქვენ უკვე ასაკი გიშლით ხელს ექსტრემისთვის თუ ჩემთან ერთად ხართ ამ შარში?!“ „საგანს ჩაგიტოვებ საშვილიშვილოდ,ხო იცი არა?!“ „მოგეჭრება თავი,ერთ სტუდენტს საგანი როგორ ვერ აათვისებინეო,დაგცინებენ.“ „აი,მაგაზე ნერვიულობას რომ დავიწყებ მაშინ დავიხურავ ქუდს და წავალ უნივერსიტეტიდან.“ „იმედია ბევრი ქუდი გაქვს და რომელიმე მაინც მოგიხდება“ „საიდან ამდენი ამბიციები?!“ „მამაჩემის ახლობელია ერთ-ერთი ლექტორი,არ გეცოდინებათ,დიდი ვერაფერი ლექტორია,უბრალოდ კარგი სანაცნობო ჰყავს და ..“ „ეგ ვერაფერი ლექტორი იქნება შენი წერა რომ გახდება“ „ბედის?!“ „ჰო,შენი ბედისწერა“ გაღიმებული დასჩერებოდა ცოტნე ტელეფონს და თავადაც ვერ ხვდებოდა რომ პასუხი აღარ მოდიოდა. განათებულ ეკრანს რამდენჯერად ჩაბნელდებოდა იმდენჯერ დაარტყამდა ხოლმე თითის ბალიშს და ისევ თავიდან კითხულობდა ყველა სიტყვას,ისევ ისე უგზო-უკვლოდ უღიმოდა რაღაცას ან ვინ იცის იქნებ სულაც საკუთარ თავს ... „საგანს მაინც ჩაგიტოვებ!“ ვერაფრით მოითმინა უპასუხოდ დარჩენა და პირველი რაც მოაფიქრდა ის მისწერა,პატარა ბავშვს ჰგავდა,ხვდებოდა და საკუთარ თავს შორიდან დასცინოდა. პასუხი ისევ არ იყო. -ყოჩაღ,აი ესღა გაკლდა ... ჯერ სად ხარ?! -საკუთარ თავს ელაპარაკებოდა სარკეში-ჯერ დაგაიგნორებს,მერე წარსულ ცოდვებზე სათითაოდ პასუხს გაგებინებს და მერე ვინ იცის,იქნებ მოწყალება მოიღოს და გაგიცინოს კიდეც,აი როგორ ჩახტი ამ ჭაობში შენი ნებით,შე ... „მიზეზს ეძებ სულ რომ ახლოს გყავდე“-განათდა ეკრანი და წამიერად მოვიდა მეორე შეტყობინებაც. „როგორ მინდა ამ ტყუილის თავადაც მჯეროდეს.“ გულ-მუცელი ჩაეწვა მაყაშვილს. ხელებაკანკალებულმა გააგდო ტელეფონი იატაკზე და იქვე ჩაიკეცა. მხოლოდ ახლა,ამ ერთი შეხედვით მსუბუქი სიტუაციის შემდეგ,როცა წამიერად იგრძნო,ბარბარესგან უყურადღებობა,მხოლოდ ახლა გაანალიზა,რა ცხოვრება გამოატარა გოგონას,რომლის ერთადერთი შეცდომაც ის იყო,რომ არასწორი კაცი შეუყვარდა. ეკრანდაფშვნილი ტელეფონი გრძელ მტევნებში მოიქცია და სასწრაფოდ დარეკა ნაცნობ ნომერზე ... არ იცის,ალბათ დღემდე ვერ ხვდება წუთნახევარში როგორ ისწავლა ზეპირად ბარბარეს ნომერი. -ახლა არ ..-რაღაცის თქმას აპირებდა მამაკაცის გახშირებული სუნთქვა რომ იგრძნო და გაჩუმდა. ხმა არც თავად ამოუღია,დაელოდა,სანამ ცოტნე რამეს იტყოდა,დადუმებული იჯდა საწოლზე და უცდიდა. -მე შენ ...-ამოიხრიალა მაყაშვილმა და კედელთა ჩაკეცილმა გულზე მიიჭირა მარცხენა ხელი. და ისევ პაუზა. და ისევ დუმილი. -არ წახვიდე,გთხოვ ...-აღმოხდა მაყაშვილს და ერთიანად მოდუნდა. -სად?-მშვიდი იყო ბარბარე. -ჩემგან,არ წახვიდე. -მაქვს კი სხვა გზა?!-ეცადა გაეღიმა,თავადაც ვერ მიხვდა რატომ დაიძაბა. -მე წავალ. გიშველი?!-ხმა აუკანკალდა პასუხის მოლოდინში. -რას მეუბნები,ცოტნე?!-საოცარი სითბო დაეღვარა ქალს ხმაში.არ უნდოდა,კი არ ჩაეღვარა,არა,უნებლიედ დაეღვარა ეს სითბო,როგორც წყალი გვეღვრება პირამდე გავსებული ჭიქიდან. -მე შენ ... -არ მითხრა,რა ...-იგრძნო მაყაშვილმა როგორ დასცვივდა ლოყაზე მის „ერთს“ მარგალიტებად ცრემლები. -რომ არ გითხრა მეშინია ... -არსად წავალ,ოღონდაც არ მითხრა ... მხოლოდ მაშინ,როცა მართლა იგრძნობ,ამას. -რანაირი ქალი ხარ?! იცი,რომ ამაზე ბევრად მეტსაც ვგრძნობ,შენ კი ... -მაჩვენე,ნუ მეტყვი.ახლა უნდა წავიდე,მელოდებიან. ხმა აღარ ამოუღია ცოტნეს. ყურმილი არ გაუთიშავს ბარბარეს. ორი წამი ისევ დუმილი და ისევ გოგონას ხმამ დაუბრუნა რეალობას მაყაშვილი. -საღამოს გამომივლი?!-ეგონა ელექტროშოკით უნორმო ადრენალინი შეუყვანეს ორგანიზმში,ეგონა მხრებიდან ტვირთი მოხსნეს. -გამოგივლი.-ღიმილი ვერაფრით შეიკავა მამაკაცმა. -დაგირეკავ,კარგი?! თუ საქმე გექნება ... -შენ ხარ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე,დამირეკე და გამოგივლი. აღარაფერი უთქვამს,გაუთიშა და გაღიმებულმა თავი კედელს მიაყრდნო. საღამოს ცხრა საათზე ბარბარეს ზარმა გაანათა ტელეფონის დამსხვრეული ეკრანი. -მოდვივარ.-გოგონას ხმის ამოღება არ აცადა ისე უპასუხა ტელეფონს ცოტნემ. -მალე მოხვალ?-ხმა აშკარად უკრთოდა ბარბარეს. -გამოვდივარ და სადღაც ნახევარ საათში მანდ ვიქნები,მოხდა რამე?!-სავარძლიდან წამოდგა და ტელეფონი ლოყასა და მხარს შორის მოიქცია,იქვე თხელი ნაჭრის ჟაკეტი ჩამოხსნა,გასაღები აიღო და სახლი დატოვა. -მალე მოდი და აქედან წამიყვანე,რა.-სადაც იყო იტირებდა გოგონა. -ბაბი,სადმე ისეთ ადგილას გადი სადაც ნაკლები ხალხია და იქიდან მელაპარაკე,სანამ მანდ მოვალ კარგი?!-ნერვებისგან სახე დაეჭიმა მაყაშვილს. -საპირფარეშოში ვარ და იქიდან გელაპარაკები. -მოხდა რამე რაც უნდა ვიცოდე?! -არაფერი. -ჩემ ბაბის ასეთი ხმა არაფრის გამო აქვს?-ძლივს გაიღიმა ცოტნემ და მანქანის კარი ისეთი სიძლიერით მოიხურა ბარბარემაც კი გაიგონა ხმა. -რაღაც უაზრობა,ისეთი არაფერი ... -მომიყევი თან გზაში გავერთობი,ხო?! -პორშე ეზოდან ისეთი სისწრაფით გაიყვანა საბურავების წუილზე მეზობლებმა ფანჯრებიდან გადმოიხედეს. -ხო არ გაბრაზდები?! -ეგრე მარტივად რომ ვბრაზდებოდე მაკარიძეს აუდიტორიაში დავუშვებდი?!-იცინოდა ცოტნე და მთავარ გზაზე გასული ისეთ მანევრებს აკეთებდა,რამდენიმე ავტომობილის გაბმული სიგნალები გზაში ეწეოდა. -შენზე გაიგეს ცოტნე ... -არ გამაგიჟო,გაიგეს,რომ პირდაპირ ცოტნე ვარ თან მაყაშვილი?! -ნუ ხუმრობ,ასე საშინლად!-გაეღიმა ბარბარეს. -აბა,რა გაიგეს,პატარა ბაბი?!-საოცარი სითბოთი წარმოთქვა გოგონას სახელი. -ჩვენ რომ ... მე და შენ ... ანუ ... -რომ მიყვარხარ ეგ გაიგეს?!-ბარბარეს აქამდე ანერვიულებული სხეული წამის მეასედში მოუდუნდა,თითქოს ერთმა სიტყვამ დედამიწის მთლიანი მიზიდულობის ძალა გამორთო და სადღაც პლანეტებს შორის გადაისროლაო სრულ უწონადობაში. -ვმალავდით და არ მახსოვს?! -ცოტნე ... -არ მითხრა ჩემ კურსელებს ქულები მოუმატე და მაკარიძე ჩაჭრას გადაარჩინეო,შენ იჭრები მაყაშვილის გოგო!-იცინოდა და სისწრაფეს თანდათან უმატებდა. -შენ ... ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ამ წამს.-ამოიტირა სიყვარულისგან გაბერილმა ბარბარემ და იქვე კედელთან ჩაკეცილმა ბედნიერების ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა. -მეორე წელსაც ჩაგჭრი და მერე გაიგებ რომ ამ წამს კი არა ზოგადად ყველაზე კარგი ... -ცოტნე,მალე მოხვალ?! მინდა რომ ჩაგეხუტო. -მოვდივარ,ბაბი ძალიან მალე მოვალ და მეორედ ბევრს ვიჩხუბებთ ამდაგვარ წვეულებებზე გაშვება არ გაშვების საკითხებზე,კაი?!-იცინოდა და ანანურის გზაზე მყოფი უკვე იმას ფიქრობდა სანდრო ამირეჯიბს რას უზამდა იქ მისული. -არ ვიჩხუბოთ,რა. -არ ვიჩხუბოთ.-ეღიმებოდა გოგონას ხმაზე. -ცოტნე რამე მეთამაშე რა ... -დამალობანა არა,გთხოვ!-სიცილი აუვარდა ცოტნეს. -სიმართლე და მოქმედება,მეთამაშე სანამ აქ მოხვალ და დრო მალე გავა. -ეს თამაში იმიტომ მოიგონე,რომ შემთხვევით სიყვარული არ ამიხსნა?! რა ხართ ეს ქალები ...-თავი გადააქნია მომღიმარმა და განაგრძო-აბა გისმენ,სიმართლე თუ მოქმედება. -მოქმედება. -წარმოიდგინე,რომ მე და შენ სადმე ... სადმე ძალიან შორს ვართ,გარეთ თოვს და ჩვენ ორს ჩვენი ორით ან სამით ... რამდენიც გინდა,მე მზად ვარ!-გაეცინა ცოტნეს და ლოყები აუწითლდა გაღიმებულ ბარბარეს- გვძინავს. ჰო,-თითქოს თვითონაც ჭოჭმანობდა,ვერ გადაეწყვიტა სცენარი როგორი უნდა ყოფილიყო-გვძინავს.-დაბეჯითებით დააქნია თავი და განაგრძო-მეორემ ან მესამემ,რომელიც ან გოგო იქნება ან თავისთავად ბიჭი,-ბარბრემ სიცილი ვერ შეიკავა,რაზეც ცოტნეს კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე-მოკლედ ამ ჩვენმა მეორემ ან მესამემ .. -ცოტნე!-იცინოდა ბარბარე. -კარგი,მესამე იყოს,პატარა იქნება და ეპატიება მშობლების დილაუთენია გაღვიძება. წარმოიდგინე,რომ მისი პატარა თითებით სახეზე თამაში დაგიწყო,შენი ლამაზი თვალებით ჯერ მე გადმომხედე ... ბაბი,იცოდე ჯერ მე და მერე ბავშვები!-ამაზე ორივეს სიცილის ტალღამ გადაურა,იმ დაძაბულობის ნასახი აღარ იყო,რომელსაც თავიდან მოეცვა ორივეს შინაგანი.-მერე ბავშვს და ჩუმად უჩურჩულე,რომ მამას დილის მადლი არ უნდა წაართვას და ძილი აცადოს,ბავშვი თამაზს დაემგვანა,როგორც ბაბუას და პირდაპირი ინერციით პატარა ფეხი მე მითავაზა სახეში ... აბა წარმოიდგინე,ბაბი როგორი სასაცილო ვიქნებით მე ჩვენი მესამე და შენ ან არ ვიცი ... მოდი, პირველი შენ იყავი და მე სულ ბოლო ვიქნები ... ამ თანმიმდევრობით ... შენ,ჩვენი მესამე და მე.-ცოტნეს ყურმილში კარზე კაკუნი მოესმა,ბარბარეს უკაკუნებდნენ სავარაუდოდ ახალგაზრდები,რომლებსაც საპირფარეშოთი სარგებლობა უნდოდათ. -გააგრძელე.-ამოიჩურჩულა გოგონამ და კარს ზედატანით მიაწვა. -შენ, ხო არ გეძახიან?!-დაიძაბა ცოტნე. -არა,ბუნებრივი მოთხოვნილებები ეძახიან მაგათ,მაგრამ მეორე ტუალეტიც არის. -შენც კაი კრიმინალი ხარ.-გაეცინა ცოტნეს.-ახლა სხვა კადრი წარმოიდგინე ... დიდ სამზარეულოში ... ისე,პატარა ბაბი,ეგ სულ დამავიწყდა მეკითხა,სამზარეულოს ამბებში როგორ ხარ?! -გადასარევად. -ნუთუ?!-წარბები სასაცილოდ აწკიპა ცოტნემ. -შესანიშნავად ვაკეთებ ტოლმას.-ცოტნემ ღიმილი ვერ შეიკავა. მისი ბავშვობის საყვარელი საჭმელი იყო. -ამ საკითხში ზედმეტად კრიტიკული ვარ. -გავუძლებთ მეც და ჩემი კულინარიული უნარჩვევებიც. -თავიდან ყველა ასე ამბობს,მერე ერბო კვერცხზე უხმებათ კაცებს კუჭები,არ გეგონოს რომ არ ვიცი!-გამაფრთხილებელ ტონზე ბარბარეს კისკისი მალამოდ მოედო მაყაშვილის დასერილ გულს.-დიდ სამზარეულოში,სადაც მე და ჩვენი სამი ვსხედვართ, შენ ტრიალებ ... აუცილებლად სადმე გეჩქარება,სადმე სადაც ხალხს ჩემი შეშურდება,რომ ასეთი ცოლი მყავს ...-და თავადაც ვერ გაიაზრა როგორ ჩაუქრა ხმა ... და მაინც რამდენს ნიშნავდა ერთი სიტყვა და მის უკან არსებული მთელი სამყარო ... და იყო ტკივილი,ჯერ ისევ გაუნელებელი. -ცოლი.-ამოიჩურჩულა გოგონამ. -მოვედი,პატარა ბაბი. -ხმაში სევდა შეერია ცოტნეს. -მაშინ გამოვალ. საპირფარეშოს კარის საკეტი ფრთხილად გადაატრიალა,იატაკზე დაგდებული ჩანთა აიღო და სახლის მისაღებში გავიდა სადაც მაყაშვილი დახვდა,შავი მოკლემკლავიანი მაისურით იყო,შავი ჯინსი და წითელი მაღალყელიანი კედები ეცვა. დეკემბრის სამი იწურებოდა და ოთხის ათვლას იწყებდა საათის ისრები. მაშინ ყველა ხედავდა როგორ უყვარდა მაყაშვილს თავისი სტუდენტი და ეს ყველაფერი დიდი ... ძალიან დიდი ამბის ჯერ კიდევ შესავალი იყო. -ბატონო ცოტნე,აქ არ გელოდით.-კიბიდან ჩამოდიოდა ნელი ნაბიჯებით სანდრო ამირეჯიბი,რომლესაც სახეზე ირონიული ღიმილი გადაჰკვროდა. -სიურპრიზებითაა ცხოვრება სავსე.-გაეცინა ცოტნეს და ბარბარეს მიმართულებით ხელი გაიშვირა,თითქოს უთქმელი სიტყვა „გელოდები“ იყო ეს ჟესტი. გოგონა დაჰიპნოზებულივით წავიდა მამაკაცისკენ,მიდიოდა ნაფიქრი ნაბიჯებით და უთქმელი სიტყვებით. ის ბრმა იყო უფსკრულთან მდგარმა ნაბიჯი უკან კიარა წინ რომ გადადგა. ის ბეღურა იყო თავისი გალია რომ შეუყვარდა მშიდი ფშვინივით მწოლიარე ლომთან ერთად. ამას ყველა ხვდებოდა ... ყველა მხოლოდ იმ ერთის გარდა. -მიდიხარ,ბარბარე?!-რაღაც ჩაწყდა თითქოს ამირეჯიბს. ცოტნემ ბარბარეზე მოხვეული ხელი თითქოს განზრახ ჩამოიღო,ერთი ნაბიჯით ისიც კიბის საფეხურზე დადგა,მიუხედავად იმისა,რომ ორი საფეხურით მაღლა იდგა ამირეჯიბი მაინც თანაბარ სიმაღლეზე იყვნენ ის და მაყაშვილი. -ცუდია,თუ ვერ გაიგე,რომ არც არასოდეს ყოფილა შენთან.-ხმაც რომ ვერ გაეგო ამირეჯიბს მაყაშვილის ტუჩის მოძრაობებიდან მიხვდებოდა წინადადების შინაარს. ახლა ცოტნეს დასთამაშებდა ღიმილი სახეზე. ნაბიჯი ისევ უკან გადადგა,ესთეტიური სილამაზით გადახვია გოგონას ხელი და მის სახესთან დახრილმა ჩუმად უჩურჩულა. -ხომ არ გცივა,პატარა ბაბი?! -წავიდეთ აქედან.-ამოილაპარაკა გოგონამ და მაყაშვილთან ერთად დატოვა სახლი. ჭიშკართან იდგნენ ამირეჯიბის ყვირილი რომ მისწვდა მათ სმენას. -აბა ერთხელ კვდებაო სიყვარული მარადიული?!-ყვიროდა და ცრემლიანი თვალებით უღიმოდა წყვილს,რომელთა წვალებით ნაშენებ საძირკველს პირველი ბზარი ამ სიტყვებით გაუჩინა მესამემ,ცოცხალივით მკვდარმა. არაფერი უთქვამს ცოტნეს,მხოლოდ მის მკლავქვეშ მოქცეულმა გოგონამ იგრძნო,როგორ დაეძაბა მამაკაცს მთელი სხეული. -ცოტნე ... -წავედით,ბაბი.-შუბლთან შეატოვა ცხელი ტუჩებით ნაჩუქარი კოცნა. მანქანა დაძრა და იქაურობას გაეცალა,როგორც მკვლელი დანაშაულის ადგილს. ღამის თერთმეტზე ლილის და თამაზს ლამის გული გაუჩერდათ ცოტნეს მანქანის დანახვისას. -მოვიდნენ!-წამოხტა ლილი. -დამშვიდდი,ლილიკო.-ამშვიდებდა კაცი ცოლს. ეზოში ბარბარეს სუსტი სხეული გამოჩნდა თუ არა ლილიმ ძლივს შეიკავა თავი არ ჩაერბინა სახლის გარე კიბე და გოგონა გულში არ ჩაეკრა. -რატომ გღვიძავთ?!-გაეღიმა ცოტნეს ცოლ-ქმარის დანახვისას -ლილის ცუდი სიზმარი ესიზმრა და ამოიკვიატა,რომ ბარბარეს რაღაც დაემართა. -მოდი,დაისვენეთ შენ და ბარბარემ,კაი?! -გაეღიმა ცოტნეს და თამაზს ანიშნა ქვემოთ ჩასულიყვნენ. -რა ხდება?!-აფორიაქდა უფროსი მაყაშვილი. -ბარბარეს კურსელებმა გაიგეს,რომ ერთად ვართ ...-თამაზმა მრავლისთქმელად ამოიხვნეშა,იცოდა რა პრობლემებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული.-ხვალ განცხადებას დავწერ და სამსახურიდან წამოვალ. -ამას ეშველება,მაგრამ ბარბარე?! -თამაზ,მინდა რომ იმ უნივერსიტეტიდან გადავიყვანო ... -მომისმინე,ჭკუის კოლოფო ... სრულფასოვანი ქალია და მის ცხოვრებას ისე ვერ გადააწყობ,როგორც შენ გინდა,გასაგებია?! ჯერ მას ჰკითხე,ასეც რომ არ იყოს სანამ კოტე არ ჩამოვა და ყველაფერს არ გავარკვევთ,მანამდე ბარბარეს თანხმობაც რომ იყოს,ამ საკითხს ვერ შევეხებით. -სრულაფასოვანი ქალი მარტო ჩემთანაა და მამამისს უფლება აქვს შეეწინაღმდეგოს თუ როგორ არი ეგ ამბავი?!-ნერვები მოეშალა ცოტნეს. -რა მარტივად ლაპარაკობ,შეყვარებული კაცის სტატუსით და როგორ გავიწყდება,რომ ოდესმე შენც გერქმევა „მამა“! -თამაზ,ნუ ართულებ სიტუაციას,ვერ იგრძნობს იქ თავს კომფორტულად,ყველა საგანში,სადაც ისედაც ეკუთვნის უმაღლესი ქულები კითხვის ნიშანს დაუსმევენ,იმიტომ რომ ცოტნეს ჩრდილი ეყოლება უკან და ამით გაწვალდება,როგორ არ გესმის?! -თქვენ აირჩიეთ ეს გზა,რომელიმეს ვინმემ რამე დაგაძალათ?! ყველა გასავლელ გზას აქვს თავისი წილი ეკალი,რომელიც უნდა შეგესოს რომ იგრძნო ღირდა ამ გზაზე სიარული ამად თუ არა! -ჯერ ბარბარეს დაველაპარაკები,მერე ჩავაკითხავ კოტეს ესპანეთში და ეგ იქნება! -ნუ ჩქარობ,იმ კაცს ორი შვილი ყავს და აქედან პატარა სიკვდილს ებრძვის,ახლა მათ შენი სიყვარული არ ანაღვლებთ,გესმის?! -ნუ ამბობ ასე,-გული დაუმძიმდა ცოტნეს.-ხომ თქვეს,რომ თეკლე უკვე კარგადაა?! -სანამ ის კაცი თავისი ცოლ-შვილით სახლში არ ჩამოვა,მანამდე არც კი იფიქრო ასეთი გადაწყვეტილებების მიღება,რაც კოტეს იქ მოსვენებას დაუკარგავს,გასაგებია?! -გავიგე. -ძალიან კარგი. თუ აქამდე ერიდებოდით ერთად სადმე გამოჩენას,ახლა ორმაგად გაუწიე შენს თავს კონტროლი,არ დაგავიწყდეს რომ საქმე ბარბარეს რეპუტაციას და ჩემი და კოტეს მეგობრობას ეხება! ამ ამბიდან გასული ნებისმიერი ჭორი შეესაბამება თუ არა ის სიმართლეს პირდაპირ ურტყამს შენს სუფთა ფურცელს გასაგებია?! მამი,იცოდე რომ ამ ამბავში წმინდა წყალივით სუფთა უნდა იყო,კაცი უნდა იყო,კაცი რომელსაც მამა თავის შვილს ანდობს. ეს ნდობა არ არი მარტივი მოსაპოვებელი,ბევრი მოთმინება სჭირდება და უფრო მეტი დაფიქრება. -მესმის, მამა, გავიგე ..-თავი დახარა ცოტნემ,იმ მომენტში სიამაყით სავსე იყო თამაზი. მისი შვილი უსმენდა კაცს,რომელსაც დავიწყებული ჰქონდა შვილის პირიდან წამოსული სიტყვა „მამა“. -მამა გენაცვალოს,შენ!-ვერაფრით შეიკავა თავი ... ენაზე იკბინა,ეს როგორ დამცდაო,ცრემლებმა გაუჭრა ნაშენები ჯებირები. -კაი,რა თამაზ ...-მიუხვდა მარტივი ჭეშმარიტების საიდუმლოს ცოტნე მამამისს. -სახლში წადი,ცოტნე და მანქანა ნელა ატარე,ყველაფერი კარგად იქნება,მე ვარ შენ უკან. ცონტეს ეგონა ღმერთი ელაპარაკებოდა მამამისის პირიდან. ტანში გასცრა,ვერ მიხვდა,აირია,აიბურდა. ვერ დაუშვა შეგნების ვერც ერთ დონეზე,რომ ღირსი იყო ამ სიტყვების. უნებურად აიხედა ცაში,სადაც შავი ღრუბელი ეულად დაფარფატებდა უკიდეგანო კაბადონზე. -ნუთუ შენც?!...-ამოიჩურჩულა ცოტნემ და ფრაზა „ნუთუ ყოველივე ეს ...“ პირველად იგრძნო სხეულის ყველა უჯრედით. სახლში არ წასულა. იქ სადაც წავიდა მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო. გარდაცვლილი ცოლის საფლავზე ის კაცი ელოდა,ვისაც საყვარელი ქალი ეგოისტურად აართვა. კაცი,მასზე ბევრად უმცროსი,კაცი მარტოხელა,კაცი დაკარგული. -აქ რა ძალამ მოგიყვანა,ბატონო ცოტნე?!-ამოიხრიალა აშკარადან ნასვამმა და დაბლიდან აათვალიერა ახლად მოსული. -შენ აქ ... -შენს ცოლთან მოვედი.-გაეცინა დარდისგან გულატკიებულ ამირეჯიბს-არ იმსახურებდი ასეთ ქალს,არც იმას არ იმსახურებ,სახლში რომ დატოვე და აქ გამოიქეცი საღალატოდ. -სანდრო ... მთვრალი ხარ! -ღვარძლისგან,ბოროტებისგან და ბოღმისგან ვარ მთვრალი.-ერთ ეულ შავ ღრუბელს მთელი ჯარი მოეყვანა თავისიანების. წვიმას აპირებდა მოქუფრული ცა. -სანდრო,წადი სახლში. -და შენ აქ დარჩები?!როგორ შეგიძლია ... მას სიყვარულით სავსე თვალებით უყურო და ღამე მაინც ამასთან გაათენო?! ორი ქალის სიყვარული ასე როგორ შეგიძლია,შე არაკაცო?!-იღრიალა ამირეჯიბმა და საფლავზე მობნეული კენჭები ჩაიბღუჯა მუჭში. -სანდრო,არაფერი გესმის ... -იცის,რომ ღალატობ?!-გაეცინა,ცრემლები და ცხვირიდან მომავალი სისველე მაჯებით შეიწმინდა გამწარებულმა. -არ მიღალატია ...-ამოიხრიალა და საფლავთან,პატარა ქვაზე ჩამოჯდა.-აქ პირველად ვარ მას შემდეგ რაც ... -რატომ მოხვედი?! -რომ მეთქვა დასრულდი-მეთქი.-თავადაც ძლივს გაიგონა მისი სიტყვები. -ამხელა ტყუილს ღმერთიც არ პატიობს,მაყაშვილო! -ბაბი ერთადერთია,რის გამოც ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება მაქვს.ვერ გავუშვებ,სანდრო.არ გამომივა. ვეცადე და არ გამომივიდა. -უკვე გვიანია ...-გაეცინა ამირეჯიბს-ახლა რომ გაუშვა,თავად ის არ წავა.შენი თბილი თვალების გემო გაიგო,ვეღარ წავა. მას კიდევ არაუშავს ...-ისევ ისე გაეცინა-ის მის ოცნებას ხავსივით ეჭიდება,მე ხავსიც წამართვი შენი ეგოისტობით. -ნუ ამბობ ასე,გამოჩდნება ვინმე ვისაც ... -ნუ გამაცინე!მე ის კაცი არ ვარ ჩემ სიყვარულს ვუღალატო,თუნდაც მკვდარს ... მე შენნაირი არ ვარ,ცოტნე! -არავისთვის მიღალატია!-ამოიხრიალა ცოტნემ და ვერ შეძლო ცოლის საფლავის ქვისთვის მზერა გაესწორებინა. -მოღალატე ხარ,ცოტნე. ის კაცი ხარ კარგ ქალს რომ ვერ იმსახურებს. ის კაცი ხარ მესაფლავედ რომ უნდა დარჩენილიყო,მაგრამ მან მაინც სხვისი ქმრობა არჩია კაცურ ერთგულებას. -შენ, წარმოდგენაც არ ...-მწარდებოდა ცოტნე. -შენი ცოლის მესაფლავე თავად გახდი,შენი მიზეზით ქალს სიცოცხლე მოუსწრაფეს,ოცი წლის გოგო საიქიოში გაისტუმრე და ახლა მეორეს,სხვას,სხვა ოცი წლის გოგონას უსწრაფებ სიცოცხლეს,საიდან ამდენი ეგოიზმი?! -შენ, არ გაქვს ამის უფლება!-წამოიმართა გამწარებული მაყაშვილი. -იცი რისი უფლება მაქვს?!-ფეხზე წამოდგა ამირეჯიბი და შარვლის უკან გაჩრილი იარაღი ცოტნეს დაუმიზნა-აქვე დაგაკლა შენი ცოლის გვერდით,შენი ძმის გვერდით,დედაშენის გვერდით! -მიდი რა ...-აღმოხდა მაყაშვილს და პირველად იგრძნო რომ ეს არ უნდოდა,არ უნდოდა მაგრამ იცოდა ყველაზე მართალი ასე იქნებოდა,ყველაზე სუფთა დასასრულს ასეთი სიკვდილი მისცემდა.-მიდი რა ...-მუდარანარევი ხმით გადახედა ამირეჯიბს,რომლის თვალებშიც ზიზღი გადმოდიოდა. და ის იყო ბედს შეგუებული ყველაფერზე იყო წამსვლელი მისი ტელეფონის დამსხვრეულ ეკრანი ბარბარეს ზარმა რომ გაანათა. და მიხვდა ისევ ჰქონდა ბრძოლას აზრი. -შენი დედა ვატირე, ცოტნე მაყაშვილო!-იყვირა გამწარებულმა ამირეჯიბმა და ის იყო უნდა ესროლა,რომ მაყაშვილის მოქნეული მარჯვენა მთელი ძალით შეასკდა მის სახეს. დაბარბაცებული უკან გადაქანდებოდა ისევ ცოტნეს რომ არ დაეჭირა. არ იყო ფხიზელი,მაგრამ ზიზღით მთვრალს ეყო ძალა საპასუხო ხელი შეებრუნებია მოწინააღმდეგისთვის. ახლა თავად მოექცა მაყაშვილს ზემოდან და გამეტებით დასცხო ხელები,მასზე ბევრად ღონიერს არ გასჭირვებია შეტევის მოგერიება,სცემდნენ ერთმანეთს შავი ცის ქვეშ,საიდანაც წვიმის წვეთები რეცხდნენ დედამიწაზე ატალახებულ გულებს. და ის იყო ბოლოჯერ მოუქნია ხელი მაყაშვილმა გათიშულ ამირეჯიბს,რომ ისევ გაანათა ბარბარეს ზარმა ტელეფონის ეკრანი. -ჰო,პატარა ბაბი ...-მისი ცოლის საფლავის ქვას მზერა ისევ ვერ გაუსწორა,საფლავთან პატარა კიბე ჩაიარა და გასასვლელისკენ დაიძრა. -ცოტნე,გეძინა?! -მეძინა,ბაბი.რვა წელია მკვდარი ძილით მძინავს,პატარა. გამაღვიძე,რა?!-ბარბარე არ ელოდა ცოტნესგან ამ სიტყვებს ასეთი ტონით ნათქვამს.ერთიანად შეამცინვა გოგონას,მიხვდა რაღაც კარგი არ ხდებოდა. -იცი,რაზე ვფიქრობდი?! -რაზე ფიქრობდა პატარა ბაბი?!-ეცინებოდა ნაღვლიანს,ნაომარს,გრძნობებდაფლეთილს. -შენ,ჩვენი სამი და ...-და გასროლის ხმამ სასაფლაოს მდუმარება ერთიანად დაარღვია. საფლავებს შორის მუხლებზე იდგა ცოტნე მაყაშვილი ... ნაომარი გრძნობადაფლეთილი მაგრამ მაინც მაინც გაღიმებული. -ცოტნე!-დამსხვრეული ეკრანიდან კიოდა ბარბარე განწიურილი ხმით. „არც ჩემი და არც შენი მაყაშვილო“-ჩურჩულებდა უცხო დედის გულზე უღონოდ გადაწოლილი უცხო ქალის შვილი,სანდრო ამირეჯიბი და ცაზე შავ ღრუბელს ეძებდა ბინდგადაკრული მზერით. ახლა მხოლოდ პატარა ქალის გამაყრუებელი კივილი მკრთალ ბგერებად აწვიმდა სასაფლაოს,სადაც არავის აღარ ესმოდა ცოცხლების. შორს,ძალიან შორს იდგნენ ახალგაზრდა ქალი და კიდევ უფრო ახალგაზრდა მამაკაცი. ქალი „დედასავით“ ლამაზი იყო,საკუთარივით ლამაზი. ბიჭს წვერი წამოზრდოდა. ქალს ხელი ჰქონდა მოხვეული ბიჭის მხრებზე და ცოტნეს უღიმოდა. -დედა ...-აღმოხდა რვა წლის მაყაშვილს და ოცდაცამეტისამ ცრემლები ვერ შეიკავა. „ისუნთქე“-ქალის სათნო ხმაზე ეკლებმა დააყარა სხეულში. -ბაჩო ...-ტიროდა,ყველა ჩადენილი თუ გაფიქრებული ცოდვით დამძიმებული მაყაშვილი. „ღრმად ისუნთქე,ცოტნე“- ქალის ხმას ახლა მამაკაცის ხმაც ემატებოდა. -ბაჩო,მანდ ხომ კარგად ხარ?! ხომ უყვარხარ,ბაჩო?!-ღმუოდა გამწარებული და ცდილობდა გაშლილი მტევნებით რამეს ჩასჭიდებოდა,შეგრძნება ჰქონდა,თითქოს ვიღაც ბოლოსკენ ექაჩებოდა. „ისუნთქე,შვილო“-თამაზის ხმა არსაიდან ესმოდა,სახეზე გრძნობდა სხვისი დედის ხელებს,და თავისად ეჩვენებოდა. -ბაჩო,ხომ მიგიღო?!ხომ უყვარხარ?-ხმა სივრცეში იკარგებოდა. „ცოტნე,არ დამტოვო“-პატარა ქალის ხმაზე გამოსახულება გაუფერულდა. -ბაჩო!-იღრიალა რაც ძალი და ღონე ჰქონდა და მკრთალად ... ძალიან მკრთალად დალანდა როგორ აკოცა ზურგით შებრუნებულმა ქალმა ბიჭს შუბლზე.გზას ერთად მიუყვებოდნენ და ჩანდა რომ ერთმანეთი ისე უყვარდათ როგორც დედებს უყვართ შვილები,როგორც შვილებს „თავიანთი“ დედები. -ცოტნე,გაახილე თვალები,შვილო ...-კიოდა „სხვისი“ გამწარებული დედა,გონწართმეულს კი ესმოდა როგორც „თავისად“. რაღაცას ძლიერად ჩასჭიდა ხელი და იქამდე ჩაეჭიდა სანამ მტევანი არ ატკივდა. იგრძნო,ვიღაც თავად ეჭიდებოდა მაყაშვილის მარჯვენას. ქალის ხელი იგრძნო,დედასავით ლამაზი ქალის თითები ისე ებღაუჭებოდნენ მამაკაცისას,როგორც დასახრჩობად განწირული ეჭიდება სამაშველო რგოლს. თვალი რომ გაახილა დედამისი დაინახა. ლილი. -ცოცხალი ვარ,ლილიკო.-ძლივს ამოიხრიალა და ვერ მიხვდა,რატომ აგიჟებდა ტკივილი ფეხის არეში იმდენად,რომ გონება ეკარგებოდა. -თვალები არ დახუჭო ცოტნე,მელაპარაკე,მამი!-ღრიალებდა ცრემლიანი თამაზი და გიჟივით მიჰყავდა მანქანა. -კარგად არიან,მა.-თავისი ხმა ძლივს ესმოდა ცოტნეს. -ვისზე ამბობ,ცოტნე?!-უკან მოიხედა თამაზმა და კიდევ უფრო გაზარდა სიჩქარე. ფაქტობრივად მიფრინავდა მანქანა ჭავჭავაძეზე. -ჩვენები.-ამოიჩურჩულა და ლილის კალთაში თავი უღონოდ გადააგდო უკან. -ცოტნე!-შეჰკივლა ლილიმ და სახეში მსუბუქად გაარტყა ხელი მამაკაცს. -რა ლამაზი ხარ,ლიკიკო?!-ღიმილმა წაართვა ყველა ემოცია მაყაშვილს და ბოლო რაც დაინახა დედინაცვლის ცრემლები იყო,რომლებიც ვეღარ გაეგო მას დასტიროდნენ თუ რვა წლის პატარა ბიჭუნას,რომელსაც უნებურად ასწავლეს სიძულვილი. მაშინ მთელი თბილისი ლაპარაკობდა,როგორ ვერ დაამუხრუჭა თამაზმა დროულად და როგორ შევარდა მანქანა საავადმყოფოს მისაღებში. მსხვერპლი არ მოჰყოლია უბედურ შემთხვევას,მხოლოდ ბარბარეს და თამაზს ჰქონდათ რამდენიმე ნაკაწრი იდაყვების და შუბლის არეში. ექიმებმა დროულად აღმოუჩინეს დახმარება ცოტნეს,რომელსაც იმდენი სისხლი ჰქონდა დაკარგული სავალდებულო გახდა მისთვის სისხლი თამაზს გადაესხა. მუხლის არეში ჭრილობამ თავისი საქმე გააკეთა,ცოტნე საოპერაციოდ იმ ღამითვე შეიყვანეს. ექიმების თქმით ტყვია სულ ოდნავ რომ აცდენოდა აუცილებლად დაუზიანებდა მყესებს და უფრო სავალალო შედეგამდე მივიდოდნენ,ვიდრე ახლა იყვნენ. ყველანი საავადმყოფოს მოსაცდელში იცდინენ და პოლიციელების დასმულ კითხვებს რიგრიგობით პასუხოდბდნენ. არავის არ დასცდენია სანდრო ამირეჯიბის სახელი და გვარი. ბიჭის,რომელიც დაინახა თუ არა თამაზმა თავისი გარდაცვლილი ცოლის საფლავზე გაწოლილი,მაშინვე დარეკა საჭირო ხალხთან და უბრძანა,რომ უვნებლად მიეყვანათ სახლში. თვალი რომ გაახილა საავადმყოფოს კედლებზე სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი. ვერ იტანდა აქაურობას. -აუ,თამაზ კაი რა ...-წამოწევა სცადა მაგრამ ტყვიასავით მძიმე ფეხს ძვრა ვერ უყო.-აუ,დავხეიბრდი?!-სახე დაემანჭა ირაკლის და ლევანის ხარხარზე. -ამ სახით ეს კითხვა არავის დაუსვამს,თავს დავდებ!-სულს ძლივს ითქვამდა ირაკლი. -ასე უნდა მანუგეშო,ბიჭო?!-თავად ცოტნესაც გაეცინა და პალატას თვალი მოავლო,არავინ იყო ბიჭების და თამაზის გარდა. -რა განუგეშო,ისედაც „სტარიკი“ იყავი და ახლა კასტილით „ვაფშე დედუშკა იჩითები“,ხვდები?! -რაგინდოდა,რას მომითრიე ეს ორი უსაქმური?!-ახლა მამამისს გადმოხედა,რომელსაც ფერი არ ედო სახეზე,-კაი,თაზუკა რა,კარგად ვარ.მაგრად გადავრჩით მუხლს,რომ დაუმიზნა იმ იმბეცილმა და არ დატოვა დიდებული გვარი ... -რა გინდოდა იქ?!-თამაზის ხმამ ჰაერი დაძაბულობით გაჟღინთა. -დედაჩემთან წავედი,არ მქონდა უფლება?! -ამ ტყუილს ვის აჯერებ?! -ახლა რომ ვუკვირდები,იმ საფლავზე ცოტა უხერხული სიტუაცია ...-თამაზის ხელი შხუილით დაეშვა ცოტნეს სახეზე,ბიჭებმა სინქრქონში დაღუნეს თავები. -მე, შენ, გაგაფრთხილე,ბარბარეს გულს ატკენ და მე გაგიხდები-მეთქი პირველ მტრად,რა ჯანდაბას აკეთებდი იქ?! -შენ, რომ იმ საფლავზე ახვიდე,ლილის ღალატობ მაგით?!-მტევნები დაემუშტა ცოტნეს. -გააჩნია,ვღალატობ კი?!-ირონია გაერია თამაზს ხმაში,ამით აგრძნობინა შვილს,რომ იცოდა საფლავზე დედის გამო არ ასულა. -თამაზ ... -მე შენ შეგპირდი და აგისრულებ,არ გაბედო ...-ცხვირწინ დაუქნია საჩვენებელი თითი გაფრთხილების ნიშნად-არ გაბედო,იმ ბავშვს გული ატკინო ... თორე დაგანაწევრებ და ისე დაგხმარხავ დედაშენის გვერდით,ნუ გამხდი შვილის მკვლელად,გაიგე?!-უჩვეულოდ მშვიდი ხმა ჰქონდა მამაკაცს,ბიჭებს სხეულში ავად გასცრათ მამა-შვილის დიალოგის მოსმენისას. -ამის გამო არ ავსულვარ!-დამნაშავე ხმის ნოტები გაერია ცოტნეს ხმაში. -ეს შენი სინდისისთვის მომინდვია,შვილო!-ჩაისისინა თამაზმა და იქაურობას გაეცალა. -შენ ხო არ აფრენ,ბიჭო?!-ჩაერია ლევანი და ირაკლის მზერა დააიგნორა,თითქოს ზუსტად ახლა იყო ამის დრო. -ავედი ... მინდოდა მეთქვა,დაგამთავრე-მეთქი. მინდოდა თვალებში ჩამეხედა და საკუთარ თავში დამესვა წერტილი მისთვის,მისი სიყვარულისთვის,მისი ღალატისთვის,ჩემი არაკაცობისთვის.ყველაფრისთვის!-ხმას ნელ-ნელა უმატებდა ცოტნე.-მინდოდა ერთხელ და სამუდამოდ მეთქვა ის რისიც ასე მეშინია ... იქ გალეშილი ამირეჯიბი დამხვდა,ერთი წამით იარაღი რომ დამიმიზნა, არ მინდოდა მოვეკალი,მაგრამ მივხვდი ... ასე რომ დამესრულებინა სიცოცხლე უკეთესი იქნებოდა.წერტილს დავუსვამდი ამდენ მართალსა და სწორს შორის სირბილს,მინდოდა ეს მძიმე ტვირთი, რასაც ქვრივი ქვია მოეხსნა ჩემი მხრებიდან ... მერე ბარბარემ დამირეკა და ყველაფერს ისევ ბინდი გადაეკრა,ისევ ყველაფერმა დაკარგა აზრი მისი ზარისგარდა. -ცოტნე, თავს ნუ იტანჯავ,არავის ღალატობ,შეიგნე რა!-აღმოხდა მოსმენილისგან დათრგუნულ ირაკლის-მასაც ენდომებოდა ბედნიერი ყოფილიყავი,რატო არ გესმის?! -მე არ მენდომებოდა და,აი, ამიტომ ...-მხრები აიჩეჩა და ოთახში შემოსულ ლილის თბილი მზერა მოავლო. ბიჭებს ხმა ჩაუვარდათ. მას შემდეგ არც ერთს უთქვამს არაფერი ამ თემასთან დაკავშირებით. თითქოს ცხადი იყო,რომ ვერ გაუგებდნენ და ამით დაასრულეს. არც ერთხელ მისულა საავადმყოფოში. კოტესთან დარეკა და გააგებინა რომ თავიანთ ბინაში დაბრუნდა და არსად წასვლას აღარ აპირებდა. კოტეს კითხვებს თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მარტივი ტყუილები მოუფიქრა პასუხად და თავისი ჩემოდნებით დაბრუნდა ცარიელ სახლში. არც ერთ ზარს არ უპასუხა დაზეპირებული ნომრიდან შემომავალს. არც ერთხელ გაჩენია სურვილი მასთან ლაპარაკის. თითქოს ზედ თავზე დაამხეს ოცნება,რომელშიც ცხოვრება თავისი ნებით ასწავლეს. გულის ყველა ნაწილი დაშალა და თავიდან გადააწყო,თავიდან ააშენა. კარჩაკეტილ ბინაში მოჩვენებასავით დადიოდა. წიგნებით ხელში ოთახიდან ოთახში შუქებს ანთებდა,მარტოობას რომ არ გაეგიჟებინა,რომ არ შეშინებოდა სიბნელეში გამკრთალი მონატრების სხივების. ორი თვე გასტანა ცოტნეს გარეშე ცხოვრებამ. ორი თვის განმავლობაში სულ ორჯერ ჩაიხედა სარკეში და მესამე ცდას მუქი ფერი ნაჭრით გადაურჩა. ნაჭერი საგულდაგულოდ მალავდა სარკის ზედაპირს,საიდანაც ოცი წლის გოგონას ნაცვლად უსიყვარულობის ერთობლიობა შესცქეროდა ბარბარეს. ახალი წელიც გამოტოვა,შობაც. ვალენტინობაც და ყველა სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი თუ ნაკლებ მნიშვნელოვანი დღე. არც ერთს ჰქონდა აზრი. წიგნებში თავჩარგული მანამ მეცადინეობდა,სანამ გონება ძილის სურვილით გაგიჟებული,როგორც რობოტს ისე არ გათიშავდა წიგნებზე დამხობილს. აპრილის ორი თენდებოდა სახლის კარზე კაკუნი რომ ატყდა. კატო ეგონა,ხშირად დადიოდა ხოლმე,საყვედურობდა,პროდუქტები აჰქონდა და უკან ბრუნდებოდა. გრძელი ატლასის სარაფანი მუხლებმადე აიკეცა,ფეხებში რომ არ გაბლანდოვდა ნახევრად მძინარეს და კარის გასაღებად წავიდა. მას შემდეგ რაც თამაზს და ლილის კატეგორიული ტონით თხოვა,რომ არ შეწუხებულიყვნენ ნახვით დარწმუნებული იყო კართან ისეთი არავინ აღმოჩნდებოდა,ვისთვისაც გაღების სურვილი არ ექნებოდა. ხანდახან რაშიც ასე დაბეჯითებით ვარწმუნებთ ხოლმე საკუთარ თავებს,იმას არყევს ცხოვრების მონაბერი ქარები. გაღებული კარის ზღურბლზე ცოტნე მაყაშვილი იდგა შავი ხელჯოხით,ჯიბეში ჩადებული ხელით,შავი მოკლემკლავიანი მაისურით და ამავე ფერის ჯინსით,ხელზე მაჯის საათით და ბარბარეს საყვარელი სუნამოში არეული მონატრების სურნელით გაჟღენთილი. -ვერ გამექეცი,ალბათ იმიტომ რომ გაქცევა არც არასდროს გდომებია.-გაეცინა მამაკაცს და ცხვირწინ მოხურულ კარს ატკივებული ფეხი დაახვედრა. მანამ აწვებოდა რკინის მასიურ კარს ბარბარე სანამ იატაკი მეწამული ფერის სისხლმა არ გადღაბნა. გველნაკბენივით გახტა უკან და დაელოდა,ნელი მოძრაობით,როგორ გააღო ცოტნემ კარი,ტკივილისგან ფერდაკარგულმა როგორ დაადგა სისხლიანი ფეხი იატაკს და როგორ შემოვიდა სახლში. -თამაზს დავურეკავ!-შეჰკივლა გოგონამ. -ჩემი გეშინია?!-მშვიდი იყო მაყაშვილი-იმიტომ რომ ვერაფერი დამაჯერებს იმის გეშინოდეს,რომ აქ სისხლისგან დავიცლები. -რატომ მოხვედი?! -შენ, არ მოხვედი,ბაბი და მთის და მუჰამედის ამბავია ... თუ შენ არ მოხვალ ჩემთან,მაშინ მე მოვალ შენთან ... თუნდაც ცალი ფეხით,თუნდაც უფეხოდ და ვნახოთ რომელს უფრო გვიყვარს ერთმანეთი! -შენი ცოლის საფლავზე ჩემი სიყვარულისთის ბოდიშის მოსახდელად იყავი ასული?! -მილიონ კაცში მარტო შენ დასვი ეგ კითხვა ... ცინიზმით,მაგრამ მაინც შენ მიმიხვდი რა მინდოდა იმ ღამით ჩემი ცოლის საფდლავზე. -ნუთუ?!-უკან სვლით მიმავალი ბარბარე ინერციით ჩაეშვა სავარძელში,მალევე დაიკავა მის მოპირდაპირედ ადგილი მომღიმარმა მამაკაცმა. -ორი წამით თვალები დახუჭე ... ხვალ რომ აღარ იყო ზეგ რა გენდომებოდა ... ?! -გინდა შენი ცოლის ადგილას დავაყენო თავი და ასე გიპასუხო?-გაეცინა ბარბარეს და იქვე დადებული ჭიქა პირდაპირ ცოტნეს მიმართულებით ისროლა,მილიმეტრებში აცდა მინის ჭურჭელი და მთელი ძალით შეასკდა უკან კედელს.-მეზიზღები!-იკივლა გამწარებულმა. -ვერ მიუდიხარ იმ აზრზს ვერსად,რომ გენდომებოდა შენთვის ეერთგულათ,ხომ ასეა?! -ასე შენნაირი ეგოისტი კაცები ფიქრობენ! -ეგოისტი მასთან რომ ვყოფილიყავი ჩვიდმეტი წლიდან ჩემი ცოლი იქნებოდა ... მე მისთვის სულ საუკეთესო მინდოდა ... მინდოდა საუკეთესო უნივერსიტეტში ესწავლა,საუკეთესო ტანსაცმელი ცმოდა,საუკეთესო მანქანით ევლო ... მინდოდა მის გვერდით ჩემზე უკეთესი კაცი ყოფილიყო ... ერთხელ,როცა ჯერ კიდევ ვმეგობრობდით, ჩემი სხვა მეგობარი გავაცანი ამ იდეით,ხედავ რა ავადმყოფი ვიყავი?! მისთვის მინდოდა ყველაფერი საუკეთესო ... შენთვის არა,ბაბი. შენთვის მარტო ჩემი თავი მემეტება,მარტო ის ტანსაცმელი მემეტება,სადაც მხოლოდ მე მელამაზები,მარტო მე მინდა გხედავდე,მარტო მე მინდა ვსუნთავდე შენით,გესმის?! ერთი პროცენტით რომ დავუშვა შენ გვერდით ვინმე სხვა ... ჩემზე მილიონჯერ კარგი ... იმ ერთ პროცენტში პოტენციური მანიაკი ვხდები. მე შენი ყველა უჯრედი ჩემთვის მინდა,შენი ყველა გამოხედვა ჩემთვის მემეტება,შენი ყველა გაღიმების მიზეზი მე მინდა ვიყო ... მინდა შენი პირადი სივრცე წაგართვა და ჩემსას მივუშენო ... არ ვიცი ხდება ასეთი რაღაცები ნორამალური სიყვარულის დროს?! რომელს დაგარქვათ სიყვარული,როცა ორივესთან განსხვავებული ვარ. ბარბარეს თვალები დაექაჩა შიშისგან,გაოგნებისგან,აღელვებისგან და კიდევ ერთი ... ერთი უნცაური შეგრძნებისგან,რასაც სახელი ვერ დაარქვა. თითქოს სავარძელს მიელურსმნაო გატოკება ვერ შეძლო. -ხარ ... და არა „იყავი“.-ამოიხრიალა თვალებდაქაჩულმა და ცრემლებს გზა მისცა ფართო. -რა ..?!-ხმა ჩაუვარდა მაყაშვილს. -შენ თქვი „ორივესთან განსხვავებული ვარ“ ... უნდა გეთქვა ... „ვიყავი“ ... მასთან „ხარ“ და არა „იყავი“ ... ჯანდაბა,ასეთი რა დავაშავე ... -ამოიტირა და თმებზე ხელები კანის ატკიებამდე მიიჭირა.-ასეთი რა ჯანდაბა დავაშავე შენ რომ გადაგეყარე?! -სახლიდან რატომ წამოხვედი ...-ამოიხრიალა მამაკაცმა და სისხლიან ფეხს ხელისგულოი დააჭირა. -აღარაფერი მინდოდა შენთან საერთო. -აქ ვამთავრებთ ?!-ცოდვებს დაემძიმებია ცოტნეს ხმა. -გამიშვებ?!-დამფრთხალი მზერით ახედა მამაკაცს და თავადაც ვერ მიხვდა როგორ ჩამოანგრია ცოტნეს გადაყვლეფილი გულით ნაშენები სახლის კედლები. -ჯანდაბა ...-გაეცინა მამაკაცს და გაუაზრებლად გასცვივდა ცრემლები შემოდგომის ხმელი ფოთლებივით.-ჩემი მართლა გეშინია,ბაბი?! -შენთან მომავლის მეშინია ... შენთან ყველაფერი საერთოსი მეშინია ... -დაგვიმთავრებია ...- თავადაც ვერ გაიგო ისე დაიჩურჩულა და ღია კარებისკენ მშვიდი ნაბიჯებით გაემართა. გული ჩაწყდა პატარა ქალს თითქოს. ბოლომდე ჯეროდა რომ არ გაუშვებდნენ,სიყვარული თუ არა,ეგოისტობა მაინც ვერ დაათმობინებდა მის თავს მაყაშვილს. სამი თვის განმავლობაში სამასჯერ მაინც ექნებოდა წარმოდგენილი მათი შეხვედრის სცენა და არც ერთი ჰგავდა რეალობას. ხუთი წუთი ხუთ საუკუნედ მოეჩვენა. მიხვდა,რაღაც ისეთს კარგავდა,რისი გაშვებაც სიკვდილის ფასად არ უღირდა. ახლა საკუთარი თავი ეზიზღებოდა,მისი რომ ესმოდა. უნებურად რომ პატიობდა საფლავის გზაზე გადადგმულ ყველა ნაბიჯს. მზერა სისხლის წვეთებზე ჰოქნდა გაშტერებული. მეწამული ფერს შეეღება კარამდე მისასვლელი გზა. მუჭში მოქცეული კაბის ბოლოებს ხელი უშვა და ფეხშიშველი სირბილით აედევნა დიდი ხნის წასულს. კიბეები ისე ჩაირბინა სული არ ჩაჰყოლია. ცრემლები უნამავდა ფერმკლრთალ ლოყებს. და ის იყო ბოლოს წინა კიბე ჩაიარა რომ სულ ბოლო საფეხურზე მჯდარი მაყაშვილი დალანდა. კედელს მიყრდნობოდა,ცალი ფეხი გაშლილი ჰქონდა და ღრმრად სუნთქავდა. -ცოტნე!-შეჰკივლა გოგონამ და ფეხშიშველმა მიირბინა მამაკაცთან. -თამაზს ... დაურეკე ...-ფერი არ ედო მამაკაცს სახეზე. -მოდი ... წამოდგომას შეძლებ?!-ტიროდა ბარბარე და ორმეტრიან სხეულს ეპოტინებოდა. -ვერ შეძლებ ... არ ხარ ვალდებული ... -მოდი,ჩემთან ...-ბუტბუტებდა გოგონა და მთელი ძალას იკრებდა რომ როგორმე მძიმე სხეული ფეხზე წამოეყენებია.-ცოტნე,გთხოვ მომეხმარე,რა.-მავედრებელი ხმა შუაზე ტეხდა მაყაშვილს,ძლივს აითრია სხეული და ბარბარეზე გადამხობილმა წვალებით გაიარა მანქანამდე მისასვლელი გზა. -ბაბი,შეეშვი ... მოვა თამაზი ... ტარება არ იცი ... -ძალიანაც ვიცი!-ჯიუტი იყო ბარბარე,უკანა სავარძლებზე მოათავსა ცოტნე,კაბის ბოლოები აიკეცა და საჭესთან მოთავსდა. -ჯანდაბა ... -არ გაინძრე გთხოვ ... -კაბის ბოლოს მთელი ძალით ჩაეჭიდა და კოჭებიდან მუხლამდე სიგრძეზე შემოახია ნაჭერი.-გიშველი,ოღონდ ჩემთან დარჩი ... თვალები არ დახუჭო ... მელაპარაკე,ცოტნე. -მიშველი ოღონდ შენთან დავრჩე ...-ამოილუღლუღა მამაკაცმა და ცივი ოფლით დაცვარულ სახეზე ღიმილმა გადაურბინა-სამოთხესავით ლამაზია ეგ შენი სიტყვები,პატარა ბარბარე. წინა სავარძლიდან უკან გადახრილმა ბარბარემ წვალებთ შეუხვია ცოტნეს ფეხი,საჭესთან მოკალათდა,სარკე გაასწორა და მანქანა ისეთი სისწრაფით გაიყვანა ეზოდან ცოტნემ თვალები გაახილა მოულოდნელობისგან. -სიმართლე თუ მოქმედება ცოტნე ..?!-ღელავდა გოგონა და ცდილობდა ნაცადი ხერხით დაეხშო ეს ნერვიულობა. -მოქმედება ...-გაეღიმა ცოტნეს და ხელის მარტივი მოძრაობით უკანა სავარძლის ფანჯარა ჩამოსწია,მოეჩვენა რომ ჰაერი არ ყოფნიდა. -გახსოვს,ჩვენი სახლი ?! ზამთრის დილა,მე,შენ და ჩვენი სამი?! -ნეტა ოდესმე შევძლებდი ამის დავიწყებას?-ძლივს აბამდა სიტყვებს თავს ცოტნე. -გააგრძელე ... მელაპარაკე ცოტნე ... მიდი,არ მაიძულო,რომ მანამდე გირტყა,სანამ აზრზე არ მოგიყვან. -ბაბი,არ ჩანდი ასეთი აგრესიული,კაი რა?!-ასეთ მდგომარეობაშიც კი ხუმრობას მხოლოდ იმის გამო ცდილობდა,რომ ბარბარეს დაძაბულობა მოეხსნა. -მიდი,მაყაშვილო!-საჭეს ხელი ნერვიულად დასცხო ბარბარემ. -ახლა უნდა მეუბნებოდე,რომ არ ვილაპარაკო და ენერგია დავზოგო ... შენ, უნდა მიყვებოდე ჩვენ ამბავს ... -ამ ნიშანზე არ მახსოვს უნდა შევუხვიო თუ არა ... -წინ უნდა იარო,ბაბი ... -მე ... მე კარგად ვაკეთებ საჭმელებს,მაშინ არ მომიტყუებიხარ ... -ცრემლებს ხმაურიანად იწმენდდა და არ ადარდებდა რომ წითელზე მირბოდა შუა ქალაქში მაღალი სისწრაფით.- დილით,საუზმეს გავაკეთებ ... ჩვენს ბიჭებს სკოლისთვის მოვამზადებ ... -უფროსი აუცილებლად გოგო იქნება ...-გაეღიმა ცოტნეს. -ბიჭი იქნება. -ამასაც ვნახავთ! -ნუ მეკამათები,ცოტნე!-საჭეს ხელი დასცხო ბარბარემ. -სისხლისგან მე ვიცლები და კიდე შენ მეკამათები!? -მეც მოვემზადები ... შენსავით წარმატებული ლექტორი ვიქნები,ახალგაზრდა ბიჭები რომ გამეპრანჭებიან ... -რაო?!-თავი წამოჰყო ცოტნემ და ბარბარეს მუხრუჭზე ისევ უკან გადავარდა.-ჩემ სიკვდილს თუ გეგმავდი დაგეტოვებინე იმ კიბეზე უმტკივნეულოდ მაინც გავლევდი სულს! -შენ, რომ გეპრანჭებოდა ნონა ოთხმეზური კიარ დამვიწყებია! -ვინ არი, გოგო ნონა ოთხმეზური? -ჩემი კურსელი!-შესძახა ბარბარემ. -მაგის გამო შენ სტუდენტ ბიჭებს ჩემ ზღაპრულ წარმოდგენებში აფათურებ მერე?! -ბევრს ნუ ლაპარაკობ,ცოტნე ენერგია დაგეხარჯება ... -მივიდეთ საავადმყოფომდე და მერე მე ვიცი ... ორ წამიანი დუმილის შემდეგ ისევ ცოტნემ წამოიწყო ლაპარაკი. -ბაბი,ჩვენი შვილები უფრო გეყვარება თუ მე?! -ჩვენი შვილები. -დაფიქრებულიყავი მაინც! -ისინი ჩემები იქნებიან,შენ არასდროს ...-ამოილაპარაკა ისე რომ ცოტნეს არც გაუგია,საავამდყოფოსთან გააჩერა და გიჟივით გადახტა მანქანიდან. სულ მალე ექიმების მთელი ჯარი ეხვია ცოტნეს თავზე. სულ მალე ყველაფერი უკვე კარგად იყო. კოტეს ჩამოსვლას ყველა ტყვიის გასროლასავით ელოდა. იცოდნენ კოტე ამ ყველაფრით კმაყოფილი არ იქნებოდა. ორი ღამე არ ეძინა თამაზს. როგორც იქნა თეკლეს ანალიზების პასუხები დამაკმაყოფილებელი იყო და მთელი ოჯახი სულ მალე ერთად იქნებოდა. უფროს ანჩიბაძეს ცოტნე და ბარბარე რომ დახვდნენ აეროპორტში,ესეც არ ენიშნა კარგად. მიხვდა,რაღაც ისე ვერ იყო. პატარა გოგონა ისეთი სისწრაფით გამოიქცა ბარბარესკენ ბარბარე აუცილებლად დაეცემოდა ცოტნეს ხელი რომ არ შეეშველებინა. -ჩემო პრინცესა,მომენატრე,თეკე.-ლოყებს უკოცნიდა სულ მთლად დასუსტებულ ბავშვს გოგონა. -დედას სიხარული,როგორ გაიზარდე დე.-აცრემლებული თვალებით ჩაიკრა მაიამ გულში უფროსი შვილი. -ცოტნე, როგორ ხარ?!-ხელი გაუწოდა კოტემ მის წინ ასვეტილ მამაკაცს. -არამიშავს,კოტე,თავად?! -თამაზი როგორ არი?! -გელოდებათ სახლში ის და ლილიკო,სუფრა გააკეთეს თქვენს დასახვედრად. -რას ამბობ,რატომ წუხდებოდით?!-ახლა მაია ჩაერია ლაპარაკში. -რა შეწუხებაა,პირიქით,ყველას გაგვიხარდა რომ მშვიდობით დაბრუნდით.-თვალს ვერ აშორებდა პატარა გოგონასთან ერთად მოკისკისე ბარბარეს,რაც არ გამოჰპარვია მამის მახვილ თვალს. -წავედით ბავშვებო,ბაბი სახლში გეყოლება და იქ შეჭამე დააცადე,ახლა. -მოიცა რა,დე იცი როგორ მენატრებოდა ჩემი მსუნაგი და მოუსვენარი გოგო?! ანჩიბაძეების სახლში ლილისთან ერთად ორი დამხმარე გოგო ტრიალებდა,პატარა და კოხტა სუფრა გაეშალა ქალბატონ ლილის, ანერვიულებულ თამაზს გზადაგზა დაუცაცხანებდა ხოლმე. შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ლილის კალთაში მოკალათებული თეკლე ხან რას ითხოვდა ხანაც რას. -კოტე,შენთან საქმე მაქვს ...-თამაზის ერთ წინადადებაზე წამიერად დაიძაბა ოთახში თითოეულის სუნთქვა მაიას და თეკლეს გარდა,რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდებოდა. -გისმენ,თამაზ.-თითქოს უკვე იცოდა რაც უნდა ეთქვაო. გამჭოლი მზერა ესროლა ბარბარეს გვერდით მჯდარ ცოტნეს. -ჩვენს შვილებზე მინდა გესაუბრო,არ ვიცი როგორ გირჩევნია,ცალკე გავიდეთ ... -თქვი,თამაზ,თქვი ... -ჩემ ცოტნეს ... ბარბარე შეუყვარდა.-მეხის გავარდნას ჰგავდა კოტესთვის ეს წინადადება.იცოდა,ელოდა,მაგრამ ჭექა-ქუხილმა მაინც თავისი გაიტანა,ააკანკალა შვილის ბედით აღელვებული მამა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო,რომ იცოდა ... იცოდა მისი შვილის ბავშვური სიყვარული ცოტნეს მიმართ,როგორი წრფელი იყო,დიდი ხანია აკვირდებოდა თავის პატარა გოგონას,რომელიც სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა მალულად ცოტნეს.- თავიდან მეც შოკი მქონდა ... არ ვიცოდი,როგორ უნდა მიმეღო ეს ამბავი. -მე შენ ჩემი ქალიშვილი განდე.-ბასრი ისარივით გაჭრა ჰაერი კოტეს ხმადაბალმა ტონმა. უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ბარბარეს.-მე შენ ჩემი ოჯახი განდე. -მე კი ღირსეულად მოვუარე შენს შვილს,კოტე.-არც ერთი წამით არ შეუხრია წარბი თამაზს,აი, რას ნიშნავდა სინდისი სუფთა რომ ჰქონდა ყველას წინაშე.-ჩემმა შვილმა ...-და საოცარი სიამაყით წარმოთქვა „ჩემი შვილი“-მაშინვე,როცა ამ ამბავში გამომიტყდა,ჩანთები ჩაალაგა და სახლიდან წავიდა. ერთი წამითაც არ უცხოვრიათ ბარბარეს და ცოტნეს ერთ ჭერქვეშ,როცა მათ შორის ურთიერთობის გარკვევა დაიწყო. ყველა ნაბიჯი ჩვენი შვილების პირველ რიგში მე ვიცოდი. თავი შენს ადგილას დავაყენე და ... -და ნება დართე შენს ქვრივ,ფსიქიკაშერყეულ ბიჭს ჩემ ბავშვთან ურთიერთობა დაეჭირა?!-გაეცინა კოტეს ისე რომ ცოტნესთვის მზერა არ მოუშორებია,ეს ორი საუბრის დაწყების წამიდან ერთმანეთს უყურებდნენ უდრეკი მზერით. თითქოს კოტე ამას განზრახ აკეთებდა. -მესმის,არც მე მინდოდა ბარბარე ... -შენ რომ ბარბარეზე გედარდა შენს შვილს თავს მოაჭრიდი და ჩემსას არ გააკარებდი. შენი შვილის ბედნიერებისთვის ჩემი უბედურებისთვის გაწირე?! -მამა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ვერავინ ჩაერეოდა ვერც დადებითი კუთხით და ვერც უარყოფითით.-ბარბარეს სიტყვებზე ახლა ყველას ყურადღება მასზე გადავიდა ცოტნეს გარდა. იჯდა მშვიდად,თვალები დაეხუჭა და გულში ... იმ ღმერთს ეუბნებოდა მადლობას,რომლის არსებობაშიც ცხრა წლის წინ ეჭვი შეჰქოდნა. -თუ გესმის საერთოდ რას ამბობ!-ხელი დასცხო მაგიდას კოტემ.-თუ გესმის რას ნიშნავს გერქვეს მეორე ქალი კაცის ცხოვრებაში?! რა უთავმოყვარეობაა,ხვდები მაინც?! ამისთვის გაგზარდე?ამისთვის გასწავლე?! რომ ვიღაც ჩამოყალიბებულ ავადმყოფს შეწირო შენი ცხოვრება?! შენი ახალგაზრდობა სხვა ქალის ჩრდილქვეშ გაატარო და მაშინ, როცა ყველაფრით დაიღლები თავი უბედურად იგრძნო?! ეს გინდოდა,ბარბარე?!-იღრიალა კოტემ. რა მწარეა სიტყვით დაჭრილი ადამიანის ტკივილი. ცრემლი, რომლის ფასიც მხოლოდ ბარბარეს ესმოდა იმ ქალს ეკუთვნოდა,რომელიც ბარბარესთან ერთად სრულიად შემთხვევით გაილანძღა მხოლოდ იმის გამო,რომ გაბედა და ქვრივი კაცი შეუყვარდა. -კოტე,შენ ახლა აღელვებული ხარ და ...-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ცოტნემ რომ ჩაახველა და თამაზს აგრძნობინა ლაპარაკის უფლება მიეცა. -მესმის,ახლა ვისაც ეკუთვნის სიტყვა მათ შორის უკანასკნელი ვარ,მაგრამ ... თქვენი ამ სიტყვებით იმ ქალს ატკინეთ უნებურად გული,ვინც ამას საერთოდ არ იმსახურებდა ... ვინც თვეების განმავლობაში თქვენს შვილს საკუთარივით უვლიდა. ქვრივიც ადამიანია,დიდი ტკივილით.-ვერც ერთმა ქალმა ცრემლი ვერ შეიკავა მაგიდასთან მყოფთაგან.-იყო ქვრივი არ ნიშნავს რომ შენ იყო დამნაშავე ცხოვრების უკუღმართობაში. მე ცხრა წელი შევალიე ჩემი ცოლის გლოვას და თუ ამ ცხრა წლის განმავლობაში,როცა საყვარელი ქალის გარდაცვალება მარილმოყრილი ჭრილობასავით მეწვოდა,რამე არაადექვატური გავაკეთე ... მე მაპატიეთ ... -სიმწრისგან ეღიმებოდა,თვალებში ვერც ერთ მათგანს ვერ უყურებდა-მე შემიყვარდა თქვენი შვილი,ეგოისტურად. დღეს რომ უთხრათ ან მე ან ეს კაციო,არ ელოდოთ ჩემგან რომ ვთხოვ თქვენი თავი აირჩიოს და მსხვერპლად ჩვენი სიყვარული შეწიროს,რატო?! მარტივი მიზეზის გამო ... ქვრივი ვარ და ამ წყუელ დედამიწახე მარტო ჩემნარებს შეუძლიათ გაიგონ,რას ნიშნავს, როცა ღმერთი შანსს გაძლევს და არ იყენებ. ყველა წამი მიღირს ომად,თუ ეს ომი საჭიროა ამ წამებისთვის. ჰო,თქვენ წინაშე გაბოროტებული,გაეგოისტებული კაცი ზის,რომელიც არ დაგითმობთ თქვენს შვილს,მარტო იმიტომ რომ ვიცი ვუყვარვარ. -და არა იმიტომ,რომ იცი ცხოვრებაში ტკივილს არ მიაყენებ, არა?!-გაეცინა აპილპილებულ კოტეს.-ეგოისტობა კარგი რამე გგონია,შვილო?! ეს, შენ გჭირდება კარგად იყო,იმიტომ რომ იცი ცუდად ყოფნა რას ნიშნავს და ბარბარე?! სად არი აქ პირობა,რომ ჩემს შვილს შენი ცოლის საფლავის გამო ტირილი არ მოუწევს?! -მე პირობას მხოლოდ ბარბარეს წინაშე დავდებ და არა იმ კაცის წინაშე,ვისაც ორი წამის წინ ავადმყოფი მხოლოდ იმიტომ ვეგონეთ მეც და მამაჩემიც,მისი ბავშვობის ძმაკაცი,რომ ცხოვრებამ პირველი სიყვარული წაგვართვა. -აჰ,აქეთ გამოვყავარ დამნაშავე,ბოდიშიც ხომ არ მოგიხადო?! -მე არა მხოლოდ ლილის,ის არ იმსახურებდა თქვენს სიტყვებს,მე არ მაინტერესებს. -თავხედო!-იღრიალა კოტემ და ფეხზე წამოხტა. -კოტე, ძალიან გთხოვ ...-უკვე ფერი აღარ ედო სახეზე თამაზს. -გაეთრიე ჩემი სახლიდან,შენი შვილიანად! -შენ, იცოდი რომ მას ვუყვარდი და მისი თავი მაინც მე მანდე!-არ ჩერდებოდა ცოტნე. -ცოტნე,თუ ღმერთი გწამს გაჩერდი,შვილო ...-ცივი ოფლი ასხამდა თამაზს. -მე ჩემ შვილში დარწმუნებული ვარ,დარმწუნებული ვარ რომ თავისით კისერზე არ ჩამოგეკიდა და ეს შენ ... შენ აურიე გონება! -ამაში მართალი ხართ,როგორც კი მივხვდი ჩემთვის მოვლენილი საოცრება იყო იმ წამიდან მისთვის ბრძოლა დავიწყე. რამდენ ნაბიჯსაც თქვენდამი პატივისცემის გამო უკან ვდგამდი უნებურად ვუახლოვდებოდი მას. ყოველ ჯერზე როცა მისგან გავრბოდი ისევ მის ზურგს უკან აღმოვჩნდებოდი ხოლმე, გაუაზრებლად ... -ხმას ნუღარ იღებ!-ღრიალებდა გაავებული კოტე. -წამოხვალ?!-ყურთან უჩურჩულა ცოტნემ ბარბარეს და ფეხზე წამომდგარ ლილის ჩანთა მიაწოდა. -გთხოვ,იქნებ დავარწმუნო ... -ვერ დაარწმუნებ,მისთვის ეშმაკი ვარ,რომელიც მის შვილს სტაცებს. -მაცადე,კარგი?! -როგორც შენ იტყვი,ბაბი.-შუბლზე აკოცა და წინ წასულ ლილის მხრებზე მისი გრძელი მკლავი მოხვია.-შენ ხარ ყველაზე დედა,მინდოდა რომ გცოდნოდა ...-საფეთქელთან აკოცა და თამაზს ანიშნა რომ სწრაფად წამოსულიყო. -ცოტნე,არაუშავს ... გაბრაზებული იყო ამიტომ თქვა ...-ბუტბუტებდა ლილი.-კოტე არ არის ცუდი კაცი. -ვინმემ თქვა რომ ცუდია?!-გაიკვირვა კიბეზე ჩამავალმა და მამას თბილი მზერით გადმოხედა.-ოდესმე აუცილებლად შეიცვლის თავის წარმოდგენებს ჩემზე და იმ ქალებზე,რომლებიც ყველა კაცზე ძლიერები არიან. ბიჭებთან ერთად უზარმაზარ აივანზე ისხდნენ ლილი და თამაზი და მომხდარ ამბავს განიხილავდნენ ტაქსი რომ გაჩერდა ჭიშკართან. -ველოდებოდით ვინმეს?!-თამაზმა გაკვირვებით გადმოხედა ლილის. -ბარბარე ...-ამოილაპარაკა ცოტნემ და ნელი ნაბიჯებით ჩაიარა კიბე. ჭიშკართან პატარა ჩემოდნით გოგონა იდგა დასიებული თვალებით. -ბაბი ...-სწრაფად დაფარა მანძილი ცოტნემ. -მე ...-ნიკაპი აუკანკალდა გოგონას-მე .. -ჩშშშ ... არ იტირო,რა მოხდა?!რომელი საათია,რატო არ დამირეკე?!მოგაკითხავდი ... -ბარბარე,შვილო რა მოხდა? -სული არ ჩამოჰყოლია თამაზს კიბეებზე. -მე ... შეიძლება ... აქ რომ დავრჩე?!-ბოლო სიტყვებზე ისტერიული ტირილი აუვარდა და ცოტნეს გაწვდილ ხელებში ბეღურასავით ჩაიმალა. -რამდენ ხანსაც ...-ცოტნეს მზერაზე მიხვდა თამაზი რომ საქმე სულ სხვა რამეში იყო. -გამომაგდო ...-ამოიტირა გოგონამ და კიდევ უფრო ამოუჯდა გული. -ოხ,კოტე,ოხ!-მუშტი ტუჩებზე მიიჭირა თამაზმა და ლილის გადმოხედა.-არა,ხედავ შენ?! ბავშვს ეს როგორ გაუკეთა?! -მამა. -ბარემ ... -წამოიწყო ირაკლიმ და ყველას მზერა მასზე რომ გადავიდა უეცრად გაჩუმდა. -რა ბარემ?!-მოეშალა ნერვები ლევანს. -ხელს ხო არ მოაწერდით,ე?! ჯერ ყველა გაჩუმდა. მერე ყველას ერთად გადაურა სიცილის ტალღამ. ცრემლიანი თვალებით უცინოდა ბარბარე ცოტნეს. -რას იტყვი,გამომყვები ცოლად?!-გოგონას მხრებზე დაელაგებინა თავისი გრძელი მკლავები და მაღლიდან უყურებდა გაღიმებული. -დაგასწარი,მეჯვარე მე ვარ!-ხელზე ხელი გასცხო ირაკლიმ ლევანს. -შენ, ვითომ რატომ?! -აი,იმიტომ რომ მე უფრო მეკუთვნის! -შენ, ბავშვს რა უნდა დაანათლო,შე იმებცილო?! -დაფიქრდი,აწონ დაწონე ... ან მაყაშვილის ბავშვის ნათლია უნდა ვიყო ან შენი შვილის ... -ბავშვს,რას ვერჩი მაგრამ ჩემი მაინც ჩემია ... იყავი და მერე მე არ ამეტუზო! -იეს! ბიჭების ხმაურში ცოტნეს გარდა არავის გაუგია ბარბარეს „დიახ“. მეორე დღესვე წაიყვანა საყიდლებზე ლილიმ ბარბარე. აპრილის მიწურულს მაყაშვილების ეზო ნამდვილ ედემად გადააქციეს თამაზის დაქირავებულმა დიზაინერებმა. ბიჭებმა თავიანთ თავზე აიღეს ცოტნეს გამოწყობა და დილიდან შეუდგნენ სამზადისს. ქორწილის ღამემდე ცოტნე ისევ თავის ბინაში ცხოვრობდა სრულიად მარტო. დილის რვა საათზე დოლიძის მანქანის სიგნალმა ცოტნეს მთელი სამეზობლო გააღვიძა. -რომელი საათია ხაშზე მიგყავართ თუ სმოკინგის საყიდლად?!-უკანა სავარძელზე გადაწვა მაყაშვილი და თავისი ჯოხი იქვე დადო. -ცოლის მოყვანამ ისე იმოქმედა იუმორი გაუფუჭდა,ბიჭს,რა იყო,ხო არ გეშინია პტივცემულო?!-სიცილი აუვარდა ირაკლის. -აი,შენღა მაკლდი. -ცოტნიუშ,ხო ყველაფერი რიგზე გვაქ?!-უკან მოიხედა ლევანმა. -რიგზეა რიგზე ...-ამოიხვნეშა ცოტნემ და ხელი ამოიდო თავქვეშ ბალიშად-არა,დილის რვა საათიდან რომელი მაღაზია იწყებს მუშაობას?! -აწი მოგიწევს დილის რვაზე გაღვიძება,პატარა ბავშვის პამპერსებით აქეთ-იქით სიარული და ჰუმანას დამუღამება,მომინდომა ბიჭმა კაი ცხოვრება,ყველა ანალიტიკოსი კი ვერ იქნება,ჩემო ძმაო?!-წარბები აწკიპა ირაკლიმ. -ამას არ აკლდეს?!-გაეცინა ცოტნეს. -გამოფხიზლდი და დავიწყოთ … -რა დავიწყოთ?!-წამოჯდა ცოტნე. -ეგ ჩვენ მოგვანდე.-წარბები აათამაშა სარკეში ირაკლიმ და გაზს მიაჭირა. ოცდაოთხი საათის შემდეგ. -სად ჯანდაბაში ვართ ...-თავი ასწია ცოტნემ და გარემოს მოავლო მზერა. -რაც მახსოვს ის იყო,რომ გარეთ თბილოდა და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. -თოვს,ბიჭო,რა ჭიკჭიკი,ეე!-თავში ხელი წამოარტყა ცოტნემ ირაკლის.-სად მოგვათრიე,დეგენერატო! -საქართველოში ამ დროს სამ ადგილას თოვს,სვანეთში,ყაზბგეში და კიდე სადმე მაღალმთიან რეგიონში,რომელიმეში ვიქნებით,რა ... რას პანიკობთ! -დეგენერატო,დღეს ქორწილია!-ჩაჰკივლა ყურში ლევანმა ირაკლის. -კაი,ჰა ჰა ნახევარ საათში ქორწილში ვართ ...-ფანჯარასთან მიბანცალდა,თვალების ფშვნეტით ...-სამ ან რომ არ მოგატყუოთ ოთხ საათნახევარში ...-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა და ლევანის მოქნეული ხელი ოსტატურად აიცილა. -დეგენერატო,მოგვკლავს თამაზი. -აუ,თამუნა რა კარგი გოგო იყო ... აუ,რა მაგარი კუბდარი იყო ...-ხაოდა ირაკლი. -თამუნა ვინ არი?!-ერთმანეთს გადახედეს ბიჭებმა. -აი,ის ქალი ეს დეგენერატი რომ უძახდა უბიწოდ უნდა შევიდე ოჯახში ახლოს არ მომეკაროო! -რაო?!-სიცილი აუვარდა ლევანს და ცოტნეს მოქუფრულ მზერაზე სულ მთლად გაიგიჟა თავი. -რას ბოდავ?!-შეუღრინა ცოტნემ ირაკლის. -სამოცი წლის ქალი იყო და კუბდარი გაგვიკეთა,ისეთი მთვრალი იყავი ბოდიშებს უხდიდი ცოლად ბარბარე რომ მოგყავდა და არა ის ქალი! -მერე ვერ მოიყვანე შენ?!-გადაბჟირდა ლევანი. -მე არა და შენ ნამდვილად მოიყვანე ცოლი.-ჩაიხითხითა ირაკლიმ და რომ მიხვდა არავინ მიაქცია ყურადღება კმაყოფილი გადაწვა საწოლზე. კარზე რომ დააკაკუნეს და ოთახში თავი შუახნის მამაკაცმა შემოჰყო შეკრული წაბრბებით ორივემ ირაკლის გადმოხედეს,რადგან მას გაცილებით მეტი ახსოვდა ვიდრე ამ ორს. -დროზე ჩამოდით!-კარი გაიჯახუნა კაცმა და გავიდა. -ეს ვინ იყო?-ამოილუღლუღა ლევანმა. -შენი სიმამრი. -რაო?! -ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს შენს სპეტაკ სულს,ჩემო ერთგულო მეგობარო! -შენ, კივილს გავაგონებ მთელ თუ არა ნახვარ სვანეთს,ამოთქვი დროზე რა ხდება ...-შეშინდა ლევანი. -გუშინ,იმ თამუნას ... ეს რომ ოჯახის სიწმინდეზე ელაპარაკებოდა-თითით ცოტნესკენ ანიშნა-მუხლებში ჩაუვარდი და ისე თხოვე ქალიშვილის ხელი,ასე რომ გილოცავ,ცოლიანი კაცი ხარ და ჭკუაც მოგეკითხება.ამას პირდაპირ ნუ გაიგებ,ქართული გამონათქვამია და ხშირად ... ნუ, შენ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება. -ირაკლი,არაა ახლა ამის დრო!-ჩაერია ცოტნე. -დავიფიცებ ქართულ დროშას და ჯერ არ ამოსულ ულვაშს,რომ მართალს ვამბობ ყვველაფერს ერისა და ბერის წინაშე. ოთახში თავი ისევ იმ კაცმა შემოჰყო და ესენიც სიმაღლის მიხედვით გავიდნენ გარეთ. -ეს გოგო შენი ცოლია,გაიგე?!-ისეთი ჯმუხი მზერით გადმოხედა კაცმა ლევანს,ლევანმა ინსტიქტურად დააქნია თავი. გოგოს ნაცვლად ორმოცდათხუთმეტი წლის ქალი გამოვიდა სამზარეულოდან. ლევანის გადაყლაპული ნერწყვის ხმა მთებმა გაიგეს. ლამის გაიგუდა ირაკლი და ცოტნე. ლევანს წამის მეასედში დაეკარგა ფერი. ის იყო ქალმა ლევანისკენ ნაბიჯი გადმოდგა რომ ჩაჩუა ადგილს მოწყდა და გულწასული იატაკზე დაენარცხა. ორი საათის შემდეგ. -ლევან,მოსულიერდი,მოგატყუეს,ლევან ... -სახეზე ხელს ურტყამდა ცოტნე და მეგობრის გამოფხიზლებას ცდილობდა თბილისის გზაზე. -ლევან,ადექი ბიჭო,კუბდარი მოვიდა,ცხელები ჩაამატეთ,ქორწილის სუფრა არ გამინელოთ ...-ქოთქოთებდა საჭესთან მჯდარი ირკალი და სიცილის მერამდენე წრეზე მიდიოდა თავადაც აღარ იცოდა. ის იყო ლევანმა თვალები გაახილა და მოსულიერებულმა სიტუაცია აღიქვა რომ მანქანამ ჯერ მარჯვნივ გადაუხვია შემდეგ მარცხნივ. -არ დაგვღუპო,ლევან ცოლი მყავს მოსაყვანი!-შესძახა ცოტნემ და ირაკლის კისერზე ლევანის ტორებს დაეჯაჯგურა. ძლივს მოაშორა გაავებული ჩაჩუა ხველებაავარდნილ დოლიძეს. -ხუმრობისთვის მკლავდი,ბიჭო?!-ხრიალებდა გადაწითლებული ირაკლი. -არა,ვის გაბუედა?!-არ ჩერდებოდა ლევანი. -ცოტნე,გააკავე თორე ვერც შენ მოიყვან ცოლს და ვერც სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე! -ავადმყოფო,დეგენერატო!-ყვიროდა ლევანი.-გული გამიჩერდა,ბიჭო,ლამის ... -ლამის რა?!-აჟიტირდა ირაკლი. -ირა,გეყოს ნუ აგიჟებ!-სიცილს ძლივს იკავებდა ცოტნე. -ლამის ... იმასვქენი რა გამიკეთეთ ... მე ასე როგორ მომექეცი,ბიჭო?!-არ ცრხრებოდა ლევანი. -დაუკარი, ცოტნე ... -რა ვქნა?! -დაუკარი,უპატარძლო ქორწილია! -დაე გაიგოს მთელმა უბანმა?!-ახარხარდა მაყაშვილი. -ლევანი მის ტურფას არ ყვარებია!-ლევანმა ჯერ ერთს წაუთაქა მერე მეორეს. -სიძე კაცია იშნობს!-წარბები აწკიპა დოლიძემ და ლევანის ყვირილი რომ გადაეფარა მუსიკებს ბოლომდე აუწია.უცებ გააჩერა,მუსიკაც გამორთო,ლევანისკენ მობრუნდა და სერიოზული ხმით კითხა.-შენ და ... თუ გიყვარს დარჩი. -ცოტნე,უთხარი გაჩერდეს. -„მიყვარს და ვრჩები“-ს ამბავში,არა?!-ხარხარებდა ირაკლი-ლევან,დაფიქრდი,შვილო ... ცხოვრება თავზე დაგემხობა,მოტაცებულის სახელს დაგარქმევენ,მერე ვის რად უნდა შეც“თ“ენილი სიძე,სახლში? -ცოტნე,გააჩერე!-აღრიალდა ლევანი და ირაკლიმაც გააგრძელა გზა. სიცილ-ხარხარში ჩავიდნენ თბილისში. ვიწრო ცერემონია იყო,გემოვნებიანი და საოცრად დახვეწილი. ბარბარეს თეთრი შიფონის კაბას ნაზი სიო არხევდა,თავსაბურავს,რომელიც სპეციალურად ბარბარესთვის გააკეთებინა ლილიმ დიდი აღფრთოვანება მოჰყვა. გამორჩეულად ლამაზი პატარძალი იყო. მაშინ მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა. ქვრივისთვის არ ემეტებოდათ „მეორე“ ცოლად. იყო და არა იყო რა იყო დღე ქორწინების იყო დღე გარდაცვალების მარცვლებად დაყოფილი „მიყვარხარ“ და მოგონებებად აორთქლილი „მეც“. ორი „თანახმა ვარ“ და ერთი „მაპატიე“. სიძე-დედოფლის დაისის ცეკვამ ისეთი ოვაციები გამოიწვია ცრემლებს ვერ იკავებდნენ ლილი და თამაზი. ღობის აქედან უყურებდა ტკივილისთვის განწირულ შვილს თამაზი და ცრემლები მასაც ახრჩობდა. თითქოს იმ დღეს ყველამ დაიბრმავა თვალი გულმკვდარი მამის გარდა. მხოლოდ მას,გოგონას მამას უგრძნობდა გული იმას რაც სულ რამდენიმე საათში მოხდებოდა. წინასწარ გლოვობდა შვილის ქორწინებას. და მაინც ამაყად იდგა თავის პრინციპებზე. პატივს არ სცემდა შვილის გადაწყვეტილებას და ამას ასე,თავისებურად გამოხატავდა. მან,მხოლოდ გოგონას მამამ იცოდა,რომ სახლის შენებისას სუფთა საძირკველია საჭირო და არა ცოდვებით გატენილი. ცოტნეს მიუტევებელი ცოდვა კი იყო მისი ... ზმნის პირველი პირი „მე“ კუთვნილების პირველი პირი „ჩემი“ თანაცხოვრების ერთადერთი დევიზი „ჩემთვის“ და არსად „ჩვენ“ და არსად „ჩვენი“ და არსად „ჩვენთვის“. ერთი წლის შემდეგ. ქალის პატარა სხეული საფლავებს შორის დაძვრებოდა იმ ერთის საფლავის საპოვნელად. აქ მხოლოდ ორჯერ იყო. მის წლისთავზე და ბაჩოს დაკრძალვის დღეს. დაღამულ თვალებში ძლივსღა იხედებოდა,მთვარე უნათებდა იმ ერთისკენ მიმავალ გზას. იმ პირველისკენ,თავად რომ ვერ გახდა. „ანასტასია მაყაშვილი“ 1990-2011 -მოვედი ...-საფლავის მომცრო ჭიშკარს ჩამომდნარი თითებით დაეყრდნო და საფლავის ქვას ახედა,თავზე მორგებული თავშალი მოიძრო და ხელებში მოიქცია.-არ ცივა ხოლმე?!-ისე ჰკითხა,თითქოს მისგან პასუხსაც ელოდა-ყოველ ღამით აქ ათენებს ... ბოლო სამი თვეა,დეკმებერია,წესით უნდა ციოდეს ... ნუთუ მაქედანაც ათბობ,ანასტასია?!-დაღლილი ხმით გააღო ჭიშკარი და იქვე პატარა ქვაზე ჩამოჯდა,თავშალი კალთაში ჩაიდო და ღრმად შეისუნთქა მძიმე ჰაერი.-შენ და მე ახლა ტოლები ვართ ...-გაეცინა და შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია-ახლა აქ მოთრეულის,შეურაცხყოფილის,ნაღალატევის,დასამარებული ქალის ტკივილი ნეტავ ისე გესმის,როგორც მე მესმის ხოლმე ჩემი ქმრის სხეულიდან შენი ხმა?! მის ფრჩხილებში შენ კანს ვგრძნობ,არადა მიწაა,ხომ შავია,მიწაა რა რთული გასარჩევი ეგაა?! მიწაც შენი ურჩევნია. მე მართლა მშურს შენი ...-ხმაურიანად შეისუნთქა ჰაერი.-მშურს,რადგან შენი ოჯახის ერთი დღე ჩემი ოჯახის ერთ წელსაც კი არ უდრის. მშურს,იმიტომ რომ ჩემი ცოცხალი ქმარი შენთან იყოფს სარეცელს. ღამით თუ აქ არ არის,მაშინაც შენთანაა,არ იეჭვიანო ... ეღვიძება და გეძებს ... რამდენჯერმე შენი სახელი დამიძახა ... პირველად მოვკვდი,მეორედ ვინატრე,მესამედ არ გავიგონე. და მაინც ყველაზე მწარე მესამე აღმოჩნდა. რატომ?! შემაგუა და ამიტომ. თუ არ ეღვიძება სიზმარში ბორგავს,გეძახის და შენ ... არადა არ მიდიხარ. რა გაგიხდა ერთხელ დაესიზმრო?! შვება მისცე მის დაუძლურებულ სხეულს?! რა ჯანდაბა გჭირს,რა არ გასვენებს?! მითხარი,მე ვერ ამიტანე?! ამიტომ ტანჯავ?! -მდინარეებად დასდიოდა სახეზე ცეცხლივით წვეთები მონაბერი ქარი ძლიერად არხევდა კაბის ბოლოებს,იქვე მოისროლა შიფონის ნაჭერიც.-მე წავალ,ოღონდ ის იყოს კარგად. მე წავალ,ოღონდ მოასვენე,ოღონდ მიეცი მშვიდი ძილის საშუალება. რა ვერ მოინანია ასეთი შენს წინაშე?! მთელი ახალგაზრდობა შეგალია, შენ გამო თავი ცოცხლად დაიმარხა, მე ... რა ფასი მაქვს ამდენი ასე რომ ტანჯავ შენს საყვარელ კაცს?! ... -მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და მტევნებში მოიქცია დამდნარი სახე-მივდივარ,ანასტასია ... იყოს,ისე როგორც შენ გინდა. ის იყოს კარგად და მე ესეც მეყოფა. მივდივარ,აქედან შორს ... იქ სადაც ვერ მიპოვის,იქ სადაც ძებნას აზრი არ ექნება. მხოლოდ ერთი ... ის მინდოდა მეთქვა,რომ ... -ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები შეიწმინდა-მაპატიე ... გვაპატიე მე და ჩემს ერთს. თუ შეძლებ ... -გული ამოუჯდა გოგონას.-იქნებ გვაპატიო ... ქალის ლანდი გაკრთა და საფლავზე ისევ ყურისწამღებმა სიჩუმემ დაისადგურა. მეორე დილით ... იქ მისულ ნაწილებად დამსხვრეულ ცოტნეს თავისი ცოცხალი ცოლის თავშალი დახვდა გარდაცვლილის საფლავთან. იმ დილით მამაკაცის სულისშემძვრელმა ღრიალმა საფლავში მკვდრებს მოსვენება დაუკარგა. წავიდა. პირველი ნაწილის დასასრული. ყველანი ძალიან მომენატრეთ,ამჯერად გადავწყვიტე ისტორია ორ ნაწილად დავდო. პირველი ნაწილი ძალიან მძიმე აღმოჩნდა თავად ჩემთვისაც,მაპატიეთ,თუ თქვენც დაგამძიმეთ. ველი თქვენს შეფასებებს და მოხარული ვიქნები თუ გამიზიარებთ თქვენს მოლოდინებს მეორე ნაწილზე. თქვენი ლიზა კანდელაკი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.