შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

:))) 2


14-08-2021, 23:29
ავტორი Thepff
ნანახია 645

დროებით კი გადავინაცვლოთ ქალბატონი ნინას კაბინეტში და ლუკი თავის პირველ ლექციაზე დავტოვოთ,
რომელიც ქალბატონ ნინას უკვე გაეცდინა და მის თანაშემწეს სთხოვა გაგრძელება, ლექცია გაცნობით
და მშვიდი მოკლე გასაუბრებით ტარდებოდა, აი ქალბატონის ნინას კაბინეტში კი სულ სხვა სიტუაცია იყო,
გაოცება და აფორიაქება ერთდროულად იკვეთებოდა მის სახეზე, მუხის ხის სპეციალური შეკვეთით სპეციალურად
მისთვის დამზადებული მაგიდის წინ სწრაფი ნაბიჯით დადიოდა ერთი წიგნების თაროდან მეორის მიმართულებით,
და გაუცნობიერებლად ხმამაღლა ფიქრობადა " არა შეუძლებელია, აქამდე უკვე მეცოდინებოდა" და აგრძელებდა
სიარულს დრო და დრო ჩერდებოდა მაგიდის კიდეს საჯდომით ეყრდნობოდა, გაოცებულ სახეს ხელით ისრესდა,
აწ უკვე ფეხსაცმლისგან დაღლილ ფეხის ტერფებს მონაცვლეობით ასვენებდა და კვლავ აგრძელებდა ოთახში სიარულს,
რა დროსაც კარები კაკუნის გარეშე შემოაღო სოფიმ, კარებთანმ ზურგიტ მდგომი ნინა უცებ მობრუნდა გაოცებული
სახე მიაპყრო სოფის, მას კი უკან მისი და ჯესი და ნეითანი მოყვებოდა.
-დედა სალაპარაკო გვაქვს, დაიწყო სოფიმ და ბოლოს შემოსულ ნეითანს თვალით კარების დაკეტვისკენ მიუთითა.
-ეხლა არა სოფი ძალიან გთხოვ!
-არა დედა აუცილებელია კოლეჯში ახალი სტუდენტია რომელიც ბიძია სემს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს,
გაოცებულმა ნინამ გაფართოვებული თვალებით შეხედა ნეითანს და გაუცნობიერებლად თავის დაქნებით დაეთანხმა,
ჯესი კი ერთადერთი იყო ოთახში რომელსაც არაფერი ესმოდა და გაკვირვებული ჯერ ნინას და ნეითანს უყურებდა,
შემდეგ ადგილზე გაშეშებულ დედას, რა დროსაც სოფიმ განაგრძო
-დედა დამიჯერე ესეთი მსგავსება არსად მინახავს ბიძია სემის ზუსტი ასლია,
ნინამ ყურადღება სოფიზე გადაიტანა შემდეგ მალევე გონს მოეგო გაკვირვებისგან დაღებული პირი დახურა და მაგიდის შემოვლით თავის სკამზე მძიმედ დაეშვა, თავი ხელებში ჩარგო ბავშვები კი მის წინ მაგიდის მეორე მხარეს განთავსებულ სავარძლებზე განთავსდნენ და რამდენიმე წამიან დუმილის დარღვევას ელოდნენ რომელიც ნინამ თავის ამოწევის და მისი თმის უკან გადაწევის შემდეგ დაიწყო
-მართლა ძალიან ჰგავს არა? კარგად როგორც კი დავინახე იმ წამსვე ბიძია სემი წარმომიდგა ჩვენი გაცნობის დროს ზუსტა მასსავით გამოიყურება დგომაც მისნაირი აქვს თვალის ფერ... რა დროსაც ნეითანმა შეაწყვეტინა
-მოიცა უკვე შეხვდი? გაკვირვებით იკითხა ნეითანმა
-კი შევხვდი პირველი ლექცია მასთან მქონდა ამოიოხრა ნინამ
-და? გაკვირვებული სახით შეხედა ნითანმა მუხლებზე დალაგებული და შეკრული ხელები გახსნა
-რა და?
-და რა უთხარი რამე არ კითხე? ვინ არის? საიდან მოვიდა? ვინაა დედამისი ან რატომ ჰგავს ასე ძალიან ბიძია სემს?
გაკვირვებულმა და გაბრაზებისგან შეწუხებულმა ნინამ ტონის აწევით უპასუხა
-და რა მეთქვა გამარჯობა შვილო მე ნინა მქვია და მგონი ჩემი ქმრის ძმამ დედაშენი იხმარა?
-არა უბრალოდ... არ ვიცი რამე გეკითხა სახელი გვარი ან რამე
-ვნახე უკვე ნეითან ვნახე მისი ფაილი წავიკითხე, ამოიხვნეშა შეწუხებული სახე კიდევ ერთხელ მოისრისა ხელებით,
თავი კვლავ ხლებში ჩარგო იგივე მოძრაობით შუბლზე ჩამოწეული თმა გადაიწია და განაგრძო
-ფაილში დედა და მამაზე არაფერია მითითებული მხოლოდ მეურვეებზე წერია და ბავშვთა სახლზე სიეტლიდან, სახელი კი ლუკ ალენია გვარი საიდან აქვს არ წერია თითქმის არაფერი წერია რითიც რამეს გავიგებდი მასზე საბუთებში და
ასე ვერ ვკითხავდი მას ვერაფერს. დაასრულა კიდევ ერთხელ თავი გაიქნია იდაყვით მაგიდას დაეყრდნო, შუბლი ხელით დაიჭირა და თვალებით დაბლა მაგიდის შუა ნაწილს უყურებდა, რამდენიმე წუთიანი დუმილის და თვალების ცეცების
შემდეგ ჯესიმ დაიწყო
-მოიცათ დავიბენი ანუ ამბობთ რომ ბიძია სემს შვილი ყავს და ჩვენ კი ბიძაშვილი?
-ჯესი ჯერ არაფერი არ ვიცით, გაბრაზებით უპასუხა ნინამ
-მესმის დედა მაგრამ ასეთ მსგავსებას როგორ ახსნი ამის თქმაზე ნინა სოფის მიუბრუნდა
-სოფი პრობლემაც ისაა რომ ვერ ვხსნი და სწორედ ეს მაღიზიანებს
-და რა უნდა ვქნათ? ბიძია სემს უნდა უთხრათ? განაგრძო სოფიმ, ნინამ კიდევ ერთხელ ამოიოხრა ბავშვებს შეხედა და დაიწყო
-ჯერ ადრეა სოფი უნდა დავაზუსტოთ ყველაფერი მხოლოდ მისი მსგავსება და დედის და მამის არყოლა არ იქნება ბიძია სემისთვის საკმარისი აუცილებლად მეტის გაგებას მოინდომებს და მის მეთოდები... ასე რომ სანამ ზუსტან არ გვეცოდინება ჯობია ჯერ
არაფერი უთხრათ ჯერ უფრო მეტი გავიგოთ ამ ბიჭზე
-კარგი და როგორ უნდა გავიგოთ უფრო მეტი? იკითხა ნეითანმა
-ნეითან შენ არაფერს გააკეთებ ამას მე თვითონ ვიზავ იქამდე კი უბრალდო გააგრძელებთ ყველაფერს ისე თითქოს არაფერი ხდება და როცა დამჭირდება თქვენი დახმარება და აუცილებლად დამჭირდება ეს მე თვითონ გეტყვით იქამდე კი მინდა უბრალოდ ისე
მოიქცეთ თითქოს არაფერი ხდება ნორმალურად ესაუბრეთ და მოერიდეთ რამდენადაც შეძლებთ, იქამდე სანამ რამე კონკრეტულს არ გავიგებ. დაასრულა ნინამ რაზეც აღშფოთება გამოთქვეს ბავშვებმა, ნინამ მათი აღშფოთება მალევე უკუაგდო ტონს აუწია და კარებისკენ
მიუთითა ბავშვებს მათ კი სხვა გზა აღარ ქონდათ გარდა დათანხმებისა? გარეთ გამოსულებმა საუბარი კორიდორში განაგრძეს
-ეხლა რა იქნება როგორ გაიგებს დედა რამეს? დაიწყო სოფიმ
-გითხრა რო გაარკვევდა რამეს და როცა დასჭირდებოდა ჩვენი დახმარება გაგვაგებინებდა ასე რომ შეწყვითე უკვე პირველ კურსზე ხარ
და უფრო მეტი საფიქრელი გაქვს შენც და ჯესისაც
-მესმის მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს ძალიან იქნებ მართლა ჩვენი ბიძაშვილია?
-სოფი ჩუმად იყავი გთხოვ და მაოიცადე სანამ დედა არ გაიგებს ყველაფერს
თანხმობის ნიშნად სოფიმ ნეითანს თავი დაუქნია ჯესის მოკიდა ხელი მანაც იგივე გაიმეორა ტავი დაუქნია ნეითანს და დაემშვიდობნენ
ერთმანეთს ნეითანის წასვლის შემდეგ კი გოგონებმა ისევ განაგრძეს
-სოფი სად დაინახე ის ბიჭი ლუკი ხო? დაიწყო ჩურჩულით საუბარი და ნელი ნაბიჯით მიუყვებოდნენ დერეფანს გოგონები
-დღეს დავინახე შემთხვევით და დედას ჯგუფშია გასაგებია რატომაც გააცდინა პირველივე ლექცია დედამ
-და მართლა ესე ძალიან გავს ბიძია სემს? სოფი გაჩერდა შეხედა დას
-ბიძია სემის სურათები ხომ გაქვს ნანახი დედას და მამაის ქორწილში
-კი როგორ არაა გაკვირვებით უპასუხა ჯესიმ
-ზუსტად ისეთია წარმოიდგინე აბსოლიტური სიზუსტით, ესეთ მსგავსება მემგონი მე და შენს შორისაც არ არის ჩაიცინა და გვერდზე უჩქმინტა
დას სიცილი და სიხარული ისვენებდნენ მის სახეზე მონაცვლეობით და განაგრძო
-წარმოგიდგენია შეიძლება ბიძაშვილი გვყავდეს ჩათვალე პატარა ბიძია სემი მანერებიც კი მისი აქვს, და კიდე უფრო გახარებული სახით უყურებდა დას სოფი
-მოიცა სოფი მანერები? ეგ საიდანღა იცი, გაკვირვებით იკითხა ჯესიმ რა დროსაც გახარებულმა სოფიმ შეაწყვეტინა
-მოვედით მერე გავაგრძელოთ, დის თანხმობის შემდეგ გოგონები აუდიტორიაში შევიდნენ და ერთმანეთს გვერდზე დაიკავეს ადგილები.

ეხლა კი შეგვიძლია გადავინაცვლოთ ლუკთან რომელმაც უკვე დაამთავრა პირველი ლექცია მომდევნო ლექციამდე დროსი გასაყვანად ლანჩისთვის
პატარა ბარში მიემართებოდა, ბარი კი კოლეჯის საცხოვრებლის გვერდით მდებარეობდა, პატარა შუშებიანი ფანჯრებით, ფანჯრებს შორის კი
ჭერის სიგრძეზე აღმართული ორი ხელით გასაღები კარები იყო, შეღებისას ლუკმა მალევე გადაათვალიერა მზერით თავისუფალი ადიგლები
და კედელთან მაგიდებს შორის თავისუფალი ადგილის დანახვისას მალევე გაემართა მისკენ დაიკავა ადგილი, მოხსნა წიგნებით დამძიმებული
ზუსრგჩანთა და მის წინ სკამზე განათავსა დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია მალევე მოვიდა საშვალო სიმაღლის, გამხდარი გოგონა,
კალამი და პატარა ფერადი ფურცლები მოიმარჯვა, მარჯვენა ხელით ყურს უკან თმა გადაიწია, ლამაზი ყავისფერი თვალები მიაპყრო ლუკს გაუღიმა და დაიწყო:
-მოგესალმებით, გადაწყვიტეთ რას შეუკვეთავთ? იკითხა და პასუხის არც დალოდებია ისე განაგრძო გოგონამ
-თუ პირველად ბრძანდებით აქ შემიძლია ლანჩისთვის საუკეთესო როიალ სენდვიჩი შემოგთავაზოთ სპეციალური სოუსით და კარგად შემწვარი
კარტოფილით რათქმაუნდა ესეც სპეციალური სოუსით დაასრულა გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და ყმაწვილის პასუხს ფურცლებით მომარჯვებული ელოდებოდა.
ლუკმა შეთავაზებაზე უარი არ თქვა თანხმობა მისცა, გოგონამ კი ისევე მალე მოუტანა შეკვეთა რამდენად მალეც მისი აღება შეძლო, დანა ჩანგლით მომარჯვებულა
თავის თეფს დახედა, გაკვირვება წარბების აწევით გამოხატა დანას და ჩანგალს თეფშის გვერდზე ადგილი მალევე მოუნახა და ორად გაყოფილი სენდვიჩის ერთი ნახევარი
ორივე ხელით აიღო და პირველი ლუკმა გაუსინჯა სენდვიჩს და გაიფირა "ჰანა მგონი ჩვენი მზარეული უნდა გაუშვათ" კმაყოფილება სახეზე მალევე დაეტყო, ისე მალე
როგორც მისი სენდვიჩის ერთი ნახევრის დაგემოვნება მოესწრო რა დროსაც მის წინ მოკალათებული ჩანთა გოგონამ მაგიდის ფეხთან გვერდზე დადო და ჩანთის კუთვნილი
ადგილი მალევე მისმა საჯდომა დაიკავა, გაოცებით შეხედა ლუკმა გოგონას,შემდეგ მის ძირს დადებულ ჩანთას დახედა, ღეჭვისგან დაღლილი ლუკმა გადაყლაპა და გოგონას
ამოხედა, გოგონამ სხვა მაგიდასთან მდგომ მიმტანს ხმამაღლა ყავის მოტანა სთხოვა, მიმტანიც თავის დაქნევით დაეთანხმა, შემდეგ მობრუნდა გაოცებული ლუკისკენ,
სავსე თაფლისფერი თვალები მიაპყრო ცინიკური მზერა მოიმარჯვა, მარჯვენა ხელზე თეთრი მოგრძო სახე ჩამოდო მეორე ხელი კი მაგიდაზე დადო და თითებით მაგიდაზე კაკუნი დაიწყო
-ესეგი სოფის დაადგი თვალი პირველივე დღეს? იკითხა გოგონამ, კაკუნი შეწყვიტა და ხელით ლუკის წინ დადებული თეფში მისკენ მისწია ორი თითით ფრთხილად აიღო ოქროსფერი კარტოფილის ერთი ნაჭერი, კარგად ამოავლო სოუასში და პირისკენ მალევე გააქნა, კმაყოფილება ამოზმუვლებაშ გამოხატა და გაოგნებული ლუკის წინ კვლავ მიირთმევდა მისი თეფშიდან დაბნეულმამ მალევე გაუარა ლუკს და დაიწყო
-შენ ჩემს კარტოფილს ჭამ ?
-ვიცი ძალიან გემრიელია გინდა გასინჯე შენც, გოგონამ თეფშზე დაიხედა თითებით ერთი ნაჭერი კარტოფილი მოძებნა სოუსში ამოავლო და ლუკს პირთან გაუჩერა რა დროსაც მიმტანმა გოოგნას შეკვეთილი ყავა მაგიდაზე დადო ორივემ გახედა გოგონას მან კი მორიდებით იკითხა
-ნატალი თქვენ რა კერძს შეუკვეთავთ?
-არაფერს მინდა ყავა დადე და მომწყდი ეს კი ორივეს გვეყოფა არა ლუკ? ნატალიმ სახე ლუკისკენ მიაბრუნა და თვალის ჩაკვრით ცინიკურად გაუღიმა,
შეურაწყოფა და ცინიკურობა ლუკს არ გამოპარვია და თავდახრილ მიმტანს გოგონას ეხლა უკვე მან უპასუხა
-მადლობთ ქალბატონო შესანიშნავი შემოთავაზება იყო კმაყოფილი ვარ თქვენი არჩევანით და ჩემს მეგობარს აპატიეთ ძალიან გთხოვთ უბრალოდ რთული დღეები აქვს და... ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ ერთი ორი დღე დასჭირდება და მერე თვითნ ნახავ სულ სხვანაირია ჩვეულებრივ დღეებში,
გოგონამ ჩაიღიმა დახრილი თავი ასწია მადლობა გადაუხადა ლუკს და აცნობა რომ შეფს მის სიტყვებს აუცილებლად გადასცემდა და მალევე გაეცალა იქაურობას, ლუკი კი ნატალის მოუბრუნდა და მის ცინიკურ სახეზე წამიერი მაგრამ მაინც ღიმილი შეამჩნია
-არაქდა მეგონა მხოლოდ ბოდიშების მოხდა შეგეძლო ან გოგონეიბს ფეხქვეშ გაგება თურმე ხუმრობაც შეგძლებია, დაასრულა ნატალიმ და ლუკისკენ გაწვდილი კართოფილის ნაჭერი თვითნვე დაააგემოვნა
-წარმოდგენაც კი არ გაქს რამდენი შემიძლია, გააგრძელა ლუკმა სენდვიჩი ნატალის წინ თეფშზე დადო კარტოფილის გვერდით, შემდეგ მაგიდას ოდნავ მოაშორა სკამი გვერდზე მოტრიალდა მარჯვენა ფეხი მაცხენას გადაადო და არანაკლებ ცინიკური სახით შეხედა ნატალის
-ესეგი შენ ნატალი ხარ დილით რომ გოგოს შევხვდი სოფი სწორი ვარ არა? ნატალი კი თან ჭამას აგრძელებდა თან მას უსმენდა
-აჰა ზუსტად ეგრეა მალე ითვისებ მომწონს, ესეგი შევთანხმდით ხომ?
-კი შევთანხმდით შეგიძლია ეგ სენდვიჩც ჭამო ოღონდ მთელს სახეს ნუ მოითხუპნი, ღიმილით უპასუხა ლუკმა,
-იცი მომწონხარ კარგად გამოგდის მაგრამ ძალიან ნუ შეტოპავ ეგ გზა მე უკვე გავიარე და არ გირჩევ, უკვე სეერიოზულად საუბარი დაიწყო და ცინიკური მზერაც სადღაც გაქრა ნატალის სახიდან
-კარგი განვაგრძოთ ანუ შენ სოფისთვის ვინ ხარ დეიდა?
-ახლოსაც არ ხარ მაგრამ არაუშავს სად აპირებ მის დაპატიჟებას? თავიდანვე გეტყვი რო რომანტიული პატარა პრინცესაა და კინო და გასეირნება იდეალური იქნება
-კარგი ვთქვათ მომწონს და ვთქვათ რომ ვაპირებ სადმე დაპატიჟებას რატომ ფიქრობ რომ შენ დაგიეჯრებ?
-დამიჯერებ აუცილებლად იმიტომ რომ სოფი მოგოწნს მე კი მას ბავშობიდან ვიცნობ ასე ვთქვათ თითქმის ოაჯხის წევრია.
-უკვე საინტერესოა დაგიეჯრე დავპატიჟე და შენმა გეგმამ იმოქმედა შემდეგ?
-შემდეგ როგორც ხდება ხოლმე სადმე ხიდის ქვეშ მდინარის პირას მანქანაში სექსი გექნებათ
-მაგარია უკვე აღვირძნე, შემდეგ რა ხდება? შენ გვიყურებ რომელიმე ბუჩქიდან და მასტურბირებ?
-საინტერესო შემოთავაზებაა მაგრამ სხვა გეგმა მაქვს, ნატალიმ მზერა ლუკს მოაშორა და მის გვერდზე გაიხედა, ლუკის გვერდზე კი მაიკი მოსულიყო
-როგორც ჩანს დროს არ კარგავ არა ლუკ,მაიკმა ნატალის შეხედა მიესალმა ამ დროს, ლუკი წამმოდგა ფეხზე ძირს დადებული ზურგჩანთა მოიკიდა,
საფულიდან ორმოცდაათ დოლარი ამოიღო სალარაოსკენ გაემართა მოლარედ დამდგარ მიმტანს ორმოცდაათი დოლარი გაუწოდა და უთხრა რომ ყავისასაც თვითნ იხდიდა გოგონამ სალაროდან ფული მაოიღო ლუკს გაუწოდა, მანაც გამოართვა თანხა ღიმილიან გოგონას, მის მაგიდაზე მჯდომ ნატალისთან მივიდა სადაც მაიკს უკვე ლუკის ადგილი დაეკავებინა და უკვე ნატალის თეფშიდან კარტოფის მიირთმევდა
-კარგი ჩემი წასვლის დროა მალე ლექცია მაქვს, და ნელი ნაბიჯით მიახლოვდა ნატალის გრძელი ჭითური თმა ყურს უკან გადაუწია დაიხარა და ჩაჩურჩულა
-სოფი არც შემიმჩნევია აი შენ კი შეგამჩნიე, მე წითურები მომოწნს ასე რომ შეგიძლია შენ იყო მთავარ როლში და სხვა დაკავდეს მასტურბაციით ან შუძლია სოფისაც შემოგვიერთდეს მანქნაში მისთვისაც მოიძებნება ადგილი,
თმა ლუკმა ისევ თავის ადგიალს დააბრუნა გასწორდა ზურგჩანთა მოირგო და გაკვირვებული ნატალი რომელსაც გაკვირვებისგან ჭამაც კი შეეწყვიტა უკან მოიტოვა. კარებში გასულს კი უკვე მაიკი წმაოეწია
-ეი ძმაო ვხედავ მალე მიიწევ წინ ჯერ სოფი ეხლა უკვე ლანჩს ნატალისთან ერთად მიირთმევ შემდეგი რა ინქება რომელ მილიონერის გოგონას უმიზნებ შემიძლია რეკომენდაცა გაუწიო, მარცხენა ხელი გადახვია მაიკმა, ღიმილითდა კოლეჯისკენ მისი პასუხის მოლოდინში მიყვებოდნენ გზას
-იგივე შემომთავაზა ნატალიმაც სოფიზე აქ ყველა ერთმანეთის თეფშიდან ჭამთ და შემდეგ პირადი ცხოვრების დაგეგმვაში ეხმარებით? გაკვირვებით იკითხა ლუკმა
-თუ არ გინდა არ დაგეხმარები და თეფშიდან ჭამას რაც შეეხება არაფერი კაი დაივიწყე, და ნაბიჯს შეუნელა მაიკმა, სვლას ჩამორჩენილ მაიკს მალევე მოუბრუნდა ლუკი
-წამოდი ძმაო წამოდი შენი დახმარება სხვა რამეში მჭირდება შემდეგი ლექცია კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში მაქვს და წარმოდგენა არ მაქვს სად არის
მაიკმა მალევე აუჩქარა ნაბიჯს ლუკს ისევ მარჯვენა ხელის მკალვი ისევ გადახვია და გაუღიმა
-ვიცი ძმაო ვიცი ჩემს გარეშე შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, მალევე ლუკის ტელეფონზე ზარი გაისმა ტელეფონს დახედა, ლუკს ჩამოშორდა რამდენიმე ნაბიჯით და უპასუხა
-გისმენ ჰანა ეხლა ვაპირებდი შენთან დარეკვას
-როგორ მიდის ლექციები კმაყოფილი ხარ?
-უკეთესს ვერც ვინატრებდი შენთან რა ხდება სიმსონების ძაღლი მომიკითხე
-მანაც მოგიკითხა "ჩაიცინა და განაგრძო" ჩემს გვერდით წევს, მართალი ყოფილხარ სსასწაული ყოფილა ლოგინში
-ვიცოდი რომ იპოვიდი კაცს რომელიც გაგაბედნიერებდა, კაცს რა ძაღლს თუ ურჩევნია რო კაცი დაუძახოთ?
-კარგი ლუკ სხვა რამისთვის გირეკავ მამა მოვიდა...
-და ისევ ფული ითხოვა?
-არა დარჩენა და დახმარება უნდა ბარის საქმეებში თქვა რომ სასმელს შეეშვა უკვე ექვსი თვეა
-არ ვიცი მჯერა თუ არა მისი მაგრამ შენ თუ გჯერა შენ ბოლომდე გენდობი, მიხარია ძალიან მიხარია რო მამაშენი შენთან დაბრუნდა უბრალოდ არ ვიცი...
-მესმის ლუკ მეც ანალოგიურად მაქვს არეული ტვინი ვერ ვხვდები ვერაფერს მაგრამ კი მართლა ძალიან მიხარია და ამიტომ დაგირეკე შენ
-მეც ძალიან მიხარაი შენს გამო
-კარგი და კოლეჯში რა ხდება გაიცანი ვინმე?
-მოვალ დამოგიყვები აუცილებლად ეხლა უნდა წავიდე და ხო რომ არ დამავიწყდეს საღამოს გვიან მოვალ ლუის ვხვდები დღეს
-კარგი ლუკ გელოდები მამაჩემსაც უნდა შენი ნახვა
-ვიცი როგორც კი მოვალ ვნახავ წავედი ჰანა მეჩქარება

ჰანასთან ტელეფონზე საუბრის შემდეგ ლუკი მაიკმა მიაცილა აუდიტორიამდე, ის დაესწრო თავის დღეისთვის ბოლო ლექციას, კმაყოფილი სახით განაგრძო
გზა კოლეჯის გამოსასვლელისკენ, იქიდან კი ავტოსადგომზე გადაინაცვლა მოირგო ჩაფხუტი მოერგო მოპედს და ლუისთან შესახვედრად წავიდა,
შუა დღეს გადაცელილი იყო ჯერ კიდევ კაშკაშებდა მზეს და ზურგსუკან იტოვებდა, მოპედით ლუის სახლიკენ მიდიოდა 40 წუთის შემდეგ ლუის სახლთან გაჩერებული მოპედიდან გადმოვიდა სახლთან მიირბინა დააკაკუნა და მალევე მის უკან ქუჩაზე გაჩერებული მოპედისკენ წავიდა მოიყრდნო და ელოდებოდა მეგობარს რომელიც არ ჩქარობდა გამოსვლას,
რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ გამოჩნდა ლუი დინჯი ნაბიჯით ჩამოირბინა კიბის ხუთი საფეხური, ხელში პატარა ფუნთუშა ეჭირა მეგობრის დანახვაზე ფუნთუშა
მთლიანად ჩაიტენა პირში და მომღიმარ ლუკს მიახლოვდა
ლუი კარგად ნავარჯიშები შავკანიანი ყმაწვილი იყო ლუკისგან განსხვავებით, თავზე დიდი შავი ბუჩქი ჰქონდა რომელსაც თავის ყველაზე მშვენიერ ნაწილად მიიჩნევდა,
გაწონასწორებული თავის თავში დარწმუნებული მებრძოლი, რომელსაც კარგად გამოსდიოდა სხვისთვის ტკივილის მიყენება და ეს მის შმესოავლის წყაროდ ექცია,
ლუკის სკოლის ერთადერთი მეგობარი ბიჭი მასზე ორი წლით დიდი ჰანას ასაკის, 1 მეტრი და 88 სანტიმეტრის სწორად განვითარებული კუნთებით და ძლიერი მკალვებით
ეს კი მისი ძლიერი მხარე იყო რასაც მისი "რინგზე" გამარჯვებები ადასტურებდა
-სწავლულო ბიჭუნავ დღეს დიდი დღეა! დღეს რინგზე კვლავ შავ ტერმინატორს იხილავს მაყურებელი, დღეს მთელი ჩიკაგო ჩემს მარჯვენა ჰუკზე ილაპარაკებს და ყველა
ქალი დიდებულ ლუისთან დაწოლაზე იოცნებებს,
-დამშვიდდი ძმაო დამშვიდდი ცოტა ჩვენც დაგვიტოვე, სიცილით უპასუხა ლუკმა
-ცოტას კი, ოღონდ დღეს არა დღეს ყველა ჩემი იქნება!
-კარგი ძმაო როგორც იტყვი წავიდეთ?
-წავიდეთ ოღონდ ეგ ორბორბლიანი სიმახინჯე აქ დატოვე ფეხით გავიაროთ
ლუკი მიუტრიალდა მპედს ჩაფხუთი მოიხსნა სათავსოში ჩადო დაკეტა და დაემშვიდობა
-არ იდარდო პატარა შენზე არ უთქვია შენ საუკეთესო ხარ, და ხელი გადაუსვა თავის პატარა ტრასპორტს,
-ეი ძმაო შემიძლია მარტო დაგტოვოთ თუ გინდა,
-კაი მოვდივარ და ნაბიჯს აუჩქარა ლუკმა

გზაში ლუი თავის კარგად დახვეწილ მოძრაობებს სწრაფად იმეორებდა, რაზეც ლუკი სიცილით პასუხობდა ოცი წუთის შემდეგ კი მიადგნენ პატარა გარაჟის კარებებს,
კარებთან მდგომ რამდენიმე ახლობელს მიესალმნენ და შევიდნენ პატარა კარებში რომელიც გადიოდა დიდ დარბაზში დარბაზის შუაში კი რინგი იდგა.
ეგრედწოდებული რვაკუთხედი კარგად განათებული, გალიით ახჭურვილი რინგი, მის გარშემო კი ჯგუფებად ჩამწკრივებული სკამები იდგნენ, აქაიქ სტუმრები იროდნენ
უმეტესობა მამკაცი იყო ზოგი აქ ფულის მოსაგებად იყო, ზოგიც პირიქით წასაგებად ორონდ ჯერ ეს არ იცოდნენ, ლუის დანახვაზე რინგზე მიყრდნობილი საშვალო სიმაზლის
მოხუცი შავკანიანი მამაკაცი გამოვიდა
-ეი ჩემპიონო დღეს შენი დღეა, ხელებგაშლილი და ღიმილით მიახლობდა ლუის, ლუიც გადაეხვია
-წამოდი ლუი ოთახში გოგონები გელდოებიან ისინი დაგეხმარებიან მომზადებაში
-გინდა წამოვიდე? იკითხა ლუკმა
-არა ძმაო დამიჯერე შენი სახის ყურებას მირჩევნია მათ მკერდს უყურო მალე დავბრუნდები
-ესეგი დღეს შენი დღეა გამაგებინე თუ რამე დაგჭირდება აქ ვარ.
ლუკი მობრუნდა და იქვე მდგარ სკამზე ადგილი დაიკავა ლუი კი მოხუცს გასახდელში გაჰყვა, ხალხი ნელ ნელა შეკრებას იწყებდა,
ნელ ნელა ცარიელ სკმაებს ადამიანების ჯგუფები ავსებდნენ, ისმოდა მათი საუბარი ლუის შესაძლებლობებზე მაგრამ მისი მოწინააღმდეგის
მარკოს სესაძლებლობებზეც ბევრს საუბრობდნენ, ბევრი აქვე სვავდა ბევრსაც კი უკვე მთვრალს გადაეწყვიტა ორთაბრძოლის ყურება, მალევე არცთუისე განათებული
დარბაზი უფრო ჩაბნელდა პატარა კორიდორიდან რომელიც გასახდელში გადიოდა, ჯერ ლუი და შემდეგ მისი მოწინააღმდეგე მარკო გამოვიდნენ რინგზე მათ არანაკლებ ნავარჯიშები
მსაჯი ელოდა, მალევე გააცნო მათ რინგზე ქცევის წესები და ორთაბრძოლაც ძლიერი დარტყმებით დაიწყო გალიაზე ხან ერთი იყო მიჯახებული და მეორეს დარტყმების აცილებას ცდილობდა, ხან კი მეორე, ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, სისხლიანი და სასტიკი სჩანდა ეს ყველაფერი გარედან რაც უფრო მოსწონდათ მაყურებელს ისმოდა შეძახილები და რინგის გარედან ჭკუის დარიგებები ფეხზე წამომდგარი მაყურებელი ლუის და მარკოს სახელს ხსირად ყვიროდა რინგზე ორი ძლიერი მოწინააღდეგე ერთმანეთს არაფერს უთმობდა, აქამდე უკვე თავის თავში დარწმუნებული ლუი ნელ ნელა უკან იხევდა და უკვე დაგვიანებულ სტრატეგიას დაღლილ გონებაში ატრიალებდა და ცდილობდა რამენაირად შესვენებამდე უფრო მეტი ენერგიით მისულიყო, როგორც იქნა მსაჯმა კუთხეებისკენ უჩვენა რომ სისხლი მეწმინდათ მებრძოლებისთვის ლუკი ცდილობდა ახლოს მისვლას რა დროსაც შემთხვევით მიის ყურადგღება წითურმა გოგონამ მიიპყრო რინგის გვერდით კედელთან მიყუდებული რომ იდგა, ნელ ნელა მიუხლოვდა და შეამჩნია რომ ეს პოლიციის ოპიცერი ელენი იყო,
მიახლოვებული ბიჭი ელენს არ გამოპარვია,მალევე მოშორდა ელენს ლუკი და რინგისკენ მივიდა სწრაფი ნაბიჯით თან უკან იყურებოდა და ამოწმებდა წითურს რომელიც უკვე იქ
აღარ იდგა რინგთან მიახლოვებისას , დაღლილ, სისხლისგან და ოფლისგან დასვლეებულ ლუის და აცნობა რომ დარბაზში პოლიცია იყო ლუიმ გალიის იქიდან თვალების ცეცება დაიწყო და ეძებდა ადამიანს რომელიც ლუკმა რამდნეიმე წამის წინ აუხწერა
-ვერ ვხედავ ძმაო აქ უამრავი წითურია შეიძლება რამე შეგეშალა დაიმჯერე ესე ვერ შემოუშვებნდნენ ასე რომ აცადე დიდებულ ლუის დაწყებული საქმე დაასრულოს, ლუიმ ჩვეული მედიდურობით გაიიღიმა მუშტები ერთმაეთ მიარტყა და რინგისკენ მიტრიალდა, და ამავე დროს დარბაზში შემოვიდა პოლიცია ყვირილით და მუქარით ყველას აიძულებდნენ ძირს დაწოლას ხალხმა პანიკა ატეხა და აქეთ იქით დაიწყეს სირბილი ყველა თავის დახწევას ცდილობდა ასევე ლუკი გარედან დაკეტილ რინგს მივარდა და ლუის უყვიროდა რომ მალე გადმომძვრალიყო რომ გაქცეულიყვნენ, ლუის გადმოსვლის შემდეგ კი მობრუნებულ და გასაქცევად მომზადებულ ლუკს წინ ოფიცერი ელენი დახვდა და ძლიერად დაარტყა თავში, რის შემდეგაც გონება დაკარგულმა ლუკმა ბორკილებით მაგიდაზე მიბმულმა გაიღვიძა ნაცრისფერ პატარა ოთახში, ცოტა ხნის მოცდის შემდეგ შემოვიდა ნიკი მაგიდაზე მოზდილი საქაღალზდე დადო ლუკის წინ მაგიდის საპირისპირო მხარეს დადგმულ რკინის სკამზე ჩამოჯდა გადაშალა საქაღალდე და დაიწყო
-კარგად გეძინა? საქარალდიდან არც კი ამოუხედავს ისე კითხა ლუკს, ლუკმა კი დაბმული ხლეები შეკრა და სავარძელს მოერგო
-წინაზე უფრო უკეთესად მაგრამ ამასაც არაუშავდა
-სხვათაშორის ლუიც აქ არის ეხლა ექიმები არიან მასთან მარა მალე შევალ მეც
-არ ვიცი ვისზე მესაუბრებით, გაიკვირვა ლუკმა და ხელით შუბლი მოისრისა
-მიხარია თუ არ იცი რადგან მალე გაასამართლებენ, უკანაონო ორთაბრძოლაშ მონაწილეობისთვის, უკანონო ბრძოლოს ორგანიზებისთვის და ასე შემდეგ ბევრი უკანონო რამ არის დანარჩენს შენც მიხვდები
-და უნდა მადარდებდეს ეს?
-არამგონია თქვენ ხომ არ იცნობთ ერთმანეთს ცუდია ასეთ ახალგაზრდა ბიჭს რომ დაიჭერენ, დიდი ხნით ჩასვავენ და როცა იქიდან გამოვა ჩხუბს მხოლოდ სიზმარში შეჩლებს ისიც დაძინებას თუ შეძლებს იმ დღეების შემდეგ რასაც იგი ციხეში გაატარებს
-ძალიან ცუდი მისთვის
-ასევე შენთვისაც ლუკ არანაკლები მოგელის შენც თანამონაწილეობა უკვე წაყენებული გაქვს ბრალდებად
-ანუ ის დროა რომ ადვოკატს ვითხოვდე?
-შეგიძლია, მაგრამ არის მეორე გამოსავალიც სადაც არც ადვოკატია საჭირო და არც შენ და ლუი ატარებთ წლებს ციხეში
-საინტერესოა ვინმე თუ გინდა რო ჩაუშვა სხვაგან მოხვდი არავინ მყავს ეგეთი, ამის თქმაზე ნიკმა საქაღალდიდან ორი პატარა ფოტოსურათი ამოიღო და ლუკის წინ დადო
-ლუკ ამ სურათებს შეხედე ამათ ჯერ არ შეხვედრიხარ მაგრამ მალე შეხვდები, ლუკმა სურათებს დახედა შემდეგ საზურგეს მიეყრდნო
-კარგი და რატომ შევხვდები ან ვინ არიან?
-ესენი პატრიკ და სემ კასტელოები არიან სემი კი მამაშენია ამის შესახებ მალე გაიგებს სემიც, პატრიკის ოჯახმა უკვე იცის მისმა ცოლმა და შვილებმა და შენზე ეძებენ ყველაფერს
მალე მოვლენ შენთან და გეტყვიან რომ შენ სემის შვილი ხარ რის შემდეგაც სემსაც გააგებინებენ და ის შენთან აუცილებლად მოვა,
გაოგნებულმა ლუკმა სურათებს კიდევ ერთხელ დახედა და საკუთარი თავის მსგავსი ადამიანი კარგად ამოიკითხა მის წინ დადებულ სურათზე, დაბმულ ხლეებში სურათ აიღო და აკვირდებოდა ნიკმა კი განაგრძო
-დამიჯერე ვიცი რომ არ გინდოდა ეს ესე გაგეგო მაგრამ ამმაშენი ჩიკაგოს ერთ ერთი ყველაზე დიდი დამნაშავეა და მისი ოჯახის კისერზეა ათასობით გაუბედურებული ოჯახი, ესენი კლავენ და ასახიჩრებენ ხალხს.
მათი ოჯახი წლების განმავლობაში ატერორებდა ქალაქის მოსახლეობას, და ეს არ შეწყვეტილა ყოველ წამს რაც უფრო უახლოვდებით მით უფრო გვშორდებიან მათთვის არ არსებობს არაფერი გარდა მათ ბიზნესის და ოჯახისა და ვინც მათ წინ გადაუდგება ყველას კლავენ, გესმის კლავენ ისენი არ აშინებენ, ისენი არ ცემენ უბრალოდ კლავენ და ამით ასრულებენ საქმეს და როცა მათთან მივდივართ ბრალის დასადებად
სხვა ადამიანი გამოჩნდება რომელიც მზად არის რომ ყველაფერი აღიაროს მათ დასაცავად, წლებია ეს ესე გრძელდება, წარმოიდგინე წლების განმავლობაში რამდენ ადამიანს დაუნგრიეს ცხოვრება, ისევე როგორც შენ, შენც ერთერთი მადგანი ხარ, ვხედავ მაგას და შენში მათ გვარს ვერ ვხედავ შენ სხვანაირი ხარ და მჭირდები, მე მჭირდეიბ რომ მათთან მივიდე როგორც კი დაგინახე მაშინვე მივხვდი ვინ იყავი შემდეგ უკეთესად დავიწყე
ქექვა და დადასტურების მერე გამოჩნდი შენც რამდენიმე დღის წინ ამის მერე ვფირობ რომ შენ ის ხარ ვისაც შეუძლია მე დამეხმარროს ასე რომ დაფიქრდი.
სიჩუმემ დაისადგურა ლუკი გაოგნებული უყურებდა სურათს ყოველთვის უნდოდა ცოდნოდა მისი ოაჯხის შესახებ მაგრამ არა ესე და ამ სიტუაციაში ავკირდებოდა კაცს რომელმაც მის შესახებ არაფერი იცოდა, რამდენიმე წუთის წინ დაღლილ სახეზე უკვე აფორიაქება, გაბრაზება, ტკივილი და ათასობით უცნობი გრძნობა იბუდებდა მონაცვლეობით, ბოღმისგან და ტკივილისგან გასიებულ ყელზე ძარღვები უფრო და უფრო ეტყობოდა
რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ კი როგორც იქნა ამოილურლუღა
-საიდან იცი რომ ნამდვილად მამაჩემია? დაძაბულობისგან გაწითლებული სახე მიაპყრო ნიკს
-ვიცი ლუკ უკვე დეენემით მაქვს შემოწმებული ისენიც ასე მოიქცევიან
-და დედაჩემზე რა იცი? შეაწყვეტინა ლუკმა
-დედაშენის პოვნა ჯერ ვერ შევძელი მაგრამ ჯერ კიდევ ვეძებ და გპირდები აუცილებლად ვიპოვი თუ შენც დამეხმარები
-და ჩერმგან რას ისთხოვ ?
-დაუახლოვდი მეტი არაფერი უბრალოდ დაუახლოვდი ჯერ ესეც საკმარისი იქნება და როცა შენ თვითნ დარწმუნდები ვინ არის მერე ვისაუბროთ დანარჩენზე, ვიცი რომ არ ხარ ცუდი ბიჭი არა მეტიც ვიცი რომ კარგი ბიჭი ხარ და დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებ როცა გაიგებ ვინ არის მამაშენი.
ლუკმა ცრემლ მორეული თვალები დაძაბულობისგან აკანკალებული ხელით მოიფშვნიტა და სურათი ნიკის წინ დააგდო
-აქამდე არ მოუძებნივარ ეხლა რატომ ფიქრობ რომ ჩემთან მოუნდება დაახლოვება?
-დამიჯერე მოუნდება მისთვის ოჯახი ყველაფერია შენ კი ჯერ არ იცის მაგრამ მისი ოჯახის ნაწილი ხარ და თუ არ მოუნდება არაფერს კარგავ ჩვენი შეთანხმება დასრულდება და თავისუფლად გააგრძელებ ცხოვრებას, ამის თქმის შემდეგ ნიკი წამოდგა ფეხზე ლუკს მხარზე ხელი მეგობროლად დაარტყა და კარისკენ გაემართა
-ვიცი რომ სწორ არჩევანს გააკეთებ ამისთვის ცოტა დროს მოგცემ
-არ მინდა დრო თანახმა ვარ!
ნიკი მალევე მობრუნდა ისევ ჩამოჯდა ლუკს ხელბორკილები მოხსნა და განაგრძო
-ეხლა კი თუ დავისუფალი ვარ წავალ მირჩევნია და ხვალე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი უბრალოდ არ შემიძლია დღეს, დაძაბულმა ლუკმა მაჯები მოისრისა და მზერა ნიკს მიაპყრო
-შეგიძლია წახვიდე როცა კარგად იქნები შენ თვითონ დამიაკვშირდი და შემდეგ ვისაუბროთ
-ლუისაც გაუშვებთ?
-კი ოღონდ მას ხვალ გაუშვებთ ისე თითქოს მას ბრალია არაფერში ედებოდა მხოლოდ მე და შენ უნდა ვიცოდეთ ეს ამბავი
-მესმის შეიძლება წავიდე?
-კი ლუკ შეგიძლია წახვიდე

ლიკი ისე გამოვიდა პოლიციის შენობიდან ხმა არ ამოუღია ან და რა უნდა ეთქვა მის კარგად მოაზროვნე ტვინში ესეთი ქაოსი ჯერ არასდროს ყოფილიყო უამრავი აზრი და გრძნობა ირეოდა ერთდროულად,
გარდა ერთისა ბედნიერება, როცა მამის არსებობა და ვინაობა გაიგო მხოლოდ ეს გრძნობა ვერ აღმოჩნდა მასთან, სიჩუმეში მიმავალს გზაზე უამრავჯერ მოაწვა ცრემლი და ბოღმა ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო ახჩობდა მისი დაძაბული ვენებიდან სისხლი სადაც იყო ამოხეთქავდა ვერ ხვდებოდა როგორ უნდა ყოფილიყო ბედნიერი თუ გულ გატეხილი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent