შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 9 თავი


15-08-2021, 16:29
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 470

თორნიკეს ტვინში სისხლი ჩაექცა როცა დაინახა სკოლიდან გამოსული დების წინ როგორ გააჩერა მისთვის უცნობმა ტიპმა მანქანა, როგორ ჩასხდნენ გოგონები შიგ და მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყდა
-ამის დედაც-დაიღრინა გაავებულმა ბიჭმა და საჭეს ძლიერად დაარტყა ხელი, შემდეგ თავადაც დაქოქა მანქანა და უკან გაეკიდა მიმავალ მანქანას, რომელიც მალევე გოგონების ეზოს კარის წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა, მარიანა და სოფი მძღოლთან ერთად გადავიდნენ მანქანიდან და ყველამ ერთად გაოცებულებმა მიიხედეს უკან, რადგან მოსახვევში გიჟივით შევარდა თორნიკე თავისი იქს ხუთით და ისე მკვეთრად დაამუხრუჭა რომ გაჩერებულ მანქანას მილიმეტრებით ასცდა რომ არ დასტაკებოდა
-მაგრად გაგიჭედავს-დაუჩურჩულა სოფიმ დას და სახე ალეწილ თორნიკს გახედა რომელიც სწრაფად გადავიდა მანქანიდან და მათი მიმართულებით წამოვიდა
-რა ხდება?-გოგონებს ზედმეტად მიუახლოვდა მერსედესის მძღოლი
-ეს არანორმალური მარიანას შეყვარებულია- აუხსნა სოფიმ რომ რაიმე სახის გაუგებრობა აეცილებინა თავიდან, ბიჭის სახეზე აშკარა ტკივილი გაკრთა და ზიზღით გახედა თორნიკეს, რომელიც ზედმეტად მიუახლოვდა დაბნეულ მარიანას, ტუჩის კუთხეში აკოცა და ხელი ჩაკიდა, ბიჭს უნებურად მათი ახლართული თითებისაკენ გაექცა ცივი მზერა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა -ერთმანეთს გაგაცნობთ- როგორც იქნა ხმა ამოიღო სოფიმ და მარიანას თვალები დაუბრიალა რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა- თორნიკე, მარიანას შეყვარებული, ზურა, ჩვენი კარის მეზობელია, წლებია საქართველოში არ ყოფილა, ახლახანს ჩამოვიდა-ახსნა განმარტების გაკეთება მოუწია გოგონას შექმნილი უხერხულობის და დაძაბულობის განსამუხტად, ბიჭებმა ერთმანეთს ზიზღით სავსე მზერა ესროლეს
-წავიდეთ-თორნიკემ მარიანა თავისკენ მოქაჩა და ფაქტიურად ძალით წაიყვანა მანქანისაკენ, კარი გაიღო და თავით ანიშნა ჩანჯდაროყო შიგ
-ბებო მელოდება-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ბიჭის წაშლილი სახის შემხედვარე დამფრთხალმა გოგონამ და დაძაბული მზერით ახედა მთელი თავით მაღალ ბიჭს
-მანქანში ჩაჯექი-უცნაური ტონით უთხრა თორნიკემ და თავით ანიშნა ჩამჯდარიყო, მარიანამ მისი მოთხოვნა შეასრულა და როცა თორნიკენ კარი გამეტებით მიუჯახუნა შეკრთა
-რატომ ხარ გაბრაზებული?-შეიცხადა მარიანამ როცა გაავებული ბიჭი საჭეს მიუჯდა და მანქანა აგილზე მოატრიალა
-მაგ ს.რის მანქანში რატომ ჩაჯექი?
-მერა რა რომ ჩავჯექი? მეზობელია
-ყველა მეზობელს მანქანაში უხტები ხოლმე?!- აყვირდა მოულოდნელად თორნიკე
-შენთვის არაფერის ახსნას არ ვაპირებ!-ავარდა მარიანა -მითუმეტეს თავის მართლებას იმის გამო რომ ზურას მანქანაში ჩავუჯექი
-ესე იგი არ აპირებ?
-არა
-ჩემი გაგიჟება გინდა?
-ვერ ვხვდები რა გაგიჟებს-უემოციო სახით გახედა გოგონამ სახე წაშლილ ბიჭს
-ესე იგი ვერ ხვდები?-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე ბიჭს
-ვერ- დარწმუნებით უთხრა გოგონამ
-ერთხელ ჩავხედე თვალებში და ეს საკმარისი იყო ჩემთვის, რომ იქ შენ დამენახე
-რა?!-შეიცხადა გოგონამ
-უარყოფა არ გაბედო!
-რა სისულელეა
-ისე ნუ იქცევი თითქოს ვერაფერს ხვდებოდი აქამდე
-მგონი საბოლოოდ შეიშალე
-მაგ ს.რის მანქანაში აღარ დაგინახო!-მბრძანებლური ტონით უთხრა თორნიკემ გაცეცხლებულ გოგონას და სიჩქარეს მოუმატა
-მანქანა გააჩერე
-რაა?
-ახლავე!-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ
-ზურას გამო უნდა ამიხტე?
-ზურა საერთოდ რა შუაა? -გაბრაზდა მარიანა
-შუაში კი არა თავშია
-ასე რატომ იქცევი?
-როგორ ვიქცევი?!-შეიცხადა თორნიკემ
-ვერ ხვდები რომ გულს მტკენ?
-უბრალოდ არ მინდა რომ შენთან ზედმეტად ახლოს იყოს ის ვიღაც ზურა, არა თუ მანქანაში ჩაუჯდე იმ ს.რს
-ზოგჯერ მგონია რომ საერთოდ არ გიცნობ-დაიჩურჩულა მარიანამ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-რაც ჩემია ჩემი უნდა იყოს და ვინმე სხვა, თუნდაც ირიბად არ უნდა ეხებოდეს მას! ანუ ის შენ, თუნდაც ფიქრებით
-გიჟი ხარ, არანორმალური -გაბრაზდა მარიანა
-შენ ჩემი ხარ-მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და ნიკაპზე ხელი აკრა -მარტო ჩემი-მომღიმარი სახით შეხედა გაბრაზებულ გოგონას
-შენი არ ვარ!
-ხაარ! -გაეცინა თორნიკეს და მის სიცილზე მარიანასაც გაეცინა
-არ ხარ ხო შენ ნორმალური?
-შეიძლება ასეც ითქვას-გაეცინა ბიჭს.
სოფი გაბრაზებული სახით უყურებდა მარიანას
-როგორც ვხვდები შერიგდით? თუ არც გიჩხუბიათ ზურაზე უაზროდ რომ იეჭვიანა?!
-ვიჩხუბეთ, მაგრამ...
-მაგრამ რა?
-გთხოვ შენ ნუღარ მიმატებ რა ისედაც ცუდად ვარ-საწოლზე გადაწვა გოგონა
-მიხვდა არა?
-რას?-დაიბნა მარიანა და მაშინვე წამოჯდა
-ზურას რომ უყვარხარ-თავზე წამოადგა სოფი დაბნეულ დას
-რა ვუყვარვარ ღმერთო-თვლები აატრიალა გოგონამ
-იცი როგორ გიყურებდა?-დანანებით უთხრა სოფიმ და მარიანას გვერდით ჩამოჯდა საწოლზე- სიყვარულით სავსე თვალებით, იმავე წამს იმიტომ მიხვდა თორნიკე ყველაფერს
-გთხოვ შენ მაინც ნუ მელაპარაკები მაგ სისულელეზე
-ძაან გაგიჟდა ხო?
-ისედაც გიჟია-გაეცინა მარიანას
-იეჭვიანა არა? მაშინვე შევატყვე სახეზე რომ რაღაცას მიხვდა და მაგრად გაგიჭედავდა... ოღონდ ის არ მეგონა შენ ასე მარტივად თუ დაიკერებოდი და შეურიგდებოდი
-თავი დამანებე რა გთხოვ-გაებუტა მარიანა დას.
-სად წაგიყვანა? ისევ თავის სახლში?-არ ეშვებოდა სოფი დას
-არა, ისე, უბრალოდ ფეხით გავიარეთ-გაბრაზდა გოგონა - მორჩი დაკითხვას ბოლოსდაბოლოს?
-ამ ეტაპზე კი-აკისკისდა სოფი
-აუტანელო-ბალიში ეროლა მარიანამ კართან მისულ დას.
შუადღის ძილისგან გაბრუებულმა ანი, საწოლზე წამოჯდა უკმაყოფილო სახით, რადგან უჩვეულო ხმაურმა გააღვიძა და აზრზე მოსვლა გაუჭირდა, როცა როგორც იქნა გონს მოვიდა, მაშინვე ფეხზე წამოვარდა და გაწეწილი თმით კიბეები ჩაირბინა, უცნაური მზერით მიაჩერდა გიორგის რომელიც მისაღებ ოთახში დივანზე იჯდა და ვისკის ბოლო წვეთებს წრუპავდა უკვე გამოცლილი ჭიქიდან, მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა და ორივე უჩვეულოდ დაიძაბა, გიორგიმ განზრახ ჯიუტად, თავხედური მზერა ააყოლა მის შიშველ ფეხებს რომელსაც ზედმეტად მოკლე სარაფანი ძლივს უფარავდა გოგონას და მზერა მის წითელ ვნებიან ტუჩებს გაუშტერა
-თორნიკე სადაა?-მაშინვე ეს იკითხა დაბნეულმა გოგონამ სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა უხერხული სიჩუმის გასაფანტად და მაშინვე გაექცა ბიჭის გამომწვევ მზერას
-გასულია-მშვიდი ტონით უპასუხა გიორგიმ და ჭიქა მეორედ შეივსო -დალევ? -ინტერესით მიაჩერდა ანის რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და ზედმეტ მოძრაობას ვერ ბედავდა
-მგონი დაგავიწყდა რომ არ ვსვამ-უხეშად უპასუხა გოგონამ და მზერა გაუსწორა ბიჭის ამღვრეულ თაფლისფერ სფეროებს
-იმდენი წელია წასული ხარ ქვეყნიდან, რომ ვიფიქრე ცოტას შეგცვლიდა ევროპა-აგდებულად უპასუხა გიორგიმ, ვისკის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ისე ჩაცალა ჭიქა რომ წამით თვალი არ მოუშორებია გოგონას ალეწილი სახისთვის
-კარგად იცი რა მიზეზითაც წავედი
-ერთი მეორეს ხელს არ უშლის-გაეცინა ბიჭს
-მე ის სასწავლებლად წავედი და არა გასართობათ!
-ვიცი მაგრამ უკვე დიდი ხანია ამას ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს-ცინიკური ტონით უთხრა გიორგიმ და მესამედ შეივსო ჭიქა
-შენთვის არასდროს ჰქონდა მნიშვნელობა იმას თუ რა მინდოდა მე!
-არც შენთვის ჰქონდა!-ხმას აუწია გიორგიმ
-თავი დამანებე- გაიბუტა გოგონა
-როგორც იქნა გაიღვიძე-სახლში მოღუშული სახით შევიდა თორნიკე
-სად იყავი?-შვებით ამოისუნთქა ანიმ
-სიგარეტი გამითავდა და...
-კარგი, მე მაღლა ავალ -ანი მიტრიალდა და სწეაფად აიარა კიბეები
-ისევ იჩხუბეთ?-სავარძელში უღონოდ ჩაეშვა თორნიკე
-აუტანელი და გაყავს
-ამდენი წელი რით ვერ გაარკვიეთ ურთიერთობა?
-ჩვენს შორის იმ ღამეს სამუდამოდ დამთავრდა ყველაფერი როცა ის საფრანგეთში წავიდა
-სასწავლებლად წავიდა-მობეზრებულად უთხრა თორნიკემ
-არ უნდა წასულიყო!
-ისევ გიყვარს!
-არასდროს ვაპატიებ იმას რომ ცოლობაზე უარი მითხრა და იმავე ღამეს გაფრინდა
-ჰო მაგრამ
-მარიანამ წასვლა რომ მოინდომოს დედამისთან გაუშვებ? და მერე იდიოტივით 4 წელი მისი სწავლის დასრულებას დაელოდები?-ავარდა გიორგი
-არა რა გავუშვებ, ეგრევე ხელს წავავლებ და ცოლად მოვიყვან
-სხვათაშორის მეც მაგას ვაპირებდი მაგრამ...- იმედგაცრუებული ტონით თქვა გიორგიმ -იმავე ღამეს გაფრინდა შენი არანორმალური და-და მესამე ჭიქა ჩაცალა
-ანუ მის მოტაცებას აპირებდი?-წარბი წაკიპა თორნიკემ და უცნაური მზერით გახედა მეგობარს
-მეგონა მასაც ვუყვარდი
-უყვარდი-დარწმუნებით უთხრა თორნიკემ
-ასე რომ ყოფილიყო არ წავიდოდა, ჩემთან დარჩებოდა... თავის სულელურ ოცნებებს არ გაეკიდებოდა...მაგრამ ალბათ ასე ჯობდა...
-ახლა რას აპირებ?
-არაფერს-მხრები აიჩეჩა გიორგიმ- დავლევ გონების დაკარგვამდე
-გგონია ეს დაგავიწყებს მის თავს?-ინტერესით ჩააცქერდა თვალებში თორნიკე
-უკვე დიდი ხანია მე მასზე უარი ვთქვი
-ჰო მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ დღემდე გაგიჟებით გიყვარს
-არასდროს ვაპატიებ, იმას რომ წავიდა და მიმატოვა
-ნინის ანის გამო დაუახლოვდი?
-ნწ, მევასევა და თან ძალიან
-რაო რომეომ? ვინ მევასებაო?-მოულოდნელად, ხმაურით შევიდა ვაჩე მისაღებში
-ნინი
-რა ნინი-შეიცხადა ვაჩემ და დივანზე მის გვერდით დაჯდა -ახლა არ მაეჭვიანო
-მოგკლავ-დაემუქრა გიორგი და მეოთხეჯერ შეივსო ჭიქა, ერთი მოყუდებით დაცალა და ინსტიქტურად თვალი კიბისკენ გაექცა საიდანაც ანი ჩამოვიდა მხიარული სახით
-ყველაზე გადარეულიი-იყვირა და ფეხზე წამომდგარ ვაჩე ჩაეხუტა -აქამდე არ უნდა გენახეთ?
-შენ ძმამ დაღლილიაო, ნამგზავრიაოა ესაო ისაო-თავი იმართლა ვაჩემ და უხერხულად გაუღიმა.
ქეთი დაძაბული მზერით უყურებდა ირაკლის, რომელიც უღიმღამოდ ვახშმობდა შუაღამის პირველზე
-თორნიკე პასუხებს ითხოვს ქრისტინესთან დაკავშირებით... მე კი ისევ არ მაქვს ძალა რომ რამე ავუხსნა
-გინდა? მე დაველეპარაკები
-არა, არა... არავითარ შემთხვევაში... ყველაფერი ჩემი ბრალია და მე უნდა მოვუყვე მის შესახებ
-სრული სიმართლის თქმა გადაწყვიტე?
-არა, ამისთვის ძალა არ მეყოფა
-ოდესმე სიმართლეს მაინც გაიგებს, ჯობია ეს ჩვენგან გაიგოს დამიჯერე ვიდრე გარეშე პირისგან, უკვე 26 წლისააა და ცივი გონებით როგრომე სწორად განსჯის მოცემულ სიტუაციაა
-ჩვენ თორნიკეზე ვლაპარაკკობთ ირაკლი, თორნიკეზე...
-ჰო მაგრამ რაც დრო გადის უფრო მეტად იტანჯები...
-სიმართლის გაგების მერე ის დაიტანჯება... მე კი ეს არ მინდა...ნეტავ შემეძლოს მისთვის ამ ტკივილის არიდება... ნეტავ შემეძლოს... თავიდანვე არასწორად მოვიქეცი ქრისტინას რომ დავუჯერე და მისთვის დედად ვიქეცი...
-არა ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო!-შეეწინაღმდეგა ირაკლი ცოლს
-ჰო მაგრამ ახლა? ახლა რა იქნება? სიმართლეს რომ გაიგებს? სამყარო თავზე დაემხობა! ჩათვლის რომ მთელი ეს დრო ვატყუებდით, იმის გააზრებაზე რომ ჩვენ მისი მშობლები არ ვართ ალბათ შეიშლება...
-როგორმე გაგვივებს
-გგონია მისთვის იოლი გადასატანი იქნება იმის გააზრება რომ რეალურად დედა მკვდარი ჰყავს... რომ ის...მის დაბადებას შეეწირა... მამამისის მიზეზით რომელსაც მისი დაბადება საერთოდ არ უნდოდა... რომელმაც ერთხელაც კი არ მოაკითხა საავადმყოფოში სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ბავშვს, არა თუ გარდაცვლილ გოგონას საფლავზე...ერთხელაც კი არ დაინტერესდა მისი შვილის ცხოვრებით და მდგომარეობით... ღმერთო ძალიან ცუდად ვარ-სახეში ხელები ჩამალა ქეთიმ და ატირდა
-ჩვენ მას ოჯახი ვაჩუქეთ, დედა და მამა... ვფიქრობ თორნიკე როგორღაც გაგიგებს
-არა, ასე არ იქნება, ის ყველაფერ ცუდს დაინახავას ამ ამბავში და არაფერ კარგს! ჰო ოჯახი ვაჩუქეთ... ის რაც მე და ქრისტინეს არასდროს არ გვქონია... მისთვის დედა გავხდი, დედა რომელიც მე და ჩემს დას არასდროს გვყოლია, რადგან ისიც ჩვენს დაბადებას შეეწირა და ამით მე უფლება მივეცი თორნიკეს რომ დედა-შვილობის ყველაზე ძვირფასი გრძნობა განეცადა და ცხოვრებაში გულნატკენი არ ყოფილიყო იმის გამო რომ ამ ძვირფასი სიტყვის დაძახება არავისთვის შეეძლო...მაგრამ ის ამას ვერ გაიგებს... ვერ გაგვიგებს, მე და ჩემს დას... ვერ გაუგებს პატარა ქრისტინას რომელმაც მთხოვა მისი ვაჟის დედა გავმხდარიყავი, მეჩუქებინა მისთვის ოჯახი რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონოდა და ჩვენსავით არ დატანჯულიყო მთელი ცხოვრება დედაზე ოცნებაში.
ანი საფრანგეთში დაბრუნდა მოულოდნელად რადგან გიოგრის და ვიღაც ნინის ერთად ნახვამ გული საშინლად ატკინა, მიხვდა რომ, უბრალოდ არ შეეძლო ამ ყველფრის ატანა ამიტომ გაქცევა გადაწყვიტა. მარიანას და თორნიკეს ურთიერთობა ძველებურად სტაბილურად მაგრამ ოდნავ დაძაბულად ვითარდებოდა.
ირაკლის იარაღით მუქარამ გეგაზე, გაჭრა და გადაწყვიტა სანამ სიტუაცია თავისთავად არ აირეოდა ქეთის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილიყო ,რადგან კარგად იცოდა ირაკლი სიტყვებს ტყუილად არ ამბობდა და საქმე ბოლომდე მიჰყავდა, ბუნებით ფრთხილ და სიცოცხლის მოყვარულ გეგას სრულებით არ სურდა უმიზეზოდ გაეწირა თავი, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბოლომდე დაწმუნებული არ იყო ქეთის გრძნობებში.
ვაჩეს დახვდერები და სოფის ისტერიკები ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა, მაგრამ მარიანა დას მარტოს არსად აღარ უშვებდა და შესაბამისად მათი ურთიერთობა უაზრო აურზაურს არ სცდებოდა.
ორმა თვემ სწრაფად გაირბინა, გოგონემა სკოლა დაამთავრეს და ეროვნულებზე გასასვლელად ემზადებოდნენ, ნატო უზომოდ ბედნიერი იყო რომ მისთვის ეს სანატრელი და საოცნებო დღე ახლოვდებოდა, მანანაც ყველანაირად ხელს უწყობდა გოგონებს რომ კარგად ემეცადინათ და გამოცდებზე მშვიდად გასულიყვნენ, რომ მაქსიმალური ქულები აეღოთ,არც საჭმლს აკეთებინედა და არც სახლს ალაგებინებდა, ისე იყო აჟიტირებული ამ ყველაფერის გამო.
თორნიკე მოუთმენლად ელოდა მარიანას ბოლო ზარს
-მეც წამოვალ-ირონიული ტონით უთხრა ვაჩემ
-აუ ახლა არ გააგიჟო რა ორივე
-არა ჭკვიანად ვიქნები-გაეცინა ბიჭს
-ვითომ?-დაეჭვებით ჰკითხა გიორგიმ
-აუ შენ ვაბშე ხმას ნუ იღებ რა, გოგო უკვე მერამდენედ წავიდა საფრანგეთში და დარჩენაზე ვერაფრით დაკერე
-არ უნდოდა ჩემთან ყოფნა
-სოფისაც არ უნდა ჩემთან ყოფნა მაგრამ ვინმე აზრს ეკითხება?-გიჟივით გაეცინა ვაჩეს -ყოველ მეორე დღეს ჩემს მანქანაში ზის
-ეგ ერთი და იგივე არაა-გაბრაზდა გიორგი-შენ ერთობი, მე კი ანი მართლა მიყვარდა....
-არ ვერთობი, სოფი მართლა სერიოზულად მევასება
-ესე იგი აღიარებ რომ მოგწონს-თვალები დააწვრილა თორნიკემ
-და როდის ვუარყოფდი?-გაბრაზდა ვაჩე -რომ მომწონს და თან სერიოზულად იმიტომ არ ვანებებ თავს მისი უარის მიუხედავად
-წესირად მოქცევა რომ იცოდე გოგოებთან უარს არ გეტყოდა-ცინიკურად უთხრა გიორგიმ
-შენ რომ იცი იმიტომაა რომ 4 წალია უაზროდ ელოდები



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

სამივე არანორმალური, გაუნათლებელი, ცეტი, ქუჩის ბიჭები არიან. რომლებმაც სიტყვა სიყვარულის, ნდობის და სიმშვიდის და კიდევ უამრავი კარგი გრძნობის მნიშვნელობა არ იციან. თურმე იმიტომაა გიორგი გაბუტული, პატარა გოგო ცოლობაზე, რომ არ დათანხმდა, ოცნებებზე უარი არ თქვა და ცდილობდა და ცდილობს, რომ დამოუკიდებელი ქალი შედგეს. რა მაგარია, პირდაპირ ვგიჟდები. ეს თორნიკეც ზუსტად მისნაირია, მეგონა დას გაამართლებდა, დაჟე ყბაშიც მოსდებდა იმ არანორმალურს, მაგრამ მანაც შუა საუკუნეებში ჩარჩენილი, დამახინჯებული აზროვნება რომ გამოამჟღავნა, მანდ მოისპო ჩემი მისდამი სიმპათიაც. გიორგი ოდნავ ჭკვიანი მეგონა და ყველაზე შტერი აღმოჩნდა. იმედები გამიცრუეს ორივემ. ვაჩეზე ლაპარაკი აღარ მაქვს. მოკლედ მაინტერესებს რა მოხდება და იმ ზურამაც დამაინტერესა (მგონი ეგრე ერქვა). ვფიქრობ დიდ კონკურენციასაც გაუწევს თორნიკეს და ,,შეცდომა"-ში რომ მარიამის ქმარი, ირაკლი თუ რაღაც არ ერქვა? თუ ეგ მამამთილს ერქვა, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ეგ და ის ბიჭი როგორც იყვნენ თავიდან, რომ გვეგონა რაღაც პერიოდი, რომ ერთად იქნებოდნენ, მგონი ეგეთი სიტუაცია ექნებათ ამათსაც. წარმატებები!❤❤❤

 


№2 სტუმარი ელა1

ნეაკო იცი რა მოდი ამით დავიწყებ რო მომეწონა ეს თავიც .ეხლა მესმის რატო შეიცვლება თორნიკე მარიანას მიმართ ყველაფერი ერთად აიძულებს მას ასეთიგახტეს დაუნდებელი და უხეში.მგონი იეჭვიანებს ზურაზე და ეს ეჯვიანობა დაღუპავს და როგორ ვთქვა ჩიხში შეიყვანს ეგონება რო მარიანა იმ ქალებს მეუკუთვნება ხო მიხვდი თუ ასე არ არის მითხარი.რაც შეეხება გიორგის და ანას თან მესმის და თან არ მესმის გიორგისი.მესმის ნაწყენი არის იმიტომ რო ანამ გადაწყვიტა ესწავლა და თავისი მიზნებისთვის მიახწია მაგრამ ეს არ აძლევს იმის უფლებას რო ასე ილაპარაკოს ანაზე ან თუ უყვარს ჯერ ანა რატოხა ხვტება ნინოს.ანაც მაგარი გოგოა თუ არ უყვარს გიორგი რატოღა იეჯვიანა არ მესმის.რაც შეეხება ირაკლის და ქეთის ეხლა მესმის რატო დაუმალეს სიმართლე მაგრამ ამიტ რო ძალიან დიდ ტკიველს აყენებენ თორნიკეს არ ესმით .ქეთის ალბათ გონია რო როცა თორნიკე გაიგებდა სიმართლეს ზურგს აქცევდა და დარჩებოდა თორნიკე დედის ალერსის გარეშე როგორც თვითონ ქეთი და მისი და იყო .მაგრამ მგონი ჩემი აზრით უნდა ეთქვა სიმართლე თავიდანვე.❤❤ვაჩე და სოფოზე არაფერს ვიტყვი დაველიდები მოვლენებს.ველოდები შემდეგ თავს.❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ანუკი

გიორგის და თორნიკეს დამოკიდებულება ქალებისადმი ისე მაღიზიანებს, რომ სიამოვნებით მოვდებდი ყბაში ერთი ორს.♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი nazi

აუ რა საყვარელია თორნიკე როცა ეჭვიანობს საყვარელი მომეწონა ძანნ გელი სულ ????❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი კირა

გიორგიც, ვაჩეც და თორნიკეც ერთნაირი ხისათავიანები არიან. თორნიკე გამორჩეული და წესიერი ბიჭი მეგონა მგრამ სრულიად საპირისპირო ყოფილა. ჯერ ერთი, ძმაკაცი რომ გეუბნება ცოლად უნდა მომეყვანა შენი დაო და ამის გამო თავის ოცნებზე, კარიერაზე, განათლებაზე, უარი ეთქვაო. მერე ამბობს მორჩა დავივიწყე შენი და ეხლა ვიღაც ნინი მომწონსო.მარტო ეს იქნებოდა თორნიკეს გასაგიჟებლად საკმარისი, მაგრამ ამან რა ქნაა? ამ სულელმა? იმის მაგივრად ერთი ყბაში ეთავაზებინა გიორგისთვის და დაეცვა თავისი და, არაფერი არ გააკეთა.თან თორნიკე რომ ეუბნება მარიანას ჩემი ხარ და არავინ არუნდა შეეხოს იმას რაც ჩემიაო, ვერგავიგე ეს გოგოები სუვენირები არიან თუ მანეკენები? აი ესეც ორი შეუგნებელი ხეპრე, პლიუს კიდევ ვაჩე. კუდში დასდევს საწყალ სოფის იმისდა მიუხედავად რომ სოფის სულაც არუნდა მასთან ყოფნა. აი ეს არის ახლანდელი ბიჭების 80%. ეგოისტები, მესაკუთრეები, ნარკომანები, შეუგნებლები და აშშ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent