შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილები 1970-დან (ბონუს თავი)/DNF


17-08-2021, 03:09
ავტორი ტესსა
ნანახია 9 290

/ვილბურის ბავშვობა\


პაწია ბიჭუნამ მამამისს აციმციმებული თვალებით ახედა იმის მოლოდინში რომ თუნდაც მხოლოდ ერთ სიტყვასღა გაიგონებდა მისგან.

"მერე პოლიციამ დაგიჭირა, მამა?"

მამამ თბილი ღიმილით გაუქნია თავი, - "შენ რა მართლა გგონია რომ სულელი პოლიცია მე დამიჭერდა?" - ჩაეკითხა შვილს თითქოს ოდნავ განაწყენებულმა, - "მე და საპნაპი იმდენად სხარტები ვიყავით რომ მაშინვე თავს ვუშველეთ და ბუჩქებში ჩავიმალეთ."
"და ვერტმფრენზე რას მეტყვი? ჩამოვარდა ცეცხლსასროლით რომ ესროლეთ?" - ბიჭუნა საწოლიდან ინტერესით წამოჯდა.
კაცს ხმამაღლა გაეცინა და შვილს თმები უკან თბილად გადაუვარცხნა, - "მართლა მასე რომ მომხდარიყო შენ ახლა აქ არ იქნებოდი."
"რატო არა?" - ჩაეკითხა ბავშვი.
"პირველ რიგში ციხეში ვიჯდებოდი," - აუხსნა მამამ, - "თანაც, ვერტმფრენი მართლა რომ ჩამოვარდნილიყო დედაშენს ვერასდროს შევხვდებოდი."
"და დედას როგორ შეხვდი?" - ბიჭუნა ყურებამდე გაიკრიჭა ახალი ამბის მოლოდინში.
"დედაშენი ჩემთან და საპნაპთან მოვიდა და გვკითხა ბუჩქებში რატომ ვიმალებოდით. გვითხრა რომ სულელურად გამოვიყურებოდით ამ მდგომარეობაში."
ბიჭს გაეცინა, - "შენ ალბათ მართლაც სულელურად ჩანდი, მამა."
მამამ ისევ ნაწყენი სახე მიიღო, - "მამაშენი? სულელი? როგორ ფიქრობ დედაშენი ცოლად მაინც გამომყვებოდა მართლა მასე რომ ეფიქრა?"
"ეგ მართალია მამა. შენ და დედიკო საუკეთესოები ხართ! ის ალბათ შენი პირველი სიყვარულია, არა?"
მამამ ბავშვს ხელი გადახვია, - "რა თქმა უნდა შვილო." - უპასუხა და წამით ჩაფიქრდა სანამ პატარას ღიმილს არ გადააწყდებოდა.
"ეს კარგია." - თქვა მან, - "შეიძლება კიდევ ერთი ამბავი მოვისმინო? დღეს ხომ ჯილდო მივიღე სკოლაში, მე ვფიქრობ რომ ვიმ- ვიმსა..."
"იმსახურებ?" - დაასრულა მამამ.
"ხო, ეგ სიტყვა."
მამამ ღრმად ამოისუნთქა, - "კარგი კარგი, აბა რისი მოსმენა გინდა?"
"ჩემი საყვარელი!" - წამოიძახა ბიჭუნამ სწრაფად, - "შენს მეგობარზე ტელეფონიდან."
რამდენად საოცრად რთულიც არ უნდა ყოფილიყო მამისთვის ამის გახსენება, მას არასდროს შეეძლო მისი ვაჟისთვის უარის თქმა, - "კარ..."
"ჰეი, შეგიძლიათ გაჩუმდეთ?" - პატარა ბიჭუნამ მეორე საწოლიდან გადმოსძახათ, - "ვცდილობ დავიძინო, თქვენ კი ძალიან ხმაურობთ."
მამამ თვალები ღიმილით გადაატრიალა, - "უბრალოდ არ მოგვისმინო ტექნო, დრამა ქვინი ნუ იქნები."
ბიჭუნამ სახელად ტექნო მეორე საწოლიდან წუწუნით ამოიოხრა.
"აბა, სანამ ისევ შეგვაწყვეტინებს შენი ძმა... მოკლედ 1970-ის აგვისტო იყო..."



_____



ქალი თაროდან ვაზებს წმენდდა, მამა ვაჟების ოთახიდან რომ გამოვიდა.
"ღამემშვიდობის, ვილბურ." - გაიგონა ქალმა მეუღლის სუსტი რბილი ხმა, როგორც კი საძინებლის კარი ფრთხილად გამოხურა, რამაც ქალს სახეზე ღიმილი მოჰგვარა.
შემდეგ ცოლთან მივიდა და შუბლზე ნაზად აკოცა, - "გამარჯობა სიყვარულო."
ქალმა გაუღიმა, - "ამდენ ხანს რას აკეთებდი, ქლეი?"
"ვილბურს კიდევ ერთი 'ცუდიდროების' ამბავი უნდოდა! ყოველთვის ასე აკეთებს, ოფი." - უპასუხა ქლეიმ და ორივენი დივანზე ჩამოსხდნენ.
ოფელია დივანზე მოკალათდა, - "მას კი სულ უნდა მაგ შენი ისტორიების მოსმენა, მაგრამ მე არასდროს მიყვები!"
"ეს იმას ნიშნავს რომ ვილბი ჩემს პირობას ინახავს." - ჩაიცინა მან, რამაც ოფელიას უსიამოვნო შეგრძნებები მოჰგვარა.
"შენ რა ბავშვს პირობა დაადებინე რომ ჩემთვის არ ეთქვა?" - და მეუღლეს ხუმრობით ბალიში დაუმიზნა, - როგორი თავხედი ხარ, ქლეი!
ქლეის უეცრად დეჟავუს შეგრძნება გაუჩნდა, თუმცა ამჯობინა დაეიგნორებინა იგი. ამის ნაცვლად კასეტებთან მივიდა, ერთ-ერთი ფლეიერში მოათავსა და ჩამრთველს დააჭირა.
მერე მეუღლეს მიუახლოვდა, - "მე და შენ ორივე ვიმსახურებთ შესვენებას, რას იტყვი?" - და გაუღიმა, - "მაჩუქებ ამ ცეკვას?"
ქალმა ღიმილით გაუწოდა ხელი მეუღლეს და ორივენი მისაღები ოთახის შუაგულში ხელჩაკიდებულნი დადგნენ და დაელოდნენ მუსიკის დაწყებას. მაინც როგორი გამაღიზიანებელი ფლეიერი იყო, სულ დიდხანს ანდომებდა ჩართვას!
ცოტახანში მუსიკის ჩართვის მაუწყებელი ხმები გაისმა და ქლეიმ ცოლი თავისკენ მიიზიდა.


" Woah, my love, my darling
I've hungered for- "


ქლეის წამიერად გაუფართოვდა თვალები.

"რა მოხდა?" - ჰკითხა ქალმა სანამ უყურებდა როგორ მიუახლოვდა ქლეი ფლეიერს და გადამრთველ ღილაკს დააჭირა.
ქლეიმ პასუხი ზედმეტად დააგვიანა, - "ოჰ... უბრალოდ- ცეკვისთვის ეს მუსიკა არ გამოდგება, ასე არ ფიქრობ?"
ქალი მეუღლეს ინტერესით მიაშტერდა, რომელიც ნელა თვალებს იატაკზე ხრიდა. ეს სიმღერა მისთვის იმაზე მეტს ნიშნავდა ვიდრე ქალი ოდესმე წარმოიდგენდა! მაგრამ მან კითხვების დასმა ვერ მოასწრო, როგორც კი სხვა სიმღერა ჩაირთო, ქლეიმ ხელახლა ჩაკიდა ცოლს ხელი და საცეკვაოდ გაიწვია.






2015 წლის 3 აპრილი


სანამ ჩვილი ბავშვი ქერა ქალის მკლავებში ტიროდა, კარზე კაკუნი გაისმა.
"ვილ!" - დაიყვირა ქალმა, - "კართან ვიღაცაა."
"ვიცი, ვიცი." - ვილბურმა კართან მიირბინა და გააღო.
ეს მისი მამა იყო, რომელიც შიგნით შეპატიჟებას ელოდა.
"ვა, მამა!" - ვილბური მას უხერხულად მიესალმა, - "აქ რას აკეთებ?"
"რატომ? დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა!" - მიუგო ქლეიმ, რამაც ვილბური გაკვირვებაში ჩააგდო, - "კარგი ხო, რა მოგივიდა, ვხუმრობ არ არის. უბრალოდ მაინტერესებდა თუ გემახსოვრებოდა."
"აა!" - ვილბურმა ძალით გაიღიმა, - "მაშინ რატომ ხარ აქ?"
ქლეიმ საპასუხოდ პირი გააღო, რომ უეცრად რაღაც დიდი ხმაური გაისმა ქუჩიდან, - "რა ხმაურია?" - იკითხა მან.
ვილბურმა ხელები გააქნია, - ახალი მეზობელი გადმოდის. პროცესი კი გაჭიანურდა." - უპასუხა და გზის გადასწვრივ ავეჯით დატვირთულ სატვირთოზე ანიშნა.
"სხვათაშორის ზუსტად ამიტომ ვარ აქ!" - ჩქარა ჩაილაპარაკა ქლეიმ და ვილბურმა გაკვირვებისაგან წარბები აზიდა.
"რაა?" - ჰკითხა მან, - "აქ რა ჩემი ახალი მეზობლის გამო ჩამოხვედი?"
ქლეიმ ნელა თავი დაუკრა, - "გახსოვს? როცა პატარა იყავი..." - წამოიწყო როგორც კი ვილბურის სახლში შეაბიჯა. ვილბური გაოცდა თუმცა არა იმისგან რომ მამამისი სახლში დაუპატიჟებლად შედიოდა. ის ხომ ასეთი იყო.
"ხო?"
"ამბებს რომ გიყვებოდი."
"მახსოვს."

--

"მე მამაშენი ვარ ბიჭო! ასე უბრალოდ შენი სახლიდან ვერ გამაგდებ!" - ქლეი წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა.
"წლების განმავლობაში ჩვენთვის ხმა არ გაგიცია! ჩემს ზარებსაც კი არ პასუხობდი როცა ვაჟი შემეძინა მამა! ჩემს ქორწილშიც გვიან გამოჩნდი." - ვილბურმა ყველა ის შეცდომა გაახსენა მამას რაც მასთან მიმართებაში დაუშვა, - "და ახლა ჩემთან შენი აბსურდი გამოგონილი ისტორიებით მოხვედი, რომელსაც ბავშვობაში მიყვებოდი?"
"სიმართლეა, ზარებს არ ვპასუხობდი... მაგრამ ვილბურ, შენ ჩემი არ გესმის!"
"არა, ეს შენ არ გესმის!" - შეეპასუხა ვილბი, - "პატიების სათხოვნელად ან შენი საქციელების გამოსასწორებლად რომ მოსულიყავი, მზად ვიყავი შენთვის მეპატიებინა და ყველაფერი დამევიწყებინა, მაგრამ ამის მაგივრად ამდენი წლის შემდეგ ცდილობ ჩემს ოჯახში ფესვი გაიდგა, როცა ამდენი ხანი მისი ნაწილიც კი არ იყავი!"
ქლეიმ აგრესიით გადახედა ვაჟს, მაგრამ მწუხარება მის თვალებში ნათლად ირეკლებოდა, - "კარგი! კარგი, გამაგდე. მაგრამ უბრალოდ ეს გამომართვი." - ვაჟს ძველი გაცვეთილი ბლოკნოტი გაუწოდა, - "მხოლოდ ამის თქმა მსურდა შენთვის. ეს გამომართვი და ხუთ წელიწადში თავად ნახავ!"
ვილბურმა მამამის გადახედა, რომელიც თავისი ნებითვე გაცილდა კარებს. მას შეეძლო ისევ ეკამათა ან ეჩხუბა ვაჟისათვის, მაგრამ არა! ის უბრალოდ გასცილდა მას და დატოვა პატარა ძველ წიგნაკთან ერთად.
ვილბურმა წიგნაკი არც კი გადაშალა და მაგიდაზე მოისროლა, მერე კი კარზე ხელახლა კაკუნი მოესმა.
"არ ხარ ვალდებული შემომიშვა!" - გაიგონა მან დამწუხრებული ძახილი კარებს მიღმა, - "მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდე, მე მართლა ძალიან, ძალიან ვწუხვარ და შენც და შენი ოჯახიც მიყვარხართ, ვილბურ! შესაძლოა ერთ დღეს როცა ნებას დამრთავ ტომისაც კი შევხვდე."
ვილბური კარებს ნელა მიუახლოვდა და მოსმენა წყნარად განაგრძო.
"და ვიცი რომ ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება... მოხარული ვარ რომ დედაშენთან ცხოვრება ამჯობინე, მას შემდეგ რაც ჩვენ დავშორდით მაგრამ... " - ვილბურმა მამამისის ოხვრა გაიგონა, - "მე კვლავაც მსურს რომ მამაშენი ვიყო. და არ ვიცი კიდევ რამდენი დრო დამრჩენია ამისათვის!"
ვილბურმა მამამისის ხმაში აშკარა სევდა და სინანული გაიგონა და ლოყებზე ცხელი ცრემლები გაუცნობიერებლად ჩამოედინა.
მან მძიმედ ამოიოხრა და კარები გააღო რომ ეპატიებინა მამამისისთვის ალბათ ასე ათი წლის შემდეგ, მაგრამ იქ უკვე აღარავინ იყო...




2020 წლის 30 ივლისი


ვილბურმა მამის უცნაური დავალებისდა მიხედვით წიგნაკით ხელში გადაკვეთა ქუჩა. ის მიუახლოვდა მეზობლის სახლს და ელოდა ათი წუთი, თხუთმეტი, შემდეგ ნახევარი საათი.
"ასეც მოველოდი!" - დაიჩურჩულა თავისთვის და წასასვლელად შეტრიალდა.
უეცრად მეზობლის კარის გაღების ხმა მოესმა და ისევ შემობრუნდა. ახალგაზრდა ბიჭი ნიჩბით ხელში გამოდიოდა გარეთ, რომელიც იმაზე მძიმე ჩანდა ერთი შეხედვით, ვიდრე მისი ტარება შეეძლო. ბიჭმა ეზოს კარები გააღო, ეზოში კუთხეს დაუწყო ძებნა, რომელსაც მალევე მიუახლოვდა და გათხრა დაიწყო.
ვილბურს თვალები გაუფართოვდა. ნუთუ შესაძლებელი იყო?
არა! უბრალოდ დაემთხვა.
მან ბიჭის ყურება გააგრძელა, შემდეგ კი წიგნაკი გადაშალა თარიღის გადასამოწმებლად.


"30 ივლისი 2020 - ჯორჯი დროის კაფსულას თხრის."

მან ჯიბიდან კალამი ამოიღო და თარიღის გვერდით პატარა აღნიშვნა გააკეთა. რომ გაიხედა ბიჭის მზერა დაიჭირა და გაიაზრა თუ რამდენად საშიშად და საეჭვოდ გამოიყურებოდა, ასე რომ ნელ-ნელა გასცილდა იქაურობას.

ვილბური სახლში დაბრუნდა, დივანზე ჩაესვენა, - "ღმერთო!" - და ღრმად ამოისუნთქა, - "მთელი ამ დროის განმავლობაში ის მე სიმართლეს მეუბნებოდა!"





/ტომის და ჯორჯის დღე\


ჯორჯმა სახლის კარებზე დააკაკუნა, ნოხზე ფეხები შეიწმინდა და გაღებას დაელოდა. მოლოდინში მას გაახსენდა ის დღე, როდესაც პირველად გაატარა დრო ტომისთან. მაშინ ისეთი რაღაცეების გაკეთება მოუწია, რისი გაკეთებაც აქამდე აზრად არც მოუვიდოდა და ერთ-ერთი ასეთი დაჟინებული ბავშვისათვის ყველა ბურღულეულის ერთმანეთში შერევა იყო. როგორც კი თავისთვის სიცილი დაიწყო, საბოლოოდ ვიღაცამ გაუღო კარი.
"ჯორჯ!" - გაუღიმა ვილბურმა, - "ბოდიში, ასე ბოლო წამს გადაწყდა. არადა ტომის ვუთხარით რომ სხვა ძიძას ავუყვანდით და ვცადეთ კიდეც..."
ვილბურმა ჯორჯი სახლში შეიპატიჟა და ლაპარაკი განაგრძო, - "დავიქირავეთ კიდეც ვინმე ზაკი, მაგრამ ტომის არ მოეწონა და გაუქმება მოგვიწია."
ჯორჯს გული გაუთბა, - "ეგ არაფერი, დღეს მაინც არ მქონია გეგმები." - დაარწმუნა ვილბური, რომელმაც ტომის ოთახის კარამდე მიაცილა.
იგი ოთახში შევიდა და დაინახა ტომი, რომელიც მაგიდასთან იჯდა და მაინქრაფთის კომიქსებს ხატავდა.
ბავშვმა წრეზე სირბილი დაიწყო, - "მამა, მამა ჩემი ჯორჯისთვის ახალი სცენა დავამატე!" - ტომიმ ჯორჯთან მიირბინა და ჩაეხუტა, - "მოდი, ნახე ჩემი კომიქსები ჯორჯ."
ჯორჯმა ბავშვს გაუღიმა და ნახატების სანახავად გაჰყვა.
"ვაუ!" - ის მართლა გაოცდა, - "შენ რა ეს ყველაფერი შენით დახატე?"
"ხო, მაგრამ მამამ აი ეს დახატა." - და ფურცელზე მიანიშნა, - "სწორედ ამიტომ გამოიყურება ეს ერთიცალი ცუდად."
ჯორჯმა სიცილის შეკავება სცადა.
ვილბური ისევ მიუბრუნდა, - "ჰეი ჯორჯ, უკვე გასვლას ვაპირებ. შეგიძლია სადაც გინდათ იქ გაისეირნოთ მაგრამ სახლს ძალიან ნუ გასცდებით." - და ჯორჯს ფული გაუწოდა.
"თავს გაუფრთხილდი ვილბურ." - და გაუღიმა. ვილბურმა ხელები დაუქნია მათ და კიბეებზე დაეშვა.
ჯორჯმა ბავშვს გადახედა, რომელსაც წყვილი მზის სათვალე გაეკეთებინა, - "მხოლოდ მე და შენ პატარავ."
"ხომ კარგი იყო?" - ჰკითხა ტომიმ სერიოზული სახით, როგორც კი სათვალეები მოიხსნა - "ერთ ფილმში ვნახე, რომელსაც მამა უყურებდა."
"მაგარი იყო!" - ჯორჯს გაეცინა. მერე კი ბავშვის თაროებზე მოთავსებული სათამაშოების თვალიერებას შეუდგა, მაგრამ უეცრად თვალი თაროზე მყოფი წიგნისაკენ გაექცა.
"მომწონს ეგ წიგნი." - ჩაილაპარაკა მის უკან მდგარმა ტომიმ, მერე წიგნი ჩამოიღო და ჯორჯს ანახა, - "მაგარი სურათები აქვს, მაგრამ ფერები არა, ასე რომ ბავშვისთვის მოსაწყენია."
"და რა სახის სურათებია?"- ჩაეკითხა ჯორჯი, თუმცა ტომის უკვე გადაშლილი ჰქონდა წიგნი.
მან იქამდე გადაფურცლა, სანამ თავის ფავორიტს არ წააწყდა, - "აი შეხედე, ეს ბაბუაჩემია მისტერ ჰალოსთან ერთად. ნახე ჯერ ახალგაზრდები არიან."

ეს დრიმის სურათი იყო.

მას ერთი ხელი მეგობრისათვის მოეხვია, მეორეში კი ჰაერში აღმართული შამპანიურის ჭიქა ეკავა. ძალზედ სადად და ლამაზად ეცვა და მისი თმა კვლავ ისე გამოიყურებოდა, თითქოსდა ახალი წამომდგარი იყოვო საწოლიდან. ის ზუსტად ისევე იღიმოდა, როგორც იმ ფოტოში რომელიც დრიმმა თავად გადასცა ჯორჯს.

მას დიდხანს მიშტერება მოუნდა ფოტოზე, მაგრამ ტომიმ ხელიდან წაგლიჯა.

"ბაბუა ამბებს მიყვებოდა ხოლმე."
"მახსოვს..."
ტომიმ გაიღიმა, - "უმეტესი მათგანი ძალიან სასაცილო იყო და სუპერგმირებზე. მაგრამ ერთი მართლა ვერ გავიგე. ძალიან დიდი სიტყვაა!" - მან ჯორჯს ბლოკნოტის ნაგლეჯი აჩვენა რომელიც ალბომში იდო და ჯორჯმა ეგრევე გადაიკითხა.

"ხვალ მივემგზავრები.
გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან მიჭირს გამოვეთხოვო იმ ყველა მოგონებას, რაც ამ სახლთან ერთად შევქმენი. თუმცა ის კი ვიცი რომ დავრჩე მოვლენათა მყიფედ აწყობილ ჯაჭვს შევაფერხებ და სულყველაფერს ავურევ. ნეტავ რა მოხდებოდა რომ დავრჩენილიყავი? არის რაღაცეები ამ ოთახთან დაკავშირებით, რასაც ვერასდროს, ვერასდროს ვერ დავივიწყებ... და ღმერთო, როგორი ირონიულია, აქ ცხოვრება რომ გავაგრძელო ეს ფაქტი მთელ დროებას წაშლის და მოჰკვეთს.

და მართლა, მაინც სად არის ჩემი გული?
ეგ კი არა როდის არის?"


ჯორჯს გაუცნობიერებლად გამოერთმია ტომისათვის ალბომი.
"ეს მამაა ბავშვობაში." - აუხნა ტომიმ და ერთ ფოტოზე მიანიშნა, - "კინაღამ სახლი ფეიერვერკებით ააფეთქა."
ჯორჯს ხმამაღლა გაეცინა, - "საიდან იშოვა ფეიერვერკები?"
ტომიმ მხრები აიჩეჩა, - "ბაბუასგან სავარაუდოდ." - შემდეგ კი ივარაუდა, - "ის ნამდვილი გიჟი იყო!"
"ვიცი."
"იცნობდი?" - ჩაეკითხა ტომი.
ჯორჯმა კეფაზე წვალება დაიწყო, - "მხოლოდ ერთხელ შევხვდი."
"ოჰ! ჩემი აზრით ძალიან მოგეწონებოდა უფრო მეტი ლაპარაკი რომ შეგძლებოდა მასთან."
ჯორჯმა თავი დაუქნია და თვალები აუწყლიანდა, - "ეს რა არის?" - ჰკითხა მისამართზე და ტელეფონის ნომერზე.
"ოჰ ეს ბიძია საპის ტელეფონის ნომერია." - უპასუხა ბავშვმა, - "მართლა ბიძაჩემი არ არის, მაგრამ ბაბუას საუკეთესო მეგობარი იყო. მგონი ეს ნომერი უკვე აღარ მუშაობს. ბაბუამ თქვა რომ ფუნქციონირება 50 წლის წინ შეწყვიტა."
ჯორჯმა ოდნავი სირცხვილი იგრძნო საოჯახო ნივთებთან შეხების გამო, თუმცა მისი ინტერესი პიკს აღწევდა. მან ალბომის ფურცვლა განაგრძნო, სანამ მისი თვალები რაღაც საინტერესოს არ შეეჯახა. ეს იყო გაზეთის ნაგლეჯი, რომელზეც ეწერა:


"ფლორიდის გამგებელი 49 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა."

ეს უკვე მეტისმეტი იყო! ჯორჯმა სახეზე ცრემლების დენა იგრძნო. სწორედ ხომ გამგებელი ჩლატის სიკვდილი გახდა მათი დაკავშირების მიზეზი. ეს ალბომი მას მთლიანად მოგონებების მორევში აბრუნებდა.
"რატომ მოიწყინე?" - დაინტერესდა ტომი, - "ბაბუა ყოველთვის ამბობდა რომ გამგე- გამგ... რაც არის, ჩლატი იყო, ის იყო-"
"რა იყო?" - ჰკითხა ჯორჯმა მაგრამ ტომი წამიერად დაიმორცხვა.
"ცუდი სიტყვაა."
ჯორჯმა გაიღიმა და ამოისუნთქა, - "მოწყენილი არ ვარ, უბრალოდ..." - სცადა შესაფერისი სიტყვები ეპოვნა, - "რაღაცეები მახსენდება."
ტომიმ მოჭუტული თვალებით საეჭვოდ გადახედა ჯორჯს, შემდეგ კი მოულოდნელად ჩაეხუტა, - "არ იტირო რა..." - სთხოვა ბავშვმა, - "ბაბუა ქლეიმ ეს ნივთები რომ მანახა ისიც ტიროდა."
"ის ტიროდა?" - ჰკითხა ჯორჯმა აკანკალებული ხმით.
ტომიმ თავი დაუქნია და უეცრად მანაც მოიწყინა, - "როცა ვკითხე რა ატირებდა, მიპასუხა რომ მაშინ მიამბობდა როცა გავიზრდებოდი." - მას შემდეგ რაც გაიაზრა რომ ჯორჯი არაფერს ამბობდა ლაპარაკი გააგრძელა, - "მაგრამ ის მოკვდა... როგორღა მიამბობს, ჯორჯ?"
ჯორჯმა ბიჭს მკრთალად გაუღიმა, - "დარწმუნებული ვარ ერთ მშვენიერ დღესაც შენ თავად გაერკვევი ყველაფერში. ასეთ ამოცანაშიც არ დაგტოვებდა."
"დარწმუნებული ხარ რომ მას არ იცნობდი?" - მიახალა ბავშვმა მოულოდნელად, - "ისე ამბობ თითქოს ყველა ჩვენგანზე მეტად იცნობდიო." - მხრები აიჩეჩა და კარებს მიუახლოვდა.
"სად მიდიხარ?" - ჰკითხა ჯორჯმა, როგორც კი სახე მკლავით მოიწმინდა.
"იუთუბის საყურებლად." - ტომიმ ბოროტულად ჩაიცინა, - "გავიგონე მამა მეორე ძიძას პაროლის ადგილმდებარეობას რომ ეუბნებოდა."
"ოჰ, არა ახლა მოიცა!" - ჯორჯმა წიგნი თავის ადგილას კარადაზე დააბრუნა და ბავშვს გაჰყვა, - "იცოდე მამაშენი გამიბრაზდება მაგის გაკეთების უფლებას თუ დაგრთავ."
"გთხოოოვ." - შეიჭმუხნა ტომი, - "ყველაფერი რასაც ჩემები უყურებენ მხოლოდ საშინელი მოსაწყენი ვიდეოები და 'Cocomelon' (YouTube არხი)*-ია.
"ბოდიში ტომი."
ტომი გაიზმორა, - "მე ხომ მხოლოდ ps4 (გეიმპადი)* მინდა კომპიუტერული თამაშების სათამაშოდ!"
"ps4? მე მაქვს ჩემს სახლში."
ბავშვს თვალები გაუბრწყინდა, - "შეგვიძლია წავიდეთ? ძალიან გთხოვ. მამამ ხომ თქვა რომ სადაც გვინდა იქ წავიდეთ თუ ახლოს იქნება. ჩვენ კიდევ მეზობლები ვართ! გთხოვ, რა." - ისე ევედრებოდა რომ ჯორჯმა უარი ვეღარ უთხრა.
"კარგი, კარგი, მაგრამ პირველ რიგში მამაშენს უნდა გავაგებინო."
ტომიმ ტაში შემოჰკრა.


--

"სათამაშო იარაღებიც გაქვს?"
"ხო ტომი, მაგრამ ეგენი ბავშვებისთვის არაა."
ტომი ჯორჯის სავარძელში ჩამოჯდა, - "შენს ოთახს შენც ღებავ?"
ჯორჯი მიბრუნდა რომ დაენახა რაზე ლაპარაკობდა ტომი და მიხვდა რომ ბავშვი კედელზე დამჩნეულ ხელის ანაბეჭდებს გაჰყურებდა.
"ოჰ!" - აღმოხდა მას, - "ეგ უბრალოდ ერთ-ერთი ჩემი პროექტია."
ტომიმ უფრო ვრცლად მიმოიხედა გარშემო, - "ნახე კედლებზე ხვრელიც კი გაქვს!" - მან იმ ნაწილზე მიანიშნა, სადაც დრიმმა 'ვოლქმენი' მოათავსა ერთ დროს.
"უი, ხო." - ჩაილაპარაკა ჯორჯმა და ტომის გვერდით დაიჩოქა, - "ეგ არაფერია."
ტომი ცნობისმოყვარე ბავშვი იყო. ეგრევე ხელები მოათავსა ოთხკუთხედ ჭრილში.
"რას აკეთებ, ჭუჭყიანია..."
მაგრამ ტომი არ მოეშვა და უეცრად დაინახა კედლის სიღრმიდან რაღაც როგორ ჩამოვარდა, - "ეს რაღაა?"
ეს იყო ყავისფერი ამანათი.
ჯორჯს თვალები გაუფართოვდა, როგორც კი ის ტომის ხელებში დაინახა.
უეცრად მუცელში საშინელი გვრემა იგრძნო. ვერ ახერხებდა იმის გაანალიზებას რომ დრიმი კვლავაც უგზავნიდა მას წარსულიდან ნივთებს.
"გახსენი!" - მიუგო ტომიმ.
"კარგი, კარგი." - უთხრა ჯორჯმა და იგრძნო მთლიანი სხეულით როგორ წამოხურდა.
პირველი ნივთი რაც იქიდან გადმოვარდა იყო წერილი. ჯორჯმა უსწრაფესად გახსნა ის და გულის არეში განუზომელი ტკივილი იგრძნო.

"დღეს ჩემი ამ სახლში ყოფნის ბოლო დღეა და არც კი ვიცი საერთოდ ამის პოვნას თუ შეძლებ ან ისევ თუ იფიქრებ რომ ეს ჭრილი შეამოწმო, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ შენთვის ეს გადმომეცა.
ვიფიქრე რომ საუკეთესო იქნებოდა ამას თუ ვიზამდი, რადგან არ მსურდა გარეთ ეზოში მარტოსულად დამეტოვებინა. იქ სადაც მათზე არავინ იზრუნებდა.


შენ იზრუნე არასწორო ნომერო.


-მოხუცი კაცი."


ეს იყო პატარა მინის ქილა, რომელსაც შიგნიდან მუქი ნარინჯისფერი ელფერი გადაკრავდა.

ერთიცალი კალენდულას ყვავილი.





/რამოდენიმე თვით ადრე 1970-ში\


საპნაპი მწველი მზის სხივების ქვეშ იდგა და დოინჯი შემოერტყა, - "ანუ ახლა მებაღეობით ხარ დაკავებული?"
დრიმმა თვალები გადაატრიალა, - "მხოლოდ ამ ყვავილებს ვრგავ, რა ვერ გაიგე?"
"და რა არის ასეთი განსაკუთრებული მათში?"
საპნაპმა დიადაგის გასამჩვილებლად იმ ადგილთან დაიჩოქა, სადაც დრიმი თესლებს ათავსებდა.
"ყველაფერი!"


......


უკვე ყვავილების პაწია ღეროს მიწიდან თავი ამოეწიათ, როგორც კი ტელეფონზე ზარი გაისმა.
დრიმმა კარგად იცოდა რომ ჯორჯის სატელეფონო ხაზი გადაჭრილი იყო, თუმცა ხანდახან ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა რომ ჯორჯმა მასთან დასაკავშირებელ სხვა გზას მიაგნო.
ამისდა მიუხედავად, მალევე აიღო ყურმილი, - "გისმენთ?"
"ქლეი, ძვირფასო," - დედამისი იყო, - "თავს გაუფრთხილდი. საშინელი ქარიშხალია, მთელი ჩემი ეზო მთლიანად გაანადგურა."
ქლეის თვალები გაუფართოვდა, როგორც კი გარეთ გაიხედა და ქარიშხალი და წვიმა შენიშნა. მერე ყურმილი გათიშა, პალტო მოიცვა და გარეთ გავარდა, სადაც უზარმაზარი ბრეზენტი იპოვა. ქარიშხალში და წვიმაში ყელამდე ტალახში იქამდე იარა სანამ ის ადგილი სადაც ყვავილები იზრდებოდა მთლიანად უსაფრთხო არ გახადა.
შემდეგ კვირას საშინლად ავად გახდა, მაგრამ იცოდა რომ ეს ამად ღირდა. მას მერე რაც საავადმყოფოდან დაბრუნდა, დაინახა რომ ყვავილები ჯერაც ჯანმრთელად და დაცულად გამოიყურებოდნენ.



...



მზე კალენდულას ნარინჯისფერ ფურცლებს ლამაზად დაჰნათოდა.

ისინი მზეში მთლიანად ბრწყინავდნენ, მაგრამ უეცრად რაღაცამ დაჩრდილა. ეს სატვირთო იყო, რომელშიც საპნაპი და სხვა მეგობარი დივნის დადგმას ცდილობდნენ.
"ქლეი, შენ იმდენი ნივთი გაქვს, მემგონი ვერასოდეს მოვრჩებით!"
მაგრამ ქლეი იქვე ყვავილებთან ბაღის მაკრატლით ხელში იყო დაკავებული.
"გაანებე თავი." - მისმა მეგობარმა შესძახა, - "არავინ შეეხება."
ქლეი მათკენ შებრუნდა, - "ზუსტად ესაა პრობლემა! მათზე მაინც არავინ იზრუნებს..."
მისი მეგობარმა შეკამათება დააპირა, მაგრამ საპნაპი მიუახლოვდა და თვალები გადაატრიალა, - "გაანებე თავი და მიეცი ყვავილების მოკვლის უფლება." - დაიჩურჩულა მან, - "შესაძლოა ეს მისთვის თერაპიასავით იყოს."


...


დრიმი მის ახლა უკვე დაცარიელებული ოთახის შუაგულში დაჩოქილიყო. ოთახი მთლიანად ცარიელი იყო, თუ არ ჩავთვლით კუთხეში მდგარ მარტოსულ ტელეფონს.

მან წერილი დაწერა, შემდეგ კი კალენდულასთან ერთად ამანათში მოათავსა.

ამ ყოველივეს შემდეგ მის ბაგეებს მწარედ გამოსცდათ, - "ერთადერთი არ ყოფილხარ ვინც ამ ყვავილებს ზრდიდა, ჯორჯ!"

ბოლოს როგორც იქნა წამოდგა და ოთახს უკანასკნელი მზერა მოავლო. ბოლოჯერ გადახედა კედლებს, ხელის პრინტერს, ნახატებსა და ჯორჯის ესკიზს. მას თბილად გაეღიმა და იმ ოთახის კარი მოხურა, სადაც უამრავი მოგონება ახლა მარტო, ეულად დატოვა ერთხელ და სამუდამოდ.


--


დასასრული!




პ.ს მეგობრებო სალამი... აბა როგორ ვართ? ხო, ვიცი მეც ვტირი.
მოკლედ, 'ყვავილები 1970-დან'.. მეორე ნაწილის (UNCHAINED MELODY) გამოსაქვეყნებლად, გთხოვთ დატოვოთ კომენტარი რომ თქვენი სურვილისამებრ გადავწყვიტო.
მადლობა რომ კითხულობდით და კარგ დღეს გისურვებთ :)

დროებით



№1 სტუმარი სტუმარი Indiram

Didi madloba bonus tavistvis, visiamovne.moutmenlad velodebi meore nawils,imedia male dadeb.????????????

 


№2  offline წევრი ტესსა

სტუმარი Indiram
Didi madloba bonus tavistvis, visiamovne.moutmenlad velodebi meore nawils,imedia male dadeb.????????????

დიახ, ვეცდები. მადლობა თქვენ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent