შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე(სრულად)


18-08-2021, 00:11
ავტორი lortkia
ნანახია 23 041

გავიდა...ხუთი წელი..ხუთი უამრავი ემოციით დატვირთული წელი....უცხო ქვეყანა,უცხო ახლა კი ძალიან ნაცნობი ადამიანები,მონატრება ყველას და ყველაფრის,ატირებული მეგობრები რომლებიც ვირტუალური სივრციდან მიყურებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფნი ვტიროდით არადა თითოეულს ჩვენი თავი ძალიან უემოცო გვეგონა თურმე მეგობრობას ესეც შეუძლია,ამ ხუთი წლის მანძილზე იყო ბევრი ცრემლი,მთვარის და ჩემი ყოველდღიური საუბრები,იყო ბევრი წარმატება და ამ წარმატების საფუძველზე მე ექიმი გავხდი ჩამოყალიბებული ექიმი რომელიც უბრუნდება თავის სამშობლოს და ამ ნაბიჯით თითქოსდა მივიწყებული ჭრილობების გახსნას უწყობს ხელს მაგრამ ამინც ჯიუტად თავისი ქვეყნისკენ,მეგობრებისკენ,ოჯახისკენ და ქართველი პაციენტებისკენ მიიწევს.ხუთმა წელმა შეძლო და გამაძლიერა მე უკვე ჩამმოყალიბებული,მიზანდასახული,ძლიერი ქალი ვარ სახელად ელენა ლორთქიფანიძე,ყველაფრით და თან არაფრით "გამორჩეული"გოგონა".
ბარგის ჩალაგებას ვასრულებ ახლა და ვფიქრობ წარსულზე,წარსულთან კი ასოცირდება ბევრი რამ მათ შორის კი ყველაზე მთავარი ერთი ადამიანი,რომლისადმი ერთ დროს ყველაზე წრფელ გრძნობას ვგრძნობდი სიყვარულს,სიყვარულს რომელიც მეგონა ქვეყანას გადააატრიალებდა,მიყვარდა იგი თავისი ყველაფრით,იმ ბევრი ნაკლითაც კი რომელიც მას გააჩნდა,მე ზოგადად ვფიქრობ ადამიანი ისეთი უნდა შეიყვარო როგორიც არის,ახლა ვსაუბრობ ასე სიყვარულზე,სანამ მოდი სახელს გეტყვით ალექსანდრე დადიანი არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მანამდე აფსურდად მიმაჩნდა სიყვარული,მხოლოდ ვნება მეგონა რომელიც ძალიან სწრაფად ქრება,ისიც ასე ფირქობდა და ორი სიყვარულზე ცინიკურად მომზირალი ადამიანი ერთმანეთს გადავეყარეთ,ჯერ იყო შეხვედრა ჩვენს საერთო მეგობართან ჩემს ბავშვობის ხოლო ალექსანდრეს სიყმაწვილის ძმაკაც ანდრეა აბაშიძესთან,პირველ შეხვედრისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება ალბათ მეც მისი,იმ დღეს სახლამდე გამიყვანა,ხმას არცერთი ვიღებდით,მხოლოდ ირაკლის ხმა ისმოდა ჩარკვიანის,რომელიც იმ პატარა მაგნიტაფონიდანაც კი ახერხებდა საოცრაი ჰანგებით მოცვას სრულიად მანქანის.ეს სიმღერა დღემდე იმ სიტუაციაში მაბრუნებს
"მე სულს მოგცემ ამ სიმღერით
რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს
და მაინც მე შენს ტალღებში ვკვდები"
მოკლედ აე და ამგვარად მივედით ჩემს სახლამდე და დამშვიდობებისას მხოლოდ ერთხელ გადმომხედა იმ მზერით რომელიც მე ძალიან შემიყვარდა იცით როგორი იყო ეს მზერა ამაყი,ცივი და უბრალოდ საოცარი ნახვამდისო მითხრა და სანამ არ შევედი მანქანა არ დაუძრავს შემდეგ კი ადილს მოწყვიტა და გაქრა.
მერე რამდენჯერმე კიდევ შევხვდით ანდრეს სახლში,შემდეგ უნივერსიტეტში იყო მოსული დას მოაკითხა,ჩემზე 5 წლით უფროსია ალექსანდრე ისიც ექიმი,ნეიროქირურგი.ამ დროს უკვე წარმატებული და საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ერთ-ერთი საუკეთესო და მოთხოვნადი ფიგურა იყო დადიანი.მხოლოდ მომესალმა ცივი მზერით და დასთან ერთად დატოვა მაშინ უნივერსიტეტის ეზო.არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი,იყო მშვიდი,გაწონასწორებული,ცივი,პრინციპული,ჭკვიანი და უზომოდ სიმპატიური.მაღალი,შავგრემანი,მწვანე უძირო თვალებით,დიდი წამწამებით,წარბზე შრამით,გრძელი თითებით და მოკლედ უსიმპატიურესი იყო ალექსანდრე დადიანი.წარსუში იმიტომ მოვისხენიებ რომ არ ვიცი ხუთმა წელმა როგორ იმოქმედა მასზე,ფოტოებით ვიცი რომ კიდევ უფრო სიმპატიურია მაგრამ ხასიათზე რა მოგახსენოთ.იმ დღიდან აღარაფერი ვიცი მის ხასიათზე როცა ერთმანეთი დავკარგეთ,როცა სანი ალექსანდრე დადიანად გადაიქცა ისევ ჩემთვის,ამაზე დნავ მოგვიანებვით ახლა კი იმას გეტყვით თუ როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.დადიანი თბილისელი გოგონების გულთამყრობელი ხოლო საქართველოში აი დედებისთვის და ბებიებისთვი სასურველი სასიძო იყო,ნუ რათქმაუნდა მათი შვილები და შვილიშვილები წინააღმდეგნი სულაც არ იყვნენ,მაგრამ ალექსანდრეს არავინ უყვარდა,როგორ შეიძლება გიყვარდეს ვინმე როცა სიყვარულის არ გჯერა,ნუ პარტნიორები ერთი ღამისთვის მრავლად ყავდა,ყველა ელოდა თუ ვინ იქნებოდა ის ერთადერთი დღემდე ელოდებიან.........
მე გულცივმა ადამიანმა რაღაც ვიგრძენი მინდოდა ხშირად მენახა,ერთხელ მონატრებისმაგვარი გრძნობაც გაჩნდა ჩემში,მე თვითონაც გაოცებული ვიყავი ამ ყველაფრით მაგრამ ყურადღებას დიდად არ ვაქცევდი.ნელ-ნელა შეხვედრების რიცხვმა მოიმატა,პირველი საუბრები წარმოიშვა,პირველი მესიჯი მისგან ჩემს ტელეფონზე და ჩემგან მის ტელეფონზე,ვხვდებოდით რომ რაღაც განსხვავებული გრძნობა სადგურდებოდა ჩვენში.მოსვლაც არ დააყოვნა სააბაზანოდან გამოვდიოდი როცა უცებ მივხვდი რომ მიყვარს თან ძალიან მიყვარს,სიმართლე გითხრათ ცოტა გავოცდი სინაგანად და მინდოდა ყველაფერი დამემსხვია რატომ?იმიტომ,რომ უცხო იყო ეს გრძნობა,მოულოდნელი თან ვის ეწვია ადამიანს რომელსაც წარმოუდგენლად მიაჩნდა ეს ყველაფერი,ადამიანს რომელსაც წინ დიდი გეგმები ქონდა და ფიქრობდა სიყვარული ხელს შეუშლიდა.ტირილი მომინდა არადა იშვიათად ვტიროდი,ოთახში შევედი და უბრალოდ დავწექი და დიდი ხნს შემდეგ ცრემლებმა ბარიერის გადმოლახვაც შეძლეს და ამით გახარებულებმა უფრო და უფრო მეტი მოინდომეს.მთვარე,მე და ცრემლები როგორი კომბინაციაა?და ტელეფონზე მოსული მესიჯი
"-სულს მომცემ?
-სულს მოგცემ,შენ?
-მე სულს მოგცემ,რამე გაქვს ჩვენს სიყვარულზე მეტი?
-შენ?
-კითხვაზე კითხვით მპასუხობ ლენ?
-დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს
-არასდროს გეტყვი მიყვარხარს
-რატომ?
-მიყვარხარზე მეტია ეს გრძნობა რასაც მე შენს მიმართ განვიცდი
-მაშინ მყვარხარ ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან
-ამოვიღოთ ლენ
-არასდროს ვოცნებობდი და არასდროს მყავდა წარმოდგენილი პრინცები და ჩემი მომავალი სიყვარულის სცენარი გონებაში,მაგრამ ალბათ რომ მეოცნება ასეთ სცენარს ვისურვებდი
-შენი ნახვა მინდა ლენ
-ახლა?
-კი ახლა?
-ამ დროს?
-კი ამ დროს
-სად?
-შენს სახლთან
-მალე მოხვალ?
-უკვე მოვედი
-რა?
-ჩამოიხედე ლენ"
ჩავიხედე და ალექსანდრე დადიანი დავინახე თავის შავ G კლასთან სიგარეტით ხელში და ღიმილით რომელიც ასეთი უცხო იყო დადიანისთვის.იყო პირველი ჩახუტება,პირველი სიყვარულით ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა,ლაპარაკი არც ერთს გვიყვარდა,ასე უნდა ყოფილიყო იყო პირველი კოცნა ამ ურთიერთობაში,ჩემთვის კი ნამდვილას პირველი,მისთვის არ ვიცი
გრძნობა ამ დროს ამაღლებული,საოცარი,უცხო,ალექსანდრე იყო დიდი დოზით ჩემში.იმ ღამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ალექსანდრეს უამრავი კნინობით-ალესრობითი სახელი შეერქვა სანი,სანდრო,სანდრექს,ყველაზე ხშირად მაინც ალექსანდრე ან სანი მე ხომ ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ამ სახელზე.
ჩვენთან არ იყო სიხარულო,სიყვარულო,ბაჭია,კნუტ და მსგავსი იდიოტობები შვენთან იყო ლენ და სან.
იყო პატარ-პატარ კმათები სისულელეებზე,ეჭვიანობები როგორც ჩემი ასევე მისი მხრიდან უბრალოდ ჩვენი მესაკუთრეობის ბრალი იყო.ერთმანეთს ვენდობოდით,გვჯეროდა ერთმანეთის მაგრამ ის ქალებისთვის,მე კი მამაკაცებისთვის სასურველები ვიყავით.ჩვენი სიყვაული ორიგინალური იყო სულ სხვანაირი,ალბათ ყველა შეყვარებული ასე თვლის მაგრამ ჩვენზე ამას ხალხი ამბობდა,ჩვენც ვხვდებოდით რომ რაღაც სხვანაირი იყო ეს კავშირი.
ერთმანეთი არ გვყოფნიდა,მიდმივად ვცდიოლობდით პრინციპში ცდაც არ გვჭირდებოდა თავისი ბუნებრივაად ხდებოდა ის ფაქტი რომ ერთმანეთში მუდმივად რაღაც ახალს ვპოულობდით,ერთმანეთს თავისუფალ პირად სივრცეს ვუტოვებდით.მასთან ყოველი დღე რაღაც ახალი გრძნობა იყო ჩემთვის.მიყვარდა ტკივილამდე მიყვარდა,ერთამენთი გვყავდა და ეს იყო უკვე დიდი დღესასწაული თუმცა ყველა დღესასწაული დასასრულს უახლოვდება.დასასრული მემგონი ბანალური გამოგვივიდა ჩემი ადრინდელი შეხედულება სიყვარულზე გმართლდა ვფიქრობდი ყველაფერი ღალატით სრულდებათქო და ასეც მოხდა,მიღალატა,ერთგულება რომელიც ერთმანეთს სიტყვიერად და უსიტყვოდ შევფიცეთ ვერ შეასრულა,მძიმე იყო ამის გააზრება მაგრამ შევძელი.ალექსანდრეს სიტყვები ახლაც ცამესმის"დავაშავე,უკანასკნელი ნაძირალასავით მოვიქეცი და ამიტომ გიშვებ,მაგრამ მერწმუნე მოვა დრო და დაგიბრუნებ"მე წამოვედი,არანაირი ისტერიკა რილი და მსგავი რაღაცეები.მეორე დღესვე ბარგი ჩავალაგე და გერმანიაში წავედი ისედაც რეზიდენტურა უნდა გამეარა და სწორად დაემთხვა.მეგობრებმა და დედ-მამამ გამაცილეს.ანდრეასთვის,თორნიკესთვის,ანესთვის და ნიკესთვის ორმაგად რთული იყო ჯერ იმიტომ რომ მე მივდიოდი მერე მეორე იმოტომ რომ ორივეს მეგობრები იყვნენ და რთულია,სამეგობროსთვის ამ დროს.წავედი და ხუთი წელიც გავატარე აქ უცხო ქვეყანაში,ხუთი წელი მოვანდომე ჭრილობების მოშუშებას რომელიც დამრჩა,მაგრამ როგროც ჩანს სამუდამოა.ფიქრებმა წამიღეს,თან ბარგის ჩალაგებასაც მოვრჩი.ხვალ უკვე თბილისში ვიქნები საქართველოში დავდგამ ფეხს და ვნახავ ყველა მონატრებულ ადამიანს.
ანესგან და ნიკესგან ვიცი რომ ალექსანდრე ჩემი წამოსვლიდან ერთ წელში ამერიკაში მიუწვევიათ სამუშაოდ და ისიც დათანხმებულა.ასეთი განადგურებული დადიანი არავის გვახსოვსო მეუბნებოდნენ გოგონები.მე მაზოხისტურად მიხაროდა მისი ტკივილი.....
და უკვე აეროპორტში ვარ თვითმფრინავი აფრინდა,ვუბრუნდები ადგილს რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა მაგრამ ესეც შევძელი....
სულ ცოტაც და ვნახავ ყველა მონატრებულ ადამიანს და აი ჰორიზონტზე ჩანან კიდეც ყველა ვინც ხუთი წლის უკან გამაცილა და კიდევ ჩემი უფროსი ძმა რომელიც მაშინ ამერიკაში საქმიანი ვიზიტით იყო წასული და ვერ გამაცილა მაგრამ ახლა დამხვდა.ყველა ვნახე,ჩავეხუტე მონატრებულებს,დედასთან ჩახუტებამ მიმახვედრა რომ სახლში ვარ,მამასთან ჩახუტებამ ის რომ შემიძლია ისევ ვიყო ის პატარა სიფრიფანა გოგონა,მეგობრებთან ჩახუტებამ ყველაფერი დადებითი ემოცია მოიტანა აი ძმას რომ ჩავეხუტე ტირილი მომინდა,ის უბრალოდ საოცრება იყო ჩემთვის,ჩემი იმედი,უბრალოდ ჩემთვის ყველა'ფერი.
მონატრებული სახლიც მოვისიყვარულე,ოთახიც,ნათესავებიც და თბილისიც.მანქანაც შევიძინე და უკვე სამსახურიც დავიწყე კლინიკაში კარგიოქირურგად გერმანიაშივე მქონდა უამრავი შემოტავაზება და ამ ვარიანტებში საუკეთესოთა შორის საუკეთესო ავირჩიე.
ჩემი ჩამოსვლიდან მალე ბავშვებმა მითხრეს რომ ალექსანდრე ბრუნდებოდა,ვიცოდი რომ ეს ოდესმე მოხდებოდა მაგრამ ასე უცებ მაინც მოულოდნელი იყო.თითქოს ჩვეულებრივად ურეაქციოდ მივიღე,მაგრამ ეს ადამიანები ბავშვობიდან მიცნობენ და კარგად იციან თუ ახლა რა განვიცადე,მთელი ღამე ვფიქრობდი მოსალოდნელ შეხვედრაზე და ფსიქოლოგიურად ვამზადებდი საკუთარ თავს.იმას რასაც ხუთი წელი მოვანდო ნამდვილად ვე ჩავყრიდი წყალში.
იმ დრეს უცნაურად ვიყავი,ემოციურად რაც არ მჩვევია,ორი ურთუულესი ოპერაციის შემდეგ სახლში ვაპირებდი წასვლას,მაგრამ ანდრემ დამირეკა და მასთან შეკრებილმა საზოგადოებამ უარი არ მიიღება უნდა მოხვიდეო მეც წავედი,ხუთშაბათი იყო,ხუთშაბათს ვნახე პირველად ალექსანდრეც უცნაურად გამახსენდა ეს დღე,კარი ანდრიკომ გამიღო და შევედი კიდეც შიგნით მთელი სამეგობრო იქ დამხვდა,ერთის გამოკლებით,ვიცოდი რა რთული იყო მათთვის უალექსანდრეობა...შეზარხოშებულ სამეგობროს ფხიზელი,გადაღლილი,გულის გადანერგვის ოპერაციიდან გამოსული ექიმი,მათთვის კი როგორც ანდრე მიძახის ელუსი შევუერთდი და წითელი ღვინოს დაგემივნებას შევუდექი...
თითქოს მეორდებოდა ყველაფერი,ის რაც 5 წლის უკან მოხდა და არ ვიცოდი მინდოდა თუ არა ისევ იგივე სცენარით გაგრძელებულიყო,პრინციპები ამის საშუალებას არ მომცემდნენ.
კარზე ზარია....არავინ ელოდა ამ ზარს,ანდრე წავიდა,გააღო და ნაცნობი ხმაც გავიგონე ალექსანდრე დადიანი სამშობლოს დაუბრუნდა,მყარი ძაფით გაკერილმა ჭრილობებმა თითქოს გახსნა დაიწყეს,პირველად მოხდა ჩემი ნაკერების გახსნა,მაგრამ ეს ხომ სულ სხვა ნაკერები იყო რომელსაც ჩემი ძაფი და ნემსი ვერ შველოდა,აქ მე აღარ ვიყავი ქირურგი აქ უკვე თავად ჩემი სული იყო მთავრი ქირურგი რომელსაც თავისი საქმე არც თუ ისე კარგად სცოდნია.
ახლა აქ მყარად იდგები შენ ძლიერი ხარ გესმის,ელენა?მკარნახობდა ჩემი გონება მე ასე უნდა მოვქცეულიყავი მაგრამ მეტად რთული იყო.
ყველამ ნახა მონატრებული მეგობარი მხოლოდ მე ვიჯექი გაუნძრევლად და თვალებში ვუყურებდ კიდევუფრო სიმპატიურს,კიდევ უფრო საოცარი გამოხედვის მქონეს და ყველა ემოცია ერთად იყრიდა თავს.გარეგნულად არაფერი მეტყობოდა აი შინაგანად კი ვინგრეოდი,ვნადგურდებოდი მაგრამ მაინც ვახერხებდი "ფეხზე წამოდგომას"
-გამარჯობა ლე,ელენა
-გამარჯობა ალექსანდრე
და იყო თვალები რომელიც ისევ სიყვარულს მამცნობდნენ,მაგრამ მაინც დიდი დოზიტ იყო მასში ის ადრინდელი გამოხედვა მე რომ ძალიან მიყვარდა.....
ბავშვები უხერულად იყვნენ დაგვტოვეს მხოლოდ ჩვენ ორნი,წითელი ღვინო და მთვარე
-როგორ ხარ ელენა?
-გადასარევად თავად -რაც შემეძლო ირონია ჩავაქსოვე სიყვებში,გაეღიმა და ლოყაც ცაეჩხვლიტა მე რომ ძალიან მომწონდა ისე გაუჩნდა ლოყაზე
-მადლობა კარგად,გალამაზებულხარ
-მადლობა ვიცი
-რა თავმდაბალი ხარ
-ნუ რა ვქნათ,ყოველ შემთხვევაში მოღალატეობას ჯობია ჩემი "ამპარტავნება"
-ვიცი
-იცი?არა არაფერი არ იცი შენ არ გამოგიცდია იგივე რაც მე განვიცადე,შენთვის არავის უღალატია,მაინტერესებს მე რომ იგივე გამეკეთებინა შენ რას იზამდი ალბათ
-ეგ არ გაიმეორო
-ბატონო?რატომ არ უნდა გავიმეორო ვითომ რომ მეღალატა რას იზამდი?
-შენ ვერავინ შეგეხება იმტომ რომ ჩემი ხარ
-შენ ბევრი მოგინდომებია ძვირფასო,ვინც მინდა ის შემეხება მასე შენც ცემი იყავიდა შენც არავინ უნდა შეგხებოდა
-რომ ვამბობ რომ არავინ შეგეხება,ეს ნიშნავს იმას რომ არავინ შეგეხება-თიტქმის იღრიალა
-შენ მემგონ ასეთ მაღალ ფეხზე არ უნდა იყო იმის შემდეგ რაც გააკეთე,კიდევ აქეთ აქვს პრეტენზიები,მისმინე ხუთი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ დამევიწყებინე,გამექრო ჩვენი სიყვარული თუ რაღაც იდიოტობა,ამიერიდან მე და შენ თუ სადმე ერთმანეთს შევხვდებით აღარ ვიკონატქტებთ.ვიცი სიგოიმეა მაგრამ ასე ჯობია ორივესთვის,მე კიდევ ვისაც მინდა იმას შევიყვარებ,შენ ვერ დამიშლი ამას და იმედია გახსოვს რომ რალატს არავის ვპატიობ და არც მიპატიებია-ავღელდი ჩემს თავს არ ვგავდი ის კი იჯდა მშვიდი,ირონიული სახით და მიყურებდა ისე მწვავდა მისი მზერა რომ არ ვიცი
-შენი სიტყვების შენვე თუ გჯერა ეს მაინტერესებს ძალიან,მე გითხარი რომ დაგიბრუნებდი და ხომ იცი სიტყვას ყოველთვის ვასრულებ
-ვერ ასრულებ როგორც მახსოვს ჩვენ ერთმანეთს ერთგულება შევფიცეთ მაგრამ შენ ვერ შეასრულე სიტყვა
-დავაშავე ძალიან დავაშავე,შენი წასვლა ახლოვდებოდა,მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა შენს გარეშე ცხოვრება,დავლიე ძალიან ბევრი და მოხდა ის რაც მოხდა.
-დარდები ჩაიხშვე?იცი როგორ არ მაინტერესებს,ჩემთვის როგორი უმნიშვნელოა ის თუ რა მოხდა,მთავარი ფაქტია რომელიც რალატს გულიხმობს და რომელსაც მე ვერასდროს ვერავის ვაპატიებ.
-უკანასკნელი ვით მოვიქეცი,მაგრამ ლენ
-აღარ დამიძახო ეგ სახელი
-რატომ ლენ? ჩემსკენ მოიწევდა
-იმიტომ რომ არ მომწონს
-ადრე ძალიან მოგწონდა
-ადრე ადრე იყო-და მოვიდა
-ისევ ისეთი სუნი გაქვს ლენ,იასამნის და შოკოლადის ერთად,სურნელი რომელზეც ვგიჟდები და ყველაზე მეტად მიყვარს
-გაიწიე არ მომიახლოვდე არ ხარ ღირსი ჩემი სურნელი ისუნთქო,ბავშვებს უთხარი რომ წავედი,იმედია აღარასდროს შევხვდებით.
-შევხვდებით ლენ აუცილებლად შევხვდებით
-უკაცრავად მართალი ხარ შევხვდებით აუცილებლად უახლოეს მომავალში ჩემს ქორწილში საპატიო სტუმრის სტატუსით იქნები მოწვეული
-შენ ხომ არ გაგიჟდი?გაგიჟდა,თავად მოუტყუებელი ალესანდრე დადიანი მოტყუვდა
-ხო რა იყო,თუ გინდა ჩემსბიჭს ვეტყვი და მეჯვარედ წაგიყვნას,არ დაწყდება გული მის მეგობრებს
-ელენაააააა!!!!შენ მემგონი დაგავიწყდა ვის წინ დგახარ და რა შემიძლია გავაკეთო,მეორედ შენგან მსგავი რამე აღარ გგავიგონო,ქორწილი კი არა ბიჭის სახელი რომ გავიგო მოვკლავ გეფიცები მოვკლავ
-ექიმები ადამიანებს სიცოცხლეს არ უნარჩუნებენ?მაგრამ შენ ხომ ყველაფერში განსხვავებული უნდა იყო,ახლა წავედი და რომ იცოდე შენ არაფერს გეკითხები
-ელენაა!
-წავედიიი
წამოვედი დავტოვე გაცეცხლებული დადიანი,ღირსია მეტის ღირსია,თურმე არავის სახელი ვახსენო კრეტინი.
ყველას და ყველაფრის გარეშე ორი წუთი მაცხოვოვრა და მეტი არაფერი მინდა.
ღმერთო დადიანი მარგუნე?მან ხომ ასე გამიმეტა ძალით თუ უნებლიეთ რა მნიშვნელობა აქვს,მთავარი შედეგია,ის კი ჯიუტად არ თმობს ტავის პოზიციებს....ჯიუტი კრეტინი
სახლამდე მივედი,ჩემი ძმა მართლა მისი სახელი არ მითქვამს გეგა,ან გეგი დედ-მამა ლაშა ლორთქიფანიძე და მაკა მესხი.უჩვეულოდ ადრე იყო სახლში გეგა,ჩემი სულის ნაწილი იყო ეს ადამიანი ყოველთვის ვგრძნობდით ერთმანეთის ტკივილებს,უსიტყვოდ ვიცოდით თუ რა გვინოდა.ახლაც მიმიხვდა რომ რაღაც მჭირდა და ეჭვი მაქვს იცოდა მიზეზი ვინც იყო ამ ყველაფრის
-გეგი შენ სახლში ხარ?
-ხო ელე სახლში ვარ
-ამ დროს?
-სახლში მერჩივნა,შენ რაღაც გჭირს
-მჭირს გეგუ მჭირს,ალექსანდრე დადიანი დაბრუნდა
-ვიცი,გავიგე
-იცი რა მაოცებს იმ ყველაფრის მერეც კი მაღალ ფეხზეა და გონია ყველაფრის უფლება აქვს ისე გამოყავს თითქოს ისევ ერთად ვიყოთ
-ელე ხომ იცი როგორ მინოდა მისი მოკვლა იმის გამო,რომ შენ ასე მოგექცა მაგრამ გავჩერდი იმის გამო რომ შენ რაც არ უნდა იყოს მაინც ძალიან გიყვარს,ხო ვიცი შენ თავს აჯერებ რომ არ გიყვარს მაგრამ ტყუილები ხომ არ გჩვევია ელ
-ყოველთვის იცი რა მჭირს
-ვიცი შენი ხასიათი და ისიც ვიცი რომ ძალიან გაგიჭირდება პატიება,მისი ხასიათიც ძალიან კარგად ვიცი და არ დანებდება და ბოლომდე იბრძოლებს შენთვის,მე არ მინდა ამ ორომტრიალში შენ გაქრე,შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვინც კი მინახავს და ღირსეულად უნდა გადაიტანო ეს ყველაფერი.შენ ხომ ჩემი ელე ხარ.
-გეგა ხომ იცი არც ერთს გვჩვევია ემოციურობა და არასდროს ვიყავით ერთმანეთს რომ მიყვარხარ დაიკო და მსგავს რაღაცეებს ეუბნებიან,ჩვენ უფრო ღრმა კავშირი გვაქვს მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ჩემი ძმა ხარ,ჩემი სულის ნაწილი და ჰაერი.მიყვარხარ გეგუ მაგრამ ეს ძალიან ცოტაა.
-ჩემი ელი მეც მიყარხარ უკიდეგანოდ.
-ერთად დავიძინოთ
-მეც ეგ უნდა მეკითხა
ორივე დავწექით გეგამ მისი დიდი ტორები შემომხვია,იმ დროში დავბრუნდი პატარები რომ ვიყავით და ერთად ვიძინებდიტ იმისდა მიუხედავად რომ ორიევს ჩვენ-ჩვენი ოტახები გქვონდა.გვიან ღამით მთვარე სადარაჯოდ მარტო დავტოვე,ჩამეძინა სიზმარში არ მასვენებდა ფიქრები მომავალზე და ალექსანდრე დადიანზე.
დრო გადიოდა,ნელ-ნელა გაზაფხულდებოდა აყვავებული ხეების სურნელი,ჩიტების ჭიკჭიკი და გაზაფხულის წვიმა საოცარ კომბინაციას ქმნიდა დილა უჩვეულოდ კარგად დაიწყო ჩიტების ჭიკჭიკს დედაჩემის და მამჩემის ბაასო ჰარმონიულად ერწყმოდა,მალე დედა ჩემს ოთახში გაჩნდა
-ელე დე არ შეიძლება 7 დღიდან ექვსს საავადმყოფოში ატარებდე
-კარგი რა დედა,ექიმი მაინც არ იყო
-მართალია ექიმი ვარ,ძალიან დატვირთული გრაფიკიც მაქვს მაგრამ შვიდი დღიდან ხუთს ვატარებ კლინიკაში
-დედა შენ ხარ გინეკოლოგი,მე ვარ კარდიოქირუგი ხომ იცი არა ოპერაციები როგორი ხშირია,მინდოდა ასე ყოფილიყო და ასეც არის
-ოხ ელენა ელენა,კარგი ახლა ადექი და ვისაუზმოთ
-კიი ახლავე ავდგები
"გაზაფხულზე ატმისყვავილისნაირი ხარ ლენ"-გამახსენდა ალექსანდრეს სიტყვები და გამეღიმა.
ვისაუზმე და საავადმყოფოში წავედი ისევ ოპერაცია მქონდა ამჯერად აორტის ოპერაცია ვაკეთებდი,საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ოპერაცია და დაღლილი გამოვედი საოპერაციოდან,კაბინეტში ალექსანდრე დამხვდა
-ოჰჰ,ალექსანდრე ექიმი ჩვენს კლინიკას ესტუმრა,რას მივაწეროთ თქვენი აქ გამოჩენა ბატონო ალექსანდრე
-გაზაფხული შემოვიდა ლენ
-მერე?
-გაზაფხულზე შენ ატმისტყვავილისნაირი ხარ არაფერი მითქვამს უბრალოდ ვიდექი და ვგრძნობდი რომ გაზაფხული და არამარტო გაზაფხული წელიწადის ყველა დროს გამორჩეულს ხდიდა ალექსანდრე
"-ზაფხულზე იცი როგორი ხარ?ნაყინივით ცივი მაგრამ ამავდროულად ტკბილი
-რა სულელი ხარ სან
-სულელი კი არა შეყვარებული ვარ ლენ შეყვარებული
პასუხად ჩახუტება"
"-შემოდგომა თავიდან ბოლომდე შენია იმიტომ რომ წელიწადის ამ დროს დაიბადე,შენ შემოგომაზე შემოდგომისფერი ხარ და ყველა წელიწადის დროს თან სდევს შემოდგომისფერი სევდა
-მართლა?
-კიი მართლა
პასუხად კოცნა"
"-ზამთარში იცი როგორი ხარ თოვლივით სუფთა და ქატქათ
-სისხლით რომ ვისვრები?
-ეგეც შენს სისუფთავეზე და ადამიანების გადარჩენის სურვილზე მიუთითებს ლენ
პასუხად ჩახუტება,კოცნა და ღიმილი ყველაფერი ერთად"
-გაგახსენდა ლენ?
-გამახსნდა დავუშვათ,მაგრამ ამას რა აზრი აქვს ახლა?
-აქვს
-არ აქვს ჩემი მოკრძალებული აზრით
-შენ ძალიან შეიცვალე ლენ,უფრო ცივი გახდი,უფრო ძლიერი
-კი შევიცვალე და ამიერიდან აქ ნუღარ მოხვალ.
-კარგი,თუ ასე გაწუხებ საერთოდ წავალ შენი ცხოვრებიდან,ვეცადე მაგრამ არ გამოვიდა.მშვიდობით ლენ..მხოლოდ ორ რამეს გთხოვ ატმისყვავილისნაირი დარჩი და მეორე უკანასკნელად მაკოცნინე-ალექსანდრე ასე გატეხილი პირველად ვნახე,ის ნებისმიერ დროს მედგრად იყო ახლა კი.....სანიი
-კარგი-ამ კარგის თქმა ხუთი ასობგერის თქმა ძლივს შევძელი,მკოცნიდა ფრთხილად,ნაზად,ისე როგორც უკანასკნელად,მკოცნიდა გაზაფხულისფრად
-ლენ..
-სან....
-ხომ იცი დანებება არ მჩვევია მაგრამ შენი სურვილი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ვერაფერს დაგაძალებ,შეცდომა რომელსაც არაფერი ეშველება,ამიტომ ვბრუნდები ამერიკაში და აღარასდროს გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში
-ნებდები დადიანო?
-კი,შენთან უძლური ვარ
-ანუ მშვიდობით?
-ანუ მშვდობით ლენ,ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში,ყველაზე ლამაზი რაც კი ჩემს ცხოვრებაში იყო ხარ შენ და ჩვენი მოგონებები.პირველად და უკანასკნელად გეუბნები სიგიჟემდე მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები ელენა.
წავიდა,წავიდა სამუდამოდ ცრემლები მოდიოდნენ დაუკითხავად,სული მეწვოდა ჰაერს ჯერ კიდევ შემორჩენოდა ალექსანდრეს სურნელი,რომელიც თანდათან ქრებოდა.მე ვიტროდი ელენა ლორთქიფანიძე ტიროდა ალექსანდრე დადიანს მისტიროდა.
საავადმყოფოდან გამოვედი ანესთან ავედი,ალექსანდრე 12 საათზე მიფრინავდა,ვერ აგიღწერთ რა ხდებოდა შიგნით მტკიოდა მისი წასვლა,მაგრამ.....
ბავშვები ალექსანდრეს აცილებდნენ და ადრე წავიდნენ ანდრეა დარჩა ბოლოში
-იცი სადაც უნდა მოხვიდე
შუბლზე მაკოცა და წავიდა დამტოვა მარტო ჩემს ფიქრებთან,ალექსანდრე დიდი დოზით იყო ჩემში...


საათი 23:30 აჩვენებდა
გეგას შეტყობინება ნახა"-ელე მიდის"რა მძიმე იყო ეს ყველაფერი,მანქანის გასაღებს ხელი დააავლო და აეროპორტისკენ დაიძრა,მალევე მივიდა უკვე რეგისტრაციას გადიოდა ალექსანდრე ყველა იქ იყო აცილებდნენ მეგობარს ალბათ სამუდამოდ.მათკენ დაიძრა მხოლოდ თავის სანის ხედავდა,მასთან მივიდა ყველა უყურებდა აექსანდრე ზურგით იდგა და მეგობრების მზერაზე მანაც გაიხედა
-ლენ
-სან,სულს მომცემ?
-შენ?
-კითხვაზე კითხვით რატომ მპასუხობ
-მე სულთან ერთად ყველაფერს გაძლევ
-მე სულთან ერთად ყველაფერს გაძლევ,ერთი გამოყენების შანსი მეც მაქვს პირველად და უკანასკნელად მიყვარხარ ალექსანდრე დადიანო
-ჩემო ლენ..
მერე იყო კოცნა დაუვიწყარი,ატირებული ხალხი და სულები რომლებიც ერთმანეთს დაუბრუნდნენ......

მე რას გეტყვით?რას გეტყვით და მე ვერ ვაპატიებდი ღალატს ადამიანს და არც ვპატიობ მაგრამ რადგან,წერის დროს ფანტაზიებს გასაქანი ეძლევა დაე იყოს ასე,ლენს და ალექსანდრეს მაინც ჯეროდეთ სიყვარულის თავიანთ შემქმნელს თუ არ სჯერა.
---------
დავბრუნდი,დიდი ხნის შემდეგ უცებ მოვიდა მუზა და დავწერე ის რაც დავწერე იმედია მოგეწონებათ,ისიამოვნებთ.მადლობა ვინც წაიკითხავთ წინასწარ.
დიდი მადლიერებით და სიყვარულით ლორთქია.



№1  offline წევრი ალე

პარა იყო, არ მეყო, მაგრამ კითხვით ვისიამოვნე

 


№2 სტუმარი Ana-maria

ისტორია პატარა იყო,მაგრამ ყველაფერი თქვა! მომეწონა. მაგრამ არ ვიცი ღალატის პატიება შესაძლებელია თუ არა. ვფიქრობ ერთხელ ღალატის შემდეგ რაღაც იბზარება. გაბზარული კი მთელი არასდროს იქნება

 


№3  offline წევრი lortkia

ალე
პარა იყო, არ მეყო, მაგრამ კითხვით ვისიამოვნე

მადლობა,პირველ რიგში რომ წაიკითხეთ მომავლისთვის გავითვალისწინებ და უფრო დიდ ისტორიებს შემოგთავაზებთ.

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

კი ძალიან კარგი და ლამაზი ისტორია იყო.

 


№5  offline წევრი lortkia

Ana-maria
ისტორია პატარა იყო,მაგრამ ყველაფერი თქვა! მომეწონა. მაგრამ არ ვიცი ღალატის პატიება შესაძლებელია თუ არა. ვფიქრობ ერთხელ ღალატის შემდეგ რაღაც იბზარება. გაბზარული კი მთელი არასდროს იქნება

მადლობა,პირველ რიგში.მეც ვთვლი რომ ღალატის პატიება შეუძლებელია,მე პირადად არ და ვერ ვაპატიებ ადამიანს ღალატს მაგრამ რადგან ფანტაზიები წერის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქსიმალურად,ამიტომ გადავწყვიტე ასე.

სტუმარი nancho
კი ძალიან კარგი და ლამაზი ისტორია იყო.

მადლობთ

 


№6 სტუმარი ანისთეიშკა

;დდდდდდდდდდდ

 


№7 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

კარგი იყო.ზოგადად ძნელია აპატიო ღალატი,მაგრამ როცა ის ერთჯერადია და აღარ მეორდება,როცა მოღალატე ნანობს ძალიან,როცა სიყვარული ძლიერია უნდა აპატიო.უნდა აპატიო თუ კი განშორება უფრო გატკენს ვიდრე დარჩენა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent