სამი დღე 16
- ზედმეტი მოლოდინი გაქვს ჩემგან დაჩი. რანაირი მეგობარი ხარ, არც კი იცი შენი ძმაკაცის გემოვნება. - იდეაში დასცინა ადამიამ. - წიწილებს, შემოდგომაზე ითვლიან ცარიკუნა. განათლებული გოგო ხარ და გეცოდინება. -თვალი ჩაუკრა ბიჭმა. გზამ დაღალა ადამია. სახლში ფეხი შეგეს თუ არა, არაფრისთვის მიუქცევია ყურადღება. პირველ რიგში, საშხაპე მოძებნა, შემდეგ საწოლი და დილამდე თვალი არც გაუხელია. - როგორ გეძინა დახატულო? - მისაღებში, დივანზე წამოკოტრიალებული დაჩი ტელეფონში ,,ჩამძვრალიყო“. - მართალი გითხრა, მშვიდად. - სამაგიეროდ, მის უმაღლესობას დაათენდა თეთრად. - ხარხარებდა ბიჭი. - მგონი, ყველა ქვეყანაში აპირებს ჩასვლას, რომლის მიმართულებითაც გუშინ ფრენა იყო. - ჰო, წარმომიდგენია. ალბათ ააწრიალებდა დედამიწას. - უნდოდ უპასუხა ადამიამ და ტუჩები დაპრუწა. - აქ, ცივი ყავის დალევის პერსპექტივა გვაქვს? - ცივი ყავა ტო? მე, რომ ცხელი მიყვარს? - ისე შეიცხადა თითქოს, სამყაროს ბედი წყდებოდა. - კარგი დაჩი. მაშინ ასე გეტყვი. აქ, სადმე, შევძლებთ შენ - ცხელი და მე - ცივი ყავის დალევას? - თეატრალურად გაშალა ხელი გოგომ. - ენა ამოვიდგით და გვიხარია? რა კარგი გოგო ყოფილხარ და გონებაშზღუდულივით რატომ იქცეოდი? - დასცინა ქალდანმა. - დაჩი ქალდანო, მაღალ ძაბვას ნუ ეთამაშები. - მტრულად შეხედა გოგომ. - კარგი, კარგი წამოდი სადმე დავსხდეთ და ყავა დავლიოთ. შემდგ პროდუქტები მოვიმარაგოთ. ახალ ნომერსაც გიყიდი, რომ შენთან კომუნიკაცია შევძლო. საღამოს კი, თბილისში დავბრუნდები. - მარტო მტოვებ? - შეშფოთდა ცარო. - ნუ ღელავ, აქ, ამუნიები არ არიან. არავინ შეგახრამუნებს. ნუ, ვინც ამის სურვილით იწვის აქ, არ არის ყოველშემთხვევაში. - ვოცნებობ, იმ დღეზე, როცა სერიოზულ პასუხს გამცემ კითხვაზე. - რა პენსიონერი ახალგაზრა ხარ რაა. ჩემს იუმორს ხალხი აღმერთებს... კარგი, რახან შენ იმის ნიჭი არა გაქვს, რომ ჩაწვდე, მაშინ, სერიოზულად აგიხსნი. ახლა, ბატონი ალექსანდრე, რომელიც შეგახსენებ - ჩემი მეგობარია, ძაან ,,იზმენებშია“. მე, კი, როგორც კარგი მეგობარი, გვერდით უნდა ვყავდე. მასთან ერთად წავუნერვიულო და ასე შემდეგ. ხუმრობა ხომ არ არის, სამი წლის, ძლივსნაპოვნი სიყვარული გაექცა. ასე, რომ არ მოვიქცე მეგობრობაში ჩავიჭრები ტოო. ნუ ღელავ, სახლში ყველაფერია: ტელევიზორი, ინტერნეტი, აუზი, კონდენციონერი. არ მოიწყენ. თან კარგადაც დაფიქრდები შექმნილ სიტუაციაზე. გრძნობებში გაერკვევი. სანამ მე, სანდროს ნერვებზე ვიცეკვებ, შენ ჩამოყალიბდები. სულ ესაა. - ხელები გაშალა და გაიკრიჭა. - დაჩი, ტყუილად ნუ მაიმედებ. სანდროს, რომ ვუყვარდე ცოლს არ შეირთავდა. - შენ ვერახარ რა. რამდენი ვილაქლაქე. ამან კიდევ მხოლოდ ის გაიგო, რაც აწყობდა. მაგ ლოგიკით, შენ, რომ სანდრო გყვარებოდა არ მიატოვებდი. - რამდენჯერ აგიხსენი ამის მიზეზი. - გაცოფდა ცარო. - სიყვარულს მიზეზები არც სჭირდება და არც აინტერესებს. ან გიყვარს, ან არა. სიყვარულის ან ერთგული ხარ ან არა. გულწრფელად მიპასუხე. ლეოს, რომ დაერეკა და ეთქვა - ჩემთან დაწექი, თორემ ნაკაშიძეს რუთს წავართმევო რას იზამდი? ამას ფიქრიც არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, დათანხმდებოდი. ამიტომ, ვერ ვამტყუნებ ნაკაშიძეს. იმის მაგივრად, რომ სიტუაციიდან გამოსავალი გეპოვნა შანტაჟს წამოეგე. არც კი, იბრძოლე. არც გიყოყმანია. შენი სისუსტეა მთელი უბედურება. არ მინდოდა გული მეტკინა, მაგრამ ვიღაცამ თვალი უნდა აგიხილოს. საკუთარი თავის პატივისცემა, საკუთარ თავზე ზრნვა უნდა ისწავლო ცარო ადმია. - ასეთი გაბრაზებული ქალდანი არავის ახსოვს. მითუმეტეს ცაროს. ხმა ვერ ამოიღო, გულის სიღრმეში კარგად იცოდა, რომ მართალი იყო დაჩი. - ვიცი დავაშავე, მაგრამ გვიანია. აზრი არა აქვს. არც ჩემს აქ, ყოფნას აქვს აზრი. მეც შენთან ერთად წამოვალ. - როგორც იქნა ხმა ამოიღო. - ნუ მაფიქრებინებ, რომ მართლა არა აქვს აზრი შენთან, ლაპარაკს. - ხელი აიქნია ბიჭმა და ზურგი აქცია. - რას მთავაზობ ქალდანო? რა გამოოსავალი მაქვს? სანამ არ დავკარგე იმასაც ვერ მივხვდი, რომ სანდრო ნაკაშიძე მიყვარს. სანამ უმისობამ სული არ შემიგუბა, ხორცი არ ამტკივდა, არ დამახრჩო ვერაფერს მივხვდი. ახლა რა გავაკეთო? ხელი შევუშალო იმ, ქალთან ქორწინებაში, რომელიც მილიონწილად მჯობია? რომელიც ჩემზე მეტად იქნება მისი საყრდენი და ჩემზე მეტად გააბედნიერებს? - ისევ მის მაგივრად იღებ გადაწყვეტილებას... - არა. ქორწინებაზე გადაწყვეტილება მან მიიღო. მე კი პატივს ვცემ მის სურვილებს. - ახლა უკვე, თავი ვერ შეიკავა და ატირდა. დაჩი მოლბა, გულში ჩაიკრა ატირებული მეგობარი და დაუყვავა. - წავიდეთ, ყავა დავლიოთ. შემდეგ კი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც გითხარი. წინააღმდწეგ შემთხვევაში ცხოვრებაში ვეღარ მნახავ. - იცოდა, შანტაჟი კარგად ჭრიდა ადამიაზე. ერთი კვირა გაატარა ცარომ, სანდროს ქობულეთის სახლში. ძირითადად კითხულობდა. სოციალური ქსელებით არ უსარგებლია. ტელეფონითაც სულ რამდენჯერმე ისარგებლა. ისიც, მხოლოდ მაშინ, როცა დაჩი ურეკავდა მოსაკითხად. სანდროზეც ბევრი იფიქრა, შოკასა და სანდროზეც, ცაროსა და სანდროზეც, დაჩის გადაკრულ საუბრებზეც... დედამისზეც, რუთზეც და ნაბიჭვარ ძნელაძეზეც. იფიქრა მამაზეც. მამაზე, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შვილის მხარე დაიჭირა. მამაზე, რომელსაც საყვედური არ დასცდენია. მამაზე, რომელიც გიჟდებოდა ერთადერთ შვილზე და მაინც... მაინც სანდრო ნაკაშიძესთან დატოვა. პირველად დაფიქრდა, თუ, რატომ ენდო მამამისი ასე ბრმად, სრულიად უცხოს. თუმცა ცდებოდა, როდის იყო, გიორგი ადამია ვინმეს ბრმად ენდობოდა. მან, კარგად იცოდა ნაკაშიძის გრძნობები თავისი ქალიშვილის მიმართ. ის, იმ გრძნობას ენდო, რომელსაც სანდროს თვალებში ხედავდა. ჰო, ყველა ხედავდა სანდროს თვალებში ჩაბუდებულ უსაზღვრო სიყვარულს. ყველა... ცაროს გარდა. განვლილ ცხოვრებაში, საამაყოს ვერაფერს წააწყდა. მართალი იყო დაჩი. მთელი ცხოვფრება არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ყოველთვის ვიღაცას უწევდა ანგარიშს და ამის პარალელურად საკუთარ თავს და გარშემომყოფებს აზარალებდა. პროფესიაც კი, არ იყო მისი... ისე ადვილად შეელია, შეუძლებელი იყო ყვარებოდა. მეგობრებსაც კი, მთელი ცხოვრება ნინო ურჩევდა. დედის ჩრდილქვეშ ცხოვრობდა მთელი ცხოვრება. ლეო ძნელაძემ, თავბრუ მარტივად დაახვია ყველაფრისგან გამოუცდელს. დედამისს თავიდანვე არ მოეწონა. ,,გაქექილი“ ბიჭიაო ასე უთხრა. ნინოს ჯიბრით უფრო მიეკედლა ძნელაძეს. მასთან თავისუფლება ჰქონდა, რომელსაც დედამისი უზღუდავდა. მაშინ ვერ ხვდებოდა... ახლა, ახლა კი ზუსტად იცოდა რა სურდა. პირველ რიგში რას გააკეთებდა აქედან, რომ წავიდოდა. - ლექსო, როგორ ხარ? - ყურმილის აღებისთანავე უთხრა მეგობარს. - თავი, რამეს, ხომ არ მიარტყი ადამია? - გაოცებული იყო ბიჭი. - მე, კარგად, შენ? - თავისივე სიტყვები დაუბრუნა ბიჭს და გაიცინა. - დამაცაა, სკამი მოვძებნო სანამ წავიქეცი. _ თეატრალურად მიმართა ბიჭმა. მართლა და... თავი მიარტყი რამეს თუ?... ტვინი გადაინერგე? - ოო, მორჩი მასხარაობას. როგორ ხარ? - შოკში, რომ არ ჩაგეგდე კარგად ვიყავი, - თავისას არ იშლიდა ბიჭი. - ლექსო! რა ხდეება მანდ, მომიყვები? - ჰო, აბა შენ მოსაკითხად დამირეკავდი? მეც არა ვთქვი რა შეემთხვათქო. მადლობა ღმერთს კარგად ხარ. - ბუზღუნს არ ეშვებოდა ბურდული და განგებ აჭიანურებდა სათქმელს. - იცოდე გავთიშავ. - დაეუქრა ცარო. - გათიშე და ვეღარაფერს გაიგებ. - უდარდელად უპასუხა ბიჭმა. მერე გადაიფიქრა ადამიას წვალება და დეტალებში ჩაუკაკლა ცხელი ამბები. - შენი კაცი გიჟს გავს. სიმპათიებიც კი, გამიქრა ისეთი მჟეჟა. მართალი გითხრა, შენი დიდი ხათრი მქონდა, მაგრამ მეც მივუნგრიე სიფათი. - ლექსო, რას ამბობ? ხუმრობ ხომ? - ანერვიულდა ცარო. - შენ გეძებდა და ეგონა მე, რამე ვიცოდი. ნუ ღელავ უკვე გავარკვიეთ ყველაფერი და არცერთი აღარ ვერჩით ერთმანეთს. რუთზე მეურვეობა მამამის გადასცა. გარკვეული პირობებით რა თქმა უნდა. ძნელაძის მშობლები ტყავში ვეღარ ეტევიან ისე უხარიათ შვილიშვილის არსებობა, რომ გაიგეს. გუშინ, მთაწმინდის პარკში შემხვდნენ და არც რუთი ჩანს უბედური. პირიქით მთელი საღამო კისკისებდა. - შეუძლებელია. ვერ წარმოვიდგენდი სანდრო, ასე თუ მოიქცეოდა. - შოკში იყო ადამია. - აქ, ბევრი წარმოუდგენელი რაღაც ხდება ადამია. იცი, სანდროს საცოლე და მეგობარი გამოვიჭირე ერთგან, ინტიმურ სიტუაციაში. ინტიმური რა, კოცნაობდნენ. - მეხუმრები ხომ? შოკა ამას არ იზამდა. ალბათ შეგეშალა. - არფერი შემშლია. დაჩისთან ერთად იყო და მეორეჯერ, რომ შევხვდი გამოველაპარაკე კიდეც. - დაჩი ქალდანი და შოკა? - ყურებს არ უჯერებდა ცარო. - შანსი არაა. დაჩი ასე არ მოექცევა სანდროს, ალბათ რაღაც გეშლება. წარმოუდგენელ რაღაცას მეუბნები ლექსო. - და რაში მჭირდება, რომ მოვიტყუო? - ეწყინა ბიჭს. - არა, არა... ცუდად არ გამიგო. ეს არ მიგულისხმია. შოკში ვარ... არც კი, ვიცი რას ვამბობ. მაპატიე კარგი? , შენი წყენინება არ მინდოდა. - ჯანდაბაშიც წასულა ყველა. შენ როგორ ხარ? სად ხარ? ასე, უთქმელად როგორ გაუჩინარდი გოგო, იცი, რამდენი ვინერვიულე? - წინასწარ არაფერი დამიგეგმავს ლექსო. ეს დრო მჭირდებოდა. მჭირდებოდა, რომ საკუთარი თავი მეპოვა. ყველაფერი კარგად არის, ნუ ნერვიულობ. 2 დღეში ჩამოვალ. მანამდე კი, მინდა ბენდუქიძის კულინარიის აკადემიაში დამარეგისტრირო. - საად? - ბენდუქიძის კულინარიულ აკადემიაში. კარგად დავფიქრდი და მივხვდი, რომ კულინარია ის სფეროა, რომელიც მომწონს. ჯერ ვისწავლი, შემდეგ კი... რავი რამე იქნება. მქონდეს შენი იმედი? - სანამ ცოცხალი ვარ ცარო. - თბილად უთხრა ბიჭმა. ორი დღის შემდეგ, მართლა დაბრუნდა ცარო. დაჩიმ წამოიყვანა. პირველ რიგში ბანკში მივიდა. ის ანაბარი გაანაღდა, ჯერ კიდევ ხუთი წლისას რომ გაუხნა მამამ დდა ჯერაც არ უხლია ხელი. შემდეგ მაღაზიებში წააყვანინა თავი და ისეთი ტანსაცმელი იყიდა დაჩი შოკში ჩავარა. - დახატულო, ასე როდის შემდეგ იმოსები? - მას, შემდეგ, რაც მეგობრობამ ფასი დაკარგა და ერთი მეგობარი, მეორე მეგობრის საცოლეს კოცნის. - თვალებში ჯიქურ შეხედა ბიჭს. - თუ, მას შემდეგ, რაც შეყვარებულის დაკარგვის შიშით ხერხემალი აგიცახცახდა? - თვალი ჩაუკრა ბიჭმა. - რაც არ უნდა იყოს მიზეზი. ეს, იმ ფაქტს არ ცვლის, რომ შენ შოკას კოცნიდი. თან ხალხმრავალ ადგილას. - გაბრაზებული იყო ცარო. - ცარიკუნა, როგორ გგონია სანდრო, ის კაცია რქებს, რომ დაიგამს? ფაქტებს, ლოგიკური აზროვნებაც, რომ დაატანო ქალი არ შეგედრება. - მართალი ხარ, მე, თქვენისთანა ,, გაქექილი“ არ ვარ, ასე, რომ ვერ ვხვდები რა თამაშს თამაშობთ ყველა ერთად. - სამაგიეროდ, შენ თამაშობ შეუდარებლად. - ზურგს უკან გაგონილმა ხმამ ლავასავით დაუარა მთელს სხეულში, თვალები დახუჭა და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა. ძალა მოიკრიბა, მისკენ შებრუნდა და პორდაპირ სახეში შეაჩერდა მონატრებულს. მზერით დაუკოცნა მთელი სახე და სხეული. - თქვენც აქ ბრძანდებით, ბატონო ალექსანდრე? - ვითომ არ ანაღვლებდა მისი დანახვა. არადა მთელი სხეული ეწვოდა სურვილისაგან. - ამ დიად მომენტს როგორ გამოვ ტოვებდი? - ირონია დუღდა ნაკაშიძის ხმაში. - დაჩი, შოკასთან წადი. მე და ამ ქალბატონს ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი. - წელზე ხელი შეავლო და მანქანისკენ უბიძგა. - მე დაჩისთან დასამალი არაფერი მაქვს. შეგიძლია აქვე მითხრა. - გაიბრძოლა ცარომ და განზე გახტა. - იმას, რის გარკვევასაც ვაპირებ, დაჩის თანასწრებით არ მოისურვებ დარწმუნებული ვარ. - მოგუდული ხმით უჩურჩულა ყურში და ბიბილოზე მსუბუქად უკბინა. ცაროს ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში. გული, ყელთან მოებჯინა. ისე ჩასვა სანდრომ მანქანაში და გზას გაუყენა არაფერი უგრძვნია. გონს, რომ მოვიდა რიკოთის უღელტეხილზე მიქროდა მანქანა. ცარო ახარხარდა, როცა სანდრომ იმ სახლში მიიყვანა, სადაც ეს ორი კვირა გაატარა. ბიჭი გაოცებული უყურებდა, თუმცა ვერაფერს მიხვდა. - პირდაპირ საქმეზე გადასვლას ვაპირებდი, მაგრამ როგორც ჩანს გადადება მომიწევს. შკარად არ ხარ სრულ ჭკუაზე და დასვენება გჭირდება. - მე, დასვენება შენგან მჭირდება. ასე, რომ კარგი იქნება პირდაპირ საქმით დაიწყო. - ახლავე. - მაშინვე დაეთახმა ბიჭი. სასწრაფოდ მიეჭრა. ცალი ხელით კეფა დაუჭირა. მეორე წელზე შეუცურა და ტუჩებზე დააცხრა. ძლიერად მომწყვდეულ მკლავებში ტყუილად იფართხალა ცარომ. მაინც არ გაუშვა ნაკაშიძემ, სანამ გული არ იჯერა მისი კოცნით. თან წელზე მოხვეულ ხელს დროდადრო ზურგზე დაატარებდა და ამგვარად ეალერსებოდა გოგოს. როგორც კი თავი გაითავისუფლა, მაშინვე მადიანი სილა უთავაზა ცარომ. - როგორ ბედავ. როგორ ბედავ ჩემს კოცნას. - იკივლა მთელი ხმით და ზიზღით უყურებდა თვალებში. - ისე ნუ იქცევი, თითქოს აქამდე არასოდეს მიკოცნია. - როცა მკოცნიდი, მაშინ არავის ეკუთვნოდი. ახლა კი, არ გაქვს უფლება შემეხო. - თვალები ავად დააკვესა. - ანუ ესაა შენი პრობლემა. - რატომ გიკვირს ვერ ვხვდები? - ანუ თავისუფალი, რომ ვიყო მაკოცნინებდი? - ღიმილით მოიმწყვდია ისევ მკლავებში და კიდევ ერთხელ აკოცა. - ნუ ნერვიულობ. შოკასგან ნებართვა მაქვს, იმდენჯერ გაკოცო რამდენჯერაც მომინდება.- ამაზე სულ გადაირი გოგო. - ავადმყოფები ხართ, სულ ყველა. სამკურნალო გიჟები. - როგორიც არ უნდა ვიყო, შენ ასეთი გიყვარვარ. ჰოდა არ მინდა შევიცვალო. - შემომაკვდები და ჩემი ლაღი ახალგაზრდობის გატარება ციხეში მომიწევს. ამოიოხრა ცარომ. - სხვა გამოსავალიც არსებობს. - დივანზე ჩამოჯდა ნაკაშიძე და ცაროც ტან გაიყოლა. ისე მოიქცია მუხლებზე, რომ აზრზე ვერ მოვიდა. - გისმენ. - ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა ადამიამ და საყვარელი მამაკაცის მკლავებში გაიტრუნა. - მაკოცე და გეტყვი. - ეშმაკები აუცეკვდნენ თვალებში ბიჭს. - ჭკუიდან ნუ მშლი ნაკაშიძე. რა გინდა ჩემგან? გამაგებინე ერთხელ და სამუდამოდ. - შენგან? შენგან ბევრი რამე მინდა ცარო. შენთან ერთად გაღვიძება მინდა, შენი მორთმეული ყავა დილაობით. შენი ჩახუტება მინდა, ყოველ ჯერზე ენერგიით, რომ მავსებს. შენი ტკბილი კოცნა მინდა. შვილი მინდა, შენ რომ გამიჩენ და შენ, რომ დაგიძახებს დედას. შენთან ერთად დაბერება მინდა ცარო. აი, რამდენი რამ მინდა შენგან. - ლამის ინფარქტი მიიღო ცარომ. გული გაუჩერდა, სუნთქვა შეუწყდა და მერე ყველა გრძნობა ერთად მოაწყდა მის სხეულსა და გონებას. სპაზმები დაეწყო. აკანკალდა. სანდროს ეგონა ჯერ, ემოციებს ასე გამოხატავდა, მაგრამ უსულოდ რომ მიესვანა მკერდზე განგაშის ზარებს შემოჰკრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.