შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მის გარეშე


25-08-2021, 01:36
ავტორი Hamster2121
ნანახია 9 538

7 თებერვალი
02:43
დავბრუნდი... ისევ დავბრუნდი ჩემს თავთან... არასოდეს მესმოდა რომ ამბობდნენ, აქ მტკივა, გული მტკივაო და გულთან მიიტანდნენ ხელს. ვფიქრობდი, კარგი გტკივა, მაგრამ მაგ კონკრეტულ ადგილს როგორ გრძნობთ? მე ვიგრძენი... ზუსტად იმ ადგილას... გულის ტკივილი ზუსტად ესაა, როდესაც არა მხოლოდ შინაგანად, არა მხოლოდ სულს, არამედ სხეულსაც ტკივა უკვე... იმდენად შემიყვარდა, რომ არ ვიცი გრძნობები ან თვალები სად დავმალო... მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო მისი სახელი... თვალებში რომ ვუყურებ, ლაპარაკის თავი აღარ მაქვს... თითქოს, ჩემი ფიქრები, ჩემი გონება, ჩემი ყველაფერი მის თვალებში იძირება და მასში იწყებს გაცოცხლებას... დღეს რომ თავზე დამადგა და თვალებში მიყურებდა, ერთ ბედნიერებად მიღირდა ყველაფერი, ერთ ბედნიერ გაღიმებად... ახლა მისი დანახვა ან ხმის გაგონება ერთ ცხოვრებად მიღირს... იცით, მართლა არ ვიფიქრებდი, თუ ვინმე საკუთარ თავზე მეტად შემიყვარდებოდა ამ ასაკში... რა არის 18 წელი? არაფერი. მიყვარს, იმდენად მიყვარს, რომ მის გამო ყველაფერზე წამსვლელი ვარ... მიუხედავად უარყოფილი სიყვარულისა... რა ცუდად და მტკივნეულად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა. ეს არც მისი ბრალია და არც ჩემი... სიმართლე გითხრათ, მისი სიტყვებისა და დამოკიდებულების შემდეგ, მეგონა, რომ შემძულდებოდა ან ოდნავ მაინც ავიცრუებდი გულს მასზე... მაგრამ არა... რაც დრო გადის, უფრო ვგრძნობ მისდამი სიყვარულს... ხომ გაგიგიათ, რაც მიუწვდომელია, უფრო სასურველია... როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ მეც მიკვირს ჩემი თავის ამაზე რომ ვფიქრობ, ზოგჯერ ჩემი ფიქრებისაც არ მჯერა, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ ყველაფერი გამოვა, ყველაფერი იქნება იდეალურად. იქნებ ასე საკუთარ თავს ვამშვიდებ? იქნებ მხოლოდ იმიტომ ვაიმედებ, რომ ცხოვრება და მასთან შეხვედრა უფრო მარტივი იყოს? ამაზე გამცემთ პასუხს? მეტყვით რატომ შემიყვარდა ასე ძლიერ? ღამის სამ საათზე ამას რატომ ვწერ, მასზე რატომ ვფიქრობ და ცრემლებს რატომ ვღვრი?!



№1 სტუმარი Ana-maria

კარგი დასაწყისია,საინტერესო. იმედია შემდეგ თავს მალე დადებთ. ველოდები მოუთმენლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent