შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა წარსულთან (4 თავი)


27-08-2021, 16:34
ავტორი donald duck
ნანახია 2 756

2018 წელი მაისი
ჩემი და გვანცას შეხვედრის შემდეგ ორი კვირა გავიდა, მაგრამ ყოველ დღე თუ არა კვირაში ორჯერ მაინც მახსენებდა რომ დრო იწურებოდა და უფრო გამიჭირდებოდა ანანოსთვის ამ ყველაფრიას ახსნა. მეც კი ვხვდებოდი ამ ყველაფერს მაგრამ წინა კვირას სოფოსთან გატარებული ღამის მერე უკვე აღარაფერი მაინტრესებდა. კი ვხვდები რომ ყველაზე ცუდი კაცი ვარ ქვეყანაზე და გამართლება არ მაქვს, მაგრამ ჩემი საოცნებო ქალი ხელის გაწვდომაზე მყავდა და რომ გამეშვა საკუთარ თავს არასოდეს ვაპატიებდი.
სოფომ დამირეკა პროექტში რაღაც ცვლილებები შევიტანე და მინდა გაჩვენოო, ეს აშკარად საბაბი იყო რადგან კაფეში დამითქვა შეხვედრა და მეც გამოვიყენე მომენტი. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, სავარაუდო სანქციებზეც რადგან მშენებლობა უკვე დაწყებული იყო და პროექტის ცვლილება დროშიც გაწელავდა მშენებლობის დასრულებას, მაგრამ არ მადარდებდა. მთავარი იყო ახლა სოფო მყავდა გვერდით და ის მიღიმოდა. გვიანობამდე შემოვრჩით კაფეში. წარსულიც გავიხსენეთ. თავის საქციელს რომ იხსენებდა დამნაშავე ბავშვივით თავს ქვევით ხრიდა და უფრო გადავყავდი ჭკუიდან. გვიანი იყო, ჩემდა გასაკვირად სოფო ფეხით იყო მოსული, ვფიქრობ ესეც გათვლილი ქონდა. თავიდან იუარა სახლამდე მიცილება, მაგრამ ბევრი ხვეწნა არ დამჭირდა.
-ეხლაც მეზობლების ჭორაობის გეშინია? - გამეცინა და მანქანის კარი გავუღე.
-ვცდილობ რეპუტაციას გავუფრთხილდე - ღიმილით მიპასუხა და სავარძელზე მოკალათდა.
-ალბათ ხვდები რომ შენს რეპუტაციას ჩრდილს არ მივაყენებ. - სიყვარულით სავსე თვალები მივაპყარი და ძრავი ავამუშავე - თუ ეჭვი გეპარება შემიძლია მანქანა გაგატანო ფეხით რომ არ იარო და მე ტქსით წავალ სახლში.
-მჯერა შენი - ჩაიბურდღუნდა და პატარა ბავშვივით დახარა თავი.
მანქანა ნაცნობ სადარბაზოსთან გავაჩერე და კორპუსს ავხედე. აი ზუსტად ისე როგორც წლების წინ ხან ნაყინებით ხელში და ხან გაბუტული სოფოს შესარიგებლად რომ მოვქანდებოდი და ქვევიდან ვუყურებდი მის ავანს, იმის იმედით რომ იქნებ გამოეხედა გარეთ. რამდენჯერ იმედგაცრუებული გავბრუნებულვარ უკან. რამდენჯერ გვანცას დავუიმედებივარ და ცოტა დამშვიდებული გულით გავბრუნებულვარ სახლში. იმ საღამოს კი ისევ 18-19 წლის ბავშვებივით ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ვერცერთი ვბედავდით დამშვიდობებას. რამოდენიმეჯერ თვალი გააპარა სადარბაზოსკენ და მე გამომხედა. იმდენად მომხიბვლელი და მიმზიდველი იყო რომ შემეძლო მთელი ცხოვრება ასე მეყურებინა. ისევ ისეთი ბავშვური და ნაზი. ულამაზესი ღიმილით. რაღაც არა ამქვეყნიური სურნელით, რომელიც თავბრუს მახვევდა და ჭკუას მაკარგვინებდა.
-ძალიან მომენატრე - როგორც იქნა გავბედე და უფრო ახლოს მივიწიე მასთან. მის გულისცემას ვგრძნობდი. მესმოდა როგორ უფეთქავდა გული და სისხლის მოძრაობის ხმაც კი მესმოდა. მისი სხეულიდან წამოსული სითბო მწვავდა და სხეულში სასიამოვნო ჟრუენტელი მივლიდა.
-მეც - ჩურჩულით თქვა და ქვევიდან ამომხედა დასჯილი ბავშვივით.
დანარჩენი არ მახსოვს. ვერ ვიხსენებ როდის შეერთდა ჩვენი ტუჩები და როგორ ამოვყავით თავი მის საძინებელში. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდით როცა ვნებისაგან დავიცალეთ და ჩვენს გრძნობებს საშვალება მივეცით გარეთ გამოსულიყო. სოფოს ჩემს მკერდზე ედო თავი და მთელი გრძნობით მიღიმოდა. მის თვალებში ვხედავდი სიყვარულს, შეიძლება მეჩვენებოდა მაგრამ იმ დროს ზუსტადაც რომ სიყვარულს ვხედავდი მის თვალებში. ვიცი ცუდად მოვიქეცი ანანოს წინაშე, მაგრამ იმ მომენტში ანანო კი არა სოფოს გარდა არავინ მადარდებდა. მისი სხეულის სითბოს ვგრძნობდი და მისი ყოველი შეხება ჭკუას მაკარგვინებდა. ალბათ არც გვძინებია, ან რა დამაძინებდა? მეშინოდა რომ გავიღვიძებდი ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ დილას ისევ სოფოსთან ერთად გავიღვიძე. ჩემზე ბედნიერი იმ დილით კაცი არ დააბიჯებდა ამ ქვეყანაზე. ისე მაგრად მივიკარი გულზე მეგონა შევისრუტაავდი. გაეცინა და ძლივს გაინთავისუფლა თავი ჩემი მკლავებიდან.
ერთად ვისაუზმეთ, აი ისე როგორც ჩემს ოცნებებში წარმომედგინა. ბედნიერებისგან ისეთი მსუბუქი ვიყავი, რომ კი არ დავდიოდი დავფარფატებდი. სამზარეულოში მაგიდასთან ვიჯექი და თვალს ვადევნებდი ჩემი ოცნების ქალბატონი როგორ მიმზადებდა საუზმეს. დროდადრო გამომხედავდა და მიღიმოდა. მისი თვალებიდან სიყვარული და სითბო იღვრებოდა. გაბრუებული ვიყავი ბედნიერებისაგან და თვალს ვერ ვწყვეტდი. თავი სიზმარში მეგონა.
-გემრიელად მიირთვი - ტოსტი და ომლეტი დამიდო წინ სოფომ და თვითონაც ჩემს წინ მოკალათდა.
-მაბედნიერებ ქალბატონი - გავუღიმე და მის ხელს მივწვდი.
-მეც - გამიღიმა და ხელი გაინთავისუფლა - არ მინდა რამე შეცდომა დავუშვათ ზურა. გუშინდელი ღამე სხვისი უბედურების საწყისი არ მინდა რომ იყოს.
-მაგაზე ნუ ფიქრობ, გუშნდელი ღამე რომ არა მე ისედაც ვაპირებდი ანანსოთან დალაპარაკებას. არცერთი ვიმსახურებთ სიცრუეში ცხოვრებას.
-ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული და შენ წინაშე ძლიან დამნაშავე ვარ. ვერ გთხოვ ჩემს გამო რომ უარი თქვა შენს ცხოვრებაზე.
-ჩემი ცხოვრება შენ ხარ და მეტის მოსმენა აღარ მინდა.
ამ დღიდან დაიწყო ჩემ გონებაში ათასი ფიქრის და გეგმის დალაგება. ანანო რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ რამდენად სერიოზულად იყო საქმე მაგას ვერ იაზრებდა ჯერ. სამწუხაროდ ძალიან შესამჩნევი გახდა ჩემი გაციება მის მიმართ მაგრამ ვერ ვუხსნიდი. სწორ და შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობდი. სოფოსთან აქტიური შეხვედრებიც მიშლიდა ხელს ანანოსთან დალაპარაკებაში. ალბათ გულმა უგრძნო ანანაოს. ამ საღამოს დამირეკა და თვითონ შემომთავაზა ქორწილის გადადება. პირდაპირ არ მინდოდა დათანხმება, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, თითქოს ერთი პრობლემა მომიხსნა და საკუთარი თავი შემზიზღდა ანანოს ასე რომ ვექცეოდი. გვანცა ცალკე მიმატებდა, იმის შეხსენებით რომ ესე მოქცევა არ შეიძლებოდა და ყვლეფარი დროულად უნდა ამეხსნა ანონსთვის. ვიცი, თქვენ რომ არ მლანძღოთ, ჩემითაც კარგად ვხვდები რომ არაკაცურად ვიქცევი და არ მომეძებნება გამართლება. ვერავის დავაბრალებ ამ სიტუაცია, არც მე მქონდა დაგეგმილი ანანოსთვის გული მეტკინა, ყველაფერი თავისთავად მოხდა. მართლა შემთხვევით მოხდა ჩემი და სოფოს გზების კიდევ ერთხელ გადაკვეთა. წარსულს რომ არ შეეხსენებინა თავი ეხლა მე და ანანო ალბათ ბედნიერად ვიცხოვრებდით ერთად და ხალისით დავგეგმავდით ჩვენს მომავალს. ეხლა კი არაფრის დაგეგმივს არც სურვილი და არც ძალა არ მაქვს. მთელი ჩემი გრძნობებ და ძალები სოფოსკენ მაქვს მიმართული.
საღამოს კაფეში შევხდით მე და სოფო. რომანტიული ვახშამი მინდოდა მისთვის მომეწყო, მაგრამ ბედი რომ დიდი ხანია დამცინის ამას უკვე კარგად ვხვდები.
ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით მე და სოფო და სიყვარულით სავსე თვალებით ვუყურებდით ერთმანეთს. ვვახშმობდით და ვიცინოდით. ვიხსენებდით მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს. ვუყვებოდით ჩვენს წარსულზე რომელმაც ერთმანეთის გარეშე ჩაიარა. ჭკუას მაკარგვინებდა მისი სიცილი, მისი გამოხედვა და მისი სურნელი. ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი სოფოს გარდა. მომენტალურად სახე ეცვალა, თვალები გაუფართოვდა და ღიმილი სახეზე შაეშრა. თვალი ჩემს ზურგს უკან გაუშტერდა. უნებლიედ მეც უკან გავაპარე მზერა და გავშრი.
რაც არ უნდა თავი იმართლო, მიზეზს ვერ მოიფიქრებ ამ სიტუაციის ასახსნელად. ყველაფერი ნათელი იყო, დებილიც კი მიხვდებოდა რომ არანაირი საქმიანი შეხვედრა არ იყო. ჩემს ზურგს უკან ანანო და მისი და იდგნენ. კითხვით სავსე სახით გვაკვირდებოდნენ და პასუხს ელოდნენ. ფეხზე წამოვდექი, ანანო არ განძრეული, სხვა მის ადგილზე ან გაიქცეოდა ან ისტერიკას მოაწყობდა. ის კი ძალიან მშვიდად იდგა და მიყურებდა. ვცადე ნაბიჯი გადამედგა მისკენ, მაგრამ ადგილზე მივეჯაჭვე.
-ანანო - ძლივს ამომხდა მისი სახელი
-ყველაფერი გასაგებია - ცრემლებს გზა მისცა ანანომ და მარჯვენა ხელზე უსახელო თითიდან ბეჭედი მოიხსნა- ეს მე არ მეკუთვნის - ბეჭედი გამომიწოდა
-მაპატიე -ენის ბორძიკით დავიწყე დაისევ სოფოს გავხედე - ყველაფერს აგიხსნი, ასე არ მინდოდა გაგეგო ეს ამბავი.
-ასახნელი არაფერი - ცრემლები შეიმშრალა - შენ არაფერ შუაში ხარ, ვიცოდი რომ ოდესმე წარსული აუცილებლად შეგვახსენებდა თავს.
გაბრუნდა და წავიდა. სოფოც ფეხზე იდგა და წასასვლელად ემზადებოდა, ანანოს და კიდევ ავის მომასწავლებლად მიყურებდა. ნება რომ მიეცათ ალბათ იქვე გამომჭრიდა ყელს მისი დის გულის ტკენის გამო, მაგრამ მანაც თავი შეიკავა. არაკოცოო ჩაილაპარაკა და უკან გაყვა ანანოს. ანაგრიში გადავიხადე და სოფოსთან ერთად კაფე დავტოვე. რომანტიული ვახშამი ტრაგიკულ საღამოში გადაიზარდა.გზაში ხმა არცერთ ამოგვიღია. მანქანა სოფოს სადარბაზოსთან გავაჩერე. ვცადე ლაპრაკის დაწყება მაგრამ სოფომ დამასწრო. უნდა დავფიქრდეო მითხრა და მანქანიდან ისკუპა. მაშინვე გამოვფხიზლდი და უკან მივყევი მეც. სადარბაზოსთან დავეწიე და შევაჩერე.
-რაზე უნდა დაფიქრდე? - მკლავში მოვკიდე ხელი და მოვაბრუნე
-მეტკინა - უხერხულად მოიშორა ჩემი ხელი - გვიყურებენ სირცხვილია. -ფანჯრებს ახედა.
-ერთი მაგათიც თუ არც გვიყურებენ, ეხლა ჩვენ სხვა რაღაცაზე უნდა ვფიქრობდეთ და არა იმაზე თუ ვინ გვიყურებს.
-ხოდა უნდა დავფიქრდე, დრო მჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლად - მითხრა და შებრუნდა.
-არ მოგცემ უფლებას კიდევ ერთხელ მიმატოვო - გზაში დავაწიე
შეჩერდა, ნელა მოტრიალდა და მის თვალებში დავინახე რაღაც უცნაური, არ ვიცი შიში, არ ვიცი ბრაზი, არ ვიცი ტკივილი, მაგრამ შემეშინდა. ისე მომინდა მაგრად მოვხვეოდი და ყველა ცუდი ფიქრი და აზრი გამექრო მისი ტვინიდან და ცხოვრებიდან, მაგრამ მისმა მზერამ ერთ ადგილს მიმაჯაჭვა. არაფერი უთქვამს ისევ ჩუმად გაბრუნდა და წავიდა.
2006 წლის აგვისტო
ორ კვირაზე მეტია სოფოსგან არაფერი მსმენია. არ მპასუხობს არც ზარზე და არც მესიჯზე. გვანცაც იშვიათად მეხმიანება. მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავედი დასასვენებლად. ბათუმში ვიყავით ბიჭები წასული. ვცდილობდი გული გადამეყოლებინა და თავნება გოგოზე არ მეფიქრა. ძალიან კარგ დროს ვატარებდით ბიჭები. დილას სანაპიროზე, საღამოს კლუბში. გათენებამდე დავბოდიალობდით ერთი კლუბიდან მეორე კლუბში. ჩემი მეგობრის შეყვარებული და მისი მეგობრები ჩვენს გვერდით იყვნენ ბინაში. ბევრს ვხალისობდით, მთელი სანაპირო აკლებული გვყავდა ხოლმე. რამოდენიმე ქოლგას და შეზლონგს ერთად ვდგავდით და ხან ჯოკერს ხანაც ბურას ვთამაშობდით ხოლმე. წაგებულს ცივი სასმელები უნდა მოეტანა. ვცდილობდით გოგოებისთვის არ წაგვეგებინებინა და ისევ ბიჭები გავრბოდით ხოლმე სასმელების მოსატანად. ერთ ერთ გოგოს ლეპტოპი დაქონდა სანაპიროზე და მუსიკებსაც ვუსმენდით ხოლმე. თავიდან დავცინოდით, მაგრამ შემდეგ ჩვენც მოგვწონდა მუსიკების ფონზე გართობა.
დილას ადრე ავდექით და გოგოებს ეზოში ველოდებოთი, სანაპიროზე რომ გავსულიყავით, როგორც წესი აქეთ გველოდებოდნენ ხოლმე, მაგრამ დღეს ვიყოჩაღეთ ბიჭებმა და დავასწარით მომზადება. როგორც იქნა ინებეს გამოსვლა და ჟრიამულით წავედით სანაპიროზე, მთელი გზა ვხალისობდით ვმაიმუნობდით, ყველა ჩვენ გვიყურებდა, ზოგს ეცინებოდა ჩენს მაიმუნობებზეე, ზოგიც გვიბღვერდა. პატარები ვიყავით და გვიხაროდა ერთად ყოფნა და დასვენება. სადარდებელიც არაფერი გვქონდა. შაკოს მარიამზე ქონდა გადახვეული ხელი, არ ვიცი მე როდის მაგრამ ინსტიქტურა ჩემს გვერდით მომავალ ქეთის გადავხვიე ხელი. მართლა კარგი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა ამ ცოტა ხანში. ვიცინოდით და ვხალისობდით. სანაპიროზე ჩვენს ადგილს რომ მივაღწიეთ ვიგრძენი ვიღაცის განმგმირავი მზერა რომ მბურღავდა. ინსტიქტურად გავიხედე და გავშეშდი, იდგა და მიბღვერდა, თავისი შავი თვალებით. ისე მიყურებდა თითქოს მე არ ვპასუხობდი მის ზაარებს და მე ვაწყვეტდი ნერვებს ჩემი უყურადღებობით. არ ვიცი რატომ მაგრამ, მეც გავჯიუტდი, მოვბრუნდი და ჩვეულ რიტმში გავნაგრძე მეგობრებთან ხუმრობა. დროდადრო თვალს ვაპარებდი მისკენ. არც მას გამოუჩენია ინიციატივა ჩემთან გამოლაპარაკების, შეზლონგზე მოხდენილად წამოწოლიყო და მზის აბაზანებს ირებდა. დიდი შლიაპა ეფარა, ღია ვარდისფერი საცურაო კოსტუმი და მუქი მზის სათვალე ეკეთა. როგორც ჩანს გვანცა არ იყო მასთან ერთად, თორემ ის ასე მშსვიდად არ დაჯდებოდა და აუცილებლად მომიკითხავდა. ჩვენ კი ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდით მხიარულებას. მოგვიანებით როცა ქალბატონმა ინება ზღვაში ჩასვლა შაკომ შენიშნა და მხარი გამკრა. სოფო არ არისო? მხრები ავიჩეჩე და ისევ კარტს ჩავხედე.
შუადღისთვის სახლში დავბრუნდით, გოგოებმა სახელდახელო სადილი გაგვიმზადეს და ვისადილეთ. უფრო წავიხემსეთ. ძალიან ცხელოდა და გარეთ გასვლა გეზარებოდა. ეზოში ვისხედით და საღამოს გეგმებს ვაწყობდით. ეზოს კარები ღია იყო ნაცნობმა სილუეტმა რომ ჩაიარა ვიღაც ბიჭთან ერთად. დენდარტყმულივით წამოვხტი და კარებთან ავიტუზე. თვალი გავაყოლე. უკან კიდევ ორი გოგო მიყვებოდათ. არ გამოუხედავს, ამაყად თავაწეული მიდიოდა. ისე გავბრაზდი საკუთარ თავზე. ხომ შემეძლო სანაპიროზე რომ მივსულიყავი და ამ გაურკვევლობისთვის ბოლო მომეღო? მაგრამ მეც იდიოტივით გავჯიუტდი და ეხლა ვიტანჯებოდი.
-მოხდა რამე? - ქეთი ამომიდგა მხარში და მანაც თვალი გააყოლა სოფოს - რომელია?
-წინ რომ მიდის, ბიჭთან ერთად.
-იჩხუბეთ? -დაინტერესდა
-მგონი, არ ვიცი, გამებუტა, მაგრამ რაზე არ ვიცი. - მხრები ავიჩეჩე და უკან დავბრუნდი
საღამოს ისევ გავედით სანაპიროზე,ისევ ჩვენ ადგილზე მოვკალათდით. თვალი მოვავლე იქაურობას მაგრამ სოფო არსად ჩანდა. წყალში ჩავედით, გული კარგად რომ ვიჯერე ცურვით უკან დავბრუნდი და ჰოი საოცრებავ, სოფო თავის მეგობრებთან ერთად ჩვენთან უფრო ახლოს მოწყობილიყვნენ. ქალბატონი შეზლონგზე მიწოლილიყო და წიგნს კითხულობდა. მისი მეგობრებში სალომე ამოვიცანი, ჩვენთან ტექნიკურ უნივერსიტეტში რომ სწავლობდა. შანსი გამოვიყენე და სალომეს მივადექი. ვუღიმი, სალომემაც გამიღიმა, ქალბატონმა წიგნის ზევიდან გადმომხედა და ისევ კითხვა განაგრძო. ნება რომ მოეცად იმ დაწყევლილ წიგნს გამოვგლიჯავდი ხელიდან და სადღაც შორს მოვისროდი, სოფოს კი გულში ჩავიკრავდი და აღარასდროს გავუშვებდი. გულიანად მოვიკითხე სალომე, როგორც აღმოჩნდა იმ დილას ჩამოსულან. გვანცაც ორ დღეში ჩამოვიდოა, ჯერ სვანეთში ისვენებდა თავისს დეიდაშვილთან ერთად. ვითომ არ მიმჩნევდა სოფო, მაგრამ ვგრძნობდი წიგნის იქიდანაც რომ მბურღავდა.
-ზურა წვენებზე მივდივართ და შენ რომელი წამოგიღოთ? - გამომძახა ქეთიმ
-დამელოდეთ მეც წამოვალ - ხელი დავუქნიე - კარგი სალო თუ რამეა ჩვენც აქ ვართ და საღამოს ერთად გავიდეთ სადმე.
-ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს - ისე თქვა სოფომ წიგნიდან თავი არც კი აუწევია.
-შენ არც გეპატიჟები - უდარდელად ვუთხარი და გამოვბრუნდი
ვიგრძენი როგორ გაიფხორა და სიბრაზემ სახე აუწვა სოფოს. ვერ ვხედავდი მის სახეს მაგრამ ვგრძნობდი მის მზერას და აი რეაქციამაც არ დააყოვნა ზურგში რაღაც მომხვდა, მოვტრიალდი, ჩემს წინ მისი ჩუსტი ეგდო, ვარდისფერი „შლოპანცი“. ისიც მუხლებით იდგა შეზლონგზე და მიბღვერდა. დავწვდი მის ჩუსტს და ზღვისკენ მოვისროლე. ალბათ 10 სანტიმეტრი და მის ჩუსტს ზღვა ჩაყლაპავდა. ნაზად ელამუნებოდა კიდეებს ტალღები, თუ დროულად არ მივიდოდა სოფო შეიძლება შეეტყუებინა კიდეც მისი ჩუსტი შავი ზღვის ტალღებს.
-ზურა მოდიხარ? - თავი შემახსენა ქეთიმ
-კი მოვდივარ - ვუპასუხე ისე რომ სოფოსთვის თვალი არ მომიცილებია და ნელა დავიძარი უკუსვლით
-იდიოტო - მომაძახა სოფომ, წამოხტა და თავისი ჩუსტისკენ გაიქცა.
რაღაცნაირად მაიმუნობის სურვილმა გაიღვიძა ჩემში, სოფოს დავასწარი და მის ჩუსტთან ორ ნახტომში გავჩნდი დავწვდი და ავიღე. ქეთი და მარიამი ღიმილით მიყურებდნენ, ქეთი რაღაცას ეჩურჩულებოდა მარიამს. სავარაუდოდ ჩემზე. უდარდელად გავაგრძელე გზა ჩემი მეგობრებისკენ. სოფო წინ გადამეღობა. ჩუსტის დაბრუნება სურდა. მაგრამ ნურას უკაცრავად. საიდან არ მირბინა, ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე, მაგრამ ჩუსტს ვერ შეწვდა. ძალიან გაბრაზებული იყო, ალბათ ცოტაც და ატირდებოდა.
-არ მჭირდება იდიოტო - უკვე ხმა უთრთოდა სოფოს, მაგრამ მაგარი გოგოს ნიღაბს იფარებდა.
-ხო, ვიცი, რომ გჭირდებოდეს არ მესროდი - ხელში შევათამა მისი ჩუსტი - მე უფრო გამომადგება, ჩემს ლესის ხომ იცნობ? ის გაერთობა ხოლმე, სუვენირად წავურებ. - ვუთხარი და გზა გავნაგრძე.
არ ვიცი ამხელა ძალა საიდან გამიჩნდა, რომ ისევ მის ხველა კაპრიზზე და ხუშტურზე იდიოტი პატარა ბავშვივით არ დავრბოდი. ალბათ ეგ უფრო აბრაზებდა ვიდრე ჩუსტის გარეშე დარჩენის პერსპექტივა. მისი ჩუსტი ჩამი შეზლონგის ჩვეშ საგულდაგულოდ დავმალე და გოგოებთან ერთად სასმელების მოსატანად წავედი. მალე დავბრუნდით, სოფო შეზლონგზე აღარ დაგვხვდა. ზღვაში იყო ჩასული. თვალი მოვავლე და რომ დავინახე მისკენ წავედი. ზღვაში შევცურე და ჩუმად მივცურე მასთან. პირდაპირ მის წინ ამოვყვინთე და წელზე ხელი მოვხვიე. ისე ახლოს იყო რომ სუნთქვა შემეკვრა. ერთი გაიბრძოლა თავის დასახსნელად მაგრამ არ გამოუვიდა.
-იდიოტო - გაბუსხა ტუჩემი და მხარზე ჩმომადო ხელი
-ხო შენმა სიყვარულმა გამომათაყვანა და გამომაშტერა - გავუღიმე და უფრო ახლოს მივიკარი
-არ გაბედო - დამემუქრა და სახე მომარიდა
-არც ვაპირებდი, მაგრამ იდეა მომეწონა. - გამეცინა, კისერში ვაკოცე და გავინაბე. - ოხ, სოფო, ჭკუიდან გადაგყავარ. შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები როგორ მიყვარხარ და უბრალოდ ერთობი ჩემით, განა ვერ ვხვდები.
-არ დამიძალებია რომ შეგყვარებოდი - კეკლუცად გამიღინა და ხელიდან დამისხლტა.
ნაპირისკენ გამოვცურეთ ორივემ. ერთად ამოვედით. არ ვიცი შერიგებად აღვიქვი ჩვენი იქ საუბარი, მე ასე მომეჩვენა. საღამოს გასეირნება შევთავაზე მარტო მე და ის რომ ვყოფილიყავით, მაგრამ უარი მითხრა. უნდა დავფიქრდე ჩვენ ურთიერობაზე და ნუ დამაძალებ ნურაფერსო. ძალიანც მინდოდა რომ არ დავნებებულიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ის ცემზე ჯიუტი იყო და მასთან საუბარს აზრი არ ქონდა.



№1 სტუმარი Ineza

Shemdegi nawili rodis daideba?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent