ერთად ყოფნა შეუძლებელია. ნაწილი 3. თავი 3
ღამე ყოველთვის ჩვენი საუკეთესო მეგობარია.მხოლოდ ღამით ვრჩებით მარტო საკუთარ თავთან.მხოლოდ ღამით ვაჯამებთ განვლილ დღეს, ვუტყდებით საკუთარ თავს ნამდვილ გრძნობებში,მხოლოდ მასთან ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს ან წარმატებულ ნაბიჯებს.მხოლოდ ღამით წარმოიშობა გონებაში ყველაზე ბოროტი ან ყველაზე კეთილი ზრახვები.ღამით იბადება ყველაზე დიდი გეგმები. ანასტასიაც მთელი ღამე იმ საშინელ ოთახში იყო გამოკეტილი და უამრავი აზრი და ფიქრი აწუხებდა. მხოლოდ ერთი ძველი ლეიბი ეგდო იატაკზე და ისიც ნახევრად გაფუჭებული.მასზე წამოწოლილს ცალკე მტკივანი ხელი და ცხვირი აწუხებდა,ცალკე მისგან ამოშვერილი რკინები,რომელიც ყოველ გადაბრუნებაზე გვერდებში ეკლებივით ესობოდა. ამდენი დღის დაღლილობამ და უძილობამ თავისი გაიტანა და მაინც ჩაეძინა.სიცივისგან მოკუნტულიყო. მხოლოდ გათენებისას შეძლო ალიმ მისთვის თხელი პლედის და საჭმლის შეტანა.ფრთხილად მიაფარა გოგოს რომ არ გაეღვიძა და ისევ გარედან გადაკეტა კარი.მერე მისი შეცვლის დრო მოვიდა და მისი ადგილი უკვე დასვენებულმა ჯამალმა დაიკავა. ქარი ჩამდგარიყო.მზემ გამოანათა და პატარა სარკმელიდან პირდაპირ ანასტასიას სახეზე დაეცა.გოგო შეფხიზლდა და წამოჯდა.პლედის და საჭმლის დანახვაზე მიხვდა რომ ეს ალის ან ჯამალის ნამოქმედარი იყო და გაეღიმა.მაინც არსებობდნენ სამყაროში ადამიანები,რომლებიც იმედის დაკარგვის უფლებას არ გაძლევდნენ… გადარჩენა თუ უნდოდა უნდა ეჭამა, ძალა მოეკრიბა რომ გაქცეულიყო და აქაურობისთვის თავი დააღწია. რაღაც უცნაური წვნიანისთვის არ შეუხედავს,მხოლოდ პური აიღო და წყალი დააყოლა. ცოტა რომ მოიხედა და გონს მოვიდა, ოთახი დაათვალიერა.აქედან გაქცევა შეუძლებელი იყო.მხოლოდ კარიდან თუ გახვიდოდი.არც გარედან ისმოდა დამაიმედებელი რამე… დრო უსაშველოდ გაიწელა.ასე ეგონა რომ აქ სამუდამოდ მოუწევდა დარჩენა.შეაწუხა ცალკე კუჭმა,ცალკე ჭრილობებმა და ცალკე დაუბანლობამ და მოუწესრიგებლობამ.რამდენი დღე იყო არც შხაპი მიეღო.იმდენად საშინელი სანახავი იყო,საკუთარი თავი ეზიზღებოდა. საღამოს უკვე ბუნებრივმა მოთხოვნილებამ იმდენად შეაწუხა, რომ ვეღარ მოითმინა და კარზე ბრახუნი ატეხა. -მანდ არის ვინმე?კარი გამიღეთ. -რა გნებავთ?-უპასუხეს მეორე მხრიდან.გოგომ ხმა იცნო. -ჯამალ,შენ ხარ?ვიცი შენ ხარ.გიცანი. გეხვეწები გამომიშვი,ტუალეტი მინდა. -მანდ უნდა მოისაქმო. -აქ?რა სისულელეა.აქ ხომ მძინავს, საჭმელს ვჭამ.გთხოვ,ერთხელ მაინც მომექეცით ადამიანურად,-უღონოდ ურტყავდა ხელებს კარს და უკვე ცრემლიც ერეოდა.მის გატეხვას უკვე ბევრი აღარ აკლდა საკეტი გაჩხაკუნდა და ჯამალი გამოჩნდა. -დამპირდი რომ არაფერს იზავ. თავი დაუქნია დასტურის ნიშნად. ოთახიდან გამოვიდნენ და სახლისკენ წავიდნენ.ანასტასია ხვდებოდა როგორი დამშეული თვალებით უყურებდნენ მცველები და შიში იპყრობდა.ჯამალს ეფარებოდა და ხელს არ უშვებდა. -ნუ გეშინია,-მეგობრულად მოუსვა ხელზე ხელი ბიჭმა.-სანამ დიდი ბატონი ცოცხალია არაფერი დაგიშავდება. -იმ შენი ბატონის უფრო მეშინია.ვერ დაინახე გუშინ როგორ მომექცა. -მართალია ბატონი აჰმედი უხეში და მკაცრია.მაგრამ მთავარი ის არ არის. მთავარი ბატონი ახლა საქმეებზეა წასული.რომ ჩამოვა მას შეხვდები და ის გადაწყვეტს შენს ბედს. -იმედი მაქვს მასთან მაინც შეიძლება საუბარი. -ბატონი ძალიან კარგი ადამიანია. ბევრ ადამიანს ეხმარება,მაგრამ მკაცრი ისიც არის.ის რომ არა,ახლა არავინ იცის სად იქნებოდი და რა მოგივიდოდა. -ანუ მადლობა უნდა გადავუხადო?- ირონიულად გაეცინა ანასტასიას. -აი,მოვედით,-პასუხს თავი აარიდა ჯამალმა და ტუალეტის კარი გაუღო. -გთხოვ არ მაიძულო რომ რამე ცუდი ჩავიდინო. -გპირდები კარგად მოვიქცევი.-უპასუხა და კარი მიხურა.სარკეში რომ ჩაიხედა, საკუთარი თავი ვერ იცნო.ეს ის გოგო არ იყო,რამდენიმე დღის უკან რომ უნივერსიტეტში მიმავალი საპირისპირო სქესის ყურადღებას იპყრობდა.ცხვირი ისე გასიებოდა,რომ იერ-სახეს მთლიანად უცვლიდა. თვალის უპეები ჩაშავებოდა. დაუბანელი თმა საშინლად აბურდვნოდა.ტანსაცმელი გაჭუჭყიანებული და შემხმარი სისხლები. -შენ გადარჩები,-გაიმხნევა საკუთარი თავი და სახე ფრთხილად მოიბანა წყლით.ყველაფერი მოათავსა და კარი გააღო. -მოვრჩი ჯამალ. -უკან დავბრუნდეთ.ალბათ ალიც მოვიდა უკვე და გვეძებს. -ჩემს გამო თავს საფრთხეში რატომ იგდებთ? -შენს გამო არა,ბატონს შევფიცეთ ერთგულება.ეს კი ჩვენთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია. ანასტასია გაჩუმდა ხმა აღარ ამოუღია. ასე მდუმარედ გაჰყვა უკან ჯამალს. სატუსაღოსთან ალი იდგა და რაღაცნაირდ გაეხარდა მისი დანახვა. გაუღიმა,თუმცა მას სახე არ გაუხსნია. ანასტასია ოთახში ჩაკეტეს ისევ. მან უკვე აღარ იცოდა რა ხდებოდა გარეთ. -ეჭვი მაქვს რომ ამაღამ რაღაც მოხდება ალი. -ჩემი ვარაუდით ბატონი ამაღამ ბრუნდება.იმედი ვიქონიოთ,რომ საჭირო დროს მოვა ჯამალ.ტყვიები ხომ გაქვს? -მაქვს და ყოველი შემთხვევისთვის ესეც.-ქურთუკს შიგნით ჩალაგებული ხელყუმბარები დაანახა ჯამალმა და ჩაეღიმა.-არავის ვურჩევთ ამაღამ აქ მოსვლას... ****** ალი და ჯამალი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ ერთ უბანში.ჯერ კიდევ პატარები იყვნენ როცა იმ მხარეში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა და მათი ოჯახები შეიწირა. ბავშვები შემთხვევითობის წყალობით გადაურჩნენ სიკვდილს. მინდორში თამაშობდნენ ბურთს.ისინი იმ მხარის ბატონმა წამოიყვანა და თავის შვილთან ერთად გაზარდა.მათან ერთად იზრდებოდა მისი ძმისშვილი აჰმედიც,რომელიც თავიდანვე ცივსისხლიანი და დაუნდობელი აღმოჩნდა.ალის და ჯამალის ბატონისადმი ერთგულება მას დიდ პრობლემებს უქმნიდა მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.თუმცა შესაფერის დროს ეძებდა რომ ისინი თავიდან მოეშორებინა. ამის დრო ახლა ჰქონდა სწორედ როცა მისი ბიძაშვილი აქ არ იყო. დაღამებას ელოდებოდნენ.უკვე დაქირავებული ჰყავდა ხალხი, რომლებიც ამაღამ თავდასხმას მოაწყობდა და მას საშუალება მიეცემოდა ალი და ჯამალი ჩამოეცილებინა.მერე კი გოგო მისი გახდებოდა… მთვარე სუსტად ანათებდა.ქარიც ჩადგა თითქოს ისიც შეკრული იყო თავდამსხმელებთან. დაცარიელებულ ქუჩებში მხოლოდ ერთი მანქანა მოძრაობდა დაბურული მინებით.სახლის სიახლოვეს გაჩერდნენ და მიყოლებით გადავიდნენ მანქანიდან.გარემო დაზვერეს და ფრთხილად დაიძრნენ სახლისკენ.კედლებს მიუყვებოდნენ წელში მოხრილები. ასე მივიდნენ მთავარ შესასვლელამდე. მერე ჯგუფის მეთაურმა რამდენჯერმე ფრთხილად დააკანონა რკინის ჭიშკარზე.იქიდან იგივეთი უპასუხეს. ეს ნიშანი იყო.კარი ოდნავ გაიღო რომ შიგნით შესულიყვნენ. თავდამსხმელები ეზოს შიგნით, ცენტრალური შესასვლელის ჩაყოლებაზე მდებარე დეკორატიულ ბუჩქებს ამოეფარნენ და ცეცხლი გახსნეს.სახლის მიმართულებით ისროდნენ.მათი მიზანი არ ყოფილა ვინმეს მოხვედროდა ტყვია.უბრალოდ ყურადღება უნდა მიიქციათ. დაცვა უცებ გამოერკვა და მათაც დაიკავეს საბრძოლო პოზიციები. ისინიც უმისამართოდ ისროდნენ. ალიმ და ჯამალმა მაშინვე შეაფასეს სიტუაცია და იარაღები გადატენეს. წელში მოიხარნენ და სახლისკენ გაიქცნენ ბატონის დასაცავად. მათ გასაკვირად ის კაბინეტის ფანჯრიდან იყურებოდა და სულ არ ეტყობოდა რომ შეშინებული იყო თავდასხმით. -ჯამალ რაღაც ხდება.-შეაჩერა უკვე კიბესთან მდგარი მეგობარი ალიმ. -რას გულისხმობ?-უკან დაიხია ბიჭმა. -შეხედე.უცნაურად არ გეჩვენება მისი ასე მშვიდად ყოფნა? -გოგოსთან წადი.აქ მე მივხედავ ყველაფერს.-უთხრა ჯამალმა და მეორე იარაღიც ამოიღო. -ფრთხილად იყავი მეგობარო.- გააფრთხილა ალიმ და უკუსვლა დაიწყო.ჯამალმა პისტოლეტი გადატანა და სახლს გვერდიდან მოუარა.მან კარგად იცოდა თითოეული კუთხე-კუნჭული და არ გასჭირვებია თავდამსხმელებთან მიახლოება. მერე კი თამამად გასნა მათი მიმართულებით ცეცხლი.დიდი დრო არ დასჭირვებია მათი განეიტრალებისთვის.ერთმანეთის მიყოლებით დახოცა სუყველა და ყოველი შემთხვევისთვის ხელყუმბარაც მიაყოლა,თუმცა ერთი ტყვია მაინც მოხვდა მანამდე და მარცხენა მხარი დაუზიანა... სანამ ჯამალი ბრძოლაში იყო ჩართული ალი უკან დაბრუნდა. ისე იყო გართული იმაზე ფიქრით,რომ გოგოს არაფერი დაშავებოდა, ვერ შეამჩნია როგორ აედევნა დაცვის ორი წევრი… შორიდანვე შეამჩნია,რომ კარი ღია იყო.იარაღი მოიმარჯვა და ჩუმად დაუძახა გოგოს.პასუხი არავის გაუცია. ოთახში შევიდა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.იქ არავინ იყო. -ნუთუ გაიქცა?-გაუელვა გონებაში და უკან უნდა გამობრუნებულიყო რომ უეცრად თავში რაღაც ძლიერი მოხვდა.ძირს უგონოდ დაეცა… სროლა რომ ატყდა ანასტასია მაშინვე გამოფხიზლდა და კართან მივიდა.ბიჭებს დაუძახა.ხმა არ გაუციათ.მხოლოდ გაუჩერებლად ისმოდა სროლის ხმა.მერე საკეტი გაჩხაკუნდა და კარი გაიღო. სიბნელეში ვერ გაარჩია ვინ იყო, მაგრამ ხელები რომ ჩაჰკიდეს, პირზე ააფარეს და სახლისკენ გაათრიეს მიხვდა რაც ხდებოდა. კარგი არაფერი ელოდა და არც იმის იმედი ჰქონდა რომ ვინმე უშველიდა. ალი გონდაკარგული იწვა ოთახში და ჯამალი საერთოდ არ ჩანდა.ვინ იცის ცოცხალი აღარც იყო… მდიდრულ საძინებელში ჩვარივით შეაგდეს და კარი გარედან გადაკეტეს. გონს მოსვლა და ოთახის დათვალიერება ვერ მოასწრო,რომ საკეტი გაჩხაკუნდა და მის წინ ის საძულველი ბატონი აღიმართა, რომლის მწარე ხელი ერთხელ უკვე იგემა.ჩასისხლიანებული თვალებით უმზერდა,ისე როგორც მტაცებელი უყურებს მსხვერპლს.შიში კიდევ უფრო გაძლიერდა და იატაკზე უკან-უკან გახოხდა.მიდიოდა და მიჰყვებოდა აჰმედი.თან ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.მერე უცებ მკლავებში ჩააფრინდა და ისე ააფრინა ჰაერში,თითქოს ბუმბული ყოფილიყო.გოგო გაუძალიანდა და მკერდში მუშტები დაუშინა.ამაზე კაცი კიდევ უფრო მეტად გახელდა და მარჯვენა მოუქნია.ანასტასიას სახეზე თითების კვალი დააჩნდა.მაინც არ დანებდა გოგო.უფრო მეტად აფართხალდა.ხელი ჰკრა და საწოლზე აღმოჩნდნენ,ზემოდან მოექცა და ხელები გაუკავა.კოცნა დაუპირა,გოგომ კბილებით დაიცვა თავი და ტუჩზე მწარედ უკბინა.სისხლის გემო იგრძნო. გამწარებულმა კიდევ ერთხელ გაარტყა სახეში,ისევ ცხვირზე მოხვდა და წინაზე უფრო მეტად ეტკინა. ხმამაღლა იყვირა.რაც უფრო მეტად ყვიროდა,მით უფრო მეტად ახელებდა ეს კაცს.ტანსაცმელი შემოახია და ახლა მის ფითქინა,ბავშვივით კანს დახედა.ტუჩები გაილოკა და კოცნა დაუწყო.ანამ უკანასკნელად გაიბრძოლა,მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა ისევ,დაემორჩილა და თვალები ჭერს მიაპყრო.ცრემლი წამოუვიდა.სახე ეწვოდა,მაგრამ ეს სულიერ ტკივილზე ნაკლებად მტკივნეული იყო. შარვლის სათავეს რომ დასწვდა კაცი, მაშინ კიდევ ერთხელ გაუძალიანდა. მაგრამ კიდევ ერთხელ მიიღო დარტყმა და უგონოდ მიესვენა.მეტი აღარაფერი ახსოვს იმ ღამიდან… კმაყოფილმა ჩაიღიმა აჰმედმა და ის იყო საქმეზე უნდა გადასულიყო, რომ მის უკან კარი გაიღო და ვიღაცის ბოხმა ხმამ დაიქუხა: -ახლავე თუ არ მოშორდები გოგოს, ვფიცავ ხელის აუკანკალებლად გესვრი.ყურადღებას არ მივაქცევ იმას რომ ჩემი ბიძაშვილი ხარ. -აქ რას აკეთებ?-გამოსცრა კბილებში, მაგრამ უკან არ მოუხედავს.ხელები მოაშორა გოგოს და ნელ-ნელა ადგა.-შენ ჯერ არ უნდა დაბრუნებულიყავი. -გულმა მიგრძნო რომ რაღაც სიბინძურეს ჩაიდენდი.რომ ისევ ჩაისვრიდი,მე კი ისევ მომიწევდა შენი მოსაქმებულის მოწმენდა. -ასე ნუ ლაპარაკობ იბრაჰიმ.ხომ იცი შენთვის და ბიზნესისთვის ზიანი არასდროს მომიყენებია.-დაიშაქრა აჰმედი და წამში შეიცვალა. -დროზე რომ არ მოვსულიყავი და შენი საქმე ბოლომდე მიგეყვანა,ამას ნამდვილად იზავდი.იცი ეს გოგო ვინ არის და აქ რატომ არის? -განა ისიც ჩვენი ჰარამხანისთვის არ მოაყვანინე? -არა.ის ჩვენი ბიზნესის გარანტია და მას თმის ერთი ღერიც არ უნდა ჩამოუვარდეს.მე ხო ვთქვი რომ ის ხელშეუხებელი იყო?-ხმა გაიმკაცრა იბრაჰიმმა. -კი,მაგრამ…. -არავითარი მაგრამ...ჩემი სიტყვა კანონია ყველასთვის,და თუ მას ჩემი ბიძაშვილი,ჩემი ძმა არ ასრულებს და ფეხებზე იკიდებს,სხვას როგორ მოვთხოვ რომ მომისმინოს?რომ დაემორჩილოს?-უყვირა და თვალი თვალში გაუსწორა. აჰმედმა თავი ჩაღუნა. -ჯამალ..-დაუძახა ჯამალს,რომელსაც მკლავი უკვე შეეხვია.-გოგოს მიხედეთ. ექიმი მოუყვანეთ,რომ ჭრილობებს მიხედოს.მანამდე მე ქვემოთ საქმე მაქვს მოსაგვარებელი.შენ მერე მოგხედავ.-თითი დაუქნია აჰმედს.ეს კარგს არაფერს უქადდა და ამას კარგად ხვდებოდა. ჯამალს ორი მცველი მოჰყვა.გოგოს თავის ქურთუკი მოაფარეს და სხვა საძინებელში გადაიყვანეს, თვითონ მასთან დარჩა,მცველები კი საავადმყოფოში გააგზავნა ბატონის ბრძანების შესასრულებლად. ******* ეზოში დიდი არეულობის კვალი აღარ იყო.ყველაფერი დალაგებულიყო. იბრაჰიმის მცველებს სახლში დარჩენილი მცველები ერთად შეიკრიბათ და ბატონის გამოსვლას ელოდნენ.იქვე იდგა ალიც, რომლისთვისაც გატეხილი თავი შეეხვიათ,მაგრამ ბიჭი რომ კარგად არ გრძნობდა თავს ეს აშკარად ეტყობოდა. აი იბრაჰიმიც გამოვიდა სახლიდან. კიბეებზე ნელა ჩამოიარა და მათ წინ გაჩერდა.თვალი გადაავლო -მითხარით რატომ უნდა დაგტოვოთ სამსახურში და როგორ უნდა განდოთ ჩემი სახლის დაცვა,თუ ხუთ კაცს ვერ უმკლავდებით?თუ მხოლოდ ერთი კაცი მშვენივრად უმკლავდება მათ, თქვენ რათ მინდიხართ?-უყვირა და თვალი მოავლო ერთმანეთის მიყოლებით.პასუხი არ იყო. -გამეცით პასუხი.თუ ნორმალურად სროლა არ შეგიძლიათ,ჩემი სიცოცხლე როგორ განდოთ? ისევ დუმილი. -როგორ მოვიქცეთ?-მიუბრუნდა ალის -თქვენ გადაწყვიტეთ ბატონო. -მშიშარა და მხდალი ადამიანები არაფერში მჭირდება.ან იტყვიან სიმართლეს,რატომ ისროდნენ ჰაერში და არა თავდამსხმელების მიმართ ან არადა შეგიძლია ისე გაქრო ისინი,როგორც ჯამალმა გააქრო თავდამსხმელები.ერთი დღე გაქვს მათ ასალაპარაკებლად.-უთხრა ალის, თავის დაცვისა დაუტოვა ხალხი მისახმარებლად,თვითონ კი სახლში შევიდა. ******** იბრაჰიმ აბდულაევი და აჰმედი ბიძაშვილები იყვნენ.მათი საოჯახო საქმიანობა კი ოდითგანვე იყო ნარკოტიკები და ნარკოტიკებით ვაჭრობა კავკასიაში.ჯერ კიდევ მათი მამები იყვნენ ამით დაკავებულები. მერე აჰმედის მშობლები იმ საბედისწერო დღეს რომ დაიღუპნენ, იბრაჰიმის მამამ წამოიყვანა და გაზარდა ალისთან და ჯამალთან ერთად.ოთხივეს მან ასწავლა ის ყველაფერი,რაც დღეს იცოდნენ და რითაც ასე ამაყობდა.კაცი ახლა აქედან მოშორებით ცხოვრობდა ასაკოვან მეუღლესთან და დანარჩენ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.აქ კი საქმეები შვილს გადააბარა,დამხმარედ ძმისშვილი დააყენა,რომელიც რაღაცნაირად არ მოსწონდა და ხვდებოდა რომ ის ამ საქმეში სუსტი იყო. ასე აღმოჩნდნენ ბიძაშვილები ამ მხარეში საქმის მმართველებად… იბრაჰიმი ბავშვობიდავე გამორჩეული იყო თანატოლებისგან ჭკუა-გონებით, აღნაგობით თუ ვიზუალურად, სიმამაცით.მალევე იპყრობდა გარშემომყოფების ყურადღებას. რომ წამოიზარდა უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით.თუმცა სწავლის გაგრძელებაზე არც უფიქრია მამას დასჭირდა და ამ მხარეში მისი საქმეები ჩაიბარა-მისი მარჯვენა ხელი გახდა. უნდოდა თუ არ უნდოდა ნარკოტიკები იმდენად ბინძური ბიზნესი იყო,რომ ისიც ჩაითრია. მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ერიდებოდა ამის გაკეთებას. სხვანაირად არ გამოვიდა.სხვანაირად ვერ მოიქცა.არც ის უნდოდა ქართველი პარტნიორის ოჯახის წევრი გაეტაცებინა.ეს ბინძური საქმე იყო და ამას ყოველთვის ერიდებოდა. მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო რომ ის ეიძულებინა ისევ საქმეში ყოფილიყო. ამ კავშირის გაწყვეტა საქართველოში მნიშვნელოვანი ზარალის მომასწავებელი იყო.რასაც არ დაუშვებდა. ის თუ არა მამამისი ამ საქმეს აჰმედს გადააბარებდა და ის უფრო სასტიკ მეთოდებს გამოიყენებდა.ისევ მას უნდა გარისკა.. გარისკა და ახლა გოგო აქ იყო. ახლა უკვე კარგად უნდა მოეფიქრებინა როგორ მოიქცეოდა შემდეგ ეტაპზე.. შხაპი მიიღო და საძინებელში განმარტოვდა.ცოტა ხანს საწოლზე წამოწვა,იქნებ როგორმე დაესვენა. მთელი დღის ნამგზავრს ძილი მაინც არ მიეკარა.ფიქრებში ისევ ის სურათი წარმოუდგა თვალწინ,რაც რამდენიმე ხნის უკან საკუთარი თვალით ნახა. ძალიან გაბრაზებული იყო ბიძაშვილზე.ასე ვერ დატოვებდა. უნდა დაესაჯა,მაგრამ მანამდე გოგო უნდა გონს მოსულიყო… საწოლში ვერ გაჩერდა.ადგა და იმ ოთახისკენ წავიდა,სადაც ჯამალს ტყვე ჰყავდა.ექიმი უკვე მოსულიყო და თავის საქმეს ასრულებდა.სახე მთლიანად დაებინტა.მერე ფურცელზე რაღაც ჩამოწერა და მას მიაწოდა. -ბატონო იბრაჰიმ ეს წამლები აუცილებლად უნდა მიიღოს და ეს მალამო ჭრილობებზე წაისვას. საბედნიეროდ ცხვირის ძვლები მოტეხილი არ არის და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდება. -დიდი მადლობა.ჯამალ ექიმი გააცილე,შენც მოგხედოს,მერე კი გადაუხადე და უკანა გზაზე წამლები იყიდე. -კი მაგრამ გოგოსთან ვინ დავტოვო? -მე დავრჩები,წადი შენ და თავს მიხედე.მაგრამ მალე დაბრუნდი. -როგორც მიბრძანებ ბატონო იბრაჰიმ. -ჯამალ..-შეაჩერა კარში გასული.- დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა ერთგულებისა და ძმობისთვის. ჯამალმა გულზე მიიღო მარჯვენა ხელი ერთგულების ნიშნად,თავი დაუკრა და მერე ოთახიდან გავიდა.კარი გაიხურა. იბრაჰიმი მარტო დარჩა გოგოსთან. თავი უცნაურად იგრძნო.დიდი ხანია ქალს მისთვის არც გული აჩქარების და არც ესე უგრძვნია თავი არავისთან. -ამის დრო არ არის იბრაჰიმ.თავი ხელში აიყვანე,-გაამხნევა საკუთარი თავი და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა,თან გოგოს პირდაპირ უყურებდა რომ რამე არ გამოჰპარვოდა…. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.