შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოცდა {სრულად}


29-08-2021, 14:16
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 50 650

"ალქაჯს ურჩხული შეყვარდა" - 2016 წლის ისტორია ,რომელიც რედაქტირების სიაში მოხვდა და როომლის გარდაქმნისას ბევრი ვიფიქრე . ვფიქრობ საძირკველი უცვლელი დავტოვე . იმედია ისიამოვნებთ ისინი ვისაც გიყვართ Sameone crazy girl -ის ძველებური წერის სტილი ეს ნამდვილად ის არის რაც მონატრებული გექნებათ . ველი თქვენს ემოციებს და ვიწყებ რაღაც ახალზე ფიქრს

...................
არასდროს ყოფილა რომანტიკოსი . სხვები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე რომ ოცნებობდნენ , თვალებგაბრწყინებულები უყურებდნენ კონკიასა და ფიფქიას დასასრულს მას ყოველთვის აინტერესებდა რა ხდებოდა ქორწილის შემდეგ ,რატომ არასდროს ჰქონდა პრინცესას პროფესია და მხოლოდ პრინცთან ყოფნა როგორ წარმოადგენდა ბედნიერების მთავარ წყაროს. უცნაური , სასაცილო ბავშვი იყო თავისუფალი, ნებიერა, მუდამ საკუთარ სურვილებზე ამყოლი სულში მოგიზგიზე ნაპერწკლით ,რომელიც არასდროს ქრებოდა. სამყაროში ყველაფრის შესწავლა, დაკვირვება და შეცნობა მოსწონდა ,საკუთარი დასკვნები ჰქონდა ირგვლივ მყოფებზე მათ შორის საკუთარ ოჯახის წევრებზეც. თინეიჯერობამდე ორი წყვილის მშვიდ, კლასიკურ ცოლ-ქმრობას უყურებდა ბებია და ბაუაც ჰყავდა მრავალწლიანი სტაბილური ურთიერთობის მაგალითად და მშობლებიც. მოსაწყენ, ყოველდღიურობაში გამჯდარ, შეჩვევითა და ურთიერთგაგებით, პატივისცემით გამყარებულ ცოლ-ქმრობას უინტერესოდ უყურებდა არც შეყვარებულის გაჩენის სურვილი უჩნდბეოდა და თაყვანისმცემლებსაც ისე აიგნორებდა თითქოს ვერ ხვდებოდა მათში წარმოქმნილ სიმპათიებს. შესანიშნავად აფასებდა საკუთარ თავს გარეგნობას, ხასიათს, დადებით და უარყოფით მხარეებს, რომლებიც მის შინაგან სამყაროში ნამდვილად ებრძოდნენ ერთმანეთს. თინეიჯერობის გარდამტეხი მომენტი არა შეცვლილი გარეგნობა, ხასიათი და ამ ცვლილებების მიუღებლობა გახდა არამედ ტრაგედია,რომელმაც ყორშიების ბედნიერ ოჯახში დიდი დანაკლისი დატოვა. მოულოდნელად ,გულის შეტევით გარდაიცვალა საყვარელი ბებო . მეხსიერებაში განსაკუთრებით დაქვრივებული ბაბუა აღიბეჭდაა . ბავშვურმა გონებამ წარუშლელად დაიტოვა მარტოდ დარჩენილი კაცის სახე , მისი ცარიელი წყლიანი თვალები და გაუქრობელი ტკივილი ,რომელსაც მოსიყვარულე, მზრუნველი ოჯახის მრავალი წევრი ვერ უმსუბუქებდა. ირგვლივ უამრავი ადამიანი ჰყავდა, ყველანი გაორმაგებულად გამოხატავდნენ სითბოს მოხუცის მიმართ, მაგრამ ნახევარ საუკუნოვანი სიყვარულის დასასრულს მხოლოდ წელიწადს გაუძლო . ავად გახდა, ექიმებისთვის აუხსნელი მიზეზით საწოლს მიეჯაჭვა და ამქვეყნიური ცხოვრების დასრულებამდე უკანასკნელი რამდენიმე დღე მხოლოდ ცოლთან გატარებულ დროს იხსენებდა, ყველა მოჩვენებაც საყვარელ ქალს უკავშირდებოდა და გოგონა ნათლად ხედავდა იმ თითქოს უფერული, ერთფეროვანი ურთიერთობის მიღმა რა დიდი გრძნობა იმალებოდა. გვერდი გვერდ დაკრძალული მოხუცების საფლავებთან იდგა და დაგროვილ ემოციებს ცრემლებით გამოხატავდა , ტიროდა დაუმახსოვრებელ კადრებს , მათ სიცოცხლეში დაწერილ ისტორიას , ამბებს რომლებიც მის წინ ხდებოდა და რისი აღბეჭდვაც ვერანაირი გზით ვერ შეძლო. წაშლილად თვლიდა მათი ამბის მთავარ მომენტებს მიუხედავად იმისა,რომ ისინი სიცოცხლეს შვილებსა და შვილიშვილებში აგრძელებდნენ მაინც ეშინოდა ,რომ ერთ დღეს გონებიდან გაქრებოდნენ. იმ დღის შემდეგ განსაკუთრებულად აკვირდებოდა მშობლების ყოველდღიურობას. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტ მნიშვნელოვან დეტალს იჭერდა მათი რუტინული ცხოვრებიდან. დარწმუნებული იყო,რომ თუ ოდესმე გათხოვდებოდა გააზრებულად გადადგამდა ამ ნაბიჯს და გაჰყვებოდა კაცს,ვისთან ერთადაც სწორედ ასეთ ჰარმონიულ ცხოვრებას შეძლებდა. ადამიანს,რომელთანაც ბევრი საერთო ექნებოდა, ვისთანაც შეძლებდა ისეთი ოჯახის შექმნას როგორიც თავად ჰქონდა და წამითაც არ ფიქრობდა იმაზე, რომ ეს ნაბიჯი გაუაზრებელი, გრძნობებით მართული ან რაიმე კონკრეტული ფაქტორით განპირობებული იქნებოდა.
სკოლიდან დაბრუნებულს სახლი ახმაურებული დაუხვდა . ცხოვრების კიდევ ერთი მთავარი ნაწილი „მეგობრები“ -არაბიოლოგიური ოჯახის წევრები შეკრებილიყვნენ და ყველანი ერთად ელოდნენ სუფრის გამზადებას მონატრებული ქეიფის დასაწყებად. დედაქალაქიდან მეგობრებთან ერთად დაბრუნებული უფროსი ძმა მოწოდების სიმაღლეზე იყო ,სახლის აივანზე იდგა და რაღაც ამბავს ყვებოდა სწრაფად რომ მივარდა და მოეხვია
-დაბრუნებას გილოცავ ოჯახის მონატრებულო უფლისწულოო - ისე უჭერდა ხელებს თითქოს მის თავს ვინმე წაართმევდა , წამების შემდეგ ჰაერში ტრიალებდა და ხმამაღლა კისკისებდა
-ჩემო გადარეულოოო ... როგორ მომენატრეე - ახურებულ სახეს უკოცნიდა გოგოს და არეულ თმას კიდევ უფრო მეტად ურევდა- სკოლის დასრულებას გილოცავ უკვე დიდი გოგო ხარ...
-ბოლოს რომ ვნახეთ მას შემდეგ მართლაც გაზრდილია... ბავშვი დაგტოვეთ და ქალი დაგვხვდი ტო
-ჩხეიძეე- ძმის მკლავებიდან თავი დაიხსნა - არ მჯერა,რომ ასე ადრიანად შეელიე ნაშობას და გვიკადრე
-მოდი მოდი ჩაგეხუტო სანამ მომიკლავ გულს
-თუ კაცი ხარ ჩამომეცალე ... ისედაც ვიწვი კიდე შენი ჩახუტება მინდა? - დიდხანს არ დარჩა , ამოიხვნეშა და სიცხისგან შეწუხებულმა თვალები აატრიალა
-ის ვინ იყო ზამთარში რო არ მშორდებოდა
-ღუმელი რომ ხარ მაგას გეუბნები მეც ... მხოლოდ ზამთარში ფასობ ძვირფასო-კისკისით მიუგო და თვალი ჩაუკრა
-გულს მტკენ მარგარეტ
-გეყოთ ახლა ... მარგო მოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ - ანდრომ ბიჭთან საუბარი გააწყვეტინა და უცნობების წინ დააყენა . ორი მაღალი სილუეტი ზემოდან დაჰყურებდა ის კი გაღიმებული უცქერდა ახალ სახეებს იმ იმედით რომ ისინი გიჟური სამეგობროს ახალი წევრები გახდებოდნენ - გაიცანი თორნიკე ერისთავი და ..
-მოიცა ვიიინ?- სიცილი დაიწყო, გულწრფელად გაახალისა იმ ფაქტმა რომ მის წინ ახლახანს ნასწვალი პოემის გმირის მოსახელე და მოგვარე იდგა - საოცარი გავლენაა დიდი წერეთლისა
-აი ბავშვი მეც მაგას ვეუბნები სულ ... მე ნიკუშა ტაბიძე ვარ- პირველისგან განსხვავებით მეორე ნამდვილად ხალისიანი აღმოჩნდა
-დიდი გალაკტიონის ვინ ხართ?
-რა არის იცი? მკვიდრი ნათესავი გამოვდივარ დიდი ბებია და ბაბუა გვყავს საერთო გეცოდინება ადამი და ევა
-ააა კი როგორ არა ეგენი ყველას გვაერთიანებს
-თავის ტკივილი არ მომშორდება, ვგრძნობ- თორნიკეს ბოხი ხმა მოესმა და სახიდან ღიმილი წაეშალა. არ იყო შეჩვეული მსგავს უხეშ, უჟმურ ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ის კი აშკარად არავის ჰგავდა
-უკაცრავად? თუ გაწუხებთ ჩემი ხმა შეგიძლიათ ყურები დაიხშოთ,რამდენიმე წელში ისედაც შეგაწუხებთ სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ... ჭაღარა უკვე შეგრევიათ თმაში - უკმაყოფილების გამოხატვას არასდროს ერიდებოდა, მწარე რეპლიკებიც ახასიათებდა და ახლადგაცნობილიც არ დაინდო . ისე უყურებდა მის კუშტ მზერასაც კი მამაცურად უმკლავდებოდა
-ყოჩაღ თქვენ ამას რომ უძლებთ- უკვე კარისაკენ მიაბიჯებდა ბოლოჯერ რომ გაიგო ბიჭის ხმა , დაინახა როგორ მოუკიდა სიგარეტს და მისი მზერაც ბოლომდე მიჰყვა, მაგრამ მალევე დაივიწყა.
-დეე ... რა ყოჩაღი მყავხაარ . ჩემი დახმარება აშკარად არ გჭირდება- სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ახლად გამომცხვარი ხაჭაპურის ნაჭერი თეფშიდან აართვა და სამზარეულოს მაგიდაზე შემოჯდა
-ოოჰ , შვილო რომ ვიცოდი როგორც დამეხმარებოდი ვიჩქარე თორემ შენი ამბავი,რომ ვიცი თითს არ გამატოკებინებდი ...დაგასწარი ამჯერად
-დედუციი შენი იუმორის გრძნობა მიყვარს იცი? ეს ირონიაა უყვარს ალბათ მამიკოსაც და კიდევ ხაჭაპური
-სუფრასთან რომ დავსხდებით მერე ჭამე , გაჩერდი - ხელზე მსუბუქად დაჰკრა ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია
-დაღლილი ვარ მაგათი ჟივილ-ხივილის მოსმენის ნერვი არ შემწევს ...ჩემს ოთახში ვიქნები - ლოყაზე აკოცა ,მაგიდიდან ჩამოხტა და სასწრაფოდ გაეცალა . მიხვდით ალბათ,რომ მზარეულობა მისი გატაცება ნამდვილად არ გახლდათ და არც დიასახლისობაზე გიჟდებოდა დიდად . ამ უსაქმურობის ნათელი მაგალითი კარის მიხურვისას საძინებელშიც დახვდა , ისეთი არეულობა იყო იგნორიც ვერ უშველიდა ამიტომ გადაწყვიტა,რომ დალაგების დრო მოვიდა . საქმეც საუბრის მსგავსად სწრაფად უნდა გაეკეთებინა ,რაც თავისთავად ზედმეტ ენერგიას საჭიროებდა , დაღლილობაც უფრო მძაფრი ახლდა თან და რაც მთავარია ჭირვეულობაც მოჰყვებოდა ბონუსად . სარეცხით სავსე კალათით სააბაზანოში შეიკეტა, მანქანაც მუშაობდა , შხაპსაც იღებდა და არც უფიქრია,რომ კართან შეიძლება ვინმე დახვედროდა. ღიღინით გააბიჯა, ნახევრად სველ თმას იკრავდა და შეეჯახა კიდეც მაღალ, დაკუნთულ სხეულს
-უიიჰ , ძია თქვენ მხედველობის პრობლემაც გაქვთ?- წამსვე შეტევაზე გადავიდა და დაიმსახურა კიდეც თვალების ბრიალი შედეგად
-როდესაც სახლი სავსეა სააბაზანოში არ უნდა გადაცხოვრდე და ფესვები არ უნდა გაიდგა ბანაობისას
-როგორი არადემოკრატიული ხართ პირდაპირ წინა საუკუნის გადმონაშთი ეგზემპლარი
-ერთი კვირა , სულ რაღაც 7 დღე რომ იყო ჩემს ხელში ნამდვილად სანიმუშო ეგზემპლარად გადაგაქცევდი . ყოჩაღ ანდროს 16 წელია გიძლებს - კარი მიიჯახუნა და დერეფანში დატოვა გაანჩხლებული გოგონა
-ხეპრე - თვალები აატრიალა და განწყობის ასამაღლებლად ისევ ეზოს დაუბრუნდა. ამჯერად სტუმრების რაოდენობა გაზრდილი დაუხვდა, ანდროს მთელი კლასი იქ იყო.
-ჩვენი გოგო მოსულაა. როგორ ხარ ჭინკა?
-ოო ეს ჭინკა რა ვერ დაივიწყეთ ქალი დავგორავ კი არ დავდივარ აღარ ვარ 38 კილო
-ისე მართლა როგორ გასუქებულა ლაშიკოს ქალიშილი
-აბაა ვინღა მომიტაცებს აივნიდან
-ისე ხო მოიკლავენ თავს ...შენნაირ მწარეს ვინ მოიტაცებს გოგო- ჩხეიძემ თმები აურია და მერე თავად აბუზღუნდა- ამ თმას არ იჭრი გოგო შენ? თუ არ გცხელა ნეტავ
-აწეული მქონდა ერთ იდიოტს რომ არ აერია - ენა გამოუყო და ისევ შეიკრა კოსა . არაფერი აინტერესებდა უფროს მეგობრებთან ჭორაობისა და გართობის გარდა რისი დეფიციტიც ნამდვილად არ იყო. ოჯახის უფროსი წევრიც შეუერთდდა ახალგაზრდებს , მღეროდნენ, ცეკვავდნენ , ღვინის ჭიქებს სულმოუთქმელად ცლიდნენ და შუაღამემდე აგრძელებდნენ ზაფხულის პირველ დღესასწაულად ქცეულ ქეიფს
-ერთს გაკოცეებ და ვსო, მეც ვიძინებ- მთვრალი ანდრო თვალების ციმციმით უყურებდა უკვე დაცარიელებულ ეზოში მჯდომს ის კი სახედამანჭული იშორებდა
-არ გაბედო
-უიმეე დრო გადის, იზრდები და მაინც არ იცვლები ...ისევ არ გაკოცნინებს ხომ?- ჩხეიძე მიბანცალდა და ანდროს მხარზე ხელი მოხვია- შენ ქმარი რო დალევს ასე ეტყვი გვერდით არ მომიწვეო?
-არ ვთხოვდები საერთოდ ...
-მე რომ კოცნა მინდა რა ვქნა ...დავიჯერო ასე ცუდად ვარ?
-ოოო მე გაკოცებ - ნიკაპზე მოუჭირა თითები, თავი გვერდით შეაბრუნებინა , ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე მოშორდა -დაიძინე ახლა მიდი ნუ გააგიჟე მეზობლები ,აღარახარ გენაცვალე ხმაურიან დედაქალაქში
-ტაბიძე აღარ მოდიხარ, ჩავკეტო კარი?- მეორე სართულიდან გაიგეს ერისთავის ხმა , ფანჯარასთან იდგა ეწეოდა და ზემოდან აკვირდებოდა სიტუაციას
-ორივე მაგრად ატრ.კებთ რაა სხვადასხვა პონტში,მაგრამ მაინც - ბუზღუნით დაიძრნენ მთვრალები სახლისაკენ .
მხოლოდ ორნი იყვნენ ფხიზლად -მარგო სრულიად სუფთა ალკოჰოლისგან და თორნიკე, რამდენიმე ჭიქით მსუბუქად გაბრუებული. გოგონამ მშობლებიც დასაძინებლად გაუშვა, სტუმრებსაც დაემშვიდობა, სახლში დარჩენილებიც საძინებლისკენ გზას გაუყოლა და მარტო დარჩა უზარმაზარი მაგიდის წინ. თმა კარგად შეიკრა, ღამის ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და საქმეს შეუდგა. სახლსა და ეზოს შორის დადიოდა , გრძნობდა მზერას ,ისიც იცოდა საიდან მოდიოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. შემდეგ მარტო აღარ იყო , სიტყვაც არ დაუძრავს ერისთავს ისე დაეხმარა პატარა გოგონას , მანამ არ დატოვა სანამ ყველაფერი არ მიალაგეს შემდეგ კი წყლით სავსე ჭიქით გაუყვა გზას საძინებლისაკენ
-მადლობთ ,ძია თორნიკე
-მაგ ძიას ზუსტად ვიცი ერთხელ ინანებ , როდის და როგორ ეგ არ ვიცი - კიბის საფეხურზე გაჩერდა და უკან ადევნებულს ჩვეული ცივი გამომეტყველებით დახედა
-ვნახავთ, სად გვეჩქარება

ეს დღე დაამახსოვრდა, ჩვევად ჰქონდა გაცნობის პირველი მომენტების გააზრება და შემდგომ ურთიერთობის ახალ საფეხურებზე ცვლილებების შეფასება , მაგრამ თორნიკეს მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია. მთელი ზაფხული კატა-თაგვობანას თამაშში გავიდა, ყოველი შეხვედრა მწარე კომენტარებით იწყებოდა და ისე ორგანულად გრძელდებოდა თითქოს სხვანაირად არც შეიძლებოდა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში დისკომფორტს იგრძნობდა და საერთოდ შეწყვეტდდა კონტაქტს , ერისთავთან კი პირიქით უცნაურ სიამოვნებას იღებდა ,ისე ერთობოდა ვერც კი წარმოედგინა სხვანაირად თუ განვითარდებოდა ოდემსმე მათი დიალოგი.

ივლისის ბოლოს მარგო მშობლებთან ერთად მთაში წავიდა, მჟავე წყალი , სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და დასვენებისთვის სრული იდილია. ლაშა რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა უკან, ქალაქში ელენე კი დროის დიდ ნაწილს იქვე მეზობლად, დამსვენებელ ქალებთან ერთად ატარებდა . ანდრო მეგობრებთან ერთად ზღვაზე ისვენებდა, ზუსტად იცოდა მოულოდნელად რომ დაადგებოდა ,მაგრამ იმ დღეს არ ელოდა . კომუნიკაბელურობის პიკზე მყოფმა უამრავი ახალგაზრდა გაიცანო,ერნაირად კარგი ურთიერთობა ჰქონდა უფროსებთანაც და უმცროსებთანაც თანაც ისეთი ასაკი ჰქონდა ბავშვებთან თამაშიც შეეძლო და მეორე წამს მოზრდილებთან ერთად მთაში მცირე ლაშქრობის მოწყობაც.
ანდრო რომ დაადგა ეზოში, უზარმაზარი ხის ქვეშ მდგომ ქვის მაგიდაზე ბიჭებთან ერთად კარტს თამაშობდა და იმდენად იყო აზარტში შესული ,რომ სკამზე ფეხებაკეცილი ,სრულად მობილიზებული ზედაც არ უყურებდა ძმას, მასთან ერთად ჩხეიძე , ჟღენტი , ტაბიძე და ბონუსად ერისთავიც გამოეცხადა . ეზოში მანქანა გაჩერდა, ოთხნი გადმოვიდნენ ის კი სკამზე გადაწოლილი, თმებ აბურდული, სახეაწითლებული იჯდა და ცდილობდა სამი კაცი გაეცურებინა .
-ჩემიი ბიჭიი, როგორ მომენატრე ანდრიკოოო...- წამები დასჭირდა ძმის ანთებული მზერის დასაჭერად და სიტუაციის განეიტრალებას შეუდგა - როგორი გარუჯულები ხართ
-ასე ზიხარ ეზოში და ყომარობ ?
- სად ნახე ჩემი თამაში მე უბრალოდ ბავშვებს ვმეთვალყურეობ- ეს რომ თქვა მაგიდასთან მსხდომების ყურადღებაც მიიქცია ,აშკარად არ გამოუვიდა
-ნამდვილად სჭირდებათ ზრუნვა 17-18 წლის ბიჭებს
-შენ რომ ხარ 22 წლის ხომ რას ამბობ სულ არ გჭირდება ყურადღება
-გეყოს ! დედიკო სად არის?
-ქვემოთაა გოგონებთან ..მიდი შენც ნახე მე მანამ ბიჭებს ავიყვან ზემოთ. აუ ხო დარჩებით?
-აბა რისთვის ჩამოვედით ტო ..იმდენი ვილოთეთ მინერალური წყალი არ გვაწყენს არცერთს - ნიკუშამ დემონსტრაციულად მოისვა კუჭზე ხელი და დაიმანჭა. შემდეგ მანქანიდან გადმოალაგეს ათასი რამ და უკან გაჰყვნენ მარგოს. მეორე სართული მთლიანად ცარიელი იყო ასე რომ დაბინავება შეეძლოთ.
-ბარგი სად შევიტანოთ?
-აზრზე არ ვარ ელენე მოვა და გეტყვით
-ამხელა ქალი ხარ და არაფერი შენ არ იცი რა . ესენი სად წავიღო- ამჯერად პროდუქტით სავსე პარკებზე მიუთითა
-აივანზე დააწყვე მიხედავს ელენე
-ყველაფერს ელენე როგორ მიხედავს
-მიჩვეულია ის ორი ბიჭი რომ გყავს აბა როგორ გინდა. ეს ფაქტიურად ბიჭია არაფერს არ აკეთებს
-ნუ იტყუები ტკბილეულს აცხობს საოცარს ...
-ეს მწარე?
-ხო ნიკოლოზ მე მწარე თუმცა წელიწადში ერთხელ მაქვს მუზა . სად გაგახსენდა საერთოდ
-ასეთი მახსოვრობა გვაქვს ჩხეიძეებს ... გიგუცი შენ არ გახსოვს?
-როგორ არ მახსოვს ამან ტორტი გააკეთა ელენეს დაბადების დღისთვის ისეთი ,რომ ლამის თითებიც მივაყოლე
-ვამეეე არ გამაწითლოთ რაა
ელენემ უშველა, ყველაფერი მოაწესრიგა სადილიც გაამზადა და ყველანი ერთად ისხდნენ. მარგოც მშვიდად შეექცეოდა საყვარელ კერძს , არც ახსოვდა მთაში წასვლას რომ აპირებდა სანამ აივანზე ბიჭები არ გამოჩნდნენ
-მაგრუშ არ მოდიხარ?
-სად მიდიხარ- ანდროს მაშინვე ჰქონდა რეაქცია
-აუუუ სულ დამავიწყდა ლუკაა. წადით თქვენ ამ საღამოს ჩავაგდებ - ბიჭის მოჭორება გადაწყვიტა სანამ ანდრო კითხვებს დააყრიდა
-აუ მარტო რა გვინდა ტო
-გოგოებს გითრევთ გინდა?- თვალი ჩავუკარა და რომ დააინტერესა უცებ მიუბრუნდა ჟღენტს და ჩხეიძეს- ჩემო კრასავიცებო არ გაყვებით ბიჭებს?
-გოგოოო!- ოთხივემ ერთად დაიძახა ის კი სუნთქვაშეკრული იცინოდა სანამ ელენე არ გაუბრაზდა
-რა წესია მარგარიტა? როგორ შეიძლება დედა ასე, სირცხვილია
-კარგით ხო რა იყოთ ლანას და მაშოს ვეტყვი ბავშვებიც წამოიყვანონ და წამოვიდნენ..მერე უცებ საქმე გამომიჩნდება და ვერ წამოვალ ოქეიიი?- უცებ ჩააწყო საქმე
-ეგენი ვინ არიან საერთოდ
-ვინ და პარკთან სახლში რომ ცხოვრობენ ერთი ქერა ,გუშინ რომ ადევნებდით თვალს ბატონო ლუკა,მეორე კი ჟღალთმიანი ლაშ , ვგონებ იცი ვისსაც ვგულისხმობ
-რა.. შენ მართლა
-ვიცი ხო საოცრება ვარ- უცებ გაინაზა, წამწამებს აფახუნებდა , იღიმოდა და უცებ დატრიალდა კიდეც- ვაიმე არ წავიქცე თორემ ეს სახლი ვერ გაუძლებს და საერთოდ წაღვერი აიგმება პირისაგან მიწისა მე რომ ახლა აქ დავეცე- მომატებულ კილოგრამებს მუდამ აღნიშნავდა, ასაკის მატებასთან ერთად ფორმებიც ეცვლებოდა და შესაბამისად ისეთი გალეულიც აღარ იყო როგორც ბავშვობაში.
-აუუ მართუშ შენ სიეთები დაატრიალე ერთი გოგო ჩემთვის არ გყავს აქ სადმე?-ბიჭები გოგონებთან ერთად რომ გაუშვა ჩხეიძე მიუცუცქდა
- შენ მთელი ბათუმი აიკელი და არ გეყო?
-არ შემარჩინო შენ ის გოგო..
-როგორ შეგარჩინო ტო მე მიყურებდა აშკარად
-კი როგორ არა თუ ძაან გაწუხებს ეგ ამბავი იმ ღამეს შეიძლება შენი თვალები ეჩვენებოდა
-ფუუუ რა გამოს.რებული ხარ ამხელა კაცი- ჟღენტი გაბრაზდა და ჩხეიძეს წამოარტყა. ამაზე ბატონ მდუმრესაც გაეცინა. ამას გამოტოვებდა?
-მოიცადეთ. შეჩერდი წამო, მოძთაობა შეწყვიტე დედამიწავ- თორნიკესთან მივიდა და ყველა გააჩუმა- ეს იცინის თუ მე მეჩვენება .. მოიმარჯვეთ ფოტოაპარატები და დააფიქსირეთ წლის მოვლენა თორნიკე ერისთავი იცინის ხალხოო
-გაგვისკდა გოგო გული იცინის აბა რას შვება...
-უიმეე მართლა? მე კიდე მეგონა ასე იყო სულ.. აბა მე გაშინებ ბიძია?
-ღმერთო ეს ვინ არის .რაც მოვედით ენა არ გაუჩერებია. არ იღლები მაინც?
-მე? რა დამღლის თქვენ თუ გაქვთ ენერგია შერჩენილი წამოდით ექსკურსიას ჩაგიტარებთ და დაიწყეთ ატკიებული კუჭის მკურნალობაც
-წავედით
-იცოდე არ გვაბოდიალო
-თქვენს ჭკუაზე არ მიგიშვებთ ნუ ღელავთ-თვალი ჩაუკრა ტაბიძეს და წინ წავიდა
-მოკლედ რა ამას ყველაფერზე პასუხი აქვს
პირველად მაინც მჟავე წ....ბთან მივიდნენ ,პარკში შეაბიჯეს და წყაროსკენ დაიძრნენ. ბიჭებმა ჭიქები იყიდეს და რიგში დგომაც მოუხდათ. საღამოს იმდენი ხალხი იყო ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ურიგოდ მისვლას ამიტომ იქვე სკამებზე ჩამოსხდნენ . ირგვლივ ბევრი ბავშვი იყო, მაღლა ხეებს შორის დარბოდნენ , ყველგან პატარების ხმა ისმოდა მშვიდად საუბრობდნენ სანამ თორნიკე არ წამოვარდა და წვრილ ბილიკზე სირბილით არ ავარდა , მარგომ თვალი ძლივს გააყოლა მან კი ბავშვი დაიჭირა, რომელიც ვარდებოდა ,ზემოთ მეორე წყაროზე ასასვლელი იყო და როგორც ჩანს დედამისს გამოექცა წონასწორობა ვერ დაიცვა და ინერციით დაბლა წამოვიდა. მთელი გულით ტიროდა ,შავი თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა, სანამ დედამისი ჩამოვიდა მარგო მივიდა და ბავშვის დამშვიდება სცადა
-ჩშ პატარავ აი ნახე დედიკო მოდის ... ყველაფერი კარგადაა და შოკოლადებს გიყიდის. ხომ გიყვარს?
-კიი
-ხოდა ბევრს გიყიდი . გინდა?
-მინდაა
-აბა რატომ ტირი ხომ ხედავ კარგად ხარ უბრალოდ დაისვარე - თორნიკეს განიერ გულ-მკერდზე ჰყავდა მიკრული პატარა და არეულ თავზე აკოცა
-ჩემო პატარავ როგორ შემაშინე დე -გოგონამ ხელში აიყვანა და სახე დაუკოცნა.მერე ბიჭებს გადახედა და გმირს გაუღიმდა-უღრმესი მადლობა თქვენ რომ არა
-ყურადღებით რომ ყოფილიყავით არც საფრთხე დაემუქრებოდა სამი წლის ბავშვს- მარგო ქალს უღიმოდა მან რომ ასე უხეშად უპასუხა და წამსვე გაეცალა იქაურობას.
-მაპატიეთ უბრალოდ ზედმეტად უხეშია-უცებ თქვა ნიკამ და უკან გაჰყვა -გავალთ და მოვალთ
-კარგი აქ ვიქნებით ჩვენ...კარგად პატარავ- დაბნეულმა გაუღიმა ბავშვს და თავის ადგილს დაუბრუნდა. მალევე დაინახა თორნიკე , მოშორებით მჯდომ დედა შვილს მიუახლოვდა, ქალისთვის ზედაც არ შეუხედავს ბავშვს დაპირებული შოკოლადები მიუტანა ,თავზე მოეფერა და ლოყაზე პატარას ტკბილი კოცნაც დაიმსახურა .
ერისთავი რომ მიუჯდა გვერდით უკვე ტაბიძე ბიჭებს წყლით სავსე ჭიქებს ურიგებდა და ყველანი ერთად აგემოვნებდნენ
-გემრიელია
-მე ვგიჯდები ისე მიყვარს
-მე ვერ ვიტან მჟავე წყალს მაგრამ ეს კარგია . სხვაგანაც არის?
-კი ზემოთ არის მაგრამ უკვე ღამეა და იქ ვერ ავალთ.
-მანქანიტ ასასვლელიცაა და ხვალ ავიდეთ
-მერე მე ვარ ზარმაცი
-შენ სად მიდიოდი იმათთან ერთად მარტო
-სად და ზემოტ ბუყბუყაზე
-გაგიჟდი გოგო შენ? იმ ტყეში დაბოდიალობ ვიღაც ბჭებთან ერთად? ელენე ცოცხალია ამ დროს?-ანდრო ცოფებს ყრიდა მას კი რეაქცია არ ჰქონდა
-მე ვინ რას დამიშავებს ,ძმაკაცივით მიყურებს ყველა რა ამბებს მიმართავ ვაა. აბა რა გავაკეთო აქ ერთ ადგილას თუ დვაჯექი, წყალი ვსვი და გაორმაგებული მადით ვჭამე აქედან ჩავგორდები ქალაქში
-ნუ იძახი ეგრეთქო გეუბნები და გაიგე ერთხელ და სამუდამოდ,რომ უკვე გაიზარდე, ლამაზი ხარ და მოსწონხარ ხალხს . შენი თვითკრიტიკა დაგღუპავს
-ვაიმე ყველგან პედოფილები და მოძალადეები როგორ გეჩვენებათ თქვენ
-შენთვის გეუბნებიან და მორჩი თავის გამოშტერებას...შესანიშნავად იცი როგორიც ხარ - ანდროსთან კამათში ჩართულს თორნიკეს ხმა მოესმა გვერდიდან
-შენ საერთოდ ვინ გეკითხება ბატონო ერისთავო?
-ირონიას შეეშვი რა დავიღალე უკვე . სულაც არ გაქვს იდიოტი ბავშვის აზროვნება და ნუ იქცევი ეგრე, გეყოს
-ელენემ მომწერა...წავედით- თავი დააღწია თორნიკეს მზერას და სახლისაკენ მიმავალ გზას დაადგა. გზად ვინც შეხვდა ყოველი მესამე მაინც ესალმებოდა მეტი თუ არა
-შენ აქ ბიჭების გაცნობის მეტი არაფერი გაგიკეთებია?
-რა გაუხურე შენ კიდე ... იცნობენ , ზრდილობიანად ესალმებიან და მორჩა !
-თუ მჯეროდეს - ერისთავს გაოგნებულმა გახედა და მერე პირჯვარი გადაიწერა - ღმერთო მაღალო
-ანდროს შიშებს ბოლომდე ნუ გამორიცხავ, ჯერ კიდევ პატარა ხარ და შეიძლება გგონია,რომ ყველას შინაგან სამყაროს ამოცნობა შეგიძლია,მაგრამ ასე არ არის. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და შარში ნუ გაეხვევი თორემ მერე რთული იქნება შენთვის ამ ფერების შენარჩუნება - იმდენად სერიოზული იყო უბრალოდ არ შეეძლო რაიმე არაადეკვატური ეთქვა. პასუხი არ დაუბრუნებია, მხოლოდ დაიმახსოვრა ყველაფერი რაც იმ საღამოს მოხდა.

ის ღამეც მხიარული მოგონებებით ჩაიწერა მეხსიერების წიგნში. მარგო რომ იყინებოდა,თბილი ხალათით და ზამთრის პიჟამათი იძინებდა ბიჭები დასცნოდნენ. მობუზული ხან რომელს ეკვროდა ხან რომელს, მაინცადამაინც იმ ღამით დაიწყო წვიმა და მოსვენება ვერ შეძლო. ელენეს უკვე ეძინა ამიტომ გადაწყვიტა ბიჭების ოთახში შესულიყო
-შემოვდივარ ... შიშვლებმა ჩაიცვით , შეერთებულნი დაშორდით ერთურთს-სიცილით შეაღო კარი და ხელი თვალებზე აიფარა, თითებსშორის იჭყიტებოდა და საწოლზე გაწოლილებს ისე უყურებდა
-რა გინდა მარგოო
-ნუ მიბღვერ შენ ,არ ვარ შენთან... მე ტაბიძესთან მოვედი-ძმას გვერდი აუარა და ბიჭის საწოლზე აბობღდა . ყველაზე დიდ ლოგინზე სწორედ ის იწვა -შენს გვერდით ვინ იძინებს ფისოოო
-უჰ უმაგრესი ნაშა ავაგდე პროსტა ესენი მიშლიან ხელს -თქვა თუ არა მაგდა აკისკისდა და მოხვდა კიდეც თორნიკეს ნასროლი ბალიში ,რომელიც ტაბიძემ მოხერხებულად აიცილა
-ნაშას მოგანატრებ შე ხისთავიანო
-კარგი ფისო რა იყო
-მე რომ მესროლე რა დავაშავე
-უადგილო ადგილას ნუ ძვრები
-ხო აშკარად ხელს გიშლით ფისო
-როგორ სარგებლობ იმით რომ ბავშვებს არ ვერჩი
-მარგუნა გინდა ვითამაშოთ? -ჩხეიძემ წამოჭრა იდეა
-რა ვითამაშოთ შე ჩემა რომელი საათია იცი?
-ბავშვის ჭკუა გაქ შენც
-ამის პატრონმა რა ქნას ვითამაშოთ
თამაში დაიწყეს და მომდევნო რამდენიმე საათი ყველანი პატარა გოგოს სიგიჟეს აყოლილი ერთობოდნენ. ათასი სისულელის გაკეთება მოუხდა თითოეულ მათგანს, ბევრი სამახსვრო ფოტო და ვიდეო შემორჩა იმ დღიდან ,რომლებიც თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ თორნიკეს ეკუთვნოდა. ჩუმად აფიქსირებდა ყველა მნიშვნელოვან მომენტს და დიდი ხნის შემდეგ გამოიტანა სააშკარაოზე.
იქ გატარებული დღეებით დასრულდა პირველი ზაფხული ,რომელიც ერთად გაატარეს. შემდეგ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, დიდხანს ვერ ნახულობდა ბიჭებს, ანდროც ძირითადად დედაქალაქში იყო და მხოლოდ არდადეგების დროს ახერხებდა ქალაქში დაბრუნებას. ბიჭებიც მოჰყვებოდნენ, წელიწადში რამდენჯერმე მაინც ხვდებოდა ერისთავს და ყოველი ახალი შეხვედრისას ცვლილებებით იყო სავსე ორივე მათგანი და მათთან ერთად ურთიერთობაც.

სააღდგომო არდადეგებზე ბიჭები ყოველთვის სახლებში იყვნენ. ის რამდენიმე დღე განსაკუთრებული სამზადისი ჰქონდათ ოჯახში ყორშიებს. იმ წელს საკონდიტრო ნაწარმის მომზადება საკუთარ თავზე აიღო, პასკებს დამოუკიდებლად პირველად აკეთებდა და უცნაურად ღელავდა , განსაკუთრებულად უყვარდა და არ უნდოდა უგემური გამოსვლოდა. ნალოლიავებ ცომს ფორმებში ანაწილებდა ეზოში შესული მანქანა რომ დაინახა, ვერ იცნო ერისთავის ახალი ავტომობილი სანამ თავად თორნიკე არ დაინახა . ისე გაუხარდა მისი დანახვა საერთოდ არ გახსენებია ერთ დროს როგორ კამათობდნენ, თბილად შეხვდნენ და შემდეგაც ასევე განაგრძეს.
-ეე ჭინკაა შენ ბოლოს რომ გნახეთ სულ სხვანაირი იყავი ... სიმაღლეშიც გაზრდილხარ მგონი , ერთი დატრიალდი კარგად შემოგხედო
-ჩხეიძე შენ რაღა გჭირს , ორი თვის წინ მნახე
-ორი თვე რომ ამეყარა ტანი მეტი კი არ მინდოდა
-ისე ამბობს ხანდახან მართლა დაბალი მგონია
-გენაცვალე თქვენ იმხელები ხართ მე პატარა ვჩანვარ, ეს ერისთავი განსაკუთრებით მაკომპლექსებს...მჩაგრავენ მარგოჯან
თითქოს იცვლებოდნენ, იზრდებოდნენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიოდნენ ,მაგრამ მაინც ისევ ისეთები იყვნენ ,მთავარი ღირებულებები არასდროს ტოვებდათ. კვირას აივანზე გაშლილ სუფრაზე ორი თაობის წარმომადგენლები ისხდნენ, ლაშას მეგობრებიც სტუმრობდნენ და განსხვავებული,ოჯახური ჟრიამული იყო. ყველას სხვადასხვა ასაკის შვილები ჰყავდათ, მარგო კი ყველას იცნობდა და თავს ისე გრძნობდა როგორც თევზი წყალში. უყვარდა ხმაური, ხალხმრავლობა და მონატრებული ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. სიამოვნებდა მისი მომზადებული პასკა მოწონებას რომ იმსახურებდა და იმ წელს ისეთი საქმეების კეთება დაიწყო მანამდე ახლოსაც რომ არ ეკარებოდა. სიზარმაცე ბოლომდე ვერ განდევნა, მაგრამ ბევრს სწავლობდა სასკოლო საგნებთან ერთად.
-ჰგავხარ არა ? - სასაფლაოზე იყვნენ , ბებოს სახეს უყურებდა თავადაც ერისთავის ხმა რომ გაიგო -მისი ახალგაზრდობის ფოტოები მაჩვენა ანდრომ ადრე ...
-ხო ,არა? მეც ვფიქრობ, რომ ვგავარ და ძალიან მიხარია
-მის გამო გინდა სამედიცინოზე ჩაბარება?- ეს კითხვა პირველად მოისმინა. გაკვირვებულმა გახედა უკან მდგომს -თუ გადაიფიქრე ექიმობა
-არა, აუცილებლად გავხდები წარმატებული ექიმი .იმაზე მეტს გავაკეთებ ვიდრე მან შეძლო... მისგან განსხვავებით ოჯახი არ შემიშლის ხელს. არ გავჩერდები და აუცილებლად გავხდები გინეკოლოგი
-ალბათ გიყვებოდა ამბებს ,რომლებიც მუშაობის დროს გადახდა ...საინტერესო იქნებოდა ბებიაქალის ისტორიების მოსმენა
-პატარა ვიყავი და ბევრს ვერ მეუბნებოდა, მაგრამ საოცარ ისტორიებს მიყვებოდა . ორი სიცოცხლის გადარჩენის , ერთმანეთთან მათი კავშირის ზოგადად დედა-შვილობის შესახებ... ისე მტკივა,რომ აღარ არის ,რომ მეტი ვერ ვისაუბრეთ, მეტი ვერ მითხრა
-დარწმუნებული ვარ შენით იამაყებს ...ორივე იამაყებენ და არა მხოლოდ ისინი

ხშირად არ უჩნდებოდა თორნიკე ერისთავს მსგავსი საუბრების სურვილი , მაგრამ ეს უკანასკნელი გულწრფელობის ჭეშმარიტი გამოვლინება იყო რასაც მარგოც შესაბამისად აფასებდა .
............
რესტორანში იყო ,კლასელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ცეკვავდა, ერთობოდა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეგობრებს თვალს ადევნებდა, სახალისო იყო მათი ყურება და კარგადაც იხალისა სანამ მოულოდნელად ჩხუბი არ დაიწყეს უცნობ ბიჭებთან. ყველაფერი წამებში მოხდა, ორი მაგიდიდან წამოვარდნენ ერთმანეთში ისე აირივნენ ვერც ხედავდა ნორმალურად რა ხდებოდა. ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო, მაყურებლებით გაივსო სივრცე და მისთვის აუტანელ სიტუაციაში აღმოჩნდა. თვალებგააფართოებული, შეშინებული უყურებდა მოჩხუბრებს, ესმოდა მსხვრევის ხმა, გინება, ლანძღვა გოგონების კივილი და ვერაფერს აკეთებდა. გულისრევის შეგრძნება ჰქონდა, იქ წამითაც აღარ შეეძლო გაჩერება, ყველას ზურგი აქცია და ეზოში გავიდა , ნაბიჯი არ ქონდა გადადგმული თორნიკე რომ დაინახა
-შენც აქ ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა
-მე კი ვარ, მაგრამ შენ რას აკეთებ
-ჩვენები აქ არიან... არ დაგინახავს?
-ანდროც აქაა?
- მელაპარაკებოდა ჩხუბი რომ დაიწყეს... ნორმალურად ვერ გავიგე. იდიოტები არიან ეს შენიი კლასელები? გოგონებთან ერთად რომ იყვნენ რა ჩხუბი მოუნდათ- თვალს არ აშორებდა გოგოს -ნამდვილად კარგად ხარ?
-თქვენ გეგონათ მე ვიქნებოდი ჩხუბში გარეული ?
-შენ შემიწირავ მე ...გოგო სად გაქრი ასე უცებ გიყურებდი აღარ იყავი-ანდრო მივარდა, ხელები სულ გადაყვლეფილი ჰქონდა და ტანსაცმელზეც ეტყობოდა ჩხუბის კვალი- არა რა ,ხო ვამბობ ეს ახალი თაობა ნორმალური არ არის
-თქვა ჩემზე სულ რაღაც 4 წლით დიდმა ბიჭმა,რომელსაც მთელს სამეგობროში ერთი სერიოზული კაცი ჰყავს და ისიც სულ ისე იყურებდა რომ ნებისმიერ წამს მზადაა ჩხუბისთვის
-მე თუ მგულისხმობ ასე უბრალოდ ენერგიის ხარჯვა არ მიყვარს ...
-რა მექნა ტო , რო არ ჩავრეულიყავით დახოცავდნენ ერთმანეთს. მეყურებინდა 16-17 წლის ღლაპების ჩხუბისთვის ?
-დანარჩენები სად არიან
-წაიყვანე შენ მარგარიტა მე დავრჩები... გვიან მოვალ , არ ინერვიულო- გოგოს თავზე აკოცა და უკან გაბრუნდა
-შენი დაქალი სად არის...დაველოდოთ თუ წავიდეთ
-ნინიკო ადრე წავიდა ,სახლში იქნება უკვე
-ან შეყვარებულთან ერთად დასეირნობს ისევ - ჩუმად უთხრა და მანქანის კარი გაუღო - შენც ხომ არ უმალავ ვინმეს ანდროს. წინასწარ გვითხარი რომელიმეს, თორემ მერე თუ გაგიჟდა ვერცერთი დავამშვიდებთ
-ის რომ ჩემს მეგობარს ვიღაც მოსწონს იმას არ ნიშნავს,რომ მეც აუცილებლად ამ ეტაპზე მომინდება შეყვარებულობანას თამაში
-რატომ თამაში ... არ შეიძლება ვინმე შეგიყვარდეს? შენს ასაკში უყვარდებათ პირველად
-შენც ჩემს ასაკში გეწვია პირველი სიყვარული ?
-მე რთული შემთხვევა ვარ, ჩემთან ჯერ არ მოსულა
-საერთოდ გჯერა სიყვარულის?
-მჯერა, მაგრამ არა ისე როგორც ყველას... მე ნამდვილი , წრფელი , ძლიერი გრძNობის , დამოკიდებულების, მიჯაჭვულობის მჯერა
-წარმოუდგენელია ... რომანტიკოსი ხარ ერისთავო?
-პირიქით, მგონია რომ რეალისტი ვარ და ზუსტად მივხვდები სიყვარული ,რომ მოვა
-მე სულ სხვანაირად ვფიქრობ... ჩემი აზრით ჯერ სხვა გრძNობები ჩნდება,ურთიერთობა იწყება და შემდეგ ცოლ-ქმრობაში ნელ-ნელა იზრდება ის დიდი ,ნამდვილი სიყვარული-პირველი და უკანასკნელი ადამიანი იყო ერისთავი ვისაც თავისი ნამდვილი დამოკიდებულება გაანდო . სხვებთან არც საუბრობდა ამ თემაზე ,ყველას ზედმეტად ჩამოუყალიბებელი აზრები ჰქონდათ და აღიზიანებდა კიდეც მათი ბავშვური შეხედულებები ,ქცევები ხომ საერთოდ
-ეგ სიყვარული არ არის... ეგ უბრალოდ თანაცხოვრებას მოყოლილი შეჩვევაა და არაფერი აქვს საერთოდ არა’ნორმალურ გრძნობასთან. ჯერ კიდევ პატარა ხარ, შენს ცხოვრებაში მოხდება დიდი აფეთქება და შემდეგ შეგეცვლება წარმოდგენა
-ან ისე იქნება როგორც მგონია
-გამორიცხული არაფერია ...მთავარია ბედნიერი იყო და გული არ გეტკინოს
-ანდროს რატომ არ შეუძლია შენსავით მშვიდად საუბარი ამ თემაზე? ის სულ ეჭვიანობს, ჯუჯღუნებს და ყველას ემუქრება , ჰგონია რომ ყველას მოვწონვარ
-მე შენი ძმა არ ვარ, ამიტომ სიმშვიდის შენარჩუნება შემიძლია... არ ვიცი როგორი ვიქნებოდი მის ადგილას ამიტომ არ გავკიცხავ
-არაა, შენ სხვანაირი ხარ . დაუფიქრებლად და იმპულსურად არასდროს იქცევი
-მაგრამ ეგ არ მაძლევს სხვების გაკრიტიკების უფლებას...ანდროს შენთვის კარგი უნდა, არ გაუბრაზდე . უბრალოდ თუ რამე იქნება რომელიმე ჩვენგანს გვითხარი,რომ შევაპაროთ -მანქანა ჭიშკართან გააჩერა და თვალი ჩაუკრა სავარძელზე მიყრდნობილს- მგონი უკვე გეძინება, არ ხარ შენ წვეულებების გოგო
-მადლობა ერისთავო- მოულოდნელად გადაიხარა, ლოყაზე აკოცა და შემდეგ გადავიდა მანქანიდან. რისთვისო ვერ მიხვდა თორნიკე, მარგო კი მისი სახის კიდევ ერთი ნაწილის ჩვენებისთვის უხდიდა მადლობას. ამ ბიჭის შესწავლა ფარულ მისიად აქცია, რომელიც დროში ზედმეტად გაწელილი აღმოჩნდა და აჩქარება არ გამოსდიოდა.
...................
საატესტატო გამოცდები ჰქონდა , დიდად არ ღელავდა ,მაგრამ მაინც პასუხისმგებლობის გრძნობა აწუხებდა და უნდოდა მაღალი ქულები აეღო. არავის ელოდა საგულშემატკივროდ ელენე და ლაშა გაფრთხილებული ჰყავდა თქვენი იქ ყოფნა არ მჭირდება ეროვნულები ხომ არ არისო, არც უფიქრია ანდრო თუ დაადგებოდა თავის შესანიშნავ ოტხეულთან ერთად. ბავშვებთან ერთად იყო ცარიელ საკლასო ოთახში და თავის რიგს ელოდა ყველა რომ აფუსფუსდა, ფანჯარასთან მდგომი გოგონები აშკარად ზედმეტად იყვნენ აჟიტირებულები .
-შენები მოვიდნენ - ნინუცამ რომ გადაიხედა და ნაცნობი სახეები დაინახა მაშინვე აცნობა
-ვინ ჩემები
-გელოდებიან ,გაიქეცი და ნახავ
-წარმატებები ნინუციკ -ანდროს ხმა რომ გაიგო ისე აუჩქარდა გულისცემა ლამის ტირილი დაიწყო. სირბილით გაიარა მანძილი და სწრაფად მოეხვია ბიჭს. დაბინდული თვალებით უყურებდა ჩხეიძეს , ტაბიძეს და ჟღენტს . ყველანი ერთად მოეხვივნენ
-ჩვენ გვგონია აქ კონცერტებს მართავ და რა იყო ჭინკა შენც შეგაშინა გამოცდებმა
-არაფერმაც არ შემაშინა ... უბრალოდ ძალიან გამიხარდით - გაბუსხულმა შეხედა ბიჭს და ისევ ანდროს მიეკრო- მომენატრე ... აბა არ მცალია მეც გამოცდა მაქვსო?
-ჩავაბარე და წამოვედით ეგრევე
-მიყვარხარ
-ჩვენ არ გიყვარვართ ? ჩემი და ეჭვიანობს იმასთან ხართ სულო და მეტის ღირსი ვარ- ჟღენტი აბუზღუნდა
- მე თქვენზე ვგიჟდები
იმ დღეს მის გვერდით იყვნენ,მაგრამ დანარჩენ სამ გამოცდაზე ვერ უგულშემატკივრეს. საქმეები ჰქონდათ და გადადებას უბრალოდ ვერ ახერხებდნენ. პირველი დღის სიხარული მიჰყვებოდა ბოლომდე მაღალ ქულებსაც იღებდა და კმაყოფილი ასრულებდა სწვალის მეთერთმეტე წელს . ბოლო გამოცდიდან სულ ბოლო გამოვიდა, საკუთარი ჯგუფითან უკანასკნელმა ჩააბარა და ბედნიერმა დატოვა სკოლის შენობა. მობილურის ეკრანს დაჰყურებდა და ნომერს ეძებდა გვერდიდან ნაცნობი ხმა რომ მოესმა
-ნახევარი ატესტატის განაღდებას გილოცავ მარგარიტა
-ერისთავო - თავისკენ მიმავალ ბიჭს ფართოდ გაუღიმა და წამებში უკვე მის მკლავებში დამალული იცინოდა- რა სიურპრიზია
-ყველას ნაცვლად მე გილოცავ ... ანდრომ ჩემს მაგივრად ჩაეხუტეო , ჩხეიძემ , ჟღენტმა და ტაბიძემ თითო კოცნა შემიკვეთეს , ჩვენგან გადაეცი ... ივლისის ბოლომდე ვერ ვნახავთო - ლოყაზე სამჯერ აკოცა და აკისკისებულს ზემოდან დახედა - გავიგე ცხრები და ათები აიღოო
-სუფთა ათი ვერ , მაგრამ დამრგვალებით კი ... მე სრულიად კმაყოფილი ვარ . ამ წამიდან იწყება ჩემი არდადეგები
-აბიტურიენტობის მძიმე წლის წინ ნამდვილად გჭირდება დასვენება ... ვინმეს ელოდები თუ წაგიყვანო სახლში
-ოუუ სახლშიც მიმიყვანთ ბატონო თორნიკე?
-შემიძლია ნაყინზეც დაგპატიჟო... საშინლად ცხელა
-უარს არ გეტყვით . მივიღებ საჩუქრად ერთ დიდ ჭიქა ნაყინს - მანქანაში ჩაჯდა და შემდეგ დაურეკა მშობლესაც და ბიჭებსაც
-თორნიკემ გადმომცა თქვენი მილოცვები
-თორნიკე მანდაა?- ჩხეიძემ რომ შეიცხადა მიხვდა სულ არ იცოდნენ ერისთავი ქუთაისში ჩასვლას რომ აპირებდა . არაფერი უთქვამს , ნაყინის ორი სხვადასხნაირი პორცია მიირთვა ერისთავს ზაფხულის გეგმები გამოსტყუა და ანდრო რას აპირებსო რომ ჰკითხა იმდენად არეული პასუხი მიიღო მაშინვე გაუჩნდა ეჭვები. თორნიკეს რომ ტყულები არ უყვარდა ეს უკვე შემჩნეული ჰქონდა, მაგრამ მისი გამოტეხვაც არ იყო შესაძლებელი თუ ინფორმაციის გაცემა არ უნდოდა ქანდაკება ხდებოდა, არც იტყუებოდა და არც სიმართლეს ამბობდა.
ანდრო რომ დაბრუნდა და მთელ ოჯახს განუცხადა ქვეყნიდან მივდივარო უდიდესი დარტყმა მიიღო. როგორ ეთქვა არ წახვიდეო, რა უნდა გაეკეთებინა ბიჭს უკვე უნივერსიტეტი დასრულებული ჰქონდა, დიპლომიც აიღო და ახლა სწავლის გაგრძელება უნდოდა, ვინ შეეწინააღმდეგებოდა დამოუკიდებელი კაცის გადაწყვეტილებას . გული საშინლად სტკიოდა, იაზრებდა,რომ ორ თვეზე ნაკლები ჰქონდა მასთან დროის გასატარებლად და გვერდიდან არ უნდოდა მოშორებოდა. საკუთარ ემოციებს ასე აშკარად არ გამოხატავდა, სევდას არავის აჩვენებდა ელენე ისედაც საკმარისად ღელავდა და არ უნდოდა დაემატებინა .
რესტორანში იყვნენ, ყველანი ერთობოდნენ მხოლოდ ანდრო იჯდა მარტო იმ საღამოს არავისთან უცეკვია, არავის გაცნობა უცდია და საერთოდ ზედმეტად სერიოზული ჩანდა იმ ზაფხულს რაც მარგოს თვალს არ გამორჩენია
-შეყვარებული ხარ ?-სახლში მარტო როგორც კი მოიხელთა მაშინვე შეტევაზე გადავიდა
-საიდან მოიტანე ...
-ზედმეტად ჩაფიქრებული მეჩვენები
-კაცმა უნივერსიტეტი დავასრულე, უკვე დიპლომიანი ტიპი ვარ . დავსერიოზულდი
-აი ვინ დაგიჯერებს ახლა მაგ ზღაპარს,მეე?
-აზრი არ აქვს... პირველკურსელია , ზედმეტად ნაზი, საყვარელი და ბავშვურია თანაც სხვა გეგმები მაქვს . უბრალოდ თავიდან ვერ ვიგდებ
-ანუ დიდი ხანია გულში ჩაგივარდა და მე მხოლოდ ახლა ვიგებ ამ ამბავს
-ისეთი სხვანაირია ...
-ვიცი მე შენი სხვანაირი...რა ზომა მკერდი აქვს?
-რა შუაშია
-მოიცა სიმრგვალეები არ აქვს და მაინც მოგწონს? შეგიყვარდა?
-ყველაფერი აქვს, საერთოდ იდეალურია , მაგრამ აუდიტორიაში რომ შემოვიდა იმ წამს ვერაფერს აღვიქვამდი მისი თვალების გარდა. ისეთი დაბნეული იყო, მორიდებული რაღაცნაირი...ვგიჟდები
-ელენეე სად ხარ ამ დროს? რძალი გიპოვნა ბიჭმა ... მაინც როგორ შეგაყვარა თავი
-წამით გაიღიმა და ამხელა კაცი გავგიჟდი . ვერ ავხსნი რა დამემართა ვერც გაიგებ იმიტომ რომ ჯერ არ გამოგიცდია ეგ სიგიჟე შენ
-ყველაფერი დეტალურად მომიყევი თორე გავგიჟდი
-რა მოვყვე არაფერი ხდება
-რა არაა შენ ასე ერთი შეხედვით არ გაგიჟდებოდი თვალები გიბრწყინავს. დაუჯერებელია, ხალხოო ანდრიკოო, ჩემი ძამიკო შეყვარებულიაა . დარწმუნებული ვარ ყველა მისი ნაბიჯი იცი, სად ცხოვრობს რა გზას გადის სახლამდე, ბაღში ვინ უყვარდა ისიც გაიგე? ბიჭებიც ხო არ დაყვებიან უკან მორიგეობით რო ვინმემ რამე ისე არ უთხრაას
-უკან არავინ დაყვება- ამაზე იმდენი იცინა ამოვყირავდი
-ანუ დანარჩენი სწორია? რა ჰქვია ჩემს სარძლოს?
-ნენე ტაბიძე
-ტაბიძე?
-ხო ტაბიძე ..ნიკუშას ბიძაშვილია მასთან ცხოვრობს და რამდენჯერმე იქ შევხვდი
-რა გინდა მითხრა რომ ნიკუშას ნათესავია, მასთან ხართ ნახევარჯერ ეს გოგოც იქ არის და არაფერი?
-რა ვქნა გავაგიჟო ბავშვი? შენნაირი ალქაჯი კი არ არის. რომ დავუწყო ეჭვიანობის სცენები ,ყველაფერი ვუთხრა რაც ამ თვეების განმავლობაში თავში მიტრიალებს საერთოდ არ დამელაპარაკება . სიყვარულზე ზედმეტია ლაპარაკი
-დავიჯერო შენი შავი თვალების ელვარებას გადაურჩა მისი გული? შენ როგორ შეიძლება ვინმეს არ შეუყვარდე, წარმოუდგენელი ამბავია
-ელვარებას კი არა რომ დავინახავ პატარა უსუსური , საცოდავი კაცი მგონია თავი. მეტყველების უნარიც მერთმევა
-შანსი არაა
-არ დაიწყო ახლა დაცინვა თორე გავგიჟდები- ისე საყვარლად წუწუნებდა მარგოს ხუმრობის სურვილიც გაუქო. უცებ მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა
- მე მარგარიტა არ ვიყო თუ ეგ გოგო ჩვენი რძალი არ გახდეს ...ვაიმეე ანუ სახლიდან უნდა წავიდე ხო?
-რა სახლიდან უნდა წახვიდე
-აბა ჩემნაირი მული მტერს. ცოდოა გოგო,მაგრამ დედაჩემი რომ იქნება დედამთილი საერთოდ სხვაგან კი არა მარსზე წახვიდეთ კარგი იქნება
-სულელი ვარ, რა მალაპარაკებდა დაიწყებ ახლა შაყირს, მეტი რა საქმე გაქ ... ჩემი გამჭირვებია ახლა მივდივარ და როდის ვნახავ ღმერთმა უწყის,იქნებ რომ ჩამოვალ დანიშნული ან უარესი გათხოვილიც კი დამხვდეს
-ასე მიცნობ? გული მომიკალი ... ომში მიდიხარ თუ სასწავლებლად ადამიანო.
-სისულელეა, როგორმე თავს უნდა მოვერიო შენ კი იცოდე ყველაფერი დაივიწყე რაც გითხარი
-კრინტსაც არ დავძრავ, მაგრამ შენ დანებება არ გაბედო
დრო არ დაუკარგავს, სოციალურ ქსელებში მარტივად იპოვნა გოგონა. ყველა მისი ფოტო დაათვალიერა, შეისწავლა და ემოციებისგან გაბერილი გაიქცა ნინუცასთან . მისთვის მაინც რომ არ ეთქვა ეს ამბავი უთუოდ გული გაუსკდებოდა.
ჭიშკარი გააღო, არც დაუძახებია არც ზარი დაურეკავს ისე შეაბიჯა , სახლში ქარბორბალასავით შეიჭრა და შეეჯახა კიდეც უცნობ ზღვისფერთვალება ბიჭს. მისი ხელი წელზე ეხვეოდა, ქვემოდან უყურებდა და თვალს ვერ წყვეტდდა მის ცისფერ სფეროებს
-ვაა მარგუ მოხვედი? ორი წუთის წინ მომწერე, ასე უცებ როგორ მოახერხე - შორიდან ესმოდა ნინუცას ხმა და როგორღაც მოეგო გონს
-ძალიან მინდოდა მოსვლა ვეღარ ვითმენდი და კი შევასკდი ამ ლურჯთვალა ყმაწვილს - დაქალს გახედა და ნაბიჯი უკან გადადგა
-ლუკა აბაშიძე სასიამოვნოა შენი გაცნობა , ბევრი მსმენია - ბიჭმა კვლავ შეამცირა მანძილი, გოგონას მტევანი ხელისგულში მოიქცია და აკოცა
- თქვენ ალბათ ნათესავი
-დიახ ,გამოიცანით- გაიღიმა , უნდა აღინიშნოს ეს უკანასკნელიც ისეთი ჰქონდა უფლისწულს ჰგავდა
-არც მიფიქრია რომ შეყვარებული იყავი..ვიცი რომ ნინუს არ ჰყავს არავინ
-მოლოდინს აჭარბებ იცი?
-მოლოდინი რატომ გქონდათ ?- მოსმენილმა გააკვირვა და დაქალს ეჭვნარევი მზერა მიაპყრო - როგორც სჩანს ნინუცამ ემოციები ვერ გააკონტროლა და ბევრი ისაუბრა
-რა ბედნიერი დამთხვევაა ზუსტად ახლა ,რომ მოხვედი
-ვერაფერს გეტყვი, ნინუცას ჩემთან შენზე არაფერი უთქვამს - არც დამშვიდობებია ისე დაიძრა მისაღებში მდგომი დივნისაკენ და გაბრაზებული სახით შეუტია დაქალს სანამ ბიჭი მეზობელ ოთახში მობილურით საუბრობდა
-- დანათესავების სხვა გზა ვერ იპოვნე და რძლად გინდა წამიყვანო?
-გამშიფრე
-ვბრაზობ!
-აღიარე რომ უსიმპათიურესია... მართლა ძალიან კარგი ბიჭია . ნათესავებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს
-კარგი ბიჭი ბევრია, ჩემი რომელია ეგაა საქმე ...- გაჩუმდა,რადგან ბიჭიც დაბრუნდა
-ყავა მიირთვი... ლუკამ მოამზადა ,უგემრიელესია
-ხომ იცი,რომ არ მიყვარს
-ასე კატეგორიულად არ მიირთმევ, თუ უბრალოდ არ გიჟდები
-თქვენ მზარეული ხართ ?
-არა, სმედიცინოზე ვსწავლობ. გერმანიიდან დავბრუნდი და ბოლო ორი კურსის გავლა ისევ აქ მომიხდება ,რომ აქაური დიპლომიც ავიღო ...როგორც ვიცი მომავალ წელს შენც სტუდენტი იქნები
-წინ მთელი წელია და ჯერ კიდევ არ ვიცი აქ ჩავბარებ თუ სადმე სხვაგან - ყავის ფინჯანი აიღო და რამდენიმე ყლუპი მოსვა- მართლაც გემრიელია ...
-რეცეპს არც მიმხელს და იქნებ შენ მაინც გითხრას
-სხვის მომზადებულს უკეთესი გემო აქვს, რად გინდა რეცეპტი რამდენჯერაც გესტუმრება იმდენჯერ მოგიმზადებს
-ამაზე არ მიფიქრია... მგონი სჯობს გითხრა რას როგორ ვაკეთებ
ლუკა ნამდვილად მოეწონა, აღფრთოვანებული არ იყო,მაგრამ მასთან საუბარი სასიამოვნოდ წარიმართა და დროც ისე სწრაფად გავიდა გონს ვერც მოვიდოდა ანდროს ზარი რომ არა
-ღამის თევით ხარ?
-ვსაუბრობდი ... მალე დავბრუნდები
-მოგაკითხავ და გამოდი მალე- მობილურს დახედა და შემდეგ მასპინძლებს მიუბრუნდა
-უნდა წავიდე...ნახვამდის -წავიდა, მაგრამ ბიჭი უკან მიჰყვა -არ იყო გამოყოლა საჭირო
-სტუმარს ასე ხომ არ გავუშვებდი
-ნინუცასთან სტუმრად არ ვგრძნობ თავს
-კარგი მაშინ სხვა მიზეზს მოვიფიქრებ- წარბი აზიდა და ფიქრი დაიწყო ,ისეთი გამომეტყველება ჰქონდა მარგოს გაეცინა- აუ მეზარება და პროსტა გამოყოლა რო მინდოდა ეს რო გითხრა? დავიცდი სანამ მოვა შენი ძმა - მხარზე შეახო ხელი , მოშორებას აპირებდა, მაგრამ მანქანა გამოჩნდა
-ნახვამდის - სწრაფად უნდოდა გაცლოდა, მაგრამ არ გამოუვიდა ბიჭმა შეაჩერა, ლოყაზე აკოცა და თავისი ლურჯი თვალების ელვარებით გააბრუა კიდეც
-მომავალ შეხვედრამდე მარგარეტ
ბედნიერებისგან გაბრწყინებული ჩაჯდა მანქანაში საჭესთან ანდროს ნაცვლად თორნიკე რომ დაინახა . ღვედი შეიკრა და მომღიმარ ,შეზარხოშებულ ერისთავს გაუსწორა მზერა
-ანდრიკო შეჰყვა ლოთობას?
-ხო და მე წამოვედი -გაიცინა და მანქანა დაძრა- შენც ვერ შორდებოდი აშკარად ერთ ინდივიდს
-ნინიკოს ნათესავია
-რძალი გახდები ბარემ, შესანიშნავად მოგიფიქრებიათ. ისე გიყვართ ერთმანეთი თქვენ ორს
-თორნიკე შენც დაიწყე ეს უკბილო ხუმრობები?
-დავიჯერო ის იდეალურობა ტიპი არ მოგეწონა? ნუ თუ გოგონები გევასება გვითხარი მაინც გადავმალავთ ჩვენს ნაშებს
-ჰა ჰა ჰა ავღადავდით ერისთავი?- სახე დამანჭა, თვალები აატრიალა და მომცინარს მზერა აარიდა
-მოკლედ რა წელიწადში ერთხელ ვიტყვი სიტყვას და მეჩხუბება .სიმართლეა თან ,მაგარი ტიპი იყო ნებისმიერი დაეცემოდაა
-ნებისმიერი და არა მე. სრულყოფილება ყველასთვის სხვადასხვა რამეს მოიცავს
-ანდროს არ ვეტყვი ნუ იღელვებ
-ნუ დამაღონე .არ მომეწონა სხვანაირად და მორჩა. ეგრე ბევრზე მითქვამს კარგი ბიჭია-თქო მაგრამ არ შემყვარებია
-კარგი ხო ნუ ჯუჯღუნებ
-შენ კიდე რაღა ჩემზე გეხსნება შუტკა იმ წელიწადში ერთხელაც
-ვეჩნად შეიძლება შენზე იხუმრო და იმიტომ
-ანუ მე სასაცილო ვარ?
-რატო მიჭედავ მარგარიტა?
-შენ მხოლოდ ღვინო მიიღე თუ რამე სხვაც და იმიტომ ხარ ასეთი თვალჟუჟუნა
-როგორ არ გრცხვენია ცილს ,რომ მწამებ
-კალქიი აქლა ნუ გამებუტებიი თოკუნაა - ერისთავს მიჰყვებოდა გვერდით სანამ ანდრო არ გადაეღობა წინ
-ამდენ ხანს რას ელაპარაკებოდი ნინიკოს..თითქოს საუკუნის უნახავი გყავდა
-სტუმარი ჰყავდა და ჩემთვის საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ...შეირგე გართობა და შეეშვი ცოტა ხნით ჩემს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას
-ბიჭია ეს უცნობი?
-დიახ, ნინჩოს ნათესავია ...საკმაოდ სიმპათიური, საინტერესო, თანაც პერსპექტიული ექიმი და ჩემი მომავალი კოლეგა
-აი თურმე რაშია საქმე ... აბა არავინ მინდაო? შემოგიტიეს ჰორმონებმა და გაგახსენეს ქალი რომ ხარ?
-სულ მგონია,რომ ჩემი თავიდან მოშორება გინდა და ელოდები როდის გავთხოვდები
-ნინიკოს ვიღაც ნათესავს ნამდვილად არ გაგაყოლებ !
ჯერ კიდევ არ იცნობდა დასკვნა ,რომ დადო , მაგრამ შეხვედრის შემდეგაც არ შესცვლია დამოკიდბეულება, პირიქით სულ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და უნდოდა რაც შეიძლება ნაკლები დრო გაეტარებინა მარგოს მის გვერდით. მთელი თვის განმავლობაში ლუკა იყო ყველგან სადაც კი მარგო წავიდოდა, გოგოც ცივილურად ხვდებოდა ამ ამბავს ,რატომღაც წინააღმდეგობას არ უწევდა და არც მწარე რეპლიკებით ცდილობდა მის თავიდან მოშორებას. ბიჭებისა და ლუკას გზები ნინუცას დაბადების დღეზე გადაიკვეთა, როდესაც ბიჭმა იუბილართან ერთად მარგარიტასაც მიართვა ვარდების თაიგული მის უკან მდგომი 5 კაციანი ჯგუფი დაინახა
-ლუკა,გმადლობ თაიგულისთვის ...არ იყო საჭირო
-არ გაგვაცნობ მარგო?- ანდრო გვერდით ედგა და ბიჭს მზერას არ აშორებდა
-ლუკა გაიცანი ჩემი ძმა ანდრო და
-მისი მეგობრები - ჩხეიძე დამეხმარა სიტუაციის განეიტრალებაში თორემ ანდრომ ხელიც კი არ ჩამოართვა
-შენ საიდან ჩამოხვედი? რა მნიშვნელობა აქვს ... აქ არ იქცევიან ასე თავის ნებაზე პატარა გოგონებთან და სტატუსის გარეშე არ ჩნდებიან მუდამ მის გვერდით . გაურკვეველ სიტუაციებს გაუგებრობები მოჰყვება, მე კი მეზიზღება ახლართული ამბები
-ჩვენ მივდივართ ... ლუკა, ნახვამდის - ანდროს ხელი ჩაავლო და იქედან მოაშორა- ვერ ვიტან ასე რომ იქცევი, თავს შეურაცხყოფილად ვგრძNობ. უუფლებო მონად, რომელსაც არაფერს ეკითხები
-მილიონჯერ გკითხე და არ მომწონსო მითხარი...ხოდა მისი ცალმხრივი სიმპათიები გაირჭოს უკან
-ბოლო დროს ვერ გცნობ ისეთი აგრესიული გახდი
-საჭორაო მიზეზს არავის გავუჩენ... შენ ვიღაც ს.რის გამო რაღაც ამბები არ უნდა მოგივიდეს და არ უნდა ინერვიულო
-რამე გაიგე თუ რა ხდება
-ეგ მჭირდება და გავუერთიანებ იმ დალაგებულ სახეს
- შენის ნებართვით მარგოს მოგტაცებ- თორნიკე გამოჩნდა ამჯერად, იმ დღეს თითქმის არც შეუმჩნევია და ახლა ჟანგბადივით სჭირდებოდა მისი მშვიდი აურა.
-სუნთქვა მეკვროდა უკვე ... გადამარჩინე - მოცეკვავე წყვილებს შორის იდგნენ, თავი მხარზე დაადო და მოდუნდა
-არ გაუბრაზდე... მიდის, შენგან შორს იქნება და ეშინია,რომ ვერ დაგიცავს . ვიცი შენ ჭკვიანი გოგო ხარ, ძლიერი და ჩვენი დაცვად არ გჭირდება, მაგრამ ძმები სხვანაირად ვაზროვნებთ . გთხოვ უბრალოდ არ გეწყინოს ...დაიკიდე რა ეგ ხო მაგრად გამოგდის
-ამტკიცებს,რომ ვუყვარვარ ...არადა ბიჭს არაფერი უთქვამს საერთოდ . ჩვეულებრივი ნაცნობები ვართ
-შენ ყველას მეგობრად თვლი, არავინ მოგწონს და გიზიდავს ...გგონია სხვებიც იგივეს განიცდიან რაც ასე სულაც არ არის. აი ახლა ისე გვიყურებს ეგ შენი ლუკა,რომ ეჭკვიანობისგან ნაპერწკლებს ისვრის
-არ მჯერა ...გეჩვენება
-არაფერს ვიტყვი პროსტა იცოდე ცხვირი ერთხელ გამიტეხეს და მაგ ღლაპს მეორედ ვერ გავატეხინებ. რო რამე იცოდე თავს დავიცავ და რომ შემომელახოს მერე არ გაგიტყდეს
-რატომ მგონია,რომ ყველანი ჩხუბისთვის ემზადებით
-შენ ბევრს ნუ იფიქრებ ... თავის ტკივილი რაში გჭირდება . გაერთე, ცხოვრებით დატკბი და სხვა ყველაფერი დაიკიდე
-ზოგჯერ როგორი საყვარელი ხარ- ქვემოდან ახედა და თბილად გაუღიმა
-ყველაფერი შეიძლება მოხდეს - საფეთქელზე შეახო ტუჩები და მელოდიაც დასრულდა.
...................
ზედმეტად მძიმე და უკონტროლო ზაფხული გამოვიდა. ყველაფერი ისე მიდიოდა,რომ მარგოს ნერვული სისტემა დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ლუკასგან თავის დახსნა არ გამოსდიოდა, თინეიჯერობის გახსენება და ალქაჯივით მოქცევაც არ უნდოდა . ბრაზმა ლამის დაახრჩო ნინუცასთან ერთად შოპინგზე ყოფნისას ,რომ გამოჩნდა . დაქალს ვერ პატიობდა ტყუილს, თორემ ბიჭი მისთვის უმნიშვნელო იყო
-ეს ბიჭ ყველგან რატომ არის ნინო
-გეფიცები არაფერი მითქვამს ...ხომ ვისაუბრეთ ,არა?
-კარგი , ნუ მიყურებ ასეთი თვალებით
-არ მინდა მიბრაზდებოდე...მოვრჩი მე ხანუმობას
-მალე გათავისუფლდებით? კაფეში დაგპატიჟებთ
-შენ რისთვის ხარ ... უკვე იყიდე?
-მეგობრისთვის საჩუქარი მინდოდა და უკვე შევიძინე ... მომცემთ ნებას ,რომ შემოგიერთდდეთ?
-წინ გრძელი და დამღლელი შოპინგი გველის...დამიჯერე დაიქანცები
-მაგაზე არ იდარდოთ ...ვგიჟდები შოპინგზე -რომ მიხვდა არ წავიდოდა გეგმა ბე იპოვნა. არავინ ჰყავდა მაშველ რგოლად ერისთავის გარდა და რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ მასთან დარეკვა გაბედა
-თორნიკე გამარჯობა
-პრივეტ, მარგო
- ქარვასლაში მოდი უსწრაფესად გთხოოვ
-გინდა რამე დამაწერო ?
-ლუკაა აქ და მინდა დამიხსნა,გთხოვ
-ასეა უკვე საქმე?
-ნუ დაძაბე რა
-მოვდივარ ,მაქეთ ვარ ისედაც ხუთ წუთში მოვალ
-მადლობა-გაუთიშა და საუბარში გართულ ბიძაშილებს გახედა. მართლა მალევე გამოჩნდა თორნიკე ,მიაბიჯებდა ჩვეულებრივი დინჯი ნაბიჯებით , აუღელვებლად . ლუკას მიესალმა ზერელედ მიესალმა, მარგოს თავზე აკოცა ნინის გაუღიმა და მაშინვე მოქმედებაზე გადავიდა
-მარგო უნდა წავიყვანო
-აუ სად მიგყავს?
- ნინიკო ლუკა ხომ არის აქ , მარგო მე დამითმე
-რა გაეწყობა, ნახვამდის
-ნახვამდიის - პარკები ბიჭს მიაჩეჩა და სწრაფად დაიძრა საპირისპირო მხარეს
-ყველაფერი იყიდე?
-არა კაბა მინდოდა , მაგრამ მერე ვიყიდი დამღალა აბაშიძის ქალმა
-სხვაგან წავიდეთ რა პრობლემაა
-კარგი, მიმიყვანე და მერე გაგათავისუფლებ
-შენი აზრით ცუდი გემოვნება მაქვს?- წარმოდგენა არ ჰქონდა იმ დღეს ასეთ კარგ განწყობაზე რატომ იყო ერისთავი ,მაგრამ უარს არ ამბობდა მასთან დროის გატარებაზე. განსხვავებული თავისუფლების შეგრძნება მოდიოდა მის გვერდით რამდენად სერიოზული და ჯმუხი სახით დადიოდა იმდენად მშვიდ და უპრობლემო კაცად ეჩვენებოდა . ანდროს გვერდით ხიფათში გახვევას უფრო ელოდა ვიდრე მასთან ყოფნისას ,მისი თავშეკავების უნარის შურდა კიდეც ზოგჯერ, თავადაც უნდოდა ასე შესძლებოდა ემოციების კონტროლი.
-ის ბიჭი უკვე იმ ლეველზეა,რომ გასაქცევად გიხდება საქმე? - მშვიდად ათვალიერებდა კაბებეს, არაფერს ეკითხებოდა ისე არჩევდა
- მივხვდი რომ მართალი იყავით, ნამდვილად მოვწონვარ და მე ეს საერთოდ არ მინდა . ჩემი დამოკიდებულება , ეს შეხვედრები და ყველაფერი არასწორად ,რომ გაიგოს და იფიქროს მასაც მოვწონვარო გაუგებრობაში მოვხვდები,რაც ყველაზე ნაკლებად მინდა
-ანუ შანსს არ აძლევ
-ვგრძნობ,რომ ჩემი ადამიანი არ არის და ფუჭად დროის ხარჯვა არ მინდა , არც ტყუილად დავარქმევ ვინმეს ჩემს შეყვარებულს. ამით ვერ ვერთობი
-თუ შეგნებასთან დაკავშირებით პრობლემები აღმოაჩნდება შემატყობინე...მანამდე გპირდები ანდროც არ ჩაერევა და არაფერს დამართებს
-თორემ ძალიან უნდა ლუკას ცემა,ხომ?
-მე ეგ არ მითქვამს... მე გეუბნები იმას რასაც თავად გავაკეთებ - თვალი ჩაუკრა და გასახდელთან მისულს თავისი არჩეული კაბებიც მიაწოდა- ესენიც მოიზომე

ანდრო ნამდვილად არ ჩარეულა მათ ურთიერთობაში. ლუკა საერთოდ აღარ ადარდებდა, დრო რომ გადიოდა და ყველაზე მეტად ენანებოდა იმ ზაფხულის დასრულება ეგ იყო მთავარი პრობლემა. მალე დარჩებოდა უფროსი ძმის გარეშე , თავს ვერაფერს უხერხებდა ყოველ წუთს გამოხატავდა გრძნობებს
-მომენატრები- უფროსი ყორშიას მკერდზე ჰქონდა თავი მიდებული და ცრემლებამდე მისული ბუტბუტებდა
-მეც მომენატრები პატარავ, მალე გავა დრო და მერე დიდი ხნით აღარასდროს წავალ . არ იტირო იცოდე-ამ სიტყვებმა კიდევ უფრო აუჩუყა გული და ასე თავდახრილს წამოუვიდა ცრემლები-ჩემი პატარა გოგო -თმაზე ეფერებოდა და კოცნიდა. ასე ძალაგამოცლილს, ემოციებისგან გამოფიტულს ჩაეძინა ანდროს საძინებელში
-ადექი შე ჩემა რა დროს ძილია-დილაადრიან ჩაესმა ოთახში შევარდნილი ნიკუშას ხმა
-ნუ ყვირი ძინავს ბავშვს ვერ ხედავ?- ერისთავის ბრაზიანი ჩურჩულიც გაიგო
-ანდრიკოო- ჩუმად დაიწყო ტაბიძემ - წამო შე ჩემა ერთ კვირაში მიფრინავ და გავერთოთ ცოტა ტო
-გამოხვალ ტაბიძე თუ გაგიდო მხარზე და ისე წაგიღო . აცადე რა ხო ხედავ იმასთანაა ვისაც ყველაზე მეტად მოენატრება - თორნიკემ გაიყვანა ორივე
-აუ სად მიდიხართ-თვალები ზანტად გაახილა და ხელები ყელზე შემოხვია -მეც წამოვალ გთხოვ
-სად წამოხვალ
-აუ ქალებში ხო არ მიდიხართ რა არი რა არ შეიძლება წამოვიდე?
-სულ როგორ ცანცარებ ...-ჯერ ზემოდან დაჰყურებდა და ფიქრობდა მერე ვერ დათმო და მაინც დასთანხმდა -მიდი გაიქეცი, ჩაიცვი და წამოდი
-მიყვარხაარ- უსწრაფესად მოემზადა იმის შიშით რომ გადაიფიქრებდნენ და ეზოში მდგომებთან სირბილით მივარდა -მზად ვარ მე
-წავედით - მანქანის კარი გაუღო და ჩანთა გამოართვა -იცოდე რომ გეტყვი დამიჯერებ და არ დაიწყებ იქ სიგიჟეებს
-სად მივდივართ?-უკვე გზაზე იყვნენ კითხვა ,რომ დასვა -მიპასუხეთ რაა
-ჩემთან მივდივართ სოფლის სახლში-თორნიკემ უპასუხა ,რომელიც მის გვერდით იჯდა
-არ ვიცოდი სოფელი თუ გქონდა ...
-არასდროს დაინტერესებულხარ და იმიტომ - მკრთალად გაუღიმა და ისევ მინას მიადო თავი. გზას უყურებდა და როგორც ყოველთვის ჩუმად იყო. მარგოს ისედაც ეძინებოდა და თავს მოდუნების უფლება მისცა,მალევე დაეძინა თორნიკეს მხარზე ედო თავი,მის მკლავზე ჰქონდა ხელები შემოხვეული და მთელი გზა არც გატოკებულა. გრძნობდა თბილი ,სურნელოვანი მატერიის შეხებას , მთლიანად სასიამოვნო ატმოსფეროთი იყო მოცული და ისე ჩავიდნენ სოფელში არაფერი გაუგია.
ჯერ კიდევ დილა იყვნენ სახლში რომ მივიდნენ , ყველამ დაძინება გადაწყვიტა მარგოს კი მალევე გაეღვიძა. ანდროს გვერდით იწვა ისევ, ფანჯრიდან ისეთი მიმზიდველი ხედი ჩანდა პირდაპირ ეზოში გაიქცა ისე ,რომ მთაში ყოფნა არც გახსენებია . კანკალებდა, მაგრამ მაინც არ აპირებდა სახლში შესვლას ბოლოს თორნიკე დაინახა და მისკენ გაემართა. ხვდებოდა ცუდად რომ იყო, ისიც კი იფიქრა თავს მოვაბეზრებო,მაგრამ მაინც მივიდა მის გვერდით დაჯდა და ღრმად ჩაისუნთქა გრილი,მაცოცხლებელი ჰაერი
-არ ვიცი ასეთი სევდიანი,რატომ ხარ რა ფიქრები ტრიალებენ შენს ამოუხსნელ გონებაში , მაგრამ შენს სიტყვებს გაგახსენებ „ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს . ყველაფერი შეიძლება მოხდეს „
-გაიყინები - სხვა არაფერი უთქვამს ,თბილი ხელი მიადო ლოყაზე შუბლზე აკოცა და მერე მხრებზე მოახვია თავისი ჟაკეტი . ერთხანს ასე მარტონი ისხდნენ და მიტოვებული მთის სიმშვიდეს უსმენდნენ შემდეგ დანარჩენებმაც გაიღვიძეს და აღმაურდა კიდეც ყველა კუთხე.
..................
აეროპორტში მიუხედავად თავშეკავებისა მაინც იფეთქა დაგროვილმა ემოციებმა, ელენაც ტიროდა და ლაშას ეხუტებოდა . მარგო წამითაც არ შორდებოდა ,ერთი მხრიდან ეკვროდა და მასთან ერთად ემშვიდობებოდნენ სხვებით,თითქოს ომში უშვებდა და არა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ნენე ტაბიძე რომ დაინახა ნიკუშას გვერდით მხოლოდ მაშინ დატოვა ძმა მარტო და მეორე ტაბიძეს მოეხვია მადლობის ნიშნად. აშკარა იყო მათ შორის უთქმელი, აუხსნელი ,მაგრამ ძლიერი სიყვარულის ალი ტრიალებდა,რომელსაც გამოცდად ორი წელი ჰქონდა და თუ ამ დროს გაუძლებდა აუცილებლად ბედნიერი გაგრძელება ექნებოდა. ცალკე განზომილება იყვნენ ათობით მეგობარს შორის მყოფი ჩხეიძე და ჟღენტი, ანდროს მეხსიერებაში პერიოდი არ არსებობდა მათ გარეშე ახლა კი შესანიშნავი სამეული მის გარეშე რჩებოდა . არაფერს ამბობდა, ყველამ ყველაფერი იცოდა და გრძნობდა.
-მოდით ახლა ყველამ ფოტო გადავიღოთ გაიცინეთ ერთი ჩემთვის...ასე ცრემლებით ნუ გამაცილებთ - ყველანი დალაგდნენ , ნენე ანდროს გვერდით მოახვედრეს და ბევრი ფოტო დაუტოვეს მობილურში ბიჭს
-ჩამოსვლის დროსაც ამ შემადგენლობით დაგხვდებით,ოღონდ ცრემლებისგან დასიებული თვალები აღარ გვექნება -იცინოდა, ცდილობდა თავს მორეოდა ,გამოსდიოდა კიდეც სანამ ბოლოჯერ არ მოეხვია ანდრო . მერე უკვე წასვლის დრო მოვიდა , ზურგი აქცია ყველას და წამსვე იგრძნო როგორ დაებინდა მზერა, წონასწორობა დაკარგული უთუოდ დაეცემოდა ზურგს უკან საყრდენის სახით რომ არ დახვედროდა ერისთავი
-წყალი დალიე და შეეცადე ისუნთქე
ანდრო ბევრმა გააცილა, ირგვლივ უამრავი ადამიანი ჰყავდა,მაგრამ სახლში დაბრუნებულს სიცარიელე დაუხვდა. დაიწყო უმძიმესი წელი რომლის გასაძლებად მთელი ძალების მოკრება დასჭირდებოდა. მშობლები მუშაობდნენ, თავად რეპეტიტორებთან დადიოდა , უკან დაბრუნებულს ისევ სწავლა უხდებოდა. წიგნებზე ეძინებოდა და ეღვიძებოდა, რაღაცნაირად დაიკარგა , აირია ,საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. ანდროსაც იმდენად მძიმე გრაფიკი ჰქონდა,რომ მასთან ნორმალურად საუბარიც არ გამოსდიოდა. ბიჭები ხშირად ურეკავდნენ, წერდნენ , ესაუბრებოდნენ და მის ამბებს იგებდნენ, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი.
უფერული პერიოდი დადგა მის ცხოვრებაში და ეს ერთფეროვნება იმდენად აცლიდა ძალას ,რომ გადაწყვიტა ყველა შანსი გამოეყენებინა . საკუთარი თავი დაკარგა, ცვლილებებს ვერ ეგუებოდა ამაოდ ცდილობდა ძველი ფერების დაბრუნებას და ამოაყირავა კიდეც მთელი თავისი ცხოვრება. მთელ თავისუფალ დროს კლასელებთან ატარებდა, მანამდე თუ არ მოსწონდა მათი გართობის სტილი ახლა ასე ცდილობდა განტვირთვას. თავს აიძულებდა აეტანა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანატოლები და მათი ქცევები. ამჯერად თბილისში იყო, ყველაფერი კონკურსით დაიწყო რომელშიც მისი კლასელი მონაწილეობდა და საგულშემატკივროდ წასულები ბოლოს კლუბში აღმოჩნდნენ. იმდენად იყო გამოფიტული, კომფორტის შესაქმნელად გადაწყვიტა,რომ უნდა დაელია. პირველად არ სვამდა, მაგრამ დოზას ისე გადააჭარბა ბოლოს მხოლოდ შეგრძნებებიღა დარჩა, გონება მთლიანად გაეთიშა იმპულსებს მინდობილი ჩარჩოების გარეშე, სრულიად ზღვარგადასული სურვილებს აყოლილი ჩაიკარგა საკუთარ თავში.
ელექტრონულ მუსიკას აყოლილ სხეულში ბგერები მუხტებად იქცეოდნენ და ისე ცეკვავდა ,თითქოს სრულიად უწონადო მდგომარეობაში იყო . ათასი ფერი იჭრებოდა სულში, ჭრელი განათებები თითქოს გრძნობების ანარეკლს წარმოადგენდნენ . სისხლში გაფანტული ალკოჰოლი აღქმას უცვლიდა,ირგვლივ ვერავის ამჩნევდა სანამ მუცელზე შემოხვეულმა ხელმა დედამიწაზე არ დააბრუნა . გრძნობდა მხურვალე სხეულის შეხებას, შიგნიდან იწვოდა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი არ უჩნდებოდა.
მრავალი კადრი ენაცვლებოდა ერთმანეთს, ფრაგმენტები წინა ღამიდან რომლებიც კვლავ იწვევდნენ დაბუჟებულ,ძალაგამოცლილ სხეულში აფეთქებებს. ფხიზლდებოდა, გონება ერთვებოდა და ნელ-ნელა, ეტაპობრივად იწყებდა ყველაფრის აღქმას. დაღლილობის შეგრძნებითა და თავის გაუსაძლისი ტკივილით დაიწყო , თვალების გახელაც გაუჭირდა ისე ჰქონდა ქუთუთოები დამძიმებული თითქოს გირები ჩამოჰკიდეს . გადაბრუნება სცადა,არაკომფორტულად იწვა და მარცხენა მხარეს კიდურები დაბუჟებული ჰქონდა, გვიან გაიაზრა,რომ დედიშობილა იწვა გვერდიდან კი ასევე სრულიად შიშველი კაცი ეკვროდა, მისგან წამოსული სიმხურვალე ზამთრის ცივ დღესაც კი უმკლავდებოდა. გარედან წვიმის ხმა ისმოდა, ჯერ კიდევ არ იყო ნორმალურად გათენებული ღრუბლები გაფანტვას არ აპირებდნენ. თვალები გაახილა, წამოჯდა , გვერდით მძინარე კაცის სახე დაინახა, გონებამ ამოიცნო შემდეგ კი ჭექა- ქუხიილისა და მისი კივილის ხმები ერთბაშად გავრცელდა მისთვის უცნობი სახლის უცნობ საძინებელში
-ღმერთო ჩემო ...ღმერთოო ჩემოო ეს რა კოშმარია - საწოლის კუთხისკენ მიყუჟული, შიშველ მკერდზე აფარებული საბნის კიდით უყურებდა თვალებგაფართოებულ ერისთავს და ცხოვრებაში პირველად განიცდიდა უსაზღვრო სირცხვილს -გაიღვიძე, გაიღვიძე, გაიღვიძე -სახე ხელებში ჩამალა , ადგილზე ირწეოდა თავს აქეთ-იქით ამოძრავებდა და გამოფხიზლებას ცდილობდა
თორნიკე ერისთავი საწოლიდან უბრალოდ კი არ წამოდგა თითქმის იატაკზე დავარდა, სრულიად შიშველი იყო და იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა მთელს მის არსებას ანგრევდა. ხელები ისე უკანკალებდა ნერვიულობისგან,რომ შარვალი ძლივს ჩაიცვა. სიტყვებს ვერ პოულობდა, იმდენი რამ უნდოდა ეთქვა და მხოლოდ ფანჯრის რაფაზე მუშტების დარტყმა და ღრიალი მოახერხა .
-შეუძლებელია ... არ შეიძლება შენ არ შეგეხებოდი , შენ ვერ - ვერც უყურებდა, ზურგით იდგა და ისე ისროდა სიტყვებს- ეს რა გავაკეთე... რა გაგიკეთე - ინსტიქტურად მიუახლოვდა,მაგრამ შეხება ვერ გაბედა ისევ უკან დაიხია. თავი უსკდებოდა, კეფაზე ხელისგულები მიიბჯინა და ისე იდგა შუა ოთახში- ასე როგორ შევიშალე
-გეყოფა ... გემუდარები გეყოფა. არაფერი თქვა , საერთოდ არაფერი - ისე უყურებდა თითქოს პირველად ხედავდა . მოგონებები გაუჩერებლად ტრიალებდნენ, შიგნიდან იწვოდა მისი შეხების გახსენებისას - როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო
-ყველაფერი ჩემი ბრალია მე ... მე გონს უნდა მოვსულიყავი
-და მე არაფერი ხომ? რა კარგი ხარ ყველაფერი შენ გადაწყვიტე, გააკეთე და მე რა ახლა ძალადობის მსხვერპლად ვიგრძნო თავი ? - შეიშალა, იცინოდა და მერე კიოდა - შეუძლებელია შენს მიმართ მქონოდა ეს შეგრძნებები ... შეუძლებელია შენ და მე ბეჭდები გვიკეთია - არათითზე მორგებულ ოქროს რგოლს შეხედა და მერე ერისთავის მარჯვენა ხელზე გადაიტანა მზერა- ჩვენ დავქორწინდით !
-არაა ... ეგ ჩემს მოგონებებში არ არის - ხელი წინ ჰქონდა გაშლილი და თან ოთახს ათვალიერებდა, მალევე დაინახა ხალიჩაზე პერანგის გვერდით დაყრილი ფურცლები -დავქორწინდით!- ქორწინების მოწმობას უყურებდა, სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და მარგოს გასწვრივ საკუთარ გვარს გაუსწორა მზერა- გვარიც შეგიცვლია , ერისთავი ხარ
-არა , არ ვარ ...არც შენი ცოლი ვარ არც ეს ღამე ყოფილა . ახლა მე ჩავიცვამ, აქედან წავალ და იმ არანორმალურ ღამესაც დავივიწყებთ,სამუდამოდ! - ტანსაცმლის ნაწილს ხედავდა მხოლოდ, საწოლიდან წამოდგომაც ძლივს მოახერხა ბოლოს ისევ თორნიკეს პერანგი მოიცვა შიშველ სხეულზე და არეულ თმაზე ხელები გადაისვა - ასე ნუ მიყურებ ... ს.ქსი გვქონდა დასჯადი დანაშაული ხომ არ ჩაგვიდენია. განვქორწინდებით და ვერავინ ვერაფერს გაიგებს
-შენ ჩემი ცოლი ხარ ... ჩემი
-არ მითხრა რომ შენი ვარ ! არ გაბედო და ეგ არ მითხრა გესმის? წარმოდგენა არ მაქვს რა დაგვემართა, რამ შემშალა ასე ,მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებ... რატომღაც გლოვის სურვილიც არ მაქვს ,მითუმეტეს შენი ცოლობის . ღმერთმა დამიფაროს
-ვერ დაგიფარა და უკვე ცოლ-ქმარი ვართ ... პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი , არ განვქორწინდებით
-რომელი პასუხისმგებლობა ჩვენ უბრალოდ ვ.ჟიმავეთ ...უბრალოდ საშინლად არ უხდება იმას რასაც ვაკეთებდით , მაგრამ მაინც უფლებას არ მოგცემ ჩემი ცხოვრება რელსებიდან გადაიყვანო შენი ბნელი აზროვნების გამო- იწვოდა ისე რცხვენოდა იმის რასაც ამბობდა, თვალს ვერ უსწორებდა ,მაგრამ არჩეულ გზას მიჰყვებოდა, ცდილობდა საკუთარი პოზიცია დაეთმო
-გეყოფა სულელი, უგრძნობი, უდარდელა გოგოს როლის თამაში - ერისთავს ჩვეული ცივი გონება დაუბრუნდა, გაყინული სახით იდგა და მზერას არ აშორებდა- საშინელება მოხდება მე და შენ თუ ერთად არ ვიქნებით ... იცი ,შენ ზუსტად იცი რა რეაქციაც მოჰყვება
-მეზიზღებით ყველანი ,ყველაფერი და საკუთარი თავიც იმ სურვილისთვის შენ საწოლამდე რომ მომიყვანა - თვალებამღვრეული უყურებდა და ყელში გაჩხერილ ბურთს ვეღარ ერეოდა
-მაპატიე ,რომ ვერ მოვერიე საკუთარ თავს და ამ მდგომარეობამდე მიგიყვანე ...გეფიცები ყველაფერს დავალაგებ , გავუმკლავდებით
-გასამკლავებელი არაფერია... ნუ გავართულებთ
-რეალობას თვალი გაუსწორე და
-რომელ რეალობას რომელშიც თუ შენი ცოლი არ ვიქნები და ისე გაცხადდება ეს ამბავი სამუდამოდ დავემშვიდობები მშვიდ ცხოვრებას, ოჯახისწევრების ნდობას, ანდრო ჩამოვა და სიკვდილის პირას მიგიყვანს ისე გცემს , მე კი ...მე აღარასდროს დამელაპარაკება. მამა , არ ვიცი ალბათ ისიც ვერ გადახარშავს ეს ხომ სირცხვილია რა წყეული აზროვნება ჰქონია საზოგადოებას სიამოვნებისგან შეშლის შემდეგ უნდა გვრცხვენოდეს და ხო, მეც როგორც ჭეშმარიტ ქართველ ,სულელ გოგოს ყველა უჯრედით მრცხვენია იმ ლტოლვის რაც თურმე შენს მიმართ მქონია ... მეორე მხარე კი ჩენი ცოლ-ქმრობაა ,რაც პირდაპირ ამოაყირავებს ჩემს თავისუფალ ცხოვრებას . გამოსავალი არ არსებობს ? სადაა ფერები, რა ვიპოვნო ამ უფსკრულში. ძალა არ მყოფნის- ტიროდა, კიოდა, სუნთქვა უჭირდა და საუბარსაც ძლივს ახერხებდა -რა სასაცილოა ახლაც ისე გესაუბრები თითქოს ისევ ნეიტრალური მესამე პირი იყო და ცივი გონებით პრობლემის გადაჭრა შეგეძლოს
-ჩვენ ერთად ვიქნებით, შენ სულ მცირედით შეგეცვლება ცხოვრების სტილი და არავის დაკარგვა მოგიხდება... გეფიცები ყველაფერი იმაზე მარტივად მოგვარდება ვიდრე ახლა გგონია . უბრალოდ მენდე , დამშვიდდი და არაფერზე იფიქრო საკუთარი თავის გარდა - თითქოს ისევ მეგობრები იყვნენ, მაგრამ მისი შეხება სიმშვიდეს აღარ ანიჭებდა, პირიქით მთელს არსებას უფორიაქებდა
-ჩვენ ერთად როცა ვართ ერთმანეთს კი არა საკუთარ თავებსაც ვეღარ ვენდობით
-მარგო
-დინებას მივყვები მანამ სანამ შევძლებ და გავუძლებ
დანებდა თუ ბრძოლის გასაგრძელებლად საუკეთესო გზა აირჩია არ იცოდა. პასუხი არცერთ კითხვაზე ჰქონდა მხოლოდ თორნიკეს წამოწყებულ თამაშიში ჩართვა დროზე ადრე მოუხდა.
სააბაზანოში იყო შეკეტილი, დუშის ქვეშ იდგა და ყველა დეტალის აღდგენას ცდილობდა,მაგრამ ქორწინების მომენტიდან თითქმის არაფერი იყო. თითქოს სრულიად სხვა ადამიანად გადაიქცა, საიდან გაჩნდა ეს ვნება ვერ ხვდებოდა ან მანამდე როგორ მალავდა ისე,რომ თავად ერთხელაც არ გაუაზრებია არც თორნიკესგან უგრძვნია მსგავსი რამ. -ჩემები მოვიდნენ... კარგად ხარ ? -დაორთქლილი კაბინის მიღმა ხედავდა კედელზე მიყრდნობილი ქალის სილუეტს-მარგო
-შენს სახლში ვართ და მშობლებთან ერთად ცხოვრობ? - მანამდე ეს კითხვა არც გაჩენია, მხოლოდ იმ წამს გაიაზრა - რას ეტყვი მათ ... შენნაირები არიან?
-და მე როგორი ვარ... მეეჭვება წარმოდგენა გქონდეს-ზურგით იდგა , უკვე მოწესრიგებული იყო ისიც და მთელი ოთახიც
-შენ ,ხომ იცნობ საკუთარ თავს და წარმოგედგინა ოდესმე,რომ ცოლად მე შემირთავდი თანაც ასე აზრდაკარგულ მდგომარეობაში მყოფი,როგორიც არასდროს ყოფილხარ ...
-ამ ამბავზე საუბარს თუ გავაგრძელებთ ვერც სხვას დავაჯერებთ,რომ ერთმანეთი გვიყვარს და ჩვენ ხომ ვერასდროს დავივიწყებთ
-შენ მართლა გგონია,რომ ამ ღამის დავიწყებას შევძლებთ?
-ყოველ წუთს იმ ამბავზე ფიქრი რაც გსტრესავს მაზოხიზმიაო შენ არ იძახდი?
-შევიცვალე ,ხომ აშკარაა
-თავი ისევ გტკივა?- სახეზე აკვირდებოდა და შემდეგ უთხრა - გამაყუჩებელი დალიე...იქაა
-შენი მშობლები წუხელ სახლში არ იყვნენ ...იმედია ,ხო? - ფირფიტიდან ერთი აბი გამოიღო და მთელი ჭიქა წყალი მიაყოლა. გამომეტყველებაზეც ეტყობოდა ,როგორ გრძნობდა თავს
-სამი დღით სამედიცინო კონფერენციაზე იყვნენ წასულები ... ერეკლე კარდეოლოგია, ელიზაბეტი პედიატრი ,ნეონატოლოგი
-არ ვიცოდი ექიმები თუ იყვნენ
-შენ მე საერთოდ არ მიცნობ ასე რომ სჯობს ამ ეტაპზე ცოტა ილაპარაკო,თორემ არ დაგიჯერებენ და რამეს მიხვდებიან . მომავალი ექიმი ,რომ ხარ ეგ ფაქტი ორივეს გაახარებს სულ უნდოდათ სამედიცინოზე ჩამებარებინა ,ძლივს გადაიტანეს ჩემი უარი
-არ შემიძლია- საძინებლიდან უკვე გასულები იყვნენ უკან რომ მიბრუნდა- არ შემიძლია, ცოლის როლს ვერ მოვირგებ და ვერ ვიტყვი,რომ ამდენხანს მიყვარდი ,როცა შენს მიმართ გუშინ ღამემდე არაფერს ვგრძნობდი -ხელები უკანკალებდა, სულ გაიყინა, სახეზე აიფარა და კარს მიეყრდნო
-სხვა არჩევანი არ გაქვს ... ვერ გაგიშვებ , ჯერ ვერ
-და მერე გამიშვებ? დარწმუნებული ხარ,რომ განქორწინებას დიდი ტრაგედიით არ შეხვდებიან? ეს ჩიხია, რომელსაც ვერასდროს დააღწევ თავს თუ სხვების აზრს გაითვალისწინებ
-სხვების კი არა მე ჩემს აზრს ვითვალისწინებ, ჩემს შეხედულებებს და სინდისს
-გული მერევა ... ჯანდაბა - ამ შემთხვევაში გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა მაგრამ გონებამ შესაძლო ფეხმძიმობა შეახსენა და მართლა დაერღვა წონასწორობა - მითხარი,რომ უახლოეს კვირებში არ უნდა ველოდო ბავშვის არსებობის გამომხატველ შეგრძნებებს თორემ აქვე მოვკვდები
-დამშვიდდი და ნუ იქცევი პანიკიორივით, ასეთი ისტერიკა არ ხარ
-ნეტავ ვყოფილიყავი და დროულად მედარდა ყველაფერზე... იქნებ ახლა აქ არ ვყოფილიყავი
-იქნებს ,მნიშვნელობა არ აქვს !
-ასე ნუ მიყურებ და მითხარი ის რისი მოსმენაც მინდა
-რისი მოსმენა გინდა, ნაგვის ურნაში ჩაყრილი ნახმარი პ.ეზერვატივები გაჩენო? - კბილებსშორის გამოსცრა,ცდილობდა ხმამაღლა არ ესაუბრა,მაგრამ ნერვული სისტემა აშკარად ღალატობდა- სანამ ზემოთ ამოვლენ სჯობს მანამ შევხვდეთ ... თავს თუ ვერ აკონტროლებ ჩუმად იყავი . სასაცილოა, მაგრამ მე ვილაპარაკებ . ეს დღეც დადგა ჩვენს ცხოვრებაში ,რომ შენ ჩუმად ხარ და მე ვლაპარაკობ-ხელი ჩაკიდა და გრძელ კიბეს ჩაუყვნენ. დიდხანს საკუთარი გულისცემის ხმის გარდა არაფერი ესმოდა, თორნიკეს ხელი იჭერდა თორემ შეიძლება დაცემულიყო კიდეც. უყურებდა წინ მდგომ ქალსა და კაცს,რომლის სილამაზის ნაზავს წარმოადგენდა ერისთავი . მათი ხმები კარგახანს არ ესმოდა, გრძნობდა დაჟინებულ მზერას , ხედავდა ქალის რეაქციას და ბოლოს თორნიკეს სიტყვებს იაზრებდა
-ჩემი გადაწყვეტილებები ყოველთვის გააზრებულია და თქვენ ეს შესანიშნავად იცით ასე რომ, კითხვებს არ მივიღებ უბრალოდ ინფორმაციას გაწვდით ოჯახის ახალი წევრის, ჩემი ცოლის შესახებ - იმ წამს მუცელზე შემოეხვია ხელი, ლოყაზე ტუჩების შეხება იგრძნო და თვალები ინსტიქტურად დახუჭა- გაიცანით მარგო ყორშია , უკვე ერისთავი
-ცოლი შეირთო ? ერეკლე ნამდვილად ცოლიო თუ მეჩვენება? ეს ის ბიჭი არ არის,რომ ამბობდა სანამ სიგიჟემდე არ ვიქნები შეყვარებულიი და თან დარწმუნებული რომ ჩემი ადამიანი ვიპოვნე რძალს ნუ დაელოდებითო?
-ხოდა იმაზე მალე გაგიჟებულა ვიდრე წარმოვიდგენდით და თან ყორჩიაო ,ძვირფასო მარგოო ... ანდროს და შეირთო ცოლად იმდენად გაუგიჟებია სიყვარულს
-ზუსტად მაგ ამბავთან დაკავშირებით მჭირდებით დღეს...იმედია დრო გექნებათ . ხელის სათხოვნელად უნდა გამომყვეთ - ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადახარშული ცოლ-ქმრის დიალოგი,რომ ერისთავმა მეორე შოკში ჩააგდო
-იმედია ძალიან უყვარხარ ლაშას,თორემ მე რასაც ვიცნობ ყველას დაგვცხრილავს იმ თავისი ნაგანით
-მაგაზე ნუ იდარდებთ,მისი ქალიშვილი ცოლად მე შევირთე და მევე მოვაგვარებ უბრალოდ ლაშას ტრადიციები უყვარს და თქვენც იქ უნდა იყოთ ,თუ წინააღმდეგები არ ხართ...დედა- ქალს გადახედა რომელიც ჯერ კიდევ მარგოს შესწავლით იყო დაკავებული და იმ წამს დაიძრა მათკენ. გოგონა გულში ჩაიკრა , ლოყაზე აკოცა ,ნაზად მოეფერა
-ჩემო მშვენიერო... ის რომ გააზრებულად მოქმედებს ვიცი,მაგრამ შენ? შენ თუ გაქვს წარმოდგენა ვის გაყევი ცოლად . მასთან ცხოვრებას ნამდვილად შეძლებ?
-რას ეუბნები დედა - თორნიკეს აღშფოთებული ხმა რომ გაიგო სიცილი ვერ შეიკავა
-იმედი მაქვს,რომ გავუძლებ
-მე გამიძლებ? ხო,რა თქმა უნდა ,შენ ნამდვილი ანგელოზი ხარ, სათუთი, ფერია ...ალქაჯის კუდი დამალა დედამთილთან -თვალები აატრიალა და სამზარეულოსკენ დაიძრა
-საწყალი თორნიკე... სულ ამ ალქაჯმა აცდუნა რას ამბობ - პასუხი ისე წამოსცდა არც გაუაზრებია ბიჭმა რომ გამოხედა მერე გაიაზრა და ფერი დაკარგა .
-ზუსტად ისაა ვინც გჭირდებოდა შვილო შენი უჟმური ხასიათის მოსაშორებლად - ამჯერად ერეკლემ თქვა და მერე ორივე ცოლ-ქმარი იცინოდნენ , მხოლოდ უმცროსი ერისთავი ყრიდა ნაპერწკლებს თვალებიდან
-მოწესრიგდით და გავიდეთ ერთ საათში ... დროის დაკარგვა არ მინდა შენ კი ჩემთან მოდი - ისე უთხრა მარგოც მორჩილად მიჰყვა -მანდ დაჯექი - მაცივრიდან რაღაცები გამოალაგა,კარადიდან პურის ნაჭრები გამოიღო , წყალიც დადგა ქურაზე და თავისთვის ყავის მომზადებაც დაიწყო
-არ მშია ... არ ვსაუზმობ მე ხომ იცი
-არ საუზმობდი კარგად გამოძინებული, შესანიშნავი განწყობით რომ იღვიძებდი და სადარდებელი არაფერი გქონდა...რთული დღე იქნება ,ენერგია გჭირდება - პურზე კარაქი ნუთელა გადაუსვა ,მეორე ნაჭერზე კარაქი და მესამეზე ჯემი - რომელიმე ჭამე ან ყველა ...ჩაიც დალიე . სიცივეა გარეთ შენ კი სულ გაყინული ხარ-მისი თითები მხურვალე მტევანში მოიქცია და ინსტიქტურად აკოცა . სასიამოვნო ტალღამ ,რომ დაუარა მერე გაიაზრა და სწრაფად მოშორდა
-გაგიჟდებიან ...
-ბევრს ნუ იფიქრებ...მოვაგვარებ
-შენი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე , შესაშურია
-მე შენი რეალისტური შეხედულებების მშურდა და სად დაკარგე . უცვლელ წარსულზე დარდში სწორი გადაწყვეტილებების მიღების შანსი გეკარგება და მხოლოდ უარყოფითი ემოციები გიგროვდება
-ასეთი მარტივია შენთვის ჩემი ცოლად დასმა ?
-შენ სადაც ხარ მარტივი არაფერია,ყველაფერი რთული და უმართავი ხდება , მაგრამ მხარს თუ დამიჭერ და არ შემეწინააღმდეგები სხვა ყველას და ყველაფერს მოვერევით - ჩაით სავსე ფინჯანი მაგიდაზე დაუდგა და თავისი ყავა მოსვა . აგიჟებდა მარგარიტას მისი ქცევა ,სიტყვები და ყველა მოქმედება. საკუთარი უსუსურება და მთლიანად მის მორჩილებაში გადასვლა საერთოდ ართმევდა აზროვნების უნარს.
-ჭამე - თავისი ხელით მიუტანა ტუჩებთან ნუთელიანი პურის ნაჭერი- ვიცი გიყვარს ...ნუ მახვერწებ ხომ იცი მაინც გაჭმევ და ტყუილად რატომ მაცოფებ - მიუახლოვდა, თმა ყურს უკან გადაუწია და ყბაზე აკოცა
-ასე ნუ აკეთებ ...მინდები და ეს შეგრძნება საერთოდ არ მომწონს -თვალები დახუჭა, ღაწვები ალისფერი გაუხდა პირი გაუშრა და ენისწვერი ტუჩებზე გადაიტარა . ერისთავის გახშირებული სუნთქვა ესმოდა ,მის სურნელს გრძნობდა და სხეულში დავლილი ცხელი ტალღაც არ ჩერდებოდა
-გვიყურებენ და მხოლოდ ამიტომ ... - თვალებში უყურებდა, ნახევარ სიმართლეს ამბობდა და მერე სურვილსაყოლილი უკოცნიდა სავსე ტუჩებს . გონება გაჩერებას სთხოვდა ორივეს, მაგრამ შინაგანი ხმა სრულიად საპირისპიროსკენ მოუწოდებდა და კოცნაც ხანგრძლივდებოდა -ათ წუთში წავალთ - ხრინწი შეერია ხმაში, სწრაფად მოშორდა და ოთახიდან გავიდა.

ერისთავების მთელ ოჯახთან ერთად მგზავრობდა და უამრავ კითხვას ელოდა,მაგრამ თორნიკეს გამო ელიზაბეტიც თავს იკავებდა . მშვიდად ყოფნის საშუალება ჰქონდა, ეს სიჩუმე კი ახსენებდა საკუთარ დამოკიდებულებას ნაადრევ ქორწინებასთან , დაუფიქრებელ, იმპულსურ ქცევებთან და საზოგადოების აზრის მონობასთან დაკავშირებით . იმაზე უარეს მდგოამრეობაში იყო ვიდრე ვინმე უნახავს და გაუკიცხავს, საკუთარი სისულელე ახრჩობდა , ეგონა ჰაერის ჩასუნთქვას ვეღარ შეძლებდა , სრულიად მარტო დარჩენილი ჰაერში გამოკიდებულად გრძNობდა თავს სანამ თორნიკემ მის მტევანს თითები არ შემოხვია ,წამით გაუსწორა მზერა და მისგან წამოსული სიმშვიდის მიღებას ეცადა. ყველა კოშკი დაენგრა, გალავანი ფერფლად იქცა საკუთარი სახლი,რომ დაინახა და თორნიკემ მანქანის კარი გაუღო.
-მეშინია - ხმა თითქმის არ ჰქონდა, ტუჩების მოძრაობით უთხრა სიტყვა
-ჩემი და საკუთარი თავის გარდა ნურაფრის შეგეშინდება ... სხვა ყველა ბარიერი გადაილახება- ხელი ჩაკიდა, მანქანიდან გადასვლაში დაეხმარა და რამდენიმე წამს ელოდა -წავედით?
-სხვა გზა არ არის
-მხოლოდ მოთმინებას გთხოვ ...გაუძელი პირველ რეაქციებს და დამელოდე - ეზოში ოთხნი მიაბიჯებდნენ, საკუთარ ტერიტორიაზე მსგავსი დაუცველობის შეგრძნება არასდროს ჰქონია. დამნაშავედ გრძნობდა თავს, პირველი ტყუილი უნდა ეთქვა და თანაც ასეთი მასშტაბური . გული უსკდებოდა , სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა მისი გონების ერთ ნაწილს ეს ყველაფერი,მაგრამ მეორე ზუსტად აღიქვამდა იმ რეალობას რომელშიც ცხოვრობდნენ და თამაშში აყოლას აიძულებდა.
-ვა რა ხალხიი რა ხალხიიი.. რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ - მამა ერეკლეს და ლიზის მიესალმა-თორნიკე ,როგორ გამახარე . აიი მეტჯერ თქვენთან მოსვალს არ ვაპირებდი ერთხელ ჩემამდეც რომ არ ჩამოსულიყავით - ინსტქტურად გაუშვა ხელი თორნიკეს ლაშა რომ შეეგებათ. გათიშული იდგა და მათ შეხვედრას ადევნებდა არეულ მზერას
-ჩვენ რომ ქარმა გადმოგვაგდო ისეთი უნდა ჩემო ლაშა- ერეკლემ უთხრა და მხარზე ხელი დაჰკრა. ელენე არ იცნობდა თორნიკეს მშობლებს , სანამ ლაშა მათ აცნობდა მანამ ისევ ერისთავის თითები ეხვეოდნენ მტევანზე და სიცივისგან იცავდნენ
-მარგო მეგონა ბავშვებთან ერთად მოხვიდოდი, თორნიკე სად შეგხვდა?- ქალი მათ ხელებს უყურებდა და ისე ლაპარაკობდა,თანდათან კარგავდა ფერს
-ელო მიდი დატრიალდი და
-სტუმრობის მიზეზზე ვისაუბროთ თავიდანვე და შემდეგ გადაწყვიტეთ სუფრა იქნება თუ არა - თორნიკე ისეთი მშვიდი იყო მისი მოკვლის სურვილი ჭამდა მარგოს
-ვილაპარაკოთ რა პრობლემაა
-ახლა ანდრო დარეკავს და - კომპიუტერთან მივიდა და ამით საერთოდ გამოთიშა თამაშს მარგო, ძალა სულ მთლად დაკარგა. სავარძელში ჩაეშვა , ეკრანზე გამოჩენილ ძმას წამით შეხედა და შემდეგ თავი დახარა
-რა ხდება შე ჩემა ასეთი მეორედ მოსვლა იწყება მანდ? ვაა რა ხალხიი ჩემთან ხართ ? როგორ ხართ ლიზი დეიდა? -გაიღიმა და ოთახს მოავლო მზერა. მხოლოდ მარგოს ვერ ხედავდა- ჩემი გადარეული სად არის? როგორ მოხდა რომ არ შემოვარდა
-თორნიკემ რაღაც საქმე მაქვსო მოვუსმინოთ -ლაშას ხმაშიც გრძნობდა დაძაბულობას
- რა სახით ხარ შე ჩემა მოკვდა ვინმე? თუ შენ მოკალი
-გუშინ მე და მარიამი...
-თბილისში იყო ხო ნახე გუშინ რამე ხო არ დააშავა ბიჭო არ გამაგიჟო ,მოვკლავ მაგის სულელ კლასელებს... მაგათთან ერთად წასვლა არ ღირს -საუბრის გაგრძელება არ ადროვა ანდრომ -ამოღერღე ერისთავო თორე გავგიჟდი .
-მე და მარგო გუშინ დავქორწინდით - ერისთავს შესავალიც არ გაუკეთებია ბომბი ისროლა და აფეთქების შედეგებს დაელოდა
-რას ღადაობ ტო ... მართას ოინია თუ ზურიკელას. რას მიხეთქავ შე ჩემა გულს. მაგათ აყევი შენც?
-ერთმანეთი გვიყვარდა უბრალოდ ვერ გამოვხატავდით ,გუშინ მივხვდით რომ...- გაგრძელება ისევ ვერ შეძლო, ფეხზე მდგომი ელენე ჩაიკეცა და ლაშაც მასზე გადაერთო
-ელენე ... ელენე შემომხედე
-არაა შეუძლებელია მარგო მაგას არ გააკეთებდა - ლუღლუღებდა და ცრემლები სდიოდა-რატომ გამაგებინე. დავიჯერო ისეთი მკაცრი ვიყავი რომ შენი გრძNობების შესახებ არ მითხარი? სულ გეუბნებოდი თვალები გაახილე ,მიხვდი ,რომ გაიზარდე ქალი ხარ და ვინმე ნორმალური ბიჭი შეამჩნიე ,რომ ცხოვრებით დატკბე-თქო ...შენ ამ დროს თორნიკე გიყვარდა და არაფერს მეუბნებოდი? ასეთი ბიჭი თუ შეგიყვარდებოდა რას ვიფიქრებდი -ყველაფერს ელოდა ამ სიტყვების გარდა, გაოგნებულმა ასწია თავი და ცრემლიანი მზერა გაუსწორა ქალს ,რომელიც დამალული სიყვარულის ამბის გამო იყო მხოლოდ გაბრაზებული
-კარგი რა ელენე ,ცოდოა ბავშვი ნახე როგორ განიცდის. ხომ იცი სიყვარული როგორ გვმართავს... ჩემი ბიჭი ისეთი ჯიუტია შეიძლება გუშინაც არ უთხრა რომ უყვარს ,ალბათ პირდაპირ ცოლობა სთხოვა . არ იცნობ თორნიკეს?ისეთი უხეშია ვერც დაიჯერებდა მის გრძნობას და შენ როგორ გეტყოდა მიყვარსო - ელიზაბეტი ჩაერთო ქალებს უყურებდა და თვალებს ვერ უჯერებდა შემდეგ ლაშაზე გადაიტანა მზერა, ანდროც დუმდა მათ გაგიჟებას ელოდა ,მაგრამ თორნიკემ არ დააცადა. ლეპტოპი აიღო და ლაშასთან ერთად გავიდა ოთახიდან . მიხვდა,რომ ჩხუბი სჭირდებოდა უნდოდა საყვედური ეთქვათ, უნდოდა გაბრაზებულიყვნენ იმის გამო ,რომ მათი მეთორმეტეკლასელი გოგონა გათხოვდა, მაგრამ არაფერი ხდებოდა ისე როგორც წარმოიდგენდა. დარწმუნდა იმაში,რომ მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ სრულიად განსხვავდებოდა და როგორ ჰარმონიაშიც არ უნდა ეცხოვრა მათთან ერთად ,მაინც სხვაგან იყო , საერთოდ სხვა ხედვები და სურვილები ჰქონდა სინამდვილეში ახლა კი მთლიანად ერისთავზე დამოკიდებული უბრალოდ მოვლენების განვითარებას ელოდა.
-გილოცავ მამას გოგოვ ... ცოტაც და მართლა დავიჯერებდი,რომ გათხოვებას მანამ არ დააპირებდი სანამ 40 წელს არ მიუკაკუნებდი და სრულფასოვანი მედიცინის დოქტორი არ გახდებოდი... თურმე ჩვენი თორნიკეს სიყვარულით იწვოდი და სხვა ბიჭებს როგორ შეხედავდი- კივილი მოუნდა ოთახიდან გაბრწყინებული სახით გამოსულმა ლაშამ გულში რომ ჩაიკრა და მისი სიტყვების გააზრება დაიწყო
-ისე ვარ გაბრაზებული თქვენი მალული ტრფობა რომ ვერ შევამჩნიე - ანდროს ხმა ესმოდა და მისი რეაქციაც უკვე ნათელი იყო - არაუშავს, ქორწილითა და ჯვრისწერით აანაზღაურებთ ამ რომანტიკულ ხელმოწერას
-ქორწილი არ იქნება ... თორნიკე ვერ იტანს დიდ ქორწილებს- წამსვე დაიწყო მოქმედება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა
-ვინაიდან დამნაშავეა და ამ დანაშაულს გრძნობს მსხვერპლზე წავა ... დიდ ქორწილს გადავიხდით მთელი ტრადიციების დაცვით
-დაუჯერებელია...რამხელა დათმობაზე მიდიხარ, ძვირფასო - ერისთავს უყურებდა და უკვე ბრაზისგან სკდებოდა
-ყველაფერი შეიძლება მოხდეს ,პატარავ
-სემესტრის ბოლომდე მე აქ უნდა დავრჩე... სკოლიდან ვერ გადავალ და რეპეტიტორებსაც ვერ შევცვლი ყველაფერთან ერთად
-ზუსტად ეგ გვითხრა თორნიკემაც... სანამ ნიშნობას მოვაწყობთ, მერე ქორწილს დავგეგმავთ შენი სემესტრიც დასრულდება მანამდე კი ჩვენთან იქნები და ასე უცებ არ მოგვტაცებს შენს თავს
-დაუჯერებელია... როგორ ყველაფერზე ფიქრობ - ფრჩხილები მაჯაზე ისე ჩააჭირა სახე მოერყა კაცს თავად კი უღიმოდა
-მხოლოდ შენს გამო ,პატარავ-ისე უყურებდნენ ერთმანეთს თითქოს ისევ პირველი შეხვედრის დროში დაბრუნდნენ იმ განსხვავებით,რომ ამჯერად ერთმანეთის მიმართ ლტოლვას განიცდიდნენ და ვნების ცეცხლი გიზგიზებდა მათ მზერაში.
სუფრა მარგოს ჩარევის გარეშე გაიშალა ელენეს წინააღმდეგობის მიუხედავად ლიზა მაინც მიეხმარა , ერეკლე და ლაშა მარანში მწვადს წვავდნენ , ღვინის რამდენიმე ჭიქაც უკვე დაცლილი ჰქონდათ.
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გუშინ მხოლოდ მე ავყევი სურვილს და შენ ყველაფერი მართლა გააზრებული გქონდა
-შენი შეგრძნებები ზოგჯერ ურევენ ... გააზრებულად როგორ შეიძლება შენ წამეყვანე ცოლად
-წაიყვანე ძროხები და თხები - ისე შეხედა ერისთავს გაეცინა- შესანიშნავ ხასიათზე ხარ
-ხომ ხედავ რა ბედნიერები არიან შენები ...ეშინოდათ ვინმე თავისნაირ გიჟს გაჰყვებაო . ჩვენ რომ წავალთ ალბათ გელათში ცხვრებს აიყვანენ და ტაძარს წრეებს დაარტყამენ მადლობის ნიშნად
-გიჟი და კონტროლ დაკარგული ვინც არის ეტყობა ჩემს მკერდს - გაუაზრებლად წამოსცდა და თავადვე გაწითლდა- ჯანდაბა ,არ გამოდის შენთან ჩხუბიც კი აღარ გამოვა ძველებურად - თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა . მის მზერას გრძნობდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სრულიად შიშველი იყო
-მოჯადოებულ წრეში შევაბიჯეთ -ჩუმად თქვა და მერე ამღერებულ მობილურს უპასუხა
-არა მაინც როგორ ვერცერთს შეგატყვეთ ჰა?-ანდრო ვერ ისვენებდა
-არაფერი გვქონია, გრძნობების გარდა და რას შეგვატყობდი გამაგებინე
-რა გჭირს გოგო შენ ისევ ისეთი ისტერიკები გაქვს? ერისთავო ამის ატანას ნამდვილად შეძლებ? რა შეგილოცა ასეთი ამ სერიოზულ კაცს ამდენი ქალიდან მაინცადამაინც ჩემი გიჟი და,რომ შეგიყვარდა
-მე შევულოცე? მეე? თვითონ ასი წლისაა 18 წლის გოგო ჩამიგდო ხელში და კიდე მე შევულოცე? შენ საერთოდ ჩემი ძმა ხარ თუ მისი
-კაცური სოლიდარობა ზოგჯერ ძმობაზე მეტია და მე რომ თორნიკეს ქალები ვიცი რაღა დაგიმალო და გაოცება მემატება დროის გასვლასთან ერთად
-უკაცრავად? ჰარამხანა გყავთს ბატონო ერისთავო თუ რომელ შენს ქალებზე საუბრობს - ისე დაიწყო ეჭვიანობა თავადაც ვერ იაზრებდა,თორემ აუცილებლად შენიღბავდა
-ოუუ ეჭვიანობის ბოლი აგდის დაო
-რომელი ეჭვიანობა ვინ ჯანდაბასთანაც უნდა - ის იყო წამოსცდა ვისთანაც უნდა იმასთან იყოსო თორნიკემ რომ გააწყვეტინა
-ბიჭები მოდიან... ჰგონიათ რომ ეხუმრე და მეც მეჩხუბებიან ანდროს როგორ აყევიო
-ხო მწერენ არ ჩერდებიან ...როგორი დასაჯერებელია რომ შენ ცოლად მოიყვანე ეს
-მაინც თუ არ სჯერათ მოდი განვქორწინდეთ
-ეჭვიანობას ნუ გადააქცევ ჩვენი განშორების მიზეზად- თორნიკე ისე უყურებდა მისი დახრჩობის სურვილი უკვე მერამდენედ უტევდა აღარც კი იცოდა
-მე წავედი... ორმაგად უნდა ვისწავლო ქორწილამდე გამოცდების ჩაბარება რომ შევძლო თქვენ კი ერთმანეთს ჯერ ნუ დახოცავთ . ისე არ ქნა სახლში რომ არ შეგიშვან ლიზიკომ და ერეკლემ
-ქორწილში ჩამოხვალ?- ნამდვილი ბედნიერება იმ წამს გამოესახა სახეზე
-თორნიკემ სულ აგირია გონება ხომ? ჩემი დის ქორწილში თუ არ ვქინები აქაურობის დედას არ გავკ.რი ?
-მიდი ,მიხედე საქმეებს -თორნიკემ გაუთიშა და სულ ორი წუთით მოახერხა ჩუმად ყოფნა -განქორწინებაზე ახალგათხოვილი ქალები არ ლაპარაკობენ
-ჩემნაირად არავინ თხოვდება და არც შენნაირ კაცს მიჰყვება ყველა ... არ ვიცოდი შენი საყვარლებიც თუ პრობლემად გადამექცეოდა აი მესმის ფსკერზე დასვლა
-მე თუ არ ვუყურებ შენზე შეყვარებულ ბიჭებს ისე როგორც პრობლემას როგორმე შენც დაიკიდე ჩემი ქალები
-ახლა წესით უნდა ამბობდე,რომ საყვარლები არ გყავს
-გადარდებს ვისთან დავწვები?
-არ ვიცი ... გუშინ მეკიდა და დღეს არ ვიცი
საუბარის გაგრძელება ვერ მოახერხეს, მალე სუფრასთან ისხდნენ და სახლში შევარდნილი სამეულის მოგერიება უხდებოდათ
-თქვით რომ ეგ გიჟი კაიფობდა იქედან ,თორემ შევიშლები- ეს იყო პირველი წინადადება ჩხეიძემ რომ გააჟღერა
-აი მტკიცებულება - თორნიკეს ბეჭდიანი ხელი უჩვენა და მერე საკუთარიც
-შენ გოგო გიჟი ხარ? როგორ არ მითხარი
- ამის წერა უნდა გახდე? - ტაბიძეც ჩაერთო ჟღენტისა და ჩხეიძის იერიშში-ბიჭო ასეთი უჭკუო როგორ ხარ ეს ჭინკა რამ მოგაყვანინა...
-ჩვენი გოგო როგორ გაასულელა შენმა მექალთანე ძმაკაცმა ეგ იკითხე თორემ ჩემი მარგუშასნაირ ცოლს ეგ ვერც ინატრებდა -
-თუ გიხარით მოგვილოცეთ თუ არადა თავი მისკდება და გაჩუმდით ნუ გამიმართეთ აქ ასპარეზი „ბიჭი ჯობია თუ გოგო“
- გილოცაავთ...ნინუცაც რომ მივარდა მერე ყველანი დატოვა და დაქალთან ერთად შეიკეტა საძინებელში -დაიწყე
-რა დავიწყო
-რომ დაგინახე მიდიოდით მეგონა უბრალოდ მასთან დარჩებოდი და შენ თურე კაცი გიყვარს და ცოლად მიჰყვები...უნდა ვბრაზბდე წესით მაგრამ სიძე ისე მოწონს დავივიწყებ ყველაფერს
-უკვე ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით ახსნა განმარტებებით, საყვადურებით და არეულობით. გავთხოვდი ,მორჩა რად უნდა ამდენი ამბავი
-ვაიმე ახლა იმას ვფიქრობ ლუკას როგორ ვუთხრა შენი გათხოვების ამბავი...გამიგიჟდება ბიჭი
-ისე ამბობ თითქოს დანიშნულები ვიყავით და უეცრად მივატოვე ... გადაიტანს როგორმე ნეტავ მე გადამარჩინა ამ სიგიჟეს
-არც წუხანდელ ღამეზე არ მომიყვები?
-და რომ მოგიყვე რა შენც იგივეს განიცდი თუ ინფორმაციის უკმარისობა გაქვს
-ნუ მესწერვები
-ხოდა ნუ მისვამ ისეთ შეკითხვებს რაც იცი გულს მირევს
-მეგონა დამშვიდდებოდი და შენ სულ გაგირეკია
-გმადლობთ
-აუუ არ მინდა ,რომ წახვიდე
-არსად მივდივარ...
-არა? ასე რანაირად იქნებით... ვერაფერი გავიგე . რომ წახვალ არ გინდა მიშვილოთ ? წამოვალ მეც
-ხო და საწოლშიც შემოგვიწექი ხანდახან
-ხოოო ჩემი ოთახი თქვენი ოთახისგან შორს უნდა იყო...შენი კვნესის მოსმენა ფსიქიკას დამიზიანებს
-უზრდელო- მოკისკისე დაქალს ბალიში ესროლა
-მოკლედ რა ერთ ღამეში ვერ დაგატკბო აშკარად უნდა იმუშაოს თოკუნამ
-რაზე ვიმუშაო?-ერისთავმა ნებართვის გარეშე შეაღო კარი
-აი სიძეც გაიჩითაა რაზე და..
-სკამზე ..ვერ დააკაკუნე? იქნებ და
-იქნებ და რა ...რამე დარჩა რაც არ მინახავს ?
-აუტანელი-ჩუმად თქვა და მზერა გაუსწორა
-მე დაგტოვებთ, დღეს მაინც ჩემს დაქალთან ვრჩები და დაგითმობ
-რა გგნებავს?-ნინიკო რომ წავიდა შემდეგ ჰკითხა
-ჩემები მიდიან ... მე ვრჩები
-იმედია არ ჩაესიძები
-უარს არ მეტყვიან ..დავრჩები ამაღამ შენთან
-რას მეთამაშები ახლა მოგინდა ღადავი?
-კარგი ნუ ბრაზობ. ბინა მაქ და იქ დავრჩები . ქორწილს თბილისში ვიხდით ერთხმად გადაწყვიტეს. ჩემი დაბადების დღე აირჩიეს, 14 დეკემბერი ,დედაჩემის იდეაა .
-ვაიმეე რა ცუდია რო პირველი ღამის რეპეტიცია გვქონდა .დაბადების დღეზე მოგიძღვნიდი ბარემ თავს
-მორჩი ცინიკოსობას ვაფშე არ მეცინება ..შენც ნუ იქმნი ტყუილად ფეხებზემკიდას იმიჯს,ზედმეტად კარგად გიცნობ
-იცოდი ალბათ ეს რომ იყო ჩემგან მოსალოდნელი
-გეყოფა ... წავედი გადიან უკვე ისინი
-მოიცადე დამელოდე მე არ გავაცილო?
-თუ არ გინდა..
-არ მინდა რას ნიშნავს - ქურთუკი მოიცვა და გვერდით გაჰყვა ქმარს. ორივეს დაემშვიდობა, ლიზამ ისე ჩაიკრა გულში უცნაური სითბო იგრძნო,საოცრად მოეწონა დედამთილი.
-როდის გაიზარდე მართა ... უკვე გათხოვილი ქალი ხარ მე კიდე ბავშვი მგონიხარ. მოვკლავ იმ ვირს ჩემი გოგო მინდა მე -წუწუნებდა მთვრალი ჩხეიძე
-მესმის -ზურიკოს ჰყავდა ჩახუტებული თორნიკეს სუსხიანი ხმა რომ გაიგო და მისი მზერაც იგრძნო
-გესმოდეს ... რა გინდოდა შე ჩემა ვერ მოიცადე ცოტა? რამ აგაცანცარა ამხელა კაცი - ებურდღუნებოდა თორნიკეს. ისეთი საყვარელი იყო ორივეს ეცინებოდა.
-მეც წავედი თორე ხვალ ათასი საქმე მაქ-ნიკუშა მოეხვია ამჯერად- ნახვამდის რძალო
-აუ რა რძალოო
-ამხელა ქალს ჭინკა როგორ გაკადროთ აბა
-მასხარა
-კარგად ბრძანდებოდეთ- ყველანი წავიდნენ , ელენე და ლაშაც სახლში შევიდნენ . მარტონი იდგნენ ეზოში
-ხვალ მიდიხარ სკოლაში?- ყინავდა, მან კი სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებსშორის და მოწევა დაიწყო
-კი და ვიტყვი რომ დავინიშნეთ
-როგორც გინდა ... გამოგივლი დამელოდე და უჩემოდ ფეხი არ გაადგა
-რა ბრძანებაა ვერ გავიგე მარტო ვერ წავალ? ახლა არ დაიწყო ანდრეას როლის მორგება თორე შევიშლები
-ანდრეას როლს ვერ მოვირგებ ...რა რა და ძმა ვერასდროს გავხდები -ჯერ უყურებდა შემდეგ შუბლზე აკოცა და წავიდა. გარეთ ყინავდა,მაგრამ სახლში დიდხანს ვერ ბრუნდებოდა, იდგა შუა ეზოში გაშეშებული და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. სახლში იყო, პრობლემა თითქოს არ არსებობდა მომდევნო რამდენიმე თვე მაინც ჩვეულებრივად განაგრძობდა ცხოვრებას,მაგრამ შემდეგ? ერისთავის ცოლობა მარტივი სტატუსი არ იქნებოდა
-ჩემი გოგო ,ჩემი პატარა გოგო მალე გამიფრინდება - დედას რომ მოეხვია და მისი სიტყვები გაიგო ყელში ბურთი გაეჩხირა . ეტირებოდა, მაგრამ არა განშორების გამო არამედ მათი აზროვნების გამო-ჩემო ერთადერთო როგორ ძალიან მიყვარხარ
-აუ არ იტიროთ რა თორე მეც ამიჩუყდება გული და ხომ იცით რა გულჩვილი ვარ -ნინიკო ჩაეხუტა ორივეს
-ჩემი ორი გოგო ... შენ მაინც იარე ხშირად ჩემთან თორე გავბრაზდები იცოდე
-თქვენს პეროგს ვერ შეველევი,რომც გამაგდოთ მაინც მოვალ... ჯანდაბას თუ გავსუქდები , ბანკეტამდე დავიკლებ
-აუუ ბანკეტი ... კიდევ კარგი ისედაც არ ვაპირებდი წამოსვლას თორე ახლა კიდევ ერთი პრობლემა მექნებოდა
-ეგრე შენ ქორწილებსაც ვერ იტან ... მეტი არც თხოვდებოდი ,მაგრამ
- ჩემს უპრინციპო ქცევებს ნუ მახსენებ ... მეშინია,რომ ექიმიც ვერ გავხდები და სამუდამოდ დავკარგავ საკუთარ თავს- იცოდა ვერავინ გაუგებდა, ვერ მიუხვდებოდა ,მაგრამ მაინც თქვა ის რაც სულს ასე უმძიმებდა
-რა პრინციპებზე დარდობ ისეთი ქმარი გყავს ნებისმიერი რომ ინატრებს - ელენე აშკარად აღფრთოვანებული იყო
-შენი შვილია ცუდი ხომ?
-აბა კარგი ხარ? არაფერი შენ არ იცი, მარტო ვერც სახლს დაალაგებ , ვერც დარეცხავ, ვერც საჭმელს გააკეთებ. საერთოდ არაფერი გაინტერესებს და მხოლოდ წიგნების კითხვა ,ცეკვა თამაში და ამაღლებული განწყობა გიშველის?
-შენს წუწუნს ვერაფერი შეცვლის - ყელში გაჩხერილ ბურთს ვერ ერეოდა...ისე აწუხებდა როგორც არასდროს
-წუწუნი კი არა დედამთილი რომ გაგლანძღავს მერე გამიხსენებ. ახლა არ მითხრა რომელი საუკუნეაო. სახლი არ გაქვს თუ მოსამსახურეები გეყოლება . არ დაიწყო თორნიკესთან შენ რომ იცი ეს მინდა ის მინდა, ამას ვერ ჩავიცვამ, ამას ვერ გავაკეთებ, აქ ვერ წავალ იქ ვერ წამოვალ
-დედა რა გინდა,რომ ვიღაც სხვა ქალი შევქმნა და სპექტაკლის თამაში დავიწყო?
-მე არ ვიცი , ჯერ კიდევ არ ვარ გონს მოსული. ჩვენ ყველანი ვფიქრობდით,რომ შენ სამსახურს ირჩევდი და არა ოჯახს ... კიდევ წლები არ ველოდით შენს გათხოვებას ...ახლა არ ვიცი როგორ შეძლებ ორივეს ერთად , მერე ბავშვი გეყოლებათ ...იმედია არ იტყვი რამდენიმე წელი არ გავაჩენთ და მერეო...
-ბავშვს ნუ შეეხებით გევედრებით არ მინდა მაგაზე ლაპარაკი
-აბა რას..
-გთხოვ ...არა კი არ გთხოვთ გიკრძალავთ ! არავითარი ბავშვი, არც მიხსენოთ ...
-კარგი შენ რომ ამოიჩემებ მაინც არ გადაიფიქრებ ... დრო გვიჩვენებს ყველაფერს
-ჩემი გოგონები რას აკეთებენ? -ლაშა შევიდა და დივნისკენ დაიძღა
-დათვრა მამაშენი
-სულ ხო არ მითხოვდება გოგო ... კიდე ვერ ვიჯერებ
-სხვა რომ ყოფილიყო სიძე იგივე რეაქცია გექნებოდათ?- თავს ვერ მოერია და გონებაში მრავალჯერ გაჩენილი კითხვა ხმამაღლა გააჟღერა-ან ცოლად რომ არ მივყვებოდე და რომანი გვქონდეს
- რას ნიშნავს სხვა... ვინ სხვას უნდა გაჰყოლოდი ამ ასაკში ისეთს მშვიდად რომ ჩამებარებინე მისთვის. ანდაც რომელი რომანი ... თორნიკემ იცის,როგორ უნდა მოიქცეს თან რომანტიულად და თან ისე როგორც კაცს შეეფერება . დაქორწინდით გასაგებია,მოულოდნელი ხელის თხოვნა , სიხარული, პეპლები...სახლში იქნები, ჩვენთან და ქორწილის შემდეგ წაგიყვანს ისე როგორც წესი და რიგია -თავში თითქოს მძიმე საგანი მოხვდა, ისე გაორდა გამოსახულება თვალები დახუჭა. დივანს იყო მიყრდნობილი და არაფერს ამბობდა. რა საჭირო იყო სიტყვები,როდესაც ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. ერისთავმა იდეალური სვლა გააკეთა, ყველა გააბითურა და ასე დაასტაბილურა სიტუაცია. ვერ ხვდებოდა თორნიკეზე ბრაზობდა,თუ პირიქით მადლიერი იყო მიღებული შედეგის გამო.
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ნინიკოს მშიდად ეძინა ის კი ფიქრებთან ომში მარცხდებოდა . გამთენიისას ჩაეძინა, დროის შეგრძნება დაკარგა და დილით ნინიკოს რომ არ გაეღვიძებინა რეპეტიტორებიც დაავიწყდებოდა სკოლასთან ერთად. დროში იწვოდა, უსწრაფესად ცდილობდა მოწესრიგებას, შხაპის მიღება აუცილებლად სჭირდებოდა სააბაზანოდან გამოსულმა საძინებელში რომ შეაბიჯა პირდაპირ შეასკდა ერისთავს. წონასწორობას ვერ დაიცავდა მისი მკლავები რომ არა, ნახევრად შიშველი სხეულით ეკვროდა და სუნთქვაშეკრული უყურებდა
-ფრთხილად ...
-მე კი არა შენ უნდა იყო ფრთხილად, ზედმეტად არ მომიახლოვდე და თავი შორს დაიჭირო როგორც შენნაირ წესიერ, წესების დამცველ კაცს შეეფერება - ისევ ისე იდგა და ანთებული თვალებით უყურებდა
-რაზე მელაპარაკბი ვერ ვიგებ და იქნებ შენი ირონიის მიმართულება განმიმარტო
-ჩვენ ხომ დანიშნულები ვართ , არაფერი გვქონია და სახლიდან ქალქულს წამიყვან . დედოფლის თეთრი კაბით სისპეტაკის ნიშნად
-საიდან მოგაქვს ეს წინადადებები
-ასე არ უთხარი ლაშას და ანდროს? მხოლოდ ხელი მოვაწერეთ და სხვა არაფერი მომხდარაო? მაინც რა უთხარი, ქორწილის დღეს ვაკოცებ პირველად და მანამ თითსაც არ დავაკარებო?
-შენი აზრით კონკრეტულად ვუამბე რამე? - კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, ქალის აწეული ტონი აღიზიანებდა და ეს სახეზეც ეტყობოდა
-მეჩქარება უნდა ჩავიცვა, საუბრისთვის დრო არ მაქვს...თამაშის წამყვან ფიგურას შენ წარმოადგენ და როგორც ვხედავ შესანიშნავად ართმევ თავს, რა მეთქმის . მხოლოდ გამაფრთხილე რა ტყუილს იტყვი მეც რომ ვიცოდე
-წვიმს ,ცივა და თბილად ჩაიცვი - მოღეღილ მხარზე ხალათი ისე გაუსწორა რომ თითებით კანზე ეხებოდა- თამაშში დედოფალი შენ ხარ, ყველაფერს შენი სიმშიდისთვის ვაკეთებ . ამას ნუ დაივიწყებ ჩვენი საუბრისა და ზოგადად კონტაქტის დროს - თვალებში უყურებდა წამით ისე ახლოს იყო მარგო კოცნას ელოდა, მთელი არსებით უნდოდა მისი შეხება ,მაგრამ მარტო დარჩა.
-დღეს ქართული, ბიოლოგია და ინგლისური მაქ .სახლში გვიან მივალ- მანქანაში ისხდნენ უკვე და სკოლას უახლოვდებოდნენ საუბარი რომ გადაწყვიტა
-მისამართები ვიცი და მოგაკითხავ, რომ დაგირეკავ მიპასუხე ან მომწერე - ურჩი ღერები უკან გადაუიწია , თითები თმაში ახლართა და ლოყაზე აკოცა-ჭკვიანად
-ნახვამდის- მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა, სწრაფად გადავიდა და ყურებამდე გაღიმებულ ნინიკოსაც შეუბღვირა. ის დღე ჯოჯოხეთურად გაიწელა, ყველა კითხვებს უსვამდა მათი რეაქციები ნერვებზე მოქმედებდა, გოგონების შურით სავსე კომენტარები ხომ საერთოდ სასაცილოდაც არ ყოფნიდა და თან მათი გაწეწვის სურვილი უჩნდებოდა. კონტროლი ჰქონდა დაკარგული , საკუთარ თავს არ ჰგავდა , გართობას ვერ ახერხებდა არადა იმდენი მომენტი ჰქონდა . ერთადერთი სიმშვიდის წერტილი საკონდიტროში ეგულებოდა, რეპეტიტორთან წასვლამდე კაფეტერიაში შევიდა . ბედნიერი სახით აგემოვნებდა საყვარელ ტკბილეულს ერისთავმა რომ დაურეკა, ეკრანს დახედა და მისი სახე რომ დაინახა მაშინვე გათიშა . ფიქრობდა მოვიშორებო, მაგრამ რამდენიმე წუთში მაგიდასთან გაჩნდა გაბრაზებული სახითა და მნათობი თვალებით
-რატომ იქცევი ტუტუცი ბავშვივით?
-დავიღალე და ალბათ ამიტომ
-თითქოს მხოლოდ შენ მიდიხარ მსხვერპლზე და მე ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს რასაც ვაკეთებ
-ხოდა ნუ გააკეთებ ...რატომ მიჰყვები შენს ვაჟკაცურ სინდისს? დაიკიდე ,თქვი ეგ გოგო მე ცოლად არ მინდა ,თქვენთვის დაიტოვეთ ,ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთო ...შენც დაისვენებ და მეც დამასვენებ -არ უყურებდა ისე აგრძელებდა შოკოლადიანი კრემის დაგემოვნებას, დასვრილი ტუჩები ენის წვერით გაილოკა და მორიგი კოვზი მოიქცია ტუჩებს შორის
-დედაჩემს აინტერესებს კაბას აქ იყიდი,თბილისში თუ ვინმესთან შეიკერავ -თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და საუბრის თემა შეცვალა
-სულერთია
-მე შეგირჩევ და იტყვი რომ შენი არჩეულია
-ნოუ ფრობლემ... - უღიმოდა, ძლივს დამშვიდდა და განაბული უყურებდა ნერვებმოშლილს უცნობი გოგონა,რომ გამოჩნდა
-როგორ ხარ თორნიკეე... - დაიხარა, ყელზე შემოეხვია, ლოყაზე აკოცა და ისე ჩამოუჯდა მაგიდაზე თითქოს მარგო არც არსებობდა- როდის მესტუმრები?
-საყვარელო ეს ქალბატონიც გვყავს ქორწილში მოწვეულ სტუმრებს შორის თუ მისი სტატუსი არც ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენი ბედნიერება გაიზიაროს - ისე დაიშაქრა საკუთარი თავი შორიდან რომ დაენახა თვალებს ვერ დაუჯერებდა
-ქორწილი? ცოლს ირთავ?
-დიახ და უქმად დასაჯდომად არ გვცალია - მიმიკაც კი არ შეცვლია , ქალს არც დაემშიდობა, არაფერი უთქვამს მარგოს ხელი ჩაკიდა და გასასვლელისაკენ დაიძრა - იაფფასიან ეჭვიანობებს შეეშვი, ჩემს ცოლს არ გეკადრება
-მე უნდა ვბრაზობდე და შენ მიბრაზდები?-მანქანაში ჩაჯდა და კარი ხმაურით დახურა
-ფრთხილად!
-მე კი არა შენ იყავი ფრთხილად და დღეიდან აკონტროლე ყველა ქმედება რაც კი ქალებს ეხებათ. არ ვიცი რას ფიქრობ, მაგრამ მე შენი ბ.ზები კიდევ სადმე გადამეყრებიან და
-ეჭვიანი,ისტერიჩკა ცოლივით მოქცევას შეეშვი !
-ვით? შენი კანონიერი ცოლი ,რომ ვარ ხომ არ დაგავიწყდა. თავად არ გადაწყვიტე,რომ უნდა შეგვენარჩუნებინა ეს უმყარესი ურთიერთობა?
-მართლა გგონია,რომ განდეგილად გადავიქცევი?
-გააჩნია როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა და რას მოითხოვ ჩემგან ...ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,ჩემი ქცევები შენის პირდაპირპროპორციული იქნება. მომცემ თავისუფლებას? მაშინ ვისთანაც გინდა იმასთან იჟ.მავე ... მაიძულებ ავიტანო შენი საყვარლები? მეც გაგაცნობ ჩემებს და
-შენ ხარ ჩემი ცოლი , ჩემი ქალი და საყვარელი კი არა შენი რომელიმე თაყვანისმცემელი დაშებულზე მეტად რომ მოგიახლოვდეს ისეთს გავაკეთებ ანდროს გაჭედვები ბავშვური თამაში იქნება - მანქანა ისე სწრაფად დაამუხრუჭა ღვედი რომ არა მარგო უთუოდ თავს გაიტეხდა
-აი თურმე როგორ ინგრევა ოჯახები... კაცები თქვენს ბნელ აზროვნებას ქორწინების შემდგომ ავლენთ . მეგობრის სტატუსით როგორი ცივილურად მოაზროვნე იყავი აი ქმარი კი ნამდვილი ზეზვა ხარ მე კი მზია არ გავხდები,როგორი პირველყოფილური ქცევაც არ უნდა გამოავლინო - გაუღიმა, კიდევ უფრო მეტად გააცოფა და მანქანიდან მშვიდად გადავიდა. სადარბაზოსთან მდგომ ბავშვებს მიესალმა, ჩვეულებისამებრ კისკისებდა, ხუმრობდა ,მაგრამ ყველაფერი ყალბი იყო გონებით ისევ იქ იჯდა და თორნიკეს მკაცრი ტონით ნათქვამი ბრძანებები ესმოდა.
..............
საშინელი ამინდი იყო. წვიმდა და თან ძლიერი ქარი ქროდა. იმდენად იყო ფიქრებში გართული ვეღარაფერს ამჩნევდა. გაიყინა, დასველდა , მაგრამ მაინც ჯიუტად ფეხით აგრძელებდა გზას,თითქოს განგებ ექცეოდა ასე საკუთარ თავს. საძინებელში ისე ავიდა არც უვახშმია, ტანსაცმელი გაიხადა და პირდაპირ საწოლში დაწვა.
-რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ და საერთოდ იმ დონემდე რატომ მიგყავს მდგომარეობა რომ ძებნა დაგიწყო... ხომ გითხარი დამელოდე მე წაგიყვანთქო ვინმე სხვას ვუთხარი? ოდესმე გაიგებ რომ ის უნდა გააკეთო რასაც გეტყვი? მითუმეტეს როცა ელემენტარულს გთხოვ და არა საოცრებას -ოთახში შევარდნილი თორნიკეს ხმა შორიდან ესმოდა, თვალებსაც ვერ ახელდა ნორმალურად
-ნუ ღრიალებ თავი მტკივა ...- ლუღლუღით წარმოთქვა სიტყვები ,იმდენად ცხელოდა საბანი მოიშორა და საწოლის ცარიელი ნაწილისკენ გადაწვა ,გრილის შეხება იმდენად ესიამოვნა რომ გაურკვეველი ბგერები გამოსცა
-ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე ხომ? ასე გინდა დამსაჯო?
-მცხელა ... ვიწვი -საწოლიდან წამოდგა,თვალები თითქმის დახუჭლი ჰქონდა დანამულ ყელზე თითები ჩამოისვა და მკერდზე გადავიდა
-ორი დღეა ისე იქცევი ... ისე როგორც არასდროს. ასეთი ჯიუტი მაშინაც არ ყოფილხარ ერთმანეთი ,რომ გავიცანით. ნუ იქცევი ბავშვივით გთხოვ, არ ვიცი როგორ მოგექცე ...რა გინდა რომ გავაკეთო გამაგებინე
-გაჩუმდი - თითები ტუჩებზე ააფარა და სხეულზე მიეკრო-ღმერთო როგორი გრილი ხარ -სახე კაცის ყელში ჩამალა
-იწვი...შენ მართლა იწვი - თითები ჯერ მხარზე შეახო ,შემდეგ ყელზე გადავიდა
-ხომ გითხარი ვიწვი-თქო...
-მაღალი ტემპერატურა გაქვს ...შემომხედე - თავი ააწევინა,თვალები სულ წითელი ჰქონდა და ძლივს უყურებდა
-ჩამეხუტე რა ,გთხოვ - ნახევრად შიშველი, დანამული სხეულით, წითელი ტუჩებით და მზერით რომელიც გონებას უხშობდა
-ჩემი სასჯელი ხარ თუ გამოცდა ოდესმე გავიგებ? - თავი ვერ შეიკავა, ძალა არ ეყო . თითები ყელზე შეუცურა და ვნებიან კოცნაში აიყოლია.
-ვეღარ გიძლებ ,ერისთავო - ჩუმად თქვა ,შუბლით მკერდზე მიეყრდნო და გონებადაკარგული ჩაეშვა კაცის მკლავებში.
სახლში არავინ იყო, მარგო ხელში ჰყავდა აყვანილი, გონდაკარგულს უყურებდა და მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს ხედავდა. სააბაზანოსკენ გაიქცა, ჯაკუზში ჩააწვინა და ცივი წყალი მოუშვა . თავს უჭერდა, სახეზე ხელებს უსვამდა და სუნთქვაშეკრული ელოდა როდის გაახელდა თვალებს . გონზე იყო, ტემპერატურამაც დაიკლო , მაგრამ ძალა არ ჰქონდა და ნორმალურად ვერც იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს. თორნიკემ გაამშრალა, საწოლში დააწვინა და სველი თმაც გაუშრო. მის თავთან იჯდა , მაჯიდან ხელს არ უშვებდა, პულსს უმოწმებდა და მოთმინებადაკარგული ელოდა როდის გაიღვიძებდა.
-აქ ხარ?- პირი ისევ უშრებოდა, თვალები ზანტად გაახილა და თავი მკერდზე დაადო- წყალი მინდა
-ფრთხილად - ჭიქა ტუჩებთან მიუტანა , მისი თითები მაჯაზე შემოეხვია ცხელი აღარ იყო -კარგი გოგო ხარ
-შენ კი ღირსეული ქმარი - ჩაიცინა და ქვემოდან ახედა- შიშველი ვარ ? რა უხსენებელი სითავხედეა ... ქორწილამდე
-ცუდად ხარ და მაინც ვერ ისვენებ
-ქორწინების გამოაშკარავება რომ აირჩიე სანანებლად გადაგექცევა
-ზედმეტად ცდილობ...ასე თავს რამეს დაუშავებ. გადარეული ხარ ,წვიმაში როგორ იარე
-უბრალოდ გასეირნება მინდოდა... ვერ ვიტან ამ პერიოდს . ზაფხული მინდა
-ადრიანად მოიწყინე ჯერ კიდევ წინაა მთელი ზამთარი
-უნდა ჩავიცვა
-ხო, უნდა ჩაიცვა -არადა უნდოდა თავადაც გაშიშვლებულიყო და მთელი არსებით შეეგრძნო მისი სიახლოვე. ისე ახლოს ჰყავდა, წამი სჭირდებოდა კოცნამდე ,მაგრამ სურვილების მორჩილებას თავს ვეღარ დაანებებდა.
-რამდენი დღე დარჩა ქორწილამდე?- პიჟამა ,რომ ჩაიცვა სავარძელში დაჯდა. ფეხები მოკეცა ,მუხლებზე დაიწყო ხელები და თავი ზედ ჩამოსდო
-ერთი კვირა
-რამდენი წლის ხდები ერთ კვირაში?
-ჩემი ასაკი რას გეუბნება... გააჩნია თავს როგორ გრძნობ
-და შენ როგორ გრძნობ
-მე აქამდე მეგონა მოხუცის გამოცდილება მქონდა და აღარაფერი გამაკვირვებდა, არაფერი შემიქმნიდა გამოუვალ მდგომარეობას
-გამოვჩნდი მე და გაგაახალგაზრდავე
-მაგ ლოგიკით შენზე პატარა ვარ,თინეიჯერად ვგრძნობ თავს ბოლო დღეებია
-მადლობა მე ,რომ დაგაბრუნე წარსულში
-არა, ასეთი უკონტროლო მაშინაც არ ვყოფილვარ
-როგორ, სულ სერიოზული და გაწონასწორებული ბრძანდებოდით ბატონო თორნიკე და მე დაგაკარგვინეთ წონასწორობა?
-შენი ძილის დროა, თორემ ხვალ საწოლიდან ადგომას ვერ შეძლებ
-იქნებ არც მინდა ...იქნებ ისე დავიღალე რომ არ მინდა არსად წასვლა, რაიმეს კეთება ,ვინმეს ნახვა და უბრალოდ მინდა მანდ,ჩემს საყვარელ საწოლში დავრჩე ,რომელსაც მალე დავემშვიდობები
-ზუსტად ასეთს გიყიდი
-ხოო? - სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე - პრობლემაც გადაიჭრა
-რომ გაჩერდები, ერთი დღე დაწვები , ოთახიდან არ გახვალ,არავის ნახავ, არაფერს გააკეთებ და ისე მოგეწონება, ისე შეეჩვევი დამოკიდებული გახდები მარტოობაზე , უფერულ ყოფაზე -საწოლში იწვა უკვე, ბალიშზე ჰქონდა ხელები შემოხვეული და ცრემლებს ძლივს იკავებდა თორნიკეს ხმა რომ გაიგო . უკვე კართან იდგა ,წასვლას აპირებდა სიტყვები თავისთავად რომ დასცდა - გამაღიზიანებლის გაძლება და ატანა გვაძლევს ძალას . ყველაფერს რომ გავექცეთ რაც არ მოგვწონს აღარაფერი დარჩება , გაქცევის დროს ვერ მოახერხებ სასურველის დანახვას
-დარჩი ... თუ შეგიძლია დარჩი
-დაიძინე - ზურგით იწვა ისევ, არ შეუხედავს , ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს . გრძNობდა როგორ შეივსო საწოლის ცარიელი ნაწილი მოდიოდა მუხტი ,რომელიც სიმშვიდისა და სითბოს ნაზავს ქმნიდა .
........................
ერისთავი საბანზე იწვა გამთენიისას გაღვიძებულმა მარგომ პლედი რომ დააფარა საწოლში დაბრუნებულს ბიჭი მოეხვია, მისკენ გადაბრუნდა , ხელი წელზე დაადო და მისი სახეც იმდენად ახლოს იყო თითოეულ ამოსუნთქვას გრძნობდა ყორშია. ვერასდროს იფიქრებდა ამ მდგომარეობაში ძილს თუ შეძლებდა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა მისი სიფხიზლე . დილით თავადაც ეკვროდა, სახე მის ყელში ჰქონდა ჩამალული და ღრუბლიანი ამინდის გამო გათენება არც გაუგია. ერთადერთი რაც შორიდან ესმოდა ნაბიჯების ხმა იყო, ელენე მოდიოდა ,მაგრამ გამოფხიზლებას ვერ ახერხებდა და ქალი ოთახში რომ შევიდა მძინარე წყვილიი დაინახა
-ვაიმე დედა ... ღმერთო მიშველე. ოხ ბავშვებო - სიტყვები ბუნდოვნად ესმოდა, ერისთავის სიახლოვით გაბრუებული, კომფორტულად იწვა და ტვინში დატრიალებული განგაშის მიუხედავად მაინც ვერ იღვიძებდა
-რა ხდება ,რატომ არ გპასუხობდა ქალბატონი ... უნდა წაგვეყვანა სოფელში რა . რა სახე გაქვს-თორნიკემ საწოლიდან წამოდგომა ვერ მოასწრო ისე შევიდა ლაშა -აქ რა გინდა შენ?
-ჯანდაბა... - ნორმალურად გამოფხიზლებულიც არ იყო ფეხზე იდგა უკვე, სახეზე ხელები ჩამოისვა და გაბრაზებულ კაცს მზერა გაუსწორა - ისე არაა როგორც ფიქრობ
-აბა როგორაა...სახლში რადგან არ ვიყავით აუცილებლად უნდა მოსულიყავი და თან დარჩენილიყავი ? ახალი წესია რამე და არ ვიცი? შენგან არ ველოდი
-თავი მისკდება ... გაციებული ვარ . წუხელ სიცხე მქონდა , რომ არ მოსულიყო და დამხმარებოდა არ ვიცი ახლაც ალბათ გონდაკარგული ვეგდებოდი რომელიმე ოთახში . საერთოდაც თორნიკე ჩემი ქმარია უკვე და რა გაცოფებს გამაგებინებ? - ფიქრობდა დაველოდები, თორნიკე თავად იპოვნის გზასო,მაგრამ ვეღარ მოითმინა - შენ ძმაკაცის შვილის ნათლობაში წახვედი ხო? რატომ დარჩით და არ დაბრუნდით? დალიე და საჭესთან დაჯდომის უნარი აღარ გქონდა ხომ? თუ ასეთი საშიში მდგომარეობა გვაქვს და იმ სტადიაზე ვართ,რომ თვალი უნდა გვადევნოთ დაბრუნებულიყავი დროულად და დაღლილ თორნიკეს აქ აღარ ჩაეძინებოდა, ან თუ დაეძინებოდა ნორმალურად დაწვებოდა რომელიმე სხვა ოთახში - არ ამოუსუნთქავს ისე შეუტია კაცს და მერე დაელოდა შედეგს
-დაანებე ბავშვებს თავი ... წამოდი გამოვიცვალოთ და საუზმეს მოვამზადებ. როგორც ვხედავ კარგად ხარ ,ისე კარგად ჯერ რომ არ ყოფილხარ - ელენემ ლაშას ხელი ჩაკიდა და ოთახიდან გასასვლელად უბიძგა
-ქმარი ჰყავს გოგოს და მე ვინღა ჯანდაბა ვარ ... ღმერთო რა მეტეორივით მესროლე ეს ამბავი ოდესმე შევეჩვევი? -ჯუჯღუნით გაბრუნდა და თავზე გადაისვა ხელები- თავი მისკდება , წვნიანი გამიკეთე რამე თორემ ვკვდები - და მაინც არაა წესი ასე ჩემს სახლში ერთად ძილი
-მეძინება... რომელი საათია .სკოლაში არ წავალ საკონტროლოები დაწერილი მაქვს . პირდაპირ ქართულზე წამიყვან ? - ისე დადგა კარადასთან და გადაიძრო პიჟამას ზედა თორნიკემ კარის მიხურვა ძლივს მოასწრო
-სულ გაგიჟდა...ღმერთოო ამ დილაადრიან რატო შიშვლდები ხომ შეიძლება მითხრა გადი უნდა გამოვიცვალო
-ასე ვარ მიჩვეული და თუ პრობლემა გაქვს რატომ არ შებრუნდები? - შავი ყელიანი ზედა ჩაიცვა, მაღალწელიანი ჯინსი და ისე დაჯდა სარკის წინ -ასე ნუ მიყურებ ... ტვინს მირევ
-საჭირო არ იყო
-რა
-ჩემი დაცვა და მამაშენთან კამათი
-კამათი არ ყოფილა ეგ ... ჩემგან შეჩვეულია მსგავს შეტევებს და არაფერი რომ არ მეთქვა ეგ უფრო გაუკვირდებოდა. ახლა კმაყოფილია და თან გაბრაზებული, ბნელი და ნათელი ნაწილი ებრძვის მაგის ტვინში ერთმანეთს - თმას ივარცხნიდა,მაგრამ არეული ჰქონდა და არ გამოსდიოდა. სულ დაიწიწკნიდა თორნიკე რომ არ მისულიყო. სავარცხალი გამოართვა ,თმა ზურგზე გადაუწია და ფრთხილად დაიწყო არეული ნაწილის დავარცხნა. მარგო ჯერ სარკიდან უყურებდა შემდეგ ვეღარ გაუძლო და თვალები დახუჭა- აქვე დამეძინება -ჩუმად თქვა და თავი გვერდით გადახარა . ერისთავი დაიხარა, სავარცხალი სარკის წინ დადო და იმ წამს ისე ახლოს აღმოჩნდა ,რომ ამჯერად მარგომ აკოცა . ყელზე მიაწება ტუჩები, ხელები შემოხვია და ბოლოს სიტუაციის განსამუხტად საყელო გაუსწორა - მადლობა... წუხანდელისთვის- ჯერ ისევ ყურთან ახლოს საუბრობდა, პირი გაუშრა, სხეულში ცხელი ტალღები ვრცელდებოდნენ ერისთავმა მზერა ,რომ გაუსწორა
-მორჩი ასეთ მადლობებს - წინა კოცნაც გაახსენდა , დიდი დრო იყო მას შემდეგ მაგრამ მოგონებებიდან არ გამქრალიყო- მიწვევ -ქალის გაშლილ ფეხებს შორის იდგა, მისკენ დახრილი, ხელებით სავარძელს ეყრდნობოდა მარგო მკლავებს შორის ჰყავდა მომწყვდეული და ის იყო უნდა ეკოცნა ელენას ხმა გაიგეს პირველი სართულიდან
-ბავშვებოო ჩამოდიით ვისაუზმოოთ
-ჩანთა არ დაგავიწყდეს- სწრაფად მოშორდა , თავისი ქურთუკი აიღო და ოთახი დატოვა.
-წყეული შეგრძნებები ...საიდან მოხვედით ან როდის მომშორდებით- მკერდზე ხელი მიიბჯინა, გული ისე სწრაფად უცემდა თითქოს მალე ძვლებს გამოტეხდა . თვალები დახუჭა,თავი უკან გადასწია და ინსტიქტურად მოიქცია ტუჩი კბილებსშორის - ჯანდაბაა ასეთი სურვილი არ უნდა არსებობდეს !
...............
ქართულიდან ბიოლოგიაზე მისვლამდე დრო ჰქონდა, სადილობა გადაწყვიტა და კაფეში შევიდა . ჯერ კიდევ გრძნობდა გაციების შეგრძნებას და პირველი სწორედ ჩაი შეუკვეთა, კერძებს ელოდა და ცხელ სითხეს აგემოვნებდა ლუკამ რომ დაურეკა. პასუხის გაცემა არ უნდოდა, მაგრამ ცუდ ტონად მიიჩნია და მეორე ზარზე მაინც უპასუხა
-გამარჯობა ლუკა
-შენი ნახვა მინდა ... სულ რამდენიმე წუთს დამითმობ?
-არამგონია სასაუბრო გვქონდეს ისეთი ტელეფონით რომ ვერ მეტყვი
-გთხოვ ...ბოლოს და ბოლოს მეგობრები ვართ ხომ? კოლეგებთან გარკვეული უნდა გქონდეს ურთიერთობა მაშინ როცა ვიცით ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთება
-მისამართს ჩაგიგდებ და უალოეს ნახევარ საათში თუ მოხვალ დრო მაქვს...შემდეგ მთელი დღე დაკავებული ვარ
-მოვალ ...
წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ დასთანხმდა, განსაკუთრებულს არაფერს ელოდა და შესაბამისად დიდ მნიშვნელობასაც არ ანიჭებდა მასთან შეხვედრას. იმაზე მალე გამოჩნდა ვიდრე ვარაუდობდა, მიტანს უკვე მოჰქონდა შეკვეთა მისალმების დროს რომ აკოცა და მის წინ დაჯდა
-ვინმეს ელოდები?
-არა , სადილობას ვაპირებ ... როგორ ხარ? არ მეგონა აქეთ თუ იყავი
-გავიგე,რომ თხოვდები და ისე გამოვიდა,რომ ჩამოვედი
-ერთ კვირაში მაქვს ქორწილი
-ორი თვის წინ შევხვდით მგონი...მახსოვს ამბობდი მომავალი 20 წელი ჩემს პროფესიაზე ვაპირებ დაქორწინებასო და ასეთი ვინ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში,რომ თავგზა აგირია
-თავგზა ვინც ამირია ოთხი წელია უკვე ჩემს ცხოვრებაშია და სიმართლე რომ გითხრა გაცნობის პირველივე დღეს მივხვდი რომ არავის ჰგავდა ... ქორწინება დაგეგმილი არ გვქონდა, მაგრამ ბედნიერი ვარ
-და რა აქვს ასეთი შენს თორნიკეს
-მე ვყავარ ... - ჩაის დაცარიელებული ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა და მზერა გაუსწორა- რატომ ირთულებ ცხოვრებას ლუკა? შენი ამოჩემების გადაჩემების დრო აღარ მოვიდა ? ნინუცას ძალიან უყვარხარ, ამიტომ პირველივე დღეს ვეცადე ადამიანური ურთიერთობა გვქონოდა ჩვენ ორს ... მეგობრად ნამდვილად მიგიღებდი ,მაგრამ
-მაგრამ მე მეგობრები საკმარისად მყავს და შენ მინდოდი ... უფრო სწორად ახლაც მინდა რომ ჩემთან იყო, ჩემი იყო და ვგიჟდები იმ თავშეკავების გამო რასაც მთელი ეს დრო ვიჩენდი. შენ ისე საურობდი, ვფიქრობდი ჯერ არ ღირდა გრძნობების აღიარება ...როგორ ვნანობ ,რომ დავაგვიანე
-სულ ტყუილად ... რა აზრი ჰქონდა ლუკა? რაც არ უნდა გეთქვა მე და შენ ერთად მაინც ვერ ვიქნებოდით . მე შენს მიმართ რა ვქნა რომ ვერაფერს ვგრძნობ - გულწრფელად საუბრობდა,უნდოდა ბოლოს და ბოლოს დაესრულებინა ეს გაუგებრობა. მობილური ანათებდა, შეტყობინებები მოსდიოდა თორნიკესგან. არ წაუკითხავს, ფიქრობდა მნიშვნელოვანი არ იქნებაო და საუბარს განაგძობდა -იცი შენ ჩემი იმ სახით ხარ აღფრთოვანებული ნინუცამ რომ დაგიხატა ,რეალურად არც კი მიცნობ და არ იცი ,რომ ერთ დღესაც ვერ გამიძლებდი. შენ არ ხარ ის კაცი ჩემნაირი ქალიი,რომ უნდა ჰყავდეს გვერდით...დარწმუნებული ვარ იპოვნი ვინმე შენნაირ გაწონასწორებულ , მრავლისმცოდნე, ჩამოყალიბებულ, სათნო და საყვარელ გოგონას რომელთან ერთადაც ბედნიერი იქნები
-მაინც ვერ ვიჯერებ, რომ თხოვდები
-ეს სიტყვები უკვე იმდენჯერ მოვისმინე ,რომ ცუდად ვარ ...
-ნამდვილად გიყვარს?
-მის ადგილს ჩემს ცხოვრებაში სხვა ვერავინ დაიკავებს !- ამ სიტყვებში ნამდვილად დარწმუნებული იყო.
-ნეტავ ოდესმე ამოგიგდებ ფიქრებიდან ?
-იფიქრე სხვაზე და ეგ არის - იცინოდა , საუბარში გართული ტელეფონს არც უყურებდა თორნიკე კი უკვე მესამედ ურეკავდა. სანამ ლუკას არ გავიდა მანამ არ უპასუხა, აბაშიძეს აღარ უყურებდა, მოშორებით იდგა და ტელეფონზე საუბრობდა ისიც. ხაჭაპურის ცხელ ნაჭერს აგემოვნებდა და ცდილობდა დროში ჩატეულიყო
-კაფეში ვარ ვსადილობ ბიოლოგიაზე წასვლამდე ... აქვე ვარ და ფეხით ავალ. არ გინდა მოსვლა - არც მოუსმენია ისე უთხრა
-ერთი საათია გირეკავ... ფოტოები გამოგიგზავნე . სად გაქვს ტელეფონი
-რა ხდება ასეთი
-მოვალ...მანქანას ვაპარკინგებ და შემოვალ . გხედავ უკვე - მინიდან უყურებდა , იქვე ტროტუარზე მიაბიჯებდა მარგოსთან მისული ლუკა ,რომ დაინახა და იქვე გაჩერდა. აშკარად ემშვიდობებოდა, მისი ხელი ეჭირა , უღიმოდა და ბოლოს ლოყაზეც აკოცა. იმ დროს უკვე შენობაში იყო და პირდაპირ მათკენ მიემართებოდა
-მარგო
-თორნიკეე ... - ქვემოდან ახედა და მისი მზერის დანახვისას დაძაბულობა იგრძნო. შეეშინდა კიდეც , ისე უყურებდა ლუკას თითქოს მალე დაარტყამდა
-ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ
-არა...ნინუცას დაბადების დღეზე იყავით ,მაგრამ არ გაგვიცნია . ისე კი მაშინ ერთად რომ გხედავდით ვიფიქრე რაღაც იყო თქვენს შორის, ნინუცასაც ვკითხე და იმდენი იცინა ფიქრები განვდევნე, თურმე მართალი ვიყავი
-და ახლა რა ხდება ? დაუკერავ ცალმხრივ სიყვარულს ემშვიდობები ? - ისეთი ცინიკური ტონი და დამცინავი მზერა ჰქონდა მარგოს მზერა გაუშეშდა . აგიჟებდა , აცოფებდა და თან ისე მოსწონდა ასეთი,რომ საკუთარ თავზე ბრაზობდა
-მომავალ შეხვედრამდე მარგო - თორნიკეს სიტყვები დააიგნორა, ალბათ ისევ აკოცებდა ერისთავს თავისკენ რომ არ მიეზიდა მუცელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და ზურგიდან ეკვროდა
-მეეჭვება მალე შედგეს ეგ შეხვედრა -ჩუმად ჩაილაპარაკა
-ნახვამდის ლუკა -ძლივს ამოთქვა და თორნიკეს თითებისგან დაიხსნა მტევანი- ეს რა სითავხედეა?- ქვემოდან ახედა, ჯერ კიდევ ეხებოდა თეძოზე მისი ხელი
-მე ვთავხედობ? -თავისკენ შეაბრუნა და მეორე ხელიც წელზე შეახო- იდიოტივით დავეძებ კაბას ... დებილს მიხარია ვნახე რაღაც შენთვის შესაფერისი ,ფოტოებს გიყრი გწერ არ გირეკავ მგონია ისევ მასწავლებელთან ხარ ...წუთებს ვითვლი მერე გირეკავ არ მპასუხობ მგონია რაღაც გჭირს და შენ თურმე აქ მშვიდად ებაასები იმ გამოს.რებულს. უღიმი, ხელზე შეხების და კოცნის ნებას აძლევ
-ხელზე შეხება და ლოყაზე კოცნა როდის გახდა ეჭვიანობის მიზეზი... ერთი უბრალო შეხება
-უბრალო არა? ანუ არაფერია ეს შეხება- მაჯიდან თითებისკენ გადაიტანა ფალანგები, ხელის ზურგზე ცერით ეფერებოდა ,თვალებში უყურებდა რომ მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა- სულ არაფერი,ხომ?- აღარ კოცნიდა,მაგრამ მანძილი არ გაუზრდია ისე უთხრა და ცხვირის წვერი ყბაზე შეახო- ნუ გამაგიჟებ , ნუ შემშლი მარგარიტა !
-შენ უკვე შეშლილი ხარ ,უბრალოდ ვერ ხვდები და არც არავინ გეუბნება - გულისცემა ისე აუჩქარდა ლამის ხელებში ჩაუვარდა. სასწრაფოდ დაჯდა და მზერა მოარიდა- კაბა იყიდე?
-შენ ხომ არ გაინტერესებს ... -ტელეფონი აიღო და ფოტოებიც წაშალა
-რას აკეთებ
-ღირსი ხარ რაღაც უბედურების ჩაცმა მოგიხდეს და ჭკუიდან გადახვიდე
-შენი გემოვნების მაჩვენებელი აქ ვარ , შეუძლებელია კაბა ვერ აარჩიო როცა ქალი გყავს ასეთი თანაც რა უნდა იყოს ისეთი მე რომ არ მომიხდეს
-როგორი თავდაჯერებულობაა, გასაოცარია
-აჰაა... თვითშეფასება ამიმაღლა შენმა ცოლობამ
-იმან რაო ვაბოდებ შენზე და იქნებ არ გათხოვდეო?
-ნუ იბღვირები...ძალიან გთხოვ
-რა იყო ,არ მიხდება ?
-პირიქით , ნერვების მომშლელად გიხდება და იმედია ისე არ წარიმართება ჩვენი ცხოვრება,რომ შენს ძალადობას დავმორჩილდე ამ საზიზღარი შარმის გამო
-მასწავლებელთან იგვიანებ - ერთხანს ღიმილის შეკავებას ცდილობდა, მერე წამოდგა და დაელოდა როდის გაჰყვებოდა- მოძალადედ გადაქცევა არ დამჭირდება საკმარისად მაქვს შარმი და ისედაც ზედმეტად გიზიდავ ,ბანალური გაჭედვების გარეშეც -მანქანაში ჩაჯდომამდე უთხრა შემდეგ კი სიტყვაც არ დაუძრავს.
...................
ქორწილის დღეს ემოციებს ვერც ერეოდა და ვერც მალავდა. გაქცევაზე ფიქრობდა, ყველაფრის მიტოვებაზე და ამ სიყალბისგან თავის დაღწევაზე. მდუმარედ ემზადებოდა, კაბა არც უნახავს ისე ჩააცვეს ნინუცამ და ელენამ . იდგა სარკის წინ , დედოფლად ქცეული თორნიკეს არჩეული კაბით და ვერაფერზე ფიქრობდა ,არაფერი ესმოდა ,აღარც სურვილები ჩანდნენ, აღარც მიზნები , გზაც გაუფერულდა მხოლოდ ერისთავი დარჩა .
-სინანულისა და დანაშაულის შეგრძნების გარეშე დარჩენილად შენც გრძნობ თავს თუ მხოლოდ მე
-ყველა’ფერი შესაძლებელი აღმოჩნდა , ერისთავო
-ჯვრისწერა არ იქნება ...
-როგორ მოახერხე
-დამიტოვეთ მორიგი მოულოდნელობის საშუალება-თქო და დამთანხმდნენ ...
-ყველაფერი ისე ხდება როგორც შენ გადაწყვეტ ხოლმე, არა?
-ყველაფერი მართვადია შენს გარდა - თითები სახეზე შეახო და მის ტუჩებთან განაგრძო საუბარი- როგორღაც კონტროლს მაკარგვინებ - ალბათ ისევ იპოვნიდა თავშეკავების წერტილს და მოშორდებოდა მარგოს რომ არ გაქრო ზღვარი . თავშეკავების გარეშე , სურვილს აყოლილი კოცნიდა და მანამ არ მოშორდა სანამ მანქანების ხმამ არ შეუშალა ხელი
-წასვლის დროა ... დღეს ისე უნდა მოიქცე რომ არავინ თქვას მარგო ამ უჟმურს როგორ გაჰყვაო
-როგორმე გავუძლებ ერთ დღეს და მივყვები შენს რიტმს-ღრმად ჩაისუნთქა და ხელი გაუწოდა -გთხოვთ,ქალბატონო ერისთავო
..............
-გიყურებთ და კიდევ ვერ ვიჯერებ რაღაც თამაში მგონია ... არადა თურმე რა საოცრად უხდებით ერთმანეთს
-ანდროო უკვე მეასედ იმეორებ ამ წინადადებას და ძალიან გთხოვ მაკმარე შენი დის ქმრობა ნუ მიმწვავებ პოტენციურ ნერვოზს
-ნუ მაცინებ შე ჩემა...მე აქ ცოლის ძმის წინასაქორწილო სფიჩი მქონდა მომზადებული
-რა, თუ ავატირებ, გავაბრაზებ, ვაწყენინებ ყელს გამომჭრი ?
-რა არასერიოზულად უყურებ შენ ჩემს მუქარას, გგონია არ გავაკეთებ?
-დარწმუნებულიც კია ,რომ გამკეთებელი ხარ და მინდა გითხრა, მაგიტომაც ვარ მისი ცოლი
-რას ბოდავ გოგო
-ნენესთან ამ ლექსიკით ნუ იმოძრავებ, ქალი ფილოლოგი ხდება და ტეხავს ასეთი მოსაუბრე ბიჭის გვერდით ყოფნა
-დროზე გავიდეს დრო ,რომ როგორმე დაგატკბოს ერისთავმა, დაგამშვიდოს, გამოგფიტოს და დაგვასვენო ყველა შენი შხამისგან
-მაგ ყველაფერს ქმრის სტატუსით ვერ მოახერხებს...საყვარელი უფრო
-ემოციური დღე აქვს ... ყურადღებას ნუ მიაქცევ - თორნიკემ ისე მოუჭირა თეძოზე თითები,რომ იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. არადა საოცრად ერთობოდა ამ ორის ნერვებზე თამაშით
............
ქორწილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტის ცეკვის დრო იდგა, იმდენი ადამიანი უყურებდა თავი კონცერტის გამომსვლელი ეგონა . უცნაურად ღელავდა განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაიგო,რომ ცოლად პროფესიონალ მოცეკვავეს გაჰყვა
-არ შემიძლია... ვერ ვიცეკვებ. წარმოდგენა არ მაქვს შენ კი თურმე მთელი 10 წელი ცეკვავდი . იყოს ქორწილი ქართული ცეკვის გარეშე
- ცეკვა ემოციაა, გრძნობაა და იდეალურად შეძლებ თუ მელოდიას შეიგრძნობ ,ისუნთქებ და არავის შეხედავ ჩემს გარდა - ხელის ზურგზე აკოცა და მელოდიის გაჟღერებისთანავე დაიწყო სულისამაფორიაქებელი მოძრაობა ,რომელსაც უბრალოდ ცეკვას ვერ უწოდებდით. იმდენად მომხიბვლელი იყო გაშეშებულმა ძლივს შეძლო სხეულის დამორჩილება. ასეთი ვნება არასდროს არაფერს აღუძრავს, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ანათებდა, სამყაროში ყველაზე ლამაზი ქალი იყო და მის გარშემოტრიალებდა ყველა და ყველა’ფერი . ერისთავმა ზუსტად მელოდიის დასასრულს მოხვია ხელი წელზე, დისტანცია გააქრო და კიდევ ერთი ემოციებით სავსე კოცნა შედგა
-საოცრება იყო -გულისცემა ჯერ კიდევ აჩქარებული ჰქონდა, ქვემოდან უყურებდა და სიტყვებს ვერ პოულობდა.

უამრავ ნაცნობ და უცნობ ადამიანებს შორის ყველას დაკვირვება და დამახსოვრება შეუძლებელი იყო, მაგრამ თორნიკეს მეგობარი ქალებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, ეჭვიანობის მართვა საერთოდ არ გამოსდიოდა, გაუაზრებლად ადევნებდა ყველას თვალს . ერისთავის ყველა მიახლოება მეგობრებად წოდებულ ქალებთან სულს უხუთავდა, დაუოკებელი სურვილი უჩნდებოდა მათთან მივარდნის , უნდოდა ხელი ჩაევლო და ყველასგან შორს წაეყვანა. ცეკვავდა, ირგვლივ იმდენი ვინმე ჰყავდა, მაგრამ თორნიკეს ვერ ხედავდა ,ჯერ მაგიდასთან დაინახა, მორიგი ჭიქა დაცალა შემდეგ კი გასასვლელისაკენ დაიძრა . მარგოს მზერას არ გამორჩენია მის უკან ადევნებული ქალი ,რომლის სახელიც კარგად არ ახსოვდა ,მაგრამ მისი მზერა თავიდანვე არ მოეწონა. ვერ მოითმინა, გრძნობდა რაც მოხდებოდა და მაინც მიდიოდა, შორი გზის გავლა არ დასჭირდა ქალის ხმა გაიგო თუ არა მაშინვე გაჩერდა
-ვიცოდი, ვიცოდი ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ სახეს არასდროს მიიღებდა ,მაგრამ ვცოფდები ...თავს ვერ ვიკავებ ისე ვბრაზობ . როგორ დავიჯერო,რომ შენ ეს პატარა განუვითარებელი, ჩამოუყალიბებელი უბრალოდ ლამაზი გოგო შეგიყვარდა ...გასაგებია,რომ მოგინდა ახალგაზრდაა, სექსუალური ,ცეცხლოვანი ,მაგრამ ცოლად მოიყვანე და მის გვერდით იქნები სიცოცხლის ბოლომდე? ამ განვითარების გოგოშკას უკავშირებ ცხოვრებას ?
-შენი გაციებული საწოლი გადარდებს და ძალიან გთხოვ ნუ ფილოსოფოსობ -სიგარეტის ჩამწვარი ღერი ურნაში ჩააგდო და უემოციო მზერა მიაპყრო ქალს- ჩემ ტვინში და გულში რა ხდება მაგის გაგების უნარი რომ გქონოდა შესაძლოა შენც შემყვარებოდი... ნუ იწერ იმ საქმეებს რაც არ იცი და არასდროს გამოგივა
-და რაც ვიცი ,შესანიშნავად გამომდის იქ რა მოხდება...ერთგული ქმარი გინდა იყო და გაკვეთილები ჩაუტარო შენს პატარა , გამოუცნელ გოგოს ?- მარგო არ უყურებდათ ,მაგრამ ხვდებოდა რამდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მთელს სხეულსი დაუარა მძაფრმა ტკივილმა ,როცა ქალმა ერისთავის ტუჩებს მიაღწია და წინააღმდეგობაც არ მიუღია . თავადაც არ იცოდა იქ რას ელოდა, რა უნდოდა მოესმინა ან ენახა ,მაგრამ რასაც მძაფრად გრძNობდა ეს იყო ბრაზი და მათი გაგიჟების დაოკებელი სურვილი
-გეყოფა ... საკმარისია უკვე
-მეტს არ ვიმსახურებ ? - ხმაზეც კი ეტყობოდა როგორ იწვოდა სურვილისგან - გაიარე ქორწილის წინა რეპეტიცია ...
-თორნიკეე... ერისთავო აქ ხარ ? - ისე დაუძახა თითქოს შორს იყო და ეძებდა. უცებ შეუხვია მარჯვნივ და ქალთან ახლოს მდგომ გაოცებულ ერისთავს ღიმილით შეხედა- როგორც იქნა გიპოვნე... უიჰ,მარტო არ ყოფილხარ - ქალზე გადაიტანა მზერა რომელიც ისევ კედელს ეკვროდა , კაბა ცალ მხარზე ჩამოწეული ჰქონდა და მკერდის დიდი ნაწილი მოშიშვლებული სიცივე აშკარად არ მოქმედებდა მასზე
-როგორც სჩანს ცოლი დიდხანს არ გტოვებს მარტოს...ალბათ ეშინია ვინმემ არ მოგიტაცოს . პატარა გოგონები და მათი შიშები -კედელს მოშორდა, თმები გაისწორა და წასასვლელად მოემზადა
-ახალგაზრდა, ჩემი ასაკის გოგონებს რომ ხედავთ ალბათ განვლილი წარსული გახსენდებათ ... ცუდია უკან დაბრუნება რომ არ შეგიძლიათ ,არა?- ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს მთელი გულით უთანაგრძნობდა - სულ ასე გტოვებდნენ კაცები ,როგორც ამ უკანასკნელმა მოგისროლათ ? წარმომიდგენია რა რთულია უპრინციპო, მდაბიო ქალის ცხოვრება ...
-როგორ ბედავ შე მართლა მდაბიო გომბიო -ისე უყურებდა გვიან გაიაზრა მისი სიტყვები მერე კი ერთიანად აენთო მარგარიტა კი კვლავ მშვიდი, მომღიმარი სახით იდგა და ადგილიდან არ იძვროდა .
-არ გაბედო მიახლოება- ქალს მკლავში ჩაავლო და გააჩერა- შენი წასვლის დროა !
-ასე ?
-ნათია ! - არაფერი უთქვამს თითქმის, ხმაც არ აუმაღლებია უბრალოდ უყურებდა მერე ხელი გაუშვა და ისიც წამებში გაქრა -რაც მიიღე იმით კმაყოფილი ხარ?
-შენ სიამოვნებას განიჭებს ჩემს მერე სხვების შეხება? მაინტერესებს მე იგივეს განვიცდი თუ ვერ - ისე უყურებდა იწვევდა, გამოუვიდა კიდეც
-ჩემთან თამაშში როგორი ცეცხლიც არ უნდა დაანთო ბოლოს მაინც შენ დაიწვები -ახლოს იყო , ზემოდან დაჰყურებდა და მერე იცინოდა
-რა გაცინებს
-მთელი დრო ველოდი შენს შემოვარდნას ,ისტერიკას და შენ რა გააკეთე -არ უნდოდა ამის თქმა მაგრამ მაინც წამოსცდა - წავედით, ყინავს აქ ... თაიგულის სროლის დროც მოვიდა
-იცოდი...შენ იცოდი და მაინც
-გეყოფა ზედმეტი გამოხტომები ... ჩემს დევნაზე არც იფიქრო და მითუმეტეს იმაზე ,რომ ოდესმე გამაკონტროლებ - მიდიოდა და ისე ელაპარაკებოდა თავისი ცივი მომთხოვნი ტონით
-როგორც შენ იტყვი, მაგრამ იცოდე ზუსტად ისე იქნება ყველაფერი ჩემთან როგორც შენთან!

თაიგული ისე ისროლა ნენეს რომ დაეჭირა და ანდროს გაბრწყინებული სახის დანახვისას კმაყოფილება იგრძნო. სულ რამდენიმე საათი რჩებოდა მის გაფრენამდე, ისევ უკან ბრუნდებოდა და იქნებ ეს დღე მათ ურთიერთობაში გადამწყვეტიც კი აღმოჩენილიყო.
-იმედია ისე არ დაქორწინდებიან როგორც ჩვენ,თორემ ტაბიძე ნამდვილად მოკლავს
-ანდროს ნამდვილად უყვარს , არასდროს გააკეთებს ისეთ რამეს მერე საკუთარი ცხოვრებით რომ აგოს პასუხი და ასე დაისაჯოს თავი
-ასეთ მეტამორფოზას ნუ მიჩვენებ... დააპაუზე თორემ მალე საკუთარ თავს ვეღარ იცნობ
ვეღარ უძლებდა, ყველაფერი ყელში ჰქონდა და ღვინის ერთ ჭიქას კიდევ რამდენიმე დაამატა. გართობა განაგრძო, ვერავინ ამჩნევდა მის არსებაში დატრიალებულ ქარბორბალას. სიგიჟეს ,სიგიჟეს უმატებდა და სრულად კარგავდა კონტროლს
- წასვლა მინდა ,დავიქანცე -მხოლოდ რამდენიმე ჩურჩილით ნათქვამი სიტყვა , ყურთან დატოვებული მხურვალე კოცნის კვალი და შედეგად მიღებული კაცის შეკრული სუნთქვა .
-მივდივართ- რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა, ხელი ჩაკიდა და წაიყვანა იქ საიდანაც დაიწყო ყველაფერი.
სახლის დანახვისას კიდევ ერთხელ გაუცოცხლდა მოგონებები. გზას მდუმარედ აგრძელებდნენ, ორივე ერთ კადრს ხედავდა , ხმებიც კი ესმოდათ სიამოვნებისგან წამოცდენილი ბგერები ,რომლებიც სახლის სიჩუმეს არღვევდა.
-შევიშლები !- ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა
-ცოტა ხნით მოგიხდება აქ დარჩენა...მალე გადავალთ
-და რა შეიცვლება?
-თამაში აღარ მოგიწევს...კომფორტულად იქნები და თავისუფლად მოიქცევი
-ბინაში გადასვლა არ მინდა ... სული შემეხუთება . მირჩევნია აქ დავრჩეთ ,ნუ გეშინია ისეთს არაფერს გავაკეთებ შენი მშობლები რომ გავაგიჟო
-ეგ არ მიგულისხმია ვფიქრობდი ასე გენდომებოდა
-უკვე ისე ვარ თავადაც არ ვიცი რა მომინდება ... ერთმანეთს როგორ გავიცნობთ
-მე კარგად ვიცი რაც მინდა და როგორიც ვარ ,მაგრამ შენ მაინც არ მიცნობ
-როგორი ხარ , ჩვეულებრივი მექალთანე , აგრესიული , უხეში კაცი რომელიც საკუთარ ქორწილში კოცნიდა საყვარელს მაშინ როცა იცოდა მისი პატარა, სულელი ცოლი სადღაც იქვე იყო?
-რატომ გამომყევი...რას ელოდი . რა გინდოდა რომ გამეკეთებინა
-არ ვიცი
-როგორ არ იცი... გინდოდა იქვე გ.მეჟიმა და შეგზიზღებოდი თუ ახლოს არ მომეშვა, მეთქვა ჩემს ცოლზე ვგიჟდები და მორჩა დღეიდან ყველა ქალს გშლით ჩემი ცხოვრებიდან-თქო...რომელი გაწყობდა
-ჩემ არჩევანს შენი ქცევა მაინც ვერ წყვეტს... ჩემი სურვილები მმართავენ აი მათ კი რა ძალა აკონტროლებს არ ვიცი
-გამაგებინე რა გინდა და მეც ვეცდები ისე მოვიქცე როგორც შენთვის იქნება ხელსაყრელი
-რა ხელსაყრელი... ვიღაც ქალის ნაფერებიც მინდიხარ და გული მერევა საკუთარ თავზე. სრული გაორება მაქვს და მგონია,რომ ბოლოს ფსიქიატრიულში მოვხვდები
-შენ უნდა გადაწყვიტო ჩვენი ქორწინების ბედი ... მე მხოლოდ იმას ვეცდები,რომ ამ ყველაფერმა შენს ცხოვრებას მოუშორებელი დაღი არ დაასვას. ვერ ავიტან შენთვის საძულველ არსებად რომ გადავიქცე . დაფიქრდი რა გინდა , ვინ ხარ და როგორი ცხოვრება გინდა,რომ გქონდეს ..რა ადგილი გინდა ჩემს ცხოვრებაში
-და შენ? იცი რა გინდა ჩემგან?- აივნის კართან მდგომი გააჩერა და შემობრუნება აიძულა- მე რომ გითხრა არ ვიქნებით ცოლ-ქმარი -თქო მეც მომცემ თავისუფლებას? არ მინდიხარ და ვისთანაც გინდა იყავი-თქო ,რომ გითხრა
-მე შენამდე მქონდა ცხოვრება , შენი ქმარი თუ გავხდები ყველა სხვა გაქრება ,მაგრამ სხვა შემთხვევაში არ. შენ კი მხოლოდ ჩემი ხარ და ასე იქნება სანამ ჩემი ცოლის სტატუსს ატარებ
-ჩემთვისაც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემი ქმრის სტატუსის მქონე კაცი სხვასთან რომ იქნება . ჩემ თავმოყვარეობას რა ვუშველო
-მხოლოდ ეგ თუ იქნება პრობლემა და სხვა არაფერი შენ თავმოყვარეობას არავინ და არაფერი შეეხება ! -წკიპზე იყო,რომ არ გაცლოდა ზღვარს გადაკვეთდდა მანამ სანამ მარგო სიმშვიდის წერტილს იპოვნიდა და გადაწყვეტილებას მიიღებდა.
-კაბის გახდაში დამეხმარები? -ზურგით დადგა და გვერდიდან გახედა
-გამოცდა ხარ ,ჩემი მოთმინების გამოცდა - კაბის ელვა გაუხსნა და ხერხემლის ხაზზე აუყვა თითებით და ტუჩებიც იქვე შეახო - გვიან დავბრუნდები... მშვიდად იყავი
სახლიდან არ გასულა, პირველ სართულზე იყო და გამთენიისას დაბრუნდა საძინებელში. მძინარე ცოლის გვერდით დაიკავა ადგილი და ემოციებისგან გადაღლილმა დაიძინა.
.................
-რომელ საათზე იღვიძებ - საწოლში მარტო იწვა თორნიკე კი უკვე მომზადებული იყო და მაგიდასთან იჯდა -მუშაობ?
-შენ ხომ აგრძელებ სწავლას...მე ვმუშაობ
-ხო სკოლას რაც შეეხება
-ნათლიაჩემია დირექტორი და მის სკოლაში ივლი... რეპეტიტორებიც მირჩია . ახალი წლიდან დაიწყე მანამდე სკოლაში იარე იქაც ბევრ რამეს გასწავლიან- ლეპტოპში იყურებოდა, უკან არ მიუხედავს რაღაცას წერდა - ამ დღეებში წაგიყვან , იმედია მოგეწონება
-შევეჩვევი როგორმე ... მთავარია მომდევნო სემესტრი გადვაიტანო . სკოლას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ
-ადაპტირება არ გაგიჭირდება . შენი კომუნიკაბელურობის შესახებ მომეხსენება
-შენები როდის დაბრუნებიან ...რა საჭირო იყო სახლიდან გახიზვნა
-თავად გადაწყვიტეს წასვლა... მე არაფერი მითქვამს. არ ვიცი როდის დაბრუნდებიან. ეგ ორი დღემდე ახალდაქორწინებულივითაა , თინეიჯერებივით ცხოვრობენ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ
-თორნიკეეე - საწოლიდან წამოდგა და მაგიდას მიეყრდნო - ერისთავო
-გისმენ ...
-რომ არ მიყურებ მგონია,რომ არ მისმენ და რას აკეთებ დილის 8 საათზე ასეთს
-მნიშნელოვან ანგარიშს ვამოწმებ ... მითხარი რა მოიფიქრე- ქვემოდან ახედა იმ წამს გაიაზრა როგორი პენუარი ეცვა და მზერაც შეეცვალა მარგო კი ისევ თავის იდეაზე ფიქრობდა
-ლიზიკო ხო ნეონატოლოგია, ანუ ახალშობილებთანაა შესაბამისად მშობიარობებს ესწრება და ვერ მოახერხებს ჩემს შეყვანას? უკვე 18 წლის ვარ იქნებ სამსახურიც დავიწყო ...ძალიან ძალიან მინდა სამშობიარო განყოფილებაში მოხვედრა. მესამე კურსამდე არ მასწავლიან მეანობას და მანამდე ინტერესი შემშლის
-წარმოდგენა არ მაქვს რა როგორ ხდება კლინიკაში...დასანახად მეზიზღება იქაურობა და ლიზიკო რომ დაბრუნდება დაელაპარაკე. ყველაფერს გააკეთებს შენ ოღონდ მოინდომე
-მერიდება ...
-რა გერიდება ...დამიჯერე ჯერ თავს იკავებს არ უნდა თავი მოგაწყნოს თორემ ოცნებობს შენთან დაქალობაზე . რომ ვუფიქრდები გავხართ კიდეც რაღაცნაირად
-შესანიშნავი ქალია და შენ ვის დაემსგავსე მიკვირს... ვიტყოდი ნაშვილები ხარ-თქო ,მაგრამ გარეგნული მსგავსება გაქვს მტკიცებულებად
-დილაადრიან მიშლი ხელს მუშაობაში, არ ჯერდები ამ პროვოკაციული ნაჭრით შემოსილი ყოფნას ამ შუა ზამთარში სხვა ვერაფერი იპოვნე?- თითები მოშიშვლებულ ბარძაყზე ააყოლა და გიპიურის საცვლის კიდეს გაუყვა- მთელი ჩემი ოჯახი მოგწონს და მე არა ... ქორწინების პირველი დღეც ასეთი უნდა
-არ მეგონა შენს ასაკშიც თუ გაწუხებდათ კაცებს დილის „ეფექტი“ - ხელის მოშორება არც უცდია, პირიქით მისკენ დაიხარა და კიდევ უფრო მეტად გამოიწვია-შენი მოწონებაც რთულია ,მაგრამ არმოწონება შეუძლებელი - ტუჩის კუთხეში აკოცა და შემდეგ მოშორდა-იმუშავე, ხელს აღარ შეგიშლი

საუზმე მოამზადა, რატომღაც გადაწყვიტა რომ ქმართან ჰარმონიული ურთიერთობა სჭირდებოდა და ვინდაიდან იცოდა დილით რასაც მიირთმევდა არ დაიზარა . ყველაფერი თავად იპოვნა, დაიმახსოვრა სად რა იდო სუფრაც გაამზადა და მაგიდასთან იდგა თორნიკე რომ ჩავიდა
-არ მჯერა ...რით დავიმსახურე ეს პატივი?
-გადავწყვიტე მეც ვისაუზმო დილით... ენერგია დამჭირდება . ზედმეტად ბევრ ახალს უნდა შევეჩვიო - პირველივე მიზეზი უთხრა რაც მოაფიქრდა და ცხელი ყავით სავსე ფინჯანი დაუდგა წინ - გემრიელად მიირთვი
-გმადლობ ... კარგი აზრია,ნამდვილად დაგჭირდება ენერგია. ბოლო წელია საგრძნობლად დაიკელი წონა და მგონია,რომ შიმშილობ
-არ ვშიმშილობ...უბრალოდ მანამდე ვიყავი სიმსუქნისკენ მიდრეკილი
-საიდან მოგაქვს ეს შეფასებები ...მაკვირვებ. ჭარბი წონა როდის გქონდა- სახეზე ეტყობოდა,რომ ყველაფერი მოსწონდა და მარგოც რაღაცნაირი კმაყოფილი საუზმობდა, ისე დანაყრდა გონზეც ვერ მოვიდა- შესანიშნავად გამოიყურებოდი მაშინაც და ახლაც
-რა საამოა დილის კომპლიმენტი მეუღლისგან...როგორი ტკბილი ხარ
-ვერც კი წარმოიდგენ როგორი ...
-მახსოვს - ჯერ თვალებში უყურებდა, მერე რომ გაიაზრა რაც უთხრა მზერა მოარიდა - იმედია აალაგებ... მე ჩემოდნები უნდა ამოვალაგო - იქაურობას გაეცალა და საძინებელში დაბრუნდა. ჩემოდნები კარადასთან გადაიტანა , კარებები გახსნა ,მაგრამ მიხვდა, რომ შარში იყო და სასოწარკვეთილი დაეშვა ტყავის სკამზე
-საკიდებს ვიყიდი... აქ დავაწყოთ და დაეტევა როგორმე
-რომელ კაცს აქვს ამდენი ტანსაცმელი ...
-მოწესრიგებულს და საქმიანს.
-ამდენი პერანგი ,შარვალი , პიჯაკიი მე კი სულ სპორტულ ფორმაში გხედავდი მეგონა ქორწილში პირველად გეცვა კლასიკურად და შენ თურმე ერთი კარადა გაქვს სავსე ... ჰალსტუხებზე აღარაფერს ვამბობ
-სერიოზული თანამდებობა მიკავია , დახეული ჯინსებით და კედებით ვერ ვივლი ...
-აი თურმე რატომ მიყურებდა ყველა შენი თანამშრომელი ქალი ასეთი ბოღმით... ამ ფორმაში რომ გიყურებენ დარწმუნებული ვარ სურვილით იხოცებიან . სამსახურეობრივი რომანიც გაქვს ?
-სანამ დილის განწყობას გავიფუჭებთ შენი ეჭვიანობის მორიგი ტალღით გადავწყვიტოთ როგორ დავატიოთ ორივეს ტანსაცმელი
-მე თაროები მჭირდება , ძირითადად ისეთი სამოსი მაქვს საკიდები არ სჭირდება . უჯრები უნდა გამითავისუფლო შენს წინდებს ამ კალათში გადავყრი - პასუხის მიღებამდე ამოყარა ყველა . თაროებზე დაკეცილი მაისურებიც ისე დაალაგა ,რომ სივრცეები გაათავისუფლა- რა საჭიროა ასე გაშლილლად დალაგება, უნდა შევიწროვდე როგორც ჭეშმარიტ ცოლიან კაცს შეეფერება
-ახალი ოთახი გვჭირდება ... ეს საძინებელი აშკარად არ გვეყოფა
-დავეტევით ნუ ღელავ ძვირფასო, უბრალოდ შევიწროვდები
-დაჭმუჭნული მაისურებით ვიარო?
-ისე შეიცხადე ვხვდები ვინ დამიუთოებს ტანსაცმელს
-შენ რა დაუთოება არ იცი?
-რას ნიშნავს არ იცი...როგორ შეიძლება არ იცოდე, იდიოტი ხომ არ ვარ. მე უბრალოდ ბევრი საქმე სიძულვილის დონემდე მეზარება და რა მოხდება თუ ჩემი საყვარელი მეუღლე შეითვისებს ამ საქმეებს რაღა სტრესი ამარიდოს . აბიტურიენტი ვარ, რთული ცხოვრება მაქვს
-გამოცდა ხარ, ნამდვილად - ამოიხვნეშა და თავად გადააწყო ტანსაცმელი - მგონი საკმარისია. რაღაც მხრივ დადებითიცაა შოპაჰოლიკი რომ არ ხარ , მაგრამ ვფიქრობ ერთი შოპინგი გჭირდება
-რატომ,თბილისის ელიტა არ მიმიღებს თუ ხშირად ჩავიცვამ ერთი და იგივე სამოსს? შოპინგი განტვირთვაა, ახალს რომ ვიცვამ განწყობა მიმაღლდება მაგრამ იმდენი თუ ვიყიდე,რომ ყველაფერი გაივსო ყელში ამომივა და სტრესულად იმოქმედებს
-არ შეიძლება ერთი ბანალური ქალური თვისება მაინც რომ გქონდეს?
-მერე ხომ მარტივად ამომხსნიდი, მმართავდი და საშინლად მოსაბეზრებელი გავხდებოდი. საკუთარი თავი თუ ამოვხსენი სიცოცხლეც მომბეზრდება რაც საერთოდ არ გვაწყობს -ტანსაცმელს უსწრაფესად ალაგებდა , არც იმაზე ფიქრობდა რომ იდეალურად დაეკეცა და არც იმაზე რომელი სად უნდა დაეწყო. თორნიკეს კი ყველაფერი რაღაც კანონზომიერების მიხედვით ელაგა
-კარადაც კი ამბობს როგორ განვსხვავდებით ... ქაოსი შემოიტანე ჩემს დალაგებულ სივრცეში - კარების დახურვამდე კიდევ ერთხელ შეხედა თაროებს- მე რომ დავაწყო არ გინდა?
-არავითარ შემთხვევაში...ასე მარტივად ვიპოვნი . ტანსაცმლის ძიებაში დროს ვერ დავხარჯავ,მირჩევნია დიდხანს მეძინოს და უცებ მოვემზადო
-მე შვიდზე ვიღვიძებ ...ზოგჯერ უფრო ადრეც
-იმედია იცი როგორ არ უნდა გააღვიძო მძინარე ადამიანი ან ისწავლი ფეხისწვერებზე სიარულს და ლანდად ქცევას
-თორემ განვქორწინდებით?
-სასამართლოში ზუსტად მაგას ვიტყვი მიზეზად, იღვიძებდა პერანგის ფერის ასარჩევად და მეც არ მაცლიდა ძილს-თქო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ძილი, ჯერ კიდევ მაქვს სიმაღლეში ზრდის შანსი
-კი ,კი აბა რა ერთ 10 სანტიმეტრს კიდევ მოიმატებ
-დამცინი?
-როგორ გეკადრება ... ბარემ სახლსაც დაგათვალიერებინებ წამოდი
-ჩემი წიგნები სად დავალაგო?
-ამდენი წიგნი რად გინდოდა... ეს სახლი სავსეა წიგნებით
-მე რა ვიცოდი, რაც მიყვარს ყველაფერი ჩავდე . ცუდად რომ ვარ ვკითხულობ და ვმშვიდდები
-თურმე რამდენი დამშვიდების საშუალება გქონია ნაპოვნი... ჩვენი კი გვგონია რომ სულ ლაღი და ბედნიერი ხარ
-სწორ დროს სწორი „დამამშვიდებლის“ გამოყენება ვიცი
-აიი კაბინეტი, ბიბოლიოთეკა ... ამ ოთახის გამოყენება შეგიძლია მეცადინეობისთვის ნუ ჩემი მაგიდაც შენს განკარგულებაში იქნება,მაგრამ ვიცი მარტო მყუდროდ ყოფნა გირჩევნია მეცადინეობის დროს
-ძალიან კარგია -ფანჯარასთან მივიდა და ხედს გახედა- მომწონს
-აქ ბევრი სამედიცინო წიგნია... დარწმუნებული ვარ გამოგადგება
-არ მითხრა, თორემ ამათ კითხვას დავიწყებ და დავრჩები ბოლოს უნივერსიტეტის გარეშე. ისედაც მეზიზღება ამ საგამოცდო პროგრამების დაზუთხვა
-ცოტა დარჩა ...დრო მალე გადის . ახლა იმდენი რამ იქნება შენს ირგვლივ, ბევრი საქმე გექნება და აზრზეც ვერ მოხვალ ისე გახდები სტუდენტი
-აქაურობა არასდროს მიყვარდა, მე ჩემი ქალაქი მიყვარს რაღაცნაირად მშობლიური ,პატარა , თბილი და ჩუმი... არასდროს მიცდია გამეცნო და შანსი მიმეცა
-მე გაგაცნობ ყველაფერს რაც ამ ქალაქში ყოფნისას უნდა იცოდე... დარწმუნებული ვარ შეიყვარებ ,როცა სწორი მხრიდან დაინახავ და აღიქვამ- ისე უყურებდა თითქოს საკუთარ თავს გულისხმობდა , სუნთქვა შეუკრა მარგოს
-თავად უნდა,რომ შევიყვარო? იქნებ არც მიმიღოს მითხრას იქ წაბრძანდი სადაც შენი ადგილიაო
-აქ ხარ, ის მზადაა მიგიღოს !
.................
მთელი დღე ქალაქში გაატარეს, ბევრი ადგილი აჩვენა ერისთავმა . სახალისო იყო მარგოსთან ერთად ექსკურსია ღიმილი არ შორდებოდა სახიდან , ყოველ წამს ჩახუტების და კოცნის სურვილთან ერთად.
-მორჩა წავედით სახლში ... ფეხები მტკივა
-როგორ გეტყობა,რომ არ უხსნი გულის კარს თბილისს...დღეს კარგი ამინდია,შანსი გამოვიყენე თორემ სხვა დროს მანქანიდან ვერ გადმოხვალ
-წვიმაში სიარულს აქვს მუღამი ... ყველა რომ გარბის და შენ მარტო გრძნობ წვიმის წვეთებს
-მთელი ზამთარი გაციებული აპირებ ყოფნას ?
-ნუ ღელავ იმ ღამის მსგავსად არ მოგიხდება ჩემზე ზრუნვა... საწვიმარს ჩავიცვამ და ისე ვივლი
-მეც შემოგიერთდდები თუ ისე იწვიმებს მე რომ მიყვარს
-არ მჯერა
-რა არ გჯერა
-რომ შენც გიყვარს წვიმაში სიარული
-ყოველთვის არა , მაგრამ განსაკუთრებულ მომენტებში ძალიან
-შენ ასე გიყვარს ყველაფერი? მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში?
- ბევრზე და ბევრისთვის არასდროს მითქვამს , რომ მიყვარს და თუ ოდესმე ვინმეს ვეტყვი სრულიად დარწმუნებული ვიქნები
-დავიჯერო არცერთი ქალისთვის გითქვამს,რომ გიყვარს?
-საინტერესო მოვლენაა მიყვარხარ-თქო არავისთვის მითქვამს, მაგრამ ცოლი მყავს
-ახლა ვინმე რომ შეგიყვარდეს...ისეთი ქალი შენ რომ წარმოდგენებში გყავდა რას ეტყვი ჩვენს ქორწინებაზე
-სანამ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში არავინ იქნება გულთან უფრო ახლოს... შენი ეჭვიანობა დაგვიფრთხობს კუბიდონს - ბოლოს დაამატა და შეპარული ღიმილი გაუქრო
სახლში დაბრუნებულებს სტუმრები დაუხვდათ. ეზოში რამდენიმე მანქანა ეყენა და შორიდანვე ეტყობოდა ხალხმრავლობა ,რომ ელოდათ
-არ მეგონა ასე მალე თუ დაბრუნდებოდით... ვიფიქრე ქალაქიდან გასულები იყავით
-რა ხდება ლიიზიკო?
-როგორი უხერხულია...გუშინ დაქორწინდით და დღეს ექიმები დაგახვედრეთ. სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გერმანიიდან ჩემი კოლეგები ჩამოვიდნენ სასტუმროში დაბინავდნენ და რესტორანში ვაპირებდი მათ დაპატიჟებას,მაგრამ გამახსენეს რომ შეგვპირდი ელარჯს გაგიკეთებთ ჩემი ხელითო სად არისო. სხვა გზა არ მქონდა დედიკო - თორნიკეს უყურებდა , ისეთი საყავრელი იყო მარგოს ჩახუტება მოუნდა
-შესანიშნავი ამბავია... შენს რძალს თუ გააცნობ ყველას მადლიერი დაგრჩები. კლინიკაში უნდა მუშაობის დაწყება, მოსვლა ... რაღაცები მე ნუ მალაპარაკებ თვითონ აუხსენი მე შევალ ვნახავ ვინები არიან . მამას მივეხმარები
-მართლა გინდა კლინიკაში მოსვლა?
-თუ შესაძლებელი იქნება ... უფლებას თუ მომცემენ
-როგორ არა ... ყველაფერი შესაძლებელია მთავარია შენ დრო გამონახო და მე ყველას გაგაცნობ . ჩემო ძვირფასოო, რა კარგია ასე ძალიან რომ გსურს ექიმობა . შესანიშნავია
მეორე ღამეს ატარებდა ერისთავების სახლში და უკვე სრულიად სხვა სივრცეში გრძნობდა თავს. ბედნიერი იყო, ემოციებს ვერ მალავდა ლიზას ეხმარებოდა და შემდეგ მათთან ერთად ვახშმობდა,ადამიანებთან ვის რიგებშიც მოხვედრა მიზნად ჰქონდა. გვიანი იყო სახლი რომ დაცარიელდა, გული გაუსკდებოდა დაგროვილი ემოციები რომ არ გამოეხატა . ერისთავს მოეხვია , ჰაერში იყო, მისი მკლავი წელზე ეხვეოდა და მოკეცილ ფეხებს ათამაშებდა
-მშობიარობებს დავესწრები ... ყველაფერს ვნახავ -თორნიკეს ლოყაზე კოცნიდა და მანამ ეხვეოდა სანამ ერეკლე არ დაინახა
-გიხარია, გილოცავ , მაგრამ ყველაფერს ერთად როგორ მოასწრებ ფიქრობ მაგაზე?
-მთავარია უფლება მაქვს, დანარჩენს მივხედავ ... წავედი ლიზიკოს უნდა მივეხმარო- ცეკვა ცეკვით გაიქცა მისაღებისაკენ. ყველაფერი არეული იყო , მარტოს ვერ დატოვებდა დედამთილს თანაც ენერგიის მოზღვავებას გრძNობდა და საქმის კეთება სჭირდებოდა კიდეც. თორნიკე კედელს მიყრდნობილი იდგა და დიდხანს არ აშორებდა თვალს
-ჯერ კიდევ უძლებ მის შორიდან ყურებას? ყოჩაღ ! მე ვერ ვქაჩავ სულ მივდივარ და ვკოცნი
-ვუძლებ, მაგრამ როდის გავტყდები არ ვიცი ...ზედმეტად რთულია
-და რატომ ებრძვი? -კაცს არ ესმოდა, თორნიკეს კი სათქმელი არ ჰქონდა .
-მოგეხმარებით თორემ ასე ვერასდროს დაასრულებთ ... მე გამოვიტან - მანძილი გადალახა ,ლანგარი აართვა და ლოყაზე აკოცა
-მეც მოგეხმარებით ... ცოტათი მთვრალი ვარ იმდენით არა თეფშები,რომ დავტეხო
-ნწ, თეფშებს ვერ განდობ მაგრამ იატაკის წმენდას კი
-არის, კაპიტანო
ერეკლე ცოცხით ხელში იდგა ლიზიკომ მუსიკა რომ ჩართო და გამამხნევებელი შეძახილები დაიწყო. თორნიკეს რეაქცია არ ჰქონია, შეჩვეული იყო მარგო კი გაკვირვებული უყურებდა მათ წყვილს. დაღლილობა საერთოდ არ უგრძვნია ისე დაასრულეს საქმე და გაემართნენ საძინებლებისაკენ .
-მაინც როგორ აპირებ გრაფიკის დალაგებას ...
-რეპეტიტორებთან ვივლი , მაგ გამოცდების საერთოდ არ მეშინია ვიცი ჩავაბარებ ...დროის ამბავია ,რომელსაც ვერ გადავახტები. კლინიკაში ნებისმიერ თავისუფალ დღეს მივალ
-და ჯერ რა იცი იქ რომ გაიგო
-ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი დროზე ადრე... ვერ ვიტან ჩარჩიებს ამ განათლების სისტემას და ათასი დამღლელი , მომაბეზრებელი საგნით სწავლის პროცესის შეზიზღებას მოსწავლეებისთვის . მე ვსწავლობ ისე და იმას რაც მიყვარს , შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებ . ყველა’ფერს - საუბრის დროს ორივე მოემზადა, ერთმანეთის გვერდით ისე მოთავსდნენ თითქოს ათწლეულის განმავლობაში იძინებდნენ ერთად .
ერისთავი ნასვამი იყო, დაძინება ჰქონდა გადაწყვეტილი და რომ გადაბრუნდა აღარც გატოკებულა ,მაგრამ ყორშია ვერ ისვენებდა. იმდენი ფიქრი გაუჩნდა ერთად, იმდენი აზრი ,გეგმა და მომავლის ხედვა, რომ მანამ ვერ გაჩერდა სანამ თორნიკე არ მოექცა ზემოდან და ხელები თავთან არ გაუკავა
- მოისვენებ თუ ასე დაგტოვო მთელი ღამე
-მე ... მე არ ვიცოდი თუ გეღვიძა ... მეგონა გეძინა- ქვემოდან უყურებდა გაფართოებული თვალებით და დაბნეული ბუტბუტებდა
-მეძინა,მაგრამ იმდენი იტრიალე გამეღვიძა
-ნუ მიბღვერ ვერ დავიძინე და რა ჩემი ბრალია
-ღამეც ვერ ისვენებ - თითები მაჯებიდან დაბლა, მხრებისკენ გადაიტანა, ფერდებს გაუყვა და ბოლოს თეძოებთან გაჩერდა
-სხვათაშორის არც ისე კომფორტულად ვგრძნობ ასე თავს და თუ მომშორდები დამავალებ
-დაიძინე და ხვალიდან ეს პენუარი აღარ დამანახო - არეული მზერა გამჭვირვალე ნაჭრიდან მომძირალ კერტებზე გადაიტანა და შემდეგ მოშორდა ,მაგრამ არა დიდი ხნით . წუთის შემდეგ მარგო რომ გადაბრუნდა ხელი მუცელზე შემოხვია და ზურგიდან მიეკრო -მორჩა, ასე დავიძინებთ .
-ასე შეიძლება გული გამისკდეს ან უბრალოდ დავდნე - პირველივე წინადადება თქვა რომელიც გონებაში გაჩნდა
-ზედმეტად პირდაპირ გამოსვლებს შეეშვი და მიხვდი როდის უნდა დააჭირო ენას კბილი - არეული თმა გაუსწორა და თავი ისე დასწია ,რომ ქალის სურნელი შეეგრძნო
-ხელი გამ... - არ შეეძლო, ასე ვერ დაიძინებდა. ეგონა გული გაუსკდებოდა ისეთი სიჩქარით უცემდა
-ხმა არ გავიგო !
-არ შემ..
-ჩშ
-ცუდ..
- გაჩუმდი ,თორემ მოთმინების ბოლო ძაფი მიწყდება და ბევრს, წარმოუდგენლად ბევრს გაკოცებ- ცხვირის წვერით ბეჭზე ეხებოდა ,თვალები დახუჭული ჰქონდა და ისე საუბრობდა.
გაჩუმდა, სიტყვაც აღარ უთქვამს . დათვლა დაიწყო, ღრმად სუნთქავდა, ყველაფერს აკეთებდა დასამშვიდებლად მანამ სანამ ერისთავისგან წამოსული მუხტი სასიამოვნო იმპულსად არ იქცა და სიზმრების კართან არ მიიყვანა.
...............
ორშაბათს სკოლაში წაიყვანა. დირექტორთან ერთად შევიდნენ, ქალი ქორწილიდან ახსოვდა და თბილ დახვედრაც მიიღო. ერისთავი სამსახურისაკენ გაემართა ყორშია კი ახალ კლასელებთან აღმოჩნდა სემესტრის მიწურულს, სულ რამდენიმე დღე ჰქონდათ დარჩენილი სრული არეულობა სუფევდა. უბრალოდ თავისი ადგილი დაიკავა და მასწავლებლის მოსმენა დაიწყო. ყელში ჰქონდა ამოსული ერთი თემის ათასჯერ განმეორება , მაგრამ როგორღაც უძლებდა. დასვენების დროს კლასელები გაიცნო , ძირითადად კითხვებზე პასუხების გაცემა უწევდა და ერთი სული ჰქონდა იქედან როდის წავიდოდა. ვინაიდან ახალ წლამდე დრო ჰქონდა ვერ მოითმინა და კლინიკაში წასვლა გადაწყვიტა. ფორმა შეიძინა, ყველაფერი რაც დასჭირდებოდა პალატებში შესვლისთვის და ბოლოს დაურეკა ლიზას. გულაჩქარებულა შეაბიჯა სამშობიარო სახლში , ქალს მიჰყვებოდა და ყურადღებით უსმენდა. აცნობდა რომელ სართულზე რა ხდებოდა და თან თავის განყოფილებაში მიჰყავდა. მის კაბინეტში გამოიცვალა , ტანსაცმელი კარადაშიდატოვა და თან გაჰყვა. ის დღე მის გვერდით გაატარა, რაღაცებს უხდსნიდა ისეთი აღფრთოვანებული უსმენდა დაღლილობაც ვერ იგრძნო, დრო როგორ გავიდა არც ეს იცოდა. თორნიკემ რომ დაურეკა იმ წამს გადიოდა პირველი საკეისრო კვეთის სანახავად, პირველად საოპერაციო ბლოკში
-სახლში არ ხარ...
-საავადმყოფოში ვარ დედაშენთან ერთად შევდივარ ახლა საკეისროზე... კიდევ ჰყავთ მშობიარეები და უნდა დავრჩე . გვიან გამოვალ ან არ გამოვალ , მეც დავრჩები
-კარგი, ჭკვიანად და თავს მიხედე ...
-კარგი ძია თორნიკე- ინსტიქტურად წამოსცდა და ლიზას გაკვირვებული სახე რომ დაინახა უცერხულად გაუღიმა- ისეთ დარიგებებს მაძლევს ქმარს არ ჰგავს
-შეიძლება თავი ცუდად იგრძნო... არ ინერვიულო . მარტივი საყურებელი არ არის მიტუმეტეს ქალისთვის,მალე შენც გამოცდი ამ ყველაფერს... პრობლემა არ იქნება თუ ვეღარ გაუძლებ ცოტა ხნით გადი ან ჩვენ გვიყურე... პატარა სიცოცხლეს როგორ მივხედავთ იქნებ ნეონატოლოგიამ დაგაინტერესოს
-გული ისე მიცემს ...სიტყვის თქმაც მიჭირს
-ჩემო ძვირფასოო ეგ ყველაფერი ბუნებრივია. ექიმი რომ გახდები მაშინაც გაგრძელდება. ბავშვის მოლოდინში მეც სულ მიჩქარდება გულისცემა, როგორი იქნება მისი მდგომარეობა სანამ ჩემს წინ აღმოჩნდება მანამ ვერ ვისვენებ მერე ყველაფერი დროზეა დამოკიდებული არაფერი უნდა გამოგრჩეს ... ექიმებს შეცდომების უფლება არ გვაქვს მითუმეტეს ამ შემთხვევაში
-ყველაფერი შეიძლება მოხდეს , იქნებ მივხვდე ,რომ გინეკოლოგობა არ გამომივა და სწავლის პროცესში სხვა აღმოჩენა გავაკეთო ...ყველაფერი წინაა
-დროა, შევედით
უყურებდა ყველაფერს, ყველა დეტალს აკვირდებოდა და სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. თავი ცუდად წამიტაც არ უგრძვნია,პირიქით პროცესში ჩართვის უმძაფრესი სურვილი გაუჩნდა და კიდევ უფრო მეტად მოუნდა ამ პროფესიის დაუფლება. ნეონატოლოგებზე გადართვა ვერ შეძლო მიუხედავად იმისა,რომ ახალშობილის დაბადების მომენტში გულიც კი აუჩუყდა იმდენად ემოციური მომენტი იყო, მაგრამ მაინც ბოლომდე მშობიარე ქალთან დარჩა . დერეფანში გასვლის შემდეგ მეორე ექიმს გაჰყვა და მომდევნო რამდენიმე საათი ორ მშობიარეს აკვირდებოდა, ერთმა ნახევარი საათის შემდეგ გააჩინა მეორემ კი შუაღამისას . დერეფანში რომ გამოვიდა მიხვდა როგორი დაღლილი იყო, ლიზა შორიდან უყურებდა მერე მიუახლოვდა და მოეხვია
-ტაქსის გამოვიძახებ , წახვალ ხომ ?
-კი, დღეისთვის საკმარისია... ხვალ სკოლაშიც უნდა წავიდე
-ყოჩაღი გოგო ხარ ... არ ველოდი სიმართლე გითხრა... შენი ასაკის , ცოდნის, ყველაფრის გათვალისწინებით როგორც იქცეოდი , როგორ შეგიძლია ადაპტირება ამ გარემოში ეს ნამდვილად აღმოჩენილი ნიჭია და ბევრს არ შეუძლია . უნივერსიტეტს ასრულებენ, რეზიდენტურასაც და მაინც ვერ ხვდებიან ზუსტად რა უნდათ შენ კი აშკარად ნაპოვნი გაქვს შენი სივრცე და მეეჭვება რაიმემ შეგაცვლევინოს გადაწყვეტილება
-მადლობა ამ დიდი შანსისთვის ... ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს ჩემს სწავლებაზე
-მომდევნო ვიზიტისას ქალბატონ ნინასთან იქნები... უკვე ვისაუბრეთ და სიამოვნებით გაგიღებს კაბინეტის კარს. რეზიდენტი ჰყავს და შენც მათთან ერთად მიიღებ პაციენტებს
რა უნდა ეთქვა, დაღლილობა რომ არა სახლში დაბრუნებაზეც უარს იტყოდა. სამი ხდებოდა კარი რომ გააღო, ვერც იფიქრებდა თორნიკე თუ არ დახვდებოდა. კიბეზე ადიოდა მანქანა ეზოში,რომ შევიდა და ფანჯრიდან უყურებდა იქედან გადმოსულ ქმარს. მთვრალი იყო, ცოლის დანახვისას გაიცინა და სწრაფად დაფარა მანძილი
-პატარა ექიმს ჩემი მოკრძალებული სალამი...არ გელოდით ამ ღამით
-გეტყობა - წარბაწეულმა აათვალიერა და ახლოს მიიწია- საშინელი სუნი აგდის, შხაპი მიიღე
-აუცილებლად, თქვენ როგორც მეტყვით ძვირფასო - დერეფანშივე გაიხადა პერანგი , ქამარი გახსნა და შემდეგ შევიდა სააბაზანოში. მარგოს დაცდა არ შეეძლო ამიტომ პირველ სართულზე მიიღო შხაპი და მალევე დაბრუნდა საძინებელში. ერისთავი პირსახოც მოხვეული იდგა კარადასთან ,მისმა დანახვამ დიდი ეფექტი მოახდინა მიძინებულ შინაგან ქალღმერთზე , თითქოს მთელი არსება გამოუფხიზლა. გასვლა ან შებრუნება არც უფიქრია, იდგა მხრით კარზე მიყრდნობილი და უყურებდა როგორ იმშრალებდა დანამულ სხეულს, იცვამდა და შემდეგ სველ თმას იშრობდა .
-აღარ შემოხვალ?
-სად იყავი?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-კარგი მეც აღარ დამისვა ეგ კითხვა მნიშვნელობა თუ არ აქვს ...
-ბიჭებთან ერთად ბარში
-ჩვენებთან?
-არა , სხვა მეგობრებიც მყავს -შუქი ჩააქრო და საწოლში დაწვა- როგორ ჩაიარა შენმა დღემ - ერთმანეთის პირისპირ იწვნენ ,ზუსტად ერთნაირ პოზაში
-ყველაზე ნაყოფიერი საათები მქონდა ... ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო არაფერი მინახავს და მისწავლია. სკოლაში წასვლის სურვილი გამიქრა , იქ უნდა ვიჯდე და ერთ თემას ვუსმენდე როცა ამ დროს იქ ახალი სიცოცხლე ჩნდება
-დროს ვერ გაუსწრებ, შენ ჯერ კიდევ მოსწავლე ხარ და ექიმობა თუ გინდა არაფერი უნდა გამოგრჩეს, ყველაფერი უნდა ისწავლო . სიჩქარეში ხარისხი არ დაკარგო
-ლიზამ მითხრა თორნიკე 16 წლიდან მუშაობსო ... შენ დაკარგე ხარისხი?
-ჩემი საქმე სრულიად განსხვავდება შენისგან ...თანაც მე მაშინ მიმტანად ვმუშაობდი მამას მეგობრის რესტორანში და არა იმ საქმეზე რასაც დღეს ვაკეთებ. პრაქტიკამდე თეორიაა და ეგ არ დაგავიწყდეს
-წიგნებს ვატო მომიტანს ხვალ .. იმას რაც ლიზას არ აქვს და რაც დამჭირდება ამ ეტაპზე . ასე ,რომ თეორიასაც ვისწავლი შეძლებისდაგვარად აზრზე რომ მოვიდე და მხოლოდ მაყურებელი არ ვიყო
-ვატო ვინღაა...ეგეთ ექიმს არ ვიცნობ. ახალია ვინმე?
-ნინა ექიმის რეზიდენტია ... მათთან ვიქნები ხვალიდან
-რამდენი საათი იყავი იქ, რეზიდენტებიც რომ გაიცანი
-არ ვიცი, ადამიანის გაცნობას რამდენი წუთი სჭირდება
-ბეჭედი ხომ გიკეთია- მარჯვენა ხელზე შემოხვია თითები და რომ შეხედა მერე ისევ გაუშვა-არ მოიხსნა
-სერიოზულად? და შენ რატომ არ გეკეთა კლუბში ყოფნის დროს?- გაბრაზდა და ხელზე მოუჭირა - არათანაბარ მდგომარებას ნუ ქმნი ! შენგან განსხვავებით საყვარლებზე არ ვნადირობ, ვცდილობ პროფესიონალი გავხდე და სწავლის პროცესი სასიამოვნო გავხადო ...სწავლის და არა ვიღაცასთან ჟ.მაობის - ხელი გაუშვა,ბალიში კიდისკენ გასწია ,ზურგი აქცია და საბანიც თავისკენ გასწია -საერთოდ არ უნდა გაძლევდე ჩემს გვერდით დაწოლის უფლებას, მაგრამ საშინლად ვარ დაღლილი, ბედნიერი დღის გაფუჭებაც მეზარება
-ჩემს საწოლში დაწოლის უფლება არ მაქვს?
-ვიღაც ბ.ზის ნაფერებს არა
-იქნებ წესიერ ქალთან ვიყავი
-არ გრცხვენია მაინც?- მისმა მშვიდმა ტონმა ჭკუიდან გადაიყვანა წამსვე წამოეგო , დაჯდა და ზემოდან დაჰყურებდა- რა გულისამრევია ღმერთო არ მჯერა რომ მე ვარ ამ მდგომარეობაში-ყელში ბურთი გაეჩხირა, ხმაც კი წაერთვა ბრაზისგან . ბალიში მკერდზე მიიკრა ,საბანი გადასწია და წამოდგომა დააპირა ,მაგრამ თორნიკემ არ ადროვა
-ქალს თავი ექიმი გგონია და ნებისმიერ პროვოკაციაზე ეგები ... სულ ოდნავ მაინც არ მიცნობ? ვგავარ იმ კაცს ერთი ქალის საწოლიდან მეორესთან რომ მიდის? - თავისკენ მიიზიდა, ზურგიდან ეკვროდა , ტუჩები ყელზე მიაწება და მერე ცხვირის წვერი შეახო- მე შენს არჩევანს ველოდები... ჩემზე უარს რომ იტყვი მერე მხოლოდ ფორმალურად ვიქნებით ცოლ-ქმარი და ჩემს გვერდით დაძინებაც არ მოგიხდება
-საშინელი კაცი ხარ ...
-ნერვებზე თამაში არ უნდა გაკვირვებდეს თუ მხოლოდ ცალმხრივია...აბა თანაბრად უნდა ვიყოთო?
-მეძინება , შენ რა გენაღვლება წახვალ განაღდებულ სამსახურში ... ჩვენ ბავშვებმა ვიკითხოთ ამდენი საქმე რომ გვაქვს - ისე დაწვა ახლოს რომ ყოფილიყო, თითქოს ანიშნებდა ,რომ ჩახუტება უნდოდა, მაგრამ თორნიკე არ შეხებია. უბრალოდ დაწვა და სიტყვაც აღარ უთქვამს, მხოლოდ მისი სუნთქვა ისმოდა სიახლოვის გამო . ბოლოს თავად გადაბრუნდა, კნუტივით მიეხუტა, ხელისგული მკერდზე მიახო და ძილი მშვიდად განაგრძო მას შემდეგ რაც ზურგზე საბანთან ერთად ერისთავის მკლავები შემოეხვია .
................
-გაიღვიძე ...სკოლაში უნდა წახვიდე . მარგო - სახეზე შეახო თითები, თმაც გადაუწია და კიდევ ერთხელ დაუძახა, მაგრამ გოგონა გამოფხიზლების ნაცვლად მკლავზე შემოეხვია
-ჩშშ...
-მარგარიტა
-რა იყო რაა დავიჯერო სულ არ ვარ ლააზი და საყვარელი ძილის დროს ? - თვალებდახუჭული დაჯდა და ისე ჯუჯღუნებდა იმდენად სასაცილო იყო თორნიკემ თავი ვერ შეიკავა -მეძინება ... - ისევ ბალიშზე დაემხო და თან ჯუჯღუნებდა- უნდა წავიდე ... სამეცადინო მაქვს
-გინდა გამოგაფხიზლო?
-ხოო-ჩუმად უთხრა,მაგრამ ერისთავის მხარზე რომ აღმოჩნდა კივილი დაიწყო-რას აკეთებ...მკლაავ?
-გავიძებ - სააბაზანოსკენ დაიძრა -ნუ ფართხალებ არ დამივარდე
-ვითიშები
-საუზმე მზად მაქვს უკვე და გამოგაფხიზლებს ... - ნიჟარასთან დასვა და ცივი წყალი მოუშვა- მე თუ თავად
-ჩემით ... - წყლის შესხმამდე საბოლოოდ გამოფხიზლდა . უსწრაფესად მოწესრიგდა და 10 წუთში უკვე მაგიდასთან ისხდნენ.
-მშვიდად მიირთვი, ჩქარა ჭამა არ შეიძლება ... ქალი ექიმობას აპირებ , არ იცი?
-ვიცი, მაგრამ მშია ...
-დღესაც ნუ იშიმშილებ. კლინიკის კაფეტერიაში ჩადი ან გამოიძახე რამე თორემ ასე ავად გახდები
-რა საყვარელი ხარ
-სერიოზულად გეუბნები და ასე უპასუხისმგებლოდ ნუ მოეკიდები საკუთარ თავს თორემ ბოლოს თავად გახდები სამკურნალო
-კარგი,ხო მართალი ხარ . დღეს უკეთ გავერკვევი სიტუაციაში
-ყოველ დღე აპირებ მისვლას?
-დღეს და ხვალ მივა, შემდეგ როცა დრო მექნება . თან უნდა ვისწავლო რაღაცები თორემ ისე არ შემიძლია
-მე ქალაქიდან გავდივარ ... ამ ორ დღეს აშკარად არ მოიწყენ . ზეგ დავბრუნდები ,მაგრამ თუ რამე დაგჭირდება დამირეკე და ჩამოვალ
-რასთან დაკავშირებით
-თანამშრომლები მივდივართ ... ახალი პარტნიორი გვეპატიჟება . შენთან ერთად ვგეგმავდი წასვლას , მაგრამ კითხვის დასმის გარეშეც ვხვდები სად გირჩევნია ყოფნა- ერთად აალაგეს ყველაფერი და სახლი დატოვეს- მართვის მოწმობა ხომ გაქვს ... მახსოვს ჟღენტი გასწავლიდა თუ გამოცდა ვერ ჩააბარე
-უკაცრავად? ვგავარ იმ ქალს გამოცდას რომ ვერ ჩააბარებდა?
-ქალაქში გადაადგილებას თუ შეძლებ შეგიძლია ჩემი მანქანა გამოიყენო ...
-გავითვალისწინებ ... რეპეტიტორებთან სიარულის დროს მექნება ბევრი ლოკაცია
-მანამდე უნდა გნახო როგორ მართავ - გასაღები მისცა და თავად მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი
-რა დიდი პატივია...- საჭესთან დაჯდა, ღვედი გაიკეთა და ძრავი ჩართო.ერისთავის სიტყვა აღარ დაუძრავს, აკვირდებოდა ყველა მის ქმედებას და დაძაბულობაც ეხსნებოდა. - ისუნთქე, არაფერს შევეჯახები ... გამოცდილება დიდი არ მაქვს ,მაგრამ
-მაგრამ შენთვის მანქანის ნდობა შეიძლება ... ჭკვიანი ხარ
-დღესვე მიდიხარ?
-ხო , სამსახურში შევივლი და მერე ერთად წავალთ... ხომ არ მოგინდა წამოსვლა
-არა ,შენ თანამშრომლებთან ერთად არ მინდა...მოვიწყენ თეთრი ყვავის როლში- უკვე სკოლასთან იყვნენ . რამდენიმე თავისი კლასელიც დაინახა, ჩანთა აიღო და მანქანიდან გადასულ ერისთავს წინ გადაეღობა- ჭკვიანად მოიქეცი ...თავს მიხედე და რომ ჩახვალ მომწერე- უღიმოდა და ისე ცდილობდა მისი მსგავსი ტონი ჰქონოდა
-გავითვალისწინებ - ლოყაზე აკოცა დამშვიდობებისას და საჭესთან დაიკავა ადგილი. უყურებდა როგორ მიესალმა მარგო იქვე შეკრებილ ბიჭებსა და გოგონას, მათ ვიღაცები გააცნეს , ეზოში შესვლას ჯერ აშკარად არ აპირებდნენ.
მომდევნო ორი დღე ნაყოფიერად გაატარა. სკოლაშიც უკეთ ადაპტირდა, კლინიკაშიც და პაციენტების მიღებისა და გასინჯვის პროცესიც საოცრად მოეწონა. ანამნეზის შეკრება ისწავლა, ნინამ უფლება მისცა და მეორე დღის დასასრულს ერთ-ერთ პაციენტს თავად უსვამდა კითხვებს. ღელავდა, მაგრამ გამოუვიდა მისი ხასიათი პლიუსს წარმოადგენდა ექიმისთვის. იმ დღეს ლიზაც მორიგე იყო, მასთან ერთად იჯდა კაფეტერიაში გამთენიისას და ცხელი ჩაით იწყებდა დღეს . სქროლვის დროს თორნიკეს ფოტოს რომ წააწყდა, ლამაზმანთან ერთად სასტუმროს ტერასაზე ვახშმობდა. მისი სახელი და გვარი რომ წაიკითხა გაახსენდა, გოგონა რომლის ქორწილში არყოფნაზეც საუბრობდნენ დანარჩენი თანამშრომლები. იმ კომპანიის მფლობელის ქალიშვილი გახლდათ სადაც თორნიკე მუშაობდა და აშკარად იმაზე მეტს გრძნობდა ვიდრე საჭირო იყო
-თათული გავაშელი ... დაბრუნებულა . თქვენც იცნობთ ხომ?
-კიი, თითქმის ბავშვობიდან ვიცნობ. ოჯახებით ვმეგობრობთ ,მისი მამა გაგაცანი კიდეც
-დიახ , თორნიკეს უფროსი
-ხო, თორნიკეს არ უნდოდა ნაცნობებთან მუშაობის დაწყება, თათულიმ ძალიან სთხოვა და ბოლოს დასთანხმდა. ვაჟა მალე ყველაფერს ქალიშვილს გადააბარებს და უნდოდა გვერდით ერთგული ადამიანები ჰყოლოდა
-მეგობრის ქორწილში რომ არ იყო ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა- ეს რომ თქვა ლიზას აშკარად შეეცვალა მზერა
-ხო , ალბათ ... ძალიან დაკავებულია . ხშირად არცაა ქვეყანაში და თორნიკესაც ბევრი საქმეები აქვს ხოლმე
გული ცუდს უგრძნობდა, მაგრამ ერისთავის სიტყვები ახსენდებოდა და ცდილობდა ეჭვიანობას მორეოდა.
დილით წასვლა ვერ მოახერხა , სკოლის გაცდენა მაინც გეგმაში ჰქონდა და ახალ მშობიარესთან შევიდა ვაჩესთან ერთად. ბიჭი დიდ ყურადღებას იჩენდა, ეხმარებოდა და ბევრ რამეს უხსნიდა . კომფორტულად გრძნობდა მასთან თავს და საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობა გამოსდიოდა.
თორნიკე სახლში დახვდათ, ისე გაქცა მისკენ არც უფიქრია .გონს მაშინ მოვიდა მისი ტუჩები ყელზე რომ შეეხო და ღიმილნარევი ხმით უთხრა არ მეგონა ასე თუ მოგენატრებოდიო
-ლიზიკო გვიყურებს -ლოყაზე აკოცა და გაბადრულმა შეხედა -როგორი იყო ბაკურიანში?
-მშვენიერი... წავიდეთ თუ დროს გამონახავ
-მართლა კარგი იდეაა... ახალ წლამდე წადით ,დაისვენეთ მერე ისეთი დატვირტული დღეები გექნება
-თქვენ მორიგე ხართ 31-ში ხო?
-კიი ... პირველი ახალშობილი შეიძლება ჩემს ხელებში მოხვდეს . ერეკლე წავიდა უკვე?
-დაურეკეს თორემ დღეს არ აპირებდა მუშაობას
-დეე ... დედას ბრილიანტოო-ისეთი საყვარელი იყო ლიზიკო შეუძლებელია უარი გეთქვა
-მიდი იბანავე , მოწესრიგდით ორივე და მე გავაკეთებ გემრიელ კერძს
-ნუთუ- აი ამ სიტყვებს ნამდვილად არ ელოდა და წამოსცდა
-შენ რა არ იცი თორნიკე რა გემრიელობებს აკეთებს? მე კიდე მეგონა მაგ ნიჭით დაგითანხმა ქორწინებაზე
-დედაა ხომ ხედავ, ნიჭის გამოვლენა არც დამჭირდა ისე გამომყვა და იქნებ აღიარო ჩემი მომხიბვლელობის ძალა
-რა კარგ ხასიათზეა თქვენც ატყობთ ხომ? ბაკურიანის ჰაერი რომ ჯანსაღია ვიცი,მაგრამ მარტო მთის ჰავამ იმოქმედა დავიჯერო თუ კიდევ გაქვს მიზეზები
-წადი, დაისვენე და დაგიძახებ მზად რომ იქნება
-წავალ ... წავალ მეტი რა გზაა - ათასი კითხვა ჰქონდა, მაგრამ თავს ერეოდა. შხაპა კიდევ უფრო მოადუნა, თვალები ეხუჭებოდა და რომ არ დასძინებოდა არც წამოწვა. სამზარეულოში შევიდა და იქვე მაგიდასთან ჩამოჯდა ერისთავის ყურება ისე გაუტკბა სიტყვის თქმაც არ მოუნდებოდა მისი მობილურის ეკრანზე თათულის გამოგზავნილი შეტყობინება ,რომ არ დაენახა „საღამოს შენც იქნები წვეულებაზე ხომ?“
- შენს მეგობრებს არ გამაცნობ?
-ვისი გაცნობა გინდა
-არ ვიცი, ყველასი ვინც შენთვის მნიშვნელოვანია ...მაგალითად თათული, ქორწილშიც არ მინახავს შენი ბავშვობის მეგობარი ყოფილა და უხერხული არ არის,რომ არ მიცნობს?
-ნაცნობების დეფიციტს განიცდი ?
-არ გინდა რომ შევხვდეთ?
-სულერთია ... შენ ჩემი ცოლი ხარ ის ჩემთან ერთად მუშაობს რა მნიშვნელობა აქვს გაგიცნობს თუ არა
-რას ამზადებ? ასეთი თავგამოდებული კულინარი ხარ და მე არ ვიცი?
-რამდენიმე კერძს ვამზადებ, აქამდეც გაგისინჯავს
-ხო, გამისინჯავს ...გამახსენდა , მაგრამ ოჯახში აშკარად უფრო მეტ რამეს ამზადებ
-დიდად არ მიყვარს, მირჩევნია მივირთვა ვიდრე მოვამზადო
-შენი მადის შესახებ მომეხსენება
-ეს შენ ჭამ ჩიტივით ,თორემ მე იმდენს მივირთმევ რამდენიც მჭირდება
-ჩიტივით? შესანიშნავი მადა მაქვს უბრალოდ შენ გოლიათი ხარ და მე ერთიციდა გოგო ვარ
-ცაკალელო ჩენა - გამოხედა და ისე უთხრა მარგოს თეფშის სროლა მოუნდა
-გინდა მოგეხმარო?
-არა , მარტოც მოვახერხებ ...ისე მიყურებ მეშინია თითები არ დავიჭრა- ხუმრობა სცადა,მაგრამ მარგოსგან საპასუხო რეაქცია არ მოჰყვა
-კარგი მაშინ ტელევიზორს ვუყურებ და ხელს აღარ შეგიშლი - დივანზე დაჯდა, რაღაც გადაცემა გადიოდა, ყურება დაიწყო ,მაგრამ დაღლილობამ იმოქმედა და იქვე ჩაეძინა. თორნიკე რომ გავიდა ლოყის ქვეშ ხელები ჰქონდა ამოდებული ,ემბრიონის ფორმაში იწვა და მშვიდად სუნთქავდა. იმის ნაცვლად,რომ გაეღვიძებინა ჟურნალების მაგიდაზე ჩამოჯდა , დაიხარა და სახეზე ჩამოშლლი თმა ყურს უკან გადაუწია. გაღიმებული უყურებდა ლიზა რომ დაადგა თავზე
-დეე -ჩურჩულით უთხრა და ლოყაზე აკოცა- შეყვარებული როგორი სხვანაირი ხარ და როგორ ძალიან მომწონხარ
-ხოო?
-უსაყვარლესები ხართ ორივენი
-მზადაა უკვე ყველაფერი, ისაუზმე მე მარგოს საძინებელში ავიყვან - ხელში აიყვანა და მკერდზე მიკრულს ზემოდან დააცქერდა. ცდუნებამ სძლია და ლოყაზე აკოცა , ისეთი თბილი და ტკბილი ეჩვენა თავის აწევის ნაცვლად პირიქით უფრო დაბლა დასწია- ჩემო პატარა
დიდხანს ეძინა, თორნიკე სახლში აღარ დახვდა. საღამო იყო და წამსვე გაახსენდა თათულის შეტყობინება, ნაწყენი იყო და ვერ ხვდებოდა ასე რა ტკენდა გულს. არ მოსწონდა ის ფაქტი,რომ ერისთავს შესაძლოა სხვა ქალის მიმართ ჰქონოდა გრძნობები. კაბინეტში დაჯდა, მეცადინეობდა და ცდილობდა ასე გადაეტანა ყურადღება . სწავლაში გართული სავარძელში გადაწოლილი იჯდა კარი თორნიკემ რომ გააღო
-მეცადინეობ?
-შენ სახლში ხარ?- ისე გაუხარდა მისი დანახვა,რომ ემოციები ვერ დამალა-როდის მოხვედი?
-გავდივარ ისევ...ერთი ძალიან მაგარი გოგოს დაბადების დღეა . წამოხვალ ? უნდა წამოხვიდე მერე იმეცადინებ
-მოვდივარ ...აქამდე რატომ არ მითხარი . დრო ხომ მჭირდება მოსამზადებლად
-შენ ხომ წვეულებებზე წასვლის წინ მხოლოდ პონტი გადარდებს და არა გარეგნობა
- მე უკვე გათხოვილი ქალი ვარ... რა გინდა შენს გვერდით ურჩხული მე ვიყო და მზეთუნახავი შენ ?- კარადასთან იდგა და კაბებს აკვირდებოდა - სად მივდივართ?
-რესტორანში ... ეგ კაბა ჩაიცვი და გავედით
-შენ ასეთი მიმზიდველი იყო და მე ამ კაბით წამოვიდე? - ისე შეიცხადა თითქოს სხვა სადარდებელი არასდროს არაფერი ჰქონია- ახლა იცი რა დროა?
-რა დროა ...ასე ნუ მიყურებ ,მეშინია
-განწყობის ასამაღლებელი შოპინგის დროა
-შანსი არაა !
-არის...წამიყვან ან მარტო წავალ რა პრობლემაა?
-ჩვეულებრივი დაბადების დღეა არაფერი გრანდიოზული
-მეც ჩვეულებრივ სამოსს ავარჩევ... რა პრობლემაა?
-რამდენი საათი დაგჭირდება
-საათ ნახევარში მზად ვიქნები
-შანსი არაა ვერ მოასწრებ
-წავედით და გაჩვენებ როგორ უნდა შოპინგით კაიფი უმცირეს დროში - ხელი ჩაკიდა და სწრაფად დაიძრა მანქანისკენ
-არანორმალური ხარ და მეც შენს რელსებზე გადაგყავარ . სად გინდა ღია მაღაზია იპოვნო
-ნუ ხარ პესიმისტი
ბუტიკში დაკეტვამდე შევარდა , ქალს ლამის გასაღები გამოაცალა ხელიდან და უსწრაფესად იპოვნა კაბა. ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ტანზე რომ მოირგო არაჩვეულებრივი ეჩვენა ერისთავს. მდუმარედ ელოდა, გაოგნებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა როგორ მოასწრო ყველაფერი ამ მცირე დროში
-წავედიით ?
-დიდი ხნით დავრჩებით?
-ვნახოთ როგორი სიტუაცია იქნება ...
-ასე რატომ მიყურებ ?- მანქანასთან გაჩერდა და მზერა გაუსწორა- რამე ისე არაა?
-მთლიანად შენ არ ხარ ისე და ისეთი როგორიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან
-კომპლიმენტად მივიღებ
-აუცილებლად
................
ერისთავს მიჰყვებოდა გვერდით, კაცის ხელი წელზე რომ შემოეხვია უკვე მაგიდასთან ახლოს იყვნენ. იუბილარი თორნიკეს მდივანი გახდათ,რომელიც აშკარად არ ელოდა მის დანახვას და გაბრწყინებული სახით შეხვდა. არ გამორჩენია თათული,რომელსაც გვერდით ერთი ცარიელი სკამი დაეტოვებინა და უკმაყოფილო გამომეტყველებით უყურებდა ახლად მისულ წყვილს
-გილოცავ სალო - თბილად გაუღიმა და საჩუქარი გაუწოდა-შენს გარეშე პირველად ვიყიდე საჩუქარი და იმედია მოგეწონება
-უღრმესი მადლობა ბატონო თორნიკე... გამოდის თქვენც იცოდით სიურპრიზის შესახებ
-ყველაფერი მისი ინიციატივა იყო ძვირფასო ... ნეტავ ყველას შენნაირი უფროსი გვყავდეს - უცნობი გოგონას ხმა გაიგო და გაბედნიერდა . მოსწონდა მზრუნველი უფროსის ამპლუაში მყოფი კაცი რომ ჰყავდა გვერდით. ღიმილი ვერ შეიკავა ერისთავმა თათულისგან შორს რომ დაიკავა ადგილი ,როგორც კი დასხდნენ მაშინვე მიიწია და ლოყაზე აკოცა
-რა ხდება? ისევ მადლობაა?
-კარგი ბიჭი ხარ - უღიმოდა და გონებას ურევდა
-სულ მალე გამოჩნდება ერთი შენი საყვარელი და კარგი ბიჭი - ჩუმად უთხრა და მიიღო კიდეც შეტყობინება - რომ გეკითხა არ აპირებდა მოსვლას, გენიოსი ქმარი გყავს
მანამ ვერ ხვდებოდა თორნიკე რაზე საუბრობდა სანამ ჩხეიძე არ გამოჩნდა უზარმაზარი ვარდების თაიგულით ხელში . გაოგნებული უყურებდა და ვერ იჯერებდა,რომ ზურას ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბავი გამოტოვა .
-გილოცავთ ქალბატონო სალომე დიდი გოგო გაიზარდე -ისე ესაუბრებოდა სულ გაწითლდა სალომე - ჩემს გვერდით ყოფნას გისურვებ და ყველაფერი კარგი თავისთავად მოვა
-საიდან გაიგეთ ბატონო ზურა
-თაიგულს თუ არ გამმართმევ საჩუქარს ვერ გადმოგცემ
-საჩუქარი? მე ... კი მაგრამ- ისეთი დაბნეული იყო. ჩხეიძე აშკარად თავის ამპლუაში იყო მარგოს კი ინტერესი უმძაფრდებოდა
-ვაიმე სად წავიღე სულ დამავიწყდა აქ არის- ეს მოჩვენებითი დაბნეულობა უფრო როგორი ნაცნობი იყო მარგოსთვის, სიცილს ვეღარ იკავებდა -სადღაც გავარდა და ქაღალდის ყუთით ხელში დაბრუნდა-თუ ეს არ არის მოიცა - ვარდებიდან ამოიღო პატარა ყუთი და გაუწოდა- იმედია მოგეწონება შენი თვალების ფერია . აი ეს ყველაზე მეტად მომწონს - ქაღალდის პარკი გაუწოდა ,სალომემ ჩაიხედა და გაშრა, გეგონებოდათ ამ წამსვე წაიქცევაო . თვალები აემღვრა, სახეზე ცეცხლი ეკიდა უკვე
-ზურა როგორ ხარ? -ინსტიქტურად წამოდგა და ბიჭს მოეხვია
-ქალბატონო მარგო, თქვენც არ ბრძანდებით?-ისე ესაუბრებოდა მარგოც დააბნია
-არ მეგონა სტაჟიორებსაც თუ დაპატიჟებდი სალომე - თორნიკე მიუახლოვდათ, მარგოს ხელი ისე მოუჭირა თეძოზე აშკარად ანიშნებდა არაფერი თქვაო
-იცით ბატონო თორნიკე ...
-მე და სალომე ძალიან დავახლოვდით და ამიტომ დამპატიჟა -ზურამ გააწყვეტინა გოგონას
-იმედია დილას დავალებას შესრულებულს დამახვედრებ ,ზურაბ -ისეთი ტონით უთხრა მეც კი შემეპარა ეჭვი მათ მეგობრობაში
-თორნიკეე,ძვირფასო...ვიცეკვოთ-ხელი ჩაკიდა და მოცეკვავე წყვილებს შორის დააყენა- რა ჯანდაბა ხდება ?
-რაზე ამბობ?
-ჩხეიძე შენთან მუშაობს?
-დიახ, არ უთქვამს?
-შენთან რა უნდა ... იმიტომ არ აქვს არასდროს დრო,რომ მისი უფროსი ხარ და ცოცხლად ატყავებ?
-ასე თქვა თავის უფროსზე?
-ერისთავო
-ისე მოვიდა სტაჟიორად ჩემთვის არაფერი უთქვამს ხოდა მეც ისე ვექცევი როგორც ნებისმიერ სხვას...
-რა სიბოროტეა
-სალომეს ატყუებს არ უთხრა ჩემი მეგობარი რომაა და დახმარებას სთხოვს სულ ... ვთქვა სიმართლე?
-ეგ საზიზღარი... გემოვნება გამოსწორებია . მოვკლავ როგორ არ მითხრა
-შენ კი არა მე მოვკლავ მდივანი რომ გამისულელოს ...ისედაც დაბნეული დადის რაც ეგ გამოჩნდა
-ვიტირებ - თავი მკერდზე მიადო და გაირინდა- ჩემ ჩხეიძეს უყვარს?
-ჩემი ცოლი ხარ და ჩხეიძის სიყვარული გიკვირს? - მისი ხმა მელოდიასთან ერთად ზედმეტად სასიამოვნო მოსასმენი იყო.
მაგიდასთან ისხდნენ, თათული რომ მიუახლოვდათ .ისე იქცეოდა თითქოს ვერ ამჩნევდა სანამ ქალბატნმა გაცნობის ინიციატივა არ გამოიჩინა
-თორნიკე არ გამაცნობ შენს უსაყვარლეს მეუღლეს?- ირონიას ფარავდა,მაგრამ მაინც შასამჩნევი იყო მისი ღიმილის მიღმა
-თათული...მარგო
-სასიამოვნოა ... შორიდან გიცნობთ
-თორნიკემ გიამბოთ ჩემზე? -ბიჭს გახედა და გაოცება ვერ დამალა
-ქორწილში გელოდნენ და მაშინ შევიტყვე თქვენს შესახებ...
-დიახ, ამერიკაში ვიყავი . სამწუხაროდ ვერ მოვასწარი ჩამოსვლა -ქორწილში გართობაზე ნამდვილად არ წუხდა და ამას ნებისმიერი მიხვდებოდა. შემდეგ მელოდია გაჟღერდა , ერისთავმა პირველად გაუსწორა მზერა მთელი ამ დროის განმავლობაში აშკარად რაღაცას ანიშნებდა,მაგრამ მარგო ვერ ხვდებოდა რას-ჩვენი მუსიკაა რამდენი ხანია არსად მომისმენია...ვიცეკვოთ თორნიი,გთხოოვ
წამითაც არ უფიქრია,რომ თორნიკე გაჰყვებოდა და პირველად იყო მშვიდად, მაგრამ ამჯერად შეცდა . ერისთავი ადგა, ქალმა მაშინვე მაჯაზე შემოჰხვია თითები ,ხელი ჩაკიდა და ასე დაიძრნენ საცეკვაო სივრცისაკენ. სუნთქვაშეკრული უყურებდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს წყალში იძირებოდა, მორევი ითრევდა და თავის დაღწევას ვერ ახერხებდა. რამდენიმე ნაბიჯი ისე გადადგა,რომ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა საით მიდიოდა , ალბათ მათკენ წავიდოდა ერისთავის მოქმედება ,რომ არა . მომღიმარი ქალისაკენ დაიხარა, ხელები წელზე მჭიდროდ შემოხვია და ისე განაგრძო ცეკვა . ვერ ხედავდა,მაგრამ გრძნობდა როგორ ეხებოდა საუბრის დროს მისი ტუჩები ქალის ყელს, როგორ ეფრქვეოდა მისი სუნთქვა კანზე და სულ უფრო მეტად შორდებოდა .
მანძილი გზამდე თითქმის სირბილით გაიარა, ცივი ქარი კანს უსერავდა ,მაგრამ შიგნიდან დუღდა . ცრემლები რომ სდიოდა მაშინ მიხვდა ტაქსიში ჩაჯდომისას მძღოლმა ერთჯერადი ცხვირსახოცების შეკვრა რომ გაუწოდა . ხმა უწყდებოდა ანდროს ბინის მისამართი რომ უთხრა და გაყინული ხელები სახეზე აიფარა. თუ არ გაიქცეოდა, თავშესაფარში თუ არ გამოიკეტებოდა ფიქრების მორევი ნამდვილად დაახრჩობდა.
მისაღებში დივანზე იჯდა სრულ სიბნელეში და მანამ არ გატოკებულა სანამ კარზე კაკუნის ხმა არ გაიგო. სიჩუმეში იმდენად ხმამაღლა ისმოდა რკინაზე ხელისგულის მირტყმის ხმა,რომ ინსტიქტურად შეხტა. გაღებას არ აპირებდა, ისიც კი იფიქრა,რომ თორნიკე ვერ იპოვნიდა და ვინმე სხვა იქნებოდა . ფეხზე მხოლოდ მას შემდეგ წამოდგა რაც კარი გაიღო , ხმაურით დაიხურა და მისაღებისკენ მძიმე ნაბიჯებით დაიძრა ჯერ კიდევ მისთვის უცნობი პირი. ერისთავმა ჩამრთველს რომ დააჭირა თითები და ოთახი განათდდა ხელში ვაზით იდგა
-სჯობდა აქ არ დამხვედროდი ... - ხმაზეც კი ეტყობოდა როგორ მდგომარეობაში იყო, თვალები სულ მთლად სისხლისფერი გაუხდა მარგოს მიმართულებით დაიძრა ის კი ინსტიქტურად უკან იხევდა- როგორ გაბედე ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა ... იქედან ისე წამოხვედი სიტყვაც არ მითხარი. იცი რა დამემმართა,რომ ვერ გიპოვნე? მეგონა რაღაც უბედურება დაგემართა , ვიღაცამ მოგიტაცა რამე დაგმართა ... სადმე დაიკარგე . შენ კი აქ ხარ , აქ მშვიდად ზიხარ და არ პასუხობ არც ჩემს ზარებს არც შეტყობინებებს და კარსაც არ გამიღებდი გასაღები რომ არ მქონოდა ხომ? - კუთხეში მიიმწყვდია ხელისგულებით კედელს იყო მიბჯენილი და ღრიალამდე ერთი ტონალობა აკლდა - რას ფიქრობდი საერთოდ
-მე რას ვფიქრობდი? შენს სიმშვიდეზე , კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე ვფიქრობდი მხოლოდ და არაფერ სხვაზე
-დამცინი კიდეც? მეღადავები გოგოო ? - ამჯერად ნამდვილად იფეთქა, შებრუნდა და მოპირდაპირე კედელს მიარტყა მუშტი - გინდა ,რომ ისეთი რამე გავაკეთო რაც არასდროს ჩამიდენია და რასაც თავს ვერასდროს ვაპატიებ ხომ? მიწვევ...გინდა ჭკუიდან გადამიყვანო და რამე დაგიშავო
-კიდევ რამე? მეტი რაღა უნდა დამიშავო ,როცა ჩემი მშვიდი ცხოვრება სრულიად ამოაყირავე ამ წყეული ქორწინებით . არ გეგონა თათული ჯერ თუ დაბრუნდებოდა, მესმის გოგონა სასწავლებლად წავიდა , საქმეები ჰქონდა და ამდენხანს ხომ ვერ უერთგულებდი სამაგიეროდ ახლა დაბრუნდა ... შეხვდა ორი შეყვარებული გული ერთმანეთს
-არ მჯერა რომ ამდენი ეჭვიანობის გამო მანერვიულე ... - სიცილი დაიწყო, ისტერიკა ჰქონდა -სულელო ბავშვო თათულის ლამის 20 წელია ვიცნობ და რომ მყვარებოდა გგონია ერთად არ ვიქნებოდით?
-მას უყვარხარ...დარწმუნებული ვარ უყვარხარ და შენც არ ხარ გულგრილი. ვნახე როგორ უყურებდი, ცეკვის დროს როგორ ეხებოდი
-ჩემთვის სულერთი არ არის... ამდენი წლის ნაცნობობა გვაკავშირებს , მაგრამ ის არაა ვინც შეიძლება ჩემს გვერდით იყოს და ვისაც ცხოვრებას დავუკავშირებ . ის ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემი კომპანიონია...
-როგორ მებრალება ის გოგო... ალბათ ერთ დროს ერთად იყავით და მერე შენს მორჩილ ცოლად ვერ წარმოიდგინე
-რა სისულელეებს მეუბნები საერთოდ ... თათულისთან არასდროს ვყოფილვარ
-რატომ , დავიჯერო მასთან მთვრალი არასდროს მოხვედრილხარ? ერთხელაც ვერ შეგიტყუა საწოლში ამდენი წლის განმავლობაში?
-მე არასდროს გადავდივარ ჭკუიდან ისე რომ გავაკეტო ის რაც არ მინდა
-ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ... არ ვიცოდე მაინც ჩვენი ქორწინების რეალური ამბავი. რა ვიფიქრო , მანამდეც გიზიდავდი და მალავდი?
-ასეთი ამბები ჩვენნაირებს უბრალოდ არ ემართებათ ... დავიფიცებ, რომ იმ ღამემდე გააზრებულად არასდროს შემომიხედავს შენთვის ისე როგორც ქალისთვის ,მაგრამ ეს არ გამორიცხავს შინაგანად დაგროვილ, დაიგნორებულ გრძნობებს რომლებმაც ერთად იფეთქა იმ ღამეს
-ის ქალი ნამდვილად არ გიყვარს? იქნებ მის მიმართ არსებულ გრძნობებსაც ვერ იაზრებ და თავს უფლებას არ აძლევ მეგობარს სხვა სტატუსი მიანიჭო
-ნუ მაგიჟებ, დაიჯერე რასაც გეუბნები და გაიგეე თათულის მიმართ არაფერს ვგრძნობ არც სიყვარულს, არც ლტოლვას, არც ვნებას ... მისი კომპანიის მეწილე გავხდი და ნუ მაიძულებ გავკოტრდე იმის გამო რომ მას ამოჩემებული ვყავარ და ჰგონია,რომ ვუყვარვარ
-ცუდად ვარ... საშინელი საღამო იყო
-მე მეუბნები ამას? წარმოიდგინე მაინც რა დამემართა იქ რომ არ დამხვდი ...ტვინში სისხლი ჩამექცა სანამ აქაურობა გამახსენდებოდა
- ინერვიულე? - კმაყოფილებას ვეღარ მალავდა
-კარგად შემომხედე და დაფიქრდი როგორ და რა გზებით გამოისყიდი დანაშაულს
-დანაშაულს არ ვგრძნობ ...არ უნდა ეცეკვო იმათ ვისაც უყვარხარ, არ უნდა მიუახლოვდე,არ უნდა შეეხო ისე რომ სიამოვნება განიცადონ
-ზედმეტად ხომ არ მიმითვისე
-ჩემი გადაწყვეტილებაა ასეთი
-როგორი - ზემოდან დაჰყურებდა ,მისი მზერა გონებას ურევდა. ბოლო რამდენიმე წუთში იმდენი გრძნობა ცვლიდა ერთმანეთს სრულიად მოსწყდა სამყაროს
-მხოლოდ ჩემი მინდა იყო ...
-ეჭვიანობა გალაპარაკებს ? - უკვე ეხებოდნენ ქალის ტუჩები ,თითები თმაში შეუცურა და თავისკენ მიიზდა
-დავიღალე პასუხების ძიებით... ვგრძნობ რომ მჭირდები
ამჯერად არცერთზე მოქმედებდა ალკოჰოლი, ორივე იაზრებდა საკუთარ ქმედებებს და მხოლოდ ემოციები მართავდნენ. შეუძლებელი იყო იმ ვნების ახსნა რასაც ერთმანეთის მიმართ განიცდიდნენ, მთელი ამ დროის განმავლობაში თავშეკავებით დაგროვილი შეგრძნებები ერთად თავისუფლდებოდნენ ტყვეობიდან. ტანსაცმლისგან სწრაფად გათავისუფლდნენ, ხანგრძლივად ტკბებოდნენ ცქერით, შეხებითა და სიახლოვით. დაკარგულ დროსაც ინაზღაურებდნენ, სურვილებს ათავისუფლებდნენ, ყველა უთქმელ სიტყვას გამოხატავდნენ და სულ უფრო მეტად უახლოვდებოდნენ სიამოვნების მწვერვალს.
-შენს გამოცდილებასთან უძლური და უგუნური ვარ - სუნთქვააჩქარებული ბალშებს შორის ჩაეშვა, იცინოდა და სხეულზე მოქცეულ ერისთავს სახეზე ეფერებოდა- რომ შემეძლოს დროს სხვა საქმეებზე არ დაგაკარგვინებდი - გამშრალი ტუჩები ენის წვერით დაისველა და გაცებულმა ახედა წარბებშეკრულს
-არ ვიცი ასეთს რას მმართებ და როგორ ხდება ეს ყველაფერი ,მაგრამ ეგ გამოცდილება საერთოდ მავიწყდება შენთან ყოფნის დროს ... ალქაჯი ხარ და მომაჯადოვე - ქალის ფეხებსშორის იწვა ისევ, ერთი ხელით საწოლს ეყრდნობოდა მეორე წელიდან მაღლა აასრიალა მკერდიდან ყელს მიაღწია, ოდნავ მოუჭირა ყბაზე და ისე მიუბრუნდა მის მსხვილ, მთრთოლვარე ტუჩებს -მაგიჟებ !
-დაუჯერებელია ... ჩვენი გრძნობები და აზრები ერთმანეთს ემთხვევა
-ახალ წლამდე მინდა მხოლოდ მე დამითმო დრო... ჩემთან იყო - ტკბილი ხმით ეჩურჩულებოდა და ქალის დანამული სხეულის შესწავლას აგრძელებდა
-თანახმა ვარ - დასთანხმდა, მაგრამ მეეჭვება ბოლომდე გაეაზრებინა რას სთანხმდებოდა. იმ მომენტში ნამდვილად არაფერი აინტერესებდა კაცის ალერსის გარდა , მაგრამ სახლში დაბრუნებულმა ბარგის ჩალაგება,რომ სთხოვა ვერაფერი გაიგო
-სად მივდივართ? მე კლინიკაში ვაპირებ წასვლას... ვაჩე მელოდება .უნდა გავიქცე ისედაც ვეღარ დავაღწიე თავი შენს მკლავებს- ფორმას ალაგებდა ჩანთაში თორნიკემ ხელიდან რომ აართვა
-არდადეგებს იწყებ ...ისვენებ, ქმარს უთმობ დროს და ახალი სემესტრის დაწყებამდე ყველაფერს ივიწყებ ჩემს გარდა - თითები თმაში შეუცურა და ტუჩთან ახლოს აკოცა- მერე დრო აღარ გვექნება ერთმანეთისთვის
-ამდენი დრო რაში გვჭირდება... ისედაც შენთან არ ვიქნები?
-მხოლოდ ღამით? გამთენიისას დაბრუნებულს რა უნდა გელაპარაკო...არ გინდა დავლაგდეთ?
-მინდა,მაგრამ
-მაგრამ რა
-შენი სამსახური?
-უჩემოდაც მიხედავენ საქმეებს ... თუ გინდა თათულისთან ერთად ვიარო შეხვედრებზე.
-მაგ ქალის სახელი ჩემთან იშვიათად ახსენე - თვალები აატრიალა და წარბები მაღლა აზიდა
-სად მივდივართ?
-გუდაურში ... თოვს , ზამთარი უნდა შეგაყვარო
-შენ გიყვარს?
-რაც მიყვარს სწორედ ეგ უნდა გაჩვენო
-ბარგის ჩალაგება რომ მეზარება? ვისტრესები
-მე ჩაგილაგებ ... რა დაჩაგრული ქმარი ვარ. ვინ იფიქრებდა - სიცილით აღნიშნა და ჩემოდანი გადმოიღო
-აი რა გვინდა ახლა გუდაურში... თხილამურებზე მე ვერ ვდგები ,სწავლასაც არ ვაპირებ ისეთი მოუქნელი ვარ მოვიტეხ კისერს . გავიყინები , გავცივდები და შენი საპატრონო გავხდები
-მოგეწონება-თქო რომ გეუბნები/ არ შეიძლება მორჩილი ცოლივით დამეთანხმო? დასასვენებლად მიმყავხარ სამუშაოდ ხომ არა- ტანსაცმელს ისე კოხტად და ლამაზად აწყობდა მარგო თვალს არ აშორებდა
-მორჩილი თუ გინდოდა სხვაგან მოხვდი...მთელი კვირა იქ უნდა დავრჩეთ? პირველში აქ არ ვიქნებით?
-ვნახოთ
-სასტუმრო უკვე დაჯავშნე?ან რა ვიცი სად მიდიხარ იცი?
-ვიცი
-მაგიჟებ
-მეც.რა დამთხვევაა -პატარა ბავშვივით გაიოცა და მარგომ კიდევ უფრო მეტად შეკრა წარბები- ეგრე ნუ შვები ნაოჭები გაგიჩნდება
-მერე რა, ვიდზე ერთი ასაკის ვიქნებით
-ნუ გადამაყოლებ ამ 10 წელს
-არადა დიდი დროა ... შენ რომ 20 წლის იყავი და გამოცდილებას აგროვებდი მე ჯერ კიდევ თოჯინებით ვთამაშობდი
-ბოლოს მაინც შენი ქმარი ვარ და არა იმათი ვინც ჩემთან ერთად თამაშობდა დიდების თამაშებს
-მეშინია მაგათი ცოდვით ვერ გავიხარო
-მხოლოდ ჩემთან დარჩი ...სხვა ყველაფერი გაივლის - ზედმეტად სერიოზული გაუხდა ტონი, თავისკენ მიიზიდა და რამდენჯერმე აკოცა
................
-მცივაა ...ვიყინები და მოძრაობაც მიჭირს -წუწუნებდა და სილამაზის აღქმაც კი დაკარგული ჰქონდა სიცივისგან მობუზული მიჰყვებოდა ერისთავს
-სახლში რომ მივალთ გაგათბობ...მანამდე ყინულზე სრიალს გასწავლი და გაერთობი
-მოციგურავეც ხარ ყველაფერთან ერთად?
-უბრალოდ ყინულზე სრიალი შემიძლია ეგაა და ეგ ... ასწორებს ნუ მთიდან თხილამურებით რომ ეშვები ეგ საერთოდ სხვა თემაა,მაგრამ ესეც კარგია. შენ ისეთი აქტიური ხარ მიკვირს როგორ არ ვარჯიშობ
-აქტიური ცხოვრება სპორტის გარეშეც შესაძლებელია რა გავაკეთო არ იყვარს ეს ექსტრემალური ცხოვრება ... ადრენალინზე ჩაციკლულიც არ ვარ. ერთადერთი სიმაღლეზე ვგიჟდები და პარაშუტით ხტომა მინდა
-გავითვალსწინებ მაგ ამბავს - სიცივისგან გაწითლებულ ცხვირზე აკოცა და მერე ლოყებზე გადავიდა- მართლა როგორ გაიყინე
-შენ ჩამაცვი მე რომ ვუყურებ მეშინია...რამე რომ მოვიტეხო რას მიპირებ მერე?
-ასეთი მშიშარა ხარ დავიჯერო?
-ფრთხილი ვარ და არა მშიშარა...არ მიზიდავს ზედმეტი თავის ტკივილები მხოლოდ შენი ცოლობა მყოფნის
-არ ეშვები სიმწარეს ხო? როდის დაგატკბობ ნეტავ- ფეხზე ციგურები მოარგო და მერე წამოდგომაში დაეხმარა-ხელი არ გამიშვა...მარტივია მხოლოდ დამუღამება სჭირდება და ეგაა რა
-შენთვის ყველაფერი ასეთი მარტივია მეუღლევ? - ძლივს მიჰყვებოდა მისი ხელი რომ არა ყინულზე იქნებოდა გაშხლართული
-ყველაფერი შენს გარდა
-დავეცემი ... უეჭველად დავებერტყები და ყინულიდან მოგიწევს ჩემი ნაწილების ალაგება
-წუწუნის ამ ხარისხისთვის ჯერ არ მიგიღწევია, რეკორდია. ავღნიშნოთ წითელი ღვინით
-რა ხუმარა ხარ ძვირფასოო- ინსტიქტურად გაუშვა ხელი და ისე დაიწყო კივილის თანლებით წონასწორობის შენარჩუნება,რომ ბოლოს თორნიკეც გაიყოლა ყინულზე მსუბუქად დაეცა -ღმერთო მიშველე ...
-იმდენი გაცვია დამძიმდი - ერისთავი შეჭმუხნული წარბებით უყურებდა ქვემოდან
-ღმერთოო იმედია არაფერი მოიტეხე ...მაგს მირჩევნია მე დამემართოს რამე
-ნუთუ - ყინულზე იჯდნენ ერისთავმა რომ გაუსწორა მზერა
-ხო ... აბა შენ ვინ მოგხედავს
-ანდე ახლა ასეთს შენი ჯანმრთელობა...ქმარს არ მივლის და სხვას რას უზამს
-მე ტრავმატოლოგობას არ ვგეგმავ ძვირფასო
-წამოდექი...კიდევ ვცადოთ
-სანამ არ ავილეწებით მანამდე ვაგრძელებთ? - არ აღიარებდა,მაგრამ აზარტში შევიდა. ყოველი დაცემის შემდეგ უფრო ნაკლებს წუწუნებდა და ბოლოს კისკისებდა . ერისთავთან ნამდვილად ეკარგებოდა სადავეები, როგორც არ უნდა ეცადა მაინც კაცის სურვილს ნებდებოდა. ახლაც თავისდაუნებურად მიჰყვა, გაერთო, ისწავლა კიდეც, იმდენი იცინა სხეულიც გაუთბა და ხვალაც გავიმეოროთო გამოსვლისთანავე დაგეგმა.
სეირნობდნენ, მანქანით არ მოძრაობდნენ და მიუხედავად სახლამდე მისასვლელი გრძელი გზისა მაინც ფეხით სიარულს არჩევდნენ. ისე შესცივდა ხტუნვა დაიწყო, თორნიკე კი სერიოზული სახით მიაბიჯებდა და გამვლელებს გვერდს უვლიდა მოყინულ ბეტონზე ფეხი რომ აუსრიალდა უცნობ გოგონას მაშინვე მიეშველა მარგო კი მოშორებით იდგა , გაღიმებული უყურებდა სანამ ეჭვიანობის ტალღამ არ დაუარა. ცოფდებოდა,როდესაც ვინმე ეხებოდა და მოფლირტავე მზერით უყურებდა
-შეგიძლიათ ფეხის მოძრაობა თუ სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ?
-არ ვიცი ... გული ისე მიცემს . იმდენად სწრაფად მოხდა - დამრგვალებული თვალებით უყურებდა და ხელს არ უშვებდა
-ასე ვერ გაიგებთ ... წამოდგომა სცადეთ - ხელი მოაშორებინა თორნიკეს მაჯიდან და სერიოზული სახით დახედა- ფეხი საერთოდ არ დაზიანებულა ...საჯდომით დაეცით და უფრო კუდუსუნზე უნდა დარდობდეთ ვიდრე კოჭზე
-მგონი კარგად არის...გმადლობთ დახმარებისთვის- მეორე ჩაერთო საუბარში და გაკაპასებულ დაქალს ნაბიჯის გზის გაგრძელებისკენ უბიძგა- წავედით სასტუმროში დავბრუნდეთ და გადაგივლის
-წამოდი .... ჩქარა წავიდეთ თორემ კიდურებს ვეღარ ვგრძნობ- ხელი ჩაკიდა და მკლავზე ისე შემოეხვია თითქოს ვინმე მოსტაცებდა
-ასეთი მესაკუთრე როდის გახდი მარგარიტა?- ცოტა ხნის შემდეგ უთხრა და ზემოდან დახედა
-რა შუაშია-იხტიბარს არ იტეხდა
-მგონი მხოლოდ ჩემს მიმართ ხარ ასეთი აგოისტი და ეჭვიანი
-ვინმე მართმევს შენს თავს ერისთავო?
-დავიჯერო არასდროს დამთმობ?
-როგორ სერიოზულდები ხოლმე სულ..ენერგია გამომეცალა . ისე მშია თითქოს მთელი წელი ვშიმშილობდი. აქ დავსხდეთ და მერე ავიდეთ ნომერში რაა - ყურადღება რესტორანზე გადაიტანა და სწრაფად შეაბიჯა შენობაში. მადა მართლაც გამოუსწორდა, ორი დღის შემდეგ წუწუნიც დაიწყო
-აქ რაც ჩამოვედით მას შემდეგ სულ ვჭამ ... ასე თუ გაგრძელდა არ ვიცი რა მეშველება
-იქნებ ცოტა ენერგია მოგემატოს და წონაც
-შენ ძალიან გინდა გავსუქდე ხო? მერე ნამდვილად ,მკვეთრად გამოხტაული დომინანტი იქნები
-მეგონა არ ფიქრობდი გარეგნობაზე ... ასე ამტკიცებდი სულ შენ კი აშკარად არ მოგწონს საკუთარი თავი და მიკვირს როგორ შეიძლება შენნაირმა თავდაჯერებულა, მიზანსწრაფულმა და ჭკვიანმა ქალმა ვერ დააფასოს ის სილამაზე რაც ასე უხვად გამორჩეულად აქვს
-ეს სიტყვები კომპლიმენტია თუ რა ხდება?
-არაფერიც... ვამბობ,რომ არასწორი თვითშეფასება გაქვს რ აც მაცოფებს
-შესანიშნავი თვითშეფასება მაქვს, ვიცი ახლა იდეალურ ფორმაში ვარ ჩემი გარეგნობა,რომ არა ასეთი მგზნებარე ცეცხლის ალით ვერ დაგწვავდი და ვაი რომ შენს ურიცხვ ლამაზმანებს შორის ცოლის სტატუსს ვერ მივიღებდი- ეშმაკური გაუხდა მზერა, ამ დროს ალქაჯი უცოცხლდებოდა სულში რომელსაც ერისთავის მთლიანად მისაკუთრება უნდებოდა,მთელი გულით, სულით, სხეულითა და გონებით. მანამდე არასდროს რომ არ ჰქონია ისეთი ფანტაზიები უჩნდებოდა და უმალვე აცოცხლებდა ,სიამოვნების ერთ დიდ ტალღას თორნიკეს ცდუნებისას განიცდიდა
-რამდენიმე წუთი მჭირდებოდა მხოლოდ- ლეპტოპს ვეღარ უყურებდა , სრულიად შიშველ ცოლს მიაპყრო დაბინდული მზერა და თავისკენ დაძრულს სუნთქვაშეკრული დახვდა
-განაგრძე მუშაობა...მერედა მე რას გიშლი . თითები გამოიყენე სხეულის დანარჩენ ნაწილებს ვიკმარებ- სავარძელში მჯდომის მუხლებზე მოთავსდდა , სახე კაცის ყელში ჩამალა და ტტერიტორიის შესწავლა სწორედ ამ მიდამოდან დაიწყო. გასაგიჟებლად ნელა კოცნიდა დაამ დროს სხვაგან არსად ეხებოდა ერისთავმა წერა საბოლოოდ რომ შეწყვია და თვალებმინაბუულმა თავი უკან გადასწია შემდეგ გადავიდა კაცის გაშიშვლებაზე
-ნამდვილი მაცდუნებელი ხარ - თითები პიჟამას ქვეშ რომ შეუცურა იგრძნო გლუვ კანზე გაჩენილი ბუსუსები და მოფერება განაგრძო
-უსამართლობაა შენ რომ მუშაობ და მე წიგნებიც არ წამომაღებინე
-და დასჯას ასე მიპირებ ? - იატაკზე ჩაცურებულს ზემოდან დახედა და პირი გაუშრა სპორტული შარვალი დაბლა რაომ დასწია - მარგო
-ხომ მიცნობ, ვგიჟდები სიახლეებზე
-აქ მოდი...ექსპერიმენტების დრო არ არის. აქ უროლოგი სად ვიპოვნო მერე - ხმა შეცვლილი ჰქონდა, უნდოდა საწოლისკენ წაეყვანა,მაგრამ არ გამოუვიდა
-რა უადგილო ხუმრობები იცი
-ჯანდაბა ,პატარავ -სავარძლის სახელურებს უჭერდა თითებს, დაჭმულ სხეულში სიამოვნებისგან წარმოქმნილი მუხტი დაუსრულებლად ტრიალებდა ,ჯერ თვალს არ აშორებდა შემდეგ მზერაც დაებინდა და პიკის მიღწევამდე მხოლოდ ღრმა ჩასუნთქვებით შემოიფარგლებოდა შემდეგ სწრაფად დაიხარა ,თითები კეფაზე მოსდო და ტუჩებზე დააცხრა-არანორმალური ხარ ... დანაშაულისკენ უბიძგებ კაცს
-მგონი არაფერი დამიშავებია ...არც დაკბენილი და არც მოტეხილი არ ჩანს -იცინოდა და თვალებდაწვრილებული უყურებდა - ძლივს შენი აკვნესებაც შევძელი,თორემ აქამდე დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს
-წარმოუდგენელია - ჯერ სახეს უკოცნიდა და იღიმოდა მერე ყელზე გადავიდა . ტანსაცმელი მოაშორა , არ ჩქარობდა , ჭკუიდან გადაჰყავდა სურვილისგან შეშლილი ქალი სანამ მთლიანად შეიგრძნობდა მის სხეულს.

ახალი წლის ღამეს კონცერზე იყვნენ შემდეგ რესტორანში ივახშმეს ,ნომრის აივნიდან უყურებდნენ ათასფრად განათებულ ცას და ვინ იცის მერამდენე ჭიქა ალკოჰოლს იღებდნენ სანამ ერთმანეთის ალერსით ძალაგამოცლილებს ჩაეძინებოდათ. დილით თორნიკემ გააღვიძა, თორემ შუადღემდე იძინებდა ალბათ
-მადროვე ძილი ერისთავო,თორემ გაგიბრაზდები- ზურგი აქცია, ბალიშს მოეხვია და მისი ხელებიც დააიგორა- ხელები მომაშორე , მკვდარი ვარ
-გაიღვიძე და გამოფხიზლდი ...სიურპრიზი მაქვს -მხარზე აკოცა და ბოლოს მუცელზე შეუცურა ხელი- სხვა გზას არ მიტოვებ- ხელში აიყვანა და სააბაზანოსკენ დაიძრა
-ცუდი კაცი ხარ ... საშინელი . ნამდვილი ურჩხული - გაბრაზებული უყურებდა , წყლის ქვეშ მდგომს- ყველაფერი შენს სურვილებს უნდა აკმაყოფილებდეს ჩემი ძილის განრიგის ჩათვლით?- თავი უსკდებოდა, საშინელ ხასიათზე იყო და ისე აწყენინა ერისთავს თავად ვერც გაიაზრა.
-მივდივართ ...-უკვე მოწესრიგებულს ერთი სიტყვა უთხრა, ჩემოდანს ხელი დაავლო და დერეფანში გავიდა
-რას ნიშნავს მივდივართ... არ მეხუმრები? - ჩანთის გარდა ყველაფერი აეღო - კვდვები ,ყველაფერი მტკივა მგონი გავცივდი და ახლა კიდე უნდა ვიმგზავრო? სად მიმარბენინებ ... ორი დღის გამო ამომიყვანე ? დარწმუნებული ვარ თათულიკომ უშენოდ თავი ვერ გაართვა საქმეებს და გიხმო . თავად ვერ შეძელი დასვენებისთვის დროის გამოყოფა - მიჰყვებოდა და არ ჩუმდებოდა. მანქანაშიც აგრძელებდა წუწუნს მანამ სანამ თორნიკემ მანქანა უცნობ სახლთან არ გააჩერა და გადავიდა
-გადმოდი
-ვისი სახლია...
-ჩვენი
-სახლი თუ გქონდა სასტუმროში რა გვინდოდა-წინ წასულს მიჰყვებოდა და კიდევ უფრო ტკივდებოდა თავი. მანქანაუკვე ეზოში იდგა და ხედავდა იქ მარტონი რომ არ იყვნენ. ერეკლე და ლიზა შესასვლელშივე შეეგებნენ ,მათი დანახვაც გაუხარდა,მაგრამ მშობლების დანახვისას მოულოდნელობისგან ცრემლები წამოუვიდა
-დეე , გილოცავ ახალ წელს
-ჩემო პატარაა
-აქ ამ დროს როგორ გაჩნდით
-თორნიკე წინასწარ შეგვითანხმდა ...დაგვიყოლია და წამოვედით - ლაშამ უთხრა და ისიც მოეხვია- მომენატრე მა
-მეც მომენატრეთ ... ყველანი - მანამდე არაფერს ამბობდა, არც იმჩნევდა და თავსაც არ უტყრებოდა როგორ უჭირდა მშობლებისგან შორს ყოფნა. თითქოს სულ ცოტა დრო იყო გასული,მაგრამ მაინც რთული იყო ეს განშორება. დედას ეხურებოდა და მის კითხვებს პასუხობდა, მიუხედავად იმისა,რომ მობილურით საუბრისას ყველა მნიშვნელოვან ამბავს აცნობდა ახლა კვლავ განმეორება უხდებოდა .
სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო ეზოში შემოსული მანქანიდან ბიჭებთან ერთად ნინიკოც რომ გადმოვიდა. ყველას ნახვამ გაახარა, ჩხეიძეს და ტაბიძეს მკლავებიდან ძლივს დაიხსნა თავი,მაგრამ დაქალის დანახვა სულ სხვა ემოციას იწვევდა
-არ მჯერა რომ ყველანი აქ ხართ - სუფრასთან ისხდნენ უკვე და სადილობდნენ . ნინიკოს გვერდით იჯდა და გაბრწყინებული ლაპარაკობდა ,თითქოს საკუთარი თავი დაიბრუნა
-შენმა ქმარმა დაკერა მამაჩემი, როგორ და რა ძალებით არ ვიცი,მაგრამ თავად ჩამსვა ჩხეიძის მანქანაში და გზაში კი ოცჯერ დამირეკა, მაგრამ აქ ვაარ - ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე გახედა მაგიდის თავში მჯდომ ბიჭს - ასე შორს რატომ დაჯდა...რა აწყენინე გოგო ასე უცებ . ახლოსაც არ გეკარება ვერ ხედავ? - ჩურჩულს აგრძელებდა
-მასთან ყოფნა რთულია... იმდენად იდეალურია მაბნევს . შევირიგებ როგორმე შენ არ იდარდო - თავად საშინლად გრძნობდა თავს,მაგრამ არ იმჩნევდა. თორნიკეს ახლოსაც ვერ მიუახლოვდა, საღამოს გარეთ გავიდნენ, ბიჭებთან ერთად ისე ერთობოდა ყველაფერი გადაავიწყდა . ნინიკოსთან ერთად გადაწყვიტა ცხენებით გასეირნება, პირველად არ ჯდებოდა,მაგრამ მაინც სასეირნოდ სჭირდებოდა და არა საჯირითოდ.
-ვინ იფიქრებდა,რომ შენ იქნებოდი გათხოვილი ქალი და მე ასე უშეყვარებულოდ ვივლიდი
-რა ხდება , ასეთი ცუდი სეზონი იყო,რომ ვერავისთან იფლირტავე?
-იმედია უკეთესი დაიწყება ,თორემ ასე დეპრესია მაქვს
-მაინც როგორი მეკაცთანე ხარ ,ვგიჟდები
-არ მითხრა ,რომ ისევ ვერ ჩასწვდი კაცისგან მიღებული სიამონების ძალას
-მე კი,მაგრამ შენ რასაც აკეთებ ეგ ყველაფერი სულ სხვაა...სად შემიძლია ამდენი ფლირტი, თვალთმაქცობა, თამაში და ათასი უბედურება
-ღმერთოო რა არარომანტიკული ქალია ხედავ? მე ასე უცებ ვერ გავთხოვდები, ვგიჟდები შეყვარებულობის ეტაპზე - ცხენი გაჯიუტდდა და აღარ მიდიოდა- დამღალა ამ ცხენმა... უკან დავბრუნდეთ რა...ფოტოები კი გადავიღე უკვე
-მე გავისეირნებ კიდევ... შენ დაბრუნდი . ბიჭები ქვემოთ არიან
-კარგი... მანამდე ერთი გამიღიმე- ტელეფონი ეჭირა და მორიგ ფოტოს უღებდა- სილამაზე ჩემი - ტელეფონის ეკრანს აკვირდებოდა და იცინოდა.
მარგო ტყეში შევიდა,იმდენად შეიტყუა იქ არსებულმა სიმშვიდემ,რომ უკან დაბრუნება აღარ უნდოდა. ზემოდან უყურებდა ხალხით სავსე სივრცეს და ხვდებოდა როგორ სჭირდებოდა განმარტოვება. ტირილი უნდოდა, დაგროვილი ემოციები ერთად აწვებოდნენ და გადმოსვლას ცდილობდნენ. ცხენიდან ჩამოხტა, ხესთან დაჯდა და ტირილი დაიწყო. ვერ ხვდებოდა რატომ ტიროდა, რა უნდოდა ,რა აწუხებდა , ვერ ჩერდებოდა სულ უფრო მეტად უნდოდა ცრემლებისთვის გაეყოლებინა ყველა დარდი . ცხენმა ისე დატოვა არც გაუაზრებია, გონს რომ მოვიდა უკვე შებინდებული იყო . წამებში მოიცვა შიშმა, უკან მიიხედა და მიხვდა შუაგულ ტყეში იყო , წინ კი საკმაოდ რთული გზა ჰქონდა გასავლელი. ტირილისგან დასუსტებულს ძალა საერთოდ აღარ ჰქონდა. მიდიოდა, მაგრამ თოვლი მაღალი იყო და ხელს უშლიდა გადაადგილებაში ბოლოს დაეცა და უკვე მეორედ ატირდა ,ამჯერად მანამ ტიროდა სანამ ცხენის ხმა არ გაიგო და მასზე ამხედრებული ერისთავის ფიგურა არ მიუახლოვდა. წამში ჩამოქვეითდდა, ცოლს მივარდა და დაფეთებულმა დაუწყო თვალიერება
-ცხენმა გადმოგაგდო? რა გინდოდა ასე შორს... რა გტკივა. გონება დაკარგე? თავი დაარტყი? ფეხი... ფეხი ხომ არ მოიტეხე
-თორნიკეე - ტირილით ამოთქვა . სლუკუნებდა და ისე ეხვეოდა-შემეშინდაა
-შენ შეგეშინდა არა? შენ ...ისევ შენ აბა სხვა ვინ იდარდებდა . სხვას ვის აქვს ემოციები, ნერვები და გული - წამოდგომა აიძულა და ცხენზე შესვა- უკან ვბრუნდებით სანამ მგლები დაგვადგებიან ...თორემ შენი ქმარი უიარაღო მონადირედ ვერ გამოდგება - ქალის უკან დაჯდა, მუცელზე ხელი შემოხვია და სწრაფად დაეშვა დაღმართზე -ნუ ტირი,თორემ აქ დაგტოვებ
-რა უგულო ხარ... შენზე ჩემი ცრემლებიც კი არ მოქმედებს -ისევ არ ფიქრობდა, მხოლოდ ემოციებს ებრძოდა და იმას ამბობდა რაც პირზე მოადგებოდა.
ცხენი პატრონს დაუბრუნა, ზურგი აქცია და ისე წავიდა არც შეუხედავს მარგოსთვის. უკან მიჰყვებოდა, სირბილი უწევდა რომ არ ჩამორჩენოდა უკვე ბრაზი ჭარბობდა მის ემოციებს და მაინც ქუჩაში საუბრის დაწყებას ვერ ბედავდა, იცოდა ხმას ვერ გააკონტროლებდა ირგვლივ კი ზედმეტად ბევრი ხალხი იყო . სახლში შესულებს ხალხმრავლობა დაუხვდათ, ვახშამი უკვე მზად იყო, ყველანი მათ ელოდნენ და ისევ დაკარგეს ერთმანეთი. შვება ტკბილეულსა და სასმელში იპოვნა. სულ ოთხი ჭიქა დალია , შუაღამემდე ისხდნენ და უკვე დამდგარ ბედობას სადღეგრძელოებით ხვდებოდნენ. ნინიკო ისე იყო დაღლილი მთვრალ ბიჭებს მიჰყვა დასაძინებლად, ერისთავმა ზედაც არ შეხედა ისე აუარა გვერდი უნდა გაჰყოლოდა,მაგრამ დარჩა და მილაგებაში მიეხმარა ქალებს. საძინებელში ასულს ერისთავი არ დაუხვდა, აივანზე მდგომი დაინახა, თბილ პლედს წამოავლო ხელი და სწრაფად დაიძრა მისკენ
-ამდენი დალიე,რომ სიცივესაც ვერ გრძნობ? გაიყინე - მის წინ იდგა,პლედი მხრებზე შემოახვია და უშედეგოდ სცადა მისი თვალების პოვნა -არ მელაპარაკები?
-პატარა ბავშვივით იქცევი და გადავწყვიტე მეც აგიწყო ფეხი - სიგარეტის კვამლი დაბლა დაუშვა და თავიც არ აუწევია
-იმდენს აკეთებ პროგნოზირება რთულია ... რას ვიფიქრებდი ასეთ სიურპრიზს თუ მიმზადებდი
-ტყეში ნაქირავები, უცხო ცხენით ბოდიალზე რას იტყვი
-ჭკვიანი იყო, რატომ დამტოვა ვერ მივხვდი...ალბათ პატრონთან ეჩქარებოდა
-ვერც ხვდები ხომ?
-რას ვერ ვხვდები - ამჯერად თვალებში უყურებდა და ეს უკვე სხვა მუხტს აძლევდა
-როგორ შემეშინდა ცხენი,რომ დაბრუნდა და შენ არა ...სანამ გიპოვნე მეგონა გული გამიჩერდა . არ გესმის, ვერც გაიგებ... შენ ასე არასდროს აღელვდები ჩემს გამო
-შენ არ ამბობ ტყუილად არ უნდა იღელვოო?
-მე შენ მაღელვებ და მეგონა ეს ფაქტი შენთვის ცნობილი იყო
-თორნიკე
-დავიძინოთ - ყელზე შემოხვეული მკლავები მოიშორა, მკერდზე მიკრულ ქალს გაეცალა და ოთახში დაბრუნებისთანავე მოიშორა ტანსაცმელი.
-ასე ვერ დაიძინებ!
-ჩავიცვა?
-ერისთავო გეყოფა -თვალები აემღვრა, თავს ვეღარ აკონტროლებდა - ასე ნუ მექცევი , ისედაც ცუდად ვარ არ ვიცი რა მემართება, მაგრამ ცუდად ვარ . ვტირი იმის ნაცვლად,რო ბედნიერი ვიყო ,თითქოს სიხარული საპირისპიროდ მოქმედებს და სიცილის ნაცვლად ცრემლებს ვიღებ შედეგად . გაორება მაქვს, თან ვგიჟდები ამ ხალხმრავლობაზე , სიცილ-ხარხარზე და თან მარტო გამოკეტვა მინდა . ვერ ვხვდები რა მჭირს
-ჩშშ...დამშვიდდი - ატირებულს მოეხვია და დანამულ ლოყაზე აკოცა -ყველაფერი დალაგდება ,უბრალოდ ეცადე გამიცნო და მიმიღო ...ეცადე გთხოვ
-მაპატიე ?
-აღმოჩნდა,რომ პატიების უნარიც მქონია - ტირილისგან დანამულ, სავსე ტუჩებზე ფრთხილად შეეხო და ყველა ემოცია კოცნით გაფანტა
ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა ვერ ერეოდა ერისთავის მრავალფეროვან შინაგან სამყაროს,ზედმეტად რთული და ამოუხსნელი იყო მისთვის. იმდენად არ ჰგავდნენ,რომ გაგება უჭირდა, ვერ ხვდებოდა , ვერც ხედავდა.
-ჭინკა რძალო მგონი გათხოვებამ იმოქმედა და ცოტა ფერი დაგბრუნებია - ჩხეიძემ ლოყები დაუჩქმიტა
-საქმე არაფერი მაქვს , მთის ჰაერიც მოქმედებს და კარგად ვიკვებები ...
-თორნიკეს ყველა ქალი წონაში იმატებდა, ეგ რომ აცლიდა ენერგიას მერე მადა ემატებოდათ და ნუ გვაბოლებ ახლა, მთის ჰაერზე ნინიკოც კი ამოვიყვანეთ,მაგრამ კეკავს ჩიტივით- ტაბიძემ ჩუმად უთხრა და მერე ჩხეიძესთან ერთად ახარხარდა
-აჰ, ანუ ბატონს სავსე ქალები მოსწონდა და იმიტომ ვერ ეჩვევა ჩემს სიგამხდრეს? - თვალებანთებულმა გახედა ლაშას გვერდით მდგომს
-ვერ გაიჩუმე ბიჭო ენა? დახოცავენ ახლა ერთმანეთს
-ამათ ჩხუბზე ვგიჟდებოდი...როგორ დაიწყეს ტო რას ვიფიქრებდი წლების მერე ცოლ-ქმარი თუ იქნებოდნენ- ისევ იგივეს იმეორებდა ჟღენტი
-მე წავედი გასვლამდე ტანსაცმელს მოვაწესრიგებ ,თორემ ისე ყინავს უკან დაბრუნება მალე მომიწევს და არ მინდა- უცებ თქვა და ბიჭებს გაეცალა. ერისთავს შეტყობინება მისწერა საძინებელში ამოდი გელოდებიო . არც დაფიქრებულა ისე გაშიშვლდა და კარადის სარკის წინ დადგა . ნაბიჯების ხმა ესმოდა, ზუსტად იცოდა თორნიკე,რომ იყო კარიც მალე გააღო და სილუეტის დანახვისთანავე ხმაურით მიხურა
-რა ჯანდაბაა...სხვა რომ შემოსულიყო? სავსეა სახლი გოგო
-კარი გადაკეტე -მისკენ შებრუნდა და მზერა გაუსწორა- დაკეტე ერისთავო
-ხმა გავა და ვერ ვიტან მსგავს ამბებს- კარი გადაკეტა ისე რომ ქალისთვის მზერა არ მოუშორებია და მისკენ დაიძრა - სააბაზანოში შევიდეთ ... კვამლის სუნს მოვიშორებ
-ერთი შამფური მეყოფა თუ გავზარდოთ კალორიები , როდის ჩავჯდები შენს სასურველ პარამეტრებში - წარბაწეულმა შეხედა და ხელის შეხების საშუალება არ მისცა
-რა მოიგონე ამჯერად
-ვიცოდი სავსე ქალები რომ მოგწონდა, ისეთ ასაკში ხარ შენი გემოვნებაც ჩამორჩება სტანდარტებს ,მაგრამ დავიჯერო ჩემი სიმრგვალეები საკმარისი არ არის ? -კაცის ხელი სადომზე მიიდო და გვერდულად დახედა- არადა კარგად ჩანს, როგორ არ გყოფნის ...ნუ კარგი მკერდი პატარაა შენი მტევნის ფართობი იმხელაა ორი ზომა არ ჰყოფნის ...ოთხი გაძლიერებული კვებით არ გახდება - ერისთავი უკვე იღიმოდა და საჯდომზე მოხვეული ხელით თავისკენ მიიზიდა
-მართლა სულელი ბავშვი ხარ ... აღარ ვიცი გავბრაზდე თუ რა გავაკეთო
-შენ ხომ გიყვარს გეგმები...ეგეც გრძელვადიანი გამოვა ,მაგრამ არ გეზარება . ჩემს კვებაზე ზრუნავ და ორ კურდღელს დაიჭერ ერთად ,თან ენერგია მექნება თან თეძოები და ბარძაყები გამიდიდდება
-ჯანდაბა კაცს გააგიჟებ რა ... როგორ ფიქრობ ამაზე . იმიტომ გთხოვ ჭამო,რომ კარგად იყო ენერგია გქონდეს და გაუძლო იმ ყველაფერს რაც წინ გელოდება. აქაც იტომ წამოგიყვანე, რომ დაგესვენა ,განტვირთვა მოგეხდინა ... შენ რამე სხვა მიზეზი დაინახე ? ვინ გგონივარ საერთოდ . შენთვის ერთი ეგოისტი კაცი ვარ,რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ყველაფერს საკუთარი გამორჩენის მიზნით აკეთებს? -მოშორების ნაცვლად ხელი თეძოდან ბოქვენისკენ გადაიტანა, ხელისგული მიაბჯინა და თითები ფეხებსშორის შეაცურა
-შენი პრინციპი ხო ეგაა, მიიღო ყველაფერი რაც გინდა . არ ჩქარობ, მოთმინებას იჩენ , ფიქრობ, იაზრებ, გეგმებს აწყობ და ბოლოს მაინც ისე ხდება,როგორც შენ გსურს -ათრთოლებულ სხეულს ვეღარ აკონტროლებდა, საერთოდ ავიწყდებოდა გაჩენილი ბრაზი , ვნებამ გადაუარა ყველა სხვა შეგრძნებას . კაცის ყელში ჩამალა სახე, მხარზე დაეყრდნო და ჩუმი კვნესა წასკდა
-კარგი იქნება ჩემსავით იფიქრო, იაზროვნო და ისე ილაპარაკო, დაკვირვების შემდეგ და არა გაუაზრებლად რაღაც გრძნობით მართულმა - მოშორდა, მანძილი გაზარდა და ქალი გახევებული დატოვა
-ასე წახვალ?
-შენგან განსხვავებით ჩხუბი არ აღმაგზნებს... აგე პასუხი საკუთარ შეცდომებზე - მზერა მოავლო, კარი გააღო და თვალი ჩაუკრა
-ახლა თუ წახვალ გეფიცები სამაგიეროს გადგიხდი
-მეეჭება შეძლო,მაგრამ დაგელოდები ... არ იჩქარო ,კარგად დამშვიდდი და მერე ჩამოდი
-ურჩხულო !- კარს ბალიში ესროლა და საწოლზე დაეშვა
.................
-რა გჭირს გოგო რას უშვები ამ სერიოზულ და მშვიდ კაცს ასეთს შენთან ლაპარაკის მერე ცოფებს რომ ყრის. მაშინებს ხანდახან, შენ არა? -ნინიკომ მარტო როგორც კი მოიხელთა მაშინვე დაიწყო
-საშიში? თუ ღმერთი გწამს რა საშიში ...არავის არაფერს დაუშავებს ,ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცნობდი ადრე სულ ანდროზე გაწონასწორებული მეგონა. მაგას ნერვებით თამაში უყვარს და ადამიანის გაგიჟება
-შენც მაგას არ ცდილობ სუულ? რაო მოგიგო?რა გააკეთაა ...მომიყევი გოგო რამე ნუ ხარ ცუდი
-შენ ისეთი გიჟი ხარ , რომ მოგიყვე რასაც მაგრძნობინებს, იმის მცირე ნაწილი მაინც რომ გადმოგცე ალბათ პირველივე შემხვედრ სიმპათიურ ბიჭს შეიტყუებ საწოლში
-ვერ ვიჯერეებ...როგორ მაინტრიგებ საზიზღარო
-ცუდად ვარ... წავალ იმათ მივეხმარები მგონი დაუკმაყოფილებელი ქალები თავს იმშვიდებენ მზარეულობით. ამდენი რამეა დასაჭრელი, დასაქუცმაცებელი, დასაბეგვი და დასატეხი
-სულ გაგიჟდა - სამზარეულოსკენ გაქცეულს მიადევნა თვალი და გოზინაყის დაგემოვნება განაგრძო
-ვინ გაგიჟდა?-თორნიკეს ხმა რომ გაიგო უცებ შეხტა- დამშვიდდი, მე ვარ
-გული გამიხეთქე სიძე
-კონსპირაციული საუბარი გქონდათ?
-ვის გვქონდა
-შენ და შენს დაქალს
-ვცდილობდი გამომეტეხა, მაგრამ უშედეგოდ. არაფრით ამბობს რას უშვებით ასეთს ერთმანეთს ხან ერთი რომ წვავთ ირგვლივ ყველაფერს და ხან მეორე. შენ ხომ არ მეტყვი? - ეშმაკურად უღიმოდა და ერისთავს ქვემოდან უყურებდა
-ზოგჯერ ზედმეტი ინფორმაცია მავნებელია
-ბედობაა დღეს ,ნუ დაგავიწყდება და შერიგდით - წასვლამდე მიაძახა და მერე კვლავ ხედს გახედა - თოოოვს ... ვაიმეე რამხელა ფიფქებიააა - ხტუნვა დაიწყო და სახლისკენ მიმავალ ბიჭებს არ ადროვა უკან დაბრუნება. გარეთ გავარდა , გზაში იცვამდა ქურთუკს და წამში მოახლოებულ ჩხეიძეს სახელდახელოდ გამზადებულ გუნდას ესროდა - გავახალისოთ დღეე ძვირფასებოო
-ოხ შე არანორმალურო... ჩაგმარხავ თოვლში იცოდე
-მარგოოოო გამოდი მომეხმარე , ნუ დამტოვებ მარტოს -რა თქმა უნდა ისიც მალევე გამოჩნდა , სახლის კედელს ამოეფარა და იქედან დაიწყო შეტევები. მთელი ეზო ახმაურდა, ყველგან მათი ხმა ისმოდა. ერისთავი ჯერ არ ჩანდა, მერე ფანჯარასთან მდგომი დაინახა იცინოდა და ბიჭებს ამხნევებდა , მეტი რა უნდოდა გუნდა კარგად შეკრა და მისი მიმარტულებით ისროლა. მარცხენა მხარში მოარტყა და წაუშალა კიდეც სიცილი სახიდან .
-ძვირფასოო ეგ არ უნდა გექნა
-სჯობს ჩვენ წავიდეთ ... ვეჭვობ ესენი მთელს თოვლს გუნდებად აქცევენ - ხეს ამოფარებული ტაბიძე იცინოდა ერისთავი კი გუნდის გაკეთებაზე არც ფიქრობდა პირდაპირ ქალისაკენ დაიძრა , ეს უკანასკნელი წინასწარ დამზადებულ გუნდებს ესროდა, მაგრამ რეაქციას ვერ იღებდა
-ჯანდაბა , დავიღუპე- გაქცევა სცადა,მაგრამ ერისთავმა ჰაერში მოხსნა მუცელზე შემოხვეული ხელით და უზარმაზარ, გაუკვალავ თოვლში ჩააგდო . სახლის უკან იყვნენ , არავინ უყურებდათ ,წინიდან ისევ ხმაური ისმოდა ყორშია კი ერისთავის ქვეშ იყო მოქცეული - გავიჭყლიტე ,ცოდო ვარ
-საკუთარ თავს დააბრალე ...
-მგონია,რომ ვიხრჩობი...გთხოვ -ისე შეხედა გული მოულბო კაცს
-ჩემთან თამაში შეწყვიტე თორემ ხომ ხედავ- დაჯდა და ისიც წამოაყენა , მაგრამ მალევე შეიცვალა სიტუაცია და ამჯერად თავად აღმოჩნდა თოვლში მარგო კი ზემოდან მოქეცა და თავისი წვრილი თითებით ცდილობდა მისი მაჯების დაჭერას
-თორემ ვინ იცის როდის შეიცვლება სიტუაცია ,ძვირფასო მეუღლევ ...თამაშები ბავშვებისთვისაა
-ნამდვილი ალქაჯი ხარ ,იცი?
-ბევრჯერ უთქვამთ... მიხარია ძველი სახე თუ დავიბრუნე , უკვე ვფიქრობდი,რომ საკუთარი თავი დამაკარგვინა ცოლის სტატუსმა
-შენ ისევ ისეთი ხარ როგორიც მაშინ , ჩვენი პირველი შეხვედრისას იყავი ... გადაშლილი წიგნი,რომლის წაკითხვაც შემიძლია,მაგრამ გაგებას ხშირად ვერ ვახერხებ - თითები თმაზე ჩამოუსვა, გამდნარი თოვლი წვეთებად მიჰყვებოდა კანზე . უნდოდა დიდხანს ყოფილიყო ნაწყენი და გაბრაზებული, თამაში მაინც შესძლებოდა,მაგრამ მაშინვე უძლური ხდებოდა როგორც კი მის მრგვალ ,მეტყველ თვალებს გაუსწორებდა მზერას- ბედობაა დღეს ... დავაპაუზოთ დაპირისპირება
-სახლში შევიდეთ ,თორემ გავცივდებით თანაც ზედის ამარა რომ გამოსულხარ... - ხელი ჩაკიდა და სახლისკენ წავიდა, ერისთავიც მორჩლად მიჰყვებოდა - სულ არ ფიქრობ საკუთარ თავზე
-და შენ ფიქრობ ჩემზე ? - სახლში იყვნენ უკვე ზურგიდან რომ აეკრო, ყურთან ახლოს ყბაზე აკოცა და მერე ყელზე გადავიდა - სველი ხარ -ცხვირის წვერი კანზე შეახო და თვალები დახუჭა
-გაშრობის დროა ... - თვალი ჩაუკრა და უკანსვლით დაიძრა კიბეზე, რომ შებრუნდა შემდეგაც უყურებდა მერე ხელით ანიშნა სწრაფად გამომყევიო , ბოლოს მაინც საძინელის ჩაკეტილ კარს მიღმა აღმოჩნდნენ.
....................
ენერგიით სავსე დაბრუნდა თბილისში. ბაკურიანში ანდროს გარდა ყველა გვერდით ჰყავდა ვისთან ერთადაც უყვარდა დროის გატარება, თორნიკეს მიერ მმზადებული ეს სიურპრიზი ნამდვილად შედეგიანი აღმოჩნდა. სახლში მხოლოდ ერთი ღამე გაატარა დილით გაღვიძებულ ერისთავს საწოლში არ დაუხვდა და საერთოდ სახლში რომ ვერ იპოვნა , შეუწყვეტლივ ურეკავდა სანამ მესამე ზარს არ უპასუხა მანამ უკვე გასაღებით ხელში მირბოდა მანქანისკენ
-თორნიკეეე გაიღვიძე უკვე? დილით ლიზიკოს გამოვყევი კლინიკაში ,დაურეკეს მოდიო და შვიდზე წამოვედით. ამ წამს დაიბადა უსაყვარლესი, ვარდისფერლოყება გოგონა გრძელი შავი თმით - ხმაზეც კი ეტყობოდა როგორი ბედნიერი იყო ერისთავს ჩხუბის სურვილიც დაუკარგა- შენ რატომ არ გძინავს? სამსახურში გასვლას ხომ აპირებ... რომელ საათზე მოხვალ? აქ ვიქნები მე საღამოდე
-რომ დავასრულებ საქმეებს დაგირეკავ და გამოგივლი. დღეს ცუდი ამინდია , სადმე არ გაიყინო შობამდე
-ჯუჯღუნა - უკვე სახლში იყო შესული, ქურთუკი დივანზე მიაგდო და სამზარეულოსკენ დაიძრა
-ნუ იმანჭები, ვინმე დაგინახავს და კლინიკას იმიჯს გაუფუჭებ მაგ ფორმით ექიმი ეგონები ბავშვის მოლოდინში მყოფებს
-უგულო ურჩხულო
-წვედი საუზმე უნდა მოვუმზადო სკუთარ თავს ....აბა ცოლი სახლში არასდროსაა და რას ვიზამ თავს ხომ არ დავიავადებ მის მსგავსად. ჭამე , რ დაგავიწყდეს მშობიარე ქალები სულ იქნებიან შენი კუჭი კი სულ ვერ გაგიძლებს
-კარგი მა , გეფიცები შევჭამ
-ტუტუცო ბავშვო
-წავედი, საღამომდეე ...გკოცნიი- წარმოიდგენდა როგორი სახით მირბოდა დერეფანში და დადებითმა მუხტმა მოიცვა .
ყველა წყენას და გაბრაზებას ავიწყებდა, დიდხანს ვერაფერზე ფიქრობდა . იმ ღამით რომ არ დაბრუნდა მის ნაცვლად ლიზასთან დარეკა , ერთად იყვნენ და მშობიარეს ელოდნენ . ქალთანაა შემოყვანის წამიდან, გვერდიდან არ შორდება და სანამ არ იმშობიარებს არ დატოვებსო ქალმა,რომ უთხრა მხოლოდ შემდეგ დაიძინა . გამთენიისას იგრძნო ცივი სხეულის შეხება, ლერწამივით შემოეხვია გაყინული ხელ-ფეხით და ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა
-რა კარგია მხურვალე ქმარი რომ გხვდება საწოლში - ჩუმად თქვა, ყელში აკოცა და წამებში გაითიშა.
..............
-ამ დროს სად მიდიხარ ?- საღამომდე თითქმის გათიშული დადიოდა , ნახევარი დღე ეძინა მერე კი ბიბლიოთეკაში დაჯდა და კითხულობდა. საძინებელში შესულს თორნიკე გასასვლელად მზად მყოფი რომ დაუხვდა გაუკვირდა
-შობის ღამეს ტაძარში ვატარებ
-იმიტომ მოდიოდი ჩვენთან შვიდში? მარხულობდი კიდეც... მწვადი შეწვი, მაგრამ არ გიჭამია...მოიცა რომ დალიე?
-სხვა ბევრი ხორციელი წადილი ავისრულე - არეულ თმაზე გადაუსვა ხელი და მერე სარჭი მოაშორა - ეკლესიაში მისვლა მარხვის დაცვის გარეშეც შესაძლებელია
-მე დიდი მაცდუნებლის როლში აღმოვჩნდი? სულ დადიხარ ხოლმე?
-წამოხვალ?
-წამოვალ ...წელს ბევრი სათხოვარი მაქვს უფალთან
-თბილად ჩაიცვი
ერთი საათის შემდეგ უკვე ტაძარში იყვნენ . თავად დიდი მორწმუნის ქცევები არ ჰქონდა , მაგრამ თორნიკეს აშკარად იცნობდნენ იმ ადგილას იმდენ ვინმეს მიესალმა. სტიქაროსანი ბიჭები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ . ჩუმად იდგა კედელზე მხრით მიყრდნობილი და ვერაფრით ახერხებდა კონცენტრირებას, ლოცვის მოსმენის ნაცვლად ერისთავს აკვირდებოდა. კიდევ ერთ მისთვის უცნობ სახეს ხედავდა , საათები გადიოდა ბევრი წავიდა, ბევრიც გვიან მოვიდა პირველად იყო ამ დროს ეკლესიაში . ასაკიანი ქალები სკამზებზე დასხდნენ , ბავშვებს კი უკვე ეძინებოდათ და ერისთავმა ყველაზე პატარა რომ გამოართვა დედას იმ დროს საერთოდ დამუნჯდა.
-თორნიკე შენ ხარ? აქამდე ვერ შეგნიშნე ... მაპატიე
-არაუშავს ... მე მეყოლება შენ მშვიდად იყავი- ჩუმად უთხრა და გრძელი კაბით შემოსილ თავსაფრიან ქალს მკერდზე მიკრულ ბავშვთან ერთად მოშორდა
-მამიკოსთან მინდა და დედამ არაო... ზღაპრის გარეშე დავიძინო თოკუნა?- პატარა გოგონა თვალებმინაბული ტიტინებდა, ერისთავის განიერ მხარზე ჩამოსდო თავი ისიც ზურგზე ეფერებოდა და გოგონასაც უფრო მეტად ეხუჭებოდა თვალები
-ნახე მამას რამდენი ადამიანი უსმენს ... ცოტა დროც გავა და მერე შენს ლამაზ ლოგინში დაწვები - ლოყაზე აკოცა და ბავშვის შეჭმუხნულ წარბებზე გაეღიმე- მაპატიე , წვერი სულ დამავიწყდა
-ზღარბუნია თოკუნა - პატარა ხელისგული წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და მთელი დარჩენილი დრო ასე ეთამაშებოდა სანამ დედამ არ წაიყვანა.
სიტყვა არ უთქვამს, რა დაემართა ვერ ხვდებოდა .პირველად იყვნენ ტაძარში ერთად და იმ წამს გონებაში ჯვრისწერის კადრებს წარმოიდგენდა, ჯვრისწერის რომელზეც უარი თქვეს და რომელიც შესაძლოა არასდროს ჰქონოდათ.
გვიან დაბრუნდნენ სახლში, პირველად არ დაათენდათ,მაგრამ ასეთისავსე და თან ცარიელი მანამდე არასდროს ყოფილა. საშინლად მოუნდა მარტო დარჩენა და ტირილი, მაგრამ ვერსად წავიდოდა. თორნიკეს გვერდით საწოლში მოიბუზა და კნუტივით მიეკრო ქმარს
-ხვალ შენები გველოდებიან... მგონი სოფელში აპირებენ წასვლას - შუბლზე იგრძნო ტუჩების შეხება და გონებამ ძლივს გაიაზრა მისი სიტყვები
-მივდივრთ?
-დაიძინე , გრძელი გზა გველის ხვალ ... დაიღლები
-საოცარი ხარ - კიდევ უფრო მეტად მიეკრო, სახე დამალა და წამოსული ცრემლების დაფარვაც სცადა, მაგრამ ისე თრთოდა ერისთავი მალევე მიუხვდა
-ჩემო პატარა ... როგორი რთულია შენს ტკივილთან და სევდასთან ბრძოლა
-ყველაფერი ჩვენი ქმედებების შედეგია ... უნდა გავუძლოთ -ტიროდა ,მაგრამ მაინც ცდილობდა ძალის შენარჩუნებას
..................
სახლამდე გზა გულაჩქარებულმა გაიარა, ქალაქში შესვლის წამიდა მოუსვენრად ცქმუტავდა. უკანა სავარძელზე მიწოლილ ჟღენტს და ტაბიძესაც აღარ აქცევდა ყურადღებას მანქანა როგორც კი გაჩერდა მაშინვე გადავიდა , უკან არც მიუხედავს ისე გაიქცა სახლისაკენ, ეზოში ყველაფერს აკვირდებოდა თითქოს საუკუნე გავიდა, არადა ერთი თვეც არ გაუტარებია იქედან შორს. მშობლებიც ვერ უგებდნენ ,სამ დღეში ასე როგორ მოგენატრეთო ისიც კი ჰკითხა ლაშამ. გულისცემას ვერ ანელებდა, მისი ხმა ესმოდა მხოლოდ და დანარჩენების ფუსფუსს ისე უყურებდა ერისთავი იპოვნა, დარჩენილი ნივთები ჩამალაგებინეო უთხრა , ხელი ჩაავლო და მაღლა საძინებლისკენ წაიყვანა
-სოფელში უნდა წავიდეთ ... რა დროს ნივთების წაღებაა მარგოო?
-რა ნივთები ... აქედან წასვლა არ მინდა მომენატრა ჩემი - კარი გააღო და ადგილზე მიეყინა . თვალები დაუბინდა დაგროვილმა სითხემ,წონასწორობადაკარგული უყურებდა სრულიად შეცვლილ სივრცეს რომელსაც მის ოთახთან საერთო აღარაფერი ჰქონდა
-პატარავ ... კარგად ხარ- ერისთავის მკერდს იყო მიყრდნობილი, მისი ტუჩების შეხებას გრძNობდა საფეთქელზე, თითებს თმაზე და მაინც ვერ პოულობდა სიმშვიდის წერტილს
-ჩემი ოთახი აღარაა ... არსადაა - ძლივს ამოთქვა, გულიც ამოაყოლა სიტყვებს და ცრემლებით დაეფარა სახე
-ყველგანაა სადაც მე ვარ - მასაც არ ესმოდა, ვერ იგებდა მარგოს თავისი ბავშვობა რომ ჰქონდა იქ დატოვებული და ახლა სიცარიელე დახვდა .
-აღარ მინდა აქ ... არ მინდა ნახვა - ზურგი აქცია კედლებს და ერისთავს მკერდზე მიეკრო
-აქ ყოფილხართ...დეე ნახე თქვენი საძინებელი? ვიფიქრე თორნიკესთან ერთად დარჩენა რომ გენდომებოდა იქ ვერ დაიძინებდით კომფორტულად და ახალი ავეჯი შევუკვეთე. ახალ წლამდე მომიტანეს - შორიდან ესმოდა ქალის ხმა და თავის ტკივილი უმწვავდებოდა
-ვინ გთხოვა დედა? საიდან მოიტანე ,რომ თორნიკე დისკომფორტს იგრძNობდა ჩემს ძველმოდურ ოთახში? რა ჯანდაბად მჭირდებოდა ახალი ავეჯით ოთახის გავსება ... ჩემი ოთახი მინდოდა დამხვედროდა ახლა რა ჯანდაბაა არც ვიცი . ახალი , უცხო საძინებლები ისედაც ყველგანაა სადაც ბოლო დროს ძილი მიწევს . ბალიშზე თავის დადებისთანავე მხოლოდ იქ მეძინებოდა, ჩემს საწოლზე ,ჩემს ერთადერთ ოთახში რომელიც სხვისთვის არასდროს გამინაწილებია და ახლა მორჩა, აღარ არსებობს მსგავსი სივრცე. გმადლობ დედა, შესანიშნავი გემოვნება გაქვს - ყელში უჭერდა, სპაზმი ჰქონდა, ხმაც არ ესმოდა ნორმალურად და ეგონა ხმადაბლა საუბრობდა სინამდვილეში კი ისე ყვიროდა ყელის წვამ შეაჩერა
-რა ჯანდაბა გჭირს
-ჩვენ წავალთ... მოგვიანებით ჩამოვალთ სოფელში - კიბეზე მიმავალ ცოლს გახედა , სიდედრს დაემშვიდობა და უკან მიჰყვა. დაინახა როგორ გავიდა უკანა კარით ეზოში, მაგრამ თვალი ვერსად მოჰკრა ,დანარჩენები უკვე გასასვლელად ემზადებოდნენ , ერთადერთი შენობა მარანი იყო და ისიც იქეთ დაიძრა. კარის გაღებისთანავე გაიგო ტირილის ხმა და შენობის სიღრმისაკენ დაიძრა, შემდეგ მარჯვნივ პატარა ოთახის მსგავს სათავსოში შეყუჟული გოგოც დაინახა და შვებით ამოისუნთქა
-პატარა მარგუშკა აქ იმალებოდა ხოლმე ? - მის წინ დაჯდა და მუხლებზე ჩამოდებულ თავზე მოეფერა, სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია , სულ მთლად წითელი იყო , ტიროდა და მთელი სხეული უთრთოდა- ასე მომკლავ -თავისკენ მიიზიდა, ფეხებზე დაისვა და სახს ნახევარზე კოცნით დაუშრო ცრემლები- ბავშვების გაზრდის გამოცდილებას მაძლევ ,არა? ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა ის კი უკვე კომფორტულად იყო მოკალათებული და კაცის ტუჩებს დაჰყურებდა
-მჭირდები - ცხვირის წვერზე შეეხო, თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე ტუჩები მიაკრო
-აქ ვარ , შენთან ,მაგრამ
-წამომყევი - ხელი ჩაკიდა და ვიწრო დერეფნის ბოლოსკენ წაიყვანა, ხის პატარა კიბით ქვემოთ სარდაფში ჩასასვლელი იყო მოწყობილი - ჩამოსვლისას თავი დახარე- თავად მარტივად ჩავიდა ხის კასრები ელაგა სათავსოში რომელსაც პატარა ნათურა ანათებდა - აი ჩემი სამალავი- ხის პადელებზე დივანი ჰქონდა მოწყობილი , იქაურობას ნამდვილად ეტყობოდა მარგოს კვალი
-ამ უჰაერობაში რას აკეთებდი
-ზაფხულში ყველაფერი რომ იწვოდა მე აქ ჩამოვდიოდი და კიდევ ბიჭებს ვმალავდი - ქურთუკი გაიხადა და მერე შებრუნდა ერისთავისკენ- ახლა თუ არ მომეფერები ვერაფერი დამაწყნარებს დედამიწის ზურგზე - თვალები ისევ წითელი ჰქონდა, ცრემლების კვალი ეტყობოდა წამწამებზე . ერისთავის თბილი მოსაცმელი ხის სავარძელზე დააგდო და ყბაზე აკოცა
-ვინ ბიჭებს მალავდი- ერისთავზე არაფერმა გაჭრა, გონება გაჟღერებულ წინადადებას დაუბრუნდა და ჯინსის ღილების გახსნით დაკავებულს მაჯებში წვდა - მარგო !
-რა დროს ეჭვიანობაა ... ჰაერივით მჭირდები
-მამაშენის მარანში შენს გ.ჟიმვას არ ვაპირებ ...დამშვიდების სხვა საშუალებებიც არსებობს . თუ შენ სულ ასე წყნარდებოდი
-უკაცრავად? შენგან განსხვავებით საყვარლები არასდროს მყოლია
-აბა ვინ გყავდა, ბიჭები რომლებსაც აქ ეზ.სავებოდი?
-ღმერთო რა დაგიშავე ასეთი? წუხელ სატანადოდ ვერ ვილოცე თუ რა ჯოჯოხეთი მომიწყვე დღეს. ისედაც შეშლილი ვარ ჩემს დასამარებულ ბავშვობას მივსტირი და შენ რა სულელურ ბრალდებებს მიყენებ. იდიოტი, რომ ხარ თორემ შენამდე არც კი მიკოცნია ვინმესთვის ... მერე რა ჯანდაბად გადამრიე ხომ ვიქნებოდი ახლა ჩემს ოთახში, ერთადერთ პრობლემად ეროვნულები მექნებოდა და ცოლის მარკას არავინ მომაწებებდა , არასდროს!
-კარგი ...კარგი დამშვიდდი, მაპატიე . გეყოფა ... მოდი ჩემთან - არ აძლევდა უფლებას,მაგრამ ბოლოს მაინც თავისკენ მიიზიდა და ქვითინის მეორე პარტიის დაწყების უფლება არ მისცა -რთული ხარ , ვერ გხსნი... უმაღლესი მათემატიკა დავამუღამე და შენთან გამოცდაში ვიჭრები - კოცნიდა და ტანსაცმლისგან თავისუფლდებოდა . მსგავსი თავშეუკავებელი ქცევა მისი არ იყო, ასე არავისთან ემართებოდა ახლა კი ლტოლვას აყოლილ კაცს ჰგავდა და ვერაფერზე ფიქრობდა ქალისთვის სიამოვნების მინიჭების გარდა. ზემოდან მოქცეულ ქალს სრული თავისუფლება მისცა, მის ნებას მიჰყვებოდა და მზერადაბინდული შეიგრძნობდა
-ვინ წარმოიდგენდა ოდესმე რამე ასე მარტივად თუ დამამშვიდებდა- სუნთქვააჩქარებული მიეყრდნო მკერდზე და გამშრალი ტუჩები ენის წვერით დაისველა- ჯანდაბა ... აი რა მაკლდა მთელი ეს დღეები
-სახლში შენ არ მოდიოდი და ...პატარა ექიმი ,რომელიც ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში ქვითინს იწყებს - შალის ფერადი სვიტერი გაისწორა ,მაგრამ ხელი მალევე შეუცურა ზურგზე
-იქ საერთოდ სხვა ვინმე ვხდები ... სულ სხვა
-კარგი იქნება სხვა შენში არსებულ ქალებსაც თუ გააძლიერებ და მთელს ძალას ექიმ მარგარეტს არ გადაულოცავ
-უნდა წავიდეთ?- შარვალი რომ ჩაიცვა ერისთავმა ზანტად ჰკითხა და ტუჩები დაბრიცა -არ მინდა
-შენ არ გინდა სოფელში წასვლა და ყველა ნათესავის ამბების მოსმენა? მთელი სოფლის ჭორებს ისმენდი ბიცოლაშენისგან
-ოო ეგ კარგი გამახსენე ... გავერთობი. მომშივდა , მწვადიც შემწვარი დაგვხვდება -სწრაფად მოწესრიგდა და ერთად ავიდნენ მაღლა. კარის გაღების ჯერი რომ დადგა სახელური უშედეგოდ ჩამოსწია- რა ჯანდაბაა გაიჭედა? ხომ ვეუბნებოდ საკეტი გამოცვალე -თქო . ხომ გახსოვს ჩემს ბოთე მამიდაშვილს აერია და სხვა გასაღებით აღებდა მას მერე ურევს
-კი არ ურევს გარედანაა ჩაკეტილი - რამდენიმე მცდელობის შემდეგ დაასკვნა ერისთავმა და შუბლით მიეყრდნო რკინის მასიურ კარს- ჩაგვკეტეს
-შანსი არ არის...
-აი ასე ხდება დაუგეგმავ ,უადგილო ქმედებებს რომ დაიწყებ...
-სანთებელა გააქვს?
-რა მოიგონე
-ხომ გაქვს
-რას აკეთებ
-ბუხარს დავანთებ ... ღორის დამარილებული ხორცი და შამფურები აქ არის ... შევწვავ , მჭადის ფქვილის მარაგიც აქ უნდა იყოს რომელიღაც ქვაბში და კეცზე მჭადსაც გამოვაცხობ თუ თითებს არ დავიწვავ - კარგ განწყობაზე იყო ამ დროს კი გონება საოცრად უჭრიდა და თორნიკესგან განსხვავებით ჯუჯღუნს არ აპირებდა- ნუ ხარ მუდო ...ცოლთან ერთად შეხვდები შობის დღეს მერე მერე წავიდეთ სოფლად - ყველაფერი გადაქექა, ძველი ჭურჭელი იქ ჰქონდა თაროებზე ლამაზად დალაგებული , ონკანი და ღვინის ჭუჭრლის დასარეცხი ნიჟარაც საკმარისი იყო.
-მე დავანთებ ცეცხლს ... - ჯერ გაოგნებული უყურებდა მერე კი ბუხრს გვერდით ლამაზად დალაგებულ შეშაზე გადაიტანა მზერა და საქმეს შეუდგა. სიცილი ვერ შეიკავა მჭადების კეცებზე დაკვრის დროს ისეთ გამომეტყველებას იღებდა მარგო. თითის დაწვას გადაურჩა შემდეგ კი ერისთავის წინ , ხის მასიურ მაგიდაზე დაჯდა
-ვის ჰყავს ჩემნაირი ყოჩაღი ცოლი?
-ამ ფანჯრებს რომ გისოსები არ ჰქონდეს აქედან გავიდოდით
-იცი აქ რა ღირებულების ღვინოა? ლაშასთვის ამ ადგილის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მთელი სახლის
-ხო ვიცი
-რომელი დავლიოთ?
-შარშანდელი ,თეთრი
-მმ, ქვემოთ კომპოტები და მწნილებიცაა . ჯემებიც და თხილიც
-დესერტი შენ გიყვარს
-ოჰ შენ ხო საერთოდ არ ჭამ - ენა გამოუყო და წარბებშეკრულს ლოყები დაუწელა- როგორი ჯუჯღუნა ხარ
რას იფიქრებენ აქ რომ გვნახავენ
-იმას ,რომ ახალდაქორწინებულმა წყვილმა განმარტოვება გადაწყვიტა და ამ დროს გამოგვკეტეს... ლაშას შენ ისე უყვარხარ არ გაბრაზდება ნუ ხარ ასეთი წესიერი -ისევ აკოცა და კვლავ აურია გონება კაცს
-ხორცი დაიწვება ... წავალ მე ქვემოდან ტყემლის ბოთლებს ამოვიტან და კიდე გადავავლებ თვალს ყველაფერს- სწრაფად მოშორდა და რამდენიმე წუთში ტყემლის ბოთლით დაბრუნდა -მე გავაკეთე , უგემრიელესია
-მაოგნებ? უკვე ჩემი ცოლი ხარ , ხომ არ გავიწყდება
-საზიზღარო ეგ რა შუაშია და თანაც მე ისეთი ქალი ვარ სამზარეულოში შესაკეტად ვერავინ გამომეტებს- ტუჩზე იკბინა და თვალი ჩაუკრა
-შენ ტუტუცი ბავშვი ხარ,რომელიც ჩემს ნერვულ სისტემას გაცნობის წამიდან ანგრევს
ჩანგლები და თეფშები არ ჰქონდათ, მხოლოდ ძველისძველი წურჭელი და ჭიქები ღვინისთვის. გემრიელად მიირთვეს, დესერტის ძიებაში ჩურჩხელებიც იპოვნა მარგომ და შემდეგ ღვინის მეორე ბოთლზეც გადავიდნენ. ერისთავის ციმციმა თვალებს გაღიმებული შეჰყურებდა ტელეფონში მუსიკა რომ ჩართო და ხელი გაუწოდა
-რომანტიკულ განწყობაზეა ჩემი პატარა გოგო? - ხელები წელზე შემოჰხვია და ლოყის ცენტრში შეახო მხურვალე ტუჩები . ბუხარმა პატარა სივრცე მარტივად გაათბო , ალკოჰოლმა კიდევ უფრო მეტად აამაღლა ტემპერატურა. ნელა მოძრაობდნენ, ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ და სახიდან ღიმილი არ შორდებოდათ
-მე და შენ ისედაც ყველაფერი გვაქვს რაც მაგ რომანტიკულ სისულელეებს მოჰყვება ... ზედმეტად გავუსწარით მოვლენებს
-გგონია არაფერი დაგვრჩა გასარკვევი?
-რაღა დარჩა ერთმანეთს ფლირტის გარეშე ვიცნობდით, არ ვთამაშობდით, არ ვტყუოდით თითქოს ცოტა დრო გავიდა, მაგრამ იმდენად დატვირთული იყო ყველა დღე შენი ცოლის ამპლუაში,რომ მგონია საუკუნეა ერთად ვართ
-ამიტომ გინდოდა ასე ძალიან შენს ოთახში ჩაკეტვა?- თავი გვერდით გადახარა, მხარზე დალაგებულ მის თითებს ლოყით შეეხო და მაჯაზე დაუტოვა კოცნის კვალი - გგონია ,რომ გავიწყდება როგორი იყავი ქორწილამდე ?
-შენ არ გრძნობ ამას ?
-ვგრძნობ ... მე კიდევ ბევრს მარგო, ძალიან ,ძალიან ბევრს - ქალის მტევნები თითებსშორის მოიქცია და ხელისგულებზე აკოცა. უნდოდა კიდევ ეთქვა რაღაც,მაგრამ სიმღერა ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გაწყვიტა და იძულებული გახდა ეპასუხა-გისმენ ჩხეიძე
-სად ხართ ამდენ ხანს ... მზადაა უკვე ყველაფერი
-ჩვენ ვერ მოვალთ დღეს...რამე მოიგონე რა ,ძმურად
-რა ხდება ტო ერთმანეთს ვეღარ შორდებით? ნუ დაღლი ბავშვს ... რამ აგტეხა შე ჩემა
-ეჰ ჩხეიძე როგორ არ გვცნობია ჩვენ ეგ ბავშვი შენ არ იცი და ვერც გაიგებ- ჩაიცინა და მკერდზე მიკრულ ქალს თვალი ჩაუკრა
-სად ხართ მითხარი და მე რამეს მოვიფიქრებ ... ექსკლუზივის გარეშე არაფერს ვიტყვი
-მარანში ჩაგვკეტა ვიღაცამ ...მოხვალ და დაგვიხსნი? ცივი მჭადი გვაქ და გაჭმევ თუ გინდა . ბევრი გამომივიდა და დაგვრჩა - მარგომ ისე თქვა რომ გაეგო და თორნიკეს ყელში ჩამალა სახე
-მანდ როგორღა აღმოჩნდით
-მოკლედ ხვალ დილით ადრე წამოდი, კარი გაგვიღე სანამ სხვები მოვლენ დღეს კი შეგიძლია დათვრე მე უკვე დავლიე ეგ ღვინო და რეკომენდაციას ვუწევ
-ისე დაიშაქრე დროზე უნდა მოვიყვანო სალომე ცოლად თორემ მე ძაან უპონტოდ დავრჩი- ამოიოხრა და მარგოს კისკისს აღარ უსმინა ისე გათიშა.
-ანუ აქ ვრჩებით?
-შეშა გვაქვს, ჩურჩხელაც გემრიელი გამოგსვლია და შენი დაგემოვნებაც განიხილება ჩემს გონებაში- ზედის ქვეშ შეუცურა თითები და ხერხემლის სვეტს აუყვა თითის წვერებით
-რა დამთხვევაა ...ჩემთანაც იგივე აზრები ტრიალებს
................
დილით ჩხეიძის მისვლამდე ძლივს მოასწრეს გამოფხიზლება. მის კომენტარებს ორივე მდუმარედ შეხვდა, არცერთი აჰყოლია ერისთავის ჩაცინებები , ტუჩზე კბენით შეკავებული ღიმილი და მზერა ისე მოქმედებდა ლაპარაკის სურვილი უქრებოდა . კიდევ რამდენიმე საათი დარჩნენ, შემდეგ კი ისე დატოვა საყვარელი სახლი,რომ მეორე სართულზე აღარ ასულა. მანქანასთან მისვლამდე გაჩერდა და თორნიკეს ქვემოდან ახედა
-რა
-საჭესთან დავჯდები რა...
-რომ დაიღლები შეგცვლი - ლოყაზე აკოცა და მიმართულება შეიცვალა
-რას გვიშვები ბიჭო უნდა დაგვხოცო? თორნიკეე ასე მარტივად გვწირავ?
-ტაბიძე შეგიძლია დარჩე ...თუ ვინმეს კიდევ გაქვთ პრეტენზია დარჩით და ხვალ გამოჰყევით ჩხეიძეს თბილისამდე 5 ჯარიმას რომ იღებს - ჟღენტს გადახედა და საშესთან მოთავსდდა
-წამოდი შე ჩემა რას კონცერტობ... დაგვისერიოზულა გოგო ხომ ხედავ აღარ გვყვება მაიმუნობაში
-ღვედს გავიკეთებ ,მაინც ...დედას ერთი ვყავარ ,ცოდოა -არ ჩერდებოდა ტაბიძე.
-შეეშინდა მეორეც შენნაირი არ ჰყოლოდა და დააპაუზა ხო?
-არა მამაჩემმა კიდევ 3 გააკეთა სხვა ქალთან ,პროსტა ჩემნაირი არცერთი გამოუვიდა ... თავი მისკდება . მე აღდგომამდე დალევას არ ვაპირებ , ვსო
-და ხვალვე გაილეშება ...ჩემი წასათრევი გახდება საწოლამდე
-ჩემზე უკეთესი დაგეწვინოს მაინც ლოგინში შე საცოდაო
-ხო ხარ ღირსი გაგუდულს დაგაკარგვინო ვაჟიშვილობა - ახარხარდა ჟღენტი ,მაგრამ თორნიკემ ისე გახედა წარბები შეკრა- რა იყო... მაგას გინეკოლოგობა უნდა . ისე რა გაყურებინებს ამდენ ქალს რა გეჩქარებოდა გოგო ახლა თორნიკესთვის 6 ბავშვის გაჩენა გადაგინდება
-ეს ექვსი საიდან მოიტანე
-ექვსი მე მეყოლება ექვსი მაგას... ფეხბურთის გუნდის ნახევარზეა დანიძლავებული. არ უთხარი შე ჩემა?
-ნუ სულელობ ტაბიძე
-რას ვსულელობ ... ბავშვებზე ჭკუას აღარ კარგავ? რა გაუკეთე ჩემს ძმას , მრავალშვილიანი მამის სტატუსზე ოცნებობდა ბავშვობიდან . დედისერთობის ტრამვას დაუტოვებ მოუშუშებლად?
-ტაბიძე ენას ჩაყლაპავ თუ ამოგაძრო და ისე - ჯერ საჭესთან მდჯომს უყურებდა, მისმა დაძაბულობამ და მდუმარებამ ისე ააღელვა უკან მჯდომზე იყარა ჯავრი
-სულ არ ამოვიღებ ხმას
-დღესვე მივდივართ იმ რეპეტიტორებთან ხო? ხვალიდან უკვე იწყებენ და წინა დღეს მოდიო ასე არ თქვეს? - რამდენიმე წამში შეცვალა თემა და ერისთავის ყურადღება მიიქცია
-ერთი -ორი საათი დავისვენოთ,ვისადილოთ და მივიდეთ შემდეგ- ყველაფერი ნათელი იყო იმ ეტაპზე ერისთავისთვის. საკუთარი ოცნების გადადება მოუხდებოდა თანაც გაურკვეველი დროით.
მასწავლებლებთან მისვლამდე არ ღელავდა , არც უფიქრია თუ ტესტს დაახვედრებდნენ. როგორც აღმოჩნდა იმის გდსწყვეტდ თუ რომელ ჯგუფში ჩასვმდნენ განვლილი მასალის ცოდნა უნდა შეემოწმებინათ. ერისთავი მთელი დროის განმავლობაში მეზობელ ოთახში საუბრობდა თავისი მშვიდი ტონალობითა და დახვეწილი მანერით პასუხობდა ქალის კითხვებს ,რომელსაც თურმე შესანიშნავად იცნობდა ქალს გული სწყდებოდა ისე კარგად სწავლობდი გენეტიკას შენგან კარგი ექიმი დადგებოდაო მერედა როგორ მოგიხდებოდა თეთრი ხალათიო . ქართულის რეპეტიტორმა კითხვებიც დაუსვა, ესაუბრა და შემდგომ მისცა რომელიღაც წლის ეროვნულის მთელი ვარიანტი დასაწერად. იქაც აღფრთოვანებას გამოხატავდნენ თორნიკეს მიმართ ისე დაიქანცა გაქცევა უნდოდა,მაგრამ მაინც არ წუწუნებდა, ერთად აგროვებდა სათქმელს. ინგლისურმა მხოლოდ გასაუბრება ჩაატარა, მიხვდა ტესტის გარეშეც ვისთან ჰქონდა საქმე აი უნარების ახალგაზრდა მასწავლებელი კი ნამდვილად ბოლო დარტყმა აღმოჩნდა მარგოსთვის. ქალი ისე მოეხვია თორნიკეს კარგახანს არც ახსოვდა მოსწავლეს რომ უნდა გაცნობოდა. მთელი ორი საათი ეკლებზე იჯდა, ბრაზმა გონება დაუბინდა და რა წერა ნამდვილად არ იცოდა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა როდის დაასრულებდა . ციხიდან ახალგამოსულს ჰგავდა, უკვე ღამე იყო მანქანაში რომ ჩასხდნენ
-ძალიან დაიღალე ხომ? უნდა გადაგვედო ხვალისთვის
-მე რა ვიცოდი ასე კარგად თუ იცნბდი ყველას, ვიფიქრე უცხო ხალხია სითავხედე იქნება შეხვედრა რომ გადავატანინო-თქო შენ კი ბიოლოგიის ლექტორისთვის მომავალი რეპროდუქტოლოგი ყოფილხარ, ქართულის მასწავლებელი თურმე აბოდებს შენს მოყოლილ ლექსებზე , თურმე ეს ნიჭიც გქონია სამწუხაროა შეყვარებულობის ხანა რომ არ გვქონია თორემ ალბათ მეც წამიკითხავდი ... ნუ ინგლისურს არ იცნობდი ,მხოლოდ შორიდან რასაც ვერ ვიტყვით უნარებზე,რომელმაც ლამის იქვე ჩემს თვალწინ გაგაშიშვლა...რა ჯანდაბაა შენს ყოფილ საყვარელთან მიმიყვანე?
-მივხვდი,რომ ზედმეტი იყო დილიდან ამდენი რამ მოხდა, მაგრამ ასეც თუ გაჭედავდი ვერ ვიფიქრებდი... ვივახშმოთ თორემ აშკარად ცუდად ხარ
-მე ვარ ცუდად? კი ცუდად ვარ ... შენს ცხოვრებაში არსებული ლამაზმანები მაცოფებენ
-ვინ ლამაზმანები გოგო მეგობარია უბრალოდ ... ქმარი და 2 შვილი ჰყავს ლამის შენი ასაკის. სკოლაში სწავლობდა რომ გათხოვდა და მის ქმართანაც ვმეგობრობთ მე და ტაბიძე
-ქმარი ჰყავს? ბეჭედი რომ არ ეკეთა?
-არიან ადამიანები,რომლებიც არ ატარებენ ქორწინების ბეჭდებს . არ გჯერა ჩემი?
-ნოყიერი ვახშამი და გემრიელი დესერტიც მინდა... ისეთი გამოფიტული ვარ ან უნდა ვჭამო ბევრი გემრიელი რამ ან ცხოვრებაში პირველად მანქანაში მექნება ს.ქსი
-შეშლილი ხარ და მალე მეც გადამიყვან ჭკუიდან !- ამოიოხრა და სიტყვა აღარ დაუძრავს რესტორანში შესვლის შემდეგაც.
გაოგნება ვერ დამალა სახლში დაბრუნებულმა დასვენების ნაცვლად ლიზიკოსთან რომ გადაინაცვლა და რომელიღაც ახალშობილზე კითხვები დაუსვა. მისი მდგომარეობა იმდენად აინტერესებდა დაღლილობა საერთოდ აღარ ეტყობოდა, მაგრამ საწოლამდე მისულს თვალების გახელა აღარ შეეძლო.
-არ გამიბრაზდე...რომ ვიღლები არაადეკვატური ვხდები
-ან ყველა ქალზე ეჭვიანობ
-გაუთხოვარი ბიოლოგიის ლექტორიც შეგაბავდა დედაშენის მასწავლებელიც რომ არ ყოფილიყო
-შენ მართლა გგონია,რომ ყველას მოვწონვარ?
-შენზე გიჟდებიან ... ცუდი ქმარი ხარ ! კაცი უნდა იყოს შეუხედავი და შენს გარდა არვის უნდა უნდოდეს მასაც მხოლოდ შენ უნდა სჭირდებოდე და იქნება სრული იდილია. შენ კი ისეთი ხარ ... ნებისმიერს დაუკარგავ აზროვნების უნარს . გამოცდა მე კი არა შენ ხარ , ჩემი ნებისყოფის, გამძლეობის, ამტანობის ,მოთმინების გამოცდა და ყველაში ვიჭრები
-დაწერილი ტესტების ქულებით კი ყველაზე ჭკვიანების ჯგუფებში მოხვდი- ტელეფონზე მოსულ შეტყობინებებს კითხულობდა მარგოს ბუზღუნით ნათქვამი სიტყვები დააიგნორა და ეკრანი მისკენ შეაბრუნა- ზედმეტად ჭკვიანი ხარ , იქნებ ამიტომ მიზიდავ ასე საოცრად
-გატოკების ენერგიაც არ მაქვს ,მაგრამ მაინც რატომ ვსველდები შენი შეხებისას , მეტყვი?
-ეგ ის შემთხვევაა ენას საუბრის ნაცვლად სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე რომ უნდა დააკისრო
-ერისთავო- ზემოდან მოქცეულ კაცს ახედა და ძილი მინიმუმ რამდენიმე წუთით გადადო....
.................................
ჩამოყალიბდა ახალი რეჟიმიც რომლის მიხედვითაც მარგო კვირის ყველა დღეს, დილიდან საღამომდე დაკავებული იყო. სკოლა, მასწავლებლები, მეცადინეობა და კლინიკა,რომელსაც თორნიკეს რჩევის მიუხედავად არ ტოვებდა და კვირაში მინუმუმ ორ ღამეს მაინც მორიგეობდა ,კვირა დღეს კი დილიდან საღამომდე გინეკოლოგის კაბინეტში ატარებდა . ისე ცხოვრობდნენ თითქოს ისევ თავისუფლები იყვნენ, ორივეს თავისი გზა ჰქონდა ,ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საქმეები და განრიგი. ერისთავი თავიდან ცდილობდა გოგოს გადატვირთული გრაფიკიდან ამოეღო ზოგიერთი საქმე, შეემცირებინა , შეემსუბუქებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. სახლში დაბრუნებული ერთ საათს ხარჯავდა მხოლოდ თავის მოვლისთვის, ვახშმობდა და ბიბლიოთეკაში გამოკეტილი საათიბით მეცადინეობდა. ძილის რეჟიმი 4 საათამდე დაიყვანა , ზოგჯერ ესეც ბევრი იყო ისე იქცეოდა თითქოს სადღაც ეჩქარებოდა და თუ ვერ მოასწრებდა დაიღუპებოდა.
-შაბათია იცი?
-ვიცი ... ხვალ კლინიკაში მივდივარ და დღეს უნდა ვიმეცადინო
-გადაიწვები ...
-ზაფხულში დავისვენებ
-მანამდე ხომ უნდა მიხვიდე...დღეს საერთოდ რამე ჭამე? ან დაისვენე/ იცი რა ხდება სამყაროში?
-ვიცი, ყველაფერს ვასწრებ ...ორჯერ ვჭამე არაა ლანჩზეც გავედით მე და ვატო. ხვალ ადრე დავბრუნდები გვიან ნიტას წვეულებაზე უნდა წავიდე. წამოხვალ?
-ნიტა ვინ არის?
-ჩემი კლასელია
-არა გმადლობთ ... ბავშვების წვეულებები არ მხიბლავს. ვაჩესთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებ ვიდრე საკუთარ ქმართან, მშურს. რა გავაკეთო მეც გავიდე ეროვნულებზე ? იქნებ უნიში მაინც შევხვდეთ ერთმანეთს
-გგონია ჩააბარებ? - ქვემოდან ამოხედა მაგიდაზე მიყრდნობილს
-ეჭვი გეპარება?
-ბიოლოგიაც ასე კარგად იცი?
-მათემატიკით ან ფიზიკით ჩავაბარბ ...ხომ შესაძლებელია, მაგრამ მერე შენი კონკურენტი გავხდები მაღალი ქულებით მე მიმიღებენ
-რა გაუგონარი თავდაჯერებულობაა
-რას ვიზამთ , ზრდასრული და ჭკვიანი ქმარი გყავს . თანაც მე დასვენებული ვარ შენ კი გამოფიტული
-მოდი ეს ტესტი დაწერე და თუ ჩემზე მაღალ ქულას მიიღებ ხვალ სახლში დავრჩები
-და თუ შენ მაჯობებ?
-წვეულებაზე წამოხვალ...
-რატომ გინდა რომ წამოვიდე
-ბავშვებს ინტერესს დავუკმაყოფილებ - ლეპტოპი მისკენ შეაბრუნა თავად კი ფურცლებზე ამობეჭდილი იგივე ტესტი დაიდო წინ -დრო ერთი საათი გვქონდეს
-წესით ხომ ორია
-ვერბალური დავწეროთ ჯერ მერე გავასწორებ და შემდეგ მათემატიკა
-გავერთობი - სავარძელში ჩაეშვა და ფურცელზე პასუხიების წერა დაიწყო.
ერთი საათის შემდეგ ანგარიში მარგოს სასარგებლოდ დასრულდა ერთი ქულით მეტი ჰქონდა ,მაგრამ მათემატიკაში ხუთი შეცდომა დაუშვა და ასე გადაწყდა კვირა დღის ბედიც.
-ვერ ვიჯერებ
-შენს პედაგოგს დავუკავშირდები, აშკარად ვერ გასწავლიან
-საზიზღარო რას დამცინი
-ვერ მითხარი თუ არ გამოგდიოდა? გასწავლიდი
-ანუ ხვალ სახლში ვარ?
-აჰაამ...შეგვიძლია საძინებელში წავიდეთ- ხალათის შიგნით შეუცურა ხელი და თითები ფეხზე აასრიალა
-მეცადინეობას დავასრულებ
-ორი საათია , მეტიც სამის თხუთმეტი წუთია
-თითქოს შენ კლუბებში არ ათენებდე... ეს დღეები სულ გვიან ბრუნდები სახლში გგონია არ ვიცი? - წიგნი დახურა და თმიდან ფანქარი მოიშორა -კარგად ერთობოდი?
-სანამ ცოლი მეცადინეობს რა გზაა, რამით ხომ უნდა დავკავდე
-და ვისთან კავდებოდი იმით რისთვისაც მე არ მქონდა დროო?- დაგიდაზე დაჯდა, ხალათის ქამარი გახსნა და ტერფები კაცის მუხლებზე დააწყო
-მხოლოდ ვსვამდი და ბიჭებს ვხვდებოდი... საქმეებიც დაგვიგროვდა მე და თათულის . უამრავი პრობლემაა, სტრესში ვართ - თითები ტერფიდან მაღლა აასრიალა და მის ფეხებსშორის დადგა
_შენი თათული , მაცოფებს ... სულ შენთანაა. გუშინ რომ დაგირეკე მან მიპასუხა, კლუბშიც საქმეებზე ნერვიულობდით?ერთად იქარწყ.ლებთ დაარდს? - ჯერ ზედა მოაშორა შემდეგ კი ზოლიანი პიჟამას შარვლის თასმა გახსნა ,თეძოზე ჩაცურებული სათავე კიდევ უფრო დაბლა დასწია -უნდოდა მეეჭვიანა, მითხრა ცეკვავსო -ყელზე კოცნიდა, ლაპარაკობდა და მოსალოდნელი სიამოვნების წინ მთელი სხეულით თრთოდა- ვისთან ცეკვავდი?
-თანამშრომელ გოგონასთან ... საკმაოდ მოხდენილად ცეკვავდა
-გასაგებია . მეც ვიფლირტავები ყველასთან ვისაც ჩემი შებმის მცდელობა აქვს... გავერთობი -იმ წამს შეუერთდდა კაცის სხეულს და მკლავები კიდევ უფრო ძლიერად მოხვია მხრებზე- ვიცეკვებ კიდეც...ხვალვე, წვეულებაზე
-არ გინდა ... ნუ მეთამაშები - თითები თმაში შეუცურა, ხელი კეფაზე მოსდო და ტუჩებზე წაეტანა
შემდეგ ტელეფონის ხმა გაიგეს, მაგიდაზე იდო და განათებულ ეკრანზე თათულის სახეს დაჰყურებდა მარგო. ერისთავთან ერთად იყო, ბედნიერი წყვილივით გამოიყურებოდნენ რას გამაღიზიანებლად მოქმედებდა.
-უპასუხე ... - ტელეფონს ხელი დაავლო, ეკრანს თითი გადაუსვა და ხმამაღალ რეჟიმზე ისე ჩართო ჯერ კიდევ თორნიკეს მკლავებში იყო
-თოკოო , მაპატიე ასე გვიან რომ გირეკავ იმედია არ გძინავს ხო? მითხარი უძილობა მაქვს მეცო...
-ხო ...გისმენ - ძლივს თქვა და მაქსიმალურად ეცადა სუნთქვის დარეგულირებას. ტუჩები ენის წვერით დაისვლა , სხეულზე შემოხვეულ ქალს უყურებდა და ამ უკანასკნელმა ხმამაღლა რომ დაიკვნესა თვალები გაუფართობდაა
-მე... მაპატიე მე უბრალოდ კარგი არაფერია ტაქსის გამოვიძახებ და ისე წავალ კლინიკაში
-რა კლინიკა... რა დაგემართა- ისე მოშირდა მარგოს თითქოს ამის დრო იყო, ტანსაცმლის გასწორება დაიწყო, ტელეფონი უკვე ხელში ეჭირა - თათუ , ცუდად ხარ?
-ხელი გავიჭერი ... ხომ იცი რა მემართება სისხლზე და ვერც გადავიხვიე ნორმალურად. ნაჭერი რომელიც დავიდე გაწითლდა ... მე მართლა არ მინდოდა ხელის შეშლა . ბოდიში უბრალოდ შეჩვეული ვარ რომ სულ გეცალა ჩემთვის მავიწყდება,რომ ცოლი გყავს - ტიროდა, ამის დამალვას არც ცდილობდა თითქოს განგებ ხმამაღლა სლუკუნებდა და დანაწევრებულად ამბობდა სიტყვებს
-მოვდივარ... 15 წუთში მანდ ვარ - ოთახიდან გავარდა, მაგიდაზე მჯდომი შიშველი ცოლისკენ აღარ გაუხედავს . მარგო თავად მიჰყვა უკან
-დამელოდე მეც წამოვალ- კართან მისული გააჩერა
-მეცადინეობა განაგრძე და დაიძინე
-არა ძვირფასო მეგობარი გასაჭირში გყავს მე როგორი ცოლი ვიქნები ...
-არ მინდა შეწხუდე ისედაც გადაღლილი ხარ
-ექიმობას ვაპირებ ძვირფასო, ადამიანების დახმარება სულშიი მაქვს- მართლაც ასე უნდა ყოფილიყო ,მაგრამ ამჯერად სხვა მიზანი ჰქონდა. ჩუმად იჯდა მთელი გზა,რომელიც განვითარებული სიჩქარის გამო მალევე გაიარეს. თათულის ბინასთან მისულმა ხელი ზარის დასარეკად რომ ასწია და თორნიკემ ჯიბიდან გასაღები ამოიღო არც კი იცოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა. მდუმარედ მიჰყვა უკან აღელვებულ ქმარს და შორიდან შეხედა ნახევრად შიშველ მთვრალ ქალს რომელიც ატირებული ეხვეოდა მის კაცს. სისხლი აუდუღდა, მაგრამ მაინც იდგა და აკვირდებოდა თავის მზრუნველ ქმარს რომელიც ცრემლებს უმშრალებდა მეგობრადწოდებულს, იხუტებდა და მერე სისხლიან ხელზეც მიდგა ჯერი
-მე მივხედავ შენ წყალი მოუტანე ...- თორნიკე გაუშვა და მის წინ დაჯდა. არ შეიმჩნია გაოგნებული მზერა, ბრაზი და იმედგაცრუება , გასერილ ხელისგულს დააკვირდა მხოლოდ- ოიიჰ ასე რაზე გაიჭერი , საკმაოდ ღრმაა
-ვმუშაობდი და მიწისთხილის ქილას თავი ცუდად მოვხსენი
-მაინცადამაინც მოხუფული რატომ იყიდე ... ბავშვივით იცი კნატუნი ,მზესუმზირა გეყიდა -თორნიკე ჩაერთო ,წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა და თავად დაალევინა. თმაც გაუსწორა და შეწუხებული მზერაც მიაპყრო- ძალიან გტკივა?
-ჩაცმაში დავეხმარები და კლინიკაში წავიყვანოთ...
-უიი პატარა ექიმო შენ ვერ მიშველი? -იმდენად ცინიკური იყო დამალვაც ვერ შეძლო
-ასაკი არ მიწყობს ხელს , შენს მსგავსად გამოცდილების დასაგროვებლად დრო არ მქონდა ...ნახვევი დავადე , გააჩერებს სისხლდენას ,მაგრამ ღრმაა და ექიმმა უნდა ნახოს
-კარგი წავიყვანოთ ...
-თავბრუსხვევა მაქვს ალბატ სისხლის დაკარგვის გამო
-ან დაცლილი ღვინის ბოთლის- მაგიდაზე დალაგებულ ჭიქებსა და ბოთლს შეხედა-მარტო არ იყავი?
-თორნიკესთან ერთად ვსვამდი, ვერ შეატყე რომ ნასვამია?
-აი ესენი ჩაიცვი და გავედით- შარვალი, ზედა ,ქურთუკი და ფეხსაცმელი ერისთავმა იქვე მოუტანა. პიჟამას ზედაზე გადააცვა ნაქსოვი სვიტერი მარგომ. შარვალი თავად ამოიცვა და ფეხსაცმელიც მოირგო , ქურთუკის ჩაცმისას ერისთავის მკლავებში ისე წაბარბაცდა ბიჭმა ხელში აიყვანა -წავედით ...იქნებ წამლებიც გჭირდება
-თითქოს გონებას ვკარგავ- კაცს მკლავები შემოხვია და კიდევ უფრო მეტად მიეკრო.
-დამშვიდდი ...შენთან ვარ -ეს სიტყვები მისგან გაჟღერებული თანაც სხვა ქალისთვის ნათქვამი ცეცხლს უკიდებდა. თავის გაკონტროლება როგორ მოახერხა თავადაც ვერ ხვდებოდა. ჩუმად იყო, არაფერს ამბობდა ,მიჰყვებოდა კლინიკაშიც და მიმღებშიც მის გვერდით იდგა ნაცნობი სახე რომ დაინახა და იმ წამს ერისთვის ყურადღებაც დაიბრუნა
-მარგარიტაა შენ ამ დროს აქ ? რა შეგემთხვა გოგონი?
-ნიკალაი , შენ ხარ მორიგე ...რა კარგია. ჩემს მეგობარს ხელი აქვს გაჭრილი , ვფიქრობ ნაკერის დადება დასჭირდება
-ვნახავ ახლავე... შენ ხომ არაფერი გაწუხებს . არ დამიმალო თორემ ვაჩე გამატყავებს
-მე შესანიშნავად ვარ...უბედური შემთხვევები იშვიათად მატყდება თავს,მხოლოდ განზრახ თუ მომაყენებს ვინმე ზიანს - ერისთავს გადახედა რომელიც უკვე მის გვერდით იდგა
-აქ ყოფნა არ შეიძლება ხომ იცი ...გადით და მე მივხედავ პაციენტს და ყველაფერს შეგატყობინებთ
-კარგი ,მადლობა ნიკ
დერეფანში გავიდნენ, დროის გამო ისეთი სიჩუმე იყო მხოლოდ მათი ნაბიჯების ხმა ისმოდა. წყალი ჩამოასხა ჭიქაში და სავარძელში მოთავსდდა თორნიკე კი ისევ ფეხზე იდგა
-ამ ტიპს საიდანღა იცნობ
-ვაჩეს კურსელია ...
-გინეკოლოგი თუ არაა როგორ შეხვდი
-ერთად ვიყავით კაფეში ...სხვა მეგობრებსაც ვიცნობ. ექიმები უნდა ვმეგობრობდეთ, ერთმანეთი გვჭირდება
-შესანიშნავია, კომუნიკაბელურობას არ კარგავ
-შენ კი ერთი გამორჩეული გყავს თათუს სახით , არა? ნასვამი რომ ხარ საჭესთან რატომ ჯდები? დარჩენილიყავი ბარემ შენს თათულიკოსთან და ეს უბედური შემთხვევაც არ მოხდებოდა შენ გაუხსნიდი ქილას,რომელიც უსწორმასწორო კიდეებს ტოვებს ჭრილობაზე მას კი რატომღაც ისე ჰქონდა გაჭრილი თითქოს დანა დაუსვეს
-შენ ახლა თათულის ტყუილის თქმას აბრალებ თუ რა ხდება?ეჭვიანობა გაბრმავბს...იმაზეც ვისაუბრებთ რა ვიტარებაშიც მაიძულე მის ზარზე პასუხის გაცემა . არაფერს ვივიწყებ
-ჩემთან ყველა ლაქას ამჩნევ სხვები კი ტალახში არიან ამოსვრილები და ვერც ხვდები
საუბარი აღარ გაუგრძელებია . თათული კლინიკიდან ბინაში წაიყვანეს და შემდეგ თავადაც დაბრუნდნენ თავიანთ სახლში. საწოლში იწვა უკვე თორნიკესკენ რომ გადაბრუნდა
-მე რომ არ გამოგყოლოდი მარტოს დატოვებდი?
-როგორც შენი ვატოს მეგობარმა თქვა საშიში არაფერი სჭირს . ზედამხედველობას არ საჭიროებს თორემ შენ ხელს ვერ შემიშლიდი
-სულ დამავიწყდა როგორი მზრუნველი ხარ მეგობრებთან ...ერტ დროს ხომ მეც ვიყავი შენი ახლობელი
-შენ სულ სხვა ხარ ის კიდევ სხვა და შედარებებს ნუ აკეთებ
-ის უფრო მნიშვნელოვანია...იმდენი წელია იცნობ რამდენი წლისაც ვარ
-დავიძინოთ... მე დავიღალე . შენ არა?
-ისე ინერვიულე ,რა თქმა უნდა, დაიღლებოდი
-გეყოფა!
-მე კი მეყოფა,მაგრამ შენ თუ გაიაზრებ რა გაკავშირებთ ერთმანეთთან ცალკე შენ ცალკე მას და ორივეს ერთად , შესანიშნავი იქნება
-გავითვალისწინებ - ხელი მოხვია , ჩვევად ქცეული პოზა მიიღო და მშვიდად დაიძინა.
.........................
მთელი დღე ერთად გაატარეს, ძირითადად საწოლში ყოფნით შემოიფარგლნენ შემდეგ კი ჩხეიძემ დაურეკათ და კაფეში სასწრაფოდ მისვლა სთხოვა ორივეს. სიკვდილ სიცოცხლის საქმეაო ისეთი ტონით უთხრა სხვა გზა აღარ დაუტოვა წყვილს. იცოდნენ რაღაც რომ ხდებოდა, მაგრამ იქ თუ სალომეს დაინახავდნენ ვერ იფიქრებდნენ. ზურა გოგონას წინ იჯდა და ჩასუნტქვების გარეშე უყვებოდა რაღაც ამბავს შემდეგ უცებ წამოვარდა და თიტქოს გაოგნებული შეხვდა მეგობრებს
-ბატონო თორნიკეე...ქალბატონო მარგარიტა მობრძანდით. იცით დრო შემეშალა, მეგონა თოთქმეტი საათი თქვით რა დამემართა არც კი ვიცი. სალომეც დროზე ადრე დავიბარე... რას შეუკვეთავთ?
-შეხვედრა გვქონდა ...ანუ რა თქმა უნდა შევუკვეთავთ . თქვენ რას გვირჩევთ? - ჩხეიძე თვალებით ანიშნებდა რაღაცებს და ორივე ხვდებოდა მის მახეში რომ იყვნენ
-მე შევუკვეთავ თუ ნებას მომცემთ ... თქვენ გვითხარით მე და სალოს როგორც საუკეთესო თანამშრომლებს სად გვიშვებთ დასასვენებლად ერთი კვირით?
-ერთი კვირით...საუკეთესო თანამშრომლებს ,თვის ალბათ ხომ?- თორნიკე იმეორებდა და თან წარბებს დაბლა არ სწევდა
-ძვირფასოო , ხომ თქვი ამ ორს განსაკუთრებულად მძიმე საქმე აქვთ ჩემი რთული ხასიათის გამო და იმსახურებენ დასვენებასო.
-ერთი კვირა ვთქვი? მეგონა ორი დღე იმიტომ რომ მდივანი მჭირდება ...თუ გავუშვა და სხვა მოვიყვანო -ზურას უყურებდა , ანიშნებდა ბოლოს მოგიღებო - ორი დღით წახვალთ
-კახეთის ამბასადორშიო გავიგე ასე რომ სიურპრიზი აღარაა -ჩხეიძემ დაასწრო
-არაა , ტყუილი ინფორმაცია მოუწოდებიათ ...შატილში გიშვებთ/ ქალაქისგან შორს
-მე ვერ წავალ... დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის. ორ დღეს უბრალოდ დავისვენებ თუ შეიძლება
-არა ძვირფასო ...აუცილებლად უნდა წახვიდეთ . მარტო კი არ დაისვენებთ იქაურ გარემოს შეისწავლით და როგორმე დააკავშირებთ ჩვენს ბიზნესთან
-დიახ, რა თქმა უნდა ბატონო თორნიკე...იქედან ახალი იდეებით სავსე დავრბუნდებით
-მე წავალ ... ხვალამდე- სალომე აშკარად უხერხულად გრძNობდა თავს. მალევე წავიდა და ზურას წახვანაზე უარი უთხრა, ბიჭი მალევე დაბრუნდა უკან და თორნიკეს მოეხვია
-რა გააკეთეთ შეგიძლიათ ამიხსნათ?
-ბიჭი გამაბედნიერეთ... ქორწილს ზაფხულში გადავიხდით ანდრიკო რომ ჩამოვა არდადეგებზე. ჩემი მეჯვარე ეგ უნდა იყოს
-რაღაც ვერ შევატყვე ამ გოგოს სიყვარული, პირიქით ზედაც არ გიყურებდა
-გაბრაზბულია და იმიტომ
-და თუ გაბრაზებულია, აწყენინე ცოლად როგორ ირთავ. შენ იცოდი და მაინც მთაში აიძულებ წასვლას? რა იცით რა მოჰყვება თქვენს სულელურ ქცევას... მე როგორც ვიცი ქორწინება ორმხრივი სურვილით ხდება ნორმალურ ადამიანებს შორის
-ასე რამ გაგაბრაზა...მეგონა გაგიხარდებოდა ჩემი ბედნიერება
-ბედნიერი ვერ იქნები თუ არ ეყვარები... ძალდატანებული ქორწინება დიდხანს ვერ გასტანს
-ძალდატანებული არ იქნება. ასე მიცნობ ? დავარწმუნებ ,შევურიგდები და მერე ვთხოვ ცოლობას ,ხვალვე კი არ დავისვამ სახლში
-და რატომ გაგიბრაზდა?
-გოგოსთან მნახა და არასწორად გაიგო... იმასთან ყველაფერი დასრულებული მაქ ,მაგრამ ვერ შევაგნებინე
-ნდობაც კი არ გაქვთ ,არაფერი იცით ერთმანეთის შესახებ და პირდაპირ ქორწილს გეგმავს...
-რა გჭირს მარგარიტა? ბოლო დროს სულ შეგეცვალა ხასიათი ... თორნიკესავით მელაპარაკები
-ნუთუ
-ხო, ზუსტად ამანაც ეგრე იცოდა ქორწინებას რომ ახსენებდა ვინმე,მაგრამ კი შეგირთო ცოლად უცებ და ახლა იცის რას ნიშნავს ,როცა ვიღაც გინდა გვერდით გყავდეს ,არ გეთმობოდეს ,გინდოდეს სულ მასთან იყო. შენს გარეშე ნერვოზი აქვს, ორშაბათს და სამშაბათს დასაბმელი ხდება ...მაინც რა არის ამ ორ დღეს რა სულ გასული ხარ . ხანდახან მაინც დაურეკე დაგვცოფა ხალხი
-ზურაბ შენს ენას დავაყოლებ ამ ნამცხვარს- ისე უყურებდა ბიჭი გაჩუმდა ,მაგრამ საჭირო ინფორმაცია უკვე მიღებული ჰქონდა გოგოს
-თათული არ გიქრობს ჩემს მონატრებას? ეცოდინება ძველ მეგობარს რა გჭირდება სულის დასამშვიდებლად- მისკენ შეაბრუნა თავი და აიძულა გამოეხედა
-შესანიშნავად იცი შენს მონატრებას რაც მიქრობს ... ჩვენი წასვლის დროა თორემ შენს კლასელთან წასვლას ვეღარ მოვასწრებთ
-შენც მოდიხარ?
-წამოვალ ... ხომ გინდოდა . შენ კი ეცადე პარასკევამდე შემოირიგო ის გოგო თორემ ვეტყვი ,რომ მოატყუე
...............
უხაროდა თორნიკე რომ მიჰყვებოდა, ფიქრობდა რომ მასსა და სხვებს შორის არსებული განსხვავება იმ სივრცეში არ გამოჩნდებოდა ,მაგრამ შეცდა . იქ,იმ სივრცეში სადაც ერისთავსაც ხშირად ხედავდა ყველაზე ნათელი იყო სიშორე ორ ასაკობრივ ჯგუფს შორის. ქალაქგარეთ სახლში ჰქონდა მოწყობილი წვეულება, მუსიკა ხმამაღლა ჟღერდა ყველა სხვადასხვა რამით ერთობოდა ნაცნობებს შეხვდა, ერისთავიც გააცნო და კოქტეილის ჭიქით ხელში ჰყვებოდა მუსიკას. გოგონები იყვნენ მის ირგვლივ, ყველას აინტრესებდა ახალი კლასელის ქმარი და ახლა უხვად აყრიდნენ კითხვებს, იუბილარიც შეუერთდდათ წუწუნებდა შეყვარებულზე რომელიც ცუდად იქცეოდა
-დამშვიდდი დიდი დიდი მოწიონ დაბოლდებიან და მერე დამსვიდდებიან. პირველად ხომ არ ხდება- ერთ -ერთი ამშვიდებდა , ჩუმად ლაპარაკობდნენ ,მაგრამ თორნიკესაც ესმოდა
-დამპირდა და იმიტომ ვბრაზობ ...ვერ ვიტან ასე ბავშვივით რომ იქცევა
-შენი დღეა, გაერთე და დააიგნორე ყველაფერი რაც გაღიზიანებს ...თუ საჭიროა შეყვარებულიც . 18 წლის მეორედ არ გახდები - მარგომ თვალი ჩაუკრა და თორნიკეს თითებს საკუთარი შეახო
-შენ რას გააკეთებდი თორნიკე რომ ასე იქცეოდეს ... თუმცა მეეჭვება ოდესმე ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცეს
-რთული წელი გაქვთ...შანსს იყენებენ და ერთობიან ისე როგორც უსწორდებათ. ქალებს გადაჭარბება გიყვართ . მე რაც შემეხება მოწევას დალევას ვამჯობინებ და მარგო სულ გვეწუწუნებოდა მე და ჩვენს სხვა მეგობრებს - წარსული გაიხსენა და გოგოს ლოყაზე აკოცა- ახლა გაჩვენებთ თავს მშვიდ გოგოდ თორემ ისე ეჯუჯღუნებოდა ანდროს
-რა სისულელეა... როგორ გეკადრებათ -შეიცხადა და გოგონებიც გაამხიარულა
-გამოდის,რომ მე ვამბობ ტყუილს
-ერისთავოო ... სჯობს ვიცეკვოთ- ისე მოსწონდა მისი ციმციმა თვალები და იგნორი რომელსაც სხვა გოგონების მიმართ ავლენდა საოცარ განწყობაზე დადგა. ყველასგან მოშორებით იდგნენ ,ძირითადად გოგონები ცეკვავდნენ , ისინიც აღარ იყვნენ ფხიზლები და ხმაურში სიცილს ვერ იკავებდა- გაკვირდები და ვვოცდები როგორ უძლებ ამდენ ხანს
-მე კი ყველას ვაკვირდები და ვიხსენებ ჩემს თავს მათ ასაკში
-მერე? ასეთი იყავი?
-ნწ, შეყვარებულის დაბ დღეზე ფხიზელი ვიყავი და ჩემს მთვრალ გოგოს კაპრიზებს ვუსრულებდი
-ააჰ, ანუ ასეთი მზრუნველი იყვი
-დიახ,მაგრამ რად გინდა მაინც დამშორდა...ზედმეტად სერიოზული ხარო
-ღმერთო ჩემო -ერისთავიდან მზერა ეზოში მყოფებზე გადაიტანა. გარეთ აშკარად დაძაბულობა იყო . წამებში აირია ყველაფერი , მუსიკის ხმა ჩხუბისას გაჟღერებულმა წამოძახილებმა გადაფარეს. გოგონები კიოდნენ ბიჭები კი ერთმანეთს ურტყამდნენ
-წავალ გავაჩერებ სანამ მეზობლები პოლიციას გამოუძახებენ ... -ამოიხვნეშა და ისე დაიძრა ბრბოს ცენტრისაკენ .
-ფრთხილად იყავი - ნანობდა კიდეც მის იქ წაყვანას. მერე მოჩხუბრებს შორის კლასელები ამოიცნო და თავადაც ინსტიქტურად დაიძრა . თორნიკესაც კი გადაასწრო საკუთარი სახელის გაგებისას. იმ წამებში ვერ აზროვნებდა მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, სიტუაციის განმუხტვა და ერისთავის მათგან შორს ყოფნა
-გეყოფათ ...შეეშვი საბა ,გთხოვ . გონს მოდი,ხომ ხედავ განგეგ გიწვევს- ბიჭმა როგორც კი დაინახა მაშინვე შეწყვიტა წინაღმდეგობის გწევა, მანამდე კი რამდენიმე იჭერდა
-სადღაა შენი მძვინვარება ლომოო...მოვიდა შენი გოგო და იქეცი კნუტად ხომ ? საცოდაო ლიკუნაზე არც იფიქრო და ამასთან გაერთე სანამ მისი ქმარი ძვლებს დაგიმტვრევს- ხმამაღლა არ უთქვამს, ალბათ ბევრს არც გაუგია მთვრალის ნაბოდვარი. თორნიკეს თითები მაჯაზე რომ შემოეხვია და საბას მოაშორა აშკარა იყო ამ უკანასკნელს ყველაფერი ესმოდა
-დაიშალეთ და გართობა განაგრძეთ ...ყველაფერი მორჩა -ერისთავის ხმა ესმოდა, ზურგით უკვე მის სხეულს გრძნობდა , მაჯაზე კი ისევ უჭერდნენ თითები - შენ კი სახლში წამოხვალ- ყურთან ესმოდა ჩუმად წარმოთქმული სიტყვები ,რომლებიც ყვირილზე მეტი იყო
-თორნიკე ... ჯანდაბა არასწორად არ გაიგოთ მე და მარგო - საბა დაბნეული უყურებდა ხან მარგოს ხან მის უკან მდგომს -მომენტს ელოდა ...მაინც გამომიყვანა მდგომარეობიდან. მარგოო
-ხვალ ვილაპარაკოთ...ახლა ტაქსი გამოიძახე და სახლში წადი. ხელს მიხედე- ის იყო ბიჭს სისხლმდენ მტევანზე შეეხო ქმარმა ისევ თავისკენ რომ დაქაჩა
-მანქანაში დამელოდე ...მოვალ ხუთ წუთში - ეზოში აღარავინ იყო. ყველანი გართობას აგრძელებდნენ მხოლოდ საბა და თორნიკე იდგნენ . ბიჭთან შედარებით ზედმეტად დიდი იყო, არა სიმაღლეში, არა წონით არა ასაკით ორივეს უყურებდა და ხვდებოდა რა დიდი განსხვავება იყო მათ შორის . საბაც თორნიკეს მსგავსად მშვიდი, გაწონასწორებული ბიჭი იყო, ზრდასრულს ჰგავდა და ჯანსაღად აზროვნებდა მარგოსაც ამიტომ გაუადვილდა მასთან დაახლოება ,მაგრამ ახლა როცა ერისთავთან ხედავდა ისიც ისეთი პატარა ეჩვენებოდა ,იმდენად დაბნეული და არეული შეეშინდა კიდეც, შეეშინდა უთანასწორო დაპირისპირების
-ერთად წავალთ...სალაპარაკო არაფერია. მე არ მეხებოდა ეს ჩხუბი და შესაბამისად შენც არ უნდა ჩაერიო
-დარწმუნებული ხარ?- პირველად გაუსწორა მზერა, ისე უყურებდა დაბმულ ველურ ცხოველს ჰგავდა, ჯაჭვი ძლივს რომ იჭერდა და მალე აიშვებდა- საბამ თავად მითხრას რატომ გახსენებდა მთვრალი ლაწირაკი
-მე აგიხსნი
-რატომ შენდა არა ის...ადროვე ბავშვს იქნებ უყვარხარ და ეშინია . ვუთხრათ რომ ძვლებს არ დავუმტვრევ . თქვას გათავისუფლდეს და მერე გადაგიყვაროს იმიტომ ,რომ შენს ცხოვრებაში მე ვარ პირველი და უკანასკნელი კაცი . მიდი ბავშვო გავარკვიოთ , ნუ ღელავ შენს გარდა მარგოთი აღფრთოვანებული ათობით ბიჭი მინახავს - ისეთი დამცინავი ტონი ჰქონდა, ისე უყურებდა საბას თითქოს ზურგს უკან წაღებულ ხელებს მუშტებად არ კრავდა და შიგნიდან არ დუღდა
-მისით მართლაც აღფრთოვანებული ვარ , სწორი ხართ, მაგრამ სიყვარულს რაც შეეხება ცდებით . რომ მიყვარდეს დამიჯერეთ თქვენი არსებობა მის ცხოვრებაში არაფერს შემიცვლიდა
-როგორ?
-ვწუხვარ ასეთ სულელურ სიტუაციაში რომ გაჟღერდა მარგოს სახელი, მაპატიე კარგი? მეტჯერ აღარ განმეორდება . ამის უფლებას არ მივცემ- მღელვარებამ გაუარა თითქოს, მშვიდი გახდა და სათქმელიც ჩამოაყალიბა. გოგოს გაუღიმა და მერე ისევ თორნიკეს შეხედა- ტყუილად არ გაუბრაზდე, როგორც თქვით მისთვის ერთადერთი კაცი შენ ხარ
-სახლში დაბრუნდი . არც შენ ხარ ფხიზელი, ცხელ გულზე ნურაფერს გააკეთებ . ახლა კი დიდი და სწორი გგონია თავი,მაგრამ არასწორებთან პასუხებსაც თავისი დრო აქვს

წავიდნენ. მანქანაში ისხდნენ და თორნიკე ისე ატარებდა როგორც არასდროს. ჩუმად იჯდა, არ იმჩნევდა არც სიჩქარეს და არც მის დაჭიმულ მკლავებს სანამ გზიდან არ გადავიდა, სწრაფად არ დაამუხრუჭა და მოულოდნელად არ აკოცა. თითები კეფაზე მოსდო,ისე უჭერდა და ისე კოცნიდა რომ სდომოდა თავს ვერ დაიხსნიდა ,მაგრამ ამის სურვილი არ ჰქონდა თავადაც აჰყვა მანამ სანამ არ დამშვიდდნენ
-ჩემი გამოცდა ხარ !
-ცოტას ურევ,მაგრამ მაინც მაღალი ქულით აბარებ
-ასე მარტივად ვერ გამოძვრები,ხომ იცი?
-ნწ, მე უკვე გამოვედი თავიდანვე
-ნუთუ
-იცი,რომ მართალი ვარ და შენ არ ჰგავხარ სხვებს . ტყუილად არ დაიწყებ მუქარებს -თვალებანთებული უყურებდა და მერე საკუთარი ინიციატივით აკოცა-საშინლად დავიძაბე...რაღაც დროით მეგონა ,რომ ცემდი და ისე შემეშინდა
-შეგეშინდა,რომ 18 წლის ბავშვს რამეს დავუშავებდი?
-მეც თვრამეტის ვარ ...ბავშვებად არ უნდა მოგვიხსენიებდე და მე იმის შემეშინდა,რომ სხვებს ჰგავდი . მიხარია ,რომ ისევ იმ აზრზე ვარ როგორზეც წლების წინ ვიყავი
-მაშინ მეგობარი იყავი, ახლა ცოლი ხარ და ასე მარტივად არ არის. მე ჭორებიც არ მინდა მოვისმინო ...მიუხედავად იმისა მჯერა თუ არა ისე ნუ მოიქცევი ვიღაც სულელების საჭორაო თემად იქცე - ღვედი გაუხსნა ,სავარძელი უკან გადასწია და მარგო თავისკენ მიიზიდა
-რას აკეთებ...შენ
-გაკვეთილს გიტარებ ...
-მეც მექნება გამოცდა ?
-ჩშშ ნაკლები თეორია მეტი პრაქტიკა ...
..............
ორშაბათიდან ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და მომდევნო შაბათ -კვირას ჩხეიძე არც გაახსენდებოდა ანდროს საუბრისას რომ არ ეხსენებინა. კლინიკაში იყო, შუაღამეს მშობიარის მოლოდინში ესაუბრებოდა მონატრებულ ძმას მეგობრის ამბები რომ ამოუტივტივდა გონებაში და დანაშაულის შეგრძნებამ სული შეუხუთა
-იქედან შენ გელაპარაკება თუ სალომესთან ატარებს დროს
-სარძლო საკმაოდ ჯიუტია... ზურიკელამ რომ უთხრა სიმართლე გაბრაზებულა როგორ დამიმალე თორნიკეს მეგობარი თუ იყავიო, მეთამაშებოდიო
-მართალიცაა ...სჯობდა სიმართლით დაეწყოთ- მათზე საუბრობდა,მაგრამ საკუთარი ცხოვრებაც არ ავიწყდებოდა
-ზოგჯერ ტყუილი საჭიროა შედეგის მისაღებად... ბიჭს უყვარს,მის გამო რა აღარ გააკეთა თავადაც იგივეს გრძნობს და რა საჭიროა ყველაფერს ჩაეკირკიტო ერთხელ ვცხოვრობთ ბოლოს და ბოლოს
-შენ და შენი გოგო ასე ურთიერთობთ?
-დიახ...
-როგორ მიკვირს მე , შენს დას თბილისიდან მაკონტროლებდი და შეყვარებულს ახლა მანდედან როგორ აქცევ ყურადღებას . იქნებ და ვის ხვდება , კოჭებს ვერვის დაუხვრეტ
-რამე იცი და მანიშნებ თუ რა ხდება
-ღმერთო რა ავადმყოფი ხარ
-არ ვარ, ვცდილობ ადამიანურად მოვიქცე ...ურთიერთობას სახელს ვერ ვარქმევ სანამ აქ ვრჩები ,მაგრამ ვიცი ჩემს გოგოს მე ვუყვარვარ და დროც სწრაფად გავა. მითუმეტეს მასაც ბევრი საქმე აქვს, გათხოვება და ოფიციალური ურთიერთობები ქალებს არასდროს გინდათ , რომ ჩამოვალ მერე კიდევ შეხვედრებს დავიწყებთ არადა მინდა დაბრუნებულს სახლში დამხვდეს ...ჭკუიდან გადავდივარ რომ ვუყურებ და ვერ ვეხები . ისე მინდა მოვეხვიო, ვაკოცო და არასდროს მოვშორდე - გულწრფელი იყო იმდენად, რომ აკვირვებდა კიდეც მარგოს- რა ჭკვიანია შენი ქმარი... დროც არ გაწელა ისე ჰყავხარ გვერდით. განა რა გაკლდება, პირიქით ისაა დაჩაგრული სულ არ ხარ მის გვერდით
-ბოლო დროს სულ ერთი და იგივე მესმის...ქმარი უკვე მყავს, სახლში მელოდება და არსად გარბის სწავლა კი ახლა მჭირდება . ეს რამდენიმე თვეა მნიშვნელოვანი ახალ ეტაპზე გადასასვლელად თორემ შემდეგ მხოლოდ უნივერსიტეტის და კლინიკის დრო დამჭირდება. აუცილებლად თავად უნდა მალოდინებდეს ? შესანიშნავად ერთობა უჩემოდაც, ნეტავ ყველა კაცს ჰქონდეს იმდენი თავისულფება რამდენიც მას აქვს...შეგშურდებათ ცოლები სახლში რომ გამოგკეტავენ
-ეგეც არის ,მაგრამ მაინც რთულია. ენატრები და არ ხარ ...ცოლი რომ არ იყო საერთოდ ვერ გნახავდა
-გენიოსია შენი მეგობარი
-აჰაამ, სულ ზუსტად აკეთებს გათვლებს- ეს სიტყვები უკვე მერამდენედ ესმოდა უკვე აღარ იცოდა რა ეფიქრა. ანდროსთან დამშვიდობება მოუხდა , საქმე არ იცდიდა ამიტომაც კიდევ ერთხე გაუღიმა, ეცდა უდარდელი გამომეტყველების მიღმა დაემალა მონატრება ,მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ მოატყებდა. ყველა დაიგნორებულ გრძNობას შორის ანდროსთან სიშორე თავის ადგილს უცვლელად იკავებდა.

სახლში დაბრუნებულს ერისთავმა მისალმებისთანავე ახარა ახალი ამბავი . დაღლილს თვალები ეხუჭებოდა რატომღაც ზედმეტად გამოფიტულად გრძნობდა თავს იმ კვირაში და ძილის გარდა არაფერი უნდოდა ,მაგრამ არ დასცალდა
-პატარავ, შემომხედე...მისმენ?-სახეზე მოეფერა და ლოყაზე აკოცა- უკვე დაიძინე?
-მესმის ...მითხარი- მიეხუტა და კომფორტულად მოეწყო
-ზურამ საბოლოოდ აიღო ციხესიმაგრე,გატყდა სალიო და ბეჭედიც მოირგო თითზე . ისე ყვიროდა ტელეფონში გახარებული ჩხეიძე იქედანაც გაგვაგონებდა ხმას
-შესანიშნავია- ერთს ამბობდა და მისი გამომეტყველება მეორეს აჩვენებდა - რა კარგია, რომ გატყდა -თვალები არ გაუხელია ვეღარ დაიძინა,მაგრამ მზერა მაინც ვერ გაუსწორა ქმარს რომელიც თავისი მხურვალე სხეულით ეკვროდა და სულს უფორიაქებდა. მისგან შორს წასვლა არ უნდოდა, მაგრამ ახლოს ყოფნა ანგრევდა .

შორიდან მილოცვას არ დასჯერდნენ, მივდივართო განაცხადეს და ისე ჩაბარგდა საძმო ლამის იყო ანდროც გადმოაფრინეს . უნდოდა ეთქვა სამეცადინო მაქვსო,მაგრამ ჩხეიძის ბედნიერება როგორ არ გაეზიარებინა, ის ხომ მისი მთელი ბავშვობა იყო ახსოვდა ანდრო და ისიც მის გვერდით. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მისმა ძმამ შეირთო ცოლი . გრძელი გზა ჰქონდათ წინ, ბიჭები ხმაურობდნენ საჭესთან ტაბიძე იჯდა თავად კი თორნიკეს გვერდით უკანა სავარძელს იკავებდა ,ისე ჩაეძინა მათი საუბარიც კი არ მოქმედებდა. შიგადაშიგ გრძNობდა ერისთავის თბილ შეხებას, კოცნებს თითებზე და სახეზე რამდენჯერაც გამოფხიზლდა იმდენჯერ მისმა მოფერებამ გააბრუა და ძილიც გაუხანგრძლივდა .
-სიამოვნებით გადმოვცხოვრდებოდი სადმე ასეთ ადგილას- ესმოდა თორნიკეს სიტყვები და შემდეგ ჩუმად უყურებდა ხედს ,რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავი იყო მისი სურვილი კი საერთოდ არ ემთხვეოდა მარგოს გეგმებს.

მეგობრების გარემოცვაში დროის გატარება იყო ის რაც ნამდვილად აკლდა,მაგრამ ისე ვეღარ იქცეოდა, ძელებურად აღარაფერი იყო,საუბრის მანერაც კი შეეცვალა , ხვდებოდა როგორ მოირგო ცოლის სახე და ყველაფრის მიუხედავად ეს აშკარა გახდა. ბავშვი აღარ იყო, იცვლებოდა , მაგრამ ნელ --ნელა და არა ასე რთბაშად . ისე გარდაიქმნა თითქოს აიღეს და ამოატრიალეს ახლა კი თავდაყირა სიარულს ეჩვეოდა, იმას რაც კარგად არასდროს გამოუვიდოდა .
-ჭინკა აღარ ვარ... ჩემი ადგილი აშკარად შეავსეს
-რას ამბობ ჩემო ჭინკა, შენი ადგილი სულ ჩემ გულშია - მთვრალი ჩხეიძე მოეხვია და შუბლზე აკოცა - ჩემი ჭინკა უშველე რამე ჩემს საცოლეს თორემ ქორწილამდე თუ არ მოიხსნა ეს ჯაჭვები და არ გათავისუფლდა დავიღუპები
-აცადე გოგოს, ვერ იჯერებს რომ საკუთარი ბოსის რძალი გახდა
-ხელფასი უნდა გაუზარდო შენი ატანისთვის
-თუ შენ რომ უნდა გაგიძლოს იმისთვის ... შვებულებას მოგცემთ და ეგ იკმარეთ არ ვიცი მე ნათესაური კავშირები სამსახურში
-ნახევარი სანათესაო დაასაქმა და ჩემ საცოლეს უჭედავს ...არასწორო
-გამებუტე პატარავ?
-დააოკე შენი ქმარი...თვრება და მერე ერევა ორიენტაცია ხომ ხედავ შეეჩვიე ,რომ დაკავებული ვარ უკვე - გაინაზა და ერისთავის ნასროლი ბალიში აიცდინა. ისე იყვნენ როგორ პატარა ბავშვები სალომე კი გაოგნებული უყურებდა
-ასეთ თორნიკეს პირველად ხედავ?
- მომწონს მისი იუმორი , მაგრამ ასე მეგობრებთან სხვანაირია ... თქვენ ზურას გამოდის ბავშვობიდან იცნობ
-თქვენ? იცი შენზე 4 წლით პატარა ვარ ...
-სულ დამავიწყდა...არეული ვარ. მაპატიე , დრო დამჭირდება ყველაფრის დასალაგებლად. იმდენი რამე შეიცვლება , აქედან რომ წავალთ არც კი ვიცი
-გიყვარს ?
-რა თქმა უნდა, თორემ ამ გრძნობის გარეშე მის გვერდით ყოფნა შეუძლებელი იქნებოდა. ენერგოვამპირია ,იმდენი ფერი აქვს ცისარტყელასავითაა როდის რას გამოანათებს კიდევ ვერ ვიგებ -ისე უყურებდა ,ისეთი მზერა ჰქონდა მარგოს კითხვა აღარ დარჩა. მხოლოდ მოეხვია და ჭიქა მაღლა ასწია
-სიყვარულს გაუმარჯოს ... რა იქნებოდა ეგ რომ არ არსებობდეს - სულ სხვაგან იყო მიმართული მისი სიტყვები,მაგრამ ერისთავის მზერა დაიმსახურა და დიდხანს აღარც მოშორებია.

ერისთავს ეხვეოდა და თვალს არ აშორებდა ფანჯრიდან გადაშლილ ხედს . უნდოდა ეთქვა ორი დღით დავრჩეთო,მაგრამ ვერ შეძლო. შინაგანი ხმა ახსენებდა,რომ მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა და დასვენებისთვის დრო არ გააჩნდა. იცოდა როგორ უნდოდა თორნიკეს იქ ყოფნა,მაგრამ მისი მზერაც დააიგნორა, თითქოს ვერ წაიკითხა, ეს უნარი არ ჰქონდა და გამოცდაში გამიზნულად ჩაიჭრა.
-ქორწინება ყოველთვის რთულია? ჩემი და შენი შემთხვევა გამონაკლისი რატომ არ არის
-მარტივი ვერ იქნება იმდენად მასშტაბურია...
-არაფერი ამარტივებს?
-შენც შესაბამისი უნდა იყო
-ანუ?
-მასშტაბური გრძნობებით სირთულეების წინააღმდეგ - ქალის ყელში ჰქონდა სახე ჩამალული ,საუბრობდა და საკუთარ სუნთქვას კანზე აფრქვევდა მარგო კი თმაზე ეფერებოდა ,ძილისკენ მიუკვლევდა გზას მასაც და საკუთარ თავსაც.
...................
12 საფეხურიანი სკოლი კიბე გაიარა და ბოლო ზარითაც დააგვირგვინა. არაფერს ტოვებდა, ახალ კლასელებთან ერთად იღებდა ღონისძიების მზადებაშიც მონაწილეობას, კლიპიც გადაიღეს, ცეკვებიც დადგეს და ყველაფერთან ერთად ესეც მოახერხა. რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებდა მით უფრო ნაკლები დრო რჩებოდა თორნიკესთან გასატარებლად. ბანკეტის დრო ყოფილ კლასელებს ეროვნულების დაწყებამდე იყო , თავის საყვარელ ბავშვებთან დროის გატარებაზე უარს ვერ იტყოდა ამიტომაც ორი დღით მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა . მონატრებულ ადამიანებს ხვდებოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ძველ დროში დაბრუნდა. გასაოცარი არაფრი მომხდარა,ერისთავთან ერთად წავიდა ფოტოსესიებს შეჩვეული იყო უკვე , რესტორანში შესანიშნავად გაერთო და მეორე დღესაც გადაწყვიტეს დრჩენა . ერთადერთი რამაც იმოქმედა ვახშმობისას დასმული კითხვა იყო
-გასაკვირად იკვებები, გეძინება და ისეთი მშვიდი ხარ მე ასეთი ფეხმძიმობისას ვიყავი . იქნებ შენც ... დე - ელენე გაბრწყინებული სახით უყურებდა ფერები რომ გადაუვიდა, ისე გაიოცა გონებამ თითქოს ეს არ შეიძლებოდა . უნდოდა ეთქვა როგორ შეიძლება ორსულად ვიყო , რეებს იგონებო, მაგრამ ბავშვი აღარ იყო და სქესობრივი ცხოვრებიდან გამომდინარე მოვლენების მსგავსი განვითარებაც სრულიად დასაშვები იყო
-არ ვარ დედა და ძალიან გთხოვ ამ თემას ნუ მიუბრუნდები. სიმპტომებზე დაკვირვებების გარეშეც გეტყვი ,როცა ...როდესაც
- ნათლული ჯერ აშკარად არ მეყოლება ...მინიმუმ რამდენიმე თვე უნდა დავიცადოთ ელუჩიკო -ნინი ჩაერთო საუბარში და ყურადღება თავისკენ მიმართა - არ იცნობთ თქვენს შვილს? ბავშვობაშიც არ თამაშობდა დედა-შვილობანას მე ვიყავი სულ დედა . ბავშვობა უნდოდა ყოველთვის- იცინოდნენ მას კი ხმები ისე ესმოდა თითქოს რაღაც საშინელი მექანიზმი მუშაობდა . გულისრევის შეგრძნებამ იმდენად მძაფრად შეაწუხა რომ დაუფიქრებლად გაიქცა სააბაზანოსკენ. ნიჟარას მიეყრდნო, სახეზე წყალს ისხამდა გამოსაფხიზლებლად, შეგრძნება კი არ ქრებოდა ჰაერი არ ჰყოფნიდა,ახრჩობდნენ და თავს ვერ შველოდა
-მარგო ჩემი გესმის?- ერისთავი როდის მივიდა ვერ გაიგო, ვერც ის საძინებელში როგორ აღმოჩნდნენ უკვე საწოლზე იჯდა ბიჭი კი მის წინ იყო ჩამუხლული და სახეზე უსვამდა თითებს- ალბათ წნევა დაგივარდა ... გადაიღალე და დასვენებაზე უარს ამბობ
-რა დროს დასვენებაა ერთ კვირაში გამოცდები იწყება -სწრაფად თქვა გაზეპირებული სიტყვები
-სწორედ მაგიტომ ახლა უნდა დაისვენო,რომ იქ არ გაითიშო
-მარტო მინდა ყოფნა,გთხოვ- ხელი მოიშორა და კიდევ ერთხელ შეისხა სახეზე წყალი
-ვერ გცნობ... რა
-ვერც მე, საკუთარ თავს
-კარგი... ახლა დაგტოვებ . მარტო ,რომ ვიქნებით შემდეგ ვისაუბროთ
საუბარი არ შემდგარა. შემდეგ იყო ეროვნულების ორ კვირიანი ციებცხელება და დასასრულს ქულების მოლოდინი რომელიც განსაკუთრებით აღელვებდა. მთელი დრო გაუთავისუფლდა, მხოლოდ კლინიკა დარჩა სადაც ყოველ მეორე დღეს მიდიოდა ან კვირაში ორჯერ მაინც გააჩნია ერისთავი როგორ მოინდომებდა მის სახლში დატოვებას.
შემდეგ მთელი წლის დაგროვილმა სტრესმა ერთად დაიწყო გამოვლინება . ავადმყოფოვით გრძნობდა თავს, გამუდმებით ეძინებოდა, ენერგია არ ჰქონდა ,მარტივად ეცვლებოდა ხასიათი , მადიანად მიირთმევდა და წონის მატებაც დაიწყო ყველა სიმპტომს ღებინებაც რომ დაერთო ისტერიკა ჩაერთო . ციკლი მთელი კვირით გადაუცდა და საერთოდ დაკარგა ადეკვატური აზროვნების უნარი.
ლაბორატორიაში იჯდა ვაჩე რომ შევიდა ,იმდენად იყო აღელვებული ბიჭმა წასვლის საშუალება არ მისცა და თავად გაუმხილა ეჭვები. ეჩქარებოდა, ეხოსკოპიის გაკეთებაზე უარი უთხრა და სწრაფად წავიდა. სახლში ადრიანად დაბრუნებული რომ დაუხვდა თორნიკეს ეჭვი მაშინვე გამოიწვია. დასვენება გადავწყვიტეო უთხრა და მასთან ერთად შეუდგა ვახშმობას. ტელეფონს უყურებდა მთელი საღამოს განმავლობაში ყურადღებაც გაფანტული ჰქონდა და ცოტას საუბრობდა. ნერვიულობისგან პირი უშრებოდა, წყლით სავსე რამდენიმე ჭიქა დაცალა და მოწოლილი ემოციები ცრემლებში რომ გადასდიოდა სააბაზანოში შეიკეტა.
მთელი დღე ფიქრობდა იმაზე თუ რას გააკეთებდა ორსულობის დადასტურების შემთხვევაში,მაგრამ დასკვნას ვერ აკეთებდა, აზრები ერთმანეთში ერეოდა. უამრავი არგუმენტი ჩნდებოდა მოვლენათა განვითარების თითოეულ შემთხვევაში. ისიც კი იფიქრა კლინიკაში წავალ და ეხოსკოპიას გავაკეთებინებო,დილამდე დაცდა აღარ შეეძლო. საშხაპედან გამოსულმა მზადება დაიწყო, საძინებელში შესვლისთანავე ერისთავს გვერდი აუარა და კარადიდან ტანსაცმლის გადმოლაგება დაიწყო
-მე უნდა გავიდეე... კლინიკაში წავალ. საკმარისად დავისვენე დღეს. საინტერესო მშობიარე ჰყავთ
-ნუ ნერვიულობო
-რაა?
-ვაჩემ მოგწერა ნუ ნერვიულობ ორსულად არ ხარო ... ქორიონული გონადოტროპინის დონე განგისაზღვრავს . ტესტის გაკეთებაზე არც იფიქრე , ზუსტი პასუხი გჭირდებოდა?
-თორნიკე- უკან რომ შებრუნდა შემდეგ შეამჩნია კაცის მზერა და სუნთქვა გაუჭირდა
-ტვინში ათასი კითხვა მაქვს , ბრაზის დონე იმატებს და მგონია,რომ სანამ დამახრჩობს და ავფეთქდები მანამ უნდა მითხრა რატომ იცის შენი ეჭვების შესახებ ამ ბიჭმა, რატომ გამშვიდებს , გახარებს,რომ ფეხმძმედ არ ხარ და ვინ მისცა უფლება საერთოდ შენი ანალიზების ნახვა გაებედა ... რანაირად ხდება ისე,რომ მასთან უფრო ახლოს ხარ ვიდრე ჩემთან . მე ვარ შენი ქმარი და ბავშვიც ჩემი იქნებოდა ხო? იქნებ არა და ის გწერს ვისგანაც უნდა ყოფილიყავი სავარაუდო ორსული - ტელეფონი მოისროლა , ხმა საგრძნობლად აუმაღლდა აშკარად არ იყო საღ აზრზე ,მაგრამ მარგოს მოქნეულმა ხელმაც ვერ გამოაფხიზლა
-არ გაბედო ... არც კი იფიქრო მსგავსი შეურაცხყოფა მომაყენო -ცახცახებდა, ყველა ემოცია ერთად იწყებდა გადმოღვრას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა , სახე აენთო სისუსტისა და სიძლიერის ზღვარზე გადიოდა- შენ არ გესმის ... არაფერი გესმის ან არ გინდა რომ გაიგო. დაივიწყე ,რომ ჯერ კიდევ 18 წლის ვარ და რამდენიმე თვის წინ ერთადერთი რაც ჩემს ყოველდღიურობაში რჩებოდა, წიგნები იყო . არც ბიჭები, არც შეყვარებულები, არც ეჭვიანობა, არც ს.ქსი და ბავშვები ...ჯანდაბა რომელი ბავშვები და ორსულობა მათზე მხოლოდ ისე ვფიქრობდი როგორც მექანიზმზე ,პროცესით აღფრთოვანებული ვკითხულობდი ერთადერთი რაც მინდოდა შესწავლა იყო და არასდროს გამჩენია მშობიარობის სურვილი. მე საერთოდ კაცთან ყოფნის სურვილიც არ მქონია , მერე ყველაფერი აირია , დაინგრა ამოყირავდა, მაგრამ ბავშვები მხოლოდ სურვილის გამო, მათი სიყვარულის და სისაყვარლის მიზეზით არ ჩნდებიან. ეს არაა ნორმალური , მშობიარობის პროცესი რომ გადავდოთ გვერდით, ფეხმძიმობა , მერე მშობიარობა და მთელი ეს უდიდესი ციკლი რომელიც კაცმა არ იცის,როგორ შეცვლის ჩემს ყოველდღიურობას ... ჩემი,როგორც მოსწავლის ...ხო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლის გეგმებს,რომელსაც გაწერილი ჰქონდ ყველა ნაბიჯი . მე მომავალს ვხედავ და იქ ბავშვი ვერ ჩნდება ,გესმის? შენც ძლივს ჩაგსვი...არც კი ვიცი როგორ ალბათ ისევ შენი დამსახურებით იმიტომ ,რომ მაქსიმალურად ცდილობ არ შემიშალო ხელი, მაგრამ ცოლის სტატუსი სხვაა და დედობა სულ სხვა. მას ვერ დავტოვებ, ერთი წუთითაც ვერ მოვშორდები ... ჩემს წარმოდგენაში დედობა ყველაზე დიდი ძღვენი, პასუხისმგებლობა, უნარი, მოქმედება ყველაფერია ,ყველაფერზე მეტს მოითხოვს ნებისმიერ პროფესიაზე მეტს ამას ასე ვერ ჩავაბარებ, დაღლილი ვერ მივატოვებ და შვებულებაში ვერ გავალ ... არ მითხრა,რომ შენ ყველაფერს გააკეთებ . ვიცი , მჯერა რომ საოცარი მამა იქნები ,მაგრამ მე მანამ ვერ გავხდები დედა სანამ მისთვის დედობის გასაწევად მზად არ ვიქნები, სანამ არ დავიმსახურებ ...გაიგე,რომ მე ცხოვრების სხვა საფეხურზე ვარ შენ კი სულ სხვა . ჩემი გამოცდა შენ უკვე ჩაბარებული გაქვს , გავლილი გაქვს და იცი მზად ხარ . შენ კი, მე არ , ვერ ...
-მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე ...ორსულად რომ ყოფილიყავი რას გააკეთებდი
-არ გინდა...არ ვარ და არც ვიცით რას
-აბორტს გაიკეთებდი,ხომ?
-ქალები აბორტს იკეთებენ... ნებისმიერ ეპოქაში, ათასი მიზეზით ოჯახის ნორმალურად დაგეგმვის ერთ-ერთი გადასალახი
-მაქსიმალურად ვეცდები ნულამდე დავიდეს შენი დაფეხმძიმების რისკი ... მკვლელობის გასამართლებელი მიზეზების ურიცხვ სიას შენიც რომ არ შეჰმატო და რაც მთავარია საკუთარ თავს არ გადავაბიჯო და არ ავიღო შენი ცხოვრების მართვა საკუთარ თავზე იმიტომ რომ მე, აბორტის გაკეთების უფლებას არასდროს მოგცემ !- კბილებს ერთმანეთს აჭერდა, უკან იხევდა, უნდოდა გაცლოდა ,თავი მოეთოკა,მაგრამ მაინც გაჩერდა- აშკარად გაწყობდა სხვა ვინმე აგერჩია საყვარლად და არა მე . იმდენი გყავდა და გყავს მეგობრის სტატუსმიკერებული ბიჭები ასარჩევად ისეთი ფართო ასორტიმენტი გქონდა რაღა მე მოგინდი რა საინტერესოა
-და შენ ? შენ როგორ დაუშვი ამხელა შეცდომა ... რატომ თათული არ შეირთე ცოლად ,რომელიც დარწმუნებული ვარ სიზმრებშიც ხედავს თქვენს საერთო ბავშვებს. ის ხომ შესანიშნავად გიცნობს , შენი მონა იქნებოდა ...ჭკვიანი , საქმიანი, ლამაზი და თან შენზე დამოკიდებული , შენთან მოჯაჭვული ქალი როგორიც გჭირდებოდა
-ყოველთვის ამოკვიატებული ვყავდი და იმიტომ...მისი გრძნობები ჯანსაღი არ არის . ჯანდაბა არ მჯერა რომ თათულიზე გელაპარაკები - სახეზე ჩამოისვა ხელები და მზერა გაუსწორა
-და ჩვენი გრძნობები ჯანსაღია? მე და შენ ნორმალურ მდგომარეობაში ვართ? მალე საწამლავად გადავექცევით ერთმანეთს თუ უკვე არ
-მე შენ მიყვარხარ- მეხის გავარდნასავით ჟღერდა ერისთავის სიტყვები. იდგა , უყურებდა საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული და მერყეობა საერთოდ არ ეტყობოდა- დარწმუნებული ვარ შენ ხარ ჩემი ცხოვრების ერთადერთი
-არა ...არა არ განაგრძო . გაჩუმდი,კარგი სჯობს ვიჩხუბოთ ,იეჭვიანო, გაბრაზდე სისულელეები მითხრა . სიყვარულს არ უნდა მიხსნიდე... გეშლება, ცდები არ ვიცი როგორ ,მაგრამ ისე არ არის როგორც ფიქრობ და გრძნობ. მე უბრალოდ უცნაური ვარ, სხვას ყველას უყვარხარ მე კი ჩემი არეულობის გამო ვარ შენს გვერდით ... სულ რამდენიმე თვე უნდა გასულიყო მერე სასწავლებლად წავიდოდი და დასრულდებოდა. შენ მე არ უნდა მეუბნებოდე,რომ გიყვარვარ...ვერ გეყვარები. შეცდომა დავუშვი, შენთან დისტანცია უნდა დამეცვა
-რა თქვი...სად მიდიხარ?
-მე ... სასწავლო წლის დასაწყისში მქონდა ყველაფერი დაგგემილი. სანამ ის ღამე იქნებოდა მანამ დავრეგისტრირდი
-გეგმა გქონდა...თავიდანვე იცოდი,რომ წახვიდოდი
-არ ვიცოდი . ახლაც არ ვიცი, პასუხები ჯერ კიდევ არ მოსულა, გასაუბრება უნდა გავიარო და მე არ მგონია
-მაგრამ განქორწინებას აპირებდი... გეგმა ბე გქონდა ამიტომ დამთანხმდი. იცი სულ ვფიქრობდი ასე მარტივად როგორ დავითანხმე-თქო ,მიკვირდა როგორ დანებდი მერე ვფიქრობდი ,რომ შენც გრძნობდი რაღაცას რისი ამოხსნის ინტერესიც გქონდა და იმიტომ დარჩი ჩემთან ... ახლა ყველაფერი ცხადზე ცხადია . საოცარი ვინმე ხარ,მეც კი გამომიყენე . ნიჭი გაქვს შენს ცხოვრებაში არსებული კაცების მარიონეტებად ქცევის...ყველას რაღაც მისია აქვს საბა კლასის მაგარი ტიპია, იქ გეხმარება ის და არა მხოლოდ ის ერთი ცუდი ტიპი, ერთი ჭკვიანი, ერთი მხიარული ყველანაირები იყვნენ იმათ შორის ვინც წვეულებაზე გამაცანი. კლინიკაში ერთი ვაჩეც გყოფნის იმდენ რამეს გასწავლის , გაცნობს ყველას ვინც გჭირდება ისე,რომ ლიზიკოსაც კი არ აწუხებ. რეპეტიტორებთანაც გელიან დარწმუნებული ვარ ისეთები ვინც დადებით აურას გიქმნიან და ბოლოს მე ... განტვირთვის საოცარი საშუალებაა ჩემთან ს.ქსი ხომ? რაღაცნაირად თითქოს ბ.ზივით მხმარობდი - ხმამაღლა გაიცინა და ნახევრად სველ თმაში თითები შეუცურა ,უხეშად უჭერდა ტკენდა კიდეც ,მაგრამ ამის აღქმა არცერთს შეეძლო - რა გიყო , რა დაგმართო მითხარი ...ჩავიჭერით ცოლ-ქმრობაში,სიყვარულში, პირად ცხოვრებაში ორივე ოროსნები ვართ ..რა ვქნა ახლა საკუთარ თავთანაც ჩავიჭრა გამძლეობის გამოცდაში და გავამარჯვებინო დემონს რომელსაც უნდა გაგანადგუროს? - ახლოს იყო, მის ყოველ ამოსუნთქვას გრძნობდა მარგო -გეშინია თუ ღელვისგან თრთი- თითები მოღეღილ მკერდზე გადაატარა , ხალათი თითქმის მოშორდა სხეულიდან- რამდენი დრო დაგვრჩა შენი გეგმის მიხედვით?
-გთხოვ არ გინდა...ასე ნუ ლაპარაკობ . თავიდან ყველაფერი სხვაგვარად იყო, შენც არ უყურებდი ამ ყველაფერს სერიოზული თვალით, განქორწინებაზეც ვსაუბრობდით ...გეფიცები აღარც მახსოვდა გამოცდები ,მას მერე იმდენი რამ მოხდა . მე უბრალოდ ვცდილობ თავი გადავირჩინო , მიზნამდე მივიდე
-და რა არის შენი მიზანი ...ექიმობა? გინდა ქალებს მშობიარობაში დაეხმარო და ესაა შენი ცხოვრების უდიდესი მწვერვალი? მაგას ხომ აუცილებლად გააკეთებ, ეგ მხოლოდ შრომას საჭიროებს, მხოლოდ სურვილი სჭირდება და უნარი მეტი არაფერი ...არაფერი ისეთი რაც შენ არ გაქვს ...რაღაც მეტია საჭირო ბედნიერებისთვის
-სიყვარული ? მე ხომ უამრავი ადამიანი მყავს გულში ...აუცილებლად კაციც უნდა მიყვარდეს?მიყვარხარ , მანმდეც მიყვარდი და მერეც მეყვარები . შენთან ყველა სტატუსით კარგად ვგრძნობ თავს ,მაგრამ სულ ესაა შენთვის შემოსათავაზებელი მეტი არაფერი მაქვს . მე ვერ ვიქნები ის ქალი შენ რომ გინდა და არ უნდა გიყვარდე, ისე არა როგორც შენ ხედავ სიყვარულს
-ერთადერთხელ ვთქვი ეგ სიტყვა და უკანასკნელი იყო ,შენთვის ნათქვამი ! არ მინდა განხილვა ჩვენი გრძნობების ,ყველაფერი გასაგებია ...მე კომფორტი არ მჭირდება . ეგ ყველა ქალთან მქონდა, იმაზე მეტი ვიდრე შენთან მაქვს იმიტომ რომ სულ მეტს ვიღებდი ვიდრე გავცემდი . ხედავ წლების შემდეგ იმ ქალს მე რომ მჭირდება ცხოვრების მეგზურად? ახლა რომ არა ვიცი, მაგრამ ოდესმე იქნები ?
-თორნიკე შენ მე მიცნობ
-გიცნობ, როგორ დამავიწყდი მიკვირს ...რატომ დავხუჭე თვალები და მოვირგე სირაქლემას პოზიცია . ყველაფერი გასაგებია, მე არ ვარ ურჩხული ...რომც ვიყო არ მჭირდება ქალი რომელსაც საკმარისად არ ვუნდივარ . შეგიძლია ხვალვე წახვიდე ... არავისზე იდარდო , ყველაფერს მე მოვაგვარებ , როგორც დაგპირდი ისე იქნება . ამ წამიდან ჩიტივით თავისუფალი ხარ
-ასე ვერ დავშორდებით... ასე ნატკენი არ უნდა მტოვებდე . მე ეს არ მინდოდა , არასდროს ! - ტირილისგან თვალები სულ წითელი ჰქონდა, ხელები სახეზე ჩამოისვა და ეცადა ცრემლების ნაკადს გამკლავებოდა- მე დავიკარგე ,გესმის? მე გავიჭედე ბავშვსა და ქალს შორის ვერცერთი ავირჩიე და ვერ ავუწყვე ფეხი ცვლილებებს. მე არჩევანი
-შენ არჩევანი გააკეთე ორიდან ერთი აირჩიე, სწავლას გააგრძელებ და ცხოვრებას გაიმარტივებ სხვისი ბედნიერების ყურებაში გალევ ცხოვრებას ან იპოვნი ისეთს ვისაც შენი სტანდარტები ექნება პირად ცხოვრებაში ... ვიცი,რომ ასე არ გინდოდა . მე გამოვიჩინე სისუსტე ,ცხოვრებაში პირველად ქალზე მიჯაჭვული გავხდი და ქაოსში ჩავიკარგე გაურკვეველი მიმართულებით სვლის პროცესში . ახლა ყველაფერი დალაგდება, შენ აღარ იქნები მე კი სხვა ვერავინ მირევს გონებას -ეფერებოდა, მაშინაც კი როცა მისი დახრჩობის სურვილს ებრძოდა
-სად წახვალ ... - უკვე მთლიანად მისი მკლავები ფარავდნენ . საწოლზე დაეშვა და კაცის შეხებით ტკბობა განაგრძო. ვერ შორდებოდა, იცოდა თუ გაუშვებდა ერთმანეთს მეტად ატკენდნენ ასე კი ასრულებდნენ იმით რითაც დაიწყეს. ამჯერად სასმელით არა, გრძნობებით იყვნენ გონებაარეულები
-ეჭვიანობას ვერ იშორებ ხომ? უნდა შეეგუო,რომ შენს ადგილს სხვ დაიკავებს და რომელიმე მშობიარობისას შესაძლოა ჩემი შვილების დედა შენთან მოხვდეს... ჩემი და სხვის ბავშვს ამქვეყნად მოსვლაში დაეხმარები მეც იქვე ვიქნები და შენკენ არც გამოვიხედავ , იმ სხვისი ხელი მეჭირება, სხვისი რომელიც ჩემი იქნება -ტკენდა, არა შეხებით ,მაგრამ ქალს მთელს სხეულში მწვავედ ტეხდა მისი სიტყვები
-მე ცოტა დრო მჭირდება, კიდევ რამდენიმე წელი და ... ჩვენ შეგვიძლია... ასე არ - იხრჩობოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ეკვროდა სხეულზე . მერე ორივე გაჩუმდნენ, რამდენიმე წუთიანი უსიტყვო საუბარი ჰქონდათ ისეთი როგორიც ბოლო თვეების განმავლობაში
-შენ იტყვი უარს ქვეყნიდან წასვლაზე?დარჩები და სწავლის პირველ საფეხურს აქ გაივლი? ორივე გამოცდის ჩაბარებას ეცდები თუ წახვალ , წახვალ 5 და მეტი წლით იმიტომ ,რომ იქ თუ დაიწყებ აქ დაბრუნებას აზრი აღარ ექნება . ექიმობამდე კი მინიმუმ 10 წელი დაგჭირდება . მიპასუხე რას გააკეთებ - საწოლზე იჯდა, ქალის სურნელს საკუთარ სხეულზე გრძნობდა ჯერ კიდევ ღრმად სუნთქავდა და ზემოდან დაჰყურებდა თვალებამღვრეულს
-არ ვიცი... მე ჩემი გეგმები
-ხომ ხედავ, აზრი არ აქვს დავთმობ თუ არა ... შენ გეგმებში მე ვერ მათავსებ . მხოლოდ ეს ადგილი დამითმე, ამ სივრცეში დამიკავშირდი ... დრო გამომიყავი,რამდენიმე თვე გავიდა და მორჩა! - უკვე იცვამდა , პერანგის მორიგი ღილი შეიკრა და საწოლზე მჯდომი ქალისკენ დაიხარა- რომ დაბრუნდები აუცილებლად შევხვდებით , მანამდე ეცადე არსად გადამეყარო ... თუ ოდნავ მაინც გაღელვებ ეს იყოს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა ცოლ-ქმრის სტატუსით . წლები დამჭირდება ამ ბრაზის გასაქრობად, მალევე თუ გნახავ იცოდე მე არ დაგხვდები ჩემს ნაცვლად მონსტრს შეხვდები - ბოლოჯერ აკოცა. გამოსამშვიდობებელი შეხება , ფერგაცვეთლი ემოციები და მანძილი,რომელიც სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ცარიელ სივრცეში კი ჩნდებოდა გრძNბები რომელთაც მანამდე ბურუსი ფარავდა, იბადებოდნენ ახალი ემოციები რომელთა შესახებაც არაფერი იცოდნენ ,იწყებოდა ეტაპი ,რომელიც დასაწყისს გაუღებდა კარს.
......................
ქორწინება დასრულდა განქორწინებით ისე რომ მხოლოდ ერთი ხელმოწერა დასჭირდა . ფურცლებს სულ რამდენიმე წუთს უყურებდა , იცოდა ეს გაუგებრად დაწყებული ამბავი უნდა დაესრულებინა და მოაწერა კიდეც. ანდროს ბინა იმ დღესვე დატოვა შემდეგ კი ქალაქიდანაც წავიდა , მშობლიურ სახლში შესვლისას ფიქრობდა,რომ წინ ომი ელოდა ,მაგრამ სიმშვიდე დაუხვდა. ერისთავის კვალი იგრძნობოდა, დანაპირები შეასრულა ,მაგრამ მშობლები მაინც გამოთქვამდნენ წუხილს ,ელენე ცრემლებამდეც კი მიდიოდა.
-ისე კარგად იყავით ერთად... გაოგნებულები ვართ. მე და ლიზა ვსაუბრობდით
-არ გინდა ,გთხოვ
-არა მაინც როგორ დაგთმო ასე მარტივად...
-რა გინდოდა, რომ მოვეკალი ?
-ნუ დაიწყებ ახლა
-შენ იწყებ დედა. ყოველ დღე, დილისან-საღამომდე მინიმუმ 10 -ჯერ- ხმამაღლა უპასუხა და მარტო დატოვა. შეიკეტა ოთახში,რომელიც მისი აღარ იყო ენატრებოდა ერისთავის საძინებელი ,მისი სურნელი და სითბო რომელიც ყოველ ღამე მშვიდ ძილს უწინასწარმეტყველებდა . ახლა უთვალავი დრო ჰქონდა, მაგრამ მთელ ღამეს ათენებდა. წიგნებსაც კი ვეღარ იტანდა, ვერაფერს იმახსოვრებდა და თავისტკივილის გარდა არაფერი რჩებოდა.
გამოცდების პასუხების მიხედვით სამედიცინო უნივერსიტეტში მოხვედრა გარანტირებული ჰქონდა. ყველას უხაროდა, ულოცავდნენ ,ზეიმობდნენ. ლიზა და ერეკლეც კი ურეკავდნენ თავად კი იმის მესამედიც ვერ იგრძნო რასაც წარმოდგენებში ხედავდა . ამ მომენტზე ბავშვობიდან ოცნებობდა, პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა, მიზნისკენ სვლაში ეს იყო მთავარი ,მაგრამ დაღლილობის გარდა ვერაფერს განიცდიდა. შემდეგ იყო გასაუბრება , ონლაინ ჩართვა რომელზეც მომზადებული შევიდა, მაქსიმალურად ეცადა ბოლო ნაბიჯის მაღალი ხარისხით შესრულებას და შემდეგ გამუდმებით მეილს ამოწმებდა.
-რას აკეთებ ასეთს ამ ოთახში ჩემი მოსვლაც რომ ვერ გაიგე- საწოლზე გაწოლილს ანდრო რომ დაადგა თავზე და ყურსასმენები მოაშორა შემდეგ დააღწია თავი ფიქრებს. წამებში ეხვეოდა მონტრებულ ძმას -ჩემო პატარავ ...არ იტირო - თმაზე ეფერებოდა ის კი თავს მაღლა არ სწევდა - ამდენი წასვლის დროს არ გიტირია
-განქორწინების შემდეგ რომ აღარ მელაპარაკებოდი მეგონა ნაწყენი იყავი
-საქმეები მაქვს-თქო ხომ გეუბნებოდი ... აქაურ გამოცდებს კი არ ჰგვავს იქაური ვკვდებით ჩაბარებამდე . შემომხედე - მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები შეუმშრალა- ჩემთვის მთავარი შენ ხარ ,ყველაზე მნიშვნელოვანი შენი სიმშვიდეა
-უშენოდ ძალიან რთულია ...ყველაფერი ისე აირია
-დალაგდება ... აუცილებლად

ცდილობდა, გზა ეპოვნა მომავლის დასაგეგმად არჩევანი გაეკეთებინა, მაგრამ გონებაში ერისთავის გარდა არაფერი ჰქონდა. მოჩვენება ეგონა საღამოს ეზოში ჩასულს მაგიდასთან შეკრებილ ბიჭებს შორის რომ დაუხვდა. უყურებდა ზურგით მჯდომს და მანძილს ისე ამცირებდა ბოლო წამამდე დარწმუნებული იყო,რომ მონატრებისგან ეჩვენებოდა. სალომეს გვერდით იჯდა, ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ეფერებოდა და ზურას წუწუნს დასცინოდა . ყველანი მიესალმნენ, ყურადღება მიიპყრო,მხოლოდ ის არ იმჩნევდა, ერთხელაც კი არ შეუხედავს . თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო და ქორწინება მარგოს სიზმარი იყო, მხოლოდ მისი და ამის შესახებ სხვა არავინ იცოდა .
-თათული რატომ არ წამოიყვანე - ნენეს ეხვეოდა ანდრო . ჩამოსვლის წამიდან გვერდიდან არ იშორებდა. ტაბიძე დაარწმუნა და სახლში ჰყავდა ბიძაშვილები ჩასახლებული . საყვარლები იყვნენ, მოსწონდა მათი ყურება და ახლაც მათზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი სანამ ქალს ახსენებდნენ
-არ უნდოდა მეგობრულ სივრცეში შემოჭრილიყო... უნდა წავიდე. დავპირდი ქალაქს დაგათვალიერებინებ-თქო და დავაგვიანე
-შენთან რჩება ხო? - მარგოს ნაცვლად ჰკითხა ნინიმ - მაინც როგორი მაგარი ხარ , ქალაქის ტურიზმს ააღორძნებდი ქალი ამდენი წელია აქ არ ჩამოსულა და ახლა მთელი შვებულების იმერეთში გატარებას აპირებს
-თქვენ როდის მიდიხართ ბათუმში - ნინის ირონიანარევ ტონს ყურადღება არ მიაქცია ერისთავმა
-მე და ჩემი გოგონები მთაში ვაპირებთ... აი ყორშიები და ტაბიძე , ნინუციტო მიდიან მანდ
-მე სოფელში მელიან...ბებიაჩემს გაწერილი აქვს ჩემთვის სამუშაო გრაფიკი. მოხარშულ სიმინდზე მესტუმრეთ- ამოიხვნეშა ჟღენტმა
-შენ და თათული მართლა აქ რჩებით მთელი თვე?
-არა რა მთელი თვე...ორი დღე მხოლოდ . შენ სანახავად ჩამოვედი უბრალოდ , ისე წამოხვედი არ მნახე თორემ არ ვაპირებდი თავის დამძიმებას - და აი იმ წამს მხოლოდ იმ ერთი მინიშნებით შეეხო მარგოს - ბახმაროში წავალთ ხვალ

არაფერი უთქვამს, არც ერთი სიტყვა არადა შიგნიდან დუღდა . არ გაუხედავს , ფეხზე ადგომამდე მისკენ მზერაც არ გაქცევია მერე კი შეხედა და ნეტავ ბოლომდე მორეოდა თავს . წამსვე დაუარა მონატრებამ, ხმა ხომ მოქმედებდა,მაგრამ ახლა გაშეშებული რომ იდგა და მის გარდა ვერავის ამჩნევდა სხეული ეწვოდა სურვილისგან ისე უნდოდა მისულიყო ,მოხვეოდა და აღარასდროს მოშორებოდა.
-მითხარით გოგოა თუ ბიჭი... თვის ბოლოს მილანში მივფრინავთ და როგორი საჩუქრები ვუყიდო - სალომეს ელაპარაკებოდა ისევ
-თათული იმდენ ხანს შოპინგობს ხოლმე შეგარჩევინებს ისეთ ნივთებს ორივე სქესი რომ გამოიყენებს ... ორი წლის წინ საოცარი სუნამო მაჩუქა , ხომ გახსოვს ბოს?
-დეე ... შენ ლეპტოპს ხომ ვიყენებდი და შეტყობინება მოვიდა . გავხსენი თავი ვერ შევიკავე და დეეე გილოცაავ - ქალი სახლიდან მორბოდა და აღელვებული ძლივს ალაგებდა სიტყვებს -ჩააბარე. მიგიღეს ... პასუხს ორი კვირის ვადაში დაველოდებითო ეწერა
მილოცვებს იღებდა, ეხვეოდნენ და წონასწორობადაკარგული ძლივს იაზრებდა საკუთარ მდგომარეობას. ძლივს სკამს დაუბრუნდა, ჭიქა წყლით გაავსო და იმ ადგილისკენ გაიხედა სადაც ერისთავი ეგულებოდა . იქ აღარ იყო, ეზოც დაეტოვებინა და მანქანა უკვე მიუყვებოდა გზას რომელიც სულ უფრო მეტად აშორებდა მარგოს.
-მთელი დღე ჩუმად აპირბ ყოფნას ? არ გვეტყვი მიდიხარ თუ არა? ხომ უნდა მოვემზადოთ შენს გასაშვებად ...
-მამა ჯერ არ გადამიწყვიტავს
-წასვლა რომ გინდოდა იმიტომ არ იშრომე ამდენი ? თორნიკესთან განქორწინდი 20 წელი რომ გესწავლა და ახლა აღარ მიდიხარ? ინფარქტს დამმართებთ რა ... ელო შენი გინეკოლოგი ქალაქშია თუ გავიდა შვებულებაში...წავიდეთ გავარკვიოთ მესამე ბავშვს თუ გავაკეთებთ და დავიწყოთ ეგრევე თორე ამათ რომ ვუყურებ ჩემი სიკვდილი უნდათ
-ჩემთან რა გინდა ნეტავ... დავბრუნდები მალე
-დაბრუნდები თორემ ჩემთან იქნებით... დაქორწინდებით, შენი ბავშვები გეყოლება და დარჩები თბილისში. აქეთ აღარც გამოიხედავთ... იქნებ დედაჩემთან წავიდეთ? რა კარგია ჩემი ძმა რომ დარჩა იქ თორემ ჩემზე უარესად არ იქნებოდა? მორჩა მივდივართ სოფელში . ძმისშვილები მაინც მომხედავენ . არა რა სწორია ჩემი ძმა ყველა ახლოს დაიტოვა, გოგოც კი იქვე რაიონში გაათხოვა , სკოლაში ასწავლის, სიძე ბანკში მუშაობს და კვირაში ორჯერ მაინც სტუმრობენ . მე? ჩამოვიდა და ოთახიდან არ გამოდის. თორნიკე უფრო ხშირად მნახულობს ვიდრე საკუთარი შვილები
-სულ გაგიჟდი შენ ამ ბოლო დროს
-ელე ვიწყებთ მესამეს თუ არა
-რა მესამე ხო არ გადაირიე
-ელეე ... ბავშვი კარგიაო ,პატარაო ხომ ამბობდი
-მე შვილიშვილს ვგულისხმობდი ... რომელი 18 წლის გოგო არ აჩენს ბავშვს. ყოველი დარეკვისას ველოდი მეტყოდა დეე ფეხმძმედ ვარო
-გეყოფათ ... ნუ გადამირიეთ გოგო თორემ არ გამომყვება საერთოდ ცოლად და დარჩებით უშვილიშვილოდ
-ოჯახის წევრია უკვე... უნდა იცოდეს სად მოხვდა . გაიგოს არანორმალური მული რომ ჰყავს
-ყელში ამომივიდა უკვე იცით ? ძალიან დავიღალე ყველაფრით. იმის ნაცვლად რომ სწავლაზე ვფიქრობდე, ჩემს მომავალზე და მიღწევებზე რომელიც წინ მელის ნახევარი წელია ჯოჯოხეთში ვარ. თავზე მდგომი ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო, არ დავეცე, გავიარო ბეწვის ხიდზე და გადავრჩე. ვცდილობ მოვერიო ყველა უბედურებას რაც თავს დამატყდა, ცუნამივით წამლეკა ამ არეულობამ , ჩამითრია და ისე მატრიალებს შტორმში დარჩენილი ნავივით მარტოდ დარჩენილს... ნაპირამდე გამოსვლას ვცდილობ მთელი ეს დროა გზას ვეძებ, რომ როგორმე არ გავგიჟდე თქვენ კი არ წყვეტთ. იცით საერთოდ რა მინდა? რას ვგრძNობ? რატომ გავყევი თორნიკეს ასე მოულოდნელად ან რატომ გამოვშორდი? კითხვებს არ სვამთ და გგონიათ იდეალურები ხართ. ცდილობთ გამიგოთ და თან მსაყვედურობთ როგორც კი შანსი მოგეცემათ, წუწუნებთ იმაზე რომ ბავშვებს არ ვაჩენ თვითონ ბავშვი. ჩემი თავი ვერ გამიკონტროლებია, ვერ გამომისწორებია და რომელ ბავშვს აღვზრდი . როგორ უნდა ვასწავლო სრულიად ჩემზე დამოკიდებულ პატარა უსუსურ ქმნილებას სამყაროსთან ბრძოლა როცა თავად დაცემული ვარ. ჯანდაბა ! ერისთავს ცოლად როგორ გავყევი არ ვიცი..არ მახსოვს ხელი რა მომენტში მოვაწერე იმიტომ რომ გონდაკარგული, გალეშილი მთვრალი ვიყავი და მოვიქეცი ისე სულელურად როგორც ათასი 18 წლის ბავშვი იქცევა . არა მე კიდევ უფრო სულელი ვარ ისინი უბრალოდ ხორციელ სურვილებს იკმაყოფილებენ და მე ცოლად გავყევი რაც მისი დამსახურებაა, იმიტომ რომ შეცდომის დაშვების დროსაც თავის სიმაღლეზე დგას . ცოდვაც კი არ ჩაუდენია , ცოლთან დაწვა ისე რომ მანამდე არც კი უკოცნია. მერე ,იმ დღიდან ყველაფერი ...ღმერთო ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ამოყირავდა. ვიღაც გამოცდას მიწყობს, ყველაზე საზიზღარ , გაუგებარ, ამოუხსნელ გამოცდას რომლისთვისაც ვერავინ მომამზადებდა , არც წიგნი არსებობს, არც რაიმე თეორია ან პრაქტიკული სახელმძღვანელო რომ ამ უბედურებიდან თავი დამეღწია. უნდა დავშორებოდი, ორივემ ვიცოდით დიდხანს ვერ გავაგრძელებდით,მაგრამ ისე მივეკედლე,იმდენად მივეჯაჭვე ის ისეთია...ღმერთო ცხოვრება კი არა ის კაცია თვითონ გამოცდა ჩემ მთელ არსებას მოედო და ბოლოს მაინც ჩავიჭერი. ყველა გამოცდა ჩავაბარე, საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტი მიმიღებს და აქედან წასვლაც შემიძლია... მერე სულ უნდა ვისწავლო ყველაფრისგან შორს, უცხო სივრცეში ადამიანების გარემოცვაში რომლებიც არ მეყვარება მაგრამ მათგან ბევრი რამის სწავლება შემეძლება . მე ხომ საოცარი უნარი მაქვს ყველასგან მივიღო ის რაც მჭირდება ... ყველაში ვიპოვნო საჭირო უნარი და გამოვიყენო . დავიღალე...ღმერთოო როგორ დავიღალეე - უკან იხევდა, ყველასგან შორს მდგომი ხმამარლა ლაპარაკობდა. თვალები ცრემლებით დაებინდა, ყვიროდა და მთელს სახლში ისმოდა მისი ხმა . გაოგნებულები უყურებდნენ, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა მხოლოდ თავისუფლებას გრძნობდა დამალულის გაცხადებით გამოწვეულ სიმშვიდეს- ღმერთო ისე მჭირდება...ახლა ისე მჭირდება რომ ისევ ჩემი იყოს მზად ვარ ყოველ წელს გავუჩინო ბავშვი. ყველას გგონიათ რომ „ოჯახურ ბედნიერებას“ არ ვცნობ ...ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ემოციები არ მაქვს სინამდვილეში კი ყველაზე მეტად მე მინდა დიდი ,თბილი, დალაგებული ოჯახი ბევრი ბავშვით მოსიყვარულე ,ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული ცოლ-ქმარით ,რომლებიც ზრდიან ქვეყნის მომავალს , რომლებსაც აქვთ უნარი მართონ საკუთარი ცხოვრება და შეუქმნან სწორი საფუძველი თავიანთ შთამომავლებს . ჩემი ოცნებაა ეგ , ჩემია ... ჩემია და ამისთვის ვიბრძვი ,მაგრამ ახლა არა ...ახლა როგორ შემიძლია 18 წლის ვარ ტყავიდან ამოვძვერი და მაინც არ შემიძლია . რა დავაშავე რა ჩემი ბრალია რომ თორნიკე ჩემზე ადრე გაჩნდა ... ჩემთვის გაჩნდა , ჩემთვის მარტო ჩემია და ჩემთვისაა . უფლება არ აქვს სხვასთან აასრულოს ჩემი ოცნება ... არაფერი მითხრათ, არ გაბედოთ და არაფერი მითხრათ და საერთოდ დაივიწყეთ ეს წუთები - ცრემლები სწრაფად შეიმშრალა, ცახცახებდა,მთელი სხეული გაყინული ჰქონდა არადა ყველაფერი იწვოდა. სახლიდან გავიდა, კართან მოიკეცა და მკერდზე ხელი მიიბჯინა, ისე უცემდა სუნთქვაც აღარ შეეძლო,თითქოს მალე ძვლებს გამოტეხდა ისე ეპატარავებოდა სივრცე რომელშიც გამოკეტეს.
-გილოცავ - ხმა გაიგო და ინსტიქტურად მიბრუნდა უკან. კედელზე მიყრდნობილ ერისთავს უყურებდა და გულიც ნელ-ნელა მშვიდდებოდა
-ჩავაბარე?
-მაქსიმალური ქულებით... მოულოდნელობით აღფრთოვანებული ვარ . გამოცდები შენი გატაცებაა? - უღიმოდა და იმ ორ ნაბიჯს დგამდა მასთან რომ აშორებდა
-შენ რომ დაბალი ქულბი გაქვს, ერთად მოვხვდებით ?- ძველებურად უციმციმებდა თვალები ,იმ ბავშვს ჰგავდა სულ პირველად,რომ დაინახა ერისთავმა - მოეშვი, დანებდი, გამიშვი , ბოლომდე არ ეცადე ...გაგიმართლა და შემთხვევით ჩააბარე ჩემი გამოცდა- მკლავები ყელზე შემოხვია და კაცის ტუჩებთან განაგრძო ჩურჩული . სულ უფრო მეტად ეკარგებოდა საუბრის სურვილი
-უმიზეზოდ არაფერი ხდება... ზოგჯერ საჭიროა ბრძოლა წააგო,რომ ომში მოიგო
-სწორი საძირკვლით დავიწყოთ ?
-რაღაც უნდა მითხრა იმ სიტყვის პასუხად მე რომ ბოლო საუბრისას გითხარი
-არც კი ვიცი რას გულისხმობთ ... - კაცის ტუჩებს თავისი შეახო, მაგრამ არ უკოცნია ლოყაზე გადავიდა და თითების მოძრაობაც განაგრძო მის მოზრდილ თმაში
-არ იცით რაიმე ინფორმაცია რაც გამოგვადგება
-ვიცი... ვიცი,რომ მიყვარხარ
-რადგან „მეც „
-შეგვიძლია შეხვედრები დავიწყოთ ... მე ჯერ მხოლოდ პირველკურსელი ვარ
-კარგი , მაშინ მამაშენს შეხვედრების უფლებას ვთხოვ და ოდესმე სახლშიც დაგპატიჟებ , საძინებლის კარგის გავლით გაგატარებ დერეფანს
- სექტემბრამდე დრო უნდა გამოვიყენოთ და დავქორწინდეთ . აუცილებლად !
-ვიფიქრებ მეორედ გარისკვად მიღირს თუ არა
-გამოცდა უკვე ჩაბარებული გვაქვს !
-ფრენამდე უნდა დავქორწინდეთ ... იურიდიულად უფრო მარტივი იქნება ჩვენი თანაცხოვრების წლები უცხო ქვეყანაში. ყოველ წელს ბავშვი არ მოხერხდება ერთი იყოს, რთული გრაფიკი გვექნება . სამნი ვიქნებით უცხო სამყაროში ყველაზე ახლოები
-ერისთავო
-კომპრომისები ქმნიან იდეალურ ურთიერთობებს, მარგარეტ !



№1  offline წევრი ენნე

აუუუ რა კარგია, როგორ მიხარია ძველებური “მარიამის” გამოჩენა ❤️❤️❤️❤️
დიდი სიამოვნება მელის წინ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ჩემო❤️. ძალიან ნამდვილი ხარ, ძალიან გულწრფელი და საოცრად ნიჭიერი

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ენნე
აუუუ რა კარგია, როგორ მიხარია ძველებური “მარიამის” გამოჩენა ❤️❤️❤️❤️
დიდი სიამოვნება მელის წინ❤️❤️❤️

კარგი იქნება თუ იმედებს არ გაგიცრუებთ მე და ჩემი გმირები
heart_eyes

სტუმარი ანასტასია
ჩემო❤️. ძალიან ნამდვილი ხარ, ძალიან გულწრფელი და საოცრად ნიჭიერი

უღრმესი მადლობა
heart_eyes

 


მარიამო, ძალიან ბევრი რამ შეგიცვლია ამ ისტორიაში და სიმართლე გითხრა ძალიანაც მომეწონა❤
თან თუ სწორად მახსოვს წინა ვერსიაში მთავრ გმირს კატო ერქვა თუ არა?
მიხარია ძველი ისტორიების გადახისება რომ დაიწყე❤ თითქოს ძველი მარიამო დაბრუნდა❤
დაველოდები მორიგ სიახლეს❤
შემდეგამდე, მარიამო❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ანუკა

მარიამ ძალიან მომეწონა ეს ვერსია♥️♥️♥️
სასწაული გოგო ხარ, და ესეთი სტილის ისტორიები ძალიან მომენატრა.
მე ძველი ვერსიის დასასრულიც ძალიან მომწონდა და გული დამწყდა რომ წაშალე???? ამის შემდეგ ძალიან მომინდა ძველი ვერსიის წაკითხვაც მაგრამ ვეღარ ვიპოვე, თუ დადებ მასახ ძალიან გამიხარდება♥️
ვგიჟდები შენს ისტორიებზე და სულ, როდესაც საიტზე შემოვდივარ ველოდები შენს ახალ ისტორიებს❤️

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანუკა
მარიამ ძალიან მომეწონა ეს ვერსია♥️♥️♥️
სასწაული გოგო ხარ, და ესეთი სტილის ისტორიები ძალიან მომენატრა.
მე ძველი ვერსიის დასასრულიც ძალიან მომწონდა და გული დამწყდა რომ წაშალე???? ამის შემდეგ ძალიან მომინდა ძველი ვერსიის წაკითხვაც მაგრამ ვეღარ ვიპოვე, თუ დადებ მასახ ძალიან გამიხარდება♥️
ვგიჟდები შენს ისტორიებზე და სულ, როდესაც საიტზე შემოვდივარ ველოდები შენს ახალ ისტორიებს❤️

მიხარია რომ მოგეწონათ
მადლობა ♡♡♡♡

რუსკიმარუსია
მარიამო, ძალიან ბევრი რამ შეგიცვლია ამ ისტორიაში და სიმართლე გითხრა ძალიანაც მომეწონა❤
თან თუ სწორად მახსოვს წინა ვერსიაში მთავრ გმირს კატო ერქვა თუ არა?
მიხარია ძველი ისტორიების გადახისება რომ დაიწყე❤ თითქოს ძველი მარიამო დაბრუნდა❤
დაველოდები მორიგ სიახლეს❤
შემდეგამდე, მარიამო❤

ვცდილობ ჩემთვის მოსაწონად დავარედაქტირო და თან ძველი იერი შევუნარჩუნო და მიხარია ტუ მოგეწონებათ ♡♡♡♡♡
იმედია მალე ახალსაც დავწერ რამეს

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკა

კაია მომწონს ეს უფრი დახვეწილია წინა ისტორიასთან შედარებით მოკლეთ გვანებივრებ საყვარელო დიდი მადლობა♡♡♡♡♡♡♡♡

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაკა
კაია მომწონს ეს უფრი დახვეწილია წინა ისტორიასთან შედარებით მოკლეთ გვანებივრებ საყვარელო დიდი მადლობა♡♡♡♡♡♡♡♡

მადლობა თქვენ
მიხარია რომ მოგეწონათ ♡

 


№9  offline წევრი duchi_duchi

ვგიჟდები შენზე მარიამო❤️

 


№10 სტუმარი kati

ეს ვერსიაც მომეწონა,მაგრამ ძალიან შემცირებულია.ძველი უფრო ვრცელი იყო და იქ ნინი და ანდრო დაქორწინდნენ,თან მართა ყიფიანი არ ერქვა ამ გოგოს?

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

kati
ეს ვერსიაც მომეწონა,მაგრამ ძალიან შემცირებულია.ძველი უფრო ვრცელი იყო და იქ ნინი და ანდრო დაქორწინდნენ,თან მართა ყიფიანი არ ერქვა ამ გოგოს?


შევცვალე ბევრი რამ წერის დროს ასე გამომივიდა

duchi_duchi
ვგიჟდები შენზე მარიამო❤️

♡♡♡♡♡

 


№12  offline წევრი Maia G.

როგორ მაბედნიერებ მარიამ შენი არსებობით და ისტორიებით❤მომეწონა ეს ვარიანტიც,ისიც მომწონდა და ზოგადად,ყველა მომწონს და მიყვარს "შენები" ❤❤❤❤❤

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

Maia G.
როგორ მაბედნიერებ მარიამ შენი არსებობით და ისტორიებით❤მომეწონა ეს ვარიანტიც,ისიც მომწონდა და ზოგადად,ყველა მომწონს და მიყვარს "შენები" ❤❤❤❤❤

მიხარია ისევ რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ
heart_eyes

 


№14 სტუმარი ანუ

საუცხოო იყო.
დასასრულს- "ნეტავ კიდევ გაგრძელებულიყო"
არ მეყო ^-^

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ანუ
საუცხოო იყო.
დასასრულს- "ნეტავ კიდევ გაგრძელებულიყო"
არ მეყო ^-^

მე კიდე მგონია რომ ბევრი ვწერე
დარწმუნებული ვარ ბევრს მობეზრდებოდა კითხვის პროცესი
ხასიათის ამბავია
heart_eyes

 


№16  offline წევრი utsnobi

საინტერესო ვარიაცია იყო

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

utsnobi
საინტერესო ვარიაცია იყო

მიხარია რომ თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა
heart_eyes

 


№18  offline წევრი ენნე

აუუუ რა კარგი გოგო ხარ მარიამ ❤️❤️❤️
მიდი რაააა გადაურე ძველებს და ასე დაგვიდე❤️❤️❤️
მე კიდევ, გპირდები, ყველას წავიკითხავ და შეგიფასებ!!!!

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

ენნე
აუუუ რა კარგი გოგო ხარ მარიამ ❤️❤️❤️
მიდი რაააა გადაურე ძველებს და ასე დაგვიდე❤️❤️❤️
მე კიდევ, გპირდები, ყველას წავიკითხავ და შეგიფასებ!!!!

მადლობა ჩემო კარგო
მოტივაციად მივიღებ

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

მთელი საღამოა ვკითხულობ, ჩემი მთელი არსება მოიცვა, ჩემი ორგანიზმის ყველა უჯრედი და მათ გამოცდებში მეც ჩავიკარგე... ძალიან მომეწონა... როგორც ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ შენით...
Შენგანგანსხვავებული ისტორია იყო მაგრამ შენეული სულშჯ ჩამწმდომი

 


№21 სტუმარი სტუმარი თამო

რა კარგი გამოვიდა მარიამ.ძველ ვერსიაში როგორც მახსოვს ტოვებს თორნიკეს ისწავლის და მერე ჩამოდის თუ რაღაც მსგავსი.კარგი იყო ეს ვერსია მომეწონა ძალიან

 


№22  offline წევრი ირო

ვაუ მარიამ ეს მართლა გამოცდა იყო ცხოვრების,სიყვარულის,მეგობრობის.შენებური რაღაცნაირი ქაოსური,საყვარელი უცებ რომ მშვიდდება ქარიშხალი და ნაზი სიოსავით გიმშვიდებს სულს.

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

ირო
ვაუ მარიამ ეს მართლა გამოცდა იყო ცხოვრების,სიყვარულის,მეგობრობის.შენებური რაღაცნაირი ქაოსური,საყვარელი უცებ რომ მშვიდდება ქარიშხალი და ნაზი სიოსავით გიმშვიდებს სულს.

ისე აღწერეთ მეც წავიკითხავ მალე
რა დავწერე ასეთი :დ
მადლობაა♡♡♡

სტუმარი თამო
რა კარგი გამოვიდა მარიამ.ძველ ვერსიაში როგორც მახსოვს ტოვებს თორნიკეს ისწავლის და მერე ჩამოდის თუ რაღაც მსგავსი.კარგი იყო ეს ვერსია მომეწონა ძალიან

კი ეგრე იყო სწორად გახსოვთ
ამჯერად ასე გადავწყვიტე წერის დროს
♡♡♡

terooo
მთელი საღამოა ვკითხულობ, ჩემი მთელი არსება მოიცვა, ჩემი ორგანიზმის ყველა უჯრედი და მათ გამოცდებში მეც ჩავიკარგე... ძალიან მომეწონა... როგორც ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ შენით...
Შენგანგანსხვავებული ისტორია იყო მაგრამ შენეული სულშჯ ჩამწმდომი

ძველები ახლებისგან სრულიად განსხვავდებიან
მიხარია რომ მოგეწონათ ....
სხვა ისტორიების რედაქტირების სურვილსაც მიჩენთ ♡♡♡♡♡

 


№24 სტუმარი სტუმარი გურანდა

მარიამ ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, და ძალიან მომეწონა ესე გადაკეთებული ეს ისტორია <3, მიყვარხარ <3

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი გურანდა
მარიამ ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, და ძალიან მომეწონა ესე გადაკეთებული ეს ისტორია <3, მიყვარხარ <3

ძალიან მიხარია ♡♡♡♡♡♡

 


№26 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უმაგრესი იყო მომეწონა ძალიან კარგი დასასრული ქონდა არ მინდოდა დასრულება კიდევ წავიკითხავდუ დიდი სიამოვნებით რა მაგარი ნიჭიერი ხართ საოცარი ნაწარმოებია საინტერესო უამრავი ემოციებით და ფერებით სავსე ველოდები ახალ ნაწარმოებს გული ამიჩუყდა კინაღამ ვიტირე მადლობა წარტებები ????????????♥️

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნესტანი
უმაგრესი იყო მომეწონა ძალიან კარგი დასასრული ქონდა არ მინდოდა დასრულება კიდევ წავიკითხავდუ დიდი სიამოვნებით რა მაგარი ნიჭიერი ხართ საოცარი ნაწარმოებია საინტერესო უამრავი ემოციებით და ფერებით სავსე ველოდები ახალ ნაწარმოებს გული ამიჩუყდა კინაღამ ვიტირე მადლობა წარტებები ????????????♥️

მადლობაა ასეთი სიტყვებისთვის
♡♡♡♡♡

 


№28  offline წევრი ხ_ა_თ_ო

ბევრი რამე შეცვლილი მაგრამ მომეწონა, ძალიან კარგია ❤

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

ხ_ა_თ_ო
ბევრი რამე შეცვლილი მაგრამ მომეწონა, ძალიან კარგია ❤

დიახ . თითქმის თავიდან დავწერე
heart_eyes

 


№30  offline წევრი მე♥უცნაურე

რა საოცრად ნასიამოვნები ვარ, ვერც აგიღწერ.
ეს კაცი არის იდეალურობის პიკი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent