შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი, ბავშვობის სიყვარული 2


30-08-2021, 03:19
ავტორი gabi du
ნანახია 10 808

მთელი წელი გავიდა იმ დღიდან. თვალიც არ მომიკრავს არსად. სერიოგას პლაკატების ყურებაში... რეპის მოსმენაში ვიკლავდი მის მონატრებას. ,,შავი პრინცი“, ,,ჯერონიმო“, სნუპდოგი“, ემინემი ხომ საერთოდ შევისისხლხორცე მხოლოდ იმიტომ, რომ ლევანს უყვარდა და ამ სიმღერების მოსმენით თითქოს, მასთან ახლოს ვგრძნობდი თავს. უპირობოდ მიყვარდა ყველა, ვისთანაც კი, რამე აკავშირებდა. კლასელები, მეგობრები, მეზობლები. მახსოვს, ერთხელ მისი კლასელის ბიცოლა გავიცანი შემთხვევით. ჭკუაზე არ ვიყავი ისე მიხაროდა. მათაც ვუყვარდი... სათითაოდ ყველას... ყველას - მის გარდა.
არასდროს, არავის არაფერს ვეკითხებოდი ლევანზე. გიჟს ვგავდი ისე მინდოდა რამე მცოდნოდა. მაგრამ ჩემი ჭკუით, ვითომ ვმალავდი ჩემს გრძნობას. არადა მეზობლის ძაღლიც კი, ხვდებოდა, რომ შეყვარებული ვიყავი.
წელიწადი და ორმოცაექვსი დღე იყო გასული. ვლაქერნობას არნიშნავდა ქალაქი და სრულიად საქართველო. კვართის მოსალოცად ვიყავით მე და ჩემი კლასელი ილონა, რომელიც ასევე ლევანის უბნელი და კარგი ნაცნობი იყო.
- სალ, წამო რა ბიჭების ბირჟისკენ. შეიძლება ირაკლი ვნახო. გთხოვ რა. - ჩემგან განსხვავებით ილონას არ ერიდებოდა გრძნობების გამოხატვა. მე კი, მალვა-მალვაში იმდენ სისულელეს ვაკეთებდი...
- კარგი, წავიდეთ. რომ ნახო რას აპირებ? მარტო უნდა გამიშვა, როგორც იმ დღეს? საყვედური არ დავიშურე და გავახსენე წინა ჯერზე, როგორ დავავიწყდი.
- ოო, ნუ წუწუნებ. განა რა მოხდა? შეყვარებული არ ყოფილხარ? - მტკივნეულ ადგილას დამადგა ფეხი. მართლაც და რას ვიზამდი ლევანი, რომ მენახა... სადმე დავეპატიჟე... ფიქრი დასრულებული არ მქონდა ჩემს საყვარელ თვალებს, რომ წავაწყდი. ლურჯსა და უძიროს. როგორც ყოველთვის კაკალ თვალში მიყურებდა და ირონიული ღიმილი დაჰკრავდა მის სახეს. უფრო დაკაცებულა. სიმპათიურობა არც არასდროს აკლდა მაგრამ ახლა... ახლა სულ სხვა იყო. ჩემს წინ სრულყოფილი მამაკაცი იდგა. ვნებას, რომ აგიშლიდა და თავს დაგაკარგვინებდა აი ისეთი. ან, მე გავიზარდე და ლურჯი თვალების გარდა, სხეულის სხვა ნაწილებიც შევამჩნიე. მგზნებარე ტალღამ დამიარა სხეულში და ერთიანად ამაკანკალა. შევეცადე არაფერი შემემჩნია, მაგრამ ჩემი გულისცემა ასი მეტრის რადიუსშიც მკაფიოდ ისმოდა.
- ვაა, ლევან, როდის ჩამოხვედი? - ყურსასმენები მოიხსნა ილონამ და გადაკოცნა. მე, მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლე და იქვე ავიტუზე.
- ორი დღეა. ეს ზაფხული აქ ვიქნები. შენ როგორ ხარ? - მანაც მოიკითხა ღიმილით.
- მე, რავიცი. მომავალ წლამდე გეგმები არ მაქვს. - გაიცინა ილონამ. - წელს, სკოლას დავამთავრებთუარა მამიკოსთან, მოსკოვში ვაპირებ წასვლას. ესეიგი მთელი ზაფხული აქ იქნები და კიდევ გნახავ არა?
- კი, აქ ვიქნები. აწი მხოლოდ ზაფხულობით თუ მიხილავთ. - მრავალმნიშვნოვნად თქვა და ხელები გაშალა. მე - მომენტალურად შემძულდა წელიწადის ყველა დრო ზაფხულის გარდა. - რას უსმენ? - ცალ ყურსასმენს დასწვდა და თავად გაიკეთა. - რეპს? კაი, რა არ გრცხვენია? ,,ძერსკი“ გოგო მგონიხარ შენ კიდევ რეპს უსმენ? - ისე შეიცხადა თითქოს, რეპის მოსმენით გამოუსწორებელი საქციელი ჩაგვედინოს. არადა თვითონ დამაწყებინა ამ მიმდინარეობის მოსმენა. მე - ილონას.
- აბა, შენ რას უსმენ? - ინტერესით მიაჩერდა ილო.
- მძიმე როკს. ,,რამშტეინი“ მომწონს ძალიან. განსაკუთრებით ,,დუ ჰასთ“. - ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. ჩემს გათბილისელებულ-გავაკებულ ლევანიკოს, გემოვნეაც რადიკალურად შეცვლოდა და უკვე ვიცოდი, რომ სახლში მისულზე რამშტეინის მოსმენას დავიწყებდი. ისე დაემშვიდობნენ ერთმანეთს მე არც შემიმჩნია. თითქოს, ცარიელი ადგილი ვყოფილიყავი. მაგრამ არ ვიცი ეს, რანაირი არშემჩნევა იყო. სულ თვალებში მიყურებდა. თუ, მე ვუყურებდი დაჟინებით და მასაც მზერა უხვდებოდა. ილონამ ირაკლი ვერ ნახა. დაბღვერილი მომყვებოდა გვერდით აი, მე კი, უსაზღვროდ ბედნიერი მივაბიჯებდი. სასიამოვნოდ დამუხტული. ჰო, დამუხტული. ისეთი შეგრნება მქონდა ვითომ ჩემი ორგანიზმი ბატარეაზე მუშაობდა. აქამდე ,,დამჯდარი“ ელემენტით ვმოძრაობდი და ახლა 100-მდე დავიტენე. ახლაც მეშლება ნერვები საკუთარ თავზე. ღმერთო, რა სულელი ვიყავი. ატყობთ ეს უკვე მერამდენე ,,ღმერთო, რა სულელი ვიყავი“-ა?
ჩავირიცხე. 100% გრანტი ავიღე. მე, ენათმეცნიერი გავხდებოდი. მიხაროდა, ყველა ამაყობდა ჩემით. ყველა, ჩემი მშობლების გარდა. არცერთს მოვუკითხივარ. მოგვიანებით, მამიდაჩემმა, რომ შეუნთო ცეცხლი ასე იმართლეს თავი- არც კი ვიცოდით სკოლა თუ დაამთავრა, რატომ არ შეგვახსენეთო. თვალები ცრემლით ამევსო და ამაზე უფრო გავბრაზდი. რატომ მეწყინა? სხვა მოლოდინი რატომ მქონდა ვერ ვხვდები. იმ დღეს, საბოლოოდ წავშალე ორივე მათგანი ჩემი ცხოვრებიდან. ბარგი ჩავალაგე და თბილისში ჩამოვედი. აქ, სხვა ჰაერით ვსუნთქავდი. მაბედნიერებდა იმის ცოდნა, რომ მე და ,,ის“ ერთი ქალაქის ჟანგბადს ვსუნთქავდით. მერე რა, რომ არც კი ვიცოდი თბილისის რომელ უბნებში მოძრაობდა.
5 წელი თვალით არ მინახავს... მე, ერთ წელიწადში, მაგისტრატურასაც დავამთავრებდი. ამასობაში ვისწავლე 4 ენა: ინგლისური, ფრანგული, იტალიური და ესპანური. ერთ-ერთ ფირმაში თარჯიმნადაც დავიწყე მუშაობა, ხელფასი კარგი მქონდა. მეც მყოფნიდა და ძმებსაც ვეხმარებოდი... თაყვანისმცემლებს არ ვუჩიოდი. ყველა ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები მადგამდნენ თვალს. მაგრამ მე, მხოლოდ ლევანზე ფიქრი და ოცნება შემეძლო. საერთოდ ვერ აღვიქვამდი სხვა ვინმეს საპირისპირო სქესად. ბევრი მეგობარი მყავდა ბიჭებიც და გოგონებიც. მათთან თავს საჭიროდ და მნიშვნელოვანა ვგრძნობდი. ვიცოდი თითოეულ მათგანს ისევე ვუყვარდი, როგორც მე - ისინი. მიუხედავად სიახლოვისა, არცერთმა მათგანმა არ იცოდა იმ მამაკაცის ვინაობა ვიზეც ვგიჟდებოდი. თუმცა უტოპიური სიყვარულის გამო ხშირად გავმხდარვარ მათი მხრიდან გაკიცხვის ობიექტი.
- სალო, არ მინდა გაწყენინო, მაგრამ ხვდები, რომ ქვრივი ქალივით ცხოვრობ? მითხრა ერთხელაც ნიაკომ.
- უფრო სწორი იქნება, ომში დაკარგულის ცოლს თუ შევადარებთ. - კვერი დაუკრა ნუცამაც. - ელოდება, ოღონდ რას თავადაც არ იცის.
- რა შუაშია ახლა ეს შედარებები? - ნაწყენი შევეპასუხე.
- ყოველთვის ახალგაზრდა კი არ იქნები. ახლოს არავის იკარებ. მომავალზე არ ფიქრობ? ის, მაინც გვითხარი ვინ არის ის თავგასახმობი ასე რომ შეგშალა. - შემომიტია ნიაკომ.
- მე, ასეც ბენიერი ვარ ჩემზე ნუ ღელავთ. ,,დავბადებულვარ მარტოობისტვის, რომ მარტოობა არ იყოს მარტო“. - გავუცინე მათ და ისევ ტელეფონში ჩავრგე თავი.
- სალომე, თუ არ ეცდები რამე შეცვალო, ფსიქიატრთან წაგათრევ იცოდე. - დამემუქრა ნუცა. - დღეს თეკლესთან ვიკრიბებით. უფრო სწორედ რესტორანში. თეკლეს დეიდაშვილი ჩმოსულა გერმანიიდან და აღნიშნავენ წვერავები. იცოდე თუ არ წამოხვალ ხმას არ გაგცემთ არცერთი დაქალი. - ფსიქოლოგიურ ზეწოლას განაგრობდა ის.
- დამშვიდდი. წამოვალ. ოღონდ გაფრთხილებთ სასმელის და ზალებას ან მაჭანკლობას შეგამჩნევთ და ჩათვალეთ, უკანასკნელად მხედავთ. - ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე, მაგრამ ჩემივე პირობებით.
საღამოს, თბილისის ერთ-ერთ მყუდრო რესტორანში ვისხედით. მე, ნუცა, ნიაკო, თეკლე, მარიშკა, ნუცას შყვარებული და ასევე ჩვენი მეგობარი ნიკა. თეკლეს ძმა ლაშა. ლაშას მეუღლე კატო. ჩვენი, ყველას საერთო მეგობარი გოგა და ლექსო. თავად საღამოს ვარსკვლავი კი, ჯერ არ გამოჩენილიყო.
- ჯანო კიდევ რამდენხანს ვიოცნებოთ შენს გამოჩენაზე? - ტელეფონში ჩასძახა თეკლემ.
- უკვე აქ ვართ ჩემო შინაბერა დეიდაშვილო. - ზურგს უკან მომესმა ბოხი ხმა. ყველამ იქითკენ გავიხედეთ. ორი სილუეტი გვიახლოვდებოდა. მათ შორის ერთ-ერთი მაღალი, გამხდარი, ხვეულთმიანი ბიჭი ჯანო უნდა ყოფილიყო, რადგან მეორე... მეორე ლევანი იყო. მკერდის არეში საშინელი დისკომფორტი ვიგრზენი. ყელში რაღაცამ წამიჭირა და ვეღარ ვსუნთქავდი. ტუჩები დამიბუჟდა, ვეღარ ვმოზრაობდი. თითქოს, პარალიზებული გავხდი. გონს რომ მოვეგე უკვე ყველას გაეცნო სტუმრები და ახლა, ჩემი ჯერი დამდგარიყო.
- ეს სალომე გაგუაა, ჩვენი კიდევ ერთი დაქალი. - უხსნიდა თეკლა. - არ ეწევა, არ სვამს, კლუბი რა ხილია გარტყმაში არ არის, გიჟდება სერიოგაზე, მაგრამ მისი არცერთი სიმღერა არ იცის. უსმენს მძიმე როკს. შეყვარებული არ ჰყავს, მაგრამ შეყვარებულია და შენი ჭირიმე მაინცდამაინც ეს ნუ მოგეწონება და ნუ დაგვღუპავ. თავისი მარადიული სიყვარული დაიფიცა ისევ თუ, მმაჭანკლობთ ჩათვალეთ უკანასკნელად მხედავთო. ესენი კი ჩემი უსიმპათიურესი დეიდაშვილი ჯანო პაპაშვილი და მისი ასევე სიმპათიური მეგობარი ლევან ადამაშვილი გახლავთ. გუსინ ჩამოვიდნენ გერმანიიდან. - სიცილით ჩამოარაკრაკა თეკლემ. მონოლოგმა შეურაცხადი გამხადა. მეწყინა... ასე, არსდროს მოქცეულან, მაგრამ ეტყობა, ჩემი დილანდელი მოთხოვნების გამო გაბრაზება ასე გამოხატეს. მაგრამ ვაი, რომ უარესს ვერაფერს გამიკეთებდნენ. გქონიათ მომენტი ტირილი, რომ გინდათ მაგრამ არ გამოდის. ცრემლები ყელთან ჰო, სწორად გაიგეთ - ყელთან რომ მოგიჭერთ. რომ ჩაგწვავთ და ზუსტად ერთნაირად გტკივათ გულიც და გონებაც. ზუსტად ასე ვიყავი იმ დროს. ვუყურებდი ხუთი წლის უნახავ ბედნიერებას. ჩემთვის კიდევ უფრო სასურველს და ამასთანავე მიუწვდომელს. ერთდროულად მტკიოდა და მიხაროდა ცხოვრება.
- სასიამოვნოა. - ძლივს ამოვღერღე და თვალი ავარიდე.
- ძალიან ლამაზი მეგობრები გყოლია თეკლე. საინტერესო მონოლოგი გქონდა სალომესთან დაკავშირებით, მაგრამ ტყუილად დაიღალე. მე მარიშკას დავადგი თვალი. - თვალი ჩაგვიკრა ჯანომ. ისედაც მორცხვი მარიშკა კი, ლამის მაგიდის ქვეშ დაიმალა.
- მიხარია თქვენი გაცნობა. -სუფრის ყველა წევრს მოგვავლო თვალი ადამაშვილმა. წამით მზერა გამისწორა. მერე? მერე როგორც იცოდა ირონიულად ჩაიღიმა და საერთო მხიარულებაში ჩაერთო. არასდროს მყოლია ასე ახლოს. მონუსხული მივჩერებოდი. თვალებით ვეფერებოდი და გულში ვიკრავდი. მონატრებას ვივსებდი. იმ საღამოს იმდენი დრო მქონდა, რამდენიც ერთად არ მქონია მთელი 8 წლის განმავლობაში. მთელი საღამო, ჩუმად ვიყავი. ნუცამ, ჩემი სიჩუმე წყენას მიაწერა თეკლას ნათქვამის გამო.
- არ გეწყინოს, გთხოვ, ხომ იცი როგორ უყვარხარ. - მიჩურჩულა შეუმჩნევლად. არაფერი მიპასუხია. ახლა, არ შემეძლო ლაპარაკი. მხოლოდ მოსმენა მინდოდა. ლევან ადამაშვილის ბუბუნა ხმის მოსმენა. მისი, ყველა მიმიკის დამახსოვრება. ასეთი შანსი ალბათ, აღარასდროს მომეცემოდა.
- ლევან, საიდან ხარ? - ეს ნიაკო იყო.
- ზუგდიდელი ვარ. სკოლა იქ დავამთავრე. უნივერსიტეტი აქ. შემდეგ მალევე წავედი გერმანიაში და ახლა აი, აქ, ვარ. - სრული პასუხი გასცა ბიჭმა.
- მართლა? აი, ჩვენი სალოც ზუგდიდელია. - ისე გაიოცა, თითქოს ბოლო ათწლეულში ამაზე კარგი, არაფერი გაეგო. - რა უბნელი ხარ? იქნებ საერთო ნაცნობებიც გყავთ? - პასუხის მოლოდინში გავისუსე. არ ვიმჩნევდი, მაგრამ გული ამოვარდნას მქონდა. მაინტერესებდა ვახსოვდი თუ არა. ნუ, რომ ვახსოვდი ფაქტი იყო, ეგრევე მივხვდი მაგრამ მაინტერესებდა ამას აღიარებდა თუ არა.
- არ გამოვრიცხავ, რომ სადმე შევხვედრილიყავით. მხოლოდ ეს თქვა და მორიგი სადღეგრძელოს წარმოსათქმელად ფეხზე წამოდგდა.



გამიზიარეთ თქვენი ემოციები... ა კიდევ მაინტერესებს, ჩემო ერთგულებო, ვინც ყველა ისტორია წაგიკითხავთ ჩემი - რომელი მთავარი პერსონაჟი მამაკაცი იწვევს თქვენსი სიმპატიას?



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგია , ველოდები შემდეგ თავს, რაც შეეხება შენი გმირებიდან რომელი მამაკაცი მომწონს, ამ ეტაპზე სანდრო და ვნახოთ ლევანი რას იზამს

 


№2 სტუმარი ანუ

კარგია ველოდები შემდეგს.
მაგრამ ამ თავში უკვე მგონია რომ სალომეს ზედმეტად "გადაკვიატებული" ყავს ლევანი.

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ძალიან მომწონს მალე დადე რა შემდეგი თავი. წარმატებები <3 : )

 


№4  offline წევრი Maia G.

მომწონს და ველი შემდეგ თავს.მეც მგონია ,რომ იცნო ვაჟბატონმა და იმედი მაქვს ძალიან არ გააწვლებს და არ დაგვიტანჯავს ჩვენს გოგოს❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

რა საზიზღარი ბიჭია:დდ ამ გოგოს საცოდაობით დავიწვი, რამდენადაც მიუწვდომელია ლევანი მისთვის, ამიტომაც ემართება ეს ელეთ-მელეთი :დდდ ამათი დაახლოება როდისღა უნდა მოხდეს? არადა უეჭველი ხვდება სალომეს ემოციებს ეგ საზიზღარი, მაგრამ ამდენი წელი ასე უმოქმედოდ როგორ გაჩერდებოდა. მოკლედ, ტვინში დომხალი მაქვს :დდდ


რაც შეეხება ძველ ისტორიებს, ტატოს პერსონაჟი თან მიყვარს, თან მძულს:დდდ
მახსოვს როგორ ცხარე ცრემლით მატირა ტატოს გულცივობამ, მაგრამ ჩემი საყვარელი წყვილი მაინც ესენი იყვნენ.

 


№6 სტუმარი სტუმარი ლია

შენ არ გჩვევია პატარა თავების დადება, გაადიდე თუ შეიძლება.ისტორია არაჩვეულებრივია.

 


№7  offline წევრი gabi du

სტუმარი ანა
ძალიან კარგია , ველოდები შემდეგ თავს, რაც შეეხება შენი გმირებიდან რომელი მამაკაცი მომწონს, ამ ეტაპზე სანდრო და ვნახოთ ლევანი რას იზამს

შემდეგი თAვი ხვალ იქნება. ვნახოთ როგორ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
ესეიგი სანდროს 1 ქულა არა?

ანუ
კარგია ველოდები შემდეგს.
მაგრამ ამ თავში უკვე მგონია რომ სალომეს ზედმეტად "გადაკვიატებული" ყავს ლევანი.

ეს ,,გადაკვიატება" ჯერ კიდევ სად არის :)

《Sunshine》
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ძალიან მომწონს მალე დადე რა შემდეგი თავი. წარმატებები <3 : )

ამაღამ გვიან ავტვირთავ. ხვალ ალბათ დადებენ.

Maia G.
მომწონს და ველი შემდეგ თავს.მეც მგონია ,რომ იცნო ვაჟბატონმა და იმედი მაქვს ძალიან არ გააწვლებს და არ დაგვიტანჯავს ჩვენს გოგოს❤❤❤

ეეჰ, მხოლოდ მათ იციან რა ტრიალებს თავიანთ თავებში და გულებში.

სტუმარი ქეთა
რა საზიზღარი ბიჭია:დდ ამ გოგოს საცოდაობით დავიწვი, რამდენადაც მიუწვდომელია ლევანი მისთვის, ამიტომაც ემართება ეს ელეთ-მელეთი :დდდ ამათი დაახლოება როდისღა უნდა მოხდეს? არადა უეჭველი ხვდება სალომეს ემოციებს ეგ საზიზღარი, მაგრამ ამდენი წელი ასე უმოქმედოდ როგორ გაჩერდებოდა. მოკლედ, ტვინში დომხალი მაქვს :დდდ


რაც შეეხება ძველ ისტორიებს, ტატოს პერსონაჟი თან მიყვარს, თან მძულს:დდდ
მახსოვს როგორ ცხარე ცრემლით მატირა ტატოს გულცივობამ, მაგრამ ჩემი საყვარელი წყვილი მაინც ესენი იყვნენ.

არც კი ვიცი, რომელი ჯობდა იმ მანიაკს წაეყვანა თუ ლევანი შეყვარობდა. ვნახოთ რა გველის მომავალში.
რაც შეეხებათ ტასოსა და ტატოს მეც, მიყვარს ეს პერსონაჟი, მაგრამ ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ ტატო, როგორც მამაკაცი - სუსტი გამომივიდა.

სტუმარი ლია
შენ არ გჩვევია პატარა თავების დადება, გაადიდე თუ შეიძლება.ისტორია არაჩვეულებრივია.

კულტურულა დამანამუსეთ არა? :) ვეცდები. სამი პაწაწინა შვილი მყავს და განსაკუღებით წინასასკოლო პერიდსი ბევრი ენერგია მიაქვთ. ვნახოთ, დრო როგორ მექნება.

 


№8 სტუმარი ნანოო

ასე მგონია აკვითებაში გადაეზრდა ე ს ლევანი . ცოტა სითბო გამოახატინე ეხლა ამ ბიჭს დაიტანჯა გოგო :))) ისტორიაა კარგია მოგყვები :)) წამატებებს გისურვებბ :))

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ნანოო
ასე მგონია აკვითებაში გადაეზრდა ე ს ლევანი . ცოტა სითბო გამოახატინე ეხლა ამ ბიჭს დაიტანჯა გოგო :))) ისტორიაა კარგია მოგყვები :)) წამატებებს გისურვებბ :))

ხო რაღაც მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამიტოვა სალომემ, თითქოს კიაღარ უყვარს არამედ ძალიან ყავს ამოკვიატებული.... ამ ბიჭზეც ვერაფერი შთაბეჭდილება ვერ შევიქმენი...
ველი შემდეგს ^-^

 


№10  offline წევრი duchi_duchi

ლევანიკომ დამაინტერსა ძალიან, ვატყობ დრო მოვა და გაგიჟებით შეუყვარდება ჩვენი ერთგული სალო.ჰოდა ცოტას ამ ლევანსაც თუ აწვალებ გამიხარდება.მალ მალე დადე და ცოტა დიდი თავები.

 


№11  offline წევრი isterichka123

მიხარია რომ გაგრძელე სუპერ გოგო ხარ ველი ახალს

 


№12  offline წევრი gabi du

ნანოო
ასე მგონია აკვითებაში გადაეზრდა ე ს ლევანი . ცოტა სითბო გამოახატინე ეხლა ამ ბიჭს დაიტანჯა გოგო :))) ისტორიაა კარგია მოგყვები :)) წამატებებს გისურვებბ :))

ჯერ იმდენი რამ ელით წინ... მე, მიყვარს ერთი გრძნობის ერთგული ადამიანები. ბოლოსკენ ყველაფერი ნათელი გახდება

duchi_duchi
ლევანიკომ დამაინტერსა ძალიან, ვატყობ დრო მოვა და გაგიჟებით შეუყვარდება ჩვენი ერთგული სალო.ჰოდა ცოტას ამ ლევანსაც თუ აწვალებ გამიხარდება.მალ მალე დადე და ცოტა დიდი თავები.

მომდევნო რამენიმე თავიდან მეტს გაიგებთ ლევანზე. მერე მინდა, რომ მეჭორავოთ საყვარელო.

isterichka123
მიხარია რომ გაგრძელე სუპერ გოგო ხარ ველი ახალს

შემდეგი ავტვირთე უკვე. ალბათ, მალე დაიდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent