შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი, ბავშვობის სიყვარული 3

31-08-2021, 11:21
ავტორი gabi du
ნანახია 2 514

იგნორი გასაგებია, მაგრამ ტყუილიც ადამაშვილო? გავმწარდი, მაგრამ რას გავაწყობდი. იმ, მომენტში არც ვიყავი მზად, რამე მომემოქმედა. მხოლოდ გაჩუმება შემეძლო.
- ახლა სიყვარულის სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ, შემდეგ კი გავერთოთ თორემ მოვაწყინეთ უკვე თავი გოგოებს. - როგორც ყოველთვის თaმადა ლაშა იყო. რა მომაბეზრებელი ტრადიციაა. ჩემზე, რომ იყოს საერთოდ ამოვიღებდი თამადის მნიშვნელობას სუფრის წესიდან. - იტყვიან, სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდისო. მე, ვთვლი - რამდენჯერმეც შესაძლებელია. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ხშირად, პირველივე ჯერზე არ ვხვდებით იმ ერთადერთს. მთავარია, იმედგაცრუების შემდეგ ცხოვრების ღირსეულად გაგრძელება შევძლოთ და სიყვარულმა, თუნდაც ნამდვილმა ჯანსაღად აზროვნების უნარი არ წაგვართვას. საბედნიეროდ მე, გამიმართლა და იმაზე გაცილებით უკეთესი ქალი შემახვედრა ვიდრე, ვიმსახურებ. ყველას გისურვებთ თქვენი ცალი იპოვოთ. მნიშვნელობა არა აქვს ეს, მერამდენე ცდაზე მოხდება. სათითაოდ, რომ არ თქვათ და დალიოთ ეს საღეგრძელო - არ გაპატიებთ. - დაგვემუქრა და სულმოუთქმელად დალია.
- მე, ასე ხატოვნად ვერაფერს ვიტყვი ჩემო ლაშა, მაგრამ სიყვარული მაგარი საკაიფო რამეა და ყველას დაგილოცავთ მას. ვინც გიყვართ. - როგორც ყოველთვის ლაკონურად ჩამოაყალიბა ლექსომ.
- როცა მას უყვარხარ ვინც, გიყვარს მაშინ კარგია. თუ არადა ჯობია არც არავინ შეგიყვარდეს. ასე არაა სალო? - ნიაკომ ჭიქა მომიჭახუნა. აშკარად ამოჩემებული ვყავდი იმ დღეს. თან რატომღაც, გამომცდელად მაკვირდებოდა.
- ვერ ან არ დაგეთანხმები. როცა გიყვარს, საყვარელი ადამიანის ბედნიერება - შენთან ან შენს გარეშე გაბედნიერებს. დილანდელის გამო ბოდიშს გიხდით შენ და ნუციკოს. მაგრამ ჩემს შეცვლას ნუ ცდილობთ გთხოვთ.- დიდი მონდომების მიუხედავად, ვერ შევძელი ცრემლი დამემალა.
- ,,სიყვარულს გაუმარჯოს ჩუმსა და აუხსნელს, ბიჭი რომ ვერ ამბობს და გოგო, რომ გაუგებს“. - ეს ლევან ადამაშვილი იყო. ჩემზე მოჩერებილი აი, ამ სრულიად ბანალური და თან გენიალური ფრაზით.
- იქნებ, ასე სჭირს შენს ბიჭსაც? - ენას არ აჩერებდა ნიაკო.
- მე, არანაირი ბიჭი არ მყავს და შენ ეს იცი ნიაკო. - ცივად ვუთხარი.
- ისე, მართლა, რას ნიშნავდა, რომ მითხარით შეყვარებული არ ყავს მაგრამ შეყვარებულიაო? - იკითხა ჯანომ.
- რა კითხვაა ახლა ეს? გაუბრაზდა თეკლე. შენით ვერ უნდა მიხვდე? ის, ვინც უყვარს მისი შეყვარებული არ არის.
- სხვა ჰყავს? - თანაგრძნობით შემომხედა ბიჭმა.
- არ ვიცი. შეიძლება კი, შეიძლება არა. მაგრამ უკანასკნელი ქალიც, რომ ვიყო ქვეყანაზე, ზედ არ შემომხედავს. რატომ? იმიტომ, რომ ქერები მოსწონს. სიამოვნებით გავიკეთებდი კანის გადანერგვის ოპერაციას, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი ძვირი ღირს სანამ სამაგისო თანხას შევაგროვებ იმდენი წელი დამჭირდება მას ქერა და შავგრემანი კი არა, ზოგადად ქალი აღარ დააინტერესებს. მგონი ყველას დაგიკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა. ახლა კი მე დაგტოვებთ და უჩემოდ განაგრძეთ მოლხენა. - დემონსტრაციულად წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი. საერთოდ არ ვიმჩნევდი ჩემი თანამეინახეების ძახილს. ერთი სული მქონდა, სახლში როდის მივიდოდი, რომ გემოზე მეტირა.

- მგონი, ეგ ადამაშვილი მომწონს. - პირველი ეს თქვა ნიაკომ, როცა ერთმანეთს შევხვდით. მომენტალურად გავქვავდი. დავბრმავდი, დავყრუვდი, მეხი დამეცა. ყველაფერი ერთად ხდებოდა ჩემს თავს. ჩემს საუკეთსო დაქალს, ჩემს ნინუცას ლევანი მოსწონდა. ლევან ადამაშვილი - ჩემი ბავშვობის სიყვარული. ჩემი ფიქრი და ოცნება. ჩემი ტკივილი და ბედნიერება ერთდროულად. რაოდენ გასაკვირიც არ უნა იყოს, მას, შანსი ჰქონდა. ის ქერა იყო, წყლისფერი თვალებით, დიდი ტუჩებითა და შხვართი ტან-ფეხით. მასთან მე რას მივიდოდი. შავგრემანი და შავთვალება. ტუჩები ნიაკოზე ლამაზი მქონდა მაგრამ... სულ ეს მაგრამ. მე, ხომ მთელი შეგნებული ცხოვრება თავი მახინჯი მეგონა, რადგან ადამაშვილს არ მოვწონდი.

- სერიოზულად? - გაუხრდა მარიშკას. - კარგი ბიჭი ჩანს. თან ფერებში მოუხდებით ერთმანეთს. - ყველა სიტყვა პირდაპირ გულში მომხვდა ისე, რომ არცერთი ამცდენია.

- ვაა, რა კარგია. მომეწონა ის ბიჭი. თან რაღაც ძალიან ნაცნობი სახე აქვს. თუმცა ვერ ვიხსენებ სად მინახავს. - დაამატა ნუცამ.

- ყავას მოვადუბ. - წამოვხტი მე. - არ მოიწყინოთ. - ახლა აქედან აორთქლებას ვისურვებდი ჯინი, რომ მყოლოდა. ალ ცეცხლში ვიწვოდი. ვერაფერს ვამბობდი და არც გაჩუმება შემეძლო.

- შენ არაფერის მეტყვი გაგუა? - მომაძახა ნიამ.- მე, რა ვქენი? ვითომ არაფერი გამიგონია. ხუთ წუთში კი, სამზარეულოდან გიჟივით გამოვვარდი. - გოგონებო, სასწრაფოდ სამსახურში გამომიძახეს. მაპატიეთ რაა უნდა გავიქცე. თან მოსაცმელსა და ფეხსაცმელს გზადაგზა ვიცმევდი. აღარ გამიგონია რა მომაძახეს. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სადმე შორს ყოფნა მსურდა.

მთაწმინდაზე ავედი. სკვერში განაპირა სკამზე ჩამოვჯექი და მთელი ხმით ავტირდი. ერთად გამოვიტირე ჩემი თავიც და ოცნებებიც. ხელებში თავჩარგულს დიდხანს არ ამიწევია თავი. ცოტა, რომ დავმშვიდდი სახიდან ხელები მოვიშორე. თავი ავწიე და ჯიბის, სველი სალფეთქით სახე და თვალები მოვიწესრიგე.
- ასეთ ერთგულება ს არ ველოდი სალომე. - გვერდიდან მომემა ის ხმა მე, რომ მიყვარდა. შიშით გავატრიალე თავი გვერდით. ვაითუ მართლა გავგიჟდი და მეჩვენებოდა. რაც არ უნდა აუჯერებელი ყოფილიყო ის აქ იყო. ჩემს გვერდით და ლურჯი მზერით მაბრუებდა.
- ლე.. ვან. - ძლივს ამოვხეთქე მისი სახელი. რვა წლის მანძილზე პირველად ვისხედით მარტოები, გვერდიგვერდ და პირველად მივმართავდი სახელით. - რას... რას გულისხმობ?
- არ მეგონა ამდენ ხანს თუ მატარებდი გულით. - ძლივს შესამჩნებვად, მაგრამ ირონიული იყო მისი ღიმილი. - გაოცებულმა შევხედე. - რატომ გიკვირს? - გაიცინა მან.
- საიდან მოიტანე, რომ შენ მიყვარხარ? - თივის ზვინში ცეცხლს ვმალავდი.
- ხუთი წელია გიყვარს ის, ვინც ხუთი წლის წინ გიყვარდა. ხუთი წლის წინ და კიდევ უფრო წინაც მე გიყვარდი. ასე, რომ მარტივი ლოგიკური ამოცანა წარმატებით ამოვხსენი. - მიპასუხა და ლოყაზე მიმეფფერა. შეუძლებელია სიტყვებით გააუფერულო ის გრძნობა, რაც მისი ხელის შეხებისას დამეუფლა.
- რას მელაპარაკები. ჩვენ აქამდეც შევხვედრილვართ ერთმანეთს? - არ ვიცი, როგორ მოვახერხე საყვედური მეთქვა.
- გული ყოველთვის იმახსოვრებს იმას, რასაც გონება მარტივად ივიწყებს. - მითხრა და გვერდიდან მომეხუტა. ვერ ვხსნიდი მის საქციელს. სიტყვებს ხომ საერთოდ. ჩემი დახშული გონება მის ქარაგმებს ვერ სწვდებოდა. მოშორება არ მიცდია. ვიცოდი, სხვა დრო არ იქნებოდა ამიტომაც მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს მესუნთქა მისი ამონასუნთქი ჰაერი. ნაკუწ-ნაკუწ შემეგროვებინა სხეულიდან წამოსული სითბო. მინდოდა რამე მაინც მქონოდა სამახსოვრო.
- რატომ ხარ აქ? - მისთვის არ შემიხედავს. ცრემლით სავსე თვალებს ვმალავდი. თითქოს მე არ მოვთქვამდი მთელი ხმით რამდენიმე წუთის წინ.
- დედა უნდა მენახა. ვერ არის კარგად და ცოტა ხნით ჩამოვედი.
- საქართველოში კი არა, აქ, ჩემთან რატომ ხარ ახლა? - როგორც იქნა შევხედე. - მოიცა, რა დაემართა მართა დეიდას? სერიოზული ხომ არაფერია? - შეშფოთებულმა წამოვიძახე მე.
- დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა. - მართალია სერიოზული მკურნალობა მოუწევს მაგრამ საშიში არ არის. - გაიცინა მან. - ანუ მართას იცნობ? - მიღიმოდა ის. გავწითლდი. მივხვდი, გამომიჭირა.
- კი. ერთხრლ შევხვედრილვარ. ანასთან იყო შემოსული, როცა მასთან სტუმრად ვიყავი. - ვუთხარი და ისევ ავარიდე მზერა.
- ფაჟავა ანა?
- დიახ. ერთად ვიმუშავეთ რამდენიმე თვე გამომცემლობაში. და შენ ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაგიცია. - შევახსენე.
- დაგინახე და მოვედი. არ გკითხავ შენი ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზს. უბრალოდ დავრჩები და... და წავალ. - მითხრა მან.
- ჰო, წახვალ ... - ჩავილაპარაკე ჩემთვის. - უკვე დავმშვიდდი. მადლობა, რომ მარტო არ დამტოვე. ახლა კი, შეგიძლია წახვიდე. არ მინდა, ჩემს გამო მოცდე.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს ჩემზე უკეთესად არ იცნობდე ჩემს თავს. - გაოცებულმა შევხედე. - მე, ვერავინ მომაცენს ჩემი თავის გარდა. რახან აქ ვარ ესეიგი მინდა, რომ ვიყო.
- ჰოდა რატომ გინდა? მეც მაგას გეკითხები.
- შენს დაქალზე მინდოდა მეკითხა. ქერა გოგონა რომ იჯდა შენგან მარჯვნივ. - ირონიულად შემომცინა ისევ. გულში თითქოს ჩანგალი ჩმარჭვეს და აქეთ-იქით ატრიალებდნენ. თუმცა, ვიპოვე საკუთარ თავში ძალა და ასევე ირონიულად ვუპასუხე.
- და რა უნდა გეკითხა ისეთი, რასაც თავად მას ვერ კითხავდი? რა პრობლემაა?
- პრობლემა შენ ხარ. - შევკრთი.
- მე?
- ჰო, შენ. განა მოინდომებს ურთიერთობას ადამიანთან ვინც შენ გიყვარს?
- ნუ, ღელავ. არა ვინ იცის, რომ ვინც მე მიყვარს - შენ ხარ. -ვუთხარი ხმაგამტყდარმა და სასწრაფოდ წამოვდექი, რომ იქაურობას გავცლოდი.

№1  offline წევრი Maia G.

ამ მაიმუნ ბიჭს უყურე რააა,რა ნერვებს უშლის ახლა ამ გოგოს?? ვფიქრობ მეგობრები მიუხვდნენ სალომეს და ნიაკომ შეგნებულად ჩამოაგდო საუბარი ლევანის მოწონებაზე... რავიცი აბაა,ვნახოთ რას გვიმზადებ,გელოდები საყვარელო❤❤❤❤

№2 სტუმარი ანუ

ძალიან მომწონს ის ფაქტი რომ სალომე მთლად მუნჯი არ გამოდგა და ცოტა სიტყვის შებრუნებაც შეუძლია...
ლევანი ძაან დამპლობს, ნეტა თვითონ თუ იცის რა უნდა?!
ნიაკოს რომ "ვითომ"ლევანი მოსწონს- იმედია ეს თემა მეტად არ გაიშლება...
ოდნავი მიხვედრილობის უნარიც რომ დავამატოთ სალომეს იდეალური იქნება ^-^
მალე დადე შემდეგი გელი მოუთმენლად.

№3 სტუმარი nia

უკვე ზღვარს ცდება ამ გოგოს სისულელეები და ახლა არ გამოხტეს ლევანი მიყვარდიო ან მიყვარხარო დდდ

№4  offline წევრი 《Sunshine》

ოხ ლევანს დავაპუტავ სათითაოდ იმ თმებს უყურე ამას მინერვიულებს გოგოს ტუტუცი ეგ

№5 სტუმარი nene

au dzaan gtxov ra radgan dawerili gaq male dade

№6  offline წევრი gabi du

Maia G.
ამ მაიმუნ ბიჭს უყურე რააა,რა ნერვებს უშლის ახლა ამ გოგოს?? ვფიქრობ მეგობრები მიუხვდნენ სალომეს და ნიაკომ შეგნებულად ჩამოაგდო საუბარი ლევანის მოწონებაზე... რავიცი აბაა,ვნახოთ რას გვიმზადებ,გელოდები საყვარელო❤❤❤❤

ვიღაცას კარგი დღ რომ არ დაადგება ფაქტია :)

ანუ
ძალიან მომწონს ის ფაქტი რომ სალომე მთლად მუნჯი არ გამოდგა და ცოტა სიტყვის შებრუნებაც შეუძლია...
ლევანი ძაან დამპლობს, ნეტა თვითონ თუ იცის რა უნდა?!
ნიაკოს რომ "ვითომ"ლევანი მოსწონს- იმედია ეს თემა მეტად არ გაიშლება...
ოდნავი მიხვედრილობის უნარიც რომ დავამატოთ სალომეს იდეალური იქნება ^-^
მალე დადე შემდეგი გელი მოუთმენლად.

წინ საინტერესო თავი გველის. იმედდია ჩასაფრებულები მელოდებით :)

nia
უკვე ზღვარს ცდება ამ გოგოს სისულელეები და ახლა არ გამოხტეს ლევანი მიყვარდიო ან მიყვარხარო დდდ

ეეჰ :)

《Sunshine》
ოხ ლევანს დავაპუტავ სათითაოდ იმ თმებს უყურე ამას მინერვიულებს გოგოს ტუტუცი ეგ

:) :) სალოს გულშემატკივრები გამოუჩნდა.

nene
au dzaan gtxov ra radgan dawerili gaq male dade

ეს ის არ არის რაც დაწერილი მაქვს. სრულია სპონტანურად დავიწყე ამ ისტორიის წერა. საფუძველი აქვს რა თქმა უნდა. ანუ რეალურთან მიახლოებული ისტორიაა. მე, მიყვარს და მინდა თქვენც შეიყვაროთ.

№7 სტუმარი სტუმარი ქეთა

აუუ გაბრდღვენით ვინმემ ეს ლევანი, ეს გაიძვერა კაცი:დდ რამხელა ეგო აქვს ნახე რაა, ამდენი წელი გიყვარდიო და თან შენი დაქალი დამევასაო:დდ
აუუ მოვკლავდი სალომეს ადგილას ამ თავხედს. აბა ახლა მაინც გამოიღვიძოს ამ გოგომ და შეცვალოს ტაქტიკა და მინდა ენაგადმიგდებული აძუნძულოს ეს ჩვენი ბიჭი:დდდ

№8 სტუმარი სტუმარი მარი

სტუმარი ქეთა

მართლაც იდეალური იქნება ^-^ იმედია გამოცოცხლდება სალომე.

№9 სტუმარი სტუმარი ქეთა

სტუმარი მარი

აი, დარწმუნებული ვარ ნიაკო მიუხვდა სალომეს გრძნობებს და შეგნებულად ჩაურტყა ლევანი დამევასაო. ამ ჩერჩეტუნას ხო ზედ ეტყობა ლევანის დანახვაზე რაც ემართება და მარტივად გაშიფრეს, როგორც ლევანმა, ისე ნიაკომაც:დდდდ

№10  offline წევრი isterichka123

აი სასწაუმი ხარ რა საუკეთსეოთა შორის საუკეთესო ველოდები ახალს თუ ესენი ერთად არიქნებიან მე აქანე თავს მოვიკლავ ????????????

№11  offline წევრი gabi du

ვნახოთ აბა... ხვალ შეკრება ექნებათ და მანდ გამოჩნდება. დაწერილი მაქვს მაგრამ სანამ 24 საათი არ გავა ვერაფერს ავტვირთავ. ასე, რომ ჩემი ბრალი არაა.

isterichka123
აი სასწაუმი ხარ რა საუკეთსეოთა შორის საუკეთესო ველოდები ახალს თუ ესენი ერთად არიქნებიან მე აქანე თავს მოვიკლავ ????????????

ვაიმე გამაწითლე. მიყვარხართ. მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ.

№12 სტუმარი სტუმარი ანა

აუუუუ, იმედია ლევანმაც სპეციალურად უთხრა დაქალზე , მომეწონაო და ეგეთი ცუდი ტიპი არ არის ???????? ველოდები მოკლედ ახალ თავს მოუთმენლად ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent