შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი, ბავშვობის სიყვარული 4


1-09-2021, 01:37
ავტორი gabi du
ნანახია 11 125

- უნდა განგანათლო გაგუა, რომ ამ წუთას აღიარე - შენი ტრფობის ობიექტი მე ვარ. - ბრაზისგან მთელი სხეული დამეჭიმა.
- თორე, რომ როცა ვმალავდი საერთოდ არ იცოდი. - უარყოფას აზრი არ ჰქონდა. ამიტომაც გადავწყვიტე მის თვალში სისუსტე მაინც არ გამომეჩინა.
- მალავდი? შენ? რომ მხედავდი შოკში ვარდებოდი. - იმის შიშით, რომ გული არ წაგსვლოდა ვერც კი გამოგელაპარაკე. - თამაშს განაგრძობდა ის, მაგრამ რომელს და რატომ ჯერ ვერ ვხვდებოდი.
- ჩემი, სუსტი გულის შესახებ ცრუ ინფორმაცია მოუწოდებიათ ლევან ბატონო. ან, თავად გაქვს სუსტი ინტუიცია. - მან გადაიხარხარა.
- ისევ იწერ თარიღებს, როდის და რამდენი წუთით მნახე? - წინ გადადგმული ნაბიჯი უკან გადმოვდგი და უსიტყვოდ მივაჩერდი. რადგან, ახლა მართლა არაფერი მქონდა სათქმელი.
- ყოველთვის ცუდად ირჩევდი მეგობრებს. - ორაზროვანი იყო მისი ნათქვამი.
- რომელმა? - ვკითხე, მაგრამ არ ვიცოდი მინდოდა თუ, არა პსუხის გაგება. ამის შესახებ მხოლოდ სამმა ბავშვობის მეგობარმა იცოდა. სოფომ, ილონამ და ანამ.
- რომელმა... - ნერვიულად გაიცინა მან. რომელმა აღარ. ყოველთვის ისინი გღალატობდნენ ვისთანაც ყველაზე ახლოს იყავი. რაც შეეხება გუშინდელს... ჩვენი, უცხო ხალხის თანდასწრებით მიწასთან გაგასწორეს სალომე. ეს ნორმალურია? ყველამ შეამჩნია მარიშკას გაბრწყინებული თვალები ჯანოს ნათქვამზე. მაგრამ შენი ცრემლჩამდგარი, ჩამქრალი მზერა არავის შეუნიშნავს. - დაფიქრებაც არ მინდოდდა მის სიტყვებზე. არ მინდოდა გონებაში ჩამრჩენოდა და თუნდაც ერთხელ გამხსენებოდა. გამოდიოდა აღარც მეგობრები მინდობდნენ, მშობლებს მაინც არ ვუნდოდით, არც ლევანს ვჭირდებოდი რამეში, ალბათ, რომ არა ფინანსური მხარდაჭერა ჩემი ძმებიც დამიკიდებდნენ. ამის წარმოდგენამ თვზარი დამცა.
- არა... არ არის მართალი... ჩემი მეგობრები ასეთები არ არიან. - თავი ძლიერად გადავაქნიე და მკაცრად ვუთხარი.
- მართლა? მაშინ რატომ ხარ აქ და არა მათთან? - გამახსენდა აქ, რატომაც ვიყავი და უფრო მეტკინა გული.
- გთხოვ, აღარ გააგრძელო. უფლება არ გაქვს მათზე ილაპარაკო. არც კი იცნობ მათ. იმ დიალოგს რაც შეეხება წინ ინციდენტი უძღოდა. - არ ვიცი, რატომ ვუხსნიდი, მაგამ მინდოდა მეთქვა. თუმცა არ დამცალდა. ჩემი ტელეფონი ამღერდა. არ ამიხედავს ისე ვუპასუხე.
- გისმენთ...
- გაგუა სად ხარ? როდემდე გვაყურყუტებ აქ? - უკმაყოფილო ხმა ჰქონდა მარიშკას.
- ჩემთან ხართ?
- ხო, ბიჭებიც ამოვლენ მალე თუ მოხვალ. არადა ნიკასთან გადავინაცვლებთ და მერე იქ მოდი.
- არა. აქ დავუცდით ასე უთხარი. - მომესმა ნიაკოს ხმა.
- კარგი, წამოვალ მალე. - უცებ გავუთიშე. - სხვათაშორის ის მეგობრები მელოდებიან შენ რომ ასე ცუდად დაახასიათე. მივუბრუნდი ადამაშვილს.
- მოიცდიან. ჩვენ ჯერ, არ დაგვიმთავრებია. - მითხრა და მაჯაში ჩამავლო ხელი.
- ჩვენ? არც კი მჯერა, რომ მე და შენ საერთო ,,ჩვენ“ გვაქვს, თუნდაც უსიამოვნო.
- როგორ წაგიგრელებია ენა, რა იყო რამდენს ლაპარაკობ- უკმაყოფილოდ მითხრა მან.
- არ მითხრა რომ შევიცვალე. შენ არც ძველ სალომეს იცნობდი, ახალს ხომ მითუმეტეს. - მწარეგდ გამეცინა.
- მინდოდა თუ არა, ყველა შენზე მიყვებოდა. ა მიტომ, არ ვთვლი, რომ არ გიცნობდი. ახალ სალომეს რაც შეეხება - არ მოგატყუებ, არცერთ ქალს, ვინც მყოლია არ გამოუწვევია ისეთი ემოცია ჩემში, როგორიც გუშინ შენს დანახვაზე დამემართა. ადრე თუ, ლამაზ, ჩემზე შეყვარებულ ბავშვს ვხედავდი შენში. გუშინ უსექსუალურესი ქალი დავინახე და ამაღელვა. მაგრამ მე, სერიოუზლი ურთიერთობისთვის მზად არ ვარ. იმ ურთიერთობას კი, რომელიც სხვებთან მაქვს დედამიწაზე ქალიც რომ გაწყდეს შენთან არ მექნება. ბედის ირონიით, საერთო სასტავში მოვხვდით. გვინდა თუ, არ გვინდა მოგვიწევს, ვნახოთ ერთმანეთი. შესაძლოა ქალიც მახლდეს თან. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, ეს გულს გატკენს ბერად ვერ აღვიკვეცები სალომე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შენი გრძნობები არაფერს ნიშნავს. ამაყიც კი ვარ, რაღაც პონტში, რომ ასეთ გოგოს ვუყვარვარ. მაგრამ არაფრის შემოთავაზება შემიძლია. თუ ეს დაგამშვიდებს, გეტყვი, რომ ვინც არ უნდა ნახო ჩემს გვერდით. არცერთი ურთიერთობა არ იქნება სერიოზული სანამ ცოლს არ შევირთავ. იმიტომ, რომ ცოლი - ეს იქნება ქალი, რომელიც სიგიჟემდე მეყვარება. და კიდევ ნიაკოზე გეხუმრე. უბრალოდ იმიტომ გითხარი, შევამჩნიე გუშინ თვალს არ მაცილებდა. დედოფალიც რომ იყოს, ქალს შენი სამეგობროდან არ შევარჩევ. მინდა, ორივე შევეცადოთ რომ ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა გვქონდეს. - მთელი არსებით ჩემს მზერაში იყო ჩაკარგული და ისე მიხსნიდა. მივხვდი, აღელვებდა ჩემი მდგომარეობა. იმდენი რამე მითხა მე კი, მხოლოდ ის გავიგე, რომ სხვა ყველა ქალზე მეტად სწორედ მე ვაღელვებდი.
- შენთვის დისკომფორტის შექმნას ისედაც არ ვაპირებდი. არც ყელზე ჩამოგკიდებივარ ოდესმე...
- არც მიფიქრია... უბრალოდ მე მინდა ურთიერთობა, სადაც თავს არ ამარიდებ. სამეგობროს არ ჩამოშორდები ჩემს გამო და არც მე მომიწევს ამის გაკეთბა. მიმიხვდი? - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და წამით ისიც ვიფიქრე, რომ მაკოცებდა.
- ნუ ნერვიულობ. შეჩვეული ვარ ამ გრძნობით ცხოვრებას ისე, რომ არაფრის მოლოდინი მქონდეს. - მტკიოდა, მაგრამ თავს ძალით, ხომ ვერ შევაყვარებდი. ამ ყველაფერში სიკეთე ის იყო, რომ მისი ნახვისა და მასთან კომუნიკაციის საშუალება მაინც მექნებოდა. ქალები კი... ქალებს მის გვერდით ისედაც სულ ვხედავდი. ზოგჯერ დამახსოვრებაც კი მიჭირდა მათი სახეების იმდენად სწრაფად შორდებოდნენ.
- ჩაგეხუტები კარგი? - მითხრა მან და გაოცება ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი მის მკლავებში მოქცეული. მკერდზე თავი მივადე და თავს ბედნიერების უფლება მივეცი.

- სად ხარ გაგუა აქამდე? - კარში შესვლა არ მაცალა გოგამ. მშვიდად გადავკოცნე და პარკი მივაჩეჩე ხელებში.
- სამზარეულოში გაიტანე რაა. მეც ახლავე მოვალ, გამოვიცვლი. - ჩემს ოთახში გავედი. უნდა გაემხადა, მაგრამ ვიგრძენი, ჯერაც ლევანის სურნელი ასდიოდა ტანსაცმელს. მაშინვე გადავიფიქრე. მხოლოდ ფეხზე გამოვიცვალე და გოგონებთან გავედი.
- დიდება შენს გამოჩენას. - აწუწუნდა ნუცა. - სად ხარ აქამდე ქალო?
- საქმეები მქონდა. - მხრები ავიჩეჩე და უდარდელი სახთ ჩავეშვი სავარძელში. - მარ, ყავა გააკეთე რა გთხოვ. პარკებში სასუსნავებიცაა და მოცვის ტორტიც. მაცივარში ლუდიც იქნება ბიჭებისთვის. - განკარგულება გავეცი. ნიაკოს თვალს ვერ ვუსწორებდი და ათას სისულელეს მივედ-მოვედებოდი. გოგონებმა სწრაფად გაშალეს სუფრა.
- ჰა, ამორერღთ ახლა რისთვის შეგვკრიბეთ? - ვერ მოითმინა გოგამ.
- ნიაკოს ახალი ამბავი აქვს. - არ დააყოვნა მარიშკამ.
- ლევან ადამაშვილი მომწონს და მის მოხიბვლაში უნდა დამეხმაროთ. - ხმამაღლა გამოაცხადა ცარციძემ. - მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელი არ იყო ხელი ისე ამიკანკალდა - ცხელი ყავა გადავისხი.
- ერთი დღის გაცნობილი ბიჭი როდიდან გაშტერებს გოგო? - გაუკვირდა ლექსოს. - ისე, რა ნაცნობი სახე აქვს როჟას. - ბოლო თავისთვის ჩაილაპარაკა.
- ჰო, მეც ვიხსენებ და ვერაფრით გავიხსენე. - აყვა ნუცაც.
- სალომე, არც დილას გითქვამს რამე. შენც ხომ არ გეცნობა? - ნიაკომ თვალი-თვალში გამიყარა.
- არ ვიცი, ვერ ვიხსენებ. - ძლივს ამოვღერღე.
- ნამდვილად? - ჩამეკითხა ის.
- ნამდვილად. - უტეხად გავიმეორე და სახეში უსირცხვილოდ შევხედე.
- ესეიგი, არც ჩემი ადგილია აქ და არც დანარჩენების. მეგონა შენთვის რამეს წარმოვადგენდით. - იყვირა მან და ჩანთას ხელი დასტაცა. გავშრი. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ისიც კი ვიფიქრე დღეს პარკში ხომ არ დაგვინახათქო. კართან მისული უეცრად შემობრუნდა, ჩემს ოთახში შევარდა და იქიდან სერიოგას ერთ-ერთი პლაკატით დაბრუნდა. სადაც ერთი-ერთში ჰგავდა ლევან ადამაშვილს. მაგიდაზე დაახეთქა და მეგობრებს მიუბრუნდა.
- აი, საიდან გეცნობოდათ სულყველას. - მერე გაცეცხლებულმა მე შემომხედა. - ზუსტად 5 წუთი გაქვს. ან გაჩუმები და ყველას დაგვკარგავ ან ბოლოსდაბოლოს ამოიღებ ხმას და აღიარებ, რომ ამდენი წელი სწორედ იმ იდიოტზე ხარ შეყვარებული.
- ნიაკო, დამშვიდდი. იქნებ უბრალო მსგავსებაა. ეგენიც ხომ გვანან ერთმანეთს არა? - შეეცადა მის დამშვიებას მარიშკა.
- ამ ქალბატონის წაშლილი სახე და წყლიანი თვალებიც დამთხვევა იყო ალბათ ხომ? ვინმესთვის შეუხედავს იმ მზერით, როგორითაც მას უყურებდა? - არავინ პასუხი, რომ არ გასცა უფრო გაცოფდა. - რა? ვერ შეამჩნიეთ? თქვენ რანაირი მეგობრები ხართ? ლამის იქვე მოკვდა გოგო. ეს, როგორ ვერ შენიშნეთ?
- სალ, მართლა ლევან ადამაშვილი გიყვარს? - ჩუმად იკითხა ლექსომ. მის გაფითრებულ სახეზე ხარხარი მომინდა.
- დიახ. ლევან ადამაშვილია ის მამაკაცი, რომელიც 13 წლის ასაკიდან მიყვარს. მაგრამ, ის, რომ ახლა თქვენც იცნობთ - არაფერს ცვლის. გთხოვთ ცივილური ურთიერთობა გქონდეთ მასთან და ნურაფერს შეიმჩნევთ, თორემ იძულებული გავხდები თავი ყველასგან შორს დავიჭირო. ჩვენ, უკვე ვილაპარაკეთ ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს დისკომფორტს არ შევუქმნით.
- ილაპარაკეს თურმე. ეს, როდისღა მოასწარით? - გაუკვირდა ნუცას.
- დღეს. ჩვენთან ყველაფერი გარკვეულია და გთხოვთ ნურც თქვენ ჩაერევით. - მინდოდა, რაც შეიძლება მკაცრად მეთქვა.
- და ვსიო? წყლიდან მშრალად ამოდიხარ არა? - მოულოდნელად მუშტი მაგიდას დაახეთქა გოგამ. - ჩვენ მართლა მეგობრები ვართ თუ, ვინ ვართ? ისიც კი არ ვიცოდით რატომ გადაეკიდე იმ ბანძ მომღერალს. ტიპმა ლამის ჭკუიდან შეგშალა, ჩვენ კი ჭიქას ვუჭახუნებდით. .. - ასეთი გაბრაზებული გოგა ჯერ არ მენახა. პირიქით, ყველაზე ტოლერანტული ჩვენს შორის ის იყო.
- თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ. - ხმას აუწია ლექსომაც. - გუშინ, ამანაც ჩვენთან ერთად ნახა. მიკროფონში ხომ არ გამოაცხადებდა?



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

ვააახ ასეთ ამბებს არც ველოდი. მიხარია ნიაკოშუ რომ არ შევცდი. ასეთი პატარა თავები როგორ არ მყოფნის. რა საინტერესოა როგორ იქნება ამ ორის ურთიერთობა

 


№2 სტუმარი ანუ

ძალაიააააან მიხარია უაზროდ რომ არ ჩაიხლართა ყველაფერიი, აი გავბედნიერდიიიიიიი ამ თავით...
სალომე მართალია ზედმეტად ჩაციკლულად მიმაჩნია მაგრამ ძალიან მიხარია სიტყვის შებრუნება მაინც თუ შეუძლია...

ნიაკოს საქციელი ძალიაააან ძალიააან მომეწონააა, წინათავში იმდენად გამაღიზიანა....
მოკლედ ძალიან მიხარია მეგობრებთან თვალთმაქცობაც როაღარ მოუწევს..
თითქოს ამ თავით ამოვისუნთქე...

ლევანის ნათქვამი თითქოს ისე ჟღერდა "მე ჯერ უნდა ვიგულავო, და როცა მოვრჩები მერე თუ შემიყვარდი შეილება ცოლადაც მოგიყვანო" :დ

ვნახოთ რამდენხან გაუძლებს "სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ"-ს. :დ

იმედია სალომე იმ მეგობარს გააქრობს მისი ცხოვრებიდან რომელმაც ასე გაწირა :/ დეგენერატი, როგორ მაინტერესებს ვინ იყო...

ახლანდელმა მეგობრებმა ნამდვილად აჯობეს, ძალიან მომეწონა მათაც რომ გაიგეს სიმართლე..
ველი ახალ თავს მოუთმენლაად ^-^

 


№3 სტუმარი სტუმარი ლელა

ცოტა დიდი თავები დადე რა. კარგია ,ყოჩაღ

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

აუ ლევანმა როგორ მომიშალა ნერვები, და ეს გოგოც რა ბატია, რას ეხუტება ბიჭს და იშტერებს თავს , ძაან მინდა ლევანი ვნახო სალომეს დღეში

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკა

სტუმარი ანა
აუ ლევანმა როგორ მომიშალა ნერვები, და ეს გოგოც რა ბატია, რას ეხუტება ბიჭს და იშტერებს თავს , ძაან მინდა ლევანი ვნახო სალომეს დღეში

მეც დიდი სიამოვნებით ვნახავდი ლევანს სალომეს დღეში :/

 


№6  offline წევრი duchi_duchi

ავტორო შენი სახელი არ ვიცი სამწუხაროდ ამიტომ ავტოროთი მოგმართავ.ზოგადად დაუსრულებელ ისტორიებს არ ვკითხულობ რომ მთავრდება მერე ვიწყებ კითხვას,ასე რომ გთხოვ ცოტა დიდი თავები შემოგვთავაზო რადგან დავიღალე ლოდინით.და კიდევ ლევანი რომ არ აწვალო და დატანჯო სალომეს სიყვარულით გავგიჟდები.

 


№7 სტუმარი maria

უთავმოყვარეო ქალის ძალიან კარგი მაგალითია

 


№8  offline წევრი isterichka123

ოქრო მყავხარ რა ველი ახალს

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა იყო ხალხო პირველია სალომე ვინც ცალმხრივად შეყვარებული ქალია მიკვირს თან უთავმოყვარეო რა შუაშია სალომე არის დატანჯული გოგო მშობლებისგან მეგობრებისგან და თვით ლევანისგან ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არა ის გამოსცადოს ნაწარმოები ძალიან მომეწონა საინტერესოა აი ეს ნიეაკოც არ მომეწონა ძალიან სალომეს ძაან ცუდად მოექცა.სალა
სალომეს პირადი არავის ეხება ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

 


№10 სტუმარი სტუმარი ლიზა

ამ გოგამ რაღაცნაირად გამაღიზიანა...????????

 


№11 სტუმარი ატბ

როდის დადებ შემდეგს

 


№12  offline წევრი gabi du

დᲦეს საᲦამოს დავდებ ზვირფასებო.

 


№13 სტუმარი სტუმარი ნენე

აუ დადე რა თუ დებ,ისეც 2 წინადწდებიან თავებს დებ

 


№14  offline წევრი gabi du

Შუქი არ არის მეგობრებო კომპიუტერი რომ ᲩავრᲗო. 1 გაწვიმებაზე გვაბნელებენ საზიზᲦრები. ტელეფონიᲗ ვერ ავტვირᲗავ. სავარაუდოდ დილამდე მოგვარდება.

 


№15 სტუმარი სტუმარი ნათია

რამდენჯერ ვთქვი რომ ისტორიას რომელიც არ იქნებოდა სრულად ატვირთული არ წავიკითხავდი,ყოველთვის ასე ხდება დაიწყებენ მიიზიდავენ მკითხველს და მერე ხან შუქი არ აქვთ, ხან ინტერნეტი და ათასი მიზეზი , მეტი პატივისცემა მკითხველის მიმართ.

 


№16  offline წევრი gabi du

სტუმარი ქეთა
ვააახ ასეთ ამბებს არც ველოდი. მიხარია ნიაკოშუ რომ არ შევცდი. ასეთი პატარა თავები როგორ არ მყოფნის. რა საინტერესოა როგორ იქნება ამ ორის ურთიერთობა

მადლობა, რომ კითხულობ და გულშემატკივრობ ჩემს გმირებს.

ანუ
ძალაიააააან მიხარია უაზროდ რომ არ ჩაიხლართა ყველაფერიი, აი გავბედნიერდიიიიიიი ამ თავით...
სალომე მართალია ზედმეტად ჩაციკლულად მიმაჩნია მაგრამ ძალიან მიხარია სიტყვის შებრუნება მაინც თუ შეუძლია...

ნიაკოს საქციელი ძალიაააან ძალიააან მომეწონააა, წინათავში იმდენად გამაღიზიანა....
მოკლედ ძალიან მიხარია მეგობრებთან თვალთმაქცობაც როაღარ მოუწევს..
თითქოს ამ თავით ამოვისუნთქე...

ლევანის ნათქვამი თითქოს ისე ჟღერდა "მე ჯერ უნდა ვიგულავო, და როცა მოვრჩები მერე თუ შემიყვარდი შეილება ცოლადაც მოგიყვანო" :დ

ვნახოთ რამდენხან გაუძლებს "სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ"-ს. :დ

იმედია სალომე იმ მეგობარს გააქრობს მისი ცხოვრებიდან რომელმაც ასე გაწირა :/ დეგენერატი, როგორ მაინტერესებს ვინ იყო...

ახლანდელმა მეგობრებმა ნამდვილად აჯობეს, ძალიან მომეწონა მათაც რომ გაიგეს სიმართლე..
ველი ახალ თავს მოუთმენლაად ^-^

ლევანმა თვიტონაც არ იცის რა უნდა. რაც შეეხება სალომეს, სალომე სალომეა ასეთია და მინდა სწორედ ასეთად დარჩეს.

სტუმარი ლელა
ცოტა დიდი თავები დადე რა. კარგია ,ყოჩაღ

დროის დეფიციტი მაქვს სამწუხაროდ. როგორც შევლებ ვეცდები მეტი დავდო.

სტუმარი ანა
აუ ლევანმა როგორ მომიშალა ნერვები, და ეს გოგოც რა ბატია, რას ეხუტება ბიჭს და იშტერებს თავს , ძაან მინდა ლევანი ვნახო სალომეს დღეში

სალომეს ადგილას, ბევრი გოგო ჩახუტებაე მეტსაც გააკეთებდა ვიცი.

duchi_duchi
ავტორო შენი სახელი არ ვიცი სამწუხაროდ ამიტომ ავტოროთი მოგმართავ.ზოგადად დაუსრულებელ ისტორიებს არ ვკითხულობ რომ მთავრდება მერე ვიწყებ კითხვას,ასე რომ გთხოვ ცოტა დიდი თავები შემოგვთავაზო რადგან დავიღალე ლოდინით.და კიდევ ლევანი რომ არ აწვალო და დატანჯო სალომეს სიყვარულით გავგიჟდები.

ვეცდები სურვილი აგისრულო :)

maria
უთავმოყვარეო ქალის ძალიან კარგი მაგალითია

ვისთვის როგორ. ჩემთვის უთავმოყვარეობა ერთე ფიქრი და მეორესთან ძილი მგონი. მაქანის მარკისა და თანამდებობის მიხედვითშეკვეტილი სიყვარული. აი ეს არის უთავმოყვარეობა.

isterichka123
ოქრო მყავხარ რა ველი ახალს

მადლობა საყვარელოო

სტუმარი ნესტანი
რა იყო ხალხო პირველია სალომე ვინც ცალმხრივად შეყვარებული ქალია მიკვირს თან უთავმოყვარეო რა შუაშია სალომე არის დატანჯული გოგო მშობლებისგან მეგობრებისგან და თვით ლევანისგან ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არა ის გამოსცადოს ნაწარმოები ძალიან მომეწონა საინტერესოა აი ეს ნიეაკოც არ მომეწონა ძალიან სალომეს ძაან ცუდად მოექცა.სალა
სალომეს პირადი არავის ეხება ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

წაკითხულის გაარებასაც ნიჭი უნდა ჩემო ნესტან ისეთ არაადეკვატურ კომენტარებს ვკითხულობ ცუდად ვარ.

სტუმარი ნათია
რამდენჯერ ვთქვი რომ ისტორიას რომელიც არ იქნებოდა სრულად ატვირთული არ წავიკითხავდი,ყოველთვის ასე ხდება დაიწყებენ მიიზიდავენ მკითხველს და მერე ხან შუქი არ აქვთ, ხან ინტერნეტი და ათასი მიზეზი , მეტი პატივისცემა მკითხველის მიმართ.

არც მკითხველს აწყენდა პატივისცემა მწერლის (ხმამაღალი ნათქვამია ჩემს შემთხვევაში) პატივისცემა. ცხოვრება, მხოლოდ ეს საიტი არ არის. ამიტომაც ჩეპესგან დაღვეული \არავინ ვართ სამწუხაროდ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent