შენი 'მე' (დასაწყისი)
ვერ წარმოვიდგენდი, ოდესმე ასეთ გაუცხოებას თუ წავაწყდებოდი, ჩემსა და კალამს შორის, ჩემსადა ფურცელს შორის,და ყველაზე მთვარ - უბრალოდ ჩემსადა ყველა ჩემს ‘’მე’’ს შორის. ‘მე’ები არარსებობენ , არც გაორება ,გასამება,გაშვიდება.. თუ არსებობ(დნ)ენ უკვე მარხავენ ერთი მეორეს - დამოუკიდებლად. მგონია მეც ერთერთი ‘’მე-ყოფილი’’ ვარ,იმდენად უ-მე-ო რომ მომიცილეს თავიდან,მომისროლეს, ტანჯვა ამკიდეს და როდესაც მეც ამტანჯვად ვიქეცი,შევისისხლხორცე ნეგატივები ყველა რაკურსის, აღარ მიმიღეს... იმ არარსებულს მიმაბარეს ,ყველაფერს კურნავსო რომ მიაწერეს... შემდეგ მეწყინა, არ მეტანჯებოდა სრულიად, (მითუმეტეს იმ პერიოდში) მეწყინა და ყველა შენი ‘’მე’’ ერთიმეორეს მიყოლებით ამოგიხოცე... თუ დაგაწყნარებს,გეეტყვი რომ არ სტკენიათ (ტანჯვის აზრი, ტკივილის გემო,თუნდაც მოთმენა , ხომ მხოლოდ მე მასწავლე და სხვა მეებს არა) ყველა შენი ‘’მე’’... რომ დაგენახა როგორ კვდებოდნენ, უწინ საკუთრ საფლავს გაითხრიდი აწ უკვე მართალს...)) მე შენს გონებაში დავიბადე.. გგონია ასე?! სულ სხვა ამბავს გიამბობ ახლა მე სულ ვიყავი, ენერგიად, თუ ისე, მიმოფანტული, ღრმად ჩამალულლი, სანამ შენ აზრზე მოხვიდოდი, სანამ თავისუფლებას იგემებდი, სანამ უბრალოდ იცხოვრებდი... სანამ იტკენდი.. მე მიყვარდა შენი გონება, შენი ‘’მე’ები,შენი ხედვები, არ ვთვლიდი საჭიროდ რომ გეგრძნნო ღომ ვარსებობ..არც კი მინდოდა მეარსება, ვხედავდი კარგი და კარგად იყავი,უფრო ღრმად ჩავდიოდი შენს გონებაში რომ არ გეგრძვნე,არ გეცნე.. შენ კი,ბავშვური გულუბრყვილობით, ცდას არ აკლებდი ,შენ გაუცნობიერებლად რომ ცდილობდი გაგეცანი, დაგენახე, არცის იცოდი მე რომ მეძებდი, თვისთავად გამოვიდა ასე.. შემდეგ სევდის ‘მემ’ მთხოვა მენახე, მთხოვა დაგხმარებოდი.. და შენ იტკინე, ისეძალიან რომ საღათს ძილიდან გამოიყვანდი თვად შენს ღმერთსაც (ისე,მაინტერესებს, კიდევ არსებობს?)( ისე ვარჩაფლული შენს არსებაში ტკივილის მთებში,ხედვა გაჭირდა..)) ო,როგორ ვოცნებობდი არ გაგეცანი.. ან და უბრალოდ არ დაგჭირვებოდი... ტკივილს ტკივილზე ამატებდი, ბევრი გაგექცა, საკუთრ გამოხედვაში ხედავდი რაღაც სხვას ,არ გეშინოდა.. ძიებაში (ვინ იცის რის) ბოლომდე გართულს რომ დაგეწიიე და მხედრად გაქციე , ვერც ეგ შენიშნე... რას ვიზამთ,გტკიოდა = გრძნობდი... ისე არ დაფიქრებულლხარ, თუ სად მიდიან ის ტკივილები რომელსაც ‘იტან’? არა, ჩემო კარგო, შენ არაფერზე არგიფიქრია, მე ვიყავი გვერდით, ყველას ვმალავდი, შელამაზებულს, შენი სულის თაროზე ვდებდი, სულ ზედა რიგში,რომ არ გენახა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.