შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მურთხი (სრულად)


3-09-2021, 02:21
ავტორი ემენლი
ნანახია 16 468

-ანიიი!
_ანიიიი!
მემგონი ვიღაც იძახის, გახედე ბებო აბა.
ჰამაკიდან ზანტად წამოვდექი, ნეტა ვიცოდე სად ვასწრებ დაღლას ეს 16 წლის გოგო. მართლაც ,ჩემი მეგობარი ნატა და ბუბა იყვნენ. ნატას გამოჩენამ ძალიან გამახარა აი ბუბაზე კიდევ ამას ვერ ვიტყვი. ბავშობიდან ვუყვარვარ. ბევრჯერ მომცა ბუბას გამო შენიშვნა მამამ, თითქოს ჩემი ბრალი იყოს რომ შევუყვარდი.
მხიარულად გადავკოცნე ორივე და სახლში შევიპატიჟე, მაგრამ ბუბამ იცოდა ჩემი მამაჩემის ამბავი და არაფრით შემოვიდნენ. ნიტამაც აუბა მხარი და იქვე ბეტონის სკამებზე ჩამოსხდნენ.
2 ახალი ამბავი გვაქვს შენთვის დაიწყო ნატამ, პირველი ის რომ ირინკა გათხოვდა!
_რა? ამომხდა მე. როდის? როგორ?!
_ეგ არც ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ რომ ქორწილში ვიგრიალებთ ეგ ნამდვილად ვიცი, მხიარულად წამოხტა ნატა და ისე ჩამეხუტა თითქოს მე გავთხოვდი და ვეპატიჟებოდი ქორწილში.
_მეორე ამბავი რა არის?
_მეორე ის რომ მთელი კლასი ექსკურსიაზე მივდივართ რაჭაში 2 დღით.
_ აუუ.. სახე მომეღრიცა მე
_რაიყო ანი, არ გამოგიშვებენ ხომ? ბუბამ შეწუხებული სახით მკითხა
_ზუსტად ვიცი რომ მამაჩემი 2 დღით არსად გამიშვებს ვთქვი მე, თუმცა მაინც ვცდი, დავაიმედე ბავშვები.
_კარგი მაშინ ჩვენ წავალთ ანი, მე შენი ნახვა მინდოდა, ნატას ახალი ამბების მოყოლა და ერთმანეთს დავეხმარეთ, ეშმაკურად მიმზერდა ბუბა. მერე ორივე დამემშვიდობა მე კიდევ სახლში სახეჩამომტირალი შევედი. მეც მინდოდა ჩემს თანატოლებთან ერთად მესეირნა, მდინარეზე მევლო და კიდევ ათასი რამ მეკეთებინა, თუმცა მამა ამის უფლებას არასოდეს მაძლევდა. როგორც კი ვუთხარი ექსკურსიის შესახებ თავი გაიჟა! 2 დღიანი ექსკურსია არ ვიცი მე და მეტს ნუღარ გამიმეორებო! ასეთი იყო, რასაც იტყოდა ყველაფერი ისე იყო ხოლმე. ის ღამეც ტირილში გავატარე. ვფიქრობდი და წარმივიდგენდი როგორ კარგ დროს გაატარებდნენ ბავშვები რაჭაში და გული მიკვდებოდა. მთელი ღამის ასე გატარებამ უკვალოდ არ ჩაიარა და თვალებდასიებული რიმ მნახა ბებომ გული მოუკვდა, ჩამიხუტა გულში და რა ვქნა ბებო, ჩემი ნათქვამიც არ ესმის თორემ ათასჯერ ვუთხარი წუხელო. არ უყვარს მაგას შენი სახლიდან გაშვება ხო იციო?! მაგრამ ერთი კარგი ამბავიც მითხრა ბებომ, იმდენი ვეჩხუბე და ვეჩიჩინე ნუ ვაუძაღლე ბავშვს ბავშობათქო რო იკასთან ერთად შუადღით მდჯნარეზე გაგიშვებს. ოღინდ 7 საათზე სახლში იყოსო! ამ ამბავმა ისე გამახარა ლამის გადამავიწყდა ექსკურსია და რაჭა. ბებოს იმდენი ვაკოცე, და ჩავეხუტე თავბრუ დავახვიე.
იკა , ჩემი კარის მეზობელი, ჩემზე 4 წლით უფროსი და მამაჩემის ნათლულია. დიდად არ ჩამოუვარდება ნათლიას სიმკაცრეში, მაგრამ მამაჩემისავით მთლად არ არის. შუადღით გამომიარა ვაჟბატონმა, კარგად შემათვალიერა ხო ნამდვიკად ჩაფუთნულად ვიყავი ჩაცმული, აბა ისე მდინარეზე მე ფეხს ვინ გამადგმევინებდა!
_ჩადრი მაკლია იკა ჩადრი და ეგაა!
_ბევრი არ იტლიკინო თორემ სახლში დარჩები!
_ჩამორჩენილო!
_ენატლიკინა თხა! არ გაჩუმდები ეხლა?! ვატოს უნდა დავურეკო, ეგეც მოდის და ბარემ დაგვხვდეს გამზადებული მის ჭიშკართან.
ვატო იკას ძმაკაცი და ჩემი ბავშობის სისხლის გამშრობია, ოდნავ მოშორებით ცზოვრობს.
_რა გამზადება უნდა?! ეგეც ჩემსავით უნდა ჩაიფუთნოს და ჩადრი გაიკეთოს?! სიცილი ამიტყდა. არ მოიტაცოს არავინ! კაი ხანია არ მინახავს ალბათ 3 წელია.
როგორც მახსოვს მურთხივით ბიჭი იყო და ამ სამ წელში რა დაეტაკებოდა?!
_აუ ანი უკვე ტვინს ჭამ და გეფიცები დაგტოვებ სახლში! ხო იცი არ გამიჭირდება!
-ხო კარგი, კარგი. შენც დიდი ღრჯო ბიჭი ხარ, სულაც არ მიკვირს ეგეთებთან რომ მეგობრობ! მერე ისეთი თვალებით შემომხედა ჩემით მალევე ჩავიკმინდე ხმა და ჩუმად ავედევნე უკან. მალე მივუახლოვდით ვატოს სახლს და იკამ იმხელაზე მოაღო პირი და აყვირდა მგონი 2 კილომეტრის რადიუსით ყველა ვატო წამოყარა!
_მალევე გამოყო ფანჯრიდან თავი, რა გაყვირებს შე ჩემა გავიგე ჰო, მოვდივარ! კიდევ 10 წუთი მოგვიწია ვატოს ჭიშკართან ლოდინი.
ვატო აქ მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა ბებია_ბაბუასთან. ბავშობიდანვე ძალიან ანებიირევდნენ 3 თვით ჩამოსულ შვილიშვილს და რაც ეგ თავგასიებული მახსოვს უზრდელი, თავგასული, მატყუარა და მურთხი ბავშვი იყო! ხშირად მექაჩებოდა ხოლმე თმებზე, თმისამაგრებს დამაძრობდა და 1 საათი მარბენინებდა რომ დაებრუნებინა. ვერასოდეს ვერ ვიტანდი და მემგონი მძულდა კიდეც. ეხლაც ცხვირ აბზუებული ველოდებოდი რიდის გამობრძანდებოდა მურთხი და ნელ_ნელა მოთმინებას ვკარგავდი.
_იკა რა ჯანდაბას აკეთებს ამდენ ხანს, დაუძახე რა და თუ არ გამოვიდა ჩვენ წავიდეთ! გოგოების ნახვა მინდა, მერე მალე გავა დრო... .. იკასაც არ ქონდა ნერვები კარგ დღეში ჩემს შემხედვარე და კიდევ ერთხელ რომ დაიძახა ამჯერად იკადრა მურთხმა და გამობრძანდა!
_მოვდივარ, მოვდივარ.. მერე ნელი ლამაზი მოძრაობით წამოვიდა ჩვენკენ და მშვიდად მოგვესალმა. ერთი კი ჩამათვალიერა კარგად მაგრამ არაფერი უთქვამს გამარჯობის მეტი და ერთად გავაგრძელეთ გზა. იკასთან ერთად რაღაც ჩემთვის უცნობ თემას განიხილავდა, მე უკან მივყვებოდი დასჯილი ბავშვივით. როგორც იქნა მდინარემდე მივაღწიეთ, მე მეზობლის გოგოებთან პატარა წყალში დავრჩი, ბიჭები კიდევ სხვა ბიჭებთან ერთად ნაპკრის მეორე მხარეს გადავიდნენ და დიდი ხის ქვეშ შეიყუჟნენ.
_რა ბიჭები დადგნენ არა?! მეკითხებოდა მეზობელი 40 წელს მიღწეული ქეთო...
_ხო რავიცი... ამოვიკნავლე... რა ვირებიც იყვნენ ისევ ისეთები არიან!
_რასამბობ! ამჯერად დარო ჩაგვერთო საუბარში, იკა ბავშობიდანვე ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, აი ვატოზე კი მაგას ვერ ვიტყვი, რას გავდა! ეხლა კიდევ ისეთი სიმპათიურია.. თუმცა შენ სად შეამჩნევდი და ნახავდი, არასოდეს გიშვებენ გარეთ. მე რომ მასე მომექცნენ თავს მოვიკლავდი!
_რეებს ეუბნები ბავშვს დარო! გამოექომაგა ქეთოს დაროს, მართალია მამამისი ძალიან მკაცრია მაგრამ აბა შეხედე ჩვენს ანის, არ არის სახლში გამოკეტვის ღირსი?! როგორი ლამაზია!
_კარგი მორჩით ჩემზე ლაპარაკს, სხვა რახდება სოფელში ის მითხარით. გავიგე რომ ირინკა გათხოვდა, ჩემი კლასელი და თქვენ გეცოდინებათ ეხლა რა და როგორ ხდება... ამის თქმა უნდოდა იმდენი რამე.მიმიყვა გოგოებმა ირიკაზე ყბა ხელით მეჭირა. მთელი დღე ასე გავატარე ჭორაობაში გოგოებთან. იკა დამხედავდა ხოლმე ხო წყნარად, ჭკუით ვიყავი და მერე ისევ გაბრუნდებოდა ხოლმე ბიჭებთან . 1 კვირა ასე გავატარე, მერე მამას 1 თვით წასვლა მოუწია სამსახურის ამბებზე და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო! უკვე სოფლის ბირჟაზეც თავისუფლად გავდიოდი და აღარ ვიყავი სახლში გამოკეტილი.

თან ტელეფონიც დამიბრუნა წასვლამდე მამამ იქნებ რამე დაგჭირდეთო. დღები ისე გადიოდა არაფერი საინტერესო არ ხდებოდა. ვერთობოდით ბირჟაზე, ვსაუბრობდით, კარტს ვთამაშობდით, თუ წავაგებდით სიმინდების მოსაპარად დავდიოდით და მოკლედ დროს ჩვეულებრივ ,მაგრამ სასიამოვნოდ ვატარებდით. არაფერი ზედმეტი ყურადღება ვატოსგან არ მიგრძვნია, იშვიათად მესაუბრებოდა ხოლმე, თითქოს ძველი ნაცნობები კი არა ორი უცნობი ადამიანი ვიყავით ერთამეთისათვის.
ერთ დღეს იკამ მთხოვა დამარიკინე 2 წუთითო, ვატოს უნდა გავუარო და თუ არ გავღვიძე ისე იქ დგომას და ყვირილს ხომ იცი აზრი არააქო. ინსტიქტურად ვუქნევდი თავს, თუმცა ვიცოდი რამდენს აყვირებდა ვატო იკას ჭიშკარზე. მალე დამიბრუნა ტელეფონი და აბა ჭკვიანადო მერე მობრუნდა და ხო მართლა 2 დღეში ხომ მარიამობაა ავღნიშნოთ ჩემთანო და შენც უპრობლემოდ გამოგიშვებენო და წავიდა.
მარიამობას დილით ტაძარში წავედით, იკამ წაგვიყვანა გოგოები. მერე მაღაზიაში შევედით და საღამოსთვის ყველაფერი ვიყიდეთ და მოვამზადეთ. მშვენიერი საღამო იყო მანამ, სანამ ბუბა არ მოვიდა და ამას კიდევ დაემატა ერთი ჩემთვის (მოხუცი 35 წლის) თაყვანისმცემელი. სად წავსულიყავი არ ვიცოდი. ბუბა შორეული ნათესავი იყო იკასი ვიცოდი, აი რიჟიკა კი აქ რას აკეთებდა ნამდვილად არ ვიცოდი. სხვა დროს როდესაც ბუბას ყურადღება ოდნავ მაბნებდა და მომწონდასავით, ეხლა თავს ძალიან ცუდად მაგრძნობინებდა. არცერთი ერიდებოდა გრძნობების გამოხატვას ბოლოს როგორც ყოველთვის, ჩხუბით დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ დროულად ჩაერია იკა, ვატო და კიდევ რამოდენიმე იკას მეგობარი და თავიანთ გზას გაუყენეს ორივე. მე ძალიან ვინერვიულე და განვიცადე ეს ამბავი და სახლში წასვლა დავაპირე რადგან ჩემს გამო ეს ძალიან ლამაზი საღამო ლამის ჩაუშხამდათ მაგრამ იკამ არაფრით გამიშვა, თან სად მიდიხარ ეს ყველაფერი მე ხომ არ უნდა ავალაგოო. შენ და ციკომ უნდა მიხედოთ ყველაფერსო. რა გაეწყობოდა, ციკო იკას 80 წლის ბებოა და ამხელა ქალს ნამდვიკად ვერ დავუტოვებდი ამ ყველაფერს. მალევე მოგვარდა ყველაფერი და ისევ ისე მხიარულად გაგრძელდა საღამო, მე ჰამაკში ჩავჯექი და აქედან ვუყურებდი როგორ ზანტათ ამოძრავებდნენ ტანს აჭარულზე. მეღიმებოდა და ჩუმად ფოტიებსაც ვუღებდი, ფხიზელზე რომ მენახებინა რა საყვარლები არიან ნასვამები. მალე ვატო დაიძრა ჩემკენ და ის იყო ვიფიქრე ალბათ საცეკვაოდ გავყავართქო რომ ჩემს გვერდით ჩამოჯდა, ჩუმად მიყურა კარგა ხანს მერე კი ჩუმი ხრიწიანი ხმით დამიწყო საუბარი
_რა პატარა და ახტაჯანა გოგო იყავი გახსოვს ანი? ეხლა კიდევ დიდი ხარ, ისეთი დიდი და ლამაზი უკვე შენს გამო გვიწევს მე და იკას ჩხუბიო.. ვიცი რიჟიკა არც განიხილება, მაგრამ ბუბა სხვანაირად საუბრობდა, ხომ იცი არც მე და არც იკა არ ვართ ისეთები რომ რაიმე აგიკრძალოთ, უფრო სწორედ იკამ აგიკრძალოს, გაგიგებს ყველაფერს უბრალოდ შენგან მაინტერესებს ანი, შენც მოგწონს ბუბა?
_ მე ცოტა დავიბენი მაგრამ თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად.
_ კარგი ანი მაშინ მეტად არ შეგაწუხებენო
_ იცი აქამდე არცერთს შევუწუხებივარ. არ მინდა რომ ჩემს გამო ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა ქონდეს იკას და არც სხვას.
_არავისთან არაფერი არ გვექნება შენ ამაზე არ ინერვიულო..
მერე ადგა და დამტოვა, ბიჭებს შეუერთდა. მე კი ფიქრება გამიტაცა, ვატოზე ფიქრებმა, თავი გამოვიჭირე რომ დიდხანს ვაკვირდებოდი ხოლმე, ადრინდელივით კი არ მეზიზღებოდა რაღაც სხვა ჩემთვის ამოუცნობი გრძნობა მიჩნდებოდა მის მიმართ... მინდოდა მვხვეოდი და მასთან ერთად მთელი დღეები მესეირნა ქუჩებში დაუღალავად... მერე უცებ გონს მოვეგე და ჩემი ფიქრების შემრცხვა, მალევე წამოვხტი ჰამაკიდან და ამჯერად მეც შევუერთდი მოცეკვავე გოგო_ბიჭებს. ბავშობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვებზე და სხვა არ ვიცი და ეს საქმე ნამდვილად ძალიან კარგად გამომდიოდა. ბევრი ვიცეკვე და გავერთე იმ საღამოს და ვატოს აღფრთოვანებული მზერაც ბევრჯერ დავიჭირე ჩემი ცეკვისას. გვიან დავიშალეთ, სუფრა ყველამ ერთად ავალაგეთ. იკა ისეთი ნასვამი იყო ციკომ თხოვა არ დამტოვოთ მარტოო და ვატო დარჩა მათთან.
სახლში რომ შევედი, ვატოზე ფიქრები ისევ არ მშორდებოდნენ თავიდან. ნამდვილად ძალიან სიმპათიური გამხდარა ამ სამ წელში. ეხლა 22 წლის იქნება ჩემი გამოთვლებით თუ ბავშობაში არ მატყუებდა ასაკს. ხმაც დაბოხებული და რაღაცნაირი აქვს, მავნე ჩვევებიც კი მოსაწონია ჩემთვის. აქამდე თუ ვერ ვიტანდი სიგარეტს რომ ეწეოდა ვინმე, ვატოს ხელში სიგარეტი რაღაც სასწაულად მელამაზა. ხელში ტელეფონი რამოდენიმეჯერ შევათამაშე, გამახსენდა იკამ რომ ჩემგან დაურეკა, მისი ნომერი მქონდა და გონება მთელი ძალით მექაჩებოდა რომ დამერეკა. რომ დამერეკა მერე რა მეთქვა?! მაშინ მიწერე რამე, კვლავ ჩამესმოდა ჩემი რომელიღაცა აცანცარებული მეს ხმა. არა! არა! არ ვარ კარგად აშკარად! შემოვუძახე თავს. სასწრაფოდ უნდა გადავივლო გრილი წყალი და მერე შევხტე საწოლში! ასეც მოვიქეცი, აბაზანიდან გამოსულს კი აქეთ დამხვდა შეტყიბინება ვატოს ნომრიდან.. ცოტახანს მეგონა რიმ მელანდებოდა, მერე ლამის თეთრი კაბა მეცვა ფიქრებში, ბოლოს მოვეგე გონს, იქნებ იკას უჭირს რამე და მაგაზე მწერსთქო და ვტაცე სწრაფად ხელი ტელეფონს იქ კი შემდეგი ტექტი დამხვდა.
_რატომ არ იძინებ ანუკა?
_არაფერი მივწერე, ვერ გადავწყვიტე მეპასუხა თუ არა. მალე მეორე მესიჯი მოვიდა
_ვიცი არ გძინავს, იკას ფანჯრიდან კარგად ჩანს როგორ დაბაჯბაჯებ ოთახში, დათუნიას პიჟამოებით
_სხვის ფანჯარაში ყურება უზრდელობაა ვატიკუნა (ასე ბავსობაში მივმართავდი) მგონი სულაც არ შეცვლილხარ და ისევ ის ცელქი ბიჭი ხარ თმებს რომ მაგლეჯდა. ჩემს იკაკოს მიმიხედე და ტკბილად დაიძინეთ.
_შენც ასევე ანუკა, ტკბილი ძილი.
ნეტა ვიცოდე როდის გავხდი ამის ანუკა?!ბავშობაში თხა ან ქაჯის მეტი არაფერი დაუძახია. თავს ვერაფერი მოვუხერხე ფიქრები მაინც თავხედურად ვატოსაკენ გამირბოდნენ, ხან ღიმილი გამახსენეს მისი, ხან საყვარელი ჩაცინება და არ ვიცი როდის და როგორ ჩამეძინა მაგდამ ჩემს ირგვლივ სულ ვატო იყო.
ამ დღის მერე არაფერი შეცვლილა. დღის განმავლობაში ხშირად 1 სიტყვასაც არ მეტყოდა ხოლმე ვატო ისე გადიოდა დღე მაგრამ აი საღამოს როცა დასაძინებლად ვწვებოდი ძილის წინ სულ იცოდა მოწერა, ხან ტკბილ ძილს მისურვებდა, ზოგჯერ ვსაუბრობდით კიდეც მესიჯებით ბევრ თემაზე. არაფერს მეუბნებოდა იმაზე თუ რატომ მწერდა ასე ღამე და დღე არც კი მამჩნევდა, მაგრამ მე ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა და მიზიდავდა, ამიტომაც არაფერს ვეკითხებოდი. ერთ დღესაც იკამ დამიძახა შუადღით, მამაც სახლში იყო. ნათლია გამოუშვი რა ანა ჯოკერში მეოთხე გვაკლიაო. ჩემდა გასაკვირად მამამ ნება დამრთო და ასე შევუერთდი 4 კაციან მაგიდას სადაც იკა, თენგო და ვატო ისხდნენ.
_მოდი რა მაზიანზე ვითამაშოთ, გამივიდა თენგო ინიციატივით.
_მე ავყვირდი მაშინათვე რომ არ მინდოდა, რდაგან ესენი დღე და ღამ კარტს თამაშობდნენ და მე რას მომაგებინებდნენ.წაგება კიდევ სულაც არ მიზიდავდა!
_პარებში იყოს მაშინ, თქვა იკამ.
_ მოდი ავჩეხოთ და კარტმა თქვას ვინ ვისი პარაა.
_კარგი, რა გაეწყობა ვთქვი მე. როგორც გავიგე კარტმა მე და ვატო აგვარჩია პარად, იკა და თენგო ერთად. მაშინათვე გავაპროტესტე მაგრამ ყურიც არავინ შეიბერტყა! რატიმღაც იკას მივიჩევდი ჩემპიობად და იკასთან მინდოდა პარაში თამაში რაც საზიზღარმა თენგომ არ დაუშვა.
დავიწყეთ თამაში, თან მაზიანზე. მაზიანი იყო ლუდი, სიმინდი, საზამთრო და ნესვი! ისეთი ბრძოლა გაიმართა ლამის ხელით შევეხე იკას და თვალები დავთხარე, თენგოს ანიშნებ რაღაცეებსთქო, მაგრამ ვატო არ ამყვა და მომიწია დაშოშმინება. აი ვატო კი მანიშნებდა რაღაცეებს მაგრამ მე რომ საპირისპიროს ვაკეთებდი ამას გვიან ვხდებოდი! საბოლოოდ წავაგეთ მე და ვატომ! გაპროტესტება ვცადე, მაგრამ ტყუილად!
_ლამის თვალები დავითხარე გოგო, განიშნებ რომ ჯოკერი მე მყავს და რას ინახავდი შენც მაგ ჯოკერს? ვერ წყნარდებოდა ვატო.
_არვიცი მე ეგ შენი თვალის პაჭუნი, მე მეგონა ჩვევა ქონდა ეგეთი.
_რა ჩვევა გოგო, ლამის თვალები დაითხარა ბიჭმა ახარხარდნენ მოგებულები... დღეს საღამოს თავანი ჩაიბაროს!
_ოხ შე საზიზღარო, ლუდი გინდოდა და მომიყვანე არა აქ სუსტი მოთამაშე? იკას სულ ჩავულურჯე გვერდები. ისე გიყიდდი!
_კარგი შეეშვი, დაიცვა ვატომ. მე მოვიტან ყველაფერს. უბრალოდ შენი დახმარება დამჭირდება მარტო ერთ რამეში.
_რაში?
_რაში და სიმინდი სად ვნახოთ? ერთგან ვიცი, სადაც ისევ ჭყინტია და მანდ უნდა გამომყვე რომ ისე მოვიპარო არავინ დამინახოს.
_რა? რას ამბობ! ვიყიდოთ რა, არ გვინდა ეს მოპარვა!
_მოპარულს სხვა გემო აქვს დაეთანხმა თენგო. იკამაც ჩენც იქ ვიქნებითო და 8 საათზე სოფლის ბოლოში დავთქვით შეხვედრა.
8 წუთები აკლდა რომ სამეული იქ დამხვდა. იკამ მე და თენგოს არ წაგვიგია ამიტომ ყანაში არ შემოვალთ აქ ჩამოვჯდებით და თუ ვინმე წამოვა, სიმღერას დავიწყებთ და თქვენც მანამ არ გამოხვიდეთ სანამ არ მოვრჩებითო. სხვა გზა არ იყო და შევედით მე და ვატო ყანაში, მალევე ვეცი ერთ ტაროს მაგრამ ვატომ არ დამანება, რას აკეთებ, აქ უცებ მიხვდებიან რომ გაქურდულია ეგ ყანაო, ღრმად უნდა შევიდეთო. ასე შევდით ღრმად ყანაში და გავანადგურეთ მოსავალი. უკან გაბრუნებას ვაპირებდით რომ, პატარა გველი გამიძვრა ფეხებში. მიუხედავად იმისა რომ დიდი არ იყო, მაინც შემეშინდა, წამოვიკივკე და ვატოს წინიდან შევახტი, ზურგზე დიდი ჩანთა ქონდა მოკიდებული და არ იყო ადგილი, ფეხები მივხვიე და თავი კისერში ჩავუყავი. თან ვთხოვდი წავიდეს გთხოვ მალე, გააგდეთქო. ვატომ ჯერ ბევრი იცინა, მერე კიდევ გაუტკბა ჩემი ჩახუტება, ამას რომ მივხვდი ჯერ ძირს დავიხედე, კარგად შევათვალიერე ხომ არაფერი იყო და მერე მიწაზე დავეშვი. ამჯერად ვატომ მომხვია ხელები და ახლოს მიმიწია ისე რომ სულ ახლოს მომიტანა სახე. სუნთქვა აუჩქარდა.
მერე რაღაც ჩაიბუტბუტა და ძალიან ნაზად შემეხო ტუჩებზე, ჯერ ქვედა ტუჩი, მერე ზედა, ნაზად და ჰაეროვნად დამიკოცნდა მერე კი რადგან ჩემგან წინააღმდეგობა არ უგრძვნია კოცნა უფრო მომთხოვნი გახადა. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი მაგრამ მე ამ სამყარიში არ ვიყავი. რაღაც სასწაულს ვგრძნობდი ენით აღუწერელ სიამოვნებას და ვინმეს რომ ეკითხა ვეტყოდი რომ მთელ ცხოვრებას ასე, აქ ყანაში ვატის ვვერდით გავატარებდი. ბილოს თვითონ მომშორდა, გულზე მიმიკრა და სამუდამოდ ჩემი გოგო ხარო მითხრა. ვერფერი ვუთხარი, გამიღიმა ისევ გულზე მიმკრა და ხელჩაკიდებული წამომიყვანა. სანამ ყანიდან გამივიდოდით მე ვთხოვე ხელის გაშვება რადგან იკას წინ ასე გასვლა მეუხერხულებოდა. ბიჭებს ჩემი აჭარხლებული სახე არ გამორჩენიათ და ქურდობის გამო ნერვიულიბას მიაწერეს და მეც ამოვისუნთქე.
ამ დღის მერე მე და ვატო ღამით ზოგჯერ გათენებამდე ვსაუბრობდით, თუმცა არასოდეს უთქვამს რომ ვუყვარდი, მოვწონდი ან რაიმე მსგავსი. ყველაფერზე ვსაუბრობდით ამის გარდა. გარეთ უკვე მამა არ მიშვებდა, მაგრამ დიდად არ ვჯავრიბდი ამას. მალე ვატოს წასვლის დრო მოვიდა და მაშინ მთხოვა რომ იკასთან შევხვედროდი ჩუმად, რადგან გარეთ არ მიშვებდნენ. ძალიან კი მერიდებოდა იკასი, თან არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან როგორ მაგრამ ვატოს ისე გაშვებაც არ მინდოდა ამიტომ მალევე დავთანხმდი. ნუ ნერვიულობო, ხომ იცუ მე და უიკა ძმები ვართო. ხვალ შუადღით იკა გადმოგიყვანსო. შუადღით მართლაც გადმოვიდა იკა და მამას სთხოვა ნათლია იქნებ ანი ციკოს ფარდების დაკიდებაში მოეხმაროს, ჩემი დაკიდებული დაიწუნაო. მამამაც არ გრცხვენია ბიჭო წაიყვანე იქნებ რაიმე ამანაც გააკეთოს და ისწავლოსო. ასე ავეტუზე იკას და გადავყევი სახლში, გზაში სულ თვალები მიბრიალა ოხ შე აფერისტო გოგოო, ხან ვისგან გიცავდი, ცან ვისგან და სად გამიმეპარა ერთი თქვენი სიყვარულობანაო, ისე გამაწითლა და გამაპიმპილა ლამის უკან გავბრუნდი, მაგრამ ვატომ მიშველა.
_ჩემს გოგოს შეეშვი და ცოტახანს გვაცადე წადი აქედანო.
იკამაც ხელი მკრა და ვატოსკენ მიბიძკა, მიდი იჭიკჭუკეთ გვრიტებოო. მერე კი დაამატო ვატო ჭკუით იცოდეო. ამაზე ორივეს გაგვეღიმა. როგორც კი იკა გავიდა, მაშინვე მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა. ასე ვყავდი კარგა ხანს გულში ჩაკრული. მერე კი წყლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა
_სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ანა! იმ დღიდან მიყვარხარ აქ, ამ ეზოში რომ შემოვდგი ფეხი იკასთან და შენ დაგინახე კიკინებიანი როგორ თამაშიბდი ცალთვალა თოჯინას. როგორ უმღეროდი და აძინებდი. რაღაც საშინელი მაზებს უსმევდი, აი იმ დროიდან მჯეროდა ამ სიყვარულის. ბევრს გაწვალებდი მახსოვს, მაგრამ მიყვარდა შენი გაბუტული სახის ყურება და მერე იმ სიხარულის თმისამაგრის დაბრუნება რომ განიჭებდა. წლებია ამ გრძნობას მარტო დავატარებ იმ იმედით რომ შენც იმავეთი მიპასუხებდი და ეხლა ზუსტად ვიცი რომ შენც იმავეს გრძნობ ჩემო ანუკა. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და ეხლა ისე არ მინდა აქედან წასვლა და შენი დატოვება მზად ვარ მოგიტაცო! ვერ მეთმობი აქ დასატოვებლად. ჩვენი ჩუმი საუბრები ვერ მეყოფა, ჰაერივით ხარ, უკვე არ მეყოფი ასე შორიდან ახლოს მინდა მყავდე სულ, მინდა რომ ხელი არასოდეს გაგიშვა და სულ ასე ვიყოთ.
ხმას ვერ ვიღებდი და ჩუმად ვუსმენდი ჩემი საყვარელი მამაკაცის სიტყვებს. ორივემ კარგად ვიცოდით რომ ჩვენი ერთად ყოფნა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდებოდა ვერანაირად. ჯერ ისე, რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ერთი წელი წინ მქონდა კიდევ. არ ვიყავი მზად და ვერც ვიქნებოდი. ჩემი უთქმელად გაიგო. არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. დიდიხანს ვიყავით ჩახუტებულები, ბოლოს ისევ იმ გასაოცარი და გამაბრუებელი კოცნით დამაჯილდოვა მე რომ სამყარო დამატოვებინა და მალე დატოვა იკას სახლი.
მალე დაიწყო სკოლა, ბოლო სასწავლო წელი. თან ბედნიერი ვიყავი რომ სკოლას ვამთავრებდი, თან სევდა შემომაწვებოდა ხოლმე გულზე. ვიზრდებოდი, უკვე არ ვიქნებოდი კიკინებიანი ანა. დღეები სწრაფად გადიოდა. მეგონა სკოლა სიგიჟეემდე მომენატრებოდა.
ვატოს ყოველდღე ველაპარაკებოდი. მამხნევებდა და ბევრ დროს არ მართმევდა რადგან იცოდა ეროვნულებისათვის ვემზადებოდი. მინდოდა პედიატრი გავმხდარიყავი, ბავშობიდან ვოცნებობდი ამაზე. ჩემი დედაც პედიატრი იყო, თუმცა ის ჩემზე მშობიარიბას ვადაყვა, ამიტომ მინდოდა რაღაცნაირად მას დავმსგავსებოდი, რაღაც მისი მეკეთებინ. ამიტომ დღე და ღამ მუდამ მეცადინეიბაში ვატარებდი. ჩემმა გათენებულმა ღამეებმა შედეგი გამოიღო და სამედიცინოზე ჩავირიცხე. უბედნიერესი ვიყავი მე და ირმაგად ბედნიერები იყვნენ ჩემებიც რომ დაუფასდათ ჩემში ჩადებული შრომა და ამაგი. ვიცი დედაც იამაყებდა ჩემით და უბედნიერესი ვიყავი. ამის მერე უკვე მამამ იმაზე ფიქრი დაიწყო, ქალაქში ვისთან და როგორ უნდა მეცხოვრა, მარტოს გაშვება არ უნდოდა. სოფელში ბებოს და სახლის დატოვება არ შეეძლო. ბოლოს გადაწყვიტა იკას მშობლებს შევაწუხებო, კი მერიდება მაგრამ მარტო დატოვებას ყველაფერი მირჩევნიაო იძახდა.
აგვისტოს ბოლო იყო, ვატოც უბრუნდებოდა სამშობლოს და ტანჯულ სიგვარულს. ძალიან ბედნიერი ვიყავი და მოუთმენლად ველოდებოდი. ვატოს ოჯახს რძის პროდუქტების ქარხანა ქონდა კივში, ბოლო დროს რაღაც დიდი თანხები ქრებოდა ანგარიშიდან ამიტომ ვატოსაც მოუწია ამის გამო კიევში ჩასვლა და ჩვენი შეხვედრაც ივნისის ნაცვლად აგვისტოს ბოლოსკენ გადაიდო. ერთ საღამოს კი მამამ რომ მიხმო თავისთან, ოთახში შესულს გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგინა. მამას მკაცრი და გაბზარული ხმა ქონდა. ოთახში ვატო, ვატოს მამა, დედა, და , სიძე დამხვდა კიდევ იკა და იკას მამა.
_თურმე ჩემი 17 წლის ქალიშვილს შეყვარებული ყოლია, მე კი ამას ეხლა უნდა ვგებულობდე ანი დასჭექა მამაჩემის ხმამ!
ენა მყცელში ჩამივარდა ვერაფერი ვთქვი და კედელს ავეკარი. ამ დროს ვატო მოვიდა, ხელი მომხვია და მამაჩემს უთხრა
_ ბატონო გიორგი, მე ძალიან დიდი ხანია თქვენი შვილი მიყვარს. ის ჩემთვის ყველაფერია! გპირდებით რომ სიცოცხლის ბოლო წამამდე გავუფრთხილდები, დავიცავ მას! თქვენს ქალიშვილს არასოდეს არაფერი მოაკლდება, მე ვიქნები მისი საყდენი, იმედი, ძალა. ძალიან მეყვარს, ანასაც ძალიან ვუყვარვარ და მინდა მისი ხელი გთხოვოთ...
მიწის გასკდომას ვნატრობდი და იქ ყოფნას არა. ვატო ისეთი საყვარელი იყი, ისე მომნატრებიდა კინაღამ დავივიწყე ყველა, მაგრამ მამაჩემის სახე არ მაძლევდა მეტის გაფიქრების უფლებას..
ვატოს მამაც ჩაერია და და ჩემი ხელი სთოვა შვილისათვის. გაბუფრთხილდბი საკუთარი ქალიშვილივითო. ერთმანეთი უყვართ და ნუ დავაშორებთო.
მერე მე შემომიბრუნდა მამა და მკითხა
_ შენ რას იტყვი მარიამ? გიყვარს ეს ბიჭი?
ალბათ რამოდენიმე წამი ვიყავი ჩუმად და ეს ამდენი კაცი მომჩერებოდა... მერე კი მეც ვთქვი
_დიახ მამა, მიყვარს. ძალიან მიყვარს ვატო და თავი დავხარე მორცხვად.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი ისევ მამას ხმამ გაარღვია ეს სიჩუმე.
_მართალია არასოდეს აზრადაც არ მომსვლია რომ ჩემს 17 წლის ანის გავათხოვებდი ამ ასაკში და საერთოდაც ოდესმე გავიმეტებდი გასათხოვებლად, მაგრამ ვინ ვარ რომ სიყვარულს აღვუდგე წინ? თუ ერთმანეთი მართლაც ასე ძალიან გიყვართ, დამილოცნია ეს სიყვარული შვილებო! გაუფრთხილდით ერთმანეთს და იზრუნეთ ერთმანეთზე. მე დღემდე ვუფრთხილდები ჩემს ერთადერთ სიყვარულს მართალია მან მიღალატა და დამტოვა ძალიან ადრე, მაგრამ მე ეხლა უფრო ძლიერ მიყვარს ის!
მეერე ჩემთან მოვიდა, გულში ჩამიხუტა და მერე ვატოსთან მიმიყვანა ორივე ჩაგიხუტა, მერე კი ვატოს ჩააბარა ჩემი თავი, გაუფრთხულდიო უთხრა და მერე გადმოგვძახა აბა ყანწიო!
ჩვენი ქორწილი 20 სექტემბერს გადაწყდა, ბოლო 2 კვირა ვატო 2 ჯერაც არ მინახავს იმდენი რამ იყო ქორწილისთვის მოსაგვარებელი. მამამ დაიჩემა რომ ჯერ მე უნდა გავშალო სუფრა და თეთრი კაბით უნდა გავუშვა ჩემი ანა სახლიდანო. ვატომ თეთრი საპატარძლო კაბით რომ დამინახა თვალები აემღვრა, მაგრამ ვაჟკაცურად გადაიტანა და ცრემლი ვერ გადმოვაგდებინე. აი მე კიდევ დილიდან უკვე მეათედ ვტიროდი. ხან ბედნიერების ცრემლებს ვყრიდი, ხანაც რა ეშველეობოდა მამა და ბებოს უჩემოდ იმას ვჯავრობდი.. მერე გამოწკეპილი ვატო რიმ ვნახე იმაზე ვიტირე და ნამდვილი მჩხავანა პატარძალი ვიყავი. ჯვარი დავიწერეთ, ხელი მოვაწერეთ, 500 კაცის წინ დაისიც ვიცეკვეთ და შუა ქორწილიდან რომ გავიპარეთ, გზად გავიგე რომ მალდივებზე მივყავდი ჩემს მურთხს.
პ.ს. ყველას გისურვებთ საკუთარი მურთხის პოვნას!



№1 სტუმარი ია

წარმატებები... დადებითი ემოციები წამოვიდა დილიდან❤❤❤❤

 


№2 სტუმარი Ana-maria

ახლა წავიკითხე თქვენი ისტორიები. ძალიან მომეწონა. მართალია მოკლეა,მაგრამ ყველა ემოციას იწვევს ჩემში. მომწონს სტრიქონებს შორის გაბნეული იუმორი. არის შეცდომები,მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობთ და ვფიქრობ მომავალში უფრო ვრცელ და დახვეწილ ისტორიებსაც შემოგვთავაზებთ. წარმატებები და გელით ახალი ისტორიებით.

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი და დადებითად დამუხტული ისტორია იყო.კარგია რომ ანის ასეთი ლამაზი სიყვარული ერგო.თქვენ წარმატებები‼

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent