შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბავშვობის სიყვარული 5


3-09-2021, 14:57
ავტორი gabi du
ნანახია 2 587

- საქმე ისაა, რომ აქამდეც უნდა გვცოდნოდა. გოგოები სულ აშაყირებდნენ მაგრამ ხუმრობაში ვატარებდი. ჩვენზე თუ ყველაფერი იცი რატომ შენზე არ გვეუბნებოდი არაფერს? - ვერ მშვიდდებოდა გოგა.
- რა უნდა მეთქვა გოგა? რა საჭირო იყო? მე, ხომ მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. რა მეთქვა? 13 წლიდან მიყვარს ბიჭი, რომელმაც ერთხელ ქუჩაში გადამარჩინა და მას შემდეგ კომუნიკაცია არ გვქონიათქო? ვკვდები ისე მიყვარს, მას კი არ ვახსოვართქო? - წყობიდან გამოვედი.
- უნდა გეთქვა... გეთქვა და ცხვირ-პირს დავუნაყავდით. შენ კიდევ გაჩუმდი და ჭიქა გვაჭახუნებინე. - რელობისთვის თვალის გასწორება არ უნდოდა ბაღაშვილს.
- რისთვის უნდა დაგენაყათ ცხვირ-პირი? ყველა ერთად რამ გაგაგიჟათ? მომატყუა? უპატივცემულოდ მომექცა? არ ვჯდები მის გემოვნებაში, არ მოვწონვარ, არ ვიზიდავ. ძალით შეაყვარებდით ჩემს თავს თუ რა? საერთოდ თუ გიყვარვართ დავხუროთ ეს თემა. გთხოვთ. - უკვე აღარც ვცდილობდი ცრემლები დამემალა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ამ მდგომარეობაში მხედავდნენ. მე ხომ რკინის ლედის სტატუსით ვსარგებლოდი სამეგობროში. ყველა სიტუაციიდან გამოსავალს ვპოულობდი. ცივი გონებით ვაანალიზებდი ყველაფერს. ახლა კი მათ წინაშე პირქვე დამხობილი მთელს ხმაზე ვღიალებდი.
- არ მითხრათ, რომ ამის მიღწევა გინდოდათ. დაახვიეთ სულყველამ ამ ოთახიდან. - ლექსო გაუწყრა მათ და ყველა, რომ გავიდა გვერდით მომიჯდა. ფრთხილად შემეხო მხარზე.
- სალ, არ გინდა გთხოვ. ყველას ზედმეტი მოგვივიდა. მაგრამ ვიეჭვიანეთ, გვეგონა საკმარისად არ გიყვარდით და ნდობაც ამიტომ არ გქონდა. გეფიცები აღარასდროს შეგიქმნი დისკომფორტს ამ თემასთან აკავშირებით და სხვებიც იგივეს იზამენ. - თავზე ხელს მისვამდა და მიყვავებდა. - ხომ იცი, როგორ გვიყვარხარ. ერთადერთი დისგან არ გარჩევ. პირიქით მას შეიძლება რაღაც არ გავანდო შენი, იმედი კი სულ მაქვს. - მივხვდი, ედმეტი იყო ჩემი ქცევა. მეგობრებს ვანერვიულებდი.ისინი კი ჩემზე მეტად განიცდიდნენ ჩემს მდგომარეობას.
- დანარჩენებს დაუძახე. მინდა, რაღაც გიამბოთ. - თავი ავწიე და სავარძელში გავსწორდი. ყველანი შემოლაგდნენ. დამნაშავის სახეები ჰქონდათ და არცეთი ხმას არ იღებდა. თავიდან ბოლომდე მოვუყევი ჩემი ისტორია. არაფერი გამომიტოვებია მშობლებით დაწყებული და მეგობრებით დამთავრებული. მძაბავდა, ტკივილს მაყენებდა ამ ყველაფრის გახსენება. მაგრამ საჭირო იყო მათ სცოდნოდა. ნუცა და მარიშკა ცხარე ცრემლებით ტიროდნენ. ნიაკო გახევებული იდგა ერთ ადგილას და არც ინძრეოდა. გოგა წამდაუწუმ იგინებოდა და მუნშტებს კრავდა. ლექსო იჯდა და ცრემლიან მზერას არ მაშორებდა. ვგრძნობდი, არცერთი მაანი არ იყო ყალბი. ყველამ ისე განიადა თითოეული სიტყვა, როგორც მე განვიცდიდი.
- სამეგობროში ყველაზე უდარდელი შენ მეგონე და ამას რას ვისმენ ტოო. - ვერ მოითმინა გოგამ. - ვახ ჩემი. - ნერვიულად დააყოლა ბოლოს. სავარძელთან ჩამომიდგა და მომეხვია. -უნამუსო ვიყო შენი წყენინება თუ ვინმეს ვაპატიო.
- უკვე მეც, აღარ ვარ ის სულელი ბავშვი ყველა რაღაცას, რომ უჩალიჩებდა. ასე, რომ ძალიანაც ნუ შეგეცოდები. - გავუცინე მე და იმდენი ვიმაიმუნე ყველა ავიყოლიე.
- ამ ყველაფრის შემდეგ შენა, მაინც გინდა ადამაშვილის გულის მოგება? - საჭირბოროტო კითხვა დასვა ლექსომ, ნიაკოს მისამართით. მომენტალურად ჩამოვარდა სიჩუმე.
- ამის შემდეგ, მართლა არ ღირს თქვენთან ვიმეგობრო. - ნაწყენი იყო ბარათელი. - მინდოდა ეღიარებინა სიმართლე და იმიტომნ ვუთხარი. მაგრამ სიმართლეც რომ ყოფილიყო მაინც არ აპირებდა თურმე ქალბატონი თქმას. მშვიდად უყურებდა როგორ გავაბამდი მასთან ურთიერთობას. ერთადერთ დედმამიშვილს გეფიცები ფსიქიატრი გჭირდება გაგუა. თვენ კი - დანარჩენებისკენ მოატარა თითი. - არცერთი ამერნახოთ სანამ არ გადამივლის. - ხელჩანთას დაავლო ხელი და წავიდა.
- რა სი.იხარ . - მკლავე მუჯლუგუნი უთავაზა გოგამ.
მთელი კვირა გავიდა, რაც ადამაშვილისთვის თვალიც არ მომიკრავს. რა თქმა უნდა მის ამბებს არ ვკითხულობდი და არც ჩემთან ახსენებდნენ მას. სანამ, ერთ საღამოსაც, ქარბორბალასავით შემოვარდნილმა ბაღაშვილმა ნავსი არ გატეხა.
- გაგუა აზრობ რა შარში ხარ? გოგო, საერთოდ თავში ჭკუა გაქვს?
- ახლა რაღა ჩავიდინე. ამ ბოლო დროს ყველა ჭკუას მასწავლით ხომ ხართ ჯანმრთელად? - არც მე დავუთმე, თუმცა, აზრზე არ ვიყავი რას მერჩოდა.
- ეგ შენი ლევან ადამაშვილი ცნობილი ქურდის ვიქტორ ადამაშვილის შვილია. თვითონაც შავი და რამდენიმე თვის წინ, ქურდად მონათლული. თბილისის ყველაზე გახმაურებულ საქმეებს ეგ არჩევ და კიჭო ოქროპირიძესაც კი შიშის ზარს სცემს თურმე. - ლევანი, რომ მოწოდებით ,,შავი“ იყო ვიცოდი, მაგრამ ამდენდაც ვერ წარმოვიდგენდი. რომ არ წავქცეულიყავი იქვე სკამზე ჩამოვჯექი.
- დარწმუნებული ხარ? - ესღა ვუთხარი და სახეზე ნერვიულად ჩამოვისვი ხელი.
- არფ გინდა სალ. არ არის ეს ადამიანი საშენო. სიგიჟემდეც რომ შეგიყვაროს მშვიდი ცხოვრება არ გეღირსება მის ვერდით. - თითქმის მევედრებოდა ბაღაშვილი.~
- არ მინდა, თორემ მას ვუნდივარ. - ისტერიკულად გავიცინე. - გულს ვერაფერს ვუხერხებ გოგა, რა გავაკეთო? უბრალოდ მიყვარს? ურთიერთობა ხომ არ მაქვს მასთან? ყელზე ხომ არ ვეკიდები? ხომ არ ვცდილობ მოვხიბლო? ხომ ხეავთ, რომ არაფერს ვაკეთებ. არაფერს ვკითხულობ, რაც მას ეხება და არაფერში ვერევი. ჩემი რატომ არ გესმით? განა რას ვაშავებ? განა მართვადია სიყვარული? განა შესაძლებელია დაგეგმო ვინ, როდის და რატომ შეგიყვარედეს? თუ შესაძლებელია, მაშინ დამიჯერე ის სიყვარული არ ყოფილა. გრძნობა, რომელსაც ტვინი მართავს სიყვარული არ არის. განა მე მიხარია ამ სასაცილო მდგომარეობაში ყოფნა? გგონია მე, არ მიოცნებია ადამიანზე ვინც უპირობოდ იქნებოდა ჩემს გვერდით. ყველას მიერ დატოვებულ სიცარიელეს შემივსებდა და მყარად დავეყრდნობიდი? უბრალოდ არ შემიძლია. ფიქრშიც კი, ვერაფერს ვგუობ მის გარდა ჩემს გვერდით. გგონია მან საამისოდ რამე გააკეთა არც არაფერი. ალბათ, ასე იყო საჭირო. დრო, რომ მოვა ალბათ გადამიყვარდება. ან, მთლი ცხოვრება მასზე ოცნებაში ჩაივლის. მე, შევეგუე ამ ფაქტს. ბენიერებისთვის მხოლოდ ის მჭირდება, რომ ლევანი მეგულებოდეს ჯანმრთელი. - ცრემლი მომდიოდა, მაგრამ არ ვტიროდი. მინდოდა, გასაგებად ამეხსნა ჩემი მეგობრისთვის რას ვგრძნობდი. კიდევ ათას სისულელეს ვეტყოდი ტელეფონს, რომ არ დაერეკა. უცხო ნომერი იყო. დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- სალომე... - და ძარღვებში სისხლი გამეყინა. ის იყო... ის რეკავდა და ჩემი გული ისე სცემდა მკერდში, რომ ლამის კედლები გამოენგრია.
- გისმენ. - ვუპასუხე მოჩვენებითი სიმშვიდით.
- მე, ვარ...
- ვიცი.
- უნდა გნახო. - ავწრიალდი. ამას ემატებოდა გოგოა ბაღაშვილის მოშტერებული მზერა, რომელსაც სულაც არ გასჭირვებია გამოეცნო ზარის ავტორი.
- რა? რატომ? - გაოცებას ვერ ვმალავდი. რამხელა პროგრესი იყო 9 წლის მანძილზე. საკუთარი ინიციატივით მირეკავდა ლევან ადამაშვილი და შეხვედრას მთხოვდა.
- სალომე... ალბათ, უკვე მოგახსენეს ახალი ამბავი. უნდა გნახო და ვილაპარაკოთ. არ მინდა სხვისი ნათქვამიდან შეიქმნა ჩემზე წარმოდგენა. - შოკში ჩავვარდი.
- და განა რას ნიშნავს შენთვის ჩემი წარმოდგენა? არაფრის ახსნა არ არის საჭირო. - ვუთხარი ცივად.
- რომ ვამბობ, ესეიგი საჭიროა. ხუთ წუთში შენთან ვიქნები, კარს თუ არ გამიღებ ჩამოვიღებ. - მითხრა და გამითიშა. სასოწარკვეთილი მზერა მივმართე ბაღაშვილის მისამართით.
- ის იყო... - დავიწყე ჩუმად. - აქ მოდის. გთხოვ მომეცი საშუალება დაველაპარაკო.
- რა აქ მოდის? მაგას შიგ ხომ არა აქვს? რა ესაქმება გოგოს ბინაში, რომელიც მარტო ცხოვრობს? - გაბრაზდა ის.
- მაგ ლოგიკით არც შენ უნდა იყო აქ. - სიტუაციის განსამუხტავად გავიცინე.
- მე შენ არ მიყვარხარ და არც შენ გიჟდები ჩემზე. განსხვავებას ხედავ?
- მხოლოდ მე, ვგიჟდები მასზე. მას არ ვუყვარვარ. - შევახსენე.
- ჰო, როგორ არა. ამიტომაც მორბის ყველაფრის ასახსნელად. - მომიგდო და სახლი უკანმოუხედავად დატოვა. ახლა ამან რა თქვა? შეუძლებელია. არ მინდა ილუზია შევიქმნა. მე, ლევან ადამაშვილს არ ვუყვარვარ. გავიმეორე გონებაში და კაკუნის გაგონებაზე, კარის გასაღებად წავედი.

მადლობა, რომ კითხულობთ, მოგწონთ და ელოდებით, მაგრამ არავისი ლანძღვის მოსმენას არ ვაპირებ. ვისაც გაღიზიანებთ საერთოდ ნუ შემოხვალთ და ნუ წაიკითხავთ. არ ვიცი, ვისგან რას ხართ ნაჩვევი და ვისი ტყუილები შეისისხლხორცეთ მაგრამ მე რასაც ვამბობ ესეიგი ისეა. შეგიშლიათ ცხელ ხაზზე დარეკოთ და გაარკვიოთ იყო თუ არა დღეს დილამდე ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში შუქი. რაც შეეხება მოცულობას, მე, პირველ რიგში ვარ დეედა და შემდეგ სხვა დანარჩენი. იმდენ დროს ვუთმობ წერას, რამდენიც თავისუფალი, მაქვს როცა შვილებს არ ვჭირდები. გამგები გამიგებს. მრცხვენია იმისაც, რომ ამის დაკონკრეტება მიწევს. სხვა დროს, აღარ განმეოირდება.

მადლობა ჩემს მკითხველს - ანას, რომელმაც 1000 ქულა მაჩუქა. მაგრამ მოდერის სტატუსის შესაენად 9000 ქულაა საჭირო თურმე.



№1 სტუმარი სტუმარი mano

დღეს წავიკითხე ეს ისტორია, ავადმყოფი ყოფილა ეს გოგო, ახლა ალბათ ბანალურად მოხვევს ლევანი თავის რაღაცებს შტერულას და ესეც დაიჯერებს, რავი რა გითხრა მე ამ ისტორიის წაკითხვას აღარ გავაგრძლებ მაგრამ შენც გირჩევ წაიკითხო რას წერ ????❤️

 


№2 სტუმარი one

shen ubda momkla?:D ❤️❤️
ra dros ici kholme istoriis dasruleba ))) ai me gavtxovdis rom vkitxulobdi sul egre mtovebdi(( eg khumrobit))
mesmis ratqmaunda , roca akherkheb tvirtav, magram ai dzalian sakntereso dros rom aseuleb amas ra eshveleba? ))) gelodebi da male dagvibrubdi))) istoria rom kargia amaze agharafers vambob❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

კარგია რომ ლევანის მხრიდანაც გამოჩნდა ინტერესი სალომეს მიმართ, რომ არ უყვარდეს არ დაიწყებდა არაფრის ახსნას ჩემი აზრით, ველოდები შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი ანუ

ახლა გაწყვეტა იქნებოდა? :დ :დ
დამაწყდება ნერვები :დ
სალომე ისევ სულელის როლში რატოაააა რატოოოოო? მოვიდეს რა ეს გოგო აზრზეეეე, მაღიზიანებს მისი ასეთი დამოკიდებულება - ავადმყოფობაც კი მგონია უკვე -_-
ძალიან მდორეა, ამ მდორე მდგომარეობასაც თვითონ იქმნის და არაფერს აკეთებს გასამოძრავებლად.... ასე თავისით რო არ დაავიწყდება ეს აკვიატება ამდენს რატო ვერ ხვდება?! ერთი კაი შეჯანჯღარება უნდა..

ეს ლევანი ხო მეორე უკიდურესობაა, წარმოდგენაც კი არააქ რაუნდა და მაინც აწვება რაღაცას- რაც ჯერ ვერ გავიგე..

მალე დადე შემდეგი გელი მოუთმენლაად ^-^

 


№5 სტუმარი სტუმარი gvantsa

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სიყვარული შეკვეთით არც მოდის და არც მიდის ,ამიტომ სალომესი ძალიან კარგად მესმის, რაც შეეხება ლევანის მგონია რომ მასაც ბავშვობიდან უყვარს სალომე ,უბრალოდ არც ისეთი დალხენილი ცხოვრება არ ექნებოდა მასაც როგორც ერთი შეხედვით ჩანს,ქურდის ოჯახის შვილობაც არაა ბედნიერი ცხოვრების გარანტი .

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთა

რააა, აქ გაწყვეტა შეიძლებოდა? აუ რა დამემართა იცი :დდდ

რაც შეეხება შენს კომენტარს, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ გთხოვ არავის ხუშტურებს არ აყვე და ნერვიც არ აიშალო. ვართ აქ ის ხალხი რომელსაც შენი გამოჩენა უხარია და მიუხედავად დაგვინებისა და პატარა თავისა, მაინც სულმოუთქმელად გელოდებით, რადგან მხოლოდ ამ საიტით არ იწყება და მთავრდება ცხოვრება. და კიდევ, ვისაც ეს ისტორია აღიზიანებს, ასქროლოს და უფრო “საინტერესო” დიალოგებით დახუნძლულ რეიტინგულ ისტორიებს ჩაუჯდეს.

მართლა, ეს დღეები სულ ქულებზე ვფიქრობდი, აქ მქონდა ჩემი პროფილი, რომელზეც უამრავი ქულა მქონდა დაგროვილი და თუ შევძელი აღდგენა ქულებს გაჩუქებ მოდერობისთვის.
წარმატებები ჩემო გოგო, შენი გულშემატკივრები გელოდებით

 


№7 სტუმარი სტუმარი ლელა

ძალიან მომწონს. ველოდები სულმოუთქმელად.
როგირ ხდება ქულების ჩუქება არ ვიცი. თუ მასწავლი დაუნანებლად გაჩუქებ.

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

როგორ გაჩუქო ქულები არ ვიცი,თუ შემიძლია ,მზად ვარ.ისტორია მომწონს ძალიან.მე,მესმის სალომეს სიყვარულის,....ეს სიყვარულია‼

 


№9 წევრი duchi_duchi

ვგიჟდები უკვე გაება ჩვენი ლევანიკო მგონი ვოვ მაგარია.აი ქულები როგორ უნდა დაგირიცხო?არვიცი მასწავლეთ რა და დაგირიცხავ იქნებ შეაგროვო მოდერისთვის საკმარისი ქულები.

ახლა გადავხედე კომენტარებს და შოკში ვარ სიყვარული როდის აქეთ არის ავადმყოფობა?მესმის სალომესი და ზუსტად ეგეთი წარმომიდგენია სიყვარული ნამდვილი და წრფელი.ავტორო უბრალოდ ერთს გთხოვ აქ მაინც იყოს დაფასებული ასეთი წრფელი სიყვარული რადგან დღევანდელობაში სულ ფეხებზე კიდიათ და წრფელი სიყვარულიც აღარ არსებობს ერთეულებს თუ ექნებათ შემონახული სალომეს ნაირი სიყვარული.გააუფასურეს ეს სიტყვა ისე რომ ხომ ხედავთ ხალხს ავადმყოფობა გონიათ.

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია საოცარი გრძნობები და ემოციებით ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

 


№11 სტუმარი სტუმარი ხატია

მე მომწონს შენი ისტორია და სიამოვნებით ვკითხულობ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას ფიქრობს. ვისაც არ უნდა სულ ნუ წაიკითხავს. ამის გარდა აქ კიდევ ათასობით ისტორია დევს.

 


№12 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ შემდეგს

 


№13  offline წევრი gabi du

სტუმარი mano
დღეს წავიკითხე ეს ისტორია, ავადმყოფი ყოფილა ეს გოგო, ახლა ალბათ ბანალურად მოხვევს ლევანი თავის რაღაცებს შტერულას და ესეც დაიჯერებს, რავი რა გითხრა მე ამ ისტორიის წაკითხვას აღარ გავაგრძლებ მაგრამ შენც გირჩევ წაიკითხო რას წერ ????❤️

საერთოდ არ მიკვირს ეს კომენტარი. წრფელ სიყვარულს ჩვენს დროებაში ავადმყოფობას ადარებენ. სიყვარული შეკვეტით კი რომანტიმია.

one
shen ubda momkla?:D ❤️❤️
ra dros ici kholme istoriis dasruleba ))) ai me gavtxovdis rom vkitxulobdi sul egre mtovebdi(( eg khumrobit))
mesmis ratqmaunda , roca akherkheb tvirtav, magram ai dzalian sakntereso dros rom aseuleb amas ra eshveleba? ))) gelodebi da male dagvibrubdi))) istoria rom kargia amaze agharafers vambob❤️

ასეთ მომენტებში, რომ არ გავწყვიტო აბა როგორ გაფიქრო ჩემე მეორე დღემდე?

სტუმარი ანა
კარგია რომ ლევანის მხრიდანაც გამოჩნდა ინტერესი სალომეს მიმართ, რომ არ უყვარდეს არ დაიწყებდა არაფრის ახსნას ჩემი აზრით, ველოდები შემდეგ თავს

ლევანი კერკეტი კაკალია ვერ გაიგებ როდის რას იამს

ანუ
ახლა გაწყვეტა იქნებოდა? :დ :დ
დამაწყდება ნერვები :დ
სალომე ისევ სულელის როლში რატოაააა რატოოოოო? მოვიდეს რა ეს გოგო აზრზეეეე, მაღიზიანებს მისი ასეთი დამოკიდებულება - ავადმყოფობაც კი მგონია უკვე -_-
ძალიან მდორეა, ამ მდორე მდგომარეობასაც თვითონ იქმნის და არაფერს აკეთებს გასამოძრავებლად.... ასე თავისით რო არ დაავიწყდება ეს აკვიატება ამდენს რატო ვერ ხვდება?! ერთი კაი შეჯანჯღარება უნდა..

ეს ლევანი ხო მეორე უკიდურესობაა, წარმოდგენაც კი არააქ რაუნდა და მაინც აწვება რაღაცას- რაც ჯერ ვერ გავიგე..

მალე დადე შემდეგი გელი მოუთმენლაად ^-^

ასეთი, რომ არ იყოს სალომეს სიყვარული დასაწერიც არაფერი იქნებოდა. მადლობა შენ, რომ შენს არს მიიარებ.

სტუმარი gvantsa
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სიყვარული შეკვეთით არც მოდის და არც მიდის ,ამიტომ სალომესი ძალიან კარგად მესმის, რაც შეეხება ლევანის მგონია რომ მასაც ბავშვობიდან უყვარს სალომე ,უბრალოდ არც ისეთი დალხენილი ცხოვრება არ ექნებოდა მასაც როგორც ერთი შეხედვით ჩანს,ქურდის ოჯახის შვილობაც არაა ბედნიერი ცხოვრების გარანტი .

სულ მალე გაირკვევა ყველაფერი, მაგრამ მერე უფრო ჩაიხლართება

სტუმარი ქეთა
რააა, აქ გაწყვეტა შეიძლებოდა? აუ რა დამემართა იცი :დდდ

რაც შეეხება შენს კომენტარს, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ გთხოვ არავის ხუშტურებს არ აყვე და ნერვიც არ აიშალო. ვართ აქ ის ხალხი რომელსაც შენი გამოჩენა უხარია და მიუხედავად დაგვინებისა და პატარა თავისა, მაინც სულმოუთქმელად გელოდებით, რადგან მხოლოდ ამ საიტით არ იწყება და მთავრდება ცხოვრება. და კიდევ, ვისაც ეს ისტორია აღიზიანებს, ასქროლოს და უფრო “საინტერესო” დიალოგებით დახუნძლულ რეიტინგულ ისტორიებს ჩაუჯდეს.

მართლა, ეს დღეები სულ ქულებზე ვფიქრობდი, აქ მქონდა ჩემი პროფილი, რომელზეც უამრავი ქულა მქონდა დაგროვილი და თუ შევძელი აღდგენა ქულებს გაჩუქებ მოდერობისთვის.
წარმატებები ჩემო გოგო, შენი გულშემატკივრები გელოდებით

ვერ წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებ.

სტუმარი ლელა
ძალიან მომწონს. ველოდები სულმოუთქმელად.
როგირ ხდება ქულების ჩუქება არ ვიცი. თუ მასწავლი დაუნანებლად გაჩუქებ.

გენაცვალე. რომ ამბობ ეს უკვე ნიშნავს, რომ მაჩუქე.

სტუმარი nancho
როგორ გაჩუქო ქულები არ ვიცი,თუ შემიძლია ,მზად ვარ.ისტორია მომწონს ძალიან.მე,მესმის სალომეს სიყვარულის,....ეს სიყვარულია‼

გენაცვალე. უღრმესი მადლოაბ ამ სიტყვებისთვის.

duchi_duchi
ვგიჟდები უკვე გაება ჩვენი ლევანიკო მგონი ვოვ მაგარია.აი ქულები როგორ უნდა დაგირიცხო?არვიცი მასწავლეთ რა და დაგირიცხავ იქნებ შეაგროვო მოდერისთვის საკმარისი ქულები.

ახლა გადავხედე კომენტარებს და შოკში ვარ სიყვარული როდის აქეთ არის ავადმყოფობა?მესმის სალომესი და ზუსტად ეგეთი წარმომიდგენია სიყვარული ნამდვილი და წრფელი.ავტორო უბრალოდ ერთს გთხოვ აქ მაინც იყოს დაფასებული ასეთი წრფელი სიყვარული რადგან დღევანდელობაში სულ ფეხებზე კიდიათ და წრფელი სიყვარულიც აღარ არსებობს ერთეულებს თუ ექნებათ შემონახული სალომეს ნაირი სიყვარული.გააუფასურეს ეს სიტყვა ისე რომ ხომ ხედავთ ხალხს ავადმყოფობა გონიათ.

სიყვარულის თემასთან დაკავშირებით ერთნაირად ვფიქრობთ. ტინგიცა გოგოებუი არ მიყვარს და არცერთი ჩემი გმირი არ ყოფილა ასეთი.

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია საოცარი გრძნობები და ემოციებით ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

მიყვარს ეს ისტორია და მგონი ემოციურადაც საკმაოდ დატვირთულია. მადლობა, რომ მომწერე

სტუმარი ხატია
მე მომწონს შენი ისტორია და სიამოვნებით ვკითხულობ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას ფიქრობს. ვისაც არ უნდა სულ ნუ წაიკითხავს. ამის გარდა აქ კიდევ ათასობით ისტორია დევს.

შემოგევლე. არავის შეურაცხოფას არ ვაყენებ მაგრამ არც სხვას მივცემ უფლებას მლანძღოს.

სტუმარი მარი
როდის დადებ შემდეგს

უკვე ავტვირთე საყვარელო. მოდერაციას ელოდება.

 


№14 სტუმარი ეკა

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები,საოცრად წერთ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent