შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთის მოწაფე (თავი მესამე)


3-09-2021, 17:29
ავტორი lashausafrtx
ნანახია 825

წლები გადიოდა, მე კი ელვის სიწრაფით ვამარცხებდი მეტოქეებს, აღარავის ჰქონდა სურვილი ჩემთან შეხვედრის,..
რადგან საკმაოდ ძლიერად ვურტყამდი, ასე შემერქვა მეტ სახელად ქვა და რკინა... რკინის ამტანობა და ქვის დარტყმა მქონდა,
მრავალმა წელმა ჩაიარა,.. მე კი ამასობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი, ათლეტური აღნაგობის მოგრეხილი გრძელი კისრით დაჭეჭყილი ცხვირით და წვრილი აპრეხილი ულვაშები მამშვენებდა,..
მაგრამ როგორც გაირკვა ზემოდ მყოფებს სულაც არ ახარებდა ჩემი წარმატება რადგან მე მწვრთნელი არ მყავდა... ამიტომ გულს ტკენდა მატ ის ფაქტი რომ მათი სანაცნობო გამოცდილ მწვრთნელებს საყვარელი მოწაფეები გავულახე.. შურის ძიების მიზნით
ისე მომიწყვეს საქმე რომ ერთერთი ბრძოლის დროს როდესაც აშკარა უპირატესობით ვიგებდი გამარჯვებას მაინც მეტოქეს უთვლიდნენ რამაც მე გამაღიზიანა და ყბა გავუტეხე უძლიერესი დარტყმით,... მაგრამ რაუნდის დასრულების შემდეგ ჩავიდინე ეს, ამიტომ
დისკვალიფიკაცია მომცეს.. ამას არ დაჯერდნენ და ჯარში გამიწვიეს რუსეთის ცივ მხარეში.. ასე უფრო მშვიდად იქნებოდნენ ალბატ.
მე არც იქ მოვდუნებულვარ მიუხედავად იმისა რომ აუტანელ სიცივეში მიწევდა ყოფნა, გამუდმებიტ ვარჯიშობდი და ჯარისკაცები დიდ მუშტიკრივსაც ვმართავდით.. ერთერთი რუსი გიგანტი ვანია დავამარცხე სწრაფი ნოკაუტით და იქაც სახელი გავითქვი.
ჯარიდან დაბრუნებულმა მალევე მილიციაში დავიწყე მუშაობა, თავიდან მეწყვილეში გამიმართლა და ძალიან დავძმაკაცდიტ რადგან ორივენი სპორტსმენები აღმოვჩნდით გურამ სარაჯიშვილი კონტაქტური სამბისტი გახლდათ,
ერთმანეთს ისე ღმად გავუგეთ რომ ერთმანეთის ბრონი ვიყავით სახიფათო დაკავებების დროს,.. ერთი სიტყვით პროფესიონალები გავხდით.
შემდეგ მოხდა ისე რომ გურამმა გადაწყვიტა მწვრთნელად წასულიყო რუსეთში და სამსახური დაეტოვებინა,. ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ეს ფაქტი რადგან ძმებივით ვიყავით მაგრამ მისი საქმე თავად უკეთ იცოდა.
გურამის წასვლის შემდეგ მეწყვილედ ჩამისვეს გაზულუქებული სრული სიტყვით ნამდვილი ამაზრზენი ღორი... რომელსაც მორალი არ გააჩნდა საერთოდ და მხოლოდ უტვინოდ წყვეტდა საქმეებს,.. გელა სუხაშვილი
მან თავი შემაძულა არა მარტო მისი ამაზრზენი საქციელებიტ არამედ მისი საზიზღარი ისტორიებით, შაშინელება ის გახლდათ რომ მის ისტორიებს სიამაყით მიყვებოდა თუ როგორ ურებდა ტვინს ქმრიან ქალებს და როგორ ატარებდა მათთან დროს ისე მოხერხებულად რომ
ქმრებმა არაფერი იცოდნენ,.. ამაზრზენი იყო ამ ყველაფრის მოსმენა სამუშაო სათების დროს, ყოველ სმენაში ისე იქცეოდა რომ ძლივს ვიკავებდი თავს.
ერთ მორიგეობისას შეტყობინება შემოგვივიდა გარე უბნიდან,.. ადგილზე ისვლისას დაგვხვდა ახალგაზრდა ქალბატონი მისი ეტლში მყოფი ახალგაზრდა მეუღლე და აღელვებული მეზობლები, გავეცანი მდგომარეობას და აღმოჩნდა რომ მეზობლებმა მამაკაცის ყვირილის შემდეგ გადაწყვიტეს რომ გამოეძახათ მილიცია, მე დავკითხე მამაკაცი და ვცდილობ გავარკვიო თუ რა მოხდა მის სახლში.
:სახელი გვარი მამის სახელი.
:ნოდარი გამბარაშვილი მიხეილის ძე.
: ამხანაგო ნოდარი რა გახდა თქვენი ყვირილის მიზეზი? და რატომ აღმოჩნდით ძირს როდესაც მეზობლებმა შემოაღეს კარები?
:ხმაურმა განაღვიძა და შევნიშნე რომ უცნობი პიროვნება იმყოფებოდა ჩემს ბინაში, როდესაც შევეკითხე ვინ იყო ის გაუნძრევლად დადგა და შემდეგ აივნიდან გაქრა,.. მე კი დავუყვირე და შევეცადე საწოლიდან ეტლში გადავმჯდარიყავი მაგრამ ვერ მოვახერხე სიბნელეში და ძირს აღვმოვჩნდი.
:სად იმყოფებოდა ამ დროს თქვენი მეუღლე.. თამარ ქოქოშვილი?
:ჩემი მეუღლე ღამით მუშაობს აფთიაქში და მე მარტო მიწევს სახლში დარჩენა ღამით.
:აქამდის შეგინიშნავთ უცხო პირვონება თქვენს სახლში?
:არა არასოდეს.
ნოდარის დაკითხვის შემდეგ სამზარეულოში გავედი რადგან დამეკითხა მისი მეუღლე თამარი,.. მაგრამ ოი საოცრებავ ეს უკვე ჩემმა მეწყვილემ გელამ ითავა, თანაც ამას ისე ახრხებს რომ რომ შეხედოთ პაემანზე გეგონებათ, მის ღლიცინს ჩემი ჩახველება დაერთო და ირონიით გამომხედა.
:აბა რაშია საქმე?
:არაფერი უფროსო დაზარალებულს გავესაუბრე...
: მერე რა გაიგე ახალი?
:ჯერ ჯერობით არაფერი განსაკუთრებული, ვატყობ კვლავ მომიწევს სტუმრობა რომ დავიცვა ეს მშვენიერება,...
:ჭკუაზე მოდი უმცროსო სუხაშვილო! ღლიცინის დრო არ არის როგორც მილიციელს შეეფერება ისე მოიქეცი!
:ნუ ღელავთ უფროსო იმედებს არ გავუცრუებ არავის..
ისე იროონიით მიპასუხა და თვალიც ისე ჩამიკრა დიდი სიამოვნებით გავაცლიდი სახეს.. მაგრამ კვლავ შევიკავე თავი და მანაც ახლო მანძილზე გაიარა ისე რომ მუცლით ოდნავ შემეჯახა და თან თვალებში მიყურებდა.
ეს საქმე საგამოძიებო სამსახურს გადაეცა და ჩვენც განვაგრძეთ ჩვენი საქმის კეთება ანუ პატრულირება...
მაგრამ ყოველი სმენა ჩემთვის ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო რადგან მიწევდა ამ გასიებულის ატანა, იმდენად თავხედი იყო რომ ყოველ მორიგეობაზე მენთავისუფლებოდა რამოდენიმე საათით და იმიზეზებდა ხან სუფრას ხან ახლობლის საავადმყოფოში დაწვენას ხან რას ხან რას,..
ზოგჯერ რამედენიმე საათში ბრუნდებოდა ზოგჯერ საერთოდ იკარგებოდა,.. ხან რას იმიზეზებდა ხან რას. სიმართლე გითხრათ მის გარეშე ბევრად უკეთესად ვმუშაობდი მაგრამ, ეს რომ ზედამხედველობას გაეგო კარგი დღე არც მე დამადგებოდა, ამიტომ ერთ დღეს დავისვი და მკაცრად გავაფრთხილე რომ არსად აღარ წასულიყო, მანაც თითქოს დამიძერა.
მაგრამ ერთ ერთ მორიგეობის დროს.. მუხლ მოდრეკილი მევედრებოდა რომ სულ რაღაც ნახევარი საათით უნდა წასულიყო ბიძაშვილი გარდამეცვალა და აუცილებლად უნდა წავიდეო,.. რაღას ვიზავდი გავუშვი და დავრჩი კვლავ მარტო.
ნახევარი დღე გავიდა ის კი ჯერ არ დაბრუნებულა, ვცოფდები მაგრამ რა აზრი აქვს,.. დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა აღელვებული და აფორიაქებული, ბოდიში მიხადა დაგვიანებისთვის.. შემდეგ ჩაეხეთქა მანქანის სავარძელში და ღორივით მიიძინა.
სამორიგეოში მომიწია მომესმინა თუ როგორ ელაპარაკებოდა უცნობ ადამიანს ტელეფონით რაღა თქმა უნდა ქალბატონს და ამაზრზენი საუბარი ჰქონდათ გაჩაღებული.. შემდეგ კვლავ წავიდა და მარტო დავრჩი სმენაში, მეტის მოთმენას არ ვაპირებდი დაბრუნებულს აუცილებლად მკაცრად ვაპირებდი დალაპარაკებას, წინასწარ ვგეგმავდი როგორ უნდა მემოქმედა, ამასობაში კი გამოძახება დამემთხვა კვლავ იმ ბინიდან...
რაღა თქმა უნდა ადგილზე მივედი ამჯერად მარტო, ავირბინე კიბეზე და ბინაში შესულს კვლავ ძირს დამხვა აღელვებილი ნოდარი რომელიც მიმტკიცებდა რომ მისი ოქროულობა და ფული ბინაში აღარ იყო,.. სასწრაფოდ დავიწყე მისი მეუღლის ძებნა მივედი იმ ადგილას სადაც მისი სამსახური მეგულებოდა ღამის 3 საათზე აფთიაქში და ვიკითხე სად იმყოფებოდა თამარ ქოქოშვილი,.. მათ განმიცხადეს რომ ასეთი მათთან არავინ მუშაობდა, ამ ფაქტმა დამაეჭვა და შემდეგ მიმახვედრა...
განრისხებული მივარდი ჩემი მეწყვილის სახლში შევანგრიე მხრით ბინის კარები და რას ვხედავ ჩემი ეჭვი გამართლდა, ეს ღორი და თამარი ერთად წვანან საწოლში... იმ წამსვე ვეცი მხეცივით გელას წამოვაგდე საწოლიდან და ისეთი ძლიერი დარტყმები მივაყენე სახესა და წელის არეში რომ მოწყვეტით დაეცა ამას დაერთო თამარის განწირული კივილი მე კი არ გავჩერებულვარ ძირს დანარცხებულ გელას იმდენი ძლიერი დარტყმა მივაყენე სახის არეში მანამ ვურტყი სანამ არ დავინახე რომ დარტყმებზე არანაირი რეაქცია აღარ ჰქონდა და სახე სულ სისხლში ჰქონდა ამოსვრილი.
რაღათქმა უნდა იმ დღესვე დამაკავეეს, გელას გონზე მოყვანის შემდეგ აღმოჩნდა რომ ის თავის თავს აღარ ჰგავდა და ბავშვივით იქცეოდა,.. თამარი და მისი მეორე საყვარელი კი დააკავეს იმიტომ რომ საბრალო განსხვავებულ უნარიან მამაკაცს მის ქონებას პარავდა თამარის დახმარებით ეს ქალბატონი ეგრედ წოდებული ნაკოლის მიმცემი გახლდათ,.. მე მოვახერხე ამ ადამიანის ცხოვრებას ნათელი მოვფინე და გავანთავისუფლე ტირანი ცოლისგან და მის მრავალ საყვარლებისგან რომლებიც ცოლის დახმარებით ცინცლავდნენ ქონებას.
მე კ 10 წლი მომისაჯეს. 80იანი წლები სულ ციხეში გავატარე 89წელს მშობლები 9აპრილის ტრაგედიას ემსხვერპლნენ ჩემმა ძმამ კი ბინა გაყიდა ნაწილი მე დამიტოვა და თავად ქვეყანა დატოვა, ციხიდან გამოსულს მეყო თანხა იმისათვის რომ იტალიური ეზოს ერთი ოთახი მექირავა, მაგრამ ოთახის პატრონი შუა ხნის ასაკის ირინა გახლდათ მარტოხელა ქალბატონი რომელიც მოინუსხა ჩემი დაკუნთული აღნაგობით, მეც როგორც ციხიდან ახალმა გამოსულმა დამშეულმა ვიკადრე უკადრებელი და 3თვის ქირა არ გადამახდევინა შემდეგზე კი სხვა დროს შევთანხმდით ფული კი ფულად დამრჩა მანამ სანამ სამსახურს დავიწყებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent