შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 2


3-09-2021, 21:42
ავტორი გაზაფხული
ნანახია 952

***
მეჯლისის ბიჭთან საუბრის შემდეგ სამი თვე რომ გავიდა, გულსა და ტვინში პატარა ჭრიჭინები შემომიჩნდენ, რომლებიც ტბასთან მისვლას მაიძულებდნენ. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ტბასთან მივსულიყავი, თუმცა მხოლოდ იმის სანახავად, მივიდოდა თუ არა ის. მწვანე ტბას ერთი მხრიდან ტყე ესაზღვრებოდა და მეც ჩუმ-ჩუმად ამ გზით დავიწყე სვლა.
-ვიცოდი, რომ აქ მოხვიდოდი - შორიდან ხმა მომესმა, ისევ ის ახლადდაბოხებული ხმა. ირგვლივ მიმოვიხედე, შიშისგან ოდნავ გამცრა კიდეც ტანში, ის კი კვლავ საიდუმლო ადგილიდან მესაუბრებოდა - ვიცოდი, რომ პირისპირ ნახვას არ მოინდომებდი, შეამოწმებდი მე თუ მოვიდოდი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდი გადაწყვეტილებას დამენახებოდი თუ არა, მე კი კარგად ვიცნობ ქალებს, თან შენისთანა ქალებს.
-და როგორი ქალი ვარ მე? - გაბრაზებული და თან ნაწყენი ტონით დავიყვირე ტყის ყველა მხარეს.
-თავნება - ხის ტოტიდან ჩამოხტა მეჯლისის ბიჭი და ჩემ წინ გაჩნა - სულ შენზე ვფიქრობდი- გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა. უეცრად მუცელში რაღაც ძალიან მეტკინა, თითქოს ყველა ნაწლავი ერთდროულად გადამიგრიხეს, თვალებში პაწაწინა ვარსკვლავები წამოვიდნენ და დედამიწაც ოდნავ შეირყა - შენც ხომ ფიქრობდი ჩემზე?
-ვფიქრობდი, მაგრამ ეს სულაც არ მომწონს.
-და რატომ? ნუთუ არის სიყვარულზე მეტად რაიმე ლამაზი და სათუთი გრძნობა ამ ქვეყნად.
-მე ჯერ არ მიყვარხარ!
-მართალი ხარ, ჯერ არ გიყვარვარ, მაგრამ მალე, ძალიან მალე შემიყვარებ - კიდევ ერთხელ მაკოცა და კიდევ ერთხელ დატრიალდა ჩემს მუცელში ყველა ნაწლავი, კიდევ ერთხელ მოფრინდნენ თვალებში ვარსკვლავები და კიდევ ერთხელ შეირყა დედამიწა.
-რატომ ხარ ასეთი თავდაჯერებული? შენ ხომ ჩემი სახელიც არ იცი? - კოცნით შემთვრალი თემის შეცვლას არც კი ვფიქრობდი, მეტიც, მინდოდა პირველად ეკოცნა ვიღაცას ჩემთვის, მინდოდა მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს შეხებოდა.
-ელიზაბეტ ვუდი, თექვსმეტი წლის. დედა მასწავლებელი, მამა ინჟინერი. და ან ძმა არ გყავს. კიდევ გავაგრძელო თუ დანარჩენს თავად მომიყვები? - კიდევ ერთი კოცნა, კიდევ ერთი თავბრუსდახვევა.
-მე კიდე შენზე არაფერი ვიცი, მხოლოდ ის, რომ ვიღაც მანიაკი ხარ და აქ, ტყეში შემომიტყუე.
-მაშინ იკივლე, უკვე სამჯერ გაკოცე, შენ კი წინააღმდეგობა არ გაგიწევია, აი ჩემი ლოყა და შეგიძლია სამაგიერო გადამიხადო, გამარტყი, თუკი ფიქრობ, რომ ტყეში მე შემოგიტყუე და შენი სიცოცხლე საფრთხეშია - სასიამოვნოდ გაპარსული ლოყა ჩემთან ახლოს მოიტანა. ისევ მომინდა მუცელში ნაწლავების გადაგრეხვა, თვალები დავხუჭე და ლოყაზე ტუჩებით მივეწებე - ხომ ხედავ, უკვე შეგიყვარდი - წელზე ხელები ნაზად შემომხვია და როცა დარწმუნდა, რომ გაქცევას არ ვაპირებდი ყელში ნაზად მომიალერსა ცხელი ბაგით და ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა - ჰენრი ბლექი, ეს მე ვარ, შენი მომავალი მეუღლე.
***
მანქანა გაჩერდა.
-ძალიან დავიღალე - გაიზმორა ჯო - დროა ნიკმა შემცვალოს.
-უკვე ძალიან ახლოს ვართ, ბიჭებო. სულ მალე პირველ ქალაქში მივალთ, ჩემი გამოთვლით ოც წუთში უკვე იქ უნდა ვიყოთ.
-იქ რას ვაპირებთ? - საჭის სამართავად გაემზადა ნიკი.
-ორი-სამი დღე გავჩერდეთ, დავისვენოთ და კვლავ გზას გავუდგეთ, ხომ იცით რატომაც მივდივართ? დიდ ქალაქში საცხოვრებლად უნდა გადავიდეთ, რადგან მხოლოდ ის შეძლებს ჩვენი სურვილებისა და ოცნებების ასრულებას. ჯო ოცნებას აიხდენს და როიალზე დაუკრავს ერთ-ერთ ბარში, მე მასწავლებლად დავიწყებ მუშაობას, შენ კი მაღაზიას გახსნი.
-რა დიდებულად ჟღერს არა? - ფაქტობრივად სიზმრიდან გამოგვძახა ჯომ - პა რა რა რა..რა..რა.. გესმით ხომ თქვენც?
მე და ნიკმა გულიანად გავიცინეთ და გზას გავხედეთ.
-ისევ გტკივა გული? - შემეკითხა ნიკი უჩვეულო სერიოზულობით.
-ალბათ - ვუპასუხე და ფანჯარაში გავიხედე.
***
-ელიზაბეტ, ამ ქალაქში მინდა გადმოსვლა, შენები წინააღმდეგი ხომ იქნებიან? - ჰენრი ყოველთვის ბევრს ფიქრობდა ჩვენს მომავალზე.
-არა, მათზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვე. დედა ამბობდა როგორი ზრდილი და განათლებული ბიჭია, ეტყობა კარგი დედა ჰყავდაო. მამამ კი ის სასმელი შეაქო შენ, რომ გადაეცი საჩუქრად, თქვა ეს ძალიან მამაკაცური ჟესტია და კარგ მამაკაცს კარგი გართხილება სჭირდებაო.
-და შენ? შენ რას ფიქრობ ჩემზე?
-მე ვფიქრობ, რომ შენ საუკეთესო მამაკაცი ხარ.
-ყველა ოცნებას ავიხდენთ, არა? - ჩემი ხელი მის ხელებში მოაქცია და მაკოცა - სასახლეში უნდა გაცხოვრო, ყველაზე ლამაზ და დიდ სასახლეში, ჩემო დედოფალო.
-მე მინდა ორი შვილი გვყავდეს, ბიჭი და გოგო. ბიჭი შენსავით სიმპათიური, დახვეწილი და გონებამახვილი იქნება, გოგონა კი ჩემსავით პრინცესული. მათ ყველაზე დიდ სითბოს და სიყვარულს მივცემთ, მაგრამ ხომ იცი - მოვიწყინე - ჯერ ერთი წელი უნდა დამელოდო.
-ერთი წელი კი არა, საუკუნე დაგელოდები, ელი.
მამაჩემი ჩემი გათხოვების წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა, თუმცა დედას ყოველთვის ეუბნებოდა -მერი, ჩვენი გოგო ჩვიდმეტ წლამდე არ უნდა გათხოვდეს, ამიტომ მეჯლისზე მანამდე წაყვანა არ გაბედოო - თუმცა მე და დედამ შეთქმულება მაინც მოვაწყვეთ და თექვსმეტი წლის ასაკში მეჯლისზე გავიპარე.
-მე ძალიან მომწონს ჰენრი - ამბობდა დედა - დეიდის ქმარმა, ჩვენმა პიტერმა, ჰენრის მაღაზია აჩუქა. ქუჩის ბოლოს, რომ ბურღულეულის მაღაზიაა სწორედ ის. ასევე, წისქვილთა ქალაქში დიდი სახლი ჰქონია, ახლა მისი გაყიდვა მოუნდომებია და ჩვენთან, ტბების ქალაქში გადმოსვლა ჰქონია გულში. აქ იმდენი თავხედი დედაკაცია, შეიძლება ვინმემ თავისი შვილი სულ ძალის ძალით მოაყვავინონს ცოლად, ამიტომ რადგან ელიზაბეტიც თანახმაა ეს ამბავი არ უნდა გადავდოთ.
-გეყოფა, მერი! - ფეხზე წამოიჭრა მამა - თუკი საქმეში სიყვარული ურევია, მაშინ აქ რამოდენიმე თვე რა მოსატანია? გახდება ჩვენი გოგო ჩვიდმეტი წლის და წაიყვანოს მერე, ნუთუ ასეთი რთულია ლოდინი.
-დედა, მამა - ჩუმად ჩავილაპარაკე - ჰენრი დამელოდება. ამაზე ჩხუბი და დავა არ გინდათ. ქალაქის ცენტრში, ჩვენს კოშკთან ახლოს აქვს ერთი სახლი შეთვალიერებული. იყიდის, ცოტას შეაკეთებს და ამ დროში ჩემი დაბადების დღეც მოვა.
-შეხედე, მერი, ჩვენი გოგო უკვე გაიზარდა - ორივემ გულში ჩამიკრეს და ერთდროულად ავქვითინდით.
***
-მოვედით, ალელუიაა - წამოიყვირა ნიკმა - ესეც წვიმის ქალაქი.
ჩვენს მხარეში ყველა ქალაქს სახელი რაიმე გამორჩეული ნიშნის გამო აქვს შერჩეული. იმ ქალაქში, სადაც მაშინ შევაბიჯეთ წვიმის ქალაქი ჰქვია. აქ წელიწადის სამ დროს წვიმს, ერთ სეზონზე კი მხოლოდ ღრუბელია ცაზე გამეფებული და ნაცრისფრად დაჰყურებს პატარა ნაცრისფერ სახლებს. ამ ქალაქში ყველა შეჩვეულია ამ რეალობას და თავად ხალხიც კი დაღვრემილი, მუქ ტონებში ჩაცმული დადის. ეს ქალაქი ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ღარიბი მხარე, რადგან მუდმივი წვიმების გამო რთულია მოსავლის მიღება. ამ ქალაქში ხშირად შეხვდებით ფეხსაცმლის მკერავებს, ტყავის ოსტატებს, ვეტერინარებს, ანუ ისეთი პროფესიის წარმომადგენლებს, რომელთაც წვიმა ხელს არ უშლით საკუთარ საქმიანობაში.
სასტუმროდ ერთი მეწაღეთა ოჯახი შევარჩიეთ. მანქანიდან გადასულ ორ მამაკაცსა და ერთ ქალბატონზე სახეზე გამომეტყველება ეცვალათ. ამას ველოდით, ამიტომ შეთხზული ისტორია სამივემ ზეპირად შევისისხლხორცეთ. ვახშმად მიწვეულები სანთლის შუქზე დაგვსვეს. გრძელი, ხის მაგიდის თავში ოჯახის უფროსი - მამასახლისი იჯდა, მარჯვნივ მეუღლე უმშვენებდა გვერდს, მარცხენა მხარეს კი ჩვენ ვისხედით. მამასახლისის თავზე ეკიდა დათვის თავის ფიტული, ხოლო ფეხებთან ალბათ ამავე დათვის ხალიჩა ჰქონდა გაგებული.
-აქ რამ ჩამოგიყვანათ? - კითხვა შეგვაპარა დიასახლისმა.
-დედის სანახავად ვიყავით - ჯომ ჩვენ მიერ შეთხზული ისტორიის მოყოლა დაიწყო - აქვე თქვენს მეზობელ ქალაქში ცხოვრობს, მოსავლის აღებისას ფეხი გადაბრუნებია და მოსტყდა, საწყალს. მამაჩვენიც დაუძლურებულია, ვერ შეძლებდა მის მოვლას და გადავწყვიტეთ ჩავსულიყავით, ახლა კი უკანა გზაზე მივდივართ.
-ჯანმრთელობას ვუსურვებთ, მალე მომჯობინდეს - ჩაიბურდღუნა მამასახლისმა და სავახშმოდ მოემზადა. იდაყვები მაგიდას დააწყო, თითები გადააჯვარედინა და სალოცავად მოემზადა. ჩვენც პატივისცემის გამოხატვისთვის ხელები მსგავსად დავიდეთ და ჩუმად გაურკვეველი სიტყვების ლუღლუღი დავიწყეთ.
-გადაიღეთ, ძალიან გთხოვთ - ხორცის წვნიანი მოგვაწოდა დიასახლისმა.
-ძალიან დიდი მადლობლები ვართ, ქალბატონო - დიალოგში ჩავერთე მეც - თქვენგან ძალიან კეთილი ჟესტია ეს. გაჭირვების დროს ადამიანების თქვენს სახლში შეფარება და ასეთი გემრიელი კერძებით გამასპინძლება დიდი სიკეთეა. ღმერთი აუცილებლად ხედავს ამას.
-გაიხარეთ შვილებო, ასეთი ამბავი შეგმთხვევიათ, გინერვიულებიათ, ამხელა გზაზე წამოსულხართ და საჭმლითაც არ გაგიმასპინძლდეთ? თქვენი საძინებელი ზემოთა სართულზეა, იქვეა აბაზანა, წყალს ახლავე გაგიცხელებთ და ზემოთ აგვატანინონ ბიჭებმა. მოისვენეთ და ხვალ როცა გენებოთ მაშინ დაგვტოვეთ.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

საინტერესოა და მომწონს. სულ სხვა სამყარო იშლება თვალწინ. მხოლოდ თავები არ მყოფნის, ძალიან პატარებია. ნეტავ ჰარის რა დაემართა და რატომ არ შედგა ამათი ბედნიერება? სულმოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ქეთა
საინტერესოა და მომწონს. სულ სხვა სამყარო იშლება თვალწინ. მხოლოდ თავები არ მყოფნის, ძალიან პატარებია. ნეტავ ჰარის რა დაემართა და რატომ არ შედგა ამათი ბედნიერება? სულმოუთმენლად ველოდები ახალ თავს

უკვე გაგზავნილი მაქვს ახალი თავი, ხვალ უკვე დაიდება წესით. ყველაფერს მალე აეხდება ფარდა და კიდევ უფრო საოცარი ისტორია დაიწყება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent