შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი, ბავშვობის სიყვარული 6


4-09-2021, 16:53
ავტორი gabi du
ნანახია 2 663

ზღურბლთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემი საყვარელი ლურჟი მზერა შემეფეთა. ბევრად ღრმა და სევდიანი, რატომღაც. დამზაფრა, მაგრამ მასთან თავის დახრას არ ვაპირებდი.
- რამ შეგაწუხა? - მისალმების გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადავედი. თან ისე დავდექი, რომ სახლში არ შემომეშვა.
- ჩემი გეშინია თუ, საკუთარი თავის სალომე? - ნაგლად გამიღიმა და გვერდით გამწია. რომ გავაანალიზე, რაც იგულისხმა მისი მოკვლა მომინდა.
- საკუთარი თავის. რაგან მეშინია არ შემომაკვდე. - თვალი თვალში გავუყარე. მან, როგორც ყოველთვის ცინიკურად გამიღიმა და უკითხავად ჩაეშვა სავარძელში.
- ლევან, ჭკუიდან ნუ მშლი. - ვხვდებოდი, ისტერიკა მეწყებოდა. - რა გინდა აქ?
- დამშვიდდი, რა კლიმაქსიანი ქალივით იქცევი. რახან მოვედი, აგიხსნი კიდეც. უბრალოდ ასეთ დახვედრას არ მოველოდი. ვიფიქრე სანთლებით და რამე-რუმეებით დამხვდებოდი.
- ლევან! - ვიკივლე უკვე წყობიდან გამოსულმა. კართან მივაჭერი და ფართოდ გამოვაღე. - ახლავე წადი აქედან. - არ ვიცი, რა გამომეტყველება მქონდა, მაგრამ ცინიკური ღიმილი სახიდან გაუქრა. ორ წუთში ჩემთან გაჩნდა. მაჯაში ფრთხილად მომკიდა ხელი. კარი დახურა, გასაღებით ჩაკეტა და მისაღებისკენ წავიდა. მეც თან გამიყოლა რა თქმა უნდა. ამჯერად, სავარძელს გვერდი აუარა და დივანზე მოკალათდა, მეც გვერდზე მომისვა. ერთხანს თვალებსი მიყურა, შემდეგ კი ხმადაბლა მკითხა.
- რა იცი?
- ვერ ჩავწვდი კითხვის არსს. - თავი მოვიკატუნე.
- სალომე! - ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად წარმოთქვა ჩემი სახელი.
- რა მნიშვნელობა აქვს რა ვიცი? რას ვფიქრობ, ან, რა წარმოდგენა მექნება შენზე? შენთვის ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს? - მაინც ვერ მოვითმინე და სხაპასხუპით მივაყარე.
- ის, რომ არ მიყვარხარ არ ნიშნავს - შენი აზრი არ მაინტერესებდეს. - უტიფრად მომახალა. როგორ მინდოდა ის ლამაზი თვალები ამომეთხარა.
- ის, რომ მიყვარხარ არ ნიშნავს შენი ბნელი წარსული და აწმყო მაინტერესებს. - არც მე დავაკელი. რაღაცნაირად გაიცინა. რომ ვერ ავხსნი ისე ლამაზად.
- არ გინდა სალომე. - მითხრა სევდიანად და ხელის ზურგი ლოყაზე ჩამომაყოლა. კანს შიგნიდან დამბურძგლა. მაგრამ არ შევიმჩნიე.
- რა არ მინდა ლევან? - თვალი თვალში გავუყარე.
- ასე ნუ იქცევი. იცოდე შენივე ინტერტესშია არ შემიყვარდე. თორემ ჩემი თუ, დაგარქვი მშვიდად ცხოვრებას ვეღარ შეძლებ.
- გგონია ამ სიტყვებით თავბრუს დამახვევ? როგორც არ უნდა მიყვარდე შენი მონა არ ვიქნები. გინდა გაიგო რა გავიგე? გავიგე, რომ ,,ვორ ზაკონე“ გამხდარქარ. ქურდული სამყაროს ,,პრინცი“ ახლა ,,მეფობისთვის“ ემზადები. სულ არ მაინტერესებს შენი ქურდული სამყარო და კანონები. ჩემთვის უბრალოდ ლევან ადამაშვილი ხარ, რომელიც ბავშვობასი უპირობოდ შევიყვარე. ყოველთვის ვიცოდი, რომ ,,შავი“ იყავი. გინდ ქურდი იყავი, გინდ პლიციელი, მინისტრი, პიანისტი, მაკიარი... ამას არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. იმიტომ, რომ შენი პიროვნების იქით არაფერი მაინტერესებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენს დაკრულზე ვიცეკვებ. - უტეხად ვუყურებდი თვალებში და ჯიუტად არ ვიმჩევდი მის ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილს.
- ყოველთვის მეგონა, რომ ეს სიყვარული შენი სისუსტე იყო. როგორ ჩანს შევცდი. - მიღიმოდა ის.
- მე, შენ არასდროს მიცნობდი. - წყენა იგრძნობოდა ჩემს ხმაში.
- ისევ ვკამათობთ. მე კი, აქ სხვა რამითვის მოვედი. - ხმა დაუსერიოზულდა მას. - მართალია, რომ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ. ბავშვობიდან გარკვეული იყო, რომ მე, ამ გზას გავყვებოდი. დეტალების მოყოლას არ ვაპირებ. ისიც მიკვირს ახლა რასაც გიყვები რატომ ვაკეთებ, მაგრამ მინდა ჩემგან იცოდე. ჩემს გამო არა, შენს გამო. არ მინდა იმედები გაგიცრუვდეს და ინანო ამდენი წლის სიყვარული... ჩემთან ყველაფერი სხვანაირადაა... რთულად... მე არ ვიცი როდის რა მომელის. როდის სად მომიწევს წასვლა და ჩემთვის საყვარელს ადამიანებს რა საფრთხეს შევუქმნი. არ გეტყვი, რომ ბავშვობიდან მიყვარხარ. რომც გითხრა, არ ხარ სულელი, რომ ეს დამიჯერო. არც ახლა მიყვარხარ, მაგრამ... მაგრამ შენი აზრი მნიშვნელოვანია. სიგიჟემდე მინდა, რომ არ შემიძულო. - საოცრად სევდიანი ჰქონდა ხმა და უფრო სევდიანი იყო მისი თვალები.
- ლევან იცი, აღიარებ თუ არა ამას მნიშველობა არა აქვს. შენი მონოლოგი ძალიან ჰგავს სიყვარულის ახსნას. მე, ფაიფურის არ ვარ. თავის დაცვა შემიძლია. ასე, რომ როდესაც საკუთარ თავში გაერკვევი ჩემგან რა გინდა იდიოტური შიშების გამო ნურც მე დამტანჯავ და ნურც საკუთარ თავს. ახლა კი, მართლა მეტისმეტი იყო ერთი დღისთვის ამდენი ემოცია. თუ არ გეწყინება მარტო დამტოვე. - არც კი ვიცი, საიდან მქონდა ამდენი სითამამე. შინაგანად ვდუღდი და ვცახცახებდი. თუმცა დავიფიცებ გარეგნულად არაფერი შემტყობია. უხმოდ ადგა და წავიდა. უკვე დახურულ კარს ზურგით მივეყრდენი და ავტირდი. ოღონდ არ ვიცი რას ვტიროდი. ჩემს თუ მის თავს.
ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. სამსახურშიც დატვირთული გრაფიკი მქონდა. არაბ ინვესტორებთან მომიწია თარჯიმნად მემუშავა. ისინი ნავთობის იმპორტით იყვნენ დაკავებული ჩვენს ქვეყანაში. ერთ დღეს გერმანულის თარჯიმანიც დაფგვჭირდა. მე, არ ვიცოდი. ფირმაშიც ყველა დაკავებული იყო. ნიაკოს ვთხოვე გამომყოლოდა და კარგადაც გადაუხდიდნენ. ისიც დამთანხმდა. ახალგაზრდა ინვესტორებთან მოგვიწია თითქმის მთელი თვის გატარებამ. ნიაკო აღფრთოვანებული იყო. მოლაპარაკებები ბათუმში მიმდინარეობდა და ყოველ საღამოს თავისუფლები ვიყავით. ხან სანაპიროზე ვსეირნობდით. ხანაც კაფეში ვსხდებოდით. თბილისში კარგა გვარიანად გარუჯულები დავბრუნდით. მეორე დღესვე შეიკრიბნენ მეგობრები ჩვენთან. ბიჭებმა მწვადები ამოიტანეს. მოკლედ სუფრა გაიშალა მამა-პაპური. თეკლეს ველოდებოდით. რამდენჯერმე დავურეკეთ, მაგრამ არ გვიპასუხა. მერე, როგორღაც დაუკავშიდა ნიაკო.
- გოგო სად ხარ? ბავშვები ვართ სალომესთნ, გელოდებით.
- ვერ ვახერხებ ნი, ხვალ ჯანო მიფრინავს და პატარა სუფრას ვგეგმავდით ვიფიქრე აქეთ გამოხვიდოდით. - ნიაკომ მარიშკას გადახედა.
- ბარემ, სუფრა გაშლილია და აქეთ გამოსულიყავით. არ გინდა?
- ვეტყვი აბა ბიჭებს. - თქვა თეკლემ და გაუთიშა.
- რა მოხდა? - დაჯდაომა არ აცალა ნუცამ.
- ჯანო, მიფრინავს თურმე, ხვალ და გაცილება გვინდოდა გაგვეკეთებინა და აქეთ გელოდებოდითო. მე კი, რახან სუფრა უკვე გაშლილი გვქონდა აქეთ დავპატიჟე. - მხრები აიჩეჩა ნიაკომ. მარიშკას აშკარად არ ესიამოვნა მოსმენილი. მეც, შევწუხდი მის გამო. ცოტა ხანში კარებზე ხმაური ატყდა. გასაღებად გოგა წავიდა. მალევე შემოლაგდნენ თეკლე, ლაშა, კატო, ჯანო, ლევანი და კიდევ ვიღაც ძალიან ლამაზი გოგო. თითქმის თვეზე მეტი იყო ადამაშვილი არ მენახა. გულმა ბაგა-ბუგი ატეხა და კიდურები დამიბუჟდა, როგორც ყოველთვის. მალევე მივიპატიჟეთ სუფრასთან და თამადობა ისევ და ისევ ლაშამ იკისრა.
- ეს ლამაზი გოგონა ნათიაა, ლევანის შეყვარებული და დღეიდან ჩვენი სამეგობროს წევრიც. - მანვე გაგვაცნო სტუმარი. ლაშა ერთადერთი იყო ამ სუფრასთან ვისაც, ჩემი გრძნობების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა. ასე, რომ ასე პომპეზურად გამოცხადებაც ეპატიებოდა. ირგვლივ, სიჩუმემ დაისადგურა. მე, მერჩივნა იქვე მიწა გამსკდომოდა, მაგრამ რას გავაწყობდი. ახლა ჩემი მოწყენა , ყველას გაბრაზებას გამოიწვევდა და არ მინდოდა უსიამოვნების მიზეზი გავმხარიყავი.
- სასიამოვნოა. მე, სალომე ვარ. - პირველმა მე გავუწოდე ხელი. - ვინ იცის რად დამიჯდა ეს სიმშვიდე. მაგრამ კარებზე ზარმა მიშველა. იმ წუთას ჭამოვფრიდა და გულში ვლოცავდი ვინც არ უნდა ყოფილიყო. გაოცება ჯერ კიდევ წინ, მელოდა როდესაც კურიერმა თითქმის ყველანაირი ყვავილებისგან შეკრული ბარათი მომაჩეჩა ხელში.
- ნამდვილად ჩემია? ხომ არ გეშლებათ? - ჩავეკითხე.
- თუ ეს, ჯიქიას 54ა -ა, მეცხრე კორპუსი მეორე სადარბაზო და ბინა 27 ნამდვილად თქვენია. - ჩამირაკრაკა ჩემი მისამართი და ღიმილით მომშორდა.
- სად, ვინ არის? - ბაღაშავილი გამომყოლია. - ვაა? უყურე შენ? უქმად არ დაგიკარგავს დრო. ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა გოგო? - აღფრთოვანებული იყოი ის. - ნახე ბარათიც ახლავს თან. სასწრაფოდ ამართვა ხელიდან გოგამ და ხმამაღლა წაიკითხა:
- ,, თითქმის ყველა ყვავილი მოვაქუჩე, მაგრამ შენს სილამაზესთან აბა რას მოვა? „ - საოცრად ბანალური იყო ტექსტი. ლამის გული ამერია. ადამაშვილის ქალთან ერთად ნახვა არ მწყენია ისე, როგორც ეს ყვავილები. თითქოს, შეურაწყოფა მომაყენეს. გონებაში არასოდეს მომსვლია აზრად, რომ ვინმეს მოვეწონებოდი. არავისთვის მიმიცია იმის საბაბი, რომ რამის იმედი ჰქონოდა. ახლა კი, თავს დამცირებულად ვგრძნობდი. წარმოდგენა არ მაქვს რატომ მქონდა ასეთი რეაქცია. ბავშვები სასიამოვნოდ გაოცებულები იყვნენ. დღემდე გონებიდან არ ამომდის ლევანის წაშლილი სახე. მან იცოდა, რომ მე, იაფფასიან ხრიკებს არ მივმართავდი. არც გულის გადასაყოლებლად გავაბამდი ურთიერთობას ვინმესთან და მითუმეტეს არც მის ეჭვიანობას შევეცდებოდი ამ ბინძური ხერხით. რახან ეს ყვავილები და ბარათი არსებობდა, ესეიგი არდებობდა კონკრეტული ადამიანიც, რომელიც ეცდებოდა ჩემი გული მოეგო.




დიდი მადლობა ისევ და ისევ თქვენ. ლელა1306 უღრმესი მადლობა ქულებისთვის
. ,,კოალა“ მადლობა, საჩუქრებისთვის. ძალიან გამაბედნიერეთ. უზომოდ მიყვარხართ ყველა ჩემი გულშემატკივარი.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ღმერთო როგორ შემეცოდა სალომე ,იმაზე საშინელი არაფერია შენს საყვარელ ადამიანს სხვასთან რომ ხედავ ,გამიხარდა ლევანის წაშლილი სახე ,იმედია მუშტსაც მიიღებს გამოსაფხიზლებელს და მოვა ჭკუაზე : ((

 


№2  offline წევრი ნანა73

ამაღელვა ამ ისტორიამ და მე ვგიჟდები როცა კითხვა მაძლევს ამ ემოციას.
სრულიად შემთხვევით გადავხედე ამ თავს და თავიდან დავიწყე.
თითქმის არ გიცნობთ, ( ვკითხულობდი ერთ ისტორიას მახსოვს) მაგრამ ზუსტად ვიცი ყველა მომდევნოს დაველოდები და სიამოვნებით წავიკითხავ.
წარმატებებს გისურვებთ!

❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ანუ

ლევანის წაშლილი სახე იყო ამ თავის მთლიანი ემოცია ^-^ :დ

მაგრამ ყველაზე დიდი ემოცია მაინც ეს იყო-

"- გგონია ამ სიტყვებით თავბრუს დამახვევ? როგორც არ უნდა მიყვარდე შენი მონა არ ვიქნები. გინდა გაიგო რა გავიგე? გავიგე, რომ ,,ვორ ზაკონე“ გამხდარქარ. ქურდული სამყაროს ,,პრინცი“ ახლა ,,მეფობისთვის“ ემზადები. სულ არ მაინტერესებს შენი ქურდული სამყარო და კანონები. ჩემთვის უბრალოდ ლევან ადამაშვილი ხარ, რომელიც ბავშვობასი უპირობოდ შევიყვარე. ყოველთვის ვიცოდი, რომ ,,შავი“ იყავი. გინდ ქურდი იყავი, გინდ პლიციელი, მინისტრი, პიანისტი, მაკიარი... ამას არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. იმიტომ, რომ შენი პიროვნების იქით არაფერი მაინტერესებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენს დაკრულზე ვიცეკვებ. - უტეხად ვუყურებდი თვალებში და ჯიუტად არ ვიმჩევდი მის ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილს."

ამაზე საოცრად სალომე ჯერ არ მომწონებია, ისე როგორც ამ თავში...... საოცრება იყო მისი მხრიდან წამოსული ყველა წინადადება ^-^ ძალიან მომწონს, ასე განაგრძე ^-^

ყველაფრისდა მიუხედავად ეს უცნობი თაყვანისმცემლის გამოჩენა მომწონს, არ აწყენს ჩვენ ლევანიკოს შეფუცხუნება 3:) :დ

გელი მოუთმენლაად ^-^

 


№4 სტუმარი one

isec gvefiqreba isec:ddd
mokled mec momwons da mogyvebi)))
ai aghar vwuwuneb rom ar myopnis)))
salomes gardasaxvac momwons da ravqna martalia es “ shavi” gagebis xalxi arasodes mkhiblavda , magram ubda vaghiaro levanic momwons)))
kargi khar❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

მომეწონა, თავიდან რა შთაბეჭდილებაც შემექმნა მე პირადად მასზე, არ გამართლდა და შტერი გოგო ნამდვილად არაა,თავს არავის არ დაამცირებინებს და თავის სიმაღლეზე დგას აშკარად. ლევანს რაც შეეხება, იმის მიუხედავად რომ არ უყვარს სალომე, როგორც ამბობს, დიდი სინაგლეა მასთან გოგოსთან ერთად მისვლა, ეგრეთ წოდებულ შეყვარებულთან

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთა

გუშინ ძალიან ბევრი ვიწვალე, ვერ აღვადგინე ჩემი პროფილი, იმდენი ქულები მქონდა დაგროვებული, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი მოვახერხე.
რაც შეეხება ამ თავს.... სალომემ სასიამოვნოდ გამაოცა, ლევანთან ურთიერთობის ყველაზე სწორი გზა აარჩია, ჭკვიანი გოგოა. აიიი, ლევანის წაშლილმა სახემ სიამოვნების ღიმილი მომგვარა:დდდ ასეთი მომენტები უფრო დეტალურად და ვრცლად აღწერე რაა, მთელი სიამოვნებაა.

მხოლოდ ამ ისტორიისთვის შემოვდივარ აქ. ახლა ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ავტორიც გამოჩნდა და თქვენ მიხარებთ გულს.

 


№7  offline წევრი Koala°

ძალიან საინტერესოდ განავითარეთ მოვლენები. მიყვარს ასეთი ჩახლართული ამბები. ველოდები გაგრძელებას❤️

 


№8  offline წევრი gabi du

სტუმარი gvantsa
ღმერთო როგორ შემეცოდა სალომე ,იმაზე საშინელი არაფერია შენს საყვარელ ადამიანს სხვასთან რომ ხედავ ,გამიხარდა ლევანის წაშლილი სახე ,იმედია მუშტსაც მიიღებს გამოსაფხიზლებელს და მოვა ჭკუაზე : ((

მუშტზე რა მოგახსენო, მაგრამ ნერვების მოშლას კი მიიღებს :)

ნანა73
ამაღელვა ამ ისტორიამ და მე ვგიჟდები როცა კითხვა მაძლევს ამ ემოციას.
სრულიად შემთხვევით გადავხედე ამ თავს და თავიდან დავიწყე.
თითქმის არ გიცნობთ, ( ვკითხულობდი ერთ ისტორიას მახსოვს) მაგრამ ზუსტად ვიცი ყველა მომდევნოს დაველოდები და სიამოვნებით წავიკითხავ.
წარმატებებს გისურვებთ!

❤️❤️❤️

სასიამოვნოა ამის მოსმენა. მადლობა.

ანუ
ლევანის წაშლილი სახე იყო ამ თავის მთლიანი ემოცია ^-^ :დ

მაგრამ ყველაზე დიდი ემოცია მაინც ეს იყო-

"- გგონია ამ სიტყვებით თავბრუს დამახვევ? როგორც არ უნდა მიყვარდე შენი მონა არ ვიქნები. გინდა გაიგო რა გავიგე? გავიგე, რომ ,,ვორ ზაკონე“ გამხდარქარ. ქურდული სამყაროს ,,პრინცი“ ახლა ,,მეფობისთვის“ ემზადები. სულ არ მაინტერესებს შენი ქურდული სამყარო და კანონები. ჩემთვის უბრალოდ ლევან ადამაშვილი ხარ, რომელიც ბავშვობასი უპირობოდ შევიყვარე. ყოველთვის ვიცოდი, რომ ,,შავი“ იყავი. გინდ ქურდი იყავი, გინდ პლიციელი, მინისტრი, პიანისტი, მაკიარი... ამას არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. იმიტომ, რომ შენი პიროვნების იქით არაფერი მაინტერესებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენს დაკრულზე ვიცეკვებ. - უტეხად ვუყურებდი თვალებში და ჯიუტად არ ვიმჩევდი მის ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილს."

ამაზე საოცრად სალომე ჯერ არ მომწონებია, ისე როგორც ამ თავში...... საოცრება იყო მისი მხრიდან წამოსული ყველა წინადადება ^-^ ძალიან მომწონს, ასე განაგრძე ^-^

ყველაფრისდა მიუხედავად ეს უცნობი თაყვანისმცემლის გამოჩენა მომწონს, არ აწყენს ჩვენ ლევანიკოს შეფუცხუნება 3:) :დ

გელი მოუთმენლაად ^-^

მიხარია, რომ ერთნაირად ვაზროვნებთ. უკვე ავტვირთე მომდევნო. იმის მომდევნომ კი მესინია მოლოდინები არ გაგიცრუოს.

one
isec gvefiqreba isec:ddd
mokled mec momwons da mogyvebi)))
ai aghar vwuwuneb rom ar myopnis)))
salomes gardasaxvac momwons da ravqna martalia es “ shavi” gagebis xalxi arasodes mkhiblavda , magram ubda vaghiaro levanic momwons)))
kargi khar❤️

მე კი შენ მომწონხარ საყვარელო :)

სტუმარი ანა
მომეწონა, თავიდან რა შთაბეჭდილებაც შემექმნა მე პირადად მასზე, არ გამართლდა და შტერი გოგო ნამდვილად არაა,თავს არავის არ დაამცირებინებს და თავის სიმაღლეზე დგას აშკარად. ლევანს რაც შეეხება, იმის მიუხედავად რომ არ უყვარს სალომე, როგორც ამბობს, დიდი სინაგლეა მასთან გოგოსთან ერთად მისვლა, ეგრეთ წოდებულ შეყვარებულთან

შემდგ თავში აუცილებლად დამიკომენტარე აბა. მაინტერესებს რას ფიქრობ.

სტუმარი ქეთა
გუშინ ძალიან ბევრი ვიწვალე, ვერ აღვადგინე ჩემი პროფილი, იმდენი ქულები მქონდა დაგროვებული, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი მოვახერხე.
რაც შეეხება ამ თავს.... სალომემ სასიამოვნოდ გამაოცა, ლევანთან ურთიერთობის ყველაზე სწორი გზა აარჩია, ჭკვიანი გოგოა. აიიი, ლევანის წაშლილმა სახემ სიამოვნების ღიმილი მომგვარა:დდდ ასეთი მომენტები უფრო დეტალურად და ვრცლად აღწერე რაა, მთელი სიამოვნებაა.

მხოლოდ ამ ისტორიისთვის შემოვდივარ აქ. ახლა ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ავტორიც გამოჩნდა და თქვენ მიხარებთ გულს.

საყვარელოო, როგორ მიხარიხარ ვერ წარმოიდგენ.

Koala°
ძალიან საინტერესოდ განავითარეთ მოვლენები. მიყვარს ასეთი ჩახლართული ამბები. ველოდები გაგრძელებას❤️

მინა, კიევ უფრო ჩავხლართო. :)

 


№9 სტუმარი Ineza

Dzalian sainteresod vitardeba movlenebi da sakmaod ixlarteba kidec,shemdeg nawils velodebi,gtxovt molodins dzalian nu gagviwelavt ❤????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent