შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი, ბავშვობის სიყვარული 7


5-09-2021, 16:51
ავტორი gabi du
ნანახია 2 666

მისი სახე, რომ ვნახე მომინდა ფანჯრიდან მომესროლა ეს წყეული თაიგული. ხელში ავიტაცე და მივიტანე კიდეც ღია ფანჯარასთან, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე.
- მარ, მიდი რა ჩააწყვე ლარნაკში. - ვუთხარი მშვიდად და ყვავილები ხელში მივაჩეჩე მარიშკას. ყველა გაოცებული მიყურებდა. მე კი, ვითომ არაფერი მაგიდას მივუჯექი და წვენი დავისხი.
- მეგონა გადაყრიდი. - ვეღარ მოითმინა და მითხრა ლექსომ.
- ვაპირებდი კიდეც. უბრალოდ, მერე გამახსენდა, რომ სხვის გრძნობებს, თუნდაც არასასურველს პატივი უნდა ვცე. - მხრები ავიჩეჩე. - ის, რომ ვიღაც არ გიყვარს არ ნიშნავს, რომ მისი თავმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვის უფლება გაქვს. მივხვდი, რომ მიხვდა, რაც ვიგულისხმე. თუმცა, მისკენ არც გამიხედავს. უდარდელი სახით ვიჯექი და გემრიელად ვილუკმებოდი.
- მიზანსწრაფული ვიღაც ჩანს. - აღნიშნა კატომ.
- და რომანტიკულიც. - მეოცნებე სახით დაამატა ნათიამ და რაღაცნაირი სევდიანი მზერით გადახედა ლევანს.
- ჩემს თვალში სულსწრაფი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა მხოლოდ. იმის გარკვევასაც არ მოისურვა თუ რომელი ყვავილი მიყვარდა. მისთვის მთავარი იყო, გამოეგზავნა. რაც შეეხება ყვავილების მრაველფეროვნებას აქ, მან თავის სქელ ჯიბეს გაუსვა ხაზი. თავისი ჭკუით დანმნახა, რომ მდიდარი, შეძლებული ადამიანია და ჰგონია მიყიდის. ასე, რომ ტყუილად გშურთ ჩემი. - სახტად დავტოვე ორივე.
- ასე, რატომ ფიქრობ? იქნებ იმ ადამიანისგანაა ვინც მოგწონს? - მკითხა ნათიამ. არ მინდოდდა ასე მოქცევა, მაგრამ გადავიხარხარე. თქმით არაფერი მითქვამს. მაგრამ ჩემი თქმა რა საჭირო იყო, იმდენმა ერთად წამოყო თავი.
- ჰო, აი ზუსტად ახლა ვფიქრობდი რა კარგი გემოვნება ჰქონია იმ უტიფარს-მეთქი. - ეს ნიაკო იყო.
- ნეტავ დებილი არ იყო რაა. - ეს ნუცა.
- მართლაცდა იქნებ საკმარისია სალომე? - ეს მარიშკა.
- ვინმე ცუდი პიროვნება მოგწონს? არ გიცნობ, მაგრამ ძალიან მომეწონე. ჯობია გასაშვები სისხლი უნდა დროზე გაუშვა და დაივიწყო. - ეს ნათია იყო. გამაცოფა მისმა თანაგრძნობამ. ლევანის დუმილმა. ჩემმა სიმშვიდემ გამაცოფა ყველაზე მეტად.
- ნათია, ძვირფასო. მოხარული ვარ, რომ გაგიცანი. სამეგობროში მიგიღეთ, როგორც ლევანის შეყვარებული. მაგრამ არ ნიშნავს, რომ შენც ჩვენი მეგობარი ხარ და შენგან რჩევის მიღებას ვაპირებ. დაგამშვიდებ და გეტყვი, არც ლევანია ჩვენი მეგობარი. არაფერი პირადული, უბრალოდ უცხო ხალხის თანდასწრებით ჩემი პირადულის გარჩევას არ ვაპირებ. - უცხოს განსაკუთრებით გავუსვი ხაზი. - რაც შეგებათ თქვენ ჩემო მეგობრებო კარგი იქნება, კბილების დანიშნულების ინსტრუქციას თუ გადახედავთ, ის, ხანდახან ენასაც უნდა დააჭიროთ. - საერთოდ არ ვაპირებდი კარგი გოგოს როლის თამაშს. უკვე ყელში მქონდა ყველას შეგონება. ვისაც არ ეზარებოდა ჩემზე ჭკვიანად მოჰქონდა თავი. სუფრის ყველა წევრს მოვატარე მზერა. ლაშა გაოცებული მიყურებდა. არც კატო ჩანდა სიტუაციაში გარკვეული. ჩემი გოგოები დამნაშავის სახეებით მიყურებდნენ. ლექსო საერთოდ არ მიყურებდა სივრცისთვის გაეშტერებინა თვალი და ეწეოდა. გოგა კმაყოფილი მზერა ჰქონდა, ნათია აშკარად გავაბრაზე. ლევანი? ლევანი კი... ღმერთო, როგორ მიჭირდა გამეშიფრა მის სახეზე აღბეჭდილი ემოცია.
- მართალი იყავი, აქ ნამდვილად არ ყოფილა ჩემი ადგილი. - უთხრა ნათიამ ლევანს და წამოხტა. - ლაშა, მადლობა მოწვევისთვის. მაგრამ უნდა წავიდე. მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერებას გისურვებთ, ყველა თქვენთაგანს. - ნაწყენი ხმა ჰქონდა მას და უკვე კარისკენ მიდიოდა. მივხვდი, დავაშავე. მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი. არ შემეძლო გაფრენილი სიტყვების მობრუნება. თუმცა, ვიტყუები. შემეძლო ბოდიში მომეხადა და სიტუაცია განმემუხტა, მაგრამ არ გავაკეთე. ზედმეტად მწარე იყო, ლევანისსთვის მოხვეული ხელის ყურება. იმდანდ მძიმე, რომ სტუმარ-მასპინძლობაც დამავიწყა ელემენტარულ ეთიკაზე, რომ არაფერი ვთქვა. ადამაშვილი, რომ უსიტყვოდ გაყვა ამაზე, ხომ საერთოდ შევიშალე. ჯანო, რომ არა სიამოვნებით ამოვაყირავებდი იმ მაგიდასაც, რომელთანაც ვისხედით და სათითაოდ დავლეწავდი ყველა ჭურჭელს. მაგრამ, ახლა არ შემეძლო. პაპაშვილთან ბოლომდე ვერ მოვიჭრიდი თავს. მაგრამ არც იმდენად ანგელოზი ვიყავი ეს ყველაფერი გამეტარებინა.
- რას გავს თქვენი საქციელი? - ადამაშვილმა კარი გაიხურა თუ არა ვეცი შეკრებილებს. - რამდენჯერ უნდა ვილაპარაკო ერთი და იგივეზე? სპეციალურად მიკეთებთ? გიხარიათ, რომ მტკენთ? მერამდენედ უნდა დამამციროთ უცხო ადამიანის თვალწინ? - სადღაც გამქრალიყო ჩემი სიმშვიდე და უკვე ვკიოდი.
- ჩვენ რა გავაკეთეთ? თვითონ გააგდე ის გოგო - თეკლე მიბღვერდა.
- რას მელაპარაკები, მართლა? - გადავიხარხარე. - და იმ გოგოს წინაშე ვინ განიხილავდა ჩემი სიყვარულის ობიექტს? რის მიღწევას ცდილობთ მართლა ვერ ვხვდები. არ მინდა დავიჯერო, რომ ადამაშვილი მართალია და მართლა არასდროს შემეძლო მეგობრების არჩევა. გილოცავთ, დღეს წარმატებით გამასწორეთ მიწასთან. - საფულეს ხელი დავავლე და სახლიდან გავვარდი. ტელეფონი არ წამიღია. არ მინდოდა არავისთან ლაპარაკი. ბავშვობიდან ყველაზე კარგად მაინც გაქცევა გამომდიოდა ჰოდა გავიქეცი. ტექნიკის მაღაზიაში ლეპტოპი ვიყიდე და ჭიათურაში წავედი. რატომ იქ? იმიტომ, რომ არავის მოუვიდოდა აზრად ამ ღვთისგან მივიწყებულ ქალაქში მოვეძებნე. მეც რა სასაცილო ვარ. მყავდა რომ ვინმე ისეთი ვინც ჩემს მოძებნას შეეცდებოდა? მთელი კვირა გავატარე იქ, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე. თუ არ ჩავთვლით სამსახურში გაგზავნილ თარგმნილ ფაილებს. ვნანობდი თუ არა მეგობრებისთვის ნათქვამ სიტყვებს? არ ვიცი. ალბათ გააზრებულად არასდრეოს ვეტყოდი ასე, მაგრამ რაც ვთქვი სიმართლე, რომ იყო წყალი არ გაუვიდოდა. ერთი კვირის თავზე გაღებულ კარში კურიერის ნაცვლად გოგა ბაღაშვილი, რომ ამესვეტა სუნთქვა შემიგუბდა. გაბრაზებული იყო, მაგრამ არ ვაპირებდი ჩემი სიტყვები უკან წამეღო.
- აქ რა გინდა ბაღაშვილო?
- სასწრაფოდ ჩაბარგდი, მივდივართ. - ცივი იყო მისი ხმა. არასდროს ასე ოფიციალურიც არ ყოფილა მისი მომართვა ჩემს მიმართ. გული მეტკინა.
- მაპატიე, მაგრამ გამოგრჩა გეკითხა მინდა თუ არა წამოვიდე.
- სისულელეების დრო არ არის სალომე, დროზე გამოეტიე. - მღელვარებას ვერ მალავდა ის.
- რა მოხდა ბაღაშვილო? - ნირი წამიხდა. რაღაც ცუდის მოლოდინმა მაშინათვე წამატეხა რქა და განმაიარაღა.
- რომ ჩავალთ გაიგებ. - მითხრა და ჩემს ჩანთას ხელი დაავლო. უხმოდ მივყევი უკან. თბილისში ისე ჩავედით გზის თვის თვალი არ მომიშორებია. უკვე დიღომში ვიყავით დუმილი, რომ დაარღვია ბაღაშვილმა.
- არა, ასე როგორ წახვედი? როგორ გაძელი, რომ არაფერი შეგვატყობინე? რა აღარ ვიფიქრეთ, სად აღარ გეძებეთ. ყველაზე უარესი წარმოვიდგინეთ და სამი დღის წინ ნიაკომ სცადა. საბედნიეროდ ცოცხალია მაგრამ შენ ჰგონიხარ მკვდარი და უნდა მიხვიე, აუცილებლად უნდა მიხვიდე, რომ არ გაიმეოროს ის სისულელე რაც გააკეთა. - მოვკვდი. ჰო, ის იყო სიკვდილი. საკუთარი თავის დასახიჩრება მომინდა. ვერც კი მივხვდი რა მანძილი გავიარეთ, როგორ აღმოვჩნდი ჯერ საავადმყოფოს ეზოში, შემდეგ ფოიეში და ბოლოს პალატაში.
- ნიაკო. - აღმომხდა დარცხვენილს, შეწუხებულს და განადგურებულს. მიკარებას ვერ ვბედავდი.
- ცოცხალი ხარ სალომე? - თვალები გაუნათდა. შემზარა მისმა დაბინტულმა ხელებმა. - არაფერია ნუ ტირი გთხოვ. - მითხრა მან და უფრო ამომიჯდა გული.
- მაპატიე, თუ, შეგიძლია მაპატიე გთხოვ. - ამოვიტირე მე და საწოლზე დავემხე.
- გაპატიებ, ოღონდ ერთი პირობით. - მითხრა მან. თავი ავწიე და მივაჩერდი. ნებისმიერი რამისთვის ვიყავი მზად, ოღონდ დანაშაული გამომესყიდა.
- ახლავე წადი და ადამაშვილი ნახე. დანარჩენს იქ გაიგებ. - ვერაფერს მივხვდი რა შუაში იყო ნიაკოს პატიებასთან ლევანი.
- რატომ?
- კითხვებს ნუ სვამ. ახლავე დაურეკე და შეხვედრაზე შეუთანხმდი. - კატეგორიული იყო ის. ტელეფონი მოვიძიე, მერე გამახსენდა, რომ არ მქონდა. ნიაკომ თავისი გამომიწოდა. უკვე აკრეფილი ნომრით. ზარი გადიოდა. მალევე მიპასუხა.
- გისმენ ნია. - უცხო ხმა ჰქონდა მასაც. ისთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს წლები არ მენახა და ახლა მისი ხმის ტემბრს ვიხსენებდი.
- მე, ვარ... - ამოვიკნავლე.
- სალომე... - წამოიძახა მან და თითქოს ამოისუნთქა. - საავადმყოფოში ხარ? - მკითხა საჩქაროდ.
- კი.
- არსად წახვიდე, გთხოვ. მალე მოვალ. - გავუთიშე, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი. ნიაკო მიღიმოდა.
- შეიძლება, ზოგჯერ ზედმეტი მოგვდის მაგრამ, ჩვენს გულწრფელობაში ეჭვი არასოდეს შეგეპაროდ, ყველას ძალიან გვიყვარხარ. - მითხრა მან. უფრო მომტეხა დანაშაულის გრძნობამ. ვერაფერი ვუთხარი. მერე, ისევ მან განაგრძო. - ახლა ლევანი მოვა. იმედია ახლა მაინც დაატან ენას ჭკუას და მორიგ სისულელეს არ ჩაიდენ. რაც არ უნდა გადაწყვიტო ჩვენ, ყველა შენთან ვართ. - უფრო დამაბნია მისმა ლაპარაკმა. ამასობაში პალატის კარი შემოანგრია ადამაშვილმა.



№1  offline წევრი duchi_duchi

აუუ სულ ამ დროს რატომ წყვიტავ ხოლმე?დამაწყდა ნერვები რა გაძლებს ხვალამდე.

 


№2 სტუმარი მალო

მეგონა ჭკუა ისწავლო ამ გოგოს მარა აქეთ უხდის ბოდიშებს, ასეთი სისულელე დიდი ხანია არ წამიკითხავს

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ოჰო ძალიან დიდი ინტრიგაა ,როგორ მაინტერესებს რა ხდებაა ,როდის მოვა ხვალინდელი დღე : ))

 


№4 სტუმარი ანუ

ვერაფერი ვერ გავიგე, ასე უაზროდ რატო აირია ყველაფერი.... :/

წინა თავის მერე, ამ თავმა ძალიან ჩამაგდო :(

ყველაზე მეტად ნიაკოს საქციელმა გამაცოფა, ღმერთო...... არ მინდა განვრცობა...

ან სალომეს რა ბზიკმა უკბინა, ეს რა შეტევა ქონდა თუ რავიცი რა იყო...
მოკლედ ასე წკაპ და რადიკალურად შემოტრიალება ცოტა არაკომფორტული იყო...

და ლევანი... ამ ბიჭს ოდესმე ნორმალურად გავიცნობთ?!

 


№5  offline წევრი gabi du

duchi_duchi
აუუ სულ ამ დროს რატომ წყვიტავ ხოლმე?დამაწყდა ნერვები რა გაძლებს ხვალამდე.

ვფიქრობ, ლოდინად ღირს.

მალო
მეგონა ჭკუა ისწავლო ამ გოგოს მარა აქეთ უხდის ბოდიშებს, ასეთი სისულელე დიდი ხანია არ წამიკითხავს

ბოდიშს იმისთვის იხდის, რომ უნებლიედ მისი სიუციდის მიზეზი გახდა, თორემ დამნაშავედდ არ თვლის თავს. მომდევნო თავში ყველაფერი გაირკვევა.

სტუმარი gvantsa
ოჰო ძალიან დიდი ინტრიგაა ,როგორ მაინტერესებს რა ხდებაა ,როდის მოვა ხვალინდელი დღე : ))

ინტრიგა ნამდვილად არის. და ისეთი რამეც არც, რომ გეფიქრებათ.

ანუ
ვერაფერი ვერ გავიგე, ასე უაზროდ რატო აირია ყველაფერი.... :/

წინა თავის მერე, ამ თავმა ძალიან ჩამაგდო :(

ყველაზე მეტად ნიაკოს საქციელმა გამაცოფა, ღმერთო...... არ მინდა განვრცობა...

ან სალომეს რა ბზიკმა უკბინა, ეს რა შეტევა ქონდა თუ რავიცი რა იყო...
მოკლედ ასე წკაპ და რადიკალურად შემოტრიალება ცოტა არაკომფორტული იყო...

და ლევანი... ამ ბიჭს ოდესმე ნორმალურად გავიცნობთ?!

ხვალ ნაწილობრივ კიარადა თითქმის ყველაფერი გაირკვევა ერთი რამის გარდა. ხვალიდელი თავიდან ლევანის სამყაროს გაცნობაას ვიწყებთ.

 


№6  offline წევრი Koala°

მიყვარს კულმინაციურ მომენტზე რო წყდება ხოლმე. ადამიანს აიძულებ იფიქროს, თუ რა მოხდება შემდეგ და რა თქმა უნდა ეს კარგიაა. ველოდები გაგრძელებას♥️

 


№7  offline წევრი ნანა73

უდროოდ შეწყვიტე...
რაღაც ბობოქარი თავი იყო, იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები ვერც დავეწიე...
არა, მინდა გითხრა საკმაოდ "ოპერატიულად" გაქვს მოწოდებული ფაქტები, თუმცა ნიაკოს მოთხოვნა და განხორხიელებული ზარი მაოცებს...

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთა

ასე მგონია, ამ გოგოს პირად სივრცეს არ უტოვებენ. ზედმეტად აფათურებენ ხელებს.. ნიაკოს საქციელს ვერ მოვუწონებ, ან ლევანისთან რა კავშირში არიან? მომიშალეს რაღაცნაირად ნერვები:დდდ
რა მოიცდის ხვალამდეეეე

 


№9 სტუმარი one

ooh ras gvishveba es gogo))))
ai mesmis situaciis shemobruneba))) mokled ragha dagvrchenia lodinis garda))) aq var ))))

 


№10  offline წევრი ლელა1306

ძალიან კარგია. მოუთმენლად ველოდები ყოველი ახალიტავის დადებას. იგივეს ვიტყვი წინა ნაწარმოებებზეც. heart_eyes

 


№11 სტუმარი ეკა

აუუუ ასე როგორ შეიძლება????აქ გაჩერება იქნებოდააა??

 


№12  offline წევრი duchi_duchi

ხო გაქვს მშვიდობა რატომ არ დადე?გამიკვირდა ყოველდღე რომ ტვირთავდი და დღეს არ დამხვდა.იმედია კარგად ხარ????

 


№13 სტუმარი ანუ

როდის დადებ შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent