შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილების ღმერთი (V თავი)


5-09-2021, 21:15
ავტორი dramalover
ნანახია 1 020

თავი მეხუთე:



გასახდელიდან გამოვდივარ. მენეჯერმა დროზე ადრე განმათავისუფლა, რადგან მისი თქმით „დღეს ძალიან უცნაურად ვიქცევი“. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო,რომ ამ ყველაფერს ჩემი ხელფასიდან კიდევ ასი ლარი შეეწირა.
ამგვარად თერთმეტ საათზე ფოიეში უკვე ჩაცმულ-დახურული მივაბიჯებ. არც კი ვიცი, რას ვგრძნობ. მშვიდი და ცარიელი ვარ ერთდროულად. კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან მე გამომისროლეს და ორასი ლარიც დამიქვითეს. საჭმლით გასვრილი ლუკას ხილვა ამად ნამდვილად მიღირდა.

შუშის კარებს ვაღებ და ნაწვიმარ, ნოემბრის ცივ ჰაერს ვეგებები. სამი წამი მჭირდება იმის მისახვედრად, რომ ტროტუართან გაჩერებულ შავ მანქანასთან ისინი დგანან. ზუსტად ჩემ წინ.
ლუკა ჩემგან ზურგშექცევით დგას და დემნას ეკამათება.
-...რას ქვია რა მინდა, ვერ ხვდები რანაირად მოიქეცი?- მესმის დემნას დაძაბული ხმა.
-არ ვიცი მე რანაირად ვიქცევი მაგრამ ერთ რამეს ნაღდად ვხედავ, მაგ გოგოს იცავ. მაინც ვერ ვიგებ რა გაიძულებს ჩემკენ კი არა მისკენ იყო. მგონი დაგავიწყდა ვინ არის შენი მეგობარი!
- არავის არ ვიცავ,გესმის-ყვირის დემნა-არავის არ ვიცავ! მითუმეტეს მაგ გოგოს! -ჩრდება ხელს თავზე ისვამს, ღრმად სუნთქავს თითქოს ცდილობს მოთმინება მოიკრიბოს. - საქმეც მაგაშია ლუკა, მხარეების იქით ვეღარაფერს ხედავ! უკვე აღარ ვიცი შენგან რას ველოდო, იმ ბიჭისგან აღარაფერი დარჩა...- კბილებით ცდილობს მის შიგნით მომწყვდეული აგრესია შეაკავოს, ამ დროს მზერა ჩემზე გადმოაქვს და მაშინვე ჩერდება. ვხვდები რომ მინის კარების წინ სულელურად ვდგავარ და მათ შევყურებ, ამიტომ თავს ვხრი და გზის გაგრძელებას ვცდილობ, მაგრამ გვიანია. ლუკამ დემნას მზერას თვალი გამოყოლა და როცა ხელებში მე შევრჩი დამედევნა. წამიც და მაჯაში ხელს მკიდებს.
-მოდი აქ, სად გარბიხარ, ალქაჯო?!- ხელზე მქაჩავს და მაბრუნებს.
თვალს ვავლებ მის წვეტიან, ჭორფლებით დაფარულ სახეს. წარბებს ვწევ და მხიარულად ვეუბნები:
-გაწმენდილხარ.
სახე ენთება. მკლავზე მაგრად მქაჩავს და თავისკენ უფრო ახლოს მწევს.
-შე...-სიტყვის დამთავრებას ვერ ასწრებს, დემნა მხარზე ხელს ავლებს. წამში ლუკას და ჩემს შორის მანძილი რამდენიმე სანტიმეტრიდან ორ მეტრამდე იზრდება.
-თავი დაანებე მაგ შეშინებულ თაგვს. ჩაჯექი მანქანაში და წავედით.- კბილებში სცრის და ლაპლაპა მანქანისკენ მიყავს.
-ხელი გამიშვი ჭკუა უნდა ვასწავლო.- ყვირის ლუკა.
-მაგისთვის საკმარისი დრო გაქვს.- მესმის დემნას დამცინვი კილო.

ვტრიალდები და იქაურობას სწრაფი ნაბიჯით ვეცლები, სანამ დემნა ლუკას მანქანაში ჩატენის.


***
სახლში ჩუმად შევდივარ. თითქოს ვუფრთხილდები იმ შანსს, რომ არჩი შეიძლება აქ იყოს.
ფეხზე ვიხდი. პატარა ჩანთას და ქურთკს შესასვლელშივე ვტოვებ. მისაღებისკენ სუნთქვაშეკრული მივდივარ.
კარს ვაღებ და შვებისგან ვოხრავ.

დივანზე წევს. გულაღმა. ცალი ხელი იატაკზე აქვს ჩამოშვებული. სძინავს.
ოთახში ალკოჰოლის სუნი დგას. ფანჯარასთან მივდივარ და ოდნავ ვაღებ, რომ სუფთა ჰაერი შემოვიდეს.

ერთხანს ვდგავარ და არჩის ვუყურებ. აქ ვერ დავტოვებ, უნდა გავაღვიძო.

მისკენ მივდივარ და ვიხრები.
-არჩი- ვჩურჩულებ ხელს მხარზე ვადებ და ოდნავ ვანჯღრევ. რეაქცია არ აქვს. ხმას ვუწევ და უფრო ძლიერად ვარხევ- არჩი გაიღვიძე.
ირხევა და რაღაცას ბუტბუტებს.
-ადექი, გაიღვიძე. აქ ვერ დაგტოვებ. შენს ოთახში შედი, მიდი.-ვეუბნები ნახევრად გამოფხიზლებულს.
-რა?- დაბნეული კითხულობს და სუნთქვას ალკოჰოლის სუნს აყოლებს.
-შენს ოთახში შედი-თქო- ხმას ისევ ვუწევ.
არჩი საბოლოოდ ფხიზლდება და დივანზე ჯდება. იდაყვებს მუხლებს აყრდნობს და სახეს ხელებში რგავს.
-სად იყავი- მეკითხება მოგუდული ხმით.
წარბებს ვჭმუხნი.
-სად უნდა ვყოფილიყავი. სამსახურში.

თავს სწევს და თვალებში სევდიანად მიყურებს.
-რომელი საათია.
-თორმეტის ნახევარია.
სახეზე ეჭვმა გადაურბინა.
-და უკვე სახლში ხარ?- მეკითხება ბრაზიანი ხმით.
-ადრე გამომიშვეს.- ვპასუხობ- დარბაზში ერთ ტიპს შემთხვევით საჭმელი თავზე გადავასხი და ერთი ამბავი იყო.

ერთ ხანს მიყურებს და ჩუმადაა. უხერხულობისგან ხელებს ჯინსის უკანა ჯიბეში ვიწყობ.

-მასეთი ამბები ზუსტად მაშინ რატომ გემართება,როცა მე არ ვარ?

მხრებს ვიჩეჩ. დუმილი. აზრი, რომ აღარ მენდობა...
მინდა ოთახში შევიდე და ვიტირო. მაგრამ განძრევას ვერ ვახერხებ.

მზერას მარიდებს.
მერე უცებ დგება და შეცვლილი ტონით მეუბნება:
-იცი ახალი ტატუ მაქვს.
- მართლა? როდის გაიკეთე- ვცდილობ დაძაბულობა მოვიხსნა, მაგრამ ძალდაუტანებელ ტონს ვეღარ ვიბრუნებ.
-დღეს. გინდა გაჩვენო? თუმცა მაინც დაინახავდი- იცინის.
კედელთან მიდის და სინათლეს ანთებს.
მერე ჩემთან ბრუნდება. ჩემგან ერთ მეტრში ჩერდება და მელოდება როდის შევამჩნევ მრჯვენა ყვრიმალზე ოდნავ შესიებულ ადგილს.
„IT’S YOU“
ვიცინი.
-მაგარია, სარკეში რომ ჩაიხედავ გეცოდინება, რომ შენ ხარ.
ისიც იცინის.
-მაგაზე არ მიფიქრია- მეუბნება და ყავისფერ თვალებს მაპყრობს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებს. მაგრამ მე ვასწრებ.
-მე მაინც ეს მირჩევნია-ღიმილით ვეუბნები და თითებით მარცხენა ყვიმალზე ვეხები- art is emotion - ვკითხულობ ხმამაღლა და თითებს დაბლა ვწევ. სახე შეცვლილი აქვს. თვალები ჩამუქებული, ტანი კი დაძაბული.
-კარგი წავედი უნდა დავიძინო, მძიმე დღე მქონდა.-ვეუბნები და ოთახისკენ მივდივარ.
-მია-მესმის უკნიდან არჩის დაძაბული ხმა, როცა ჩემი ოთახის კარის სახელურს ვეხები.
ვტრიალდები.
-რა?
-არ გაინტერესებს დღეს სად ვიყავი?

ტუჩებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ და ცოტახნის დუმილის შემდეგ ვპასუხობ.
-უკვე გკითხე და მითხარი, რომ მეგობართან იყავი.-ჩემს წყენას ამ სიტყვებს ვაქსოვ და საკმაოდ წარმატებულადაც, რადგან არჩის სახე ეცვლება, მე კი ოთხში შევდივარ.


***
დილის ოთხი საათია.
საშინელი სიზმარი ვნახე.
ვდგები და აკანკალებული ხელებით საბანს ვიშორებ.
შიშველ ტერფებს ცივ იატაკზე ვაწყობ.
ვშეშდები და მოყავისფრო კედელს ვაშტერდები.
რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა...
ვერ ვაკავებ...
ვერ ვაკავებ...
აკანკალებულ ხელებს რბილ საწოლს ვაჭერ.
თვალებს ვხუჭავ.
ვგრძნობ როგორ მემანჭება სახე.
თავს ვაქნევ. ცრემლები მომდის.
თითებით ვეხები ჩემს სახეს, წელში ვიხრები და ქვითინის ტალღის ჩახშობას ვცდილობ. თითის ბალიშებით მაგრად ვაწვები სახის კუნთებს.
მაინც ვტირი.
ვნებდები.
ხელებს ისევ საწოლზე ვაწყობ. მთელს ჩემს ძალებს იატაკის გადღაბნილ გამოსახულების დაწმინდავებას ვახმარ.

ვდგები, აკანკალებული ხელებით კარადიდან იმ ტანსაცმელს ვიღებ რომელიც პირველი მხვდება. ქუდს ვიფარებ, შავ დუტის მოკლე ქურტუკს სწრაფად ვიცმევ. საწოლთან ახლოს მიყრილ თეთრ ბათინკებში ფეხებს ვყოფ და კარებს ფრთხილად ვაღებ.
არ ვფიქრობ რასვაკეთებ,მთავარია აქედან გავიდე.
მისაღებს ჩუმად ვკვეთ და არჩის ოთახთან ვჩერდები. სიმშვიდეა.
ორი წუთიც და უკვე კიბეზე თავქუდმოგლეჯილი ჩავრბივარ.
სადარბაზოდან გავარდნილი წამით ადგილზე ვიყინები და ცას ვუყურებ.
ირგვლივ თანამედროვე ქალაქისთვის უჩვეულო სიმშვიდეა. მაგრამ რა გასაკვირია-
დილის ხუთის ნახევარია.
მივდივარ.
საით თავადაც არ ვიცი.
უბრალოდ ქუჩებს მივსდევ და ირგვლივ გამეფებული დამამშვიდებელი სიჩუმით ვტკბები. გზაზე თითო ოროლა მანქანა თუ გაივლის. ქალაქი ადამიანების გარეშე ბევრად სავსედ გამოიყურება.
იმ პარკთან ვჩერდები ადრე არჩიმ რომ მომიყვანა. ახლაღა ვხვდები რამხელა მანძილი გამომივლია.
პარკი მტკვარს და თბილისის ყველაზე ლამაზ ხედს გადაჰყურებს.მაგიური ადგილია. აქ მხოლოდ შუადღისით ვყოფილვარ, მაშინ როცა მზის სხივები მტკვრის ზედაპირზე ალმასის ნამსხვრევებივით ბრჭყვიალებს.
მაგრამ ღამით აქაურობა სულ სხვანაირი ყოფილა. რიკულებს ვუახლოვდები. ხელებს ცივ ბეტონზე ვაწყობ და ჩემს წინ გადაშლილ ხედს შევყურებ.
შეძრწუნებლად გამოიყურება ღამეში ჩაძირული თბილისის ფონზე მტკვრის მელნისფერი ტალღები.
ეს ჯადოსნური სურათი ჩემში ოცნებებს აღძრავს. ნელ-ნელა კი ოცნების ადგილს მზაკვრულად იკავებს ბნელი ფიქრები. გაცისკროვაებული სახე ნელ-ნელა მიდუნდება და ცოტა ხანში ლურჯი ღამის სიმარტოვეში საკუთარი უბადრუკობის მეტს ვეღარაფერს ვგრძნობ.
რა იქნებოდა...
რა მოხდებოდა...
ცოტაც რომ გადავიწიო?
კიდევ ცოტაც?
ნეტავ რას იტყვიან...
რა რეაქცია ექნება დედაჩემს...
იქნებ მადლობაც მოუხადოს ზეცას...
რატომ?კარგი მიზეზები მაქვს.
ხო...ხო!ძალიან კარგი მიზეზები.
ბოლოს და ბოლოს იმ ადამიანთან ვიქნები რომელსაც ამ ქვეყანაზე ჩემი არსებობა აღელვებდა.
მამა...
მამა, ნეტავ აქ ყოფილიყავი.
ნეტავ ცოცხალი ყოფილიყავი!
ამ ყველაფრის გამოვლა არ მომიწევდა!
არ მომიწევდა...

მიზეზები.
კარგი მიზეზები.

ბოლოს და ბოლოს შურს ვიძიებ.
ბოლოს და ბოლოს გავთავისუფლდები ამ ტვირთისგან.
გაურკვევლობისგან.
ბოლოს და ბოლოს აღარაფრის ახსნა,დამალვა და განმარტება აღარ დამჭირდება.
ბოლოს და ბოლოს იქ მოვხვდები სადაც ყველას ყველაფერი ეცოდინება. არ დამჭირდება თავის მართლება იმის გამო რაც არ ჩამიდენია! რაც ჩემი ბრალი არ ყოფილა! ბოლოს და ბოლოს სხვისი მზაკვრობის გამო ცხოვრება აღარ დამენგრევა. ბოლოს და ბოლოს მისი ტყუილები ჩემ გარდა სხვებსაც ეცოდინებათ!
მე იმდენი მიზეზი მაქვს...
იმდენი...
რა საჭიროა რომ ვიცოცხლო?
რა საჭიროა?
რისთვის ვაგრძელებ ცხოვრებას?
აქამდე სად ვიყავი?
სულელო...სულელო გოგო.
აქამდე სად იყავი?
არაუშავრს. ამის გამოსწორება ახლაც შეგიძლია.
მიდი გადაიწიე... მიდი... მიდი კიდევ ცოტაც...

-მია?
ადგილზე ვხტები და წელში ვსწორდები.
ბოროტი ხმა, რომელიც წამის წინ გონებაში ჩამძახოდა კვამლივით გაიფანტა.
დაბნეული ვცდილობ გამოვერკვე. აქეთ-იქით ვიყურები და ჩემსკენ მიმავალ სილუეტს ვარჩევ.

-მია?! რას აკეთებ!- სილუეტს ლამპიონის განათება ეცემა. დემნა.
ჯანდაბა ისევ დემნა!
-რას აკეთებ?!- თითქმის მკაცრად მეკითხება, ორი წამიც და ჩემგან ორ ნაბიჯში დგას და სახეზე თითქმის გაბრაზებული მაკვირდება. - რას აკეთებ მეთქი?!- მისი მომთხოვნი ტონი მაღიზიანებს მაგრამ ხმას არ ვიღებ. ჯერ კიდევ დაბნეული ვარ იმ ფიქრებით რომელიც წამის წინ მმართავდა.
ხელს მაკლავში მავლებს და ძლიერად მაჯანჯღღავებს.
-რას აკეთებდი მია?! - თითქმის მიყვირის-შენ რა გადახტომას ცდილობდი?!
ეს სიტყვები სილის გაწნასავით მოქმედებს ჩემზე. მაშინვე მზერა მის სახეზე გადამაქვს. ახლაღა ვხვდები, რომ სახეს ვარიდებდი.
მისი შეცვლილი გამომეტყველება მარწმუნებს, რომ საშინლად გამოვიყურები.
-მია? რა გჭირს სულ გაგიჟდი?- უხეშობს მაგრამ ხმაში აშკარად ვამჩნევ შეშფოტების ტონებს.
მეორე ხელსაც მარცხენა მხარში მკიდებს და ცდილობს კარგად დამაკვირდეს.
-რამე მოხდა? შენ რა ტიროდი?

გონს მოვდივარ.აშკარად ძალიან ახლოს მოვუშვი. ორივე ხელს ჩემი მხრებიდან უხეშად ვაშვებინებ.
-ნუ სულელობ, თავი დამანებე.-
ჯანდაბა! ძალიან არადამაჯერებელად გამომივიდა. უფრო თავის გასამართლებელ ბურდღუნს გავდა, ვიდრე სიტუაციის გამოსწორების მცდელობას. ახლა ნამდვილდ ძალიან გავები.

დემნა ცალ მკლავში უფრო მაგრად მკიდებს ხელს და სკამისკენ მივყავარ:
-ახლავე...მიდი, ახავე მომიყევი აქ რა გინდა და ასე სულელურად რატომ იქცევი...-ხმა საშინლად დაძაბული და ბრაზიანი აქვს. უხეშად მსვავს სკამზე და გვერდით მიჯდება.

თავდასხმა...
თავდასხმა თუ გადამარჩენს...
მიდი, იმიქმედე მია!

სკამიდან წამოხტომას ვცდილობ მეტი ეფექტისთვის მაგრამ ინერციით სკამზე ვეხეთქები. ხელს არ მიშვებს ეს იდიოტი!
ნერვიულად იცინის.
-არა...არ გამოგივა. ჯერ კარგად ამიხსნი ყველაფერს.-კბილებში სცრის და სახე ჩემთან ახლოს მოაქვს, რომ კარგად დავინახო ,რომ არ ხუმრობს.

კარგი ასე არა?

-რა გინდა? ვერ დავიძინე და ვსეირნობდი! რა მოხდა თბილისის ღამის ხედით თუ ვტკბებოდი? რა შენი საქმეა რას გავაკეთებ? თავად რას აკეთებ აქ? კუდში რატომ დამყვები? რომელი საათია? აქ რა გინდა საერთოდ? შენს თავის მიხედე, შენთვის მოხსენების ჩაბარებას არ ვაპირებ,გაიგე?!

არა მია! არა! ეს რა სიყალბეა? ასე ვერაფერს გავაწყობ!ჯანდაბა შენს თავს მია!

-მე რა მინდა აქ?!მე რა მინდაააა?!- უკვე კბილებს აკრაჭუნებს ბრაზისგან, ცოტაც და ხელი გადამიტყდება.- მე რა მინდა?! ასეთ დროს რომელი გოგო დასეირნობს კარგი განზრახვებით უდარდელად ქუჩაში? ხვდები რამხელა საფრთხეში იგდებ შენს თავს? თუმცა რა სისულელეს გეკითხები- გესლიანად იღიმის- წეღან საკუთარი თვალებით დავინახე რომ სწორედ მაგისთვის გამოსულხარ დილის ექვს საათზე „სასეირნოდ“!

-ექვსი საათი არა კიდე...- ბავშვივით ვაჯავრებ და ტელეფონის საათს დავყურებ. ნირწამხდარი ვბლოკავ ტელეფონს- ექვსი დაწყებულა...რამდენი დრო გასულა...

-რამდენი დრო გასულა?- იმეორებს ჩემს სიტყვებს აღშფოთებული.-შენ რა საათებია რაც ქუჩაში დადიხარ?!- ყვირის.

-მტკივა!- ვუყვირი გაგულისებული, რადგან უკვე აუტანლად მიჭერს მკლავში ხელს- გამიშვი! მტკივა, გესმის?! - ხელს გველნაკბენივით მიშვებს- მანიაკო!- ვაგრძელებ ყვირილს და მკლავს ვიზელ- წადი და შენი ხელი დაილურჯე საზიზღარო!

-მადლობა თქვი, რომ მანიაკს მე მეძახი და ვიღაც უსახლკარო ლოთს არა- მიღრენს.

-ღმერთი ჩემო! მეტი საქმე არ გაქვს?! წადი და შენი და დაარიგე, როგორმე საკუთარ თავს თავად მივხედავ!

დემნა ტუჩებს ერთმანეთს მაგრად აჭერს. ყბა ეჭიმება, თვალებს ხუჭავს. ნამდვილად შემზარავად გამოიყურება მისი წვეტიანი ნაკვთები. ლამისაა ბოდიში მოვუხადო, მაგრამ არ ვიცი რისთვის.

-რა თქვი?- სისინებს.
ცოტაღა მაკლია რომ არ წამოვდგე და გავიქცე.
-რა თქვი-მეთქი?- ისეთ ხმაზე ყვირის, რომ სკამზე ვხტები და წელში უნებურად ვსწორდები. დავიფიცავ, რომ მისი ყვირილის ექო გავიგე.
გაოცებული ვუყურებ, ხმის ამოღების და მით უმეტეს ფიქრის უნარიც კი დავკარგე.

-დაიკარგე აქედან! - სისინებს და ხელს მიქნევს, ისე თითქოს ძაღლი ვიყო.
ადგილიდან ვერ ვინძრევი.
ცისფერი გაყინული მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს.
-ვერ გაიგე რა გითხარი?!-
-მე...მე ვერ გავიგე...ოღონდ შენ რაც მითხარი კი არა...მე რაც გითხარი...ანუ ვერ გავიგე რა გითხარი...- სამრცხვინო დუდუნს მისი მკაცრი მზერის ზეწოლის ქვეშ ვწყვეტ და ნერწყვს ხმაურინად ვყლაპავ.
-მე კი მგონია, რომ ყველაფერი კარგად იცი.-
მიჭრის მოკლედ და მზერა ჩვენს წინ გადაშლილ ჯერ კიდევ ბნელ თბილისზე გადააქვს. ერთ საათში გათენდება... ხის სკამს ზურგით ვეყრდნობი და ხელებს გულზე ვიკრეფ.
აშკარად ვგრძნობ, მელოდება როდის წავალ, ვერ ვხვდები როგორ ახერხებს, მაგრამ თავს აქ მე ვგრძნობ ზედმეტად, მიუხედავად იმისა, რომ აქ პირველი მე მოვედი.
ჩვენს შორის აღმართულ დაძაბულ აურას დიდხანს ვეღარ ვუძლებ, იმისთვის რომ ჩემი უფლება ამ ადგილზე შევინარჩუნო.
მისკენ სწრაფად ვბრუნდები და ერთიანად ვაყრი:
-ვერ გავიგე რა გინდა. ან რატომ ფიქრობ რომ ჩემთვის ყვირილის, ხელის მოჭერის და ჭკუის დარიგების უფლება გაქვს. გამოდმებით გაბრაზებული ხარ, მიზეზი კი არასდროს გაქვს! რა უფლებით მთხოვ პასუხს ჩემს საქციელზე ვერ ვხვდები. თავი დამანებე ძალიან გთხოვ! მე შენს ცხოვრებაში არ ვერევი. თავი დამანებე! უბრალოდ თავი დამანებე! ვერ მივხვდი რა გეწყინა მასე, მაგრამ არც მაინტერესებს, გაიგე? მაგაზე პასუხიამგებელი მე არ ვარ, მე არ დამიძახია შენთვის. ნუ ერევი ჩემს ცხოვრებაში! უკვე ძალიან ვღიზიანდები. - ვამთავრებ და მოწყვეტით ვდგები სკამიდან.
მივდივარ. დამარცხებული.
რადგან ჩემი ადგილი დავთმე. უფლება მივეცი ჩემთვის ეყვირა და ჯანდაბა! რომ არ მოსულიყო...
დავისვენებდი!
ერთხელ და სამუდამოდ!
იდიოტი!
როგორ შეიძლება ყველფერი ჩემს ცხოვრებაში კრახით დასრულდეს?
ერთი საცოდავი საქმის ბოლომდე მიყვანაც კი არ შემიძლია!
სიმწრის ცრემლები მომდის. გაგულისებული ვიწმენდ. ვტირი მაგრამ ვფიცავ, ნებით არა. იდიოტი ცრემლების შეკავების გზას ვეძებ, მაგარმ არაფერი გამომდის. გაბრაზებული ვიწმენდ და ვიწმენდ სახელოებით. ბნელ და უკაცრიელ ქუჩებში სწრაფად მივაბიჯებ და იმაზე ვფიქრობ, რა უცნაური დემნა ვნახე. თითქოს ყველაფერი ამ ღამის ბრალია! გეფიცებით ჩემი თავიც მეუცნაურება! აბა ხომ შეუძლებელია ამდენი ცრემლი ჩემში დაგროვილიყო? რა მატირებს? რა მატირებს?! რამისაა გაურკვევლობისგან ვიკივლო.
თავში ქაოსი მაქვს. ყველაფერზე ვფიქრობ და კონკრეტულად არაფერზე.
უცებ რაღაცას ისე ვეჯახები, რომ ინერციით უკან ვვარდები და ასფალტზე მტკივნეულად ვენარცხები.

-უკაცრავად, ბოდიში, ვერ დაგინახეთ- მესმის კაცის არასასიამოვნო ხმა. -მოდი აგაყენებთ.

გონს მოვიდვარ. გამოწვდილ ხელს ვებღაუჭები და ვდგები. ორმოცდაათ წლამდე ასაკია კაცია, ნორმლურად ჩაცმული,მაგრამ როგორც კი მისგან წამოსული ალკოჰოლის ოხშივარი მეგებება, მაშინვე დემნას, ახლა უკვე საზარელი, სიტყვები მახსენდება და ცუდად ვხდები. ისეთი შეგრძენბა მაქვს თითქოს მიწა გამომეცალა.
არა გთხოვ,ნორმალური ადამიანი იყავი, გთხოვ კარგი კაცი იყავი.
მუცელი თავდაყირა მიდგება.
-მადლობა- ვამბობ დაბნეული და გზის გაგრძელებას ვცდილობ. მკლავში ხელს მავლებს.
- არა, სად მიდხარ,სახელიც არ გითქვამს.- თავში სრული ქაოსი მიდგება. ერთიანად ვკანკალებ. ღმერთო მიშველე.
-მაგვიანდება გამიშვით.- ვცდილობ თავაზიანად ვუთხრა, მაგრამ ვხვდები რომ ცოტა ხანში იგივე დამემართება რაც მაშინ, უნივერსიტეტის ეზოში. შემდეგ კი ვეღარ გავაკონტროლებ რა მომივა...
კივილი მინდა. სხეული სისუსტის დაუძლეველი გრძნობით ნელ-ნელა პატალიზირებას იწყებს.
-არა ლამაზო, ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ.-საზიზღრად აქოშინებული ჩურჩულებს და მისკენ ახლოს მწევს.
-გამიშვი გთხოვ- ვკნავი და ხელის გამოგლეჯვას ვცდილობ.
-მოდი ცოტა გავერთოთ, სად გეჩქარება-ყურთან ჩამჩურჩულებს.
უფრო ახლოს მწევს. წინააღმდეგობის უნარს ვკარგავ. სამყარო სიბნელეში ეშვება. თავბრუ მეხვევა, ყურები მიგუბდება, ვეღარ ვაუნთქავ.
ფეხები მეკვეთება. წელზე ხელს მხვევს და მაკავებს, მის საზიზღარ სხეულს ვეხები. ალკოჰოლის სუნად ვყარვარ. ირგვლივ სასუნთქი აღარაფერი რჩება ალკოჰოლის გარდა. თვალებზე ბურუსი მედება. ვგრძნობ როგორ ვბუჟდები. ცოტაც და გონებას დავკარგავ. უცნობი კაცი ცხვირს ჩემს თმებში რგავს და ხარბად ყნოსავს.
ეს საბოლოო წერტილია. უკანასკნელი რასაც ვხედავ კაცის ზურგს უკან ორი ფარნის შუქია. მერე რაღაც ხმაური. კაცი წელზე შემოხვეულ ხელს მიშვებს და მეც უწონადობაში ვვარდები.
„ჩემი საქმე წასულია“ კვნესის ჩემი გონება.











***


„ჩემი საქმე წასულია“





„ჩემი საქმე წასულია“






„ჩემი საქმე წასულია“







ჩურჩულებს ჩემს გონებაში ხმა რომელიც ჩემს ხმას ძალიან ჰგავს.



„წასულია...წასულია ჩემი საქმე“


-სულელო გოგო.


„სულელი ვარ...გაღვიძება ცუდი იქნება... დემნა... მართალი იყო.“


-კი იყო.


„იდიოტი...იდიოტი მართალი აღმოჩნდა“


სიცილის ხმა.


„მართალი აღმოჩნდა...“ ამოიტირა ხმამ, რომელიც ძალიან მგავს.

-კარგი, ახლა გაიღვიძე- სახეზე წყალის წვეთები უსიამივნოდ მეყრება. ვხტები და თვალებს დაფეთებული ვახელ.
თეთრ და რბილ საწოლში ვწევარ. საბნის ზევიდან დემნა ზის და ხელში წყლის ჭიქა უჭირავს. უცნაურად გამოიყურება. თვლებს ვჭუტავ კითხვის ნიშნად.
-რა ხდება.
-არჩიმ უკვე იმდენჯერ დაგირეკა იძულებული გავხდი გამეღვიძებინე.- მხრებს იჩეჩს და სახეზე უცნაურად მაკვირდება- უცნაურია, შენს მშობლებს ჯერ არ დაურეკავთ და მაგან აიკლო ტელეფონი.

ერთ ხანს ცარიელი მზერით მივშტერებივარ. მერე, ისე თითქოს ჩაქუჩი ჩამარტყეს თავში, გონს ერთიანად მოვდივარ და ღამის ამბები მახსენდება...

არჩი მომკლავს! მომკლავს ასე რომ ვანერვიულე!

-ვაიმე, ვაიმე! ნათელია! ძალიან ნათელია!-
ვყვირი და საწოლიდან ვხტები.


კიდევ ერთი ჩაქუჩი.


დემნასკენ ვტრიალდები, რომელიც საწოლიდან ამდგარა და შეჭმუხნული წარბებით მიყურებს.
-სად ვარ? - ირგვლივ ვიხედები. არჩი უკვე აღარ მახსოვს.
-ჩემს სახლში.
მის სახეზე სწრაფად გადამაქვს მზერა.
-ის კაცი...-ხმა მიწყდება და ვჩერდები. დემნას სახე უმკაცრდება.
-დროზე მოგისწარი.- ჩერდება რომ კარგად გავაანალიზო ჩემი დანაშაული, მგონია რომ საყვედურებს და ლანძღვას მომაყრის მაგრამ სულ სხვა რამეს ამბობს და თან ძალიან მშვიდად - ჩემი ბრალია, ჯერ შენ უნდა დამეჭირე.

ვერ ვხვდები რას მეუბნება. გაკვირვებული შევყურებ.

ხვდება და ამატებს:
-ჯერ იმ ტიპს წავწვდი საყელოში, წელზე შემოხვეული ხელი გაეშვა, შენ თავი ვეღარ შეიკვე,დაეცი და თავი დაარტყი... ჩემი ბრალია,ჯერ შენთვის უნდა მომეკიდა ხელი.

გაოცებული ვუყურებ.არ მჯერა, რომ მართლა იმას ამბობს რასაც ვუსმენ.
საწოლს უვლის და ჩემკენ მოდის:
-იმ გალეშილ ტიპთან რომ მოვრჩი და შენთან მოვედი გათიშული დამხვდი. მანქანაში რომ ჩაგსვი გამოფხიზლდი და კივილი დაიწყე, მერე ტირილზე გადახვედი, ბოლოს ძლივს სუნთქავდი და გაითიშე -სახეზე ემოციის ნატამალიც კი არ ატყვია. მე კი დარწმუნებული ვარ თავზარდაცემული გამომეტყველება მაქვს, მირჩევნია ახლა მკვდარი ვიყო ვიდრე ამ სიტყვებს ვისმენდე-თავიდან ვიფიქრე რომ კვდებოდი, მაგარამ გათიშულმა მშვიდი სუნთქვა რომ გააგრძელე, მივხვდი რომ პანიკური შეტევა გქონდა. შენი სახლის მისამართი არ ვიცი, ხოდა ჩემთან წამოგიყვანე. მას მერე გძინავს.

ჩემს წინ დგას და სახეში ისე მიყურებს თითქოს ყველაფრის წაკითხვა შეუძლია რაც კი აზრად მომდის.

-იცი რომ ძილში ბოდავ?

ხმას არ ვიღებ. ისიც ჩუმადაა.
სიჩუმეს ისევ ის არღვევს.

-დიდიხანია ასე არ შემშინებია.- ეს ერთადერთი საყვედურია რაც ამ დილით მოვისმინე.

ერთ ნაბიჯს დგავს ჩემკენ, მე უკან ვიხევ, მაგრამ კომოდს ვედები.

-მითხარი...რამე დაგიშავა?- დაბალ ხმაზე მეუბნება, ძალიან უცნაური ტონით.
თავს ვაქნევ.
სხეულში დაჭიმულიბა უვლის.
-რატომ მიეცი მასე ახლოს მოსვლის უფლება მია?-თითქმის ნაწყენი მეკითხება
თვალებში ვერ ვუყურებ. საშინლად შერცხვენილი ვარ. სახე ახლოს მოაქვს.
-მეგონა უფრო მებრძოლი იყავი.

ხმას არ ვიღებ. წელში სწორდება და უკან ნაბიჯს დგას.
-ალბათ არის რაღაც მიზეზი...-სხეული მეჭიმება, ახლა არჩისავით მომთხოვს რომ ავუხსნა...-კარგი, რაც არის არის, ეგ მე არ მეხება.- თვალს ვუსწორებ, მერამდენედ ვერ ვიჯერებ მის სიტყვებს. თავს მიქნევს და კარებისკენ მიდის-მიდი მოწესრიგდი და გამოდი, სახლში მე წაგიყვან. სააბაზანო იმ კარებშია.
ოთახში მარტო დარჩენილი მადლიერებით ვივსები, არა მარტო იმისთვის რომ ყველაზე ცუდი შესაძლებლობისგან მიხსნა, არამედ იმიტომაც რომ პასუხისმგებლობა არ მომთხოვა, არ დამადანაშაულა ჩემი ჭეშმარიტად სულელირი საქციელის გამო, და კიდევ იმიტომ რომ მიზეზების ძებნა არ დაიწყო.
ჩემს ბრეტელებიან შავ მაიკას დავყურებ. ჩემი ნაქსოვი კრემისფერი ჯემპრი საწოლზე აკურატულად გადაკეცილი დევს. ვიღებ და ვიცმევ. ნაჭრის შავი შარვალი მადლობა ღმერთს ზედვე მაცვია. საწოლთან დაწყობილ თეთრ ჩექმებში ფეხს ვყოფ და იმ კარებთან მივდივარ, რომელზეც დემნამ მიმანიშნა.

იქნებ ფიქრობს, რომ იმ კაცს თავად მიეცი მიახლოების უფლება?

ეს აზრი ჩემს თავში საშინლდ ხმამაღლა გაისმის. სწრაფად ვიმშრალებ ხელებს და სახეს და ოთახიდან გავდივარ. მისაღებ ოთახში აღმოვჩნდი, ლამაზი სახლია, დიდი ფანჯრებით და თანამედროვე ავეჯით. დემნა ფანჯარასთან ზურგით დგას. ტელევიზორი ჩართულია და დაბალ ხმაზეა დაწეული. სახლში სასიამოვნოდ თბილა. ფანჯრიდან კი ნოემბრის უჩვეულოდ მზიანი დღე მოჩანს.
დემნა ტრიალდება. ხელში ფინჯანი უჭირავს.
-შეგიძლია ყავა დაისხა, სამზარეულოში ცხელი წყალია.
ეჭვიანად ვათვალიერებ მის გამომეტყველებას, რათა ის ფიქრი შევნიშნო მის გონებაში, წეღან რომ მომივიდა აზრად. მაგრამ მისი უემოციო სახის გაშიფვრა საკმაოდ რთულია:
-არა, ჯობია წავიდე.-ნელა ვეუბნები, აშკარად მეტყობა რომ სხვა რამზე ვფიქრობ.
-უკვე დააგვიანე, თხუთმეტი წუთი კი არაფერს წყვეტს.-მხრებს იჩეჩს.თან ისიც ეჭვიანად მათვალიერებს.
-დიახ წყვეტს, გუშინ თხუთმეტი წუთი რომ დაგეგვიანა...- ვჩერდები,რადგან ვხვდები წინადადება ისე დავიწყე გაგრძელებაზე არც მიფიქრია.
დემნას ყბები ეჭიმება და თვალს მარიდებს.
-მაშინ დამელოდე. ხუთ წუთში გავიდეთ.-უხალისოდ დუდუნებს.

ვიშმუშნები და დივანზე გადაკიდებულ ჩემს დუტის ქურთუკისკენ მივდივარ
-საჭირო არ არის თავად წავალ.-დუტის ქურთუკს ვიღებ და ჩაცმას ვიწყებ, როცა ვხვდები რამდენად უმადური ტონი მაქვს - ყველაფრისთვის დიდი მადლობა- ვამატებ დაბალ ხმაზე.
ქურთუკის ჯიბეში სიმძიმე ყურადღებას იქცევს. ტელეფონს ვიღებ და ეკრანს დავყურებ. უკვე თორმეტი საათია. ჯანდაბა! 56 გამოტოვებული ზარი არჩისგან!
-ნუ სულელობ მია, ხუთი წუთი დამელოდე არაფერი მოგივა.
არჩის სწრაფად ვწერ რამოდენიმე სიტყვას და თან ვამბობ:
-არა მართლა, მეტად აღარ მინდა შეგაწუხო-ვეუბები და უზარმაზარ ოთახს ვათვალიერებ რომ გასასვლელი მოვძებნო.
-კარგი, რადგან ასე დაიჟინე.- ჭიქას ხის დაბალ და მასიურ მაგიდაზე დებს და დივანზე მიგდებულ თავის პალტოს იღებს.
- რას აკეთებ?- ყურადღებას არ მაქცევს, პალტოს ჯიბეში იქექება და გასაღები ჩხრიალით ამოაქვს.
-წავედით- ყურადღებას არ აქცევს ჩემს სიტყვებს და გვერდს მიქცევს.
მკლავში ხელს ვტაცებ.
-თავად წავალ-თქო.
-გამოიარე მია.-ახლა ის მწვდება მკავში და გასასვლელისკენ მივყავარ.
-არა...არა ასე არ მინდოდა-ვდუდღუნებ დაბნეული- ყავა მაინც დაგელია...
სადარბაზოში რომ გავდივართ მაშინღა მიშვებს ხელს. დემნა კარს კეტავს, ლიფტს იძახებს. ლიფტის კარებს სულელივით შევყურებ,სანამ ის პალტოს იცვამს. ზევიდან გადმომხედა.
-მგონი რაღაცის თქმა გინდა.
მაღლა ავხედე. ვიშმუშნები.
ლიფტის კარი იღება. შევდივართ.
-გისმენ-ამბობს როცა კარი იხურება და ლიფტი დაბლა მოძრაობას იწყებს.
-ახლოს მოსვლის უფლება არ მიმიცია.- ძალიან სარისკო სიტყვებს ვამბობ.
-რას გულისხმობ?-ძალიან კარგად იცის რასაც ვგულისხმობ. ცდილობს მეტი დამაცდევინოს. ჯანდაბას! ჩემი რა მიდის.
-შევეჯახე და წავიქეცი. მერე ამაყენა... წასვლა ვცადე და დამიჭირა...-ჩუმადაა. ცოტა ხანში ვამატებ - ჩემი ბრალი არ იყო - შუბლში ხელის შემორტყმა მინდება იმდენად საცოდავად ჟღერს ჩემი სიტყვები.

მხარში ხელს მკიდებს და თავისკენ მატრიალებს.

-ჩემთვის არაფრის ახსნა საჭირო არ არის მია. იმ იდიოტების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც თვლის რომ ყველა კაცი მართლია, დამნაშავე კი ყოველთვის ქალი.

ფოსფორისფერ თვალებში ვუყურებ. მის მზერაში ვკითხულობ, რომ სიმართლეს ამბობს,მართლა არ მჭირდება მისთვის რამის ახსნა. ეს სიტუაცია შიგნიდან ერთიანად მშლის და წარმოუდგენელი, ჩემთვის ზედმეტად დაუფიქრებლად გულახდილი სიტყვები მცდება:

-ნეტავ, ყველა შენნაირი იყოს.

სახე ეცვლება.გაკვირვებისგან წარბები მაღლა ეწევა. ვხედავ ტუჩის კუთხეში როგორ ეღიმება.
სწრაფად ვტრიალდები. ახლა აქედან გაქრობის მეტი აღარაფერი მინდა. ჯანდაბა მია! ლიფტში აურაც კი იცვლება! უხერხულ სიმშვიდეს ჩემი ტელეფონის რეკვის ხმა არღვევს. ეკრანს დავყურებ და არჩის მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ ამ წამს გადამარჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა იძულებული ვიქნები დემნას წინ არჩის ყველაფერი ავუხსნა, რაც ორმაგად დამძაბავს.
ლიფტის კარი იღება, გავდივართ და თან ტელეფონს ვპასუხობ.
-მია- ყვირის ყურმილში არჩი- სად ხარ?! რამდენი ხანია გირეკავ! გაგიჟდი? ასე როგორ მანერვიულე? ორი საათია გირეკავ. მთელი რესტორანი შევყარე! რატომ არ იღებდი?!
-ეხლა რესტორანში რა გინდა?- ხავსს ვებღაუჭები. იქნებ მშრალად გამოვძვრე.
-გიგო რას გეუბნები და რას მპასუხობ!- მოთმინებიდან გამოდის
-აა გამახაენდა, გიორგი უნდა ჩაანაცვლო დღეს არა?- საკუთარ თავს თავად ვპასუხობ. თან დემნას მივსდევ უკან. ვხვდები რომ ჩემს საუბარს გულდასმით უსმენს. მანქანებს შორის ვძვრებით. ჩემი ტვინი გამალებით მუშაობს. თუ სამსახურში წავიდა მაშინ არ ეცოდინება, რომ დილით სახლში არ ვიყავი. არჩი ჩემს ოთახში მარტო მაშინ შემოდის თუ ადგომას ზედმეტად ვაგვიანებ ხოლმე.
-მია არ გესმის რას გელაპარაკები?-უხეშად მიჭრის არჩი- რომ არ მიპასუხე მეზობელს ვთხოვე მოეკითხა შენთვის. კარსაც არ აღებ . სად ხარ?
-რა გჭირს, აბა დაწყნარდი.-თავდასხმაზე გადავდივარ-დილით სასეირნოდ გამოვედი და ტელეფონი სახლში დამრჩა. რა ამბები ატეხე?
-რაა?!- აღშფოთებული მეკითხება. პაუზის მერე კი ყურმილის მეორე მხრიდან ნერვიული ხარხარი მესმის.
დემნა თავის მანქანას აღებს და მანქანის მეორე მხრიდან ხელს მიშვერს ჩაჯექიო.
ხელით ვანიშნებ ორი წუთი დამელოდე-თქო. დემნა თავს მიქნევს და მელოდება როდის მოვრჩები ლაპარაკს.
-გაგიჟდი გოგო?- ეხლა რომ არ მოგეწერა პოლიციაში დარეკვას ვაპირებდი- ყვირის აღშფოთებული არჩი.
-რა ვქნა შენ თუ პანიკიორი ხარ?- ვღიზიანდები მის ტონზე- გუშინ შენ არ იღებდი ტელეფონს და მაგხელა ამბავი არ ამიტეხავს, ყველამ თავის საქციელზე აგოს პასუხი.
-ააა- მწარედ იცინის არჩი- ეს შურისძიება იყო არა? კარგი ასე იყოს- სისინებს და ტელეფონს თიშავს.
-იდიოტი!- ვჩურჩულებ, მაგრამ დემნას ხითხითზე ვხვდები რომ ხმამაღლა მომივიდა.
-ჩაჯექი- გამხიარულებული მეუბნება. აი, დაბრუნდა დემნა, რომელიც თავისი მხიარული გამომეტყველებით მაღიზიანებს.
კბილებს ერთმანეთს ვაჭერ და მანქანის კარებს ხმაურიანად ვხურავ. სანამ რემენს ვიკეთებ, დემნა მანქანას ძრავს და აშკარა ინტერესით მეკითხება:
-შენი მშობლები რატომ არ გირეკავენ?
თვალებში ვაჩერდები და პირდაპირ ვახლი:
-მამაჩემი მკვდარია, დედაჩემს კი დიდად არ აღელვებს სად ვარ.
დემნა აშკარად უხერხულად იშმუშნება და მზერა გზაზე გადააქვს, მე კი კმაყოფილი იმით, რომ საკუთარი უბედურებით როგორღაც დემნა დავადანაშაულე, სკამზე მოხერხებულად ვჯდები.
ცოტა ხანი მანქანაში სასიამოვნო სიმშვიდე ისადგურებს, მაგრამ სიჩუმეს ისევ დემნას დაბალი ხმა არღვევს:
-მეორედ ეს აღარ ჩაიდინო.
ვერ ვხვდები რაზე მეუბნება, რადგან ამ რამდენიმე საათში ძალიან ბევრი რამ დაგროვდა რაზეც ეს შეიძლება ეთქვა.
-რა?- ვეკითხები და მის პროფილზე გადამაქვს მზერა.
ჩემკენ იხედება და ერთხანს მიყურებს, თითქოს ცდილობს ასე მიმახვედროს.
შემდეგ ნელა იწყებს:
-მითხარი... ლუკას... ანუ... ჩვენ გამო აპირებდი...-
ახლაღა ვხვდები რაზე მელაპარაკება. ახლაღა ვხვდები რაც აწუხებს! დანაშაულის შეგრძნება!
ვუბღვერ და მკვახედ ვუჭრი სიტყვას:
-გადახტომას არ ვაპირებდი დემნა.
-ნუ მაცინებ - გესლიანად მპასუხობს - ცოტაც რომ გადაწეულიყავი, ჩათვალე ახლა მკვდარი იქნებოდი. შენი აზრით დავიჯერებ რომ ასეთ პოზაში ხალხი ხედით ტკბება?- ცოტაღა აკლია და მის ტონს შეიძლება ყვირილი დაერქვას.
-ახლა გასაგებია, ასე რატომ იქცევი! გგონია თქვენი ამაზრზენი ოინების გამო თვითმკვლელობას ვაპირებდი და უცებ დატკბი არა? არამზადა ხარ!- მისი არ ვიცი, მაგარამ ახლა მე ნამდვილად ვყვირი.- მოდი ასე გეტყვი, შენ და ლუკა უკანასკნელები ხართ რასაც შეიძლება ჩემს ცხოვრებაში პრობლემა ვუწოდო! ახლა შეგიძლია სინდისი დაიმშვიდო და შენს ნამდვილ სახეს დაუბრუნდე! მანქანა გააჩერე!

მანქანას ისე მოულოდნელად აჩერებს, რომ არა რემენი ცხვირს გავიტეხავდი. თმები სახეზე მეყრება. ორივე ღრმდ და ბრაზიანად ვსუნთქავთ. რემენს ბრაზისგან აკანკალებული თითებით ვიხსნი.
-ასე არ არის მია!- იღრინება და საჭეზე მოჭიდებულ ხელებს ასწორებს. საზურგეს ეყრდნობა. კარის სახელურს ვებღაუჭები. დაკეტილია.
-გააღე!
-არა.
-გააღე-მეთქი.
-არა-თქო.
-გააღე იდიოტო!-ისევ ვყვირი.
-არა-მეთქი ვერ გაიგე?! ჯერ უნდა ვილაპარაკოთ!-ისიც ღრიალებს.

სიჩუმე.

-კარგი. მიდი ვილპარაკოთ- ვიწვევ.

სახეს აბრუნებს და ფოსფორულად მანათობელ ცისფერ თვალებში შეუკავებელი ბრაზის ამოკითხვის საშუალება მეძლევა.
სახე დაჭიმული აქვს. თვალს თვალში მახვილივით მიყრის. თვალს არ ვარიდებ.

-არც ერთ შანსს არ კარგავ, რომ ჩემგან ბოროტმოქმედი შექმნა- მისი ბრალმდებლის კილო მაღიზიანებს.- ამ ყველაფრიდან მაინც და მაინც ეგ დასკვნა როგორ გამოიტანე? -მის სიტყვებში ერთდროულად წყენაც გამოსჭვივის და გაღიზიანებაც.
-აი ასე - ვპასუხობ უცერემონიოდ.
რადგან მისი რეალური ზრახვები გამოვარკვიე, ახლა ვცდილობ რაც შეიძლება კარგად გავაღიზიანო. ჩემს განზრახვას ხვდება. თვალს მარიდებს და მშვიდად მეუბნება:
-კარგი... როგორც გინდა... რაც გაწყობს ის დაიჯერე.
მანქანას ძრავს და ისევ გზაზე გადაყავს.
-გააჩერე უნდა გადავიდე.-ჯანდაბა! როგროღაც გაღიზიანებული მარტო მე დავრჩი.
ხმას არ მცემს.
-გააჩერე!
-მოკეტე რა.-უკმეხად მპასუხობს.
ბრაზისგან ვიბერები მაგრამ არაფერს ვამბობ.
დარჩენილი გზის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ველაპარაკებით ერთმანეთს - ჩემს მისამართს მეკითხება და მეც ვპასუხობ.
მანქანიდან რომ გადმოვდივარ, სალონი უკვე იმდენადაა დამუხტული ცუდი ენერგიებით, რომ ვხვდები, ცოტაც და იქაურობა აფეთქდებოდა.
კარს ხმაურიანად ვუჯახუნებ და უსიტყვოდ მივდივარ სადარბაზოსკენ.
ზურგს უკან მანქანის ბორბლების ჭრიალის ხმა მესმის. ვიხედები და ვხედავ როგორ უჩინარდება გიჟური სიაწრაფით მოძრავი დემნას მანქანა.
არამზადა!



ვიცი ძალიან დავაგვიანე, მაგრამ დადება ფიზიკურად ვერ მოვახერხე. იმედია საინტერესო გამოვიდა,თუმცა ყველაფერი მაინც წინაა.
გამიზიარეთ თქვენი ემოციები, ძალიან მაინტერესებს
თქვენი #moonlover



№1 სტუმარი Qeti qimucadze

არვიცი. არვიცი. ალბათ დემნას დას რამე შეემთხვა არა? იმედია მომდევნო თავში უფრო ნათლად გავიგებთ მიას წარსულს. მომწინს ზალიან. დემნას პერსონაჟის სხვა კუთხით ზილვა. ლუკა საკუთარ ეგოსსუსტების დაჩაგვრით იკმაყოფილებს და არასრულფასოვნების კომპლექსს მალავს
მოუტმენლად ველი გაგრძელწბას

 


№2  offline წევრი dramalover

Qeti qimucadze
არვიცი. არვიცი. ალბათ დემნას დას რამე შეემთხვა არა? იმედია მომდევნო თავში უფრო ნათლად გავიგებთ მიას წარსულს. მომწინს ზალიან. დემნას პერსონაჟის სხვა კუთხით ზილვა. ლუკა საკუთარ ეგოსსუსტების დაჩაგვრით იკმაყოფილებს და არასრულფასოვნების კომპლექსს მალავს
მოუტმენლად ველი გაგრძელწბას


პირველ რიგში მადლობა კომენტარისთვის❤️ ახლა - ყველას წარსულს ნელ-ნელა გავშლი, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად. მირჩევნია განვითარებულ მოვლენებს მივყვე ბუნებრივად. ყველა პერსონაჟი ინდივიდიუალურია, არ მინდა პერსონაჟები ცუდებად და კარგებად დავყო, ამიტომ ყველას დადებით და უარყოფით მხარეს გაჩვენებთ ნელ-ნელა. მიხარია რომ მოგწონს❤️
სიყვარულით #moonlover

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენა

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს მიას რაღაც წარსულის ტრამვა აქვს,
რაღაცნაირად მელანქოლიურია ასეთი გრძნობა გააღვიძა ჯერ-ჯერობით ჩემში.
ძალიან მომეწონა და იმედია შემდეგი თავიც მალე იქნება.

 


№4  offline წევრი dramalover

სტუმარი ელენა
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს მიას რაღაც წარსულის ტრამვა აქვს,
რაღაცნაირად მელანქოლიურია ასეთი გრძნობა გააღვიძა ჯერ-ჯერობით ჩემში.
ძალიან მომეწონა და იმედია შემდეგი თავიც მალე იქნება.


მადლობაა დიდი ❤️❤️❤️ შემდეგ თავს რამდენიმე დღეში დავდებ

 


№5 სტუმარი სტუმარი ელენა

ეს ისტორია აღარ გაგრძელდება?

 


№6  offline წევრი dramalover

სტუმარი ელენა
ეს ისტორია აღარ გაგრძელდება?

Axali tavi davamate shegidzliat naxoot❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent