შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უტა იშხნელი {თავი 1}


8-09-2021, 12:36
ავტორი ქეთათო4
ნანახია 2 881

-უტა იშხნელმა წარმატებით იასპარეზა ტურნირში და საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა.-სიამაყით იუწყებოდნენ საქართველოში ტელეარხები იშხნელის წარმატებას. თავად უტა ბედნიერებისგან დაფრინავდა.
-ამაღამ ვსვამთ ყველა.-ამოიყვირა მწვრთნელმა და ყველა გააჩუმა.-უარი არ მიიღება.-უარი არც მიიღებოდა და არც აზრი ჰქონდა. სამადაშვილმა ყველა დასალევად შეკრიბა და ბარში გაამწესა. საღამო ემოციებით დატვირთული იყო. სვამდნენ, უტას ჭიდაობას განიხილავდნენ, აქებდნენ, ზოგჯერ უბრაზდებოდნენ და ასე შემდეგ. თავად იშხნელი მშვიდად იჯდა, ემოციებსაც ჩაევლო და ახალ გეგმებს აწყობდა. შემდეგი ტურნირი რამდენიმე თვეში იწყებოდა და ფიქრებით იქ იყო.
უნებურად გადასწია თავი და კედელთან მდგარი ქეთა გეგეშიძე შენიშნა. ტანზე ჟრუანტელმა დაუარა. ქალი საოცარ ფორმაში იყო და მის წინ მჯდომს ესაუბრებოდა. მეორე წელს ითვლიდა უტას თავხედური სიყვარული, რომელიც გეგეშიძეს ჭკუიდან შლიდა. ნამდვილად პატარა იყო სამყარო, რადგან ვერცერთი წარმოიდგენდა, რომ ერთმანეთს ტოკიოში შეხვდებოდნენ. მობილური მოიმარჯვა და მესენჯერი ჩართო. ქეთა მოძებნა.
,,სამყაროც კი ხელს გიწყობს, მნახო"-თავხედურად გაიღიმა და ქალის გაფართოებულ თვალებზე კიდევ უფრო გაეხა ბაგე.
,,მეც და სამყაროც გეწინააღმდეგებით იშხნელო, შეგვეშვი"-შუბლი შეკრა გეგეშიძემ და ბიჭისკენ აღარ მოუხედავს, საუბარი განაგრძო.
ყოველთვის გიჟდებოდა, როდესაც ქეთას ყურადღებას ვერ იქცევდა. ახლაც გაღიზინებული უყურებდა ვიღაც ფრანგს, რომელიც გეგეშიძეს ეფლირტავებოდა და ვენებში სისხლი ეყინებოდა.
-უტა, დალიე.-ჭიქა გაუწოდა დარბაიძემ და ერთი მიყუდებით გამოცალა ჭიქა.
-ოჰოო, იშხნელი...-გამყრელიძემ შეუსტვინა.
მოთმინება ფიალა საერთოდ აევსო ქალის სხეულს რომ შეეხო და საცეკვაოდ გაიწვია.
-ამის ფრანგი დედაც...-ფეხზე წამოდგა და სიქაჯეში რომ არ ჩასთვლოდა, ჰაერზე გავიდა. სიგარეტს არ ეკარებოდა. ოცდაერთი წლის ასაკში ყველფერი გაცნობიერებული ჰქონდა და არც ალკოჰოლი იყო მისთვის მისაღები. მხოლოდ გამარჯვებას აღნიშნავდა იშხნელი, მაშინ შეგეძლოთ მისი ნასვამ მდგომარეობაში ნახვა, თუმცა ეს ყველაფერიც ზომის ფარგლებში ხდებოდა.
რამდენიმე წუთი დაჰყო ჰაერზე და შენობაში შებრუნებულს ქეთა აღარ დახვდა.
-გოგო აგახიეს იშხნელი.-ხელით ანიშნა გეგამ. მაშინვე გაატრიალა თავი და კარგად შემთვრალ გეგეშიძეზე დაიძაბა. აღარაფერი უთქვამს, ქალს უკან გაჰყვა და სანამ მანქანაში აღმოჩნდებოდა უცნობთან ერთად, მაჯაში ჩააფრინდა.
-ჩემი ჩემპიონიც მოვიდა.-პირი გაეხა ქეთას.
-როგორი ფხიზელი ხარ!-შეუბღვირა და გაოცებულ კაცს შეხედა.
-ამ სი*ს ეტყვი, რომ მასთან ერთად არ მიდიხარ თუ მე ვუთხრა?-ერთი თავით დაბალს ზემოდან დასჩერებოდა.
-ნუ იქნები ტიპური შტერი ბიჭი უტა.-სახე დამანჭა გეგეშიძემ.
-ქეთა, არ გამაბრაზო!-წარბები ავის მომასწავებლად შეკრა და ქალსაც სხვა გზა აღარ დაუტოვა. ფრანგულდ გადასძახა მათეოს რაღაც და მერე იშხნელს მოუბრუნდა.
-ხეპრე ხარ!-ხელი გააშვებინა და წონასწორობის დასაცავად ავტომობილს დაეყრდნო.
-რა ხეპრე? მთვრალი ხარ და ვიღაც ტიპთან ერთად მიდიხარ, არც იცი სად.-აწკრიალებული მობილური ერთი ხელის მოძრაობით გათიშა.
-შენ რაა?-გამომწვევად იცქირებოდა ქალი.
-პატარავ, ნუ ითამაშებ, ნურც ცეცხლს დაანთებ, თორე დაიწვები.-ცხვირზე დაჰკრა თითი და საკუთარი ავტომობილისკენ მიუთითა.
-და რა? შენ გამოგყვე?
-მთვრალთან სე*სით დაინტერესებული არ ვარ.
-შენ უფრო ტატამზე...-ენაზე იკბინა, მაგრამ გვიანი იყო. კაცის ხარხარზე თავადაც გაეღიმა.
-შეგვიძლია ვცადოთ.-თვალები უციმციმებდა იშხნელს. ქეთა იყო სიგიჟე მისთვის. ქალი, რომელიც აგიჟებდა, გულისცემას უათმაგებდა, აფორიაქებდა და ამშვიდებდა.
-სხვათაშორის უტა, მამაჩემმა რომ გაიგოს მისი შვილი გიყვარს, საკუთარი ხელით დამსვამს შენს სახლში.
-ჯიგარი სიმამრი მეყოლება.-ისევ ქალს გადახედა და სასტუმროსკენ გაუხვია.
-ჯვარი მწერია. შენნაირი ღრუზინი ქმარი არ მინდა.-პირჯვარი გადაისახა და უტას დაბღვერილ სახეზე ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
-ღრუზინის მნიშვნელობა არ იცი. ვიღაცას თუ არ უნდა ეხებოდნენ ქალს, რომელიც სიგიჟემდე უყვართ, ეგ სიღრუზინე არაა. მაჩვენე კაცი, რომელიც იტყვის, რომ თანახმაა, მის ქალს შეეხონ და მე ვეტყვი, რომ ამდენ კაცში ის ყველაზე *ლეა.-ავტომობილი გააჩერა.
-სწორად აღნიშნე მის ქალს. მე ნამდვილად არ ვარ შენი...
-დროის საკითხია პატარავ. დღეს, ხვალ თუ ზეგ ისედაც მოხდება ეგ.- მისკენ გადაიხარა და სანამ ქეთა გონს მოვიდოდა, ლავიწთან დაუტოვა კოცნა.
-შენს მწვრთნელს გადაეცი მარტო ჭიდაობაში ნუ გამეცადინებს, აზროვნებაშიც მოიკოჭლებ.-კარი გააღო.
-ეს აზროვნებაც საკმარისია, გაგაგიჟო ქეთა.-თვალი ჩაუკრა და ღმუილით მოსწყვიტა ავტომობილი ადგილს. საუკეთესო აღნიშვნა გამოუვიდა. ზოგადად გეგეშიძესთან ყოფნა, თუნდაც მცირე ხნით, მისთვის საუკეთესო იყო. კმაყოფილმა აიარა სასტუმროს კიბეები და ფოიეში შესული ლიფტისკენ წავიდა. ღილაკს თითი დააჭირა და მის გვერდით ამომდგარ ქალს ყურადღება არ მიაქცია. ბოლო სართულზე ჰქონდა ნომერი, შესაბამისად ,,დიდხნიანი მოგზაურობა" ელოდა. ქალის მზერა არ შორდებოდა. ეჭვნარევი მზერით გახედა და რომ ვერ იცნო, ისევ გამოიხედა.
-პირდაპირ საქმეზე გადავიდე?-ქართულად ალაპარაკდა ქალი.
-უკაცრავად?-წარბები შეჭმუხნა.
-შენთან სწორედ ისეთი ძლიერი სე*სი მინდა, როგორც მოწინააღმდეგეს ებრძოდი.-თვალი არ მოუშორებია უტასთვის.
-დიდებული შემოთავაზებაა, მაგრამ ახლა არც სურვილი მაქვს და არც ძალა.-ხელი აიქნია და გასვლას შეეცადა.
-შენთან სე*სი მინდა და თანახმა ვარ, გადაგიხადო.-ამაზე წითელი ღილაკი აენთო იშხნელს და უკან წამოსულმა ხელის ერთი მოძრაობით კედელზე ააკრა ქალი.
-ვერ ვიტან ქალებს, რომლებიც ასე მოდიან და მკერავენ.
-როგორ ქალებს იტანს უტა იშხნელი? ქართველ, ქალიშვილ ტიპებს? სახეზე მუწუკებით, ერთი სული რომ აქვთ გათხოვდნენ. ასეთებს? მაგრამ თავს ხომ იფასებენ, რაც მთავარია.-სახე დაემანჭა.
-თავის ფასი რომ იციან, უფრო ასეთებს!-ხელი უშვა-და ხო კიდევ, ფულით ყველაფერს ვერ იყიდი!-თითი დაუქნია და გაწონასწორებული ნაბიჯით წავიდა ნომრისკენ.
ემოცებით გადაღლილი იყო. კარი მოიხურა და მაშინვე თვალით დარეკა სახლში. ლილიანმა უპასუხა.
-ყვავილო, გილოცავ დაბადების დღეს!-როგორ უნდოდა იქ ყოფნა.
-უტა.-სახე გაუბრწყინდა დედამისს.
-მამას გადაეცი, რომ გამარჯვება მისია და ლილიანის. შენ უფრო დიდ გამარჯვებას მოგიძღვნი დე, ეს ჯერ მცირეა.-გაიღიმა და პატარა ეკრანზე ჩატეულ დიდ სანათესაოს ხელი აუწია.
-ლომი ხარ იშხნელო!-დვალმა ჭიქა ასწია.
-ყველა მიყვარხართ!-ხელის ჟესტი გააკეთა, ლილიანს კოცნა გაუგზავნა და გათიშა.
იშხნელისთვის ყველაფერი იყო ოჯახი, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, ასწავლა და გზაზე დააყენა. ყველა ნატკენი მუხლის მიღმა იდგა დედის ჩახუტება და მამის ამოძახილი ,,ლომი ხარ უტა"
დათა იშხნელი არასდროს გამოხატავდა ემოციებს უტასთან. არცერთი თბილი სიტყვა, არცერთი მოსაფერებლად გაწეული თითი... უტასთვის იყო მხოლოდ ერთი ფრაზა და ამ ფრაზაში ჩაქსოვილი მამობრივი სიყვარული, სიამაყე, ზრუნვა და სითბო.
შხაპის მიღების შემდეგ ზურგზე დაწვა და ჭერს გაუსწორა მზერა. რაღაც აფორიაქებდა, სიამაყეს ვერ გრძნობდა, სისავსე აკლდა მის გამარჯვებას. ტატამზე შევარდნილი ბავშვები გაახსენდა. დამარცხებულ მამას როგორ ეხვეოდნენ. გულში სასიამუვნოდ გასცრა რაღაცამ და უნებურად წაიღო მობილურისკენ ხელი. ნაცნობი კომბინაცია აკრიფა და სუნთქვა შეეკრა. ქალის ნამძინარევ ხმაზე გაეღიმა.
-ქეთა, ჩემს საგულშემატკივროდ ჩვენს შვილებთან ერთად ივლი?-შიშველი იყო იშხნელი ქალთან. ვერცერთ ემოციას ვერ მალავდა.
-რომანტიკა არ გივარგა, არც იუმორი და იმერელ კაცს არ გეკადრება.-ქეთა კიდევ უფრო ახალისებდა, აფერადებდა უტას.
-გამოვასწორო?-ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა.
-არა, სხვათაშორის, აბსოლიტურად სწორად შეარჩიე სპორტი.
-ქეთა.-სახე დაებრიცა.
-ხო კიდევ, ვიღაც გოგო ყველა შესაძლო სიტყვით გლანძღავს ჩემი ნომრის წინ, ცოტა მიტყდება.
-მაიმუნობ.
-არა, მოგასმენინებ.-გეგეშიძეც ფეხზე წამოდგა და რამდენიმე წამში საკუთარი სახელთან ერთად ბევრი საშინელი სიტყვაც მოისმინა.
-პატარავ, ქალებს ასე ემართებათ.-თავზე ხელი გადაიტარა.
-რა უტა, რა ემართებათ?-დაბღვერილმა გახედა კარიდან ქალს და ნომერში შებრუნდა.
-უარს რომ გეუბნებიან, ცოფდებით!
-გული მერევაა.-ამოიყვირა და ყურმილი დაკიდა. კიდევ უფრო გახალისდა იშხნელი.
ის ღამე აივანზე შემოეძარცვა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ბარგს კრავდა და თან ლოლაძეს ესაუბრებოდა.
-ქეთაც აქაა გეგეშიძე.-ლადოს ხმაზე დაიძაბა.
-დღეს აქვს ფრენა?
-გამოიცანი ვის გვერდით ზის?
-ატრაკებ.-გაიცინა.
-არადა ბილეთს გიცვლიდი.-დანანებით გააქნია თავი.
-ლადო იცოდე...
-კარგი, მეჯვარე მე ვარ.-ხელი ასწია და გათიშა.
ასე სწრაფად არასდროს ჩაულაგებია ბარგი. სირბილით დატოვა სასტუმრო. მანქანას დიდი სისწრაფით მიაქროლებდა. დიდებულ ისტორიას ტოვებდა ტოკიოში იშხნელი. სიამაყით შეაბიჯა აეროპორტში და ლადოსკენ წავიდა.
-იმედია, არ გითქვამს რომ ადგილი გამიცვალე.-ლადოს მოეხვია და მოშორებით მჯდარ ქალს გახედა, რომელიც მობილურზე საუბრობდა.
-ვაპირებდი.-ჩაიცინა.
-ჩასხდომა ათ წუთში იწყება?-საათს დახედა. ეჩქარებოდა თვითმფრინავში მერე კი სამშობლოში.
-კი.-თავი დაუქნია.
-ბაბლუანმა წააგო უტა.-შუბლი შეჭმუხნა იშხნელმა და ქეთას გახედა.
-ბაბლუანმა დიდი ხანია წააგო ლადო!-ინგლისურად გაჟღერებულ ხმაზე ბარგს ხელი მოჰკიდა და თვითმფრინავისკებ დაიძრა. ყველა საჭირო პროცედურა ისე გაიარა, რომ გეგეშიძეს არ შეუმჩნევია მისი იქ ყოფნა. უტასაც ეს უნდოდა, ბოლოს კუთვნილი ადგილი დაიკავა და ქალის გაოცებულ სახეზე გახალისდა.
-რა გააკეთე უტა?-ქეთას ,,უტაზე" გიჟდებოდა.
-ბუნების ამბავია.-ხელები ასწია, მე არაფერ შუაში ვარს ნიშნად.
-არ მეხუმრება!-სახე დაასერიოზულა ქეთამ.
-რაო ბაბლუანმა?-სხვათაშორისად ამოილაპარაკა.
-ვითომ არ იცი-კიდევ უფრო მოიღუშა გეგეშიძე.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა უტამ და მზერა ქალის ათრთოლებულ ბაგეზე გაეყინა.
-რუს მეტოქესთან დამარცხდა.-თვალებში უყურებდა ჯიქურად, უტას ყველა ემოციას სწავლობდა.
-არავის ვუსურვებ!-დანანებით გააქნია თავი. მიუხედავად იმისა, რომ ვაკო ბაბლუანთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, მაინც ენანებოდა. ოქროსთან ძალიან ახლოს მყოფი დამარცხდა თანაც რუსთან. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა ქართველისთვის, როდესაც ტატამზე ოკუპანტის წინააღმდეგ ხარ და მარცხდები.
-შეგიძლია, გიხაროდეს.-თავი გაატრიალა ქეთამ და ცრემლი შეიმშრალა.
ბაბლუანი ქეთას ბიძაშვილი იყო. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი.
-ვაკოში გეშლები.-ყურსასმენები მოირგო და თვალები დახუჭა.
გადაღლილობამ და ემოციებმა იმოქმედეს, მალევე ჩაეძინა.
ასე მშვიდად არასდროს სძინებია. მარცხენა მხარზე შეხება იგრძნო და უნებურად გაახილა თვალი. გეგეშიძეს თავი მიედო უტას მხარზე და ეძინა. გული შეუქანდა იშხნელს. მთელს სხეულში სასიამუვნოდ დაიწყეს ჭიანჭველებმა სირბილი. თითები თმისკენ გააცოცა და სახიდან ფრთხილად გადაუწია.
ცაში, უტასა და ქეთას ერთმანეთზე მიხუტებულს ეძინათ და ეს იყო სიმშვიდის ზენიტი. სიმშვიდე კი ქალის ხმამ დაარღვია. მგზავრებს დაშვების შესახებ ატყობინებდნენ. გეგეშიძეც გამოფხიზლებული იყო და უხერხულდ იშმუშნებოდა უტას მკლავის გამო, რომელსაც ქეთას საყურის ნაკვალევი ეტყობოდა.
-იმედია, არ გტკენია.-დამნაშავესავით ამოილუღლუღა.
-შეგვიძლია კიდევ ვცადოთ და გავარკვიოთ.-გაუღიმა ქალს და აეროპორტში დამჯდარი თვითმფრინავიდან გადაიხედა. გულში სიამაყის შეგრძნება კიდევ უფრო ეფოფრებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოეხვეოდა მამას.
ერთად დატოვეს თვითმფრინავი ქეთამ და უტამ. ბარგი აიღეს და გასასვლელისკენ წავიდნენ. კარი გააღო თუ არა უამრავ ადამიანს შეავლო თვალი. მისი პლაკატებით იყო გადაჭედილი შენობა.
-ჩემპიონო.-მამის ხმაზე სიხარულის საცეცები იგრძნო, რომლებიც მთლიანად მოედო. მისკენ წავიდა და პირველად მას მოეხვია.
-მამა ამაყობს შენით უტა!-მაგრად მოჰხვია მკლავები ვაჟს. ქეთასთვის ესეც სხვა ემოცია იყო. ამდენი ადამიანი მხოლოდ უტასთვის იყვნენ აქ, მის წილ ბედნიერებას იზიარებდნენ.
-დე.-ატირებულ ქალს მოეხვია.
-როგორ შეგვაშინე უტა.-შუბლზე აკოცა. ნამდვილად ეშინოდათ ბოლო წამების, რომელიც ღირსეულად გამოიყენა იშხნელმა და ბოლო ათ წამში მოახერხა იპონით გამარჯვება.
-მიმიშვით უტასკენ!-ლილიანი დაბღვერილი უყურებდა უფროს ძმას.
-გილოცავ, მაგრამ არ გპატიობ, ჩემი დაბადების დღე გამოტოვე!-წარბები აწკიპა. გეგეშიძეს ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში. აეროპორტშიც კი იგრძნო ის სახლური გარემო, რომელიც არასდროს ჰქონია. ამდენი ხალხი ირეოდა და ყველა ერთად დიდ ოჯახს ქმნიდა.
უტა ფაქტობრივად გაიტაცეს. ბოლოს მოიხედა ქეთასკენ.
-შეგიძლია ჩემი გამარჯვება აღვნიშოთ ქეთ.-ალბათ წავიდოდა კიდეც, რომ არა უტასა და ვაკოს დაპირისპირება.
-მადლობა.-ხელი ასწია უარის ნიშნად და კარში გაჩხერილ მძღოლს უღიმღამოდ გაუწოდა ჩანთა.
-ბატონი ვაკო!-დაბნეულმა გახედა ქალს.
-ვაკო დარჩა.-ავტომობილში მოთავსდა და მოწოლილი ცრემლები შეაჩერა.
უტას სახლში სიგიჟე ხდებოდა. მთელი უბანი იქ იყო. ულოცავდნენ, ეხვეოდნენ, ფოტოებს იღებდნენ. უამრავი ადამიანი იყო და უტა მაინც ვერ გრძნობდა, რომ ამდენი ადამიანი ჰყავდა გვერდით. სიყვარულის სადღეგრძელოზე უნებურად წაიღო ხელი ჭიქისკენ და ყველას ბედნიერების ტალღამ გადაუარა.
-რძალს ველოდებით იშხნელო, რძალს.-მეზობლის ხმაზე ყველამ ყიჟინა მორთო.
-სიყვარულს გაუმარჯოს, დამიჯერე უტა, ვერანაირი გამარჯვება ვერ ჯობია გრძნობას, როდესაც იცი, რომ შენი ქალი სახლში გელოდება. სიყვარული უზენაესია და უსასრულო. შეიძლება მოგბეზრდეს სპორტი, მაგრამ არასდროს-საყვარელი ქალი.-ჭიქები ერთმანეთს მიურტყეს. იშხნელის გულში სასწაული ხდებოდა.
ფიქრებით ახლა ქეთასთან იყო. ვერაფერი ფარავდა ქალთან სიახლოვის სურვილს და გიჟდებოდა.
იმ საღამოს ყველა გვიან დაწვა, უტასაც დაღლილობამ აჯობა და მალევე ჩაეძინა. რამდენ ხანს ეძინა, ვერ მიხვდა, მაგრამ მობილური რომ აწკრიალდა, თვალები მაშინვე გაახილა. ნომერს დახედა. ვერ იცნო, მაგრამ მაინც უპასუხა.
-იშხნელო.-ვაკოს ხმაზე დაიძაბა. ზოგადად, არ ახსოვდა მისი ზარი.
-გისმენ.-თავი უსკდებოდა, ჯერ კიდევ ვერ გამოეღწია მისი სხეულიდან ალკოჰოლს.
-ჩემპიონობა კარგია?-თითქოს იმ წამს იგრძნო, ვაკოს გასაჭირი. გაიაზრა უტამ, რამდენად რთული იყო ბაბლუანისთვის ეს მარცხი. ბოლო წამზე მოგება დიდი ბედნიერებაა და ასევეა წაგებაც, ოღონდ დიდი უბედურებაა ეს.
-ხდება ხოლმე.-ვერ გაიაზრა, რატომ ამოუვიდა ეს სიტყვები. თითქოს ამხნევებდა.
-მაგრამ ახლა არ უნდა მომხდარიყო. რას იზამდი? მე ხომ ვიცი, რომ გადაირეოდი უტა. თავს ვერ აპატიებდი, გაგიჟდებოდი. არ ვიცი, რატომ ვრეკავ. მაგრამ ვიცი კიდეც. იმ სიტყვებს ვნანობ. ვნანობ კი არა, გულზე მაწვება და ვეღარ ვსუნთქავ იშხნელო.-უტასთვის რთული იყო ამის მოსმენა. წარსულიდან ფრაგმენტებად ამოტივტივდნენ ტკივილები.
-აღარაფერს ეშველება.-წუხდა იშხნელიც და ახლა ყველაზე კარგად მას ესმოდა, რას გრძნობდა ბაბლუანი
-ალბათ, ბედნიერად უტა.-ორიოდე წამს სიჩუმე ჩამოწვა და მერე მობილური გათიშა ვაკომ.
იშხნელმა თავი საწოლს მიაბჯინა და თვალები მაგრად დახუჭა. ის წარსული ემძიმა. ვერ წყნარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რუს ძიუდოისტს რევანში აუღო და ბევრად დიდ ოლიმპიადაზე დაამარცხა, წაგება არ ავიწყდებოდა.
მამის თვალები ახლაც წინ ედგა, გამორეცხილი, გაგიჟებული...
თითები აუთრთოლდა. მის ცხოვრებაში გეგეშიძე მაშინ გამოჩნდა. ზუსტად მაშინ, ვაკო ბაბლუანი რომ შეურაცხყოფას აყენებდა.
ქალის დანახვა და მის გულში დაძრული ძლიერი იმპულსები ერთი იყო. იმ დღიდან გიჟურად უყვარდა იშხნელს და ყველა გამარჯვება ეკუთვნოდა ქალს, რომელმაც განადგურებული უტა ნახა ტატამზე.
იმ ღამეს აღარ დასძინებია. დილით ტელევიზიაში უნდა მისულიყო, სპორტულ გადაცემაში. ეზარებოდა, მაგრამ პირობა, პირობა იყო. პირველი სხივები შემოიპარა თუ არა, ფეხზე წამოდგა და სააბაზანოს მიაშურა. ჯერ კიდევ გააზრების პროცესში იყო. საკუთარი ჩემპიონობა თავად არ სჯეროდა და ახლა უკვე, როდესაც იგემა ეს მწვერვალი, ჩამოსვლას აღარ აპირებდა.
გრილი წყალი სხეულზე წვეთებად ჰქონდა. თმებს იმშრალებდა ვიდეო ზარით რომ დაურეკეს.
-პანიკის გარეშე იშხნელო.-უკვე მიხვდა, რაღაც რიგზე ვერ იყო.
-რა ხდება კაკი?-ნერწვი მძიმედ გადააგორა.
-ქეთას ნიშნობის ამბავს გამოაცხადებენ!-თვალებში დაუბნელდა. ჯერ ვერ გაიაზრა, უბრალოდ ყველფერი დაბნელდა, შემდეგ სმენა დაეხშო, გულის ცემა აუჩქარდა. კაკის გახედა, რომელიც გასაღებს იღებდა. რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ აღარ ესმოდა.
-უტა!-იქიდან უღრენდა კაკი , მაგრამ სულ ტყუილად.
ჩაიკეცა. სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა... ყველაფერს შავი ფერი დაედო.

---
ეს ის არის, რაც აქამდეც უნდა დამედო! კიდევ ერთი დიდი თავი იქნება და ვსო.
იმედია, წაიკითხავთ!



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმე , როგორ დავიძაბე , მალე დადე რაა

 


№2 სტუმარი Ana-maria

ჩემმა სისხლმაც რომ შეწყვიტა მოძრაობა,ამას რა ეშველება? ეს შავი ფერი იმედია გაფერადდება.

 


№3  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria
ჩემმა სისხლმაც რომ შეწყვიტა მოძრაობა,ამას რა ეშველება? ეს შავი ფერი იმედია გაფერადდება.

ჩემთან სულ სიფერადეა❤️

სტუმარი ანა
ვაიმე , როგორ დავიძაბე , მალე დადე რაა


ვეცდები❤️

 


№4  offline წევრი ვიპნი

მგონი მეც გამიჩერდა გული :(

 


№5  offline წევრი ქეთათო4

ვიპნი
მგონი მეც გამიჩერდა გული :(

ვაიმეე ❤️
მალე დავდებ შემდეგს, რომ ყველაფერი კარგად იყოს

 


№6  offline წევრი ნენეე

ჯერ სახელი, უტა და შემდეგ გვარი, იშხნელი უკვე მისტიკაა და მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს.
ხასიათი, ვნება, სიყვარული-ყველფერი დავინახე ამ ბიჭში და დარწმუნებული ვარ, ქეთაც დაინახავს.
სასიამუვნოდ წასაკითხი იყო. შემოდგომას მოუხდა.
ვიმედოვნებ, მალე იქნება შემდეგი
--------------------
ნენე გასვიანი

 


№7  offline წევრი ქეთათო4

ნენეე
ჯერ სახელი, უტა და შემდეგ გვარი, იშხნელი უკვე მისტიკაა და მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს.
ხასიათი, ვნება, სიყვარული-ყველფერი დავინახე ამ ბიჭში და დარწმუნებული ვარ, ქეთაც დაინახავს.
სასიამუვნოდ წასაკითხი იყო. შემოდგომას მოუხდა.
ვიმედოვნებ, მალე იქნება შემდეგი

ნენე, მადლობა დიდი! ვეცდები, მალე იყოს

 


№8  offline წევრი OKI ME

წავიკითხავ და მოვალ, დავაფიქსირებ ჩემ აზრს. :დდ კი ვიცი შენი დაწერილი ცუდი რომ არ იქნება ხოდა წავედი ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო ისტორია,კითხვის დროს ბევრი ემოცია,.მომწონს .

 


№10 სტუმარი სტუმარი Tekla

ეხლა უკვე ნერვები მაწყდება და მგონი ქეთას მიხვდება შენ არა ამ ქეთას ქეთ აი ძალიან კარგი ხარ რაგითხრა აღარ ვიცი ძალიან მომწონს შენი ისტორიები და იმდენად საინტერესო ეპიზოდზე ამთავრებ სული მელევა მომდევნო თავის მოლოდინში კარგი გოგო ხარ ქეთუსა შენ ❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უმაგრესია არ მინდოდა წამეკითხა სანამ ბოლომდე არ დადებდუ მაგრამ სულსწრაფი ვარ ვერ მოვითმინე,რომ ეწერა უტა იშხნელი,ქეღა ქეთა რა იყავი უტას რა მაგარი ინტრიგას შოკში დაგვტოვეს სუ ყველა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️♥️♥️

 


№12  offline წევრი ირო

როგორ ვითმინე სანამ ბოლომდე არ დაიდებოდა არ წამეკითხა,მაგრამ აბა როგორ უნდა მოითმინო შენი ნიკით რომ ისტორია ამოხტება თვალებში გიყურებს კიდე წამიკითხე არ ინანებთ,არ ინანებთ კი არა ისეთ ადგილზე გაწყვიტეს მგონი მეც უტასთან ერთად გამიშვი კარდიოლოგიურში სამკურნალოდ .ორივე ისტორიას ველი სულმოუთქმელად, წარმატებებს გისურვებ და ჩვენს მუდმივად განებივრებას ისტორიებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent