შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 7


8-09-2021, 20:20
ავტორი გაზაფხული
ნანახია 710

მანქანას უკვე ვხედავდით. საბედნიეროდ იქ იდგა, სადაც დავტოვეთ. იქვე იდო ნიკისა და ჯოს მიერ მოტანილი საწყვავი, რომელიც პირდაპირ ავზში ჩაასხეს.
-ჯოჯი სად არის? - მანქანაში ჯოჯი აღარ იჯდა. ჩუმად დავიწყეთ მისი სახელის ძახილი, თუმცა არცერთი მხრიდან არ ჩანდა.
-ეტყობა გაიქცა - დავასკვენით სამივემ და ხელჩაქნეულები ჩავსხედით მანქანაში. ფარები ავანთეთ, როდესაც უცებ ყიჟინა ატყდა. დაახლოებით ათი კაცი ჩვენკენ მორბოდა.
-გაჩერდით - ღრიალებდნენ ისინი და ჯოხებს ჰაერში იქნევდნენ.
-დაძარი მანქანა, ჯო - დავიყვირე განწირულმა და მანქანაში შევხტი.
-გააჩერეთ მანქანა ... ნაბიჭვრებო ... მშიშარა ლაჩრებო ... - ისმოდა უკანა მხრიდან. შიშისაგან უკან გავიხედე და მათ შორის დავინახე ჯოჯი, რომელიც ყეფით იკლებდა იქაურობას. ჯოჯი ერთ-ერთ მათგანს ფეხზე ეცა, მან კი კედელს შეანარცხა. თვალს, რომ მოვშორდით და ტყიურებიც მიჩუმდნენ ჯოჯის წკმუტუნი გავიგონე, უკან კოჭლობით მოგვსდევდა, თუმცა მისი გაწირვა გვიწევდა.
-მშვიდობით ჩემო მეგობარო - თვალზე ცრემლი მომადგა.
-გახსოვთ როგორი იყო ჯოჯი? სულ რაღაც ერთი კვირის იქნებოდა კენჭებს, რომ ვესროდი, თუმცა მას ეს თამაში ეგონა და ხან ფეხებში მიძვრებოდა, ხანაც ჩემს ლოკვას იწყებდა. ცოტა, რომ წამოიზარდა და უკვე ჩვენი მეგობარი გახდა, სახელიც ჩემი მსგავსი შევურჩიეთ და პირობა დავდე, რომ აღარასდროს გავაწვალებდი ცხოველებს - ჯომ ლოყაზე დაგორებული ცრემლი მოიწმინდა - ძალიან მიყვარდა - გაბზარულ სიტყვებზე სამივეს ტირილი აგვივარდა.
-უნდა მივბრუნდე - მანქანა დაამუხრუჭა ნიკმა - ჩემთან, რომ ჯო არ მოსულიყო საშველად, ვინ იცის ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. ჯოჯიც ჩვენ გველოდება, ისიც უნდა გადავრჩინოთ.
***
ჰენრი ჩემ გვერდით იწვა. თვალები ზეცისკენ მიეპყრო, თითქოს ლოცულობსო. ხაკისფერ პერანგზე წითელი ლაქები ნელ-ნელა უფართოვდებოდა. მუხლმოდრეკილები ყველანი მას მივჩერებოდით, შემდეგ კი მე მიყურებდნენ. მე კი ვიდექი საკუთარ მუხლებზე, ვუყურებდი ჩემი ქმრის სხეულს და შინაგანი მოლოდინი დამცინოდა. მისი სიცილი ტვინში ჩაქუჩებს მირტყამდა. დამცინოდა, რომ არ მოვიმოქმედე უფრო მეტი, მეტად არ ვთხოვე ჰენრის ქალაქიდან წასვლა, დამცინოდა, რომ ვერ შევძელი საყვარელი მამაკაცის დაცვა და შედეგი ჩემ გვერდით, ნელ-ნელა შეციებული ჰენრის სხეული იყო. სიცილი ამიტყდა. შინაგანი ხარხარი გარეთაც გამოვიდა და ჰენრის სხეულს გადავეფარე. ფეხზე სისხლადუღებული ბიჭები წამოიჭრნენ და იარაღები დააძრეს.
-არც კი გაბედოთ - ფეხზე წამოვდექი და ხელები გავშალე. სიცილი შევწყვიტე და ყბა არც გამიხსნია, კბილებიდან ისე გავძახე მათ - თქვენს სისხლის ყივილს ჰენრი შეეწირა, ჩემი ქმარი, რომელთან ყოფნაც კი ვერ შევიგრძენი. ვერ გავიგე, როგორი იყო მასთან ერთად ცხოვრება, მისი სიყვარულიც კი არ ყოფილა საკმარისი. თქვენმა, დიახ, თქვენმა შინაგანმა სურვილმა - გებრძოლათ, ჰენრიც გააგიჟა და იმის მაგივრად, რომ იმ დღის დაქორწინებულს ბედნიერებაზე ეფიქრა, ომზე დაიწყო ფიქრი. ახლა რა გინდათ? თქვენც გაუყვეთ ჰენრის გზას და თქვენმა საყვარელმა ქალებმა ჩემსავით სახე ჩამოიხოკონ? - ცრემლიან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი - მე ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რამხელა ტრაგედიის წინაშე ვდგავარ. ჯერ კიდევ ჰენრი აქ მგონია, ჩემ გვერდით. ნუთუ სიცოცხლის ფასად ღირს ეს ყველაფერი.
-ჩვენ მონები ვერ ვიქნებით - ჩუმად, მაგრამ დაწრმუნებით თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცისფერ პერანგში - თავისუფლად სუნთქვაც კი მოგვენატრება, ქალბატონო ელიზაბეტ. ჩვენს ცოლებზე იძალადებენ, შვილებს წაიყვანენ, დედ-მამას კი ამოგვიხოცავენ და რატომ? რატომ უნდა ვითმონოთ მათი თარეში? ჩვენ აქ ვაჟკაცები ვართ, სისხლი გვიდუღს...
-აი სივაჟკაცე, აი შედეგი - ჰენრის ცხედართან დავვარდი და თავი წამოვაწევინე - შესაძლოა სიმამაცე, სიმტკიცე კარგია, მაგრამ უნდა შეგეძლოს მტრის ძალის შეფასება. ისინი ბევრნი არიან, თქვენ კი მწერებივით მიგასრესენ კედლებზე.
-ელიზაბეტი მართალია - ფეხზე წამოიმართა ჩემი კარის მეზობელი მერი, მის კაბასაც ეტყობოდა ჰენრის სისხლი - ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მამაკაცები, ჩვენთვის მთავარი ჭკვიანური სვლებია და არა ცხელ გულზე სროლის დაწყება. მოვუხმოთ გონებას და მის მიხედვით ვიმოქმედოთ.
-დააფასეთ სიცოცხლე, თორემ თქვენც ჰენრივით მიაპყრობთ ზეცას თვალებს და ვეღარ დაინახავთ თქვენს ცოლებსა და შვილებს. ჩვენ მხოლოდ ერთი ღამე გავატარეთ ერთად, ისიც შიშში და ავის მოლოდინში. ქორწილის ღამეს შიში იდგა ჩვენს თვალებში და სიბნელეში ვმალავდით სასოწარკვეთილ გამომეტყველებას. მე მინდოდა გაქცევა, მაგრამ ჰენრიმ თქვენსავით ვაჟკაცობა ამჯობინა დამალულ, თუნდაც შერცხვენილ, მაგრამ მთავარს - სიცოცხლეს - ავდექი, კაბა ჩამოვიფერთხე, ბეჭებში გავიმართე და ყველას მივმართე - მე ვირჩევ სიცოცხლეს, თუნდაც თავისუფლებადაკარგულს, რადგან ეს ყველაფერი დროებითია, ხოლო ომით სამუდამოდ ვიტყვი უარს სიცოცხლეზე. ჰენრის თქვენ გიტოვებთ - ჰენრის ცხედარს დავხედე. მასზე გაბრაზება გულს ორად მიყოფდა, ვერ ვიაზრებდი, რომ ის ცოცხალი აღარ იყო - მე მწვანე ტბის პირას ვიქნები. თუკი ომს დაიწყებთ ამას იქაც გავიგებ, ხოლო თუკი გადაწყვეტთ, რომ მხოლოდ ჰენრის სიცოცხლეც ეყოფა ამ მარაზმს, მაშინ ის სახლში მიიყვანეთ, იმ სახლში, სადაც ბედნიერად ცხოვრება არ დასცალდა - ან თავად არ მოინდომა - გავიფიქრე გულში.
მწვანე ტბის პირას წავედი, იმ ადგილას, სადაც ჰენრი შემიყვარდა. რამდენიმე საათი გაუნძრევლად ვიჯექი და ჰენრის დაბრუნებას ველოდებოდი. გადაღლილობამ, უძილობამ და მიღებულმა შოკმა მთლიანად გამოფიტა ჩემი ორგანიზმი და ტბის პირას ჩამეძინა.
-ელიზაბეტ - ხელის შეხება ვიგრძენი და უცებ წამოვხტი ფეხზე - აქ ჩაგძინებია.
-უი, ჯო, შენ ხარ? შემეშინდა. რა მოხდა? - ყველაფერი სიზმარი მეგონა.
-შენს სიტყვებს დავუჯერეთ- თქვა მან ჩუმად.
-ჯო, უნდა გავიქცეთ - სწორედ იმ მომენტში, ძილბურანიდან ახალმა გამოსულმა შევთავაზე ჯოს ჩემი თანამზრახველი გამხდარიყო.
-კიმაგრამ სად წავიდეთ? - გაუკვირდა ჯოს.
-სადმე შორს. ფული მაქვს, ქორწილზე მოტანილი ოქროებიც. იქნებ მანქანა ვიყიდოთ და წავიდეთ აქედან. გთხოვ, ჯო, წამიყვანე აქედან - ტირილი დავიწყე.
თხრობა რომ არ გამიგრძელდეს მოკლედ მოგითხრობთ შემდეგი მოვლენების განვითარებას.
1. ჰენრი სახლში დავასვენეთ, მთელი ორი დღე სამძიმრებს ვიღებდი. ჩვენს ახალ სახლში ჰენრის სხეული იყო დასვენებული, მე კი საქორწინო კაბა გავიხადე თუ არა, შავი, სამგლოვიარო კაბა ჩავიცვი. დავყურებდი ჰენრის სხეულს და მენანებოდა, ასეთი ახალგაზრდა, სიყვარულით და ბედნიერებით სავსე მამაკაცი, როგორ უნდა მიბარებულიყო მიწას. მინდოდა ვინმე დამედანაშაულებინა ჩემს ტრაგედიაში, თუმცა დამნაშავე ვერსად ვიპოვე. გულის სიღრმეში კი დამნაშავედ თავად ჰენრის მივიჩნევდი.
2. სამძიმრების პარალელურად ჯო მანქანას ეძებდა. ჩვენი წასვლა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. არავის უნდა ეფიქრა, რომ მე ჯოს საყვარელი ვიყავი და გარდაცვლილი ქმარი ერთ დღეში დავივიწყე.
3. ჩვენი ქალაქის მაკლერს ვთხოვე სახლის გაყიდვაში დამხმარებოდა. ახლადშემოსახლებულ ტყის ხალხს საცხოვრებელი ადგილები სჭირდებოდათ, ამიტომ მალევე შეისყიდეს ჩემი სახლი საკმაოდ დიდ თანხაში.
4. ჰენრი კოშკის შუაგულში დაკრძალეს, როგორც ქალაქის ღირსეული მოქალაქე. ტყის ხალხმაც კი მოიხარა ქედი ჰენრის დაკრძალვის მომენტში. რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, იმ ერთ კვირაში, რაც მე ჩემი ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალაქში დავრჩი, ნელ-ნელა იწყებდნენ შევიწროებას, განსაკუთრებით აქცენტი ჰქონდათ ბიზნესებზე და სიცოცხლის სანაცვლოდ ბიზნესიდან წილს ითხოვდნენ.
5. წამოსვლის დღეს, როდესაც მეც და ჯოსაც ყველაფერი ჩალაგებული გვქონდა, დავინახეთ ნიკი, რომელიც იმ წამსვე შემოუერთდა ჩვენს მოგზაურობას.
ყველაფერი ასე იყო, თქვენ უკვე იცით ჩემი წარსულის შესახებ. უკვე მოგითხრეთ ერთი დღის გათხოვილი როგორ დავქვრივდი, როგორ ჩავიცვი შავები და საკუთარი მეუღლე როგორ მივაბარე მიწას. ახლა კი გავაგრძელოთ ჩემი, ნიკის და ჯოს მოგზაურობის ამბები, რომლებიც იმაზე საინტერესოა, ვიდრე ჩემი ცხოვრება მათ გამოჩენამდე. რაც შეეხება ჰენრის ხსოვნას, მისი ნაჩუქარი საგვარეულო ყელსაბამი და რაც მთავარია საქორწინო ბეჭედი სულ თან დამაქვს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ ვარ ვარ მზად ვაპატიო. ვაპატიო სიკვდილი, რომელმაც მე და ჩემი საყვარელი ქმარი დაგვაშორა.
***
მთათა ზოლში თავსგადამხდარი თავგადასავალი ცუდად აისახა ჩვენზე. დასვენება და გამოძინება გვჭირდებოდა.
-ელიზაბეტ - ნიკმა ძლივსძლივობით ამოილუღლუღა - ხომ არ სჯობს ჯერ სადმე სოფელში შევიაროთ და ღამის გასათენებელი ვნახოთ? არმგონია მანქანაში ძილმა გვიშველოს. თან დასაბანი ვარ, ტანსაცმელიც უნდა გამოვიცვალო.
-აჯობებს - დავეთანხმე და რუკა გავშალე - სამ კილომეტრში პატარა სოფელი უნდა შემოგვხვდეს.
პატარა სოფელის სახელი სამწუხაროდ დამავიწყდა, თუმცა არ დამვიწყებია ისტორია, რომელიც იქ გადაგვხდა.
ბევრი ხეტიალი არ დაგვჭირდა, პირველივე ოჯახმა დიდი სიხარულითა და სიყვარულით მიიღო კარს მიმდგარი სტუმრები. ბოდიშებითა და გულზე ხელის დადებებით ავედით პირდაპირ საძინებელ ოთახში, სადაც ერთი ტახტი და ერთი დივანი იდგა. ოთხს თავისივე საპირფარეშო ჰქონდა, სადაც დიასახლისმა უამრავი ცხელი წყალი მოგვიზიდა.
-დინავზე მე ვიძინებ - განაცხადა ნიკმა და აბაზანაში შესვლა დამითმო. ცხოვრებაში პირველად მქონდა განცდა, რომ ის ცხელი წყალი არამხოლოდ ფიზიკურ მტვერსა და ჭუჭყს, არამედ შინაგან დარდსაც იყოლებდა თან. გრძელი, შავი თმა საპნით დავიბანე, სამართებლით გავიპარსე ყველა ზონა და ბოლო ათი წუთი სარკეში დავუწყე საკუთარ შიშველ სხეულს ყურება - ჩვენც გვინდა გადავლება, ლამაზმანო - ნიკმა რეალობას დამაბრუნა და პირსახოცშემოხვეული გავედი საძინებელში - ჯერ მე შევდივარ, ჯო - აიღო ტანსაცმელი და კარებიდან ენა გამოუყო ნიკმა.
ჩემსა და ჯოს შორის გაჩენილ უხერხულობას ჩემი ნამიანი სხეული ამძლავრებდა. მხრებზე დაფენილი შავი თმები კი ქვრივობას ძალიან უხდებოდა.
-ჯო - ჩუმად ჩავილაპარაკე და მისკენ მივიწიე - უნდა ვილაპარაკოთ.
თუმცა ლაპარაკი არ შედგა. ჯო ჩემკენ მოტრიალდა და პირდაპირ ტუჩებში დამაცხრა. თითქმის სამი კვირა მოვდიოდით გზაში, თითქმის ერთი თვე იყო გასული ჩემი მეუღლის გადრაცვალებისგან, მაგრამ მე ჯოსთან განსხვავებულ ჰარმონიას ვგრძნობდი. ცხელი და ვნებიანი იყო ჩვენი კოცნა. ერთ ხელს წელზე მხვევდა, მეორეს კი თმაში მიცურებდა.
-ელიზაბეტ, მე და შენ სიყვარულის უფლება არ გვაქვს - ოდნავ მომშორდა, თუმცა ხელი არ გაუშვია. მიყურებდა და თვალებში სევდას ვხედავდი. კიდევ დაიხარა და მაკოცა - მხოლოდ ერთხელ - თქვა ჯომ - მხოლოდ ერთხელ მოხდება ეს ყველაფერი და შემდეგ სამუდამოდ დავივიწყებთ.
-და რატომ? - ვიცოდი, რომ ჯოს ვერ შევიყვარებდი, არც მისი ცოლობა მინდოდა, მაგრამ მინდოდა მიზეზი მისგან გამეგო.
-იმიტომ, რომ ნიკთან არასწორია და რაც მთავარია ჰენრისთან არის უხერხული.
-ჰენრი მკვდარია! - სხეული ამიკანკალდა.
-ნუ ცახცახებ, ელი - მომეხვია და თავი თმებში ჩამირგო.
-ნიკი სადმე გავგზავნოთ - ეშმაკი მოსვენებას არ მაძლევდა, ჩემში არსებული ვნება მინდოდა მასზე დამეხარჯა.
ჯო სახლის მეპატრონესთან ჩავიდა. ორმაგი საფასურის სანაცვლოდ მეორე საძინებელიც მოითხოვა და ნიკი და ჯო ცალკე საძინებელში დაწვნენ. ჯო ელოდებოდა ნიკის ჩაძინებას, რადგან იცოდა გვერდით ოთახში მე ველოდებოდი, მასზე გაგიჟებული, ვნებიანი ქალი. დაახლოებით ნახევარი საათი ელოდა ჯო, სანამ ნიკი ხვრინვას ამოუშვებდა, პირველივე შესაძლებლობაზე კი ჩემთან გაჩნდა.
კარში იდგა და შორიდან მიყურებდა. ალბათ ფიქრობდა რამდენად სწორი იყო მისი გადაწყვეტილება და მოყვებოდა თუ არა ამ ნაბიჯს რაიმე სერიოზული გართულებები. მე კი ამ ყველაფერზე უკვე ნაფიქრი და მეტიც, გადაწყვეტილიც მქონდა. საწოლიდან წამოვდექი, პირსახოცი მოვიხსენი და მის წინაშე შიშველი დავდექი. ჯომ ვეღარ გაუძლო ცდუნებას და პირდაპირ ჩემკენ გამოიქცა. შეიხსნა პერანგი და შიშველი სხეულით მომეწება. ხელი მკერდისკენ წაიღო, შემდეგ წელისკენ ჩაასრიალა და „იქ“ ჩავიდა. ცდუნებას ვეღარ უძლებდა, უნდოდა ბევრჯერ მომფერებოდა, თუმცა ვეღარ ახერხებდა. საწოლზე დამაწვინა, თვითონ ჩემს ზემოთ მოექცა და მაკოცა.
-ელიზაბეტ, იცოდე, ეს მხოლოდ ერთხელ ხდება.
-მხოლოდ ერთხელ - დავადასტურე მეც.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ჯოს და ელიზაბეტის სიყვარულის ისტორიას ვიხილავთ, ნუთუუ? ჰმმმ... ნამდვილად არ მოველოდი ამ სცენარს

 


№2  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ანა
ჯოს და ელიზაბეტის სიყვარულის ისტორიას ვიხილავთ, ნუთუუ? ჰმმმ... ნამდვილად არ მოველოდი ამ სცენარს

დაველოდოთ, დაველოდოთ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

მართლაც სულელურად დაასრულა ჰენრიმ სიცოცხლე, არადა ჰქონდა არჩევანი წასულიყო ცოლთან ერთად. ძალიან საინტერესო ფაზაში გადავიდა ისტორია. მეეჭვება ელიზაბეტისა და ჯოს უეცარი ვნება მხოლოდ ერთმა ღამემ დაიტიოს:დდდ

 


№4  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ქეთა
მართლაც სულელურად დაასრულა ჰენრიმ სიცოცხლე, არადა ჰქონდა არჩევანი წასულიყო ცოლთან ერთად. ძალიან საინტერესო ფაზაში გადავიდა ისტორია. მეეჭვება ელიზაბეტისა და ჯოს უეცარი ვნება მხოლოდ ერთმა ღამემ დაიტიოს:დდდ

ოო, მეც ვფიქრობ, რომ ვერ შევაჩერებ ქალბატონ ელიზაბეტს :დდ გავაგზავნე უკვე ახალი თავი, დაიდება მალე იმედია ^_^

სტუმარი ქეთა
მართლაც სულელურად დაასრულა ჰენრიმ სიცოცხლე, არადა ჰქონდა არჩევანი წასულიყო ცოლთან ერთად. ძალიან საინტერესო ფაზაში გადავიდა ისტორია. მეეჭვება ელიზაბეტისა და ჯოს უეცარი ვნება მხოლოდ ერთმა ღამემ დაიტიოს:დდდ

რაც შეეხება ჰენრის სიკვდილს, ნამდვილად უაზროდ შეეწირა საკუთარ ამბიციებსა და ვაჟკაცობას, თუმცა იმ მომენტში ალბათ ვერ აიტანა თავისუფლების შეზღუდვა და მუხლებზე დადგომა :(

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

კი ვფიქრობ ზუსტად მეამბოხე და ზედმეტად ამაყი იყო ჰენრი რომ ვინმეს წინ დაჩოქილიყო, ამიტომაც მისი აღსასრული ჩემთვის მტკივნეული იყო და ალბათ სულელურიც. გადარჩენით ხომ უფრო მეტი შეეძლო გაეკეთებინა. აი, ახლაც შემოვედი იქნებ დამხვდეს ახალი თავი თქო:დდდ

 


№6  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ქეთა
კი ვფიქრობ ზუსტად მეამბოხე და ზედმეტად ამაყი იყო ჰენრი რომ ვინმეს წინ დაჩოქილიყო, ამიტომაც მისი აღსასრული ჩემთვის მტკივნეული იყო და ალბათ სულელურიც. გადარჩენით ხომ უფრო მეტი შეეძლო გაეკეთებინა. აი, ახლაც შემოვედი იქნებ დამხვდეს ახალი თავი თქო:დდდ

ჯერ არ დადეს, მაგრამ გაგზავნილი მაქვს, დიდი მადლობა რომ კითხულობ და რაც მთავარია აფიქსირებ საკუთარ აზრს, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent