შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მცველი (თავი 3 )


4-02-2016, 13:32
ავტორი Ann Biersack
ნანახია 1 572

3.
დილით გავემზადე და კიბეზე ჩავდიოდი როდესაც ,,მომღიმარის’’ კარი გაიღო და მივხვდი რომ ის ბიჭიც ქვევით მოდიოდა, ამიტომ თითქმის სირბილით ჩავედი კიბეებძე და მანქანაში ჩავჯექი.
როდესაც მანქანა დავქოქე, მანქანაში ,,მომღიმარი’’ ჩამიხტა!!!
-რა ჯანდაბა...-საჭეს ხელი დავარტყი და იმ ტიპს გავხედე.
-გთხოვ...-აქოშინებულმა მითხრა,-მეც აკადემიისკენ მოვდივარ...
-კარგი,-მხრები ავიჩეჩე და მანქანა დავძარი.
მგონი სულ გადავირიე!
ეს ვინ არის?! რატომ მიმყავს აკადემიისკენ?! საერთოდ რატომ ჩავსვი მანქანაში?! ახლა პანიკებს რატომ არ ვტეხ?!
პასუხი ყველაფერზე ერთი მქონდა:
,,იმიტომ!’’
მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე. მე და ,,მომღიმარი’’ ერთად გადავედით მანქანიდან. მანქანის კარებები ჩავკეტე.
-გმადლობ, რომ მომიყვანე,-თქვა და გამიღიმა.
-No problem,-ვუპასუხე და აკადემიისკენ გავემართე. ის კი უკან მიტრიალდა და წავიდა.
მოღრუბლული იყო. ციოდა. წვიმასაც აპირებდა.
აკადემიის ეზოდან რომ გამოდიხარ, მარცხნივ ფეხით მოსიარულეებისთვის გადის გზა და პატარა გვირაბია გასავლელი, რომ მთავარ გზაზე გახვიდე.
ხელებგადაჯვარედინებული მივდიოდი.
უცებ ფეხის ხმა გავიგე და გვირებისკენ გავიხედე. გვირაბიდან ორი ბიჭი მორბოდა ჩემსკენ, ერთი ქერა იყო, მეორე კი შავგვრემანი. გაქცევა გადავწყვიტე, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. ქერა იდიოტმა პირზე ხელი ამაფარა და ორივემ გვირაბისკენ წამათრიეს. ვფართხალებდი, მაგრამ გაქცევა ან თუნდაც ხელიდან დასხლტომა ვეღარ მოვახერხე.
გვირაბის კედელზე ამაყუდეს და ორივენ აქეთ -იქიდან დამიჭირა.
-მიშველეთ!-დავიყვირე,-თქვე ნაბიჭვრებო!-სახეში მივაფურთხე შავგვრემანს, მან კი დამიღრინა.
გვირაბის მეორე ბოლოდან ვიღაც ტიპი მოგვიახლოვდა, შავგვრემანი იყო და საძაგელი სახე ჰქონდა. თან სიგარეტს ეწეოდა და ნაგლად იღიმოდა.
-წყნარად ფისო!-ხელი სახეზე წამავლო და მასაც შევაფურთხე, მაშინვე ვინანე.
-მასე არა?!-სიგარეტი გადააგდო და ქამრის შეხსნა დაიწყო. სამივე ბოროტულად იცინოდა. მივხვდი რას აპირებდა ეს დამპალი და დავიყვირე. შავგვრემანმა ისევ ხელი ამაფარა.
-ცუდი საქციელია!-ხმა აკადემიიდან მოდიოდა. ოთხივემ იქით გავიხედეთ. ჯექსონი და ,,მომღიმარი’’ უკვე ჩვენსკენ მორბოდნენ. ჯექსონმა ქერას დაარტყა, ,,მომღიმარმა’’ კი მომაშორა ის, ვისაც ჩემს პირზე ჰქონდა აფარებული ხელი.
ეშმაკურად ჩავიღიმე და იმ ქამარ-გახსნილ ნაბიჭვარს ფეხებშუა ამოვარტყი. მუხლებზე დაეცა. ჩემი მაღალხუსლიანით პირდაპირ სახეში ამოვცხე. უკან გადავარდა. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ზემოდან დავაჯექი და გამწარებული სიფათში ვურტყამდი. შემდეგ ორივე ყურთან ფრჩხილები ისე ჩავარჭე, რომ სისხლი დაედინა და იღრიალა.
ამ დროს ,,მომღიმარმა’’ ჩემი აყენება სცადა და იმ ნაბიჭვარს სახე ყურებიდან პირამდე ისე დავუკაწრე, რომ მგონი ლოყები გავუხიე.
-საკმარისია, წავედით!-თქვა ჯექსონმა და ხელი მომკიდა. მე და ჯექსონი აკადემიაში შევედით. ,,მომღიმარი’’ კი წავიდა.
ერთ ჯგუფში 10 გოგო ვიყავით. სიმღერა ხმებად დავყავით და ვმღეროდით.
მანქანაში რომ ჩავჯექი, ,,უსახელოც’’ ისევ გვერდზე მომიჯდა. ხმა არ ამომიღია ისე მივიყვანე მანქანა კორპუსამდე. თან გაკვირვებული ვიყავი, თან გაბრაზებული, თან თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი და ყურებიდან ორთქლი გამომდიოდა. ძალიან დავიღალე.
ლიფტი მუშაობდა. კიდევ კარგი აქ მაინც გამიმართლა. ჩვენს სართულზე რომ ავედით და მე კარის გასაღებად წავედი, ლაპარაკი მან დაიწყო.
-არაფერს მკითხავ?
მისკენ შევბრუნდი და მივუახლოვდი
-კინაღამ...-ხელი უნდა გამერტყა მაგრამ ჰაერში შემაჩერა.
-აბა, არ გაბედო სულელო ბავშვო,-წელზე ხელი მომხვია და ზედ მიმიკრა, სუნთქვა შემეკვრა!
-ისიც კი არ ვიცი რა გქვია და...
-ჯერემი,-გამიღიმა,-ჯერემი პარკერი.
-ლუსი,-წარბი ავწიე,-ლუსი რიდი.
-ვიცი,-თქვა და თავი ჩემი ყელისკენ დაწია, ღმერთო ჩემო !!! ცუდად ვარ!!!
-გამიშვი, თავხედო!-განძრევა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. მისი ხელები პირდაპირ გისოსები იყო. თანაც, რომ მოეჭირა დამახრჩობდა.
-ჭკვიანად ბავშვო!-შუბლზე მაკოცა და ხელი გამიშვა.
-ახლა უნდა დამიცვა?-ხმამაღლა გადავიკისკისე.
-ზუსტად,-გაიღიმა.
აღარაფერი აღარ ვუთხარი. შევედი და დავწექი, ვგღძნობდი რომ ძალიან ცუდად ვიყავი.
დილით ადრე ავდექი, დავიბანე და გავემზადე, არც კიმისაუზმია.
კარი რომ გავაღე, ჯერემი დავინახე! ძირს იჯდა, თავის კარებზე იყო მიყუდებული და თვალები ეხუჭა.
-შენ რა...?!-დავიძახე. მაშინვე წამოხტა.
-რა?
-შენ ასე აპირებ ყოფნას?
-დიახ.
-რაა?!
-არ გატყუებ,-მომიახლოვდა.
-გთხოვ,-ხელით გავაჩერე.
-კარგი. არ წავიდეთ?
-ჩვენ?!-წამოვიყვირე.
-შენს დაცვას ვაპირებ-თქო,-გაიცინა.
-და კუდში უნდა მდიო?-ხელები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე.
-ხო. აკადემიაში ჯექსონთან უსაფრთხოდ იქნები, მთელს ქალაქში კი ჩემი ბიჭები არიან.
-შენი ბიჭები?! კი მაგრამ, მაინცდამაინც მე?! სხვა გოგო ვერ ნახე?!
პასუხად მხოლოდ გამიღიმა და ლიფტში შეიძღვა.
-საჭესთან მე დავჯდები,-დაბლა რომ ჩავედით ჯერემიმ სიგარეტს მოუკიდა.
-ჩემი მანქანაა და მე თვითონ დავჯდები,-ძალიან წყნარად დავიწყე და ჩანთიდან გასაღები ამოვიღე.
-მე დავჯდები თქო!-უცებ იყვირა და გასაღები ხელიდან გამომგლიჯა. მანქანის კარი გააღო. თვალები ამიცრემლიანდა. გუშინდელს მერე ძალიან მჭირდებოდა ემოციებისგან დაცლა, თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ტირილი და ყვირილი დავიწყე.
-საერთოდ ვინ ხარ?!-ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, შუბლზე მკოცნიდა, მე კი მკერდძე ხელებს ვურტყავდი. ის კი მაინც მეხუტებოდა.
იმდენი ხანი ვიდექით ასე, სანამ არ დავწყნარდი.
-კარგად ხარ?-მკითხა ბოლოს.
-ჰო,-ვუპასუხე. თვალზე მაკოცა დახელი გამიშვა.
საჭესთან მაინც ის დაჯდა.
-რატომ მიცავ?! რატომ მე?! ორი კვირაც არაა რაც ლონდონში ვარ და უკვე შარს გადავეყარე! რას გადამეკიდე?! თუნდაც იმათ...-ვეღარ გავაგრძელე.
შემომხედა, გაიღიმა და მითხრა:
-ყველაფერს გაიგებ.



№1  offline წევრი nini :)

ვაიმე როგორ მაინტერესებს რისგნ ან რატომ იცავს მალე დადე შემდეგი თავი რაა

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიზა

აუ ძაან მაგარია გააგრძელე რა გთხოოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent