შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე (დასასრული)


8-09-2021, 20:26
ავტორი Gossipy girl
ნანახია 27 234

ცაზე ეულად მყოფ შავ ღრუბელს ფანჯრიდან უყურებდა და საათის ისრის ხმაზე ჩაფიქრებული, მის წინ მჯდარ ქალს აიგნორებდა.
-კიდევ ორმოცდახუთი წუთი ასე თუ აპირებთ დგომას მირჩევნია, ჩემი ადგილი დაგითმოთ და მე გესაუბროთ ჩემს პრობლემებზე.-ამოიხვნეშა ქალმა და ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო.
-ფსიქოლოგებსაც აქვთ პრობლემები?!
-გაგიკვირდებათ და ფსიქიატრებსაც.
-ხუმრობა არ გამოგდით, ქალბატონო ... თქვენი სახელი?!
-ელენე.
-დიახ, ქალბატონო ელენე.
-არ ვხუმრობ.
-ნუთუ?!
-რამდენი წელი გავიდა ..?-მზერა აარიდა ქალმა მამაკაცს.
-სამი წელი და თერთმეტი თვე. ათას ოთხას ოცდახუთი დღე ... დღეს ოცდამეექვსეა.
-დღეების თვლა როდიდან დაიწყეთ?!
-მისი წასვლის დღიდან.
-ბოლო მოგონება, რომელიც დადებითად გახსენდებათ, რა იყო?!
დაფიქრდა.
ერთიანად აეშალა ბინძური ტერფებით დატკეპნილი ფიქრები.
ჯერ მისი სახე აღიდგინა.
მერე მელოდიური ხმა.
თვალები შეშინებულმა გაახილა და უკან მიიხედა.
იმედგაცრუების წამიც ისეთივე სიზუსტით გაფრინდა, როგორც მარტოობის ახალი თვე კალენდარზე.
ცრემლიანი მზერით წინ მჯდარ ქალს გადმოხედა და სიმწრისგან კბილებით ჩაებღაუჭა აკანკალებულ ტუჩებს.
-ცოტნე ...-თავადაც დაიძაბა ფსიქოლოგი.
-არ მახსოვს ... -დაძარღვული მტევნები სახეზე ძლიერად ჩამოისვა და ამოიხრიალა.-საკუთარ ცოლთან ბედნიერი მოგონება აღარ მახსოვს ...
-ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, თქვენ მის გაშვებას ცდილობთ, არ არის გასაკვირი ...
-მე ვცდილობ ვისწავლო როგორ მიყვარდეს სუფთად ... და არ გამომდის.-მახრჩობელა ღილი შეიხსნა პერანგზე და მხოლოდ ახლაღა გაანალიზა, რომ ეს არ იყო ის რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახრჩობდა.
-მოეშვი ... ისუნთქე, ცოტნე ... ანასტასიაზე მომიყევი ...-და თითქოს მოდუნდა.
ამოისუნთქა.
დასრულებული წიგნი გადაშალა საყვარელი ადგილების კიდევ ერთხელ გადასაკითხად.
თითქოს იმ ადამიანის გვერდით იჯდა, რომელსაც ეს წიგნი წაკითხული არ ჰქონდა და მასზე იყო წიგნისადმი უცნობში ინტერესის გაღვივების საქმე.
მონდომებით შესწორდა სავარძელში და გაღიმებულმა დაიწყო ...
-ანასტასია რომ გავიცანი მე თვითონაც პატარა ბიჭი ვიყავი ... თვითონ ჩემზე უფრო პატარა იყო და ... -ჩაფიქრებულმა და გაღიმებულმა წარბზე გადაისვა ნეკა თითი და განაგრძო-ისეთი გოგო იყო, წინასწარ რომ ეტყობოდა დიდხანს არ იცოცხლებდა ...
-უფრო ზუსტად?!
-აი, ხომ ამბობენ რომ გამორჩეულად კარგები მალე მიდიან ამ ქვეყნიდანო ... -რომ მიხვდა ფსიქოლოგი უფრო ღრმა განმარტებას ითხოვდა თან დააყოლა-აი, გამორჩეულად ლაღი, გამორჩეულად ლამაზი, გამორჩეული იუმორით და კუბოს კარამდე დასამახსოვრებელი სუფთა ღიმილით - ეგეთი იყო ანასტასია.
-ბარბარესა და მას შორის რაიმე სხვაობას ხედავთ?!
შეცბა,ამ კითხვას არ ელოდა.
ისევ ჩაფიქრდა.
ისევ უკან მიიხედა და ისეთივე იმედგაცრუებული მზერით გადმოხედა ქალს,როგორც ცოტა ხნის წინათ ჰქონდა.
-არასდროს დავფიქრებულვარ ... ალბათ, არაფრით. ბაბი ისეთი თბილი იყო, იმდენად ... ბავშვური, სულ ჩემზე მოწებებული. არასდროს ენანებოდა ჩემთვის ეგრძნობინებია რომ ... ისეთი ადამიანი ვიყავი, ვინც არ ვიცი რატომ, მაგრამ სიყვარულს იმსახურებდა.
-ანასტასია?!
-ანასტასიასთან ბაბის როლს მე ვასრულებდი. მე ვიყავი მასზე მიწეპებული,მე მქონდა შეთავსებული ყველა როლი, რაც კი სჭირდებოდა მას კარგად ყოფნისთვის.
-და თავად ანასტასია?!
-მომთხოვნი იყო, ახლა რომ ვუფიქრდები ...-და ისევ წარბზე გადაიტარა ნეკა თითი-ზედმეტად მომთხოვნი იყო.
-რაში გამოიხატებოდა?!
-ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არასდროს ... დღის არც ერთ მონაკვეთში გონებიდან არ ამომვარდნოდა.
-ეს ცუდია?!
-ბარბარე ასეთი არ იყო ... ცდილობდა, ჩემთვის პირადი სივრცე მოეცა, სადაც ვიქნებოდი ცოტნე როგორც ლექტორი, როგორც მეგობარი, როგორც შვილი ... და ყველაფერ ამას არასდროს ურევდა ქმრის ამპლუაში.
-თქვენ, რომელ სიტუაციაში უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს?!
-საქმე ამაში არ არი, მე სად ვიყავი კომფორტულად, საქმე იმაშია, ისინი რას გრძნობდნენ ამ დროს.
-თქვენი აზრით ...
-ჩემი აზრით, ანასტასიაც ეგოისტი იყო, ისევე როგორც მე ვიყავი ბარბარესთან ...
-ეგოისტობას სისუტედ თვლით?!
-ცოდვად.
-რატომ ცოდვად?!
-მხოლოდ ღმერთს შეუძლია იყოს მისსავე შემოქმედებასთან ეგოისტი, ჩვენ ადამიანებს ამის უფლება არ გვაქვს ხოლმე ...
-არც ცოლებთან და ქმრებთან?!
-არც.
-მაინც რატომ?!
-ცოლებსაც და ქმრებსაც სჭირდებათ თავიანთი თავი, თავიანთი ურთიერთობები, სადაც ზედმეტი სიყვარულით ან ზედმეტი ადამიანებით, რომლებიც შეიძლება ჩვენი მეორე ნახევრებიც იყვნენ რაღაც გაგებით ის ჰარმონია დაკარგონ, რაც ასე მნიშვნელოვანია წყვილში.
-გინდათ თქვათ შეიძლება ერთმანეთი მობეზრდეთ?!
-აუცილებლად.
-იდეალური ურთიერთობის შემთხვევაშიც?!
-შევთანხმდეთ, რომ არ არსებობს ადამიანებს შორის იდეალური ურთიერთობა, არსებობს მხოლოდ მიახლოებული.
-რომელთან უფრო მიახლოებული გქონდათ ...?!
-ბარბარესთან მექნებოდა, მხოლოდ ჩვენ სამნი რომ ვყოფილიყავით ...
-სამნი?!
-არა ... სამნი ვიყავით, უბრალოდ ...მესამე ღმერთი კი არა ჩემი გარდაცვლილი ცოლის აჩრდილი იყო.
-ღმერთთან როგორ ხართ?!
-მინდა, რომ მწამდეს ... მისმენს და მიშველის.
-ეს დამოკიდებულება რამდენი ხანია ...
-რაც ნათლად დამანახა, რომ ადამიანური შესაძლებლობები ამოვწურე და ახლა მისი ჯერია.
-ანასტასიას საფლავზე ისევ ადიხართ?!
-კი, მაგრამ დედაჩემს და ჩემს ძმასაც ვნახულობ ხოლმე.
-ანუ მათთან ერთად ანასტასიასაც.
-ის არსად წასულა, მხოლოდ დარჩა, წარსულში დარჩა ...
-ეს როგორ?!
-ხომ გითხარით, რომ მწამს - მისმენს და მიშველის-მეთქი?!
-გიშველათ?!
-კი, მასწავლა წარსულის აწმყოსგან გამიჯვნა. მარტო ანასტასიაზე არა ... ლილიმ მასწავლა ადამიანებისთვის როგორ მეპატიებინა, ღმერთმა მასწავლა როგორ მეპატიებინა ჩემი თავისთვის.
-თქვენს თავს რას ვერ პატიობდით?!
-რა, განა ცოდვები მაკლდა საპატიებელი?!-გაეცინა ცონტეს.
-ყველაზე უფრო რომელი გემძიმებოდათ?!
-პირველი ღამე ...-ამოიჩურჩულა, ისე თავადაც ძლივს გაიგონა თავისი ხმა.
-ბატონო ..?!
-ჩემი და ბარბარეს ქორწინების პირველი ღამე ...
-შეგიძლია ამაზე საუბარი?!
-არაფერი ვერსათქმელი ... ჩემი ცოლის საფლავზე მეძინა გალეშილს.
-და ბარბარე ...?!-მორიდებით იკითხა შუახნის ქალმა.
-ორმოცდახუთი წუთიც გავიდა ...-ფეხზე სასწრაფოდ წამოდგა, შეხსნილი ღილი შეიკრა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-მამათქვენი მომიკითხეთ ...-გასასვლელში მდგარს დააწია ქალმა სიტყვა.
-თუ ოდესმე ხმას გამცემს აუცილებლად.-ჩაიბურტყუნა და იქაურობას გაეცალა.


****
„გარეთ ქარი ზღაპარს ყვება
და დევები მთებში წვანან
ჩემს თოჯინას ეძინება
ნა-ნა შვილო, ნა-ნი-ნა-ნა ...

იავნანა ვარდოვნა-ნა
იავნანა ნა-ნი-ნა
დაიძინე გენაცვალე
შენ, ჩემო პაწაწინა ...“

ჩამობნელებულ ოთახში დედის იავნანა ისმოდა მხოლოდ ...

შვილის პატარა თითები თავის მტევნებში მოიქცია და ჩაძინებულს ფრთხილად აკოცა.

-დაიძინა?!-ფრთხილად შეაღო ოთახის კარი კოტემ.
-დაიძინა.-ამოიჩურჩულა ბარბარემ და ფრთხილად წამოდგა საწოლიდან.
-დღეს იმდენი ითამაშა არც მიკვირს მალე რომ დაიძინა ...-საოცარი სითბოთი გადმოხედა კოტემ შვილიშვილს.
-გავიდეთ ...
ოთახის კარი ფრთხილად გაიხურეს და სახლის ვიწრო დერეფანი უხმაუროდ გაიარეს.
სამზარეულოში თეკლე და მაია ისხდნენ მაგიდასთან.
-დედა, ყავას დალევ?!-შაქრის ქილა გადმოიღო ბარბარემ.
-ბარბარე, რაღაც უნდა გითხრათ ..-ამოიხვნეშა ქალმა და კოტეს გადმოხედა.
-რა მოხდა?!
-თამაზის მდგომარეობა დამძიმდა ...-ხელი ჰაერში გაეყინა გოგონას.
-როგორ თუ ...
-გოგი მაჩალაძემ დაურეკა დღეს დილით მამაშენს ... ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება. აპირებენ, რომ აპარატიდან მოხსნან ...
-რას ამბობ, დედა ..?!-ხმა ჩაუვარდა და იქვე სკამზე ინერციით დაეშვა ფერდაკარგული.
-შვილო, ამაზე არ გვისაუბრია, აგერ უკვე ოთხი წელია ... შენ, უბრალოდ კარი გამოიხურე და წამოდი. ჩვენთან მოსულმა ისიც არ დაგაძალეთ გეთქვა ცოტნეს რატომ დაშორდი, მაგრამ ...
-მე ცოტნეს არ დავშორებულვარ ...-ამოილაპარაკა ბარბარემ და ცრემლებით დამძიმებული ქუთუთოებით თვალები დედისას გაუსწორა.
-მე არ მესმის ... ეს არ არის ჯანსაღი და არც ვაპირებ გავიგო, რატომ უმალავ საკუთარ მამას შვილს და რატომ თვლი ჯერ კიდევ იმ კაცის ცოლად თავს ...
-იმ კაცს ცოტნე ჰქვია.
-ბარბარე, -აღმოხდა კოტეს-თუ ღმერთი გწამს, ადამიანურად გველაპარაკე, შვილო.
-საქართველოში დავბრუნდეთ ...
-რას ამბობ?!-წამოენთო პატარა თეკლე.-წლებია ამას გევედრებით და ახლა ასე უცებ ...
-ძალიან გთხოვ ...-ამოილუღლუღა უფროსმა დამ და უმცროს ცრემლიანი მზერა მიაპყრო-ახლა არ არის ამის დრო, ოდესმე აუცილებლად მოგიხდი ამ ყველაფრისთვის ბოდიშს,კარგი?!
-სამი წელია შენი ბოდიშის და დუმილის გარდა არაფერი გვესმის, ამოთქვი რა მოხდა იმ დაწყევლილ დღეს, რატომ იკლავ ყველაფერს გულში ... გგონია ასე ნაკლებად ვიტანჯებით?!-არ ჩერდებოდა თეკლე.
-მე ... ასე მე ვიტანჯები ნაკლებად.
-ლიზას რას ეტყვი, სად მივდივართ და რატომთქო?!
-არაფერს აქვს, მაი მნიშვნელობა ... ბაჩოს მამა კვდება, ჩემი შვილის ბაბუა კვდება და არ მაქვს უფლება აქ დავრჩე ჩემს მშვიდ სამყაროში და ყველაფერს, რაც აქამდე არსებულა ხაზი გადავუსვა.
-ცოტნე ..?!-მთავარ კითხვის ნიშანთან მივიდა კოტე.
-ამას ისედაც ვერ გავექცეოდით ... უთქვენოდ ან თქვენთან ერთად ... ეს თქვენ გადაწყვიტეთ, მე არ მაქვს უფლება ამდენი მოვითხოვო თქვენგან ...
-ისე ლაპარაკობს, თითქოს ეჭვი მაინც ეპარება რომ უკან არ ავედევნებით ...-ამოილაპარაკა თეკლემ.
-ასეთი რთულია ჩემი დედმამიშვილობა?!-გაეცინა ბარბაბრეს და გოგონას გადმოხედა-არ ვიცოდი ამხელა ტვირთი თუ ვიყავი შენთვის.
-თეკლე ენას ამოგგლეჯ!-თვალები დაექაჩა მაიას.-რაც არ იცი, რაც არ გამოგივლა ამაზე საუბარი მარტივია, არა?!სასწრაფოდ შენს ოთახში!
გაავებული გოგონა თავისი ოთახისკენ უკანმოუხედავად გაიქცა.
-შენ, ნუ ჩაერევი ხოლმე ...-გაეღიმა თვალებამოწითლებულ ბარბარეს-ასე მარტივად შეაძულებთ ჩემს თავს ... ჩვენ უფრო მარტივად მოვგვარდებით. გავა დრო და გაიგებს ...
-რას გაიგებს, შვილო მე თავადაც არ მესმის შენი ...
-ჩემი ტკივილი ხომ გესმის, დედა?!
-ეს დედური ინსტიქტია ...
-ქალური.-მზერა მაიადან კოტეზე გადმოიტანა-ბილეთები გვიყიდე მე და ლიზას.
-როგორც იტყვი ...-ამოიოხრა კაცმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.

***
-თქვენი ქორწინების პირველი ღამე ... შეგიძლიათ ... გაიხსენოთ ...
-შეიძლება რომ ჰალუცინაციები ადამიანს სტრესის ფონზე აწუხებდეს?!
-არაფერია გამორიცხული ...
-იმ ღამით აბაზანაში შესულმა ანასტასია დავინახე. თეთრი კაბა ეცვა, ჩვენი ნიშნობის. გეფიცებით,დღემდე არ მახსოვს ეს როგორ მოხდა ... მის მერე არასდროს ...
-არასდროს მოგჩვენებიათ?!
-არა.
-უფრო დეტალურად გაიხსენეთ ...
-თეთრი კაბა ეცვა, ხელში ჩვილი ეჭირა და ცრემლიანი თვალებით მიყურებდა. მივხვდი არ მაპატია, არც გამიშვა, არც დამიტოვა. თვეები ვცდილობდი მეფიქრა, რომ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო. მანამ სანამ ... საავადმყოფოში თამაზს არ გავყევი გამოკვლევებზე და იქ ... ის ექიმი არ ვნახე, რომელიც ბოლო წამამდე ცდილობდა ანასტასიას სიცოცხლის გადარჩენას ... ორსულად იყო.-ნერვი არ შეტოკებია საუბრისას.- ორი კვირის ფეხმძიმე იყო, როცა ... მოკლეს. ასეთ ამბავს რომ იგებ ... ღამეები და დღეები წამებივით მიქრის წარსულის გახსენებაში. თავს აიძულებ ყველა დეტალი გაიხსენო, იქნებ ... იქნებ ცდილობდა ეთქვა და მე არ დავაცადე, იქნებ ამისთვის შესაფერის დროს ეძებდა და მე ვერ ... იქნებ თავადაც არ იცოდა, რომ მუცლით ჩვენ შვილს ატარებდა. წყდები რეალობას და გგონია, რომ თუ ამას არავის გაუმხელ და გულში ჩაიმარხავ გაგივლის ... წყეული დანაშაულის გრძნობა კი არ ქრება. - საჩვენებლი თითი საფეთქელთან მიიჭირა და გამწარებულმა გადმოხედა ქალს-აქედან ვერ შლი, ხვდებით?! გინდა არ გახსოვდეს, გინდა ისუნთქო და გრძნობ, რომ წარსულის ვაკუუმი გგუდავს. უყურებ ცოლს და ხედავ ... ცოდვას, რომელიც კისერზე ლოდივით გაწევს.
-ბარბარე იყო თქვენი ცოდვა თუ ანასტასია?!
-რა თქმა უნდა, ანასტასია. ბარბარე უცოდველი გოგონა იყო, რომელიც მხოლოდ ადამიანში შეცდა. ანასტასია, ეს ჩემი ... ჩემი გამოძახილი იყო ჩემსავე ცხოვრებაზე.
-უფრო დეტალურად ...
-ყველა ნემსის წონა დანაშაულმა აქლემის წონა მსხვერპლი მომთხოვა. მიმიხვდით?!
-ვერა.
-მეორე კლასში ირაკლის ნახატი რომ დავუხიე ამასაც ისე განვიცდიდი, როგორც იმას, რომ ბაჩო ჩემ გამო ცემეს სკოლაში და მე ეს არ ვიცოდი. ორი განსხვავებული სახის და სიმძიმის ტკივილია, მე ერთიც ისე მტკიოდა, როგორც მეორე.
-საკუთარი თავის დასჯა დაიწყეთ.
-წამება.
-და ვერ ხვდებოდით,რომ ბარბარე ...
-არ ვხვხებოდი.
-ანუ ...
-იმ მომენტში ისიც რომ გამეანალიზებინა ბარბარეს რას ვუკეთებდი, სიცოცხლეს სუიციდით მხოლოდ იმიტომ დავასრულებდი, რომ საკუთარი სისუსტე გამაგიჟებდა.
-მას რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ..?!
-ბედნიერ წამებს ეჭიდებოდა.
-გქონდათ ასეთი წამები ..?!
-მე არ მახსოვს,მას დარწმუნებული ვარ.
-თქვენ რატომ ...
-ჩემდა დამოუკიდებლად ხდებოდა ეს ყველაფერი, ამაზე არ ვფიქრობდი. ბუნებრივად გამოდიოდა, რომ მეღიმებოდა მის აბურდულ თმებზე. ან შემთხვევით ... თავადაც არ ვიცი როგორ, მამახსოვრდებოდა როდის უმთავრდებოდა ლექცია და მერე მეც არ ვიცი ... იქ ვჩნდებოდი ხოლმე, სადაც ის არ მელოდა. შინაგანად ცეცხლი მეკიდებოდა, რომ ვხვდებოდი ჩემგან რეები აბედნიერებდა, რა ცოტა იყო მისი გაღიმებისთვის საჭირო და მე ამ დროს ... საკუთარ თავთან ხელჩართულ ომში ვიყავი.
-საკუთარ თავთან რას ვერ იყოფდით?!
-კარგი ებრძოდა ცუდს.
-ცუდი და კარგი ამიღწერეთ ...
-ცუდს უნდოდა წარსულის ცოდვებთან დავემარხე, კარგს უნდოდა ცხოვრება გამეგრძელებინა.
-და რომელმა მოიგო?!
-სერიოზულად?!-გაეცინა და ფეხი ფეხზე გადაიდო-შემომხედეთ, ცოლი გამექცა, მამა საავადმყოფოში სიკვდილს ისე ებრძვის უკანასკნელი რაც დაიბარა, ჩემი პალატასთან არ გაკარების მოთხოვნაა ... ჩემი მეგობრები მხოლოდ იმიტომ მნახულობენ, ეშინიათ თავიანთ სინდისთან არ დარჩნენ მტყუანები ... ერთადერთი ვინც მივლის ის ქალია, რომელიც ჭირის დღესავით მძულდა და თქვენი აზრით, რომელმა გაიმარჯვა კარგმა თუ ცუდმა?!
-კარგმა.-მშვიდად დასძინა ქალმა და მამაკაცის გაოგნებულ სახეზე გაეღიმა-სერიოზულად?!-იგივე პათოსით წარმოთქვა როგორც ეს ორი წამის წინ ცოტნემ გააკეთა-შეხედეთ თქვენს თავს, სამი წელია აქ მოდიხართ, ჯდებით და ერთი საათი გძინავთ და მიდიხართ, მეორე სეანსია რაც საუბარი დაიწყეთ და საკმაოდ კარგად მიდვივართ წინ, თქვენი აზრით ცუდმა გაიმარჯვა?!
-არც კარგს უჩანს პირი ...
-შემდეგ ...?
-ეს აუცილებელია ...?
-გახსენება?
-დიახ.
-უფრო საჭირო, ვიდრე აუცილებელი.
-იმ ღამის მერე არც ერთხელ ...-და ისევ უკან მიიხედა თვალცრემლიანმა, იმედგაცრუება ჩაუსახლდა უეცრად თვალებში- მერე მხოლოდ ბაბი.
-ცოტნე ...
-ყოველ ღამით ჩემ ცოლს, ჩემს პატარა ცოლს ვნახულობდი სიზმრად.
-ბარბარეს?!
-ჰო, ჩემს პატარა ბაბის უბე ჰქონდა სისხლიანი და იმედგაცრუებული თვალებით მიყურებდა.
-ანუ ...
-ყოველ ღამით კოშმარს ვხედავდი, ჩემს ცოლს მუცელი როგორ ეშლებოდა. სისხლი როგორ სდიოდა და როგორ ვერ ვშველოდი. ერთი თვე ისტერიულად მეღვიძებოდა და ვამოწმებდი, რომ სუნთქავდა. მეშინოდა ... მისი მეშინოდა, გესმით?!
-ანასტასიასი?!
-ის არ იყო ისეთი, რომ ოდესმე შეძლებოდა ვინმესთვის ეტკინა, მაგრამ ... ვფიქრობდი, რომ ბარბარეს არსებობამ ჩემ ცხოვრებაში გააბოროტა ...
-არ მესმის, თქვენ ამბობთ რომ ღმერთის გწამთ, ამბობთ რომ ის აბალანსებს ყველაფერს, როგორ დაუშვით გეფიქრათ, რომ ღმერთი ამის უფლებას მისცემდა ბოროტს, თქვენი გარდაცვლილი ცოლის სული გამოეყენებია ... და ბარბარესთვის ...
-არა,-გაეცინა ცოტნეს-ეს ახლა ჟღერს არაადექვატურად, ახლა როცა მწამს,მაგრამ არა მაშინ, როცა ღმერთი უფრო იყო ილუზიის სამყარო ვიდრე გაბოროტებული ცოლის მოჩვენება. ამას ვერ აგიხსნით, ვერ გაიგებთ ...
-მე ვეცდები ...
-არა, არა. თქვენ არ შეგშინებიათ თქვენი მეუღლის დაღუპვის, თქვენ არ ჩაგიხედავთ თვალებში მისი დაკარგვის შიშისთვის. თითქოს სიკვდილს უყურებ და ხვდები ... შენ, პატარა ადამიანი რამდენად უსუსური ხარ ამოდენა სამყაროსთან, სადაც არაფერია გამორიცხული.
-თქვენ, ხვდებით მაინც რას ამბობთ?!
-კი, ჩემი ცოლის მოჩვენების მეშინოდა.-გაეცინა და სახეზე ხელები აიფარა-შემომხედეთ, გიჟს ვგევარ?
-ოდესმე გისაუბრიათ მასთან ..?!
-ვისთან ... ღმერთო, ჩემო ანასტასიასთან?-ხარხარი აუვარდა ცოტნეს.
-დიახ ...
-არა, რომ დამლაპარაკებოდა იქნებ უკეთესიც იყო. ვიტყოდი, მიშველეთ, გავგიჟდი და წამიყვანეთ-მეთქი. არც ბარბარე დამეტანჯებოდა, არც მამაჩემი ... ვერაფრით ვამტკიცებდი, რომ ცუდად ვიყავი. ვერავინ ხვდებოდა რა მჭირდა, ვერც გაიგებდნენ მარტივი მიზეზის გამო, რეალურად არაფერი მჭირდა.
-ანუ ...
-ვმუშაობდი, დავდიოდი მეგობრებთან, ოჯახისწევრებთან, კოტესთან ერთად ფეხბურთის თამაშებს ვესწრებოდი. თეკლე სკოლაში დამყავდა და ერთხელ ჩემ სიდედრს ... მოიცა, რა ქვია?! აი, პლასტიკური ოპერაცია, ოღონდ არა ქირურგიული ...
-ბოტოქსი?
-ჰო, ბოტოქსის გასაკეთებლად წავყევი. ეშინოდა, დაქალებს და ქმარ-შვილს ვერ უმხელდა, მომკიდა ხელი და პირდაპირ მე წამიყვანა ამდენი ქალის გარემოცვაში. ბევრი ვიხალისეთ, ერთი საათი ვერ იცინოდა და ისეთ ანეგდოტებს ვყვებოდი სალონში, ბოლოს სალონის მეპატრონე გამოვიდა გვაწუხებთო.
-მაშინ არ მესმის ...
-ყველაფერი ღამით იწყებოდა, როცა მე და ბარბარე მარტონი ... თითქოს გონებაში ვიღაც ღილაკს აწვებოდა და იწყებოდა წამება. შიშები, შფოთვები, უძილობა. თენდებოდა და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა.
-საფლავზე სიარული როდის დაიწყეთ ...
-პირველ ღამეს, მაშინ მივედი და პატიება ვთხოვე. მეგონა ეს მე მიშველიდა ...
-შემდეგი ...
- ექვსი თვის მერე ... სისტემატურად, ყოველ ღამეს იქ ვათევდი ... თითქმის. თუ იქ არ ვიყავი, გონებით იქ მეძინა, ოღონდ ბარბარე ...-და ისევ უკან მიიხედა, ისევ იმედგაცრუებით სავსე მზერა ჯერ იატაკს შემდეგ კი ქალს გაუსწორა და ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი.
-ამით გეგონათ რომ მას იცავდით?
პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია.
-დღის განმავლობაში მასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ ...
-გააზრებულად გავურბოდი, გაუაზრებლად ... მიყვარდა. მთელი არსებით მიყვარდა.-ხელები ძლიერად ჩამოისვა სახეზე. -იმდენად მიყვარდა, რომ მზად ვიყავი მის გამო დეკემბერში გარეთ, სასაფლაოზე მარტოს დამეძინა, ოღონდ ის ყოფილიყო უსაფრთხოდ.
-ბარბარეზე სიზმრები რამდენად ხშირი იყო ...
-თუ ჩვენს საწოლში მეძინა, მხოლოდ მაშინ ...
-გონების თამაში ...
-ზუსტად, ანასტასია ან სულები კი არა, ჩემი გონება მეთამაშებოდა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მე უბრალოდ ამის უფლებას ვაძლევდი.
-არასდროს გიფიქრიათ, რომ ეს ყველაფერი უკან გაგერიყათ და გეცადათ, იქნებ არც არაფერი...
-თქვენ, ოდესმე გყვარებიათ?!
-დიახ ...
-ოდესმე დადებთ საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს სასწორზე?! იღბალს გამოცდით თუ გეცოდინებათ რომ მეორე მხარეს ის დგას?!
-მესმის ... ამის შესახებ ვინმემ იცოდა?!
-მხოლოდ მან.
-ბარბარეს უყვებოდით?!
-არა. ხვდებოდა.
-როგორ?!
-ერთხელ, როცა წასასვლელად კარი გავაღე ... საძინებლიდან გამოიქცა და კიბეზე დამეწია. მითხრა, არაფერი დამიშავდება, ოღონდ ნუ წახვალო ... მივხვდი, მან დიდი ხანია იცოდა, რა სჭირდა მის უბედურ, უსუსრ ქმარს.-ერთხანს ამოისუნთქა, გაჩერდა და მზერა ერთ წერტილში გაუშტერდა- ან იქნებ ... ვინ იცის?! შეიძლება მე მინდოდა რომ მას ცოდნოდა ... იქნებ დანამდვილებით რომ ცოდნოდა ...-და თითქოს ერთიანად ჩამოეკაწრა სხეულიო სახე დაემანჭა ტკივილისგან - რომ ცოდნოდა არასდროს წავიდოდა. როგორ მინდოდა,რომ ცოდნოდა ... ვინ იცის, იქნებ იცოდა კიდეც ...
-ამ ყველაფერს თავი დააღწიეთ, ამბობთ რომ დღეს თავისუფალი კაცი ხართ ... ხვალ,რომ ბარბარე ...
-ბარბარე აღარასდროს მოვა.-ჯიუტად ჩაილაპარაკა, წამოდგა, ქალს დაემშვიდობა და იქაურობას გაეცალა.

***

-დედა, ამ კველაფერს რატომ ალაგებ?!-ოთახში პატარა ქალბატონის ხმა რომ გაისმა ბარბარეს უნებურად გაეღიმა შვილის გამოჩენაზე.
-მე და შენ თბილ ქვეყნებში მივდივართ.
-ჭეროებთან?!
-წეროებთან.-ეცინებოდა ბარბარეს.
-დედიკო, რა გვინდა ჭეროებთან?!
-თმა ასე სასაცილოდ ვინ დაგვარცხნა?
-ბაბუმ.-სააცილოდ გამობურცა მრგვალი ტუჩები, რომელიც საოცრად სძენდა მამის იერს პატარა გოგონას.
-მოდი, ჩემთან.-საწოლზე დაჯდა ბარბარე და გოგონა კალთაში ჩაიჯინა.-იქ რომ ჩავალთ ბევრი ადამიანის გაცნობა მოგიწევს, რა ვისწავლეთ ჩვენ?!
-გამარჯობა, მე ლიზა.როგორ ხართ. კარგად. ნახვამდის.
ლიზას ჩამორაკრაკებულ სიტყვებზე სიცილი ვერაფრით შეიკავა ბარბარემ.
-თუ კამფეტს გაჩუქებენ?!
-მადლობთ.-თავი დააქნია დამაჯერებლობისთვის.-ჯოლოსი.
-თუ ჟოლოს კამფეტი არ იქნება მაინც მადლობა უნდა ვთქვათ, ხო დე?!
-ხო.-ისევ თავი დააქნია და გაღიმებულმა ახედა-შენ, ხო მაჩუქებ, დედა ჯოლოს კამფეტს?!
-გაჩუქებ, თუ ჭკვიანად მოიქცევი, თუ არადა ერთი კვირა შეჭამ მანი ფაფას.
ამის წარმოთქმაზე სახე დაემანჭა ბავშვს.
-აუ, დე, კაი რაა!
სახლის კარი კოტემ გააღო.
ხელში რამდენიმე ქაღალდი და მობილური ეჭირა.
-რა ქენი, მა?!-ოთახიდან გამოვიდა ბარბარე.
-ვიყიდე, ჩასხდომა ხვალ პირველ საათზეა ... ხვალ საღამოს უკვე თბილისში ვიქნებით.
-ძალიან კარგი, რაც შეიძლება მალე, დასაკარგი დრო არ არის.
-მამა, თუ გინდა დავურეკოთ ლილის ...
-მირჩევნია იქ ვნახო ...
-იქნებ ვერ ...
-ამის გაფიქრებაც არ მინდა, მამა. არ მინდა წარმოვიდგინო, რომ თამაზი ამ ქვეყნიდან ისე წავიდეს ლიზა ვერ ნახოს, მგონია ამას ჩემ თავს ვერ ვაპატიებ.
-დიდი დანაშაულიც იქნება, შენი მხრიდან, ზუსტად ამას ვგულისხმობ, იქნებ დაგვერეკა ...
-გვიპასუხებს?!
-მე ვფიქრობ, აუცილებლად ...



***
-როგორი მდგომარეობაა?-საავადმყოფოს კართან იდგნენ ლილი და ცოტნე.
-აღარაფრის იმედი აღარ აქვთ ...
-ხომ ხდება, რომ გამოძვრებიან ხოლმე ადამიანები ასეთი სიტუაციიდანაც ...-ხავსს ეჭიდებოდა ცოტნე.
-დედაშენის საფლავზე ყვავილები დავრგე, არ ვიცი ... თითქოს ვემზადები, რომ ...-ქვითინი აუვარდა ქალს და ცოტნეს განიერ მხრებში ჩაიკარგა მოკუნტული-რა მეშველება, ცოტნე?!
-ამაზე ნუ ფიქრობ, კარგი!? ყველაფერი კარგად იქნება.
-შენ მაინც გჯერა ამის,შვილო?!
-ჯანდაბა, სხვა გზა არ გვაქვს, ლილიკო.


***
-ბარბარემ იცოდა თქვენი ადგილ-სამყოფელი იმ ღამით ..?!
-მიხვდა.რთულია ფრჩხილებში შერჩენილი მიწით ვერ მიხვდე ...
-და სადღაც მაინც თუ გგონიათ, რომ იცოდა თქვენი სულიერი გასაჭირი, მაშ რატომ ფიქრობთ, რომ ვერ გაპატიებთ?!
-თუ მან ეს იცოდა, ისე გაუაზრებლად იცოდა, როგორ გაუაზრებლადაც მე ის მიყვარდა ... სანამ მე ჩემი წილი ჯოჯოხეთი არ გამოვიარე, მანამ ვერ მივხვდი ისეთ ფუნდამენტალურ ელემენტებს, რომლებიც საერთო ჯამში ქმნის ჩვენ ცხოვრებას ... ვერ მივხვდი, რომ უნდა გამეშვა თუ ეს მისი კეთილდღეობისთვის საჭირო იქნებოდა ... ვერ კიარა, უბრალოდ არ მივხვდი. ვერ ვხვდებოდი, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასში ქალს ვკლავდი, ყოველ ჯერზე როცა მინდოდა სხვას მისთვის რამე არ დაეშავებინა, მე ვურტყამდი დანას გულში. და ასეთ დროსაც კი ... ვახერხებდით ერთმანეთისთვის უთქმელად გვეთქვა, რომ გვიყვარდა ... ამას ვგულისხმობ, მან გაუაზრებლად იცის,რა სჭირდა რეალურად მის ქმარს, მაგრამ ... ურჩევნია, რომ მოღალატე ვიყო ვიდრე კაცი, რომელმაც ის ერთი წელი უსიცოცხლობის საუკუნედ მხოლოდ იმის გამო უქცია, რომ შიშებს ვერ მოერია. შიშებს რომ მისი პატარა ბარბარე ... -და ციებიანივით ისევ უკან მიიხედა.
-თქვენ ეს ... -ფსიქოლოგმა თითი ანიშნა იმ ჟესტზე, რაც ასე თვალშისაცემი იყო.
-არაფერია ...
-მაინც რამდენად „არაფერია“?!
-არ ღირს.
-ცოტნე ...
-შეიძლება დავიძინო?!
-როგორ ...?!
-ორმოცდახუთი წუთი დაგვრჩა ... შეიძლება, რომ დავიძინო?!
-ეს ... ეს ნამდვილად გჭირდებათ?!
-თუ ჩემი ტელეფონი დარეკავს და მე ვერ გავიღვიძებ ... ძალიან გთხოვთ თქვენ გამაღვიძეთ.

მოზრდილი სკამის სახელურს თავი ჩამოადო და ჩვილივით ჩათვლიმა.

უყურებდა შუახნის ქალი ახალგაზრდა მამაკაცის ნატანჯ სახეს და გული ეწურებოდა.
და მაინც ყველა მედალს ჰქონდა ორი მხარე, რას გაიგებს კაცი კაცისას, თუ მისი ტყავით არ იგრძნო მეორეს ზურგზე გადაჭერილი მათრახი?!

თბილისის ცაზე ტაატით მიცოცავდა თვითმფრინავი რამდენიმე მგზავრით, რომლებსაც არავინ ელოდათ თავიანთ სამშობლოში იმ კედლების გარდა, რომლებსაც უსულოდ დაარქვეს ადამიანებმა „სახლი“.

აეროპორტში კატოს, მაკარიძის და შარიქაძის სახეების ხილვამ ისე გაახარა ბარბარე ცრემლები ვერ შეიკავა ემოციისგან.
-ჩემი პრინცესა ჩემთან!-აკივლდა ნიჟარაძე შორიდან რომ დაინახა ლიზას პატარა სხეული.
-მაყაშვილის ორეულია ...-გადაუჩურჩულა გიორგიმ ოთოს და მანაც ინსტიქტურად გაჰრკა ბეჭი მეგობარს, როცა წინ მომავალი კოტე შენიშნა.
-რამე არ წამოგცდეს, დაგამიწებს ნიჟარაძე.
ლიზამ კარგად ნაცნობი სხეული რომ დალანდა სირბილით გამოექცა ბარბარეს და კატოს მთელი ძალით ჩაეხუტა.
-გავგიჟდები, ბარბარე მიცნო, გჯერა?!-ცრემლებს ვერც კატო იკავებდა.
-დაბერდი, ნიჟარაძე შენი გათხოვების და უბედურების ჟამმა ერთდროულად ჩამოკრა!-ახარხარდა მაკარიძე და მოახლუებული ბარბარე გულში ჩაიკრა.
-ბავშვებო, აბა ყველანი ჩვენთან წავიდეთ!-სიხარულს ვერც მაია მალავდა.
-მაგაზე უარს, ვერ გეტყოდით კატოს რომ არ დაეჩემებინა, ვაცადოთ ხალხს მოსვენებაო!-ტექნიკურად ჩაუშვა ოთომ მეგობარი.
-და შენც გაიგე ხო?!-გადმოხედა ცხვირაბზუებულმა გოგონამ ბიჭს და ლიზა ისევ გულში ჩაიკრა-შენ, რა მოგიხერხო ასეთ ლამაზს და ტკბილ გოგოს?!
-ჯოლოს კამფეტი გაქვს?!-ტუჩები გამობურცა სასაცილოდ ლიზამ და ბავშვების სიცილისთვის დიდად ყურადღება აღარ მიუქცევია დედამისის ჩანთიდან ამომძვრალ კამფეტს რომ მოკრა მზერა.

საძინებელ ოთახში ისხდნენ კატო და ბარბარე, ბიჭებს და კოტეს ლიზა დაეტოვებინათ და მისაღებში ხმაურობდნენ.
-რას აპირებ?!
-მივალ თამაზს ვნახავთ ... და როცა დრო მოვა ცოტნესაც.
-ასე უბრალოდ მიხვალ და ეტყვი, ბოდიში სამი წელი შენგან შვილს ვმალავდი და ახლა გამარჯობა?!
-არ ვიცი, კატო იმ მომენტში რაც თავში აზრად მომივა მარტო იმას ვეტყვი, არ მაქვს ზედმეტად ფიქრის თავი, ახლა მხოლოდ ის მინდა თამაზი გამოძვრეს და სასწაული მოხდეს.
-ექიმებს უთქვამთ დიდი შანსია აზრზე მოვიდეს, მაგრამ ეს ბოლო იქნებაო ... მამაჩემი მაგ საავადმყოფოში სასწრაფოების უფროსია, ხომ იცი?! მისგან გავიგე, მთელი მაყაშვილების ქონება მხოლოდ იმას ხმარდება, რომ თამაზს ყურადღება არ მოაკლონ, არადა მეტს ვერც ექიმები შვრებიან ვერაფერსო ...
-ყველაზე ნაკლებად ის იმსახურებდა ასეთ დასასრულს.-ცრემელბი ვერ შეიკავა ბარბარემ.
-არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო, მაგრამ ...
-ვიცი, რომ ჩვენ გამო მოხდა ... ვიცი, მე რომ წავედი მაშინ დაემართა ... ვიცი რომ მეც ვარ დამნაშავე, მაგრამ მაშინ სხვაგვარად არ შემეძლო, ერთხელ მეც გავბედე ეგოისტი ვყოფილიყავი და ყველაფერი უკან, წარსულში დამეტოვებინა.
-ბარაბრე, ვის ატყუებ, თვალებით ჯერ ისევ მას ეძებ ყველა ჩვენგანში ... ერთი სული გქონდა კოტე გასულიყო, იქნებ ბიჭებს რამე ეთქვათ ცოტნეზე ... განა ვერ გატყობთ?!
-ეს ...
-ეს ძალიან მარტივი შესამჩნევია, ძველებურად აღარ გამოგდის გრძნობების მალვა.-გაეღიმა კატოს.-არა, შენ კი არ გაინტერესებს, მაგრამ მე მაინც გეტყვი, რომ ... თბილისი ძალიან პატარა ქალაქია და გავიგე, რომ ცოტნე სამი წელია ფსიქოლოგთან დადის, სახელმწიფოში ისევ კითხულობს ლექციებს და დეკანის თანამდებობაც შესთავაზეს სულ ახლახანს ...
-ნუთუ?!-თავადაც ვერ მიხვდა რატომ გააჟრიალა.
-ახლა ზუსტად ისე თქვი „ნუთუ?!“,როგორც ამას ის აკეთებს ხოლმე ...-ჩაილაპარაკა კატომ და ბარბარეს მზერა აარიდა.-მაინც ასე ძალიან როგორ შეგიყვარდა?!
-ეგ რომ ვიცოდე,ახლა ...-და თავადაც ვერ აპატია მის თავს ის რისიც მხოლოდ გაფიქრება მოასწრო.
-ახლა?!-ჩაეკითხა კატო.
-არაფერი, უბრალოდ თავისუფალი ქალი ვიქნებოდი.
-ჰო, არც ის არი თავისუფალი კაცი, ბოლოს რომ ვნახე მასაც შენსავით ეკეთა ნიშნობის ბეჭედი.
-კატო, ლიზას უნდა ვაჭამო, წამო შენც ...-ციებიანივით წამოხტა ფეხზე და ელვის სისწრაფით დატოვა გაღიმებული მეგობარი ოთახში საწოლზე მჯდომარე.
-ღმერთო, რა იქნება ვინმე მეც რომ შემიყვარდეს ასე?!-მაღლა აღაპყრო თვალები, თავი გადააქნია და უკან აედევნა წინ წასულ მეგობარს.


საავადმყოფოს გრძელ დერეფანში ბავშვის ხმა მკრთალად ჩაესმოდა სკამზე მძინარე ქალს.
-დედიკო, ჭელი არ ეტკინება? ბაბუს ასე რომ ეძინა ბებომ უთხრა, ადექი ჭელი გეტკინებაო.
-გავაღვიძოთ, ოღონდ ჩუმად კარგი?!- ცრემლებს ვერაფრით იკავებდა ლილის ამ მდგომარეობაში დანახვისას.
-რომ გაბრაზდეს, რატომ გამაღვიძეთო!?
-არ გაბრაზდება, დე. ამ ქალმა ბრაზის გარდა ალბათ ყველაფერი იცის ...

პატარა თითების შეხებამ უმალვე გამოაფხიზლა ქალი.
თავიდან ვერაფრით მიხვდა რა ხდებოდა.
-შენ, ვის დაეკარგე პატარავ?!-გაეღიმა უნებურად და ინტერესიანი მზერა მოავლო ბავშვის საოცრად ნაცნობ პირისახეს.
-არავის, ასე ჭელი გეტკინებათ, ბებო ამბობს ხოლმე, ბაბუს რომ ეძინება ასე.
-რა გქვია, ჩემო პატარა?-გაეღიმა ქალს და სკამზე აცოცებული ბავშვი მუხლებზე დაისვა.
-გამარჯობა, მე ლიზა. როგორ ხართ? კარგად.ნახვამდის.
-ეს ვინ გასწავლა?!-სიცილი ვერაფრით შეიკავა ქალმა და ლოყაზე ჩამოუსვა თბილი თითები ბავშვს.
-დედამ. ჯოლოს კამფეტი?!
-რისი კამფეტი?!-ვერ მიხვდა და იქით გაიხედა, სადაც ბავშვი იხედებოდა. კუთხეში აწურულ ნაცნობ სხეულს ნაკადულებად სდიოდა ცრემლები ლოყებზე.-ბარბარე ...-ამოიტირა ქალმა და მზერა ბარბარედან ბავშვზე გადმოიტანა.
სულ ერთი წამი დასჭირდა ყველაფრის დასაკავშირებლად.
გამოფიტული გონებით იმ ხავსს ჩაეჭიდა, რომელიც არწმუნდებოდა, რომ რაც ახლა ხდებოდა რეალობა იყო.
-ლილი ...-ამოიტირა გოგონამ და აჩქარებული ნაბიჯებით დაიძრა წამომდგარი ქალისკენ.
ქალს ხმა არ ამოუღია, მოახლოებული გოგონა გულში ჩაიკრა, ისე რომ ხელი არ გაუშვია პატარასთვის.
-რას ... რას ნიშნავს ეს ...-ლუღლუღებდა მეტყველებაწართმეული ქალი.
-ლილი, არ ვიცოდი თამაზი ასეთ მდგომარეობაში თუ იყო ... მეც ახლა გავიგე და მაშინვე ...
-ცოტნემ იცის?!
-არავინ, მხოლოდ შენ ...
-ეს როგორ ... ეს როგორ გაბედე, ბარბარე?!-ბუტბუტებდა ქალი და ბავშვს მზერას არ აშორებდა.-მთელი ეს პერიოდი ... მთელი ეს დრო მთელი ოჯახი ლამის დავწყდით ნერვიულობით, ეს როგორ გაგვიკეთე, ჩვენ მაინც ... მე და თაზოს რას გვერჩოდი, ბაბი?!
გოგონას ტირილი მთელ დერეფანში ისმოდა.
-გთხოვ, ოღონდ ახლა,არა. ოღონდ ახლა მასთან მიმიყვანე.
-წამოდით, წამო, ბებო შენ რა სასწაული მოხვედი, ბაბუსთან?!
-კოტე ბაბუსთან?!
-არა, თაზო ბაბუსთან ...-საოცარი სითბოთი წარმოთქვა ქალმა მამაკაცის სახელი და ხელში აიყვანა პატარა გოგონა.
-თაზო ბაბუ?!-გაკვირვებულმა ახედა უცნობ ქალს და მასთან ერთად შევიდა ბაბუს პალატაში.
ბარბარე ცრემლებს ვერ იკავებდა.
ლიზა ჯერ თავადაც ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს.
-თაზო, ნახე ვინ მოვიდა ჩვენთან ... -ტიროდა ქალი.
მამაკაცის უძრავად მწოლიარე სხეულს კი რეაქცია ისევ არ ჰქონდა.
მთელი ღამე იქ გაატარეს ბარბარემ და ლიზამ, სანამ ლილიმ არ დაიჟინა რომ წასულიყვნენ.
-ბავშვი გაწვალდება, ხვალ ისევ მოდით ... მიხარია, რომ აქ ხარ, ბაბი.-გაუღიმა გოგონას და ძველებურად ჩაიკრა გულში.
-ლილი, ხომ მაპატიებს ... -შინაგანად საოცრად დამძიმებულიყო მამამთილის ამ მდგომარეობაში ხილვის გამო.
-შენ, ხომ სწორად ჩათვალე ეს ნაბიჯი, როცა დგამდი?
-სხვანაირად არ შემეძლო ... სხვანაირად ცოტნეს ...
-თამაზი და მე არასდროს ვყოფილვართ შენთვის დედამთილი და მამამთილი, რამე ხომ არ მეშლება?!
-არა ...-დამნაშავე თვალები ვეღარ გაეგო სად წაეღო.
-ჩვენ ვიმსახურებდით, თუნდაც ფარულად გვცოდნოდა, რომ ეს ანგელოზი გვყავდა ... შენ, ლიზას თავი ცოტნეს კი არა ჩვენც წაგვართვი. ახლა ამაზე ლაპარაკი გვიანია, ახლა მას მშვიდი ძილით ძინავს ...-ქმრისკენ გააპარა მზერა-უაზრობაა იმაზე ფიქრი, სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავით თავის დროზე ახლა რა რეალობაში ვიცხოვრებდით, ფუჭია ამაზე ოცნებებში გაფანტული დრო. ახლა ამ გარემოში ვართ და აქ უნდა ვიყოთ მართლები ... შენ, აქ მართალი ხარ, გაბედე და ჩამოხვედი.
-ლილი ...
-თავის დადანაშაულებას არ მიცე უფლება დღევანდელი დღის აღქმის უნარი წაგართვას, ცოტნეს სხვა არაფერი დამართნია თუ არა, ეს.
-ცოტნე და მე ...
-მე არ ვერევი, შენთან და ცოტნესთან. ამას არ გეუბნები, იმიტომ რომ ის შენი ყოფილი ქმარია.
-ქმარი ...
-რა?!
-ყოფილი, არა ის ჩემი ქმარია.
-ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა?
-ალბათ აქვს ...
-ბაბი ...-იმედი გაუკრთა ქალს ხმაში.
-როგორ არის ...
-უშენოდ როგორ იქნება, ჩემო გოგო?!
-გაცილებით უკეთ, ვიდრე ჩემთან ერთად იყო ...-ამოიჩურჩულა და ლიზას თხელი ჟაკეტი ხელებში ჩაიბღუჯა.-ხვალ ისევ მოვალთ ... გთხოვ, ჯერ ცოტნეს არაფერი უთხრა.
-როგორც იტყვი ...
-ნახვამდის, ლილიკო.
-ბაბი!-დაუძახაკა კარში გასულ გოგონას.-არ ვიცი მან შენთან როგორ, მაგრამ შენ მასთნ ძალიან! ნახვამდის, შვილო.-საოცრად ეტკინა ლილის თავისი წარმოთქმული სიტყვები.
მიხვდა.
იცოდა ბარბარემ რასაც გულისხმობდა.
არავინ, მათ შორის არც ლილიმ არ იცოდა,რატომ დაშორდნენ ცოტნე და ბარბარე.
ამას გულისხმობდა, როცა ეუბნებოდა „არ ვიცი,მან შენთან როგორ ...“, მაგრამ იცოდა რა მოხდებოდა ცოტნეს სულში, როცა გაიგებდა რომ სამი წლის შვილი ჰყავდა, ვისი არსებობის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდა ... სწორედ ამ სიმძიმის იყო სიტყვები „შენ, მასთან ძალიან.“


იმ ღამით თამაზ მაყაშვილი გარდაიცვალა.
ისევ ჩაიცვა შავები ლილიმ.
ისევ მხარს თავისი ერთადერთი გერი უმაგრებდა.
ისევ შემოიკრიბნენ მათ ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც არაფრით ესმოდათ, როგორ უნდა ჰყვარებოდა ქალს სხვისი შვილი ისე, რომ ქმარ-შვილის დანაკარგი მხოლოდ მისით შეემსუბუქებინა.
ისევ ცოტნეს შეაწმინდეს ბრალეულობით მძიმე თითები.
კუბოში ჩასვენებულ მამის უსულო სხეულს სახეზე ტკივილით დაღდასმული უყურებდა და ვერაფრით ინელებდა ვერც ერთ წამს, რომელიც ამ კაცის სიძულვილში გაატარა, გააზრებულად თუ გაუაზრებლად.
შვილის თვალებში უზარმაზარ „მაპატიე“-ს ვერ გაურბოდა ვერც გარდაცვლილი, ამასაც გრძნობდა შინაგანში ცოტნე.
მამაშვილური ინსტიქტის მხოლოდ ერთი ნაწილიც კი კმაროდა პასუხად მიეღო მამისგან პატიება. თითქოს, ახლა გარდაცვლილს, ჩუმს და საოცრად მშვიდს, მხოლოდ ახლა ესმოდა, რომ მისი შვილი ნაძირალა არ ყოფილა, რომ კაცი მაინც გაუზრდია, რომ დღე, როცა ზრდასრულ ცოტნეს ველოსიპედის ტარება ასწავლა უბრალოდ ბედნიერი მოგონება არ ყოფილა ... ბევრად მეტი იყო მათი მცირე მამაშვილობის თითოეული წამი ვიდრე ზოგიერთის სრული ცხოვრება.
ჩახუთულ ჰაერს ვერ გაუძლო, შავით შემოსილმა და აივანზე გავიდა ...

ადამიანის ცხოვრებაში აუცილებლად დგება ხოლმე ისეთი მომენტი ...
რასაც სახელს იშვიათად თუ მოუძებნის კაცის გონიერება.
ერთგვარი ციკლია, ფენიქსის ცეცხლში დაწვის, ფერფლად ქცევის და შემდეგ თავიდან დაბადების. მაშინ ამ ციკლის რომელ ეტაპზე იყო თავად განსაზღვრეთ ...
მაშინ, როცა კიბეზე მომავალი შავ სარაფანში, გაშლილ თმებსა და შავ თავშალში გამოწყობილი მგლოვიარე ცოლი დაინახა და არავინ ... და არავინ ... ქვეყნად, არავინ სხვა.
ვერც ერთმა შეიკავა თავი, ვერც ერთმა დაიოკა მონატრების, ტკივილის და სიყვარულის ამოდენა მასა, შიგ გულში, რომ უდუღდათ და ვულკანივით იფრქვეოდა მათ სხეულებში.
უღონოდ გადადგა ერთი ნაბიჯი ბარბარემ და ცოტნეს ორს დაელოდა.
და თითქოს ამ ერთი ნაბიჯით მიხვდა, რომ შეეძლო ...
ხელები გაშალა და ბარბარეს სხეულს ისე დააკვდა, როგორც შეფიცულ სიყვარულს.
და იგრძნო მამაკაცმა როგორ ამოატირა ქალს მონატრებული სხეულის სითბომ.
და წამით სამყაროს სიმსუბუქისგან გაგიჟებულმა ხარბათ შეისუნთქა სანატრელი სურნელი უცნობი დანამატებით. თითქოს, რაღაც ისე აღარ იყო,თითქოს ბარბარეს სურნელი მხოლოდ ბარბარეს აღარ ეკუთვნოდა.
გააჟრიალა.
გასცრა.
ავად.
უსისხლოდ დაებერა მსხვილი ძარღვები.
ერთმა პატარა დეტალმა უეცრად დაამსხვრია ამ ყველაფერთან ცოდვით ნაშენები კედლები.
„ნუთუ სხვა ..?!“-გაიფიქრა ბარბარეზე ჩაბღაუჭებულმა და ღვთის წყალობასავით გაახსენდა გოგონას სიტყვები ... „-არც კი გაიფიქრო, ოდესმე იმ ადამიანს ვუღალატო ვისი ცოლიც მერქმევა!“ -და დამშვიდდა, მოდუნდა. უტიფრად ამოისუნთქა კიდეც.
და მერე არსაიდან ... თვალები, რომ გაახილა, ქალის უკან, ქალის მუხლზე მუხვეული პატარა არსება დაინახა.
ხელები უღონოდ ჩამოუვარდა ძირს.
იგრძნო, როგორ ამოიკვნესა ქალმა, როცა ნანატრი სითბო გასცილდა მის სხეულს.
ორი წინ გადადგმული ნაბიჯი ახლა უკან გადადგა და თავი ვერ შეიკავა ისე მოეკეცა მუხლები.
ყურადღება არ მიუქცევია ბარბარეს მსუბუქი შეკივლებისთვის, ხალხის გაოცებული თვალებისთვის.
პატარა გოგონას უყურებდა, დაბნეულს, ცოტა შეშინებულს. აშკარა იყო აქამდე ამდენი შავოსანი არსად უნახავს.
-ეს ...-ძლივს დასცდა მის ბაგეებს სიტყვა, აკანკალებული თითები გოგონასკენ გაიშვირა და ბარბარეს ახედა.
-ცოტნე, შიგნით შევიდეთ ...-დაიჩურჩულა ბარბარემ და ბავშვი ხელში აიყვანა.
ხალხში ძლივს მიაღწიეს თავიანთ ოთახამდე.
ლილის არაფერი ჰქონდა შეცვლილი.
ცოტნეს ძველი ტანსაცმელებიც კი, რომლებიც ბარბარეს მთელი რუდუნებით ჰქონდა დაკეცილი და შენახული ისევ ისე იდო თაროებზე,როგორც ადრე ... წლების წინ.
ოთახში შესულებმა ვერ გადაწყვიტეს ლაპარაკი რომელს უნდა დაეწყო.
-გამარჯობა, მე ლიზა.როგორ ხარ?კარგად.ნახვამდის.-ჩამოარაკრაკა კარგად გაზუთხული წინადადებები ლიზამ და დედას ახედა ჟოლოს კამფეტის მოლოდინში.
საწოლზე მჯდარი ცოტნე გახევებული უყურებდა ბავშვს და ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს.
-გამარჯობა ...-ამოიხრიალა ცოტნემ და უკანასკნელი ძალებით გაუღიმა თავის შვილს.
-ცოტნე ...
მაყაშვილმა ბარბარეს შავი კაბის ბოლო მუჭში ჩაიბღუჭა და გამწარებულმა, სახეაკანკალებულმა, თვალებდახუჭულმა ძლივს შეისუნთქა ჰაერი.
-არ გაბედო ...-ამოიჩურჩულა უნორმო ტკივილით გატეხილმა, განადგურებულმა, სისხლიანთვალებში ცრემლჩამდგარმა. - არ გაბედო ხმის ამოღება ...

შეცბა.
არ ეგონა მსგავს დამოკიდებულებას თუ გამოიჩენდა ცოტნე.
თითქოს იმ მომენტში ვერც გრძნობდა რას ნიშნავდა ადამიანს გყოლოდა შვილი, რომლის შესახებაც არაფერი იცი.
-ლიზა ... ხო?!-ცრემლიანი თვალებით თავი დაუქნია გადამოწმების მიზნით, და ბავშვიც რომ დაეთანხმა, ნამდვილად ლიზა მქვიაო განაგრძო - მამა სად არის,ლიზა?!
-არ არის ...-მხრები აიჩეჩა ბავშვმა და დედას ახედა.
-მოხვალ ჩემთან?!-დაძარღვული მტევნები გაუწოდა ბავშვს.
ლიზა ამ მხრივ უპრობლემო ბავშვი იყო, აუღელვებლად გადადგა ნაბიჯები უცნობი კაცისკენ და თავადაც ვერ გაიაზრა, როგორ ჩაიკარგა მამის კისერში.
კბილს კბილზე აჭერდა.
არ უნდოდა ახლა ბარბარეს წინაშე მთელი ძლით ტირილი.
არც ის უნდოდა მის შვილს ენახა მამის ცრემლები.
„მამა“ - და უცებ სამყარომაც სხვაგვარად დაიწყო ტრიალი.
კბილს კბილზე აჭერდა და შვილის პატარა სხეულს გულში მთელი ძალით იკრავდა.
-ცოტნე ...-ამოიჩურჩულა ბარბარემ.
-ჩემთან დარჩები?!-ხრიალებდა ხმაწართმეული და ბავშვს ოქროსფერ ლოკონებზე ეფერებოდა.
-დედა?-თვალები დაუმრგვალდა ლიზას.
-დედაც აქ იქნება.
-ჯოლოს კამფეტს მომცემ?
-ჟოლოს კამფეტი, რომ არ მაქვს? არ დარჩები?
-მერე გექნება?-საწოლზე გადაწვა და ბავშვიც თან გაიყოლა ცოტნემ, გაშლილი მტევნებით გადაუწია მრგვალ შუბლზე ჩამოყრილი თმები შვილს და გაუღიმა.
-მერე მარტო ჟოლოს კამფეტებს ვიყიდი ხოლმე.
-და მომცემ?-პატარა თითები მამის სახეზე აათამაშა გოგონამ, ეგონა გული გაუჩერდებოდა დედასაც და მამასაც და იმ წამს ორივემ იცოდა, რომ თავიანთ საერთო სამყაროს ვერასდროს გაექცეოდნენ.
-სულ შენ მოგცემ ხოლმე.
-მაშინ დავრჩები. დედაც ხომ დარჩება?
-დედაც აქ იქნება.
-დედამ იავნანა იცის, იცი?
-არა ... შენ, იცი იავნანა?! - ბარბარეს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა ცოტნეს საოცარ ხმის ტემბრზე, რომელიც აქამდე არასდროს გაეგონა, თითქოს მის წინაშე თავისი უჯრედამდე ნაცნობი ქმარი თავიდან იბადებოდა სულ სხვა კაცად ... სულ სხვა სახელით ... სახელით „მამა“.
-დედას იავნანა?
-ჰო, დედა რომ გიმღერის, ის იავნანა იცი ?!
-ცოტა ...-თითებით აჩვენა ოდენობა.
-მიმღერებ?!
-ნანაში გინდა?
-არა, შენთან მინდა.-გულუბრყვილოდ უპასუხა შვილს კითხვაზე.
-მე ჯოლოს კამფეტი მინდა ...-ამოიბურტყუნა და ნიკაპით დაეყრდნო მამის გულმკერდს.
ცოტნეს ეგონა სამყაროში ყველაზე ბედნიერი კაცი მხოლოდ ამ წამს იყო.
-აჰა, და დავიძინოთ, ხო?!-ჩანთიდან ერთი ცალი ამოაძვრინა ბარბარემ.
-აქ დავიძინოთ?-გაკვირვებულმა გადმოხედა დედას.
-არა, მალე ...
-აქ, ისეთი ფუმფულა საწოლი აქვს ლილი ბებოს, ნახე როგორ ტკბილად დაგეძინება ...-სიტყვა გააწყვეტინა ცოტნემ ბარბარეს.
-ცოტნე ...
არაფერი უთქვამს, მხოლოდ მზერა ლიზადან ბარბარეზე გადაიტანა და მან ... ქალი, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობდა მაყაშვილს ... გახევდა ამდენი სიცივე თითქოს მისმა მზერამ ვერ დაიტია და თვალები აარიდა ქმარს.
ერთ მზერაში თითქოს ყველაფერი ჩააქსოვა მაყაშვილმა.
ლიზა და ცოტნე მანამ ლაპარაკობდნენ სანამ ძილის პირულმა ისე არ წასძლია გოგონას, რომ მამის მუცელზე მჯდარს თვლემას ვერ გაუძლო და პირდაპირ ცოტნეს კისერში ჩარგო თავი.
წამნახევრიანი დუმილი ისევ ლიზამ დაარღვია, თავი ძლივს წამოსწია და დედას გადმოხედა.
-დედა, თოჯინა?!
„ჩემს თოჯინას ეძინება ... ნა-ნა შვილო, ნა-ნი-ნა-ნა“ -ღიღინებდა ბარბარე.
უნებურად მიეხუჭა თვალები უფროს მაყაშვილს.
სულ ერთი წამით გაბედა და რეალობა გამორთო.
იმ ოთახში იყვნენ, მხოლოდ ის, ბარბარე და მათი ერთი ... ან როგორი თანმიმდევრობაც ერჩივნათ, ესეც მათი ნება იყო.
სამყაროში არაფერი არსებობდა ამ ერთობის გარდა და ამ სიმსუბუქემ ჟრუანტელი მოჰგვარა.


საღამო ხანს ლილიმ რომ შეაღო ოთახის კარები გული მოუკვდა ...
საწოლზე ცოტნეს, მის გულზე პატარა ლიზას ...
მათ გვერდით, სავარძელში კი ბარბარეს ეძინა.
ხმაურზე ცოტნემ გაახილა თვალები.
-გამოვალ ...
-იყავი, ცოტნე ...
-დამელოდე!
ბავშვი ფრთხილად გადააწვინა საწოლზე და უჩუმრად დატოვა ოთახი.
-შენ, ეს იცოდი ...-ამოილაპარაკა და გარემოს მოავლო თვალი, მხოლოდ ახლობლები დარჩენილიყვნენ.
-გუშინ გავიგე, თამაზის სანახავად ჩამოვიდნენ ... ბარბარეს უნდოდა რომ ბავშვი ჩამოეყვანა, სანამ მამაშენი ცოცხალი იყო ...
-ყველაფერს რომ დავუფიქრდე, ჩავუღრმავდე და მიზეზები გავიგო, მგონია რომ ავფეთქდები. ჯანდაბა, ყველაფერი მე რატომ მემართება?!- კედელს აეკრო ზურგით.
-არაფერს აქვს მნიშვნელობა, რაც ამ პატარა ანგელოზამდე არსებობდა, ცოტნე.
-რა მარტივია ხო ამის თქმა?!-ჩაეცინა და კედელთან ჩაიკეცა-რა მარტივია წარსულს მიაბარო მამა, რომელიც შენ გამო ... შენი დამპალი ცხოვრების გამო მოკვდა ...
-დაუწერელი კანონია, ადამიანები თავიანთი შვილებისთვის ცხოვრობენ, მას შემდეგ რაც მამები და დედები ხდებიან, ამას ნელ-ნელა გაიგებ ...-გაუღიმა ლილიმ მის წინ ჩამუხლულ ცოტნეს.
-გაჩერებულიყო, ერთხელ წამოსცდენოდა, რომ ორსულად იყო ... გეფიცები, დავშორდებოდი, ლილიკო. სხვასთან წასულიყო, სხვასთან ეცხოვრა, ოღონდ მე მათ თავს ნუ წამართმევდა ... -თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეღრიალა ემოციებით სავსეს - მამაჩემის წართმევა არ მაკმარა, შვილიც წამართვა!-სიტყვებს კბილებში სცრიდა და აზრადაც არ მოსდიოდა მაღლა აეხედა, სადაც ბარბარე იმედგაცრუებული მზერით დასცქეროდა თავის ქმარს.
-რომ მცოდნოდა თამაზს ეს დაემართებოდა ...-ამოილაპარაკა გოგონამ. -იქნებ ღალატიც მეპატიებინა.- კარი გამოიხურა და გულზე მიხუტებულ შვილთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა, ცოტნე რომ დაედევნა უკან.
-არ გაბედო, გესმის?!-იღრიალა გამწარებულმა და სახლის კარი ისეთი ინერციით დაკეტა კარში ჩასმული მინები დაიმსხვრა.-ამის უფლება არ გაქვს, ყველაფერს ვერ წამართმევ!
-არც შენ გქონდა უფლება ჩემთვის ცხოვრება დაგენგრია, მაგრამ დაანგრიე.-მშვიდად ჩადიოდა კიბეზე ბარბარე.
-ცოტნე, შვილო ...-მხარზე მიეფერა მამაკაცს ლილი -ერთი წამი გვაცადე ...
ბარბარე ეზოს ჩაბნელებულ ნაწილში გაიყვანა, სადაც სარწეველა სკამები იდგა.
-ლილი, აზრი არ აქვს ...
-შენ, ახლა შენი თავი მართალი გგონია ...-ხმადაბლა დაიწყო ლილიმ და გოგონას ბავშვი ფრთხილად გამოართვა.-რა კარგი, სუნი გაქვს, ბება?!-ხმაში საოცარი ბავშვურობა ჩაეღვარა ქალს, რომელიც უკვე „ბებია“ იყო.
-ლილი ...
-ცოტნემ, მამამისს ჩემი თავი არ აპატია და ცხოვრებამ ბუმერანგად აჩუქა შენი თავი. რასაც თესავ იმას აუცილებლად იმკი ხოლმე ... დღეს არა, შეიძლება არც ხვალ, მაგრამ ათი წლის მერე, მოხდება ის, რაც მწარედ გაზღვევინებს შენსავე არასწორ ქმედებას. ის რაც შენ გააკეთე გაუმართლებელია, თუნდაც შენი ტკივილით, ამას ვერ გადაწონი ... მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცოტნე თუ ეგოისტი იყო შენთან მიმართებით, შენ ეგოისტურად მოიქეცი ცოტნეს და ცოტნეს ოჯახთან მიმართებით. იცი ეს რას ნიშნავს?!- ბარბარეს ლილის ამ სიტყვებზე უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა- შენ, რომ მოსულიყავი ჩვენთან ... გეთქვა, ლილი, თამაზ ... ვერ გავუძელი თქვენ შვილს, არაკაცია, ნამდვილი ნაძირალაა, თუნდაც მოღალატე ... მე მისგან ბავშვს ველოდები ... და მერე რაც გინდა ის გეთქვა ცოტნეზე ... თამაზი დღეს იქ არ იქნებოდა. -გოგონას თვალები დაექაჩა მოსმენილისგან, თითქოს ერთიანად აიტანა კანკალმა- შენ, იმ კაცს ვისი ავამდყოფობაც არაფრად ჩააგდე, ვისი მდგომარეობაც კრიტიკულ ზღვრამდე სწორად არ შეაფასე და საქართველო ისე დატოვე ერთხელ არ აგიღია მისი მილიონი ზარიდან არც ერთი ... ჰო, ბაბი, იმ კაცს საკუთარი შვილივით უყვარდი ... იმ კაცმა, შენს გამო მისი გარდაცვლილი ცოლ-შვილი დაიფიცა ... ჰო, ცოტნემ, სანამ სიყვარულში გამოგიტყდებოდა, მანამ თამაზთან გაარკვია ყველაფერი ... მისი პასუხი მარტივი და აუტანლად მძიმე იყო, ის ცოტნეს გვერდში დგომას დაპირდა, მანამ სანამ ის შენ გულს არ გატკენდა ...
-ლილი ...- ხმა აუკანკალდა გოგონას.
-და თუ ...- და ლილისთვის უხასიათო ხმის ტემბრით განაგრძო ქალმა, თითქოს ეს იყო გაფრთხილება, რომ არ ჩარეოდა ლაპარაკის დროს- თუ, გულს გატკენდა ... ბაჩოს და მისი პირველი ცოლის საფლავს იფიცებოდა, რომ ცოტნეს ... ხომ გესმის, როგორც შვილს დაკარგავდა, რომ მამისთვის უკადრებელს იკადრებდა. ცოტნეს ბედნიერებაზე წინ შენსას აყენებდა. შენ, რომ უხერხულად არ ყოფილიყავი, შენი მშობლები რომ შეურაცხყოფილები არ ყოფილიყვნენ, იმ კაცმა, ბარბარე, იქ კუბოში რომ წევს თავისი შვილი სახლიდან გაუშვა და შენ დაგიტოვა ... ყველაზე მინიმუმ, შვილო ...-თვალებდაწვრილემულმა გადმოხედა ატირებულ გოგონას ლილიმ- შენგან იმდენს იმსახურებდა, მხოლოდ მისთვის გეთქვა, რომ ფეხმძიმედ იყავი და იმ სასჯელისთვის არ გაგემეტებია, რაც მას არ ეკუთვნოდა ... ქვეყნად არავის არ ვუსურვებ იმას, რაც ბოლო წამს ცოტნეს თამაზმა შენს გამო გამოატარა ... არ მეცოდები, შვილო, ახლა შენი ცრემლებით, არ მეცოდები ... და იცი რატომ, ბაბი?! -ტიროდა თავად ლილიც - თამაზი ისე მოკვდა სამი წელი ცოტნე ახლოს არ გაიკარა. ცოტნეს მამამისის ნახვის უფლება არ ქონდა და რატომ, ბაბი ... მომიყევი ... ქალურად გამანდე, რატომ დამენგრა მე ცხოვრება, მეორედ?!შვილმკვდარი დედა ქვრივობისთვის რატომ გამწირეს, გისმენ, შვილო!
-ლილი, მაპატიე, ძალიან გთხოვ ...-ცრმლებს ვერაფრით იკავებდა ბარბარე.- არ ვიცოდი, ლილი ... გეფიცები, არ ვიცოდი თუ ასე ...
-ამით თამაზს გამიცოცხლებ?!
-ლილი, ძალიან გთხოვ ...-ხმით ტიროდა გოგონა.
-ცოტნეს დაკარგულ სამ წელს დაუბრუნებ თავის შვილთან?! მის შვილს დაუბრუნებ იმ უმამოდ გატარებულ ღამეებს?!
-გემუდარები ...-თითქოს ცეცხლად ედებოდა ქალის ყველა სიტყვა.
-მე რაღა ვქნა, შვილო?!- გაეღიმა თვალებდასიებულ ქვრივს- ქმარი მის პირველ სიყვარულთან გავუშვა და ამით სამუდამოდ დავემშვიდობო?!
-გემუდარები ...-გულზე იჭერდა ხელებს, უკვე სუნთქვა აღარ შეეძლო ბარბარეს.
-ამას იქით, აღარ გაბედო ცოტნეს დაემუქრო, რომ შვილს მაშინ არ ანახებ, როცა უნდა ..
-ცოტნე ..
-ცოტნე, რა?! გცემდა? შეურაცხყოფას გაყენებდა? არ უყვარდი, ბაბი?!
-მღალატობდა, მის ანასტასიას ვერ ელეოდა ...-სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა ბარბარე.
-მოვა დრო და თავზე ჩამოგემხობა ცხოვრება, მენანები, შვილო ამისთვის, იქნებ დროულად გაახილო თვალები?
-რას გულისხმობ ...?-შეკრთა ბარბარე.
-ეს ცოტნესთან უნდა გაარკვიო, რაც შეეხება ბავშვს ... ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ისეთი რამ არ გააკეთო, მერე ცხოვრებამ უკან დაგიბრუნოს ლიზასთან მიმართებით ჩადენილი ეს დანაშაული და თუნდაც ხუთი წუთით ლიზას თავი წაგართვას ... ალბათ, მაშინ იგრძნობ იმას რამაც დღეს ცოტნე დაშალა ყველაზე მარტივ მამრავლებად. შენ, ყველაფერი ერთი გასროლით გადაწყვიტე ... ცოტნეს მთელი ცხოვრება წაართვი და არ თქვა, რომ ამ ამბავში შენ უფრო მაღლა ხარ, ვიდრე ის ... იმიტომ, რომ ესეც უკვე ძალიან სუბიექტური საკითხია.
სახლში წადი, ბარბარე ... იმედია ხვეწნა არ დაგვჭირდება, იმისთვის, რომ ლიზა დღეს ჩვენთან დატოვო ...
-ლილი, გემუდარები ...-შეჰკივლა გოგონამ და სახეზე იტაცა ხელები.
-აღარაფერს აქვს მნიშვნელობა, თავი არ დაიდანაშაულო ... ეს უფრო უარესია, მხოლოდ გახსოვდეს ... გახსოვდეს წარსული, რაზეც ჩათვლი, რომ ვინმემ უნდა გაპატიოს, ღმერთს თხოვე შენთვის, ჩუმად გულში ... შენ, ყველას ისევ ისე გვიყვარხარ, როგორც შენს წასვლამდე. შენ, ისევ ჩვენი ბაბი ხარ ... მოერიე ამ ყველაფერს. ლიზას გამო ვალდებული ხარ. დაისვენე, თუ გული არ გეტყვის რომ ხვალ შენი აქ ყოფნა, როგორც ამ ოჯახის რძლის საჭიროა ... არ მოხვიდე, შვილო. ჩვენ აქ არავის არაფერში ვავალდებულებთ.
ლიზა გულზე აიკრა და გოგონა ეზოში მარტო დატოვა.


ჭიშკართან მდგარი ცოტნე უყურებდა როგორ ჯდებოდა ბარბარე მანქანაში.
-ისევ უშვებ?!-ამოიოხრა ცოტნეს გვერდით მდგარმა ირაკლიმ და მეორე მხარეს მდგარ ლევანს ისე რომ არც შეუხედავს ანიშნა, მასაც ეთქვა რამე.
-ცოტნე, იქნებ ...
-შვილი დამიმალა ...
-დღემდე თავის სამყაროში ცხოვრობს, სადაც ჰგონია, რომ სამყაროს მოღალატეც ხარ ყველაფერთან ერთად ... რატომ გიკვირს?!
-ასეთი საქციელი მე რომ ჩამედინა არავის გაუკვირდებოდა, ჩემგან, ეგოისტი კაცისგან მოსალოდნელი იყო, მაგრამ მისგან?! მან ასე რატომ დაიმძიმა სული?!
-თავისებურად იძია შური, ბავშვი იყო, რა გიკვირს?!
-უნდა გავშორებოდი ...-ამოიხრიალა და ჰაერი მძიმედ ჩაისუნთქა.-რომ მივხვდი პრობლემები მქონდა უნდა გამეშვა ...
-ცოტნე, მორჩი რა?!-შესძახა ლევანმა-მთელი ცხოვრებაა რაღაცას ნანობ, მორჩი თუ ძმა ხარ! კაცი ხარ, კაცურად დაუდექი, რა. ლილი რას გვეუბნება მთელი ეს დროა რით ვერ გაიგე?! ყველაზე მართალი რამეა რაც კი მომისმენია, შენ ძმობას გეფიცები! მიატოვე რა, ეს წარსული და იცხოვრე იმით რაც გაქვს,რა ... თავს გაიგიჟებ ბოლოს რა გინდა რაც დაგრჩა ეგეც დაკარგო?!
-ახლა, შენ ხარ ამ ოჯახის თავი და ეს ქალი შენ, დაგიტოვა მამაშენმა ოჯახად. ადექი, თავი კედელს შემოცხე და გამოფხიზლდი. აღარ გაქვს ცუდად ყოფნის დრო ... აღარ გაქვს ფსიქოლოგიური გარდატეხების დრო გესმის, შენ!? შვილი გყავს და უკვე მორჩა, უკვე წერტილი! ლილი და ლიზი გყავს მოსავლელი ... რა წარსული , რომელი „ასე უნდა მექნა“ უშველის შენ აწმყოს?! -ლევანის ხმაზე თითქოს ჟინი ემატებოდა ცოტნეს.
-მორჩა რა. აი, ახლა ამ წამს გადაწყვიტე ... რა გინდა ცხოვრებაში.
-თამაზის ნაირი მამა მინდა გავხდე ...-ამოიხრიალა და ცრემლიანი მზერა მიაპყრო ზეცას, სადაც შავი ღრუბელი მიცოცავდა ტაატით. -ჯანდაბა, მამა არ მიმატოვო ...-ამოიჩურჩულა.
-ბიჭო, რას ...-წამოიწყო ლევანმა ირაკლიმ რომ გააჩუმა მზერით. თავით ანიშნა გავედითო და მარტო დატოვეს მეგობარი.
-თამაზს არა ... ღმერთს თხოვდა ...-თქვა მერე,დიდი ხნის მერე ირაკლიმ.



მეორე დღეს დილის ხუთ საათზე დაუკაკუნა კარებზე ლილის, რომელსაც არ ეძინა.
-შემოდი ...-ცოტნეს გულზე აკრული ლიზა რომ დაინახა გაეღიმა. -როგორ გგავს?!
-დედამისივით ლამაზია, მე რა შუაში ვარ ...-გაეღიმა ცოტნეს, რომელსაც თვალები შეშუპებოდა უძილობისგან-შენთან იყოს ცოტა ხანი, მე საქმეებზე უნდა გავიდე და მარტო საძინებელში შეეშინდება.
-კაი, დე.-უნებურად წასცდა, მაგრამ არ უნანია.
-მადლობა, ლილიკო.
-მოდი, ბებასთან ჩემო პრინცესა ...-უჩურჩულა ბავშვს ყურთან და მამის მკლავებიდან თავისაში მოიქცია.- ბარბარეს არ დაურეკავს?!
-ტელეფონი მქონდა გათიშული.
-ასეც ვიფიქრე ... კარგი, მიდი ნუღარ მოცდები.
ტელეფონი ჩართო თუ არა ბარბარეს რამდენიმე შეტყობინება მიუვიდა, სადაც ძირითადად ლიზაზე აწვდიდა ინფორმაციას. რა უნდა ექნა იმ შემთხვევაში თუ ბავშვი გაიღვიძებდა და დედას იკითხავდა.
არ წაუკითხავს, წაშალა და ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიცურა.
ხუთიდან ათ საათამდე ყველა საქმე მოაგვარა.
ბიჭებს გაუარა, ისევ ისე ერთად დასხდნენ და ერთად დაგეგმეს თამაზის გასვენება.
მეორე დღე იყო,ზღვა ხალხი მოდიოდა მაყაშვილების სახლში.
დილით ათზე სახლის კარი უნდა გაეღო აივანზე გამოტანტალებული ლიზა რომ დაინახა, რომელიც სადაცაა ტირილს დაიწყებდა დაბრეცილი ტუჩებით.
-შენ, გაიღვიძე, მა?!-ხმაში სითბო დაეღვარა და უკან მომავალ ირაკლის და ლევანს გადმოხედა.
-ეს პატარა პრანჭია ვინ გვყავსო?!-გაეღიმა ლევანს და ბავშვი ხელში აიყვანა. - გამარჯობა.
-მე ლიზა.-ამოიბურტყუნა პატარა ქალბატონმა- როგორ ხართ?! მე კარგად.
-შენ, რომ დაგინახე ახლა სულ, სულ კარგად ვიქნები!-ლოყები დაუკოცნა ლიზას ლევანმა.
-დედა სად არის?!-თვალების ფშვნეტით გადმოხედა მამამისს და უნებურად გადაიხარა მისკენ. ცოტნემ სასწრაფოდ შეაშველა ხელი და თავის მკლავებში მოიქცია პატარა მაყაშვილი.
-დავურეკავთ და მოვა, შენ ჩვენთან ერთად არ ითამაშებ?!
-ჯოლოს კამფეტებს მომცემ?!
-აუ, ირა მანქანაშია, ჩადი რა გთხოვ ... ნახე, ირაკლიმ რამდენი ჟოლოს კამფეტი მოგიტანოს.-ელაპარაკებოდა ბავშვს და მისაღებ ოთახს თვალის არიდებით უვლიდა გვერდს.
-ბევრი არ შეიძლება, დედა ამბობს, კპილები გაგიშავდებაო ..
-რეებიო?! - სიცილი ძლივს შეიკა ლევანმა.
-კპილები. - თითი კბილებზე მიიდო ლიზამ და ლევანს გაუცინა. - დედა მალე მოვა?!
-შენ, არ გშია, მამი?! - შუბლზე აკოცა ბავშვს და სამზარეულოში შეიყვანა.
-ბიჭო, ყველაფერი ამოვიტანე ...- პარკებით დახუნძლულ ირაკლის სახე ძლივს უჩანდა.
-კაია, მოდი ... აქ დააწყვე. მა, რას გაჭმევს დედა დილაობით?!
-ვაშლს.
-საჭმელს?! - სულ დაიბნა ცოტნე.
-ეე, ბიჭო ვაშლი დილაობით ჯანმრთელობის ამბავში, კაია!
-და ვაშლი არ მიყიდია, რა ვიცოდი დილით ვაშლს თუ ჭამდა?! - მხრები აიჩეჩა ცოტნემ ბავშვი სკამზე დასვა და პარკების ამოლაგება დაიწყო ლევანი რომ ჩაერია საქმეში.
-მისმინე, აქ მალე ხალხი მოვა და ბავშვი არ დაიზაფროს ტირილის ხმაზე ... მოდი, ან ჩვენთან წავიყვანთ ან შენთან ავიდეთ ბინაში და ჩვენ მოვუვლით რა.
-აუ, ეგ არი მშვენიალური იდეა, წავიდეთ, მე ჩემ თინას დავურეკავ და ისიც დაგვეხმარება.
-აი, ლიზიკო, ბიძიკო ჯერ არ გაუცვნიხარ, საძაგელ ნათლიაშენს და უკვე მისი პირადი მიზნებისთვის გიყენებს. - ლიზამ ვერ გაიგო კარგად რა უთხრეს, მაგრამ ლევანის სასაცილოდ დამანჭულ სახეზე ისეთი კისკისი დაიწყო ბიჭებს უნებურად მოჰგვარა ბედნიერების ღიმილი.
-ჩავაცმევ და წავიდეთ ...- ამოილაპარაკა ცოტნემ და სკამიდან ისე მსუბუქად ააფრიალა პატარა სხეული ლიზას სიცილი კიდევ კარგა ხანს აღარ შეუწყვიტავს.
ისხდნენ საწოლზე და ძლივს აბამდნენ თავს ლიზას ჩაცმა-მოწესრიგებას.
-ეს მარცხენა ფეხისაა, მა მეორე მომე.
-ესა?! - საპირისისპიროდ, მარჯვენას სწევდა ლიზა და მანამ იცინოდა სანამ ცოტნე გემრიელად არ ჩაუკოცნიდა ლოყებს.
-მამი, რა პატარა ხარ მეშინია არ გატკინო რამე ..-ღიმილს ვერ იკავებდა ცოტნე და გაჭირვებით აცმევდა ფეხსაცმელებს.
-დედა არ მტკენს ხოლმე, მარტო თმებს რომ მიბალცხნის, მარტო მაშინ მტკივა.
-„მივარცხნის“-ეცინებოდა ცოტნეს.
-მიბალცხნის, მაცადე გავიმართები ნელ-ნელა, ასე ამბობს ბაბუ, მე რომ სიტყვები მეშლება.
-თმებიც უნდა დავივარცხნოთ?-თვალები დაუმრგვალდა ცოტნეს.
-ჰო, აბა ისე ხომ არ ჭავალ? სირცხვილია.
-ნუთუ?!-გაღიმებულმა ლიზა მუხლებშორის დააყენა და დაიწყო ახალი წამება, თმების დავარცხნა.
-ნელა-ნელა, თორე მეტკინება.
-ასე ... ასე გტკივა, მა?!
-არა, ასე არა.
-თუ გატკენ, მითხარი ხო?!
-ჰო.
-მაღლა ავიწიოთ თუ ჩაგიწნა?!
-იცი?!-თვალები გაუფართოვდა ლიზას.
-ვიცი.-გაეღიმა და მოგონება, რამაც გაახსენა, საიდან იცოდა თმის ჩაწნა იმ კედელს შეანარცხა, რასაც წარსული ეწერა დიდი ასოებით. არ ტკენია. ერთი წამითაც აღარ ტკენია.
და თითქოს ის წამი იყო სხვა ჰაერით რომ დაიწყო სუნთქვა.
-მაშინ მინდა.-თავი დააქნია ლიზამ და დაელოდა, როდის ჩაუწნიდა მამა თმებს.
-შენ, ხარ ყველაზე ლამაზი გოგო მთელ დედამიწაზე.
-ბაბუ, ამას რომ მეუბნება დედა ეუბნება ასე არ უთხრაო, მაგრამ ვიცი, დედაც ასე ფიქრობს.
-რატომ არ უნდა გითხრათ, ვითომ?!-სასაცილო ხმით ჩაეკითხა ცოტნე.
-დედა ამბობს, რომ ბაღში ცუდად ვიქცევი ... -თავი დახარა ტუჩებგამობურცულმა, ისეთი საყვარელი იყო ცოტნეს წამით გული შეუქანდა, რომ გაანალიზა, ამ პატარა არსების ცხოვრების რამდენი დეტალი და წამი ჰქონდა დაკარგული. იქვე დაგდებული ტელეფონი სწრაფად მოიმარჯვა და დაღონებულ ლიზას ჩუმად გადაუღო ფოტო.
-აბა, მომიყევი ბაღში რა გააფუჭე?!
-ემილის, ვუთხარი, რომ მე ვარ მასზე უფრო ლამაზი, აბა ბაბუ და ბებო, რომ ამბობენ ყველაზე ლამაზი ხარო, ემილი რატომ ამბობდა, მე ვარო ყველაზე ლამაზიო ..?!
-მასაც მისი ბებო და ბაბუ ასე ეუბნებოდნენ ალბათ.
-შენც დედასავით თქვი, ჩემი ბებო და ბაბუ უფრო ჭკვიანულები არ არიან, ვიდრე იმისი!?
-ვინ არიან?! - ცოტაც და ხარხარი აუვარდებოდა.
-ჭკვიანულები ...
-ჭკვიანები, მა.
-ჰო, ეგენი.
-ზოგად ჭეშმარიტებებზე არ დავობენ, ამიტომაც არავის ეჩხუბო, რომ მათზე უფრო ლამაზი ხარ, კარგი?!-ეცინებოდა ცოტნეს ლიზას დაბნეულ სახეზე.
-რაო, რაო?!
-აი, მზე რომ ამოდის ამაზე ხომ არ ჩხუბობ?
-არა.
-ასე არ იჩხუბო იმაზეც, რომ შენ ხარ ყველაზე ლამაზი,კარგი?!
-ჰააა ...-ჩაფიქრებულოი მზერა მოავლო ოთახს და ცოტნეც მიხვდა, რომ ყველაფერი მშვენივრად გაიგო სამი წლის ბავშვმა.-გავიგე, ახლა ჯოლოს კამფეტი მომეცი ...
-არა, ჯერ ვაშლი უნდა ვჭამოთ. წავედით.-ბავშვი აიყვანა და ოთახიდან გავიდა.



მაყაშვილების უზარმაზარ სახლში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა.
ჩურჩული ცოტნესა და ბარბარეს საკითხზე არ სრულდებოდა.
კუბოს დამხობილი ქვრივი ქალი ცრემლბით აცილებდა უკანასკნელ გზაზე მიმავალ საყვარელ ქმარს.
შემოსასვლელ კართან მდგარ ობოლ შვილს წვერებში ჩაემალა მამის ხელებით ნაფერები სახე.
ტიროდა დიდი თუ პატარა.
ტიროდნენ რადგან იცოდნენ, ასეთი ადამიანები ხშირად არ იბადებოდნენ დედამიწაზე.

-ცოტნე, გისამძიმრებთ ...-ქალის თლილი თითები გველივით შემოეხვია მაყაშვილის განიერ მხარბეჭს.-მთელი კოლექტივი ვწუხვართ, სამსახურზე არც კი იფიქრო, როცა შეძლებ ...
კიდევ რაღაცას ლაპარაკობდა ქალი, მხოლოდ მას, ვისაც ესაუბრებოდნენ მზერა კიბეზე მომავალი გოგონასთვის გაეშტერებინა.
მოდიოდა სევდაში ჩაკარგული ქალური სილამაზით.
ტანზე შავი შიფონის მუხლებამდე კაბა ეცვა და შავი მაღალქუსლიანებით მომავალი მზის სათვალეებში მალავდა ცრემლებს.
-ცოტნე, ძალიან გთხოვ, არაფრის არ ...
და ვერ მიხვდნენ ...
ვერც ერთი
ვერც მეორე
მხოლოდ მესამემ დაინახა, როგორ მიუახლოვდა შავოსანი ქალი მამაკაცს.
და მერე ერთი
შემდეგ ორი
და ბოლოს სამი
წამი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ეგრძნო მსუბუქი ტუჩებით როგორ აკოცეს ფრთხილად ლოყაზე.
და იმ ვიღაც მესამემ უნებურად გადადგა ნაბიჯი უკან.
-გამარჯობა ...-ხმადაბლა ამოილაპარაკა ბარბარემ და სათვალე მოიხსნა.
-გამარჯობა ...?!-კითხვისნიშნებით სავსე მზერა ჯერ ბარბარეს შემდეგ კი ცოტნეს მიაპყრო უცხო ქალმა.
-ცოტნე, ჩვენი შვილი სად არის?!-ქალს მხოლოდ ერთხელ შეხედა და სასწრაფოდ შებრუნდა მამაკაცისკენ.
-ბიჭებს ჰყავთ წაყვანილი ჩვენ ... ჩემს სახლში.
-დღეს წავიყვან, მოსა ...
-ვერავის ვერსად ვეღარ წაიყვან ...-ყურთან უჩურჩულა მამაკაცმა ჯერ ისევ თავის ცოლს და მონატრებისგან გაგიჟბულმა იქვე შეატოვა უპასუხო კოცნა.
-ცოტნე ...- აღმოხდა ქალს.
-შიგნით შედი, ლილი გელოდებოდა ...
-მართლა?!- ხმა აუკანკალდა ბარბარეს.
-შენ, აქ ყოველთვის გელოდნენ, პატარა ბაბი.
ამოიჩურჩუჩულა ცოტნემ და ხელის მსუბუქი მოძრაობით უბიძგა სახლში შესულიყო.
მის უკან მომავალმა მაიამ და თეკლემაც ბარბარეს გზას გაუდგნენ და ის იყო თეკლეს ფეხი უნდა შეედგა სახლში თმებში რომ დაქაჩეს და გაბრაზებული უკან მოაბრუნეს.
-ვინ ...
მაღლიდან ჩუმად უღიმოდა ცოტნე.
-შენ ... ისევ არ მოიშალე ხომ?!-ღიმილი ვერაფრით შეიკავა თეკლემ.
-შენი გაბრაზება ჩემი საყვარელი რას ამბობდი რა იყო?!
-ჰობი!-გვერდით ამოუდგა კაცს თეკლე.
-ჩემი საყვარელი ჰობი იყო!- დაიხარა და თეკლეს მოხვეულ ხელებზე თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. - როგორ მომენატრე, ჩემო პატარა?!
-მეც ძალიან მომენატრე, შენზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ მაინც ძალიან მომენატრე ...
-მაპატიე, თუ უნებრუად რამე გაწყენინე, ხო?!-ყურთან ეჩურჩულებოდა და მტევნებს სახეზე იფარებდა სხვას რომ არ დაენახა თავისი განცდები.
-ის აიძულე აქედან წავეყვანე და შენთავს მოვეშორებინე, როგორ გამიმეტე?!-ბუტბუტებდა თეკლე და კიდევ უფრო უჭერდა ცოტნეს ხელებს.
-მაპატიე, თეკე.
-ასე ნუ მეძახი, უფრო ამეტირება ...-ძლივს აბამდა სიტყვებს თავს გოგონა, ყველას ყურადღება მათზე იყო მიმართული.
-კარგი, მერე ვილაპარაკოთ, თორე კოტე გაგვლახავს, ჰო?!
-დამპირდი, რომ მოხვალ.
-მოვალ, თეკე.
-და ფეხბურთზეც წამიყვან!
-შენი და ლიზიკოს თავს გეფიცები, მართლა წაგიყვან.
-მაშინ გელოდები ... მაგრამ იცოდე, როცა გაბრაზებული ვიყავი შენზე ბევრი ცუდი რამე ვთქვი, ბარი-ბარში ვართ, კაი?!
-კარგი.- ღიმილი ვერ შეიკავა მამაკაცმა და წელში გასწორდა.
კოტეს ჩამოსართმევად გამოწვდილ ხელს უდრეკი მზერა დაასო.
დაძარღვული მტევანი მამაკაცისას შეაგება და ისე რომ თვალებში არ ჩაუხედავს ამოიჩურჩულა :
-შენთან სულ მართალი იყო.
-ვიცი ...-ტუჩები დაიჭამა კოტე ანჩიბაძემ და სიძის გვერდით ამაყად დაიკავა ადგილი.


ბარბარეს გვერდით ცარიელ ადგილზე ლილის სხეული ინერციით დაეშვა.
-ლილი ...-ხელი შეაშველა გოგონამ ქალს.
-მიშველე, ბაბი.- ამოიტირა ლილიმ და ბარბარეს მხარზე უღონოდ მიესვენა.


***
-თინა,გეფიცები მართლა ბავშვი დაგვიტოვეს მე და ლევანს!
..
-გამოუვალი მდგომარეობაა და ჯერ ერთიც, მშვენივრად ვუვლით ...-თქვა თუ არა ლევანს გადმოხედა, რომელიც სულ მალე აღრიალდებოდა ადუღებულ წყალში ხელის ჩაყოფის მიზნით. - გაცხელ...-და აღრიალდა კიდეც.
...
-არაფერი, ლევანი საჭმლისთვის წყალს ამოწმებდა და დუღარეში თითის ნაცვლად იდაყვი ჩადო.
...
-თინა, ჩემი საცოლე ხარ სახლში ბავშვის მოსავლელად გთხოვ ამოსვლას კოკაინის მოსახარშად კი არა!
...
-შენ რა იცი იხარშება თუ იწვება?!
-მორჩი და ჩაყარე ამ საჭმელში მარილი, ავიკიდე მესამე ხარისხის დამწვრობა!
-ფაფაში მარილს, რა უნდა რეგვენო! თინა, შენ არ გეუბნები ... პატარავ.
-დედას გეფიცები შენი ტელეფონით გისვრი ფანჯრიდან, მოეთრიე აქ!
-თინა, უნდა გავთიშო ... იცოდე, საკურთხეველთან ჭირში და ლხინში ერთად ყოფნას რომ შემომფიცებ მე თუ არა ლევანის გამწარებული ხელი იყვირებს, რომ მტკნარ სიცრუეს ღაღადებ და გასაჭირშიც მშვენივრად მტოვებ მარტო! წავედი, მიუხედავად ამისა მაინც მიყვარხარ და გაფასებ ...
-შენ, ვინ გაფასებს, შე საცოდაო ...-ახარხარდა ლევანი.
-შენ, თუ არ გინდა თურმანიძის მალამოს ნაცვლად ლეღვის ნახარში წაგისვა ჩაკვდი მანდ და მოურიე ჩაიწვა.
-ჩაგეწვა და ჩაგეფერფლა ახალგაზრდობა, როგორც კი გაქვს ჩათუთქული.
-რამ გაგამწარა, ორი წამი შეგიშვი სამზარეულოში და რა მედიკოს ფრაზებით გამოდი?!
-ბავშვს მაინც მიხედე, არაფერში არ მეხმარები, მთელი დღეა გაზქურას არ მოვცილებივარ ..
-ახლა ღალატშიც დამადანაშაულე, ცოცხი მომიქნიე და მოაყოლე, შენ შემოგლიე ჩემი ახალგაზრდობათქო ..-ახარხარდა ირაკლი.
-დედა სად არის ..?!- სამზარეულოში თავი შემოყო თამაშისგან დაღლილმა ლიზამ.
-დედა ... გაეცი ახლა პასუხი, რას მიყურებ მაჩვივით?!-შეუღრინა ლევანმა ირაკლის.
-შენ ხო ხარ ანტილოპა, აბა, ლიზიკო ... წამოდი მე და შენ ... ისე, გაგებაში არ ვარ სამი წლის ბავშვებს რა გისწორდებათ და ჩუმად რომ მითხრა, არა?!
-რას შვრება?-ირაკლის მაისურს ეთამაშებოდა გაკვირვებული ლიზა.
-სამი წლის არ ყოფილხარ, იმბეცილო?!
-მე სამი წლის რომ ვიყავი რა მახსოვს რაზე ვერთობოდი?!
-დედაშენს დაურეკე, მიდი დაურეკე, ნათიას მოვიდეს და გვიშველოს ...
-ნათია, კაი აზრია ... -ტელეფონი მოიმარჯვა და დედამისთან დარეკა.-ჰო, დე შენთან მაქვს სახელმწიფო სიმძიმის საქმე.
ლევანმა გაკვირვებული მზერა გააყოლა ირაკლის და წინ მდგარ ლიზას გადმოხედა.
-მოკლედ, იმედია დანათლების ამბავი მთლად სიმართლეს არ შეესაბამება და ამ დეგენერატთან საერთო არაფერი გექნება, ლიზიკ!-პატარა ცხვირზე სასაცილოდ ჩამოკრა ხელი და გაუცინა.


ნახევარ საათში კართან ორი ქალი იცდიდა.
-თქვენ,ლევანის ვინ ხართ ..?!-სანამ ბიჭები კარს გააღებდნენ მორიდებით გადაულაპარაკა კართან მდგარმა თინამ ნათიას.
-ლევანის არა, ირაკლის.- გაეცინა ქალს და გოგონა შეათვალიერა.- თქვენ, ხართ ლევანისთან?!
-არა, მეც ირაკლისთან ვარ ...
-რას ამბობთ?!-ჩაეცინა ქალს და კიდევ ერთხელ დააკაკუნა კარზე.
რკინის მასიური კარი რომ გამოაღო აქოშინებულმა ლევანმა და ორი ქალი დალანდა მიხვდა ვერ იყო მთლად კარგად მისი მეგობრის საქმე.
-მოკლედ, ნათია დეიდა ... თინა, შემოდით და კეთილი იყოს თქვენი ფეხი მაყაშვილებში.
-ირაკლი, სად არი?!
-ლიზასთან ერთად ჩაეძინა ...-გაეღიმა ლევანს და ორივეს ფრთხილად შეუღო საძინებლის კარი, სადაც იატაკზე მწოლიარე ირაკლის ზედ გულზე მიხუტებული პატარა მაყაშვილი ჰყავდა და ორივეს მშვიდად ეძინათ.
-აქ რა უნდათ?-შეიცხადა ნათიამ და ღიმილი მანაც ვერ შეიკავა.
-თამაშში დააძინა ალბათ და აღარ გავაღვიძე.-თავი იმართლა ლევანმა და ქალებს სამზარეულოსკენ გაუძღვა.



-ცოტნე ...-ყავის ფინჯნით ხელში ფრთხილად მიუახლოვდა ქმარს ბარბარე.
-ჰო ...-ჩაფიქრებულმა უცებ უპასუხა და გოგონას წამიერად შეავლო მზერა- არ იყო საჭირო.
-ფეხზე ძლივს დგეხარ, დალიე ...
-მადლობა.
-ცოტნე, ლიზა ... როგორ არის?!
-ბიჭებს ველაპარაკე, ირაკლის დედაც მათთან არის არ ინერვიულო. აჭამეს, დაბანეს და დააძინეს.
-მე არ მკითხულობს?!-ხმა აუკანკალდა ბარბარეს.
-ცოტნე ...-გაისმა ნაცნობი მამაკაცის ხმა და ორივეს ყურადღება.
-ბატონო ბადრი.-მაკარიძის ბიძა გახლდათ სამძიმარზე მოსული.
-ბავშვებო ... როგორ გამიხარდა, რომ გავიგე შერიგებულხართ ...-ორივეს ეგონათ ცივი წყალი გადაასხეს.- თამაზის სული მოისვენებს თქვენ რომ ბედნიერად ეყოლებით.-და თითქოს ლოდად დააწვათ სამართლიანად უსამართლო განშორება.
-მადლობა, ბატონო ბადრი.-თავი დახარა ცოტნემ-მაგრამ ...
-მადლობა.-სიტყვა გააწყვეტინა ბარბარემ ცოტნეს და მამაკაცს გაუღიმა.
მიეფარა თუ არა, მაკარიძის ბიძა თვალს ცოტნემ კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მიაპყრო გოგონას.
-არ ვიცი გახსოვს თუ არა,მაგრამ შეგახსენებ ... ჩვენ დღემდე ცოლ-ქმარი ვართ.
-ნუთუ?!-ჩაეცინა ცოტნეს და დაუძლურებული სხეული კედელს მიაყრდნო.
-რაც შეიძლება მალე მინდა განქორწინება.
-ნუთუ.-ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ჩახრიოკებულ კისერში.
-მანამ სანამ ჯერ ისევ ჩემი ქმარი ხარ, ეცადე ხალხში ქალებისგან სამძიმარი უფრო მოკრძალებულად მიიღო.
-ნუთუ ...
-მეზიზღება ეგ შენი „ნუთუ“!-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა ბარბარემ.
-ერთხელ გეკითხა შენს მერე ცოცხალი როგორ გადავრჩი?!-ხმა ჩაეხლიჩა მაყაშვილს.
-მთავარი პროცესი კი არა შედეგია.
-როგორ შეცვლილხარ, ბაბი?!
-„როგორ შეგცვალე“, კიდევ შეიძლება „რად გაქციე“ და თუ დიდხანს იფიქრებ „რატომ მოგექეცი ასე“-ც შეგიძლია მკითხო,მაგრამ პასუხებს ჩემგან ...
-ისევ ისე როგორ გიყვარვარ?!-ცოტნეს უძირო თვალებს იმედის ნაპერწკალი გაუკრთა მზერაში. გახევებული ბარბარე ტერფებიდან აათვალიერა და კმაყოფილებით გაეღიმა-ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, წარსულის კარს სამუდამოდ რომ დავხურავ, მერე იქნებ კომპლიმენტიც გითხრა, ეგოისტობაში მე რომ მაჯობე.
-წარსულს კარსაც უხურავ, ხოლმე?!
-მე მას კარი მაშინ დავუხურე შენ რომ გითხარი „მიყვარხარ“.
-შენ, რომ სირცხვილ-ნამუსი გქონდეს ამას მე მაინც არ მეტყოდი ...
-შენ ...
-ცოტნე, ბარბარე ... გისამძიმრებთ, ერთმანეთი გააძლიერეთ, შვილო.-ახლა შორეული ნათესავი მიუახლოვდა წყვილს.
ბარბარემ და ცოტნემ სინქრონში დააქნიეს თავი და სამშვიდობოს დაიგულეს თუ არა თავიანთი თავები ისევ განაგრძეს ზედმეტად ხმამაღალი ჩურჩული.
-ამირეჯიბია ისევ უცოლო ...-ჩაეცინა ცოტნეს და მზერას ვერაფერი მოუხერხა, ტაატით დააცოცებდა ცოლის სხეულზე.
-რას ამბობ?!-ვალში არც ბარბარე დარჩა-სანამ თვითმფრინავი დაეშვებოდა მანამდე მკითხა აეროპორტში დამხვედროდა თუ არა ...
-სანამ ჩემი ცოლი გქვია ...
-და მალე აღარ მერქმევა ...-სახესთან ცოტნეს ცხელ სუნთქვას გრძნობდა ბარბარე.
-ყოფნა არ ყოფნა ...
-ამ საკითხსაც მე განვიხილავ.
-შენს თავზე ბევრი არ აიღო,პატარავ.
-ამას თავად ...
-გარდაუვალ რამეებს ვერ აცდები, ვერ გაექცევი ... გახსოვს?! ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული ძველი რეპერტუარებიდან არის.
-არც კი გრცხვენია ...
-შენი უკან დახევა არ მაგრძნობინო, ჩემში ის კაცი არ გააღვიძო მის ლექციაზე შიშით რომ შემოდიოდი და მზერის ასარიდებლად უკანა სკამებზე მუხლებზე გადაშლილ შექსპირის სონეტებს კითხულობდი, აქ ვარ, არსად წავსულვარ, პატარა ბაბი.
-როგორ ბედავ ...-ხმა აუთრთოლდა გოგონას.
-ამირეჯიბს მაშინ არ გამატოლე, ამის ღირსი რომ ვიყავი და დღეს ამას რა ძალა გაგაბედინებს?!
-ის, რომელიც ყოველ უშენოდ გაციებულ საწოლს მათმენინებდა!-ცრემლები მოერია გოგონას.
-„ბოროტი საქმე მზის სინათლეს ვერსად წაუვა, თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს ...“
-ეს, რომელი რეპერტუარიდან არი, პატივცემულო?!
-შენ, არ გინდა დაინახო ჩემი შენდამი ერთგულება, არ გინდა გესმის?! იცი, შენზე უკეთ არავინ იცის ... უნდა იცოდე, ბაბი. შენ, უნდა გესმოდეს მე შენთვის ერთი დამპალი წამითაც არ მიღალატია.
-მეცოდები ...
-მოვა დრო, აუცილებლად მოვა და ჩემ სიმართლეს ვერსად წაუხვალ ...
-სიმართლე ის იყო, რომ დებილმა დავიჯერე კაცი ...
-არ თქვა ...-თვალები დაეხუჭა ნერვებისგან მაყაშვილს და ხელები უზარმაზარი სიფაქიზით შეახო ტუჩებზე, მეტად ხმა რომ აღარ ამოეღო გოგონას-ისეთი რამე აღარ თქვა, რასაც მერე ინანებ.
-არაკაცი იყავი და ხარ, ცოტნე მაყაშვილო! იმ სიძულვილში დავბრუნდი, საიდანაც მე სულელმა ცამეტი წლისამ გაუაზრებლად შემოგწირე ჩემი ცხოვრების ყველა წამი. მეზიზღება დღე, როცა შენში ადამიანი მეგონა დავინახე. მეზიზღები შენ და შენთან ერთად გატარებული ყველა წამი. ერთადერთი ... რითაც ღმერთმა მე სულელი შემიბრალა და ბოლომდე არ გამწირა ლიზაა და არასდროს ... ცხოვრებაში არასდროს იფიქრო, რომ შენ გიხდი მადლობას მისი არსებობისთვის ... ეს უბრალოდ ჩემი გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო, რომელიც ...
-მაინც ასე ძლიერ როგორ გიყვარვარ, ჩემო პატარა ბაბი?!-ცრემლიანი თვალებით გაუღიმა ცოლს და მარტო დატოვა გახევებული.
გვიანი ღამე იყო, ლილისთან მისი და და დისშვილები იყვნენ ცოტნემ რომ შეაღო ოთახის კარი.
-ლილიკო, ბარბარეს ლიზასთან წავიყვან და დავბრუნდები, კაი?! რამე ხომ არ გინდა?
-შენც დარჩი, გთხოვ რა, ცოტნე გვიანია, არ იმგზავრო ღამით.
-არა, დავბრუნდები.
-ცოტნე, ძალიან გთხოვ ნუ დამიმატებ სანერვიულოს.
-ამიტომაც არ ინერვიულო, მორჩა წავედი.
კარი გამოიხურა და წინ მდგარ კოტეს სხეულს მთელი ძალით შეასკდებოდა თავი დროულად რომ არ დაეჭირა.
-რას აპირებ?!-ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი უფროს ანჩიბაძეს.
-შენ, ჩემს ადგილას რას იზამდი?!
-მე შენნაირად ...
-არასდროს თქვა ის რაც შენ არ გამოგიცდია, ახლა გეკითხები შენ ჩემს ადგილას რას იზამდი?!
-ცოტნე ... იმედი მაქვს საქმეს სასამართლომდე არ მიიყვან.
-ამის გეშინია?! გეშინია, რომ შენ შვილს აქაც არ დავტანჯავ?! შენც დაიჯერე რომ ბარბარესთან ..
-ჩემთვის ბარბარეს არაფერი მოუყოლია, მე არ ვიცი რატომ გამოიხურა შენი სახლის კარი და რატომ მიგატოვა. არც შენ მითხრა რამე, ასე მირჩევნია.
ამას არ ელოდა, შეცბა.
-რაც უნდა იყოს, კოტე მინდა იცოდე რომ იმ კაცის ... -და ხელი მამის კუბოსკენ გაიშვირა-შვილი კბილებით დაიცავს იმას რაც მისია.
-შენ, სამი წელია ოჯახი აღარ გყავს, ცოტნე.
-მანამ სანამ გავიგებდი, რომ მხოლოდ მე არ მერქვა „დამნაშავე“.
-ანუ?!
-გეფიცები, რაც უნდა დამეშავებინა ...-და თავად გაეცინა მის სიტყვებზე-იმის მეათასედი სიმძიმისიც არ არი, რაც შენმა შვილმა დააშავა ლიზას ჩემგან წაყვანით, გესმის?! მე სულაც არაკაცი რომ ვყოფილიყავი მამომიბის უფლებას თუ მართმევდნენ იმის უფლება მაინც დაეტოვებინათ მცოდნოდა მამა ვიყავი! ახლა გესმის რასაც ვგულისხმობ, როცა ვამბობ რომ კბილებით დავიცავ იმას რაც ჩემია?!
-შენ ... მხოლოდ ლიზა ... -ამოილაპარაკა კოტემ.
-ჩემი მხოლოდ ლიზაა, შენმა შვილმა დღეს განქორწინება მომთხოვა, რაც იმას ნიშნავს რომ მიდის, წასვლა უნდა. ის კაცი რომ ვიყო ვინმაც ცოლად მოიყვანა, დამიჯერე ... სიცოცხლეს შევალევდი და არ გავუშვებდი, მაგრამ მორჩა, კაი!? დავიღალე, იმის მტკიცებით მეც რომ ადამიანი ვარ, მეც რომ მტკივა და მეც რომ შემიძლია კარის გაჯახუნება!
-ცოტნე, მე მაინც ნუ მეუბნები ამას, მთელი შენი ცხოვრებაა გტკივა, ადამიანი ხარ და კარსაც აჯახუნებ, ერთხელ კაციც იყავი!
-შენ რომ კაცი იყავი ამიტომაც გამოაგდე შვილი ღამის სამ საათზე სახლიდან?! მე - არაკაცთან?!-კოტეს სახეზე ფერი დაეკარგა-მე ჩემ შვილს სახლიდან არ გავაგდებ, მე გამაგდეს ჩემი შვილის ცხოვრებიდან და ამისთვის დამიჯერე ... ღმერთი აგებინებს ყველას პასუხს, ისე რომ მე ხელს არ გავანძრევ.
-ჩემ შვილს ემუქრები?!
-შენი შვილი საკუთარ თავზე მეტად მიყვარს, შენი შვილის გამო ტყვიას წინ დავუდგები, შენი შვილის გამო ერთი წელი სიკვდილს ვებრძოლე!-და აქაც კოტეს ეგონა რომ ბარბარეს წასვლიდან ერთ წელს გულისმობდა, სინამდვილეში ... სინამდვილე სრულიად სხვა იყო.
-შენ, შვილს რითიც შემიძლია დავემუქრო ჩემი სიყვარულია. აღარ ვემუქრები, კოტე. ვუშვებ. ჩემთვის მეყვარება, მარტო და ჩუმად, ისე რომ ვერ გაიგებს, ვერ იგრძნობს, ვერ შეეხება ... მაგრამ შვილს, არავის ... არც კი იფიქროს, რომ სხვა კაცს დავუთმობ!
-ანუ ..?!
-თუ გათხოვებას გადაწყვეტს ბავშვი საცხოვრებლად ჩემთან გადმოვა და როცა მოუნდება სანახავად მოვა.
-შენც იცი რომ ეს იგივეა ისევ შენთან დაამწყვდიო, იცი ამას ბარბარე არასდროს დათანხმდება. ისევ ეგოისტი, პატარა კაცივით ...
-შენ, როგორ მოიქეცი მე რომ შვილი წამართვა შენმა შვილმა?!-ცოტნეს დაქაჩულ თვალებს, დაძარღვულ მკლავებს და ლარივით დაჭიმულ სხეულს კოტემ გაოგნებული მზერა მოავლო. - რატომ არ უთხარი, შენს შვილს, შვილო რასაც აკეთებ იმაზე დიდი ეგოიზმია, ვიდრე იმ არაკაცის სიცოხლეში ერთად აღებული ყველა ცოდვითთქო?! -მთელ სახლში იმ მცირე რაოდენობა ადამიანებისას, ყველას უკლებლივ ესმოდა ცოტნეს ხმა, ბარბარეს სული არ ამოჰყოლია კიბიდან მორბენალს.
-შვილი გამიმწარე და ...
-სამაგიერო გადამიხადე?!- ჩაეცინა ცოტნეს და მკლავებზე წაპოტინებულ ბარბარეს ბურუსით სავსე მზერით გადმოხედა, თითქოს ანიშნა მასთან მოკარების უფლებაც აღარ ჰქონდა. ბარბარემ ციებიანივით დასწია ხელები უკან. დაგვიანებულ სტუმრებში ცოტნეს ფსიქოლოგი, ქალბატონი ელენეც ერია ... სამსახური გვიან დაესრულებინა და ათ საათზე მოსულიყო სამძიმრის სათქმელად.-შენ, ჩემზე ცუდი კაცი არ გამოდექი, კოტე?!
-ეს ჯერ კიდევ ...
-გასარკვევია?! რომელმა ვაჯობეთ სიცუდეში?!
-ჩემი შვილი გაამწარე, აქ მოკვდი გესმის?!-ჩაილაპარაკა კოტემ-შენს, ლიზას ვინმე ასე რომ მოექცეს ...
-რა ... რა გავუკეთე შენს შვილს?!-ჩაეცინა ცოტნეს. მშვიდად მიუახლოვდა მათ ქალბატონი ელენე და ოთახიდან იმ წამის გამოსული ლილი.-ვცემე?! შეურაცვყვე?! ვუღალატე?! უხეშად მივმართე?! მითხარი, შენ რა იცი რა გავუკეთე ... იქნებ ყველაფერი ერთად და შენგან ტყვიის ღირსი ვარ ... იქნებ არც ერთი და სულ ტყუილად წამართვი მთელი ცხოვრება, მამა და შვილი!
-მე შენთვის არც ერთი წამირთმევია და არც მეორე ...
-ჩემი მაინც შეგრცხვეს!-ბარბარეს ხმაზე ლილის და ელენეს ტანში უსიამოვნოდ გასცრათ.
-ცოტნე, იქნებ მოგეყოლა ყველაფერი ...-ვერაფრით მოითმინა ელენემ და შედარებით ხმამაღალი ტონით მიმართა ცოტნეს. მათ ირგვლივ ხალხი მხოლოდ დაძაბულობას ამჩნევდა, მათგან ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ გადიოდა, მაგრამ არც იყო საჭირო, ისედაც ცხადი იყო, ყველაფერი რიგზე რომ არ ჰქონდათ.
-რა აზრი აქვს ვინ ისმენს ან თუ ისმენს, ვის სჯერა?!-ჩაილაპარაკა ცოტნემ და კოტეს ცივად აუარა გვერდი-ლიზასთან თუ მოდიხარ, წაგიყვან თუ არადა მე წავედი!
-მოვდივარ!-გაკვირვებული მზერა ელენედან ცოტნეზე გადაიტანა ბარბარემ და უკან აედევნა წინ წასულ ქმარს.
მანქანაში ისხდნენ და ხმას არც ერთი იღებდა.
ცოტნეს სწრაფად მიჰყავდა მანქანა, ბარბარეს როგორც ყოველთვის რეაქცია არ ჰქონდა.
აქაც გაუაზრებლად ანდობდა თავის სიცოცხლეს მის ერთადერთს.
-ის ქალი ... ვინ იყო?!-ვერაფრით შეიკავა თავი გოგონამ.
-ჩემი ფსიქოლოგი.
-და რას გულისხმობდა ...
-შენთვის საინტერესოს აღარაფერს, ბარბარე.
-ძალიან გთხოვ, ისე ნუ იქცევი თითქოს ყველა შენი დანაშაული ჩემი ერთი ნაბიჯით გაბათილდა, კარგი!?
ცოტნემ მანქანა გადააყენა, ფანჯარა ჩამოსწია და ბარბარესკენ შემობრუნდა მთელი კორპუსით.
-გახსოვს ერთხელ ... როცა ღამით მივდიოდი, შენ გამომეკიდე და მითხარი „არაფერი დამიშავდება, ოღონდ ნუ წახვალ“- გახსოვს?!-ხმა უკანკალებდა მაყაშვილს, აქამდე არასდროს უნახავს ასეთი ცოტნე ბარბარეს.
-მახსოვს ...-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-რატომ მითხარი ... მაშინ, რაზე ფიქრობდი ამას რომ მეუბნებოდი ...
-არ მახსოვს ...
-მიდი, პატარა ბაბი, გაიხსენე, გთხოვ ... ჩვენ ერთს გაფიცებ, გაიხსენე, გემუდარები ...-გოგონას მრგვალი სახე მტევნებში მოიქცია და თვალებში საოცარი სითბოთი ჩახედა.
-ცოტნე ... არ ვიცი, ისე გაუაზრებლად ... მინდოდა მეფიქრა ... არც კი ვიცი ...
-ჰო, ჰო რა გინდოდა, რომ ...
-ცოტნე, დაძარი მანქანა და სახლში წამიყვანე. რაც უნდა მეფიქრა, რაც უნდა ყოფილიყო ვერ შეცვლის დღევანდელ მოცემულობას.
-გთხოვ ...
-ცოტნე, შვილთან წამიყვანე!-შესძახა გაავებულმა ბარბარემ და ცოტნეს ხელები მოიცილა.
-როგორც იტყვი ...- ჩაილაპარაკა, მანქანა დაძრა და სამუდამოდ დამარხა იმედი, რომ ოდესმე შეიძლებოდა უკან მიეხედა და თავისი ბაბი დაენახა. იმედგაცრუებამ თითქოს მარადიულად ჩაკლა დღის სხივი მაყაშვილის თვალებში. მას შემდეგ, კიდევ კარგა ხანს აღარ მიუხედავს უკან ... სადაც უკვე იცოდა, ოცნებებშიც აღარ ელოდნენ.

**
კარზე კაკუნმა გააღვიძა ცოტნე.
შორტებისამარამ, ნამძინარევმა გააღო კარი.
მის წინ სანდრო ამირეჯიბი იდგა გამომწვევად უღიმოდა და ხელში რაღაც საბუთებს ათამაშებდა.
-სალამი, პატივცემულო.
-რა ჯანდაბა გინდა აქ?!-ხმა დაბოხებოდა მაყაშვილს.
-აი, ეს გამომატანეს შენთან ... ვიცი, სხვის საბუთებში ქექვა არ არის სწორი საქციელი ..
-სხვისი ცოლების დევნაც არასწორი საქციელია ...-თვალები მოისრისა მაყაშვილმა და ხელიდან ააცალა საბუთები.
-რამდენადაც ვიცი ...
აღარაფერი გაუგონია „განქორწინება“ რომ წაიკითხა ეგონა სამყარმომ ბრუნვა შეწყვიტა.
-შენთან ეს საბუთები საიდან?!-ამოთქვა მრავლისმთქმელი მზერით.
-ხომ გითხარი, გამომატანეს-მეთქი?!
-სანდრო, საფლავს ითხრი შენივე ხელებით, ხვდები?!-ჩაეცინა მაყაშვილს.
-მემუქრები, მაგრამ შიშველი ხელებით ხვდები?!
-ყველაზე საშიში სწორედაც რომ ასეთი კაცია.
-და რითაა საშიში?!-გაეცინა სანდროს.
-დასაკარგი აღარაფერი აქვს, თავისი შიშველი ხელების იმედზეა და ვაი მას ვინც ხელში მოყვება.
-შენ, ხარ ეგ კაცი?!-სიცილს არ წყვეტდა ამირეჯიბი.
-არა, მე ის კაცი ვარ მდინარის პირას მშვიდად რომ ზის და უცდის ...
-მაინც რას უცდის?!
-მდინარე მისი მტრის გვამებს როდის გამორიყავს.
-და ამასობაში მისი სიცოცხლეც გადის ხო?!
-ყველაფერს თავისი დრო აქვს, სანდრო. ვერსად წაუხვალ ფაქტს, რომ შენ არ აგირჩიეს, იმედგაცრუებას, რომ დღემდე ვერ შეგიყვარეს ... მოვა ამის დროც და შენც იმ მდინარეში აღმოჩნდები.
-და ვინ იცის იქნებ სათავესთან მე ვზივარ და ახლა სწორედ შენი გვამი მიაქვს მაგ შენს მდინარეს?!
-ჰო, ამას აუცილებლად აჩვენებს დრო.- მხრები აიჩეჩა ცოტნემ- დღეიდან მე ბარბარესთან უფლება არ მაქვს, მაგრამ ...-მშვიდად შეისუნთქა სუფთა ჰაერი და მზაკვრულმა ღიმილმა ბაგე გაუპო-ჩემს შვილთან მიახლოებული რომ დაგინახო ...
-მდინარესთან დამელოდები?!-სიცილი აუვარდა სანდროს.
-შიშველი ხელებით მოვალ შენამდე, სანდრო და დამიჯერე დასაკარგიც აღარაფერი მექნება.
-ერთხელ მუქარაც აგესრულებინოს, რა მოხდებოდა?!-არ ჩერდებოდა ამირეჯიბი-ბარბარეს შეეშვი, გაიგე?!
-ნუთუ?!-ირონიის სიცილმა გადაჰკრა სახეზე მაყაშვილს.
-გაჩვენებ, როგორ იქცევიან კაცები ...
-გულში დამიზნებულს მუხლში მომარტყამ?!-იცინოდა ცოტნე.
-არა, ამჯერად არ აგაცილებ.
-და ამ სიტუაციაშიც კი, სადაც ყველაზე დიდი ნაძირალა მე უნდა ვიყო, მაინც შენ გამოდიხარ.
-„ნუთუ?“!
-კაცები იარაღებს მას არ უშვერენ, ვინც მათკენ ხელით მიდის საბრძოლველად ... ეს ისე ჩემგან, პატარა რჩევა ცხოვრებაში ... აი, სადმე ვინმემ შენზე ის რომ არ იფიქროს მაგ იარაღის იქით შენი კაცობა კონდახთან, რომ სრულდება, კაი?!
-მიწვევ?!-ღიმილი ჩამოერეცხა ამირეჯიბს.
-ცუდია, რომ ვერ შეამჩნიე ... მე არასდროს ვიწვევ მას ვინც ჩემთან უთანასწორო ბრძოლაში იქნება ... შენმა დახშულმა ტვინმა რომ არ იფიქროს იარაღზე და მუშტი-კრივზე მაქვს ლაპარაკი, მაინც განგიმარტავ ... შენი საყვარელი ქალის გულში ადგილი გაქვს ... აი, სადღაც აქ ...-ხელით ანიშნა დაბალი მდგომარეობა-მე, დაახლოებით, აი აქ ...-და ოდნავ მაღლა ასწია მტევანი.-შენი საყვარელი ქალი ჩემი შვილის დედაა, შენი საყვარელი ქალის ერთადერთი სიყვარული ვარ და იმ გარდაუვალ წამს წარმოვადგენ, შენ რომ ბარბარეს ტვინი გამოურეცხო, ცხოვრებაში მაინც რომ ვერ მოხვალ ჩემამდე ... რატო?! მარტივად, სანდრო ... მე ვუყვარვარ დღემდე. ამას გინდ ეგოისტი კაცის სიტყვები დაარქვი გინდ თავდაჯერებულის ... ვერ ეღირსები მის თავს და ამას ისე გაგიკეთებ, რომ ხელის გაქნევაც არ დამჭირდება.
-შენი ...
-ხედავ სად კვეთავს ჩვენი კაცობის ზღვრები ერთმანეთს?! შენ, საქმის მოგვარების ცემის და გინების გზების გარდა სხვა ალტერნატივები არ გაგაჩნია, მითუმეტეს იქ სადაც მაგ ორი რამის გამოყენება ყველაზე პატარა კაცობას ნიშნავს. საყვარელი ქალის საქმეს მუშტი-კრივით არჩევ?! იარაღის ტრიალებით ხარ „რაც“ ხარ?! ხვდები რა დაბლა ხარ, სანდრო?! ვერც გხედავ დამიჯერე ... მეც კი არ ვარ შენსავით ფსკერზე ... ჩემთან მოხვედი და საბუთები მომიტანე, გინდა გამამწარო და მწყობრიდან გამომიყვანო?! -სახე სასაცილოდ დაბრიცა და სანდროს ლოყაზე ხელი მსუბუქად გაარტყა-პატარა ბიჭი, ადგილი ხო არ შეგეშალა?!
-მე შენ გაჩვენებ ვინ არის პატარა ბიჭი ...
-შენ უკვე მაჩვენე, რომ ძალიან პატარა ბიჭი ხარ ...-სიცილი აუვარდა ცოტნეს-აი, ის ქალი ვისზეც მთელი ცხოვრებაა გიჟდები დღემდე ვერ ივიწყებს მის ცამეტი წლით უფროს მეუღლეს და ეგეც საიდან ჩანს იცი ...?! აი, ამ საბუთებიდან ... თუმცა, მოეშვი ... ვერ გაიგებ, ტყუილად უნდა ეწვალო.
-გაჩვენებ, ცოტნე მაყაშვილო როგორ უნდა ჩემი ...
-მასხრად აგდება?! არც კი იფიქრო, რომ ამას ვაკეთებ ... რას ამბობ?! მე ვალდებული ვარ შენც კი პატივი გცე, არა ისე როგორც იმსახურებ, ისე როგორც ღვთის ქმნილებას, ადამიანს. შენ, თუ გადაწყვეტ რომ მზად ხარ მებრძოლო მეც აქ ვარ, უყველაფროდ გელოდები ... მდინარის სათავესთან მე აღმოვჩნდები თუ შენ, ეგეც იმან განსაზღვროს, ვისაც ყველაზე უფრო არ ეშლება მტყუან-მართალი. თუ მე ვარ გასაწირი, მე შევეწირო კაცურად ... კაცურად, სანდრო!
-კაცურად ბოლოს როდის მოიქეცი?!-ზიზღი ჩაეღვარა თვალებში ამირეჯიბს და აქ თითქოს მკაფიო იყო მათი პიროვნებების მთელი სიმძიმე.
-ტყვია შუბლში რომ არ დაგახალე, პასუხი რომ არ გაგეცი. ჩემი ძმის და დედაჩემის საფლავზე რომ არ დაგაკალი. ჩემი და ბარბარეს ცხოვრებაში უკმეხად რომ ჩნდებოდი და პასუხს არ გცემდი, ეგ იყო კაცური საქციელი, ჩემო სანდრო.
-ეგ მშიშრობა და ქათმობაა, ცოტნე.
-ეგ ნდობაა, რომელიც შენ ვერასდროს გექნება ბარბარესთან.
-ვითომ რატომ?!
-ხვალ ბარბარე ცოლადაც რომ გამოგყვეს ... კაცი თუ ხარ ფიქრმა უნდა გაგაგიჟოს, შენი ცოლი თავის ყოფილ ქმარზე ფიქრობს თუ არა ... შენ ეს ნდობა არ გექნება მის მიმართ ... მარტივად რომ აგიხსნა, მე ვიცოდი რომ ის შენზე არასდროს დაფიქრდებოდა, მაშინაც კი როცა ყველაზე ცუდად ვიყავით ... შენ, კი ეჭვი გაგაგიჟებს, ზუსტად ვიცი ... თუ ერთხელ მაინც შეგიმჩნევია ჩემი ცოლი როგორ მიყურებს, უნდა მიხვდე რომ ვერასდროს შეძლებს დამივიწყოს ... ეგ ეჭვი სულს ჩაგიკლავს ყოველ ჯერზე ... თუნდაც მაშინ, როცა ყველაფერი გექნება ბედნიერებისთვის, მისი თვალები არასდროს იქნება შენი!
-მორჩი ?!
-მე არც დამიწყია, შენ დგახარ მაზოხისტივით და მისმენ. ისმენ იმას რაც გარდაუვალია, რაც უბრალოდ ... აი ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა. მე კი არა, შენ თუ მორჩი?!
-სიტყვები საქმით დამიმტკიცე.
-და რაო, სანდრო შენთვის მიზანი ამართლებს საშუალებებს?!
-ყველანაირს!
-მაშინ აქვე და ახლავე დაგასრულებ ბარბარესთვის გაწყობს?!
-ამას ვერ იზამ ...
-თუ შენთვის მისაღებია რომ მე საშუალებები გამოვიყენო მიზნის მისაღწევად ... მე ახლავე დავრეკავ ბარბარესთან და შენსა და ჩემს შვილს შორის არჩევნის გაკეთებას მოვთხოვ ... ეჭვი ხომ არ გეპარება რომ ის შენ არ აგირჩევს ...
-ეს არასწორია.
-დიახ, არასწორია. აკი, მიზანი ამართლებს საშუალებებსო?!
-ასეთს არა ...
-იდიოტი ხარ, შვილო?!
-სუფთად მებრძოლე.
-რა ვქნა?!-სიცილი აუვარდა ცოტნეს.
-მებრძოლე!
-წადი, სანდრო სახლში.
-გეშინია, არა?!
-ბრძოლით მოპოვებული სიყვარული თუ რამედ გიღირს ... მიჩუქნია მაგ ბრძოლაში ჩემი გამარჯვება.
-თმობ?!
-ხომ გითხარი, ნდობა ვერასდროს ვერ გექნება ბარბარესთან მეთქი?!
-რაშუაშია?!
-სანდრო, წადი სახლში.
კარი ცხვირწინ მიუხურა.
საბუთები კედლის კუთხეში მოისროლა და ბარბარეს დაურეკა.
-გისმენ, ცოტნე.
-სახლში ხარ?!
-კი სახლში ვართ.
-არსად წახვიდე,ზუსტად ათ წუთში მანდ ვარ. ბავშვის ტანსაცმელები ჩაალაგე და დაბლა დამხვდი.
-რას ნიშნავს ეს?!
-რასაც ნიშნავს!-უღრიალა ტელეფონში-გასწავლი ვინ უნდა მომიგზავნო ხოლმე როცა ჩემთან ლაპარაკი დაგჭირდება. ეგოისტობაში გამეჯიბრე?! ცუდობაში გამეჯიბრე, პატარა ბაბი?! და ჩემი არ შეგეშინდა?! არ შეგეშინდა, რომ ის კაცი, ვისაც სიცოცხლის ყველა დამპალ წუთზე მეტად შენ შეუყვარდი მწარედ განანებდა ამ საქციელს ..?!
-ცოტნე არ მესმის რას ...-ხმა აუკანკალდა გოგონას.
-სანდრო ამირეჯიბი მომიგზავნე შენი განქორწინების საბუთებით, შენ მე ვინმეში ხო არ გეშლები, გოგო?! ვის უბედავ და რას ბედავ, ხვდები?!
-შენ, ხვდები ვის ელაპარაკები?!-მშვიდად ამოილაპარაკა ბარბარემ და წამნახევრიანი დუმილით ისარგებლა-მას ვთხოვე ადვოკატთან მიეტანა საბუთები და შემდეგ ჩემი ადვოკატი გადმოგცემდა, ოფიციალური სახით.
-ბავშვი ხუთ წუთში დაბლა დამხვდეს, თორე ოფიციალურობა როგორ უნდა ამას მე გასწავლი.
-მემუქრები, ცოტნე?!-ხმაში ცრემლები გაერია მომღიმარე ბარბარეს.
-ხუთ წუთში დაბლა დამხვდი!-აღრიალებულმა ისეთი ინერციით მოხურა სახლის კარი ბარბარე ხმაზე შეხტა შიშისგან.
ისეთი სისწრაფით დადიოდა მართლა ხუთ წუთში იყო ბარბარეს სადარბაზოსთან.
ეზოში არავინ დახვედრია.
გამწარებული გადმოვიდა მანქანიდან და კიბეები აირბინა.
კარზე ზარი დარეკა და გაირინდა ბარბარეს ნაბიჯების მოსმენის მოლოდინში.
ის დღე გაახსენდა ...
სახლში რომ მივიდა, როგორც „ბარბარეს ქმარი“.
სხეულში გასრცა სიამოვნებისგან, მონატრებისგან და სიყვარულისგან.

***
სახლის კიბეზე ადიოდა.
ხელში უამრავი პარკი ეჭირა და იმაზე ფიქრობდა სამსახური სად ეძებნა.
კარზე მშვიდად დააკაკუნა და დაელოდა ბარბარე კარს როდის გააღებდა.
სულ მალე მოესმა ჩუსტების ფლატუნის ხმა, გაეღიმა.
თვითონაც არ ჯეროდა რომ კარს იქით თავისი ცოლი ელოდებოდა.
ცოცხალი ცოლი.
ბარბარემ გააღო თუ არა კარი ცოტნეს გაუღიმა.
ცოლის ღიმილმაც კი გაასამართლა ქმარი, წუხანდელი ღამისთვის, რომელიც ისევ სასაფლაოზე გაათენა, იმის შიშით მის „ცოცხალს“ არაფერი დამართნოდა.
-მოვედი ...
-მეგონა არ მოხვიდოდი.
-ბაბი ...
-შემოდი, საჭმელი მოვამზადე.
-მართლა?!-ღიმილი ვერ დამალა სიამოვნებისგან. სახლში საოცარ, თბილ აურას დაესადგურებინა. ოჯახურს.
-მართლა.
-რა მომიმზადე?!
-ბროკოლის სუპი.
-აუ, კაი რაა ...-სახე დაემანჭა ცოტნეს.
-ცოტნე, სასარგებლოა.
-შემწვარი კარტოფილი რატო არაა სასარგებლო, მაგალითად?!
-იმიტომ, რომ არ არის და მორჩა.
-ბაბი, კაი რაა ... ჯერ რა სუნი აქვს.
-მეწყინება.
-აუჰ ..-წაუხდა სახე ცოტნეს-ყველა ვარიანტში უნდა მომეწონოს?!
-თან უნდა ჭამო.
-დაჟე უნდა ვჭამო?!
-ეს ლექტორი კაცი რა ჟარგონებით ლაპარაკობ?!
-ამჟამად დაუსაქმებელი პროფესორი, ჩასწორება!-წარბები აწკიპა და წვნიანში კოვზის თამაშს მოჰყვა.
-თამაზს რომ თხოვო?!
-რა იმ თავის ბიზნეს ჩავუდგე სათავეში?! ვინ გგონივარ, ბაბი?
-ქმარი, რომელსაც სამსახური არ აქვს.
-ახლა ვხვდები რომ ფულის გამო გამომყევი ცოლად, შეცდი, ჩემო კარგო. მე ჩემი ლექტორის ხელფასზე ვარ ძირითადად, ფულიანი მამაჩემია, რომელიც ცოლიანიცააა გაგიკვირდება და!-წამოდგა და სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი-არ გაგიმართლა.
-შენ არ გაგიმართლებს ამ წვნიანს თუ არ შეჭამ.
-ყველა ვარიანტში უნდა ვჭამო, ხო?!
-ხო.
-დამაფასე, ასე ქმარს ცოლი უყვარდეს წიგნებშიც არ წამიკითხავს ...-დანანებით გადაყლაპა ის ერთი ლუკმა და ბარბარეს საცოდავი თვალებით ამოხედა.
-დღესაც მიდიხარ ..?!-ლუკმა ყელში გაეჩხირა ცოტნეს.
-ბაბი ... აგიხსნი.
-არ ამიხსნა, რა. ოღონდ არ ამიხსნა ... მინდა ვიცოდე, დღეს ... -გული დაეწვა მაყაშვილს მისი პატარა ცოლის ცრემლებზე-სახლში გაათევ ღამეს თუ არა.
-ბაბი ...
-ანუ არა.-გაეღიმა ცრემლიანს და სკამიდან ფრთხილად წამოდგა.-საჭმელს რომ შეჭამ დამიძახე თეფშს მე გავრეცხავ ...
-არა, მე თვითონ.-შეიცხადა მაყაშვილმა.
-რა მოიფიქრე?!
-მამაჩემისგან რაც ვისწავლე ეგაა, არასდროს მისცე შენი საცვლები და დასვრილი თეფში ცოლს გასარეცხად. მოკლედ, მივხედავ.
-როგორც გინდა.
-ბაბი ...
-ჰო.
-მე ყოველ ღამით შენთან მინდა.
-რა გაკავებს, ცოტნე?
-შენ.
თავი ჩახარა და უგემური წვნიანი ბოლომდე შეჭამა.

***
სახლის კართან მდგარს არც კი ესმოდა როგორ ეძახდა ბარბარე მთელი ამ დროის განმავლობაში ჩაფიქრებულს.
-ცოტნე, კარგად ხარ?!
-შენთან.
-რა?!
-შენთან ვარ ...-ამოილაპარაკა და იქაურობას მოავლო მზერა.
სადარბაზოს კედლები.
ნაცნობი კარი.
ნაცნობი სხეული.
და ტვინში სისხლად ჩაექცა სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი რომ დაუბრუნდა ცნობიერს.
-სახლში ვინ არის?!
-მარტო მე და ლიზა ...
-ჩააცვი.
-ძინავს, ცოტნე.
ბარბარეს გვერდი აუარა და სახლში შევიდა.
მისაღებში მრგვალ დივანზე ჩამოჯდა და გოგონას ახედა.
-რა გააკეთე?!
-რა გავაკეთე.
-შენი სანდრო ჩემთან მოდის და ჩვენი განქორწინების საბუთებს ცხვირწინ მიფრიალებს, შენ შემთხვევით რამე ხო არ გეშლება?!
-რა უნდა მეშლებოდეს?-უტეხი მზერით უყურებდა მამაკაცს.
-ვერ ხვდები რა გეშლება?! ჩვენ ორში მესამეს ჩრი და ...
-და შენ მელაპარაკები ამაზე, ჩვენ შორის რომელს უფრო გვეშლება?!
-მეჯიბრები?!
-გეჯიბრები.
-გილოცავ, მომიგე. საკმარისად გამამწარე, დაკმაყოფილდი?!
-ჯერ ვერა.
-კიდე გინდა?!-ეცინებოდა ცოტნეს.
-კი, მინდა რომ ბოლომდე გტანჯო. მინდა გესმის?!-ცოტნეს გადმოდგმულ ერთ ნაბიჯზე მან ორი გადადგა უკან.
-გინდა რომ შენთვის ვიბრძოლო?!-ამოიჩურჩულა ცოტნემ- გინდა ჩვენი სიყვარულისთვის ვიბრძოლო, პატარა ბაბი?!
-მინდა. - ამოიტირა გოგონამ.
-გინდა სანდრო ჩამოგაცილო და ისევ ჩემთან დაგაბრუნო?!
-ვიყავი ოდესმე შენთან?!-ისევ უკან დგამდა ნაბიჯებს ის, ის ისევ წინ.
-შენ, სულ ჩემთან იყავი ... ღამით სიზმრებში ... დღისით ფიქრებში.-ზედ მის სახესთან ამოიჩურჩულა და კედელთან მიმწყვდეულს დახედა.
-ამ სიცრუეს მე როგორ ...
-თვალებში ჩამხედე და მითხარი, რომ გატყუებ ...
-მატყუებ.
-იმას ნუ ხედავ რაც გინდა რომ დაინახო!
-იქნებ, შენ გინდა რომ ასე დაინახო შენი თავი.
-როგორც შენ, დაინახე შენი თავი?!- გაეღიმა ცოტნეს და უკან დაიხია, ახლა თვალებში უყურებდა ფიქრებაბურდულ გოგონას- საცოდავ, დაჩაგრულ ადამიანად, რომელსაც ცუდად მოექცნენ, ხო?! იდეალური სიმშვიდით, სიწყნარით და ამ სინაზით ყველაფრის ისე შენიღბვა, თითქოს ცოტნე ურჩხული ყოფილიყო შენ კი მისი მსხვერპლი. ვისი იდეა იყო, ბაბი?! -ბარბარეს თვალები დაექაჩა მოსმენილისგან - ცხოვრებაში ერთხელ მოსულხარ და გიკითხავს შენი ქმარი საფლავზე ღამეს რატომ ათევდა?! - სახესთან უღრიალა გოგონას მთელი ძალით და კედელს ხელი დასცხო - ოდესმე, გიფიქრია ცოტნე რას განიცდიდა მაშინ, როცა ღალატში ბრალი დადე, კარი გაიხურე და წახვედი?! გიფიქრია, რომ არავის დაუძალებია ასეთი გყვარებოდი?! მე, შენ გეკითხები და მიპასუხე, მაშინ ... სულ პირველად რომ დაგელაპარაკე, გაქცევის დრო გქონდა?!
დუმილი ჩამოწვა, მხოლოდ ბარბარეს ხმაურიანი სუნთქვა ისმოდა ოთახში.
-ხმა ამოიღე! - იყვირა ცოტნემ. - რომ დაგიძახე და გითხარი წინ გადმოდი-მეთქი, ნაბიჯი რატომ გადმოდგი?! შენი თავისთვის რატომ გამიმეტე, თუ გეშინოდა?! არა, ბარბარე, საქმე იცი რაშია?! მაშინ, სასაფლაოზე სრულიად გალეშილი რომ მნახე ... ჩემი „მაპატიე, რომ ვერ გპატიობ“ - რომ დაიზეპირე და გადაწყვიტე გიყვარდი, აი მაშინ გახდი შენ, ჩემზე უფრო ეგოისტი.
-რას ამბობ, თავად თუ გესმის ...-ამოიხრიალა გოგონამ.
-შენ, იმდენად გიყვარდა შენი თავი ასეთი ცოტნეც არ გაუშვი. ყოველ ჯერზე, როცა საშუალება გქონდა თავიდან აგერიდებინე შენ, ისევ ჩემს წინ იდექი. მეპასუხებოდი და ამ წინააღმდეგობითაც მეკეკლუცებოდი. შემიყვარდი ...-წამის მეასედში გაუხდა მშვიდი ხმა, ერთიანმა ჟრუანტელმა დაუარა ბარბარეს სხეულში - შენ უბრალოდ გიღირდა, პატარა ბაბი ასეთი ცოტნეც გიღირდა, ხვდები?! თორემ ის რაც შენ ჩემ გვერდით გამოიარე, ამას არც ერთი მაზოხისტი არ გააკეთებდა. ჩვენ ვანიჭებთ მოვლენებს და ადამიანებს მნიშვნელობებს, შენ გიღირდი და ამას მე ნუ მაწერ!
-ცოლის საფლავზე გათენებული პირველი ღამე, რომელიც მეორე ცოლთან უნდა გქონოდა ესეც ჩემი დანაშაულია ...?! - ამოიხრიალა გოგონამ.
-შენი დანაშაული ის არის მეორე დღესვე რომ არ წახვედი თამაზთან. ვიცი, რომ კოტესთან ვერ წახვიდოდი, რატომ მამაჩემთან არ წახვედი?! შენ, ხომ იცოდი ... შენ, იცოდი ბაბი, რომ თამაზი მე გამწირავდა და შენ არასდროს, შენ ეს ყველაფერი კარგად იცოდი. შენი თავი არ გაწირე უჩემობისთვის. ერთი წელი შეგვალიე მე და ჩემს შიშებს, ჩემს დეპრესიებს და ბოლოს მაინც ის გააკეთე, რაც გამანადგურებდა. ბოლო ტყვია ისევ შენ მესროლე, ჩემო უკანასკნელო სიყვარულო. შვილი გამიჩინე და ის იმედი წამართვი, რომელიც არასდროს მქონია ... -ცრემლებმა კაპილარებით დაწითლებულ თვალებში ბარბარეს საკუთარი თავის ანარეკლი დაანახა. მისი ქმრის წინ იდგა და ამ ლაპარაკის მოსმენას მიწის გახეთქვა ერჩივნა.
-გადარჩენის, მამობის, თავისუფლების, სიყვარულის და შვილობის უფლება ... ყველაფერი წამართვი და ეს წყეული, კიდე მე ვარ ეგოისტი კაცი?!
-მეზიზღები.
-მე კი ვფიქრობ, ასე არასდროს მყვარებიხარ.
-მეზიზღები, ცოტნე. - ამოილუღლუღა და მუხლებში მოხრილი კედელთან ჩაიკეცა.
-რომ დაფიქრდები ... ყველაფერს რომ გაანალიზებ, რომ მიხვდები ცოტნე კიარა რაღაც სხვა ან სულაც არაფერი იყო მიზეზი, რის გამოც ღირდა შენი ეგ ნაბიჯი ... გინდ დარჩენის გინდაც წასვლის, ჩემთან მოდი. მე შენ გელოდები, ბაბი. არის გარდაუვალი რაღაცებიც, მაგალითად უფლის სიტყვები ... მათ ვინც ღვთის წინაშე ერთმანეთს ერთად ყოფნა შეფიცეს, კაცი ვერ დააშორებს.
-მეზიზღები ...
-ბოლოჯერ გეკითხები, გინდა რომ ვიბრძოლო?!-მის წინ ჩაიმუხლა ცოტნე.
-მინდა ...
-რომ ისევ გამამწარო, ხო?!-ეღიმებოდა სევდიან მაყაშვილს და ბარბარეს ცრემლებს წმენდდა ლოყებიდან.
-ხო.
-ამაზე უფრო?!
-სულის წასვლამდე.-ურყევი მზერით გადმოხედა გოგონამ ცოტნეს.
-გემეტები?!
-შენ, ხომ გამიმეტე შენი სიმართლისთვის?!
-რატომ არ მეწინააღმდეგები.
-წადი, ძალიან გთხოვ.
-მხოლოდ მას შემდეგ რაც ლიზას აქედან წავიყვან.
-ვერ წაიყვან.
-ნუ გამომცდი, თორემ გაჩვენებ გამწარება რას ნიშნავს. გაჩვენებ იმ ცოტნეს ვისიც იჩემებდი რომ ასე გეშინოდა. გაჩვენებ და დავასრულებ.
-რას დაასრულებ ...
-ჩვენ სიყვარულს. თუ ამის გაკეთება მომიწევს ... იმის შემდეგ ვეღარაფერი იქნება ძველებურად.
-და ახლა რისი პერსპექტივა გვაქვს?!
-ყველაზე მაქსიმუმ იმის, დაინახო ერთი წელი რაში გავლიე.
-რაში გალიე ერთი წელი, ცოტნე?!
-ეს იგივეა იუბილარს ჰკითხო დაბადების დღეზე საჩუქრად რა უნდა. ამას თუ ვერ მიხვდი, როგორ გყვარებივარ?!
-ამას როგორ მეუბნები ...-ნიკაპი აუკანკალდა ბარბარეს.
-„გიყვარდე მაშინ,როცა ამას ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებ, იმიტომ რომ სწორედ ამ დროს მჭირდება შენი სიყვარული ყველაზე მეტად ...“ -მე ასე მწამს სიყვარული.
-მე ხომ ...
-შენ, არაფერ შუაში ხარ ... ეს მე მიყვარხარ ისე რომ არ იმსახურებ ... შენ, სულ დაუმსახურებლად გიყვარდი. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ გავტოლდით.
-მე არ ვიმსახურებ ?!
-შენ, მე ყველაფერი წამართვი, მე ეს არ დამიმ...
-ამას როგორ ამბობ, წყეულო შენი ცოლის საფლავზე გეძინა!-შეჰკივლა გავეშებულმა ბარბარემ.
-ვინ იცის იქნებ მე უფრო მიყვარხარ ვიდრე შენ ... -ამოილაპარაკა ცოტნემ და წელში გაიმართა.
-ამას როგორ მეუბნები, ყველაფერი შემოგწირე და ამას ...
-შენ, ისე იქცევი, როგორც ბრმა მოიქცეოდა უფსკრულის წინ მდგარი.
-კი, ასე მოვიქეცი, როცა შემიყვარდი ...
-და ისევ სხვადასხვაგან ვართ ...
-ნუ მაგიჟებ, თუ ღმერთი გწამს რეებს მიედ-მოედები!
-ის ხარ, ვიცნ თვალებზე ხელს იფარებს ბრმა ვარო, სინამდვილეში განკურნების წამალი სწორედ მის ხელშია, უბრალოდ ხელი უნდა დასწიოს და ყველაფერს დაინახავს. შენ, ხელს არ წევ ბარბარე ... არ ცდილობ დამინახო, რომ ცდილობდე ... ახლა ლიზიკო მამას დამიძახებდა და არა ცოტნეს. დანარჩენი თავად განსაზღვრე, არ დაღამდე ბაბი.
არეულ ფიქრებში ჩაძირული ქალი მიატოვა და შვილის ოთახში შევიდა.

ბავშვს მშვიდად ეძინა საწოლში.
ფრთხილად მიაფინა თავისი მოსაცმელი და იქვე სკამზე გადაკიდა.
გვერდით მიუწვა თავის შვილს და ღრმად შეისუნთქა ნანატრი სურნელი.
-შენი თავი რით დავიმსახურე, მამი?!-იჩურჩულა და გოგონას კულულებზე მოეფერა.
ლიზამ გვერდი იცვალა და პირდაპირ მამის მკლავებში ჩაკრულმა ხმაურიანად ამოისუნთქა.
ერთი
ორი
სამი
შვილის გულისცემას ითვლიდა მაყაშვილი და ცრემლებს ძლივს იკავებდა.

***
-ლიზიკო წამოიყვანეთ.-ამოილაპარაკა ქალმა და მის წინ მჯდარ პაციენტს გადმოხედა.
-წამოვიყვანე.
-და ხვდებით რომ ამით ბარბარეს კიდევ უფრო დაშორდით?!
-ვხვდები.
-მერე?!
-აზრი არ აქვს ... ბრძოლას აზრი რომ ქონდეს ვიბრძოლებდი.
-რისთვის იბრძოლებდით?!
-ოჯახისთვის, ცოლისთვის. ამირეჯიბთან როგორ მივიდა?! არ ეყო რაც გამიკეთა?!
-მან არ იცის თქვენი მდგომარეობა, ის რომ რაღაც გაელვება ჰქონდა, რომ თითქოს წამით გაიაზრა რა გჭირდა თქვენი თანაცხოვრების ამ პერიოდებში ... ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან თქვენი განცდები ბოლომდე გაიაზრა. რატომ არ ცდილობთ, რომ გააგებინოთ ...
-არის რაღაცები, რასაც ახსნა არ უნდა ჭირდებოდეს სიტყვა „მიყვარხარ“-ს უკან. ხვდებით?! მე რომ ის მიყვარს, მისი უნდა მესმოდეს, მისი უნდა მჯეროდეს. თვალში თითებჩაჩრილი სიმართლე ვის უღირს რამედ?
-თუ ხვდებით რომ ამით მას კარგავთ?!
-როგორ ძალიანაც არ უნდა ვეცადო ამირეჯიბისთვის რამის მტკიცებას, გამოდის მე ვყოფილვარ სატყვიარი ... ამდენი ხანი რომ მეგონა ვუყვარდი და ჩემი იყო.
-ანუ?!
-თუ ვუყვარდი უნდა მიმხვდარიყო, სხვა თუ არაფერი ჩემ ქცევებში, გამოხედვაში, საუბარში. შეყვარებულ კაცს არ შეუძლია სიყვარული ისე დამალოს, რომ სადმე არ გაეპაროს ის მუხტი, რაც ზოგადად მხოლოდ სიყვარულს მოაქვს ხოლმე.
-ყველაფერი ასე მარტივად არ არის ... ამას ხომ ხვდებით?!
-ვერც იქნება.
-ცოტნე, რა გინდა ...?! აი, ახლა ყველაზე ძალიან რა გინდა.
-ის ერთი წელი და ეს სამი წელი გავაქრო ... ჯამში ოთხი. ოთხჯერ აღებული სამას სამოცდახუთი დღე ძალიან ბევრია ერთი კაცის ოცნებისთვის, ხო?!
-დავუშვათ გავაქრეთ ... რას შეცვლიდი ...?!
და უცებ შეკრთა.
უკან მიხედვა უნდოდა.
ვეღარ გაბედა და თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.
ის დღე გაახსენდა ბარბარე რომ მოეხვია თეკლეს შესახებ კარგი ამბის გაგების შემდეგ ...
კაფეში რომ ისხდნენ და მისი საზრუნავი მხოლოდ ის იყო, რომ თავის სტუდენტთან სალაპარაკო თემას ვერ პოულობდა უჩვეულოდ აჩემებული ნერვიულობის გამო.
-უფრო ბევრს ჩავეხუტებოდი.- ამოილაპარაკა და უღონოდ ჩამოაგდო მტევანი სავარძლიდან. -ბევრჯერ ვეტყოდი რომ ჩემი უარაფრო ცხოვრების ყველა ფერი მხოლოდ თავად იყო. ამ ფრაზის პირდაპირი და ირიბი გაგებით ... მე მყოფნიდა მისი ერთი ღიმილი ღამის ტანჯვის და შიშის დავიწყებისთვის. „დღე ხარ“-მეთქი რომ ვეუბნებოდი ვერ ხვდებოდა ... დღის განმავლობაში სულ ჩემი იყო, მთლიანად ვისრუტავდი როგორც საზეპირო ლექსს ან უფრო ლოცვას. ღამით მე ვიყავი მისი ... მასზე გადაფარებული უსიცოცხლო ქანდაკება, რომელიც საკუთარ ცოლს საკუთარი შიშებისგან ვერ იცავდა. ამას შევცვლიდი ... უფრო ბევრჯერ ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი „მიყვარხარ“-ს. ვინ იცის, იქნებ მერე ეგრძნო კიდეც ჩემი ღამეული სიზმრები.
-ამ ყველაფერს ბედს მიანდობთ?! ლიზას ოჯახს მხოლოდ იმიტომ დაუნგრევთ რომ ბარბარემ ტკივილით დაბრმავებულმა რაღაც უხილავი ვერ დაინახა?!
-არ იყო უხილავი. ის ერთი წელი ხომ ვუღირდი?! ხომ ხედავდა როგორ ვიტანჯებოდი ...
-ცოტნე, არ მსჯელობთ სწორად ... მაპატიე, ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ მე ვიცი რას ნიშნავს როცა მშობლები ერთად არ არიან, როცა ბავშვი ოჯახურ იდილიაში არ იზრდება ... ამის უფლბა მორალურ დონეზე არც ერთ მშობელს არ აქვს, ბავშვზე წინ საკუთარი თავი დააყენოს.
-ბარბარეს ვერ დავტანჯავ, თორემ მამის სულს გეფიცებით, ვიბრძოლებდი. - ცრემლებით აევსო მზერა.
-ბარბარემ ერთ მშვენიერ დღეს რომ გაანალიზოს რას შეეწირა მისი ერთადერთი სიყვარული, როგორ გგონიათ ნაკლებად დაიტანჯება?! წარმოიდგინეთ, იღვიძებ და ყველაფერი იმის ბრალია, რომ რაღაც ვერ შეამჩნიე, გამოგეპარა და ცხოვრებაში საყვარელმა ადამიანმა არც კი ეცადა დაგენახა ... არც კი ეცადა ეს ტკივილი შენთვის აერიდებინა. დავანებოთ თავი ბარბარეს ... თუნდაც გემეტებოდეთ ამ სიმართლისთვის, თუნდაც გულის სიღრმეში გინდოდეთ მისი წასვლის საპასუხოდ თქვენც მიაყენოთ ტკივილი ... ლიზა?!
-მე მხოლოდ ...
-თამაზი როგორ მოიქცეოდა, ცოტნე?!-და ამ ერთმა კითხვამ მთლიანად გადატეხა მაყაშვილი. მამის არსებობამ გაახსენა, რომ თავადაც „მამა“ იყო. სხეულში ძლიერმა იმპულსებმა დაუარეს.
გააკანკალა.
-მამა იქნებოდა. - ამოიხრიალა ძარღვებდაჭიმულმა.
-დღევანდელი სეანსი დასრულებულია ...- მომღიმარმა ქალმა კმაყოფილებით დახურა ბლოკნოტი და ცოტნეს იმედიანი მზერა მოავლო.
-მადლობა ...
-ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა.
-მეც ასე ვფიქრობ. - გაეღიმა ცოტნეს.
-წარმატებები, ცოტნე.
-ყველაფრისთვის ... კიდევ ერთხელ, მადლობა.
კარი გამოიხურა და გამოვიდა.
სხვანაირად სუნთქავდა.
„მამა უნდა ყოფილიყო.“
ფიქრმა გააგიჟა.
ლილის დაურეკა.
-ჰო, ცოტნე.
-ლილიკო, სად ხარ?!
-სახლში.
-რას შვრება ლიზიკო?!
-დედას კითხულობს ...
-მიეცი ტელეფონი.
-ალო ...-ბავშვის ხმაში სევდა რომ შენიშნა უსიამოვნოდ გასცრა სხეულში.
-მამი, ხო არ მოიწყინე?!
-კი, დედა სად არის?!
-მალე მოვა. ჟოლოს კამფეტი წამოგიღო?!
-ჭამომიღე.
-ჭამოგიღებ, მამას პრინცესას ჟოლოს კამფეტს „ჭამოვუღებ“- ლიზას აჯავრებდა და გულში ჩაღვრილ სითბოში ისე ცურავდა როგორც შუაგულ ზღვაში.
-მამა, დედა მალე მოვა?!-მანქანა უნდა დაეძრა, უცებ რომ გაიყინა.
ლიზას ტკბილი ხმით გაგონილმა „მამა“-მ ერთბაშად დაარწმუნა გადაწყვეტილების სისწორეში. უეცრად იმხელა პასუხისმგებლობა იგრძნო გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა კიდეც.
-მალე მოვა, მა.-ამოილაპარაკა და თვალები მიეხუჭა ამის წარმოდგენაზე.
-მპირდები?!
-გპირდები, მამი.
-ჯოლოს კამფეტი არ დაგავიჭყდეს. -ტელეფონი ლილის მიაწოდა და თვითონ სირბილით გაიქცა უზარმაზარ აივანზე, სადაც უამრავი სათამაშო ელოდებოდა.
-გაიგონე, ლილიკო?!
-გავიგე, დე.- ხმას ვერც ლილი იმორჩილებდა.
-რა მოვუხერხო, მითხარი?!
-იცი რაც უნდა გააკეთო. ლიზას ოჯახი უნდა დაუბრუნო, ცოტნე. ოჯახი, რომელიც არასდროს ყოლია.
-დავუბრუნებ.-მანქანა დაქოქა და სახლისკენ აიღო გეზი.



ღამის ორი საათი იყო.
ბარბარეს ტელეფონზე ცოტნეს გამოსახულებამ გული რომ აუჩქარა და მაშინვე მობილურს სწვდა ასაღებად.
-არ გძინავს ...-ცოტნეს ჩახლეჩილ ხმაზე ჟრუანტელმა დაუარა სხეულში ბარბარეს.
-შვილი წამართვი, რა დამაძინებს?!-ამოიტირა გოგონამ და მუხლებში მოკეცა ფეხები საწოლზე მოკუნტულმა.
-ახლა ხვდები მე სამი წელი რა ჯოჯოხეთი გამომატარე?!-უსაშველოდ თბილი იყო მამამაკაცის ხმა.
-რით ვერ დაასრულე ჩემი ტანჯვა?!
-მე შენთვის განგებ არ მიტკენინებია ...
-არც მაშინ მასთან რომ ათენებდი ღამეებს?!-უჩვეულოდ მშვიდი იყო ბარბარე.
-მე მასთან არც ერთი ღამე არ გამიტარებია შენს მერე ...
-ამის თავად თუ გჯერა ...
-ისე როგორც იმის, რასაც ახლა ვხედავ ... ჩემს გულზე ჩვენი ერთი როგორ მშვიდად სუნთქავს. -ორ წამიანი დუმილს ბარბარეს ჩუმი ქვითინი არღვევდა - ცხოვრებაში იშვიათად ვარ ხოლმე ასე ... მადლიერი.
-რისი?!
-ვისი.
-ვისი?!
-ღმერთის, შენი თავი რომ მაჩუქა თავის დროზე.
-მე რა შევცოდე შენი ფასი?!-გაეცინა ბარბარეს.
-არ ვიცი,როგორ ...-ხმა ჩაეხლიჩა ცოტნეს- მაგრამ დაგაბრუნებ. გუშინ ღამით დარწმუნებული ვიყავი რომ დაგთმობდი, რომ შენთვის უჩემობა წამალი იყო. - ბარბარეს გული ამოუვარდა მამაკაცის ამ სიტყვებზე, საწოლზე წამოჯდა სასწრაფოდ - დღეს ჩემმა შვილმა ... ჩვენმა შვილმა „მამა“ დამიძახა.- ხმაურიანად ჩაისუნთქა გოგონამ ჰაერი და გულზე მიიჭირა აცახცახებული თითები. - მინდოდა შენც გაგეგონა ... მინდოდა, ჩვენ გვერდით ყოფილიყავი, მინდოდა ჩვენი ისტორიიდან ის სამი წელი ამომეჭრა, უჩემოდ გათენება რომ ისწავლე, მზის სხივი რომ წაიყვანე და წადი. სამუდამო სიბნელისთვის გამიმეტე ... მინდოდა მისი ყველა ნაბიჯი, ყველა სიცილი, ყველა ტირილი, მაღალი ტემპერატურა თუ გათენებული ღამე მცოდნოდა, მინდოდა შენს გვერდით ვყოფილიყავი, ისე როგორც მამაჩემი იყო დედაჩემის გვერდით, როგორც მამები არიან, დედების გვერდით ... ქმრები ცოლების გვერდით ... მაშინ, როცა მათი საერთო სიყვარული პირველად შეირხევა მუცელში, პირველად დაარტყამს ხოლმე დედას პაწაწინა ფეხებს და შიგნიდან გამოსძახებს, ცოტა გავიზარდე, ნახე რა მაგარი შვილი გყევარო ...-ტიროდა ბარბარე ყველა წამის გახსენებისას, ამ წამებში ცოტნეს „არ ყოფნას“ ტიროდა.- მინდოდა მენახე, როგორი იქნებოდი ათი ან თხუთმეტი კილოთი მომატებული, შენს მოხდენილ შორტებში რომ ვერ ჩაეტეოდი და ამის გამო ცრემლებს ვერ შეიკავებდი. მინდოდა შენთვის დილის ოთხზე,თუნდაც ხუთზე ... იქნებ ექსვზე ... ახალ გაღვიძებულს მთელი ქალაქი შემომევლო და სასურველი ხილი ან საჭმელი მომეტანა. არ ვიცი, რა გინდებოდა მაშინ ჩვენს პირველზე რომ იყავი ფეხმძიმედ. არ ვიცი, როგორი ხარ თხუთმეტი კილოთი მომატებული, არ ვიცი როგორ დაბაჯბაჯებ დიდი მუცლით და როგორ წუწუნებ, რომ ბროკოლის საშინელი სუპი ისევ ჩაგიშრა, ღმერთო, ბაბი არ ვიცი იქნებ საჭმელების გაკეთებაც ისწავლე, პატარავ?! -ტიროდა ერთიც და ტიროდა მეორეც.- რა ძნელია იმის გააზრება, რომ ისე იმშობიარე მე წარმოდგენა არ მქონდა, როგორ გტკიოდა ყველა ძვალი, როგორ გიხაროდა შენ თავად პატარას, უფრო პატარა ლიზა გულზე რომ დაგიწვინეს. ალბათ რამდენი იტირე ბედნიერების და უჩემობის ცრემლებით?! შენი ამბავი რომ ვიცი ბავშვის ყველა წამოტირებას შენს ცრემლებსაც მიაყოლებდი, ვერ გაუძლებდი მის სიცხეებს, კბილების ამოსვლას, მუცელში გაზებს, იქნებ სხვა რამეც აწუხებდა და მე ზუსტად ვიცი, მასთან ერთად შენც იტირებდი ხოლმე ... ღმერთო, რას არ მივცემდი იმ ღამით შენთან ვყოფილიყავი პირველად იავნანა, რომ უმღერე ...?!
-გთხოვ ...-ტირილისგან ვეღარ სუნთქავდა ანჩიბაძე.
-ყველაზე ძალიან რა გინდებოდა, მითხარი ... ლიზას გაფიცებ მითხარი, რა გინდებოდა ფეხმძიმობის დროს დილის ექვს ან დილის ხუთ საათზე?! იქნებ ღამის სამ საათზე, როდის გაღვიძებდა ხოლმე ჩვენი ონავარი ახალ-ახალი სურვილებით?!
-ცოტნე ...-მძიმედ სუნთქავდა და კიდევ უფრო იკუნტებოდა საწოლზე გოგონა.
-მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მთელი მეორე ცხოვრებაა მინდოდა მყვარებოდი. სუფთად.- ამოიხრიალა და ტელეფონი გათიშა.

ღამის ოთხი საათი იყო მოსულმა შეტყობინებამ რომ შეაფხიზლა მაყაშვილი.
„შემწვარი კარტოფილი და ლილიკოს გაკეთებული ტყემალი მინდებოდა. შენ რომ გიყვარდა ისე შემწვარი. სხვა არაფერი, მხოლოდ შენ გნატრობდი დილის სამ, ოთხ და ხუთ საათზეც.“

ერთ საათში ანჩიბაძეებთან ზარი რომ დარეკეს ბარბარეს უკვე ეძინა.

დილის ცხრაზე სამზარეულოში გამოსულს ნაცნობ კონტეინერში შემწვარი კარტოფილი და ლილის საოცრად არომატული ტყემალი დახვდა. მაიკოს ვერაფრით გაეგო ვის უნდა მოსვლოდა აზრად დილის ხუთ საათზე ამის მოტანა და თავისებურად ქოთქოთებდა სამზარეულოდან მისაღების გზაზე.
თვალები აემღრვა ბარბარეს.
ტელეფონს დახედა.
არაფერი.
საერთოდ არაფერი.


***
„შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.“

-დედიკო, მამამ მასჭავლა, რომ მზე რომ ამოდის მაგაზე არ ვიჩხუბო!-ტიტინებდა სამზარეულოში ბარბარეს კალთაში მჯდარი ლიზა და ლილიკოს მომზადებულ საზამთროს მურაბას გემრიელად აგემოვნებდა.
-რაო?!-სიცილი ვერ შეიკავეს ლილიმ და ბარბარემ.
-მე რომ ლამაზი ვარ არავის უნდა ვეჩხუბო, მზე რომ ამოდის ხომ არ უნდა იჩხუბო?!-სასაცილოდ ჭმუხნიდა ცხვირს და შიშველ ფეხებს დედის კალთაში ათამაშებდა.
-ზოგადი ჭეშმარიტებების თეორიები და მამაშენის ჯანი!- გაეცინა ბარბარეს.
-მა, რომ გაიღვიძე მე რატომ არ გამაღვიძე?!-საძინებლიდან გამოვიდა შორტებისამარა მაყაშვილი. როგორც ყოველთვის თვალებს იფშვნეტდა და სახასიათო ბოხი ბარიტონით კიდევ უფრო მიმზიდველ იერს იძენდა. ერთიანად შეაკანკალა ბარბარე ქმრის ამ ფორმაში დანახვამ. ისე მოენატრა, ისე გააგიჟა სურვილმა ჩახუტებოდა, კანი აეწვა გოგონას.
-როგორ ხარ, ბაბი?!-ისე თითქოს არაფერი მომხდარაო ცოლისკენ დაიხარა და ხმაურიანად, როგორც ჩვეოდა ლოყაზე აკოცა.- ლიზიკ, ჭამე საზამთროს მურაბა?-ხელში აიტაცა დედის კალთიდან თავისი ერთი. გულმა გამალებით დაუწყო ფეთქვა დედას.
-ცოტნე, აცადე ჭამდა!-გაეცინა ლილის.
-ირაკლიმ დამირეკა, ნათიას უნდა გამოსვლა ლილისთანო, სავარაუდოდ სარძლოზე უნდა გეჭორაოს, აბა შენ იცი, დე მაგრად დაუდექი!-გაეცინა ცოტნეს და ლიზიკოს კისერში კოცნებს და შვილის გამხიარულებას მოჰყვა.
-რა უნდა იმ გოგოსთან?! მშვენიერი ბავშვია ...-მხრები აიჩეჩა ლილიმ.
-შენც ეს უთხარი, ნათია მოეშვი შვილის ფარ-ხმალით დაცვას, ის გოგო რძლობას გიპირებს და არა მტრობასთქო.
-ყველა დედამთილისთვის რძალი პოტენციური მტერია.-გაეცინა ლილის და ბარბარეს გადმოხედა-აღიარე რომ მე დედამთილი არასდროს ვყოფილვარ!
-გულზე ხელსაც დავიდებ, დედასავით მყავხარ!-გაეცინა ბარბარეს და ვერ მიხვდა, როგორ ლამაზად ჟღერდა „მყავხარ“ და არა „მყავდი“.
-შენც ასეთი დედამთილი უნდა იყო!-წარბები აწკიპა ლილიმ.
-სიდედრი ვიქნები ასეთი!-გაეცინა ბარბარეს.
-მა, ძმა არ გინდა?!-ყავას სვამდა ანჩიბაძე ცოტნეს ამ სიტყვებზე ისტერიული ხველება რომ აუვარდა.
-კიი!-ტაში შემოკრა ლიზამ და მამამისს სასაცილოდ დაუწელა წვერიანი ლოყები.
-ცოტნე!-თვალები ავად დააკვესა ბარბარემ.
-რა მოხდა?!-მხრები აიჩეჩა უდარდელად-არ აპირებ მეორეს?!
-ცოტნე!-აპილპილდა გოგონა.
-ლიზიკოს რომ შეხედავ, მიხვდები ერთზე არ უნდა გაჩერდე ... -შეყოვნდა სასაცილოდ დაბრიცა სახე და გაეცინა- თუ, რა თქმა უნდა, მამის გენეტიკა ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც ეს ლიზიკოს შემთხვე ...-ბარბარეს მოქნეული ვაშლი ფერდში რომ მოხვდა სიცილი ვერც ერთმა შეიკავა.-დედაშენი გვერჩის, მა!-ღიღინით გაიყვანა ბავშვი მისაღებში და უზარმაზარ ტელევიზორში ჩართულ მაშას და დათვს ისეთი ინტერესით ჩაუჯდა, კარგა ხანს აღარ ესმოდა ბარაბრეს და ლილის დიალოგები ირაკლის საცოლესთან დაკავშირებით.


-იქნებ დღეს ...-შეპარვით დაიწყო საძინებლის კართან ატუზულმა გოგონამ, მაისურს ეძებდა ცოტნე და თავიდან ვერ გაიგო ბარბარეს ხმა.-ცოტნე!
-ჰო,ბაბი. გისმენ.-სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, ცოტნე ისე იქცეოდა, თითქოს ის სამი უერთმანეთოდ გატარებული სამი წელი არც არსებობდა, თითქოს ისევ ცოლ-ქმარი იყვნენ.
და იყვნენ კიდეც.
საბუთებზე ხელი არც ერთს ჰქონდა მოწერილი.
-იქნებ დღეს ...
-დარჩი.-არც შეუხედავს ისე მიმართა თვალებამღვრეულ გოგონას.
-რა?!-ხმა ჩაუვარდა მოულოდნელობისგან.
-ლიზა ჩემთან რჩება, იქნებ დღეს შენც დარჩე.
-არა!-თავადაც ვერ გაიაზრა, საიდან ჰქონდა ამხელა სიმკაცრე ხმაში.
-როგორც გინდა ...-მხრები აიჩეჩა ცოტნემ.
-ცოტნე, გემუდარები ... ღამით არ მძინავს, წავიყვან, გთხოვ.
-შენ ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდი?!-ძებნას თავი ანება და ბარბარეს მიუახლოვდა.- ჩემს ადგილას რას იზამდი, ბაბი?!
-დედას შვილს არ წავარ ...
-მამას რომ წაართვი, ჩემზე უკეთესი გამოხვედი?! ჩემზე ნაკლებეგოისტი ხარ, ბაბი?!
-ისევ ამ თემას ვუბრუნდებით ...
-მაპატიე, მე შენთვის შვილი არ წამირთმევია.
-როდის უნდა მაპატიო?!
-შენ, მე რა უნდა გაპატიო?!-გაეღიმა სევდიანად ცოტნეს.-არაფერს ვცდილობ, არ ვცდილობ რომ ლიზას აქ ყოფნით შენ მოგექცე ცუდად ... მარტივად შეხედე ყველაფერს, ჩემი შვილია, სამი წლისაა და სამჯერ არ დაუძახებია ჩემთვის მამა ... სამჯერ, ხვდები სამ წელიწადში ეს რამდენად მცირე რიცხვია?! ვერ გაგატან, იმიტომ კიარა რომ გეჯიბრები ... იმიტომ, რომ შვილია და მამა ვარ! მეც ისე მჭირდება, როგორც შენ.
-გთხოვ, ცოტნე დავილაპარაკოთ ... კვირაში სამი დღე შენთან იყოს ...
-რა ეგოისტი ხარ!-გაეცინა ცოტნეს-ასე კარგი მოსწავლე როგორ აღმოჩნდი?! ოთხი წელი ბავშვი დამიმალე და კვირაში მხოლოდ სამი დღე გამოიმეტე ჩემთვის მასთან დროის გასატარებლად?!
-ღმერთმა დაგწყევლოს, ცოტნე მაყაშვილო!-შეჰკივლა გამწარებულმა და ის იყო დამუშტული მტევნები უნდა დაეშინა მამაკაცის მკერდისთვის, რომ გაუაზრებლად აღმოჩნდა ცოტნეს მკლავებში.
-შენთან ერთად ... თუნდაც ჯოჯოხეთში!-გაეღიმა ცოტნეს და ძლიერი მკლავები ერთიანად მოხვია ბარბარეს.-სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ დაგენახე ...
-რა ვერ დავინახე, შენ დამანახე, ცოტნე ... რა გამომრჩა?!-ამოილაპარაკა ძალაწართმეულმა.
-მე შენთვის ... ჩვენს ერთს გეფიცები, არასდროს ... არასდროს მიღალატია.
ხელები შეუშვა და უკან გადადგა ნაბიჯი.- დღეს წაიყვანე ... ლილი, ჩემი შავი მაისური ...
-მესამე თაროზე დევს.-ამოიტირა ბარბარემ და ცრემლები თლილი მტევნებით შეიმშრალა ოთახიდან უნდა გასულიყო ადგილზე რომ გახევდა.- ისევ მასთან მიდიხარ?!-თავადაც ძლივს გაიგო თავისი სიტყვები და წამიერად თავიც შეძულდა ამ წამისთვის.
-მაშინაც კი როცა მასთან მივდიოდი, მხოლოდ შენთან ვიყავი. ნეტა იმდენად გყვარებოდი ეს დაგენახა ... ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი ისევ ისეა ... მესამე თაროზე შავი მაისურივით.
-ისევ მასთან ...
-როცა შენ იყავი, ის აღარ იყო.
-ცოტნე ...
-მეშინია, რომ გითხრა ჩემში შენი ჩემდამი სიყვარულს მე არ ამოვგლიჯო გული ...-ამოიჩურჩულა და შავი მაისური გადაიცვა.
-ეს რას ...
-მეშინია, რომ დაეშვები, რომ დავინახავ არც ისე გიყვარდი, როგორც მეგონა.
-ამას როგორ ...
-მე შენ იმდენად შეგიყვარე, რომ მას ვაპატიე ჩემი მიტოვება, შენ მე იმდენად ვერ შემიყვარე, რომ დაგენახა, არასოდეს მიმიტოვებიხარ ...
-მაშინ რატომ ათევდი ღამეებს იქ ...-სახე აეჭრა გოგონას.
-შენ რომ კარგად მყოლოდი ... -ამოიჩურჩულა და იქაურობას გაეცალა.


ლიზას ქართულ ბაღში შეყვანას ესწრებოდა ყველა დიდი თუ პატარა.
პატარას ვერაფრით გაეგო რა საჭირო იყო ამხელა აურზაური უბრალოდ ბაღში წასვლაზე.
ისეთი თავდაჯერებული დგამდა ნაბიჯებს ბაღის ეზოში ცოტნე ვერაფრით იკავებდა ღიმილს, ბარბარე ცრემლებს.
და ის იყო უნდა წამოსულიყვნენ ნაცნობმა ხმამ ყველა ადგილზე რომ გაახევა.
-ლიზიკო, მე არ უნდა მაკოცო?!-ტვინში სისხლი ჩაექცა მაყაშვილს ამირეჯიბის ხმის გაგონებისას.
-სანდრო!-უკან მობრუნდა გაღიმებული ლიზაც.
ერთიანად დაასხა ცივმა ოფლმა ბარბარესაც და ცოტნესაც.
-მოდი სანდროსთან, ნახე რა გიყიდე ...-ვარდისფერი სათამაშო გაუწოდა გოგონას მომღიმარმა სანდრომ და მისკენ მიწეულს გემრიელად დაუკოცნა ლოყები.
ხელები დაუბუჟდა მაყაშვილს.
იგრძნეს ლევანმა, ირაკლიმ და კოტემ რა ცოტა აკლდა ბომბის აფეთქებას და რა მაშტაბის იქნებოდა ცეცხლი, რომელიც სულ ცოტა ხანში აქაურობას გადაწვავდა.
-ცოტნე ...-ხმა ჩაეხლიჩა კოტეს.
ლიზა სირბილით რომ გაუყვა ეზოს და მათ მზერას მიეფარა ყველამ მზერა მაყაშვილზე გადმოიტანა.
-მე შენ გაგაფრთხილე ...-ხმაურიანად შეისუნთქა ჰაერი და თვალები დაეხუჭა სიმწრისგან-მე შენ გაგაფრთხილე, სანდრო!
-მდინარის სათავესთან მე ვარ თუ შენ?!-გაეცინა ამირეჯიბს და ბარბარეს ხელზე გადაატანინა მზერა მაყაშვილს. ბარბარეს თითზე საქორწინო ბეჭედი აღარ ეკეთა ...
-ცონტე ...-და ლილი პირველად შეეჩეხა თავისი რვა წლის ბავშვის მზერას, ალი მოეკიდა ქალს მთელ სხეულზე. შეეშინდა, რომ ცოტნე თავს ისევ დაკარგავდა, რომ ის რაც თამაზს გამოატარა მთელი წლების განმავლობაში ახლა იგივე ბარბარესაც ემუქრებოდა.
-სად არი შენი ნდობა, მაყაშვილო?!-ჩაეცინა ამირეჯიბს და მალული მზერა შეავლო ბარბარეს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე საუბრობდნენ ამირეჯიბი და მაყაშვილი.
-ცოტნე, წავიდეთ, რა ...-მხარზე ხელი ჩამოადო ირაკლიმ მეგობარს.
ფრთხილად შებრუნდა უკან და თავადაც ვერ გაიაზრა როგორ უეცრად აღმოჩნდა გავეშებული პატარა ბარბარეს წინაშე. თვალებდაქაჩული, კაპილარებდაჭიმული მხეცივით უმზერდა მის ცოლს.
და ერთი წამითაც არ შემდრკალა ბარბარეს მზერა.
-მე შენ გთხოვე არ გაგეღვიძებინა ის ვისიც ასე გეშინოდა ...
-გეტკინა?!-მშვიდი იყო ბარბარე.
სახე ზედ სახესთან მიუტანა მაყაშვილმა თავისსავე ცოლს, არაფრად ჩაუგდია სიმამრის და დანარჩენბის დაძაბული სხეულები, ახლა მხოლოდ ისინი იყვნენ ... ქმარი, ცოლი და მესამე.
რაღაცის თქმას აპირებდა ბაღის შენობის მეორე სართულიდან, ფანჯარაზე გადმომდგარი ლიზა რომ დაინახა ... ჩაწითლებულ თვალებში ანარეკლად მოძრაობდა შვილის სხეული.
-მამიკო, აქ ვარ!-გაკიოდა ლიზა და ხელს მთელი მონდომებით უქნევდა მამამის.
-ბედნიერებას გისურვებ, ბარბარე ...-მოჩვენებითი სიმშვიდით ჩაილაპარაკა და ბარბარეს წაშლილ მზერას ირონიული ღიმილი შეაგება.-ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია ...-თვალი ჩაუკრა ამირეჯიბს და უემოციო სახით დატოვა იქაურობა.


-რას აპირებ?!-ცოტნესთან სახლში ისხდნენ ირაკლი, ლევანი, თინა და ლილი.
-პირველ რიგში ამირეჯიბის ნახვას ...
-ცოტნე, ახლა ყველა შენი ნაბიჯი ჩათვალე შენს შვილზე აისახება ...-ამოილაპარაკა მორიდებით ლილიმ.
-მართალია, ბოდიში რომ ვერევი ... ახლა როგორ ძალიანაც არ უნდა ცდებოდეს ბარბარე, შენ მასზე ძლიერი უნდა იყო.-ამოილაპარაკა თინამ და მეგობრულად გადმოხედა ცოტნეს.
-ხელები მექავება, მინდა რომ დავახრჩო ამირეჯიბი ჩემი ხელით!-ბუტბუტებდა სიბრაზისგან გაგიჟებული-როგორ გაბედა, ეს როგორ გამიბედა ... ბარბარე სულაც ცოლობაზე რომ დათანხმებოდა, მე როგორ გამიბედა იქ მოსვლა ...
-გვინდა თუ არა, ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ ...-ჩაერია ლევანი-თუ ბარბარეს არ დაიბრუნებ, თუ ისევ არ ცდით ყველაფერს თავიდან, თუ შენ სიმართლეს მისთვისაც ნათელს არ გახდი, მოგიწევს შეეგუო, რომ შენს შვილს ამირეჯიბის სიახლოვეს ყოფნა ყველა ვარიანტში მოუწევს.
-კოტეს სახეს დააკვირდით?! გაშრა, არც ის ელოდა ბარბარესგან ამას ...-ცივი წყალი ჭიქაში ჩამოასხა ირაკლიმ.
-ვიცი ახლა გონებაში მხოლოდ ლიზას მათგან წამოყვანა გიტრიალებს, ვიცი რომ მართალი ხარ, შვილო. ვიცი, რა გამოიარე და ისიც ვიცი როგორ ძალიან გტკივა ეს მოცემულობა, როგორ გაგიჟებს ... მაგრამ არ დაგავიწყდეს, შენ მართალი ღმერთთან უნდა იყო, შენს შვილთან უნდა იყო, შენს თავთან უნდა იყო მართალი! ბინძური ხერხებით მასზე შურისძიება, მხოლოდ იმას მოგიტანს რომ ლიზას ცხოვრებას დაუმახინჯებთ ...
-ბოლომდე გეთანხმებით!-სინქრონში დააქნიეს თავები ირაკლიმ, ლევანმა და თინამ.

ბაღში მისულმა ბარბარემ ლიზა რომ ვერ იპოვა პირველად მაშინ შეეშინდა ცოტნესი.
თითქოს გააზრებულად იგრძნო იმ ხუთ წამში რად შეიძლებოდა ქცეულიყო მამა, რომელსაც შვილში ეცილებოდნენ, მამა რომელსაც შვილის კიდევ ერთხელ დაკარგვის შიში ალბათ უჯრედებშიც ჰქონდა გამჯდარი.
ხელისკანკალით მოძებნა ტელეფონი და ცოტნეს დაურეკა.
გაფითრებული ენას ძლივს იბრუნებდა, იჯდა ბაღის ეზოში,საქანელაზე და სამყაროსგან მოწყვეტილი მხოლოდ მისი შვილის ხმის გაგება უნდოდა.
-დამავიწყდა დამერეკა ...-ცოტნეს ხმაში შეუბრალებელი სიყვარული ერთიანად გამოსჭვიოდა. თითქოს მასაც ტკიოდა ბარბარეს შეშინებული თვალები.
-სამაგიერო გადამიხადე?!-ამოიხრიალა გოგონამ და საქანელის ჯაჭვს მთელი ძალით მოუჭირა ხელები.
-არა, სამაგიეროს გადახდა რომ მდომოდა სასამართლოს უწყება სახლში მისვლას მოგასწრებდა. უბრალოდ ბავშვი ადრე გამოვიყვანე ბაღიდან და დარეკვა დამავიწყდა.
-არ მჯერა ამ სისულელის, არაფერი არ გავიწყდება, ამას განზრახ ...
-არ მაინტერესებს ... აღარ მაინტერესებს რისი გჯერა,ბარბარე. სანდრომ გიჯავროს,კაი?!
-ცოტნე ...
-საღამოს მოგიყვან.-ტელეფონი გაუთიშა და მაგიდის წინ მჯდარ ლიზას გადმოხედა- რა ვჭამოთ,მა?!
-ჯოლოს ნამცხვარი!-თვალები აუფეთქდა ბედნიერებისგან ლიზას.
-ჟოლოს გარდა რამე გიყვარს საერთოდ?!-გაეცინა ცოტნეს.
-კი, დედა.
-არ შეიძლება არ გიყვარდეს ...-ჩაილაპარაკა გაღიმებულმა.
-შენც მიყვარხარ, თეკლეც მიყვარს, კოტიკო ბაბუც და მაიკოც და ლილიკოც და ... ბიჭებიც, კიდე ვინ მიყვარს,მამა?!-ცოტნემ სიცილი ვერ შეიკავა ლიზას კითხვაზე.
-კატო?!
-კატოც და სანდროც ...
-ჰოო ...-სახე მოეღუშა ცოტნეს-აი,სანდრო ვაფშე არ გიყვარს,მამი დამიჯერე ...
-არა,რატო?! სათამაშოებს მჩუქნის ხოლმე, დედა ცუდ ხასიათზე რომ არი ამშვიდებს, დედას არ მოჭონს, მაგრამ მაინც ამშვიდებს.
-დედა ცუდ ხასიათზე რატო არი ხოლმე?!-სხეული დაეჭიმა ცოტნეს მოსმენილისგან.
-არ ვიცი, ადრე მეუბნებოდა მამა მენატრებაო, ახლა აქ ხარ და არ ენატრები?! შეიძლება დედასაც ჭელი ტკივა.
-წელი რატო ტკივა?-ეცადა არაფრით შეემჩნია როგორ დაიძაბა.
-მასაც არ სძინავს ხოლმე ... საჭოლზე ზის და ასეა ჩუმად.
-ხშირად არი დედა ესე?!
-ხო.-თავი დაუქნია დამაჯერებლობისთვის ლიზამ.
-და ჩემზე ... ჩემზე არაფერს გიყვება,მა?!-ხმა ჩაუწყდა ცოტნეს.
-არა. მამა, ჩემი ცოტნეს მშობლები თურმე ერთად ცხოვრობენ, იცი?!-თვალები გააფართოვა ლიზამ, თითქოს წარმოუდგენელ რამეს უყვებოდა მამამისს.
-შენი ვისი?!-თვალები დაექაჩა ცოტნეს.
-ჩემი ცოტნეს ... ბაღში ბიჭი გავიცანი,მასაც შენსავით ცოტნე ჰქვია, თავიდან ვეჩხუბე, ცოტნე მარტო მამაჩემს ქვიათქო, მერე მზე რომ ამოდის და მე რომ ლამაზი ვარ ეგ გამახსენდა და ჩემი სათამაშო ვათხოვე ... მერე რომ დაგვაჭვინეს დასაძინებლად არ დაგვეძინა და ვლაპარაკობდით ...
-ლიზა, სამი წლის ხარ, რადროს შენი ასეთებია?! დღესვე დავურეკავ შენს მასწავლებელს და გადაგაწვინოს სხვაგან. ან საერთოდ ბიჭებს და გოგოებს ერთად გძინავთ?!
-არა, ცალ-ცალკე ბიჭს და გოგოს ერთად როგორ უნდა ეძინოს, მამა ბებო და ბაბუ ხომ არ ვართ?! მარტო მაგათ ძინავთ ერთად ხოლმე ... აააჰ, ხო ცოტნეს დედას და მამასაც, შენ და დედას ერთად რატომ არ გძინავთ?!
-ამ საუბრისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ ...-თავი ჩახარა უღონოდ ცოტნემ- ეს როგორ გითხრა, ცოტა უფროსული საკითხია და მოხარული ვიქნები თუ ცოტნესთან ასეთ თემებზე აღარ ილაპარაკებ.
-მამა შენ და დედა ცოლი და ქმარი ხართ ხო?!
-პრაქტიკულად არა, თეორიულად კი.
-რაო?!
-ჰო, მამი ცოლ-ქმარი ვართ.-გაეცინა ცოტნეს.
-აბა სანდრო რატო ამშვიდებს დედას, დედა რომ ცუდ ხასიათზეა?!
-მოაგვარებს ამას მამა, შენ ბევრი არ იფიქრო ამაზე და იმ შენს ბაღელზე,კაი?!
-მამა ჭვიანულობ?!-სიცილი აუვარდა ლიზას, ცოტნეს წამის მეასედში გაეფანტა სახიდან ღრუბლები აგიჟებდა მისი შვილის კისკისი თითქოს ყველა სადარდებელი უქრებოდა სახიდან.
-რას ვშვრები?!-თვითონაც ვერ იკავებდა სიცილს.
-ჭვიანულობ, მე რომ ცოტნეზე ვლაპარაკობ,შენ ჭვიანულობ.
-ვეჭვიანობ?!-უკვე ხმით იცინოდნენ და ირგვლივ მყოფთა ყურადღებას იპყრობდნენ ... ის დღე გაახსენდა, პირველად რომ არ აინტერესებდა რას იფიქრებდა ხალხი, მთავარი მხოლოდ ის რომ იყო,ბარბარეს კიდევ დიდხანს ეცინა ხმამაღლა ... ის დღე გაახსენდა წლების შემდეგ პირველად რომ მოიშორა ყველა ტვირთი და ბარბარეს გაუღიმა.
-ხო. - სიცილს არ წყვეტდა პატარა მაყაშვილი.
-რა მეშველება შენ რომ გათხოვდები?!-ჩაილაპარაკა მომღიმარმა და მიმტანს ანიშნა მათთან მისულიყო.
-არა, მე ცოტნესთან ჭავალ არ გავთხოვდები.
-უყვარხარ შენ ცოტნეს!-ბედნიერების ღიმილმა სახე გაუპო მამას.
-არა,მამა შენ ცოტნე არა, ჩემ ცონესთან ჭავალ ...
-მორჩი ლიზა მაიმუნობას,თორემ მოხუც მამაშენს გული დაარტყამს და გყავდეს მერე ეგ შენი ცოტნე!-სახე დაუსერიოზულდა ერთ წამში და მათთან მოსულ გოგონას ახედა- ერთი ჟოლოს ნამცხვარი, ანანასის წვენი და ერთი რძიანი ჩაი მოგვიტანეთ.
-როგორი ჩაი?-ისევ სიცილი აუვარდა ლიზას.
-გაზიარებ ჭეშმარიტებას,მამი მოიცა.-ლიზას მომღიმარ სახეზე თბილად ჩამოუსვა ხელისგული და ის წამი გაახსენდა ბარბარე ორი ჩაის ფინჯნით ხელში წინ რომ უჯდა და გამეტებით უცინოდა იმ ფაქტით გახარებული,რომ ცოტნეს რძიანი ჩაი წაართვა.


საღამოს ცხრაზე დაღლილ დაქანცულ ლიზას მამის კისერში თავჩარგულს მშვიდად ეძინა, ცოტნემ ფრთხილად აიყვანა კიბეზე და კართან მდგარმა ბარბარეს ნომერზე დარეკა.
-სად ხართ ?!-თითქოს დადარაჯებული იყოო,მაშინვე უპასუხა ბარბარემ.
-კართან,გაგვიღე.
ორი წამიც არ დაგვიანებია,მაშინვე გაიღო რკინის მასიური კარი.
-ჩშშ ... ჩაეძინა.
-შემოიყვანე ... -თავისი ოთახისკენ აიღო გეზი ბარბარემ. ცოტნემ ის იყო ბავშვი საწოლზე უნდა დაეწვინა თვალი რომ მოჰკრა თავის მაისურს, ბარბარემ სწრაფად დაავლო ხელი მაისურს და გარდერობში შეჩურთა. ღიმილი ძლივს შეიკავა ცოტნემ, არაფრით შეიმჩნია ის სასიამოვნო იმპულსები მთელ სხეულში რომ გამოიწვია ამ ერთმა მაისურმა.
-ტკბილი ძილი,მა. -შუბლზე აკოცა თავის შვილს და ისე გავიდა ოთახიდან ერთი წამითაც აღარ შეუხედავს ბარბარესთვის.
-ცოტნე ..!-უკან აედევნა გოგონა რაღაცის სათქმელად კარი ცხვირ-წინ რომ დაუხურეს.
-დამსახურებული იყო ...-ჩაილაპარაკა კოტემ და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა.
-შენ ხომ მაინც იცი,რომ სანდროსთან არაფერი მაკავშირებს ...-მამას მოუბრუნდა ბარბარე.
-რომც გაკავშირებდეს არავის არ აქვს უფლება რამე მოგთხოვოს,შენი შვილის გარდა.
-რა ..?!-ერთიანად ჩამოეკაწრა გული.
-ბარბარე,შენი შვილი ჩვენ გვინდა თუ არა, მაყაშვილია ... ამ გვარის ქვეშ მყოფი ხალხი, მარტივად არ ეგუება დედ-მამას შორის მესამეს ... ცოტნეს ლილის მისაღებად ოცდახუთი წელი დასჭირდა, ოცდახუთი წელი მამისთვის ზედაც არ შეუხედავს, მხოლოდ იმიტომ რომ დედამისი გარდაიცვალა, მამამ კი ცხოვრება გააგრძელა. დღეს ლიზა პატარაა და მარტივად გადიხარ ამ ყველაფერს, მაგრამ ხვალ რომ დაგისვამს გკითხვას მამამის რატომ დაშორდი ... ეცადე ის პასუხი არ გასცე რაც შენს მშობლებს გაეცი,კარგი?! -მამის სიტყვებიდან მიხვდა,როგორი არასწორი იყო თავის მშობლებთან. თითქოს მის სიმართლეს პირველი წყალი სწორედ რომ მამამ შეუყენა-მე ცოტნე ბავშვობიდან მიყვარდა, დაჩაგრული ბავშვი იყო, უდედოდ გაზრდილი. ცოტნე მესამე ან მეოთხე კლასში იქნებოდა, ჩვენთან ჰყავდა მოყვანილი თამაზს ... თამაზმა გაუაზრებლად, ისე როგორც მამებს სჩვევიათ თავიანთი შვილების შესახებ საუბარი ... ზუსტად ასე დაიწყო ლაპარაკი ბაჩოს ბაღის ამბებზე ... ჩვენთან ბიჭები იყვნენ, ჩვენი მეგობრები ... -კოტე სვენებ-სვენებით ყვებოდა ამბავს და ბარბარე გრძნობდა როგორ უღამდებოდა მამამის სახე ამის გახსენებისას- ადამიანს ცხოვრებაში იშვიათად აქვს ხოლმე მომენტები, რომლებიც კუბოს ფიცრამდე დაამახსოვრდება ხოლმე ... მე არასდროს დამავიწყდება,როგოდ მოვიდა ჩემთან თავჩახრილი ცოტნე, რომლის კარგ ნიშნებზე და ყოფა-ქცევაზე მამამისს არაფერი გახსენებია. ამ ხელებით ...-და ხელებს დახედა ხმაჩახლეჩილმა კოტემ- ავიყვანე და კალთაში ჩავისვი. გინახავს ტკივილისგან გულმოკლული ბავშვის თვალები?! მე იმ თვალებით ცოტნე მაშინ გულში ჩავიმარხე ... და მიუხედავად იმისა რომ შენი გათხოვების წამიდან ის კაცი უკანასკნელი იყო ვინც შენს გვერდით მინდოდა, მე მაინც ვიცოდი რომ მის გვერდით ბედნიერი ქალი იქნებოდი.
-მაშინ რატომ ...-ცრემლებს ვერ იკავებდა გავარვარებული ბარბარე.
-ნატანჯი იყო, შვილო. შემეშინდა, რომ არ უყვარდი ... შემეშინდა, როგორც მშობელს ეშინია. მე მაშინ ის გავაკეთე, რასაც საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებ, ხელი გკარი, მაგრამ ვიცოდი ამ დროსაც არ იქნებოდი მარტო ... ვიცოდი მე რომ გამეშვი ცოტნე დაგიჭერდა. დაგიჭირა კიდეც ... ერთი კვირა ღამე არ მძინებია და მერე ... უნივერსიტეტთან რომ მოგაკითხე ვიფიქრე დაველაპარაკები და ბოდიშს მოვუხდი-მეთქი, ის დავინახე ... ისიც, შენი ქმარიც, ჩემსავით ერთი საათით ადრე იყო მოსული და ეზოში გიცდიდა. ორი წამით მზერა ძლივს რომ გავუსწორე ... იცი რა დავინახე,ბარბარე?!
-მამა ...-სულს ვეღარ ითქვამდა გოგონა.
-ის მესამე ან მეოთხე კლასელი ცოტნე. მაშინაც რაღაცას ვერ ინელებდა, მაშინაც რაღაცის ეშინოდა, ტკივილისგან ჰქონდა სავსე თვალები ... კიბეზე რომ გამოჩნდი და დაგინახა, თავი მაღლა ასწია და მაშინ მივხვდი, როგორ შევცოდე, რომ ვიფიქრე არ უყვარდი ... დღემდე არ ვიცი, მე არ გამომიცდია არასდროს, როგორ შეიძლება ადამიანის დანახვამ ტკივილი გაგიქროს თვალებიდან. დაგინახა თუ არა ამოისუნთქა, თითქოს მთელი იმ დროის განმავლობაში ... სანამ გიცდიდა,არც სუნთქავდა. სანამ ლიზასთან მიმართებით რამეს გადაწყვეტ გახსოვდეს რომ შენ მშობელი ხარ და მშობლებს ზოგერ ისე გვეშლება ... ისე გვეშლება, რომ კუბოს ფიცრამდე მიგვყვება დანაშაულის გრძნობა. სანამ სანდროს შენი შვილის ცხოვრებაში შემოიყვან დაფიქრდი, სანდრო ის კაცია ვინც შენი თვალებიდან ტკივილს გააქრობს?!

დინჯი ნაბიჯებით გაუყვა გულდამშვიდებული მამა თავისი ოთახის გზას.
იმ ღამით მშვიდად ეძინათ ბარბარეს და ლიზას ერთ საწოლში.


დილით კოტემ რომ წაიყვანა ლიზა ბაღში, მაია მეგობრებთან რომ წავიდა და თეკლე სკოლაში სახლში დარჩენილ ბარბარეს კარზე გაბმულმა კაკუნმა შეაწყვეტინა ყავის დალევა.
-თეკლე,ახლა რა დაგრჩა?!-ბუტბუტით გააღო კარი და წინ ასვეტებულ ფერდაკარგულ კატოს რომ გადააწყდა მაშინვე ანიშნა სახლში შესულიყო.-მშვიდობაა?!
-რაუნდა შენთან მშვიდობას?!
-რა მოხდა?
-შენმა გადარეულმა ქმარმა ამირეჯიბი ისე სცემა, ისე სცემა ყველა ძვალი დაუთვალა.
-რაო?!-ჭიქა გაუვარდა ხელიდან ბარბარეს.
-დღეს დილით დამირეკა მამაჩემმა, შენი კურსელი ამირეჯიბი შემოიყვანეს ყბა-სახის ქირურგი ვერ უშველის ისეთი ნაცემიაო.
-რას ამბობ, კატო?!
-ბარბარე, მოსულიერდი, მოიწმინდე გუშინდელი ცრემლები დღეს ახალი გაქვს საღვრელი. გამაგებინე, სულ როგორ ტირიხარ?! რა ნილოსის მდინარე გაქვს საცრემლე ჯირკვლების ნაცვლად მაგ თავში?!
-ცოტნე სად არი ...
-გეუბნები ამირეჯიბი უშვილოდ დატოვესთქო და ამან ცოტნე სად არისო ... ნორმალური ხარ გოგო?!
-კატო, მორჩი და წესიერად მომიყევი რა მოხდა.
-არც მე ვიცი არაფერი, მაკარიძესაც დავურეკე არც იმან იცის რაც იმას ნიშნავს რომ შარიქაძეც არაფრის გაგებაში არ არი. მარტო შეხვდა ცოტნეს ალბათ ... სავარაუდოდ გუშინ ღამით. ძალიან არი ნაცემიო ...
-ოხ, ცოტნე ... ოხ!-ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და ლევანთან დარეკა.
-იცოდი ცოტნე რომ არ აიღებდა და პირდაპირ ჩემზე გადმოდი, ხო?!-სიცილით უპასუხა ლევანმა ტელეფონს.
-ორივე, შენც და შენი მეორე ტყუპისცალიც სასწრაფოდ ჩემთან ამოდით!
-ბარბარე, ისეთი ხმა გაქვს მგონია, რომ ახლა შენ უნდა გვცემო ჩვენ და ცოტნეს სამაგიერო გადაუხადო, დედასგაფიცებ ჩვენ ...
-ლევან, ხუთ წუთში გაჩნდით ჩემ სახლში!
-ცოტნე ...
-ისე რომ მაგ ავადმყოფმა არ გაიგოს!-ცეცხლებს ყრიდა თვალებიდან ანჩიბაძე.
-ბაბი, დამშვიდდი ...-ამოილუღლუღა ცოტა შეშინებულმა კატო ნიჟარაძემ.
ათ წუთში მართლა ამოვიდნენ ირაკლი და ლევანი დაბარებული ბავშვებივით ბარბარესთან.
-რა ჯანდაბა მოხდა?!-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ბარბარე.
-ყოჩაღ,კატო შენი აგენტურა ძველებურად მაგრად მუშაობს!-თვალი ჩაუკრა გაღიმებულმა ლევანმა სამზარეულოში ატუზულ კატოს.
-რატომ იჩხუბეს?!-არ ცხრებოდა ბარბარე.
-კატო, მომატებული მეჩვენები!-ჩაიქირქილა ლევანმა.
-ლევან!-თვალები დააბრიალა ბარბარემ.
-მოიცა,რაო?!-წამოენთო კატო და ბარბარეს ოთახისკენ ისეთი სირბილით წავიდა ბიჭებმა თვალიც ვერ გააყოლეს.
-მოყვები რა მოხდა?!-ახლა ირაკლის გადმოხედა ბარბარემ.
-ქმარი შენია, დაურეკე მოვიდეს, ჯერ რომანტიზმის მიმდინარეობაზე ისაუბრეთ, მერე როკოკოზე და ბაროკოზე, ეგენიც ხო მიმდინარეობებია რაღაც ხელოვნებაში?!
-შენ საერთოდ როგორ ჩააბარე ?!-სიცილი აუვარდა ლევანს.
-ახლა თქვენი მოკლე ჭკუით მე მეცინება?!
-ბაბი,დარელაქსდი, აი რაზე იშლი ნერვებს?! მოსახვედრი იყო მოხვდა, მორჩა.-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ.
-ბარბარე, შენს ოთახში ეს ვიპოვე და ...-ცოტნეს მაისურით ხელში გამოსულ კატოს ბიჭებმა გაკვირვებული თვალებით რომ გადახედეს მხოლოდ ამის შემდეგ გაანალიზა ნიჟარაძემ რომ დღეს უკვე მეორედ ჩაიდინა მიუტევებელი შეცოდება.-ჩემია ხო ეს მაისური?!
-არა, შენი არა ...-ფხუკუნი აუვარდა ლევანს-გასუქდი, მაგრამ სიმაღლეშიც არ გაზრდილხარ, სამხუწაროდ ...
-ფუ,როგორ ვერ გიტან!-ჩაილაპარაკა კატომ და ბარბარეს გვერდით დაიკავა ადგილი.-ამირეჯიბს ვინ დაეძებს, გოგო მართლა გავსუქდი?!
-სწორი აღნიშვნა იყო.-სიცილი აუვარდათ ბიჭებს.
-სად არი თქვენი ძმაკაცი?!-წარბს არ ხრიდა ბარბარე.
-წინასწარი დაკავების იზოლატორში.-უდარდელად ამოილაპარაკა ლევანმა.
-ნუ მატყუებ, მანდ რომ იყოს ახლა თქვენ აქ არ იქნებოდით, ამიტომ ამოთქვით ახლა ორივემ სიმართლე!-ორივეს გაბრაზებული მზერა მოავლო გოგონამ.
-ბაბი,ასეთი აგრესიული არ მახსოვდი, არ მითხრა სანდროს ამბავმა დამაღონაო, დიდი არაფერი ნეკნები აქვს ჩალეწილი და ლავიწში და მენჯშია შეშინებული, მეტი არაფერი ...
-რატომ ცემა?!-უღონოდ დაეშვა სკამზე ბარბარე.
-აი, ეგ ისეთი ამბავია მარტო სანდრო თუ დაჯდება და მოყვება, დამიჯერე.-სიცილი აუვარდათ ბიჭებს.
-რა ... რა თავხედობაა?!-ვერ მოიფიქრა ვერაფერი კატომ-სანდრო ძალიან ... ისე,ეგეც კაი დეგენერატია ვის ეჯიბრებოდა ?!-მხრები აიჩეჩა და ლევანის დასხმულ ცივ წყალს ელვის სისწრაფით წაავლო ხელი.
-გადაგცდეს იქნებ ამხელა სიმართლის მერე არ დაიხრჩო.-იცინოდა ლევანი.
-შენი დასხმული საწამლავიც წამლად შემერგება, მადლობელი ვარ, ბატონო ლევან.
-რას კადრულობთ, დიდი პატივია ...
ბარბარემ ტელეფონი მოიმარჯვა და პირდაპირ ცოტნესთან დარეკა.
-არა ვიცი რომ არ აიღებს,უბრალოდ მაინტერესებს სადამდე გაგრძელდება ეს თავხედობა ...
-დილიდან რამხელა აგრესიაა, პატარა ბაბი?!-ცოტნეს ხმაზე შეცბა.
-გამაგებინე, შენ ნორმალური ხარ?!-ტელეფონს ისე ჩაჰკივლა კატოც და ბიჭებიც სინქრონში შეხტნენ.- რას ერჩოდი, რატო მიუვარდი და ცემე, რა ცხოველობაა, ესღა გაკლდა და ესეც ...
-ვგიჟდები ასეთი ემოციური რომ ხარ ხოლმე უმიზეზოდ.-მშვიდი იყო ცოტნე.
-უმიზეზოდ?! ლამის მოკალი, რაზე ფიქრობდი ავადმყოფო, რაზე?!
-ვიზე.
-რა ვიზე ...-ორი წამით ვერ გაიგო რა თქვა ცოტნემ.
-რაზე არა ვიზე.
-არ მინდა, რა ეს ფსევდო რომანტიზმი!
-ბარბარე, პატარავ რა გჭირს?!-ნერვი არ უტოკდებოდა მომღიმარ მაყაშვილს.
-ცოტნე, რა ჯანდაბა გინდა აღარ მეტყვი?!
-თვალები რომ გაახილო ერთხელ და სამუდამოდ.-ხმაში საოცრად მტკიცე გაუხდა ცოტეს.
წამით დუმილმა ყველას აგრძნობინა რომ ცოტნეც დუმდა.
-რატო გააკეთე ... ხო იცი რომ ამით უფრო ...
-დაგშორდი?!-ჩაეცინა მაყაშვილს.-გარდაუვალ რაღაცებს ვერ შორდებიან, ბაბი. მე შენი უთავმოყვარეო თაყვანისმცემელი კი არა კანონიერი ქმარი ვარ. არ მოგითმენ შეურაცხყოფას მანამ სანამ ჩემი ცოლი გქვია!
-კარგი ყოფილა?!-ამოილაპრაკა ტკივილით გაჯერებული ორად ორი სიტყვა გოგონამ და ოთახიდან აივანზე გავიდა.
-სულ ეს ხარ?-არც ცოტნემ დააკლო.
-განქორწინების ...
-ხელი მოვაწერე.
ტელეფონში გაბმული ზარის გაგონებისას ეგონა გული გაუსკდებოდა.
ღონემიხდილი ძლიერად ჩაეჭიდა აივნის მოაჯირს.

ის და კატო ისხდნენ და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ სანამ კატოს მოთმინების ფიალა არ აევსო.
-კიდევ გიყვარს.
-არა ..
-არ მიკითხავს, უბრალოდ ავღნიშნე - კიდევ გიყვარს.
-ისეთი სიყვარულია თავს რომ გაძულებს ...-ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა.
-არმინდა ოდესმე ვინმე ასე შემიყვარდეს ... მგონია,რომ ბედნიერების დროსაც რაღაც გტკივა. ვიცოდით, ყველამ ვიცოდით და არ მითხრა, რომ შენ არ იცოდი ... შენც იცოდი რომ ასე იქნებოდა, ამიხსენი რად გიღირდა ეს ყველაფერი?!
-იმ ერთ წელიწადში ყველა იმ წუთად, როცა მხოლოდ ჩემი იყო. ერთი წლის მერე ლიზად მიღირდა.
-ამ ერთი წლის განმავლობაში ბედნიერი იყავი, ბაბი?!-ცრემლებით გაევსო თვალები კატოს.
-ზოგჯერ ისეთი ბედნიერი ვიყავი ერთადერთი რისი თქმის უნარიც გამაჩნდა „მადლობა“ იყო.
-ვის უხდიდი მადლობას, შენ ქმარს?-სულ გაგიჟდა ნიჟარაძე.
-არა, ღმერთს. ის რომ ჩემი ქმარი იყო ... მიღირდა, დღემდე მიღირს, ბოლო წამამდე ასე იქნება, როცა გიყვარს სხვანაირად არ გამოგდის. როგორი ცუდიც არ უნდა იყოს, ვინც გიყვარს მასში ყოველთვის პოულობ იმას რაც ამ სიცუდედაც „გიღირს“,ხვდები?!
-გააჩნია რას ვუწოდებთ ცუდს, კაცმა ვერასდროს ვერ დაამთავრა სინანული და შენ ამბობ, რომ ღირდა?! მაშინ რატომ წახვედი?
-ის რომ კარგად ყოფილიყო ...-თავი კედელს მიაყრდნო და გაეცინა-მე ხომ ვხედავდი როგორ უჭირდა ორად გახლეჩილს ყოველ დილით შეწებება, ჩემთვის რომ გაეღიმა. ვიცოდი, მე რომ წავიდოდი ამის მიზეზი აღარ ექნებოდა. მაშინ რომ მივსულიყავი და მეთქვა ორსულად ვარ და შვილი გვეყოლებათქო ... ცოტნე სასწორზე დადგებოდა, იცი როგორია ადამიანის სასწორზე დაყენება?! მისი სიკვდილის და გაცოცხლების შანსს თვალებში უყურებ და არ იცი რომელი პინი დაიწევს დაბლა, კარგი გაიმარჯვებს თუ ცუდი ... მე არჩევანი არ გავაკეთე, ვერ გავრისკე, ცოტნეს ყოფნად ვერ გავრისკე ... იქნებ მეშველა კიდეც, მაგრამ „იქნებ“ -ის გვერდით მეორე ვარიანტის განხილვაც ვერ დავუშვი ... ორივეს გვაქვს ჩვენი სათქმელი ჩვენსავე ურთიერთობაში, რომლებსაც თქვენ ვერ გაიგებთ ... შენ, რომ ბარბარე არ ყოფილხარ ცოტნე როგორ უნდა გიღირდეს ... მიხვდი რას ვამბობ?!-იღიმოდა და ამ ყველაფერს ისე ყვებოდა თითქოსდ უცხო ადამიანებზე იხსენებდა მივიწყებულ ამბებს.
-მაშინ რატომ არ უბრუნდები?-ამოიჩურჩულა კატომ, თითქოს თავისი ხმის გაგება არ უნდოდა.
-მეორედ ვერ გადავიტან იმას რისი გადატანაც ლიზამ მაიძულა. მეორედ ვეღარ გავტყდები, მეორედ ვეღარ ვიქნები ვერავის საყრდენი, ჩემი ამოვწურე. ახლა მე მჭირდება ის ვისაც დავეყრდნობი და ცხოვრების ბოლომდე გამყვება შიში რომ ცოტნე ის კაცი არაა, ვისაც უნდა დაეყრდნო.
-როგორ უნდა გიყვარდეს ასეთი კაცი?!
-ოჰ,ჩემო კატო ...-გულიანად გაეცინა ბარბარეს-ეგ რომ ვიცოდე როგორ ფიქრობ შენ დამასწრებდი ცოტნეს გადაყვარებას?!
-არსებობს გადაყვარების ფენომენი?!
-გულს უნდა უნდოდეს, თორემ ყველაფერი არსებობს ამ ბუნებაში.
-და შენსას არ უნდა?!
-ჩემ გულს ცოტნეს გარდა არაფერი არ უნდა, მეც არ ვუბრძანებ ხოლმე არაფერს არც ბანალურად და არც ორიგინალურად. უნდა და უყვარდეს, მხოლოდ არასდროს, არასდროს არ აგრძნობინოს, არ შეაწუხოს, არ დაღალოს, იგივე არ გამოატაროს, რაც იმ ერთ წელში ...
-დედას ვფიცავარ, არ მესმის შენი.
-ხომ გითხარი შენ ბარბარე არ ხარ-მეთქი?! რატომ ცდილობ გაიგო?-ალალი,სუფთა ღიმილით უღიმოდა მეგობარს- დროს მიეცი დრო, თავად გამოგაცდევინებს ისეთ სიყვარულს რომელზეც ვერასდროს იფიქრებდი, რომ შენი ისტორია იქნებოდა, შენი პირადი ამბავი, შენი გულის ტკივილი და უმიზეზო სიცილის მიზეზი. ჩემ ისტორიას მხოლოდ ის ახსნა მოეძებნება, რომ შემიყვარდა და დავამთავრე.
-გამიხარდა იმის გაგება, რომ ბედნიერი იყავი მასთან ...
-ცოტნე ყველაზე კარგი ქმარი იყო, ყველაზე ტკბილი, უფრო მოსიყვარულე ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა ... ცოტნეს შეეძლო დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ მოსულიყო და ჩემი უგემური საჭმელები ისეთი სახით ეჭამა თითქოს რაღაც საოცრებას მიირთმევდა. ყველაზე მცირე დეტალებით მაგრძნობინებდა რომ ვუყვარდი.
-აბა ...
-ცოტნე ყველაზე კარგი ქმარი იყო, ოღონდ ჩემი არა ...
-ბაბი ...
-რძიანი ჩაი არ გინდა?!
-საიდან მოგაფიქრდა?-გაეცინა კატოს.
-არ ვიცი,ახლა თავი უჩვეულოდ მსუბუქად ვიგრძენი და მომინდა.
-დავლიოთ.


საავადმყოფოს ეზოში იდგა ცოტნე მაყაშვილი და მოუკიდებელ სიგარეტის ღერს დაჰყურებდა ზემოდან მომღიმარი.
-რას შვრები?-გვერდით ამოუდგა ლევანი.
-ამას რომ მოერევი მერე გგონია რომ სამყაროს გადადგამ.-მხრები აიჩეჩა და მიწაზე დაგდებულს გამეტებით დააჭირა ფეხი.
-რაო, ცოცხალიაო?!-შენობას ახედა ლევანმა.
-გადარჩებაო.-გაეცინა ცოტნეს-მაინც მომერია, მაინც გამომიყვანა მწყობრიდან, ის გამაკეთებია რაც არაკაცად მაგრძნობინებდა თავს.
-სხვანაირად წარმოუდგენელი იქნებოდა.
-მუშტის ქნევით რამე რომ წყდებოდეს ...
-მაგისთვის მადლი იყო.
-ახლა მეც იქ ვარ სადაც ეგ და ეგ უფრო მაწუხებს ვიდრე მაგის ცოდვა და მადლი.
-კაი,რა ცოტნე.
-ყოველთვის გვაქ მეორე გზა, უბრალოდ ჩვენ უფრო მარტივებს ვირჩევთ და ახლა მეც მასსავით მარტივი კაცი ვარ.
-და შეფარულად ამაყი.-გაეცინა ლევანს.
-არა, ღიად დამნაშავე.-ვერც ცოტნემ შეიკავა ღიმილი.
-რაო ექიმმა?!
-არაფერი, ნეკნებსაც ეშველება და ლავიწსაცო. ხმას არ იღებს, კაცურად უნდა მომიდგეს და პასუხი გამცეს.
-მდინარეების და რაღაც ეგეთი ფილოსოფოსობის ამბავში?-სიცილს გულწრფელად ვერ იკავებდა ლევანი.
-სერიოზულად არი დაინტერესებული მაგ თეორიით, არადა უცებ რაც მომაფიქრდა ეგ ვუთხარი. -იცინოდა ცოტნეც.
-ჰო, აბა ცოლის საკითხზე მოსულ ამირეჯიბს კარებში ლექციას რომ არ წაუკითხავდი იაპონურ ზეპირსიტყვიერებაზე მეც ვიცი როგორმე.
-ბარბარესთან იყავით?!
-შენი მაისური ყოფილა დარჩენილი, კატო დაიწვა.-ახლა უფრო მოუმატა სიცილს ლევანმა.
-ნუ დასცვინი, ვენატრები და ჩუმად მომპარა, დიდი ამბავი.-ეღიმებოდა კმაყოფილებისგან ცოტნეს.
-ვინ დასცინის, მე დავცინი?! ნიჟარაძეს რა დაემართა რომ გაიფაქტა უნდა გენახა, გამწვანდა საერთოდ.
-აუ, კაი რაა. მეც მინდოდა მაგ სახის დანახვა!-ახლა ცოტნესაც აუვარდა სიცილი.
-რას ვაპირებთ?!
-იკაკოს ცოლი უნდა მოვაყვანინოთ.
-მოვაყვანინოთ მერე.
-დაურეკე და ამ საღამოს ლილიკოსთან ავიდეთ, ეგ დაგვაგეგმინებს ყველაფერს.
-აქვს ახლა ჩვენი თავი?!-მოერიდა ლევანს.
-ბიჭო, ლილიკოსთან-მეთქი, რეებს იძახი?!-მიუხვდა ცოტნეს წინადადების შინაარსს ლევანი და გაეღიმა. ლილიკოს წამალიც ზუსტად ისინი იყვნენ. ყველა ვისაც გაახსენდებოდა რომ ლილი იყო, უბრალოდ იყო და მორჩა.


-ბოლოს საქორწილო წვეულება რომ დავგეგმეთ მაღალმთიან რეგიონში სამოცდასამი წლის ქალი მომყავდა ცოლად მხოლოდ იმის გამო რომ გემრიელ კუბდარს აკეთებდა, ამიტომ მე შემეშვით!-ხელები მაღლა ასწია ლევანმა და ბიჭებს გადმოხედა.
-ჯერ ერთი სამოცის!-ჩაერია ირაკლი.
-ჩვენც მოვედით, ლილიკო საავადმყოფოდან მოვდივართ და ცივი წყალი დაგვისხი ეს რა ნახა ჩვენმა თვალებმა?!-შემოსასვლელიდან გაჰკიოდა კატო, ცოტნემ გაკვირვებული მზერა ჯერ ლევანს მიაპყრო შემდეგ ირაკლის.
-რა ვქნა, შენი ბრალია არ მოგეყვანა ცოლად და არ იქნებოდა ჩემი მეგობარიც!-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ და ცოტნეს ნასროლი ბალიში ოსტატურად აიცილა.
-მანდ რა გინდოდათ?!-შეწუხდა ლილიკო.
-ახლობელი დაგვიწვინეს მრავლობითი მოტეხილობით.-ჩაიქირქილა კატომ და მისაღებში შევიდა.
-აბა, მარტო მე და ლილიკო ვიქნებითო?!- გადმოხედა წარბაწეულმა ბარბარემ ირაკლის.
-რა ვქნა, შენი ბრალია, არ გაყოლოდი ცოლად ამას და ახლა უხერხულობაც არ იქნებოდა, მოკელდ არ მაინტერესებს ჩემი ხათრით ეს დღეები ერთმანეთი აიტანეთ! ორივე მჭირდებით, რა ვქნა ერთს დახვეწილი გემოვნება აქვს მეორე რომანტიკის მამა მარჩენალია, ასე რომ ...
-იმედია მეორეც მე ვარ და იმის მცირე იმედიც არ გაგაჩნია რომ შენი ძმაკაცი რომანტიკის ...-კიდევ რაღაც უნდა ეთქვა ცოტნეს სიცილი რომ მოესმა.-რა გაცინებს?!
-არაფერი, ისე ჩემთვის გამეცინა.
-ნუ იცინი.
-აღარ გავიცინებ.-სიცილს არ წყვეტდა მაყაშვილი.
-ისევ იცინი.
-მე ვიცინი?! -გაოცებულმა გადმოხედა ბიჭებს და ახლა უფრო ხმამაღლა გაეცინა.
-რა გაცინებს?!
-ჩემ რომანტიკაზე ლეგენდები დადის და ამ შენს უშვერ ცილისწამებას არ მოვითმენ.
-რომელი რომანტიკა ... ყვავილებს ჩემ თავს მე ვყიდულობდი!
-იცოდი რომ ალერგია მქონდა და სპეციალურად ყიდულობდი, ეგ ბოროტებაა, ბარბარე!
-წარმოდგენა არ გაქვს რომელ სუნამოს ვიყენებ!
-ეს რომანტიკასთან რა კავშირშია?!
-ყველა რომანტიკულმა კაცმა იცის რა სუნამოს იყენებს მისი ცოლი!
-ჯერ ერთიც ვიცი, მეორეც აქ რომანტიკა საერთოდ რა მოსატანია ... უბრალო ფაქტია, რომელიც ...
-რა სუნამოს ვიყენებ?!
-რომელიც, უნდა იცოდეს ყველა ...
-ხედავ?! აი, ასეთ კაცს ანდობ შენი ქორწილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ...
-დასახელება გითხრა?!
-თუ გინდა მხოლოდ ბრენდი.
-ორივეს გეტყვი.
-ერთი მითხარი.
-Lazy Sunday Morning – Maison Margiela - ბარბარემ ვეღარ გაიგო გახარებოდა თუ წყენოდა ის ფაქტი, რომ ცოტნემ შესანიშნავად იცოდა თავისი ცოლის გემოვნება.
-იდეალურად შემირჩევია კადრები ...-ჩაიქირქილა ირაკლიმ.
-აბა საიდან ვიწყებთ?!-გამოერკვა სიტუაციიდან ბარბარე და ბიჭებს გადმოხედა.
-სტუმრების სიას გადახედე, ცოტნე ვინმე არ გამომრჩეს.
-ლილიკო, ყავა გამიკეთე რა ...-და თითქოს რაღაც აქამდე ასებულ მთლიანობას გამოეყოო „მეორე“ ნახევარი, ასეთი გრძნობა ჰქონდა, როცა ცოტნე სკამიდან წამოდგა და მისაღებიდან სამზარეულოში გადაინაცვლა.
-ხელის თხოვნა არი ყველაზე მნიშვნელოვანი ... ისე უნდა თხოვო ხელი მთელი ცხოვრება რომ ახსოვდეს და ცოტა სიამაყის გრძნობა ჰქონდეს, აი, „მე ისე მთხოვეს ხელი სხვებს რომ არც დაესიზმრებათ ...“-გატაცებით ლაპარაკობდა კატო- დაახლოებით ეგრე უნდა ფიქრობდეს.
-ეგრე მხოლოდ ერთხელ თხოვეს ხელი, ისიც წიგნში და ისიც პერსონაჟმა, როგორი კაცებიც იდეაში არ არსებობენ, ამიტომ დაივიწყე.-გაეცინა ბარბარეს.
-ეგოს ნუ მიკნინებ!-შეიცხადა ირაკლიმ.
-ეს ფეხბურთელი არ არი, ეგეთ პომპეზურობას კიდე რას მოვუფიქრებთ, იმ გოგოს მთელი ცხოვრება რომ დაამახსოვრდეს?!-წარბები აწკიპა კატომ და არაფრად ჩააგდო ირაკლის ისტერიული ხველება.
-საქმე პომპეზურობაში და პროფესიაში კი არა, წესით ადამიანში უნდა იყოს.- ხელში ყავის ჭიქით ხელში მდგარმა მაყაშვილმა ზერელედ მოავლო მზერა შეკრებილთ.- თინას ხო უყვარხარ?!
-ნუ, კი.
-რა „ნუ“, ბიჭო უყვარხარ თუ არა?!
-ვუყვარვარ, რავიცი ასე ამბობს და ვითომ არი ალბათობა, რომ არ ვუყვარდე?!-გაფითრდა ირაკლი.
-არ ვიცი, მე სულ დარწმუნებული ვიყავი რომ ვუყვარდი, წარმოდგენა არ მაქვს რას გრძნობ.-მხრები უდარდელად აიჩეჩა და ბარბარეს მზერა დააიგნორა- ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით ხელის თხოვნა არი ყველაზე ინტიმური და პირადი ამბავი, რომელიც სულ არ არი საჭირო ბევრმა გაიზიაროს.
-მაგიტო მთხოვე ხელი შენი ოჯახის და მეგობრების თანდასწრებით?! როგორი ინტიმური ...
-და აქედან გამომდინარე- და სიცილი ვერავინ შეიკავა ბარბარეს აპილპილებულ სახეზე, რომელიც ძირითადად იმის ბრალი იყო, რომ ცოტნემ ლაპარაკი არ აცადა.- წაიყვანე სადმე მშვიდ გარემოში, აუხსენი, რომ გინდა შენი „მეორე“ გახდეს, მერე გაშალე თემის ყველა დეტალი და დაუხატე როგორ წარმოგიდგნია თქვენი თანაცხოვრება. ის გარემო წარმოადგენინე, სადაც შენ იგრძნობ თავს კომფორტულად ...
-რა სისულელეა,-წამოენთო ბარბარე- შენ კიარა აქ მთელი ყურადღება გოგოზე მოდის, მოიცა კაცი უნდა იყოს კომფორტულად და ქალი ...
-ხელს რომ თხოვ ...- და აგიჟებდა ბარბარეს ის ფაქტი, რომ არაფრად აგდებნენ მთელი ოცი წუთის განმავლობაში, მათი სუნამოს ბოლო დიალოგიდან ამ წამამდე- ბოლომდე უნდა იყო დარწმუნებული, რომ შენი კომფორტული ზონა მისთვისაც იგივეს წარმოადგენს, რასაც შენთვის, ყველა რეაქციას დააკვირდი, შეისწავლე, მერე ეჭვი რომ არ შეგეპაროს, იქნებ სადმე რამე არ მოეწონაო, ამისთვისაა საჭირო, რომ იცოდე სახლის, თანაცხოვრების და ზოგადად ურთიერთობის შესახებ საერთო ინტერესები და წარმოდგენები თუ გაქვთ ... თორემ მერე აღმოჩნდება, რომ ეგოისტი ხარ და მხოლოდ შენზე იფიქრე ...-ძმაკაცს თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში შებრუნდა ბარბარეს ხმა რომ დაეწია.
-ეგოიზმია, დიახაც და მეტი არაფერი, როცა თქვენს კომფორტს უნდა შევუთანხმოთ ჩვენი იდილია. თანაცხოვრება ზოგადადაც, დათმობაა, ურთიერთშეთახნმება და არა მხოლოდ საერთო ინტერესები. რა მსჯელობაა?! საერთოდ ასე ფიქრობდი როცა ერთად ვცხოვრობდით?!
-მე საერთოდ არ ვფიქრობდი შენ გვერდით ... არ მჭირდებოდა.-ჩაილაპარაკა ცოტნემ და ქორწილის სია ლევანს გამოუტანა- აქ რამდენიმე ადამიანი ჩავამატე, უხერხულია მაგათი გამოტოვება ... ძირითადად უბნელები არიან და ერთი კლასელის ცოლი გყავთ გამორჩენილი.
-ჰო, უპირველესად ცოლი რომ გამორჩათ შენ ეს ...
არაფერი უთქვამს, ბარბარეს ხმა მხოლოდ მას შემდეგ ჩაუწყდა რაც წინადადების შუაში, იქ სადაც სიტყვა გაუწყდა, დიახ, იმ მომენტში ცოტნეს მრავლისმთქმელმა მზერამ ერთ ადგილას გაახევა.
-რომელი კლასელი ...?!-ინტერესიანი მზერა ცოტნედან სიაზე გადაიტანა და ისე ჩახედა ფურცელს თითქოს სასიცოცხლო განაჩენს უყურებდა.
-თინას მეჯვარე ხო ლამაზი გოგოა?! იქ ფოტოები არ მაღებინო ბუნების შეცდომასთან, თავი არ მაცემინო!
-შენ, ხო ხარ ბუნების შედევრი.-ჩაილაპარაკა კატომ.
-ვერ დამაფასე ვერა ...-თავი გადააქნია ლევანმა.
-არად ჩაგაგდე კაცი, კარგად გეყოლე მარად, შენ თავი მოიკალი?! -ახარხარდა კატო.
-ეს საიდან გაგახსენდა?-სიცილს ვერ იკავებდა ვერც ერთი.
-რავიცი უცებ გამახსენდა.-მხრები აიჩეჩა კატომ.
-აუ, ცოტნე რამე ლიტერატურულ ამბავში რომ ვთხოვო ხელი?! -დაეჯღანა სახე ირაკლის.
-ლიტერატურული ამბავი რანაირია?!-გაეცინა ცოტნეს და კატოს გვერდით დაჯდა.
-აი, დეზდემონას ოტელომ ცოლობა როგორ თხოვა?! ან მეფე ლირმა მის დედოფალს ან ლუკა გეგეშიძემ ეკას?!
-ბოლოს ვინ თქვა?!-სიცილით გაწითლდა ლევანი.
-მეფე ლირის დედოფალზე გავჭედე მაქამდე არ ჩამოვსულვარ.-იცინოდნენ ცოტნე და გოგონები.
-აუ, კაი მორჩით რა!-აწუწუნდა ირაკლი.
-აბა რა ლიტერატურა და „იყო არაბეთს როსტევან“- მოგინდა გაგიჟდი?! თხოვე რა ადამიანურად.
-ლევან, შენ კი უნდა იცოდე როგორ თხოვო ადამიანურად ქალს ხელი, ისე რომ სამოცდახუთი წლის ასაკში მყოფიც დაითანხმო.-ჩაიქირქილა კატომ.
-ჯერ ერთი სამოცის!-ჩაერია ირაკლი.
-ბარბარე ეს გოგო სავალდებულო დაქალია თუ შეიძლება მოშორება?!
-მეჯვარე ვარ, იცი ეგ რამხელა პრიორიტეტია?! ისე შენ რომ არ აგირჩია ცოტნემ მეჯვარეთ ეგ შენთვის დღემდე არაფერს ნიშნავს?!
-ჩაარტყი, მომეწონა.-თვალი ჩაუკრა გახალისებულმა ირაკლიმ ლევანს და კატოს ხელი გაუწოდა.
-აუ, ცოტნეე!-აყვირდა ლევანი.
-ამხელა კაცებს რა გეშვლებათ?-თავი გადააქნია მოცინარმა ლილიმ და ბარბარეს გვერდით დაიკავა ადგილი- ლიზიკოს ბაღიდან ვინ გამოიყვანს?!
-მე უნდა მივაკითხო, რომელი საათია?!
-ოთხი სრულდება.
-ხუთისთვის უნდა მივაკითხო.
-მაშინ გავედით, საცობებია და ვერ მოვასწრებთ.-სხვათაშორის ამოილაპარაკა ცოტნემ და მაჯის საათს დახედა.
-მანქანით ვარ ...
-მგზავრის სავარძელი ხო გაქვს?!
-რა?!
-ადე, ადე დაგვაგვიანდა.
-მერე კატო ...
-კატოს მე წავიყვან, ვგიჟდები ისე მენატრება ამის გამწარებების ვრცელი სერიები!-ეშმაკურად აათამაშა წარბები ლევანმა.
-ცოტნე, ლიზიკო მომიყვანე ცოტა ხნით.-ხმა შეეცვალა ლილის.
-მე მოგიყვან,ლილიკო.-გაეღიმა ბარბარეს.
-ორივემ მომიყვანეთ.-ცრემლებით აევსო თვალები ქალს.
-მოვალთ მალე.-ჩაიბუტბუტა ცოტნემ რომელიც დღემდე ვერ ეგუებოდა ლილის ცრემლებს და პირველმა დატოვა სახლი.


-წასვლის წინ გამახსენე რომ საბუთები ჩამოგიტანო ...-ღვედი შეიკრა ცოტნემ და ზედაც არ შეუხედავს ისე მიმართა ბარბარეს.
-არ მეჩქარება ...
-რა საინტერესოა?!-ჩაეცინა ცოტნეს და სკამი უკან დასწია კომფორტულად რომ დამჯდარიყო.
-რა არი საინტერესო?!-მოთმინების ფიალა ევსებოდა ბარბარეს.
-დესპანი აფრინე მაგ საბუთების გადმოსაცემად და ახლა უბრალოდ „არ გეჩქარება?!“
-კიდევ ერთხელ გიმეორებ, სანდროს უბრალოდ ვთხოვე ჩემს ადვოკატამდე მიეტანა ...
-ისეთივე რთული დასაჯერებელია, როგორც შენთვის ის ფაქტი რომ ერთგული ქმარი გყავდა.
-ვერ დაგეთანხმები, ეგ წარმოუდგენელი დასაჯერებელი უფროა ვიდრე უბრალოდ „რთული“.
-ეგ ის სიმართლეა, ქვეყნად ვერაფერი რომ ვერ დაგაჯერებს შენი გულის გარდა.
-არ აპირებს მაგის დაჯერებას ჩემი სულელი გული.
-მით უკეთესი, სიბრმავეში ცხოვრება ზოგჯერ უკეთესიცაა, სინათლე არ მოგჭრის თვალს.
-შენი უადგილო ირონია უკვე ყელშია.
-ნუთუ?!-ჩაეცინა ცოტნეს.
-რატომ სცემე?! არ გავდა შენს საქციელს ... არასდროს გიყვარდა ადამიანის ასე გამეტება.
-რომ გითხრა ვნანობ-მეთქი, დამიჯერებ?!
-დაგიჯერებ. საკმაირსზე კარგად გიცნობ, რომ ვხვდებოდე ახლა თავს სულაც არ გრძნობ „კმაყოფილად“.
-მეტიც, ცუდად ვგრძნობ თავს ...
-ასეთი რა გითხრა?!
-შენ იცი რომ ამას ვერასდროს გაიგებ ჩემი პირიდან.
-სანდროსთან ლაპარაკს არ ვაპირებ.
-რა საინტერესოა?!-ისევ ისე ჩაეცინა მაყაშვილს.-და თუ საიდუმლო არ არის ... რატომ?
-რაც უნდა გაეკეთებინა დარწმუნებული ვარ იმ სიმძიმის იყო, რომ მწყობრიდან გამოგიყვანა. უკვე არ არის მართალი, შესაბამისად მისი მხრიდან სიმართლის მოსმენის სურვილიც აღარ მაქვს.
-როგორ შეგიძლია ასეთ საკითხში თვალდახუჭული მენდო და ეჭვი გეპარებოდეს, რომ არასოდეს ...
-ცოტნე, აზრი არ აქვს ამ ლაპარაკს ... ეჭვი შევიტანე და იქ მორჩა, კაი?!
-კაი.
-შენ არაფერი გაგიკეთებია იმისთვის, რომ მე ასე არ მეფიქრა ...-ამოილაპარაკა ბოლოს.
-მეტსაც ვერაფერს გავაკეთებდი ან რაღა უნდა გამეკეთებინა.
-და რა გააკეთე?!-მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა ბარბარემ.
-შეგიყვარე, ამაზე უფრო ბევრს რას ელოდი, რისი მოცემა შემეძლო და არ მოგეცი?!
-შენი თავის.
-რაც მე მეკუთვნოდა ყველაფერი გაგინაწილე, დამნაშავე მხოლოდ იმაში ვარ, რომ ტკივილიც ამ „ყველაფერ“-ში შედიოდა.
-მე შენთვის არ მითქვამს რომ შენი ტკივილი არ მტკიოდა, მე შენ ...
-შენ მე ვერ დაგარწმუნე, რომ მიყვარდი, მორჩა, აღარანაირი მნიშვნელობა აქვს დანარჩენ წვრილმან დეტალებს,რომლებმაც ჩვენ შორის ყველა კედელი მოარღვია. ჩვენ ერთმანეთში დასაყრდენს ვეღარ ვპოულობთ, საერთოდ რას აქვს აწი მნიშვნელობა, გარდა ჩვენი ლიზიკოსი?!
-ასე უბრძოლველად არ უნდა დაგეთმე ... ასე არ უნდა მოშლილიყავი გაფუჭებული სათამაშოსავით. ამას ისევ ეგოისტი ცოტნე მერჩივნა, ის კაცი, ვინმაც იცოდა გვეტკინებოდა,მაგრამ ასეთი ყოფაც უღირდა ჩემთან ყოფნად ... ახლა თითქოს ისეთი თავისუფალი ხარ, ისეთი სუფთა და შენში ეს ყველაფერი მზიზღდება საერთოდ.
-ამის მერე ...-გაეცინა ცოტნეს- შენ ამბობ, რომ ჩვენს შორის ოდესმე მე უფრო დიდი ეგოისტი ვიყავი ვიდრე შენ?!
-რაღა მნიშვნელობა აქვს?!-მხრები ჩამოუცვივდა მოდუნებულ ბარბარეს.-შენ უკვე ხელი მოაწერე.
ბაღის წინ გააჩერა მანქანა და გადმოვიდა.
აღრაფერი უთვქამთ ერთმანეთისთვის.
იმ მომენტში საკმარისზე მეტი იცოდნენ.


***
„ მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი საეჭვოდ“.


***
-წავედით?!-ლიზა ხელში ჰყავდა აყვანილი და ისე წამოსდგომოდა თავზე მძინარე თეკლეს შაბათ დილით.
-რა .. რა მოხდა, ომია?!
-დინამო ეთამაშება გორის დილას, შენ გძინავს, ეს არი გულშემატკივრობა?!-სერიოზულად ჩაეკითხა ცოტნე გოგონას.
-არ არსებობს!-წამოხტა ფეხზე თეკლე აღტკინებული სახით.
-მიდი ადე და ჩაიცვი, ოცი წუთი გაქვს, მანამდე ლიზის საჭმელს აჭმევენ და გავალთ.
-შენ ხარ, ყველაზე ყოფილი სიძე!-გაეცინა თეკლეს და საღსალამათმა ძლივს მიაღწია სააბაზანომდე.
-ცოტნე, რატო წუხდები?!-კანში ვეღარ ეტეოდა ბარბარე ცოტნეს სიახლოვეს.
-არ ვწუხდები. მალე აჭამე ხო?!
-ლიზას რაღა უნდა დაიღლება, თან იმდენი ხალხი იქნება ...
-აქედანვე უნდა მივაჩვიო დინამოს სიყვარულს-გაეცინა და შვილს ლოყები დაუკოცნა.
ბარბარე სამზარეულოში საჭმელს აკეთებდა კოტე რომ მოვიდა სახლში.
-ოჰ, სტუმარი გვყოლია ...- უხასიათოდ ამოილაპარაკა კოტემ.
-გამარჯობა. -სხვათაშორის ამოილაპარაკა ცოტნემ და სავარძელში ჩამჯდარ კოტეს თვალი აარიდა.
-მაიკო, ჩემი სათვალე ვერსად ვიპოვე ...
-მაგიდაზე დევს, კოტე როგორ სულ გეკარება?!-გამოსძახა ოთახიდან მაიამ.
-ჰო, აქ დავდე და დამავიწყდა ... -ჩაილაპარაკა და სათვალის გვერდით დადებულ ბილეთს გაკვირვებულმა დახედა,-კი მაგრამ ეს აქ საიდან?!
-ვიფიქრე, თუ გადაწყვეტს ჩვენთან ერთად წამოვათქო, თეკლე და ლიზა მიმყავს თამაშზე ბიჭებთან ერთად ...-ღიმილი ძლივს შეიკავა კოტეს ბავშვივით აცეტებულ თვალებზე. მიხვდა, კოტეც იმ მოგონებებში იყო ჩაძირული სადაც ორივენი თეკლესთან და ბიჭებთან ერთად თამაშებს არ ტოვებდნენ დინამოს მაისურებში გამოწყობილები. თამაზის უკმაყოფილო სახე გაახსენდა, ის „გორის დილას“ გულშემატკივრობდა და ამაში ვერ თანხმდებოდნენ. უსასრულოდ ეღიმებოდა მამის გახსენებისას.
-თეკლე, მიდიხარ?!-ხმა ჩაუვარდა კოტეს და შვილს გადმოხედა.
-ჰო, დინამოს თამაშია, აბა?!-გაიკვირვა თეკლემ და ცოტნეს წინ დადგა-მე მზად ვარ!
-მიდი შენ დას ჰკითხე ლიზიკო მზად ჰყავს?!
-მზად მყავს, არ ჭამს ამ საჭმელს და რომ მოიყვან მერე ვაჭმევ.
-კარგი, კოტე, რას იზამ?!
-სხვა დროს ...-თვალები ჩაუქვრა იმის გახსენებაზე, რომ ცოტნე მისი სიძე კი არა, ყოფილი სიძე იყო.
-როგორც გინდა.-მიხვდა დაძალებას აზრი არ ჰქონდა და სახლი ბავშვებთან ერთად დატოვა.
-შენზე მაინც გაბრაზებული ვარ ...-ებურტყნებოდა თეკლე და წინ მირბოდა ლიზასთან ერთად.
-როგორც მართლად ჩათვლი.-გაეცინა ცოტნეს.
-სწორად.
-რაო?!
-“როგორც სწორად ჩათვლლი,“ ასე უნდა გეთქვა ...
-არა, როგორც მართლად ჩათვლი,მაგათ შორის იცი რამხელა განსხვავება ყოფილა?!-გაეღიმა და თეკლეს ავტომობილის კარები გაუღო.
***

ირაკლის ქორწილისთვის ყველა გამორჩეულად ემზადებოდა.
ლილიმ და ნათიამ არაფრით დაანებეს ბიჭებს ქორწილამდე ორდღიანი გასეირნების მოწყობა და ცოტნეს ამბის გამეორება, თან ამ იდეით არც ლევანი იყო დიდად მოხიბლული.

-ბიჭო, ცოტა ვნერვიულობ, ხო იცი?! -სარკეში საკუთარ თავს ეჭვის თვალით ათვალიერებდა ირაკლი.
-რა განერვიულებს ამხელა ანალიტიკოსს კაცს?!-სიცილი აუვარდა ცოტნეს.
-შენ და ... სტატისტიკურად რამდენი ქალი ამბობს ქორწილის წინ უარს ქორწინებაზე?!-შეშფოთებულმა გადმოხედა ლევანმა ირაკლის და მის აპილპილებულ სახეზე ისეთი ხარხარი დაიწყო ბარბარემ და კატომ მეორე ოთახში გაიგეს.
-ჩაგაკლავ მანდ არ მომიყვანო!-გაცოფდა ირაკლი.
-კაი, ამას კიდე ეგ უნდა?-სიცილს ძლივს იკავებდა მაყაშვილი.
-მზად ხართ?-ოთახში თავი შემოყო ბარბარემ.
-აუ, ბაბი შემო რა ... -სახე დაებრიცა ირაკლის ნერვიულობისგან - თინა ხომ არ გინახავს? რამე ხოარ ეტყობა გადაფიქრების?
-ლევანმა გაგაგიჟა თუ ამან!?-სიცილი აუვარდა ბარბარეს და მალულად გააპარა მზერა ქმრისკენ.
-ორივემ!-შესძახა აღშფოთებულმა და გაბრაზებული მზერა მოავლო ახარხარებულ ძმაკაცებს.
-გვაგვიანდება, თუ მზად ხართ წავიდეთ.-შემოვიდა ოთახში ნათია, ირაკლის დედა.
ყველანი წინ მიდიოდნენ მხოლოდ ცოტნე და ირაკლი ჩამორჩენოდათ უკან.
-მეშინია ... შენნაირად კარგი ქმარი რომ ვერ ვიყო?-ჩაილაპარაკა ირაკლიმ და ოცდათხუთმეტი წლის კაცი უცებ დაემგვანა თხუთმეტი წლის ბიჭს.
-მე კარგი ქმარი ვიყავი?-ჩაეცინა ცოტნეს და წინ მიმავალ ბარბარეს მონატრებული მზერა შეავლო.
-შენ ყველა სტატუსით კარგი იყავი ... ბოლოს კარგი შვილიც იყავი, ახლა კარგი მამა ხარ.
-ეგ ყველაზე კარგი რამეა რაც ჩემთვის უთქვამთ. -გაეცინა ცოტნეს და ახლა ლილიკოს მკლავებში მოქცეულ ლიზას გადმოხედა, რომელსაც თეთრი კაბა და ყვავილებით მორთული პატარა გვირგვინი ამშვენებდა.
-ბაჩოს წერილი წაიკითხე?
-სად გაგახსენდა?-შეიშმუშნა ცოტნე.
-მეხუთე წელი გადის და ცოცხალი თავით არ ეკარები ... რას გაურბიხარ?
-ბაჩოს თვალით დანახულ ჩემ თავს, ახლა ამაზე არ უნდა იფიქრო, ცოლი მოგყავს და ჩემი პრობლემები ...
-ჩვენი პრობლემებიცაა!-მეორე მხრიდან ლევანი ამოუდგა ბიჭებს და სამივეს ერთად გაეცინა.
-თინამ უარი რომ მითხრას ჩვენ წავიდეთ თაფლობის თვეში ...-ამოილაპარაკა დანანებით ირაკლიმ.
-ისე დაგვპატიჟე თვითმფრინავი არ ჩამოგვივარდეს, თუ ძმა ხარ!-გაეცინა ლევანს.
-თინამ თუ ამას უარი უთხრა, მადლი იქნება თვითფმრინავის ჩამოვარდნაც!
-ასეთ ხმაზე ნუ იცინით!-თვალები დაუქაჩა ბიჭებს მობრუნებულმა ბარბარემ.
-ეს გოგო ვისთან არი?-გაეცინა ცოტნეს.
-ჩვენთან არი.-მთელი არსებით იღიმოდა ბარბარე რომლისთვისაც ხელი გადაეხვია ლევანს და რაღაც სასაცილო ამბავს უყვებოდა გოგონას, რომელსაც არაფერი არ ესმოდა გარდა იმისა, რომ ცოტნეს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, თავისი მეგობრების სახით ბარბარესაც ეკუთვნოდა.

ყველაფერმა მშვიდობიანად რომ ჩაიარა და თინას „დიახ“ ხმამაღლა გაჟღერდა დარბაზში სტუმრების ოვაციებს ირაკლის ემოციამ გადააჭარბა.
სიცილს ვერავინ იკავებდა.
იმ წამს არავის ახსოვდა პრობლემები.
ასეა ადამიანი მოწყობილი, სხვისი ბედნიერება საკუთარ პრობლემებს რომ გადაავიწყებს ის წამი ურჩევნია ალბათ მრავალ სხვას.
რესტორნის დიდ დარბაზში გამორჩეული ყურადღება დედოფლის შემდეგ პატარა ლიზასკენ იყო მიპყრობილი, რომელიც ხან ლევანის ხანაც ირაკლის კისერზე შემომჯდარი ცეკვავდა სხვადასხვა მუსიკაზე.
ბოლოს დაღლილს ცოტნე აიყვანდა ხოლმე და გულზე აკრული მანამდე არ ჩამოსვამდა დაბლა სანამ ამას ლიზა არ თხოვდა.
ბარბარე მაგიდასთან იჯდა და ლილის და მაიას რაღაცაზე ელაპარაკებოდა ცოტნემ რომ მიიყვანა ნახევრად მძინარე ლიზა გულზე აკრული.
-ჩაეძინა?-იკითხა ჩუმად ბარბარემ და ფრთხილად გამოართვა ცოტნეს პერანგს პატარა თითებით ჩაბღაუჭებული ლიზა.
-არ უშვებს ...-ღიმილი ვერაფრით შეიკავა მაიამ ამის დანახვისას.
-მამი ... მიდი დედიკოსთან.-ეჩურჩულებოდა შვილს და გაღიმებული უკოცნიდა ლოყებს ბარბარეს კალთაში მოკალათებულ ლიზას, რომელიც არ ფიქრობდა მამისთვის ხელების გაშვებას.
-შენც მოდი ...-ამოიბუტბუტა ლიზამ და თვალები მინაბა.
იგრძნო ცოტნემ როგორ გააკანკალა ბარბარეს შვილის სიტყვებზე.
-ნეტა მეკუთვნოდეს ...-და თითქოს ისარივით მჭრელი სიტყვები ზუსტად იმ ადგილას მოხვდა ბარბარეს, სადაც კუბიდონი უმიზნებდა.
ლიზას ხელები ფრთხილად გააშვებინა, მოკეცილ თითებზე ნაზად აკოცა და ლილის გვერდით, ბარბარესგან სამი სკამის მოშორებით დაჯდა.

ქორწილის ლხინი ბოლო ფაზაში იყო შესული ლევანმა ძალით რომ ააყენა ბარბარე საცეკვაოდ. კარგად გათვლილი ბანალური სცენა იყო, სადაც მომღიმარე ლევანმა მეგობარს მალევე გადაულოცა ცოლი საცეკვაოდ.
ეხებოდა ქმრის განიერ მხრებს სუსტი თითებით და ვერაფრით იმორჩილებდა თვალებს, რომლებიც ყოველ დახამხამებაში უვერცხლოდ ყიდდნენ პატრონს.
-„შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება“
შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად,
ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ,
თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა.
აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება,
ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება.“-თავადაც არ იცოდა რა ძალა აიძულებდა ბარბარესთვის ამ სონეტის წაკითხვას.
მშვიდი, დინჯი მოძრაობით ირხეოდა მის სხეულთან ერთად ნატანჯი სულიც და ბედნიერების წამით ტკბობაში პოულობდა საოცარ შვებას.
თითქოს არც ერთხელ არ ტკენია ტკივილისგან ავსილი გული,
თითქოს ბუმბულის წონა იყო ეს შეცოდებაც.
-„სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას.
მოტყუებულმა ცოლებმაც სწორედ ასე იციან“...-გაეღიმა ბარბარეს.
-„მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ,
შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია,
მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ“...-ცოტნესაც სიანცის მსუბუქმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე და საოცარი სიფაქიზით დაატრიალა ბარბარე მუსიკის ამაღლებულ მომენტში.
-სულ შენს ნებაზე ატრიალებ შექსპირსაც და მის სონეტებსაც.
-რამეში ხომ უნდა გამომადგეს ლიტერატურის პროფესორის დიპლომი?!-გაეცინა ცოტნეს და ახლოს მყოფი ცოლი კიდევ უფრო მიიზიდა.
-სულ დიპლომის ბრალია შენ რომ შექსპირზე ხარ შეყვარებული.-მონატრებული თვალებით უყურებდა მასზე ორით თავით მაღალ ქმარს.
-რამდენჯერ უნდა გაგიშვა და რამდენჯერ უნდა დაგიბრუნო საკმარისი რომ იყოს?!
-საკმაირის რისთვის?..-ხმა აუთრთოლდა ბარბარეს.
-რომ დაგაჯერო შენ მერე, შენს მეტი არავინ მყვარებია ...
-ნუთუ?!-სიმწრისგან იღიმოდ ბარბარე- ხელს რომ აწერდი, მაშინაც ამაზე ფიქრობდი?!
-ზუსტად.-თავი დაუქნია ცოტნემ დამაჯერებლად.- თუ ვერ უყურებ ამ ჩემ სიყვარულს, იქნებ გაცადო თავისუფლება ...
-რომ მერე ისევ შენთან დავბრუნდე?!
-უნდა დაბრუნდე ...
-ყოველ ჯერზე იმ პრინციპით მიშვებ რომ იცი უკან დავბრუნდები ... რა იქნება ერთხელაც რომ გაიაზრო სამუდამოდ დამკარგე?!
-ორ ადამიანს შორის სიყვარულს მხოლოდ სიკვდილი ეღობება წინ ... საკუთარ თავზე გამოვცადე მესაფლავის ყველა ტკივილი. შენ მეუბნები, „მიშვებ იცი რომ უკან დავბრუნდები“ მე გეუბნები ... დიახ!-ეღიმებოდა ცოტნეს და ამ ღიმილში უამრავ ემოციას მოეყარა თავი- თუ ერთხელაც გავიაზრებ რომ სამუდამოდ დაგკარგე ... უკანასკნელადაც დავხუჭავ თვალებს.
-ცოტნე!-აღმოხდა ბარბარეს.
-ჩემი მანქანით წადით შენ, ლიზა და კატო ... მე ლევანს წავიყვან სახლში მისი მანქანით, დილით გამოვაკითხავ ლიზას.
ხელები ცივად შეუშვა ქალს და მხოლოდ ახლაღა გაანალიზა, რომ მუსიკა კარგა ხნის დასრულებული იყო დარბაზში კი ყველას მომღიმარი მზერა მათკენ იყო მიმართული.
არავისთვის არაფერი უთქვამს აივნისკენ გაიკვლია გზა.


ღამის სამი საათი იქნებოდა ცოტნეს ტელეფონზე ზარი რომ შევიდა ...
-გისმენთ ...
-ბარბარე ანჩიბაძის ვინ ბრძანდებით?!
-ქმარი.-საწოლში შესწორდა მაყაშვილი.
-იაშვილის კლინიკაში ... -და მერე აღარაფერი გაუგია.
ღამის სამი საათი იქნებოდა ნისლი რომ ჩამოწვა მათ ცხოვრებაში.
და იმ ღამეს გათენება დააგვიანდა ...


-რა ხდება?!-კოტე და ცოტნე ორი წუთის სხვაობით მივიდნენ საავადმყოფოში და დერეფანში ერთმანეთს შეეჩეხნენ.
-ბარბარეზე დამირეკეს ... -ამოილუღლუღა კოტემ და ცოტნეს მოავლო მზერა- მეგონა შენთან იყვნენ, ამიტომ არ დამირეკავს მისთვის ... როდის დაიშალეთ ...
-ერთი საათის წინ სადღაც, მე მეგონა სახლში იყო.-ფერი დაეკარგა მაყაშვილს ექიმის დანახვისას- სად არიან და რა სჭირთ?!
-გოგოები სტაბილურად არიან, ავარია მოხდა ჭავჭავაძეზე ...-მძიმედ დაეშვა ცოტნე სკამზე ცივი ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელები ჩამოისვა და თვალები ტკივილისგან დაეხუჭა.
-ბავშვი ..?!-ამოიხრიალა კოტემ.
-ბავშვის მდგომარეობა მძიმეა ...-თითქოს საკმარისი არ გამოუვლიო ტკივილი ტკივილს ემატებოდა.-სიცოცხლისთვის საშიში არ არის დაზიანებები, მაგრამ სისხლი უნდა გადავუსხათ ...
-მე ... მე ვარ მამა და ჩემი სისხლი ...
-წამობრძანდით აგიღებთ ანალიზებს.
ინერციით წამოდგა ფეხზე.
ფეხებში ძალა ეკარგებოდა, მაგრამ ბოლო წამამდე აიძულებდა თავს მყარად მდგარიყო.
-ცოტნე, უნდა გამაგრდე ...-გვერდით ამოუდგა მაია.
-ლილი მოიყვანე რა ...-მავედრებელი თვალები შეანათა ქალს და ექთანთან ერთად პალატაში გაუჩინარდა.

მძიმე წუთები იყო, ყველა ერთად შეკრებილიყო საავადმყოფოს დერეფანში და ვერავინ ბედავდა განადგურებული მაყაშვილისთვის თვალებში ჩახედვას.
ურეაქციოდ მჯდარი თითქოს შინაგან სიკვდილს ებრძოდა.
ლილის მოსვლა გეგონებოდათ გუმანით იგრძნოო, თავი მაღლა ასწია და ტკივილისგან დაღლილი თვალები დედინაცვალს შეანათა.
-ცოტნე ...-მიუახლოვდა ქალი გერს და რომ მიხვდა ცოტნე წონასწორობას კარგავდა დედასავით თბილი ხელები შეაშველა ობოლს.-აქ ვარ, ნუ გეშინია.
საავადმყოფოს გრძელ სკამზე იჯდა შავოსანი ლილი და მხარზე ჩამოდებულ ცოტნეს თავზე ფრთხილად უსმევდა აკანაკალებულ თითებს.
-რამე რომ დაემართოს ...-ამოიჩურჩულა ძალაწართმეულმა ცოტნემ.
-ნუ ფიქრობ ამაზე, ღმერთი არ გაგვწირავს ...
-ოთხჯერ გამწირა, მეხუთედ რა დაუშლის?!
-ღმერთი არ წირავს, შვილო ... ყველა გაგწირავს ამ ქვეყნად, საკუთარი შვილიც კი, მაგრამ ის არასდროს.
-შენ მეუბნები მაგას?!
-მე გეუბნები ამას. ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება ვიდრე ამას ყველაზე ლამაზ ოცნებებში წარმოიდგენ, ცოტნე არ დანებდე ... „ესეც გაივლის“.
-მე რატომ ... მე რატომ მემართება ასე?! ჯერ დედა, მერე ანასტასია,მერე ბაჩო,მერე მამა ... ახლა ჩემი შვილიც?! და ამ დამპალ ცხოვრებას კიდე ექნება აზრი?!
-ჩუ, სუ!-შესძახა გაფითრებულმა, ცრემლებით სავსე ქალმა და პირზე ხელი ააფარა მამაკაცს- არ გაბედო ამაზე ფიქრი, ჩვენი ლიზიკო კარგად იქნება. ცუდზე არ იფიქრო ...
-კარგზე როგორ ვიფიქრო?!
-ძლიერი უნდა იყო, ამასაც უნდა გაუძლო.
-აღარ მინდა ძლიერი ვიყო ... დავიღალე, ძალიან დავიღალე.-ამოიჩურჩულა და მუხლებზე დამხობილმა ხელებში ჩარგო თავი.


დილის ექვს საათზე ექიმი გამოვიდა.
-რამე სიახლეა?!-ფეხზე წამოდგა ერთიანად დაპატარავებული კოტე.
-ბარბარემ და კატომ გაიღვიძეს ... ბარბარე ცოტნეს ნახვას ითხოვს.
-მადლობა ღმერთს ...-ამოისუნთქა მაიამ და შიშით გადმოხედა ექიმს-ჩემი ლიზიკო?!
-ბავშვზე ჯერ ახალს ვერაფერს გეტყვით ...
-მოგიკვდეს ჩემი თავი, ბებო ...-ამოიტირა ქალმა და მაშინვე გადააწყდა სიძის გაყინულ მზერას. ცრემლები სასწრაფოდ შეიმშრალა და კოტეს გვერდით დაიკავა ადგილი.
პალატის კარი ისევე მძიმედ გაიღო როგორც საყდრის კარები იღება ხოლმე ...
-ცოტნე, მითხარი რომ ცოცხალია!-დაინახა თუ არა მამაკაცის სხეული მთელი ძალით შეჰკივლა სახეწაშლილმა.
-ყველაფერი კარგად იქნება ... -ამოიხრიალა ცოტნემ და ბარბარეს საწოლთან, პატარა სკამზე დაჯდა.-ყველაფერი კარგად უნდა იყოს ...-საწოლს თავი ჩამოადო და გამწარებულმა ხელზე იკბინა.
-სად არის, რატომ არ მაჩვენებენ, ცოტნე?!
-სისხლი გადავუსხით, როგორც ამბობენ შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, მაგრამ შეუჩერეს ... სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს, მთავარი ესაა.
-მე ... -და გაშლილ მტევნებზე დაიხედა თვალებდაქაჩულმა-მეც არ ვიცი როგორ გამოვიდა მწყობრიდან მანქანა ... არ ვიცი, ცოტნე ჩემი ბრალი იყო ... ვერ დავამუხრუჭე.
-შენი ბრალი არაფერი არი, კაი?!-მტევნები დაუკოცნა ცოლს-თავის დადანაშაულება არ გაბედო, ყველაფერი კარგად იქნება.
ბარბარეს დამამშვიდებელი გაუკეთეს და მალევე ჩაეძინა.

კოკისპირულად წვიმდა იმ ღამით თბილისში.
ცოტნე სახლში მივიდა გამოსაცვლელად და ის იყო მომზადებული უნდა გასულიყო სახლის კართან რომ გაჩერდა.
წლების წინ ჩაკეტილ უჯრასთან ისე აღმოჩნდა გააზრება ვერ მოასწრო.
უჯრაში კონვერთი და ძველი ნიშნობის ბეჭედი იდო.
კონვერტში ცოცხლად განისვენებდნენ გარდაცვლილის სიტყვები.
ფრთხილად ამოაძვრინა ქაღალდი და დამძიმებული თვალებით დააჩერდა.
სახლში მკრთალად გაისმა კონვერტის გახსნის და ქაღალდის შრიალის ხმა.
გაკრული ხელით ლამაზად ეწერა:

„ჩვენს იალქნებს არხევს ქარი,
იმედივით ნაპერწკალი გულში აღარ ეტევა
მხოლოდ ბრძოლით, ნაღდი ბრძოლით
კიდევ გოლი, კიდევ გოლი, შეტევა, შეტევა“

ცოტნემ გაკვირვება ვერ დამალა, ფურცელი გადმოაბრუნა და დაიწყო:

„ამას რომ გწერ მეცინება, წარმოვიდგენ როგორ გებრიცება ეგ ჯმუხი და მარადჟამ გაუცინარი სახე. ახლაც გგონია რომ ზედმეტად ემოციური „ღლაპი“ ვარ და წერილის გადაგდება გინდა, მაგრამ ალბათ თამაზის სახეს ვერ მიუდიხარ ვერსად, ალბათ არც მე აღარ ვარ ცოცხალი და ეგ გაბრკოლებს, თორემ დიდი ხნის წინ მომისვრიდი ნაგავში. ადამიანს ცხოვრებაში თითზე დასათვლელი ეტაპები აქვს გასავლელი და მე ამ ეტაპებიდან ყველაში ჩავიჭერი შენთან. ჩემი დაბადებით ბავშვობა წაგართვი, ჩემი ლაპარაკის დაწყებით მამა, ბაღში წასვლით სკოლის წლები მოგპარე, სკოლაში წასვლით უნივერსიტეტის წლები, ჩემი სიყვარულით შენი სიყვარული მოვკალი ... მინდოდა თუ არა ეს ამას შენთვის კი არა, სადღაც ჩემთვისაც არ ქონია მნიშვნელობა. მიზეზები ფერს კარგავენ თუ შედეგი ტრაგიკულია. ჩვენ „დედმამიშვილობაში“ ყველაფრის მიზეზი მე ვიყავი შედეგი შენ. თუ შეძლებ ოდესმე მაპატიე, დედაჩემს აპატიე ჩემი თავი, მამაჩვენს აპატიე დედაჩემის თავი, თუ შეძლებ ოდესმე ისწავლე რა პატიება?!“-ჩუმად ტიროდა უფროსი ძმა უმცროსი ძმის ცრემლებს- „მე რომ პატარა ვიყავი მინდოდა „ცოტნე“ გამოვსულიყავი, შენ ყველაზე საამაყო ძმა იყავი იმ ძმებს შორის, რომლებსაც გამარჯობას მორიდებით ეუბნებიან და ყველაზე სანატრელი ძმა იყავი, იმ ძმისთვის, ვისაც შენი ერთი ჩახუტება ყველაფერს ერჩივნა. თავი არ დაიდანაშაულო, არ უთხრა შენ თავს რომ მე ბავშვი ვიყავი და შენგან ამას არ ვიმსახურებდი ... დამსახურებაზე თუ მიდგა საქმე, არც შენ იმსახურებდი დედის დაკარგვას, ცოლის დაკარგვას და საბოლოოდ საკუთარი თავის დაკარგვას. შენ ის კაცი ხარ, ცოტნე ვინც უბრალო ცხოვრებისთვის არ გაჩენილა. ბავშვები, რომლებსაც მშობლები ეღუპებათ უბრალო ცხოვრებისთვის არ ჩნდებიან, ზუსტად ისე როგორც დედაჩემის ნაირი ქალებისთვის არ არსებობს „ჩვეულებრივი ცხოვრება“. მე დედაშენთან მივდივარ ან უკვე წავედი, შენ დედაჩემთან უნდა დარჩე, დამიჯერე, შენ თუ მისი შვილი გახდები, ვერსად იპოვი დედაჩემზე უკეთესს ცოცხალ დედას. თუ რამის თხოვნის უფლება მაქვს ალბათ მხოლოდ ამის ... დედაჩემს მიმიხედე, ვიცი იმაზე მეტს გთხოვ ვიდრე რაიმე სახის მორალში წერია, მაგრამ დაუწერელი კანონებიც ხო არსებობს?! ადამიანური კანონები, რაღაცები რასაც ვერ უღალატებ ... ჰოდა, მომაკვდავის თხოვნაც მაგ კანონებში შედის თავისებურად.
ცოტნე, შენ ცუდი კაცი არასდროს ყოფილხარ, არც ათი წლის ასკაში იყავი ცუდი კაცი და არც ოცდარვის, ჩემი მიზეზით ცოლი ხელებში რომ ჩაგაკვდა. შენ ის კაცი იყავი, ვისაც ყველა ვერ გაუგებდა. შენ ის კაცი იყავი, მე რომ მინდოდა ვყოფილიყავი. თამაზი აუცილებლად გაგახსენებს იმ დღეს შენ გამო სკოლაში რომ მცემეს, მაშინ პირველად ვიგრძენი მეც რომ კაცი ვიყავი რაღც ღირებულისთვის ვიბრძოლე პირველად,შენ არ დაიბნე და საპასუხოდ უთხარი, ის რაც მარტო მე და შენ ვიცით, ჩემი პირველი შეყვარებული პაემანზე რომ დავპატიჟე და კაფეში შემოსულმა ჩუმად რომ გადამიხადე სადილის ფული შენი პირველი ხელფასით, ისიც არ დაგავიწყდეს, რომ გაახსენო, როგორ ამაყად აღნიშნე ერთხელ რომ შენი ძმა მათემატიკის გენიოსი იყო, კი დაურთე რომ სამაგიეროდ დანარჩენის აზრზე არ ვიყავი, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, შენ რომ იცოდი მათემატიკაში ძლიერი „გყავდი“. არც ის დაგავიწყდეს, თამაზს აუცილებლად მოუყევი, როგორ ჩნდებოდა ხოლმე ჩემს კომოდზე „დინამოს“ ბილეთები და მთელი ხუთი წელი როგორ მეგონა, თამაზი მყიდულობდა, თამაზი კი სინამდვილეში „გორის დილას“ ფანია ... საერთოდ რანაირად ვართ მაგ კაცის შვილები?! აზრზე არ არი ფეხბურთის, თბილისელი კაცი რამ გააგიჟა?!
არც ერთი ბილეთი არ იყო შენს გვერდით, მაგრამ შენგან იყო. მეამაყებდოა ის ფაქტი, რომ წარმოვიდგენდი კიევის „დინამოს“ არშბამ გოლი რომ გაუტანა მე და შენ იქ ერთად ვისხედით და მე შენი ფულით ნაყიდი ბილეთით ვგულშემატკივრობდი გუნდს, რომლის სიყვარულიც ისევე ჩუმად გისწავლებია ჩემთვის, როგორც დანარჩენი სიკეთეები, რომ გეგონა არავინ იცოდა, რომ გეგონა ვერავინ ხვდებოდა, მაგრამ შენი ძმა გულით ავადმყოფი იყო, ბრმა კიარა.
ეს ყველაფერი მამაჩვენს მოუყევი, დედაჩვენებმა უკვე იციან.
ჩემმა ზემოთ, შენმა ქვემოთ.
მეტს არაფერს, მხოლოდ იმას გთხოვ ლილის მიმიხედე.
ცოტაც რომ ედროვა სიცოცხლეს ალბათ მეც „ცოტნე“ ვიქნებოდი.
ჩემ მაგივრადაც იცოცხლე ამიტომ!
შენი მათემატიკაში გენიოსი ძმა.“

წერილი ფრთხილად დაკეცა და დანამული ლოყები ხელისგულებით შეიმშრალა.
სახლიდან გასული თავისუფლად მიდიოდა სასაფლაოს გზაზე.
მიდიოდა იქ სადაც იცოდა ელოდნენ.
მშვიდად აიარა ატალახებული კიბეები და საფლავის კარიც გაიღო ღრჭიალით.
იცოდა გარდაცვლილებს მისი აღარ ესმოდათ, ეგონა იქ ყველაზე ახლოს იყო ღმერთთან.
დედ-მამის საფლავებს შორის მუხლმოკეცილმა ძლივს აწია თავი და ცას ახედა.
შავი ღრუბელი ტაატით მოძრაობდა წვიმიანი ცის კაბადონზე.
„გემუდარები, არ წამართვა“-ამოიხრიალა გამწარებულმა და საფლავის მიწა ხელებში ჩაიბღუჯა და ის შიში იგრძნო ბარბარეს დაკარგვის გამო დეკმებრში ღამეებს აქ რომ ათევინებდა.
-იმ მანქანაში შენ უნდა მჯდარიყავი!-საიდანღაც ეშმაკივით გამოძვრა კაცის სილუეტი.
-შენი ...-ამოიგმინა გამწარებულმა ცოტნემ და თვალები ძლივს გაახილა წვიმაში.
-არ მინდოდა ... ბარბარეს და ლიზას რამე რომ დაშავებოდა ... ეს რომ მცოდნოდა ...
-რა უნდა გიყო, ამირეჯიბო?!-მიწით სავსე მუშტებით წამოიწია მაყაშვილი.-გეკითხები, რა უნდა გიყო?!
-ტყვია მადლია ჩემთვის.-ამოიხრიალა და ცოტნეს წინ გაბედულად დადგა.-მესროლე და დავამთავროთ.
-სატყვიარი რომ ხარ ეს იცი?!-იღრიალა გამწარებულმა უკანასკნელი ძალებით და კიდევ უფრო დამუშტა ხელები.
-აგერ იარაღიც!-საოცარი სევდით წარმოთქვა სიტყვები ამირეჯიბმა.
-მე რომ ახლა ტყვია გესროლო, მეც შენნაირი არაკაცი უნდა გავხდე. მე შენ ახლა ცოცხალს დაგტოვებ იმიტომ კიარა „მკვლელის“ სახელი მაშინებდეს, იმიტომ რომ ცოცხლები მკვდრებზე უფრო იტანჯებიან, როცა იციან ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ წინ არის. წადი ეკლესიაში. წადი და მუხლებზე დამდგარმა ილოცე, ჩემი შვილი ჯანმრთელი დამიბრუნდეს, წადი და ილოცე სამი წლის ბავშვის ცოდა კისერზე არ დაგაწვეს!-ხრინწიანი ხმა ჰაერს წვიმის წვეთების ხმაურში კვეთდა და ისეთივე ბასრი იყო როგორ აალებული ისარი.



„რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო კაშკაშებენ ვარსკვლავები.
რაც უფრო ღრმაა სევდა, მით უფრო ახლოს არის ღმერთი“.

***
დილის შვიდ საათი იყო პალატის კარი რომ შეაღო.
საწოლზე იჯდა მზერაგაყინული ბარბარე და საათს უყურებდა.
-მოხვედი.-შემოვიდა თუ არა ცოტნე ოთახში, ისიც თითქოს გამოფხიზლდაო.
-მოვედი.
-სად იყავი ...
-სახლში, გამოვიცვალე და მოვედი.
-მასთანაც იყავი, საფლავზეც იყავი ხო?!-ხმა აუკანკალდა ბარბარეს და ვერ მოხვდა რას აკეთებდა ცოტნე, რომელიც კეტებს მოთმინებით უხსნიდა თასმებს.
-მასთანაც.
-ახლა ...
-გჯერა, რომ გარდაცვლილებს ჩვენი ესმით?!
-არ მინდა მჯეროდეს ...
-ჩემმა ძმამ იცოდა,რომ დინამოს ბილეთებს მე ვყიდულობდი.-ამოილაპარაკა და წინდებისამარამ, ჯინსის შარვალი ოდნავ მაღლა ასწია, საწოლზე ჩამოჯდა და ისე მოთავსდა რომ ბარბარე მის ფეხებშუა მოიქცია, თავად საწოლის თავს აეკრო ზურგით, გულზე კი ცოლის დაჟეჟილი სხეული მიიხუტა.- ბაჩოს წერილი გუშინ ღამით წავიკითხე და მის მერეა საფლავზე ვარ. ახლა მინდა რომ ესმოდეს ჩემი, მინდა იგრძნოს რომ მართლა მეამაყებოდა მათემატიკის გენიოსი რომ იყო, მე არასდროს გამომდიოდა განტოლებები, დისკრიმინატები და მთელი ეს უბედურება.-გაეცინა, ბარბარე გარინდული უსმენდა ქმრის ლაპარაკს-ამიტომაც ამოვიჩემე შექსპირი და მარტივი საქმე, წიგნების კითხვა. კითხვისას მავიწყდებოდა ობოლი რომ ვიყავი, მავიწყდებოდა მამაჩემს საერთოდაც რომ არ ახსოვდა უფროსი შვილი რომელ საგანში იყო ძლიერი, მავიწყდებოდა ჩემი ბავშვობიდან გამოყოლილი ტკივილები ... ცხოვრებაში მარტივად ვიცხოვრე, მტკიოდა და ტკივილს ვაძლევდი უფლებას დავემარცხებინე, გავესრისე. პროფესიადაც ის ავირჩიე რაც ყველაზე უფრო მეადვილებოდა, სადაც ბევრი წვალება არ დამჭირდებოდა წარმატების მისაღწევად. არ ვაპატიე, იმიტომ რომ უპატიებლობა უფრო მემარტივა. დღეს შენი, ლიზიკოს, საკუთარი თავის დაკარგვის შიში, წარსულის დანაშაულის შეგრძნებები ერთიანად მაწვება სულზე და მგონია რომ მაინც დღეს უფრო მშვიდად ვსუნთქავ ვიდრე ოდესმე ...
-იმიტომ რომ საკუთარ თავს აპატიე ...-ამოიჩურჩულა ბარბარემ და ცოტნეს გულზე აკრულმა დაბლიდან ამოხედა ქმარს.
-იმიტომ რომ საკუთარ თავს ვაპატიე. ოდესმე შენც დაინახავ, არ მეჩქარება. ლიზას ჯანმრთელობას ვინ იცის რამდენი ანგელოზი იცავს, არ მეშინია, არ გავტყდები, ახლა ძლიერი კაცი უნდა ვიყო, ახლა შენ უნდა დამეყრდნო, ახლა შენთვის და ჩვენი ერთისთვის თავით კედლები უნდა გავიტანო. ახლა ტკივილის და სიმარტივის დრო აღარ მაქვს ...
-ცოტნე ...-სითბო ჩაეღვარა ბარბარეს ხმაში.
-ესეც გაივლის და ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება ვიდრე გვიოცნებია ... არასდროს მოვა ისეთი განსაცდელი რომელსაც ვერ გავუძლებთ,ხო?!
-ხო.-შვების ცრემლები სდიოდა თვალებიდან გოგონას და უფრო და უფრო ეკვროდა ქმარს.
-გახსოვს ჩვენი ოცნებები ...?! გახსოვს თოვლი, სახლში სითბო და საწოლში ჩვენ ორი ჩვენს სამთან ერთად.
-უმცროსი რომ სასაცილოდ გაღვიძებს?!-გაეღიმა ბარბარეს.
-ლიზა ჩვენ ორის სასწაულია, შანსია. ცხოვრების გაგრძელების შანსი. ქვეყნად არც ერთ შიშს არ მივცემ უფლებას „თავისუფალი სუნთქვა“ წამართვას. ადამიანს არავინ ემუქრება იმაზე მეტად ვიდრე საკუთარ თავში გამოკეტილი შიშები და ეჭვები. დაიძინე, პატარა ბაბი, მე აქ ვარ.
„აქ ხარ“- ამოიჩურცულა გოგონამ და ფიქსატორში მოთავსებული კისერით კომფორტულად მოკალათდა ცოტნეს მკლავზე.

***
-მასზე რამე მომიყევი ... -ერთი კვირის შემდეგ, ბარბარე საავადმყოფოდან გამოწერეს თუ არა ცოტნეს და კოტეს დაჟინებული მოთხოვნით სახლში წაიყვანეს.
ისხდნენ ის და ცოტნე ლიზიკოს ოთახში, ერთმანეთის პირისპირ ზურგით ეკვროდნენ ოთახის კედლებს.
-ძალიან პატარა დაიბადა,-გაეღიმა ბარბარეს და შვილის მაისური სახეზე აიფარა.-ისეთი პატარა იყო თავიდან ხელში აყვანის მეშინოდა, მეგონა რამეს ვატკენდი ...-მოგუდული ხმით ლაპარაკობდა.-სულ ერთი წუთით შემეშინდა რომ მისთვისაც ვერ ვიქნებოდი კარგი დედა, შემეშინდა, რომ მასაც ვერ შევუვსებდი დანაკლისს. სინამდვილეში, საფუძვლიანად მეშინოდა, არც კარგი დედა აღმოვჩნდი და ვერც დანაკლისი შევუვსე ...- ცოტნესგან ელოდა რაღაცის თქმას მაგრამ ამაოდ, მიხვდა ჯერ კიდევ ტკიოდა ლიზას დამალვის ამბავი- ექთანი ჩემ თვალწინ ბანდა, საოცარი შეგრძნება იყო, ვხედავდი როგორ ინაბებოდა თბილი წყლის ქვეშ, ღიმილი დასთამაშებდა ერთი ციდა სახეზე, მერე იყო პირველი პამპერსი, პირველი ძილი, მერე გაღვიძება ... ყველაფერი ფრაგმენტებად მახსოვს. პატარა რომ ვიყავი ბებო იავნანას მიმღეროდა, გამორჩეულად ჩამესმოდა „ ჩემს თოჯინას ეძინება“... პირველად რომ დავინახე შენს მერე ეს გავიფიქრე. ბებოს ნამღერი იავნანა და გრძნობა, რომ ახლა მე უნდა დავაძინო ჩემი პატარა. იავნანას ხათრით თუ ლიზას სიყვარულით, იქნებ შენი მონატრებით, მშვენივრად მოვერიე უძილო ღამეებს. მესიზმრებოდი ... -ცრემლებმა დაასველეს ბავშვს ვარდისფერი მაისური,- ვინ იცის რამდენჯერ დამესიზმრე, ჩემთან მოდიოდი და ღამე ლიზას მუცლის ტკივილებს, მერე კბილების ამოსვლას და სხვა პრობლემებს ჩემთან ერთად ებრძოდი. ისე მიყვარდი ... ისე მიყვარხარ, ვინ იცის რამდენჯერ გამოუგონებიხარ ჩემს გონებას ჩემსავე სიზმრებში. -და ცოტნეს გაახსენდა, რომ აღარ ახსოვდა ესიზმრა თუ არა ოდესმე ანასტასია.-იქ იყავი, მამშვიდებდი, ბავშვს გულზე მიხუტებულს ოთახში დაატარებდი და ემუდარებოდი ჩემთვის ძილი ეცლია. ღმერთო, ცოტნე არასდროს ყოფილხარ ისეთი სანატრელი, როგორც მაშინ, უძილო ღამეებში შენი მონატრება კანში რომ მიძვრებოდა. -ცრემლები შეიწმინდა და განაგრძო- მერე იყო პირველი „აღუ“, პირველი ნაბიჯები და პირველი „დედა“. სამზარეულოში ვიყავი, ფაფას ვუმზადებდი კარის ჩარჩოსთან მდგარმა „დედა“, რომ დამიძახა. სახლში მარტო ვიყავი და ეს მომენტიც სხვას ვერავის, მხოლოდ შენ გაგიზიარე ჩემთვის, ჩუმად გულში. მაშინ ვიგრძენი, როგორი დამნაშავე ვიყავი შენთან, ლიზასთან, მაგრამ გეფიცები ერთი წამითაც არ მიფიქრია, შენთვის დარეკვა. არ იყავი ღირსი. მინდოდა გეტანჯა, მინდოდა ის წამი დაგდგომოდა, როცა ამას გაანალიზებდი, მინდოდა მე თუ ვერ ჩვენი შვილი გყვარებოდა იმდენად, რომ სიყვარულისგან გაგიჟებულს თითები დაგეჭამა იმ ტკივილებისთვის რაც გადამატანინე. ღალატისთვის, რომელიც არ დამიმსახურებია ოცი წლის გოგოს, არ დამიმსახურებია, გესმის?! არც ერთი ქალი არ იმსახურებს მისი ქმრის გვერდით მესამე ქალის აჩრდილი აიტანოს. არ იმსახურებს ქალი ამ ტანჯვას, მე რა დავაშავე ასეთი ყველაფერი რომ გამოვიარე ცხოვრებაში?!
-არც ანასტასიას დაუმსახურებია სიკვდილი, არც ბაჩოს დაუმსახურებია გულის ავადმყოფობა, არც დედაჩემს დაუმსახურებია შვილის დატოვება, არც მამაჩემს დაუმსახურებია ტყუილში სიცოცხლე მერე სიკვდილი, არც ლილის დაუმსახურებია შვილის დამარხვა, არც მე დამიმსახურებია დედის დაკარგვა ... მაგრამ ყველა ჩვენ გზას ვირჩევთ იცი?! შენ ის გზა აირჩიე, რომელიც მე. ჩემი ნაბიჯებით იარე, ოღონდ ბაჩოს მსგავსად სუფთა ადგილებში კიარ დადიოდი, არა, პირიქით, სადაც ყველაზე ბინძური კვალი დავტოვე ის გზა გაიარე. მართლაც რომ მეღალატა, უპატიებლობა?! ბოროტება?! შენ, ბაბი? ბოროტება მე მეპატიებოდა, მე ცუდი ვიყავი, შენ, ბაბი?! მე ჩემმა უპატიებლობამ ცოლი დამამარხინა, ილოცე რომ შენმა უპატიებლობამ, შენმა სიბოროტემ ნაყოფი არ გამოისხას, ილოცე გესმის?!-ფეხზე წამოდგა გამწარებული და მაღლიდან დააჩერდა ჩაწითლებული თვალებით დამფრთხალ ცოლს.
კართან მისული უეცრად ერთ ადგილას შედგა.
ბარბარე დაიძაბა იმ წამის ყველა მეასედი საუკუნედ გაეწელა.
მერე დაინახა, როგორ შემობრუნდა მისკენ ცოტნე, როგორ დაიხარა და თითებით ბარბარესას წაეპოტინა.
-შენ ყოველთვის კარგი ცოლი იყავი, მანამ სანამ ჩემი გერქვა.-ხელიდან ოსტატურად ააცალა შვილის მაისური და იქაურობა დატოვა.


“შენ შეიძლება ჩემთან იყო,
ჩემი არასდროს.

მე შეიძლება შენთან არ ვარ,
მაგრამ შენი ვარ.”
(ნ.ტოტოღაშვილი)
****

-ასეთი არაკაცი როგორ შეიძლება იყო ადამიანი?!-არ ცხრებოდა ლევანი.
-მე ის მაკვირვებს, შენ როგორ არ დაახალე ის ტყვია შუბლში!-ჩაეკითხა კოტე.
-ახლა ტყვია მისთვის წამალი იყო.-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა ირაკლიმ, თითქოს წინასწარ იცოდა ცოტნეს რაც უნდა ეთქვა, მეგობრის მზერაში უნორმო სიყვარული იგრძნო დოლიძემ.
-რას ქვია წამალი?! რას ამბობ, ცოტნე დაუსჯელი უნდა დავტოვოთ?!-წამოხტა ფეხზე კოტე.
-მაგას სასჯელად ისიც ეყოფა მთელი ცხოვრება ეგ ტვირთი რომ უნდა ზიდოს, ჩემ შვილს ვერც მისი დაჭერით ვარგებ რამეს, ვერც მოკვლით. იცის რომ ახლოს არ უნდა გაგვეკაროს და მორჩა.
-მაინც არ მესმის შენი ...-ჩაილაპარაკა კოტემ.-კაცს ასეთ რამეს როგორ პატიობ, შენი შვილი ...
-ჩემი შვილისთვის განზრახ რამე რომ დაეშავებინა ეს სხვა იქნებოდა, მე უნდა ვმჯდარიყავი იმ მანქანაში, მე უნდა დამმართნოდა ის რაც ლიზიკოს დაემართა, გესმის?! ჩემზე იყო გათვლილი მუხრუჭების დაზიანება ... ჩემზეა ვაპატიებ თუ არა, არავიზე ნაკლებად არ მეწვის ჩემი შვილის დალურჯებული სხეული, მაგრამ ასეა საჭირო ... ასე მინდა. კოტე, ცხოვრებაზე უფრო რამ უნდა დასაჯოს ამირეჯიბი, ციხემ? ტყვიამ?
-ეს ხო,მაგრამ ...
-მაგრამ შენ თვალში არც მე ვარ ის კაცი პასუხის მოთხოვნა რომ შემიძლია?! მოვთხოვე წყეული პასუხი და შედეგად რა მივიღე?! ლიზიკო დავაზარალე. ახლა მისი ჯერია, ახლა მას მიხედოს ცხოვრებამ, მე ჩემი წილი ჭკუა ვისწავლე.
-მაინც რა გული გიძლებს ...
-ცხოვრება, ოცდათექვსმეტი წელი მიძლებს. საკმარისზე ბევრია რაღაცების სასწავლებლად და საკმარისზე ცოტა რაღაცების გამოსასწორებლად, ამიტომ ბევრი კარგი მაქვს საკეთებელი, მერე ლიზიკომაც ისე რომ იამაყოს, როგორც მე მამაჩემით.
ხმა აღარვის ამოუღია.
ოთახში მყოფთაგან ირაკლის გარდა არავის ესმოდა ცოტნეს სიტყვების.
ალბათ იმიტომ რომ ოთახში მყოფნი ვერ ხვდებოდნენ რა განსხვავება იყო სისწორესა და სიმართლეს შორის.
და მაინც განსხვავება იმაზე დიდი იყო ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.
„მართალი კაცის ლოცვას ზეცაში ისმენდნენ“.

***
სიმშვიდის სიმფონიად იღვრებოდა მაყაშვილის სხეულში მისი შვილის კისკისის ხმა.
ეგონა თავიდან დაიბადა კვლავ რომ დაუძახეს „მამა“.
ჟოლოს კამფეტი რომ მოთხოვეს და მონდომებით გამოკითხეს ბაღში სხვა ცოტნეს ამბები.
-მამი,კაი რა, რა დროს ცოტნეა, როცა მე ვარ აქ!-ეჭვიანობას ვერაფერს უხერხებდა მაყაშვილი.
-აუ, დედა ცოტნესთან მინდა!-აწუწუნდა ლიზა.
-ბაბუ, შენ გამოჯანმრთელდი მალე და იმ ცოტნეს საერთოდ აქ მოგიყვან.
-კაი, კაცო მართლა?!-ახედა ცოტნემ კოტეს წარბაწეულმა.
-კაია ქალიშვილში რომ გეცილებიან, პატივცემულო?!-სიცილი ვერ შეიკავა კოტემ.
-სამაგიეროს მიხდი?-ეცინებოდა ცოტნესაც.
-გაგაფრთხილე თავის დროზე და არ დამიჯერე, შეხედე რა გეზრდება, ჩემი შვილი ამ ასაკში რომ იყო ბიჭებს უცხოპლანტელებად აღიქვამდა და საერთოდ არ ეკარებოდა, იცი შენ?!
-მერე დაინახა ცოტნე და მფრინავი თეფშიც დაეშვა მარსზე!-ჩაიღიღინა ირაკლიმ და ყველას ერთად გადაუარა სიცილის ტალღამ.

დიდხანს იყვნენ, მანამ სანამ ბარბარემ ყველა არ გაუშვა ოთახიდან ცოტნეს გარდა.
-დავაძინებ, ცოდოა გადაიღალა ... აქ იყავი თუ გინდა.-მორიდებით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები.
-მინდა.-გაეღიმა ცოტნეს და იქვე სარწეველა სკამში მოკალათებულმა მზერა ბარბარეს და მის გულზე დაწოლილ თვალებმინაბულ ლიზას მოავლო.
საოცარი გრძნობა იყო ოჯახის ყოლა.
-დედა, შენ თოჯინას ეძინება ...-ამოიბურტყუნა ლიზამ და დედას ანიშნა მისთვის იავნანა ემღერა.
ოთახში საოცარ სიმყუდროვეს ბარბარეს თბილი ხმით ნამღერი იავნანა ყველა ბგერით ერწყმოდა.
-დედა,ჩემი ცოტნე ხომ მოვა?!
-დაიძინე,დე ...-ძილბურანში მყოფს ჩუმად უჩურჩულა მომღიმარმა ბარბარემ და ცოტნეს გადმოხედა, რომელიც კანში ვეღარ ეტეოდა ეჭვიანობისგან.
-მამა არ მოვა?!
-ლიზა, გძინავს და მაინც ლაპარაკობ, არ დაიღალე?!-ეღიმებოდა ბარბარეს და მაქსიმალურად აიგნორებდა ცოტნეს მოძრაობას. მაყაშვილმა საწოლს მეორე მხრიდან მოუარა და გვერდით მიუწვა ცოლ-შვილს.
-ასე კარგია ...-ამოიხვნეშა ლიზამ და პატარა ხელებით ჩაებღაუჭა მამის შავ პერანგს.
ოქროსფერ ლოკონებზე ეფერებოდა ჩაძინებულ შვილს და ღმერთისთვის მადლობის თქმა არ ავიწყდებოდა,ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო,უკეთესი მომავლის პერსპექტივით.

არც ერთი იღებდა ხმას, არც მეორე თმობდა ბედნიერებით გაჟღენთილ სიჩუმეს.

***
ლიზა ბაღიდან ბარბარემ გამოიყვანა და სკვერში მასთან ერთად დაჯდა.
იქვე ბავშვებისთვის განკუთვნილი სასრიალოები და საქანელები იყო.
იჯდა ორი ნაბიჯის მოშორებით ბარბარე და ლიზას უყურებდა.
პატარა გოგონამ ჯერ საქანელებზე კატაობით იჯერა გული, შემდეგ სასრიალოებისკენ დაიძრა.
-მაყაშვილის ლექცია მქონდა დღეს, გამწურა! ეგ კაცი არანორმალურია ... ნამდვილი რობესპიერი!-სულ ერთი წამით მიიხედა უკან, ახალგაზრდა გოგონა ტელეფონზე ლაპარაკობდა და ხელში დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ ეჭირა.
გაეღიმა.
უკან მოიხედა თუ არა ლიზა ვეღარ დაინახა.
-დედიკო, მიყურე!-ბავშვის ხმა მაღლიდან მოესმა და დაინახა მოზარდებისთვის განკუთვნილი სასრიალოს თავში როგორ იდგა მისი პატარა გოგონა.
სული არ მიჰყოლია იქამდე მისვლაში.
ვერც ყვირილი მოასწრო, ვერც კიბის ავლა.
ლიზა უკვე ეშვებოდა სიმაღლიდან.
ბავშვის კისკისი ყურებში წუილს ვერ ფარავდა.
ჩამოსრიალდა თუ არა, ბარბარეს წინ გაშვერილ ხელებს ოსტატურად დაუსხლტა და ისევ სასრიალოს კიბისკენ გაიქცა.
-ლიზა, მოიცადე, არ შეიძლება ...
-„არაფერი დამიშავდება,ოღონდ ნუ წახვალ“-გაჰკიოდა ლიზა ბოლო ხმაზე და მეორედ ჩამოსასრიალებლად ემზადებოდა.
გაიყინა.
ეს სიტყვები.
ეს თვალები.
მუხლები მოეკეცა და სილაში ინერციით ჩაეშვა.
დაინახა, როგორ შეამჩნია ეს მისმა შვილმა და გაუბედავად დაეშვა სასრიალოზე.
-დედიკო, კარგად ხარ?!-პატარა ხელებს გრძნობდა გაყინულ სახეზე და გრძნობდა როგორ კარგავდა ნელ-ნელა გონს.
-კარგად ხართ?!-ნაცნობი ხმა ჩაესმა, ის გოგონა იყო ორი წამის წინ ყურადღება რომ გაუფანტა, მისი ქმრის სტუდენტი.
-კი ... კი ...-ღიმილს ვერაფრით იკავებდა სიგიჟის ზღვარზე მყოფი.
ფეხზე გაჭირვებით წამოდგა, ჩანთა აიღო და ლიზასთან ერთად იმ სკამისკენ დაიძრა წეღან რომ იჯდა.
-დედიკო, რა გჭირს?-ვერ ისვენებდა ლიზა.
-არაფერი, დე. მამიკოს დავურეკავთ და მოგვაკითხავს.
-მამა მოვა?-თვალები დაუმრგვალდა ლიზას.
-მოვა.
დაზეპირებული ნომერი გაჭირვებით აკრიფა აკანკალებული თითებითდა საყვარელი კაცის ხმის გაგონებას დაელოდა.
-გისმენ, ბარბარე ლექციაზე ...
-სკვერში ვართ, ჩვენ სახლთან.
-მოხდა რამე?!
-გხედავ ...-ამოიტირა გოგონამ.
-რა?! ბარბარე, კარგად ხარ?
-დეკემბრის ცივ ღამეში, მის საფლავზე იმიტომ გეძინა, რომ გეშინოდა მე რამე არ დამმართნოდა?!-ხმით ატირდა ანჩიბაძე, სხეულში გასცრა მაყაშვილს.-გთხოვ, მითხარი ... მთელი ეს დრო, რომ მიმტკიცებდი შენთვის არ მიღალატიაო, არ მღალატობდი, უბრალოდ ... გეშინოდა. გეშინოდა, ხომ ასეა?!
-დამელოდე, ორ წუთში მოვალ.
-ღმერთო, აქამდე როგორ ვერ მივხვდი ...
-ნუ, ტირი ... ორ წუთში მოვალ,მელაპარაკე გინდა?!
-მინდა. არა, მინდა აქ მყავდე, მალე მოდი,ცოტნე.
-მოვალ, მანამდე დამშვიდდი.-აუდიტორიიდან ისეთი სისწრაფით გავარდა სტუდენტებმა თვალის გაყოლა ვერ მოასწრეს- გახსოვს, მაშინ ... აბაზანაში რომ იჯექი და მელოდებოდი?!
-მახსოვს.-ცრემლებს ძლივს იწმენდნდა ბარბარე.
-ახლაც უნდა დამშვიდდე, ლიზიკოც მანდ გყავს?!
-ჰო.
-ჩვენი ერთი ცალი ... კიდევ ორს ხარ შეპირებული, არ დაგავიწყდეს.!-ყველანაირად ცდილობდა ბარბარეს გამხიარულებას და მანქანაში ჩამჯდარი უკვე ფიქრობდა ყველაზე მოკლე გზით როგორ მისულიყო დანიშნულების ადგილამდე.
-გინდა?! კიდევ გინდა ჩემგან შვილები?!
-მინდა, სამყაროში მაგაზე მეტად არაფერი არ მინდა.
-მითხარი, რომ მაპატიებ ...
-ბაბი, ბავშვს შეეშინდება,ა რ იტირო გთხოვ, გზაში ვარ უკვე ...
-ცოტნე, გთხოვ ...
-გაპატიე, ყველაფერი გაპატიე, ოღონდ არ იტირო, ხო?!
-ღმერთო, თამაზი ... ჩემ გამო ...
-ბაბი!-შესძახა დაძაბულმა ცოტნემ და რამდენიმე სახიფათო მანევრის შემდეგ მარტივად გაიკვლია გზა თბილისის საცობში.-ბავშვს შეეშინდება, მოვალ ორ წამში და ყველაფერზე ვილაპარაკოთ ... წარმოიდგინე, თავიდან უნდა მოგიყვანო ცოლად, გაგიჟდება ირაკლი მეჯვარედ ეგ რომ არ იყოს, არადა ...
-მე ისვე შენი ცოლი ვარ.-ძლივს ამოთქვა სლუკუნით ბარბარემ.
-ეგ პრაქტიკულად, მაგრამ თეორიულად?!
-თეორიულადაც. იმ საბუთებში მხოლოდ შენი ხელმოწერაა, მე არ გეყრები.
-ანუ მეორე ქორწილი არ გვექნება და ლევანს ცოლად იმ სამოცდახუთი წლის ქალს ვერ მოვაყვანინებთ?!
-ცოტნე, მორჩი მაიმუნობას-გაეცინა ბარბარეს.
-სად ხარ, მოვედი ...-ტრასაზე გაჩერებული მანქანიდან შავ ტილოს პერანგში და მუქ ჯინსებში გამოწყობილი მაყაშვილი რომ გადმოვიდა ბარბარეს ერთი წამით სუნთქვაც შეეკრა.
-აქ ვართ ...-ხელი მაღლა ასწია და გაღიმებულმა დაუქნია.
-მამიკო!-აყვირდა ლიზიკო და მამამისისკენ გაიქცა.
-ჩემო პატარა, შეგაშინა დედამ?!
-ატირდა, აღარ ჩამოვსრიალდები, ოღონდ არ იტიროს.
-ცოტნე!-ამოიჩურჩულა გოგონამ და მთელი ძალით ჩახუტა გაღიმებულ მაყაშვილს.
კისერში ეღვრებოდა ცოლის ცრემლები და მაინც ყველაზე ბედნიერი იყო იმ წამს.
-მორჩა, დამთავრდა ...-თმებზე მონოტორულად უსმევდა ხელს თავის „მეორე“-ს, თავის ნახევარს.
-წავედით!
-წავიდეთ,მა.
-მამიკო, „წ“-ები ვისწავლე.-გაიჭიმა სასაცილოდ ლიზა და ცოტნეს წელზე მოთავსებულმა ორივეს კმაყოფილებით მოავლო მზერა.

***

კიბეზე ადიოდა მომღიმარი და ტელეფონს ჩასჩერებოდა.
კართან მისულმა რამდენჯერმე დააკაკუნა და დაელოდა კარს როდის გაუღებდნენ.
-მოხვედი!?- სახლის ზღურბლზე თავისი ცოლი, თავისი პატარა ბაბი გამოჩნდა. აბურდული თმებით, მუხლებამდე სარაფნით და გამოუძინებელი სახით.
-მეჩვენება თუ დილიდან შუადღემდე კიდევ ხუთი კილო მოიმატე?!-პარკებით დახუნძლულმა სიცილი ძლივს შეიკავა ბარბარეს დაბრეცილ სახეზე.
-ცოტნე, მოგკლავ!-გამოსძახა სამზარეულოდან ლილიმ.
-აი, რა გავაკეთო!?-ახარხარდა ცოტნე და ძლიერი მკლავები მოხვია გოგონას.-ისეთი სრულყოფილი ხარ ორსული, ამ მომატებული წონით და გაბერილი ლოყებით, რომ არ გეხუმრო, არაფრით შეიძლება.-სწრაფად დაუკოცნა სახე და სამზარეულოში მოტიტინე შვილისკენ აიღო გეზი.-სად არი ჩემი მეტიჩარა?!
-აქ ვარ, მამიკო!-აკივლდა ლიზა.
-მამიკომ ნახე რა გიყიდა!-ჟოლოს ფიგურებით მოხატული ჭიქა რომ დაუდო წინ ლიზამ ისეთი ჟრიამული მორთო მთელი სახლი აიკლო.
-აუ, ბებო ნახე რა ლამაზია!-მონდომებით ათვალიერებინებდა ლილიკოს ახალ ჭიქას.
-ამ ბავშვს ჭიქებზე ისეთი გართულება აქვს, ეჭვი მაქვს მოგვიწევს კოლექციის ატანა სახლში.-ჩაილაპარაკა ბარბარემ და გაბერილი მუცლით სამზარეულოს სკამზე ძლივს დაჯდა.
-მამიკო, იცი დღეს რა მოხდა?!-კალთაში ჩაუჯდა ლიზა ცოტნეს.
-ბრძანე, აუ, ყავა გამიკეთე, ლილიკო გთხოვ,რა?!
-ახლავე.
-რა მოხდა და ცოტნემ ...
-ჰო, რაო ცოტნემ?!-ისევ ტელეფონს დასწვდა მაყაშვილი.
-რაო და ...
-ჰო.
-ცოტნემ ლოყაზე მაკოცა!-ჩაარაკრაკა უცებ და ისეთი სისწრაფით გაიქცა თავისი ოთახისკენ უფროსმა ცოტნემ გააზრებაც ვერ მოასწრო.
ორ წამიან სიჩუმეს ბარბარეს და ლილიკოს ფხუკუნი არღვევდა.
-რაო, ახლა ამან?!-იკითხა მესამე წამზე ცოტნემ დაწვრილებული თვალებით.
-რაო და არ არი მარტივი გოგოს მამობა, ჩემო ცოტნე.-ამოილაპარაკა ლილიკომ და წამოფრენილ ცოტნეზე ხმამაღლა გაეცინა.
-მოდი, აქ რას ნიშნავს გაკოცა ... სად იყო ბაღის მასწავლებელი?! რას ნიშნავს ყოველივე ეს, ლიზა მაყაშვილო დატოვე დაცული ტერიტორია და გამოდი ოთახიდან!-ოთახთან ყვიროდა ცოტნე.
-მამიკო, მარტო ლოყაზე მაკოცა.-გამოსძახა იქიდან პატარა ქალბატონმა.
-ააჰ, მარტო ლოყაზე უკოცნია, მადლობაც ხომ არ გადავუხადოთ ყმაწვილს?! დედაშენი ისე გათხოვდა ბიჭისთვის ოცი წლის ასაკში არ ჰქონდა ნაკოცნი, შენ ვის გავხარ შვილო?!
-თუ დედას არ ვგევარ, მეზობელს ხო არ დავემგვანებოდი, შენ გგავარ მამიკო.
-ბარბარე, უთხარი შენ ქალიშვილს გამოვიდეს და ისე ...
-კარგი, რა ცოტნე.-გაეღიმა ბარბარეს და მშვიდად გადაუსვა აღელვებულ ქმარს მხარზე ხელი.-ბაღში მეც მყავდა შეყვარებული და არც ისეა საქმე შენ რომ გგონია ... მეც მაკოცეს პატარა რომ ვიყავი ...-ეღიმებოდა გოგონას.
-ააჰ, ახლა ვხსნით ხო დამალულ საიდუმლოებებს, ორი შვილის დედა რომ ხარ ?!
-ოჰ, ბოდიში, შენ რომ ვერ ჩაგაბარე ანგარიში მეშვიდე კლასელს ოთხი წლის ბარბარემ.
-ლიზა მაყაშვილო, გამოხვალ შენ გარეთ და ვილაპარაკებთ მე და შენ მამაშვილურად!
-აუ, დედაა!-აწუწუნდა ოთახიდან ლიზა.
-ვერ გიშველის დედა, ლილიკო და მრგვალი მაგიდის წევრები ბაბუაშენის მეთაურობით, გესმის შენ?! არა, ვის გაუბედა ლოყაზე კოცნა?! ეს ახლა რა დღეშია, მერე რას იზამს?! აუცილებლად უნდა დაველაპარაკო ხვალ მასწავლებელს, ერთი ვინ არი მამამისი ვნახო რა კაცია, მის შვილს რეებს ასწავლის.!-არ ცხრებოდა ცოტნე.
-შენ რომ მეშვიდე კლასში მუსიკის მასწავლებელი გიყვარდა?-გამოსძახა ოთახიდან ლიზამ.
-შენ მიდი მეშვიდე კლასამდე და შენც შეგიყვარდეს შენი მუსიკის მასწავლებელი!
-მუსიკას ქალები ასწავლიან!
-ხმა, ენა, კრინტი!
-აუ,დედაა ...
-შენ ... და, იცოდი კატოს ლევანი რომ მოსწონდა?!-მიუჯდა ეშმაკური ღიმილით ცოლს.
-თქვენ ახლა გაიგეთ?!-სიცილით ჩაუდო კალთაში ფუმფულა ბალიში ცოტნეს და კომფორტულად მოთავსდა მდივანზე წამოწოლილი ბარბარე.
-კიდე რას მიმალავ, ბარბარე?!-წამოიწია წარბაწეული ცოტნე-იქნებ კაცი გყავს მოკლული და არ ვიცი, საერთოდ ბანკი გაქვს გატანილი უჩემოდ, რა ვიცი?! შენგან აღარ გამიკვირდება!
***
იმ ღამით ბარბარეს მშობიარობა დაეწყო.
იმ ღამით პატარა ბაჩო მაყაშვილი მოევლინა სამყაროს.
იმ ღამით ირწმუნეს, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“.
***
„და თითქოს
მონამ
ვპოვე თავისუფლება,
მაგ შენს ღიმილში,
მაგ შენს ღიმილში,
ვეება ბორკილს,რომ
მამსხვრევს
ხელზე ...“

ლიზა კანდელაკი
2021 წელი



№1 სტუმარი ლიზა(ი)

ღმერთმანიიი:))
წავედი ჩავუჯდე

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ლიზა(ი)
ღმერთმანიიი:))
წავედი ჩავუჯდე

❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი სტუმარი

პირველი ვარ????კაეგი იყო კარგი დასასრულით.ღირდა ლოდინად????????????????

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

შენ ვინ ხარ ადამიანო. სულით ხორცამდე შეძრული ვარ. ახლა ცოტა ხანი ეს სიტყვები იკმარე უნდა დავმშვიდდე ცოტა. ეს რაიყო. დარინა ბერიძე კი იძახდა ცოტნეს გავადგურებო. მაგრამ აი როგორ. რა პირით უნდა ვთქვა საყვედური. ლიზა რამიქენი ეს. ყველასთან ბოდიში მაგრამ ეს ისტორია ჩემთვის უპირობო ლიდერია ამ ჟანრში. ისე ფანებმა სიტყვები აღარც კი ვიცი რაუნდა ვთქვა

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

სიტყვები არ და ვერ მაქვს.
პირველად ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით.
მადლობა! მადლობა! და მადლობა ამ შემოქმედებისთვის.
შენ სულ სუუულ უნდა წერო.

მადლობა! ველი ახალ საოცრებებს.

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

ჰო ამბობენ სიტყვები რა საჭიროა. როცა გრძნობააა. მაგრამ თურმე სულ ასე არაააა. მაშინ რომ ცოტნეს აეხსნა რატომ ათევდა რამეს სასაფლაოზე. ნეტა დაიჯერებდა ბაბი?იმხელა ბოღმა ყოფილა მის გულში. წაართვა სამი წელი შვილთან ურთიერთობისსსს. მაგრამ ბარბარეც რომ რაგაცნაირად მართალია. არვიცი ასეთ დროს ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე კარგი პიროვნება ლილიკოა. თან დედიკოს სახელი ჰქვია და ის ამოვიცანი მასში. მასავით უკიდეგანოდ შეგნებულია. მეტკინა ანასტასია. ბაჩო და თამაზი. ბევრი რამის დაწერა მინდა ლიზა. მაგრამ ჭოლოს კანფეტები უნდა ვიყიდო. აი პირველი ბავშვი პერსონაჟი ჩემთვის ანასტასია. შემდეგი შენი საბას ლიზიკო არარის ისიც. დედაშვილირად ვისაუბროთო რომ ამბობს და მესამე ესე. აი შემიძლია თამამად და გულწრფელად გითხრა. რაუნდა მოხდეს ეს ისტორია რომ დამავიწყდეს და რამდენჯერ უნდა წავიკითო მომავალში ნეტავ. ცოტნე. უპატიებელი თავის დაშვებული შეცდომების მსხვერპლი. რაგაცნაირად მამობის სიყვარულს მოკლებული და უდედოდ გაზრდილი ბიჭია. სწორედ ზედმეტმა პატიოსნებამ მიიყვანა იმ კრიტიკულ ნიშნულამდე. გამიხარდა რომ ბარბარემ გაიხსენა მიზეზი და ყველაფერი დასრულდა ისე. რომელიც უნდა ყოფილიყო. რომ არაა ადამიანების სიამაყე და შურისძიება. იმდენად უყვარს ბარბარეს ცოტნე. რომ ზუსტად ეს ვერ აპატიე. ჩვენ ჰო ყველაზე მეტად მათ ვტკენთ. ვინ ძალიან გვიყვარს. ათასი მადლობა ამ წუტებისთვის და გისურვებ შენი საყვარელი გუნდების გამარჯვებას მოედანზე. წარმატებები ლიზააა. ისე მინდა ვიცნობდე. ბედნიერი ვიქნებოდიი

კიდე ბევრის ღამის დაწერა მინდა. მაგრამ აქ შევჩერდები. ისედაც რა ვიბოდიალე აღელვებულმა არ ვიცი. თავიდან უნდა წავიკითხო

 


№7  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი სტუმარი
პირველი ვარ????კაეგი იყო კარგი დასასრულით.ღირდა ლოდინად????????????????

მიხარია <3
Qeti qimucadze
შენ ვინ ხარ ადამიანო. სულით ხორცამდე შეძრული ვარ. ახლა ცოტა ხანი ეს სიტყვები იკმარე უნდა დავმშვიდდე ცოტა. ეს რაიყო. დარინა ბერიძე კი იძახდა ცოტნეს გავადგურებო. მაგრამ აი როგორ. რა პირით უნდა ვთქვა საყვედური. ლიზა რამიქენი ეს. ყველასთან ბოდიში მაგრამ ეს ისტორია ჩემთვის უპირობო ლიდერია ამ ჟანრში. ისე ფანებმა სიტყვები აღარც კი ვიცი რაუნდა ვთქვა

Qeti qimucadze
ჰო ამბობენ სიტყვები რა საჭიროა. როცა გრძნობააა. მაგრამ თურმე სულ ასე არაააა. მაშინ რომ ცოტნეს აეხსნა რატომ ათევდა რამეს სასაფლაოზე. ნეტა დაიჯერებდა ბაბი?იმხელა ბოღმა ყოფილა მის გულში. წაართვა სამი წელი შვილთან ურთიერთობისსსს. მაგრამ ბარბარეც რომ რაგაცნაირად მართალია. არვიცი ასეთ დროს ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე კარგი პიროვნება ლილიკოა. თან დედიკოს სახელი ჰქვია და ის ამოვიცანი მასში. მასავით უკიდეგანოდ შეგნებულია. მეტკინა ანასტასია. ბაჩო და თამაზი. ბევრი რამის დაწერა მინდა ლიზა. მაგრამ ჭოლოს კანფეტები უნდა ვიყიდო. აი პირველი ბავშვი პერსონაჟი ჩემთვის ანასტასია. შემდეგი შენი საბას ლიზიკო არარის ისიც. დედაშვილირად ვისაუბროთო რომ ამბობს და მესამე ესე. აი შემიძლია თამამად და გულწრფელად გითხრა. რაუნდა მოხდეს ეს ისტორია რომ დამავიწყდეს და რამდენჯერ უნდა წავიკითო მომავალში ნეტავ. ცოტნე. უპატიებელი თავის დაშვებული შეცდომების მსხვერპლი. რაგაცნაირად მამობის სიყვარულს მოკლებული და უდედოდ გაზრდილი ბიჭია. სწორედ ზედმეტმა პატიოსნებამ მიიყვანა იმ კრიტიკულ ნიშნულამდე. გამიხარდა რომ ბარბარემ გაიხსენა მიზეზი და ყველაფერი დასრულდა ისე. რომელიც უნდა ყოფილიყო. რომ არაა ადამიანების სიამაყე და შურისძიება. იმდენად უყვარს ბარბარეს ცოტნე. რომ ზუსტად ეს ვერ აპატიე. ჩვენ ჰო ყველაზე მეტად მათ ვტკენთ. ვინ ძალიან გვიყვარს. ათასი მადლობა ამ წუტებისთვის და გისურვებ შენი საყვარელი გუნდების გამარჯვებას მოედანზე. წარმატებები ლიზააა. ისე მინდა ვიცნობდე. ბედნიერი ვიქნებოდიი

კიდე ბევრის ღამის დაწერა მინდა. მაგრამ აქ შევჩერდები. ისედაც რა ვიბოდიალე აღელვებულმა არ ვიცი. თავიდან უნდა წავიკითხო

უდიდესი მადლობა, ყოველი ისტორიის ბოლოს ველოდები ხოლმე თქვენს შეფასებას, მიხარია რომ მოგეწონათ <3
სტუმარი მარიამი
სიტყვები არ და ვერ მაქვს.
პირველად ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით.
მადლობა! მადლობა! და მადლობა ამ შემოქმედებისთვის.
შენ სულ სუუულ უნდა წერო.

მადლობა! ველი ახალ საოცრებებს.


მადლობა თქვენ <3

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

❤️❤️❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი nino

Ღმერთო ეს რაიყო?მადლობა შენ რომ ასეთ ისტორიებს გვიწერ❤

 


№10  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი მარი
❤️❤️❤️❤️❤️

nino
Ღმერთო ეს რაიყო?მადლობა შენ რომ ასეთ ისტორიებს გვიწერ❤

მადლობა თქვენ <3

 


№11 სტუმარი სტუმარი თეო

უმაგრესი იყო,ვისიამოვნე კითხვით... წარმატებები თქვენ <3

 


№12  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თეო
უმაგრესი იყო,ვისიამოვნე კითხვით... წარმატებები თქვენ <3

მადლობა <3

 


№13  offline წევრი ნანა73

დავიწყებ იქედან რომ მოლოდინი არ გამიცრუვდა. ეს ფაქტობრივად შეუძლებელიც იყო, თუმცა მაინც.
რასაც არ მოველოდი ცოტნეს ღამეული ტანჯვა-წამება იყო.
თურმე... როგორ ყოფილა საქმე და ჩვენ?...
მართალია, ვერავინ იგრძნობს სხვის ზურგზე გადარტყმული მათრახის ტკივილს როგორც ის სხვა.
თამაზი სიკვდილისთვის ძალიან დამენანა. საოცარი კაცი, მამა და მეგობარი იყო.
ლილი- "ყველაზე დედა" გამორჩეულად გონიერი და ღირსეული ქალბატონი. მისი საყვედურიც და შეგონებაც ერთნაირად მისაღები.
ყველა, ყველა პერსონაჟი საჭირო, დაბალანსებული.
და მაინც აქ ცოტნე ყველაზე მეტად იმსახურებდა ბედნიერებას. ყველაზე მტკივნეული სინამდვილედანაც კი მხოლოდ ბარბარზე ფიქრობდა და მის გრძნობებს უფრთხილდებოდა.
ეს როგორ შეიძლებოდა ბარბარეს არ ეგრძნო უთქმელად და ის მიხვდა ყველა წასვლის მიზეზს.
არ შემიძლია მენაბდე გამოვტოვო...
როგორც შენ გიყვარს, მეც ყველგან ვხედავ მის აჩრდილებსაც და ვფიქრობ ცოტნე არანაკლები პიროვნებაა თავისი პრინციპებით.
ყველაფერი კარგია რაც კარგად სრულდება.
მე მიყვარს შენი ჭკვიანი ნაწერები,
მიყვარს მრავალფეროვნება, შეგონებად მოყვანილი ფრაზები და საერთოდ ვფიქრობ განათლებული ავტორი ხარ, რაც გამორჩეულად საინტერესოს ხდის შენს შემოქმედებას.

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი M

აი როგორ ველოდი ამ ისტორიას და მეგონა რომ ბევრს დავწერდი, მაგრამ სიტყვები არ მაქვს!!! არაჩვეულებრივი ხართ და მადლობა ამ სიამოვნებისთვის რაც კითხვის დროს განვიცადე, ემოციების ქარიშხლისთვის და ბედნიერი დასასრულისთვის!♥️♥️♥️♥️

 


№15  offline წევრი ლენა ლენა

ვტირიი ემოციებისგან
საოცრება იყო!

 


№16 სტუმარი Stumari

ვაიმეეე ეს რაიყოო შოკი მაქვს. საოცრებაა????????????❤❤????

 


№17  offline მოდერი Katerina.

შენ გოგო არ ხარ ნორმალური.
პირდაპირ აგიჟებ მკითხველს
ისეთი სავსეა ყოველი წინადადება არამარტო ამ ისტორიაში, უბრალოდ ჰაერში ხელებს ვიქნევ და ვკითხულობ :როგორ შეიძლება ასე?
როგორ შეიძლება ადამიანს სიტყვა არ გრჩებოდეს მნიშვნელობის, თავისი დატვირთვის გარეშე. პერსონაჟებზე გადაწონილი თითოეული ფაქტორი ყელში ხომ მიბჯენდა ცრემლის გორგალს, იუმორიც გაქვს, ტკივილის სიღრმეების ისე შეცნობა, გადმოცემა შეგიძლია, მკითხველს გეგონება საკუთარ თავზე ცდიო, მოულოდნელობის ეფექტებზე არაფერს ვიტყვი!
ძაან მაგარი ხარ.
სულ გააგრძელე წერა, სულ, იმიტორო შენ არ ხარ უბრალო "გამვლელი მწერალი"

შენი ისტორიებიდან, განსაკუთრებით ბოლოდროინდელებიდან, ისეთი სისავსე მოდის, მიკვირს და არ მინდა ოდესმე ამ სისავსისგან დაიშრიტო, იმიტომ რომ...
იმიტომ!

ნეტა შენი შემოქმედება მკითხველის თვალიდან დაგანახა,
საკუთარი თავის შეგშურდებოდა...

 


№18 სტუმარი Stumari

სმაილები არ დაიდო სმიტომ გავსხმოვანებ (ცრემლი) (გული) ( გული ვარსკვლავებით)

 


№19 სტუმარი სტუმარი მანანა

სიტყვები არ მყოფნის .

 


№20 სტუმარი ლიზა(ი)

ვაიმე ეხლა ისე ვარ ამდენი ემოციეიისგან რომ ხელები მიკანკალებს.
ხვალე დავწერ კომენტარს თორემ დღეს სიტყვებს თავს ვერ ვუყრი

 


№21  offline წევრი duchi_duchi

ვაიმეე არ მჯერაააა რა მაგარია წავედი ჩავუჯდეე

 


№22  offline წევრი თ. ა.

შენი დაპირება რომ აასრულე, ისე გამიხარდა და დიდი ხანია არ ავუცრემლებივარ ახალ ისტორიას. განსაკუთრებით, მამა-შვილის დიალოგებზე.
ახლა ისე ვარ ბევრს ვერაფერს გიწერ, არა და არ შემეძლო კომენტარის გარეშე.
მადლობა ლიზა!

 


№23 სტუმარი ია

დედა , რა იყო ეს! ვკუთხულობ... ხან ვტირი... ხან ვიცინი... მთავარია სიცილით დავამთავრე❤❤❤❤მადლობა ❤❤❤

 


№24  offline წევრი Tamo73

ძალიან კარგი იყო, წარმატებები

 


№25 სტუმარი სტუმარი მარიაამი

ღმერთმანიიიიეს რა იყო ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდები! სასწაული ხარ! შენი მოთხრობებიანად! მადლობა ამ ემოციებიისთვის!????????????✨

 


№26 სტუმარი სტუმარი თეკო

ასეთი ემოციებით სავსე არაფერი წამიკითხავს, ძალიან კარგი იყო))

 


№27 სტუმარი სტუმარი ქეთი

დავმუნჯდი,დავდუმდი,სიტყვებს ვერ ვპოულობ.
დიიდიი მადლობა ასეთი ისტორიისთვის

 


№28 სტუმარი სტუმარი ელი

და თუ ამაღამ გახშირებული პულსით და გულის შეტევით არ მოვკვდი დავრჩები შენს ერთგულ მკითხველად

 


№29  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ნანა73
დავიწყებ იქედან რომ მოლოდინი არ გამიცრუვდა. ეს ფაქტობრივად შეუძლებელიც იყო, თუმცა მაინც.
რასაც არ მოველოდი ცოტნეს ღამეული ტანჯვა-წამება იყო.
თურმე... როგორ ყოფილა საქმე და ჩვენ?...
მართალია, ვერავინ იგრძნობს სხვის ზურგზე გადარტყმული მათრახის ტკივილს როგორც ის სხვა.
თამაზი სიკვდილისთვის ძალიან დამენანა. საოცარი კაცი, მამა და მეგობარი იყო.
ლილი- "ყველაზე დედა" გამორჩეულად გონიერი და ღირსეული ქალბატონი. მისი საყვედურიც და შეგონებაც ერთნაირად მისაღები.
ყველა, ყველა პერსონაჟი საჭირო, დაბალანსებული.
და მაინც აქ ცოტნე ყველაზე მეტად იმსახურებდა ბედნიერებას. ყველაზე მტკივნეული სინამდვილედანაც კი მხოლოდ ბარბარზე ფიქრობდა და მის გრძნობებს უფრთხილდებოდა.
ეს როგორ შეიძლებოდა ბარბარეს არ ეგრძნო უთქმელად და ის მიხვდა ყველა წასვლის მიზეზს.
არ შემიძლია მენაბდე გამოვტოვო...
როგორც შენ გიყვარს, მეც ყველგან ვხედავ მის აჩრდილებსაც და ვფიქრობ ცოტნე არანაკლები პიროვნებაა თავისი პრინციპებით.
ყველაფერი კარგია რაც კარგად სრულდება.
მე მიყვარს შენი ჭკვიანი ნაწერები,
მიყვარს მრავალფეროვნება, შეგონებად მოყვანილი ფრაზები და საერთოდ ვფიქრობ განათლებული ავტორი ხარ, რაც გამორჩეულად საინტერესოს ხდის შენს შემოქმედებას.

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

უდიდესი მადლობა, იცი როგორც მიყვარხართ❤❤❤
M
აი როგორ ველოდი ამ ისტორიას და მეგონა რომ ბევრს დავწერდი, მაგრამ სიტყვები არ მაქვს!!! არაჩვეულებრივი ხართ და მადლობა ამ სიამოვნებისთვის რაც კითხვის დროს განვიცადე, ემოციების ქარიშხლისთვის და ბედნიერი დასასრულისთვის!♥️♥️♥️♥️

პირიქით,მადლობა თქვენ ❤
ლენა ლენა
ვტირიი ემოციებისგან
საოცრება იყო!

მადლობა ❤❤❤❤
Stumari
ვაიმეეე ეს რაიყოო შოკი მაქვს. საოცრებაა????????????❤❤????

❤❤❤❤❤
ჰებე
შენ გოგო არ ხარ ნორმალური.
პირდაპირ აგიჟებ მკითხველს
ისეთი სავსეა ყოველი წინადადება არამარტო ამ ისტორიაში, უბრალოდ ჰაერში ხელებს ვიქნევ და ვკითხულობ :როგორ შეიძლება ასე?
როგორ შეიძლება ადამიანს სიტყვა არ გრჩებოდეს მნიშვნელობის, თავისი დატვირთვის გარეშე. პერსონაჟებზე გადაწონილი თითოეული ფაქტორი ყელში ხომ მიბჯენდა ცრემლის გორგალს, იუმორიც გაქვს, ტკივილის სიღრმეების ისე შეცნობა, გადმოცემა შეგიძლია, მკითხველს გეგონება საკუთარ თავზე ცდიო, მოულოდნელობის ეფექტებზე არაფერს ვიტყვი!
ძაან მაგარი ხარ.
სულ გააგრძელე წერა, სულ, იმიტორო შენ არ ხარ უბრალო "გამვლელი მწერალი"

შენი ისტორიებიდან, განსაკუთრებით ბოლოდროინდელებიდან, ისეთი სისავსე მოდის, მიკვირს და არ მინდა ოდესმე ამ სისავსისგან დაიშრიტო, იმიტომ რომ...
იმიტომ!

ნეტა შენი შემოქმედება მკითხველის თვალიდან დაგანახა,
საკუთარი თავის შეგშურდებოდა...

ყოველ ჯერზე გაღიმებულს მტოვებ შენი კომენტარებით, უდიდესი მადლობა ❤
Stumari
სმაილები არ დაიდო სმიტომ გავსხმოვანებ (ცრემლი) (გული) ( გული ვარსკვლავებით)

ბევრი გულები.
სტუმარი მანანა
სიტყვები არ მყოფნის .

❤❤❤❤
ლიზა(ი)
ვაიმე ეხლა ისე ვარ ამდენი ემოციეიისგან რომ ხელები მიკანკალებს.
ხვალე დავწერ კომენტარს თორემ დღეს სიტყვებს თავს ვერ ვუყრი

გელოდები :დდდ
duchi_duchi
ვაიმეე არ მჯერაააა რა მაგარია წავედი ჩავუჯდეე

❤❤❤❤
თ. ა.
შენი დაპირება რომ აასრულე, ისე გამიხარდა და დიდი ხანია არ ავუცრემლებივარ ახალ ისტორიას. განსაკუთრებით, მამა-შვილის დიალოგებზე.
ახლა ისე ვარ ბევრს ვერაფერს გიწერ, არა და არ შემეძლო კომენტარის გარეშე.
მადლობა ლიზა!

მადლობა,თქვენ ❤❤❤❤
ია
დედა , რა იყო ეს! ვკუთხულობ... ხან ვტირი... ხან ვიცინი... მთავარია სიცილით დავამთავრე❤❤❤❤მადლობა ❤❤❤

❤❤❤❤❤
Tamo73
ძალიან კარგი იყო, წარმატებები

მადლობა ❤❤❤
სტუმარი მარიაამი
ღმერთმანიიიიეს რა იყო ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდები! სასწაული ხარ! შენი მოთხრობებიანად! მადლობა ამ ემოციებიისთვის!????????????✨

მიხარია რომ მოგეწონათ ❤❤❤
სტუმარი თეკო
ასეთი ემოციებით სავსე არაფერი წამიკითხავს, ძალიან კარგი იყო))

მადლობა ❤
სტუმარი ქეთი
დავმუნჯდი,დავდუმდი,სიტყვებს ვერ ვპოულობ.
დიიდიი მადლობა ასეთი ისტორიისთვის

❤❤❤❤❤

 


№30 სტუმარი one

dzalian, dzalian kargi iyo ❤️
male dagvibrubdi isev)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent