შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი, ბავშვობის სიყვარული 9


11-09-2021, 15:39
ავტორი gabi du
ნანახია 2 673

წესით, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. ცამეტწლიანი ლოდინის შემდეგ ადამაშვილისგან საპასუხო გრძნობას ვეღირსე. . . წესით, სიხარულისგან ტანგო, რუმბა, ჩაჩაჩა, სტეპი ყველა ცეკვა ერთმანეთში უნდა ამერია და მეცეკვა. წესით, არ უნა მხსომებოდა მისი ,,მიყვარხარს“-ს გარდა სხვა რამე, მაგრამ... მაგრამ მხოლოდ დედაჩემის მიერ ჩემს დამახინჯებულ ცხოვრებას აღვიქვამდი. წარმოვიდგენდი კიდევ რამდენმა ადამიანმა იცოდა მისი ,,საქმენი საგმირონი“ და ზურგს უკან კიდევ რამდენი ვინმე ამბობდა, რომ გავიზრდებოდი აუცილებლად მას ვემგვანებოდი. ლიფტს არ დავლოდებივარ. ძლივს ავათრიე დამძიმებული სხეული, კიდევ უფრო დამძიმებულს სულთან ერთად ჩემს სართულზე. არ დამითვლია, რამდენჯერ დამივარდა გასაღები, სანამ კარის საკეტს მოვარგებდი. ჩანთა და ფეხსაცმელი, იქვე, კართან მივაგდე. კარები ჩავკეტე. ფანჯრებს სქელი ფარდა ჩამოვაფარე და კარგად ჩამობნელებული ოთახის შუაგულში სავარძელსი ჩავეშვი. ბავშვობაშიც ასე ვიქცეოდი, უკუნითი სიბნელით ვებრძოდი ჩემში ადუღებულ პროტესტს. თუმცა, ეს მდგომარეობა ყველა უკვე განცდილი გრძნობისგან განსხვავდებოდა. ეს იყო სირცხვილის, შიშის, იმედგაცრუების ნარევი, რომელიც თითოეულ უჯრედს ცალ-ცალკე მიწიწკნიდა.
ბავშვობიდან ასე იყო. სულ სხვის გამო ვისჯეჯბოდი. დედაჩემი ვერ მიტანდა, რადგან გარეგნულად მამიდას ვგადი. ჭირის დღესავით სძულდა მული და მეც შემიძულა. სანამ შეეძლო ცხოვრება გამიმწარა. როცა მეგონა, რომ თავი დავაღწიე აქაც მომწვდა და საკონტროლო გასროლა განახორციელა. ლევანმა, მამამისმა დამსაჯეს დედაჩემის გამო. ქალის გამო, რომელისთვისაც ერთი ჭიქა მწარე, ნალექიანი ყავა მეტად ძვირად ფასობს ვიდრე, ჩემი სიცოცხლე. ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ილონამ, მე დამსაჯა იმის გამო, რომ მის ირაკლის მე შევუყვარდი. თუმცა, ღმერთია მოწამე საამისოდ არაფერი გამიკეთებია. ზედაც არასოდეს შემიხედავს მაგრამ... ყალბი იყო, ყოველთვის ჩემს ირგვლივ ყველაფერი... გულწრფელად არავის ვყვარებივარ. ყველას, მხოლოდ შანსი სჭირდებოდა. შანსი - ჩემს დასასჯელად.
კარგად მივხვდი სწორედაც, რომ ,,დავბადებულვარ მარტოობისთვის, რომ მარტოობა არ იყოს მარტო“. მარტოობას - აი, რას ვიმსახურებდი.
ვიბრაციის რეჟიმში ჩართული ტელეფონი განუწყვეტლივ ზუზუნებდა მაგრამ არც კი, დამიხედავს. ცოტა ხანში გულის გამაწვრილებელი ვიბრირება კარზე ატეხილმა ბრახუნმა შეცვალა. არც კი, გავტოკებულვარ. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინც არ უნა ყოფილიყო იმ წუთას არავინ მჭირდებოდა სიჩუმის და უკუნითი სიბნელის გარდა.
წესიერად გათენებულიც არ იყო, გოგას რომ დავურეკე. პირველივე ზარზე მიპასუხა.
- სადა ხარ სალომე? კარგად ხარ? - იმხელა მზრუნველობა იყო მის ხმაში, რომ გაუცნობიერებლად ავზლუქუნდი. - სალ, რა გჭირს? რატომ ტირი? სად ხარ? - მოუთმენლად მომაყარა კითხვები.
- სახლში ვარ გოგა. მჭირდები. თუ შგიძლია მომაკლითხე... გთხოვ. ოღონდ მარტო მოდი. ჯერ არა ვარ მზად სამსჯავროზე წავრსდგე. - მაინც გამეცინა ბოლოს. სულ ასე იყო, გოგა ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებდა. 15 წუთში ჩემთან იყო. დავინახე თუ, არა გულში ჩავეკარი და ტირილ-ტირილით ყველაფერი მოვუყევი. მანაც კი, ყველაზე ენამოსწრებულმა ბაღაშვილმაც, ვერ ამოიღო ხმა კარგა ხანს.
- ახლა... ახლა რას აპირებ? - ამოიხრიალა ხმაჩამწყდარმა.
- მინდა რაიონში წამიყვანო. ჩემებთან. ვერ გავთავისუფლდები საბოლოოდ რომ არ დაველაპარაკო იმ ალქაჯს. ჩემი ძმებიც უნდა ვნახო... წამიყვან? - ამღვრეული, მავედრებელი თვალებით ვუყურებდი. ვიცოდი წამიყვანდა და მაინც, თვალებით ვევედრებოდი.
- კაი, რას მეხვეწები წაგიყვან აბა რას ვიზამ. - ჩემზე მეტად დაზაფრული, შოკირებული მიყურებდა. - როდის წავიდეთ?
- ახლავე. - ფეხსაცმელი ამოვიცვი ჩანთას ხელი დავავლე და უკვე კართან მისულს უკან მივყევი. კართნ უზარმაზარი თაიგული იწონებდა თავს.
- ეს აქ იყო? - გაოცებულმა შევხედე.
- აუ, არ ვიცი სალ. გიჟივით მოვვარდი და არ მიმიქცევია რამისთვის ყურადღება. შეიძლება იყო კიდეც. ნახე აბა ბარათი ექნება. - თვითონვე გადაქექა და პატარა კონვერტიც იპოვა. ,,უნდა გაიღიმო, ცრემლები არ გიხდება“. - ხმამაღლა წაიკითხა. გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. თუმცა წინ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გველოდა ვიდრე, ყვავილების გამომგზავნის ვინაობა იყო. თაიგული ოთახში შევიტანე, კარი გამოვიკეტე და გზას დავადექით დასავლეთისკენ. თითქმის მთერლი გზა მეძინა. არადა, მგზავრობისას ძილი არ მახასიათებს. ალბათ, ესეც ტვინის ერთ-ერთი თავდაცვითი რეფლექსი იყო, რომ არ მეფიქრა, ფიქრს, რომ არ შევეშალე.
-
სალ, გაიღვიძე. ქალაქში შემოვედით. - ფრთხილად შემაფხიზლა გოგამ. მისამარტი ვუკარნახე და მალევე ცემი სახლის ჭიშკარს მივადექით, ოღონდ საკითხავი ისაა ოდესმე იყო თუ არა ჩემი.
- გინდა გამოგყვე? - საოცრად სევდიანი იყო ბაღაშვილი. არ ვიცი მასზე უკეთ, შეძლებდა კი, იმ ჯოჯოხეთის ცხადად ხილვას, რაც ჩემში ხდებოდა.
- მირჩევნია მარტო ველაპარაკო. ჩემი პატარა ძმა, ალბათ, ჯერ სკოლაშია. ვისარგებლებ ამ შემთხვევით. - ვთქვი და მანქანიდან გადავედი. ჭიშკარი, რომ შევაღე უფრო მომიჭირა ბრაზმა. დედაჩემი სახლის წინ დარგული ვეება მსხლის ძირში იჯდა, პატარა მაგიდასთან და ყავას მიირთმევდა. ,,ალბათ ისევ მწარეს სვამს“ გავიფიქრე ჩემთვის და მეტკინა. მისგან განსხვავებით მე, ვიცოდი რა უყვარდა. მას კი საერთოდ არაფერი აინტერესებდა ჩემზე.
- ლამაზი ფინჯანია. იმედია ნაქურდალი არ არის? - ჯერაც არ ვყავდი შემჩნეული ეს, რომ ვთქვი.
- რომც იყოს მერე შენ რა? - ისე მიპასუხა, თავი არ აუწევია.
- ხვევნა- კოცნით არასოდეს მანებივრებდი, მაგრამ გამარჯობას მაინც ველოდი.
- შენ, რომ გეთქვა გმრჯობა და პირდაპირ შხამის ნთხევით არ დაგეწყო, მეც გიპასუხებდი.
- როგორც ჩანს მარტო ხარ. - ირგვლივ მიმოვიხედე. - იქნებ ერთხელ მაინც ვილაპარაკოთ გულახდილად. - წინ დავუჯექი და სახეში შევხედე.
- მე, შენთან ყოველთვის გულახდილი ვიყავი. - ჯიქურ შემომხედა.
- არ გამაცინო. - ეს უკვე მე ვიყავი. - რაღაც არ მახსენდება ნაქურდალი ნივთები ერთად აღგვენუსხა.
- რა იყო, წილში რომ არ გსვამდი გეწყინა? - საოცრად ცივი იყო მისი ხმა და ამავდროულად დამცინავი.
- ეს, როგორ იკადრე. სხვა თუ არაფერი ფული ხომ, არასდროს გაკლდა? ასე როგორ დაეცი?
- ვხედავ, ინფორმირებული მოსულხარ. - წარბი ამიწია მან. ზუსტად ისე, როგორც მე ვაკეთებდი. ამ მსგავსების აღმოჩენამ ცივად დამიარა სხეულში.
- აქამდე, რომ ვერ გავიგე მიკვირს.
- ვერ დავუკარგავ, ყოველთვის კარგად ფუთავდა მამაშენი თქვენ, რომ არ გაგეგოთ. - ჩაიცინა მან და სადღაც შორს გაიხედა.
- მამაჩემი? მამამ იცოდა? - შოკში ჩავვარდი. ჩემს გაოგნებულ სახეზე გადაიხარხარა. - რა გაცინებს? ნორმალური ხარ? - გავცოფდი.
- ტონს დაუწიე. - ისე დამიბრიალა თვალები, მომენტალურად ჩამივარდა ხმა. - ამხელა გზაზე ამის გასარკვევად წამოხვედი? კი, ბატონო ვიპარავ.ყოველთვის ვიპარავ, როგორც კი სახლიდან გავდივარ. მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ფული არ მაქვს ან რამე მაკლია. მოპარვის პროცესი მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. რაც მეტია მოპარული ნივთი, მით მეტია სიამოვნებაც. დიახ, მამაშენმა იცის და ყოველთვის იცოდა. მანამდეც კი, სანამ გავყვებოდი.
- ავადმყოფი ხარ. - ამოვთქვი შოკირებულმა.
- ვიყო. მერე შენ რა? ხომ გყავს პატიოსნების განსახიერება მამიდაშენი. მასთან წაეთრიე. აქ რა დაგრჩენია? - მხრები მშვიდად აიჩეჩა და ყავის სმა განაგრძო.
- მძულხარ... მძულხან ნანი ცანავა. - ფეხზე წამოვდექი და უკუსვლით წავედი. თან შეშლილივით ერთიდაიგივეს ვიმეორებდი.
- იმაზე მეტად ვერ შეგძულდები ვიდრე მე მძულხარ იმ საზიზღარ ქალთან მსგავსებისთვის. - წააამოენთო უცებ და ჩემსკენ გამოიწია. გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე ჩამავლო თმაში ხელი და ზევით ამწია. ტკივილისგან მომენტალურად დამემეაჭა სახე. - წყეულმა მამიდაშენმა ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. შენ კი მისი ზუსტი ასლი ხარ. მისი კოპიო... შენი მორალით. ვერ გიტან, ვნანობ, რომ მუცელშივე არ ჩაგკალი. ახლა კი აქედან წაეთრიე და აღარასდროს გაბედო ჭიშკარს მოადგე. - მიღრიალა და თმით მიმათრია კარამდე. შემდეგ კი ქუჩაში მომისროლა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს არაფერი იმ წამიდან თბილისში შემოსვლამდე. გონებიდან წაიშალა ყველა დეტალი.
- სალო, მეც დავრჩები რა, შენთან. - გოგას ხმამ მომიყვანა გონს, რომელსაც უკვე, მანქანა ჩემს კორპუსთან დაეპარკინგებინა.
- რა? უკვე მოვედით? - გავოცდი, ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, რომ რაც მოხდა დამესიზმრა და არსადაც არ ვყოფილვარ. ყოველ შემთხვევაში ტვინს, ასე უნდოდა ეფიქრა.
- კარგად ხარ? - ხელი შემაშველა მან, მანქანიდან გადმოსვლისას.
- არაფერი დამსიზმრებია და იქ, მართლა ვიყავით ხომ? ვუთხარი იმედის ნაკუწს ჩაჭიდებულმა. თავი უსიტყვოდ, რომ დახარა უთქმელადაც მივხვდი და... და მოვკვდი.
სახლსი ისევ კიბით ავედი. გოგა არ გავიყოლე. ახლა ისევ სიჩუმე და უკუნითი სიბნელე მჭირდებოდა. მხოლოდ ასე შევძლებდი ამ წყეული ფიქრების მოშორებას. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიწექი გაუნძრევლად ჩემს ლოგინში. თვალი საწოლის პირდაპირ სერიოგას დიდ პლაკატზე მქონდა გაშტერებული. უკვე აღარ ვტიროდი. ვერც ვიტირებდი, რომც მდომოდა. აღარ იყო ცრემლი. როგორი ყალბი იყო ჩემს ირგვლივ ყველაფერი. ლევანის სურათიც კი, არ მქონდა ნამდვილი. რუსი მომღერლის სურათებს ველოლიავებოდი მთელი 13 წელი. სასწრაფოდ წამოვფრინდი. ყველა მათგანი ჩამოვგლიჯე. სათითაოდ.... საფულეში ჩაგდებული პატარა პორტრეტიც არ დამვიწყნია. მოვაგროვე, ბალიშის პირში ჩავყარე და შუაღამეს კორპუსების შუაგლში კოცონი გავაჩაღე. კიევ კარგი, რომ პატრული არ იყო სადმე ახლოს, თორემ ნამდვილად არ მქონდა იმის თავი რამე ამეხსნა და შესაძლოა ისეთი ჩამედინა თავი, იზოლატორში ამომეყო.
- დაგავიწყდი? - კიბეებზე ავდიოდი ადამაშვილი, რომ ამომიდგა გვერდით. ყურადღება არ მიმიქცევია. ჰალუცინაც ნორმალური იყო ჩემს მდგომარეობაში. მაგრამ მაჯასი ხელი, რომ ჩამავლო, ვიკადრე, შემეხედა.
- რა? -ვუთხარი დაბნეულმა.
- დაგავიწყდითქო? იმ ფოტოების დაწვამ ჩემი თავი დაგავიყყა სალომე? - მითხრა და ჩემთან ერთად აუყვა კიბეებს.
- დამავიწყდები. - ვუთხარი დამაჯერებლად.
- საფლავშიც კი, ერთად დავიმარხებით სალომე. - წელზე მომხვია ხელი და თავისკენ შემაბრუნა. - არა ერთ ორმოში, არამედ ერთ კუბოში. ლევანის გარეშე სალომე არ არსებობს და ვერც ლევანი იარსებებს სალომეს გარეშე. - არაფერი მითქვამს. მის სიახლოვეს ვერ ვუმკლავდებოდი. არ მინდოდა თავი გამეცა. ნეტავ შემძლებოდა საკუთარი თავისთვის გადაბიჯება და ჩემი ყველა ტკივილის მის მკლავებში მოშუშება. მაგრამ ყველა ტკივილს შორის ყველაზე დიდს სწორედ მისი მოყენებული ჭრილობა მაყენებდა. სახლში შევედით. პირველი ის მაგიდაზე იგდებული თაიგული მოხვდა თვალში, მე, რომ აღარც გამხსენებია. გაავებული წავიდა მაგიდის მიმართულებით. ხელში აიღო და ფანჯრიდან მოისროლა. ხმა არ ამომიღია. ყველაზე ნაკლებად მასთან კამათი მინდოდა, მაგრამ ვხვდებოდი მომიწევდა. სავარძელში ჩავჯექი, მას კი მოპირდაპირე სავარძლისკენ მივუთითე. თვალი თვალში გავუყარე.
- რა გინდა ლევან? - ვუთხარი დაღლილი ხმით.
- სალომე გიჟივით ნუ იქცევი. რეალობას თვალი გაუსწორე და ადეკვატურად შეაფასე მოვლენები. შენი ბრალი არ არის, დედაშენმა ეს გზა, რომ აირჩია.
- ნუთუ? წეღან მე ვიყავი დამნაშავე? - ისეთი დამცინავი იყო ჩემი ხმა, მევე შემამცივნა.
- სალომე ბავშვი ვიყავი. თან უბრალო მოწონება იყო, რომელსაც განვითარების შანსი არ მიეცა. რამდენი წელია ერთმანეთი არ გვინახავს. ახლა, რომ მომხდარიყო მსგავსი რამ ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებდა შენს დათმობას. მაშინ არაფერი მაინტერესებდა იმის გარდა, რომ ღირსეული ,,ქურდი“ გავმხდარიყავი. ვერ დავუშვებდი რაიმე მიზეზს შეეშალა ხელი. რატომ არ გინდა გამიგო?
- ვერც ვერასდროს გაგიგებ. მე, არ ვიცოდი ვინ იყო მამაშენი, მაგრამ ვიცოდი შენ ვინ გინდოდა ყოფილიყავი. ჩვენ, დანარჩენ სამყაროს სულაც არ გვეამაყება ქურდის სახელი მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. - ჩემსას გავიძახოდი.
- სალომე, ბავშვობაში ნუ იქექები. - ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელებსი მოიქცია ჩემი სახე. - როგორც ხეავ, მნიშვნელობა არა აქვს ვისი შვილი ხარ, ან, ვინ დგას შენს უკან. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს ვინ ხარ შენ. - თვალებში მიყურებდა. ვგრძნობდი, არ მატყუებდა. მეც მხოლოდ მასთან ყოფნა მინდოდა მაგრამ... მაგრამ.
- დამიმტკიცე, რომ გიყვარვარ და გეფიცები ყველაფერს დავივიწყებ აქამდე არსებულს. - ვუთხარი და გაუბედავად შევახე ხელები მის სახეს. ზუსტად ისე მოვიქციე ხელისგულში, როგორც მან ჩემი.
- რა გინდა. რომ გავაკეთო? - თვალები გაუბრწყინდა მას.
- ჩამოშორდი იმ გზას, რომელსაც ადგახარ და უსაფრთხო მომავალი შეუქმენი იმ შვილებს, რომელიც გინდა, რომ მე გაგიჩინო. - კატეგორიული ვიყავი, თუმცა არც კი ვიცი საიდან მეყო გამბედაობა, რომ ეს მეთქვა.


ვეცდები მეტი აღარ გალოდინოთ. უკეთ ვარ. მადლობა მოკითხვისთვის ყველა თქვენთაგანს. მიყვარხართ.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

მიხარია უკეთ რომ ხარ. ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელდი, თავს მიხედე. ჩვენ მოვიცდით..
გული დამიწვა ამ თავმა. ეს რა იყო, ასეთი გულღრძო და ბოროტი შვილის მიმართ დედა როგორ უნდა იყოს? შოკში ვარ მაგ არაქალის საქციელით. ან ქმარიც დალაგებულია? როგორ დაუმახინჯეს ამ გოგოს ცხოვრება.
რა დროს შეწყდა, ლევანი როგორ მარტივად დათანხმდება, ან საერთოდ თუ დათანხმდება სალომეს პირობას?

 


№2 სტუმარი სტუმარი Mmm

სალომეს მონოლოგები ისეთი არის,ასე მგონია ადამიანი პირისპირ მიზის და თავის განცდებს მიზიარებს.... ადრეც ავღნიშნე რომ საოცარი წერის სტილი გაქვთ....
P.sჯამთელობის ფასი არაფერი.კვირაში ერთხელაც რომ დადოთ დიდი თავი,ვისაც წაკითხვა გვაინტერესებს არ დაგვეზარება მოძებვნა....

 


№3  offline წევრი gabi du

სტუმარი ქეთა
მიხარია უკეთ რომ ხარ. ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელდი, თავს მიხედე. ჩვენ მოვიცდით..
გული დამიწვა ამ თავმა. ეს რა იყო, ასეთი გულღრძო და ბოროტი შვილის მიმართ დედა როგორ უნდა იყოს? შოკში ვარ მაგ არაქალის საქციელით. ან ქმარიც დალაგებულია? როგორ დაუმახინჯეს ამ გოგოს ცხოვრება.
რა დროს შეწყდა, ლევანი როგორ მარტივად დათანხმდება, ან საერთოდ თუ დათანხმდება სალომეს პირობას?

აქ, ყველა არანორმალურია და ვინ იცის როდის, რასგააკეთებენ.

 


№4 სტუმარი ატბ

ლევანი რო ამას არ დათანხმდება ძაან აშკარაა :დ

 


№5  offline წევრი gabi du

სტუმარი Mmm
სალომეს მონოლოგები ისეთი არის,ასე მგონია ადამიანი პირისპირ მიზის და თავის განცდებს მიზიარებს.... ადრეც ავღნიშნე რომ საოცარი წერის სტილი გაქვთ....
P.sჯამთელობის ფასი არაფერი.კვირაში ერთხელაც რომ დადოთ დიდი თავი,ვისაც წაკითხვა გვაინტერესებს არ დაგვეზარება მოძებვნა....

ბედნიერი ვაფრ, ამას, რომ ვკითხულობ. მადლობა

ატბ
ლევანი რო ამას არ დათანხმდება ძაან აშკარაა :დ

ყოველშემთხვევაში, მე გამძლეობას ვუსურვებ ორივე მათგანს. :)

 


№6  offline წევრი თათია-თათა

როდის დადებთ ახალ თავს?

 


№7 სტუმარი Salo

აუუ როდის დადებ

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№9  offline წევრი gabi du

თათია-თათა
როდის დადებთ ახალ თავს?

ავტვირთე უკვე ძირფასო.

 


№10  offline წევრი თათია-თათა

კარგიაა, იმედია მალე დაადასტურებენ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent