შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო


30-10-2019, 22:02
ავტორი Lacrimae
ნანახია 1 241

მე ამ ცივ ღამეში გამოვიწვიე სიკვდილი, რომ მეცეკვა ტანგო. ცეკვის ბოლოს მე ვიგრძნობდი სიცივეს ან დათბებოდა. არჩევანი არც ისე დიდი იყო. სცენა ჩვენი ხიდი იყო, განათება კი ლამპიონების მკრთალი შუქი. ბნელი კუთხიდან კიდევ უფრო ბნელი სილუეტი გამოვიდა. გაყინული სხეული შეირხა. პირველი სვლა მას ეკუთვნოდა. სწრაფად მომიახლოვდა. სუდარა სმოკინგით შეეცვალა. თავზე შლაპა ეფარა. მის სახეს ვერ ვხედავდი, წყვდიადის ანარეკლი იყო იგი. ფეხზე წამომაყენა, მისკენ მიმიზიდა, დამატრიალა და ხელის ერთი მოძრაობით წითელი ქსოვილისაგან კაბა ჩამაცვა. შემდეგ მარჯვენა ხელი წელზე მომხვია, მარცხენათი კი ჩემი ხელი დაიჭირა. ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, გააზრებაც კი ვერ მომესწრო. გაყინულმა სხეულმა იგრძნო კიდევ უფრო გაყინული არსების სიახლოვე. თვალები დავხუჭე. არაფერში მჭირდებოდნენ ისინი. გავაანალიზე, რომ მე ვეცეკვებოდი თვით სიკვდილს, უსახოს, უსულოს, არაამქვეყნიურ ქმნილებას. რა უნდა დამენახა მე? სიბნელე? მისი ცქერა ხომ თვალდახუჭულსაც შემეძლო. სიომ წაისისინა და მელოდია შვა. ჰო, ეს იყო ვიოლინო. ცეკვა დავიწყეთ ნელი ტემპით. დასაწყისი ჩვენი ცეკვისა უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა. მალევე ქარი ამოვარდა და ახლა უკვე ვიოლინოს ხმა გაძლიერებულად მესმოდა. სწრაფად ღრმად ჩავისუნთქე და ტემპს ვუმატე. სიკვდილმა ტოლი არ დამიდო, ცეკვას გახურდა, სხეულები კი ჩვენი კვლავ ცივი იყო. სიკვდილმა სამჯერ დამატრიალა, არ ვიცი რატომ მაგრამ ხელიდან დავუსხლტი და ხიდის ბოლოსკენ გავექეცი. სიკვდილი წინ გადამეღობა. მე უკან დავიხიე. სიკვდილი ჩემსკენ წამოვიდა. მე შებრუნება დავაპირე, მან დაიჭირა ხელი ჩემი, მეორე წელზე შემომხვია და ცეკვა გააგრძელა. ო, რა ცივი იყო სხეული მისი. გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა და ავუწყე ფეხი. თვალები კვლავ დავხუჭე. სხეული ჩემი მკვეთრად ირხეოდა. არ ვიცოდი თუ ასე ცეკვა შემეძლო. ქარმა შეკრული თმები გამიშალა და ახლა ისინიც ცეკვავდნენ ტანგოს. მდინარე ღელავდა. მისი ტალღების ერთმანეთზე მიხლა ტაშის ხმას მოგაგონებდათ. სიკვდილი უფრო და უფრო მისკენ მიზიდავდა, თითქოს კი არ მეცეკვებოდა არამედ ჩემი დასაკუთრება სურდა. მეც არ ვეწინააღმდეგოდი და ჩვენ ორნი ვცეკვავდით, როგორც სატრფონი ერთმანეთისა. მიკვირდა როგორ ვაგრძელებდი ცეკვას რადგან ერთიანად გავიყუნული ვიყავი. ფიქრები ჩემი არ იყო შორს. ფიქრები ჩემი იყო ჩემ წინ. ფიქრები ჩემი მიყურებდა. ჩიქრებს ჩემსას ვეჭირე ძლიერად. ფიქრები ჩემი მეცეკვებოდა მე. მე და ფიქრი ჩემი ვცეკვავდით ტანგოს. ქარი ძლიერი ნელ-ნელა სუსტდებოდა. მან დაიწყო ბოლო აკორდების დაკვრა. სხეული ჩემი გახდა დამოკიდებული სიკვდილზე. მოძრაობები იყო ტლანქი. აღარ ძალმიძდა ცეკვა. ქარმა ვიოლინოს სიმები ბოლოჯერ შეარხია. ჩემი სხეული სულთან ერთად გაყინულიყო. სიკვდილმა გადამიწვინა მკლავზე და ჩემსკენ გადმოიხარა, თითქოს უნდოდა ამბორი ჩემი. ძალა აღარ შემრჩენოდა. უკანასკნელად ჩავისუნთქე და თვალი გავახილე. თვალი გავახილე და ფიქრი ჩემი გაქრა. მზის სხივი გუგის გავლით სხეულში მოხვდა და დათბა...



№1  offline წევრი Lacrimae

ელპინი
ლამაზი იყო.
ძალიან პატარა და ლამაზი. :)

მადლობა ^_^

კარგი იქნება კითხვის დროს Libertangos თუ მოუსმენთ. თუ ტემპში წაიკითხავთ მელოდიასთან ერთად კითხვასაც დაასრულებთ <3

 


№2  offline წევრი M-morieli

მართლა ძალიან მომწონს ეს ხანახატი ❤❤

 


№3  offline წევრი Lacrimae

M-morieli
მართლა ძალიან მომწონს ეს ხანახატი ❤❤

მადლობა????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent