სათაურის გარეშე 11
ფრანკის მიერ შედგენილი გეგმით მზეზე ყოფნის საათი მქონდა, როდესაც ეზოში ეტლი შემოვიდა. სკამიდან წამოვდექი და ვერანდის მოაჯირს დავეყრდენი. ველოდებოდი ვინ გადმოვიდოდა ეტლიდან. ჯო იყო. მოგზაურობის დაღლა სახეზე დასტყობოდა. წარბშეკრულმა მძიმედ დააბიჯა მიწაზე და მიმოიხედა. ჯოს დანახვამ გული უცნაურად ამიჩქროლა, თითქოს პირველად ვხედავდი. მიუხედავად დაღლისა და უემოციო სახისა, ჯოს განსაკუთრებული ქარიზმა დაჰყვებოდა. კიბეები სწრაფად ჩავირბინე, ეზოში გავედი და ჯოს მოვეხვიე. -ძალიან მომენატრე - ჩავჩურჩულე ყურში - როგორ ხარ? -კარგად, ჩემო ლამაზო, შენ როგორ გრძნობ თავს? - მკლავი გამომდო და სახლისკენ დავიძარით. -მე მშვენივრად. -რატო ტყუი, ელიზაბეტ? - ღიმილიანი სახით შეეგება ფრანკი ჯოს - ჯერ დაისვენოს, შემდეგ კი მოვუყვები როგორ შეგვაშინე. -რა საჭიროა? - პასუხი მეც ღიმილით დავუბრუნე უკან. -აუცილებელია, რადგან კიდევ ოთხი დღე აქ უნდა გაატარო - თითი დამიქნია და ზურგი მაქცია - დენიელ - მეეტლეს გასძახა - წადი, დაისვენე. ერთ კვირიან შვებულებას გაძლევ - კვლავ ჩვენკენ შემობრუნდა - დაიღალა საწყალი. ათ დღეზე მეტია გზაშია. დარწმუნებული ვარ ოჯახი ძალიან მოენატრა. უსაყვარლესი ორი შვილი ჰყავს, ნამდვილი პრინცესები - ღიმილიანი სახე უეცრად მოექუფრა - ჯო, საქმის რა გაირკვა? ეშველება მანქანას? -კი, უკვე გააკეთა ჩვენ მიერ ნაპოვნმა კაცმა. დიდად ვერ გავიგე რისი ბრალი იყო, თუმცა საბედნიეროდ მისი შეკეთება მოხერხდა და მზად არის გზაზე დასადგომად. -ძალიან მიხარია - ფრანკმა დიდი სიხარულით ნამდვილად არ წარმოსთქვა ეს სიტყვები. -ჯოჯი სად არის? -ოთახს თვალი მოავლო ჯომ. -თქვენმა ძაღლმა სამოთხე ნახა დედამიწაზე. მთელი დღეები დარბის, ქათმებსა და ბატებს ეთამაშება, ცხენებს უყეფს, თუმცა ერთ მათგანს უკვე დაუმეგობრდა. ვფიქრობ, კმაყოფილია ჩვენი მამულით. იმედი მაქვს თქვენც კმაყოფილნი დარჩებით ჩემი მასპინძლობით. ახლა კი ვხვდები როგორი დაღლილი ხართ. ვთხოვ ცხელი წყალი მოგიმზადონ აბაზანისთვის და ცალკე ოთახი მოგიწყონ. რატომ უნდა დაიძინოთ არაკომფორტულად დივანზე? -არა, რას ბრძანებთ. სკამზე დაძინებითაც კი უდიდეს ვალში ვართ თქვენთან - საუბარში ჩავერთე მეც. -ელიზაბეტ, შენ თავს ნუ გადაიღლი - ხელზე ხელი დამადო ფრანკმა - ის წიგნი დაასრულეთ? -დღეს თუ არა ხვალ უსათუოდ დასრულებული მექნება - გავუღიმე და თვალებში შევხედე, ისინი სითბოთი გამოსჭვივოდნენ ჩემი მიმართულებით. -მაშ, ახალი წიგნის შერჩევის დროა. გზაშიც დაგჭირდებათ და გადმოგცემთ რამდენიმე მათგანს, როგორც მოკრძალებულ საჩუქარს - მზერა იატაკზე გადაიტანა, თითქოს გამოხედვას იცვლისო და სრულიად სხვა გამომეტყველებით გამოგვხედა - ბევრი სასაუბრო გექნებათ და-ძმას. ელიზაბეტ, დაისვენეთ და ცოტა ხანში ბიბლიოთეკაში გელოდებით. ჯო ეჭვის თვალით გვიყურებდა. თითქოს გრძნობდა, რომ ჩვენ შორის რაღაც უხილავი ძაფები გაჩნდა. სასწრაფოდ დაუკრა თავი ფრანკს, ხელი მკლავში მომიჭირა და კიბეებზე ამიყვანა. -ნიკი სად არის? - ჯოს დანახვით გამოწვეული სიხარულისა და ფრანკთან მსუბუქი ფლირტით, ნიკის არყოფნა ვერ შევამჩნიე. -დაჯექი, რაღაც უნდა მოგიყვე - ჯო ზედმეტად სერიოზული იყო - აქედან, რომ წავედით სამი დღე გზაში ძალიან დავიღალეთ. მივდიოდით ქალაქში, რომელსაც არ ვიცნობდით და უნდა გვეპოვა ადამიანი, რომელიც დაგვეხმარებოდა. თავიდანვე განსაზღვრეთ ამ საქმისთვის გარკვეული თანხა, თუმცა თუკი ძალიან ბევრს მოითხოვდა, ორი ოქროს მონეტაც ჩავიგდეთ ქისაში. ქალაქი დიდი ვერაფერი იყო - ხელი ნიკაპზე მოისვა და ოთახში სიარული დაიწყო - დიდი სახლები, დიდი აივნებით, თუმცა უღიმღამოდ შერჩეული ფასადები და ეზოები ჰქონდათ. მოკლედ, დავხეტიალობთ ქუჩებში და უეცრად ვიღაცამ დაიკივლა. ხელი მაშინვე დანისკენ წავიღეთ, თუმცა ნიკს სახე გაებადრა. ბავშვობის მეგობარს შეხვდა, გადაეხვია, ერთმანეთი დაკოცნეს, ამბები გაცვალეს და დიდად დაგვეხმარა მანქანის საკითხის მოგვარებაშიც. ფაქტობრივად ნახევარ ფასში დაიყოლია ხელოსანი. იმ მომენტში კი, როდესაც უკანა გზას უნდა დავდგომოდით და ჩვენი ხელოსანი თავისი მანქანით უნდა გამოვყოლოდა უკან, ნიკმა ქალაქში დარჩენა გადაწყვიტა. -რაა? - გაოცებისგან ფეხზე წამოვხტი. -მეც ზუსტად ეს რეაქცია მქონდა. ძალიან გავბრაზდი. მეწყინა კიდეც, რადგან ნიკი ჩვენთვის ოჯახის წევრივით იყო და ასე ნამდვილად არ უნდა მივეტოვებინეთ. მაშინვე ვუსაყვედურე: ნიკ, ეს ნამდვილად არ არის კარგი საქციელი, ჩვენ ფიცი დავდეთ, იმედია გახსოვს-თქო. მან კი მიპასუხა: მე თქვენ არასოდეს მიგატოვებთ, ჩემო მეგობრებო. ჩემს უკან დაბრუნებას რა აზრი აქვს? მაინც ამ მხარეს უნდა წამოხვიდეთ, ეს გზა გამოიაროთ, სანამ შენ ჩახვალ, მანქანას შეაკეთებთ, ერთი დღე სასახლეში დაისვენებთ და შემდეგ უკან, ისევ ამ ქალაქისკენ წამოხვალთ, მე ჩემს ძველ მეგობართან ერთ-ორ ამბავს გავცვლი, ცოტას ბავშვობას გავიხსენებთ და შემდეგ ისევ შემოგიერთდებით-ო. -თავიდანვე აქედან დაგეწყო. მთელ ტანში ბრაზმა და სევდამ ერთდროულად დამიარა. -შენ რას შვრებოდი? - ჯო მომიახლოვდა და კოცნა დააპირა, თუმცა თავი გვერდზე გავწიე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი -მე რაღაც ვირუსი შემხვდა - ჩავფიქრდი და თვალები ჭერს მივაპყრე - დალახვროს ეშმაკმა, სახელი ვერ დავიმახსოვრე. ძალიან შევაშინე ყველა. მეჯინიბეები, მუშები, მზარეულები, ყველანი ჩემ გამოჯანმრთელებას ელოდნენ. -რას ამბობ, როგორ მოხდა? - კოცნის გარეშე დარჩენილს, ბრაზი სიბრალულში გადაეზარდა. -შუა ღამით საშინელმა თავბრუსხვევამ გამაღვიძა, ფეხზე დგომა მიჭირდა, თუმცა დასახმარებლად ვინმესთვის უნდა დამეძახა. თავზე ძალდატანებით ავდექი ფეხზე და ფრანკის ოთახში შევედი. ოთახში კი იატაკზე წავიქეცი და ფრანკმა სასწრაფოდ ექიმი მოიყვანა. მოკლედ, რომ გითხრა, ახლა ყველაფერი კარგადაა. -ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს, თუმცა ფრანკის ოთახში რატომ შეხვედი? -ჯო - ბრაზით გავხედე - ის უფრო მნიშვნელოვანია ფრანკს, რომ დავუძახე თუ ის, რომ გადავრჩი? ჯოს სახე შეეცვალა. მიხვდა, რომ კარგად არ გამოუვიდა ნათქვამი და ჩემს ფეხებთან ჩაიკეცა. -ძალიან მომენატრე - მითხრა ჯომ და ფეხზე მაკოცა. -ძალიან დაღლილი ვარ, უნდა წამოვწვე - კვლავ თავიდან დაღწევა ვცადე. -ერთად წამოვწვეთ - არ ნებდებოდა ჯო. -სჯობს დაისვენო - ვუთხარი და ოთახიდან გასვლა დავაპირე. -საით? - ჯო ფეხზე წამოიჭრა და მომვარდა. მისი ხმის ტონი ჩვეულზე მაღლა იდგა. -ვერანდაზე სავარძელში დავისვენებ, თან წიგნს წავიკითხავ - ოთახის ზღურბლს გადავაბიჯე. -ელიზაბეტ, აქ მოდი - კიდევ უფრო აუწია ტონს ჯომ - რა დროს წიგნია, რამდენი დღეა არ მინახიხარ - მკლავში ხელი ჩამავლო და კედელზე ამაყუდა - იქნებ იმიტომ მიშორებ თავიდან, რომ ფრანკთან გაიქცე ბიბლიოთეკაში? -მე არსად გავრბივარ, ჯო - ვცდილობდი ხმადაბლა მელაპარაკა, რომ ჩვენი დიალოგი არავის გაეგო - ფრანკი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მასთან სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობ, ისეთ თემებზე, რომლებზეც სხვასთან ვერ. -და რატომ ვერ საუბრობ ჩემთან იმას, რასაც ფრანკთან? რადგან მილიონები არ მაქვს? -ჯო, რაებს ამბობ, ნუთუ შეგიძლია ეგ ყველაფერი მე მითხრა? - თვალები ამიცრემლიანდა, თუმცა ეს ჯომ ვერ შენიშნა. -სამი თუ ოთხი დღით მოგაშორე თვალი და შენ სხვა კაცი გაიჩინე - ჯოს სახეში გავარტყი და კიბეებზე დავეშვი. თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში ჯოს ვეთანხმებოდი. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი დილემის წინაშე. ჩემს გონებაში სამი მამაკაცი იყრიდა თავს და ყველა თავისკენ მექაჩებოდა. 1. ჩემი გარდაცლილი მეუღლე ჰენრი. ჰენრი ჩემს გონებაში საპატიო ადგილს იკავებდა. ხშირად მასზე ფიქრისას მხოლოდ ბრაზი იჩენს თავს, თუმცა ის ჩემი პირველი სიყვარული გახლდათ. ჰენრი ხშირად მეუბნება, რომ ერთგულება არ ვიცი და მისი გარდაცვალებიდან ერთ თვეში სხვა კაცთან მქონდა სექსი. ხანდახან საკუთარი თავი მძულს ამისთვის, თუმცა მეორე არგუმენტსაც მალევე ვიშველიებ. ჰენრი ჩემთვის მეუღლე მხოლოდ ერთი დღე იყო. თუკი ოფიციალურად შევხედავთ ამ საკითხს კი, ჰენრი ჩემი ქმარი არასოდეს ყოფილა. ალბათ ახლა იკითხავთ, მაშ, რატომ არის ის შენს გონებაშიო? რადგან მის მიმართ განვიცდი რიდს. განსაკუთრებით იმ ღამით, როდესაც მაღალი ტემპერატურისგან მოლანდებები დამეწყო, პირველი ვინც დავინახე ჰენრი იყო. იმ ღამით კი ნამდვილად არ ვიყავი მზად მასთან შესახვედრად. მე მას ვუღალატე, დავამცირე, შევურაცხყავი მისი სული, თუმცა ამის გამო არ განვიცდიდი სირცხვილს. მასთან შეხვედრა არ მინდოდა, რადგან ვერ დავიცავი ის სიკვდილისგან. ჩემი მეუღლის ცხედარი შუა მოედანზე სხვებს ჩავაბარე და თავად სხვაგან წავედი. მისი სიკვდილი სხვა ადამიანებს გადავაწერე და მასზე ბრაზმორეულმა მისი აჩრდილისგან გაქცევა გადავწყვიტე. არ გამომივიდა. 2. ჯო - ჩემი მოგზაურობის მეგობარი. მის მიმართ სიმპათია არასოდეს გამჩენოდა იმ დღემდე, სანამ მის წინაშე ნახევრად შიშველი არ ვიდექი. შესაძლოა იმ მომენტში სხვა მამაკაცი, რომ მდგარიყო მის მაგივრად, მასთანაც იგივე გრძნობა გამჩენოდა, თუმცა რამოდენიმე აქტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჯო არის მამაკაცი, რომელიც კარგ საყვარლობას გამიწევს. ჯოს უყვარს პატარა, ჯიბის მოთხრობების კითხვა, ასევე ცხოველებთან ურთიერთობა და თამაში. ჯოს საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს ადამიანების გაღიმება და ამ ყველაფრისთვის ის არასდროს იშურებს ძალისხმევას. ის არ არის ფეთქებადი, არ არის უზრდელი, თავნება და ყეყეჩი. მას აქვს განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა და ამბიცია, რომ ყველაზე კარგი თუ არა, ერთ-ერთი კარგი მამაკაცია. ჯოს ჩემს ქმარზე უკეთ ვიცნობ. მასთან სექსუალური ურთიერთობა კი ძალიან მსიამოვნებს. ის ყოველთვის ცდილობს მასიამოვნოს, მომეფეროს, კომპლიმენტები მითხრას. ჯოსთვის მთავარი სექსი არასოდეს ყოფილა, მათ შორის არც პირველ ჯერზე. ის ურთიერთობას უფრო აფასებს, ვიდრე ამ ადამიანურ მოთხოვნილებას. პირველად, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგით, ვთქვით, რომ ეს იქნებოდა პირველი და უკანასკნელი, მეორე ჯერზე კი ვთქვით, რომ ჩვენ შორის არანაირი გრძნობა არ იჩენდა თავს. არ გამომივიდა. 3. ფრანკი ნამდვილი არისტოკრატია. მისი დახვეწილობა, საუბრის მანერა, ჟესტიკულაცია პირდაპირ მაჯადოვებს და მუდამ მის გვერდით ყოფნას მთხოვს. თუკი ზღაპრები წაგიკითხავთ და იქ პრინცების შესახებ გულდასმით ამოგიკითხავთ, ფრანკს დაინახავდით. ფრანკთან თავს დედოფლად ვგრძნობ. მან იცის როგორ წარმოაჩინოს თავი და შენს თავშიც გაპოვნინოს საუკეთესო „მე“. ფრანკისთვის თავის მოსაწონად დავიწყე წიგნების კითხვა, მასთან ხშირად შესახვედრად გავდივარ ვერანდაზე და ხშირად ვაპარებ ხოლმე თვალს თუკი სადმე მოვკრავ თვალს. რუთის ყოველ დანახვაზე კი ბრაზი მიპყრობს, ყოველი მისი სიახლოვისას ეჭვიანობა მიკაკუნებს თავში. ეს ჭკუიდან მშლის, თუმცა თავის კონტროლი კარგად გამომდის. ალბათ საქმე თავად ფრანკს, რომ არ ეხებოდეს, აუცილებლად განვიხილავდი ამ საკითხს მასთან. პირველი კოცნის შემდეგ კი ჩემს თავს შევპირდი, რომ მასთან სიახლოვეს შევწყვეტდი. არ გამომივიდა. *** ჯოსთვის სახეში არ უნდა გამერტყა რაც არ უნდა ნაწყენი ვყოფილიყავი მასზე. სინდისის ქენჯნა არ მასვენებდა. ჯო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახლდათ, შესაბამისად მასზე ასე არ უნდა გავბრაზებულიყავი. ის ეჭვიანობს და აქვს ამის მიზეზი. საწყალს, ჯერ ჰენრის სული უტანჯავდა გონებას და ახლა ფრანკი აუწრიალებს ფიქრებს. როგორი რთულია გიყვარდეს ადამიანი და მასთან სხვა ადამიანს ხედავდე. მაგალითად ისე, როგორც მე მემართება, როდესაც ფრანკთან რუთს ვხედავ. -ჯო - ვერანდაზე იჯდა და უზარმაზარ მთებს გაჰყურებდა - ბოდიში, ძალიან გავცხარდი - ხელი მხარზე დავადე. -ზედმეტი მომივიდა - არც კი შემოუხედავს ისე ჩაილაპარაკა - ვერ ვიტან, როდესაც მასთან გხედავ. -ჩვენ ხომ შევთანხმდით, ჯო? - ჩემკენ მოვატრიალე და თვალებში ჩავხედე - ჩვენ არანაირი გრძნობები არ უნდა გვქონოდა ერთმანეთის მიმართ. -ანუ შენ იმის თქმა გინდა, რომ შენ როგორც მეგობარს, მხოლოდ ისე მიყურებ? -ჩემს გონებაში ქაოსია - საკუთარ ფეხებს დავხედე. მის თვალებში ჩახედვას ვერ ვბედავდი. -ჩემს გონებაშიც ქაოსია, ელიზაბეტ, ამ ქაოსს შენ მიყენებ - კვლავ მთებს გახედა მან. -ჩემი ბრალი არ არის, თუკი შენს ფიქრებში ვარ. არც ის არის ჩემი ბრალი, რომ ერთმანეთის მიმართ ლტოლვას განვიცდით. ეს ჰორმონებია, ისინი კი უცნაურები არიან, ძალიან უცნაურები. -ელიზაბეტ, იმის თქმა გინდა, რომ ჩემთან უბრალოდ სექსის სურვილს იკმაყოფილებ? - ხმამაღლა მიღრიალა და ჩემს შეშინებულ თვალებზე მრისხანება გაუკრთა გამოხედვიდან. -ჯო - ჩუმად, მაგრამ მკაცრად დავუძახე - რას ბედავ! უკვე მეორედ მტკენ გულს. ამასთანავე მგონი დაგავიწყდა, რომ აქ და-ძმა ვართ. ნუ მიმართავ ეჭვიანოს სცენებს. გაიღიმე, იყავი მადლიერი და ოთხ დღეში სამუდამოდ დავტოვებთ ამ ადგილს. რა დაგემართა, საერთოდ ვეღარ გცნობ - ორი ნაბიჯი გადავდგი უკან და იქედან შევათვალიერე - თუკი შენს გრძნობებს ვერ თოკავ, მაშინ სჯობს ამის შემდგომ ტყუილი აღარ ვთქვათ. -რატომ გადარდებს გაიგებს თუ არა ვინმე სიმართლეს? - არ მეშვებოდა ჯო. -იმიტომ, რომ ფრანკი ძალიან კარგი ადამიანია. მე კი არ მინდა მის თვალში მატყუარა ადამიანად დავრჩე. თავად რატომ არ გადარდებს სხვისი აზრი ეს უფრო საინტერესოა - ჯოსთან საუბრის სურვილს ვკარგავდი - უნდა წავიდე, ჯო. ბიბლიოთეკაში ჩავდივარ. არც კი გაბედო ეჭვიანობის სცენების მოწყობა. შენ ჩემი საქმრო არ ხარ, ამიტომ სხვა მამაკაცებთან ურთიერთობას ვერ ამიკრძალავ. დიახ, მე მსიამოვნებს ფრანკთან საუბარი, თუმცა ამის გარდა ჩვენ შორის არაფერი არ ხდება - ვიცრუე, თუმცა იმ მომენტში სრულიად გულახდილი ვიყავი - ძალიან რთულია იყო ჩვიდმეტი წლის ქვრივი ქალი, რომელიც ორ მამაკაცთან ერთად მოგზაურობს და აქედან ერთთან სექსი აქვს. იმედი მაქვს, ჰენრი არ გვიყურებს. -შენს სიტყვებს გაგახსენებ - მითხრა ჯომ დამშვიდებული ხმით - ჰენრი მკვდარია. -იქნებ საიქიოდან ყველაფერს ხედავენ? -მაშ, მონაზვნად აღიკვეცე და შენც მშვიდად იქნები და ზეცაში ჰენრიც - ირონიანარევი მწარე სიტყვები მესროლა - გაიქეცი, ელიზაბეტ, გაიქეცი, ბატონი ფრანკი გელოდება. თქვენ, ხომ ძალიან ბევრი გაქვთ სასაუბრო - იგივე ტონით და იგივე დამოკიდებულებით მითხრა, თუმცა ამჯერად შესაბამისი ღიმილიც დაამატა. სადღაც, ძალიან ახლოს ხმა გაისმა. რაღაცის წაქცევის, ან ფეხის წაბორძიკების, იქნებ ჯოჯი იყო, იქნებ ფრანკი ან სხვა. შიში თვალებში ჩამიდგა და ირგვლივ მიმოვიხედე. -ქარი იყო - თქვა ჯომ და ხეებისკენ თითი გაიშვირა - შესაძლოა წვიმა წამოვიდეს. შიგნით შევიდეთ - სახლში შესვლამდე უკან მობრუნდა და გამომხედა - მე გადავივლებ და თუკი ჩემთან საუბარი მოგინდება ჩემს ოთახში ვიქნები - შეყოყმანდა - თუ წინააღმდეგი არ იქნები შენს ოთახში მე დავიძინებ - თვალებში ჩამხედა - შენი სურნელი მომენატრა - თავი დავუქნიე და ხელი წელზე შემოვხვიე - აღარ გამაბრაზო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.