შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი, ბავშვობის სიყვარული 11


15-09-2021, 15:03
ავტორი gabi du
ნანახია 3 264

- ადამაშვილო, სჭირო არ არის მისი ჩვენგან იზოლირება. ყველა ჩვენგანს გვიყვარს სალომე. ისევე გვიხარია მისი ბედნიერება, როგორც საკუთარი. ვინც სალომეს უყვარს ჩვენთვისაც ის ადამიანია პატივსაცემი, თუნდაც ყველაზე უღირსი იყოს. მასზე ნერვიულობას კი, ნებისმიერი შენი, სტატუსით ვერ დაგვიშლი. - სერიოზული იყო გოგა ბაღაშვილი.
- ოღონდაც მის, სახეზე ღიმილი ვანახო და ჯანდაბას იყოს, შენს გვერდით. - ხელი ჩაიქნია ნუცამ.
- ვიცი, რომ გიყვართ. ამიტომაც აღარ გავაგრძელებ. მხოლოდ ერთს გგეტყვით. სალომე, თქვენი მეგობარია, მაგრამ ყველა თქვენგანს თქვენ-თქვენი ცხოვრება გაქვთ. ჩემთვის კი, სალომეა ცხოვრება. ამიტომაც ჩემში მტერს ნუ ეძებთ. ახლა კი, მართლა უნდა წავიყვანო. შხვედრამდე. - მკლავში ხელი ჩამავლო და ისე წამომაპროწიალა არაფრის თქმა მაცადა.
- რა საჭირო იყო ეს უხეში ლაპარაკი? - ავბუზღუნდი, როგორც კი მანქანა დაძრა.
- იცი რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ - ,, კაკოი პრივვეტ, ტაკოი ატვეტ“ . ქართულად - როგორიცაა გამარჯობა ისეთივეა გაგიმარჯოს. როგორც დამხვდნენ პასუხიც ისეთი მიიღეს და მე გითხარი ისედაც. რამდენიმე მათგანი არ მომწონს სალომე და იმედი მაქვს ვცდები.
- ეჭვიანი არ იყავი. ახლა რა გჭირს?
- შენი დაცვის სურვილი ეჭვიანობა არ არის. მინდა უსიემოვნება და მოსალოდნელი გულისდაწყვეტა აგარიდო. ეჭვიანობა რა შუაშია?
- ადამიანებს, ეჭვის თვალით, რომ უყურებ ეჭვიანობაა აბა რაა?
- ბრმად, არავის არ უნდა ენდო სალომე. არც მე. უკან დასახევი ადგილი ყოველთვის უნდა დაიტოვო. - ისე მიხსნიდა, თითქოს, მეორეკლასელი ვყოფილიყავი.
- კარგია, რომ გამაფრთხილე. აღარ გენდობი. - გამოვაჯავრე მე. ახარხარდა. ლამაზი კბილები გამოაჩინა. როგორ უხდებოდა ღიმილი. რა, უღმერთოდ მიყვარდა, ალბათ ვერასოდეს გამოვხატავდი.
- შენ, თვალი სადაც საჭიროა იქ, გაახილე მე, ნუ მისაფრდები. - ჩემი ხელი აიღო და ხელისგულზე მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში. თვალები დამეხუჭა. ვერ ვეჩვეოდი იმ აზრს, რომ მასთან ყოფნის უფლება მქონდა. გვერდით მეჯდა და მისის სუნთქვით გაჯერებულ აერს ვისუნთქავდი. უფლება მქონდა შევხებოდი, მეკოცნა... მეთქვა, ათასჯერ მეთქვა, რომ გაგიჟებით მიყვარდა. ჩემთვის, მთელს სამყაროს უდრიდა ერთად აღებულს. შემეძლო, მაგრამ არ ვამბობდი. სიტყვებით, როგორ გამეუბრალოებინა ის სასწაული რასაც მმართებდა.
- ისედაც მათ, გარდა არავინ მყავს გთხოვ, თავი დაანებე. - შევევედრე. მაგრამ ვინანე ისე შემომხედა.
- გამოდის მე, არავინ ვარ არა? - ნაწყენი იყო.
- შენს, ჩემობას ჯერ, ვერ შევეჩვიე. - ვუთხარი გულწრფელად და მისი სიყვარულით სავსე თბილი მზერაც დავიმსახურე.
ისევ იქ, მივედით, იმ პატარა, მწვანეში ჩაფლულ პატარა სახლში, იმ დღეს, რომ ვიყავით.
- მიდი გააღე და მეც მოვალ. - გასაღები მომაჩეჩა ხელში. თვიტონ კი საბარგული გახსნა და პარკების გადმოლაგებას შეუდგა. ოთახში შევედი თუ არა ფანჯრები გამოვაღე. მზი სსხივებით აივსო სივრცე.
- ამ, ყვავილებს ვინ უვლის ლევან?
- როცა მცალია მე.
- და, რომ არ გცალია?
- რავი, ჩემი ქალებიდან რომელსაც სცალია ის ამოდის და უვლის. - უდარდელად აიჩეჩა მხრები. ვიცოდი, რომ სპეციალურად მითხრა და მაწვალებდა, მაგრამ მაინც მეტკინა. ხმა არ გამიცია. შევბრუნდი და სხვა ოთახსი გავედი. ერთი მოციცქნული სამზარეულო გამოდგა, სადაც ყველა საჭირო ნივთი მოიძებნებოდა. ერთიც საძინებელი, ორსაწოლიანი საწოლითა და ტანსსაცმლის კარადით ,,აღჭურვილი“. სამზარეულოში გავედი. ლევანს, მაგიდაზე პარკები დაეხვავებინა. მივედი და პროდუქტის მაცივარში შელაგება დავიწყე.
- გეგონება მთელი თვე არ აპირებ აქედან ცხვირი გაყო. - სიცილით ვუთხარი და ნავაჭრის რაოდენობაზე მივუთითე თვალებით.
- და ვინ გითხრა, რომ ვაპირებ? - გამომცდელად შემომხედა მან.
- ვერ გავიგე? - დავიბენი.
- როცა გინდა კი გებულობ ყველაფერს, თანაც საშენოდ.
- ლევან! - წარბები შევყარე და პირი მოვკუმე.
- გისმენ საყვარელო. - სიცილით მომიახლოვდა და თვალები დამიკოცნა. ერთიანად მოვეშვი და დავივიწყე წეღანდელი ,,წყენა“.
- აქ, რატომ მომიყვანე ლევან? - ვუთხარი საქმეს, რომ მოვრჩით და საძინებელში გამიყვანა. იმედგაცრუებულმა შემომხედა.
- სალაპარაკოდ სალომე. მინდა გაგიცნო. შენი ყველა ემოცია დავიმახსოვრო. შენი ჩვევები, მიმიკები შევისისხლხორცო. მგონი, საკმარისად ვისმინეთ ,,სხვისი“ წარმოდგენები. ახლა, დროა საკუთარი შევიქმნათ. აქ, მოყვანაში საძინებელს თუ გულისხმობ, როგოც ხედავ პუფების გარდა, აქ სკამები არ არის და ვიფიქრე, საწოლზე უფრო კომფორტულად ჩამოვჯდებოდით. მინდა დაიმახსოვრო, რომ ლევან ადამაშვილი არასდროს გადადის თავის სიტყვას. ჩემთვის, სიტყვა ღმერთს უტოლდება და იმ სიტყვის პატივისცემისთვის ვიმსახურებ ყველას, პატივისცემას ჩემს სამყაროში. არ მომწონს ამ თემაზე შენთან საუბარი. გთხოვ დაამთავრე ეს უნდობლობა მომეცი საშუალება მეც და საკუთარ თავსაც დავტკბეთ არსებული წამით. - შემრცხვა. თვალები დავხარე და ჩუმად ვუთხარი.
- მაპატიე.
- ჩშშ. - ხელი მომკიდა და მიმიზიდა. ხელის მტევნებში მოიქცია ჩემი სახე და დამიყვავა.
- ჩემსა და შენს შორის პატიებაზე თუ მიდგა საქმე, ჩავთვალოთ ყველაფერი დამთავრებულია. ერთმანეთის ტყავში უნდა შევძვრეთ და ისე გავიაზროთ ერთმანეთის საქციელი. მის ადგილას წარმოვიდგინოთ თავი და მერე ვიმოქმედოთ. ცხელ გულზე მხოლოდ, შეცდომის დაშვებაა შესაძლებელი. აქ საპატიებელი არაფერია. მე, უბრალოდ ვცდილობ, აგიხსნა შენი ადგილი ჩემს ცხოვრებაში.
- ჩემი ადგილი შენს ცხოვრებაში. რა უცნაურია. ჩემი, სალომე გაგუას, ადგილი შენი, ლევან ადამაშვილის, ცხოვრებაში. - თვალები ცრემლით ამევსო. შვების ცრემლებით.
- ჩემი სიცოცხლე ხარ შენ. - მითხრა და გულში ჩამიკრა. მინდოდა მეთქვა ჩემი სუნთქვა ხართქო, მთელი სამყაროს სამყოფ ჟანგბადს შენი ამონასუნთქი ნახშიიროჟანგი მირჩევნიათქო. ჩემი ყოველი გათენებული დილა ხარ და მზე, რომელიც შუაღამეს მინათებს-თქო. მინდოდა, მაგრამ ვერ ვუთხარი. ტელეფონის ზარმა შეგვიშალა ხელი. მისი ტელეფონის წკრიალმა. მომენტალურად შეეცვალა სახე.
- უნდა ვუპასუხო. არ მოიწყინო. - ლოყაზე მაკოცა და ეზოში გავიდა. ვიცოდი, რაღაც იყო მომხდარი მაგრამ რომელ მხარეს მივდებოდი არ ვიცოდი. ვერ ვაკადრე ვერც მას და ვერც საკუთარ ატავს მიყურადება. არადა ნერვიულობისგან მთელი სხეული მიცახცახებდა. დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ შემოვიდა. არ იმჩნევდა ნერვილობას მაგრამ მის გაფითრებულ სახეს რა გამომაპარებდა. გულში გამეტებით ჩამიკრა და ხარბად ისუნთქავდა ჩემს სურნელს. მეც სიტუაციით ვსარგებლობდი და მისით ვივსებოდი.
- რა მოხდა ლევან? - ვერ მოვითმინე მისი მოუსვენრობა. ერთხანს ჩუმად იყო. შემდერგ ხელში ამაფრიალა, პუფზე ჩამომსვა. თვიტონ წინ მომიჯდა და ჩემი ხელები ხელში მოიქცია. თვალებში მიყურებდა სევდიანი, დანისლული მზერით და თითქოს რაღაცის თქმა ვერ გადაეწყვიტა. - მითხარი გთხოვ, რაც არ უნდა იყოს ხომ იცი გავიგებ. - ყველაზე უარესისთვისაც ვიყავი მზად.
- იცი, მე, რომ კარგი კაცი ვიყო ახლა დაშორებას უნდა გთხოვდე. შორს ვიჭერდე შენგან თავს და შენს არსებობას უნდა ვივიწყებდე შენივე უსაფრთხოებისთვის. - აქ პაუზა გააკეთა, მე კი ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. ცახცახმა ამიტანა და ჯიუტად არ ვუყურებდი სახეში. - მაგრამ - განაგრძო მან. - მაგრამ არ შემიძლია. ჩემი ეგოიზმი არ მომცემს უფლება ასე მოვიქცე. ჰო, მე ცუდი კაცი ვარ. ცუდი კაცი ვარ, რადგან მირჩევნია ჩემი ქვრივი იყო, ვიდრე ვიღაცასთან, თუნდაც ბედნიერეად იცხოვრო.
- ლევან რას ამბობ? - წამოვიკივლე.
- სალომე... მე უნდა წავიდე. ქვეყნიდან მიწევს გავიდე.შესაძლოა დიდი ხნითაც. მაგრამ... მაგრამ ახლა შენგან წასვლას სიკვდილი მირჩევნია. თუმცა, ჩემი სიკვდილით გაცილებით მეტ პრობლემას შევქმნი, ვიდრე, ამას ცოცხალი ვახერხებ. სალომე, კარგი ადამიანი, რომ ვიყო გთხოვდდი დამივიწყემეთქი, მაგრამ მე, გთხოვ ცემი ცოლი გახდე. ამაღამვე დავიწეროთ ჯვარი. მინდა დასაბრუნებლად მიზეზი მქონდეს. მინდა ვიცოდე, რომ ცოლი მელოდება. მინდა, ვიცოდე, რომ ნებისმიერ ფასად უნდა გადავრჩე. - თვალი არ მოუცილებია სანამ მელაპარაკებოდა. მე კი, ამ ქვეყანას აღარ ვიყავი. ,, ჯვარი დავიწეროთ“ გუგუნებდა ყურში. ამ სიტყვებს ფეიერვერკად უნდა ვექციე, ბედნიერებისგან ავეფეთქებინე, მაგრამშისის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. ცრემლების სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ყელზე ხელები მოვხვიე, გულში ჩავეკარი და ხმას არ ვიღებდი. როდის, როდის მოვასწარი დამშვიდება. მისი მკერდიდან თავი ავიღე და სახეში შევხედე.
- ამაღამ ვინ დაგვწერს ჯვარს? - თვალები გაუბრწყინდა. სახე დამიჭირა, ტუჩებზე უნდა ეკოცნა, მაგრამ ბოლო წამს უკან დაიხია.
- ჯერ ჯვარს დავიწერთ. - მითხრა გახარებულმა და სადღაც დარეკა. სააქაოს აღარ ვიყავი. ,,ჩემს ცხოვრებასი, ყველაფერი კარგი სპონტანურად ხდება“ გამიელვა გონებაში. ,,ყველაფერი კარგად იქნება“ თავი დავიიმედე და ლევანთან გავედი. ფიქრი არ მინდოდა, რომ მეფიქრა? რომც მეფიქრა, ალბათ იგივეს გავაკეთებდი.
- სამებაში დაგვწერენ ჯვარს 2 საათში. თეკლეს დავურეკე. მოდის. ჩემი მეჯვარე კი, დიმა იქნება. გახსოვს ხომ?
- ჩემი მეჯვარე ნიაკო უნდა იყოს. - გავაპროტესტე.
- თეკლე იქნება. უმიზეზოდ არაფერს ვამბობ ხომ იცი და ნუ მეწინააღმდეგები.
- არც მემომწონს დიმა. მაგრამ არ გიკითხავს მინდოდა თუ არა, ჩვენი მეჯვარე ყოფილიყო. - გამახსენდა დიმას, რომ ვერ ვიტანდი სკოლაში. ~
- დიმას შენთვის სიყვარული, რომ აეხსნა დამიჯერე არ დავპატიჟებდი. - მითხრა სხვათაშორის და მაცივრიდან გამაგრილებელი სასმელი გადმოიღო.
- ლევან რა თქვი? - ყურებს არ ვუჯერებდი. ვიფიქრე, რომ რაღაც შეეშალა. ჩემი ნიაკო ამას არ იზამდა. გამორიცხული იყო.
- ამ თემის გაშლას არ ვაპირებ სალომე. საერთოდაც ახლა, მხოლოდ მოსალოდნელ ქორწილზე უნდა ღელავდე. დიმა კაბას მოიტანს იმედია მოგერგება. მართალია ის, შესაძლოა ისეთი არ იყოს, როგორზეც ოცნებობდი. სამაგიეროდ მე ვიქნები შენს გვერდით ახდენილი ოცნების პონტში. - თბილად გამიღიმა და თმაზე მომეფერა. სემდეგ წინ დამიყენა და თავისი ლამაზი ლურჯები გაუსწორა ჩემს მზერას. - დარწმუნებული ხარ? იცოდე მერე, უკან დასახევი გზა არ გექნება.
- ეს გზა, ბოლოც რომ იყოს, რომელსაც გავივლი თანახმა ვარ. არ ვიცი, რატომ და რა მიზეზით დააჩქარე. არ ვიცი, როდის წახვალ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შენთვის დაბრუნების მიზეზი მე, ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ღამიდან ლევან ადამაშვილის ცოლი მერქმევა. მაგრამ არ იფიქრო აერში მოფარფატეს დამავიწყდეს, ყველაფრის მოყოლა, რომ გაიძულო. ისე ვერ წახვალ, რომ გაურკვევლობაში დამტოვო. უნდა ვიცოდე რა ხდება შენს თავს.
- ქალივით მაჭორავო გინდა სალომე? - გაიცინა მან.
- ცოლი სიტუაციაში გაარკვიო ქალური ჭორიკნობა არ არის ლევან. - კოპები შევყარე. მან გაიცინა და თვალები დამიკოცნა.
- რაც საწიროა ყველაფერს გაიგებ სალომე. ოღონდ დღევანდელი ღამე შემარგე. მარტო შენზე, მინდა ვიფიქრო.
- გვრიტებოო, თქვენი ურთიერთობის დამკანონებელი მოვედი გამიღეთ კარი. - მამაკაცის ხმა მოგვესმა კარზე ბრახუნთან ერთად. მივხვდი დიმა იქნებოდა. ორივეს სიცილი აგვიტყდა მის საქციელზე. ლევანმა კარი გააღო. ქარიშხალივით შემოვარდა ჩვენი სტუმარი ოთახში და კაბა ხელში მომაჩეჩა თაიგულთან ერთად.
- მაინც გამოიჭირე არაა? - თითი დამიქნია. - რომ მცოდნოდა მაინც შენს ხელში ჩავარდებოდა თადარიგს მაინც დავიჭერდი და დაგიმეგობრდებოდი. ახლა ალბათ დაუსლი არა ჩემთან სიარულს. - ცხვირსახოცი ამოირო და ყალბი ცრემლების მშრალებას შეუდგა. - გამეცინა. არაფერი მითქვამს კაბა ავიღე და საძინებელში გავედი.


ხვალამდე პრასწი, მიყვარხართ.



№1 სტუმარი one

ooh shen rogori cudi gogo khar?))) ❤️
khvalamde, sxva ra gza gvaqvs)))

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმე, დავიძაბე , რა დაემართა ამ ბიჭს და რა პრობლემები აქვს, რა მოითმენს ????????

 


№3  offline წევრი gabi du

one
ooh shen rogori cudi gogo khar?))) ❤️
khvalamde, sxva ra gza gvaqvs)))

ხვალ სად გავწყვეტ ეგა თქვი :)))

სტუმარი ანა
ვაიმე, დავიძაბე , რა დაემართა ამ ბიჭს და რა პრობლემები აქვს, რა მოითმენს ????????

მოგვიწევს რამდენიმე თვი ნერვიულობა:)

 


№4 სტუმარი ანუ

რაღაცა ეს ლევანის "ჰოპ შემიყვარდი, ჰოპ-ცოლად გამომყევი" არ მომწონს :/

დიმა კი მომეწონა ^-^

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

gabi du
one
ooh shen rogori cudi gogo khar?))) ❤️
khvalamde, sxva ra gza gvaqvs)))

ხვალ სად გავწყვეტ ეგა თქვი :)))

სტუმარი ანა
ვაიმე, დავიძაბე , რა დაემართა ამ ბიჭს და რა პრობლემები აქვს, რა მოითმენს ????????

მოგვიწევს რამდენიმე თვი ნერვიულობა:)

მზად ვარ , ან არ ვარ , არ ვიცი ,:))))))))

 


№6 სტუმარი ეკა

აუუუუუ????????????????

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

ᲗიᲗქოს მეც იქ ვარ. ისე ვნერვიულობ წნევამ ამიწია :D

 


№8 სტუმარი სტუმარი Mmm

ყველაზე მეტად იცი რა მომწონს ამ ისტორიაში?ქორწინებამდე რაღაც წმინდა რომ დაიტოვეს და ერთმანეთს ტუჩები არ დააჭამეს :D

 


№9 სტუმარი სტუმარი gvantsa

რატომღაც ბოლომდე ვენდობი ლევანს და იმედია არ გამიცრუებს იმედებს : ))

 


№10 სტუმარი სტუმარი თეო

ერთადერთი ისტორიაა მგონი ამ საიტზე რაც წამიკითხავს სადაც საყვარელ ქალს ჰაერში არ ატრიალებენ კოცნით:) მომწონს ძალიან

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აუუუ რა იყო ეს სად შეწყვიტე შოკში ჩაგ აგდე პირდაპირ????????კარგი თავი იყო ძალიან მომეწონა,რა მოხდა თუ სწორად გავიგე ნიაკომ სიყვარული აუხსნა ლევანს იმედია დალაგდება სიტუაცია ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ მალე დადე რა ძემდეგი თავი, ისეთ მომენტებში წყვიტავ ხოლმე რავიცი რა....ძაან მაგარი ტექსტია და შენც ძალიან მაგარი ხარ????❤

 


№13  offline წევრი დიკო

დადებ დღეს?❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი მარი

ცოტა აზრი მეკარგება ასე იშვიათად რომ დებ ახალ თავს.დავინტერესდი დავიწყე კითხვა და ცოტა ინტერესი მიქრება

 


№15 სტუმარი ინეზა

ავტორს ვთხოვთ ძალიან ნუ გვალოდინებს ❤????

 


№16  offline წევრი თათია-თათა

დამავიწყდა უკვე რა წავიკითხე, ცუდია ამდენხანს რომ აგვიანებთ თავების დადებას :(

 


№17  offline წევრი Marikagogolqdze

აბა სადაა ახალი თავი?

 


№18 სტუმარი Ana

Velodebit ramdeni dgea axal
Tavs

 


№19 სტუმარი Mari

Auuu dadee axali taviiiii

 


№20 სტუმარი ნი-კე

რატომ არ ამთავრებთ ხოლმე რა..რა არის ეს შუაში გაწყვეტა??!

 


№21 სტუმარი სტუმარი ნატო

რა რომ აღარ დებთ საინტერესოთ დაიწყეთ მიგვიზიდეთ მკითხველი და გადაგვაგდეთ!

 


№22  offline წევრი Niako261995

ჯანმრთელობის პრობლემები მაქვსო,მომწერა..რომ გამოკეთდება გააგრძელებს..მეც მთეკი გულით ველოდები ქხალ თავს ♡

 


№23 სტუმარი სტუმარი Nano

Chveni vali gaqqq... rogkrme ubda gamoisyido malee????????

Chveni vali gaqqq... rogkrme ubda gamoisyido malee????????

 


№24 სტუმარი სტუმარი nina

დაასრულე...

 


№25  offline წევრი Marikagogolqdze

აღარ აგრძელებთ????????

 


№26 სტუმარი სტუმარი nina

დაასრულეე :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent