ღმერთის მოწაფე (თავი მეექვსე)
როგორც იქნა დიდ ხნიანი ლოდინის და ძებნის შემდეგ გამოვძებნე სამსახური... ბილიარდის სამეფო ჩემპიონატი იმართებოდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ერთი თვით. ჩემმა ძველმა ახლობელმა შემატყობინა რომ რამოდენიმე დაცვა სჭირდებოდათ,.. ერთჳ თის განმავლობაში ყოველ დღე უნდა გვემუშავა დილიდან საღამოს 11საათამდე,.. და დღეში 100ლარს გადაგვიხდიდნენ. რაღა თქმა უნდა დავთანხმდი და მე და ჯუბამ დავიწყეთ მუშაობა... გენომ არა რადგან ის რესტორანში მუსიკოსი გახლდათ, თანაც ფიზიკური მონაცემები არ უწყობადა ხელს... ამიტომ მე და ჯუბამ გადავწყვიტეთ გვემუშავა. მუქი ლურჯ მაისურებში ვიყავით გამოწყობილი, ზურგზე კი თეთრად გვქონდა წარწერა ლათინური ასოებით... ძალიან დამღლელი იყო ყოველ დღე მუშაობა მაგრამ თამაშებს რომ ვაკვირდებოდი მეც ვერთობოდი ამით. ერთ ერთი ახალგაზრდა მოთამაშე ტატო ისე პროფესიონალურად თამაშობდა ბილიარდს რომ არ შეიძებოდა ინტერესი არ გამოგეჩინა. ბევრი კარგი მოთამაშე გახლდათ, მათ შორის ქალებიც მაგრამ ტატო ყველას ჯობნიდა... ერთი შეხედვით პატარა სუსტი გამხდარი ახალგაზრდა. შეხვედრები მშვიდობიანად ვითარდებოდა... თუ არ ჩავთლით ერთ ერთ ამრევ აგრესიულ მოთამშეს კოტეს რომელსაც მის ნაირი აგრესიული ძმა ბიჭები ჰყავდა,.. აუტანელი იყო მისი თამაში, რადგან შეხვედრისას... სიტყვიერ შეურაწყოფებს არ აკლებდა მეტოქეებს, მისი ძმა ბიჭებიც ჰყვებოდნენ მას. უკვე ერთი კვირა იყო გასული რაც ბილიარდის ჩემპიონატზე დაცვად ვმუშაობდი, ჩემი ფავორიტი ტატო გახლდათ მაგრამ... რთული იყო არ შემემჩნია ერთ ერთი ოდნავ მოკლე ქერა თმიანი ლურჯ საღამოს კაბაში გამოწყობილი, ახალგაზრდა ქალბატონი სახელად მაია როგორ მშვენივრად თამაშობდა ბილიარდს. ერთ დღესაც შევნიშნე როგორ იდგა ბართან და კოკტეილით ისვენებდა მანამ სანამ მონაწილეობა მოუწევდა,... მე კი დრო ვიხელთე და შევეცადე გავსაუბრებოდი მას ისე რომ, აბეზარად არ გამოვჩენილიყავი. ვიტალი: ძალიან მოვიხიბლე თქვენი თამაშით.... მართლაც საუკეთესოდ ასპარეზობთ. : გმადლობთ მაგრამ მე მგონი აჭარბებთ... არც ისეთი საუკეთესო ვარ როგორც ფიქრობთ, მე უბრალოდ სურვილს ვიხალისებ, ეს არის და ეს... არანაირი ამბიცია არ მაქვს, იმის რომ საუკეთესო ვიყო. ვიტალი: მე ასე არ ვიტყოდი, ბევრ მოთამაშეზე უკეთ გამოგდით... უბრალოდ საკუთარ თავს სათანადოდ ვერ აფასებთ. :არა არა.. ნამდვილად აჭარბებთ.... მაგრამ მაინც გმადლობთ კომპლიმენტისთის. ვიტალი: რას ბრძანებთ... მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ, ცუდად არ გამიგოთ... უბრალოდ პატივის ცემის ნიშად მინდა კიდევ ერთ კოკტეილზე დაკპატიჟოთ... თუ კი წინააღმდეგი არ იქნებით, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. ძალიან დიდი დრო დავყავით საუბარში.. ისე გაგვიგრძელდა რომ სულ გადაგვავიწყდა სად ვიყავით და რისთვის, მანამ სანამ საუბრით ვიყავი დაკავებული... ერთ ერთ ბილიარდის მაგიდასთან ტატოს და კოტეს შეხვედრა მიმდინაერეობდა... სწორედ ჩემი უყურადღებობის გამო მოხდა ის რომ ტატოს გამარჯვების შედეგად, კოტე გაავდა და მეტოქეს თავს დაესხა... ჯიბამ და დანარჩენმა მცველებმა შეკავება სცადეს მაგრამ მას მისი ძმაკაცებიც აყვნენ და დაიწყო გაწევ გამოწევა,.. მე კოტე გავარიდე ტერიტორიას ხელებ გადაგრეხილი გავაგდე გარედ.. კოლეგებმა კი მისი ძმაკაცები,.. გარედ რომ გავანთავისუფლე... მივმართე რომ დღეს დაისვენებდა და ვერ შემოვიდოდა, ხვალ კი განაგრძობდა ასპარეზობას. ამის გაგონებისას სიტყვიერი შეურაწყოფა მომაყენა და მუშტი მომიქნია,.. მე რა ღქმა უნდა მოვიგერიე და საპასუხოდ ღვიძლში მივაყენე დარტყმა, რის შედეგადაც მუხლებით მოიკეცა,... ამის დანახვისას მისი ძმაკაცები აღელდნენ და ჩემმა კოლეგებმა დაამშვიდეს ისინი. მეორე დღეს ჩვეულ რითმში იმართებოდა შეხვედრა, ჩვენ კი უფრო მობილიზებულები ივყავით რადგან კვლავ არ განმეორებულიყო ინციდენტი... კოტე იწვევდა ყველა იქ მყოფს ხან მის განიერ მხარს გაჰკრავდა ვინმეს ხანაც შეძახილებით აწუხებდნენ ის და მისი ძმაკაცები, მოთამაშეებს.... ჩვენი მისამართითაც ახორციელებდნენ პროვოკაციებს მაგრამ რა თქმა უნდა მოთმინებით ვაგრძელებდით ჩვენს საქმეს. საღამო ხანს... კვლავ რევანშისთვის ხვდებოდნენ ერთმანეთს ტატო და კოტე, ძალიან დაძაბულ თამაშად მიმაჩნდა რადგან, დაძაბული ვაკვირდბოდი კოტეს რომ არ მოემოქმედა რაიმე. რა თქმა უნდა ტატო ჯობნის მას... და მეც თვალით ვანიშნე კოლეგებს რომ კოტესთან ახლოს დამდგარიყვნენ... წინასწარ ვიცოდი რომ კარგი არაფერი მოხდებოდა დასრულებისას, მე ტატოს გვერდით ვიდექი შორი ახლოს რომ დამეცვა... მართლაც ტატოს გამარჯვებით დასრულდა შეხვედრა, კოტე კი აძვრა სწრაფად მაგიდაზე და ტატოსკენ გადმოხტა, მან მოასწრო ჩავლება ტატოს საყელოში.. მაგრამ მეც სწრაფადვე ჩავავლე მაჯებში ხელი, კოტეს რომ გაეშვა მისთვის ხელი..... რამოდენიმე წამიანი ჭიდაობიშ შემდეგ მოვახერხე ჩავმდგარიყავი მათ შორის და ხელიც გავაშვებინე კოტეს... მან კი ახლა ჩემსკენ გამოხატა აგრესია და სცადა დარტყმა მოეყენებინა მარჯვენა მუშტით... მე მოვიგერიე და მარცხენა და მარჯვენა აპერკოტები მივაყარე... და მარცხენა მარჯვენა გვერდითი დარტყმებით გადავაგდე შჴრი ახლოს ისე რომ ფეხზე ვეღარ წამომდგარიყო... ამის პარალელურად არეულობა დაიწყო შენობაში... ის იყო როდესაც კოტეს მუშტი დავარტყი ყბაში,.. წამიერად ვიგრძენი ტკივილი არტერიაში მრჯვენა მხარეს მომხვდა ბილიარდის ჯოხის წვერი მთელი სიძლიერით.... კოტეს ძმაკაცისგან,.. რის შედეგადაც მოვიკიდე ხელი და ნელ ნელა აღმოვჩნდი ძირს... გარშემო ვცდილობ დავინახო რა ხდება მაგრამ ერთჳ ის შევნიშნე რომ ჯუბა უსწორდებოდა იმას ვინც შემარჭო ბილიარდის ჯოხი არტერიაში და ჭრილობა მომაყენა... შემდეგ კი ნელ ნელა მიბნელდებოდა თალებში და გონებაც დავკარგე. თვალი რომ გავახილე.. დავინახე როგორ მაკვირდებოდა ზემოდან, მთავარი ექიმი მის ქვეშემდომებთან ერთად,.. და მეკითხებოდა თუ როგორ ვგრძნობდი თავს,.. მე კი ძალაინ მიჭირდა ლაპარაკი, მაგრამ მაინც გავაგებინე ის რომ მაწუხებდა ყელზე რაც მქონდა მომაგრებული,.. მან კი მითხრა რომ ჯერ ჯერობით მოხსნა არ შეიძებოდა კატეგორიულად.... უნდა გამეძლო რადგან სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს დროულად მოხდა სამედიცინო ჩარევა... ამიტომ კატეგორიულად ამიკრძალა ფიზიკური დატვირთვა ვარჯიში და რაღა თქმა უნდა ბრძოლა და ჩხუბი,.. რადგან ერთი დარტყმაც რომ მიმეღო მაგ ადგილას იმ წუთასვე დასრულდებოდა ჩემი სიცოცლე,... ანუ ამით ის გამოდის რომ დარჩენილი სიცოცხლე ფრთხილად უნდა ვიყო და დავემშვიდობო სამუდამოდ ორთაბრძოლებს... რაც ჩემთის სიკვდილის ტოლფასია. ორი კვირის შემდეგ გამომწერეს და ჯუბა და გენომ მომიყვანეს სახლში,.. ორთავე ისე მექცეოდნენ თითქოს პარალიზებული ვყოფილიყავი რის გამოც დავყვირე მათ... გენომ კი თითით მანიშნა რომ გავჩუმებულიყავი რადგან.. სტუმარი მყავდა და უხერხულიაო ასე მითხრა,.. მე ვუპასუხე რომ არავის ნახვა არ მინდოდა და გავუჯავდი რომ დამიპატიჟა ხალხი... მან დამარწმუნა რომ არავინ იყო ერთი ადამიანის გარდა რომელიც სახლში მელოდებოდა,.. კარი შევაღე და დავინახე მაია... რომელსაც მართლაც არ ველოდებოდი, გენომ მხარი გამკრა და მიმანიშნა რომ გონზე მოვსულიყავი და მივსალმებოდი მას... შემდეგ კი ჯუბამაც და გენომაც მარტოდ დაგვტოვეს მე და მაია და კარი ნელა გაიხურეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.