ერთი ნახვით სიყვარული?! თავი I
შემოდგომა.ყველაზე მეტად ეს სეზონი მიყვარს. ადამიანის ხასიათივით ცვალებადია. ხის ტოტებიდან ერთი მეორეს მიყოლებით ცვივა ყვითელი ფოთლები და მიწაზე იფანტება. ვფიქრობ,საქართველოში შემოდგომის სილამაზე უფრო განსხვავებულად ჩანს.ჩემს გარშემო თითქმის ჩემსავით არავის არ უყვარს შემოდგომა და ვერც აღიქვამენ მის სილამაზეს.ყველაზე მეტად მიყვარს, როდესაც საღამოს ცხელი ჩაით ხელში ვზივარ აივანზე და ვფიქრობ ჩემს მომავალზე.ახლაც აივანზე ვარ და ვფიქრობ თუ როგორი მომავალი მელის წინ.ამ დროს კი მხრებზე სითბოს ვგრძნობ. -გაცივდები და შემოდი რა სახლში.- ჯუჯღუნებს ჩემი ძმა. ვგიჟდები მის ჩემს მიმართ სითბოს გამომჯღავნებაზე. -ხომ იცი ამ დროს როგორ მიყვარს ფიქრი არა.- ვეხუტები. -ხო რა თქმა უნდა,თაიას ხომ გამორჩეულად უყვარს შემოდგომის ნიავი.-თვალების ტრიალით მეუბნება. -თოკო,როგორ მიყვარხარ.-უფრო მაგრად ვეხუტები. -ოჰ,ჩემს დაიკოს თავისი ჯუჯღუნა ძმის მიმართ გრძნობები შემოაწვა.-ლაღად გაიცინა.-მეც ძალიან მიყვარხარ.-მანაც ჩამიკრა გულში და თავზე მაკოცა.-ახლა კი ავდგეთ და სახლში შევიდეთ თორე მარინა გამოგვივარდება,თან ხვალ გასაუბფრებაზე მიდიხარ და ხომ უნდა გამოიძინო.მიდი მიდი ადექი.-მითხრა და ერთი ხელის მოსმით წამომაგდო სავარძლიდან.მეც ლასლასით შევედი სახლში და გეზი ჩემი ოთახისაკენ ავიღე.ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ და მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო.ჩავიცვი საღამურები,მაღვიძარა დავაყენე და რბილად დავეშვი საწოლზე.ბევრი ფიქრის შემდეგ კი ჩამეძინა. დილას მზის სხივები მანათებს თვალებზე და სწრაფად ვახელ თვალებს.საათს თვალს ვახელ და ვხვდები,რომ ჯერ ძალიან ადრეა და ჩემ თავზე ვბრაზდები ფარდების გადაფარება რომ დამავიწყდა.ვიცი რომ ძილს ვეღარ შევიბრუნებ ამიტომაც ავდექი მოვწესრიგდი,სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და სარბენად წავედი.დავრბოდი და ვფიქრობდი ამ დროს კი ვიღაცის სხეულს შევეჯახე და ინერციით ძირს დავეცი.ძალიან გავღიზიანდი და ეგრევე ჩხუბი დავიწყე. -სად იყურები,ნორმალური ხარ?ლამის ტვინის შერყევა მივიღე.- წინადადება დავასრულე და ეგრევე ავხედე.ღმერთო რატო არ მომძვრება ენა,ვაიმე როგორი სიმპატიურია. -გოგონა თქვენ დამეჯახეთ და აქეთ მე მეჩხუბებით?მგონი სჯობს ეგ აგრესია სხვასთან გადმოანთხიოთ.-თქვა და ჩაიცინა.როგორც კი ეს თქვა მაშინვე გავღიზიანდი,წამოვდექი და ჩხუბი დავუწყე. -აქეთ მე მადანაშაულებ? იმის მაგივრად, რომ ბოდიში მომიხადო? აი ეგ ხართ რა გიტყდებათ ბოდიშის მოხდა როცა თქვენ ხართ დამნაშავე. არც მჭირდება შენი ბოდიში. -ვუთხარი გაღიზიანებულმა და ზურგი ვაქციე და წამოვედი.სახლში მისვლისთანავე ჩემი ოთახისკენ წავედი და ჩემი ოჯახის სახეს ყურადღება არ მივაქციე.ისევ გაბრაზებული ვიყავი იმ ადამიანზე. საატს შევხედე თუ არა მაშინვე სააბაზანოსკენ გავიქეცი რომ სწრაფად მოვმზადებულიყავი.მთელი რიგი პროცედურების ჩატარების შემდეგ ოთახისკენ გავემართე რომ ტანსაცმელი ამერჩია.შევედი თუ არა ჩემი ძმა დამხვდა კაბით ხელში.ვგიჟდები როგორ იცის ხოლმე რომელი ტანისამოსი მინდოდა.ხელიდან გამოვგლიჯე. -ვაიმე როგორ მიყვარხარ.-ძალიან მაგრად ჩავეხუტე. -მეც ძალიან.მიდი ახლა ჩაიცვი და მე გაგიყვან თორემ დაგაგვიანდება.-შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.მეც მალევე მოვემზადე მაკიაჟზე დიდი დრო არ დამიხარჯავს, რადგან სასტიკად არ მიყვარს ზედმეტი არაფერი.მალევე გავედი ოთახიდან დედიკოს და მამიკოს დავემშვიდობე და გარეთ გავედი.მალევე თოკას მანქანაში ჩავჯექი და ერთ-ერთი ცნობილი კომპანიისკენ წავედი.გზაში კი ჩემი და თოკას დუეტი გაიმართა და ლამის დავაყრუეთ ერთმანეთი.მალევე მიმიყვანა კომპანიამდე. -აბა შენ იცი წარმატებები და არ ინერვიულო.-ჩამეხუტა.მეც საპასუხოდ ჩავეხუტე და მალევე გადავედი მანქანიდან.კომპანიაში შესვლისთანავე დაცვა მეგებება. -უკაცრავად ვისთან მიბრძანდებით.-კითხვისნიშნის მზერა მომაგება. -გამარჯობა გასაუბრებაზე ვარ დაბარებული. -აჰ კარგი.ბატონი ალექსანდრეს კაბინეტი მერვე სართულზეა.- მითხრა და მეც ლიფტისკენ წავედი.მერვე სართულზე ავედი და კაბინეტის ძებნა დავიწყე.დიდხანს წვალება არ დამჭირვებია მალევე წავიკითხე „გენერლური დირექტორი-ალექსანდრე კანდელაკი.“კარებთან მივედი, ღრმად ჩავისუნთქე და ორჯერ დავაკაკუნე.თანხმობის შემდეგ კაბინეტში შევედი. -გამარჯობა,გასაუბრებაზე დამიბარ..-სიტყვა გამიწყდა როდესაც ავიხედე და ის ტიპი დამხვდა ვინც დღეს დამეჯახა.იგიც თავიდან გაკვირვებული იყო,მაგრამ შემდეგ ეშმაკურად ჩამიღიმა. -მობრძანდით.-ჩაიცინა და მითხრა.დაბნეული მივედი და მის წინ ჩამოვჯექი. -გამარჯობა.-ვუთხარი ისე,რომ თავი არ ამიწევია. -გაგიმარჯოს.რაღაც აგრესიული აღარ ხარ ჩემს მიმართ.-ჩაიცინა და მითხრა. -იმედია ბოდიშს არ ელოდები.-გაღიზიანებულმა შევხედე და ჩემი სივი მაგიდაზე დავდე. -სიმართლე რომ გითხრა მეგონა რომ მეტყოდი.-გაიცინა და მითხრა. -სულ ტყუილად და საერთოდ უკვე ვხვდები რომ არ ვარ აყვანილი ასე რომ წავალ.-გაღიზიანებულმა ავდექი და სასწრაფი ნაბიჯებით დავტოვე კაბინმეტი და შემდეგ შენობა.როგორც იქნა ტაქსი გავაჩერე და სახლტან მისვლის შემდგომ მივხვდი რომ საბუთები იმ დეგენერატთან დამრჩა.ჩემ დაბნეულობაზე ნერვები მომეშალა მაგრამ იმ თავხედთან გაბრუნებას აღარ ვაპირებდი.ტაქსის მძღოლს ფული გადავუხადე და სახლისკენ დავიძარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.