შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთის მოწაფე (თავი მეშვიდე)


18-09-2021, 15:55
ავტორი lashausafrtx
ნანახია 823

დრო და დრო მიშუშდებოდა ნაკერი, კოტეს მამამ ფინანსური დახმარება გამიწია იმის სანაცვლოდ რომ შური არ მეძია. რამოდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ...
მე და მაია დავქორწინდით... და ერთ წელიწადში ტყუპი ბიჭები გვეყოლა, იოსები და თაზო. მე ფორმიდან ამოვარდნილი ვიყავი და დრო და დრო ასაკიც მიახლოვდებოდა.... სამუშაოს ძებნა კვლავ კამიჭირდა ძველი ნამუშევარი და კოტეს მამის ნაჩუქარი ფული.. ნელ ნელა იწურებოდა.
მაიას მშობლები და ჩემი მეზობლები გვეხმარებოდნენ მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე... თანაც მაია მესამე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, მე კი უმუშევარი ვიყავი და ძალიან ვდარდობდი ამას,... სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ფორმაში ჩავმდგარიყავი და გამოვნახე აკრძალული ფარული ბრძოლები სადაც მონაწილეობას ვიღებდი..
რაღა თქმა უნდა ჩჲმდად რომ პირველ რიგში მაიას არ გაეგო ეს.. რადგან პეწვის ხიდზე გავდიოდი ერთი მოხვედრა ნაკერზე და წამში დასრულდებოდა ჩემი სიცოცხლე.
დიდხანს ვერ ვმალე რადგან სახლში მოსული წითლად შეღებილ ფულს სისხლიანი ხელით რომ ვდებდი თაროზე ამას მაია ამჩნევდა,. და უკმაყოფილოდ განაგრძობდა ოჯახის საქმეს, მაგრამ მე ხომ მხოლოდ ასე ვშოულობდი პურის ფულს. რომ მეგონა რომ ის შეეგუა იმ აზრს რომ ჩვენ მეტი გზა არ გვქონდა თურმე შევმცდარვარ, რადგან მან მოიკითხა მისი ახლო მეგობარი რომელსაც ჩემთის სთხოვა სამსახური,.. მან კი ერთ ერთ ტელევიზიაში მომაწყო...
ყოველ საღამოს საბავშვო გადაცემაში.. მიწურულს უნდა გამოვსულიყაავი როგორც ჩემპიონი ვიტალი მაჩაბელი და ერთი დარტყმის იმიტაციით უნდა გამენადგურებინა სხვადასხვა ბოროტი პერსონაჟი... მეც დავთანხმდი რადგან ამაზღაურება ნორმალურზე კარგი იყო.
პირველი გადაღება მალე დაიწყება,.. რაღაცნაირად ვღელავ გეგონება საბრძოლველად გავდიოდე... ამას ისიც ემატება რომ გადაცემის წამყვანი ძალიან აუტანელი ახალგაზრდა ყმაწვილია...ვატო, ერთი შეხედვით გამოპრანჭული ნაზი ბიჭუნა რომელსაც მისი თავი ვარსკვლავად მიაჩნია და ირგვლივ მყოფებს მითითებებს აძლევს მკაცრად... ისე იქცევა თითქოს მისი იყოს ეს სამყარო.
:დროზე დროზე დროზე!... რას აკეთებთ ამდენ ხანს? დაასრულეთ გრიმი, ვეღარ ვასწრებ.. ღმერთო ჩემო ამდენ უნიჭოში რა რთულია მუშაობა... შენ.. შენ არ გესმის?
ვიტალი: მე მეძახით?
:ჰო შენ რო დამდგარხარ მოწმესავით, გახსოვს რაც უნდა გააკეთო?
ვიტალი: რა თქმა უნდა.
:ძალიან კარგი. მაგრამ ის არ დაგავიწყდეს რომ განიშნებენ ხალათი უნდა მოიშორო ტანიდან და დაიღრიალო.

ვიტალი: მაპატიეთ მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ... საბავშვო გადაცემაში ვარ ტურნირზე ხომ არა ხალათით ვიქნები თუ შეიძება, თანაც ძველ ფორმაში აღარ ვარ.. და მერიდება.
:ბატონო?... ახლა შევიშლები, არა რა ვეუბნები ამ ქალს ნუ მოგყავს ეს უტვინო ხალხი გადაცემაა თუ კომპლექსიანების შეკრება?! ოთარ მიხედე რა ძალიან გთხოვ მე ნერვი არ მაქვს.
ოთარი: ვიტო გთხოვ მაგის გარეშე არაფერი გამოვა.. აქ აქცენტია შენ სიძლიერეზე და კუნთებზე,.. ასე შეფუთულმა თუ გააკეთე რა აზრიაქ.
ვიტალი: ბატონო ოთარ.. მაპტიეთ მაგრამ არ შემიძია ასე ბავშვების თანდასწრებით გავშიშვლდე ტანზე და კუნთები დავბერო,..
როდესაც ოთარიმაც ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება, საშველად ჩემი მეუღლის ახლო მეგობარს ქეთის მიმართა,.. მანაც თხოვნით მარწმუნებდა იმაში რომ სხვა გვარად არ შეიძლებოდა.. მეც პატივისცემის ნიშნად დავთანხმდი.. ჩამაცვეს გრძელი ხალათი და საბავშვო კრივის ხელთათმანებიც გამიკეთეს.
გადაცემა ერთ საათიანი იყო, მე კი ბოლოს უნდა გამოვეძახე წამყვანს და როდესაც ბოროტ პერსონაჟს დავამარცხებდი გადაცემაც დასრულდებოდა. ძალიან გაიწელა გადაცემა.. მე კი ნერვიულობასთან ერთად დაღლაც შემომეძალა, ამავდროულად ვბრაზდები ჩემს თავზე რომ ამხელა კაცმა რაზე გავეცი თანხმობა..
ასე იყო თუ ისე ჩემი გამოსვლის დროც ახლოვდებოდა,.. რეჟისორმა ოთარიმ ყურსასმენში ჩაამძახა რომ მოვმზადებულიყავი და მეც ფარდასთან დავდექი....
ამ დროს ისმის წამყვანის და ბავშვების შეძახილი,.. ვიტო... ვიტო... ვიტო... ჩამესმის როგორ მიხმობენ, მე კი ამ დროს თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ რომ სადაცარის რინგზე უნდა გავიდე და მაყურებელი მიხმობს...
წელი გადავხარე გადმოვხარე... და ფარდაში გავძვერი.
; ბავშვებო აი ისიც ჩვენი მშველელი ვიტო მაჩაბელი ჩემპიონი... მხოლოდ მას შეუძლეია დაამარცხოს ეს ვერაგი და აუტანელი გოძილა... ვიტო ეღთი აჩვენე ამ არამზადას შენი ძალა და კუნთები!.
გადავიძრე ტანიდან ხალათჳ როგორც დამავალეს რეჟისორებმა და კუნთების დაბერვაც დავიწყე. ამდ როს ყურ სასმენში ჩამესმის რეჟისორის ხმა.
ოთარი:მიდი... დაიღრიალე მიდი!
:მიდი ვიტო... დაიღრიალე და აჩვენე გოძილას ვინ არის აქ საშიში...
ოთარი ლამისარის გამომიხტეს ყურ სასმენში.. ვატო კი მრისხანე თვალებით მიყურებს,.. და ჩუმად მიბრძანებს რომ დავიღრიალო, მე კი ვდუმვარ და შევცქერივარ ვატოს თვალებში.... ლამის არის გადაცემა ჩავარდეს, რეჟისორი ჩამყვირის რა ჯანდაბას აკეთებ ვიტალი ხმა ამოიღეო,.. მე კი რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ დავიწყე ლაპარაკი ვატოს მისამართით.
ვიტალი:რა ვქნა? დავიღრიალო? მომიახლოვდი და წამში ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებ,. ბუნებრივად გაღრიალო... სუფთა ლამაზი პერანგი ჩაგიცვამს და თავი ყოვლის შემძლე გგონია?.. შენ ჩვეულებრივი უბადრუკი ლაწირაკი ხარ რომელსათ თავში აქვს ავარდნილი ცნობადობა და თავი ჩვენი ბრძანებელი გგონია?.. უკაცრავად ახალგაზრდავ მაგრამ შენ თუ პროფესიონალი წამყვანი ხარ,.. მე პროფესიონალი მოკრივე ვარ,.. ასე რომ ჩემთან უფროსობა არ გაგივა ეს დაუიმახსოვრე.
გაოგნებული მაკვირდებიან სცენარისტები რეჟისორები,.. და ოპერატორები, ამ ყველაფერს ხომ პირდაპირ ეთერში ვაკეთებ... ოთარის თვალი შევავლე და თავზე უწყვია ხელები...
ვატო კი მომიახლოვდა აგრესიული სახის გამომეტყველებით,.. მეკითხება თუ რას ვაკეთებ, რომ მას გადაცემა ჩავუშალე, საზოგადოების თანდასწრებით შევარცხვინე.... მეკი უსიტყვოდ მოვიქნიე ძლიერად მარჯვენა ჰუკი და ვატო მოშორებით გადავისრულე ისე რომ რთული იყო მისი ძებნა,.. გადარჩა იმით რომ ხელზე საბავშვო გაბერილი ხელთათმანი მეკეთა და ჩემმა ძლიერმა დარტყმამ უბრალოდ გადააგდო იგი... თორემ სხვა შემთხვევაში, უბრალოდ თვალს ვეღარ გაახელდა.
ერთი სიტყვით საშიშ გოძჳლას ნაცვლად წამყვანმა ვატომ იგემა ჩემი დარტყმა... ამის შემდეგ რა თქმა უნდა გამომიშვეს,.. და ჯარიმაც გადამახდევინეს.. ახლა კიდევ ეს მინდოდა ფული საერთოთ აღარ დამრჩა, ასე დამღუპა ჩემმა ხასიათმა. ახალი წელი მოგვადგა და როგორც მოგეხსენებათ მასთან ერტად ჩემი დაბადების დღეც დადგა,.. ჩვენს პატარა სახლში გავალეთ სუფრა გენოს და ჯუბას დახმარებით.. და ასე ავღნიშნავთ დღესასწაულს.
მე და მაიას მომღიმარე სახე გვიჩანს მაგრამ შინაგანად ძალიან ვდარდობთ რადგან,.. ახლა ნამდვილად არ ვიცი ფული როგორ ვიშოვო. დიდები ავღნიშნავთ ახალ წელს როგორც შეგვიძლია,.. მაგრამ ეს დღე ხომ ბაშვებს განსაკუთრებულად უხარიათ... ამიტომ ჯუბამ გადაწყვიტა რომ სანტაკლაუსი ყოფილიყო ცჰემი სჰვილებისტვის ამ წელს,.. ამიტომ ჩუმად გავიდა და ველით როდის შემოაბიჯებს ფეხს. კარზე კაკუნია.. მაიას თვალიტ ვანიშნე რომ ბავშვები კარებთან დაეყენებინა და თან ხმა მაღლა ვამბობ,.. ეს ალბათ თოვლის ბაბუაა.. შევეგებოდ ბავშვებო,...
ამ დროს კარი გაიღო და ნამტირალევი სახით გამოიქცნენ ბავშვები ჩემსკენ რადგან ჯუბა სანტას მაგივრად სრულიად უცო მამაკაცი იდგა კარში,.. გრძელი ტყავის მანტოთი,.. და შიგნით პერანგით და ჰალსტუჰით.
ვიტალი: უკაცრავად ვინ ბრძანდებით?
:მე ბატონო ვიტო... თქვენ არ მიცნობთ... მაგრამ სამაგიეროდ მე გიცნობთ და ძალიან მოხარული ვარ, თქვენი ორთაბრძოლებით.
ვიტალი:მობრძანდით,.. და დაბრძანდით. მაია ერთი თეფში და ჭიქა მოგვიტანე. აბა გისმენთ, რამ შეგაწუხათ?
:ბატონო ვიტო იქნებ პირისპირ გვესაუბრა?
ვიტალი:მე ჩემს მეგობარ გენოსთან მის მეუღლესთან და ჩემს მეუღლესთან.. დასამალი არაფერი მაქვს ასე რომ შეგვიძლია ასეც ვისაუბროდ.
:კეთილი, ბატონო ვიტო.. ჩემთვის როგორც ცნობილია, თვენ ვეღარ ახერხებთ ჩემპიონატის გამართვას რადგან არტერიის მხარეს ტრამვა გაქვთ ხომ ასე?..
ვიტალი: დიახ სამწუხაროდ ასეა,.. სწორედ ამიტომ ვარ უმუშევარი.
:აი სწორედ მაგ საკითხზე მინდოდა საუბარი, ის რომ დაუმარცხებელი მოკრივე ხართ,.. ეს ხომ ფაქტია.. მაგრამ ამჟამად ისეთ მდგომარეობაში ხართ რომ ეს ტიტული თვენ ვერაფერში გეხმარებატ,. ხომ ასეა?... ამიტომ მე მაქვს თვენთან შემოთავაზება. არსებობს ასეთი ინგლისელი მოკრივე ახალგაზრდა ტანადი და ენერგიული,..სტივ ადასმი. მისმა მენეჯერმა გადაწვყიტა რომ მას დაამშვენება ვეტერან მსოფლიო ჩემპიონთან გამარჯვება როგორიც არის ბაერონი... გახსოვთ? ის თვენ დაამარცხეთ. სწორედ ამიტომ მან შეიტყო თქვენს შესახებ და მის ქვეშემდომ დაავალა თქქვენი მოძებნა,.. ეს ჩემს ყურამდეც მოვიდა და მათი სცენარი გამაცნეს, წარმოიდგინეთ ახალბედა მოკრივემ დაამარცხა დაუმარცხებელი ვეტერანი მოკრივე... ანუ ახალმა ძველი შეცვალა. თქვეც შანსი მოგეცემათ პროფესიონალურ რინგზე კვლავ გამოსვლის,.. და თანაც ამ საქმეში ისეთ თანხას იხდიან,. რო მჩათვალეთ ერთ ერთი მდიდარი ადამიანის სტატუსი მოგენიჭებათ,.. რას იტყვით?
ვიტალი:ანუ ამ ბრძოლაში დავმარცხდები... და სანაცვლოდ გადამიხდიან?
:დიახ გადაგვიხდიან.. და თანაც იმდენს რომ ვერ დავთვლით.
ვიტალი:სხვა რა დამრჩენია... თანახმა ვარ.
მაია: თანახმა ხარ?... ანუ მზად ხარ რომ მოკვდე ხომ?.. ეგოისტი ხარ ვიტალი... მე რას მიპირებ? ან ამ ბავშვებს? რას უპირებ..? მხოლოდ შენ ტავზე ფიქრობ არა? უკაცრავად თვენ ბატონო იცით რომ ვიტალის ურთულესი ოპერაციააქვს გადატანილი და ერთი დარტყმაც მოკლავს მას იცით?
:რა თქმა უნდა ქალბატონო... მაგრამ დამიჯერეთ ეს ბრძოლა მხოლოდ დადგმული იქნება.. მეტოქე გაფრთხილებულია რომ არტერიის მხარეს არ უნდა დაარტყას.. სულ რაღაც შვიდ რაუნდამდე უნდა გაგრძელდეს და დამარხდეს.
მაია: რაუნდი, ბრძოლა, დარტმები,.. როგორ ვერ გიტანთ რომ იცოდეთ... ყელში ამომივიდა ეს კრივი და თავპირის მტვრევა... როგორც გინდათ ისე მოიქეცით.
ჩალიან ვიჩხუბეთ მე და მაიამ... გენო და მისი მეუღლე ჩვენს დამშვიდებას ცდილობდნენ. საბოლოოდ კი მაია სააბაზანოში ჩაიკეტა და სტუმარმა გასვლისას შემომხედა და სიტყვები დამიტოვა, აბა შენ იცი ვიტალი მოემზადე და დათანხმდი... ორივემ ვიცით რომ კვლავ გინდა რინგზე გამოსვლა. ვუსმენდი მას და თანხმობის ნიშნად ვდუმდი...
გენოს მეუღე მაიას დასამშვიდებლად გავიდა და ბავშვებიც გაიყვანა... ამ დროს კარი შემოაღო ჯუბამ და დაიძახა... თოვლის ბაბუა მოვედი სად ხართ ბავშვებო?...
მე და გენომ ერთმანეთს გადავხედეთ და შემდეგ ჯუბას გავხედეთ,.. ალმაცერად. მაიას თითქოს შევურიგდი, და შეეგუა ამ ფაქტს... მე კი ვარჯიშობდი და ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი. პრესკომფერენცია გაიმართა... უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა იქ,..
ბოლოს სახე სახესთან დავექით პირისპირ მე და სტივი და რამოდენიმე წამი ვუცქერდით ერთმანეთშ. ღმერთო ჩემო ის ისეთი ახალგაზრდა მაღალი და განიერი ათლეტია რომ მე მასთან მკერდამდე თუ მივწვდებოდი.. ამან ცოტათი დამაკომპლექსა,.. მაგრამ მაგის დრო არ მქონდა ერთ კვირაში ჩემპიონატი იყო დაგეგმილი, მართალია უნდა წამეგო..
მაგრამ ფორმაში ხომ უნდა ჩავმდგარიყავი რადგან ძველებური ფორმა დაკარგული მქონდა.
თუმცაღა რაღა მნიშვნელობოა ჰქონდა წავაგებდი თუ მოვიგებდი,.. მე უკვე აღარავის ვახსოვდი,.. რადგან ქვეყანას უკვე ახალი ჩემპიონი ჰყავდა, გიორგი ზვიადაძე... ის კიარ იციან რომ ეს ჩემი დამსახურებაა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent