ერთად ყოფნა შეუძლებელია. ნაწილი 3. თავი 4
ხანდახან უყურებ ადამიანს და მისი დაფარული სახის მიღმაც რაღაც უცნაურს ხედავ,უცნაურს გრძნობ. ეს არაა სიყვარული,არ არის სიძულვილი და არც სამყაროში არსებული გრძნობებიდან არის რომელიმე. ეს კიდევ უფრო სხვაა,ისეთი განსხვავებული,რომელსაც სახელი არ აქვს.ჯერ ვერ ან არ დაურქმევიათ. ვერ ან არ ამოუხსნიათ და სწორედ ამაში მდგომარეობს მთელი მისი მომხიბვლელობა და მომაჯადოებლობა… დიდი ხანია რაც იბრაჰიმის გული სიყვარულისთვის დაიკეტა.ისეთი ჯავშანი დაადო რომ მოხსნა შეუძლებელი ყოფილიყო.ამ მხარეშიც ამიტომ წამოვიდა რომ ხალხისგან, მითუმეტეს მამის სასახლეში გამართული წვეულებებისგან და მომაბეზრებელი ქალების გარემოცვიდან თავი დააღწია.გულს და გონებას სულ აუკრძალა მათზე ფიქრი. ახლა რას გრძნობდა?არაფერს. მხოლოდ თავს იდანაშაულებდა იმაში რომ გოგო ვერ დაიცვა.რომ ეს ყველაფერი მისი მიზეზით დაემართა. სინდისის ქეჯნა მისთვის რთული გადასატანი იყო. ხელები სავარძლის კიდეზე ჩამოდო, თავი საზურგეს მიაყრდნო და ჩასთვლიმა.ის იყო ძილში უნდა წასულიყო,რომ ყურში გოგოს ხმა ჩაესმა.ჯერ სუსტად,მერე უფრო გამოკვეთილად.ორივე თვალი ფართოდ გაახილა.ავადმყოფი ბორგავდა საწოლში და დროდადრო გაურკვეველ სიტყვებს ისროდა. ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. დაბნეული იდგა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.აშკარა იყო გოგო სიცხისგან იწვოდა.უეცრად ანასტიასამ საბანი ხელით მოისროლა და საწოლიდან წამოხტა.ამჯერად ვერ გარკვეულიყო გოგო რა ხდებოდა მის თავს,სად იყო რა სჭირდა.ან ეს უცნობი ვინ იყო. -ალბათ მოჩვენებაა..ხო ნამდვილად მოჩვენება ხარ..შენ ნამდვილი არ იქნები….ასეთი გარეგნობით მხოლოდ სიზმრებში და რომანებში თუ არსებობენ…-შეშინებული მიჰყვებოდა საწოლის კიდეს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. იბრაჰიმმა მისი ნათქვამი ვერ გაიგო. მაგრამ იმას მიხვდა რომ გოგო მშობლიურ ენაზე მეტყველებდა. -დამშვიდდი,არაფერს დაგიშავებ.- ხელები ასწია ბიჭმა და უკან დაიხია. -ვინ ხარ? -მნიშვნელობა არ აქვს,ახლა უნდა დაწვე და დაიძინო.შენ ცუდად ხარ. -არა,არ მინდა დაძინება.იქ ის არის..ის არის და ჩემზე ძალადობს.ღმერთო რა დავაშავე ასეთი..რატომ?თავი დამანებე წყეულო..ჩემი თავიდან გამოდი.-თავზე წაივლო ხელები გოგომ და ძლიერად მიიჭირა.ბინტები ერთიანად მოიგლიჯა და იბრაჰიმის წინ დაყარა.იმდენად არა ადეკვატურად და გიჟივით იქცეოდა, ბიჭს შეეშინდა არაფერი დაუშავოს საკუთარ თავსო,მასთან წამში გაჩნდა, ხელებში წაავლო ხელი და გაუკავა. გოგომ გაიბრძოლა გასათავისუფლებლად,თუმცა ამის დიდი ძალა ისედაც არ ჰქონდა და გონდაკარგული მიესვენა ბიჭის ხელებში. ისევ საწოლში ჩააწვინა იბრაჰიმმა. საბანი გადააფარა და ტელეფონს დაავლო ხელი.თუმცა დარეკა არ დასცალდა,ჯამალმა შემოაღო კარი. -მადლობა ღმერთს მოხვედი. -აქ რა მოხდა?-იკითხა ბიჭმა და წამლების პარკი გახსნა. -კოშმარები ესიზმრება. -არც მიკვირს.იმდენი რამე გამოიარა. -მასთან დარჩი.კარგად მიხედე ჯამალ. -უთხრა და საძინებლიდან გავიდა. მის ხმაში რაღაცნაირი ტკივილი იგრძნო ჯამალმა.კარგად მიხვდა და იცოდა ეს რისი ნიშანი იყო და რა გაახსენდა მას.რამხელა ტკივილს იტევდა მისი ბატონის გული. რად დაუჯდა იმ ბრძანების გაცემა,რაც გოგოს გატაცებას ნიშნავდა. მათ ხომ ერთად გამოიარეს დიდი ქალბატონის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი… ****** ალიმ მთელი ღამე დაცვასთან გაატარა,მაგრამ გოგოზე ფიქრები არ მოშორებია.დარდობდა მასზე.თან არც ფიქრები ასვენებდა ბატონმა აჰმედმა ხომ არ შეძლო მისთვის რამის დაშავებაო.ვერც ჯამალს დაუკავშირდა რომ მისი მდგომარეობა ეკითხა და თან თვითონაც ვერ გრძნობდა თავს კარგად. დილით იბრაჰიმმა მიაკითხა. -რა ხდება ალი?რა გაარკვიე? -არაფერს ამბობენ ბატონო. -კარგი,მაშინ ჩემებურად ვიმოქმედოთ. არ მინდოდა,მაგრამ სხვა გზა არ არის. -როგორც მიბრძანებთ. -ალი,-შეაჩერა იბრაჰიმმა.-აჰმედსაც დაუძახე.ისიც მოვიდეს. ალი დავალების შესასრულებლად წავიდა.იბრაჰიმი სახლის სარდაფიდან გამოვიდა და ეზოს უკანა მხარეს გავიდა. სახლს უკანა მხარეს გრძელი აივანი ჰქონდა მთელ სიგრძეზე,რომლის ორივე მხარე დახვეული კიბით ეზოში ჩადიოდა.ეზო იმდენად სადად იყო მოწყობილი,რამდენადაც ეს საშუალებას იძლეოდა.მხოლოდ დაბალი,ერთ დონეზე შეკრეჭილი ბალახი და შუაში ხისგან მოპირკეთებული,საზაფხულო მოსასვენებელი,მრგვალი მაგიდით და სკამებით.შენობის ჭერიდან ლამაზად იყო დაშვებული თეთრი,გამჭვირვალე ფარდები,მწერებისგან დასაცავად და მიწაზე იყო დამაგრებული.იმდენად ლამაზი იყო ეს პატარა,მაგრამ სადაც მოწყობილი ფანჩატური,რომ თვალს ვერ მოაშორებდი. სწორედ აქ იჯდა იბრაჰიმი და საპირისპირო მხარეს, იყურებოდა.იქ სახლის მესამე ნაწილი იყო.რომელსაც გრძლად ჰქონდა ბეტონის სვეტები დაშვებული სიგრძეზე.მეორე სართული ოთახებს ეკავა.პირველ სართულზე კი სარდაფი იყო განთავსებული.მის ქვეშ მოსწორებული ბეტონი იყო დასხმული და იმდენად პირქუშ შესახედაობას ქმნიდა, რამდენადაც მის წინ არსებული ადგილი იყო ლამაზი. შიგნიდან იბრაჰიმის დაცვის წევრები გამოვიდნენ და დაკავებულები გამოიყვანეს.ხელები ჯაჭვით შეუკრეს და გრძელ მილებზე მიაბეს.ალიც გამოჩნდა აჰმედთან ერთად, რომელიც მათ დანახვაზე დაიბნა და ბიძაშვილს გადახედა. -მოდი აჰმედ,მოდი,გვერდით დამიჯექი.-ხელი დაუქნია მან.იცოდა აჰმედმა ეს კარგის ნიშანი არ იყო, მაგრამ აბა მის წინააღმდეგ როგორ წავიდოდა?იმედს არ კარგავდა რომ სიტუაციიდაან გამოძვრებოდა. -გისმენ ბიძაშვილო.-გვერდით მიუჯდა იბრაჰიმს და მოსალოდნელი შეკითხვებისთვის მოემზადა. -მე რომ არ მოვსულიყავი გუშინ,შენ ამის გამკეთებელი მართლა იყავი? -კარგი რაა,განა პირველი იქნებოდა ეგ ქალი,ვინც ჩვენი გახდა? -მაგრამ არა იძულებით და არა მსგავსი ხერხებით.ასე მტერსაც არ მოვექცევი. -ასე არ მოექცევა.-გამოაჯავრა აჰმედმა.-მაგრამ არც შენ გაქვს ნაკლები ცოდვები.განა ადამიანის გატაცება ნაკლები დანაშაულია?განა ჩვენს მიერ წარმოებული ნარკოტიკები ცოდვის გზაზე არ გვაყენებს?განა ეშმაკის მოციქულები არ ვართ? -ცოდვები ისედაც საკმარისი მაქვს. მაგრამ უდანაშაულო ქალს მსგავს რამეს არასდროს არ გავაკეთებ. -შენ ეს უკვე გააკეთე.არ დაგავიწყდეს. კარგად გაიხსენე.-უთხრა აჰმედმა. სპეციალურად გაახსენა ის,რისგანაც ასე იტანჯებოდა და რისგანაც ასე შორს გაქცევას ცდილობდა იბრაჰიმი. ბიჭს თვალებში სისხლი მოაწვა, სიმწრისგან თუ სიბრაზისგან ისე მომუშტა ხელები,რომ ფრჩხილებმა კანი იგრძნო.გამხეცებულმა გახედა ბიძაშვილს და ტყვეებისკენ დაიძრა. აჰმედს ირონიულად ჩაეცინა. სიტუაცია შემობრუნდა და ამით ძალიან კმაყოფილი იყო.. ალი მაშინვე მიხვდა ბატონის თავს რაღაც ხდებოდა და ეს კარგის მომასწავებელი არ იყო. -ალი,რაღას ელოდები? -თქვენ ბატონო. -ათი როზგი თითოეულს,თუ არ გამოტყდნენ,დაამატეთ. ******* მთელი ღამე შფოთავდა ანასტასია საწოლში.ალიმ წამლები დაალევინა, სახეზე მალამო ისევ დაადო. გამთენიისას წამლებმა იმოქმედა და გოგო მშვიდ ძილს მიეცა.თუმცა დიდხანს არ სძინებია.მალევე გაეღვიძა.ჯამალის დანახვაზე გაეღიმა. ბიჭს სავარძელში ჩასძინებოდა. -ალბათ როგორ დაიღალა,-გაიფიქრა და საწოლში არ განძრეულა,რომ არ გაღვიძებოდა.თუმცა ბიჭს მაინც გაეღვიძა. -მაპატიე,ჩემს გამო დაიღალე. -არაფერია.-გაუღიმა ჯამალმა -ძალიან გტკივა?-ანიშნა ხელზე. -არაა,მიჩვეული ვარ.შენ როგორ გრძნობ თავს? -განადგურებული...ახლა რაღა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს.-სევდა გაერია ხმაში. -როგორ თუ არ აქვს?შენთვის რამდენი რამე გავაკეთეთ,მე,ალიმ..ბატონმა. -ბატონმა?შენმა არამზადა ბატონმა? ნახე რა დამემართა?თან მარტო ეს რომ იყოს..-ზიზღი ერია გოგოს ხმაში. -ეს გაივლის.-სახეზე ანიშნა ბიჭმა.- სხვა არაფერია,საბედნიეროდ ბატონმა იბრაჰიმმა დროულად მოგისწროთ და ბატონ ახმედს არ მისცა უფლება თავის ჩანაფიქრი ბოლომდე მიეყვანა -რაა?-გაოცდა ანა. -დიახ,ასეა. -კი მაგრამ.. -თავს ნუ იღლი ანა,ყველაფერი კარგად იქნება.ალაჰი მოწყალეა, ყველას დაიფარავს განსაცდელისგან. -შეიძლება ვნახო ბატონი იბრაჰიმი? -არ შეიძლება.არ დაგაიწყდეს შენ ჩვენი ტყვე ხარ.როცა მოინდომებს, თვითონ გნახავს. -ახლა მაინც მითხარი რატომ გამიტაცეთ. -ამასაც ბატონი გეტყვით.. -ვერაფერი გავიგე.. -დაისვენეთ.გნებავთ საჭმელს მოვატანინებ? -არ მინდა.შეგიძლია ადგომაში დამეხმარო.უბრალოდ ოთახში გავივლი,სხეული გამიბუჟდა. -რა თქმა უნდა.მოდი.-ჯამალმა ხელი შეაშველა და ანასტასია ფეხზე დადგა. თავიდან წაბორძიკდა,მერე კი თავი შეიმაგრა და დიდ ოთახში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.მერე ფანჯრისკენ წავიდა.ფარდა გადაწია და ეზოში გაიხედა.სანახაობამ შოკში ჩააგდო. ქვემოთ არც მეტი არც ნაკლები ადამიანებს აწამებდნენ.საკუთარი თვალით უყურებდა როგორ როზგავდნენ მათ.ეს მხოლოდ წიგნებში ჰქონდა წაკითხული და ფილმებში ნანახი.წარმოდგენაც არ ჰქონდა თანამედროვე ცხოვრებაში ამას ისევ თუ იყენებდნენ. მერე დაინახა როგორ ამოიღო იმ უცხო ბიჭმა იარაღი და სროლის ხმა გაისმა. მთლიანი მჭიდი დაცალა იმ საცოდავებს და თითოეულს სიკვდილმა ჩამოუარა მიყოლებით… ყველას უსიცოცხლო გვამი ერთიანად ჩამოეკიდა იმ რკინის მილზე. -ღმერთო ჩემო,-იკივლა ანასტასიამ და შეშინებულმა აიფარა პირზე ხელი. -რა მოხდა?-მასთან მივიდა ჯამალი და ფანჯარაში გაიხედა.ურეაქციოდ შეხედა ამ ყველაფერს. -ეს..ეს რა სიველურეა..ეს რა სადიზმია. ისინი ჩვეულებრივი მკვლელები არიან.-ცრემლს ვერ მალავდა ანა. -ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. -ასე მარტივად როგორ ლაპარაკობ? -ასეა და იმიტომ.ჩვენთან ერთგულება სიცოცხლეზე ძვირფასია.-ფარდა გადასწია ჯამალმა და ანასტასია საწოლში დააბრუნა.-შენ ეს არ უნდა გენახა.მაპატიე. -მარტო დამტოვე ჯამალ.მარტო დარჩენა მინდა. -კარგი,მაგრამ ერთი რამ იცოდე შენ აქ არაფერი გემუქრება. გოგოს ხმა აღარ ამოუღია,უბრალოდ საწოლში გადაბრუნდა და ოთხად მოიკუნტა.ახლა უკვე ეშინოდა,ძალიან ეშინოდა.ვერ გაეგო რომლის უფრო უნდა შეშინებოდა-ერთი მოძალადე იყო,მეორე ცივსისხლიანი მკვლელი… წამში შეცვლილ ცხოვრებაზე,აქ მოხვედრას სულ არ დარდობდა. იმაზე იყო აღშფოთებული და გაბრაზებული რომ სამყაროში ამ ორი არანორმალური ადამიანის მსგავსი საკმაოდ ბევრნი რომ იყვნენ და იმისთვის თვალის გასწორება რომ ესეთი ხალხი მის ირგვლივ, საახლობლოში საკმაოდ ბევრი იყო,რთული აღმოჩნდა. ასე ხდება,როცა რეალობისგან გაქცევას ცდილობ,ის კი ჯიუტად მოგდევს უკან,ერთხელაც გაგისწრებს, პირისპირ დაგიდგება,შენ კი მწარედ მიეხეთქები მას… **** იბრაჰიმმა ჯერ ხელები დაიბანა,მერე სახეზე შეისხა.ცივმა წყალმა გამოაფხიზლა.სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალი გაუსწორა და რომ მიხვდა იმ შეტევას გადაევლო, პირი შეიმშრალა და უკან დაბრუნდა ოთახში… ტანსაცმელიც გამოიცვალა და ალი და ჯამალი კაბინეტში დაიბარა. -ბატონო,ყველაფერი მოვაგვარეთ, -დაიწყო ალიმ.-მაგრამ მაპატიეთ,რომ ასე გავთამამდები და კიდევ გეტყვით რაღაცას. -გისმენ ალი. -მარტო მათი დასჯა არ არის საკმარისი.ბატონმა აჰმედმაც უნდა აგოს ჩადენილზე პასუხი. -ამის დროც მოვა.მშვიდად ჩემო ერთგული მეგობრებო.დავიცადოთ. დრო ერთადერთია,რომელიც გვიჩვენებს როგორ უნდა მოვიქცეთ და რა მოვიმოქმედოთ. -გოგოს რას ვუპირებთ? -წამლებს იღებს ჯამალ? -დიახ ბატონო.მდგომარეობა გაუმჯობესდა.დღეს ფეხზე ადგა და საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ის დასჯის სცენის მომსწრე გახდა. -ეს არ უნდა ენახა.-კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთზე იბრაჰიმმა. -მაპატიეთ,ჩემი ბრალია.მისთვის აღდგომის უფლება არ უნდა მიმეცა. -კარგი ჯამალ.რაც იყო იყო,მომხდარს ვერ შევცვლით.საქართველოდან რა ამბებია? -ჯერჯერობით ისეთი არაფერი.გოგოს ეძებენ.ეჭვი ჩვენზე არ აქვთ. -რამდენიმე დღე გავიდეს, გამოჯანმრთელდეს და მერე დავურეკოთ.ჩვენი პირობები წავუყენოთ.-თითები აათამაშა აბდულაევმა მაგიდის პრიალა ზედაპირზე. -მე მაინც ვფიქრობ რომ გოგოს გატაცება ზედმეტი იყო,თან მას ქმარიც დაუწყებს ძებნას და ძმაც. არ დაგვავიწყდეს მის ქმარს დიდი გავლენა აქვს, ხელისუფლებასთან და სამართალდამცავებთან სიტყვა ეთქმის. -ფეხებზე მკ...ა მისი მინისტრის მოადგილე ქმარი.ეს ჩემი ქვეყანაა, ჩემი სამფლობელოა და აქ ვერავის ზეგავლენა ვერ მიაღწევს ალი.- ხმა გაიმკაცრა იბრაჰიმმა და მაგიდას ამჯერად შეკრული მუშტი დაარტყა. -ჩვენ წავალთ საქმეებს მივხედავთ,- უთხრა ჯამალმა და თავჩაქინდრული ალი წინ გაიმძღვარა.კარი გაიხურეს და მარტო დატოვეს ბატონი უზარმაზარ კაბინეტში. ****** ორი დღე ისე გავიდა,ანასტასიასთან არც ალი გამოჩენილა და არც ჯამალი. მის მოსავლელად მხოლოდ ერთი ასაკოვანი,მსუქანი ქალი შედიოდა, რომელსაც სიარული ძალიან უჭირდა. ხვნეშით დადიოდა,თავზე მუდამ წაკრული ჰქონდა შავი თავსაბურავი და ასეთივე ფერის ტანსაცმელი ეცვა. მასთან დალაპარაკება სცადა გოგომ მაგრამ ან ქალს არაფერი ესმოდა ან მიზანმიმართულად არ სცემდა პასუხს. საჭმელს შეუტანდა, ჭრილობებს დაუმუშავებდა და მერე უკან გამოდიოდა.ქალს მუდმივად თან ახლდა ერთი მცველი და ერთიც გარეთ ელოდებოდა. ორი დღის შემდეგ ჭრილობებმა პირი შეკრა,სახე დაუცხრა,მაგრამ ცემის კვალი არ გამქრალა. მალამოებს ამჯერად კანის ზედაპირზე უსვამდა ქალი და ბინტით აღარ უხვევდა… სარკეში ჩახედვის ეშინოდა.იქიდან სულ სხვა ქალი უმზერდა.ის კოშმარული დღე არ ავიწყდებოდა. უნებურად ფიქრები იქით მისდიოდა რომ ხელშეუხებელი აღარ იყო და მისი სიწმინდე შებღალეს,ფეხქვეშ გათელეს.იმდენად აეკვიატა ეს აზრი, რომ კოშმარად ექნა და როგორც კი ჩაეძინებოდა მაშინვე ესიზმრებოდა. მერე გიჟივით წამოხტებოდა და დასამშვიდებლად დრო სჭირდებოდა… მესამე დღე მიიწურა.საღამოს მომვლელი ქალის მაგივრად ალი გამოჩნდა.ლანგარზე ვახშამი დაეწყო და მომღიმარი იდგა კარში. -როგორ გამიხარდა შენი მოსვლა.- გაუღიმა ანასტასიამ და საწოლში წამოჯდა. -კარგად გამოიყურება.-სახეზე ანიშნა ბიჭმა და გვერდით დაუდგა საჭმელი. -არის რაა.-უხალისოდ ჩაილაპარაკა გოგომ. -რამე მოხდა?-მაშინვე შეატყო ბიჭმა მომხდარი ცვლილება. -განა რამე უნდა მომხდარიყო ამაზე მეტი?ტყვეობაში ვარ,უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან.არ ვიცი ეს როდის დასრულდება და შენ მეუბნები რომ რამე მოხდაო. -ვიცი ძნელია,მაგრამ ყველაფერი შენს ძმაზეა დამოკიდებული. -რომელ ძმაზე?-გაკვირვებულმა შეხედა ანამ ბიჭს. -შენც ძმაზე გაბრიელზე. -ჯანდაბა,ჯანდაბა..-იყვირა მან. - რა მოხდა? -ის ჩემი ძმა არაა.ჩემი ბიძაშვილია. -არაა,რას ამბობ?ესეგი ჩვენ შეგვეშალა? -ასე გამოდის,-დაუდასტურა გოგომ. -უნდა წავიდე.-ანერვიულდა ალი და ოთახიდან გავიდა.ისე დაიბნა კარი ღია დარჩა.არც გახსენებია მისი დაკეტვა. ცოტა ხანს იცდიდა ანასტასია.მერე კი ადგა საწოლიდან.ჩუმად მიუახლოვდა კარს და ფრთხილად გამოაღო.ჯერ ერთ მხარეს გაიხედა,მერე მეორე მხარეს.გრძელ დერეფანში სიჩუმე იყო.არავინ ჩანდა.ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას.ოღონდ ეს სად მიიყვანდა წარმოდგენა არ ჰქონდა… -ბატონო იბრაჰიმ.-თავი ვერ შეიკავა და ყვირილით შეგლიჯა კაბინეტის კარი ალიმ.სულს ძლივს ითქვამდა. -რა მოხდა ალი?დამშვიდდი.- ტელეფონზე საუბარი შეწყვიტა მან და ბიჭს მიაჩერდა. -ის..ის...ის არ არის,ვინც გვგონია.. -ვისზე ამბობ? -ის გოგო ის არ არის ვინც უნდა მოგვეყვანა.შეგვეშალა.იმ ბიჭის ბიძაშვილია. - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.