შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი {თავი 14}


18-09-2021, 18:40
ავტორი ქეთათო4
ნანახია 2 953

დილით მზის სხივებმა გააღვიძეს. შეიშმუშნა და თავი გვერდით გაატრიალა. თვალების გახელა არ უნდოდა, ფიქრობდა, ძილს შევიბრუნებო, მაგრამ არ დასცალდა.
თვალები გაახილა თუ არა მოულოდნელობისგან შეჰკივლა. გვერდით საწოლზე გელოვანს ეძინა. მშვიდი, გაწონასწორებული სახით იწვა.
-ჯანდაბა.-საკუთარ თავს დახედა. კიდევ კარგი პიჟამო ჰქონდა. გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და კარისკენ წავიდა. გიჟივით გამოგლიჯა და მოპორდაპირე ნომრის კარზე ხელების ბრახუნი ატეხა.
-უნამუსობაა გვანცა!-როგორც კი ბერიძეს ჰკიდა თვალი, დაუყვირა.
-რა ხდება?-წელს ზემოთ შიშველ ვიკოზე სულ აიჭრა.
-სეს, რა მოხდა?-გვანცას დაბნეულ სახეზე თავადაც დაიბნა.
-სესილია პანიკაშია, წყალი მიაშველე გვანცა.-გელოვანის დაბღვერილ სახეზე გაცეცხლდა. გვერდი აუარა და გაუჩინარდა.
-იმ ოთახში რა უნდოდა?
-და შენ რა გინდა ამ ოთახში?-თავი გადააქნია ორჯონიკიძემ.
-სიცხიანი ვარ ორჯონიკიძე, ცუდი არაფერი იფიქრო.-ვიბლიანმა ხელი ასწია იმის ნიშნად, რომ მხოლოდ იმიტომ იყო აქ ბერიძე, მისთვის მოეარა.
-შენს ძმაკაცს გადაეცი, არაა ნორმალური სხვის ოთახში ჩუმად შეპარვა.
-და თუ იმ ოთახში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ქალი წევს?-გული აუჩქარდა გელოვანის ხმაზე.
-შენთვის ძვირფასი ქალი ახლა შენს სახლშია, შენს პერანგში გამოწყობილი და ელოდება შენს ზარს. მე არავინ ვარ!-თავი გადასწია. ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ არ იმჩნევდა. შიგნიდან ინგრეოდა.
-ხანდახან იმპულსურები ვართ!-ხელი გაიქნია სანდრომ.
-იმპულსების დონეზე თუ მოქმედებ, ეგ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა. მე და შენ არავინ ვართ. შეიძლება ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მიგრძენი. მე შენ სივრცე მოგეცი, როდესაც მთხოვე მარტო მინდაო, დაგტოვე. გგონია მე მინდოდა ასე? არა, შენს გადაწყვეტილებას ვეცი პატივი. ერთ თვეში გავიგე, რომ ცოლი მოიყვანე. ხოდა ახლა შენს იმპულსურობაზე აგე პასუხი.-ერთხანს უყურა და ნომერში გაუჩინარდა.
მაქსიმალურად ცდილობდა, არ ეტირა, მაგრამ ამაოდ. კარი დახურა თუ არა ცრემლებმა ჯებირები გადმოკვეთეს. საწოლთან მივიდა და ვარსკვლავის ფორმაში დაწვა. ახლა სული მთლიანი ჰქონდა და არც სტკიოდა.უბრალოდ ეძნელებოდა ეს რეალობა, რომელიც ზღუდავდა. უფლებას არ აძლევდა, ხელი გაეწვდინა და საყვარელ მამაკაცს შეხებოდა.
გელოვანის სიტყვები ახლაც ტივტივებდნენ მის გონებაში. ,,ყველაზე ძვირფასი ქალი"-როგორ უთქვმოყვარეოდ ედებოდა ეს სიტყვები მის ნატკენ გულს მალამოდ.
მალევე გაიაზრა, რომ აქ წოლა და საკუთარი თავის თვითგვემა არ იყო ნორმალური და არაფერს იზამდა, სანამ გელოვანი არ გადადგამდა სწორ ნაბიჯს.
ეგოისტურად უნდოდა იმ ამბის გაგება, რომ ცოლს გაშორდა. ეს იყო სისუსტე და თავადაც ხვდებოდა, მაგრამ ბედნიერებას არ ანგრევდა. არც სანდროს იძულებას აპირებდა, უბრალოდ დაელოდებოდა, როდის გადადგამდა ამ ნაბიჯს კაცი.
-სესილია.-ცუცა ყავის ფინჯნებით ხელში ძლივს შემოვიდა და ორჯონიკიძეს ფეხებთან ჩამოჯდა.
-რომ მცოდნოდა...-თავი გააქნია.-ისევ აგრძელებს ლექციების წაკითხვას, მეგონა გადაიფიქრა. ცხოვრების იმ რიტმს უბრუნდება, რომელიც დედის გარდაცვალაბამდე ჰქონდა. იქნებ...
-იქნებ ცოლსაც გაშორდეს?-ღიმილით ახედა მეგობარს. არაფერი იკითხებოდა მის სახეზე.
-გაშორდეს ცუცა, ეს არაფერს შეცვლის. გული მატკინა და არ ვარ მზად, ასე მარტივად დავივიწყო.-ფინჯანი გამოართვა და ყავა მოსვა.
-მაგრამ ეს ყველაფერს შეცვლის.
-რას?-ირონია აეკრა.-რას შეცვლის? იმას რომ საკუთარი ხელით დაანგრია ყველაფერი? რას ფიქრობდა, როდესაც იმ გოგოსთან აწერდა ხელს? არ მაინტერესებს, რა აქვთ ან არ აქვთ. მე ერთს ვხდედავ, გელოვანმა გამცვალა სხვა ქალში. -ფეხზე წამოდგა და აბაზანისკენ წავიდა.
-როგორ იტანჯავ თავს.-მძიმედ ამოისუნთქა ბერიძემ.
-ტანჯვაზე შენ ნუ მეუბნები. -იქიდან გამოსძახა მეგობარს და გრილი წყლის ქვეშ დადგა.

საღამოს მოსალოდნელზე მეტად აცივდა. გელოვანის ნაყიდი ჰუდი ეცვა და სასტუმროს ეზოში სეირნობდა.
-გამარჯობა.-გვერდით ქერა, ხუთი წლის ოდენა ბავშვი ამოუდგა.
-გამარჯობა.-ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში.
-რა ლამაზი ხარ.-ბავშვის აღტაცებულ თვალებზე კიდევ უფრო გაუფართოვდა ღიმილი.
-შენთვისაც იგივეს თქმას ვაპირებდი.-მისკენ დაიხარა და აკოცა.
-შორიდან დაგინახე, ჩემსავით მოწყენილი ხარ.-ფეხები დააბაკუნა.
-მე?-ხო შეიძლება ასეცაა.-თავი დაუქნია ბავშვს.
-მე თინი ვარ.აქ მამას სასტუმროა და მაგიტომ ვარ.
-დედა სადაა?-სკამზე ჩამოსხდნენ.
-დედა და მამა ერთად არ ცხოვრობენ.-სესილიას უყურებდა.
ვერ მიხვდა, რა უნდა ეთქვა. დაბნეული უყურებდა.
-იმედია არ გეცოდები.-ფეხზე წამოდგა.
-არა.-მაშინვე იუარა ორჯონიკიძემ.
-მამას გაგაცნობ მერე.-ხელი დაუქნია და გაიქცა. ვერ მიხვდა, რატომ მივიდა მასთან ან რატომ უთხრა ეს ყველაფერი. დაბნეულმა გაიარა ეზო და სასტუმროში შევიდა.
-სესო.-ვიკოს ხმაზე უკან შეტრიალდა. ფოიეში ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. მათკენ წავიდა. ფიზიკურად არ იყო სხვა ადგილი, გელოვანის გვერდით უნდა დამჯდარიყო. ფეხზე მდგარმა აიღო ფინჯანი. არც კი გაუხედავს კაცისკენ.
-ვინ იყო ის ბავშვი?-ბერიძე ორცხობილას ჭამდა და ვიბლიანის მკლავებში განაბულიყო.
-თინი.-ისე ლამაზად ჟღერდა ეს სახელი.
-ყველაფერი გასაგებია.-გადაიკისკისა გვანცამ.
-სასტუმროს მფლობელის შვილია. მოვიდა, გამეცნო და წავიდა.-მხრები აიჩეჩა.
-საინტერესოა.-ამოიჩურჩულა.
-ხო.-მეგობარს დაეთანხმა და ოთახისკენ აიღო გეზი.
-დავისვენებ.-ბოლოსღა შეავლო თვალი გელოვანს და მალევე აქცია ზურგი.

ზედმეტი ემოციებისგან გადაღლილს როდის ჩაეძინა, ვერ მიხვდა, მაგრამ კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. თავიდან ეგონა, რომ ელანდებოდა, მაგრამ რომ აღარ გაჩერდა, ფეხზე წამოდგა და ზლაზვნით მივიდა კარამდე. გამოაღო და უცხო მამაკაცს გაუსწორა მზერა.
-სესილი, შენ ხარ?-კაცის ბარიტონზე საბოლოოდ გამოფხიზლდა. ვიღაცას აგონებდა, მაგრამ ვის ვერ გაიხსენა.
-კი.-თავი დაუქნია.
-თინის მამა ვარ.-ახლა გაახსენდა ბავშვი და ნამდვილად დააკავშირა მამისა და შვილის მსგავსება.
-ააა, გისმენთ.-დაბნეული იყო.
-სიცხე აქვს, საკმაოდ მაღალი. შენს სახელს იძახის, იქნებ ცოტახანს წამოხვიდე.-აშკარად ეტყობოდა კაცს ნერვიულობა. აღარ უფიქრია, თავი დაუქნია და უკან მიჰყვა. ლურჯად შეღებილ კარს გაუსწორა მზერა, რომლის იქითაც სიცხიანი ბავშვი ბოდავდა. ვერ მიხვდა, რატომ ეძახდა ერთი დღის გაცნობილ ადამიანს თინი.
-მოვიყვანე მამი.-შვილის თავთან ჩამოჯდა და შუბლზე აკოცა.
-სესილი.-ქალს გაუღიმა-ეს მამაა.-ხელი კაცისკენ გაიშვირა.-მამაჩემი ვატო ახალკაცი.-გაიჯგიმა.
-არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა.-დაბნეული იდგა ორჯონიკიძე.
-მე ვკვდები.-გულმა რეჩხი უყო.
-თინი.-განრისხდა ვატო.
-უთხარი მამა. განუკურნებელი სენი მაქვს.
-ნუ ამბობ ამას.-ზემოდან დააჩერდა კაცი.
-ჯერ სულ ხუთი წლის ხარ.-ეცადა, თემა შეეცვალა.
-ექვსის ვხდები, მაგრამ მესმის ეს ყველაფერი. მინდა, რომ ხანდახან მამასთან მოხვიდე.
-ნუ ამბობ, ნუუ.-საწოლთან ჩაცურდა კაცი.
სესილი გაოგნებული იდგა.
,,ტყუილას არაფერი ხდება"
---
ნახევარ საათში დაწერილი თავია. ვიცი, რომ უპასუხისმგებლო ვარ, მაგრამ მეტს ვერ ვწერ. ბოდიშით და მადლობა, რომ მელოდებით



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

იმდენიხანია ველოდები ახალ თავს და საშინლად გამიცრუვდა იმედი ეს რა იყო , მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილი თავი ... ახლა ბავშვის შეცოდების გამო სიყვარული აკლდა ამ ისტორიას : ((

დადიანი,გელოვანი და ახლა ახალკაცი მემგონი ძაან უაზრობაში გადადის უკვე : (( მხოლოდ გვანცას და ვიკოს გამო თუ წავიკითხავ ამ ისტორიას მომავალში სიამოვნებით ალბათ .

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

,გელოვანი ღირსია ყველაფრის. მაგრამ არამგონია სესიმ ეს ნაბიჯი გადადგას. ვფიქრობ დამეგობრდებიან და თუნდაც დაქორწინდნენ ბავშვის გამო. სანდრომ უფრო აფსურდული მიზეზით მოაწერა ხელი. მადლობა რომ დეპრესიის მიუხედავად მაინც დაწერე

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

აუ ბაბლუანია ჩემი ფავორიტი და ტიპი რომელსაც სიყვარული ესმის ,მიყვარს ეს ბიჭი : )) სესილი და გელოვანი აზრზე არ არიან სიყვარული რა არის ძაან მიშლიან ნერვებს ,ახლა იმედია სესილი შეცოდების გამო არ შექმნის ოჯახს და კიდევ ერთ უაზრო ნაბიჯს არ გადადგამს.

 


№4  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ნათია
იმდენიხანია ველოდები ახალ თავს და საშინლად გამიცრუვდა იმედი ეს რა იყო , მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილი თავი ... ახლა ბავშვის შეცოდების გამო სიყვარული აკლდა ამ ისტორიას : ((

დადიანი,გელოვანი და ახლა ახალკაცი მემგონი ძაან უაზრობაში გადადის უკვე : (( მხოლოდ გვანცას და ვიკოს გამო თუ წავიკითხავ ამ ისტორიას მომავალში სიამოვნებით ალბათ .

შეგიძლიათ, აღარც წაიკითხოთ. ჯერ იკითხეთ, იქნებ ამ ,,მოვალოების მიზნით დაწერილი" თავის უკან ცუდად მყოფი მე ვარ. იკითხეთ? ან რა დასკვნებია? ან საიდან მოიტანეთ ეგ? შეგიძლიათ, არ წაიკითხოთ. მეც მაქვს მოთმინება!!!

 


№5 სტუმარი Ana-maria

დავიზაფრე. ძალიან მინდა თინის ყველაფერი კარგად ექნეს. ვფიქრობ სესი ასეთ უაზრო ნაბიჯს არ გადადგამს და ვატოსთან ოჯახს არ შექმნის. არამგონია ვინმეს ჯინაზე შექმნილმა ოჯახმა გაამართლოს. თანაც ვატოც ცოდვაა უსიყვარულობისთვის. მოკლედ მთლად აირია სიტუაცია. მწერლის იმედი მაქვს. დაგვალაგებს ერთ დღეს. წარმატებები და ველი ახალ თავს.

 


№6  offline წევრი ქეთათო4

ერთი თავით გამოიტანეთ დასკვნაა. ანუ ვსო, ფინალიც დაგეგმეთ. საჭირო აღარაა შემდეგი თავი!!!

 


№7  offline წევრი OKI ME

რას და როგორ განავითარებ შენს ისტორიაში არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა რომ თინი გადარჩეს. ნუ ესეც შენი გადასაწყვეტია :დდდ პრიმციპში, ერთი ის ვიცი ზუსტად რომ ორივე შემთხვევაში ამეტირება :დდ როგორი გაგრძელებაც არ უნდა ქონდეს ჩემთვის ნაინც ემოციური იქნება.

მოუთმენლად ველი რა იქნება შემდეგ თავში. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, შემდეგ თავს დაველოდები და შემდეგ დავწერ ჩემს აზრს ვატოსთან დაკავშირებით. მე თინის ამბავიც ძალიან მაინტერესებს.

ნუ, გელოვანი მოწოდების სიმაღლეზეა. :დდდ უხ, როგორ მიშლის ამ ბოლო დროს ნერვებს. მაგრამ მაინც საყვარელია.

ყველაზე საყვარელი მაინც ვიკოა და რა გავაკეთო? ❤️❤️

წარმატებები ქეთ ❤️❤️

 


№8 სტუმარი მე❤

ახლა მართლა გზაჯვარედინზე ვარ????საით წავიდე????????გელოვანი ყველაფრის ღირსია????????

 


№9 სტუმარი სტუმარი თეო

საჭირო იყო ვატო ნახავს გელოვანი როგორი გრძნობაა საყვარელი ადამიანის გვერდით სხვისი დანახვა, ვფიქრობ დამეგობრდებიან ვატო და სესილი და გელოვანი კი გაგიჟდება ეჭვიანობით.

 


№10 სტუმარი სტუმარი Tekla

ვაიმე ქეთოო იმედია ეს პატარ
ა იგონებს ამყ ელაფერს და თამაშობს რომ სესილი და მამამისი ერთად იყვნენ აღრ შემიძლია ამდენი სიკვდილი ამისტორიაში :( ვიმედოვნებ მალე შეძლებ მომდევნო თავის დაწერას და დაგვამშვიდებ კარგი თავით ❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო გაგრძელებაა,თინი შემიყვარდა,.

 


№12  offline წევრი ირო

თინის და ვატოს გამოჩენა საინტერესოა,სულაც არ მინდა გელოვანთან დარჩეს სესი,ნამდვილად არ იმსახურებს არცერთი მამაკაცი ასეთ თავგანწირვას ქალისა თუ ვიღაცის პატივისცემის ნიშნად უნდა მოიყვანო ცოლი,მაშინ ყველაზე სუსტი ხარ.ვიცი რომ შემდეგი თავი კიდევ უფრო მეტად საინტერესო იქნება.

 


№13 სტუმარი ლიზა(ი) ჭანტურია

ხალხნო რა გჭირთ? რატომ გამოთქვამთ სულ ასეთ პრეტენზიებს? "რა პატარა თავი იყო", "რამდენი ხანი გვალოდინე" ასეთი კომენტარებით შემოიფარგლებით მხოლოდ expressionless იქნებ დრო არ რჩება ან რაიმე პრობლემები აქვს. ეს ჰომ ჩვენ არვიცით არა? ყველანი ადამიანები ვართ და პრობლემები ყველას გვქონია.
მეტს ვერ ვწერო აღნიშნა ამ თავის ბოლოს. მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, მკითხველებს რომ ბევრი არ გვალოდინოს, დააკმაყოფილოს როგორმე ჩვენი მოთხოვნები ამიტომ გამონახა დრო და დაწერა.
პერსონაჟების გაკრიტიკება საიდან მოვიდა? თუ ყველა პერსონაჟი წესიერი და იდეალური იქნება მაშინ რა აზრი აქვს კითხვას, ან წერას. მოგეწონებათ ისეთი ისტორია სადაც არაფერი არ ხდება საინტერესო?
მოდი ნუ ვიქნებით ასეთი არაადეკვატურები რა blush
მწერლის თვალით შეხედეთ ამ ყველაფერს. გგონიათ მოსწონთ მათ მკითხველს რომ ალოდინებენ, ან საკმარისად ვერ წერენ? დგას ამ ყველაფრის უკან რაღაც რაც ხელს უშლით წერაში.
უფრო მეტი პოზიტივი და გამამხნევებელი კომენტარები ადამიანებო! ნუ დავუკარგავთ მოტივაციას ადამიანებს უაზროდ და დაუფიქრებლად ნასროლი სიტყვებით. unamused
ქეთათო, ასეთ უარყოფით კომენტარებს ბევრს უწერენ, უკმაყოფილო ადამიანებიც მრავლად არიან.არვიცი ამდენი ნეგატივის გამო რა გადაწყვიტე, შეიძლება ნაწყენიც ხარ და ისტორიის მიტოვებას ფიქრობ. არავის მისცე უფლება შენში ის ჩაკლას რაც ყველაზე მეტად გაბედნიერებს, სხვისი კრიტიკის და უკმაყოფილო კომენტარების გამო არ მიატოვო ის რასაც აქამდე აკეთებდი relaxed
იცოდე რომ შენი ისტორიების მოყვარული ხალხიც მრავლად ვართ აქ.
ამის მერე შენ გადაწყვიტე ღირს კი წერაზე უარის თქმა "კარგის მსურველი" ხალხის გამო? wink

 


№14 სტუმარი უბრალოდ სესილია:)

კარგია❤️
წარმატებები

 


№15 სტუმარი სტუმარი კირა

გთხოვ არ მიატოვო წერა და როგორცკი ბრაზი გადაგივლის ან დროს გამონახავ დაწერე❤️
მკითხველებისთვის დაწერე, იცი რამდენი გელოდებით?
ძალიან ბევრნი❤️

ლიზა(ი) ჭანტურია
ხალხნო რა გჭირთ? რატომ გამოთქვამთ სულ ასეთ პრეტენზიებს? "რა პატარა თავი იყო", "რამდენი ხანი გვალოდინე" ასეთი კომენტარებით შემოიფარგლებით მხოლოდ expressionless იქნებ დრო არ რჩება ან რაიმე პრობლემები აქვს. ეს ჰომ ჩვენ არვიცით არა? ყველანი ადამიანები ვართ და პრობლემები ყველას გვქონია.
მეტს ვერ ვწერო აღნიშნა ამ თავის ბოლოს. მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, მკითხველებს რომ ბევრი არ გვალოდინოს, დააკმაყოფილოს როგორმე ჩვენი მოთხოვნები ამიტომ გამონახა დრო და დაწერა.
პერსონაჟების გაკრიტიკება საიდან მოვიდა? თუ ყველა პერსონაჟი წესიერი და იდეალური იქნება მაშინ რა აზრი აქვს კითხვას, ან წერას. მოგეწონებათ ისეთი ისტორია სადაც არაფერი არ ხდება საინტერესო?
მოდი ნუ ვიქნებით ასეთი არაადეკვატურები რა blush
მწერლის თვალით შეხედეთ ამ ყველაფერს. გგონიათ მოსწონთ მათ მკითხველს რომ ალოდინებენ, ან საკმარისად ვერ წერენ? დგას ამ ყველაფრის უკან რაღაც რაც ხელს უშლით წერაში.
უფრო მეტი პოზიტივი და გამამხნევებელი კომენტარები ადამიანებო! ნუ დავუკარგავთ მოტივაციას ადამიანებს უაზროდ და დაუფიქრებლად ნასროლი სიტყვებით. unamused
ქეთათო, ასეთ უარყოფით კომენტარებს ბევრს უწერენ, უკმაყოფილო ადამიანებიც მრავლად არიან.არვიცი ამდენი ნეგატივის გამო რა გადაწყვიტე, შეიძლება ნაწყენიც ხარ და ისტორიის მიტოვებას ფიქრობ. არავის მისცე უფლება შენში ის ჩაკლას რაც ყველაზე მეტად გაბედნიერებს, სხვისი კრიტიკის და უკმაყოფილო კომენტარების გამო არ მიატოვო ის რასაც აქამდე აკეთებდი relaxed
იცოდე რომ შენი ისტორიების მოყვარული ხალხიც მრავლად ვართ აქ.
ამის მერე შენ გადაწყვიტე ღირს კი წერაზე უარის თქმა "კარგის მსურველი" ხალხის გამო? wink



სულ სიმართლეს რომ ღაღადებ, ამიტომაც მიყვარხარ და გაფასებ❤️
ჩემი ლიზაზუ ხარ შენ! ჩემი განსაკუთრებული!
...
ჰოო, ეს პერსონაჟების გაკრიტიკება მაგარი იციან, სანდროსი მითუმეტეს.
ბიჭმა დედა მამა და ტყუპისცალი და დაკარგა.
ამხელა ტრაგედიის მერე გასაკვირი არცაა თვითონაც რომ ვერ ხვდება რას ჩადის.
მოვა გონს და ყველაფერი დალაგდება.
აქ კიდევ ზოგზოგიერთები საერთოდ წერას არ აცლის ადამიანს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent