შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი {თავი 13}

9-09-2021, 06:43
ავტორი ქეთათო4
ნანახია 12 329

ვიკოს დაბადებისდღე იყო. გრანდიოზულად აღნიშნავდა ვიბლიანი თავის 27-ე დაბადეის დღეს. უამრავი ხალხი ირეოდა.
მათ შორის ბერიძე და ორჯონიკიძეც იყვნენ. გვანცა ისეთი ლამაზი იყო, ვიბლიანი თვალს ვერ სწყვეტდა.
თუმცაღა ვიკოსთვის იქ ყველასგან გამორჩეული იმიტომ იყო ბერიძე, რომ მის გული ჰქონდა დაპყრობილი.
სესილია იმ დღეს სხვანაირი იყო. სხვანაირად უფართხალებდა გული.
სვამდნენ, დარბაზში გელოვანი რომ შემოვიდა. გვერდით ულამაზესი ქალი მოჰყვებოდა. ფოტოებიდან კიდევ არ ჩანდა ასეთი ნაზი და დახვეწილი.
-გილოცავთ!-ვიკოს მოეხვია ჯერ თეკლა და შემდეგ სანდრო. არ უყურებდა ორჯონიკიძე. სხვა ქალის ქმარი იყო ახლა გელოვანი და უხერხულად იგრძნობდა თავადაც თავს.
მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ. სესილიასთან თორნიკე ხითარიშვილი რომ მივიდა.
-დამრთავს ნებას ამ საღამოს ყველაზე ლამაზი ქალი, ვეცეკვო?-გრანდიოზულად გასწია ხელი. უხერხულად კი შეიშმუშნა ორჯონიკიძე, მაგრამ უარის თქმა ქაჯობა იყო. ფეხზე წამოდგა და საცეკვაოდ გაჰყვა. სასიამუვნო მელოდია იყო. კაცის ხელები მოშიშვლებულ ზურგზე ეხებოდა. არაფერი ზედმეტი, უბრალოდ ცეკვავდნენ.
ჯერ ზურგით იდგა მაგიდიდან, მაგრამ შემდეგ დაატრიალდა და ახლა პირდაპირ უყურებდა გელოვანის აჭრილ სახეს. თეთრი პერანგის სახელოები ზემოთ აეკეცა. სვამდა და თვალს არ აშორებდა ორჯონიკიძეს. ცეცხლს ანთებდა მისი მზერით. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა. ვინ თუ არა სანდრომ იცოდა ხითარიშვილის ამბავი.
-გელოვანი!-გვერდით ვიკო მიუჯდა, გასანეიტრალებლად.
-ცოლი გიზის გვერდით!-შეუმჩნევლად შეანჯღრია, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ვერ წყვეტდა თვალს, სიცოცხლეს დათმობდა ახლა თავად რომ ყოფილიყო სესილიას წინ. ქალის ჟასმინის სურნელის შეგრძნობა საშინლად მოუნდა. მის მოშიშვლებულ ზურგზე თითების აცეკვება.
-ჯანდაბა.-ძლივს გასაგონად ამოიხრიალა. მელოდია უფრო იწელებოდა და მოთმინების ფიალა ევსებოდა. ფეხზე წამოდგა, ყველას ყურადღება მიიპყრო. თეკლა გაოცებული უყურებდა.
-მოვწევ და..-ესღა მოიფიქრა. თვალი შეავლო წყვილს და სწრაფი ნაბიჯით გავიდა შენობიდან.
-ამის დედაც.-გარეთ გასულმა მთელი ძალით მოუქნია მუშტი კედელს. წამის მეასედში შესძულდა თავი საკუთარი ეგოისტობის გამო. ხელის კანკალით გაუკიდა სიგარეტის ღერს და ღრმად შეისუნთქა მხუთავი აირი.
ერთს ღერს მეორე მიჰყვა. ცდილობდა, სახე დაელაგებინდა და ისე შესულიყო.
ვერ გამოუვიდა.
აჭრილი იყო.
ნელ-ნელა ხალხი იშლებოდა.
გვიან შევიდა, ოდნავ დაწყნარებული. თეკლა სევდანარევი სახით უყურებდა ქმარს.
დაჯდა თუ არა გვანცამ აიტეხა, სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ, ყველა ნაცნობი დავრჩითო.
დასთანხმდნენ.
პირველივე კითხვა გვანცასა და ვიკოსი იყო. ქალბატონმა სიმართლე არჩია.
-გიყვარვარ?-თვალებში ვარსკვლავები ჰქონდა ვიბლიანს. ჯერ იუხერხულა ბერიძემ, მაგრამ მერე თითით ანიშნა.
-სულ ცოტათი ვიკაკო.-ენა გამოუყო და ყველა გაახალისა.
მეორე კითხვა თეკლასა და სესილიასი იყო. დაიძაბა ორჯონიკიძე.
-სესილია ხო?-გაეღიმა.
-კი.-თავი დაუქნია
-შეყვარებული ხარ?-წყალი გადასცდა. რა ეთქვა? კი, შენს ქმარზე გიჟივით შეყვარებული ვარო?
წამით გახედა სანდროს, რომელიც თვალებით ჭამდა.
ვერ მოატყუებდა აქ ვერავის.
-კი.-გაპარული ხმით ამოიჩურჩულა. გელოვანმა ტუჩის კუთხე ჩატეხა.
ასე გაგრძელდა.
ბოლოს გვანცა და თეკლა იყვნენ.
-შვილები გინდა?-ეს კითხვა მოულოდნელი იყო. თეკლა დაიბნა, მაგრამ სესილია ცოცხლებში აღარ ეწერა. უნდოდა, ამდგარიყო და წასულიყო. პასუხის მოსმენა არ სურდა.
-კი.-ღიმილით დაუქნია თავი და ქმარს გადახედა.
გულში რაღაც ჩასწყდა სესილიას. ცრემლები მოადგა, მაგრამ უკან მიაბრუნა.
,,თუ სიყვარული ტანჯვაა, მაშინ მზად ვარ, დავიტანჯო."-ეს ფრაზა იდო მის თავში.
-ორი თვეა ერთად ხართ ხომ?-გვანცა კითხვებს არ წყვეტდა. ეს ნიშნავდა, მტკივნეულ ადგილას ფეხის დაჭერას. ანუ ორ თვეში როგორ ვერ დაორსულდის?
-მესამე დაიწყო.-თავი დაუქნია ქალმა.
-მშვენიერი. -ორჯონიკიძეს გადახედა.
-აი ჩვენი სესო რომ გამითხოვდება, ზუსტად ვიცი, მალევე ეყოლება შვილი.-ძალიან პირადს ეხებოდა გვანცა, მაგრამ ყველამ იცოდა, რატომაც.
-თხოვდება?-თეკლამ გაოცებულმა გახედა.
-რა თქმა უნდა, ჩემო კარგო. ვინ დატოვებს ამას ასე?-ხელი დემონსტრაციულად გაიშვირა მეგობრისკენ.
გელოვანი ჩუმად იჯდა. ბოლო ამბავმა კიდევ უფრო აუჩქარა პულსი. თვალს ვერ სწყვეტდა სესილიას. შესამჩნევი ხდებოდა ყველასთვის.
ალბათ მშვიდად დაიშლებოდნენ, მთვრალი ხითარიშვილი რომ არა, რომელიც სანდროს გვერდით დაჯდა.
-ცოლი რომ არ გყავდეს, ვიფიქრებდი, რომ სესილიაზე გიდგება.-იმდენად ამაზრზენი იყო თორნიკეს სიტყვები დაგროვილი სიბრაზე ყელში მოაწვა გელოვანს.
-ნაბი*ვარო.-ამოიღრინა და ფეხზე წამომდგარმა თან წაიყოლა ხითარაც.
წაბარბაცებულს ზემოდან გადაჰყვა სანდრო და ძლიერად მოქნეული ხელით მაგიდას მიაჯახა.
-სანდრო.-თეკლამ ფერი დაკარგა. ვერ ეკარებოდა ქმარს. ვიკო არ ჩარეულა, რაღაცას ელოდა ყველა. ეს რაღაცაც მალე გაჩნდა.
მკლავზე წვრილი თითები რომ შემოეხვია, დეჟავუ ჰქონდა.
-გეყოს.-ზემოდან ორჯონიკიძე დაჰყურებდა. შეშინებული მზერა ჰქონდა ქალს. როგორ უღმერთოდ ლამაზად ეჩვენა ამ წამს. ტუჩიდან სისხლი სდიოდა. ზემოდან გადახედა თორნიკეს და მერე უხეშად უშვა ხელი.
სესილიას წვრილი თითები დივნამდე გაჰყვა.
იმ მომენტში არ ახსოვდა არც ცოლი და არც არავინ. ქალის ხელები სახეზე რომ იგრძნო, თვალები დახუჭა.
-სისხლი მოგდის.-მოგუდულმა ამოილაპარაკა და სალფეთქით მოსწმინდა. იმდენად ფრთხილად აკეთებდა ყველაფერს, ღიმილს ვერ იკავებდა გელოვანი. ბოლოს შუბლი შეჭმუხნა ტკივილისგან.
-მაპატიე.-ხელები აუკანკალდა ქალს.
-არაფერია.-დაამშვიდა, მაგრამ თავად იყო დასამშვიდებელი. ზიზღით გადახედა თორნიკეს, რომელსაც ვიკო მიათრევდა.
-სანდრო.-თეკლა რომ მივიდა, სესილიამ უკან დაიხია.
-კარგად ვარ.-მის გაწეულ ხელზე თავი გასწია და ფეხზე წამოდგა.
-მადლობა სესილია, ზოგადად მაგ დროს, ვერავინ ეკარება ხოლმე.-ცრემლები გააჩერა ჯავახმაც და ქმარს მიჰყვა.
სხეული აუკანკალდა. სუნთქვა შეეკრა. დივანზე ძლივს ჩამოჯდა და წყალი მოსვა.
-სესილია.-გვანცა შემოეხვია.
-ვერ ვუძლებ.-თავადაც მოჰხვია ხელები.-ვერ ვუძლებ გვანცა.-ვერ ტიროდა, ვერაფერს აკეთებდა.
-დამშვიდდი, გთხოვ.-თმები გადაუწია.-პანიკის გარეშე.-თითი დაუქნია.- სისუსტის დრო არაა.
-ისე მიყურებს თითქოს მე დავაშავე რამე.
-ის გოგო ცოდოა მაგ იდიოტის ხელში. უსიყვარულოდ მოიყვანა. ოჯახს ახსენებს თურმე.-გელოვანს გამოაჯავრა ბერიძემ.
-არადა როგორი საყვარელია.-თავი მიაბჯინა გვანცას.
-არანაირად. რომ იცი, ადამიანს არ უყვარხარ, სად მიჰყვები? მერე იტანჯებიან. ყინულის ლოდია თავის ცოლთან ეგ სანდრო. დაგენიძლავები სე*სიც არ აქვთ.-ყურში უჩურჩულ სესილიას და ამ დროს შემოსულ წყვილზე ფერები ეცვალა.
-ჩუმად!-ხელზე მიარტყა.
-ობიექტი შემჩნეულია.-ხელის ჟესტი გააკეთა ბერიძემ და ვიბლიანის გვერდით დაჯდა.
-კარგადაა თორნიკე?-მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იკითხა მისი ამბავი.
-შეგიძლია, გავხიდე და ნახო.-უხეში იყო გელოვანი.
-გელო.-მეგობარს შეუბღვირა ვიკომ.-კარგადაა, წაიყვანენ.
-ჩვენ წაგვიყვან ვიკაკო?-ქვემოდან უყურებდა კაცს და აგიჟებდა.
-მოდი ბაკურიანში წავიდეთ.-ვიბლიანის იდეით ყველაზე მეტად გვანცა მოიხიბლა. გვანცას ისე არ გამოუშვებდნენ, თუ სესოც არ იქნებოდა.
ბოლოს ბაკურიანის გზაზე იყვნენ. სესილია უკანა სავარძელზე იჯდა.
-სამწუხაროა, რომ ვერ მოდიხარ.-ვითომ დანანებით გააქნია თავი გვანცამ.
-სამსახურის ამბებია. დიდი სიამოვნება იქნებოდა თქვენთან.-გულწრფელი იყო ჯავახი.
-მე გავიყვან და დაგეწევით.
-აუ სანდრო.-გვანცამ გააჩერა.-მე სახლში ვერ გავალ, მამაჩემი დაკითხვის ოთახში ცხრა საათი დამსვამს. შეგიძლია სესო გაიყვანო სახლში? თბილებს ჩაალაგებს და...-მეგობრის ბრაზნარევი სახე არ შეიმჩნია.
-კი როგორ არა.-სიგარეტის ნამწვავი მოისროლა.
-შეგაწუხებთ, არაა საჭირო.-ხავსს ეჭიდებოდა.
-მაინც გადის იმ მხარეს და რა შეწუხებაა?-მხრები აიჩეჩა გვანცამ.
სხვა გზა არ იყო. თეკლა უყურებდა ფანჯრიდან.
თითი გამაფრთხილებლად დაუქნია გვანცას და ვიკოს მანქანიდან გადმოვიდა.
-მოგკლავ.-ამოიჩურჩულა და გელოვანის მანქანის კარი მიიხურა.
გზაში ხმა არ ამოუღიათ. თავს უხერხულდ გრძნობდა.
,,იქნებ რა უნდა ეთქვა ქმრისთვის"-თავს სწყევლიდა.
რატომღაც ელოდა, რომ ჯერ თავად ჩამოვიდოდა, მაგრამ ამაოდ. სახლის გზას დაასგა გელოვანი. სარკიდან უყურებდა სესილიას სახეს.
-ბედნიერად!-გადასულმა ჯავახმა გაუღიმა. -სანი, რომ ჩახვალ დამირეკე ან მომწერე.
,,სანი"-სახე დაებრიცა ორჯონიკიძეს.
წინარ გადაჯდებოდა. გელოვანი მაქნანას არ დაძრავდა.
-არ გადმოხვალ წინ?-მთელი ტანით შეტრიალდა.
-გმადლობ, მშვენივრად ვარ აქ.
-სესილია.-ამოიღრინა.
-არ ვაპირებ.
-მშვენიერი, მეც არ ვაპირებ ადგილიდან მანქანის დაძვრას.-თავი სკამზე დადო და სიგარეტს გაუკიდა. ნახევარი საათი გავიდა. მოთმინების ფიალ აევსო. გადავიდა და მთელი ძალით მიიჯახუნა კარი. შემდეგ წინ ჩაჯდა და აქაც იგივე ქნა.
-კმაყოფილი ხარ?
-თანაც როგორ.-არ ჩქარობდა გელოვანი.
-ახლა შეგიძლია, წახვიდე.-ღვედი შეიკრა.
მაქნანა დაძრა. სასიამუვნო მელოდია იღვრებოდა სალონში. წვიმის წვრილი წვეთები ზედმეტად რომანტიკულს ხდიდნენ ამ საღამოს.
ტელეფონის ზარმა მოიყვანა აზრზე. უცხო ნომერს დახედა. გვერდულად გამოიხედა გელოვანმაც.
-გისმენთ.-ხმა დაეძაბა სესილიას.
-მე ვარ, თორნიკე.-ბოხი ხმა მოესმა ყურმილის იქიდან. ამაზე ფერები გადაუვიდა.
-როგორ ხარ?-მაქსიმალურად ცდილობდა, არ შეემჩნია დაძაბულობა.
-კარგად ვარ. შეგიძლი ხვალ მნახო?-იერიშზე გადავიდა ხითარიშვილი.
,,ჯანდაბა. რა უნდა? რა ვქნა?"
-ხვალ?-საეჭვოდ გახედა სანდროს, რომელმაც მანქანა გააჩერა.-არ ვიქნები ერთი კვირით აქ.
გელოვანის მოთმინება ივსებოდა.
-რომ დაბრუნდები, დამირეკე.-ესღა გაიგო და მალევე გათიშა.
კაცის დაბინდულ მზერას ვერ გაექცა.
-ვინ იყო?-ფანჯარას ჩაუწია.
-უკაცრავად?-სახე დაებრიცა.
-არ გინდა მაგარი გოგოს როლი. გეკითხები, ვინ იყო?-ტონს არ უწევდა, მაგრამ ამის ტოლფასი იყო.
-რა უფლებით მეკითხები? სახლში ცოლი გყავს.
-ეგაა ერთადერთი პრობელა?
-ახლა რას მეტყვი? მაშინ დავშორდების? აზრი არ აქვს. ჩემს ცხოვრებაში ჩარევის არანაირი უფლება არ გაქვს.-წინ გასწია თავი. დაძაბული იყო.
-არ მაქვს?-ირონიულად გაიღიმა.-ნუ მომაკვლევინებ ნურავის ორჯონიკიძე.
-შეგიძლია გელოვანო!
-სესილიაა.-დაუბღვირა.
-სახლთან მიმიყვანე.
-გზაში იყიდი.
-გითხარი მიმიყვანე.
-გზაში ვიყიდით.-ერთხელღა გადახედა და შემდეგ ისევ დაძრა მანქანა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია. საიდან ნახა ტანსაცმლის მაღაზია ამ დროს თია, ვერ ხვდებოდა სესილია.
-გადმოდი.-მანქანის კარი გააღო.
-არ მინდა.
-ნუ გამაბრაზებ.-თითი გამაფრთხილებლდ დაუქნია.
-არ მაინტერესებს.
-ან შენი ნებით, ან...
-ცხოველი გახდი.-გვერდი აუარა.
-ალბათ.-თავი გააქნია და თავადაც მიჰყვა.
ორი თბილი სვიტერი იყიდა. ამაზეც დაუბღვირა გელოვანმა და ბოლოს მთელი ზამთრის საკმარი ტანსაცმლით მიდიოდნენ ბაკურიანისკენ.
თენდებოდა იქ, რომ ჩავიდნენ. მანქანა გააჩერა თუ არა სესილია გადახტა და სირბილით გაიქცა სასტუმროსკენ. ფოიეში დახვდა გვანცა.
-ნომერში მინდა.-სირბილით აიარა კიბეები და გვანცამ გააღო თუ არა კარი, შევიდა.
-ღმერთო ჩემო!-სახეზე ხელები აიფარა.
-რა მოხდა?-საწოლზე ჩამოჯდა ბერიძე.
ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, ყველა დეტალი.
-საყვარელია.
-ნუ გადამრევ გვანცა.
-სესილია, აღარ დაკრგო მეორედ ბედნიერების შანსი.
-იმ ადამიანს ცოლი ჰყავს, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს.
-სე*სიც კი არ აქვთ.-ხელები გაშლა ბერიძემ.
-საიდან მოიტანე?
-ვიცი.
-საიდან?
-ვიკოსგან!-ტუჩებზე მიიფარა ხელი.-ჯანდაბა.
-გვანცა ბერიძე.
-იმ დღეს, ცუდად რომ იყავი და ისიც რომ იყო. მოკლედ, გამოვლანძღე პატივცემული ლექტორი. მერე დალიეს თურმე. ალბათ გულის ტკივილი გაანდო ვიკოს. ესეც ნასვამი იყო. დამირეკა. ვბრაზობდი და მაშინ მითხრა. კი არ წამოსცდა ან რამე, მითხრა.
-არ მჯერა. ორი თვეა ცოლი ჰყავს გვანცა.-ხელები ჩამოიტარა სახეზე.
-ცოლი არაა ეგ. ეგონა, ამ ქალში იპოვიდა იმ დაკრგულ ოჯახურ სითბოს. და უფროა, ვიდრე ცოლი. -თავი გადააქნია.
-დავიღალე.-საწოლზე ჩამოჯდა და ფანჯარას გახედა. ლამპიონები წვიმაში ფრანებს ჰგავდნენ, რომლებიც გაფრენას ლამობდნენ.
,,ტყუილად არაფერი ხდება"-ეს ფრაზა ამოუტივტივდა.
,,მიენდე დინებას"-საწოლზე გადაწვა და თვალები დახუჭა.
,,გამოიდარებს..."
---
აგერ ბატონი გელოვანის მეორე მხარეც...
იმედია, მოგეწონებათ.
06:41-ზე დასრულებული თავია.

№1 სტუმარი ნი

ყველაზე დიდი იმედ გაცრუებაა გელოვანი ჩემთვის, ტიპი როგორიი უსირცხვილოააა, ჩემთვის გელოვანის ნაირიი კაცებიი უნდობლები არიაა, სესილიას ადგილზეარასოდეს არ გავიკარებდი მასეთ მამაკაცს ასი მეტრის რადიუსშიც კიიი, იმდენად ეგოისტია ტიპიი სხვისი ყოლოს უფლება არ აქვს თურმე და მოკლავს, ფუფ თურმეე შვებაა თეკლეშიი ნახააა, აი როგორ უნდა გავამართლოო ვერც კი ვხვდებიიი ერთი პროცენტითაც კი არ არის მართალიი, ერთი ეგოისტიი ტიპიაა საკუთარი ცხვირის იქეთ რომ არაფერს უყურებს, საკუთარ თავს, თეკლეს და სესილიას რამჯავს თავისი უვიცობით.

№2 სტუმარი ეკა

კარგი იყო ძალიან❤

№3  offline წევრი ქეთათო4

ნი
ყველაზე დიდი იმედ გაცრუებაა გელოვანი ჩემთვის, ტიპი როგორიი უსირცხვილოააა, ჩემთვის გელოვანის ნაირიი კაცებიი უნდობლები არიაა, სესილიას ადგილზეარასოდეს არ გავიკარებდი მასეთ მამაკაცს ასი მეტრის რადიუსშიც კიიი, იმდენად ეგოისტია ტიპიი სხვისი ყოლოს უფლება არ აქვს თურმე და მოკლავს, ფუფ თურმეე შვებაა თეკლეშიი ნახააა, აი როგორ უნდა გავამართლოო ვერც კი ვხვდებიიი ერთი პროცენტითაც კი არ არის მართალიი, ერთი ეგოისტიი ტიპიაა საკუთარი ცხვირის იქეთ რომ არაფერს უყურებს, საკუთარ თავს, თეკლეს და სესილიას რამჯავს თავისი უვიცობით.

შეიძლება, მაგრამ მე მიყვარს შეცდომებით სავსე ადამიანები. საერთოდ არ მომწონს, ის პერსონაჟები, რომლებიც ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზები არიან. ერთი წამით დავდგეთ სანდროს ტყავში. ნე მთლიანად ვენდობი მის პერსონას.
მიხარია, თქვენი აზრის მოსმენა და კრიტიკაც.
გამოვასწორებთ მეც და სანდროც❤️

№4 სტუმარი Ana-maria

სანდრომ შეცდომა მაშინ დაუშვა,მარტო ყოფნა რომ არჩია. ის იყო სასოწარკვეთილი. ყველა დაკარგა მთელი ოჯახი. დედის გარდაცვალებამ ბოლომდე მოსპო და ჩათვალა თეკლეს ცოლად შერთვით დედას ასიამოვნებდა. მგონი თეკლაც არ გიჟდება სანდროზე.ეს წყვილი არა მგონია რომ შედგეს. სანდრომ ვფიქრობ უკვე იცის შვება ვისთანაც დარჩა და აწი მგონია იბრძოლებს. ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავში ველოდები და მალე მინდა რომ იყოს. ვფიქრობ ბაკურიანი შეცვლის რაღაცეებს.

№5  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria

ძალიან მიხარია, რომ ერთგული ხართ ჩემი ,,ნაჯღაბნების"
ვნახოთ, რას იზამს❤️

№6 სტუმარი სტუმარი ანა

სანდროს შეცდომა გასაგებია , მაგრამ ეს სესილი რომ მაინც იმას აკეთებს რასაც სანდრო ეტყვის, ეგ ცალკე თემაა, დეპრესიის თუ რის გამო, ამ კაცს ცოლი ჰყავს და მგონი ცოტა თავმოყვარეობა არ აწყენდა ამ სიტუაციაში, ჯერ გამოასწოროს რაც დააშავა სანდრომ, ახლა ცოლი ჰყავს და სესილი მესამე, როგორც არ უნდა შეხედო ამ ამბავს, სანდრო კიდე არასანდო , მოღალატე ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს ამ ეტაპზე, პატივს თუ სცემს სესილის თვითონ უნდა დაიჭიროს თავი შორს , თავის თავს სცეს პატივი პირველ რიგში, და დაასრულოს ეს სამკუთხედი, იმედია დალაგდება მალე ყველაფერი

№7  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ანა

ამ შემთხვევაში სამკუთხედი არ არსებობს. არსებობს სანდრო, რომელიც შტერივით მოიქცა და არსებობს სანდრო, რომელსაც სესილი უყვარს. ვერ ვხვდები, სესილიმ რა უნდა გააკეთოს და არ აკეთებს.
ადამიანს უყვარს ეს კაცი. ჯერ ხომ არ უპატიებია, იქნებ არც აპატიოს...

№8 სტუმარი სტუმარი ანა

ქეთათო4

რა უნდა აპატიოს? სანდრომ სთხოვა პატიება? დაშორდა ცოლს ? სახლში დატოვა უბრალოდ და სესილის თავის ჭკუაზე ტარება დაიწყო, რამე აუხსნა , დაელაპარაკა საერთოდ? მაგას ვგულისხმობ, თითქოს არაფერი მხდარქ თითქოს ცოლი არ მოუყვანია და სახლში არ ელოდება ისე იქცევა სესილის თან და როცა ცოლი გყავს, უკვე სამკუთხედია, რა მიზეზიYაც არ უნდა გყავდეს.
შენ არ გეგონოს რომ შენ გაკრიტიკებ, ან არ მომწონს როგორც მიგყავს, არანაირად, პირიქით ველოდები ყოველ წუთას ახლა თავს და მაინტერესებს და მომწონს შენი წერის სტილიც და ეს ისტორიაც, იმედია არ გწყინს ჩემი მოსაზრებები

№9 სტუმარი სტუმარი gvantsa

ჩემდა სამწუხაროდ გელოვანმა დადიანზე დიდი შეცდომა დაუშვა უსიყვარულოდ რომ მოიყვანა ცოლი და სესის დიდი ტკივილი მიაყენა თავისი იგნორით.ძალიან ძნელია გოგომ რომელმაც სიყვარულში ამხელა იმედგაცრუება გამოცადა ერთხელ მეორედაც ამხელა ტკივილი აიტანოს,უბრალოდ შეუძლებელია ასე იოლად დაავიწყდეს ის იმედგაცრუება რომელიც გელოვანმა დაუტოვა . გელოვანის მინუსის მიუხედავად არც სესის არ ვამართლებ, პირველად სოფელში დაუშვა დიდი შეცდომა როცა გელოვანს ხელი კრა და მეორედ როცა მის ტკივილთან გელოვანი მარტო დატოვა დედის გარდაცვალების მერე.

№10  offline წევრი ქეთათო4

პირველ რიგში, მე მიყვარს ჩემი თითოეული მკითხველის აზრი. როდესაც აქ იდება მოთხრობა, მხოლოდ ჩემი აღარაა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აზრი დააფიქსიროს.
ბოდიში, როგორც სიტყვა-მძულს. საქციელებით მირჩევნია ხოლმე დავინახო, რომ ადამიანი წუხსს. ასე იქნება სანდროსთანაც და ბევრი ფუჭი სინანულიც იქნება ანნა❤️
მადლობა შენ.

სტუმარი gvantsa

სესილიმ მისცა სივრცე, რომელიც თავად გელოვანმა ითხოვა. არ ვიცი, იქნებ სესოც ტყუის...❤️

№11 სტუმარი M

ამ თავში გვანცამ გამაღიზიანა და თეკლა შემეცოდა. ჩემთვის, სანდრო, სესილიასთან ერთად, თეკლას ცხოვრების ამრევიცაა. გვანცა რომ ამბობს, ხედავს რომ არ უყვარს და მაინც გაყვაო, ესეთი ადვილი არ არის,როცა საყვარელი ადამიანისგან შეთავაზებას იღებ უარი უთხრა. კი შეიძლება სისუსტე იყო თეკლას მხრიდან, მაგრამ ალბათ, იმედს მოეჭიდა რომ იქნებ გამოსულიყო რამე... მარტივია სხვის გრძნობებზე საუბარი იმ გადმოსახედიდან, როცა გვერდით მასზე გაგიჟებით შეყვარებული ვიკო ჰყავს. ძალიან საინტერესო საკითხავია heart_eyes ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მოუთმენლად ველი ახალ თავს :)

№12 სტუმარი სტუმარი ანა

ბოდიშზე გეთანხმები მეც, საქმით უნდა დაამტკიცო რო სწუხხარ ადამიანის წინაშე, ველოდები ახალ თავს და ვგულშემატკივრობ მოკლედ ❤️

№13  offline წევრი ქეთათო4

M
ამ თავში გვანცამ გამაღიზიანა და თეკლა შემეცოდა. ჩემთვის, სანდრო, სესილიასთან ერთად, თეკლას ცხოვრების ამრევიცაა. გვანცა რომ ამბობს, ხედავს რომ არ უყვარს და მაინც გაყვაო, ესეთი ადვილი არ არის,როცა საყვარელი ადამიანისგან შეთავაზებას იღებ უარი უთხრა. კი შეიძლება სისუსტე იყო თეკლას მხრიდან, მაგრამ ალბათ, იმედს მოეჭიდა რომ იქნებ გამოსულიყო რამე... მარტივია სხვის გრძნობებზე საუბარი იმ გადმოსახედიდან, როცა გვერდით მასზე გაგიჟებით შეყვარებული ვიკო ჰყავს. ძალიან საინტერესო საკითხავია heart_eyes ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მოუთმენლად ველი ახალ თავს :)

გვანცა ტლიკინაა. გეთანხმებით, მაგრამ სადღაც თავმოყვარეობაცაა.
სანდრო არ ვიცი, რას როგორ მოაგვარებს, მაგრამ თეკლ უმაგრესი გოგოა❤️

№14 სტუმარი სტუმარი თამო

ვერაფერს ვწერ.გელოვანი იცი როგორი მეგონა თავიდან აი რომ არ შეეშლებოდა.აი სესას პირველი სიყვარული როგორი იყო როგორ იტანჯა დ მეგონა სანდრო შეძლებს მეთქი.უშეცდმო მინდოდა თუმცა რელურას ასეთები არ არსებობენ უშეცდომო არავინაა სესა მართლაც მაშინ სეცდა როც აიქ სოფელში ხელი კრა.აი მერე გელოვანს შეეშალა მაგრად გვერდით მდგარი სესილია ვერ შენიშნა დრო და მარტო ყოფნა ისურვა და ჰოპ ცოლი მოიყვანა.მესმის მიზეზიც და ყვეკაფერიც მაგრამ სესას ადგილას მეც ვერ ვაპატიებდი უკვე ცოლიანი კაცია მერე რა რომ ერთად არ არიან შორიდაბ თითქოს სესა მესამეა.თეკლასაც აურია ცხივრება შვება ეგობა თეკლა და არ არის მასთან შვება და ახლა ხვდება რომ შეცდა.არვიცი ვნახოთ როგორ განვითრდება მოვლენები მე ვფიქრობ ჯერ ცოლს უნდა გაშორდეს და მერე უმტკიცოს სესას რაღაცეები ის რომ თუნდაც პატიება დაიმსახუროს.ძალიან კარგად წერ და მომწონს.ველი ახალ თავს

№15  offline წევრი OKI ME

ოჰ, გელოვანო გაგინათდა გონება? :დდდ ამ გოგოსიც ვერ გავიგე ვერაფერი. რანაირად გაყვა ასე კაცო. მოკლედ, დაველოდები შემდეგ თავს. ტყუილად არ გავლანძღო ის საწყალიც, თავისი გასჭირვებია :დდდდ

მოვითხოვ აკა და თავისი საშინელი ცოლიც გამოიყვანე ასპარეზზე. :დდდ ასე უცებ, უკვალოდ სად გააქრე გოგო ეს ამხელა კაცი :დდდ

სესილიას დედა არის ადამიანი, ქალი, პიროვნება. მომწონს ეს ქალი. შვილს გვერდით უდგას რთულ პერიოდში.❤️

ეჰ, ჩემი გიჟი გვანცა და მისი სიყვარულისგან გაგიჟებული ვიკო ❤️ ეს ორი უბრალოდ მესაყვარლებიან ❤️❤️

წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️

№16 სტუმარი სტუმარი კირა

ცოტა სევდიანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან საყვარელობა თავი იყო. :)
ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს დავწერ

№17  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თამო
ვერაფერს ვწერ.გელოვანი იცი როგორი მეგონა თავიდან აი რომ არ შეეშლებოდა.აი სესას პირველი სიყვარული როგორი იყო როგორ იტანჯა დ მეგონა სანდრო შეძლებს მეთქი.უშეცდმო მინდოდა თუმცა რელურას ასეთები არ არსებობენ უშეცდომო არავინაა სესა მართლაც მაშინ სეცდა როც აიქ სოფელში ხელი კრა.აი მერე გელოვანს შეეშალა მაგრად გვერდით მდგარი სესილია ვერ შენიშნა დრო და მარტო ყოფნა ისურვა და ჰოპ ცოლი მოიყვანა.მესმის მიზეზიც და ყვეკაფერიც მაგრამ სესას ადგილას მეც ვერ ვაპატიებდი უკვე ცოლიანი კაცია მერე რა რომ ერთად არ არიან შორიდაბ თითქოს სესა მესამეა.თეკლასაც აურია ცხივრება შვება ეგობა თეკლა და არ არის მასთან შვება და ახლა ხვდება რომ შეცდა.არვიცი ვნახოთ როგორ განვითრდება მოვლენები მე ვფიქრობ ჯერ ცოლს უნდა გაშორდეს და მერე უმტკიცოს სესას რაღაცეები ის რომ თუნდაც პატიება დაიმსახუროს.ძალიან კარგად წერ და მომწონს.ველი ახალ თავს

არ მინდოდა მასეთი გელოვანი. მომწონს რომ ეშლება და კიდევ შეეშლება. მადლობა თქვენ❤️

Megioki
ოჰ, გელოვანო გაგინათდა გონება? :დდდ ამ გოგოსიც ვერ გავიგე ვერაფერი. რანაირად გაყვა ასე კაცო. მოკლედ, დაველოდები შემდეგ თავს. ტყუილად არ გავლანძღო ის საწყალიც, თავისი გასჭირვებია :დდდდ

მოვითხოვ აკა და თავისი საშინელი ცოლიც გამოიყვანე ასპარეზზე. :დდდ ასე უცებ, უკვალოდ სად გააქრე გოგო ეს ამხელა კაცი :დდდ

სესილიას დედა არის ადამიანი, ქალი, პიროვნება. მომწონს ეს ქალი. შვილს გვერდით უდგას რთულ პერიოდში.❤️

ეჰ, ჩემი გიჟი გვანცა და მისი სიყვარულისგან გაგიჟებული ვიკო ❤️ ეს ორი უბრალოდ მესაყვარლებიან ❤️❤️

წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️

აკას დროც მოვა. აი მაშინ დაინგება ცეცხლი გელოვანთან და სესილიასთან. მანამდე კი მადლობა შენ❤️

სტუმარი კირა
ცოტა სევდიანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან საყვარელობა თავი იყო. :)
ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს დავწერ

მადლობა. ❤️

№18  offline წევრი OKI ME

აუფ, ხალხოოოო თუ ხვდებით ქეთამ ახლა აქ რა ინტრიგა ჩააგდო და წავიდა? :დდდ შემიწირავთ შენ და შენი პერსონაჟები მე ვატყობ :დდდ ❤️❤️

№19  offline წევრი ირო

ახლა შენ რომ დიდხანს დაიკარგო,ჩვენ ხომ გული აგვტკივდება მოლოდინში,იმდენად საყვარლობა და ბედნიერებააა შენი ისტორიების კითხვა,ახლა ცამეტივე თავი თავიდან წავიკითხე დავიმახსოვრე და გელივანის გაგლეჯვა მომინდა,მერე დავფიქრდი და ისიც ადამიანია იმ თავისი შეცდომებით,სიყვარულით და ტკივილით.ის კი ვიცი რომ სესო ბედნიერი იქნება და მის ქუჩაზე გაზაფხული აუცილებლად მერცხალთან ერთად მივა.

№20 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ადამიანი უშეცდომო.არარუს ერთ შეცდომას ყველა უშვებს მთავარიაეორედ არ დაუშვა და იფიქრო გამოსწორებაზე და მე იმედი მაქვს სანდრო გამოასწორებს შეცდომას სესილია იქნება ბედნიერი,მაგრამ მინდა თეკლა ბედნიერი იყოს არ ჩანს ცუდი გოგო ცოდოა უსიყვარულოდ გათხოვილი იყოს,გვანცა და ვიკო მაგარი წყვილია,ისეთი ინტრიგა შემიაგდე ვერ ვითმენ მინდა ახალი თავი მალე წავიკითხო ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????♥️♥️♥️

№21 სტუმარი სტუმარი ნინო

ასე გვიან გვიან რატო წერთ?? თქნ თქვებიც როგორი მოკლეაა????????❤????‍♀️????‍♀️

№22 სტუმარი სტუმარი ნათია

საინტერესო მომენტზე გაწყვიტე და დაგვიტოვე ინტრიგაა,როდის დაგვიბრუნდები ?

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent