ზღვარს მიღმა (თავი პირველი)
საშინელი თავის ტკივილით გაეღვიძა, უკვე ერთი კვირაა ნორმალურად არ უძინია, ისევ ის საშინელი კოშმარები ტანჯავდა რომელთაც ნორა მას შემდეგ არ შეუწუხებია რაც 15 წლის გახდა და ბიძამ ფსიქოლოგთან მიიყვანა ,ან ფსიქიატრთან, ნორა უკვე 18 წლის იყო და დღემდე ვერ გაეგო 50 წლის გამხდარი სათვალეებიანი ქალბატონი მისის პარკერი ფსიქოლოგი იყო თუ ფსიქიატრი, მაგრამ სანამ მისი გამოწერილი წამლები მშვიდად დაძინებაში ეხმარებოდა სულ ერთი იყო ვინც უნდოდა შეეძლო ის ყოფილიყო, ახლა კი გასაკვირი არც არის რომ ისევ დაეწყო კოშმარები, დამამშვიდებლები გაუთავდა და ახალი სამსახურის გამო ექიმთან, რეცეპტისთვის ვიზიტის გადადებამ მოუწია, ნორა მარტოხელა ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც მშობლები დაეღუპა 12 წლის ასაკში, სკოლის დამთავრების შემდეგ დროებით უნივერსიტეტში ჩაბარებაზე უარი თქვა და ბიძამისი იძულებული გახდა მისთვის მეგობრის სარეკლამო კომპანიაში სამსახური ეშოვნა, მოხიბლული ნამდვილად არ იყო იმით რომ სამსახური ნაცნობობით იშოვა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა არ ჰქონდა, ბიძას მეტად ვეღარ დააწვებოდა კისერზე, სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან, კარადიდან ტანსაცმელი გადმოყარა, თეთრი მოკლემკლავიანი მაისური, შავი ტანზე მომდგარი ჯინსის შარვალი შეარჩია და აბაზანაში შევიდა წყლის გადასავლებად, პიჟამო გაიძრო და აბაზანის სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა, სარკიდან საშუალო სიმაღლის, გამხდარი, არაფრით გამორჩეული გოგონა უცქერდა ლამაზი აპრეხილი დაჭორფლილი ცხვირით, დიდი თაფლისფერი თვალებით, სავსე ტუჩებით და გრძელი ცეცხლისფერი თმით, მარჯვენა ფერდზე შავი ლაქა მოხვდა თვალში, ჯანდაბა, უკვე ორი კვირაა რაც ეს ლაქა გაუჩნდა და იმის მაგივრად რომ მოშორდეს, უფრო და უფრო იზრდება და მგონი რაღაც ფორმას იღებს, თავიდან ლობიოს მარცვლისხელა იყო ახლა კი უკვე მუჭის სიმსხო გამხდარიყო და უცნაური წანაზარდები გასჩენოდა, - ეჰ რაც არის არის, -ხელი ჩაიქნია და წყალი მოუშვა, -შემდეგ კვირაში აუცილებლად წავალ ექიმთან და ვაჩვენებ, ახლა მთავარია სამსახურში არ დავიგვიანო, -ჩაიბურტყუნა და თბილ წყალს თავი შეუშვირა, - კარგია რომ სამსახურს ასე სერიოზულად ეკიდები, -უთხრა ბიძამ როცა ნორა მაგიდას მიუჯდა ჩაის დასალევად, - ჰო, არ მინდა იმედი გაგიცრუო თორემ დღეს არსად წასვლის თავი არ მქონდა, -ნორამ ნაძალადევად გაიღიმა, - თვალები ჩაშავებული გაქვს, ისევ არ გეძინა? -ბიძამ გაზეთი გვერდზე გადადო და ნორას დაკვირვებით შეხედა სახეში, -ისევ კოშმარები გესიზმრება? - მესიზმრება, რომ ვთქვა რომ არ მძინავს ტყუილი იქნება, მძინავს, მაგრამ ეს უცნაური სიზმრები იმდენად მღლის რომ ფაქტიურად ისე გამოდის თითქოს საერთოდ არ მიძინია, - წუხელ რა გესიზმრა? - ისევ იგივე რაც ყოველთვის, -ნორამ ხელები საფეთქლებზე შემოიჭდო, უკვე წლები იყო თითქმის ყოველ ღამე ერთი და იგივე სიზმრებს ხედავდა, მცირედი ინტერპრეტაციებით, როცა წამლებს სვავდა სიზმრები არ ქრებოდნენ, ბუნდოვანი და გაუგებარი ხდებოდნენ და სხვა თუ არაფერი გამოძინებას მაინც ახერხებდა, ახლა კი უკვე თითქმის ორი კვირაა სიზმრები მთელი ძალით, გამეტებით ესხმიან თავს, არა, ეს არ არის ჩვეულებრივი სიზმრები, უფრო თითქოს მოგონებებია, მოგონებები არარსებულ წარსულზე და არარსებულ ადგილებზე, არარსებულ არსებებზე და ადამიანებზე, ხანდახან ისეთი რეალური იყო სიზმრები, ნორა ფიქრობდა რომ ეს ყველაფერი როდისღაც მართლა მოხდა, უბრალოდ მას დაავიწყდა და ახლა გახსენებას ცდილობდა, ბოლო ორი კვირაა ყოველ დილით საწოლიდან ადგომამდე თვალებს ხუჭავდა და ცდილობდა იმ ბიჭის სახე გონებაში გაეცოცხლებინა რომელიც მის სიზმრებს ახლახანს შემოეჩვია და მგონი სამუდამოდ დაიდო ბინა ნორას ღამეულ სამყაროში, ყოველ ღამე უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა ნორას სიზმრებში და ნორა ისე მიეჩვია, უკვე კოშმარადაც აღარ აღიქვამდა, იქნებ სწორედ მის გამო არ მიდის ექიმთან რომ რეცეპტი გამოართვას, ამაზე აქამდე არ დაფიქრებულა, ნუთუ ასე მონუსხა მისმა შავმა თვალებმა და მწველმა მზერამ, - ნუთუ მის გამო? -თქვა უნებურად ხმამაღლა და უკვე გაცივებული ჩაი მოსვა, - ვის გამო? რას ამბობ? -ბიძა გაკვირვებული უცქერდა, - არაფერია, უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ, -ნორამ გაიღიმა და წამოდგა, -უნდა გავიქცე თორემ დავიგვიანებ, ლუკასმა უნდა გამომიაროს, ალბათ უკვე მელოდება, - აბა შენ იცი, -გაამხნევა ბიძამ, -საღამოს ვახშამზე არ დაიგვიანო, შენთან სალაპარაკო მაქვს, -ნორამ ხელი დაუქნია, სასწრაფოდ გავარდა სახლიდან და კიბეებზე სირბილით დაეშვა, - წინ იყურე გოგონი, -მოესმა წვრილი უსიამოვნო ხმა და შეასკდა კიდეც ლურჯ შარვალ კოსტუმში გამოწყობილ ორმოციოდე წლის გამხდარ საშუალო სიმაღლის მამაკაცს, - მაპატიეთ მისტერ იგორ, ვერ დაგინახეთ, სამსახურში მაგვიანდება და ამიტომ ვჩქარობ, -მოუბოდიშა მეზობელს რომელიც ზუსტად მისი ბინის ზემოთ, ერთი სართულით მაღლა ცხოვრობდა და უკანმოუხედავდ გააგრძელა გზა, იგორი ერთხანს უცნაური გამჭოლი მზერით უყურებდა როგორ ახტებოდა ნორა საფეხურებს, მერე ჯიბიდან უცნაური ოვალური მოწყობილობა ამოიღო, ჩართო, ეკრანზე რაღაც აკრიფა, ისევ ჯიბეში ჩაიდო და კიბეებს ნელი ნაბიჯით აუყვა. * * * - უკვე ორი დღე იყო გადაბმულად წვიმდა ნიუ იორკში, ლუკასი სადარბაზოსთან ელოდებოდა ნორას, თავისი ძველი, უკვე თითქმის ანტიკვარად ქცეული ავტომობილით, მის დანახვაზე სათვალე გაისწორა და თვალებზე ჩამოფხატული თმის მოწესრიგებას შეუდგა, ის და ნორა ბავშვობიდან მეგობრობდნენ, სკოლაში ერთად სწავლობდნენ და ახლა ლუკასი ძალიან ნაწყენი იყო მასზე, იმის გამო რომ მასთან ერთად არ წავიდა უნივესიტეტში, ნორას კი ჯერჯერობით სწავლა და მით უმეტეს სამედიცინოზე ნამდვილად არ შეეძლო, ლუკასი გიჟდებოდა მედიცინაზე, ქირურგიის განხრით სწავლობდა, უკვე პირველ კურსზე იმდენი იცოდა ზოგიერთმა დიპლომიანმა ექიმმა რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცის, უნივერსიტეტთან ერთად კერძო პრაქტიკებს გადიოდა რაშიც ასევე ექიმი მშობლები დიდად უწყობდნენ ხელს, - დიდხანს მელოდე? -ნორა მის გვერდით მოკალათდა და ღვედი გაიკეთა, - დიდხანს არა, სულ რაღაც რამდენიმე წუთია აქ ვარ, -ლუკასმა ძრავი ჩართო და ავტომობილი დაძრა, -სამსახურში როგორ მიდის საქმეები? - კარგად, ჯერ ყველაფერს ვსწავლობ, იმედია მივეჩვევი, ხელფასი არც თუ ისე ცუდია, მე კი ფული ახლა ძალიან მჭირდება, - ბიძაშენი ფულს აღარ გაძლევს? -გაუკვირდა ლუკასს, -ის ხომ მდიდარია, - ჰო, ფული საკმარისად აქვს, მაგრამ ყოველთვის მის კმაყოფაზე ხომ არ ვიქნები, -ნორამ წითელზე გაჩერებული მანქანის დაორთქლილი მინიდან სველ, ნაცრისფერ ქუჩას გახედა და გაშრა, ტროტუარზე ის იდგა და პირდაპირ მას უყურებდა, ზუსტად ისეთი როგორიც სიზმრებიდან ახსოვს, მაღალი, ტანადი, შავი, სწორი, სახეზე ჩამოყრილი თმით და ცეცხლოვანი მზერით, შავი მოკლე ქურთუკი, ასეთივე ფერის შარვალი და კოჭებამდე ბოტები ეცვა, ერთხანს პირდაპირ თვალებში უყურებდა და მერე მანქანისკენ წამოვიდა, ამ დროს მწვანე აინთო და ლუკასმა ავტომობილი დაძრა, ნორამ მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მოახერხა გამორკვევა, - გააჩერე, -იყვირა მთელი ხმით, ლუკასმა მაშინვე დაამუხრუჭა და უკანმომავალი მანქანების სიგნალების გაგონებისას თავი დახარა, აღარ იცოდა სად შემძვრალიყო, - შენ რა გაგიჟდი იდიოტო, ასე შეიძლება ავარია მოგეხდინა, -უღრიალა, ერთერთმა მძღოლმა როცა გვერდით ჩაუარა და შუა თითი აჩვენა, ნორას არაფრისთვის მიუქცევია ყურადღება, კარი გააღო და თეთრი, ნაჭრის კედებით გადახტა კოჭებამდე წყალში, შეშლილი მზერით ათვალიერებდა ქუჩას მაგრამ ის აღარსად ჩანდა, თითქოს მიწამ უყო პირიო, გაქრა, - ნუთუ მომეჩვენა, -ნორამ აკანკალებული თითები საფეთქლებზე შემოიჭდო, -ესღა მაკლდა, მგონი მოჩვენებები დამეწყო, - რა გჭირს, კარგად ხარ? -ლუკასი მიუახლოვდა და მისი უცნაური მზერის შემხედვარე შეკრთა, -რა გჭირს ნორა, შუა ქუჩაში წვიმაში დგახარ და შენს თავს ელაპარაკები, წამოდი მანქანაში ჩაჯექი, - მგონი რაღაც მომეჩვენა ლუკას, -ჩაიჩურჩულა ნორამ როცა ავტომობილი მის სამსახურთან შეჩერდა, -მაპატიე რომ ასე შეგაშინე, უბრალოდ ის მოჩვენება ისეთი რეალური იყო, - დარწმუნებული ხარ რომ ახლა მუშაობას შეძლებ? -ლუკასი ეჭვით უყურებდა ნორას ამოღამებულ თვალის უპეებს, -იქნებ გაენთავისუფლო და დასვენების დღე აიღო, - არა ჯერ ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა და ახლავე დასვენების დღეს ვერ ავიღებ, კარგად ვარ ასე რომ ჩვეულებრივად შევძლებ მუშაობას, -ნორა მანქანიდან გადავიდა, ლუკასს ხელი დაუქნია და თან შეძლებისდაგვარად მხიარული სახის მიღებას შეეცადა. თვითონაც რომ არ ეგონა ისე კარგად ჩაიარა სამუშაო დღემ, მიუხედავად იმისა რომ ექვსის მაგივრად რვა საათზე მოუწია სამსახურიდან გამოსვლა თავს მაინც ნორმალურად გრძნობდა, ყველას დაემშვიდობა და ქუჩაში გამოვიდა ტაქსის გასაჩერებლად, ბიძია ბილი მისაღებში ელოდებოდა სამგზავროდ გამოწყობილი, გვერდით ორი დიდი ჩემოდანი ედო, - შენ რა ისევ მივლინებაში მიდიხარ? -ნორას თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა, ბიძამისს ხშირად უწევდა კვირაობით მივლინებებში წასვლა და ნორა მთლად მარტო რჩებოდა უზარმაზარ ბინაში, არადა არ უყვარდა მარტო ყოფნა, ბილი მისი სახის გამომეტყველების დანახვისას მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე წამოდგა და ნორა გულში ჩაიკრა, - მალე ჩამოვალ, ამჯერად მხოლოდ სამი კვირით მივდივარ, ხომ იცი აუცილებელი რომ არ იყოს ჩემი წასვლა მარტო არ დაგტოვებდი, შენ რა სიცხე გაქვს, -კითხა როცა ლოყაზე მოფერებისას შეამჩნია როგორ უხურდა ნორას სახე, - შეიძლება მაქვს კიდეც, დღეს ფეხები დამისველდა, მთელი დღე სველი ფეხსაცმელებით მომიწია მუშაობა, ალბათ გავცივდი, სერიოზული არაფერია, ახლა შენ გაგაცილებ და მერე აქვე ქუჩის კუთხეში რომ აფთიაქია, სიცხის დამწევს ვიყიდი, შენ არაფერზე ინერვიულო, - ხომ კარგად იქნები ნორა? -ბიძას თითქოს გული უგრძნობდა რომ რაღაც ცუდი შეიძლება მომხდარიყო, - ნუ ინერვიულებ, -გაიღიმა ნორამ, -პატარა ხომ აღარ ვარ, პირველად ხომ არ მტოვებ მარტო, ხომ იცი შემიძლია ჩემს თავს მივხედო, - ლუკასს დაურეკე, სთხოვე შენთან დარჩეს, -ვერ ისვენებდა ბილი, - ჩემნაირი ბიძა არავის ჰყავს, -გაეცინა ნორას, -თვითონ მთხოვ რომ სახლში ბიჭები დავპატიჟო? - სულელო, მე შენ საკუთარი თავივით გიცნობ, ვიცი რომ ლუკასს როგორც ბიჭს ისე არასოდეს შეხედავ, ლუკასი ძალიან კარგი მეგობარია და უყვარხარ, დაურეკე, -კიდევ ერთხელ უთხრა და ჩემოდნებს ხელი ჩაავლო. * * * ბილი ნორას დაემშვიდობა და ტაქსში ჩაჯდა, ნორა ერთხანს უხმოდ უყურებდა მიმავალ ავტომობილს და შემდეგ ნელ-ნელა გაუყვა ქუჩას აფთიაქისკენ, სიცხის დამწევი აბები, რამდენიმე პაკეტი ჩაი იყიდა და სადარბაზოსთან მიახლოებისას აღმოაჩინა რომ გარე განათება ისევ გადამწვარიყო, არადა უკვე უკუნეთი ღამე იდგა, სიბნელის არასოდეს შეშინებია მაგრამ ახლა ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა, თითქოს ვიღაც მის ყოველ ნაბიჯს აკვირდებოდა, ფეხს აუჩქარა, კიდევ კარგი შესასვლელ კართან მაინც ენთო ნათურა, ის იყო სადარბაზოს კარზე კოდი აკრიფა რომ მხარზე ფრთხილი შეხება იგრძნო, დაფეთებული შემოტრიალდა და ადგილზე გაშეშდა, მის წინ ის იდგა, ბიჭი მისი სიზმრებიდან, ის ბიჭი დღეს მოჩვენება რომ ეგონა, ახლა მის წინ იდგა და უღიმოდა, - ჩემი არ შეგეშინდეს გთხოვ, მხოლოდ შენთან საუბარი მინდა, -ხმა თბილი, ხავერდოვანი და ისეთი მომხიბვლელი ჰქონდა როგორიც თვითონ იყო, ნორას მისდა გასაკვირად არ შეშინებია, პირიქით უცნაური სიახლოვის შეგრძნება დაეუფლა, თითქოს დიდი ხნის უნახავ საყვარელ ადამიანს შეხვდა და ახლა ერთი სული ჰქონდა როდის ჩაეხუტებოდა, ბიჭი უხმოდ ელოდა როდის მიიღებდა ნორა გადაწყვეტილებას, მარცხენა ხელით შენობის კედელს ეყრდნობოდა, მარჯვენა კი ფერდზე ჰქონდა მიჭერილი, ნორამ ხელს თვალი ჩააყოლა და დაინახა როგორ მოჟონავდა თითებსშორის სისხლი, -როგორი ლამაზი თითები აქვს, -გაიფიქრა უნებურად და მაშინვე მიხვდა რა სისულელეზე ფიქრობდა, -აშკარად დაჭრილია და სისხლისგან იცლება მე კი რაზე ვფიქრობ. - კარგად ხარ? მგონი დახმარება გჭირდება, -ჭრილობაზე თავით ანიშნა, იქნებ სასწრაფო გამოვიძახო? - არავითარი სასწრაფო, გთხოვ არავის დაურეკო, მე ახლა მხოლოდ შენთან საუბარი მჭირდება, -დაღლილი ხმით უთხრა ბიჭმა და გაღიმებას შეეცადა, თუმცა სახე ტკივილისგან დაემანჭა, თვალები დაეხუჭა და მის წინ ჩაიკეცა, ნორას ბევრი არ უყოყმანია, ააყენა და სადარბაზოში შეიყვანა, ბიჭი თითქმის გათიშული იყო და მთელი სიმძიმე ნორას აწვებოდა მხრებზე, ძლივს შეიყვანა ლიფტში და მესამე სართულს დააჭირა, -მაპატიე, -მოესმა ჩურჩული, -ეს ყველაფერი ასე ნამდვილად არ დამიგეგმავს, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, ყველაფერს აგიხსნი. - გაჩუმდი, ახლა მხოლოდ ის გვჭირდება რომ ჭრილობას მივხედოთ, -ნორა ძლივსღა სუნთქავდა დაღლილობისგან, -მერე ყველაფერს მომიყვები, -ძლივს გააღო კარი და უცნობი სახლში შეიყვანა, საძინებელში თავის საწოლზე დააწვინა და შვებით ამოისუნთქა, ბიჭი მძიმედ სუნთქავდა თუმცა გონი არ დაუკარგავს, მიბნედილი მზერით უყურებდა ნორას დაღლილ სახეს, დრო არ გვაქვს, უნდა ვილაპარაკოთ, -უთხრა ძლივსგასაგონი ხმით და წამოდგომა სცადა, - დამშვიდდი, ლაპარაკს მოვასწრებთ, -ნორამ ფეხზე გახადა, მერე ქურთუკი შეუხსნა და მაისური აუწია, -ახლა როგორმე სისხლდენა უნდა შევაჩეროთ, სისხლმდინარ ჭრილობაზე დახედა რომელიც მარჯვენა ფერდზე ჰქონდა და გაშრა, საკმაოდ ღრმა ჭრილობის ქვემოთ ზუსტად ისეთი შავი ლაქა ჰქონდა როგორიც მას, ოღონდ მისი ლაქა თითქოს უფრო სრულყოფილი იყო, უცნაურ, უსწორმასწორო სხივებიან მზეს ჰგავდა რომლის თითოეული სხივი თითქოს ნორასთვის უცნობი იეროგლიფი იყო, სისხლით დასვრილი მაისური აიწია და თავის ლაქას დააკვირდა, ჯანდაბა, დილის შემდეგ საკმაოდ შეცვლილიყო და თითქმის უკვე იდენტური იყო იმისა რაც ამ უცნობს ჰქონდა სხეულზე, ეს შეუძლებელია, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? ბიჭი ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა ვნებათაღელვას ნორას სახეზე, მერე გაბედა და ხელზე ხელი მოკიდა, - გთხოვ არ შეგეშინდეს, ყველაფერს აგიხსნი, ნორამ უხეშად გამოგლიჯა ხელი და საწოლიდან წამოდგა, - ცხელი ხარ იწვი, -ბიჭის თვალებში შეშფოთება ჩანდა, - ეგ არაფერი უბრალოდ გავცივდი და სიცხე მაქვს, შენს გამო წამლის დალევაც კი დამავიწყდა, -ნორამ კარადიდან პირსახოცი გამოიღო და ესროლა, - ჭრილობაზე დაიჭირე, ჩემს მეგობარს დავურეკავ, ის ჩემზე უკეთ ერკვევა ასეთ რაღაცეეში, მოვა და ჭრილობას დაგიმუშავებს, - სიცხე გაციების გამო არ გაქვს, -მოესმა კარიდან გასვლისას, - აბა რის გამო მაქვს, -ნორა შემობრუნდა და გაფითრებულ უცნობს მიაჩერდა, - ჩვენი სიახლოვის გამოა, ერთმანეთზე ვმოქმედებთ, მაგრამ არ შეგეშინდეს ეს სრულიად ბუნებრივია და მალე გაგივლის, - სულ რატომ მეუბნები რომ არ შემეშინდეს, როგორ ფიქრობ მეტყობა რომ რამის მეშინია? -ცოტა არ იყოს უხეშად გამოუვიდა ნორას, -მგონი ბოდავს, -დაამატა ჩუმად და კარი გაიხურა. * * * ნორას გასაკვირად ლუკასი ნახევარ საათში გაჩნდა მასთან, -რა გჭირს? -შესძახა მაშინვე ნორამ კარი გაუღო თუ არა, -ეს შენი სისხლია? დაჭრილი ხარ? -ნორამ ძლივს შეათრია დერეფანში და კარი ჩაკეტა, - მე არაფერი მჭირს გაციებას თუ არ ჩავთვლით და ეს ჩემი სისხლი არ არის, - ვისი სისხლია? ვინმე მოკალი და ახლა გვამის მოსაშორებლად ჩემი დახმარება გჭირდება? - კარგი რა ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, თანაც გვამის მოშორება რომ მდომებოდა, პირველადი დახმარების ჩანთის მოტანას არ გთხოვდი, ერთ ჩემს ნაცნობს დახმარება სჭირდება, ჩემს საძინებელშია, გთხოვ ჯერ არაფერი მკითხო, დავეხმაროთ და შემდეგ ყველაფერს აგიხსნი, - ლუკასმა უხმოდ დაუქნია თავი, და ანიშნა წინ გამიძეხიო, ნორამ საძინებლის კარი შეაღო, ბიჭი ახლა უფრო მეტად გაფითრებული, თავგადაგდებული იწვა, ქვეშაგები მთლიანად სისხლით იყო გაჟღენთილი, ნორას მოეჩვენა რომ აღარ სუნთქავდა, თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა, მივარდა დაიჩოქა და გულზე თავი დაადო რომ გულისცემისთვის მოესმინა, გული სუსტად თუმცა მაინც ცემდა, შვებით ამოისუნთქა და ლუკასს ადგილი დაუთმო საწოლთან, ლუკასმა ჭრილობას დახედა, შემდეგ ჩანთა გახსნა და ინსტრუმენტები ამოალაგა, ერთხანს გამწარებული ეძებდა რაღაცას, - ჯანდაბა, ჩანთაში გამაყუჩებელი არ ყოფილა, გამაყუჩებლის გარეშე როგორ გავასუფთავო და გავკერო ჭრილობა? ვერ გაუძლებს, - კარგი რა, როგორი ექიმი ხარ თუ გამაყუჩებელიც კი არ გაქვს ჩანთაში, -აღშფოთდა ნორა, - ჯერ ერთი ექიმი არ ,ვარ პირველკურსელი ვარ და მეორეც, ისე მაჩქარებდი რომ ჩანთაში რა ჩავყარე არც კი მახსოვს, -ლუკასმა უხერხულად აიწურა მხრები, ახლა რა გავაკეთოთ? - დაიწყე, -მოესმათ ძლივსგასაგონი ხმა, -გავუძლებ, - დარწმუნებული ხარ? -ნორამ სახე გაფითრებულ სახესთან მიუახლოვა რომ მისი პასუხი უკეთ გაეგო, - თუკი აქ ჩემს გვერდით დარჩები, ყველაფერს გავუძლებ, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა, ნორამ ლუკასს ანიშნა დაიწყეო, მერე მისი ხელი აიღო მაგრად მოუჭირა, დაიხარა ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა, - ნუ გეშინია, შენთან ვარ, -დაინახა როგორ გადაეფინა ბიჭს სახეზე ძლივსშესამჩნევი ღიმილი და სუსტი ხელისმოჭერაც იგრძნო, ლუკასმა ჭრილობა გაწმინდა, -უზარმაზარი რკინის ნამსხვრევი გაქვს ჭრილობაში მეგობარო, უნდა ამოვიღო, წინასწარ გეუბნები ძალიან გეტკინება, ეცადე მოითმინო, -ამოღება დაიწყო თუ არა ბიჭი დაიძაბა, კბილს კბილზე აჭერდა რომ ტკივილისგან არ ეღრიალა, ნორას მთელი ძალით უჭერდა ხელს, ვეღარ გაუძლო, უცნაური ღრიალისმაგვარი ხმა აღმოხდა, მთელი სხეული დაეძაბა და ნორამ დაინახა როგორ გამოეზარდა ფრჩხილების ადგილზე უზარმაზარი ბასრი ბრჭყალები, ეს აშკარად ლუკასმაც დაინახა და შეშინებული ერთ ადგილზე გაშეშდა, ბიჭმა უცნაურად დავიწროვებული თვალები გაახილა და ნორას შეხედა, გუგები გაყვითლებული ჰქონდა, მისი თვალები ნორას რომელიღაც მტაცებლის მზერას აგონებდა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა რომლისას, - ლუკას ყურადღებას ნურაფერს მიაქცევ, გააგძელე, იყვირა ნორამ, ლუკასმა მთელი გამბედაობა მოიკრიბა და ღია ჭრილობიდან ლითონის ნატეხი ამოაძრო, რომელიც როგორც კი ჭრილობას მოშორდა მათდა გასაკვირად მის ხელშივე აორთქლდა და უბრალოდ გაქრა, ბიჭმა შვებით ამოისუნთქა, მოეშვა, ბრჭყალები ნელ-ნელა შეეწია შიგნით, თვალებმა შავი ფერი დაიბრუნეს და ჭრილობამ თავისით დაიწყო პირის შეკვრა, ლუკასი და ნორა პირდაღებულები უყურებდნენ ერთმანეთს, პირველი ლუკასი გამოერკვა, - როგორც ვხედავ ჩემი გასაკეთებელი აღარაფერია, ჭრილობა თითქმის მთლიანად შეხორცდა, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ფაქტია რომ ასეა, აქ რა ჯანდაბა ხდება, ამიხსნის ვინმე? - შეიძლება არ დამიჯერო მაგრამ მეც არ ვიცი რა ხდება, წამოდი ხელები დაიბანე და ყავა დავლიოთ, მანამდე ალბათ შენი პაციენტიც მომჯობინდება და თვითონ აგვიხსნის ყველაფერს, - შენი სიმშვიდე მაგიჟებს, -ლუკასმა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩაყარა ჩანთაში, წამოხტა და ოთახიდან გავარდა, - ყველაფრისთვის მადლობას გიხდი, იმისთვის რომ ჩემი არ შეგეშინდა, იმისთვის რომ მენდე და სახლში შემომიშვი, შენ და შენი მეგობარი რომ არა ალბათ ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, მე ჯეისონი მქვია, შეგიძლია ჯეი დამიძახო, -ბიჭმა ნორას ხელი გაუწოდა და სუსტად გაუღიმა, - სამადლობელი არაფერია, დაისვენე, დასვენება ნამდვილად გჭირდება, რადგან ჩემთვის უამრავი რამ გაქვს ასახსნელი, ახლა კი მოდი ქურთუკის გახდაში დაგეხმარები რომ უკეთ შეძლო დასვენება, -ნორა მისკენ დაიხარა და ხელი კისერქვეშ შეუცურა რომ წამოწევაში დახმარებოდა, იგრძნო როგორ ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი ჯეიმ როცა ნორას თმა წამიერად სახეზე გადაეფარა, და თავისდა გასაკვირად ამის გამო კმაყოფილება და სიამოვნება იგრძნო, ქურთუკი გახადა, მერე ბალიში გაუსწორა და კარადაზე მიუთითა, იმ კარადაში რამდენიმე მამაკაცის მაისურია, ხანდახან სახლში ჩასაცმელად ვიყენებ ხოლმე, შეგიძლია ჩაიცვა, შენი მთლად სისხლით არის დასვრილი, თუკი რამე დაგჭირდება მისაღებში ვიქნები და დამიძახე, -ნორა წამოდგა და ოთახიდან გავიდა, ჯეი ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა დახურულ კარს, მერე შარვლის ჯიბიდან ოვალური, ეკრანიანი მოწყობილობა ამოიღო, - მასთან ერთად ვარ, ვიპოვე, როგორც იქნა მივაგენი, -ტექსტი აკრიფა და გაგზავნის ღილაკს თითი დააჭირა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.